„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (333/2-XImp, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (333/2-XIმპ, 03/06/2026). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 − 64 პუნქტები:
„61. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის
არმქონე პირი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული
სერტიფიკატი (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ან ვალდებულია
ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა,
(საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად), ხოლო ქართულენოვან
პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა.
62. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის
არმქონე პირი, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური
კრედიტების მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება.
63.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის
ამ
მუხლის
მე-3
პუნქტით
გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირთა ჩარიცხვის
ზღვრული რაოდენობა, ჩარიცხვის პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
64. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ავტორიზაციის შედეგად დადგენილი
სტუდენტების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ეთვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე სტატუსშეჩერებული
სტუდენტების რაოდენობა.“.
2. 521 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 − 75 პუნქტები:
„72. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის
არმქონე პირი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული
სერტიფიკატი (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ან ვალდებულია
ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა
(საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად), ხოლო ქართულენოვან
პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა.
73. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის
არმქონე პირი, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური
კრედიტების მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება.
74.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის
ამ
მუხლის
მე-7
პუნქტით
გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის
ზღვრული რაოდენობა, ჩარიცხვის პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
75. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ავტორიზაციის შედეგად დადგენილი
სტუდენტების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ეთვლება ამ მუხლის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე სტატუსშეჩერებული
სტუდენტების რაოდენობა.“.
3. 862 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების,
შესაბამისი
საგანმანათლებლო
პროგრამების,
საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო
პერსონალური
პროგრამაზე
მონაცემების
გათვალისწინებულ
პროგრამის
განმახორციელებელი
ჩარიცხვის
უფლების
შესახებ
შემთხვევებში
−
პერსონალისა
მქონე/ჩარიცხული
(მათ
შორის,
საქართველოს
მათი
ჯანმრთელობის
და
პირების
კანონმდებლობით
მდგომარეობის
შესახებ
მონაცემები), ინფორმაცია, აგრეთვე ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 52 მუხლის მე7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის
1
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის,
სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის
მიხედვით დაგროვებული კრედიტების რაოდენობის, სწავლის დასრულების შესახებ და
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლესი განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ:
ა) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებს;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
ე) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.“.
4. 864 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 864. პასუხისმგებლობა უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის
1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის
სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში
ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.
2. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3
პუნქტითა და 521 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის
მოქალაქის/მოქალაქეობის
არმქონე
პირის
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის
წესის
დარღვევის
ვალდებულების
შემთხვევაში,
მქონე
ამ
ინფორმაციის
აღნიშნულ
ეკისრება
პასუხისმგებლობა
სუბიექტს
სისტემაში
ასახვის
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობა 2026 წლის 1 ივლისამდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოფს:
ა)
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
მოქალაქის/მოქალაქეობის
არმქონე
პირის
სწავლის
მიერ,
მიზნით
საგანმანათლებლო
უცხო
ქვეყნის
დაწესებულებაში
წარმოსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული
სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის
განსაზღვრას;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე
პირის ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობის, ჩარიცხვის პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის
წესისა და პირობების განსაზღვრას.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2026 წლის 1
ივლისამდე უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წვდომას.
3. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წვდომის უზრუნველყოფამდე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოს
მიაწოდოს
უცხო
ქვეყნის
მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესთან და სტატუსთან
დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა
და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული კრედიტების
რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები.
4. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წვდომის უზრუნველყოფამდე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ
სხვა
ინფორმაციასთან
ერთად,
გამოითხოვოს
უცხო
ქვეყნის
მოქალაქის/მოქალაქეობის
არმქონე
პირის
სასწავლო
პროცესთან
და
სტატუსთან
დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა
და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული კრედიტების
რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები.
მუხლი 3.
1.ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის დარეგულირებული
უცხო
ქვეყნის
მოქალაქის
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
მიღების
კრიტერიუმები, აგრეთვე, არაა განსაზღვრული სწავლის პროცესთან დაკავშირებული
ვალდებულებები,
რაც
საბოლოოდ
ზიანს
აყენებს
მიგრაციული
პოლიტიკის
თანამიმდევრულობას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი სამართლებრივი
ჩარჩო არ ითვალისწინებს მკაცრ მექანიზმებს, რომელთა საფუძველზეც უცხოელი
სტუდენტის სტატუსი და სასწავლო ბინადრობის ნებართვა დაკავშირებული იქნება მის
რეალურ აკადემიურ მოსწრებასთან. ამიტომ, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხო
ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად არ
მონაწილეობს სასწავლო პროცესში. აღნიშნულის მიუხედავად, მისი სტუდენტის სტატუსი
რჩება ძალაში და შესაბამისად წარმოადგენს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის საფუძველს.
დამატებით პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ სწავლის პარალელურად, სათანადო
კონტროლის გარეშე, შესაძლებელია, სტუდენტი დასაქმდეს შეუზღუდავი სამუშაო დროით,
რაც კიდევ უფრო აძლიერებს უცხოელი სტუდენტის ფორმალური ჩარიცხვის მოტივაციას.
არანაკლებ საყურადღებოა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების კრიტერიუმებთან
დაკავშირებული საკითხიც. რიგ შემთხვევებში არ არსებობს მკაფიო და სავალდებულო
მოთხოვნა, რომ უცხოელმა სტუდენტმა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას წარმოადგინოს უცხო
ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, რის შედეგადაც
შესაძლებელია სტუდენტი ჩაირიცხოს ინგლისურენოვან პროგრამაზე ისე, რომ რეალურად არ
ფლობდეს შესაბამის ენობრივ კომპეტენციას, რაც უარყოფითად აისახება სასწავლო პროცესის
ხარისხზე.
არსებითად
პრობლემურია
უნივერსიტეტების
ინსტიტუციური
პასუხისმგებლობის
არარსებობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის ნაკლებობა. კერძოდ,
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სამართლებრივად არ აქვთ მკაფიოდ
გაწერილი ვალდებულება, რომ უცხოელი სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესის შეწყვეტის,
ცუდი აკადემიური მოსწრების ან სტუდენტის სტატუსის ფაქტობრივი გაუქმების შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. აღნიშნულის პირობებში,
სახელმწიფო ორგანოებს ეზღუდებათ დროული რეაგირების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, არსებული რეგულაციებით უნივერსიტეტებს შეუძლიათ შეუზღუდავი
რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა, კვოტების ან სხვა ტიპის რაოდენობრივი
ბალანსის მექანიზმების გარეშე. ამასთან, სტუდენტების საერთო რაოდენობის კვოტის
განსაზღვრისას გათვალისწინებული არ არის სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა,
რაც რეალურად კვოტის გადაჭარბებით სტუდენტების მიღების შესაძლებლობას იძლევა და
ზრდის ქვეყანაში მიგრაციულ ნაკადებს.
ყოველივე
ზემოაღნიშნული
ქმნის
სამართლებრივ
ვაკუუმს,
რომლის
შედეგადაც
შესაძლებელია, რომ პირი ფორმალურად კვლავ ფლობდეს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის
საფუძველს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად აღარ მონაწილეობს აკადემიურ პროცესში.
აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ასუსტებს მიგრაციული პოლიტიკის ეფექტიანობას და ქმნის
რისკს, რომ სტუდენტის სტატუსი გამოყენებულ იქნეს როგორც ფორმალური სამართლებრივი
მექანიზმი ქვეყანაში დარჩენისათვის.
წარმოდგენილი პრობლემის გადაჭრის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ავტორობით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც მათ შორის,
ცვლილება შედის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში. დასახელებული ცვლილებით დაიხვეწება
სასწავლო
ბინადრობასთან
დაკავშირებული
ცალკეული
საკითხები.
საკანონმდებლო
რეგულაციების ეფექტიანობის მიზნით აუცილებელია თანმდევი ცვლილება შევიდეს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და საქართველოს მთავრობის
დადგენილებით
განისაზღვროს
უცხოელი
სტუდენტის
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლასთან დაკავშირებული რეგულაციების დადგენის უფლებამოსილება.
ამასთან,
გაიწეროს
რიგი
ვალდებულებები
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის, რათა შემცირდეს საქართველოში ყოფნის მიზნით ფორმალურად
ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების რაოდენობა.
ამრიგად, მომზადდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონი
აწესრიგებს
საქართველოში
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და
დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა
და აკრედიტაციის პრინციპებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოელი სტუდენტის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში მიღების კრიტერიუმების, სწავლის პროცესის რეგულირებისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი ვალდებულებების განსაზღვრის
მიზნით აუცილებელია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის მიღების შედეგად განისაზღვრება, რომ ერთიანი ეროვნული ან
საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და
მოქალაქეობის არმქონე პირების, აგრეთვე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა
ჩაითვლება ავტორიზაციის შედეგად განსაზღვრული სტუდენტთა საერთო რაოდენობის
ფარგლებში, როგორც ბაკალავრიატის, ასევე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ამასთან,
განისაზღვრება
საგანმანათლებლო
პროგრამის
სწავლების
ენის
ცოდნის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება.
კანონს ასევე დაემატება ნორმა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის
უფლებამოსილებას
დაადგინოს
უცხოელი
სტუდენტის
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლასთან დაკავშირებული რეგულაციები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში და 52-ე მუხლს ემატება ახალი 61 − 64 პუნქტები. დასახელებული
ცვლილებით ის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა დასაშვებია ერთიანი ეროვნული
გამოცდების გავლის გარეშე, ვალდებული იქნება წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ
აღიარებული სერტიფიკატი (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ან
ვალდებული იქნება ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
ორგანიზებული გამოცდა, (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად),
ხოლო ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში − შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა. ამასთან, პროექტით
განისაზღვრება, რომ თუ ზემოაღნიშნული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე
პირი, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების
მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება.
ზემოაღნიშნული ვალდებულებები, მათ შორის, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში
მაქსიმალური კრედიტების დაგროვების ვალდებულება, გავრცელდება აგრეთვე, უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე
მიღებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე/მოქალაქეობის არმქონე პირზე. შესაბამისი ნორმები
ემატება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლს.
ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე და 521 მუხლებს
ემატება ჩანაწერები, რომელთა თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე
პირის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობა,
ჩარიცხვის
პერიოდულობა,
აგრეთვე
სწავლის
წესი
და
პირობები
განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ასევე, წარმოდგენილი კანონის პროექტით,
უმაღლეს
საგანმანათლებლო
სტუდენტების
ზღვრული
დაწესებულებას,
რაოდენობის
ავტორიზაციის
ფარგლებში,
შედეგად
ჩაეთვლება
დადგენილი
უცხო
ქვეყნის
მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 862 მუხლში. ცვლილების თანახმად, უმაღლესი განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში, მათ შორის აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის
არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების,
ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სასწავლო
წლის მიხედვით დაგროვებული კრედიტების რაოდენობის, სწავლის დასრულების შესახებ
ინფორმაცია, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
ამასთან, დასახელებულ საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის
სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებს;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
ამასთანავე, წარმოდგენილი პროექტის მე-2 მუხლით, უმაღლესი განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში წვდომის უზრუნველყოფამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო უფლებამოსილი იქნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა
ინფორმაციასთან ერთად, გამოითხოვოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე
პირის სასწავლო პროცესთან და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის,
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის,
სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის
მიხედვით დაგროვებული კრედიტების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ
მონაცემები.
გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით ახლებურად ყალიბდება „უმაღლესი განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
864
მუხლი
და
უმაღლესი
განათლების
მართვის
საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის დგინდება
პასუხისმგებლობა. კერძოდ, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელი იქნება ამ
ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი. ამასთან,
უმაღლესი
განათლების
მოქალაქის/მოქალაქეობის
მართვის
არმქონე
საინფორმაციო
პირის
შესახებ
სისტემაში
საქართველოს
უცხო
ქვეყნის
კანონმდებლობით
განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის
წესის
დარღვევის
შემთხვევაში,
ამ
ინფორმაციის
აღნიშნულ
სისტემაში
ვალდებულების
მქონე
სუბიექტს
დაეკისრება
პასუხისმგებლობა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
ასახვის
საქართველოს
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, აღნიშნულის ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის
საჭირო და მნიშვნელოვანია მათი დროული ამოქმედება. ხოლო ამ კანონის პირველი
მუხლი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან აღნიშნული ნორმებით
გათვალისწინებული
ცვლილებების
აღსრულებისთვის
აუცილებელია
რიგი
კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების მიღება. აღსანშნავია, რომ მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც
მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის
დასაბუთება
მოქალაქეობის
ასახულია
არმქონე
საკანონმდებლო
პირთა
პაკეტში
სამართლებრივი
შემავალ
„უცხოელთა
მდგომარეობის
და
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების აღსრულებისთვის
საჭირო ფინანსური რესურსები, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან
პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტმა, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან
პერიოდში, შესაძლოა გავლენა იქონიოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის
მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებული იქნება შესაბამის საგანმანათლებლო
დაწესებულებას წარუდგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ
აღიარებული სერტიფიკატი ან ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
ორგანიზებული შესაბამისი გამოცდა. აღნიშნული გამოცდის ჩაბარება დაკავშირებულია
შესაბამისი საფასურის გადახდასთან. მაგალითისთვის, 2026 წლის მარტის მდგომარეობით,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული Cambridge English-ის
გამოცდების ტარიფები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შეადგენს: B1 Preliminary (PET) – 465
ლარს; B2 First (FCE) – 695 ლარს, ხოლო გვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეულ
საფასურს ემატება 120 ლარი. გარდა ამისა, ქართულენოვან პროგრამებზე სწავლის
მსურველთათვის გათვალისწინებულია სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება, რომელიც
ასევე დაკავშირებულია შესაბამისი საფასურის გადახდასთან. კერძოდ, ტესტირებაში
მონაწილეობის საფასური, რომელსაც იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ტესტირებაზე დარეგისტრირებული ნებისმიერი პირი, შეადგენს 50 ლარს, ხოლო
გამოსაცდელის
ინიციატივით
ტესტის
შეფასებასთან
დაკავშირებით
წარდგენილი
საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური − ასევე 50 ლარს და მისი შეტანა ხდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე. ვინაიდან, აღნიშნული
ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი,
შესაბამისი მომსახურების გაწევის შედეგად შესაძლებელია გაიზარდოს შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის საკუთარი შემოსავლები. ამასთან, შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტზე შესაძლო ფინანსური გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც დარეგისტრირდებიან და
ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას.
გარდა
ამისა,
წარმოდგენილი
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
რეგულაციები,
რომლებიც ეხება უცხოელი სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრას, შესაძლოა გავლენას
ახდენდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსავლებზე. უცხოელი
სტუდენტების რაოდენობის შესაძლო შემცირების შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს
შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღებული შემოსავლები და
შესაბამისად, მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ოდენობაც.
ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ოდენობის შემცირება
დამოკიდებული იქნება წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრულ რეგულაციებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში, მათ შორის აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის,
სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის
მიხედვით დაგროვებული კრედიტების რაოდენობის, სწავლის დასრულების შესახებ
ინფორმაცია, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
ამასთან, დასახელებულ საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის
სისტემაში
შემავალ
იურიდიულ
პირებს,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
საგულისხმოა, რომ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უკვე
ფუნქციონირებს. დასახელებულ სისტემაში მონაცემების შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას,
ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული, მის
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გამომდინარე აქედან, უმაღლესი
განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემის
ფუნქციონირება,
მათ
შორის,
ზემოჩამოთვლილი სახელმწიფო უწყებების წვდომის უზრუნველყოფა განხორციელდება
არსებული ადმინისტრაციული და ტექნიკური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც არ არის
აუცილებელი დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა, საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
უზრუნველყოფს
და
საგანმანათლებლო
მოქალაქის/მოქალაქეობის
არმქონე
ახალგაზრდობის
პროგრამაზე
პირის
მიერ,
სამინისტროს
სწავლის
მიზნით
საგანმანათლებლო
წარდგინებით
უცხო
ქვეყნის
დაწესებულებაში
წარმოსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული
სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის
განსაზღვრას,
აგრეთვე,
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
უცხო
ქვეყნის
მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობის, ჩარიცხვის
პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრას.
აღნიშნულისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც
დაკავშირებულია
ადმინისტრაციულ
ხარჯთან,
ხოლო
მისი
დაფინანსება
მოხდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროებისთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში და ახლებურად ყალიბდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და
მოქალაქეობის არმქონე პირების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების
წინაპირობები, აგრეთვე სტუდენტის სტატუსთან და აკადემიურ მოსწრებასთან
დაკავშირებული საკითხები. ასევე, წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უმაღლესი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების სისწორისა და
სისრულის უზრუნველყოფის მოთხოვნის დარღვევისთვის.
გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის
არმქონე პირებს, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების
გარეშე, აგრეთვე წარმოდგენილი ცვლილება შეეხებათ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ფინანსური შედეგები
პირველ რიგში უკავშირდება უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ
აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას. საერთაშორისო
სერტიფიკატის მოპოვება, როგორც წესი, დაკავშირებულია ფინანსური ხარჯებთან, რომლებიც
მოიცავს როგორც საგამოცდო საფასურს, ისე მოსამზადებელი კურსების, სასწავლო
მასალებისა და ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული
ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უცხო ენის ჩაბარება
უწევს პირს და რომელი საერთაშორისო გამოცდის სერტიფიკატია მოთხოვნილი შესაბამისი
საგანმანათლებლო პროგრამის მიერ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების
შემთხვევაში დასახელებულ პირს მოუწევს გამოცდისთვის განსაზღვრული საფასურის
გადახდა, რომელიც დიფერენცირებულია შესაბამისი ენის დონის მიხედვით.
მაგალითისთვის, 2026 წლის მარტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
ორგანიზებული Cambridge English-ის გამოცდების ტარიფები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის
შეადგენს: B1 Preliminary (PET) – 465 ლარს; B2 First (FCE) – 695 ლარს, ხოლო გვიანი
რეგისტრაციის შემთხვევაში დასახელებული გამოცდის თითოეულ საფასურს დაემატება 120
ლარი. 1
ამრიგად,
კანდიდატისთვის
წარმოშობილი
ფინანსური
ხარჯის
მოცულობა
განისაზღვრება იმ ენისა და ენობრივი კომპეტენციის დონით, რომელიც დადგენილია
შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებით. გარდა ამისა, ქართულენოვან
საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის
ქართული ენის ცოდნის დადასტურების მიზნით სახელმწიფო ენის ტესტირების ჩაბარება
დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ ხარჯთან. სახელმწიფო ენის ტესტირება
ტარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის მიერ. ამასთან, ტესტირებაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს, ხოლო
ტესტის
შეფასებასთან
დაკავშირებით
გამოსაცდელის
ინიციატივით
წარდგენილი
საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური, ასევე განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით.
აღნიშნული მოთხოვნა დამატებით ფინანსურ ხარჯს წარმოადგენს იმ პირებისთვის,
რომელთაც ქართულენოვან პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით სახელმწიფო ენის ცოდნის
დადასტურება ესაჭიროებათ.
წარმოდგენილი კანონის პროექტით დადგენილია, რომ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში
დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების მესამედზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში
სტუდენტს შეუჩერდება სტატუსი, რაც იწვევს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაუქმებას.
შესაბამისად, პირს მოუწევს საქართველოს დატოვება რაც შესაძლოა იწვევდეს დამატებით
ხარჯებს, მათ შორის, ავიაბილეთისა და სხვა მგზავრობის ხარჯებს, წინასწარ გადახდილი
სწავლისა და საცხოვრებელი ფართის ქირავნობის საფასურს. აგრეთვე, ბინადრობის
ნებართვის, ვიზისა (საჭიროების შემთხვევაში) და ჯანმრთელობის დაზღვევისათვის
გადახდილი თანხების არაანაზღაურებად ნაწილს. აღნიშნული ქმნის დამატებით ფინანსურ
ხარჯს შესაბამისი პირებისთვის.
წარმოდგენილ კანონის პროექტს გავლენა ექნება როგორც საჯარო, ისე კერძო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ
ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრამ შესაძლოა გამოიწვიოს
უცხოელი სტუდენტების მიღების რაოდენობის რეგულირება, რაც პირდაპირ აისახება
უნივერსიტეტების შემოსავლებზე, განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უცხოელი
სტუდენტები მნიშვნელოვან წილს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს
1
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://naec.ge/#/ge/post/2810; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
სტატისტიკური ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით 2024/2025 წლებში
უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტებში
(საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურზე და პროფესიულ კოლეჯებში) ჯამში შეადგენს 37 125
უცხოელ სტუდენტს. დასახელებული საერთო რაოდენობიდან 5 621 უცხოელი სტუდენტი
ჩარიცხულია
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამავე წელებში, 31 486 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა
მაგისტრატურის პროგრამებზე, ხოლო პროფესიულ პროგრამებზე მიღებულია 18 უცხოელი
სტუდენტი. 2
იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელი სტუდენტების სწავლის საფასური ხშირ შემთხვევაში
წარმოადგენს
უნივერსიტეტების
შემოსავლების
მნიშვნელოვან
წყაროს,
შესაბამისად,
ზღვრული რაოდენობის შემცირება ან მიღების პერიოდულობის შეზღუდვა შეიძლება აისახოს
ფინანსურ მდგრადობაზე.
უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მონაცემთა გაფართოებული
ასახვის ვალდებულება ქმნის დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯებს იმ სუბიექტებისთვის,
რომელთაც ეკისრებათ ინფორმაციის შეტანისა და განახლების ვალდებულება. აღსანიშნავია,
რომ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის შეტანის
ვალდებულება შესაბამის სუბიექტებს მოქმედი რეგულაციების ფარგლებშიც გააჩნიათ და
წარმოდგენილი ცვლილებები არსებითად არ ქმნის სრულიად ახალ ვალდებულებას, არამედ
ითვალისწინებს არსებული ინფორმაციის უფრო დეტალურ და გაფართოებულ ასახვას,
აგრეთვე კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას. ამასთან, გაფართოებული ასახვა შეეხება,
მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის
სტატუსის
შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის,
მობილობის,
სასწავლო
წლის
მიხედვით
დაგროვებული კრედიტების რაოდენობის, სწავლის დასრულების შესახებ და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნულისთვის
შესაძლოა საჭირო იქნეს დამატებითი საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესება და შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილ
იქნეს სრულყოფილი ინფორმაციის ასახვა.
საგულისხმოა, რომ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სუბიექტის
მიერ 3 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის წესის
დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება გაზრდის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ ხარჯებს. კერძოდ, თანმდევი
ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განისაზღვრება პასუხისმგებლობა, იმ
შემთხვევაში თუ ისინი არ შეასრულებენ ზემოაღნიშნულ ვალდებულებებს. „საქართველოს
„უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამების და
სქესის
მიხედვით“,
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba; (ბოლოს ნანახია: 23.02.2026).
2
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით, უცხოელი სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შესაბამის
ბაზაში აღურიცხაობის ან არასრულად აღრიცხვისათვის გათვალისწინებულია გაფრთხილება
ან ჯარიმა, რომლის ოდენობა განისაზღვრება შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად
აღრიცხული უცხოელი სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგიდან ხუთმაგ
ოდენობამდე, დარღვევათა რაოდენობის პროპორციულად. განმეორებითი დარღვევის
შემთხვევაში, ასევე გამოიყენება ჯარიმა იმავე ოდენობით. აღნიშნული გავლენას მოახდენს იმ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებზე,
ცვლილებების
ამოქმედების
რომლებიც,
შემდეგ
წარმოდგენილი
დაჯარიმდებიან
საკანონმდებლო
დასახელებული
სამართალდარღვევებისთვის.
ამასთან, აღნიშნული დარღვევის მესამე და მეოთხე განმეორებით ჩადენისთვის სახდელის
სახით, გამოყენებულ იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის უცხოელი სტუდენტის
მიღების უფლების შეზღუდვა და საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის
გაუქმება.
იმ შემთხვევაში თუ სახდელის სახით, გამოყენებულ იქნება საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის უცხოელი სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ან
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ავტორიზაციის
გაუქმება.
აღნიშნული
გავლენას
მოახდენს დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე.
ერთი მხრივ, უცხოელი სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის გამოიწვევს შემოსავლების შემცირებას. ვინაიდან, ჩარიცხულ პირთა
რაოდენობის შემცირების პროპორციულად შემცირდება სწავლის საფასურიდან მიღებული
შემოსავალი. აღნიშნული შეზღუდვა ფინანსურ გავლენას მოახდენს განსაკუთრებით იმ
საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ
სტუდენტთა მიერ გადახდილ სწავლის საფასურზეა დამოკიდებული.
მეორე
მხრივ,
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის
ავტორიზაციის
გაუქმება
გამოიწვევს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების შეწყვეტას, რაც
ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძირითადი შემოსავლების
დაკარგვას. ამასთან, ავტორიზაციის შეჩერება ან მისი შემდგომი ხელახალი მოპოვება
დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ ხარჯებთან.
ზემოაღნიშნული
შესაძლო
სამართალდარღვევათა
ფინანსური
რაოდენობასა
და
გავლენის
ოდენობა
სუბიექტის
მიერ
დამოკიდებული
ჩადენილი
იქნება
დარღვევების
სიხშირეზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის
არმქონე
პირის
მიერ
სასწავლო
პროგრამისთვის
განსაზღვრული
ენის
ცოდნის
დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის ვალდებულება, აგრეთვე აკადემიური
მოსწრების გათვალისწინებით სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესაძლებლობა და სხვა.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს ნორმები, რომელიც
არეგულირებს სასწავლო ბინადრობის მიღებისთვის აუცილებელ წინაპირობებს. წინამდებარე
კანონის პროექტის მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროპის ცალკეული ქვეყნების
კანონმდებლობა.
უცხოელისათვის სასწავლო ბინადრობის შეწყვეტა აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე
ლიეტუვა – ლიეტუვის კანონმდებლობით, დროებითი ცხოვრების ნებართვის
მფლობელს გაუუქმდება ნებართვა თუ პირი, რომელსაც სწავლის გაგრძელების
მიზნით მიღებული ჰქონდა დროებითი საცხოვრებელი ნებართვა, არ ჩაირიცხა და არ
გააგრძელა სწავლა მისგან გაცხადებულ სასწავლო დაწესებულებაში, ან მისი შედეგები
არადამაკმაყოფილებელია (ერთი წლის განმავლობაში − 40 აკადემიურ კრედიტზე
ნაკლები). 3
REPUBLIC OF LITHUANIA LAW ON THE LEGAL STATUS OF FOREIGNERS; Article 35(18); ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: https://www.refworld.org/sites/default/files/2024-02/lithuania_primary_leg_-_foreigners_0.pdf;
(ბოლო ნახვა: 23.02.2026).
3
ბელგია
–
ბელგიის
მიგრაციის
სამსახურმა
შეიძლება
უარყოს
სტუდენტის
საცხოვრებელი ნებართვის განახლება ან შეწყვიტოს იგი, თუ სტუდენტს პირველი ორი
წლის განმავლობაში არ აქვს მინიმუმ 45 კრედიტი, მესამე წლის ბოლოს არ აქვს მინიმუმ
90 კრედიტი, მეოთხე წლის ბოლოს არ აქვს მინიმუმ 135 კრედიტი, მაგისტრატურის
შემთხვევაში, არ იღებს მინიმუმ 60 კრედიტს ყოველ წელს. 4
ნიდერლანდები – ბინადრობის შეწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია სასწავლო
პროგრესის არარსებობა. ნიდერლანდების კანონმდებლობის მიხედვით სტუდენტმა
ყოველწლიურად უნდა მოიპოვოს მინიმუმ 50%-იანი საკრედიტო ქულები. 5 თუ
სტუდენტი ამ მოთხოვნას ვერ/არ აკმაყოფილებს, უნივერსიტეტი ვალდებულია
დაუყოვნებლივ აცნობოს IND-ს (Immigrate – en Naturalisatiedienst).
შვედეთი – იმისათვის, რომ სასწავლო ბინადრობა არ გაუქმდეს, სტუდენტი უნდა
აკმაყოფილებდეს
სასწავლებლის
მიერ
დაწესებულ
მინიმალური კრედიტების
მოთხოვნებს: პირველი წელი − 15 კრედიტი, მეორე წელი − 22.5 კრედიტი და მესამე და
მომდევნო
წლები
−
30
კრედიტი.
დაწესებული
კრედიტების
მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაში, შვედეთის მიგრაციის სააგენტომ შეიძლება პირს
გაუქმოს ბინადრობის უფლება. 6
სასწავლო ბინადრობის შეწყვეტა დაშვებული სამუშაო საათების გადაჭარბებისას
გერმანია – სტუდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს უკანონო
დასაქმების შემთხვევაში სამუშაო საათების შეზღუდვის გარეშე. სტუდენტებს
შეუძლიათ იმუშაონ მაქსიმუმ 140 სრული დღე ან 280 ნახევარი დღე წელიწადში (რაც
კვირაში დაახლოებით 20 საათია), ხოლო არდადეგებზე სრულ განაკვეთზე. ამ
ლიმიტის გადაჭარბებისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, ხოლო სავალდებულო
სასწავლო სტაჟირება ამ საათებში არ ითვლება. 7
ლატვია –
უცხო
ქვეყნის
მოქალაქეს,
რომელსაც
მიღებული
აქვს
ლატვიის
ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება და ჩარიცხულია ლატვიაში აკრედიტირებულ
სასწავლო დაწესებულებაში, შეუძლია შეთავსებით დასაქმდეს კვირაში არაუმეტეს 20
“Home Themes Studies are being extended excessively Studies are being extended excessively”, ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: https://dofi.ibz.be/en/themes/ressortissants-dun-pays-tiers/etudes/favoris/studies-are-beingextended-excessively?utm_source; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
5
Code of Conduct for International Students in Higher Education; 6 Offers and assistance to international students
(6.5); ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.internationalstudy.nl/wp-content/uploads/2023/12/Code-ofConduct-HE-2024.pdf; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
6
Higher education; Requirements for extending a residence permit; ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
https://www.migrationsverket.se/en/you-want-to-extend/study/highereducation.html?utm_source=chatgpt.com#svid10_2cd2e409193b84c506a2fe54; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
4
“Working While Studying in Germany”; Updated on January 27, 2026; ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
https://www.studying-in-germany.org/working-while-studying-in-germany/; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
7
საათისა, ხოლო სასწავლო დაწესებულებაში არდადეგების დროს, კვირაში არა უმეტეს
40 საათისა. 8
უცხო ენის სერტიფიკატი
ბელგია – უცხო ენისათვის დადგენილი კრიტერიუმები პროგრამის მიხედვით
იცვლება, ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის, საჭიროა ენის ცოდნის დონე B2
(TOEFL, IELTS).
გერმანია – თუ პროგრამა ინგლისურ ენაზეა, მოითხოვენ TOEFL, IELTS ან სხვა
ოფიციალურ ინგლისურ ენის გამოცდას.
დანია – ინგლისურენოვან პროგრამებზე აპლიკანტებმა უნდა დააკმაყოფილონ
ინგლისური
ენის
მაღალი
სტანდარტები.
ყველაზე
ხშირად
მიღებული
დამადასტურებელი საბუთებია: TOEFL, IELTS ან Cambridge-ის გამოცდის შედეგად
მოპოვებული სერტიფიკატი. უმაღლესი სასწავლებლები ადგენენ კონკრეტულ
მინიმალურ ზღვარს (მაგალითად,ინგლისური ენის ცოდნის დადასტურებისას IELTS
6.5).
ქვეყნის დატოვება, როგორც ბინადრობის გაუქმების საფუძველი
პორტუგალია
–
ბინადრობის
გაუქმების
საფუძველია
მინიმალური
დარჩენის
ვალდებულების დარღვევა. კერძოდ, ბინადრობის მქონე პირი, ნებართვის ვადის
განმავლობაში არ უნდა ტოვებდეს პორტუგალიის ტერიტორიას 6 დაუკავშირებელი
თვე ან 8 არაერთგვაროვანი თვე. 9
ისლანდია – სასწავლო ბინადრობა, შეიძლება გაუქმდეს თუ პირი უწყვეტად
ცხოვრობდა ან იმყოფებოდა საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ამასთან,
თუ პირი რეგისტრირებულია საზღვარგარეთ 3 თვის განმავლობაში, ბინადრობა
ავტომატურად შეწყდება.
დანია − თუ სტუდენტი საზღვარგარეთ იმყოფება 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში,
ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ავტომატურად იწურება.
ლატვიაში ბინადრობის გაუქმების სხვა საფუძვლები არის შემდეგი:
უცხოელი წარმოადგენს არასწორ, მცდარ ინფორმაციას;
8
Immigration Law; Section 9; ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://likumi.lv/ta/en/en/id/68522; (ბოლო ნახვა:
23.02.2026).
9 Lei n.º 23/2007, de 4 de julho; Artigo 85.º (Cancelamento da autorização de residência); ინფორმაცია
ხელმისაწვდომია https://diariodarepublica.pt/dr/detalhe/lei/23-2007-635814; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
რეალური მიზანი მისი ლატვიაში ვიზიტისა, არ შეესაბამება მის მიერ საბუთებით
გაცხადებულ მიზანს;
უცხოელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დასტურდება მისი კავშირი
წარმგზავნ სახელმწიფოსთან, რაც აჩენს რისკებს მისი არალეგალური იმიგრაციის
შესახებ;
უცხოელს არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ შეძლებს ფინანსურად უზრუნველყოს
მისი ყოფნა ლატვიაში და შემდგომ კი უკან − წარმგზავნ სახელმწიფოში დაბრუნება;
თუ უცხოელი შეყვანილია ე.წ. სიაში;
თუ უცხოელის მომწვევმა მხარემ წერილობით გააფრთხილა შესაბამისი უწყება და
აცნობა, რომ იგი აუქმებს აღნიშნულ მოწვევას.
თუ უცხოელი მოქალაქე ბრალდებულია ისეთი ტიპის დანაშაულში, რომელიც
სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ ერთი წლის
ვადით;
თუ უცხოელი ვერ ასაბუთებს მის კანონიერ დარჩენას იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა
ლატვიის ვიზის მიღება;
თუ უცხოელი ცდილობს რაიმენაირად გავლენა მოახდინოს საცხოვრებელი ნებართვის
გამცემი უწყების თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე;
თუ უცხოელი აცხადებს, რომ ისეთი საქმისთვის სურს ლატვიაში შესვლა, რომლის
უფლებაც მხოლოდ ლატვიის მოქალაქეს აქვს;
თუ შესაბამისი უწყებების მიერ განსაზღვრულია, რომ აღნიშნულ პირს ეკრძალება
ლატვიაში შესვლა;
თუ პირს ეკრძალება შენგენის ზონაში შესვლა;
თუ პირს ლატვიის ტერიტორიაზე, გასული 5 წლის განმავლობაში ჩადენილი აქვს
ადმინისტრაციული დანაშაული;
თუ პირი გასული 5 წლის განმავლობაში გაძევებული იყო ლატვიიდან;
თუ პირს გასული 1 წლის განმავლობაში, პერიოდულად დარღვეული აქვს შენგენის
ზონის წესები;
თუ პირი გასული 1 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ლატვიის ტერიტორიაზე,
მაგრამ არ გააჩნდა სათანადო უფლება ამისათვის;
თუ მომწვევი პირი/ორგანიზაცია, რომელსაც უნდა დაესაქმებინა აღნიშნული პირი
გაკოტრდა, აღარ არსებობს. 10
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
Immigration Law; Section 16; ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://likumi.lv/ta/en/en/id/68522; (ბოლო
ნახვა: 23.02.2026).
10
საქართველოს მთავრობა.