„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#333/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: აღსანიშნავია, რომ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით 2025 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მათ შორის დაიხვეწა უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებით ცალკეული პროცედურული უფლებამოსილი საკითხები. კერძოდ, სიახლეს წარმოადგენდა, რომ სამინისტროს ორგანოს მიერ მიღებული გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ წარმოშობს უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს. ასევე დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა, რომ უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და გაძევების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო დავის ფარგლებში, უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და სარჩელით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში არ შეფერხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის შესწავლა ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. საგულისხმოა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას. აღნიშნული ქმნის უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების ბოროტად სარგებლობის რისკებს. კერძოდ უცხოელი, რომლის მიმართაც მიღებულია გაძევების გადაწყვეტილება, სარგებლობს გასაჩივრების უფლებით არა რეალური სამართლებრივი ინტერესის დასაცავად, არამედ საქართველოში ყოფნის დროის ხელოვნურად გასახანგრძლივებლად, ვინაიდან ამ პერიოდში ფერხდება გაძევების გადაწყვეტილების აღსრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ცვლილება შევიდეს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და მიეთითოს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. წარმოდგენილი პრობლემის აღმოფხვრისა და საკანონმდებლო რეგულაციების ერთგვაროვნების მიზნით მომზადდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში არ შეფერხდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება, აუცილებელია ცვლილება შევიდეს დასახელებულ ორგანულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ორგანული მოქალაქეობის საკითხზე კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. შედეგად ჩამოყალიბდება ერთიანი მიდგომა უცხოელის საქართველოდან გაძევების საქართველოდან გაძევების შესახებ შეუფერხებლობასთან დაკავშირებით. საკითხის განხილვის გადაწყვეტილების ან/და უცხოელის აღსრულების პროცესის ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით, ცვლილება შედის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლში და ემატება ახალი მე3 პუნქტი. დასახელებული პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ შეაფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გასაჩივრება არ შეაფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. ზემოაღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ, შესაძლოა გაზარდოს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან უცხოელის გაძევებისთვის აუცილებელ ხარჯებს, მათ შორის, გამგზავრების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოელი ნებაყოფლობით ტოვებს საქართველოს. აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ უცხოელთა რაოდენობაზე, რომელთა მიმართაც გამოტანილი იქნება გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეულ ქვეყანაში გამგზავრების ხარჯი სხვადასხვაა, დასახელებული ხარჯი განისაზღვრება გამგზავრების მარშრუტის შესაბამისად. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება მოხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან. გასათვალისწინებელია, რომ უცხოელის საქართველოდან გაძევებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს არსებული საკადრო რესურსების გამოყენებით და დამატებით თანამშრომელთა გამოყოფა არ არის აუცილებელი, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით უზრუნველყოფილი იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევების მექანიზმების გამარტივება და დახვეწა, რამაც შესაძლოა გაზარდოს გასაძევებელ უცხოელთა რაოდენობა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პირებს მოუწევთ საქართველოს დატოვება, რაც შესაძლოა იწვევდეს დამატებით ფინანსურ ხარჯებს, მათ შორის, ავიაბილეთისა და სხვა მგზავრობის ხარჯებს, წინასწარ გადახდილი საცხოვრებელი ფართის ქირავნობის საფასურს. აგრეთვე, ვიზისა (საჭიროების შემთხვევაში) და ჯანმრთელობის დაზღვევისათვის გადახდილი თანხების არაანაზღაურებად ნაწილს. აღნიშნულს ექნება დამატებითი ფინანსური შედეგი შესაბამისი პირებისთვის. ამასთან, აღნიშნული რეგულაციების ამოქმედებას შესაძლო ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებთანაც უცხოელებს ჰქონდათ დადებული უძრავი ქონების (ბინის) ქირავნობის თაობაზე ხელშეკრულებები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, ხელშეკრულებას/შეთანხმებას. კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.