„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#333/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ან ვალდებულია ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა, (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად), ხოლო ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა.“. 2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობა, ჩარიცხვის პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 3. 36-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი განმახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა პროგრამაზე და ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები), საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული მოდულების რაოდენობის, სწავლის დასრულების შესახებ და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ: ა) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებს; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; ე) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.“. 4. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. პასუხისმგებლობა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის 1. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი. 2. პროფესიული განათლების მოქალაქის/მოქალაქეობის მართვის არმქონე საინფორმაციო პირის შესახებ სისტემაში საქართველოს უცხო ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევის შემთხვევაში, ამ ვალდებულების მქონე სუბიექტს ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.“. მუხლი 2. 1. საქართველოს მთავრობა 2026 წლის 1 ივლისამდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოფს: ა) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმოსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრას; ბ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობის, ჩარიცხვის პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრას. 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2026 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წვდომას. 3. პროფესიული უზრუნველყოფამდე განათლების მართვის საინფორმაციო პროფესიული საგანმანათლებლო სისტემაში დაწესებულება წვდომის ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაწოდოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესთან და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული მოდულების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები. 4. პროფესიული უზრუნველყოფამდე საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო საქართველოს შინაგან საქმეთა განათლების, მეცნიერებისა და სისტემაში წვდომის სამინისტრო უფლებამოსილია ახალგაზრდობის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასთან ერთად, გამოითხოვოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესთან და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული მოდულების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ცალკეული ვალდებულებები, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აღრიცხვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი განისაზღვრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ვალდებულებების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის განსაზღვრის მიზნით, აუცილებელია თანმდევი ცვლილება შევიდეს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რა მიზნითაც მომზადდა წინამდებარე კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას, პროფესიული განათლების ორგანიზების პრინციპებსა და წესს, ასევე, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას. მოქმედი რედაქციით კანონში პირდაპირ არ არის განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პერიოდულობა, წესი და პირობები. ასევე დეტალურად არ არის მოწესრიგებული პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უცხოელი პროფესიული სტუდენტის შესახებ ასასახი მონაცემების ფარგლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების მიზნით აუცილებელია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის მიღების შედეგად განისაზღვრება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება, დაადგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პერიოდულობა, წესი და პირობები. აგრეთვე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკითხი. ამასთან, დაკონკრეტდება რომ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მათ შორის უნდა აისახოს უცხო ქვეყნის მოქალაქისა/მოქალაქეობის არმქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული მოდულების რაოდენობის, სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია. ასევე, განისაზღვრება დასახელებულ საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის ასახვის ვადა, პასუხისმგებელი სუბიექტი და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის აღნიშნულ მონაცემებზე წვდომის სამართლებრივი საფუძველი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და მე-7 მუხლს ემატება ახალი 41 პუნქტი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, ვალდებული იქნება შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ან ვალდებული იქნება ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა, (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად), ხოლო ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა. წარმოდგენილი კანონის პროექტით „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლს ემატება ნორმა, რომლის თანახმად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობა, ჩარიცხვის პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და დაკონკრეტდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასასახი ინფორმაციის ფარგლები, კერძოდ, სისტემაში აისახება, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული მოდულების რაოდენობის, სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, დასახელებულ საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ:  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებს;  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამასთანავე, წარმოდგენილი პროექტის მე-2 მუხლით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წვდომის უზრუნველყოფამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასთან ერთად, გამოითხოვოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესთან და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული მოდულების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები. წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება 38-ე მუხლი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის დგინდება პასუხისმგებლობა. კერძოდ, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელი იქნება ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი. ამასთან, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევის შემთხვევაში, ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ვალდებულების მქონე სუბიექტს დაეკისრება პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ასახვის საქართველოს ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, აღნიშნულის ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მათი დროული ამოქმედება. ხოლო ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ცვლილებების აღსრულებისთვის აუცილებელია რიგი კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების მიღება. აღსანშნავია, რომ მისი ამოქმედება დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების აღსრულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტის განხორციელებამ, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა გავლენა იქონიოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებული იქნება შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი ან ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შესაბამისი გამოცდა. აღნიშნული გამოცდის ჩაბარება დაკავშირებულია შესაბამისი საფასურის გადახდასთან. მაგალითისთვის, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული Cambridge English-ის გამოცდების ტარიფები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შეადგენს: B1 Preliminary (PET) – 465 ლარს; B2 First (FCE) – 695 ლარს, ხოლო გვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეულ საფასურს ემატება 120 ლარი. გარდა ამისა, ქართულენოვან პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის გათვალისწინებულია სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება, რომელიც ასევე დაკავშირებულია შესაბამისი საფასურის გადახდასთან. კერძოდ, ტესტირებაში მონაწილეობის საფასური, რომელსაც იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტესტირებაზე დარეგისტრირებული ნებისმიერი პირი, შეადგენს 50 ლარს, ხოლო გამოსაცდელის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური − ასევე 50 ლარს და მისი შეტანა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე. ვინაიდან, აღნიშნული ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, შესაბამისი მომსახურების გაწევის შედეგად შესაძლებელია გაიზარდოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკუთარი შემოსავლები. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტზე შესაძლო ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც დარეგისტრირდებიან და ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც ეხება უცხოელი სტუდენტების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრას, შესაძლოა გავლენას ახდენდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსავლებზე. უცხოელი სტუდენტების რაოდენობის შესაძლო შემცირების შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღებული შემოსავლები და შესაბამისად, მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ოდენობაც. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ოდენობის შემცირება დამოკიდებული იქნება წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რეგულაციებზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასასახი ინფორმაციის ფარგლები, კერძოდ, სისტემაში აისახება, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის პროგრამაზე ჩარიცხვის არმქონე უფლების პირის მოპოვების, პროფესიულ ჩარიცხვის, საგანმანათლებლო სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული მოდულების რაოდენობის, სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, დასახელებულ საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. საგულისხმოა, რომ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განსაზღვრულია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით. გამომდინარე აქედან, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირება, მათ შორის, ზემოჩამოთვლილი სახელმწიფო უწყებების წვდომის უზრუნველყოფა განხორციელდება არსებული ადმინისტრაციული და ტექნიკური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც არ არის აუცილებელი დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა. ამასთან, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოფს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმოსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრას, აგრეთვე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობის, ჩარიცხვის პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრას. აღნიშნულისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ხარჯთან, ხოლო მისი დაფინანსება მოხდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და ახლებურად ყალიბდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების სისწორისა და სისრულის უზრუნველყოფის მოთხოვნის დარღვევისთვის. გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, აგრეთვე წარმოდგენილი ცვლილება შეეხებათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ფინანსური შედეგები პირველ რიგში უკავშირდება უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას. საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვება, როგორც წესი, დაკავშირებულია ფინანსური ხარჯებთან, რომლებიც მოიცავს როგორც საგამოცდო საფასურს, ისე მოსამზადებელი კურსების, სასწავლო მასალებისა და ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უცხო ენის ჩაბარება უწევს პირს და რომელი საერთაშორისო გამოცდის სერტიფიკატია მოთხოვნილი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მიერ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში დასახელებულ პირს მოუწევს გამოცდისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდა, რომელიც დიფერენცირებულია შესაბამისი ენის დონის მიხედვით. მაგალითისთვის, 2026 წლის მარტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული Cambridge English-ის გამოცდების ტარიფები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შეადგენს: B1 Preliminary (PET) – 465 ლარს; B2 First (FCE) – 695 ლარს, ხოლო გვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში დასახელებული გამოცდის თითოეულ საფასურს დაემატება 120 ლარი. 1 ამრიგად, კანდიდატისთვის წარმოშობილი ფინანსური ხარჯის მოცულობა განისაზღვრება იმ ენისა და ენობრივი კომპეტენციის დონით, რომელიც დადგენილია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებით. გარდა ამისა, ქართულენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის ქართული ენის ცოდნის დადასტურების მიზნით სახელმწიფო ენის ტესტირების ჩაბარება დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ ხარჯთან. სახელმწიფო ენის ტესტირება ტარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. ტესტირებაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს, ხოლო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით გამოსაცდელის ინიციატივით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური, ასევე განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნა დამატებით ფინანსურ ხარჯს წარმოადგენს იმ პირებისთვის, რომელთაც ქართულენოვან პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით სახელმწიფო ენის ცოდნის დადასტურება ესაჭიროებათ. წარმოდგენილ კანონის პროექტს გავლენა ექნება როგორც საჯარო, ისე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრამ შესაძლოა გამოიწვიოს უცხოელი პროფესიული სტუდენტების მიღების რაოდენობის რეგულირება, რაც პირდაპირ აისახება პროფესიული სასწავლებლების შემოსავლებზე, განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უცხოელი პროფესიული სტუდენტები მნიშვნელოვან წილს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით 2024/2025 წლებში პროფესიულ პროგრამებზე მიღებულია 18 უცხოელი სტუდენტი. 2 პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მონაცემთა გაფართოებული ასახვის ვალდებულება ქმნის დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯებს იმ სუბიექტებისთვის, რომელთაც ეკისრებათ ინფორმაციის შეტანისა და განახლების ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის შეტანის ვალდებულება შესაბამის სუბიექტებს მოქმედი რეგულაციების ფარგლებშიც გააჩნიათ და ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://naec.ge/#/ge/post/2810; (ბოლო ნახვა: 23.02.2026). „უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამების და სქესის მიხედვით“, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba; (ბოლოს ნანახია: 23.02.2026). 1 2 წარმოდგენილი ცვლილებები არსებითად არ ქმნის სრულიად ახალ ვალდებულებას, არამედ ითვალისწინებს არსებული ინფორმაციის უფრო დეტალურ და გაფართოებულ ასახვას, აგრეთვე კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას. ამასთან, გაფართოებული ასახვა შეეხება, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული მოდულების რაოდენობის, სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნულისთვის შესაძლოა საჭირო იქნეს დამატებითი საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სრულყოფილი ინფორმაციის ასახვა. საგულისხმოა, რომ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სუბიექტის მიერ 3 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება გაზრდის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ ხარჯებს. კერძოდ, თანმდევი ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განისაზღვრება პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ შეასრულებენ ზემოაღნიშნულ ვალდებულებებს. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, უცხოელი პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შესაბამის ბაზაში აღურიცხაობის ან არასრულად აღრიცხვისათვის გათვალისწინებულია გაფრთხილება ან ჯარიმა, რომლის ოდენობა განისაზღვრება შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგიდან ხუთმაგ ოდენობამდე, დარღვევათა რაოდენობის პროპორციულად. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ასევე გამოიყენება ჯარიმა იმავე ოდენობით. აღნიშნული გავლენას მოახდენს იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან დასახელებული სამართალდარღვევებისთვის. ამასთან, აღნიშნული დარღვევის მესამე და მეოთხე განმეორებით ჩადენისთვის სახდელის სახით, გამოყენებულ იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის უცხოელი პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა და საგანმანათლებლო იქნება საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმება. იმ შემთხვევაში თუ სახდელის სახით, გამოყენებულ დაწესებულებისათვის უცხოელი პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ან საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმება. აღნიშნული გავლენას მოახდენს დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე. ერთის მხრივ, უცხოელი პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გამოიწვევს შემოსავლების შემცირებას. ვინაიდან, ჩარიცხულ პირთა რაოდენობის შემცირების პროპორციულად შემცირდება სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შეზღუდვა ფინანსურ გავლენას მოახდენს განსაკუთრებით იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პროფესიულ სტუდენტთა მიერ გადახდილ სწავლის საფასურზეა დამოკიდებული. მეორეს მხრივ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის გაუქმება გამოიწვევს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების შეწყვეტას, რაც ნიშნავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძირითადი შემოსავლების დაკარგვას. ამასთან, ავტორიზაციის შეჩერება ან მისი შემდგომი ხელახალი მოპოვება დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ ხარჯებთან. ზემოაღნიშნული შესაძლო სამართალდარღვევათა ფინანსური რაოდენობასა და გავლენის ოდენობა სუბიექტის მიერ დამოკიდებული ჩადენილი იქნება დარღვევების სიხშირეზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, ხელშეკრულებას/შეთანხმებას. კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.