„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (333/2-XImp, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (333/2-XIმპ, 03/06/2026). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება
განზრახი მძიმე დანაშაულის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული
რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის პირველი ნაწილი, 142-ე მუხლი,
1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის
პირველი ნაწილი, 1442 და 155-ე მუხლები, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 192-ე მუხლი,
198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 223-ე მუხლის მე-3 და
მე-6 ნაწილები, 2233 მუხლის პირველი ნაწილი, 226-ე, 235-ე, 2391 და 252-ე მუხლები, 253-ე
მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 2594 მუხლი, 262-ე
მუხლის 11 ნაწილი, 263-ე მუხლის პირველი ნაწილი, 284-ე მუხლის პირველი და მე-2
ნაწილები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 286
1
მუხლის პირველი ნაწილი, 2862 მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის
პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე−3061 და 317-ე მუხლები,
318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 320-ე მუხლის პირველი ნაწილი, 321-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 3221 მუხლი, 3222 მუხლის პირველი ნაწილი, 3301 მუხლის პირველი ნაწილი, 331
2
მუხლი, XXXIX თავი, 343-ე, 3431 და 344-ე მუხლები, 3441 მუხლის პირველი ნაწილი, 344
2
მუხლის პირველი ნაწილი, 3443 მუხლი, 345-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3813 და 405-ე
მუხლები;“.
2. 216-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე ამ მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში განაჩენის ასლი გადაეცემა აგრეთვე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
ტერიტორიულ სამსახურს.“.
3. 278-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე განაჩენის ასლი ამ
მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურს.“.
4. 285-ე მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 ნაწილი:
„42. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია
უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი
თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი
ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 472 მუხლით დადგენილი წესით.
ამასთანავე, შესაძლებელია მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს
დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი მსჯავრდებული არის პირი, რომელიც არ
არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის
არმქონე პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების მართვის
ეფექტიანობის ამაღლების საჭიროებიდან გამომდინარე.
წარმოდგენილი
კანონპროექტი
მიზნად
ისახავს
უცხოელ
მსჯავრდებულისთვის,
რომელსაც დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოუხდელი
ნაწილის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით
შეცვლის შესაძლებლობის არსებობას, რაც გააძლიერებს მიგრაციული ნაკადების
კონტროლის ეფექტიანობას.
ამასთან,
აღსანიშნავია,
სისხლისსამართლებრივად
რომ
დასჯადი
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტით
იქნება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ
ქორწინებაში ყოფნა, ესე იგი საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ქორწინების
იმგვარი რეგისტრაცია ან იმგვარ რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანია
უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის
ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვება და
რომლის მიზანი არ არის ოჯახის შექმნა. მიზანშეწონილია აღნიშნულ შემთხვევაში
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და აუცილებელია შესაბამისი ცვლილების
შეტანა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკის
ეფექტიანობის განმტკიცების მიზნით, მომზადდა „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი,
რომლითაც შესაძლებელი იქნება უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი
ნაწილის შეცვლა საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით
და ფიქციურ ქორწინების დანაშაულის არსებობისას ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
ითვალისწინებს სასამართლოს განაჩენის აღსრულებისას სასჯელის მოუხდელი ნაწილის
შეცვლას უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ამასთან ჩამოთვლის იმ სისხლის სამართლის
კოდექსით
დასჯად
დანაშაულებს,
რომელზეც
შესაძლოა
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების ჩატარება, შესაბამისად, უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვით სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის
შესაძლებლობისა და აგრეთვე, ფიქციური ქორწინების ზემოხსენებულ დანაშაულთა
ჩამონათვალში დამატების მიზნით, აუცილებელია ცვლილება შევიდეს დასახელებულ
კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტით მოხდება შესაბამისი გარემოებების არსებობის
შემთხვევაში უცხოელი მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით,
დადგინდება
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
3443
მუხლით
გათვალისწინებულ დანაშაულზე მიღებული განაჩენის ასლის საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისთვის
გადაცემის ვალდებულება, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის ან/და საქართველოში
ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი
საფუძვლის მოპოვების მიზნით ფიქციური ქორწინების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება
ფარული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში და 285-ე მუხლს ემატება საფუძველი, რომლის მიხედვითაც სპეციალური
პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილი იქნება უცხოელ
მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების
აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მოთავსებული
მსჯავრდებულისა,
შეუცვალოს
სასჯელის
მოუხდელი
ნაწილი
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით, სისხლის
სამართლის კოდექსის 472 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
აგრეთვე, კანონის პროექტით 1432 მუხლით ჩამოთვლილ იმ დანაშაულთა სიას, რომელზეც
შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ემატება ახალი 3443 მუხლი –
ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, ესე იგი საქართველოს მოქალაქისა
და
უცხოელის
ქორწინების
იმგვარი
რეგისტრაცია
ან
იმგვარ
რეგისტრირებულ
ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანია უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის,
საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა
სამართლებრივი საფუძვლის მოპოვება და რომლის მიზანი არ არის ოჯახის შექმნა.
გარდა ამისა, ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის უზრუნველსაყოფად დადგინდება,
რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებულ
დანაშაულზე განაჩენის ასლი შესაბამის ვადაში გადაეცეს აგრეთვე საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
საქართველოს
კანონის
პროექტის
კანონში
ცვლილების
ამოქმედებასთან.
ამასთან,
შეტანის
თაობაზე“
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი
წარმოადგენს
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც
მოთხოვნილია
დაჩქარებული
წესით
განხილვა.
აღნიშნულის
აუცილებლობის
დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის
„ა.ვ“ ქვეპუნქტში.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, როგორც
მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, განხორციელდება საქართველოს
საერთო სასამართლოებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების
−
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურისთვის
საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, სასამართლოებს შესაძლოა
მოემატოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, განსახილველ
შუამდგომლობათა რაოდენობა, ამასთან, მათ მოუწევთ საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე გამოტანილი
განაჩენის ასლის გადაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისთვის, რაც დაკავშირებული იქნება
გარკვეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის
აღსრულება არ გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს, რადგან მისი აღსრულება
მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით
შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
აგრეთვე, წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლს ემატება საფუძველი, რომლის მიხედვითაც
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო ექნება შესაძლებლობა
უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი
თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული უცხოელი მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს
შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი
საქართველოში შემოსვლის აკრძალვით.
აღსანიშნავია,
რომ
წარმოდგენილ
სამინისტროს
სისტემაში
შემავალ
ნაწილი
საქართველოდან
უფლებამოსილებას
სახელმწიფო
გაძევებითა
საქართველოს
საქვეუწყებო
და
იუსტიციის
დაწესებულების
−
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭო განახორციელებს არსებული
რესურსით, რაც დამატებითი ხარჯის გამოყოფას არ საჭიროებს. ამასთან, სასჯელის
მოუხდელი ნაწილის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის
აკრძალვით
შეცვლის,
გათავისუფლდებიან
შესაბამისად
უცხოელი
პენიტენციური
მსჯავრდებულები,
ბიუჯეტის ხარჯვითი წილის შემცირებას.
რაც
დაწესებულებიდან
გამოიწვევს
სახელმწიფო
ამასთან,
შეცვლილი
სასჯელის
–
უცხოელის
საქართველოდან
გაძევებისა
და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი. უცხოელის საქართველოდან
იძულებითი გაძევების ხარჯების საფასური დამოკიდებულია მათი წარმოშობის ქვეყნების
მიმართულებით არსებულ სამგზავრო ტარიფებზე. მაგალითად, აზერბაიჯანის მოქალაქის
სამშობლოში გასამგზავრებელი ბილეთის ღირებულება მერყეობს 500-დან 600 ლარამდე.
ამას ემატება ესკორტის ორმხრივი გზის საფასურიც 2 თანამშრომელზე 800-დან 900
ლარამდე, რაც საერთო ჯამში აღწევს 2 500 − 2 600 ლარს ერთ პირზე. საგულისხმოა, რომ
სამინისტროს მხრიდან დამატებითი ადამიანური რესურსის გამოყოფა არ არის საჭირო,
ხოლო ადმინისტრაციულ ხარჯი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ხარჯის ზუსტი
ოდენობა დამოკიდებული იქნება წლის განმავლობაში იმ უცხოელ მსჯავრდებულთა
რაოდენობაზე, რომელთაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვლებათ საქართველოდან
გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.