„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#333/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.07.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.102791) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს უფლებამოსილი პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს განუმარტავს 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას.“. 2. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, პირადად ან საქართველოს კანონმდებლობით მინდობილობის/რწმუნებულების დადგენილი მქონე წესით ადვოკატის დამოწმებული შესაბამისი − შესაბამისი (შემდგომ მინდობილობის მქონე ადვოკატი) მეშვეობით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში.“. 3. 31-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან არ ტარდება ანკეტირება.“; ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე − დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მისაღებად უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი პირადად უნდა გამოცხადდეს მიგრაციის დეპარტამენტში. 12. უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ სამინისტრო იბარებს თავშესაფრის მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს სამგზავრო დოკუმენტი უბრუნდება პირადად სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ, თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის ან საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.“. 4. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) განმცხადებელს მის მიერ დასახელებულ წარმოშობის ქვეყანაში მითითებული გარემოებების წარმოშობის შემდეგ უფიქსირდება საქართველოში მოგზაურობის ისტორია და საერთაშორისო დაცვა არ მოუთხოვია პირველივე შესაძლებლობისთანავე.“. 5. 33-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში მოთხოვნის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია უფლებამოსილ პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც თავშესაფრის პროცედურის დასრულებამდე ინახება სამინისტროში.“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ;“; გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები: „101. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის მიმდინარეობისას, აგრეთვე სასამართლო დავის წარმოებისას, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრისას, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისას, სარჩელის საგნის შეცვლისას, მორიგებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შერჩეული ადვოკატი წარმომადგენლობას ახორციელებს ადვოკატის ორდერისა და უცხოელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული საგამონაკლისო წესი მოქმედებს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი შემთხვევაში. წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის 102. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მინიჭების შემთხვევაში, სამინისტროს უფლებამოსილი პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს განუმარტავს 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას.“; დ) მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უფასო იურიდიული დახმარების ეფექტიან ხელმისაწვდომობას, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უკვე ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/ადვოკატი − მის დაუბრკოლებელ დაშვებას;“. 6. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის ანკეტირების ან/და გასაუბრების მასალები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ანდა მის კანონიერ წარმომადგენელს ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს გადაეცემა მხოლოდ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ჩაბარების შემდეგ.“. 7. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია მისთვის ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებამდე. 9. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.“. 8. 48-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება წერილობით, ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, 3 სამუშაო დღის ვადაში, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამავე კანონით დადგენილი წესის მითითებით.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ მას უფლება აქვს, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს წარუდგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო დაცვაზე არსებობს ახალი განცხადების გარემოებები, გამოხმობის რომლებიც შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა მიუთითოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის სათანადო მიზეზები. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისათვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.“. მომენტიდან უცხოელისთვის ან დასაშვებია მისი 9. 49-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები: „ზ1) ამ კანონის 25-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან/და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; ზ2) ამ კანონის 33-ე მუხლის 102 განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან/და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;“; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“-„ი3“ ქვეპუნქტები: „ი1) ნებაყოფლობით ისარგებლებს წარმოშობის ქვეყნის დაცვით; ი2) მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას; ი3) ამ კანონის 33-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების გათვალისწინებით, უარს განაცხადებს სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარებაზე;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი1“, „ი2“ ან/და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისათვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.“. 10. 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელზე უარის თქმის, სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის ან განუხილველად დატოვების, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.“. 11. 58-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში მოითხოვა ან/და რომელიც სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის იმავე დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი დაწესებულებაში ან იმყოფება, საერთაშორისო სათანადო დაცვის მქონე შეტყობინება პირი ან/და პენიტენციურ გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში მოითხოვა, სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან ან დროებითი განთავსების ცენტრიდან/დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის, ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის, ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.“. 12. 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება პირს ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.“. 13. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის საიდენტიფიკაციო ცნობა, მოწმობა. ხოლო ამ თავშესაფრის ცნობის საფუძველზე მაძიებლის ცნობა – დროებითი და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული პროცედურების დახვეწას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვაზე ადმინისტრაციული განცხადების წარმოების განხილვის ეფექტიანობის მექანიზმების უზრუნველყოფას დაზუსტებას, და პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე დამაზუსტებელი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა საკმარისად მკაფიოდ არ განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისას განმცხადებლის ინფორმირების ვალდებულებას უფლებამოსილ ორგანოში გამოცხადებისა და საკონტაქტო მონაცემების წარდგენის თაობაზე, როდესაც პირი საერთაშორისო დაცვას ითხოვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში. პრაქტიკაში ასევე პრობლემას წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ჩაბარების პროცედურის არაერთგვაროვნება. ასევე მოქმედი რეგულაცია არ განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვისას წარმომადგენლობის განხორციელების წესს. კერძოდ, ცალსახად არ არის დადგენილი, რომ განმცხადებლის მიერ შერჩეულ ადვოკატს შეუძლია წარმომადგენლობა განახორციელოს არა მხოლოდ მინდობილობის, არამედ ადვოკატის ორდერის საფუძველზე. ვინაიდან საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვა მიმდინარეობს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, კერძო ადვოკატის მიერ შესაბამისი მინდობილობის აღება პრაქტიკულად შეუძლებელია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პროცედურის გაჭიანურება. ამასთან, არ არის სრულად მოწესრიგებული შემთხვევა, როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე პირს ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება. მოქმედი რეგულაცია მკაფიოდ არ განსაზღვრავს ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე გამოცხადებისა და სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების განმარტების წესსა და ვადებს. პრობლემას წარმოადგენს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გადაცემის წესის დაუზუსტებლობაც. მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს მკაფიო საზღვრებს, თუ რა ეტაპზე და რა პირობებით უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან მის წარმომადგენელს ანკეტირების ან/და გასაუბრების მასალები. დაზუსტებას საჭიროებს აგრეთვე განმცხადებლის თანამშრომლობის ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები. მოქმედი რეგულაცია არ განსაზღვრავს საკმარისად მკაფიოდ, რა შედეგი უნდა მოჰყვეს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გამოუცხადებლობას ან სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციის წარუდგენლობას, აგრეთვე წარმოშობის ქვეყნის დაცვით ნებაყოფლობით სარგებლობას. ცალკე პრობლემას წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა წარდგენილია პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებით მოთავსების იზოლატორში და პირი გადაწყვეტილების მიღებამდე გათავისუფლდება. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მკაფიო წესს სამინისტროს წინაშე გამოცხადებისა და საკონტაქტო ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრასა და საერთაშორისო დაცვის პროცედურების სამართლებრივი რეგულირების დახვეწის მიზნით მომზადდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასა და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი დაცვის მქონე პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლებებს, მოვალეობებსა და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, საერთაშორისო დაცვის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებისა და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს, ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად და საერთაშორისო დაცვის პროცედურების სამართლებრივი რეგულირების დახვეწისთვის აუცილებელია დასახელებულ კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული პროცედურები, დაზუსტდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განცხადების განხილვის მექანიზმები, განისაზღვრება საზღვარზე ან სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისას სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარებისა და შენახვის ვალდებულება, მკაფიოდ დადგინდება წარმომადგენლობის წესები ადვოკატის ორდერის საფუძველზე, უზრუნველყოფილი იქნება ადმინისტრაციული წარმოების ეფექტიანობა და პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე განხორციელდება დამაზუსტებელი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: განსახილველი კანონის პროექტით დეტალურად რეგულირდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს პროცედურა. კერძოდ, სახელმწიფო ზუსტდება, რომ საზღვარზე განხილვის სპეციალური საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განცხადების განხილვისას, აგრეთვე შესაბამისი სასამართლო დავის წარმოებისას, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრისას, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისას, სარჩელის საგნის შეცვლისას, მორიგებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შერჩეული ადვოკატი წარმომადგენლობას ახორციელებს ადვოკატის ორდერისა და უცხოელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საგამონაკლისო წესს და ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განცხადების განხილვის შემთხვევებზე. წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია უფლებამოსილ პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავშესაფრის პროცედურის დასრულებამდე, შესაბამისად, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლს ემატება აღნიშნული ჩანაწერი. წარმოდგენილი კანონის პროექტით, დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის ვალდებულება, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისას, განმცხადებელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტოს 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადებისა და საკონტაქტო ინფორმაციის (მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საცხოვრებელი ადგილი, არსებობის შემთხვევაში) წარდგენის ვალდებულება და მისი შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული ვრცელდება, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება. წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის ანკეტირების ან/და გასაუბრების მასალები, გადაეცემა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ანდა მის კანონიერ წარმომადგენელს ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს, მხოლოდ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ჩაბარების შემდეგ. ამასთან, დგინდება, რომ თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მისაღებად უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი პირადად უნდა გამოცხადდეს მიგრაციის დეპარტამენტში. პროექტით ასევე წესდება, რომ თავშესაფრის პროცედურა შეწყდება, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი არ გამოცხადდება მიგრაციის დეპარტამენტში ან არ წარადგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, აგრეთვე თუ იგი ნებაყოფლობით თავშესაფრის ისარგებლებს პროცედურა წარმოშობის შეწყდება, თუ ქვეყნის უცხოელი დაცვით. ან გარდა მოქალაქეობის ამისა, არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას, აგრეთვე თუ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების გათვალისწინებით, უარს განაცხადებს სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარებაზე. აგრეთვე განისაზღვრება, რომ უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან არ ჩატარდება ანკეტირება თუ ის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. შესაბამისი ჩანაწერი ემატება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლს. აღსანიშნავია, რომ პროექტით საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევა და დაჩქარებული წესით განიხილება, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელს მის მიერ დასახელებულ წარმოშობის ქვეყანაში მითითებული გარემოებების წარმოშობის მოგზაურობის ისტორია საერთაშორისო და შემდეგ უფიქსირდება დაცვა არ საქართველოში მოუთხოვია პირველივე შესაძლებლობისთანავე. ცალკე რეგულირდება წარდგენილია შემთხვევა, პენიტენციურ როდესაც საერთაშორისო დაწესებულებაში ან დაცვის დროებითი მოთხოვნა განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში და პირი გადაწყვეტილების მიღებამდე გათავისუფლდება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე გამოცხადებისა და საკონტაქტო ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისას, კანონპროექტი ადგენს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები (მათ შორის დასაშვებობის, საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის, მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ) ძალაში შედის მათი მიღებიდან 15 დღის ვადაში. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ გავრცელდება არგაძევების პრინციპი და დასაშვები იქნება მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. ამასთან, პროექტი განმახორციელებელ ითვალისწინებს საერთაშორისო დაცვის პროცედურების ადმინისტრაციულ ორგანოთა პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე დამაზუსტებელი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში სახელმწიფოს მიერ გასაწევი ხარჯები. წარმოდგენილი კანონპროექტით ფართოვდება თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის საფუძვლები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობას, რითაც პირდაპირპროპორციულად შემცირდება თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში სახელმწიფოს მიერ გასაწევი ხარჯები. კერძოდ, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მოქმედებს რიგი სახელმწიფო პროგრამები, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს შესაბამის საბიუჯეტო სახსრებს/ხარჯებს და ადამიანურ რესურსს. მაგალითად: • თავშესაფრის მაძიებლები სარგებლობენ მიმღებ ცენტრში უფასო განთავსების უფლებით; • თავშესაფრის მაძიებლები საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, სარგებლობენ სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების უფლებით; მათთვის მოქმედებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა; • თავშესაფრის მაძიებლებს წვდომა აქვთ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“; • თავშესაფრის მაძიებლები სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სტატუსებთან დაკავშირებულ სასამართლო დავებზე. თავშესაფრის მაძიებლები ზემოაღნიშნული პროგრამებით სარგებლობენ თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში – საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე – რაც, შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წლის განმავლობაში (სასამართლო განხილვის პერიოდის ჩათვლით). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონის პროექტით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის მიმდინარეობისას, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შერჩეული ადვოკატი წარმომადგენლობას განახორციელებს ადვოკატის ორდერის საფუძველზე, რისთვისაც საჭირო აღარ იქნება ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენა. შესაბამისად, აღნიშნულ უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს აღარ მოუწევთ მინდობილობის ნოტარიულად დამოწმებისთვის თანხების გაღება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მათზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.