„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#333/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები: „თ) უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა; ი) უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმება.“. 2. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები, უცხოელის საქართველოდან გაძევება, უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმება შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად, ისე დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად.“. 3. 312 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 313 და 314 მუხლები: „მუხლი 313. უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ნიშნავს ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შეზღუდვას. მუხლი 314. უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმება უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმება ნიშნავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის დაკარგვას შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17211 მუხლი: „მუხლი 17211. უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა 1. უმაღლესი ან პროფესიული სტუდენტის/პროფესიული საგანმანათლებლო სტუდენტის შესახებ დაწესებულების მიერ უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი ან პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობა ან/და აღრიცხვის წესის დარღვევა, − გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად). 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, − გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაჯარიმებას შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად). 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, − გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვას ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადოთ. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით სამართალდარღვევის ჩადენა, − განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმებას. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ათავისუფლებს უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი ან პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულებისგან.“. 5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−46-ე, 462−464, 467−4611, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 593−მე-60, 60 −611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 794 მუხლით 3 (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 153 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 15313−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 158 6 5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე და 166 1 მუხლებით, 1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−171 4 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172 −1726, 17211 173-ე, 1734−1737, 1739 და 17314−17316 მუხლებით, 1741 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, 4 მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 1816, 183ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199 1 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 2081 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“. 6. 239-ე მუხლის 77-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „77. ამ კოდექსის 17210 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ასევე ამავე კოდექსის 17211 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს სათანადო ფორმის დაცვით ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით.“. 7. 2681 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული მიერ ჯარიმის სამართალდარღვევის ამ მუხლის საქმეზე მე-3 მიღებული ნაწილის შესაბამისად, დადგენილების/საჯარიმო ქვითრის თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. ჯარიმის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას. ეს შეღავათი არ ვრცელდება საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, აგრეთვე ამ კოდექსის 1141 მუხლსა და „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“. 8. 275-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 ნაწილი: „14. ამ კოდექსის 116-ე და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილი დადგენილების/საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო ბაზა არ შეიცავს მკაფიო რეგულაციებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებისა და მათი შემდგომი აკადემიური აქტივობის მონიტორინგისთვის. აღნიშნული ხარვეზი წარმოშობს რისკებს, რომლებიც აისახება მიგრაციული პოლიტიკის თანამიმდევრულობაზე. პრობლემის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ არსებული სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს ისეთ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც უცხოელი სტუდენტის სტატუსი და შესაბამისად, მისი სასწავლო ბინადრობის ნებართვა პირდაპირ კავშირში იქნება რეალურ საგანმანათლებლო პროცესთან. ამასთან, არსებითად პრობლემურია უნივერსიტეტების ინსტიტუციური პასუხისმგებლობის არარსებობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის ნაკლებობა. კერძოდ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სამართლებრივად არ აქვთ მკაფიოდ გაწერილი ვალდებულება, რომ უცხოელი სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესის შეწყვეტის, დაბალი აკადემიური მოსწრების ან სტუდენტის სტატუსის ფაქტობრივი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. აღნიშნულის პირობებში, სახელმწიფო ორგანოებს ეზღუდებათ დროული რეაგირების შესაძლებლობა. დასახელებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს უმაღლესი ან ვალდებულებებს. პროფესიული საგანმანათლებლო აღნიშნული რეგულაციების დაწესებულებებისთვის აღსრულებისთვის ცალკეულ აუცილებელია პასუხისმგებლობა იქნეს გათვალისწინებული უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიზნით, თანმდევი საკანონმდებლო ცვლილების სახით მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახეებს, სახდელთა გამოყენების სისტემასა და მათი გამოყენების წესს, რომელთა მიზანია სამართალდარღვევათა პრევენცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგინდება უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ან პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობისა ანდა აღრიცხვის წესის დარღვევისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) 24-ე მუხლში, რომლის საფუძველზეც სახდელთა სახეებს ემატება უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების დაწესებულების შეზღუდვა ავტორიზაციის და უმაღლესი გაუქმება. ან პროფესიული დასახელებული საგანმანათლებლო სახდელები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით სახდელად, შესაბამისი ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 25-ე მუხლის პირველ ნაწილში. გარდა ამისა, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 313 და 314 მუხლები, რომლითაც ზუსტდება აღნიშნული სახდელების შინაარსი და მათი გამოყენების ფარგლები. კერძოდ, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა გულისხმობს უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის აკრძალვას ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით. რაც შეეხება, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმებას, აღნიშნული გულისხმობს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის დაკარგვას შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან. წარმოდგენილი კანონის პროექტით სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი 17211 მუხლი, რომელიც ადგენს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობას უცხოელი კანონმდებლობით განსაზღვრული სტუდენტის/პროფესიული ინფორმაციის შესაბამის სტუდენტის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობისთვის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევისათვის. კერძოდ:  ქმედების პირველად ჩადენისთვის − გათვალისწინებულია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გაფრთხილება ან ჯარიმა შესაბამის ბაზაში აღურიცხავი სტუდენტის/პროფესიული ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგიდან გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად. ხუთმაგ ოდენობამდე,  ქმედების განმეორებით ჩადენისთვის − ჯარიმა იქნება შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე, გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად).  ქმედების მესამე განმეორებით ჩადენისთვის − სახდელის სახით გათვალისწინებულია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით.  ქმედების მეოთხე განმეორებით ჩადენისთვის − სახდელის სახით გათვალისწინებულია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმება. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრება უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ათავისუფლებს უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ან პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულებისგან. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სახდელის დადების კომპეტენცია ენიჭება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, ხოლო ოქმის შედგენის უფლებამოსილება ექნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირს. გამომდინარე აქედან, წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლსა და 239-ე მუხლის 77-ე ნაწილში. წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის კანონპროექტით ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 268¹ მუხლის მე-4 ნაწილში, რომლის თანახმად, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე აღარ გავრცელდება 20%-იანი შეღავათი ჯარიმის 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში. დამატებით, წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილი დადგენილების/საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის და საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი კანონის პროექტით სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი 17211 მუხლი, რომელიც ადგენს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობას უცხოელი კანონმდებლობით განსაზღვრული სტუდენტის/პროფესიული ინფორმაციის შესაბამის სტუდენტის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობისთვის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევისათვის. კერძოდ:  ქმედების პირველად ჩადენისთვის − გათვალისწინებულია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გაფრთხილება ან ჯარიმა შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად სტუდენტის წლიური აღრიცხული სწავლის საფასურის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული ორმაგიდან ხუთმაგ ოდენობამდე, გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად.  ქმედების განმეორებით ჩადენისთვის − ჯარიმა იქნება შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე, გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად).  ქმედების მესამე განმეორებით ჩადენისთვის − სახდელის სახით გათვალისწინებულია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით.  ქმედების მეოთხე განმეორებით ჩადენისთვის − სახდელის სახით გათვალისწინებულია უმაღლესი გაუქმება. ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის იმის გათვალისწინებით, რომ სახდელის სახით დაკისრებული ფულადი სანქციის ჩარიცხვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, აღნიშნული გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ხოლო შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დარღვევის ფაქტების რაოდენობაზე, ასევე, თითოეული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ოდენობასა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ სანქციის ზომაზე ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი ან ხუთმაგი ოდენობა. ამასთან, უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვამ გარკვეული უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შესაძლოა გამოიწვიოს მათი შემოსავლების შემცირება, ვინაიდან ჩარიცხულ პირთა რაოდენობის შემცირების პროპორციულად შემცირდება სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც. აღნიშნული გავლენა განსაკუთრებით შეიძლება შეეხოს იმ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურზე მოდის. შესაბამისად, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსავლების შესაძლო შემცირება გავლენას მოახდენს მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელ გადასახადებზეც, რაც, თავის მხრივ, შეიძლება აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმის 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში აღარ გავრცელდება 20%-იანი შეღავათი. ცვლილების შედეგად შესაბამის სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმები გადაიხდება სრული ოდენობით. მაგალითისთვის, ლიცენზიის გარეშე კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში პირს ეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში მიექცევა 10 000 ლარი, ნაცვლად 8 000 ლარისა. იმის გათვალისწინებით, რომ ფულადი სანქციის ჩარიცხვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, აღნიშნული გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ხოლო შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება დარღვევის ფაქტების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება ახალი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით. კერძოდ, წარმოდგენილი კანონის პროექტით სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი 17211 მუხლი, რომელიც ადგენს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობას უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობისთვის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევისათვის. ამასთან, დასახელებული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სახდელის დადების კომპეტენცია ენიჭება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, ხოლო ოქმის შედგენის უფლებამოსილება ექნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირს. გასათვალისწინებელია, რომ დასახლებული სამართალდარღვევის განხილვას და პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთო სასამართლოები, ხოლო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფენ არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც დამატებითი თანხების გამოყოფა არ არის საჭირო. რაც შეეხება ოქმის შედგენისა და საქმის განხილვისთვის აუცილებელ ადმინისტრაციულ ხარჯებს, აღნიშნული დაფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საერთო სასამართლოების ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება საჯარო და კერძო ტიპის უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორციელებენ უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღებასა და მათ შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას შესაბამის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში. წარმოდგენილი კანონის პროექტით სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი 17211 მუხლი, რომელიც ადგენს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობას უცხოელი კანონმდებლობით განსაზღვრული სტუდენტის/პროფესიული ინფორმაციის შესაბამის სტუდენტის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობისთვის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევისათვის. კერძოდ:  ქმედების პირველად ჩადენისთვის − გათვალისწინებულია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გაფრთხილება ან ჯარიმა შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური არასრულად აღრიცხული სწავლის საფასურის უცხოელი ორმაგიდან ხუთმაგ ოდენობამდე, გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად.  ქმედების განმეორებით ჩადენისთვის − ჯარიმა იქნება შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე, გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად).  ქმედების მესამე განმეორებით ჩადენისთვის − სახდელის სახით გათვალისწინებულია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით.  ქმედების მეოთხე განმეორებით ჩადენისთვის − სახდელის სახით გათვალისწინებულია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმება. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ სახდელის სახით, გამოყენებულ იქნება უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ან უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმება. აღნიშნული გავლენას მოახდენს დასახელებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე. ერთის მხრივ, უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გამოიწვევს შემოსავლების შემცირებას. ვინაიდან, ჩარიცხულ პირთა რაოდენობის შემცირების პროპორციულად შემცირდება სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შეზღუდვა ფინანსურ გავლენას მოახდენს განსაკუთრებით იმ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სტუდენტთა მიერ გადახდილ სწავლის საფასურზეა დამოკიდებული. მეორეს მხრივ უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის გაუქმება გამოიწვევს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების შეწყვეტას, რაც ნიშნავს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძირითადი შემოსავლების დაკარგვას. ამასთან, ავტორიზაციის შეჩერება ან მისი შემდგომი ხელახალი მოპოვება დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ ხარჯებთან. ამასთან, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების დაკარგვა პოტენციურად გავლენას მოახდენს როგორც აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე, ასევე შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებზე. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმის 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში აღარ გავრცელდება 20%-იანი შეღავათი. ცვლილების შედეგად შესაბამის სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმები გადაიხდება სრული ოდენობით. მაგალითისთვის, ლიცენზიის გარეშე კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში პირს ეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ჯარიმის 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში სამართალდამრღვევი გადაიხდის ჯარიმას სრული − 10 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 8 000 ლარისა. აღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონის პროექტით სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი 17211 მუხლი, რომელიც ადგენს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობას უცხოელი კანონმდებლობით განსაზღვრული სტუდენტის/პროფესიული ინფორმაციის შესაბამის სტუდენტის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობისთვის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევისათვის. კერძოდ:  ქმედების პირველად ჩადენისთვის − გათვალისწინებულია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გაფრთხილება ან ჯარიმა შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგიდან ხუთმაგ ოდენობამდე, გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად.  ქმედების განმეორებით ჩადენისთვის − ჯარიმა იქნება შესაბამის ბაზაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე, გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად).  ქმედების მესამე განმეორებით ჩადენისთვის − სახდელის სახით გათვალისწინებულია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით.  ქმედების მეოთხე განმეორებით ჩადენისთვის − სახდელის სახით გათვალისწინებულია უმაღლესი გაუქმება. ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის წარმოდგენილი სამართალდარღვევისათვის სანქციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის რისკები, ამასთან, პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის წინააღმდეგ პრევენციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად დადგინდა ზემოაღნიშნული სახდელები. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.