„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (333/2-XImp, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (333/2-XIმპ, 03/06/2026). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი
საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა.“.
2. მე-8 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი
ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობის საფუძველზე.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებები
გრძელდება
მათი
დაწყების
საფუძვლის
აღმოფხვრამდე, მაგრამ ამ ღონისძიებების განხორციელების ხანგრძლივობა 3 თვეს არ უნდა
აღემატებოდეს.“.
3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო
დანაყოფებს,
ერთეულებს;“.
აგრეთვე
მიგრაციის
დეპარტამენტის
უფლებამოსილ
სტრუქტურულ
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტი მიზნად ისახავს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის
გაძლიერებას. საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებს მიეკუთვნება, კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო
მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა და ამ მიზნით „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
გასათვალისწინებელია, რომ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონი არ ითვალისწინებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას, როგორც ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის ერთ-ერთ ამოცანას, რაც გაზრდიდა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის
ეფექტიანობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტი. დასახელებული ცვლილებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანებს
დაემატება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია და აღკვეთა, საქართველოში
კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციისა და აღკვეთის, საქართველოში კანონიერი
საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
ამოცანებად განსაზღვრისთვის აუცილებელია ცვლილება შევიდეს „ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტით,
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
ამოცანებს
დაემატება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია და აღკვეთა, საქართველოში
კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლში, რომლის თანახმადაც ფართოვდება
ოპერატიულ-სამეძებრო საქმიანობის ამოცანების ჩამონათვალი და მას ემატება უკანონო
მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის
გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა.
ამასთან, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლს
ემატება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, რომლის
თანახმადაც უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციისა და აღკვეთისთვის,
საქართველოში
კანონიერი
საფუძვლის
გარეშე
მყოფი
უცხოელის
გამოვლენისთვის
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძველია, საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის თანხმობის საფუძველზე მიღებული საქართველოს შინაგან სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი ბრძანება. ამასთან, დასახელებული
ამოცანების შესასრულებლად გამოყენებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
ხანგრძლივობა. წინამდებარე კანონის პროექტით, დასახელებული ღონისძიებები შესაძლოა
გაგრძელდეს მათი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, თუმცა 3 თვემდე მაქსიმალური
ვადით.
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში და თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებთან
ერთად ექნებათ, აგრეთვე მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ სტრუქტურულ
ერთეულებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით
განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში
შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
საგულისხმოა, რომ კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განხორციელების უფლება ექნებათ აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებს. აღნიშნულ
ფუნქციას დასახელებული დეპარტამენტი განახორციელებს არსებული ადამიანური და
ტექნიკური რესურსის გამოყენებით, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არ იქნება
დაკავშირებული.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონის პროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.