„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47,
28.12.2009, მუხ. 361) დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის
27-ე, 27.1 და 27.2 გრაფა (სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი)
ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგევლაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე ,,საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
და
აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე
სავალდებულო სამსახური რეზერვში.
შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს საბიუჯეტო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც ეხება
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებს აღარ განეკუთვნოს სამხედრო სავალდებულო
სამსახურის გადავადების მოსაკრებელი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკების
და
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებს აღარ განეკუთვნება სამხედრო
სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის
ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულები ვერ მიიღებენ
შემოსავლებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით (წყარო - http://www.treasury.ge/5380. კოდი - 142212) სამხედრო
სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან 2014 წელს სახელმიწფო ბიუჯეტის
შემოსავალმა შეადგინა - 1,240,942.70ლარი, თვითმმართველი ერთეულების და ავტონომიური
რესპუბლიკების შემოსავალმა 135,660.30 ლარი. სულ - 1,376,603.00 ლარი. შესაბამისად
კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე იქნება დაახ. 1 377 000 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო და ტერიტორიეული ერთეულების
ხარჯვით ნაწილზე სულ დაახ. სულ - 1 377 000 ლარის ოდენობით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში იმსახურონ 12 თვის
ვადით, აღარ იქნებიდან ვალდებულნი გადაიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან
გადავადების მოსაკრებელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთები არ არსებობენ.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
დანართი
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის
დანართი იმ გრაფის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება:
დანართი
შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს
შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით
N
შემოსულობების დასახელება
27
სამხედრო
სავალდებულო
სამსახურის
გადავადების
მოსაკრებელი
,
გადახდევინებული :
ავტონომიური რესპუბლიკების 90
ხელისუფლების
ორგანოთა
შესაბამისი სამსახურების მიერ
ადგილობრივი
90
თვითმმართველობის ორგანოთა
შესაბამისი სამსახურების მიერ
27.1
27.2
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტი
%
აფხაზეთისა და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
რესპუბლიკური
ბიუჯეტები %
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულების
ბიუჯეტები
%
10
10