„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე სავალდებულო სამსახური რეზერვში. შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის ის მუხლი, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია: საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ - მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი სამხედრო სამსახურს გადიან ადგილზე სასაზღვრო ჯარებში. მაღალმთიან რეგიონებში სამხედრო ვალდებულების მოხდის პრივილეგია ენიჭება აგრეთვე ამ რეგიონებიდან ბარში ჩასახლებულ მოსახლეობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ შესაბამისობაში მოვა კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონიდან ამოღებული იქნება, რომ - მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი სამხედრო სამსახურს გადიან ადგილზე სასაზღვრო ჯარებში. მაღალმთიან რეგიონებში სამხედრო ვალდებულების მოხდის პრივილეგია ენიჭება აგრეთვე ამ რეგიონებიდან ბარში ჩასახლებულ მოსახლეობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ასეთები არ არსებობენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ 32-ე მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება: მუხლი 32. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა + 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული კომპეტენციაა. 2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა ხმელეთზე, ტერიტორიულ და შიდა საზღვაო წყლებში, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ევალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საჰაერო სივრცეში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარებს. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. 4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, როგორც საზღვრის დამცველებს, უწესდებათ შეღავათები. 5. მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი სამხედრო სამსახურს გადიან ადგილზე სასაზღვრო ჯარებში. მაღალმთიან რეგიონებში სამხედრო ვალდებულების მოხდის პრივილეგია ენიჭება აგრეთვე ამ რეგიონებიდან ბარში ჩასახლებულ მოსახლეობას.