„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საკონტრაქტო მოსამსახურეები − პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვით სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური
წოდებით;“;
3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის
თანამდებობაზე საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის სახელმწიფო
სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის
ჩათვლით (გარდა ქალისა), ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის
თანამდებობაზე კადრის სამსახურში – არა უმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც
ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური
მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული
მოვალეობები. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში
მიიღოს და პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული
შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა) პირზე, რომელიც ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით;
ბ) განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით
მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.“;
4. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო და კადრის სამსახურში
ჩარიცხვისას თანამშრომელი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება სამსახურის პირად
შემადგენლობაში.“;
5. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნას;
6. მე-101 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი,
სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი.“;
7. მე-102 მუხლი ამოღებულ იქნას’
8. მე-104 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნას;
9. მე-104 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკონტრაქტო და კადრის სამსახურში მიღების შემდეგ, პირი დებს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.“;
10. მე-156 პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) რომელიც წარდგენილია სამსახურებრივი
სამსახურიდან კადრის სამსახურში გადასვლისა.“;
დაწინაურებისათვის,
გარდა
საკონტრაქტო
11. მე-156 მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) იმყოფება საკონტრაქტო სამსახურში.“;
12. მე-17 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მიღებულ სამოქალაქო პირებზე საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ვრცელდება საკონტრაქტო და კადრის მოსამსახურისათვის
დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე სამსახურის დისციპლინური წესდებით
გათვალისწინებული მოთხოვნები.“;
13. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
14. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ1 ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო, კადრის და სამოქალაქო
სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე
სავალდებულო სამსახური რეზერვში.
შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
კანონის ის მუხლები, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია:
საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ შესაბამისობაში
მოვიდეს კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ:
-
-
-
-
პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ მინიჭებული სპეციალური
წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი
საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას და
ფინანსურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სამხედრო ვალდებულების მოხდა შესაძლებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში;
საკონტრაქტო მოსამსახურეები არიან − პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის
სპეციალურ სამსახურში იხდიან სამხედრო ვალდებულებას შესაბამისი კონტრაქტის
საფუძველზე;
საკონტრაქტო მოსამსახურეები არიან − პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო
სამხედრო სამსახური;
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის
თანამდებობაზე საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის სახელმწიფო
სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს მოქალაქე
35 წლის ჩათვლით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო ვალდებულება;
გამოცემულ იქნას პრეზიდენტის ბრძანებულება - „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების
თაობაზე“;
კანონით განსაზღვრული ორი ტერმინი - საკონტრაქტო და საკონტრაქტო-პროფეიული
გაერთიანდეს შეიცვალოს ტერმინით - საკონტრაქტო, რადგან აღნიშნულს ითვალისწინებს
კანონპროექტი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ შესაბამისობაში
მოვა კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონიდან ამოღებული იქნება, რომ:
-
-
-
-
პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ მინიჭებული სპეციალური
წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი
საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას და
ფინანსურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სამხედრო ვალდებულების მოხდა შესაძლებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში;
საკონტრაქტო მოსამსახურეები არიან − პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის
სპეციალურ სამსახურში იხდიან სამხედრო ვალდებულებას შესაბამისი კონტრაქტის
საფუძველზე;
საკონტრაქტო მოსამსახურეები არიან − პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო
სამხედრო სამსახური;
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის
თანამდებობაზე საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის სახელმწიფო
სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს მოქალაქე
35 წლის ჩათვლით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო ვალდებულება;
გამოცემულ იქნას პრეზიდენტის ბრძანებულება - „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების
თაობაზე“;
კანონით განსაზღვრული ორი ტერმინი - საკონტრაქტო და საკონტრაქტო-პროფეიული
გაერთიანდება და შეიცვლება ტერმინით - საკონტრაქტო, რადგან აღნიშნულს ითვალისწინებს
კანონპროექტი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ასეთები არ არსებობენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ორგანიზაციის
ასეთები არ არსებობენ.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
(დაწესებულების)
ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება:
მუხლი 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები
+
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან:
ა) საკონტრაქტო მოსამსახურეები − პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში იხდიან სამხედრო ვალდებულებას შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე;
ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები−პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ
სავალდებულო სამხედრო სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად
შემადგენლობაში ჩარიცხვით სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით;
გ) კადრის მოსამსახურეები − პირები, რომლებსაც მოხდილი აქვთ სამხედრო ვალდებულება
(გარდა ქალებისა) და სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით;
დ) სამოქალაქო პირები−პირები, რომლებიც სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე
ინიშნებიან ვაკანტურ საშტატო თანამდებობებზე ან მიიღებიან შრომითი ხელშეკრულების
საფუძველზე.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პირის მიღების წესს განსაზღვრავს ეს კანონი
და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის
თანამდებობაზე საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის
სახელმწიფო სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს
მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო ვალდებულება (გარდა
ქალისა), ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე კადრის
სამსახურში – არა უმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს
სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და
ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. სამსახურის
უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და პირად
შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ
ვრცელდება:
ა) პირზე, რომელიც ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით;
ბ) განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით
მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.
4. პირი უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება კონტრაქტის
საფუძველზე, ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე –
კადრის ოფიცრად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
პირისა. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება
ხელშეკრულებით მიიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კომპეტენცია განისაზღვრება
მის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი
ხელშეკრულების
საფუძველზე
მიღებული
თანამშრომლის
კომპეტენცია−შრომითი
ხელშეკრულების გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც
სპეციალურ გასამხედროებულ დაწესებულებაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება
დადგინდეს სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები.
6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და
კადრის სამსახურში ჩარიცხვისას თანამშრომელი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება
სამსახურის პირად შემადგენლობაში.
7. პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ მინიჭებული სპეციალური წოდების
ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით
დაექვემდებარება
სავალდებულო
სამხედრო
სამსახურში
გაწვევას
და
ფინანსურ
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება:
ა) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ან კანონიერ ძალაში შევიდა
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, აგრეთვე ნასამართლობის მქონე პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან ქრონიკული სნეულებით
დაავადებული პირი, აგრეთვე ისეთი დასახიჩრების ან დაავადების, ფიზიკური ან
ინტელექტუალური მონაცემების მქონე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის
შეუფერებელს ხდის;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად
ცნობილი პირი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი;
ე) პირი სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე
კანდიდატი მისი წინა ნამსახურობის უარყოფითად შეფასების საფუძველზე.
მუხლი 101 . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური
წოდებები და ზღვრული ასაკი
+
1.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ენიჭებათ „სახელმწიფო დაცვის“ შემდეგი
სპეციალური წოდებები:
ა) საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი,
სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი
სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი. ამასთანავე, პირებს, რომლებიც სამხედრო
ვალდებულებას იხდიან საკონტრაქტო სამსახურის სახით, შეიძლება მიენიჭოთ საშუალო
სპეციალური წოდებებიც;
გ) კადრის სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს:
გ.ა) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაში – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი
ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ.ბ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობაში – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
გ.გ)უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაში – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი,
გენერალ-პოლკოვნიკი.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზღვრული ასაკია:
ა) „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მქონე პირთათვის –
45 წელი;
ბ) „სახელმწიფო დაცვის“ უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის „სახელმწიფო
დაცვის“ პოლკოვნიკამდე – 50 წელი;
გ) „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისათვის – 55 წელი;
დ) „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – 60 წელი.
3. თანამშრომლის ზღვრული ასაკი, გარდა „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და
„სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცერთა შემადგენლობისა,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაგრძელდეს 5
წლამდე ვადით.
4. თანამშრომლის ზღვრული ასაკი „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო
დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის
გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.
5. თანამშრომლის ზღვრული ასაკის რამდენჯერმე (ნაწილობრივ) გაგრძელების შემთხვევაში
გაგრძელების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით
დადგენილ ვადას.
6. „სახელმწიფო დაცვის“ სპეციალური წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრება სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.
+
მუხლი 102 . სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება
ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა
და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევისა და
მომზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის
სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ“ დებულებით,
რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. წვევამდელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში
ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.
4. წვევამდელის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის
დადგენილი წესით გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და
აღნიშნული პირი სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ საქართველოს სამხედრო ძალების
რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
+
მუხლი 104. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი
1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ, პირი დებს სამხედრო და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.
2. საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მიღების შემდეგ, პირი დებს სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 156. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
+
1. ატესტაციას ექვემდებარება სამსახურის მოსამსახურე:
ა) 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) რომელიც წარდგენილია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის, გარდა საკონტრაქტოპროფესიული სამსახურიდან კადრის სამსახურში გადასვლისა.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება სამსახურის მოსამსახურე, რომელიც:
ა) დანიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით;
ბ) იმყოფება საკონტრაქტო ან საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.
მუხლი 17. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა
+
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაცვა უზრუნველყოფილია
სახელმწიფოს მიერ.
2. სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახური
თანამშრომლებს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო
დაზღვევით. ზარალ ს , რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუ ეს არ არის მისი უკანონო
ქმედების შედეგი, მას სრულად აუნაზღაურებს სამსახური. სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას სამსახურის თანამშრომლის დაინვალიდების ან/და დასახიჩრების, ტრავმის
მიღების, დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით
გარდაცვალების შემთხვევა არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც თანამშრომელს ან მის
ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან
სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა
ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას ან/და დაინვალიდებისას – 7000 (შვიდი ათასი) ლარი;
ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი;
დ) გარდაცვალებისას − 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. ამასთანავე, სამსახური აანაზღაურებს
ნეშტის გადასვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
3. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით
შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან
დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა
სახელმწიფო შესყიდვის წესით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისთვის
სასურველი
სადაზღვევო
ორგანიზაციის
მომსახურებით,
რომლის
უზრუნველყოფაც
განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
შესაბამისად.თანამშრომლის
ჯანმრთელობის
სავალდებულო
დაზღვევა
არ
ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების,
უკანონო ქმედებით ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების,
ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების
მკურნალობის ხარჯების და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების
დაფარვას. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს:
ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;
ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს;
გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს;
დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა,
ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს;
ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო
ხარჯებსაც მოიცავს;
ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80
პროცენტის დაფარვის ხარჯებს.
31 . სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების
მიზნით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება:
ა) თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება;
ბ) ხელმძღვანელი პირის ბრძანების, განკარგულების, დავალების ან დასახული ამოცანის
შესრულება;
გ) სასწავლო, საწვრთნელ-სავარჯიშო და სხვა სამსახურებრივ შეკრებებში მონაწილეობა;
დ) სამუშაო ადგილზე, სამსახურებრივი საჭიროებით განპირობებულ ან მასთან დაკავშირებულ
ადგილზე ყოფნა;
ე) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების
დროს მიღებული დაზიანების ან ავადმყოფობის გამო სამკურნალოდ ყოფნა;
ვ) სამსახურის ადგილამდე მგზავრობა ან დაბრუნება;
ზ) ტყვეობაში, მძევლად (გარდა ნებაყოფლობით დანებებისა ან მოწინააღმდეგის მხარეს
გადასვლისა) ან ინტერნირებულად ყოფნა;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის,
პატივისა და ღირსების დაცვა;
ი) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა;
კ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების
დაცვისათვის ჩადენილად ცნო;
ლ) უკანონოდ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მოხდის პერიოდი.
4. (ამოღებულია).
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის, სამსახურიდან დათხოვნილი
პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას კანონმდებლობით
დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო.
6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაღუპული (გარდაცვლილი) თანამშრომლის
ოჯახს შეუნარჩუნდება ბინის მიღების უფლება იმ საფუძვლითა და პირობებით, რაც მას
დაღუპვამდე (გარდაცვალებამდე) ჰქონდა.
7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს
სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით; სამედიცინო მომსახურების წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უფასოდ
ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახის სახელმწიფო
ტრანსპორტით (ტაქსის გარდა).
9. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მიღებულ სამოქალაქო პირებზე საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ვრცელდება საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და
კადრის მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე სამსახურის
დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
10. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა
გადმოსვლის შემთხვევაში, სადაც მათ მიენიჭათ სამხედრო ან „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება,
აღნიშნულ მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ ამ სახელმწიფო უწყებებში მუშაობის სტაჟი.
11. საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ, სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის დაადგინონ სოციალური დაცვის
დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.
12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო
პირობების შექმნით, სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების
ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელობა.
13. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და
სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონით „სამხედრო
მოსამსახურის სტატუსის შესახებ.
მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტები
+
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოცემულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები:
1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება:
ა) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“ დამტკიცების თაობაზე“;
ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის
შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ1 ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და
სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
გ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების“ დამტკიცების
თაობაზე“;
დ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სპეციალური ფორმის“
დამტკიცების თაობაზე“;
ე) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტის“
დამტკიცების თაობაზე“.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება:
ა) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის“
დამტკიცების შესახებ“;
ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პირადობის მოწმობის
ნიმუშის“ დამტკიცების შესახებ“;
გ) „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და
პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების
დამტკიცების თაობაზე“ ;
ე) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის,
შესწავლისა და მიღების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
ვ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და
გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ზ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე“;
თ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების, მისი შევსებისა და
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის
შესახებ.