„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, აგრეთვე სამხედრო უწყებებში სამსახურის გავლისას;“; 2. პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები − საქართველოს სამხედრო ძალების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სამხედრო უწყებების სამხედრო მოსამსახურეები.“; 3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს დასვენების დღე ეძლევა შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთი დღე.“; 4. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას; 5. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას; 6. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლით დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების შედეგად დათხოვნილ პირებზე, რომლებსაც აქვთ პოლკოვნიკის ან უმაღლესი სამხედრო წოდება, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზემოთ აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე.“; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე სავალდებულო სამსახური რეზერვში. შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლები, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. - კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ სამხედრო მოსამსახურედ ითვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი; - კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ სამხედრო მოსამსახურის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს რეზერვისტებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. - კანონიდან ამოღებულ იქნას სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული სამხედრო მოსამსახურის დასვნების საკითხი; - კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს განათავსებენ ყაზარმაში შინაგანი სამსახურის წესდების მიხედვით. - კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ მე-17 დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებზე - ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი - კანონპროექტის მიღების შედეგად - „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონიდან ამოღებულ იქნება:: რომ, სამხედრო მოსამსახურედ ითვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი; რომ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს რეზერვისტებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული სამხედრო მოსამსახურის დასვნების საკითხი; რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს განათავსებენ ყაზარმაში შინაგანი სამსახურის წესდების მიხედვით. - რომ კანონის მე-17 დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებზე ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ასეთები არ არსებობენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ორგანიზაციის ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე (დაწესებულების) ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება: მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას; ბ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსი – კანონით დადგენილი და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული უფლებების, თავისუფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ერთობლიობა; გ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები − საქართველოს სამხედრო ძალების, საქართველოს თავდ ა ცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირის , სამხედრო უწყებების სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე რეზერვისტები სამხედროსარეზერვო სამსახურის გავლისას. მუხლი 11. სამუშაო დრო და დასვენების უფლება 1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას. 2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, ხოლო სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს – შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთი დღისა. 3. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ყოველკვირეული სამსახურებრივი დროის საერთო ხანგრძლივობის შეუზღუდავად. 4. სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. 5. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. 51. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში. 6. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ეძლევა ორკვირიანი შვებულება, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მე-12 თვისა. 7. სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში ეძლევა საარდადეგებო შვებულება. 8. სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც ოფიცრის პირველადი წოდება ენიჭება, დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე ეძლევა 30-დღიანი შვებულება, თუ სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 9. სამხედრო მოსამსახურე ქალს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისათვის შვებულება ეძლევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. + მუხლი 14. უფლება საცხოვრებელ ბინაზე 1. სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურის დაწყებისთანავე დადგენილი ნორმებითა და წესით, შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გადაცემული საბინაო ფონდიდან ეძლევა სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინა. 2. სამხედრო მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს საცხოვრებელი ბინის მიღებამდე უფლება აქვთ გატარდნენ რეგისტრაციაში სამხედრო ნაწილის მისამართზე. ამ პირებს საცხოვრებელი ბინის მიღებამდე ეძლევათ დროებითი საცხოვრებელი სასამსახურო შენობები და/ან ოთახები საერთო საცხოვრებელში. 3. სამხედრო სამსახურში რეზერვიდან ორი წლით გაწვეულ ოფიცერს ეძლევა ოთახი საერთო საცხოვრებელში. თუ იგი ორი წლის შემდეგაც აგრძელებს სამხედრო სამსახურს, საცხოვრებელი ბინა მიეცემა სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს განათავსებენ ყაზარმაში შინაგანი სამსახურის წესდების მიხედვით. + მუხლი 17. სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფო დაზღვევა. ზარალის ანაზღაურება 1. სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება დაზღვეულ იქნეს სადაზღვევო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებით. 2. (ამოღებულია). 3. ამ მუხლით დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების შედეგად დათხოვნილ პირებზე, რომლებსაც აქვთ პოლკოვნიკის ან უმაღლესი სამხედრო წოდება, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზემოთ აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებზე. 4. (ამოღებულია).