„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სამხედრო მოსამსახურეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.“; 2. 220-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა (რომლებიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების და სამხედრო მოსამსახურეთა მიერ) საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით და 125-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.“; 3. 220-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; 4. 220-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალების მძღოლის, სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომელთათვისაც შეიძლება დადებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების სახით, სამხედრო საავტომობილო ინსპექცია გადასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“; 5. 1961, 1963, 1966, 197, 1971, 1973 და 198-ე მუხლები ამოღებულ იქნას; 6. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–44 3, 44 5, 44 7–44 12, 45-ე−46 1, 48-ე, 49-ე, 50 1–55 4, 56-ე, 57-ე–59-ე, 59 2, 59 3, მე60, 60 3, 61-ე, 61 1, 63-ე, 63 1−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 71 1, 72 1–78-ე, 79 1–81-ე, 82 1−82 2, 84-ე–86-ე, 87 1−87 3, 88-ე–89 3, 91 2, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100 1, 100 2, 103 1, 104-ე და 105 1 მუხლებით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128 1–128 5, 143-ე, 144-ე, 144 10, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე–151-ე, 152ე, 152 2–153 1 და 153 3–153 5 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−154 2, 155 1–156-ე, 157 1–158 1, 159-ე, 159 1, 159 4–159 10, 163-ე, 164-ე, 164 4, 165 1–165 3, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 1, 172-ე, 172 4–172 6, 173-ე, 173 4–173 7, 173 9, 173 12 და 174 1 მუხლებით, 174 15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175 1, 175 2, 177 8, 177 9, 177 11, 177 12, 178-ე, 179 1– 179 3, 180-ე და 181-ე მუხლებით, 181 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე–187 2, 189-ე, 192-ე, 195-ე და 1972 მუხლებით. 7. 239-ე მუხლის 53-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166ე, და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“; 8. 239-ე მუხლის 66-ე და 67-ე ნაწილები ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე სავალდებულო სამსახური რეზერვში. შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლები, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია: - ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დისციპლინური წესდების დაეკისროს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს; - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ წარმოადგენდეს: მიხედვით არ ა) წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობა; ბ) სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა; გ) სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა; დ) სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა; ე) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით; ვ) ამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიღების შედეგად: - ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დისციპლინური წესდების დაეკისრება სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს; მიხედვით არ - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არ ჩაითვლება: ა) წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობა; ბ) სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა; გ) სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა; დ) სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა; ე) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით; ვ) ამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ასეთები არ არსებობენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ორგანიზაციის ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე (დაწესებულების) ან/და
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება: მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება 1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები. 11. ამ კოდექსის 45-ე, 116-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინური წესდების მიხედვით. 2. სხვა პირებს, ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილთა გარდა, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებით ან დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად. მუხლი 220. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა (რომლებიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების, სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ) საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ: ა) (ამოღებულია - 29.07.2014, №2555); ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით,125-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით – სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირებს, უფროსს ან მის მოადგილეს, სამხედრო საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარეს, უფროს ინსპექტორს, აგრეთვე სამხედრო საავტომობილო ინსპექციის შტატგარეშე ინსპექტორებად დადგენილი წესით დანიშნულ ოფიცრებს, გაფრთხილების სახით; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1973 მუხლით – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალების მძღოლის, სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომელთათვისაც შეიძლება დადებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების სახით, სამხედრო საავტომობილო ინსპექცია გადასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. მუხლი 1961. წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობა წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. მუხლი 1963. სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სასწავლებლების ხელმძღვანელთა ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. მუხლი 1966. სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დასკვნის გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის/მერიისთვის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისთვის შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. მუხლი 1971. სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა 1. სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. მუხლი 1973. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით 1. პირის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. მუხლი 198. სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი + 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური; 2 1 . ამ კოდექსის 42 3 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 951 5 ე, 128 და 173 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები. 4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51 2, 51 4−53 2, 54-ე, 54 1, 55 1, 55 4, 56-ე, 57-ე–59-ე, 59 3, მე-60, 60 3, 61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4, 695, 71-ე, 71 1, 72 1−78-ე, 79 1–79 3, 82 1, 82 2, 84-ე−86-ე, 87 1– 87 3, 89-ე–89 3, 91 2, 103 1, 104-ე და 128 2–128 5 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 173 5 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. 41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შეს ახებოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლები. 42 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 43 . ამ კოდექსის 51-ე და 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 5. (ამოღებულია); 6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 7. (ამოღებულია); 8. (ამოღებულია); 9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. 10. ამ კოდექსის 88ე და 144 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები; 13. ამ კოდექსის 45-ე, 58 3, 81-ე, 107-ე, 114 1, 114 2, 116-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი, 1 1, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 139 5, 150-ე და 153 3 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 174 1, 174 15, 174 16, 175 2, 176 1, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 190 2 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 197 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 131 . ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. 132 . ამ კოდექსის 173 ე მუხლით გათვალისწინებულ ი ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევ ის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი. 14. ამ კოდექსის 51 3 , 53 3 , 55-ე, 55 2 , 55 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 1 1 1 1 ნაწილით, 119 მუხლით, 127 მუხლის მე-5 ნაწილით,145-ე, 146 , 148-ე, 150-ე, 150 , 151-ე, 152ე და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 159 1 მუხლებითგათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. 15. (ამოღებულია). 16. ამ კოდექსის 153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურისორგანოების უფლებამოსილი პირები. 161 . ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯან მ რთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილიპირები. 17. (ამოღებულია). 18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე; 19. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-2 ნაწილითა და 153-ე, 153 1, 153 5, 155 1–155 6, 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე–165 3, 178-ე, 179 3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. 20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს სახალხო დამცველი; 21. ამ კოდექსის 173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 22. ამ კოდექსის 179 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები; 241. ( ამოღებულია); 242. ( ამოღებულია); 243. (ამოღებულია); 25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004); 27. ამ კოდექსის 55 5, 107 2 და 107 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 და 125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1, 146 1, 150 1, 151 1, 152 2 და 152 3 მუხლებით და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმებს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 28. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 29. ამ კოდექსის 91 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. 30. (ამოღებულია); 31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 32. (ამოღებულია); 33. ამ კოდექსის 157 1 – 157 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ად გენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამი სი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები ; 34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; 35. ამ კოდექსის 141–142-ე, 1441–1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი პირები; 36. „ ნავთობისა და გაზის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზ ის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების , ბუნებრივი გაზის დამუშავების , ნავთო ბის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ , ამ კოდექსის 56- ე , 57- ე , 57 2, 96 2 და 173 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ო ქმებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი . 37. ამ კოდექსის სამართალდარღვევათა 159 5–159 9 მუხლებით შესახებ ოქმებს ადგენენ გათვალისწინებულ სახელმწიფო ადმინისტრაციულ შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები. 38. ამ კოდექსის 442 , 445 და 447 –4412 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. 39. ამ კოდექსის 105 2 მუხლითა და 164 5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო; 391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 40. (ამოღებულია); 41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86- ე მუხლის მე -9 და მე 10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათასაქართველოს შინაგ ან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართა ლდარღვევათა შესახებოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ო რგანოები ( საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის სამინისტროს შესაბამისი უ ფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად ). ამ კოდექსის 86- ე მუხლის პირველი , მე -2, მე -5– მე -10და მე -12– მე 15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევა ში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებსადგენენ საქართველოს შინაგან საქმე თა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ( საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაც ვისსამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად ). 42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 43. (ამოღებულია); 44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები; 47. ამ კოდექსის 139 2 და 139 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 139 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. 471 . ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ ი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 48. ამ კოდექსის 155 3 –155 6 , 1711–171 3 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 50. ამ კოდექსის 96 1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. 51. ამ კოდექსის 44 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 52. (ამოღებულია). 521 . ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662). 55. ამ კოდექსის 185-ე, 185 1 და 185 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შ ესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და ცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 57. ამ კოდექსის 99-ე და 165 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 58. (ამოღებულია). 59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653). 60. ამ კოდექსის 172 4, 172 5, 173 6, 173 7, 173 9 და 175 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 172 7 და 173 13 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები. 60 1. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. [ 60 2 . ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)] 61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 62. ამ კოდექსის 149ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენე ნ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მა რეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად . 63. ამ კოდექსის 17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო . 64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი. 65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები.