„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე სავალდებულო სამსახური რეზერვში. უქმდება საქართველოს კანონი ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“. შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე5 მუხლი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლის სახეა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიღების შედეგად კოდექსიდან ამოღებულ იქნება, რომ საერთოსახელმწიფოებრივი მოსაკრებლის სახეა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულები ვერ მიიღებენ შემოსავლებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით (წყარო - http://www.treasury.ge/5380. კოდი - 142212) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან 2014 წელს სახელმიწფო ბიუჯეტის შემოსავალმა შეადგინა - 1,240,942.70ლარი, თვითმმართველი ერთეულების და ავტონომიური რესპუბლიკების შემოსავალმა 135,660.30 ლარი. სულ - 1,376,603.00 ლარი. შესაბამისად კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე იქნება დაახ. 1 377 000 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო და ტერიტორიეული ერთეულების ხარჯვით ნაწილზე სულ დაახ. სულ - 1 377 000 ლარის ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში იმსახურონ 12 თვის ვადით, აღარ იქნებიდან ვალდებულნი გადაიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების მოსაკრებელი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ მე-5 მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება: მუხლი 5. მოსაკრებლის სახეები 1. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი. 2. საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებია: ა) (ამოღებულია) ; ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლებისა); გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი; დ) სარეგისტრაციო მოსაკრებელი; ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი; ვ) სახელმწიფო ბაჟი; ზ) საკონსულო მოსაკრებელი; თ) (ამოღებულია ); ი) (ამოღებულია) ; კ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი; ლ) (ამოღებულია) ; მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი; ნ) საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი; ო) (ამოღებულია). 3. ადგილობრივი მოსაკრებლებია: ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია) ; დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი; ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი; ვ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი; ზ) კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი; თ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი; ი) მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი . 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტიზო მოსაკრებლები არ ვრცელდება: ა) „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე; ბ) „საქჯიშცენტრის“ მიერ მცენარეთა ჯიშებზე სელექციონერთა უფლებების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე.