„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ყ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, სავალდებულო სამსახური რეზერვში, ასევე საქართველოს კანონი ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“. შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია: საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ - გაერთიანებული შტაბი განსაზღვრავს სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ შესაბამისობაში მოვა კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონიდან ამოღებული იქნება, რომ - გაერთიანებული შტაბი განსაზღვრავს სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ასეთები არ არსებობენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ მე-9 მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება: მუხლი 9. საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა და მართვა 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მართვის ორგანო და პასუხისმგებელია მათ მომზადებაზე, განვითარებაზე და მათთვის დაკისრებული თავდაცვითი ამოცანების შესრულებაზე. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და მართვაზე პასუხისმგებელია თავდაცვის მინისტრი, რომელიც არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო ხელმძღვანელობა; ბ) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის წარმართვა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განუხრელ დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელობის განხორციელება; ე) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარებისა და სრულყოფისათვის აუცი-ლებელი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; ვ) ქვეყნის მოკლე და გრძელვადიანი საგარეო საფრთხეების განსაზღვრა და შეიარაღებული ძალების მიერ შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების გეგმების შემუშავება; ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობისათვის საჭირო მატერიალურ-ფინანსური პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტისა და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე ზედამხედველობა; ი) თავდაცვის პოლიტიკის გეგმების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; კ) შესაბამისი ზომების მიღება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და მომზადებისათვის საჭირო სამხედრო-საბრძოლო აღჭურვილობით უზ-რუნველსაყოფად; ლ) ქვეყნის თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების გეგმების შემუშავება; მ) ქვეყნის თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისათვის სამხედრო-პოლიტიკური განათლებისა და საკადრო პოლიტიკის პროგრამების შემუშავება-განხორციელების უზრუნველყოფა; ნ) საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გეგმებისა და სამხედრო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება; ო) სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სამოქალაქო კონტროლის განხორციელება; პ) სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის სახეების შემუშავება და მათ მიერ სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ჟ) შეიარაღებული ძალების რეზერვის შექმნის პოლიტიკის განსაზღვრა; რ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა; ს) სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებათა სისტემის განვითარება; ტ) სამხედრო მოსამსახურეთა გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური ცენტრების შექმნისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა; უ) თავდაცვის რესურსების მართვის უზრუნველყოფა. 31. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. 4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდგომში – გაერთიანებული შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას. 5. გაერთიანებული შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 6. გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გაერთიანებული შტაბისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე. 7. გაერთიანებული შტაბი: ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას; გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას; დ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას; ე) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს; ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის; ლ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას; მ) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას; ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობებზე განაწილებას; პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს; ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განხორციელებას; რ) ატარებს ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით; ს) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას; ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას; უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას; ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ქ) ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას; ღ) აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის; ყ) განსაზღვრავს სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს; შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გაერთიანებული შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 8. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში. 9. სამხედრო ძალების სახეობები, სტრუქტურა და ხელმძღვანელობის წესი დადგენილია კანონით.