„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის
ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, აგრეთვე საპენსიო ასაკის
პირს.“;
2. 47-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. თავისუფლების შეზღუდვა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ
ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, აგრეთვე საპენსიო ასაკის პირს.“;
3. 356-ე და 357-ე მუხლები ამოღებულ იქნას;
4. 382-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
სამხედრო
სამსახურის
საწინააღმდეგო
დანაშაულად
ითვლება
ამ
კარით
გათვალისწინებული ქმედება, მიმართული საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო
სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი იმ სამხედრო მოსამსახურის მიერ, რომელიც
საქართველოს სამხედრო ძალებში მსახურობს კონტრაქტის საფუძველზე.“;
5. 388-ე მუხლის პირველი შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
ამ
მუხლის
მიზნებისათვის
სამხედრო
მოსამსახურედ
ითვლება
კურსანტი/მსმენელი/იუნკერი, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე კადრის
სამხედრო მოსამსახურე.“.
6. 389-ე მუხლის პირველი ნაწილი და შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,1. დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სხვა
ადგილის თვითნებურად დატოვება სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით
ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.;
ბ) შენიშვნა: სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებულ
ქმედებას,
შეიძლება
გათავისუფლდეს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დეზერტირობა გამოწვეული იყო
მძიმე ვითარებით.“;
7. 3901 მუხლი ამოღებულ იქნას;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე ,,სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე
სავალდებულო სამსახური რეზერვში.
შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც
ეხება აღნიშნულ საკითხებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია:
-
-
სასჯელები - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და თავისუფლების შეზღუდვა არ
დაენიშნოს გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს, რადგან ასეთები არ იარსებებენ
კანონპროექტის მიღების შემდეგ.
დანაშაულს არ წარმოადგენდეს:
ა) წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის
არიდება;
ბ) სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება;
გ) სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენა გაწვეული სამხედრო
მოსამსახურის ან რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;
დ) სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება გაწვეული
სამხედრო მოსამსახურის ან რეზერვისტის მიერ სამხედრო შეკრებაზე ყოფნისას;
ე) დეზერტირობა სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ;
ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით ან
სხვაგვარად მოტყუებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიღების შედეგად:
-
-
სასჯელები - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და თავისუფლების შეზღუდვა არ
დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს, რადგან ასეთები არ იარსებებენ
კანონპროექტის მიღების შემდეგ.
დანაშაულს არ გამოიწვევს:
ა) წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის
არიდება;
ბ) სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება;
გ) სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენა გაწვეული სამხედრო
მოსამსახურის ან რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;
დ) სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება გაწვეული
სამხედრო მოსამსახურის ან რეზერვისტის მიერ სამხედრო შეკრებაზე ყოფნისას;
ე) დეზერტირობა სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ;
ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით ან
სხვაგვარად მოტყუებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ასეთები არ არსებობენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ორგანიზაციის
ასეთები არ არსებობენ.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
(დაწესებულების)
ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის ,,სისხლის სამართლის კოდექსის“
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება:
მუხლი 44. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას,
რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით.
ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე
მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია
საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად ასეთი
შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
3. თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან
ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან
თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა
ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში,
შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი –
თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის
ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს,
აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.
5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ
შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით
გათვალისწინებული არ არის.
მუხლი 47. თავისუფლების შეზღუდვა
1. თავისუფლების შეზღუდვა ნიშნავს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის თოთხმეტ წელს
მიღწეული მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მოთავსებას თავისუფლების
შეზღუდვის დაწესებულებაში მასზე ზედამხედველობის განხორციელებით.
2. თავისუფლების შეზღუდვა ენიშნება ნასამართლობის არმქონე მსჯავრდებულს ერთიდან
ხუთ წლამდე ვადით.
3. თავისუფლების აღკვეთის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან გამასწორებელი
სამუშაოს თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ერთ
წელზე მცირე ვადით.
4. თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს აარიდებს თავისუფლების შეზღუდვას, ეს სასჯელი
შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით – განაჩენით დანიშნული თავისუფლების შეზღუდვის
ვადით. ამასთან, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება
თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი
დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
5. თავისუფლების შეზღუდვა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს,
ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე
გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.
მუხლი 356. წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის
თავის არიდება
1. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. წვევამდელის მიერ ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას
საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის
ან საგანგებო მდგომარეობის დროს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
მუხლი 357. სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება
პირის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება, ჩადენილი ასეთი
ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ოც საათამდე
ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მუხლი 382. სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ცნება
1.
სამხედრო
სამსახურის
საწინააღმდეგო
დანაშაულად
ითვლება
ამ
კარით
გათვალისწინებული ქმედება, მიმართული საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო
სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი იმ სამხედრო მოსამსახურის მიერ, რომელიც
საქართველოს სამხედრო ძალებში მსახურობს გაწვევით ან კონტრაქტის საფუძველზე, აგრეთვე
რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
2. ომიანობის ან საომარი მდგომარეობის დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულისათვის განისაზღვრება საომარი მდგომარეობის
შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 388. სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება
1. სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის
თვითნებურად დატოვება, აგრეთვე სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად
გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ათი დღე-ღამისა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. (ამოღებულია).
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ათ დღე-ღამეზე
მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ერთ თვეზე მეტი
ხანგრძლივობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1.
ამ
მუხლის
მიზნებისათვის
სამხედრო
მოსამსახურედ
ითვლება
კურსანტი/მსმენელი/იუნკერი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი,
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე, კადრის სამხედრო მოსამსახურე,
აგრეთვე რეზერვისტი სამხედრო შეკრებაზე ყოფნისას.
2. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ
ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ
სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება გამოწვეული იყო
მძიმე ვითარებით.
მუხლი 389. დეზერტირობა
1. დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ
სამხედრო ნაწილის ან სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება სამხედრო ან სამხედრო
სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ანდა ამავე მიზნით სამსახურში
გამოუცხადებლობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღით;
ბ) ჯგუფურად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
შენიშვნა: სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, რომელიც პირველად
ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დეზერტირობა გამოწვეული იყო მძიმე
ვითარებით.
მუხლი 3901. სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის
სიმულაციით ან სხვაგვარად მოტყუებით
სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის
თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის
გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.