„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) მე-5 მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,25. სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტები − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის მობილიზებული რეზერვისტები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, სავალდებულო სამსახური რეზერვში, ასევე საქართველოს კანონი ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“. შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ის მუხლი, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია: საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ - სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტები არიან − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მობილიზებული რეზერვისტები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ შესაბამისობაში მოვა კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონიდან ამოღებული იქნება, რომ - სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტები არიან − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მობილიზებული რეზერვისტები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ასეთები არ არსებობენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება: მუხლი 5. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინების განმარტება 1. სამოქალაქო უსაფრთხოება – დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მოიცავს: ა) საგანგებო სიტუაციის პრევენციას და საგანგებო სიტუაციის შედეგების მიტიგაციას; ბ) სახანძრო უსაფრთხოებას, მათ შორის, ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზებას, მის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მზადყოფნას მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი ან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისათვის, მასზე რეაგირებასა და მოსახლეობის დაცვას; დ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას. მიკუთვნებული ობიექტის უსაფრთხო და 2. საგანგებო სიტუაცია − ცალკეულ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევით, გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით, ხანძრით, სტიქიური უბედურებით, ეპიდემიით, ეპიზოოტიით, ეპიფიტოტიით ან საბრძოლო საშუალებების გამოყენებით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. 3. მასშტაბური სამრეწველო ავარია – აფეთქება, ხანძარი ან საშიში ნივთიერების (ნივთიერებების) მასშტაბური გაჟონვა, რომელიც გამოწვეულია პოტენციურად საშიშ ობიექტზე ტექნოლოგიური (საწარმოო) პროცესების უკონტროლო განვითარებით და რომელიც უეცარ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და გარემოს როგორც პოტენციურად საშიში ობიექტის შიგნით, ისე მის გარეთ. 4. ინციდენტი – ბუნებრივი, ტექნოგენური, ეკოლოგიური ან სოციალური მოვლენა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სოციალურ მდგომარეობას, ქონებას ან/და გარემოს. 5. საგანგებო სიტუაციის ზონა – განსაზღვრული ტერიტორია ან აკვატორია, სადაც წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია. 6. საგანგებო სიტუაციის რისკი – საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობა, რომელიც განისაზღვრება საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე, აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებითა და შედეგებით. 7. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება – პოტენციური საფრთხის ანალიზისა და არსებული მოწყვლადობის შეფასებით მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ხასიათისა და მასშტაბის, საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე, აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და შედეგების მაჩვენებლების განსაზღვრის პროცესი. 8. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას. 9. ერთიანი სისტემის მზადყოფნა – საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან/და წარმოქმნის შემთხვევაში ერთიანი სისტემის სუბიექტებისა და მოსახლეობის სწრაფი და სათანადო რეაგირების შესაძლებლობა, რომელიც მიიღწევა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სისტემის სუბიექტებისა და მოსახლეობის მომზადების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფითა და კომპლექსური კონტროლით. 10. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა (შემდგომ − ეროვნული გეგმა) − ერთიანი სისტემის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას და ეფუძნება საგანგებო მართვის გეგმებს და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმებს. 11. საგანგებო მართვის გეგმა – წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) დროს ერთიანი სისტემის სუბიექტების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების შექმნასა და მართვას. 12. საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმა (შემდგომ − რისკის მართვის გეგმა) – ერთიანი სისტემის სუბიექტების მიერ შემუშავებული წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია საგანგებო სიტუაციის რისკის გამოვლენის, შეფასებისა და შემცირების მიზნები, სპეციფიკური ამოცანები, ამ ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო მართვის ღონისძიებები და ის აუცილებელი მოქმედებები, რომლებიც მიმართულია პოტენციური ზიანისა და დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებისაკენ, აგრეთვე ახალი რისკის წარმოქმნის თავიდან აცილებისაკენ. 13. საგანგებო სიტუაციების შედეგების მიტიგაცია (შემდგომ − მიტიგაცია) – საფრთხეების ან მათთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციების, აგრეთვე საომარი მოქმედებების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, შერბილება ან შეზღუდვა. 14. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მათი შედეგების ლიკვიდაცია (შემდგომ − საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება) – საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მიერ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების, მატერიალური ზიანისა და გარემოს დაზიანების შემცირების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის ზონის ლოკალიზების მიზნით ამ ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა, ვითარების შესწავლა-შეფასება, საავარიო-სამაშველო სამუშაოებისა და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. 15. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოები (შემდგომ − აღდგენითი სამუშაოები) − პირველი რიგის, გადაუდებელი ღონისძიებების კომპლექსი, რომელსაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის, გადარჩენილი მოსახლეობის, თავად ამ ძალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის და მათი საქმიანობის ყოველმხრივ უზრუნველყოფის მიზნით. 16. საავარიო-სამაშველო სამუშაოები − მოქმედებები, რომლებიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენისაკენ, აგრეთვე ავარიის, კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ. 17. ადამიანთა ძებნის სამუშაოები – მოქმედებები, რომელთა მიზანია ინციდენტის ან საგანგებო სიტუაციის შედეგად დაშავებული და დაკარგული ადამიანების მოძებნა. 18. სამაშველო სამუშაოები – მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება ინციდენტის ან საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადასარჩენად. 19. სხვა გადაუდებელი სამუშაოები − სასწრაფო-სამედიცინო და სხვა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების განხორციელება, ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდა და დეკონტამინაცია, საგანგებო სიტუაციის ზონაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. 20. ორგანიზაცია – საგანმანათლებლო, სააღმზრდელო ან სამედიცინო დაწესებულება, სამრეწველო საწარმო, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაცია, რომლის მიზანია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საგანგებო სიტუაციის პრევენცია, მასზე რეაგირება და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. 21. ობიექტი − ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონება, სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონება (მათ შორის, ტერიტორია, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, ტექნოლოგიური დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნაკეთობა, სხვა ქონება), რომლისთვისაც დადგენილია ან უნდა დადგინდეს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნები. 22. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები (შემდგომ − რეაგირების ძალები) – საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით შექმნილი სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ორგანიზაციების ძალები (მათ შორის, მათი მართვის ორგანოები), აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტები. 23. სამაშველო დანაყოფი – რეაგირების ძალების ერთეული, რომელიც დადგენილი წესით შექმნილია შესაბამის ტერიტორიაზე ან ორგანიზაციაში ადამიანთა ძებნის სამუშაოების და სხვა სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად. 24. სახანძრო-სამაშველო დანაყოფი − სააგენტოს დანაყოფი, რომელიც შექმნილია ხანძრის პროფილაქტიკის, ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, საგანგებო სიტუაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით, აგრეთვე მუნიციპალური, საუწყებო, კერძო ან ნებაყოფლობითი სახანძრო ან/და სამაშველო დაცვის დანაყოფი, რომელიც დადგენილი წესით შექმნილია ხანძრის პროფილაქტიკისათვის, ჩაქრობისათვის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის. 25. სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტები − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მობილიზებული რეზერვისტები. 26. საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინება − საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ორგანოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობისათვის საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან/და წარმოქმნის შესახებ შეტყობინების სიგნალების გადაცემა და გადაუდებელი ინფორმაციის მიწოდება. 27. თავშესაფარი – შენობა ან ნაგებობა, რომელიც საგანგებო სიტუაციის ან საომარი მოქმედებების დროს, გარკვეულ პერიოდში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორებისაგან დასაცავად. თავშესაფარი შეიძლება იყოს ორმაგი დანიშნულების, სამოქალაქო ან სამრეწველო შენობა ან/და სპეციალური ჰერმეტული დამცავი ნაგებობა, რომელიც დაპროექტებულია დამაზიანებელი ფაქტორების გათვალისწინებით. 28. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა – საერთაშორისო დახმარების მიღებისა და გამოყენების დროს შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მასპინძელი ქვეყნის მიერ პროცედურების განხორციელება. 29. საავარიო-სამაშველო საშუალებები − საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური ან ინტელექტუალური პროდუქტი, მათ შორის, სპეციალური მართვისა და კავშირის საშუალებები, ტექნიკა, აღჭურვილობა, მოწყობილობა და სხვადასხვა ფასეულობა, მეთოდური მასალები და ვიდეო-, კინო-, ფოტომასალები საავარიო- სამაშველო სამუშაოების ტექნოლოგიების შესახებ, კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები. 30. მატერიალური რესურსები – საავარიო-სამაშველო საშუალებები, მოძრავი და უძრავი ქონება, სამშენებლო მასალა, აღჭურვილობა და სხვა რესურსები, რომლებიც გამოიყენება საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და ერთიანი სისტემის მზადყოფნისათვის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის. 31. სავალდებულო ოპერაციების შესრულება – საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რეაგირების ძალების მხარდასაჭერი სამუშაოების სავალდებულო შესრულება ან საკუთარ მფლობელობაში არსებული მატერიალური რესურსების რეაგირების ძალებისათვის გადაცემა, აგრეთვე უკიდურესი აუცილებლობის ან/და გონივრული რისკის ფარგლებში განხორციელებული პირადი უფლებების შემზღუდველი ქმედებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ექვემდებარება ფინანსურ და მატერიალურ კომპენსაციას აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას ან შემდგომ. 32. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნები − საგანგებო სიტუაციების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური პირობები. 33. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი − წყალმომარაგების, კანალიზაციის, გამდინარე წყლების გამწმენდი, თბომომარაგების ან ენერგეტიკული ობიექტი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა, სხვა ობიექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებისათვის. 34. აფეთქებახანძარსაშიში შენობა-ნაგებობები და სათავსები (შემდგომ − აფეთქებახანძარსაშიში ობიექტი) − სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, მომეტებული აფეთქებახანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში კატეგორიების საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები, მიუხედავად მათი ფუნქციური დანიშნულებისა, რომელთა საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება აფეთქებისა და ხანძრის განვითარების ან ხანძრის გაჩენის და შემდგომი აფეთქების შესაძლებლობით. 35. ხანძარსაშიში შენობა-ნაგებობები და სათავსები (შემდგომ − ხანძარსაშიში ობიექტი) – სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, ხანძარსაშიში კატეგორიის საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები, მიუხედავად მათი ფუნქციური დანიშნულებისა, რომელთა საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება ხანძრის გაჩენისა და განვითარების, აგრეთვე ადამიანსა და მატერიალურ ფასეულობებზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობით. 36. პოტენციურად საშიში ობიექტი − სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტი, რომლის საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს რადიოაქტიური, ხანძარსაშიში, აფეთქებახანძარსაშიში, საშიში ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას ან ტრანსპორტირებას, რომელშიც ავარიამ ან საწარმოო ტექნოლოგიური პროცესის არასწორმა წარმართვამ შეიძლება გამოიწვიოს საგანგებო სიტუაცია (მათ შორის, ხანძრის, ნგრევის, აფეთქების, ემისიის ან ინტოქსიკაციის საფრთხე) და რომელიც მომეტებულ რისკს შეიცავს ადამიანის სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოსათვის. 37. სახანძრო უსაფრთხოება − ფიზიკური პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების, აგრეთვე სახელმწიფო, მუნიციპალიტეტისა და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან დაცვა. 38. სახანძრო დაცვა − დადგენილი წესით შექმნილი სახანძრო უსაფრთხოების სუბიექტების ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზება, მისი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება. 39. ხანძრის პროფილაქტიკა − ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირებისაკენ მიმართული პრევენციული ზომების ერთობლიობა. 40. სახანძრო უსაფრთხოების ზომები − სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად) განხორციელებული მოქმედებები. 41. ხანძარი − უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზიანს, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს. 42. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები − სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური პირობები. 43. ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი − სახანძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგენს ადამიანის ქცევის, წარმოების ორგანიზების ან/და ორგანიზაციის, ობიექტის ტერიტორიის, შენობის, ნაგებობისა და სათავსის მოვლა-პატრონობის წესებს. 44. სახანძრო-ტექნიკური პროდუქტი − სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური ან ინტელექტუალური პროდუქტი, მათ შორის, სახანძრო ტექნიკა, აღჭურვილობა, მოწყობილობა, ცეცხლსაქრობი და ცეცხლდამცავი ნივთიერებები, სპეციალური მართვისა და კავშირის საშუალებები, კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები, აგრეთვე ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის სხვა საშუალებები. 45. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის დადგენა (შემდგომ − შესაბამისობის დადგენა) − სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან ობიექტის ან/და სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისობის დადასტურება. 46. ხანძრის ლოკალიზაცია − მოქმედებები, რომლებიც მიმართულია არსებული ძალებითა და საშუალებებით წვის შემდგომი გავრცელების შესაძლებლობის თავიდან აცილებისაკენ და მისი ლიკვიდაციისათვის პირობების შექმნისაკენ. 47. საუწყებო სახანძრო ზედამხედველობა − საუწყებო სახანძრო დაცვის საქმიანობა, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამის ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შემოწმებისაკენ და, შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო ზომების მიღებისაკენ. 48. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა − სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება. 49. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი − მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საგანგებო სიტუაციის პრევენციისათვის განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და მის მიერ რისკის შემცირების და მიტიგაციის მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი. 50. პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტი − პოტენციურად საშიში ობიექტის მომსახურე პერსონალისათვის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისათვის საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობის, საგანგებო სიტუაციის შედეგების განსაზღვრის, მეზობელ ობიექტზე საგანგებო სიტუაციის შედეგების ზემოქმედების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის მზადყოფნის შეფასების, აგრეთვე პოტენციურად საშიშ ობიექტზე საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირებისა და მიტიგაციის მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი.