„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ც საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) 25-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ
იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე
სავალდებულო სამსახური რეზერვში.
შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონის ის მუხლი, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია:
საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის
წესის შესახებ“ შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ - საბჭოს აპარატის მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გადავადებული აქვს სამხედრო ვალდებულების მოხდა ან რომელიც განთავისუფლებულია
სამხედრო ვალდებულების მოხდისგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის
წესის შესახებ“ შესაბამისობაში მოვა კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონიდან ამოღებული იქნება, რომ - საბჭოს აპარატის მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გადავადებული აქვს სამხედრო ვალდებულების მოხდა ან რომელიც განთავისუფლებულია
სამხედრო ვალდებულების მოხდისგან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ასეთები არ არსებობენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთები არ არსებობენ.
ე) კანონპროექტის ავტორი
ორგანიზაციის
(დაწესებულების)
ან/და
საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის
წესის შესახებ“ 25-ე მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება:
მუხლი 25. საბჭოს აპარატი
1. საბჭოს მისი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის
მიზნით გააჩნია აპარატი, რომელიც არის საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული
რეჟიმის სამსახური.
2. საბჭოს აპარატი საბჭოსთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად:
ა) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში
ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავებას;
ბ) მონიტორინგს უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების სფეროში
ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის − გუბერნატორებისთვის დაკისრებული
ვალდებულებების შესრულებას და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს პრემიერ-მინისტრს;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო დარგობრივი
ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისგან გამოითხოვს ინფორმაციას სახელმწიფოს
თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ და საბჭოს
განსახილველად წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს;
დ) ადგენს უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების ეროვნული დონის კონცეპტუალური
დოკუმენტებით გათვალისწინებულ მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობას;
ე) ახდენს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო
საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას,
ანალიზსა და პროგნოზირებას;
ვ) ახორციელებს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სახელმწიფოს
თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული
მიმართულებების განხორციელების უზრუნველსაყოფად;
თ) საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან
გამოითხოვს ინფორმაციას დასამუშავებლად ან/და, საჭიროების შემთხვევაში, პრემიერმინისტრისთვის წარსადგენად;
ი) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს
განსახილველ საკითხებზე;
წინადადებებსა
და
რეკომენდაციებს
საბჭოს
სხდომაზე
კ) საბჭოს მდივნის დავალებით ამზადებს საბჭოს სხდომებს;
ლ) საბჭოს მდივნის დავალებით პრემიერ-მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს სხდომის
დღის წესრიგს და წინადადებებს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ თანამდებობის პირთა შესახებ;
მ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ამზადებს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის
საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) მონიტორინგს უწევს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ
პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას;
ო) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში
შემავალი მიმართულებებისთვის პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას;
პ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოორდინაციას უწევს მისი
მიკუთვნებულ საკითხებზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებას;
კომპეტენციისთვის
ჟ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოორდინაციას უწევს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული
სიტუაციების მართვას;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საბჭოს აპარატის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
4. საბჭოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა ხორციელდება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საბჭოს აპარატს აქვს საკუთარი ბეჭედი, სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებით და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სიმბოლოები.
6. საბჭოს აპარატის მოსამსახურედ სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე
21 წლის ასაკიდან, რომელსაც, პირადი და საქმიანი თვისებებიდან, განათლებიდან და ჯანმრთელობის
მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.
7. საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის
სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სამხედრო წოდებები, რომელთა ჩამონათვალი
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს სამხედრო წოდებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ანიჭებს პრემიერ-მინისტრი ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
10. საბჭოს აპარატის მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავადებული აქვს სამხედრო ვალდებულების
მოხდა ან რომელიც განთავისუფლებულია სამხედრო ვალდებულების მოხდისგან.
11. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საბჭოს აპარატის მოსამსახურეა, სამხედრო სამსახურს გადის
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
12. საბჭოს აპარატის მოსამსახურე საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას სახელმწიფო
ხელისუფლების წარმომადგენელია. საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამართლებრივ და სოციალურ
დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.