„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნას; 2. მე-111და მე-112 მუხლები ამოღებულ იქნას; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე სავალდებულო სამსახური რეზერვში. შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს ,,დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონის ის მუხლები, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია: საქართველოს კანონი ,,საქართველოს დაზვევის სამსახურის შესახებ“ შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ: - - - სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მსახურობს სამსახურში, სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა შესაძლებელია დაზვერვის სამსახურში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს კანონი ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ შესაბამისობაში მოვა კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონიდან ამოღებული იქნება, რომ: - სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს - - მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მსახურობს სამსახურში, სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა შესაძლებელია დაზვერვის სამსახურში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ასეთები არ არსებობენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ორგანიზაციის ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე (დაწესებულების) ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის ,,დაზვერვის სამსახურის შესახებ“ იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება: + მუხლი 11. სამსახურის მოსამსახურეები 1. სამსახურ ი ს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, სოციალური დაცვის გარანტიები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. სამსახურში სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თავისი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 3. სამსახურის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების ა და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობებიდგინდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, აგრეთვე საკლასო ჩინი, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან. 6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მსახურობს სამსახურში, სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 7. სამსახურის მოსამსახურის შრომითი საქმიანობა წესრიგდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 8. სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა. 9. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 10. სამსახურის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (საქართველოს დაზვერვის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურ ობის პ ერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში. 11. სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა, შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 12. სამსახურის მოსამსახურის სტატუსის გამოყენება არ შეიძლება იმ მიზნით, რომელიც არ შეეხება მოსამსახურის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებას. 13. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს, საწვავითა და სასაუბრო დროით უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით. 14. სამსახურის მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სამსახური. 15. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურში შეიძლება მივლენი ლ იქნეს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულების თანამშრომელი, შესაბამისი დაწესებულების კადრში დატოვებით. ა სევე შეიძლება სამსახურის მოსამსახურის მივლენ ა საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. მუხლი 111. სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა + 1. სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. წვევამდელი სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე სპეციალურ მომზადებას გადის. 4. წვევამდელს სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 5. პირს, რომელიც სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. მუხლი 112. სამსახურის მოსამსახურის ფიცი + 1. წვევამდელი სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ დებს სამხედრო ფიცს და სამსახურის მოსამსახურის ფიცს. 2. სამსახურის მოსამსახურე სამსახურში მიღების შემდეგ დებს სამსახურის მოსამსახურის ფიცს. 3. სამსახურის წარდგინებით სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.