„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) მე-121 მუხლის პირველი
პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე
სავალდებულო სამსახური რეზერვში.
შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ კანონის ის მუხლი, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია:
საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ - მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის
დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს შემდეგი გარემოება - მსჯავრდებულის
სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც
წარედგინება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
შესაბამისობაში მოვა კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონიდან ამოღებული იქნება, რომ - მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის
დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს შემდეგი გარემოება - მსჯავრდებულის
სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც
წარედგინება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ასეთები არ არსებობენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთები არ არსებობენ.
ე) კანონპროექტის ავტორი
ორგანიზაციის
(დაწესებულების)
ან/და
საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ იმ
მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება:
მუხლი 121 . ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის პირობები
+
1. მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება
ჩაითვალოს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის
დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;
ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, შვილობილი, პაპა,
ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)) ან მასთან მუდმივად
მცხოვრები პირის გარდაცვალება;
გ) მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ, ანდა სპორტულ, კულტურულ ან
საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს
შესაბამისი დოკუმენტი;
დ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების
გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების,
ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო
მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო
დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;
ე)
მსჯავრდებულისათვის
ადმინისტრაციული
პატიმრობის
შეფარდება,
აგრეთვე
მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით
დადგენილ საპროცესო მოქმედებებში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც
ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი;
ვ) მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი
დოკუმენტით, რომელიც წარედგინება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის სამხედრო
სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების დამადასტურებელ
დოკუმენტს მსჯავრდებული წარუდგენს შესაბამის პრობაციის ბიუროს ამ კანონის მე-12 მუხლის
მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.
3. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი არ ადგენს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
შესაბამისი გარემოება დადასტურებულია წინმსწრებად − მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით
დადგენილი რეჟიმის დარღვევამდე.