„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 19. სამხედრო სამსახურში მობილიზაციით გასაწვევ რეზერვში მყოფ მოქალაქეთა მოვალეობანი 1. მობილიზაციის გამოცხადებისას სამხედრო სამსახურში გასაწვევი რეზერვში მყოფი მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამოცხადნენ შემკრებ პუნქტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების მიერ გამოგზავნილ სამობილიზაციო უწყებით ნაჩვენებ დროს. 2. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს ეკრძალებათ მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით შეზღუდულია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები.“; 2. მე-9 მუხლის ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) ,,ზ) უზრუნველყონ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა მიწოდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების ტექნიკის შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში;“; ბ) ,,ი) უზრუნველყონ სახელმწიფო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე რეზერვისტთა დაჯავშნა და დაჯავშნის შესახებ ანგარიშგების წარდგენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებებში.“; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, სავალდებულო სამსახური რეზერვში, ასევე საქართველოს კანონი ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“. შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს ,,მობილიზაციის შესახებ“ კანონის ის მუხლები, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია: - საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. - მობილიზაციის დროს სამობილიზაციო უწყების გაგზავნა განეკუთვნოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების უფლებამოსილებას და არა თვითმმართველი ერთეულების სამხედრო კომისარიატების უფლებამოსილებას, რადგან თვითმმართველი ერთეულების დელეგირებულ უფლებამოსილებას აღარ განეკუთვნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობა. შესაბამისად თვითმმართველობებში უქმდება შესაბამისი სამსახური, რომლებიც ახორციელებენ მოქალაქეთა აღრიცხვას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ შესაბამისობაში მოვა კანონპროექტთან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტის მიღების შედეგად: - მობილიზაციის დროს სამობილიზაციო უწყების გაგზავნა განეკუთვნება თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების უფლებამოსილებას და არა თვითმმართველი ერთეულების სამხედრო კომისარიატების უფლებამოსილებას, რადგან თვითმმართველი ერთეულების დელეგირებულ უფლებამოსილებას აღარ განეკუთვნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობა. შესაბამისად თვითმმართველობებში უქმდება შესაბამისი სამსახური, რომლებიც ახორციელებენ მოქალაქეთა აღრიცხვას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ასეთები არ არსებობენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ორგანიზაციის ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე (დაწესებულების) ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „მობილიზაციის შესახებ“ იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება: მუხლი 9. სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოვალეობანი + 1. სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ამ კანონის მე-7 მუხლის „ ა“– „ დ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფუნქციების გარდა მოვალენი არიან: ა) ორგანიზაცია გაუწიონ და განახორციელონ სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფის ღონისძიებები; ბ) მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის დროს დანიშნონ ცალკეული მუშაკები სამობილიზაციო ამოცანების შესასრულებლად; გ) დაამუშაონ მობილიზაციის გეგმები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში; დ) მობილიზაციის დროისათვის განახორციელონ ღონისძიებანი წარმოების მოსამზადებლად სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულებისათვის; ე) შეასრულონ სამობილიზაციო დავალებები (შეკვეთები), რომლებიც მიღებული აქვთ მათ მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის უზრუნველყოფის მიზნით; ვ) მობილიზაციის გამოცხადებისას განახორციელონ ღონისძიებები საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს წარმოების მუშაობის შესაბამის რეჟიმზე გადასაყვანად; ზ) უზრუნველყონ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა მიწოდება სამხედრო კომისარიატების ტექნიკის შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში; თ) გადასცენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები, მიწის ნაკვეთები, სატრანსპორტო და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობები შესაბამის დაწესებულებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) უზრუნველყონ სახელმწიფო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე რეზერვისტთა დაჯავშნა და დაჯავშნის შესახებ ანგარიშგების წარდგენა ადგილობრივ სამხედრო კომისარიატებში. 2. კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირები, როგორც წესი, ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ სამობილიზაციო დავალებებს (შეკვეთებს), ზიანის მიყენების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მისი შემდგომი ანაზღაურების პირობით. მუხლი 19. სამხედრო სამსახურში მობილიზაციით გასაწვევ რეზერვში მყოფ მოქალაქეთა მოვალეობანი + 1. მობილიზაციის გამოცხადებისას სამხედრო სამსახურში გასაწვევი რეზერვში მყოფი მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამოცხადნენ შემკრებ პუნქტში რაიონის, ქალაქის სამხედრო კომისარიატების მიერ გამოგზავნილ სამობილიზაციო უწყებით ნაჩვენებ დროს. 2. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს ეკრძალებათ მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან რაიონის, ქალაქის საქართველოსთავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით შეზღუდულია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები.