„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ეხმარება შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და
ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში.“;
2. 39-ე მუხლი ამოღებულ იქნას;
3. მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე
სავალდებულო სამსახური რეზერვში.
შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს ,,პოლიციის შესახებ“ კანონის ის მუხლები, რომლებიც ეხება
აღნიშნულ საკითხს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია:
საქართველოს კანონი ,,პოლიციის შესახებ“ შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროექტთან ,,სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ.
კანონიდან ამოღებულ იქნას, რომ წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ასევე პოლიციის უფლებამოსილებიდან ამოღებულ იქნას
იმ პირთა ძებნა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს კანონი ,,პოლიციის შესახებ“ შესაბამისობაში მოვა კანონპროექტთან ,,სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ.
კანონიდან ამოღებული იქნება, რომ წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის
წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ასევე პოლიციის უფლებამოსილებიდან ამოღებულ
იქნება იმ პირთა ძებნა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ასეთები არ არსებობენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთები არ არსებობენ.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
ორგანიზაციის
(დაწესებულების)
ან/და
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის ,,პოლიციის შესახებ“ იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის
ცვლილება:
მუხლი 17. პოლიციის უფლებამოსილებანი
1. პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი
კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) სამართალდარღვევათა
განხორციელება;
თავიდან
ასაცილებლად
საპოლიციო
ღონისძიებების
ბ) პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების აღმოჩენა; გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის
საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და
სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა
უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; მინისტრის მიერ
დამტკიცებული წესისა და ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო ობიექტების დაცვის
ფიზიკურად უზრუნველყოფა;
დ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა
უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა
მაწანწალობის,
უმეთვალყურეობის
თავიდან
აცილების,
არასრულწლოვანთა
დამნაშავეობის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და თავის
საქმიანობაში არასრულწლოვანთა განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინება;
[ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა
მაწანწალობის,
უმეთვალყურეობის
თავიდან
აცილების,
არასრულწლოვანთა
დამნაშავეობის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და თავის
საქმიანობაში არასრულწლოვანთა განსაკუთრებული თავისებურებებისა და საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინება; (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან}]
ვ) სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგება, მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და
სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა
დაცვის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა „სისხლის
სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამის“ შესაბამისად;
თ) პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის
მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან
გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი
წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.
2. პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად
კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ:
თავისი
ა) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და
მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი
ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და მეთვალყურეობს დამცავი და
შემაკავებელი ორდერების აღსრულებას;
ბ) პირის მიერ კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის
წარდგენის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უზრუნველყოფს ამ
პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან მისი გამოყენების
სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთას, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე
საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი
წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა. პოლიციის უფლებამოსილი პირის
მიერ
სავარაუდო
ხელმყოფისთვის
მიცემული
წერილობითი
გაფრთხილების
ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება არ აჩერებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების
აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებასა და წერილობითი გაფრთხილების
(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მოქმედებას;
გ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომელსაც არა აქვს ან
ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი
ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის
მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან;
დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული
ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ
პირთან;
ე) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ ინფორმაციას დანაშაულისა და სხვა
სამართალდარღვევათა
შესახებ,
უგზო-უკვლოდ
დაკარგულ
პირთა
შესახებ,
დაუყოვნებლივ რეაგირებს მათზე, აღრიცხავს სამართალდარღვევებსა და მათ ჩამდენ
პირებს;
ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ და ოპერატიულსამძებრო
ღონისძიებებს,
აგრეთვე
ტექნიკურ-კრიმინალისტიკურ
გამოკვლევებს
ოპერატიულ-სამძებრო მასალებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებზე;
[ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს:
ვ.ა) სასაზღვრო-პოლიციურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
ვ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს (ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური
საშუალებებით, აგრეთვე ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება,
რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და
გარემოს);
ვ.გ)
ტექნიკურ-კრიმინალისტიკურ
გამოკვლევებს
ოპერატიულ-სამძებრო,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სხვა საქმეებზე; (ამოქმედდეს 2015 წლის 1
აგვისტოდან)]
ზ) ეხმარება შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო
მასალისა და ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში, აგრეთვე იმ პირთა ძებნაში,
რომლებიც თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
ი) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტასა და მათ მონაწილეთა დაშლას;
კ) მოსთხოვს პირს, დაიცვას კანონის მოთხოვნა და შეწყვიტოს სამართალდარღვევა,
ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს კანონით გათვალისწინებულ
ზომებს.
3. პოლიცია საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის შედეგების
ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში; იცავს პირთა უსაფრთხოებას,
მართლწესრიგს, აგრეთვე ხელყოფისაგან იცავს ქონებას, დაზარალებულ და უმწეო
მდგომარეობაში მყოფ პირებს აღმოუჩენს გადაუდებელ დახმარებას; თავისი
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის
დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო
ღონისძიებების განხორციელებაში;
ბ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში
უზრუნველყოფს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულმმართველობითი შტაბების უსაფრთხოებასა და მზადყოფნას, აგრეთვე პირადი
(სამინისტროს) შემადგენლობის სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას;
გ) იღებს, ამუშავებს და შემდგომი რეაგირებისათვის უფლებამოსილ სუბიექტებს აწვდის
შეტყობინებებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო
სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და
წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის), აგრეთვე სასმელი წყლით
მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობისა და გადაუდებელი დახმარების
აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ.
4. პოლიცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფუნქციიდან გამომდინარე,
უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში,
საქართველოს
საზღვაო
სივრცეში
და
საქართველოს
იურისდიქციისადმი
დაქვემდებარებულ გემებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციას, გამოვლენასა
და აღკვეთას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირებას, არალეგალურ
მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვას, არალეგალური მიგრაციის
პრევენციას, აღკვეთას, მიგრაციისა და სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობის
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულებას;
გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით
გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლების“ განხორციელებას.
5. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად იღებს ზომებს
საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლობათა პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 39. წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი
წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება
მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 60. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის
უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო
სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოების
ერთობლივი
ოპერაციების
მართვის
ცენტრის
ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება;
ბ) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ
სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების გამოყენების წესის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება;
გ) სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების
ნუსხის დადგენა.
2. მინისტრმა 2014 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:
ა) სამინისტროში სამსახურის გავლის წესი;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი;
გ) პოლიციელის ფიცის ტექსტი;
დ) პოლიციის ეთიკის კოდექსი;
ე)
სამინისტროს
მოსამსახურეთა
უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი;
სოციალური
დაცვისა
და
მატერიალური
ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის
განსაზღვრის წესი;
ზ) სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი
სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესი;
თ) სამინისტროში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობები
და წესი;
ი) სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება;
კ) წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი;
ლ) სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქცია;
მ) პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა
და გამოყენების წესი;
ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა;
ო) სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშები და სამკერდე
ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესი;
პ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების,
ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი
ინსტრუქცია;
ჟ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა;
რ) პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული
შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმების
ფორმები.
3. სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
4. პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება პირი, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო,
სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.