„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 204-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპორექტის მიღება გამოწვეულია კანონპროექტიდან ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სამხედრო სამსახურში პირთა სავალდებულო გაწვევა, ასევე სავალდებულო სამსახური რეზერვში. შესაბამისად ცვლილებას საჭიროებს სისხლის სამართლის საპროესო კოდექსის 204-ე მუხლი, რომლებიც ეხება აღნიშნულ საკითხებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია კოდექსიდან ამოღებულ იქნას, რომ - ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიღების შედეგად კოდექსიდან ამოღებულ იქნება, რომ - ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ასეთები არ არსებობენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ხდება გადასახდის ან მოსაკრებლის განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ორგანიზაციის ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლმენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე (დაწესებულების) ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 204-ე მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება: მუხლი 204. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა + 1. ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში. 2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად. 3. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება, არ უნდა გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ უნდა გათავისუფლდეს ნაწილიდან და უნდა იმყოფებოდეს სამხედრო მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში. 4. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება. 5. სასამართლოს განჩინება ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ სავალდებულოა სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობისათვის. 6. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს პროკურორს ან სასამართლოს. 7. სამხედრო მეთაური (უფროსი), რომელიც მეთვალყურეობს ბრალდებულს, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში პროკურორის შუამდგომლობით უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.