ადვოკატთა შესახებ · რედაქცია 04.03.2026

ადვოკატთა შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 213 მითითება 35 მუხლზე , ასევე 15 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 32 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 19. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველი — 26 გადაწყვეტილება

    …სააღსრულებო ფურცლის მიღების უფლება ზოგად უფლებამოსილებას განეკუთვნება და სპეციალურ უფლებამოსილებას არ მოითხოვს, აღნიშნულიდან გამომდინარე ადვოკატის ორდერის საფუძველზეც აქვს მისი მიღების უფლება, რადგანაც,,ადვოკატთა შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ადვოკატი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს როგორც მინდობილობის ისე ორდერის საფუძველზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024…
    საქმე №ბს-526(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.06.2024
  2. მუხლი 6. კლიენტის ინტერესების დაცვა — 21 გადაწყვეტილება

    …709-710-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანია გაწეული იურიდიული დახმარების, საადვოკატო ჰონორარის ანაზღაურება. 9. სააპელაციო პალატამ წინამდებარე საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისთვის ყურადღება გაამახვილა „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, ადვოკატს ეკისრება კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ამ…
    საქმე №ას-1047-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
  3. მუხლი 10. მოთხოვნები ადვოკატისადმი — 20 გადაწყვეტილება

    …ყოფილხარ, ვიდრე მეგონე“. 5.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ნ.გ–ძის მიერ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილისა და მე-10 მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევის ფაქტი, არ დაეთანხმა საჩივრის ავტორის მოსაზრებას და გადაწყვეტილების გაუქმების მითითებულ საფუძვლებს. 5.11. ადვოკატმა ნ.გ–ძემ 2018…
    საქმე №ას-1086-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
  4. მუხლი 5. ადვოკატის მოვალეობები — 16 გადაწყვეტილება

    …მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას სამოქალაქო სამართლის საქმეზე სასამართლოში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას. იმავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უპირველეს ყოველისა,…
    საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
  5. მუხლი 2. საადვოკატო საქმიანობა — 14 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …საქართველოს კანონის 30-ე მუხლის დანაწესი ვერ იქნება „იმპერატიული ხასიათის“, თუ ობიექტური მოცემულობის გათვალისწინებით, არ შეესაბამება ამავე კანონის მიზნებს და წინააღმდეგობაშია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებთან, რომელიც ითვალისწინებს ადვოკატის პროფესიულ თავისუფლებასთან დაკავშირებულ დათქმებს. კანდიდატ მ. ჭ-ეის საადვოკატო საქმიანობის შეზღუდვის ფაქტების საქმეში…
    საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
  6. მუხლი 11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა — 14 გადაწყვეტილება

    …თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ხოლო, იმავე კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეობის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის…
    საქმე №ას-911-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2024
  7. მუხლი 1. ადვოკატი — 13 გადაწყვეტილება

    …რეგისტრაციაზე. ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. ჭ-ეს სსიპ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ნომინირებისას შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა პირადი განცხადების საფუძველზე. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ადვოკატი არის…
    საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
  8. მუხლი 4. ადვოკატის უფლებები — 12 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …სპეციალიზაციის მქონე ადვოკატია (სიითი № 2541). 17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 18. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და…
    საქმე №ას-911-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2024
  9. მუხლი 3. საადვოკატო საქმიანობის პრინციპები — 11 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …შვიდ წლამდე, ამდენად, სსკ-ის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ითვლებოდა მძიმე დანაშაულად. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არის ადვოკატი, „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა საადვოკატო საქმიანობის…
    საქმე №ბს-512(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
  10. მუხლი 40. ადვოკატთა ტესტირება გარდამავალ პერიოდში — 10 გადაწყვეტილება

    …პუნქტით დადგენილია, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს). პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს…
  11. მუხლი 8. ინტერესთა შეუთავსებლობა — 9 გადაწყვეტილება

    …ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. 36. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 4-ე და 8-ე ნაწილებს, კეძოდ, ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლის და სისხლის სამართლის დარგებში.…
    საქმე №ას-1105-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2023
  12. მუხლი 21. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება — 6 გადაწყვეტილება

    …ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის ვადაში ადვოკატად, პროკურორად ან მოსამართლედ განწესების აუცილებლობა კანონის იმპერატიულ დათქმას წარმოადგენს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი, 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და დასახელებულ…
    საქმე №ბს-813(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2022
  13. მუხლი 34. ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეები. ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები — 6 გადაწყვეტილება

    …ადვოკატი თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადვოკატს წევრობა აღუდგება შესაბამისი განცხადების შეტანის ანდა ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების…
    საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
  14. მუხლი 18. საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა — 5 გადაწყვეტილება

    …ჩაიბარა თანამშრომელმა ა. ბ-ამ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით კერძო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის, აპელანტის) წარმომადგენელი გ. დ-ე არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი №...). „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლიდან გამომდინარე საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ადვოკატს სხვა ადვოკატებთან ერთად აქვს საადვოკატო ბიუროს შექმნის უფლება…
    საქმე №ბს-629(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.08.2024
  15. მუხლი 20. ადვოკატთა ასოციაციის სტატუსი — 4 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია. განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის საყურადღებოა ასევე „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული…
    საქმე №ბს-107(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2020
  16. მუხლი 351. დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი — 4 გადაწყვეტილება

    …გამოიწვია. მოცემულ დისციპლინურ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატისთვის დაკისრებული სახდელი - გაფრთხილება დასაბუთებული და შესაბამისია. სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს „საერთო…
  17. მუხლი 33. ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა — 3 გადაწყვეტილება

    …გადაწყვეტილებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, კომისიამ იხელმძღვანელა ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 34.1“ა“ მუხლით, ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულების 33-ე, 35-ე მუხლებით და დისციპლინურ საქმეზე N097/18 ადვოკატ ნ.გ–ძის მიმართ დადგინდა დისციპლინური გადაცდომა, დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა გაფრთხილება.…
    საქმე №ას-1086-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
  18. მუხლი 23. ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა — 2 გადაწყვეტილება

    …თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელი საბჭო იქმნება ამ კანონით განსაზღვრულ…
    საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
  19. მუხლი 28. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია — 2 გადაწყვეტილება

    …და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, „ამოწმებს ადვოკატის შესახებ შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს ( „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტი). საჩივარი თავისი არსით ნიშნავს, რომ მასში მითითებული ფაქტები არის სადავო და ამ ფაქტების გამოკვლევის…
    საქმე №ას-1086-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
  20. მუხლი 32. ადვოკატისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები — 2 გადაწყვეტილება

    …¹3039/10/07 გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ-ის დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ეთიკის კომისიის მითითებული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მიღებულია “ადვოკატთა შესახებ” კანონის 6.1 და 32.1 მუხლების უხეში დარღვევით, ასევე ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-5, 8.4, მე-7 და მე-14 პუნქტების უგულებელყოფით. ასევე ეთიკის კომისიის…
    საქმე №ს-07 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2008
  21. მუხლი 35. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების წესი — 2 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, კომისიამ იხელმძღვანელა ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 34.1“ა“ მუხლით, ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულების 33-ე, 35-ე მუხლებით და დისციპლინურ საქმეზე N097/18 ადვოკატ ნ.გ–ძის მიმართ დადგინდა დისციპლინური გადაცდომა, დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა გაფრთხილება.…
    საქმე №ას-1086-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
  22. მუხლი 212. ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერება — 2 გადაწყვეტილება

    …ამონაწერზე, რომლის თანახმად, განხილულია ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ განცხადებები (მათ შორის, მ. ჭ-ეის განცხადება). ოქმის თანახმად, სხდომაზე ღია კენჭისყრის შედეგად, ერთხმად მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება - „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკმაყოფილდა განმცხადებლების, მათ შორის, მ. ჭ-ეის მოთხოვნა ასოციაციის…
    საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
  23. მუხლი 213. ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა — 2 გადაწყვეტილება

    …საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერების, არამედ - შეწყვეტის შემთხვევასაც, კერძოდ, 213 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუწყდება პირადი განცხადების საფუძველზე. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით…
    საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
  24. მუხლი 7. პროფესიული საიდუმლოება — 1 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა. ამავე კანონის მე-5 მუხლი კი განსაზღვრავს ადვოკატის მოვალეობებს, რომელთა შორის ადვოკატის ვალდებულებას წარმოადგენს დაიცვას პროფესიული საიდუმლოება. ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს პროფესიული საიდუმლოების დაცვის წესს, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადვოკატი ვალდებულია: ა) დაიცვას…
  25. მუხლი 17. ადვოკატის თანაშემწე — 1 გადაწყვეტილება

    …მუშაობის 1 წლის სტაჟი და შესაბამისად, იგი აკმაყოფილებდა,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ტექნიკური ან სხვა სახის დახმარების მიღების მიზნით…
  26. მუხლი 24. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება — 1 გადაწყვეტილება

    …ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გარდა აღნიშნულისა, ასევე მნიშვნელოვანია მსჯელობა ისეთ სტრუქტურაზე, როგორიცაა საქართველოს კანონის „ადვოკატთა შესახებ“ 24-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანო - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. საერთო კრება იმართება სულ…
    საქმე №ბს-69-67(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
  27. მუხლი 26. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო — 1 გადაწყვეტილება

    …სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობა, რის შედეგადაც მოსარჩელის მიმართ გამოვლინდა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს…
    საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
  28. მუხლი 30. აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრად ადვოკატის არჩევის შეზღუდვა — 1 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …დ. გ-ი, ს. კ-ი, ლ. კ-ე, შ. მ-ე, პ. მ-ი, მ. რ-ე, თ. ქ-ე და ლ. ჭ-ე, დარეგისტრირდნენ კანდიდატებად (განისაზღვრა მათი შეყვანა საარჩევნო ბიულეტენში); ბ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 131 მუხლის 131.3 პუნქტისა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხდომაზე წარდგენილი აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველს - მ. ჭ-ეს, უარი ეთქვა…
    საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
  29. მუხლი 31. ადვოკატისთვის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — 1 გადაწყვეტილება

    …ვალდებულება; ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში; გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა. ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ადვოკატს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება: ა)…
    საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
  30. მუხლი 25. ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი — 0 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

  31. მუხლი 29. სარევიზიო კომისია — 0 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

  32. მუხლი 38. ადვოკატის სამართლებრივი დაცვა — 0 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა