საქართველოს მოქალაქეობის შესახებ · რედაქცია 26.06.2025

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 521 მითითება 48 მუხლზე , ასევე 8 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 29 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეობა — 119 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …არსებობის ერთგვარ პრეზუმირებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული არის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების აუცილებელი, მაგრამ, არა - საკმარისი იურიდიული პირობა. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დათქმა იურიდიულად იმანენტურია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ნორმატიულ არსში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა…
    საქმე №ბს-838(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
  2. მუხლი 24. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვა — 38 გადაწყვეტილება

    …ეცნობა, რომ 26.10.2022 წლის სააგენტოს №1000833389/1 წერილში მითითებული პირების, მათ შორის მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. 3.3. 23.01.2023 წელს სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის…
    საქმე №ბს-808(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
  3. მუხლი 211. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება — 30 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …მათ შორის მოსარჩელის შესახებ უარყოფით დასკვნაზე, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. 3.5. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხები განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს…
    საქმე №ბს-808(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
  4. მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება — 26 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 12. ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა…
    საქმე №ბს-808(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
  5. მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა — 25 გადაწყვეტილება

    …აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის წინაპირობები კი ამომწურავად არის მითითებული დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის…
    საქმე №ბს-347(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
  6. მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები — 21 გადაწყვეტილება

    …შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ამავე მუხლის მე-3…
    საქმე №ბს-649(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
  7. მუხლი 16. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები — 17 გადაწყვეტილება

    …ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების გამომრიცხველ გარემოებებსაც…
    საქმე №ბს-649(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
  8. მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა — 16 გადაწყვეტილება

    …კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ხოლო დასახელებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო…
    საქმე №ბს-649(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
  9. მუხლი 22. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა — 15 გადაწყვეტილება

    …საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. 5.3. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან…
    საქმე №ბს-808(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
  10. მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტი — 9 გადაწყვეტილება

    …შესაგებელი. საკასაციო შესაგებლის ავტორის განმარტებით, მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ერთპიროვნულად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო პრეზიდენტის მიერ განსახილველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 29.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საკასაციო შესაგებლის ავტორის განმარტებით,…
    საქმე №ბს-976(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
  11. მუხლი 10. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება — 5 გადაწყვეტილება

    …ამავე ორგანული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები, მე-10 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ერთ-ერთი საფუძველია დაბადება, ხოლო 30-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის…
    საქმე №ბს-858(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
  12. მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი — 5 გადაწყვეტილება

    …საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4). „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ…
    საქმე №ბს-638(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
  13. მუხლი 5. მოქალაქეობის შენარჩუნება — 4 გადაწყვეტილება

    …როგორც პირის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას. ამავე ორგანული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური,…
    საქმე №ბს-858(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
  14. მუხლი 20. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა — 3 გადაწყვეტილება

    …ავტომატურად არ ნიშნავდა ზ. ბ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, აღნიშნულის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს პრეზიდენტი. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში დამატებით მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან…
    საქმე №ბ-943-4(ა-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2022
  15. მუხლი 322. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება — 3 გადაწყვეტილება

    …მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ…
    საქმე №ბს-347(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
  16. მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობა1. საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებები — 2 გადაწყვეტილება

    …წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა. იუსტიციის სამინისტროდან მ-------------ემ მიიღო უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ უფლება ჰქონდა ერთი თვის ვადაში მიემართა სასამართლოსთვის. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესის თანახმად, სანამ ფ--------- მ----- ქ. №1---–- არ აშენდებოდა ახალი საცხოვრებელი სახლი, მოპასუხეს არ…
  17. მუხლი 6. არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა — 2 გადაწყვეტილება

    …„გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა ( კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილებულ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს,…
  18. მუხლი 8. საქართველოს მოქალაქის ფიცი — 2 გადაწყვეტილება

    …აღნიშნული საკითხი მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების გამგებლობას განეკუთვნება („Kaftailova v. Latvia“ [GC], 2007, §51), ამასთან პირად ან ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევაზე დასაბუთებული პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კონვენციის მე-13 მუხლი, მე-8 მუხლთან ერთად, მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა დაინტერესებულ პირს მისცენ ბინადრობაზე უარის თქმის ბრძანების გასაჩივრების ეფექტური შესაძლებლობა, ამასთანავე შესაბამისი…
    საქმე №ბს-342(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
  19. მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება — 2 გადაწყვეტილება

    …მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის…
    საქმე №ბს-95(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
  20. მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება — 2 გადაწყვეტილება

    …საგამონაკლისო წესით მინიჭება, დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების წესს არეგულირებს,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ ’ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლი, რომლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა…
    საქმე №ბს-678(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
  21. მუხლი 301. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენა — 2 გადაწყვეტილება

    …სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლი არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის…
    საქმე №ბს-695(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2024
  22. მუხლი 302. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა — 2 გადაწყვეტილება

    …დავის საგანს... წლის......ს დაბადებული ზ. ბ-ისათვის 1993 წლის 31 მარტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 302 მუხლის მე-2 პუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმადაც, პირის მუნიციპალიტეტის…
    საქმე №ბს-515(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2024
  23. მუხლი 7. საქართველოს საპატიო მოქალაქეობა — 1 გადაწყვეტილება

    …ფაქტი, რის შემდეგაც მასზე გავრცელდებოდა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების მე-5 პუნქტი. 6.1.6. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება, გარდაცვალება და…
  24. მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება — 1 გადაწყვეტილება

    …ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით…
  25. მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება — 1 გადაწყვეტილება

    …მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N1 დადგენილების თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა მოქალაქეობის საკითხთა…
    საქმე №ბს-1054(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2024
  26. მუხლი 26. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა — 1 გადაწყვეტილება

    …საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოების ვადის დინება შეაჩერა განმცხადებლების საქართველოში ჩამოსვლამდე. აქედან გამომდინარე, კასატორების მითითებით, დარღვეულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26.1 მუხლით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესი, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა…
    საქმე №ბს-1054(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2024
  27. მუხლი 27. მომსახურების საფასური — 1 გადაწყვეტილება

    …პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენისას განმცხადებელი…
  28. მუხლი 311. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესი — 1 გადაწყვეტილება

    …ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და ამავე მომენტიდან აითვლება მასთან დაკავშირებული ვადები. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი წესით კანონის მე-12, მე-14, მე- 17 და 311 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური…
    საქმე №ბს-1054(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2024
  29. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — 0 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა