„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/47/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კოდექსის რეგულირების სფერო 1. ეს კოდექსი არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე. 2. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები. მუხლი 2. კოდექსის მიზნები და ამოცანები 1. ამ კოდექსის მიზნებია: ა) ხელი შეუწყოს გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე; ბ) ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის დროულად მიღების თაობაზე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებების რეალიზაცია, აგრეთვე, გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა; გ) სახელმწიფოს და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; დ) საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების განხორციელების დროს. 2. ამ კოდექსის ამოცანებია: ა) განსაზღვროს საზოგადოების და საქმიანობის უფლებამოსილი განმახორციელებლის, დამგეგმავი ადმინისტრაციული ორგანოების ორგანოს, უფლებები და 1 მოვალეობები, ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბ) უზრუნველყოს საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველა მოსალოდნელი შედეგის თაობაზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იქნეს სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების შედეგად, რათა გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე კულტურულ მემკვიდრეობასა და მატერიალურ ფასეულობებზე უარყოფითი ზემოქმედება მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული, შემცირებული ან შერბილებული; გ) განსაზღვროს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს ამ კოდექსის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არატექნიკური რეზიუმე – გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მოკლე აღწერა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დამგეგმავი ორგანოს/საქმიანობის დოკუმენტის/საქმიანობის ჯანმრთელობაზე შესაძლო განმახორციელებლის, განხორციელების ზემოქმედების ადგილის, და ანგარიშით სტრატეგიული გარემოზე/ადამიანის გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ, შესრულებულია არატექნიკურ ენაზე და თან ერთვის გრაფიკული და საილუსტრაციო მასალა; ბ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საქმიანობის განმახორციელებელს ანიჭებს გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უფლებას. თუ საქმიანობის განხორციელებისათვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, კანონმდებლობით ლიცენზიის/ნებართვის გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი რომელიმე სტადიის დასრულება, ასეთი ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდგომ, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. გ) გარემოზე ზემოქმედება - საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგად ნებისმიერი ზემოქმედება გარემოზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ზემოქმედებას შემდეგ ფაქტორებზე: ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და მისი შემადგენელი კომპონენტები, წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი, ლანდშაფტი და დაცული ტერიტორიები. გარემოზე ზემოქმედება აგრეთვე მოიცავს კულტურულ მემკვიდრეობაზე ან სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე ზემოქმედებას, რაც გამოწვეულია მათი ცვლილებით. დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომში– გზშ) – შესაბამის კვლევებზე დაფუძნებით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენის და შესწავლის პროცედურა იმ 2 დაგეგმილი საქმიანობისათვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და რომელიც მიეკუთვნება ამ კოდექსის I და სკრინინგის გადაწყვეტილების შესაბამისად II დანართებით განსაზღვრულ საქმიანობას. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოიცავს სკოპინგს, გზშ–ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციებს და მიღებული შედეგების შეფასების საფუძველზე ექპერტიზის დასკვნის მომზადებას, ამ დასკვნის მხედველობაში მიღებას ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, რომელიც იძლევა საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას. ე) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში - საქმიანობის განმახორციელებლის ან/და კონსულტანტის მიერ, საქმიანობის განმახორციელებლისათვის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციას. ვ) დაინტერესებული საზოგადოება - საზოგადოება, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ინტერესი ან რომელზეც ზემოქმედებას მოახდენს ან შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს კონკრეტული საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებასთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ. დაინტერესებულ საზოგადოებას წარმოადგენს ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც უკავშირდება გარემოს დაცვის ხელშეწყობას ქვეყანაში. ზ) დამგეგმავი ორგანო - ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა უფლებამოსილი ორგანიზაცია, რომელიც შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად, პასუხისმგებელია სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებაზე; თ) ეკოლოგიური აუდიტი - მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში საქმიანობის ტექნიკური, ეკოლოგიური და სოციალური მაჩვენებლების კომპლექსური ანალიზი, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს და ტარდება გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმიზაციის საშუალებების დადგენისა და საქმიანობის გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ეკოლოგიური აუდიტის შედეგად დგება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში. ი) ექსპერტიზა - ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით ამ კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი საექსპერტო კომისიის მიერ ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებათა ერთობლიობა. კ) კონსულტანტი - პირი, რომელსაც აქვს გზშ-ს ანგარიშის ან სტრატეგიული გარემოსდაცითი შეფასების ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვალიფიკაცია, სამეცნიერო, ტექნიკური და მეთოდური შესაძლებლობები. ლ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება - მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც მიმდინარე საქმიანობის განმახორციელებელს ანიჭებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლებას; 3 მ) მინისტრი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ნ) საზოგადოება – ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. ო) სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. პ) დღე - კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დღე. ჟ) საქმიანობა - სამშენებლო, საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოები, ან ამ კოდექსით განსაზღვრული სხვა საქმიანობა, მათ შორის მინერალური რესურსების მოპოვება/გადამუშავება, რომელიც იწვევს ბუნებრივ გარემოზე გარკვეულ ზემოქმედებას . რ) საქმიანობის განმახორციელებელი - ნებისმიერი პირი, ადმინისტრაციული ორგანო, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და სურს ამ კოდექსის I ან/და II დანართით გათვალისწინებული საქამიანობის განხორციელება ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელება. ს) სკოპინგი - პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან შესასწავლი სტრატეგიული ინფორმაციის გარემოსდაცვითი ჩამონათვალს და შეფასებისათვის აღნიშნული მოსაპოვებელი ინფორმაციის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს. ტ) სკოპინგის ანგარიში - წინასწარი დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია საქმიანობის განმახორციელებლის ან/და კონსულტანტის მიერ და რომლის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს სკოპინგის დასკვნას. უ) სკოპინგის განცხადება - წინასწარი დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დამგეგმავი ორგანოს ან/და კონსულტანტის მიერ და რომლის საფუძველზეც სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემენ სკოპინგის დასკვნებს; ფ) სკრინინგი - პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას. ქ) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) - ამ კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგად გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ–ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების ჩატარებას , მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას. ღ) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში - დამგეგმავი ორგანოს ან/და კონსულტანტის მიერ დამგეგმავი ორგანოსათვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ამ კოდექსით დადგენილ ინფორმაციას. 4 ყ) სტრატეგიული დოკუმენტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატული აქტი, რომელიც ადგენს სამომავლო განვითარების ჩარჩოს ცალკეული სექტორებისათვის ამ კოდექსის მე-3 თავის შესაბამისად და განსაზღვრავს ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობის სახეობებისთვის მახასიათებლებს ან/და მოცულობებს. შ) სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება - სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ჩ) ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება - ნებისმიერი ზემოქმედება საქართველოს ან უცხო ქვეყნის გარემოზე, რომელიც გამოწვეულია დაგეგმილი საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელების შედეგად; ც) ფორსმაჟორული სიტუაცია - ცალკეულ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენა (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა მსგავსი მოვლენები), აგრეთვე ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევით, გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით ან/და ხანძრით. მუხლი 4. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში უფლებამოსილი ორგანოები 1. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) სამინისტროს დაქვემდებარებულ შუამდგომლობის სახელმწიფოსთან საფუძველზე ინფორმაციის ტრანსსასაზღვრო გაცვლის ზემოქმედებას ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადებისგან განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) სკრინინგის პროცედურის საფუძველზე გზშ-ის ან კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრა; გ) გზშ-ის და კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა; დ) გზშ-ის და სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა; 5 ე) გზშ-ის და კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშის განხილვა და შესაბამისად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და სტრატეგიულ დოკუმენტსა და სგშ-ს ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა, აგრეთვე საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ვ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ზ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების თაობაზე, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება; თ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამ კოდექსის 47-ე მუხლის გათვალისწინებით; ი) ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა; კ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და საზოგადოების ჩართულობის მიზნით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მასში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოების, საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 3. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-სადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სგშ-ს პროცესში სკოპინგის განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვა და სკოპინგის დასკვნის გაცემა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიულ დოკუმენტთან და სგშ-ს ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. თავი II გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურა მუხლი 5. ზოგადი დებულებები 6 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება ამ კოდექსის I დანართით გათალისწინებული საქმიანობები და II დანართით გათვალისწინებული ის საქმიანობები, რომლებიც ამ კოდექსის მე-7 მუხლით დადგენილი სკრინინგის პროცედურის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაექვემდებარება გზშ-ის. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. თუ საქმიანობის განხორციელებისათვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა, ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, ასეთი ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი დასრულდეს ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა. ასეთ შემთხვევაში, თუ სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ის ან სკრინინგის პროცედურის ჩატარებას ამ კოდექსის მიხედვით, აღნიშნული ლიცენზია შეიძლება გაიცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე იმ პირობით, რომ ის ძალაში შევა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და სალიცენზიო და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირობებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიით ან/და ნებართვით არ შეიძლება დადგინდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო სალიცენზიო/სანებართვო პირობები. 3. ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდგომ. 4. გზშ-ის მიზანია ამ კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების შესწავლა, გამოვლენა და აღწერა შემდეგი ფაქტორების მიმართ: ა) ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; ბ) ბიომრავალფეროვნება, მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები; გ) მიწა, ნიადაგი, წყალი, ჰაერი, ლანდშაფტი და კლიმატი; დ) კულტურული მემკვიდრეობა და მატერიალური ფასეულობები; ე) ამ ნაწილის „ა-დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტორების ურთიერთქმედება. 5. ამ მუხლის მე–4 ნაწილში მითითებულ ფაქტორებზე ზემოქმედების შესწავლა, გამოვლენა და აღწერა აგრეთვე უნდა მოიცავდეს დიდი ავარიების ან/და ბუნებრივი კატასტროფების რისკების მიმართ საქმიანობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. 7 6. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას არ საჭიროებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით. 7. სამინისტრო საქმიანობის განმახროციელებლის თანხმობით უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში თუ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების საფუძველზე დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება გზშ-ს ანგარიშში/გზშ-საგან გათავისუფლების დოკუმენტაციაში ასახულ გარემოებებს ან/და გზშ-ს ანგარიშით/გზშ-საგან გათავისუფლების დოკუმენტაციით სრულყოფილად არ იქნა შეფასებული გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე საქმიანობის მავნე ზეგავლენა. 8. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობების საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, მათ შორის წარმადობის გაზრდა, განიხილება, როგორც ამ კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა. 9. თუ საქმიანობის განმახორციელებელი ახორციელებს ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებულ საქმიანობებს, რომლებზეც გაცემულია რამოდენიმე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, იგი უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს და მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების გაერთიანება ერთ გადაწყვეტილებად თუ აღნიშნული საქმიანობები ტექნიკურად ან/და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია. მუხლი 6. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ძირითადი ეტაპები 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ძირითადი ეტაპებია: ა) ამ კოდექსის მე-8-მე- 9 მუხლების შესაბამისად განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან კონსულტანტის მიერ გზშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად; გ) საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს მიერ გზშ-ის ანგარიშში მოცემული ინფორმაციის, საჭიროების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარდგენილი სხვა დამატებითი ინფორმაციის, ასევე საზოგადოების მონაწილეობისა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების დროს მიღებული ინფორმაციის შეფასება; ე) ექსპერტიზის ჩატარება ამ კოდექსის VI თავის შესაბამისად; ვ) საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურების განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდგომ მინისტრი გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 8 მუხლი 7. საქმიანობის სკრინინგი 1. ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-მდე ტარდება სკრინინგის პროცედურა, გარდა ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სამინისტროს წარუდგინოს სკრინინგის განცხადება დაგეგმილი საქმიანობის შესახებ და სამინისტროსაგან მიიღოს გადაწყვეტილება ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ის, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებულ, ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობაზე სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის გამოცხადებამდე სკრინინგის განცხადებით მიმართავს სამინისტროს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 4. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარდგენილი სკრინინგის განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა უნდა მოიცავდეს: ა) მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ბ) მონაცემებს საქმიანობის მახასიათებლების, ადგილმდებარეობისა და შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ; 5. სამინისტრო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს სკრინინგის განცხადების განთავსებას მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში - აღნიშნული განცხადების ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საზოგადოებას უფლება აქვს განცხადების ვებ-გვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებით წარადგინოს მოსაზრებები და შენიშვნები ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. სამინისტრო იხილავს წარმოდგენილ მოსაზრებებს და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში იღებს მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 10 და არაუმეტეს 15 დღისა, სამინისტრო, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ის: ა) საქმიანობის მახასიათებლები: ა.ა) საქმიანობის მასშტაბი; ა.ბ) არსებულ ან/და დაგეგმილ საქმიანობებთან კუმულატიური ზემოქმედება; ა.გ) ბუნებრივი რესურსების, განსაკუთრებით მიწის, ნიადაგის, წყლის და ბიომრავალფეროვნების გამოყენება; 9 ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური; ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ავარიების ან/ და კატასროფების რისკი; ბ) დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობა და მისი თავსებადობა: ბ.ა)ჭარბტენიან ტერიტორიებთან; ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან; ბ.გ.) ტყით მჭიდროდ დაფარულ ტერიტორიებთან, სადაც გაბატონებულია ,,წითელი ნუსხის“ სახეობები; ბ.დ) დაცულ ტერიტორიებთან; ბ.ე. ) მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებთან; ბ.ვ. ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და ობიექტებთან; გ) საქმიანობის შესაძლო ზემოქმედების ხასიათი: გ.ა. ) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა. 7. სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. 8. თუ სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობა არ ექვემდებარება გზშ-ს, განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები. 9. სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდგომ, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 10. სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, სამინისტრო უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების განთავსებას მის ოფიციალურ ვებ- გვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დოკუმენტაციის დაფაზე, ნაბეჭდი ხოლო მოთხოვნის ეგზემპლარების შემთხვევაში ხელმისაწვდომობას - აღნიშნული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. თუ სკრინინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება ამ კოდექსის V თავით დადგენილი პროცედურები. 12. ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სამინისტროს წარუდგინოს სკრინინგისა და სკოპინგის ერთობლივი განცხადება ამ კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. თუ სამინისტრო სკრინინგის პროცედურის საფუძველზე დადგენს, რომ საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ს, სამინისტრო ამავე 10 გადაწყვეტილებით ამ კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად იწყებს წარმოებას სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე. 13. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც გეგმავს ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას და თვლის რომ მის მიერ დაგეგმილ საქმიანობაზე აუცილებელია გაიცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, უფლებამოსილია სამინისტროს მიმართოს პირდაპირ სკოპინგის განცხადებით (სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე) ამ კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 8. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში სკოპინგის განცხადება და სკოპინგის ანგარიში 1. საქმიანობის განმახორციელებელი, საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, ვალდებულია სამინისტროში წარადგინოს სკოპინგის განცხადება სკოპინგის ანგარიშთან ერთად. 2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის განთავსებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სკოპინგის ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, კერძოდ: ა.ა.) ზოგად ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილმდებარეობის შესახებ საქმიანობის განხორციელების არეალის GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp -ფაილთან ერთად); ა.ბ.) ზოგად ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის ფიზიკური მახასიათებლების (სიმძლავრე, საწარმოო პროცესი, მასშტაბი, პროდუქციის რაოდენობა და სხვა.) შესახებ; ა.გ) ზოგად ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობისა და მისი ადგილმდებარეობის ალტერნატივების შესახებ; ბ) ზოგად ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების და სახეების შესახებ, რომლებიც დაექვემდებარება შესწავლას გზშ-ის პროცესში, მათ შორის: ბ.ა) ინფორმაციას დაცულ ტერიტორიეზე ზემოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ.ბ.) ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ბ.გ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობით ადამინის ჯანმრთელობაზე, სოციალურ გარემოზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ობიექტებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ; 11 გ)ინფორმაციას ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევებისა და გზშ-ს ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო მეთოდების შესახებ; დ) ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან/და შერბილებისათვის; 4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სკოპინგის ანგარიში სამინისტროში წარადგინოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. 5. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სამინისტროს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება ამ კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მუხლი 9. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა 1. სამინისტრო, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, იხილავს სკოპინგის განცხადებას თანდართულ სკოპინგის ანგარიშთან ერთად და გასცემს სკოპინგის დასკვნას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილ წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. 2. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისადგამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. სამინისტრო სკოპინგის დასკვნის გაცემისას უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვასა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მათ მხედველობაში მიღებას. 3. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის მიზნით, სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო განხილვის მოწყობას სკოპინგის განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან არაუადრეს მე-10 და არაუგვიანეს მე-15 დღისა. საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია სამინისტრო, შესაბამისად იგი უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურებას. საჯარო განხილვას უძღვება და ოქმს ადგენს სამინისტროს წარმომადგენელი, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელია სამინისტრო. ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არანაკლებ 10 დღით ადრე, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განხორციელება დაგეგმილია თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ საქმიანობის განხორციელება დაგეგმილია თვითმმართველი 12 ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში. 4. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 26 და არაუმეტეს 30 დღის ვადაში სამინისტრო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. 5. სამინისტრო სკოპინგის დასკვნის დამტკიცებამდე, უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84 -ე მუხლით დადგენილი წესით. 6. სამინისტროს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა სავალდებულოა საქმიანობის განმახორციელებლისათვის გზშ-ს ანგარიშის მომზადების დროს. 7. თუ სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში საქმიანობის განმახორციელებელი ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ამ კოდექსით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცხადდება ძალადაკარგულად. 8. სკოპინგის პროცედურის დასრულების შემდგომ, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 9. სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, სამინისტრო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განთავსებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. თუ სკოპინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება ამ კოდექსის V თავით დადგენილი პროცედურები. მუხლი 10. გზშ-ს ანგარიში 13 1. სამინისტროს მიერ სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი უზრუნველყოფს გზშ-ს ანგარიშის მომზადებას. გზშ-ის ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო ხარჯებს აანაზღაურებს საქმიანობის განმახორციელებელი. 2. გზშ-ის ანგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს იმ პირ(ებ)ის მიერ, ვინც მონაწილეობდა მის მომზადებაში, მათ შორის, კონსულტანტის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. გზშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა) დაგეგმილი საქმიანობის აღწერას, კერძოდ: ა.ა) საქმიანობის განხორციელების ადგილმდებარეობის აღწერას, აღნიშნული ტერიტორიის GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატებს (shp- ფაილთან ერთად) და დაგეგმილი საქმიანობისათვის გარემოს არსებული მდგომარეობის აღწერას; ა.ბ) ინფორმაციას მიწის კატეგორიისა და მიწათსარგებლობის ფორმის შესახებ, როგორც მშენებლობის ასევე ექსლუატაციის ეტაპებზე; ა.გ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის ფიზიკური მახასიათებლების (სიმძლავრე, მასშტაბი და საწარმოო პროცესი, მათ შორის, შესაძლო წარმოებული პროდუქციის ოდენობა, მოთხოვნილი ენერგია, წარმოებისას გამოსაყენებული მასალა და ბუნებრივი რესურსები და სხვა) შესახებ; ა.დ) ინფორმაციას დემონტაჟისათვის საჭირო სამუშაოებისა და მეთოდების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ა.ე.) ინფორმაციას მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების და ემისიების (როგორიცაა, წყლის, ჰაერის, მიწის და წიაღისეულის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური და სითბური გამოსხივება, რადიაცია) შესახებ; ა.ვ.) ინფორმაციას ნარჩენების სახეებს, მახასიათებლებისა და რაოდენობის შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას მშენებლობისა და ექსლუატაციის ეტაპებზე. ბ) გარემოს დაცვის კუთხით შემოთავაზებულ ყველაზე გონივრულ ალტერნატივას დაგეგმილი საქმიანობისა და მისი ადგილმდებარეობის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, მათ შორის არაქმედების (ნულოვანი) ალტერნატივას, რაც გულისხმობს საქმიანობის განუხორციელებლობის შემთხვევაში გარემოს არსებული მდგომარეობის ბუნებრივად განვითარების აღწერას, რომლის შეფასებაც შესაძლებელია არსებული ინფორმაციის გამოყენებით და მეცნიერულ ცოდნაზე დაყრდნობით; გ) ინფორმაციას საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ, მათ შორის ზემოქმედება: მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები), ნიადაგზე (მათ შორის, ნიადაგის მოხსნა), მიწაზე (მათ შორის, ორგანული ნივთიერებებით, ეროზია, დატკეპნვა, დეგრადაცია), წყალზე (მათ შორის, ჰიდრომორფოლოგიური ცვლილებები, რაოდენობა და ხარისხი), ჰაერზე, კლიმატზე (მათ 14 შორის, სათბური გაზების ემისია), მატერიალურ ფასეულობებზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე (მათ შორის, არქიტექტურული და არქეოლოგიური ასპექტები) და ლანდშაფტზე; დ) ინფორმაციას ამ ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტებსა და მათ ურთიერთქმედებაზე საქმიანობის განხორციელებით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ, კუმულაციურ, ტრანსსასაზღვრო, მოკლევადიან, და გრძელვადიან, პოზიტიური და ნეგატიური შესაძლო ზემოქმედების აღწერას, რაც გამოწვეულია: დ.ა) დაგეგმილი საქმიანობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სადემონტაჟო სამუშაოებით; დ.ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენებით (განსაკუთრებით მიწა, ნიადაგი, წყალი და ბიომრავალფეროვნება, აღნიშნული რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით); დ.გ) დამაბინძურებელი ფაქტორების ემისიით, ხმაურით, ვიბრაციით, რადიაციით, და ნარჩენების განთავსებითა და აღდგენით; დ.დ) ადამიანის ჯანმრთელობაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე ან გარემოზე რისკებით (მაგალითად, ავარიების ან კატასტროფების შემთხვევაში); დ.ე) სხვა არსებული ან დაგეგმილი საქმიანობის კუმულატიური ზემოქმედებით; დ.ვ.) კლიმატზე საქმიანობის ზემოქმედებით და კლიმატის ცვლილებით განპირობებული საქმიანობის მოწყვლადობით; დ.ზ) გამოყენებული ტექნოლოგიებით, მასალებით ან/და ნივთიერებებით. ე) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად შესაძლო ინციდენტების განსაზღვრისა და მისი შედეგების შეფასებას, მათ შორის, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების სამოქმედო გეგმას; ვ) სამოქმედო გეგმას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების შედეგების, მათი თავიდან აცილების, შემცირების, შერბილების და შსაკომპენსაციო ღონისძიებათა შესახებ. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, როგორც საქმიანობის განხორციელების, აგრეთვე შემდგომი ექსპლუატაციის ეტაპებს; ზ) გარემოზე შუქცევადი ზემოქმედების შეფასებას და მისი აუცილებლობის დასაბუთებას, რაც გულისხმობს შეუქცევადი ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეწონვას გარემოსდაცვით, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში; თ) საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში საქმიანობის დაწყებამდე არსებული გარემოს მდგომარეობის აღდგენის გზებსა და საშუალებებს; ი) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების აღწერას, რაც გამოწვეულია საქმიანობის მოწყვლადობით ავარიებისა და კატასტროფების რისკების მიმართ; კ) სკოპინგის ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებისა და მათ მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების შეფასებას; 15 ლ) ინფორმაციას კვლევების მეთოდოლოგიისა და გარემოს შესახებ ინფორმაციის წყაროებზე მითითებას; ჟ) ამ ნაწილის „ა“-„ლ“ ქვეპუნქტებში მოცემული ინფორმაციის მოკლე არატექნიკურ რეზუმეს, საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად; 4. გზშ-ის ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს: ა) საბადოს დამუშავების გეგმა, (მათ შორის რეკულტივაციის პროექტი) ასეთის არსებობის შემთხვევაში. ბ) იმ კონსულტანტის და დასახელება იურიდიული მისამართი, რომელიც მონაწილეობდა გზშ-ს ანგარიშის მომზადების პროცესში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) საქმიანობის განხორციელების ადგილის გენერალური გეგმა GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp -ფაილთან ერთად), სადაც მოცემული იქნება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი, დროებითი ნაგებობები და კომუნალური სისტემები; დ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, პირისათვის ფიზიკური – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. ე) დაგეგმილი საქმიანობის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) ალტერნატიული ვარიანტები GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით და აღნიშნული გამონამუშევარის განთავსების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) თუ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას, ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს თან დაურთოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია . 5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დოკუმენტები სამინისტროში წარადგინოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. 6. გზშ-ის ანგარიშში არსებული ინფორმაცია საჯაროა. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიში შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ საიდუმლოებას ან/და პერსონალურ მონაცემებს, საქმიანობის განმახორციელებელმა განცხადებაში უნდა მიუთითოს ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ. სამინისტრო ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დასაიდუმლოება. მუხლი 11. განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე 16 1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. 2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები ან/და მონაცემები: ა) ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად მომზადებული გზშ-ს ანგარიში; ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტები; გ) მოთხოვნა ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) კანონმდებლობით დადგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ე) ამ ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში მოცემული დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია. 3. განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განთავსებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ერთი განცხადებით მოითხოვოს ამ კანონით გათვალისწინებულ რამდენიმე საქმიანობაზე ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქმიანობები ერთმანეთთან არსებითად ურთიერთდაკავშირებულია. 5. გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების გადაწყვეტილების მოსაკრებელი, მისაღებად რომლის გადაიხდევნება ოდენობა შეადგენს გარემოზე 500 ლარს. მოსაკლრებლის გადახდის წესი განისაზღვრება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 6. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდილი მოსაკრებელი დაბრუნებას არ ექვემდებარება. მუხლი 12. ადმინისტრაციული წარმოება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული მიღებასთან დაკავშირებით 1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; 17 ბ) საზოგადოების და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) გარემოზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში, ამ კოდექსის V თავით დადგენილი პროცედურას. 2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, გზშ-ს ანგარიშის განხილვის მიზნით, მინისტრი ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია ამზადებს და შექმნიდან 40 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას გზშ-ს ანგარიშზე. 3. სამინისტრო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებულ ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში. 4. ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად განცხადების განთავსებიდან 40 დღის ვადაში საზოგადოებას უფლება აქვს სამინისტროს წარუდგინოს გზშს ანგარიშთან, დაგეგმილ საქმიანობასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გასათვალისწინებელ პირობებთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ აქტის გამოცემისას უზრუნველყოფს წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვასა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მათ მხედველობაში მიღებას. 5. ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განცხადების განთავსებიდან არაუადრეს 25- ე და არაუგვიანეს 30-ე დღისა, სამინისტრო გზშ-ის ანგარიშზე ატარებს საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია სამინისტრო. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სამინისტროს წარმომადგენელი, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელია სამინისტრო. ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არანაკლებ 20 დღით ადრე, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განხორციელება დაგეგმილია თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ საქმიანობის განხორციელება დაგეგმილია თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში. 6. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 18 ა) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა, განხილვის ფორმატი; ბ) საჯარო განხილვის დრო, ადგილი და წესები; გ) იმ ვებ-გვერდის მისამართი, სადაც ხელმისაწვდომია განცხადება, გზშ-ს ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აგრეთვე, მითითებას აღნიშნული დოკუმენტაციის საჯარო განხილვის დროს ნაბეჭდი ეგზემპლარის მიღების შესაძლებლობის შესახებ. 7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში, სამინისტრომ უნდა განიხილოს და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საზოგადოების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები, გზშ-ს ანგარიშის შესწავლის შედეგები, გარემოზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში ამ კოდექსის V თავის შესაბამისად ჩატარებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები. 8. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცემამდე, უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ჩართვას სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84 -ე მუხლით დადგენილი წესით. 9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 51 და არაუმეტეს 55 დღის ვადაში, მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ აქტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. 10. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში, სამინისტრო უზრუნველყოფს გზშ-ს ანგარიშის, ექსპერტიზის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში - აღნიშნული დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლიარების ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაში თუ საქმიანობის განმახორციელებელი 5 წლის ვადაში არ დაიწყებს აღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ ცხადდება ძალადაკარგულად. მუხლი 13. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შინაარსი 19 1. გარემოსდაცვითი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, კოდექსის 53-ე მუხლით გარდა საქართველოს განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს: ა) საქმიანობის განხორციელების ადგილსა და სახეს; ბ) ინფორმაციას გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის დროს; გ) გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გარემოსდაცვით პირობებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მშენებლობის, ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ; დ) საქმიანობის შემდგომი ანალიზის მიზანს, მასშტაბს და პერიოდულობას; ე) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან დაკავშირებით ამ კოდექსის V თავით დადგენილი პროცედურის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული პროცედურის შედეგებს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ინფორმაციის გარდა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება შესაძლებელია მოიცავდეს : ა) მოთხოვნებს საწარმოო ავარიების შედეგად ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის; ბ) საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების, შერბილებისა ან/და შესაბამისი კომპენსაციის ვალდებულებებს. გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის საკომპენსაციო და/ან შემარბილებელ ღონისძიებებს, რაც საქართველოს ტყის კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის მართვის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, განისაზღვრება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარია შესაბამისი მართვის ორგანო; დ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსაზღვრულ პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. სამინისტრო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში ასახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) საზოგადოების მონაწილეობის პროცედურების ჩატარებისა და წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შესახებ; ბ) ამ კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების შესახებ; გ) გზშ-ის ანგარიშში მოცემული შეფასებების გათვალისწინების შესახებ. მუხლი 14. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 20 1. მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ იმ შემთხვევაში თუ: ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას; ბ) თუ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათის და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ზომების მიღების შეუძლებლობა. 2. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში. მუხლი 15. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისათვის გადაცემა 1. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს თუ ეს არ ეწინააღმდეგება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით პირობებს კანონმდებლობის ან/და განსაზღვრული მოთხოვნებს. საქმიანობის გარემოსდაცვითი არსს, დადგენილ გადაწყვეტილების გადაცემა გულისხმობს, როგორც უფლებების, ასევე შესაბამისი ვალდებულებების გადაცემას. 2. გარემოსდაცვითი ინდივიდუალურ გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გადაცემის აქტის შესახებ მინისტრის გამოცემის საფუძველია გადაწყვეტილების მფლობელისა და მიმღები პირის ერთობლივი განცხადება, ხელშეკრულება ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ფაქტს. 3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გადაცემის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მფლობელი და მიმღები პასუხისმგებელნი არიან გადაწვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და მათთან დაკავშირებული ვალებულებების შესრულებაზე. 4. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღები პირი ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის განთავსებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი, რომელიც იმავდროულად არის სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელებს მთლიანად ლიცენზიის ან ლიცენზიის 21 ნაწილის გასხვისებას, გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინფორმაციის გავრცელების ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მუხლი 16. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლება 1. საქმიანობის განმახორციელებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს გზშ-ისაგან იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის, რომლის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების გატარება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი სამინისტროს წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ გზშ-ის პროცედურამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელებას. ხოლო თუ საქმინობის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განცხადებას ასევე თან უნდა ერთვოდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი შეუამდგომლობა. 3. საქმიანობის განმახორციელებელის მიერ გზშ-ისაგან გათავისუფლების შესახებ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საქმიანობის და საქმიანობის განმახორციელებლის დასახელებას; ბ) საქმიანობის ადგილმდებარეობას GIS (გეოინფორმაციული სისტემები)კოორდინატების მიხედვით (Shp -ფაილების სახით); გ) საქმიანობის დაწყებისა და დასრულების სავარაუდო დროს; დ) საქმიანობის მიზანს. 4. საქმიანობის რეგისტრაციიდან განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადების 3 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს მის განთავსებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე. 5. გარემოზე გადაწყვეტილებას ზემოქმედების სამინისტროს შეფასებისაგან შუამდგომლობით გათავისუფლების იღებს საქართველოს შესახებ მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში, სამინისტრო უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების ან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის განთავსებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე. მუხლი 17. საქმიანობის შემდგომი ანალიზი 22 1. საქმიანობის შემდგომი ანალიზი მოიცავს: ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების და შემარბილებელი ღონისძიებების მონიტორინგს; ბ) საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე ზემოქმედების ანალიზს; გ) გზშ-ის ანგარიშით გათვალისწინებული გარემოს მახასიათებლების ცვლილებების შეფასებას. 2. საქმიანობის განმახორციელებელი საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს სამინისტროს წარუდგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ვადებში. 3. სამინისტრომ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგები უნდა განათავსოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღებიდან 3 დღის ვადაში. 4. სამინისტრო საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს ითვალისწინებს გზშ-ს დაქვემდებარებულ სხვა საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თავი III. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება მუხლი 18. ზოგადი დებულებები 1. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების მონაწილეობასა და მათთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, ასევე სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული რეკომენდაციების და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისათვის. 2. იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისათვის/დამტკიცებისათვის, რომელიც ამ კოდექსის მიხედვით ექვემდებარება სგშ-ს, აუცილებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და გაიცეს სამინისტროსა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. 3. დამგეგმავი ორგანო, ვალდებულია სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდგავარად ადრეულ ეტაპზე. 4. სგშ-ს ჩატარებაზე პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო. 5. იმ შემთხვევაში, თუ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება ახდენს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას გარემოზე, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ კოდექსის V თავით განსაზღვრული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურები. მუხლი 19. სგშ-ის მიზანი 23 სგშ-ის მიზანია: ა) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაცია; ბ) სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებისა და მიღების/დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა; გ) სტრატეგიულ გარემოსდაცვითი და დოკუმენტზე ადამიანის გადაწყვეტილების ჯანმრთელობასთან მიღების პროცესში, დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება, საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება. მუხლი 20. სგშ-ს დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტები 1. თუ ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის შესაძლებლობა, ასეთ ნორმატიულ აქტში ასახული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ა) სტრატეგიულ დოკუმენტში შესაბამისი სექტორისა და საქმიანობის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით აისახება ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტები, როგორიცაა სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების (საქმიანობების) განხორციელების მიახლოებითი გეოგრაფიული არეალი, საორიენტაციო ხანგრძლივობა, მათი გავრცელება დაცულ ტერიტორიებზე, ურბანულ და სასოფლო ზონებზე და ღონისძიებების (საქმიანობების) განხორციელებით გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების ძირითადი სახეები; ბ) სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვისა და მასზე შენიშვნების მიღებისა და ანალიზის შესაძლებლობის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. 2. სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის მომზადების, მიღების/გამოცემის და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის განხორციელებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ექვემდებარება სგშ-ს ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების გათვალისწინებით. 4. სგშ-ს პროცედურის ჩატარება სავალდებულოა სტრატეგიული დოკუმენტისათვის ან/და სტრატეგიულ დოკუმენტებში მნიშვნელოვანი ცვლილებისათვის (მათ შორის, თუკი ცვლილება ეხება სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული, განსახორციელებელი საქმიანობ(ებ)ის მასშტაბის გაზრდას, სახეობის ცვლილებას, ექსპლუატაციის პირობების ან წარმადობის ცვლილებას, საქმიანობ(ებ)ის განხორციელების ადგილის ცვლილებას ან/და გაზრდას), რომლებიც ადგენენ სამომავლო განვითარების ჩარჩოს ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობებისათვის შემდეგ სექტორებში: ა) სოფლის მეურნეობა; ბ) სატყეო მეურნეობა; 24 გ) თევზჭერა; დ) ენერგეტიკა; ე) მრეწველობა; ვ) ტრანსპორტი; ზ) ნარჩენების მართვა; თ) წყლის რესურსების მართვა; ი) ელექტრონული კომუნიკაციები; კ) ტურიზმი; ლ) დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა. 5. სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი შესწორება, რომელიც კონცეპტუალურად არ ცვლის სტრატეგიული დოკუმენტის შინაარსს, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ეხება თვითმმართველი თემის ტერიტორიას, გარდა თვითმმართველი ქალაქისა, ასევე ექვემდებარება სგშ-ს, თუ ასეთი შესწორება ან თვითმმართველი თემის ტერიტორიით შემოფარგლული სტრატეგიული დოკუმენტი: ა) ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევად ან მაღალი კუმულატიური ეფექტის მქონე ზემოქმედებას; ბ) იწვევს გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ მომეტებულ რისკებს; გ) ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიებზე, ასევე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი. 6. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტი ან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი შესწორება საჭიროებს სგშ-ს, იგი უფლებამოსილია სგშ-ს ჩატარებისათვის მიმართოს სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირდაპირ სკოპინგის განცხადებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სგშს ჩატარების საჭიროება, მაშინ სგშ-ს აუცილებლობის დასადგენად დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს ამ კოდექსის 23-ე მუხლით დადგენილ სკრინინგის პროცედურას, რომლის შედეგების მიხედვით ჩატარდება ან არ ჩატარდება სგშ. 7. საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში სგშ-ს ჩატარების ვალდებულება შესაძლებელია დამატებით გავრცელდეს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტზეც, რომელიც უდგენს ჩარჩოს სამომავლოდ განსახორციელებელ იმ საქმიანობებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ კოდექსის I და II დანართებში ან/და არ ხვდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ სექტორებში. მუხლი 21. გამონაკლისები სგშ-ს არ ექვემდებარება ის სტრატეგიული დოკუმენტები, რომლებიც ეხება, ეროვნული უსაფრთხოების დაცვასთან, ფორსმაჟორული სიტუაციებით გამოწვეული გადაუდებელი 25 ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს და საფინანსო ან/და საბიუჯეტო სფეროს. მუხლი 22. სგშ-ს ეტაპები სგშ-ის ეტაპებია: ა) დამგეგმავი ორგანოს მიერ სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განცხადების წარდგენა; ბ) ამ კოდექსის 24-25-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა; გ) დამგეგმავი ორგანოს ან/და კონსულტანტის მიერ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად; დ) დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის, საზოგადოების მონაწილეობის და კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეფასება; ე) საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურების განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად. ვ) საზოგადოების მონაწილეობა; ზ) სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად; მუხლი 23. სტრატეგიული დოკუმენტის სკრინინგი 1. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სგშ-ის საჭიროების განსაზღვრის მიზნით, ტარდება სკრინინგის პროცედურა. 2. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სკრინინგის განცხადებით და წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი(როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით), რომელიც უნდა მოიცავდეს მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანების და ღონისძიებების შესახებ, მისი შემუშავების შეძლებისდგავარად ადრეულ ეტაპზე. 3. დამგეგმავი ორგანოს მიერ სამინისტროსა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განცხადება საქართველოს ზოგადი და საქართველოს შრომის, სამინისტროში წარდგენილი სკრინინგის ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალის, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათისა და ზემოქმედებას დაქვემდებარებული მოსახლეობის თაობაზე. 4. სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში განათავსებენ აღნიშნულ განცხადებას და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ განთავსებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი 26 ორგანოს საინფორმაციო დაფაზე. მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლიარების ან ელექტრონული ვერსიების ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საზოგადოებას უფლება აქვს სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის/პროექტის ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის განმავლობაში, აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, წარადგინოს მოსაზრებები და შენიშვნები ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ წარმოდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში იღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარდგენილი სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს და კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ გადაწყვეტილებას დაქვემდებარების შესახებ, სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-სადმი ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 10 და არაუმეტეს 15 დღის ვადაში. 6. დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-სადმი დაქვემდებარების შესახებ მათი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარდა ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი კრიტერიუმებისა, შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სტრატეგიული დოკუმენტის მახასიათებლები, კერძოდ: ა.ა) რამდენად უდგენს სტრატეგიული დოკუმენტი ჩარჩოს სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობებს მათი ადგილმდებარეობის, ტიპის, მოცულობისა და სამუშაო პირობების, ან ბუნებრივი რესურსების განაწილების კუთხით; ა.ბ) სტრატეგიული დოკუმენტის მიმართება სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ა.გ) სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების თვალსაზრისით, კერძოდ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის; ა.დ) სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტები; ბ) ზოგადი ღონისძიებების მონაცემები ზემოქმედების სტრატეგიული ხასიათისა და დოკუმენტით გათვალისწინებული ზემოქმედებას დაქვემდებარებული ტერიტორიის მახასიათებლების თაობაზე, კერძოდ: ბ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ბ.ბ) გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ რისკები; ბ.გ) ზემოქმედებას დაქვემდებარებული ტერიტორიის ფასეულობა და მოწყვლადობა, როგორიცაა: ბუნებრივი მახასიათებლები ან კულტურული მემკვიდრეობა, დაცულ 27 ტერიტორიებზე, ასევე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე ზემოქმედება, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი. 7. სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-სადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი ,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. 8. სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში, სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დამგეგმავ ორგანოს უგზავნიან სკრინინგის გადაწყვეტილებას. 9. სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში განათავსებენ სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს, აგრეთვე, საზოგადოების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს მათ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ განთავსებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე. მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლიარების ან ელექტრონული ვერსიების ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 24. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში სკოპინგის განცხადება 1. დამგეგმავი ორგანო, შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს სტრატეგიული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მომზადებისა, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით მიმართავს სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სკოპინგის განცხადებით, რომელსაც თან ერთვის სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან სამუშაო ვერსია (როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით). დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს აღნიშნული განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განთავსებას საკუთარ ვებ-გვერდზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილი სკოპინგის განცხადება უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დამგეგმავი ორგანოს შესახებ; ბ) მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტისა და იმ გეოგრაფიული არეალისა და დასახლებული პუნქტების შესახებ, სადაც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება; გ) მოკლე ინფორმაციას გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე, ასევე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი) შესაძლო ზემოქმედების მასშტაბების შესახებ; 28 დ) ზოგად ინფორმაციას გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ; ე) სტრატეგიულ დოკუმენტში მოცემული ღონისძიებების შესაძლო ალტერნატივების ზოგად აღწერას; ვ) გარემოზე შესაძლო ზემოქმედების სახეებს, რომლებიც დაექვემდებარება შესწავლას და სგშ-ს ანგარიშში ასახვას; ზ) სტრატეგიული დოკუმენტის მიმართებას სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებთან; თ) ზოგად ინფორმაციას სგშ-ის პროცესში ჩასატარებელი საბაზისო კვლევების შესახებ; ი) იმ სტრატეგიული ღონისძიებებისსაორიენტაციო დოკუმენტის ჩამონათვალს, განხორციელების რომლებიც დაგეგმილია შესაძლო უარყოფითი შემთხვევაში ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილებისა და კომპენსირებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 3. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მნიშნელოვანი იქნება სკოპინგის დასკვნის მომზადების პროცესში. 4. სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში განათავსებენ განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ განთავსებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე. მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული სოციალური დაცვის დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლიარების ან ელექტრონული ვერსიების ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საზოგადოებას უფლება აქვს განცხადების ვებ-გვერდზე განთავსებიდან 15 დღის განმავლობაში სკოპინგის განცხადებასთან და სტრატეგიული დოკუნეტის კონცეფციასთან ან სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით სამინისტროსა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს შრომის, სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ წარმოდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში იღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგის და სკოპინგის განცხადება. იმ შემთხვევაში, თუ სკრინინგის პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ სტრატეგიული დოკუმენტი ექვემდებარება სგშ-ს, აღნიშნული გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითება სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 29 მუხლი 25. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა 1. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ წარდგენილ სკოპინგის განცხადებას და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას და კომპეტენციის ფარგლებში, გასცემენ სკოპინგის დასკვნას. 2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 20 და არაუმეტეს 25 დღისა სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება სგშ-ის ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი ,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. 3. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დამტკიცებულ სკოპინგის დასკვნას დამგეგმავ ორგანოს უგზავნიან მისი დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში. 4. სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის განთავსებას მათ ოფიციალურ ვებ გვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის განთავსებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე. მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნის ნაბეჭდი ეგზემპლიარის ან ელექტრონული ვერსიის ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 წლის ვადაში დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, სკოპინგის დასკვნა კარგავს ძალას. მუხლი 26. სგშ-ის ანგარიში 1. სგშ-ს შემადგენელი ანგარიში ნაწილი შეიძება და მომზადდეს ინტეგრირებული როგორც იქნეს სტრატეგიული მასში ან დოკუმენტის ჩამოყალიბდეს ცალკე დოკუმენტად. 2. სგშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა) სტრატეგიული დოკუმენტის შინაარსს, ამოცანებსა და კავშირს სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებთან; 30 ბ) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის ზოგად შეფასებას იმ არეალში, რომელზეც შესაძლოა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდეს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება; გ) გარემოსდაცვითი კომპონენტების ზოგად და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთავარი ანალიზს იმ ტერიტორიისათვის, რომელიც შესაძლოა დაექვემდებაროს მნიშვნელოვან ზემოქმედებას; დ) საპროგნოზო (ზოგად) ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით მოსალოდნელი გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ; ე) სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ ინფორმაციას, ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში; ვ) მოკლე მითითებას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების პრევენციის, შემცირების ან შერბილების ღონისძიებების თაობაზე; ზ) მოსაზრებებს განხილული ალტერნატივების დასაბუთებასთან დაკავშირებით; ლ) სგშ-ის ანგარიშის არატექნიკურ რეზიუმეს. 3. სგშ-ის ანგარიშის დეტალიზაციის ხარისხი შესაბამისობაში უნდა იყოს სტრატეგიული დოკუმენტის დეტალიზაციის ხარისხთან და შინაარსთან. 4. სგშ-ს ანგარიშის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამის სექტორში სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას დაქვემდებარებული დოკუმენტების იერარქიული სისტემა და ამ თვალსაზრისით შესატყვისი კვლევების დუბლირების თავიდან აცილების საჭიროება. 5. სგშ-ის ანგარიშის მომზადების დროს გამოყენებული მეთოდები და ანგარიშში ასახული ინფორმაცია შესაბამისობაში უნდა იყოს შესაბამის სკოპინგის დასკვნებთან. მუხლი 27. სგშ-ს ანგარიშის განხილვა და რეკომენდაციების გაცემა 1. დამგეგმავი ორგანო სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სგშ-ის ანგარიშს სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან (როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით) ერთად. სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში განათავსებენ წარდგენილ განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას მათ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ განთავსებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე. მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლიარების ან ელექტრონული ვერსიების ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 31 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების სავარაუდო დროის, ადგილისა და წესების შესახებ. 3. დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სგშ-ს ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით, მინისტრი ქმნის საექსპერტო კომიისიას ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად. საექსპერტო კომისია საექსპერტო დასკვნას სამინისტროს წარუდგენს 40 დღის ვადაში. 4. დამგეგმავი ორგანო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში, სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით აწყობს საჯარო განხილვას. საზოგადოებას უფლება აქვს განცხადების ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში სგშ-ს ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს შენიშვნები და მოსაზრებები ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ წარმოდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს შესაბამისი საფუძვლების არსეობის შემთხვევაში მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების ადგილის, დროისა და წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესებისა და საშუალებების გამოყენებით, საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 დღისა. 6. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმებას, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერს და მის სისწორეზე პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ სხდომის ოქმს მისი გაფორმებიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 7. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციიდან, არანაკლებ 51 და არაუმეტეს 55 დღისა, კომპეტენციის ფარგლებში, გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს სტრატეგიულ დოკუმენტსა და სგშ-ს ანგარიშთან დაკავშირებით, რომელთა გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი ,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნულ რეკომენდაციებს დამგეგმავ ორგანოს უგზავნიან მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში. 32 8. სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სგშ-ს ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ რეკომენდაციებს მათი მიღებიდან 5 დღის ვადაში განათავსებენ მათ ოფიციალურ ვებ გვერდებზე, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მათ განთავსებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე. შემთხვევაში მოთხოვნის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული რეკომენდაციების ნაბეჭდი ეგზემპლიარების ან ელექტრონული ვერსიების ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციების გაცემიდან 10 წლის ვადაში სტრატეგიული დოკუმენტი არ იქნება მიღებული/დამტკიცებული, დამგეგმავი ორგანო ვალდებულია ხელახლა განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული პროცედურები. მუხლი 28. ზოგადი მოთხოვნები სტრატეგიული დოკუმენტის მიღებასთან/დამტკიცებასთან დაკავშირებით 1. სტრატეგიული დოკუმენტის მიღება/დამტკიცება შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშზე რეკომენდაციების გაცემის შემდგომ. 2. სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს მიღებული სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს. 3. იმ შემთხვევაში, თუ სგშ-ის პროცესში ჩატარდა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების პროცედურები, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების დროს ასევე მხედველობაში მიიღება აღნიშნული პროცედურის შედეგები. 4. სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია შემდეგი მონაცემების განხილვის შედეგების თაობაზე: ა) ჩატარებული საჯარო განხილვის შედეგები და აღნიშნულ განხილვაზე საზოგადოების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები; ბ) სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები; გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების პროცედურის შედეგები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 33 5. დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების განთავსებას მის ოფციალურ ვებ-გვერდზე და უგზავნის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში. 6.სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულნი არიან სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება, განათავსონ მათ ოფიციალურ ვებ გვერდებზე დამგეგემავი ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გადმოგზვანიდან 3 დღის ვადაში, ხოლო სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე. სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფენნ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 29. სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზი სამინისტრო, შესატყვისი შესაძლებლობისა და საჭიროების არსებობის შემთხვევაში, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგად გარემოზე არსებითი ზემოქმედების შემდგომ დამოუკიდებელ ანალიზს და საზოგადოების ინფორმირების მიზნით შემდგომი ანალიზის შედეგების ოფიციალურ ვებ-გვერდზე სისტემატურად განთავსებას. ამ მუხლით გათვალისწინებული დამატებითი ანალიზის ჩატარების შიდა პროცედურას ამტკიცებს მინისტრი თავი IV. საზოგადოების მონაწილეობა ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მუხლი 30. მონაწილეობის უფლება 1. საზოგადოებას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ კოდექსით გათალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 2. საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს: ა) გზშ-ს დაქვემდებარებულ საქმიანობებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბ) სგშ-ს დაქვემდებარებულ სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურების განხორციელებისას; 34 მუხლი 31. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებები ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია: ა) (როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა), უზრუნველყოს ეფექტიანი ადექვატური საზოგადოების მონაწილეობა ამ თავის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს საშუალებებით წარმოების საზოგადოების ინფორმირება დაწყებისა და ამ დროული, კოდექსით აღნიშნულ და გათვალისწინებული წარმოებაში ადმინისტრაციული მონაწილეობის საზოგადოების შესაძლებლობის შესახებ; გ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობა; დ) საჯარო განხილვისას უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა და მათ მიერ მოსაზრებების და შენიშვნების წარმოდგენის შესაძლებლობა; ე) გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებებისა და საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღება, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მისი ხელმისაწვდომობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 32. საზოგადოების ინფორმირება 1. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს: ა) სამინისტროსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვებ გვერდზე და საინფორმაციო დაფაზე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის; ბ) გაზეთში, რომელიც შესაძლო ზემოქმედებას დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებ-გვერდზე, ასევე საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას, რომელიც შესაძლოა იყოს ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, ფოსტის ოფისები ან/და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები; დ) გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობის ან სგშ-ს დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას. 2. ცნობა საჯარო განხილვის შესახებ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას: ა) იმ საკითხის შესახებ, რომელზეც ამ კოდექსის შესაბამისად მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება; ბ) გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ; 35 გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის საშუალებებს, ასევე, მონაცემებს იმ ადგილისა და მისამართის შესახებ სადაც შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა; დ) საჯარო განხილვაზე დასწრებისა და მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის შესახებ; ე) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურის შესახებ; ვ) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა სახის მონაცემების შესახებ (მათ შორის, არატექნიკური რეზიუმეს ხელმისაწვდომობის შესახებ), რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას. 3. საჯარო განხილვის შესახებ ცნობის იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი განთავსების დრო უნდა განისაზღვროს გადაწყვეტილების მიღების იქნეს პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა. მუხლი 33. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს იმ ინფორმაციის ფარგლებს, რომელიც საჭიროა საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისათვის და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) აღნიშნული ინფორმაციის განთავსებას სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე; ბ) ნაბეჭდი ეგზემპლარების ხელმისაწვდომობას. მუხლი 34. მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა და საჯარო განხილვა 1. მოსაზრებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს შემდეგი საშუალებებით: ა) წერილობითი მიმართვა; ბ) ზეპირი მიმართვა საჯარო განხილვის დროს; გ) ელექტრონული საშუალებებით, თუ ისინი იზლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებობას. 2. საზოგადოებას სრულყოფილად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საჯარო განხილვის წესების, მიზნების, დროის, ადგილისა და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ. საჯარო განხილვა ღიაა და ნებისმიერ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში. 3. საჯარო განხილვის წესების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კოდექსის შესაბამისად დგინდება ,,საჯარო განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 36 მუხლი 35. საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინება 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და ამ კოდექსით გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში გათვალისწინებულ სათანადოდ ასახოს შესაბამისი საზოგადოების მონაწილეობის შედეგები. 2. ამ კოდექსით ადმინისტრაციული გათვალისწინებული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილების უზრუნველყოს მიღების შემდგომ საზოგადოების დროული ინფორმირება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ამ თავით დადგენილი წესითა და საშუალებების გამოყენებით. მუხლი 36. გადაწყვეტილებების გასაჩივრება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ კოდექსის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების მისი მონაწილეობა პროცესში, ან ამ სხვაგვარად კოდექსით გათვალისწინებულ დაარღვია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. თავი V. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა მუხლი 37. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურას დაქვემდებარებული საქმიანობა და სტრატეგიული დოკუმენტი 1. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ: ა) გზშ-ს დაქვემდებარებულმა საქმიანობამ, რომელიც ხორციელდება საქართველოში, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; ბ) სგშ-ს დაქვემდებარებულმა სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც ხორციელდება საქართველოში, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; გ) საქმიანობამ ან სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე. 2. გარემოზე ტრანსსასაზღვრო პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოს გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს მსგავსი ტიპის ვალდებულება ან საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის გაფორმებულია ორმხრივი ხელშეკრულება გარემოზე ტრანსსასაზღვრო პროცედურების განხორციელების თაობაზე. 37 3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებაზე პასუხისმგებელია სამინისტრო. 4. სამინისტრო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისათვის ამ კოდექსის მე-4 თავით დადგენილი წესით. 5. თუ საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების ამ კოდექსისგან განსხვავებული საფუძვლები და პროცედურები, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისას გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების დებულებები. მუხლი 38. ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა 1. თუ არსებობს ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლები და საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება დაკავშირებულია გარემოზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან, რომელიც იდენტიფიცირებულია საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სამინისტროს ან/და ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაქვემდებარებული სახელმწიფოს მიერ, საქართველოს მთავრობა სამინისტროს შუამდგომლობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურების დაწყების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულება სამინისტროში წარადგინოს შესაბამისი განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის (როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით), იმ სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ეგზემპლარი სადაც შესაძლოა განხორციელდეს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენამდე საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე. 2. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, 7 დღის ვადაში უგზავნის ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაქვემდებარებულ სახელმწიფოს თარგმნილ დოკუმენტაციას და აცნობებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი გონივრული ვადის შესახებ, რა ვადაშიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაქვემდებარებული სახელმწიფო აცნობებს სამინისტროს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებაში მონაწილეობის შესახებ. 38 3. თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაქვემდებარებული არცერთი სახელმწიფო არ გამოხატავს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისადმი ინტერესს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში, მინისტრი საქართველოს მთავრობის თანხმობით, გამოსცემს ინდივიდუალურ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროცედურის შეწყვეტისა და გზშ-ს ან სგშ-ს პროცედურის გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობა თანხმობის მიცემასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. 4. თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაქვემდებარებული რომელიმე სახელმწიფო გამოხატავს ინტერესს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის შესახებ, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ ინტერესის გამოხატვიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ სახელმწიფოსთან ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურების დაწყების თაობაზე, რაც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დოკუმენტების და მონაცემების გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ. მუხლი 39. საქმიანობის განმახორციელებლისა და დამგეგმავი ორგანოს უფლებები და მოვალეობები გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში 1. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო ვალდებულია: ა) სკრინინგის ან სკოპინგის განცხადებაში მიუთითოს გარემოზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ; ბ) გზშ-ს ან სგშ-ს ანგარიშში სათანადოდ შეაფასოს გარემოზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება; გ) უზრუნველყოს დოკუმენტაციის სათანადო თარგმნა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის სანოტარო წესით დამოწმება კანონმდებლობის შესაბამისად; დ) უზრუნველყოს სათანადო თარგმანი საჯარო განხილვის დროს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასწრების შემთხვევაში; ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას უზრუნველყოს სამინისტროსათვის შესაბამისი დახმარების გაწევა; ზ) უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურების გათვალისწინება სკოპინგის, გზშ-ს ან სგშ-ს ანგარიშში, ან/და სტრატეგიულ დოკუმენტში. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე. 39 3. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. მუხლი 40. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგების გათვალისწინება გზშ-ს და სგშ-ს ეტაპებზე 1. უცხო სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგად, სამინისტრო: ა) განსაზღვრავს ვალდებულებას საქმიანობის განმახორციელებლის ტრანსსასაზღვრო ან დამგეგმავი შედეგების კონსულტაციების ორგანოს სკოპინგის ანგარიშში/განცხადებაში ასახვის შესახებ; ბ) განსაზღვრავს გზშ-ს ან სგშ-ს ანგარიშის იმ ნაწილებს, რომელიც უნდა ითარგმნოს საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელიც ექვემდებარება ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას; გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კონსულტაციების შედეგებს; დ) უზრუნველყოფს კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებას სტრატეგიული დოკუმენტზე რეკომენდაციის გაცემის პროცესში. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ან დამგეგმავი ორგანო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან სტრატეგიული დოკუმენტი და მასზე გაცემული რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარებას, მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში თარგმნოს შესაბამის ენაზე და გაუგზავნოს სამინისტროს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ან სტრატეგიულ დოკუმენტზე გაცემულ რეკომენდაციას სტრატეგიულ დოკუმენტთან ერთად უგზავნის იმ სახელმწიფოს, რომელიც მონაწილეობდა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში. 3. დამგეგმავი უზრუნველყოს ორგანო/საქმიანობის გარემოზე ტრანსსასაზღვრო განმახორციელებელი ზემოქმედების ვალდებულია შეფასების პროცედურას დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგის ან საქმიანობის განხორციელების შემდგომი ანალიზის შედეგების თარგმნა შესაბამის ენაზე და სამინისტროში წარდგენა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ეგზავნება იმ სახელმწიფოს, რომელიც მონაწილეობდა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში. მუხლი 41. საქართველოს საზღვრებს გარეთ საქმიანობისა და სტრატეგიული დოკუმენტის მიმართ გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა 1. სამინისტრო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფოსგან მიიღებს შეტყობინებას 40 მის ტერიტორიაზე საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით საქართველოს გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ. 2. საქართველოს მთავრობა სამინისტროს შუამდგომლობით იწყებს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურას იმ შემთხვევაში, თუ აქვს სათანადო საფუძველი, რომ უცხო სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს გარემოზე და აღნიშნულის თაობაზე არ მიუღია შეტყობინება უცხო სახელმწიფოსგან. 3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შემდგომ, სამინისტრო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მართავს კონსულტაციებს იმ სახელმწიფოსთან, სადაც ხორციელდება საქმიანობა ან სტრატეგიული დოკუმენტი. 4. უცხო სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვამდე, სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ექვემდებარება ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას. საზოგადოების ინფორმირება ხორციელდება ამ კოდექსის მე-4 თავით დადგენილი წესებით. 5. საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გასწევს სამინისტრო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად სხვა რამ არ დადგინდება. თავი VI. საექსპერტო კომისია, პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მუხლი 42. საექსპერტო კომისია 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მინისტრი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ქმნის საექსპერტო კომისიას. 2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. დაგეგმილი საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს უფლება აქვს საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი. 3. სამინისტროს საზოგადოებრივი მიერ მასთან ექსპერტი დადებული ექსპერტიზის შრომითი პროცესში მონაწილეობს ხელშეკრულების საფუძველზე. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 41 მუხლი 43. საექსპერტო კომისიის ფუნქციები, უფლებამოსილებები და ექსპერტიზის დასკვნა 1. საექსპერტო კომისიის ფუნქციებია: ა) გზშ-ის ან სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტის პროექტზეექსპერტიზის დასკვნის მომზადება; ბ) ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; დ) ექსპერტიზის პროცესში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება. 2. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მიმდინარე საქმიანობის, დაგეგმილი საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული განსაზღვრული ტერიტორიის განმახორციელებელი/დამგეგმავი ადგილზე ორგანო შესწავლა-დათვალიერება. ვალდებულია უზრუნველყოს საქმიანობის საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება აღნიშნულ ტერიტორიაზე. 3. კომპეტენციის ფარგლებში, საექსპერტო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ექსპერტიზის რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერს დასკვნაში, კომისიის თავმჯდომარე და წევრები. მუხლი გაგრძელების 44. გარემოსდაცვითი შესახებ გადაწყვეტილებით გადაწყვეტილებით და მიმდინარე საქმიანობის განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შერჩევითი შემოწმებით. მუხლი 45. პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმება 1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ სამინისტრო განსაზღვრავს გონივრულ ვადას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების 42 განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლისთვის დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისათვის. 3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ საქმიანობის განმახორციელებელი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირობებს არ შეასრულებს, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება. 4. თუ, ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, საქმიანობის განმახორციელებელი არ შეასრულებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირობებს, სამინისტრო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს, გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა არის: ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის მოთხოვნა; ბ)გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე. 6. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში. 7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებამ, ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია სამინისტროს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი პირობების შესრულება. 8. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულება, სამინისტრო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მიიღოს გადაწყვეტილება გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, გადაწყვეტილების მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ. 9. თუ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე 43 სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქმედების განსახორციელებლად და პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. სპეციალურ მმართველთან დაკავშირებით გამოიყენება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესები. მუხლი 46. პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება ამ კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 47. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და პასუხისმგებლობა მიმდინარე საქმიანობის გაგრძლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის 1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული არსებული ნაგავსაყრელებისა და ხაზობრივი ნაგებობებისა ქვესადგურების ჩათვლით) რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ კოდექსის ამოქმედებამდე და არ გააჩნიათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, საჭიროებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ამ მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 2. ამ მუხლის განმახორციელებელი პირველი ნაწილით ვალდებულია განსაზღვრულ მიმდინარე შემთხვევაში, საქმიანობის საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭებისათვის სამინისტროს მიმართოს 2019 წლის 1 ივნისამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებლი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად განცხადებით მიმართოს სამინისტროს და წარადგინოს, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში, აგრეთვე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი. განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალური ნაწილის შესახებ. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა კომერციულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს. 4. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯებს საქმიანობის განმახორციელებელი გაიღებს. 44 6. სამინისტრო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მის განთავსებას საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების მიზნით. 7. სამინისტრო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იხილავს საზოგადოების წარმომადგენლების მიერ წერილობით წარდგენილ შენიშვნებს და მოსაზრებებს, ხოლო დოკუმენტაციის ვებ-გვერდზე განთავსებიდან მე-40 კალენდარულ დღეს აწყობს საჯარო განხილვას. 8. სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს ექსპერტიზას. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველსაყოფად მინისტრის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია. 10. სამინისტრო, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უზრუნველყოფს დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებას. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სამინისტრო ვალდებულია სათანადო გადაწყვეტილება აცნობოს შესაბამის დაინტერესებულ პირს. 12. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ამ საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმაგრაფიკის ვადებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ადგენს სამინისტრო. 13. სამინისტრო, შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 50 და არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. 14. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად მიმართავს სამინისტროს და ვერ აკმაყოფილებს მოქმედ გარემოსდაცვით ნორმებს, ვალდებულია უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში შესრულება. 15. საქმიანობის განმახორციელებელი მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სრულად შესრულების გარემოსდაცვითი შემთხვევაში, გადაწყვეტილების უფლებამოსილია მისაღებად. მიმართოს სამინისტრო სამინისტროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ აქტს გამოსცემს ,,ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების 45 წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 16. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის განმახორციელებელს არ ათავისუფლებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მიღების შემდგომ, მისი საქმიანობის განხორციელების შედეგად, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 17. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ სამინისტრო განსაზღვრავს გონივრულ ვადას მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის, აგრეთვე იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. 18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების განსაზღვრულ განმახორციელებლისთვის ვადაში შეუსრულებლობა დაკისრებული ჯარიმის გამოიწვევს საქმიანობის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისათვის. 19. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ საქმიანობის განმახორციელებელი მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს არ შეასრულებს, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება. 20. თუ ამ მუხლის მე-17-19 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, საქმიანობის განმახორციელებელი არ შეასრულებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს, სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს. თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 48. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების გადასინჯვა და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. 2. 1 ამ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შესაბამისმა უწყებებმა 2017 წლის ივლისამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები. ხოლო შესაბამისმა დაწესებულებებმა 2017 წლის 1 46 ივლისამდე უზრუნველყონ სათანადო კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ამასთან, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათში ცვლილებების შეტანამდე ან მათ გაუქმებამდე. 3. საქართველოს მთავრობამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით, 2017 წლის 1 ნოემბრამდე, უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს კომპეტენციების განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტის გამოცემა. 4. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ამ კოდექსით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს ,,ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებაში და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. 5. შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად იმ სამართლებრივი აქტების მომზადება, რომლებიც ამ კოდექსის მიღების მომენტისთვის ითვალისწინებენ სტრატეგიული დოკუმენტების მიღების/დამტკიცების შესაძლებლობას ან პროცედურას. 6. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) ,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) ,,ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“; გ) ,,საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 49. გარდამავალი დებულებანი 1. 2017 წლის 1 სექტემბრამდე ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის გარემოსდაცვითი შესაბამისად გადაწყვეტილება დაწყებულ გაიცემა ამ ადმინისტრაციულ კოდექსის წარმოებებზე ამოქმედებამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით. 2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული, კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობები, რომელიც არ მოიცავს ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ საქმიანობებს, არ საჭიროებენ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულ საქმიანობებზე ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები. 47 3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ამ კოდექსის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში. 4. პირები, რომლებზეც ამ კოდექსის ამოქმედებამდე გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვალდებულნი არიან, ამ კოდექსის ამოქმედებიდან 5 წლის ვადაში, განცხადების საფუძველზე მოითხოვონ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. სამინისტრო ვალდებულია ზემოაღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძელზე გასცეს გარემოსაცვითი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის გარეშე. 5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტები და მათში ცვლილებები არ ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და მათზე არ გავრცელდება ამ კოდექსით, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის დადგენილი პროცედურები გარდა იმ შემთხვევისა თუ დამგეგმავი ორგანო თავად არ მოითხოვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის ჩატარებას. მუხლი 50. დასკვნითი დებულებები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილში ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი კანონები: ა) „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N47, 26/12/2007); ბ) „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N47, 26/12/2007). მუხლი 51. ამ კოდექსის ამოქმედება 1. ეს კოდექსი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან, გარდა: ა) ამ კოდექსის მე-18 – 29-ე მუხლებისა; ბ) ამ კოდექსის მე-3 მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტისა, მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტისა, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტისა, მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ.ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 ნაწილისა, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტისა, მე-9 მუხლის მე-10 ნაწილისა, მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების აღწერის ნაწილში, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-7 ნაწილისა ტრანსსასაზღვრო პროცედურებზე მითითების ნაწილში, მე-13 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტისა, მე-18 მუხლის მე-5 ნაწილისა, მე19 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა გარემოზე ტრანსსასაზღვრო პროცედურაზე მითითების ნაწილში, 48 22-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტისა, 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტისა, 24-ე მუხლის მე2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტისა, 28-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტისა, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტისა, 32ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტისა და V თავისა. გ) ამ კოდექსის მე-3 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა, მე18 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, მე-20 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 22-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებისა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 23-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 24-ე მუხლის პირველი, მე-3, მე4, მე-5 და მე-6 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 27-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5-მე-6 ნაწილებისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში. დ) ამ კოდექსის 47-49-ე მუხლებისა და 51-ე მუხლის მე-6 ნაწილისა. 2. ამ კოდექსის მე-18 -28-ე მუხლები ამოქმდდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კოდექსის 29-ე მუხლი ამოქმედდეს ,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ ოქმის“ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით რატიფიცირებისთანავე, მაგრამ არაუადრეს 2019 წლის 1 იანვრისა. 4. ამ კოდექსის მე-3 მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტები და მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ.ა“ ქვეპუნქტი და მე-11 ნაწილი, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის მე-10 ნაწილი, მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების აღწერის ნაწილში, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და მე-7 ნაწილი ტრანსსასაზღვრო პროცედურებზე მითითების ნაწილში, მე-13 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი, მე-18 მუხლის მე-5 ნაწილი, მე-19 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი გარემოზე ტრანსსასაზღვრო პროცედურაზე მითითების ნაწილში, 22-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი, 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი და V თავი ამოქმედდეს ,,ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კონვენციისა და მისი ,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი 49 შეფასების შესახებ ოქმის“ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით რატიფიცირებისთანავე. 5. ამ კოდექსის მე-3 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, მე-20 მუხლის 1 პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 22-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 23-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 24-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 27-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში, 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-5-მე-6 ნაწილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 6. ამ კოდექსის 47-49-ე მუხლები და 51-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამოქმედდეს კოდექსის გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 50 საქმიანობების ჩამონათვალი შენიშვნა: ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული ერთი და იმავე შინაარსის საქმიანობები, რომელთათვისაც დაწესებულია განსხვავებული ზღვრები, I დანართის შემთხვევაში ექვემდებარება გზშ-ს პროცედურას, ხოლო II დანართის შემთხვევაში სკრინინგის პროცედურას (გარდა კოდექსის მე-7 მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). I დანართის საქმიანობები 1. 1.1 ნედლი ნავთობის გადამუშავება (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა); 1.2 ქვანახშირის ან ბიტუმოვანი ფიქალების (დღეში 500 ტონა ან მეტი) გათხიერება ან/და გაზიფიცირება; 2. თბოელექტროსადგურების ან/და წვის სხვა დანადგარების მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელთა სიმძლავრე 10 მეგავატი ან მეტია; 3. ატომური ელექტროსადგურების ან სხვა ბირთვული რეაქტორების განთავსება მათი დემონტაჟისა და დეკომისიის ჩათვლით, გარდა იმ კვლევითი დანადგარებისა, რომლებიც გამოიყენება დაშლადი მასალების, ბირთვული საწვავის წარმოებისა და გარდაქმნისათვის, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 1 კვტ უწყვეტ სითბურ დატვირთვას; 4. დანადგარები, რომელთა დანიშნულებაა: 4.1 ბირთვული საწვავის წარმოება ან/და გამდიდრება; 4.2 დასხივებული ბირთვული საწვავის ან მაღალი აქტივობის მქონე რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება; 4.3 დასხივებული ბირთვული საწვავის საბოლოო განთავსება სამარხში; 4.4 დასხივებული ბირთვული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების შენახვა საწარმოო ტერიტორიის გარეთ,თუ მათი შენახვა დაგეგმილია 3 წელზე მეტი ვადით; 4.5 რადიოაქტიული ნარჩენების საბოლოო განთავსება სამარხში; 5. თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება (პირვლადი ან/და მეორადი დნობის ჩათვლით); 6. მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებებისა; 51 7. აზბესტის ამოღება, აზბესტისა და აზბესტშემცველი პროდუქტების დამუშავება ან/და გარდაქმნა: წელიწადში 20 000 ტონაზე მეტი აზბესტ-ცემენტის პროდუქციის წარმოება. წელიწადში 50 ტონაზე მეტი ფრიქციული მასალების წარმოება. წელიწადში 200 ტონაზე მეტი აზბესტის სხვაგვარად გამოყენება; 8. ქიმიური მრეწველობა: 8.1 ძირითადი ორგანული ნაერთების წარმოება; 8.2 ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება; 8.3 ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმის სასუქების (მარტივი ან/და რთული) წარმოება; 8.4 მცენარეთა დაცვის საშუალებებისა ან/და ბიოციდების წარმოება; 8.5 ქიმიური ან/და ბიოლოგიური პროცესების გამოყენებით ფარმაცევტული საშუალებების წარმოება; 8.6 ასაფეთქებელი მასალების წარმოება; 9. მაგისტრალური სარკინიგზო ხაზების (მიწისზედა ან/და მიწისქვეშა) მშენებლობა და ექსპლუატაცია; 10. აეროპორტების მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელთა ძირითადი ასაფრენდასაფრენი ბილიკის სიგრძე 1.600 მეტრი და მეტია; 11. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა; 12. არსებული საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია, რომდესაც გზის მთლიანი მონაკვეთის სიგრძე შეადგენს ან აღემატება 5 კილომეტრს; 13. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განთავსებული გვირაბების ან/და ხიდების მშენებლობა. 14. შიდა სამდინარო გზებისა და პორტების მშენებლობა, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ 1350 ტონაზე მეტი წყალწყვის ხომალდები; 15. საზღვაო პორტების, ხმელეთთან და სხვა პორტებთან დაკავშირებული სატვირთო მისადგომების (საბორნე მისადგომების გარდა) მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ 1350 ტონაზე მეტი წყალწყვის ხომალდები; 16. სახიფათო ნარჩენების განთავსება, ინსინერაცია ან/და ქიმიური დამუშავება. 17. დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენების განთავსება, ინსინერაცია ან/და ქიმიური დამუშავება. 18. მიწისქვეშა წყლების ამოსატუმბი ან მიწისქვეშა წყლების ხელოვნური შევსების სამუშაოების წარმოება, სადაც ამოსატუმბი და ჩასატუმბი წყლის წლიური მოცულობა შეადგენს ან აღემატება 10 მილიონ მ3-ს; 19. წყლის გადაგდება მდინარის აუზებს შორის, გარდა სასმელი წყლის მილებით გადატანისა: 52 19.1 როდესაც წყლის გადაგდება ხორციელდება წყლის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად და გადაგდებული წყლის მოცულობა აღემატება 20 მილიონ მ3 წელიწადში; 19.2 ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც იმ მდინარის საშუალო მრავალწლიური ჩამონადენი, რომლიდანაც ხდება წყლის გადანაწილება, აღემატება 2 000 მილიონ მ3-ს წელიწადში და გადატანილი წყლის ხარჯი მდინარის მრავალწლიური მინიმალური ხარჯის 5% აღემატება; 20. ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები 50 000 და მეტი მოსახლეობის ექვივალენტისათვის შესაბამისი წარმადობით; 21. კაშხლებისა ან/და სხვა ნაგებობების მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომლებიც წყლის შესაკავებლად ან მუდმივად დასაგროვებლად გამოიყენება და რომელთა მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 500 000 მ3 -ს აღემატება; 22. 5 მგვტ და მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ან/და ექსპლუატაცია; 23. 800 მმ და მეტი დიამეტრის და 40 კმ-ზე მეტი სიგრძის მილსადენების მშენებლობა და ექსპლუატაცია გაზის, ნავთობის ან ქიმიური ნაერთების ტრანსპორტირებისათვის ასევე ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ტრანსპორტირებისათვის (გეოლოგიური დასაწყობების მიზნით); 24. მეფრინველეობის ან/და მეღორეობის ფერმები: 85 000-ზე მეტი სადგომით წიწილებისათვის ან/და 60 000-ზე მეტი სადგომით ქათმებისათვის; 10 000-ზე მეტი სადგომით გოჭებისათვის (30კგ-ზე ნაკლები) ან/და 6000-ზე მეტი სადგომით ღორებისათვის (30 კგ-ზე მეტი); 25. მერქნიდან ან სხვა მსგავსი ბოჭკოვანი მასალიდან ცელულოზას წარმოება, დღე-ღამეში 200 ტონაზე მეტი წარმადობით ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება; 26. წიაღისეულის მოპოვება ღია კარიერული წესით, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი აღემატება 25 ჰექტარს; 27. ტორფის მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი აღემატება 150 ჰექტარს; 28. მიწისზედა ან/და მიწისქვეშა 220 კვტ ან მეტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა, როდესაც ელექტოგადამცემი ხაზის სიგრძე აღემატება 15 კმ-ს; 29. წიაღისეული საწვავის ან/და ქიმიური პროდუქტების საცავის (1 000 მ3 და მეტი ჯამური ტევადობის) მოწყობა და ექსპლუატაცია; 30. ნახშირბადის დიოქსიდის (CO2 ) გეოლოგიური დასაწყობება; 31. 1.5 ან მეტი მეგატონა ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) წლიური მოპოვება; II დანართის საქმიანობები 1. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და აქვაკულტურა: 53 1.1. 10 ჰა და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება; 1.2. 10 ჰა და მეტი ფართობის ყამირი მიწებისა გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით; 1.3. სამელიორაციო სისტემების მოწყობა და ექსპლუატაცია; 1.4. 500 ჰექტარისა და მეტი ფართობის ტყის გაშენება ან/და 50 ჰექტარი და მეტი ფართობის ტყის გაჩეხვა სხვა კატეგორიის მიწად გარდაქმნისა და გამოყენების მიზნით; 1.5. 500 ან მეტი მსხვილფეხა შინაური პირუტყვისათვის განკუთნილი სადგომის მშენებლობა; 1.6. თევზსაშენი მეურნეობის მოწყობა წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობით; 1.7. ზღვის ფართობების ათვისება (ხელოვნური კუნძულის ნახევარკუნძლის და ა.შ შექმნა); 2. მოპოვებითი მრეწველობა და ბურღვითი სამუშაოები: 2.1. ტორფის ან მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) მოპოვება ღია-კარიერული წესით, სადაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარს აღემატება; 2.2. სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება (გარდა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისა ან მიწისქვეშა წყლების პირადი მოხმარების მიზნით გამოყენება); 2.3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ზღვიდან; 3. ენერგიის წარმოება: 3.1 წვის დანადგარები 2 მგვტ და მეტი ელექტროენერგიის წარმოებისათვის; 3.2 საწარმოო დანადგარები ორთქლის და ცხელი წყლის წარმოებისათვის (გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ორთქლის და ცხელი წყლის დანადგარებისა) სადაც განაშენიანების ფართობი აღემატება 0.5 ჰექტარს და მათი გამომუშავება 50 მგვტ-ს აღემატება; 3.3 5 კმ და მეტი სიგრძის მილსადენების განთავსება გაზის, ორთქლის და ცხელი წყლის გასატარებელად; 3.4 35 კვ და მეტი ძაბვის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა, ქვესადგურის (110 კვტ და მეტი ძაბვის) განთავსება; 3.5 წიაღისეული საწვავის, თხევადი ან/და ბუნებრივი აირების მიწისზედა ან/და მიწისქვეშა საცავების (100 მეტრკუბი და მეტი მოცულობის) მოწყობა და ექსპლუატაცია; 3.6 ნახშირისა ან/და ლიგნიტის ბრიკეტირება; 3.7 რადიოაქტიური ნარჩენების დამუშავება ან/და შენახვა; 3.8 2 მგვტ-დან 5 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ექსპლუატაცია; 3.9 დანადგარები ქარის ან/და ზღვის ტალღების ენერგიის საშუალებით ელექტროენერგიის წარმოებისთვის; 4. მეტალების წარმოება და დამუშავება: 54 4.1 თუჯის ან ფოლადის დნობა (პროდუქციის წარმოების მიზნით); 4.2 შავი ლითონის დამუშავება: ლითონის ცხლად დამუშავება, სამჭედლო გრდემლებით, დამცავი ლითონის ფენით დაფარვა წელიწადში არანაკლებ 50 ტონა და მეტი წარმადობით; 4.3 ფერადი ლითონის (გარდა ძვირფასი ლითონებისა) დნობა წელიწადში 20 ტონა და მეტი წარმადობით; 4.4 10 მეტრკუბი ან მეტი მოცულობის ავზში ლითონისა ან/და პლასტიკური მასალის ზედაპირული წმენდა ელექტროლიტური ან ქიმიური პროცესის გამოყენებით; 4.5 მანქანათმშენებლობა (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების აწყობა) და სატრანსპორტო საშუალებების ძრავების წარმოება; 4.6 გემთმშენებელობა; 4.7 საჰაერო ხომალდების მშენებლობა; 4.8 მეტალების გამოწნეხა ასაფეთქებელი ნივთიერებებით; 4.9 ლითონშემცველი მადნის გამოწვა და აგლომერირება; 5. მინერალური ნედლეულის გადამუშავება: 5.1 სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება; 5.2 ქვანახშირის დაკოქსვა; 5.3 ასფალტის წარმოება; 5.4 ცემენტის, კირის, გაჯისა ან/და თაბაშირის წარმოება; 5.5 აზბესტის ან/და აზბესტშემცველი პროდუქციის წარმოება; 5.6 მინისა ან/და მინის პროდუქციის, მათ შორის მინის ბოჭკოს წარმოება; 5.7 კერამიკული თიხის (გარდა ტრადიციული წესით სოჯახო მეურნეობებში წარმოებისა) ასევე კერამიკული პროდუქციის, კერძოდ კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილების, ან ფაიფურის წარმოება; 6. ქიმიური წარმოება: 6.1 შუალედური პროდუქტების ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერებების წარმოება; 6.2 ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდების, ელასტომერების წარმოება ან/და პლასტიკური მასალის წარმოება; 6.3 ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ნავთობქიმიური ან/და ქიმიური პროდუქტების საცავების მოწყობა და ექსპლუატაცია; 7. სურსათის წარმოება: 7.1 მცენარეული ან/და ცხოველური ცხიმების წარმოება წელიწადში 25 000 ტონა და მეტი ოდენობით; 7.2 ცხოველური ან/და მცენარეული პროდუქტების კონსერვირება წელიწადში 25 000 ტონა და მეტი პროდუქციის წარმოების მიზნით; 7.3 რძის პროდუქტების წარმოება (დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი წარმადობით); 7.4 ლუდისა და ალაოს წარმოება (დღე-ღამეში100 ტონაზე მეტი წარმადობით); 7.5 საკონდიტრო წარმოება (დღე-ღამეში 3 ტონაზე მეტი პროდუქციის წარმოებით); 7.6 ცხოველთა სასაკლაოების მოწყობა და ექსპლუატაცია სადაც დღე-ღამეში იკვლება 30 და მეტი ცხოველი; 55 8. 7.7 სახამებლის სამრეწველო წარმოება წელიწადში 5 000 ტონა და მეტი პროდუქტის წარმადობით; 7.8 თევზის გადამუშავება წელიწადში 5 000 ტონაზე მეტი წარმადობით; 7.9 შაქრის წარმოება დღე-ღამეში 25 ტონისა და მეტი პროდუქციის წარმადობით; ტექსტილის, ტყავის, ქაღალდის წარმოება: 8.1 ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება დღე-ღამეში 10 ტონა და მეტი წარმადობით; 8.2 დღე-ღამეში 1 ტონაზე მეტი ტექსტილის ან/და საფეიქრო ბოჭკოს წინასწარი დამუშავება (როგორიცაა რეცხვა, გახამება, მერსერიზაცია) ან/და ღებვა ; 8.3 ტყავის თრიმლვა/დამუშავება; 8.4 ცელულოზას დამუშავება; 9. ინფრასტრუქტურული პროექტები: 9.1 10 ჰა-ზე მეტ ტერიტორიაზე სამრეწველო საწარმოთა კომპლექსების განთავსება; 9.2 10 ჰა-ზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებისა და 1000 მანქანის ავტოპარკის მოწყობა; 9.3 საკონტეინერო ტერმინალის და მასთან დაკავშირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია; 9.4 აეროდრომის მშენებლობა; 9.5 საზღვაო ნავსადგურის და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომლის საპროექტო განაშენიანების ფართობი აღემატება 1 ჰა-ს; 9.6 2 კმ და მეტი სიგრძის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ან 5 ჰა და მეტი განაშენიანების მქონე ფართობზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა; 9.7 შიდასამდინარო გზების მოწყობა; 9.8 წყალდიდობისა და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოები; 9.9 კაშხლისა ან/და სხვა ნაგებობების/მოწყობილობების მშენებლობა, რომელთა მშენებლობა მიზანშეწონილია წყლის შესაკავებლად ან წყლის გრძელვადიანი შენახვის მიზნით და რომელთა მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10 000 მ3 -ს აღემატება; 9.10 ტრამვაის ან/და საბაგირო ხაზების მშენებლობა, რომლებიც განკუთვნილია მგზავრების ტრანსპორტირებისათვის; 9.11 5 კმ-ზე მეტი სიგრძის ნავთობის, გაზის ან ნახშირბადის დიოქსიდის (co2) ტრანსპორტირების მიზნით მილსადენის გაყვანა; 9.12 1 ჰა და მეტ ფართობზე, 5 კმ და მეტი სიგრძის წყალსატარი აკვედუკების განთავსება; 9.13 ნაპირდაცვითი და სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ან/და სანაპირო ზოლის აღდგენის მიზნით გათვალისწინებული სამუშაოები, ასევე საზღვაო სამუშაოები, რომელსაც შეუძლია სანაპიროს შეცვლა მშენებლობის გზით (მაგალითად დამბების, ჯებირების, მიწაყრილების განთავსება და სხვა ზღვისგან დაცვის სამუშაოები) გარდა მათი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა; 10. სხვა პროექტები: 10.1 15 ჰა და მეტი ფართობის მქონე ტერიტორიაზე ავტომობილების მუდმივი სარბოლი და საცდელი გზების მოწყობა; 56 10.2 ნარჩენების განთავსება; 10.3 ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა; 10.4 სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება; 10.5 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა; 10.6 ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია; 10.7 შლამსაცავის მოწყობა და ექსპლუატაცია; 10.8 ფეთქებადი ნივთიერებების აღდგენა ან განადგურება; 11. ტურიზმი და დასვენება: 11.1 5 ჰა და მეტ ფართობზე სამთო-სათხილამურო ან/და საბაგირო ტრასების მოწყობა; 11.2 ქალაქგარეთ 10 ჰა-ზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების, მათ შორის სასტუმროების და მათთან დაკავშირებული ნაგებობის მშენებლობა; 11.3 5 ჰა და მეტ ფართობზე მუდმივი საბანაკე და საქარავნე ადგილების მოწყობა; 11.4 10 ჰა და მეტ ფართობზე გასართობი პარკის (მათ შორის ატრაქციონების პარკი) გაშენება. 57
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სურვილი, შეასრულოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება, იზრუნოს გარემოზე და მოახდინოს გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენცია, შემსუბუქება ან თავიდან აცილება. გარემოს დაცვის სფეროში, ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტული საკითხები, მათ შორის, სტრატეგიული დაგეგმვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოს სტრატეგიული შეფასება, განათლება და ტრეინინგი, მონიტორინგი და გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემები, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, გარემოს შესახებ ინფორმაციის საჯაროობა, ადმინისტრაციული და სამართლებრივი განხილვის ეფექტიანი პროცედურები, ასევე, ჰაერის ხარისხის, წყლის ხარისხის და წყლის რესურსების მართვა, ნარჩენების მართვა, ბუნების დაცვა, ინდუსტრიული დაბინძურება და ქიმიური ნივთიერებების მართვა. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას შემდეგ სფეროებში: 1. გარემოსდაცვითი მმართველობა და გარემოს საკითხების პოლიტიკის სხვა სფეროებში ინტეგრირება (2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივა გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ), რომელიც რამდენიმე ძირითად საკითხებს მოიცავს: ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ები)ს განსაზღვრა მოთხოვნების ჩამოყალიბება, რომლითაც I დანართის პროექტები დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ) და პროცედურების შემუშავებას, რათა გადაწყდეს, II დანართის რომელი პროექტები საჭიროებს გზშ-ს; იმ ინფორმაციის შემადგენლობის განსაზღვრა, რომლის წარმოდგენაც მოეთხოვება საქმიანობის განმახორციელებელს; გარემოს დაცვის უწყებასთან და საზოგადოებასთან კონსულტაციების პროცედურების განსაზღვრა; ადმინისტრაციულ და სამართლებრივ დონეზე ეფექტიანი, ხელმისაწვდომი და დროული განხილვის პროცედურების დანერგვა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვ. 2. გარკვეული გეგმებისა და პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ (2001 წლის 27 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/42/EC დირექტივა): 58 პროცედურის ჩამოყალიბება, რომლითაც განისაზღვრება, თუ რომელი გეგმა ან პროგრამა მოითხოვს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და შესაბამისი მოთხოვნების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული გეგმები და პროგრამები სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას დაექვემდებარება; გარემოსდაცვით უწყებასთან და საზოგადოებასთან კონსულტაციებისათვის პროცედურების განსაზღვრა; ინფორმაციის გაცვლისა და კონსულტაციების მექანიზმის შემუშავება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან, რომელთა გარემოზეც პროექტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს; 3. საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ (2003 წლის 28 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/4/EC დირექტივა) და საზოგადოების მონაწილეობას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმებისა და პროგრამების შემუშავება (2003 წლის 26 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/35/EC დირექტივა): საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და შესაბამისი გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო ორგანოების მიერ გარემოს შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების სისტემის დანერგვა; საჯარო კონსულტაციების მექანიზმის შემუშავება; მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მხრიდან შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღებას მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით. სწორედ ამ ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების შესასრულად შემუშავდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი, რომელიც დეტალურად, პროცედურულად არეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომელიც მოცემულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონპროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილში დაეყრდნო ევროკავშირის დირექტივების არა კონსოლიდირებულ, ანუ ცვლილება შეტანილ ვერსიებს, რომელიც დინამიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, არამედ იმ არსებულ 2011 წლის ვერსიას, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებაშია მოცემული. ამავდროულად, კანონპროექტის შემუშავებისას გაზიარებული იქნა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რათა კანონპროექტი იმგვარად ჩამოყალიბებულიყო. რომ მორგებოდა ქვეყნის არსებულ რეალობას და შესაბამისობაში ყოფილიყო ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი შეფასების მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურების დანერგვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. 59 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა. დაინერგება სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა. საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი სანებართვო სისტემის გაუმჯობესებისა და მისი ევროსტანდარტებთან დაახლოების მიზნით, 2013 წლის აპრილში დაიწყო გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. გარემოსდაცვითი შეფასების კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი რეგულაციები სრულ შესაბამისობაში იქნება მოქმედ საერთაშორისო სამართლებრივ საუკეთესო მიდგომებთან. კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაექვემდებარება ყველა ის საქმიანობა (მასშტაბისა და კატეგორიის მიხედვით), რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამასთან, უფრო მკაფიო და ეფექტიანი გახდება საზოგადოების ჩართულობის მექანიზმი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინებას. ამასთანავე, კანონპროექტის მიღებით დაინერგება სრულიად ახალი რეგულაციები, რომლებიც დაფუძნებული იქნება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დირექტივის მოთხოვნებზე. არსებულმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ ცალკეულ პროექტებზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად ეფექტიანი მექანიზმი, იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორებში დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით. შესაბამისად, გამოიკვეთა საჭიროება ამა თუ იმ გეგმის/პროგრამის შემუშავების მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე გათვალისწინებულ იქნეს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. ამისათვის, საჭიროა ახალი, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტიტუტის დანერგვა ეროვნულ კანონმდებლობაში. რაც გულისხმობს სხვადასხვა დონეზე, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტების შეფასებას და საუკეთესო ალტერნატივების გამოვლენას. თავის მხრივ, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის შედეგად გაცემული რეკომენდაციები არ იქნება სავალდებულო ხასიათის, თუმცა ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სექტორების დაგეგმარების პროცესში გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასპექტები, ამავდროულად, საზოგადოების მონაწილეობის შედეგები. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტიტუტის პრაქტიკაში სწორად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მსოფლიო ბანკისა (WB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი - „ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების სცენარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება“. პროექტის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღების ადრეულ ეტაპზე იგეგმება დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების მონაწილეობა, რათა ქვეყანამ დააგროვოს პრაქტიკული გამოცდილება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების იმპლემენტაციის კუთხით. 60 კანონპროექტი შედგება შვიდი თავისგან და 51 მუხლისაგან, ამასთან, კანონპროექტს დანართის სახით თან ერთვის საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც თავისი არსითა და პროცედურული საკითხების გათვალისწინებით გაყოფილია ორად. პირველი თავი - ზოგადი დებულებები. აღნიშნულ თავში მოცემულია კოდექსის რეგულირების სფერო, მიზნები და ამოცანები და ტერმინთა განმარტებანი, ასევე იმ უფლებამოსილი ორგანოების ფუნქცია-მოვალეობანი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში. უფრო კონკრეტულად, დეტალურად არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქცია-მოვალებანი კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამავდროულად, კოდექსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება კონკრეტულ საქმიანობაზე ან გეგმასა და პროგრამაზე გადაწყვეტილებების მიღებისას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით მოხდება ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინების გამიჯვნა, როგორიც არის მაგალითისათვის ,,საზოგადოება“ და ,,დაინტერესებული საზოგადოება“. მოცემული ტერმინების ცალკ-ცალკე განმარტების საჭიროება გამომდინარეობს ორჰუსის კონვენციის მოთხოვნებიდან და მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი საზოგადოებისა და დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზე, ასევე მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო განხილვაში ეფექტიანი მონაწილება. ამასთან, წარმოდგენილ კანონპროექტში მოცემული ტერმინთა განმარტებანი, კერძოდ: ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასება“, ,,საქმიანობა“, ,,სკრინინგი“, ,,სკოპინგი“, ,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“ და ,,სტრატეგიული დოკუმენტი“ სრულად ეფუძვნება ევროკავშირის იმ დირექტივებს, რომელთა შესრულებაც ქვეყანამ იკისრა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. მეორე თავი - გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურა. დღეის მდგომარეობით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები დადგენილია „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონებით. არსებული პროცედურებისგან განსხვავებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემის დანერგვას. უფრო კონკრეტულად: ა) გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ახალი ჩამონათვალი - კანონპროექტით განსაზღვრულია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული ახალი საქმიანობების ჩამონათვალი. გარემოზე ზემოქმედების რისკებისა და ზემოქმედების ხარისხის გათვალისწინებით, საქმიანობები დაჯგუფებულია ორ დანართში. პირველ დანართში მითითებული საქმიანობები ცალსახად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. რაც შეეხება მეორე დანართში მითითებულ საქმიანობებს, მათთვის თავდაპირველად გათვალისწინებულია სკრინინგის პროცედურის ჩატარება, რომლის საფუძველზეც დადგინდება ექვემდებარება თუ არა საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. ამდენად, ერთი შეხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი იზრდება, თუმცა, რეალურად, მეორე დანართში მოცემული საქმიანობები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, თუ ეს დადგინდება სკრინინგის გადაწყვეტილებით. ამასთან, კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ იგი ითვალისწინებს 61 სკრინინგის და სკოპინგის პროცედურების ერთ ეტაპად გაერთიანებას, რაც საქმიანობის განმახორციელებელს მისცემს საშუალებას, სკრინინგის ეტაპზე წარადგინოს როგორც სკრინინგის ასევე სკოპინგის პროცედურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რომელსაც სამინისტრო განიხილავს პარალელურ რეჟიმში. მოცემული დანაწესი საშუალებას მისცემს საქმიანობის განმახორციელებს დაზოგოს დრო და პროცედურა გაიაროს მისთვის ხელსაყრელ ვადებში. ამავდროულად, კოდექსის პროექტი მაქსიმალურად ხელსაყრელ პროცედურებს სთავაზობს საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებულ პირს. კერძოდ, თუკი იგი მიიჩნევს, რომ მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა სავალდებულოდ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, იგი უფლებამოსილი იქნება, პირდაპირ სკოპინგის განცხადებით მიმართოს გარემოს დაცვის სამინისტროს (სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე) და ითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. ასეთ დროს პირი დაზოგავს სკრინინგის ეტაპისათვის გათვალისწინებულ დროს და ვადებს და შესაბამისად ადმინისტრაციულ წარმოებას სამინისტროში დაიწყებს სკოპინგის ეტაპით. მნიშვნელოვანია ასევე განიმარტოს ახალი რეგულაციების მნიშვნელობა და მისი გავლენა კერძო სექტორზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახლებური რეგულაციების შემოღების საჭიროება განპირობებულია ქვეყნის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობით. თუმცა ამავდროულად, სწორად უნდა იქნას შეფასებული რეგულაციის შემოღების ეტაპები და აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო უარყოფითი შედეგები კერძო სექტორზე. უფრო კონკრეტულად, მნიშვნელოვანია, დეტალურად შეფასდეს თუ როგორი იქნება რეგულაციის ტვირთი ბიზნესისთვის და აღნიშნული რა გავლენას იქონიებს დარგის განვითარებაზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ წარმოების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი წინასწარი შეფასებით მინიმალურია და არ იქნება მძიმე შედეგების გამომწვევი, ამ პრობლემების შემარბილებელი ღონისძიებების დანახარჯი მნიშვნელოვნად არ უნდა აღემატებოდეს გარემოზე და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის მოცულობას. ამის საპირისპიროდ, იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი გავლენა და არსებული პრობლემების შემდგომი პრევენცია, განურჩევლად იმისა, თუ რომელი მხარის დანახარჯს წარმოადგენს - საწარმოს, საზოგადოების და სახელმწიფოს, მნიშვნელოვნად აღემატება საწყის ეტაპზე გასატარებელ გარემოსდაცვითი ღონისძიებების დანახარჯს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია თავიდანვე განისაზღვროს სავალდებულო ღონისძიებად და საწარმომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მოცემული მსჯელობიდან, ცალსახად და ნათლად იკვეთება, რომ ახალი რეგულაციების შემოღება ერთი შეხედვით შეიძლება ქმნიდეს იმის წარმოდგენას, რომ ეს მძიმე ტვირთად დააწვება კერძო სექტორს, თუმცა მეორეს მხრივ, ნათელია, რომ ის გაცილებით უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისათვის მნიშვნელოვანწილად შეამცირებს დანახარჯებს, როგორც კერძო სექტორისგან, აგრეთვე სახელმწიფოსაგან და საზოგადოებისაგან. რადგან თუკი, საქმიანობის განმახორციელებელს, საწყისი ეტაპიდანვე ეცოდინება, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს იმისათვის, რომ მისი საქმიანობა იყოს შედარებით ნაკლებად რისკის შემცველი გარემოს დაცვის თვალსაზრისით და შემდგომში საქმიანობის განხორციელებისას ეტაპობრივად არ მოუწიოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება, რაც პრაქტიკაში გაცილებით უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ვიდრე საქმიანობის ადრეულ ეტაპზე სწორად დაგეგმვა-განხორციელება, საბოლოო ჯამში ეს საქმიანობის განმახორციელებლისათვის გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. ბ) სკრინინგის პროცედურის დანერგვა - განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობისა, რომელიც განსაზღვავს ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ 62 საქმიანობებს, წარმოდგენილი კანონპროექტი საქმიანობების ჩამონათვალს ყოფს ორ დანართად. პირველ დანართში მითითებული საქმიანობებისათვის სავალდებულოა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარება. მეორე დანართში მითითებული საქმიანობისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტარდება სკრინინგის პროცედურა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს კანონპროექტის II დანართში მოცემული რომელიმე საქმიანობის განხორციელებას, იგი ვალდებულია მიმართოს სამინისტროს სკრინინგის განცხადებით და სამინიტროსგან მიიღოს გადაწყვეტილება ექვემდებარება თუ არა მის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა გზშ-ს. ამავდროულად, სკრინინგის პროცედურის მთავარი მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოს საქმიანობის განმახორციელებელს დაზოგოს ფინანსური რესურსი და დრო, წინასწარ არ მოამზადოს გზშ-ს სრული ანგარიში ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა საერთოდ არ დაექვემდებაროს გზშ-ს. თუმცა, აღნიშნულისგან გამონაკლის შემთხვევასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი, თუკი საქმიანობის განმახორციელებელი, მიიჩნევს რომ მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა სავალდებულოდ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, იგი უფლებამოსილი იქნება, პირდაპირ სკოპინგის განცხადებით მიმართოს გარემოს დაცვის სამინისტროს (სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე) და ითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. ასეთ დროს პირი დაზოგავს სკრინინგის ეტაპისათვის გათვალისწინებულ დროს და ვადებს და შესაბამისად ადმინისტრაციულ წარმოებას სამინისტროში დაიწყებს სკოპინგის ეტაპით. რაც შეეხება სკრინინგის პროცედურას, იგი თავისი არსით და წარმოსადგენი ინფორმაციის გათვალისწინებით, საკმაოდ მარტივ პროცედურას წარმოადგენს. საქმიანობის განმახორციელებს არ სჭირდება მოამზადოს რაიმე ანგარიში გარემოზე ზემოქმედების შესახებ. მან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს უნდა მიაწოდოს მოკლე აღწერა განსახორციელებელი საქმიანობის, მისი ადგილმდებარეობის, მახასიათებლებისა და გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ. სამინიტრო კანონპროექტში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც ასევე ემყარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დირექტივაში მოცემულ კრიტერიუმებს, იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის გზშ-სადმი დაქვემდებარების შესახებ. სკრინინგის პროცედურისათვის დადგენილია საკმაოდ მცირე ვადები, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არანაკლებ 10-დან 15 დღის ვადაში. არანაკლებ 10 დღიანი ვადის დაწესება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ თუკი შევხედავთ, იმ კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც სამინისტრო მსჯელობს სკრინინგის გადაწყვეტილების მისაღებად და ასევე იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც აქვს საქმიანობის განმახორციელებელს სკრინინგის ეტაპზე, რომელიც არის საბაზისო, საკმაოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაცია, დავრწმუნდებით, რომ სამინისტროს მოუწევს საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვა, მათ შორის, ინფორმაციის გამოთხოვა შიდა სტრუქტურული ერთეულებიდან, დაქვემდებარებული უწყებებიდან. სწორედ ამიტომ დადგინდა მინიმალური ზღვარი გადაწყვეტილების მიღებისათვის, რათა ფორსმაჟორულ რეჟიმში არ მოუწიოს სამინისტროს მუშაობა, შეძლოს იმ ინფორმაციის ანალიზი, რასაც მოიპოვებს და სწორად მიიღოს გადაწყვეტილება, იმ არსებული ადამიანის რესურსების გათვალისწინებით რაც ამ ეტაპზე მას გააჩნია. გ) სკოპინგის პროცედურის დანერგვა - სკოპინგის პროცედურა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის პირველი ეტაპია. ამ ეტაპზე, საქმიანობის განმახორციელებელმა სამინიტროს უნდა წარუდგინოს სკოპინგის ანგარიში. სკოპინგის ეტაპის მიზანია, განისაზღვროს იმ ინფორმაციისა და კვლევების ჩატარების ფარგლები, რის 63 საფუძველზეც უნდა მომზადდეს გზშ-ს ანგარიში. სკოპინგის შედეგად, საქმიანობის განმახორციელებელს ზუსტად ეცოდინება, თუ რა კვლევები უნდა ჩაატაროს კონკრეტულ საქმიანობასთან მიმართებით (გარემოს რომელიც კომპონენტების შესწავლას უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება), რა ინფორმაცია უნდა ასახოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში. ამდენად, მისთვის გაცილებით უფრო მარტივი ხდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება, რადგან მას სამინიტროსგან მიღებული აქვს სახელმძღვანელოდ სკოპინგის დასკვნა. ამდენად, სკოპინგის ეტაპი საშუალებას მისცემს საქმიანობის განმახორციელებელს ზუსტად დაგეგმოს ბიუჯეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად და არ გაიღოს ზედმეტი ხარჯები ისეთი კვლევების ჩასატარებლად, რომელიც არ არის აუცილებელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად. სკოპინგის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: სკოპინგის ანგარიშის წარდგენა საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, საჯარო განხილვის მოწყობა სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით და სამინიტროს მიერ სკოპინგის დასკვნის გაცემა. პროცედურა ხორციელდება 26-დან 30 დღის განმავლობაში. საქმიანობის განმახორციელებელს, საშუალება აქვს გააერთიანოს სკრინინგის და სკოპინგის განცხადებები და წარადგინოს ერთიანი განცხადება მეორე დანართში მითითებული საქმიანობისათვის. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში საქმიანობის განმახორციელებლმა უნდა მიიღოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოპინგის დასკვნა ძალადაკარგულად ცხადდება. ამის მიზეზი არის ის, რომ 2 წლის განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს გარემო პირობები და გაცემული სკოპინგის დასკვნა აღარ ასახავდეს იმ რეალობას, რაც საჭირო იქნება გზშ-ს ანგარიშის მომზადებისათვის. დ) სანებართვოს სისტემის გაუქმება და მის ნაცვლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურა - კანონპროექტის მიხედვით, უქმდება არსებული გარემოზე ზემოქმედების სანებართვო სისტემა. კანონპროექტის შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად, გაიცემა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაცემის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენა სამინიტროში, საჯარო განხილვის მოწყობა სამინიტროს მიერ და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. ამ პროცესების პარალელურად, მიმდინარეობს ექსპერტიზა და საზოგადოების მიერ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა. სამინიტრო, ექსპერტიზის, საზოგადოების შენიშვნებისა და მოსაზრებების და საკუთარი შეფასების საფუძველზე, გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებით განისაზღვრება ის პირობები, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა საქმიანობის განხორციელების ეტაპზე. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურა ტარდება 51-დან 55 დღის განმავლობაში. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა ტარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცედურებისგან დამოუკიდებლად და წინ უსწრებს ყველა აღნიშნული ლიცენზიისა თუ ნებართვის მიღებას. ამავდროულად, დაუშვებელი იქნება სხვა ლიცენზიითა თუ ნებართვით დადგინდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობები. კოდექსის პროექტის მიხედვით, გამიჯნულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურა მშენებლობის 64 ნებართვის გაცემის პროცედურისგან. არსებული ერთი სარკმლის პრინციპს ახალი კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს. საქმიანობის განმახორციელებელი პირდაპირ მიმართავს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა კოდექსის პროექტის მიხედვით, არ არის შეზღუდვა მან პარალელურად დაიწყოს მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურა. ხოლო მას შემდეგ რაც ექნება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროსგან, მიიღოს მშენებლობის ნებართვა, ანუ პარალელურ რეჟიმში წარმართოს შესაბამის მშენენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთან მშენებლობის ნებართვის პროცედურისთვის საჭირო ეტაპები, ხოლო ბოლო დასკვნით ეტაპზე, გადაწვეტილების წარდგენის შემდგომ მიიღოს მშენებლობის ნებართვა. რაც ცხადია, დროის დაზოგვის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ე) საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კანონპროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლების ჩამოყალიბება. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინიტრო. აღნიშნული მექანიზმის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სკრინინგისა და სკოპინგის ასევე გზშ-ს ეტაპებზე. სამინიტრო მოცემულ შემთხვევაში გამოსცემს სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ერთ-ერთი გარემოება, კერძოდ, თუ საქმიანობის განხორციელებით დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დაკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათის და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ზომების მიღების შეუძლებლობა. ვ) გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლება - კანონპროექტი ზუსტად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია საქმიანობის განმახორციელებელი გათავისუფლდეს გზშ-ისაგან. მოცემული დანაწესი სრულად შესაბამისობაშია იმ ევროკავშირის დირექტივასთან, რომელიც არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან გათავისუფლება შესაძლებელია იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის, რომლის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების გატარება. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი სამინიტროს წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ გზშ-ის პროცედურამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელებას. რაც გულისხმობს, რომ საქმიანობის განხორციელება უკავშირდება შემჭიდროვებულ ვადებს და გზშ-ს პროცედურის ჩატარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ზემოაღნიშნული გარემოებების დროულად აღმოფხვრას. აღსანიშნავია, რომ ამგვარ პროცედურას არსებული კანონი არეგულირებდა, თუმცა როგორც პრაქტიკამ ცხადყო, ხშირ შემთხვევაში ისმებოდა საკითხი გზშ-სგან გათავისუფლების შესახებ, ისეთი საქმიანობებისათვის, რაც არ იყო დაკავშირებული საერთო სახელმწიფოებრივ 65 ინტერესთან და შემჭიდროვებულ ვადებში მის განხორციელებასთან. შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივის მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკრეტულად და ამომწურავად განისაზღვრა ის გარემოებები, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს საქმიანობის გზშ-სგან გათავისუფლებას. აქვე, აღსანიშნავია, რომ გზშ-სგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის წარდგინების საფუძველზე მიიღებს საქართველოს მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამომდინარე იქედან, რომ გზშ-სგან გათავისუფლება განხორციელდება სახელმწიფო უსაფრთხოების ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე და საკითხი არ ეხება მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას, მიზანშეწონილია, მთავრობამ, როგორც კოლეგიურმა ორგანომ იმსჯელოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. დამატებით განისაზღვრა ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა, იმ შემთხვევისათვის თუ საქმინობის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განცხადებას ასევე თან უნდა ერთვოდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი შეუამდგომლობა. ზ) საქმიანობის შემდგომი ანალიზი - გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა დაფუძნებული უნდა იყოს ანალიტიკურ მუშაობაზე. სწორედ ამიტომ, ყველა საქმიანობისათვის ტარდება საქმიანობის შემდგომი ანალიზი. აღნიშნული პროცედურის ჩატარების შედეგად, სამინიტრო და საზოგადოება გააანალიზებს რამდენად სწორი იყო ის დაშვებები, რაც გაკეთდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს, რა რეალური მაჩვენებლები დაფიქსირდა საქმიანობის ეტაპზე და სხვ. აღნიშნული ანალიზი საშუალებას მისცემს საზოგადოებას და სამინიტროს შემდგომი გადაწყვეტილებების გაცემის პროცესში, გაითვალისწინონ სხვა საქმიანობის განხორციელების შედეგები და მათი შეფასებები დაფუძნებული იყოს კონკრეტულ გამოცდილებაზე. აღსანიშნავია სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცესში. კერძოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება წინ უნდა უსწრებდეს სხვა სახის ნებართვის ან/და ლიცენზიის აღებას, რაც საქმიანობის განმახორციელებელს საშუალებას აძლევს უკეთ დაგეგმოს საქმიანობის განხორციელების ეტაპები. გამონაკლისი იქნება სარგებლობის ლიცენზია, რომელიც გაიცემა აუქციონის წესით. ამ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი თავდაპირველად აიღებს სარგებლობის ლიცენზიას აუქციონის მეშვეობით, მაგრამ, ვერ დაიწყებს სალიცენზიო საქმიანობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, მაშინ, მიღებული სარგებლობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოცხადდება. მსგავსი მექანიზმის შემოტანა მიზნად ისახავს, ერთის მხრივ სარგებლობის ლიცენზიას დაქვემდებარებული საქმიანობების გარემოსდაცვით შეფასებას, ხოლო მეორეს მხრივ იმისათვის, რომ არ შეფერხდეს სარგებლობის ლიცენზიის გაცემის პროცესი და ინვესტორმა არ დაკარგოს ინტერესი სარგებლობის ლიცენზიის მიღებისა, ასევე არ გასწიოს წინასწარ ხარჯები გზშ-ს პროცედურისათვის, სარგებლობის ლიცენზიის მიღებამდე, კანონპროექტმა შემოიტანა გამონაკლისის სახით ზემოაღნიშნული მექანიზმი, რაც 66 ყველაზე ოპტიმალურია როგორც ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის, ასევე გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინების კუთხით. კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება ექნება როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოებს და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნებს. ამით უზრუნველყოფილი იქნება როგორც თანასწორობის პრინციპი, ასევე, გარემოსდაცვითი პრინციპების გატარება სახელმწიფოს მხრიდან. კანონპროექტით განისაზღვრება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის შესაძლებლობა, თუმცა კანონპროექტი განსაზღვრავს გაცილებით მარტივ მექანიზმს ამ პროცესისათვის და ასევე არსებული რეგულაციისგან განსხვავებით, ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ნაწილობრივი გადაცემის შესაძლებლობას, რაც განპირობებულია არსებული პრაქტიკით. თ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ გაიცემა ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. თუმცა მოცემულ საკითხებს დაარეგულირებს ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს ეხება ამ სფეროში. შესაბამისად, კანონში მითითება კეთდება, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანილ იქნება აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც იდენტურ რეგულაციებს დაადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებთან მიმართებით. აღნიშნული განპირობებულია ,,გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ 2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივის მოთხოვნებიდან, რადგან აღნიშნული დირექტივა ეხება მათ შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც საქართველოს არსებული საკანონმდებლო სისტემის გათვალისწინებით, ცალკე კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება, იდენტურად, იმავე პრინციპებზე დაყრდნობით, როგორც ეს არის გარემოსდაცვით შეფასების კოდექსის პროექტში, იმ განსხვავებით, რომ ნაცვლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა გზშ-ს საკითხებზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას გასცემს ამ სფეროში კომპეტენტური ორგანო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. მესამე თავი - სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება- მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტების შეფასებას გარემოსდაცვითი კუთხით და ამდენად, აღნიშნული ინსტიტუტი მთლიანად სიახლეა ქართული კანონმდებლობისათვის. აღნიშნული თავი ითვალისწინებს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას ისეთი დოკუმენტის მომზადების დროს, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამასთან, პროცედურაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის ჩატარება სავალდებულოა იმ სექტორებში მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტებისათვის, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და ამასთან, ჩარჩოს უდგენს კანონპროექტის დანართში მითითებულ საქმიანობებს. სხვა სტრატეგიული დოკუმენტის მიმართ ტარდება სკრინინგის 67 პროცედურა, რა დროსაც დადგინდება უნდა დაექვემდებაროს თუ არა სტრატეგიული დოკუმენტი სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურები გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის მსგავსია იმ კუთხით, რომ ის მოიცავს მსგავს ეტაპებს, კერძოდ, სკოპინგის ეტაპს, რომელიც იგივე ვადებში და იგივე პრინციპებით ტარდება და რეკომენდაციის გაცემის ეტაპს, რომელიც იმავე ვადებში და პრინციპებით ტარდება, როგორც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პროცედურები. ამასთან, ვინაიდან, სტრატეგიული დოკუმენტის მიღება/გამოცემა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ხდება, სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასების შედეგად გაცემული დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა, დამგეგმავი ორგანო ვალდებული იქნება დაასაბუთოს, თუ რატომ არ ითვალისწინებს სამინიტროსგან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მიღებულ რეკომენდაციებს. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტიტუტის შემოღების ძირითადი მიზანია, გარდა ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა, ხელი შეუწყოს ქვეყნის სტრატეგიულ დაგეგმარებას და ამ პროცესში გარემოსდაცვითი და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასპექტების ინტეგრირებას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ სტრატეგიული დოკუმენტების მიღება, როგორც წესი მიზნად ისახავს, ისეთი სექტორების დაგეგმარება/განვითარებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს გარემოზე. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის მდგრადი განვითარება და ამა თუ იმ სექტორის განვითარება დაეფუძნოს სწორ, კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტიტუტი ითვალისწინებს მათ შორის საზოგადოების მონაწილებას ამ პროცესში, დაგეგმარების ადრეული ეტაპიდან. ამასთან, კანონპროექტით შემოთავაზებულია იმგვარი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებას და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ჩატარებას პარალელურ რეჟიმში. მისი მთავარი მიზანია, სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისას მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ის რისკები გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც შესაძლებელია მოჰყვეს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებას. გარდა ამისა, სტრატეგიული დოკუმენტის გარემოსდაცვითი შეფასება, ხელს შეუწყობს მდგრადი საინვესტიციო გარემოს შექმნას ქვეყანაში, ვინაიდან, სტრატეგიული დოკუმენტი, როგორც წესი ჩარჩოს ადგენს სამომავლოდ განსახორციელებელი ისეთი საქმიანობებისთვის, რომელიც ექვემდებარება გზშ-ს. შესაბამისად, სტრატეგიულ დოკუმენტზე გარემოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროების მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას გზშ-ს დაქვემდებარებულ საქმიანობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის. აქვე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა დაფინანსებითაც ხორციელდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პროექტები, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტიტუტს, რაც ამცირებს რისკებს, მათ მიერ გამოყოფილი ინვესტიციებისათვის. მეოთხე თავი - საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნული თავი უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების შემოღებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კანონპროექტით დადგენილია საზოგადოების მიერ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის ელექტრონული და წერილობითი საშუალებები. ამასთან, 68 საზოგადოებას მოქმედ კანონთან შედარებით უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აქვს შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა. კოდექსის ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის სწორედ ის, რომ საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. კერძოდ, სკრინინგის, სკოპინგის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციის გაცემის პროცესში. საზოგადოების მონაწილეობა გულისხმობს მათ ინფორმირებას, მათთვის მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას სხვადასხვა საშუალებებითა და სხვადასხვა ეტაპზე. ამასთან, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში ასახოს ყველა ის მოსაზრება, რაც წარმოდგენილია საზოგადოების მიერ და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ინფორმირება და საჯარო განხილვის ორგანიზება იქნება არა საქმიანობის განმახორციელებლის, არამედ, სახელმწიფოს, კერძოდ, სამინისტროს ვალდებულება. ამით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფრო ეფექტიანი მონაწილეობა და ამასთან, საქმიანობის განმახორციელებლები გათავისუფლდებიან ამ ტვირთისგან. მეხუთე თავი - გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა. კანონპროექტი, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ითვალისწინებს, სრულიად ახალი, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემოღებას, რაც გულისხმობს საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით უცხო ქვეყნის გარემოზე ზემოქმედების დროს, აღნიშნული სახელმწიფოს ჩართულობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნული პროცედურა ტარდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქართველოს გარემოზე ხდება ზემოქმედება უცხო სახელმწიფოში დაგეგმილი საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგად. გარემოზე ტრანსსასაზღვრო პროცედურის ჩატარება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ მეორე სახელმწიფოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრი აქვს მსგავსი ტიპის ვალდებულება ან საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის გაფორმებულია ორმხრივი ხელშეკრულება გარემოზე ტრანსსასაზღვრო პროცედურების განხორციელების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება დაკავშირებულია გარემოზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან, რომელიც იდენტიფიცირებულია საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სამინიტროს ან/და ტრანსსასაზღვრო საქართველოს ზემოქმედებას დაქვემდებარებული მთავრობა სამინისტროს შუამდგომლობით საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის გარემოზე შეფასებისადმი დაქვემდებარების ზემოქმედებას დაქვემდებარებული ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ. სახელმწიფოს იღებს მიერ, გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფო გამოხატავს ინტერესს მონაწილეობის შესახებ, შეფასების პროცედურაში ტრანსსასაზღვრო შესაბამისი სახელმწიფოს მიერ ინტერესის გამოხატვის შემდგომ საქართველოს მთავრობა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ სახელმწიფოსთან ტრანსსასაზღვრო პროცედურების დაწყების თაობაზე. საქართველოს მთავრობის ჩართულობა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოცემულ საკითხზე 69 განპირობებულია საკითხის მნიშვნელობიდან და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებიდან გამომდინარე. მეექვსე თავი - საექსპერტო კომისია და პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საექსპერტო კომისიის შექმნის მიზანია კომპეტენტური და დამოუკიდებელი პირების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საექსპერტო კომისია ატარებს ექსპერტიზას წარდგენილ დოკუმენტზე (გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში). კომისიის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამინიტროს მიერ სწორი და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაფუძვნებული იქნება შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევაზე და მათი მხრიდან საკითხის სრულყოფილად შესწავლაზე. კომისიის მიერ მიღებული დასკვნა წარედგინება სამინიტროს. სამინიტრო სათანადოდ ითვალისწინებს კომისიის დასკვნას. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აღნიშნული თავი ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. გარდა ამისა, აღნიშნული თავი მოიცავს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პროცედურას, რომელიც არსებულ ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კანონშია მოცემული. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლი ითვალისწინებს ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობების (გარდა საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ განსაზღვრული, არსებულ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებული საქმიანობებისა), რომელთა განხორციელებაც დაწყებულია 2015 წლის 1 ივნისამდე და რომლებსაც არ აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, გაგრძელების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. ხოლო 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სამინისტროს განცხადებით მიმართოს 2019 წლის 1 ივნისამდე. აღნიშნული რეგულირების შემოღება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ის საქმიანობები, რომელთაც ვერ მოიპოვეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა საჭიროებდნენ დაქვემდებარებოდნენ გარკვეულ გარემოსდაცვით სამართლებრივ რეგულაციებს. რეჟიმში იმის მოქცევას, გათვალისწინებით, რათა რომ საქმიანობის განმახორციელებლები შესაძლებელია იყვნენ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტები (მაგ. საქართველოს მეტროპოლიტენი, ჰიდროელექტროსადგურები, საქართველოს რკინიგზა, მაგისტრალური გაზსადენები და ნავთობსადენები და ა.შ.), რომელთა საქმიანობას ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და რომელთა ფუნქციონირებას სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი დატვირთვა გააჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად მიმართვის ვადა იწურება 2017 წლის 1 ივნისს და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტროსთვის ყველა სუბიექტს არ მოუმართავს, საჭირო გახდა, კოდექსით აღნიშნული საკითხის დარეგულირება. ამასთან, 70 მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭებისათვის სამინისტროსათვის მიმართვის ვადამ გადაიწია 2019 წლის 1 ივნისამდე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. გარდამავალი პერიოდის გეგმების შემოღება ევროპის ქვეყნებშიც ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა და მისი მიზანია ეტაპობრივად უკვე არსებული საქმიანობების გარემოსდაცვით ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. იმ ობიექტებთან მიმართებით, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების რეგულაციების მიღებამდე ამოქმედდა, საჭირო გახდა გარკვეული ქმედითი სამართლებრივი რეგულაციების შემოღება. სწორედ ამ მიზნით, მიღებულ იქნა 2001 წლის 19 მარტის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს რეგულაცია ეკო- მენეჯმენტისა და აუდიტის გარდამავალი გეგმა-გრაფიკების შემოღების შესახებ (REGULATION (EC) No 761/2001 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 19 March 2001 allowing voluntary participation by organisations in a Community eco-management and audit scheme (EMAS); ამჟამად მოქმედია 2009 წლის 25 ნოემბრის რედაქტირებული დადგენილება (Regulation (EC) No 1221/2009 (EMAS III). აღნიშნული რეგულაცია, ზოგადი ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, ითვალისწინებდა უკვე არსებული საქმიანობებისთვის გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკების შემუშავების რეკომენდაციებს. ამჟამად, ევროკავშირის ქვეყნებში, უკვე მოქმედი ობიექტებისთვის გარდამავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკების შემუშავების ვალდებულება განისაზღვრება ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის დირექტივით სამრეწველო ემისიების (საერთო დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის) შესახებ1 (Directive 2010/75/EU of the European Parliament and of the Council of 24 November 2010 on industrial emissions (integrated pollution prevention and control). კერძოდ, მისი 32-ე მუხლი ავალდებულებს წევრ ქვეყნებს უკვე არსებული, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისათვის (იგულისხმება ენერგეტიკული მრეწველობის, ქიმიური მრეწველობის, მოპოვებითი მრეწველობის, მეტალების წარმოებისა და დამუშავების, ნარჩენების მართვის, ცხოველების მოშენების და სხვა დარგებთან დაკავშირებული აქტივობები) გარდამავალი ეროვნული გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას 2016 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 30 ივნისის პერიოდისთვის. გარდამავალი ეროვნული გეგმა უნდა ადგენდეს ემისიების კონკრეტულ ოდენობებსა და სახეობებს ის აერთიანებს მანამდე მოქმედ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს დირექტივას. ესენია: დირექტივა ტიტანის დიოქსიდის საწარმოო ნარჩენების შესახებ (Directive 78/176/EEC on titanium dioxide industrial waste); დირექტივა ტიტანის დიოქსიდის ნარჩენების მონიტორინგისა და ზედამხედველობის შესახებ (Directive 82/883/EEC on the surveillance and monitoring of titanium dioxide waste); დირექტივა ტიტანის დიოქსიდის საწარმოო ნარჩენების შემცირების შესახებ (Directive 92/112/EEC on the reduction of titanium dioxide industrial waste); დირექტივა აქროლადი ორგანული ნაერთების გამოყოფის შემცირების შესახებ (Directive 1999/13/EC on reducing emissions of volatile organic compounds (VOCs); დირექტივა ნარჩენების წვის შესახებ (Directive 2000/76/EC on waste incineration); დირექტივა გარემოს დაბინძურების კომპლექსური პრევენციისა და კონტროლის შესახებ (Directive 2008/1/EC concerning integrated pollution prevention and control); დირექტივა დიდი სიმძლავრის საწვავი მოწყობილობებიდან ზოგიერთი დამაბინძურებლის გარემოში ემისიის შეზღუდვის შესახებ (Directive 2001/80/EC on the limitation of emissions of certain pollutants from large combustion plants. 1 71 თითოეული საქმიანობისთვის და, საბოლოოდ, მიმართული უნდა იყოს ემისიების სრული ოდენობის შემცირებისკენ (საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობა შესაბამისი იყოს გარემოს დაცვის ნორმებთან და სტანდარტებთან). გარდამავალ რეგულაციებს უკვე არსებული ობიექტებისთვის მოიცავს, აგრეთვე, შორ მანძილზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენცია (Convention on Longrange Transboundary Air Pollution, Geneva, 1979), ამ კონვენციის გოტენბურგის ოქმი2 (Gothenburg Protocol) და SEVESO დირექტივა სახიფათო ნივთიერებებთან დაკავშირებული მსხვილმასშტაბიანი ავარიების მაღალი რისკების კონტროლის შესახებ (Directive 2012/18/EU, of 4 July 2012 on the control of major-accident hazards involving dangerous substances). კოდექსის პროექტით აგრეთვე განისაზღვრება ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ეხება გარემოსდაცვითი განისაზღვრება გადაწყვეტილებით მექანიზმები, მაკონტროლებელი განსაზღვრული რომელსაც გამოიყენებს. პირობების გადაწყვეტილების ამავდროულად, შეუსრულებლობას. გამცემი დგინდება და პირობების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კერძოდ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაწყვეტილების შეიძლება ძალადაკარგულად გასაჩივრდეს ზემდგომ გამოცხადების ადმინისტრაციულ შესახებ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში. აგრეთვე კოდექსის პროექტის მე-14 მუხლი განსაზღვრავს საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესსაც, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში. გასაჩირების საკითხები ზუსტად იმგვარად არის რეგულირებული, როგორც გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შემთხვევაში იყო გათვალისწინებული კანონმდებლობით. მეშვიდე თავი - გარდამავალი და დასკვნითი დებულებები კანონპროექტით გათვალისწინებულია იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც აუცილებელია კოდექსის ამოქმედებისათვის და პრაქტიკაში განხორციელებისათვის. კანონპროექტი განსაზღვრავს კოდექსის ამოქმედების სხვადასხვა ვადებს. კერძოდ, კოდექსის ამოქმედების ზოგადი ვადა არის 2017 წლის 1 სექტემბერი (როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებიდან გამომდინარეობს), გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურებისათვის ძალაში შესვლის თარიღად დადგენილია ის ვადა, როდესაც სახელმწიფო მოახდენს შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიცირებას, რომელსაც ემყარება ტრანსსასაზღვრო პროცედურები, ამასთან, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურების ამოქმედება გათვალისწინებულია 2018 წლის 1 იანვრიდან, მთავარი მიზეზი არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და გარემოს დაცვის 2 ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება მიუერთდეს ამ კონვენციასა და გიოტენბურგის ოქმს. 72 სამინსიტროების ინსტიტუციური, ტექნოლოგიური რეფორმების საჭიროება და ადამიანური რესურსის კაპიტალის ზრდა, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე ევროკავშირის ,,ტვინინგის“ პროექტი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს საკითხების სწორ მენეჯმენტს ეხება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აუცილებელი იქნება საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის უზრუნველყოფისათვის სათანადო მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყოფა (რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, რადგან წარმოდგენილი კოდექსის პროექტით, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილის ამოქმედება განსაზღვრულია 2018 წლის 1 იანვრიდან). სწორედ ამიტომ, საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისას, ორივე სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული საკითხები და განსაზღვროს თანხების ის სავარაუდო ოდენობა, რაც აუცილებელი იქნება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტრუმენტის აღსრულებისათვისათვის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტით დგინდება გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებელი, რომლითაც ჩანაცვლდება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოსაკრებელი, ოდენობის უცვლელად. გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებელი განისაზღვრება 500 ლარით, როგორც ეს იყო გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისათვის. აქვე, გამომდინარე იქედან, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტის II დანართით განისაზღვრება იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც დაექვემდებარება სკრინინგის პროცედურას და რომელიც მოქმედი რეგულაციის პირობებში არ საჭიროებდა გარემოზე ზემოქმედების ნებართვას, თუკი სკრინინგის გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ს, საქმიანობის განმახორციელებელს მოუწევს გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებლის გადახდა, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუმცა წინსწრებით რა თქმა უნდა შეუძლებელია დაითვალოს ის სავარაუდო საქმიანობები, რომლებიც კოდექსის ამოქმედების შემდგომ შემოვლენ ბაზარზე და მოუწევთ ახალი რეგულაციების რეჟიმში ფუნქციონირება და შესაბამისად მოსაკრებლის თანხა, რომელსაც გადაიხდიან ასეთი პირები. თუმცა, ცალსახაა, რომ ახალი რეგულაციები შესაძლოა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახოს და მოიმატოს გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებლის თანხის ოდენობამ, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოსაკრებელთან მიმართებით. ამასთან, კანონპროექტი განსაზღვრავს გადაწყვეტილების პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სქემას. თუმცა უკვე კონკრეტული მარეგულირებელი ნორმები, სადაც განსაზღვრულია კონკრეტული პასუხისმგებლობის ზომა, მოცემულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტის თანმდევ კანონპროექტებში. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73 ცვლილებებში. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით განსაზღვრული ახალი რეგულაციების შემოღება და მის თანმდევ ზემოაღნიშნულ კანონპროექტებში ცვლილებები გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას. უფრო კონკრეტულად, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობები სკრინინგის პროცედურის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია დაექვემდებაროს გზშ-ს. აქედან გამომდინარე, წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ჯამში II დანართით გათვალისწინებული რამდენი საქმიანობა დაექვემდებარება გზშ-ს და ამის შესაბამისად, ასევე შეუძლებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობების განხორციელების შემთხვევების რიცხობრივად გამოსახვა და ჯარიმის სახით მისაღები შემოსავლის ოდენობის დადგენა. ასევე, თანმდევი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების პროექტით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად განისაზღვრება ჯარიმა, რომლის გადახდის შემთხვევაში თანხა მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული ჯარიმის ოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენ შემთხვევაში გამოიყენებს სასჯელის სახით ჯარიმას სასამართლო. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიღებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება სხვადასხვა ვალდებულებების შესრულების საკითხი, მათ შორის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის გაძლიერება ადამიანური რესურსების მიმართულებით. ახალი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროსა და მისი სსიპ-ებთან არსებული გეოსაინფორმაციო მონაცემთა ბაზებისა და სივრცულ მონაცემთა ტექნიკური ინტეგრაციისა და ერთიან სამუშაო სივრცეში სისტემატიზაციისათვის იგეგმება უნიფიცირებული გეოინფორმაციული ელექტრონული სისტემის პორტალის (GIS) და ბიზნეს პროცესების მოდელირებისა და ნოტაციის ავტომატიზირებული სისტემის (BPMN/CMMN) შექმნა, რომლისთვისაც საჭიროა გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის გაძლიერება 4 საშტატო ერთეულით (2 მთავარი და 2 უფროსი სპეციალისტი). აღნიშნული უკვე აისახა სამინისტროს საშტატო ნუსხაში, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 23 დეკემბრის N2628 განკარგულებით. სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში საშტატო რიცხოვნობა იმგვარად განისაზღვრა (შემცირდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო რიცხოვნობა 1 ერთეულით), რომ შესაძლებელი გახდა საწყის ეტაპზე ნებართვების დეპარტამენტის გაძლიერება ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის და გის-პორტალის შექმნისათვის სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები (პროგრამული კოდი 380102). მისი მიზანია გარემოსდაცვითი მართვის ინტეგრირებული სისტემის შექმნა, რომლის დანიშნულებაა ცენტრალურ და რეგიონულ მართვის სტრუქტურებსა და მათთან დაკავშირებულ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და საზოგადოებისათვის ამ მონაცემებთან წვდომის გაუმჯობესება. იგი მოიცავს არსებულ მონაცემთა ბაზების ინტეგრირებას, თავსებადობას ახალ სისტემასთან. აღნიშნული მონაცემთა ბაზის შექმნა წარმოადგენს ძალზედ მნიშვნელოვან წინაპირობას, იმისათვის, რომ სამინისტრომ 74 ეფექტიანად განახორციელოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული უფლებამოსილებათა განხორციელება. ეს ეხება მონაცემთა ბაზების ინტეგრირებას ერთიან სისტემაში, რაც საშუალებას მისცემს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, ცალკეული სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის სანაცვლოდ ისინი მოიძიოს, დაამუშავოს და გაანალიზოს ერთ სისტემაში თავმყორილი ინფორმაციის საფუძველზე, რაც ცხადია, როგორც დროის დაზოგვის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, აგრეთვე უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის გამართული, შეუფერხებელი ფუნქციონირების არსებით წინაპირობას. გარდა ამისა, აუცილებელი იქნება საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის უზრუნველყოფისათვის სათანადო მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყოფა (რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, რადგან წარმოდგენილი კოდექსის პროექტით, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილის ამოქმედება განსაზღვრულია 2018 წლის 1 იანვრიდან). სწორედ ამიტომ, საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისას, ორივე სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული საკითხები და განსაზღვროს თანხების ის სავარაუდო ოდენობა, რაც აუცილებელი იქნება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტრუმენტის აღსრულებისათვისათვის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება არსებული, რეგულირებას დაქვემდებარებული საქმიანობით დაინტერესებული კერძო სამართლის პირების დანახარჯი, რადგან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით ჩანაცვლებით არ იცვლება დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა და იგი კვლავ განისაზღვრება 500 ლარით. ამასთან, ახალი რეგულაციით, ფინანსური შედეგები დგება იმ პირთათვის, რომელთა საქმიანობაც ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის შესაბამისად არ ექვემდებარებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, ხოლო ახალი რეგულაციების პირობებში, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მეორე დანართით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყების შემთხვევაში, თუკი სკრინინგის გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ს, საქმიანობის განმახორციელებს მოუწევს სკოპინგისა და გზშ-ს ანგარიშების მომზადებისათვის შესაბამისი თანხების გათვალისწინება, ასევე გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებლის (500 ლარი) გადახდა. ასე მაგალითისათვის, გზშ-ს დოკუმენტის მომზადების ღირებულება, რომელსაც საქმიანობის განმახორციელებლის დაკვეთით ამზადებს შესაბამისი საკონსულტაციო კომპანია, გამომდინარეობს საქმიანობის სპეციფიკიდან, მისი წარმადობის/სიმძლავრის და საქმიანობის გარემოზე გავლენის შედეგებიდან. შეფასების დოკუმენტის საშუალო ღირებულება 6000-50000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ღირებულება, მთლიანი საპროექტო ღირებულების (არ მოიცავს საინვესტიციო ღირებულებას) 10-12%-ს უტოლდება. თუმცა, წინსწრებით შეუძლებელია გამოითვალოს სავარაუდო თანხები, რამდენ ახალ 75 საქმიანობის განმახორციელებელს მოუწევს გზშ-ს დოკუმენტის მომზადება და რა თანხებთან იქნება საბოლოოდ ეს დაკავშირებული. როგორც აღვნიშნეთ, კოდექსის II დანართი განსაზღვრავს ახალ საქმიანობებს, რომლებიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ საჭიროებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, თუმცა ამისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს საქმიანობის სკრინინგი, დადგინდეს საჭიროებს თუ არა საქმიანობა სრული გზშ-ს პროცედურის ჩატარებას და მხოლოდ ამის შემდგომ დგება დღის წესრიგში გზშ-ს ანგარიშის მომზადების საჭიროება, მოსაკრებლის გადახდის საკითხი დაინტერესებული პირისათვის. სწორედ ამიტომ, წინსწრებით რთულია დაითვალოს ის სავარაუდო თანხები და საქმიანობები, რომლებიც კოდექსის ამოქმედების შემდგომ შემოვლენ ბაზარზე და მოუწევთ ახალი რეგულაციების რეჟიმში ფუნქციონირება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით, კანონპროექტი მომზადებულია ევროკავშირის 2011 წლის 13 დეკემბრის N2011/92/EU დირექტივის საფუძველზე. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით, კანონპროექტი მომზადებულია ევროკავშირის 2001 წლის 27 ივნისის 2001/42/EC დირექტივის საფუძველზე. ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ კონვენცია (Espoo, 1991, the Espoo (EIA) Convention). ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ კონვენციის პროტოკოლი სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებით (კიევი 2003). „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენცია. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ 76 კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. ამასთან, კანონპროექტის განხილვებში უზრუნველყოფილი იყო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა. კანონპროექტის შემუშავდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებითა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (EaP GREEN) ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების უშუალო ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ივნისში ქალაქ ბათუმში ჩატარდა UNECE-ს რიგით მე-8, გარემოსდაცვით მინისტერიალი - გარემო ევროპისათვის (Environment for Europe (EfE)), რომლის ფარგლებში განხილული იქნა სწორედ გარემოსდაცვითი შეფასების ახალი კოდექსი. მინისტერიალში 56 ქვეყნის დელეგაცია და საერთაშორისო და რეგიონული ორგანზიაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, სადაც ერთხმად იქნა აღიარებული კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციების საჭიროება და მნიშვნელობა საქართველოსათვის. ამავდროულად, ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და კონსტულტანტებისათვის, რომელთაც მოუწევთ ახალი რეგულაციების რეჟიმში მუშაობა, დეტალურად იქნა განხილული კანონპროექტის მთავარი პრინციპები, პროცედურები, ჩატარდა ცალკე კონსულტაციები ეკონომიკური საბჭოს აპარატთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე არსებობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ექსპერტის წინასწარი დადებითი შეფასება, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, როგორც უცხოელი ექსპერტი და ამოწმებდა კოდექსის პროექტის შესაბამისობას ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 77