„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. თუ ამ კანონის მე-7 მუხლით პირველი, მე-4-მე-5 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული
სარგებლობის ლიცენზიის გაცემა საჭიროებს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“
გათვალისწინებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, იგი ძალაში შედის მხოლოდ
აღნიშნული
გადაწყვეტილების
გაცემის
შემდგომ.
თუ
,,გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსის“ შესაბამისად, მიღებულ იქნა საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება
ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგინდა იმგვარი პირობები,
რომელიც სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის არსებითად ცვლის სალიცენზიო
პირობებს,
ლიცენზიის
მფლობელს
მისი
მოთხოვნის
შემთხვევაში,
აუქციონზე
დაფიქსირებული საბოლოო ფასი უკან უბრუნდება. ფასის უკან დაბრუნების წესი
განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.“.
2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. იმ შემთხვევაში, თუ მთლიანი ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებამდე
ლიცენზიის მფლობელი იმავდროულად იყო ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“
განსაზღვრული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღები, ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი და
ლიცენზიის მიმღები მიმართავენ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემ უფლებამოსილ
ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის გადაწყვეტილებათა რეესტრში ცვლილების შეტანის,
გადაწყვეტილების დედანის მიღებისა და გადაწყვეტილების შესაბამისად გარემოსდაცვითი
პირობების განსაზღვრის მიზნით. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
პირობების დარღვევისათვის
თითოეული სუბიექტის პასუხისმგებლობა განისაზღვრება
ინდივიდუალურად, მისთვის განსაზღვრული პირობების შესაბამისად. გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გამცემი ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს
წარმოდგენილ განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს შესაბამის
გადაწყვეტილებას.“.
3. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა, მხოლოდ
სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის
დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ლიცენზიის
გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის
შემდეგ, ხოლო ამ მუხლის მე-21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების
შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.“.
4. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის
მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური
ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები და დგინდება ახალი პრინციპები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
ნებართვის ერთ-ერთი სახეა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვა“. გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსით გათვალისწინებულია სანებართვო სისტემის გაუქმება და შესაბამისად,
კანონპროექტი ითვალისწინებს ნებართვების ჩამონათვალში აღნიშნული ნებართვის
ამოღებას.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილება სხვა ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის წინაპირობაა, გარდა
სარგებლობის
ლიცენზიისა.
სარგებლობის
ლიცენზია
შესაძლებელია
გაიცეს
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, მაგრამ იმ პირობით, რომ ის ძალაში შევა
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ. აღნიშნული რეგულაციით, არ
შეფერხდება არსებული აუქციონის პროცესი, რომელიც დადგენილია სარგებლობის
ლიცენზიის გაცემისთვის, ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსით გათვალისწინებული პრინციპების იმპლემენტაცია, რამდენადაც, სარგებლობის
ლიცენზიის მფლობელი ვერ დაიწყებს სალიცენზიო საქმიანობას გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ამასთან, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქმიანობის
განმახორციელებელს უარი ეთქვას საქმიანობის განხორციელებაზე ან დაუდგინდეს ისეთი
პირობები, რომელიც არსებითად ცვლის აუქციონის პირობებს. ასეთ შემთხვევაში,
მოთხოვნისამებრ, საქმიანობის განმახორციელებელს უკან დაუბრუნდება გადახდილი
საწყისი თანხა.
კანონპროექტი ასევე არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ლიცენზიის
მფლობელი აპირებს გაყოს ლიცენზია. ასეთ დროს, აუცილებელი ხდება სალიცენზიო
საქმიანობის განმახორციელებელი თითოეული სუბიექტისათვის გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების განსაზღვრა. შესაბამისად, კანონპროექტით
ლიცენზიის გაყოფის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელები საქმიანობას დაიწყებენ
მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ერთ სუბიექტზე გაცემული გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების პირობების გადანაწილება. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევაზე,
როდესაც თავადპირველი ლიცენზიის მფლობელი იმავდროულად იყო გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობის ლიცენზიის
მფლობელს უარი ეთქმევა სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებაზე, მას უკან უბრუნდება
გადახდილი აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი. ამდენად, ფინანსურად მას
ტვირთად არ დააწვება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავება
განხორციელდა
ევროკავშირის
აღმოსავლეთ
პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა
და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის ხდება მისი ამოღება
მუხლი
19.
სარგებლობის
ლიცენზიის
გაცემის
საწყისი
ფასის
განსაზღვრისა
და
ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს,
ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ადგენს ლიცენზიის გამცემი.
2.
სახელმწიფო
და
საზოგადოებრივი
ინტერესების
გათვალისწინებით,
ყველაზე
ოპტიმალური ფასით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, სარგებლობის ლიცენზიის
მოქმედების ვადას განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მაძიებლის განცხადების
საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის
განსაზღვრისას.
3. დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის უვადოდ გაცემა. ვადის განსაზღვრისას
გაითვალისწინება
სარგებლობის
ლიცენზიის
კონკრეტული
ობიექტის
თვისება
და
სარგებლობის ტექნოლოგიური ხასიათი.
4. ლიცენზიის გამცემს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს
სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.
მუხლი 20. სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის
ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის
ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა
პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ლიცენზიის მფლობელი მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში
ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღის
ვადაში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო
მოწმობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულების ლიცენზიის გამცემის მიერ
შეუსრულებლობა არ აბრკოლებს ლიცენზიის მიმღებისათვის შესაბამისი სარგებლობის
განხორციელებას.
4. ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა, მხოლოდ
სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის
დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულის აღებისა და ლიცენზიის
გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის
შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება
ლიცენზიის მიმღებს.
5. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობებთან და სალიცენზიო მოწმობის დაკარგვადაზიანებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის III თავით დადგენილი
წესით.
6. დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის სხვა პირისათვის
გადაცემა, როდესაც ლიცენზიის მფლობელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში
საქმიანობის უფლება.
7. მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის შესაძლებელი, საქართველოს შავი
ზღვის კონტინენტურ შელფზე რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა
რამდენიმე ნაწილად დაყოს, იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს სარგებლობის
ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი.
8. ნებისმიერი პირი, მათ შორის, საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია,
რომლის საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში გადავა დაგირავებული ან სხვაგვარად
დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია,
ვალდებულია
შეასრულოს
სალიცენზიო
პირობები
,
კონკრეტული
ობიექტით
სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი
სხვა მოთხოვნები.
მუხლი 24. ნებართვის სახეები
1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
3.
ფიტოსანიტარიულ
კონტროლს
დაქვემდებარებული
მცენარეული
წარმოშობის
პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია - 13.04.2016, №4950).
71. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა.
72. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის
ნებართვა.
8. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა.
9. რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა.
10. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული
მასალის
მიღება
ან
წარმოება,
დანადგარების,
რომლებიც
შეიცავს
რადიოაქტიურ
ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე
რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი.
101 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.
11. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების,
მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვა.
12. (ამოღებულია).
13. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან
სპორტული
მოკლე
ხრახნილლულიანი
ცეცხლსასროლი
იარაღის
შეძენის
(შენახვის
უფლებით) ნებართვა.
14. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი
იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე
გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შე-ნახ-ვისა და ტარების უფლებით)
ნებართვა.
141. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონ-მდებლობის თანახმად სამსახურებრივი
უფლებამოსილების გას-ვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის
მე-13 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შე-ნახ-ვისა და ტარების
უფლებით) ნებართვა.
142. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთ-რებაში
არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის
შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.
143. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის
სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა.
15. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი
ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა.
151. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და
საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა.
152. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა.
153. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა.
16. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა.
17. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის
და
საბრძოლო
მასალის
ძირითადი
ელემენტების
იმპორტის,
ექსპორტის,
რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.
17 1. სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
17 2. სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
173. სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
174. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.
175. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.
18. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა.
19. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა
მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო
მასალის
საქართველოში
შემოტანის,
საქართველოდან
გატანისა
და
საქართველოში
გადაადგილების ნებართვა.
20. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა.
21. ამოღებულია.
22. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის,
მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან
საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.
23. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული
ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა.
24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული
ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვა.
241. რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვა.
25. (ამოღებულია).
26. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.
27. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
271. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
272. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
273. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.
274. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.
28. საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა.
281. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა.
29.
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
დადგენილი
საერთაშორისო
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა .
30.
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებების
საფუძველზე
დადგენილი
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.
31. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო
ხელშეკრულების
საფუძველზე
დადგენილი
ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი.
კვოტის
ზევით)
ნებართვა,
რომელსაც
32. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა.
33. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა.
34. (ამოღებულია).
341. (ამოღებულია – 13.10.2011, №5121).
35. (ამოღებულია).
36. (ამოღებულია).
37. სამორინეს მოწყობის ნებართვა.
371 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
38. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა.
39. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა.
40. ლოტოს მოწყობის ნებართვა.
41. ბინგოს მოწყობის ნებართვა.
42. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა.
43. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან
ექსპორტის ნებართვა.
44. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა.
45. ფარმაცევტული
წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული
საშუალებებისა) ნებართვა.
46. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა.
47. (ამოღებულია).
48. (ამოღებულია).
49. არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.
50. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა.
51. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა.
52. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა.
53. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
54. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა.
5 5 . რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა.
56. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა.