„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/47/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N17-18, 14.05.1998, გვ. 7) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები და დგინდება ახალი პრინციპები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციით გათვალისწინებულია არქიტექტურული პროექტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით უქმდება აღნიშნული კანონი. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არქიტექტურულ პროექტს არ უტარდება ექსპერტიზა და კანონში არსებული ჩანაწერი მოქმედ კანონმდებლობასთანაც შეუსაბამოა, ტექნიკურად სწორდება კანონპროექტი და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 5. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. მშენებლობის ნებართვა. ობიექტის რეალიზაციაზე ზედამხედველობა და საექსპლუატაციოდ მიღება 1. არქიტექტურულ პროექტს შეითანხმებს და ობიექტის მშენებლობის ნებართვას გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პროექტები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების, სახელმწიფო სარეზერვო და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისა და სახელმწიფოს მიერ ან მისი გარანტიით მშენებლობისათვის აღებული კრედიტების ხარჯზე, ექვემდებარება სახელმწიფო ექსპერტიზას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ დაფინანსებული პროექტების ექსპერტიზა ტარდება სათანადო შემთანხმებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. არქიტექტურული პროექტის ეკოლოგიური ექსპერტიზა ტარდება „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. არქიტექტურულ პროექტზე საექსპერტო დასკვნას გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ორგანოსთან არსებული ექსპერტიზის სამსახური, აგრეთვე შესაბამისი ლიცენზიის მქონე დამოუკიდებელი ექსპერტი. 5. არქიტექტურული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნებს, შედგენილია არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების პირობების დაცვით და შეთანხმებულია დადგენილი წესით, წარმოადგენს სავალდებულო დოკუმენტს არქიტექტურული პროექტის რეალიზაციაში მონაწილე ყველა სუბიექტისათვის. 6. ზედამხედველობას არქიტექტურული პროექტის რეალიზაციაზე ახორციელებს: ა) დამკვეთი, პროექტის ავტორი საავტორო ზედამხედველობის წესით; ბ) არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო „არქიტექტურულ- სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. არქიტექტურული ობიექტი საექსპლუატაციოდ მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.