„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/47/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N18, 22.05.2007, მუხ. 138) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურაში და წარადგენს შესაბამის დასკვნას;”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჩართულობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით ისეთ შემთხვევაში თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა ზეგავლენას ახდენს კულტურულ მემკვიდრეობაზე. შესაბამისად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენციების ნაწილში ემატება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 5. სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო: ა) ზედამხედველობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შეიმუშავებს და წარმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, დაცვას, პოპულარიზაციას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას; დ) უზრუნველყოფს გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზასა და სახელმწიფო აღრიცხვას, ადგენს შესაბამის წესებს; ე) ზედამხედველობს ძეგლზე წარმოებულ და არქეოლოგიურ სამუშაოებს და ქმნის სამუშაოების მიმღებ კომისიებს; ვ) აკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ გატანას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ზ) უზრუნველყოფს ისტორიული არეალების დაფარვით ინვენტარიზაციას, შეიმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათ ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს; თ) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო სისტემასა და ბაზას; ი) შეიმუშავებს და ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნობრივ და სახელმწიფო პროგრამებს, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სახის საქმიანობას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას; ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის, მათზე რეაგირებისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს; მ) ახდენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ (აუდიო-, ვიდეო, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას; ნ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე; ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია სამინისტროს სამართლებრივი კომპეტენციისთვის აქტით გადასცეს მიკუთვნებული ამ კანონით განსაზღვრული, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება მის ტერიტორიულ ორგანოს, ასევე სტრუქტურულ ერთეულს. 3. მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტების გამოცემის უფლებამოსილება ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. 4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში – საბჭო). 5. საბჭო დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით. საბჭოს საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 6. საბჭო იხილავს: ა) ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე ძეგლის კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხებს; ბ) ძეგლზე და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების სამეცნიერო-მეთოდურ საკითხებს; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტებს, ისტორიული დასახლებებისათვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხებს; დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისა და მათ ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საკითხებს; ე) „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 1972 წლის კონვენციით შექმნილ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში (შემდგომში – მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა) შესატანად ძეგლების წარდგენის საკითხებს; ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განსახორციელებელ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებს; ზ) საბჭოს დებულებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებს. 7. საბჭოს გადაწყვეტილებები მინისტრისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.