„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„სალიცენზიო
და
სანებართვო
მოსაკრებლების
შესახებ“
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს
ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის
მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური
ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები და დგინდება ახალი პრინციპები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს
მოსაკრებლის
ოდენობას
გარემოზე
ზემოქმედების
ნებართვისთვის.
ვინაიდან,
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით უქმდება აღნიშნული ნებართვის სახე, ამდენად, წარმოდგენილი
კანონპროექტით უქმდება სანებართვო მოსაკრებელიც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გასათვალისწინებელია, რომ
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოსაკრებელი
ჩანაცვლდება გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებლით, ოდენობის უცველელად.
გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებელი განისაზღვრება 500 ლარით, როგორც ეს იყო
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისათვის.
აქვე, გამომდინარე იქედან, რომ
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტის II დანართით განისაზღვრება იმ
საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც დაექვემდებარება სკრინინგის პროცედურას და
რომელიც მოქმედი რეგულაციის პირობებში არ საჭიროებდა გარემოზე ზემოქმედების
ნებართვას, თუკი სკრინინგის გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ საქმიანობა
ექვემდებარება გზშ-ს, საქმიანობის განმახორციელებს მოუწევს გარემოსდაცვითი შეფასების
მოსაკრებლის გადახდა, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუმცა წინსწრებით
რა თქმა უნდა შეუძლებელია დაითვალოს ის სავარაუდო საქმიანობები, რომლებიც კოდექსის
ამოქმედების შემდგომ შემოვლენ ბაზარზე და მოუწევთ ახალი რეგულაციების რეჟიმში
ფუნქციონირება და შესაბამისად მოსაკრებლის თანხა, რომელსაც გადაიხდიან ასეთი პირები.
თუმცა, ცალსახაა, რომ ახალი რეგულაციები შესაძლოა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
აისახოს და მოიმატოს გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებლის თანხის ოდენობამ,
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოსაკრებელთან მიმართებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება არსებული, რეგულირებას დაქვემდებარებული
საქმიანობით დაინტერესებული პირების დანახარჯი, რადგან გარემოზე ზემოქმედების
ნებართვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით ჩანაცვლებით არ იცვლება დაწესებული
მოსაკრებლის ოდენობა და იგი კვლავ განისაზღვრება 500 ლარით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
პირიქით, უქმდება გარემოზე ზემოქმედების ნებართვისთვის 500 ლარიანი მოსაკრებელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავება
განხორციელდა
ევროკავშირის
აღმოსავლეთ
პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა
და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი ამოღება
მუხლი 7. სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები
1. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა – საქართველოს
ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი
ნებართვა – 500 ლარი.
2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა – 40 ლარი.
3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა – 50 ლარი .
31. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა – 50 ლარი .
4. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების
მშენებლობის ნებართვა:
ა) 500 ათას ლარამდე ღირებულების ობიექტი – 1000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.5%;
ბ) 500 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი – 8000 ლარი;
გ) 1 მილიონიდან 3 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 14000 ლარი;
დ) 3 მილიონიდან 5 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 19000 ლარი;
ე) 5 მილიონიდან 10 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 24000 ლარი;
ვ) 10 მილიონზე მეტი ღირებულების ობიექტი – 24000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.01%.
5. (ამოღებულია);
6. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – 500 ლარი .
6 1 . (ამოღებულია);
6 2 . (ამოღებულია);
7. საბაჟო სფეროში საქმიანობის ნებართვა:
ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 1 00 ლარი;
ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა – 1000 ლარი.
8. (ამოღებულია).
9. ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების,
ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა,
რომლებიც
გამოიყენება
ელექტროენერგიის
ტრანზიტისთვის
ან
ბუნებრივი
გაზის
ტრანსპორტირებისათვის:
ა)
საქართველოს
ტერიტორიაზე
ნავთობგადამამუშავებელი
ობიექტების
სათბობ-
ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების ნებართვა – 240 ლარი;
ბ)
საქართველოს
ტერიტორიაზე
ელექტროენერგიის
წარმოების
ობიექტებისა
და
ტრანსპორტირების საშუალებების განთავსების ნებართვა – 200 ლარი.
10. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა − 15 000 ლარი;
ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის
ჩათვლით;
გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში 15 000 ლარი;
დ ) ტოტალიზატორის მოწყობა − წელიწადში 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
ე ) სამორინეს მოწყობა :
ე .ა)
საქართველოს
მთელ
ტერიტორიაზე
(გარდა
ქ ალაქ ბათუმისა,
დუშეთის
მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო
ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა
და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არა უმეტეს 5 000 000
ლარი სა ;
ე .ბ)
ქ ალაქ ბათუმში,
დუშეთის
მუნიციპალიტეტის
ბაზალეთის
ტბის
მიმდებარე
ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000
ლარი ;
ვ) აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით .
101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის
სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ასევე წყალტუბოსა და
სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
102 . სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე
ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ
ასნომრიანი
სასტუმროს
ტერიტორიაზე
სამორინეს
მოწყობა,
ასევე
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ
ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული
სასტუმროს
ტერიტორიაზე
სამორინეს
მოწყობის
ნებართვის
გაცემიდან
10
წლის
განმავლობაში.
10 3. ამ მუხლის 102 პუნქტის მიზნებისათვის პირობებს, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება
სასტუმრო ახლად აშენებულად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
104 . საქართველოს
მთავრობა
ამ
გათვალისწინებული
განაკვეთის
ფარგლებში
მოწყობის
სანებართვო
მუხლის
მე-10
პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით
ადგენს სათამაშო
მოსაკრებლის განაკვეთებს
(მათ
აპარატების
სალონის
შორის , სამორინეს
მოწყობის
ნებართვის მფლობელ ისთვის ). საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ
დადგენილი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი
მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში გაზარდოს არა უმეტეს 30 %- ით, ამ მუხლის
მე-10 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში.
105 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
განაკვეთის ფარგლებში ადგენს ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის
განაკვეთებს.
106 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
განაკვეთის ფარგლებში ადგენს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის
განაკვეთებს.
107 . ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ
ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის
მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან .
108 . ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი
საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვის
მისაღებად
დაწესებული
სანებართვო
მოსაკრებლის
გადახდის
ვალდებულებისაგან .
109 . საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101 და
102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში
ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს;
ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს
შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება).
11. (ამოღებულია).
111.
ნარჩენების
იმპორტის,
ექსპორტის
და
ტრანზიტის
ნებართვა
−
200
ლარი.
11 . ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის
2
ნებართვა − 200 ლარი.
12. (ამოღებულია - 13.04.2016, №4954).
121 . რადიოაქტიური მასალების შეძენ ის და გადაცემის ნებართვა – 20 ლარი.
122 . რადიოაქტიური მასალების , ნედლეულის , რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული
მასალის მიღება ან წარმოება , დანადგარების ,რომლებიც შეიცა ვს რადიოაქტიურ ნივთიერებ
ებს , ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ - ჰაუს იმპორტ ის, ექსპორტი ს , აგრეთვერადიოაქტ
იური წყაროების ექსპორტი ს , იმპორტი ს და ტრანზიტი ს ნებართვა – 40 ლარი.
123 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი ს ნებართვა – 40 ლარი.
13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე
გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის სფეროში საქმიანობის ნებართვა:
ა) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამოქალაქო იარაღის,
ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის
ძირითადი
ელემენტების,
აგრეთვე
იარაღის
წარმოებასთან,
შეკეთებასა
და
მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის
ან/და გატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან
მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური
დოკუმენტაციის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის,
საბრძოლო
მასალის
ძირითადი
ელემენტების,
აგრეთვე
იარაღის
წარმოებასთან
დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და
ტრანზიტის ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად:
ა.ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;
ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა;
ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან
ექსპორტის ნებართვა – 100 ლარი;
გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და
ტრანზიტის ნებართვა – 30 ლარი;
დ) (ამოღებულია - 13.04.2016, №4954);
ე) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350);
ვ) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350);
ზ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES ) დანართებში შეტანილი სახეობების,
მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვა – 50 ლარი.
14. (ამოღებულია).
15. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან
სპორტული
მოკლე
ხრახნილლულიანი
ცეცხლსასროლი
იარაღის
შეძენის
(შენახვის
უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.
151. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი
იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე
გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით)
ნებართვა – 6 ლარი.
152. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი
უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე15 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით)
ნებართვა – 8 ლარი.
153. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის
სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.
154. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის
(აირის) იარაღის შეძენის ნებართვა, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის
ნებართვა – 8 ლარი.
155. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და
საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა – 8
ლარი.
156. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა:
ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი;
ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი.
157. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის)
იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა – 8
ლარი.
158. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – 10 ლარი.
159. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი.
16.
საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა –
14 ლარი .
17. (ამოღებულია).
18. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში
შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა:
ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება – 100 ლარი;
ბ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების შეძენა, საქართველოში შემოტანა და
საქართველოდან გატანა – გარიგების ღირებულების 1%.
19. ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – 10 ლარი.
20. საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – 1100 ლარი.
21(ამოღებულია).
22. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა – 100 ლარი.
23. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი.
24. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა – 200 ლარი.
25.
ფარმაცევტული
წარმოების
(სამკურნალო
საშუალების,
საშუალებისა) ნებართვა – 400 ლარი.
26. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა – 300 ლარი.
261. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა – 300 ლარი.
გარდა
ნარკოტიკული
27. (ამოღებულია).
28. (ამოღებულია).
29. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა ერთ სიხშირეზე – 500 ლარი.
30. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა – 100 ლარი.
მუხლი 8. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დადგენა
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი
განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით, გარდა ამავე
კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. დაუშვებელია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური
სახის შეღავათების დადგენა.
3. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ “ საქართველოს კანონის 21- ე მუხლით
გათვალისწინებული პირები თავისუფლდებიან გარემოზე ზემოქმედების სანებართვო
მოსაკრებლის გადახდისაგან .
4. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული
დაწესებულებები/წარმომადგენლობები
რადიოსიხშირული
სპექტრით
თავიანთი
სარგებლობისას
ოფიციალური
თავისუფლდებიან
სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.
მიზნებისათვის
რადიოსიხშირული