„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/47/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N12 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „37. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - საქართველოს კანონით ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ საქართველოს გარემოსა გათვალისწინებული და ბუნებრივი გადაწყვეტილება, რესურსების დაცვის რომელიც გაიცემა სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ)საქართველოს კანონით ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ან სკრინინგის გადაწყვეტილებების გაცემისას ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საქმიანობის შესაძლო გავლენის გათვალისწინება“. 3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის ამ მუხლის 1, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებზე და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც სრულდება საქართველოს კანონით გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობის წესების დარღვევით.“. 4. 41-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განმცხადებელს არ წარუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ,,გარემოსდაცვითი შეფასების გადაწყვეტილება კოდექსით“ ან საქართველოს გათვალისწინებული კანონით სკრინინგის გადაწყვეტილება“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის პროცესში ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე შესაძლო გავლენის შეფასების სავალდებულოობას. ვინაიდან, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულია სანებართვო სისტემის გაუქმება, ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე შესაძლო გავლენის შემოწმება სავალდებულო იქნება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის დროს. ამასთან, ცხოველთა სამყაროს ობიექტზე სარგებლობის უფლება არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი არ არის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან სკრინინგის გადაწყვეტილება, ნაცვლად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი 1. ცხოველთა სამყარო _ ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში. 2. გარეული ცხოველები _ ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა ყველა სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები. 3. ქორდიანი ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც აქვთ ქორდა (ზურგის სიმი). 4. ხერხემლიანი ცხოველები _ ქორდიან გარეულ ცხოველთა ერთ-ერთი ტიპი, რომელიც აერთიანებს ხერხემლისა და ქალის მქონე მაღალორგანიზებულ ცხოველებს. მათ მიეკუთვნება მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები. 5. უხერხემლო ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც ქორდა (ზურგის სიმი) არ გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროში შემავალი ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ხერხემლიან ცხოველთა გარდა. 6. ეგზოტური ცხოველები _ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული ცხოველები, რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან დამახასიათებელი. 7. პოპულაცია _ გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა. 8. გარეულ ცხოველთა ჯგუფი _ ერთი სახეობის ინდივიდთა ბუნებრივი გაერთიანება. 9. ტაქსონომიური ერთეული _ მეტ-ნაკლები ხარისხით ურთიერთისაგან ნათესაურად განსხვავებულ გარეულ ცხოველთა დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი. 10. დერივატები _ გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილები (ორგანოები, ტყავი, ბეწვი, რქები და სხვა). 11. ცხოველთა სამყაროს (გარეულ ცხოველთა) საბინადრო გარემო (ჰაბიტატი)_ ადგილი ან ადგილმდებარეობის ტიპი, სადაც ბუნებრივი თავისუფლების პირობებში იმყოფებიან გარეულ ცხოველთა ცალკეული ინდივიდები ან პოპულაციები. 12. ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება _ ცხოველთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოლოგიურ სისტემებში. 13. ცხოველთა სამყაროს გენეტიკური რესურსები _ ბიოლოგიური რესურსების ნაწილი, რომელიც შეიცავს ცხოველური წარმოშობის მემკვიდრეობის ფუნქციონალური ერთეულების მატარებელ გენეტიკურ მასალას. 14. მდგრადი განვითარება _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას _ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. 15. მდგრადი განვითარების პრინციპები _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _ დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში. 16. ცხოველთა სამყაროს მდგრადობა _ ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების არსებობა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. 17. ცხოველთა სამყაროს მდგრადი გამოყენება _ ცხოველთა სამყაროს ისეთი გამოყენება, რომლის დროსაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უზრუნველყოფილია ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადობა და აღწარმოების უნარი. 18. გადარჩენის სტაცია _ ტერიტორია, სადაც გარეული ცხოველები თავს აფარებენ ექსტრემალური პირობების დროს. 19. ცხოველთა სამყაროს in-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში. 20. ცხოველთა სამყაროს ex-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ხელოვნურ პირობებში. 21. გენოფონდის რეზერვატი _ ტერიტორია, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნება და გამრავლება ბუნებაში მათი აღდგენის მიზნით. 22. ტრანსლოკაცია _ კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს რეინტროდუქციის, ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს. 23. ინტროდუქცია _ ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების მიზნით. 24. რეინტროდუქცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ სახეობის არც ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული. 25. რესტოკინგი _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც შემორჩენილია ამ სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია. 26. ჰიბრიდიზაცია _ გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის შედეგადაც მიიღება ნაჯვარი _ ჰიბრიდი. 27. დაცული ტერიტორია _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარებისათვის გამოყენების უზრუნველსაყოფად. 28. სახელმწიფო ნაკრძალი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას _ მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve / Wilderness Area). 29. ეროვნული პარკი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას _ „ეროვნული პარკი“ (National Park). 30. ბუნების ძეგლი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას _ ბუნების ძეგლი (Natural Monument). 31. აღკვეთილი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას _ ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area). 32. დაცული ლანდშაფტი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას _ დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape). 33. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას _ რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area). 34. სამინისტრო _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 35. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ორგანო _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციები, კერძოდ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები, ასევე ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი. 36. საქმიანობა _ სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე. 37. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია. 38. მანიპულაციები _ მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, გარეულ ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული, სამეცნიერო-საცდელი და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (მათ შორის ყველა სახეობის საცდელი ჭრა) და სხვა. 39. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები - საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველების სახეობები. მუხლი 9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დროს აუცილებელია იმ მოთხოვნების შესრულება , რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და ცხოველთა სამყაროს ობიექტთა შენარჩუნებას . 2. ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობისათვის აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად , აგრეთვე სხვა იმ ქმედებებისას , რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა და საბინადრო გარემოს მდგომარეობაზე , აუცილებელია შემდეგი ძირითადი მოთხოვნების დაცვა : ა ) ცხოველთა სამყაროს სახეობრივი და პოპულაციური მრავალფეროვნების შენარჩუნება ბუნებრივი თავისუფლების პირობებში ; ბ ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს , მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების , გამრავლების პირობების გაუარესების დაუშვებლობა ; გ ) საქართველოს კონსტიტუციის , გარემოს დაცვის კანონმდებლობის , მათ შორის ამ კანონის მოთხოვნათა , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მეცნიერულად დასაბუთებული კვოტების დაცვა , ცხოველთა სამყაროთი რაციონალური , მდგრადი სარგებლობა და აღწარმოების უზრუნველყოფა ; დ ) გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებისა და სასარგებლო თვისებების რაციონალური გამოყენება ; ე ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ფასიანი სარგებლობა ; ვ ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება , მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით ; ზ) საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის პროცესში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საქმიანობის შესაძლო გავლენის გათვალისწინება. მუხლი 17. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა 1. ყოველგვარი საქმიანობა , რომელიც გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროს მდგომარეობაზე , გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე , გამრავლების არეალებზე , გადარჩენის სტაციებზე , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებზე და წყლის სასმელ ადგილებზე უნდა ხორციელდებოდეს იმ მოთხოვნათა შესაბამისად , რომლებიც უზრუნველყოფენ მათ დაცვას . 2. დასახლებული პუნქტების , საწარმოების , ნაგებობებისა და სხვა ობიექტების დაპროექტების , განლაგების , მშენებლობის დროს , არსებულთა სრულყოფისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას , ყამირი მიწების , ჭარბტენიანი ტერიტორიების , სანაპირო და ბუჩქნარით დაფარული ტერიტორიების სამეურნეო ბრუნვაში მოქცევისას , მიწების მელიორაციის დროს , ტყით სარგებლობისას , გეოლოგიურ - საძიებო სამუშაოების შესრულებისას , სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების , სასოფლო - სამეურნეო ცხოველთა საძოვარი და გადასარეკი ადგილების განსაზღვრის , ტურისტული მარშრუტების შემუშავებისა და მოსახლეობის მასობრივი დასვენების ადგილების მოწყობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს და განხორციელდეს ღონისძიებანი გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების , წყლის სასმელი ადგილების შესანარჩუნებლად . უზრუნველყოფილ უნდა იქნეს აგრეთვე , გარეულ ცხოველთა ნორმალური არსებობისათვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე უბნების ხელშეუხებლობა . 3. რკინიგზის , გზატკეცილების , მილსადენი და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალების , ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების , აგრეთვე არხების , კაშხლებისა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაპროექტების , განლაგების , აგრეთვე მშენებლობის დროს , საძოვრებისა და სახნავ - სათესი ფართობების გამოყოფისას უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ღონისძიებანი , რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციებისა და წყლის სასმელი ადგილების შენარჩუნებას . 4. სამინისტრო , კანონმდებლობით დადგენილი წესით , აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის ( მათ შორის ამ მუხლის 1, მე -2 და მე -3 პუნქტებში აღნიშნულ ) საქმიანობას , რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე , გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე , გამრავლების არეალებზე , გადარჩენის სტაციებზე , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებზე და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც სრულდება საქმიანობაზე გარემოსადაცვითი ნებართვის გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობის წესების დარღვევით . მუხლი 41. უარი ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების გაცემაზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება არ გაიცემა, თუ: ა) მის მიღებაზე განაცხადი შეტანილია დადგენილი მოთხოვნების დარღვევით; ბ) განმცხადებელმა თავისი თავის შესახებ წარადგინა არასწორი მონაცემები; გ) განმცხადებელს არ წარუდგენია ან არ შეუძლია წარადგინოს საბუთი, რომ მას აქვს ან ექნება აუცილებელი ფინანსური ან ტექნიკური შესაძლებლობები საქმიანობის ეფექტური წარმოებისთვის; დ) განმცხადებელს არ წარუდგენია საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.