„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის
(პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) მე-5 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს
შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებელი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის
მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური
ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი არ
ითვალისწინებს გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებელს. წინამდებარე ცვლილება მიზნად
ისახავს აღნიშნული კანონის შესაბამისობაში მოყვანას გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსთან, ვინაიდან, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებით უქმდება გარემოზე
ზემოქმედების ნებართვა, კანონით დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელიც
გაიცემა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად. სწორედ აღნიშნულის
გათვალისწინებით, მოსაკრებლის ნაწილში ემატება გარემოზე ზემოქმედების შეფასების
მოსაკრებელი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გასათვალისწინებელია, რომ
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოსაკრებელი
ჩანაცვლდება გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებლით, ოდენობის უცველელად.
გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებელი განისაზღვრება 500 ლარით, როგორც ეს იყო
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისათვის.
აქვე, გამომდინარე იქედან, რომ
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტის II დანართით განისაზღვრება იმ
საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც დაექვემდებარება სკრინინგის პროცედურას და
რომელიც მოქმედი რეგულაციის პირობებში არ საჭიროებდა გარემოზე ზემოქმედებენის
ნებართვას, თუკი სკრინინგის გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ საქმიანობა
ექვემდებარება გზშ-ს, საქმიანობის განმახორციელებს მოუწევს გარემოსდაცვითი შეფასების
მოსაკრებლის გადახდა, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუმცა წინსწრებით
რა თქმა უნდა შეუძლებელია დაითვალოს ის სავარაუდო საქმიანობები, რომლებიც კოდექსის
ამოქმედების შემდგომ შემოვლენ ბაზარზე და მოუწევთ ახალი რეგულაციების რეჟიმში
ფუნქციონირება და შესაბამისად მოსაკრებლის თანხა, რომელსაც გადაიხდიან ასეთი პირები.
თუმცა, ცალსახაა, რომ ახალი რეგულაციები შესაძლოა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
აისახოს და მოიმატოს გარემოსდაცვითი შეფასების მოსაკრებლის თანხის ოდენობამ,
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოსაკრებელთან მიმართებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
თუმცა წინასწარ შეუძლებელია
აღნიშნულის განსაზღვრა, დგინდება ახალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების
მოსაკრებელი, რომლიც გადახდაც მოუწევთ იმ პირებს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების
შეფასების პროცედურის საფუძველზე სამინისტროსგან მიიღებენ გარემოსდაცვით
გადაწყვეტილებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი ან სხვა სახის გადასახდელი.
კანონპროექტით დგინდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავება
განხორციელდა
ევროკავშირის
აღმოსავლეთ
პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა
და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
“მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5. მოსაკრებლის სახეები
1. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და
ადგილობრივი.
2. საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებია:
ა) (ამოღებულია) ;
ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლებისა);
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი;
დ) სარეგისტრაციო მოსაკრებელი;
ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი;
ვ) სახელმწიფო ბაჟი;
ზ) საკონსულო მოსაკრებელი;
თ) (ამოღებულია );
ი) (ამოღებულია) ;
კ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი;
ლ) (ამოღებულია) ;
მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი;
ნ) საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი;
ო) (ამოღებულია).
3. ადგილობრივი მოსაკრებლებია:
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული
ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია) ;
დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი;
ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
ვ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი;
ზ) კულტურული
მოსაკრებელი;
მემკვიდრეობის
სარეაბილიტაციო
არეალის
ინფრასტრუქტურის
თ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული
ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვო პირობების შესრულების დადასტურების
(ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის)
დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;
ი) მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი .
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული
საექსპერტიზო მოსაკრებლები არ ვრცელდება:
სარეგისტრაციო
და სახელმწიფოს
ა) „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე;
ბ) „საქჯიშცენტრის“ მიერ მცენარეთა ჯიშებზე სელექციონერთა უფლებების დასაცავად
გაწეულ საქმიანობაზე.