„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 117-ე
მუხლის პირველი ნაწილი, 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 140-ე და 141-ე მუხლები,
143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2
ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 2551, 2594 და 284-ე მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−303-ე მუხლები,
304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 3221 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 340-ე და 341-ე მუხლები;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის
მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური
ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები და დგინდება ახალი პრინციპები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში
მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3061 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, ასევე ვინაიდან,
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი ითვალისწინებს სკრინინგის პროცედურის ჩატარებას
ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც მითითებულია აღნიშნული კოდექსის მე-2 დანართით,
საქმიანობის განხორციელებას სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე. ამდენად, სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება იმ სუბიექტებისათვის, რომელიც ახორციელებენ
საქმიანობას სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ დანაშაულების ჩამონათვალს, რომელთა გამოც გამოძიების დაწყების ან
სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შემთხვევაში ტარდება ფარული
საგამოძიებო მოქმედება, დაემატოს აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
3061 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავება
განხორციელდა
ევროკავშირის
აღმოსავლეთ
პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა
და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1433. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი
1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას
პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის
მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა ამ მუხლის მე-17
ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს,
რომ:
ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 117-ე
მუხლის პირველი ნაწილი,
134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 140-ე და 141-ე
მუხლები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის
მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 2551, 2594 და 284-ე მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−303-ე
მუხლები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე და 306-ე მუხლები, 318-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 3221 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 340-ე და 341-ე მუხლები;
ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს
ფარული
საგამოძიებო
მოქმედება,
ჩადენილი
აქვს
ამ
ნაწილის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი
პირი“), ან პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის
განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი
პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს;
გ)
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
ჩატარება
გამოწვეულია
გადაუდებელი
საზოგადოებრივი საჭიროებით და არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური
მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის
ეკონომიკური
კეთილდღეობის
ინტერესების
ან
სხვა
პირთა
უფლებებისა
და
თავისუფლებების დასაცავად − აუცილებელი, მისი მიღწევის შესაფერისი და პროპორციული
საშუალება;
დ) მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება
გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით
მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
3. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების
შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა
ამ კოდექსით დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული.
4. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის
„ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების უზრუნველსაყოფად კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი იყენებს
კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან,
მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის
სხვა
შემაერთებლებიდან
ინფორმაციის
რეალურ
დროში
მოპოვების
ტექნიკურ
შესაძლებლობას, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან განათავსებს და
ამონტაჟებს
სათანადო
აპარატურას
და
პროგრამული
უზრუნველყოფის
(ძალადაკარგულია) - (2017 წლის 31 მარტამდე გადავადდეს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილების
აღსრულება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2016 წლის 14 აპრილის
გადაწყვეტილება №1/1/625,640 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.
მოწყობილობებს.
5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისათვის საჭირო,
თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს
შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესებით.
მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე
შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო
სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის
თქმის შესახებ. მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა
შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, დაუყოვნებლივ
მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
6. ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება
ჩატარდეს მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც
დაყოვნებამ
შეიძლება
გამოიწვიოს
საქმისათვის
(გამოძიებისათვის)
მნიშვნელოვანი
ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება.
ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან
არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს შუამდგომლობით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს,
რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო
მოქმედება,
ან
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
სასამართლოს
გადაუდებელი
აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის
შესახებ. პროკურორმა შუამდგომლობაში უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც
განაპირობა
ფარული
გადაუდებლად
საგამოძიებო
ჩატარება.
მოქმედების
მოსამართლე
მოსამართლის
პროკურორის
განჩინების
შუამდგომლობას
გარეშე
განიხილავს
სასამართლოში მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით
დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, შეესაბამება თუ
არა ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს,
აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად
ჩატარება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი გაგრძელების შესახებ;
ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შეწყვეტის, შედეგების
გაუქმებისა და ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების შესახებ.
61.
ამ
მუხლის
მოსამართლეს
მე-6
შეუძლია
ნაწილით
გათვალისწინებული
უფლებამოსილი
ორგანოდან
გადაწყვეტილების
წერილობით
მისაღებად
გამოითხოვოს
გამოთხოვის მომენტისთვის მოპოვებული მასალის ელექტრონული ეგზემპლარი. მასალის
გაცნობის შემდეგ მოსამართლე უზრუნველყოფს დადგენილი წესით მის განადგურებას.
62. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის მოტივირებული
დადგენილების ერთი ეგზემპლარი დაუყოვნებლივ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორს.
7.
მოსამართლის
განჩინება
დგება
4
ეგზემპლარად,
რომელთაგან
ორი
გადაეცემა
შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, დაუყოვნებლივ
მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
8. თუ ბრალდების მხარე საჭიროდ არ მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობისას
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის
მტკიცებულებად გამოყენებას, მან ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის
შესახებ მისი დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა შუამდგომლობით უნდა მიმართოს
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს.
სასამართლოს მიერ შესაბამისი
განჩინების მიღების შემდეგ ფარული საგამოძიებო
მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ამ
კოდექსის 143 8 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.
9. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებით გამოვლინდა სხვა დანაშაულის ნიშნები,
რომელზედაც არ მიმდინარეობს გამოძიება, ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად
მოპოვებული ინფორმაცია არის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების
საფუძველი, ხოლო ამ ინფორმაციის ახალ საქმეზე დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის საკითხი
გადაწყდება
ამ
მოქმედებისათვის
კოდექსით
ამ
დადგენილი
მუხლის
მე-2
ზოგადი
წესით,
ფარული
ნაწილით
განსაზღვრული
საგამოძიებო
გარემოებების
გაუთვალისწინებლად.
10. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან გადაუდებელი
აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განჩინებაში მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს ამ
მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო
მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა.
მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი;
მოსამართლის სახელი და გვარი; პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა;
განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების
კანონიერად ცნობის შესახებ, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული, რა სახის ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა
ნებადართული ან რომელი ასეთი მოქმედებაა
კანონიერად ცნობილი, სად, დროის რა მონაკვეთში და ვის მიმართ უნდა ჩატარდეს ან
ჩატარდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ვისზე ვრცელდება ეს ფარული
საგამოძიებო მოქმედება; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა
შეასრულოს განჩინება; ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის საჭირო სხვა
მონაცემები; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).
11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე ან ჩატარებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის
განჩინებაში უნდა მიეთითოს, რომ წარდგენილი შუამდგომლობით არ დასტურდება ამ
მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო
მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა.
მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი;
მოსამართლის სახელი და გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა;
მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).
12. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა
იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. თუ
ეს
ვადა
საკმარისი
არ
აღმოჩნდება,
დასაშვებია
მისი
გაგრძელება
პროკურორის
მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ამ თავით
დადგენილი წესით, არაუმეტეს 2 თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს
ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული
მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი
მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ
ერთხელ,
არაუმეტეს
3
თვისა
გაგრძელდეს
საქართველოს
მთავარი
პროკურორის
შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის
შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.
13. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება საჯაროდ არ ცხადდება.
მოსამართლის განჩინება ძალას კარგავს მისი მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის
განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყო.
14. პირს, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას
ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე,
შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება ერთჯერადად გაასაჩივროს
შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და
განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ჩატარებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ მოქმედების შედეგად
მოპოვებული ინფორმაციის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად
ცნობის
საფუძველს.
სააპელაციო
სასამართლოს
მიერ
საჩივარზე
მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირისთვის მისი პირადი ცხოვრების შესახებ
ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით
მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
15. პირი, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ
ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე,
შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება გაასაჩივროს შესაბამისი
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების
გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ჩატარებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობა
შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ კოდექსის 310-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
ახლად გამოვლენილ გარემოებად განაჩენის გადასინჯვისათვის, თუ ამ ფარული საგამოძიებო
მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს. სააპელაციო
სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს
ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირის მიერ მისი
პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით,
შენახვით ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარში უნდა აღინიშნოს
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ამ თავით დადგენილი წესის დარღვევის
შესახებ. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს
საგამოძიებო კოლეგია საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა.
სააპელაციო სასამართლო შეტყობინებით უზრუნველყოფს მომჩივნის და ბრალდების მხარის
მონაწილეობას საჩივრის განხილვაში. მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის
განხილვას. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ
ცხადდება და მოთხოვნის
შემთხვევაში მომჩივანს და ბრალდების მხარეს გადაეცემა.
17. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოსამართლის და იმუნიტეტის მქონე
პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი
მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.