„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/47/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 793-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 793. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა 1. გარემოსდაცვითი საქმიანობის გაგრძელების შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით. 3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს არ დააკმაყოფილებს, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 797-ე მუხლი: „მუხლი 797. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული ან საქმიანობის განხორციელება სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას შვიდი ათასიდან ათი ათას ლარამდე.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 798 მუხლი: 798. „მუხლი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა 1. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირობების ვადაში, გარემოსდაცვითი შეუსრულებლობა გამოიწვევს გადაწყვეტილებით დაკისრებული განსაზღვრული ჯარიმის გასამმაგებას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით. 3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ გარემოსდაცვითი შეფასების განმახორციელებელი კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს არ დააკმაყოფილებს, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით.“. 4. 84-ე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარემოსდაცვითი საქმიანობის შეფასების გაგრძელების დაკმაყოფილებისათვის დაკისრებული შეუსრულებლობის განისაზღვრება ამ გათვალისწინებული მიმდინარე გადაწყვეტილებით ორგანოს შესაბამისი მოვალეობის პასუხისმგებლობა შესახებ კოდექსით კოდექსის დადგენილი ადმინისტრაციული პირობების მიწერილობით შემთხვევაში ადმინისტრაციული 793 დადგენილი მუხლით წესის შესაბამისად.“. 5. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 222 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე−573, 58-ე, 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797-798, 821–824 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“. 6. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797-798, 821–824, 84-ე−86-ე, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან და კოდექსით დადგენილ პრინციპებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახე გარემოსდაცვითი მიმართულებით. როგორც წარმოდგენილილი კანონპროექტიდან იკვეთება, სამართალდარღვევათა კოდექსში რჩება არსებული მუხლები, რომლებიც აუცილებელია, რადგან მაკონტროლებელ ორგანოს მოუწევს მათი გამოყენება პრაქტიკაში იმ პირთა მიმართ, რომლებიც ფლობენ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვას, ამავდროულად, კანონპროექტი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტიდან გამომდინარე ითვალისწინებს ახალი მუხლების დამატებას სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ახალ კოდექსთან შესაბამისია. უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ: - კოდექსში არსებული 791 მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე. აღნიშნული სამართალდარღვევის სახე კვლავ რჩება კოდექსში, თუმცა კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი 797 მუხლის დამატებას, რომელიც ადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. ამასთან, სამართალდარღვევის სახედ განისაზღვრება სკრინინგს დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება სკრინინგის პროცედურის ჩატარების გარეშე. სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობისათვის სანქცია განისაზღვრება 5 000 ლარის ოდენობით. - კოდექსში არსებული 792 მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო. კოდექსში რჩება აღნიშნული სანქცია, თუმცა დამატებით, კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის - - შემთხვევაში. პასუხისმგებლობის ზომა არ იცვლება და რჩება 5 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან გარემოზე ზემოქმედების ნებართვა უქმდება, მითითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 361 მუხლზე აღარ არის რელევანტური. ამდენად, მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც ითვალისწინებს დამრღვევისათვის გონივრული ვადის დაწესებას დარღვევის გამოსასწორებლად ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ დამრღვევი არ გამოასწორებს დარღვევას მითითებულ ვადაში, ჯარიმა სამმაგდება და დამრღვევს კვლავ განესაზღვრება გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი წესით. 793 მუხლით გათვალისწინებულია სამართალდარღვევა მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევის სახე შენარჩუნებულია კანონპროექტით. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის“ შესახებ კანონი უქმდება, მითითება კეთდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის 84-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილშიც. 222-ე მუხლს ემატება ასევე 797 და 798 მუხლები, შესაბამისად გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა. აღნიშნულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება ენიჭებათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს. ცვლილება შედის ასევე 239-ე ნაწილში, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ მუხლის მე-4 სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. შემოტანილია სამართალდარღვევის ახალი სახე - სკრინინგის პროცედურის ჩატარების გარეშე საქმიანობის განხორციელება სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე. შედარებისათვის, 2014-2016 წლებში წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 791-793 მუხლებით გათვალისწინებულ 51 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე. შესაბამისად, 2014 წელს წარმოება დაიწყო 25 სამართალდარღვევათა საქმეზე, აქედან 4 წარმოება შეჩერდა, 2 წარმოების შემთხვევაში შედეგი არ დამდგარა. 2014 წელს აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ შეადგინა სულ - 105 070 ლარი. 2015 წელს წარმოება დაიწყო 16 სამართალდარღვევათა საქმეზე, აქედან 5 წარმოება შეჩერდა. 2015 წელს აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ შეადგინა სულ - 65 000 ლარი. 2016 წელს წარმოება დაიწყო 10 სამართალდარღვევათა საქმეზე, აქედან 1 წარმოება შეჩერდა, 3 წარმოების შემთხვევაში შედეგი არ დამდგარა. 2016 წელს აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ შეადგინა სულ - 42 000 ლარი. წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობისათვის 10 სამართალდარღვევის შემთხვევაში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება დაახლოებით 50 000-დან 80 000 ლარამდე. რაც შეეხება სკრინინგის პროცედურის ჩატარების გარეშე საქმიანობას, წლის განმავლობაში 10 სამართალდარღვევის შემთხვევაში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება 50 000 ლარით. ამასთან, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობები სკრინინგის პროცედურის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია დაექვემდებაროს გზშ-ს. აქედან გამომდინარე, წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ჯამში II დანართით გათვალისწინებული რამდენი საქმიანობა დაექვემდებარება გზშ-ს და ამის შესაბამისად, ასევე შეუძლებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობების განხორციელების შემთხვევების რიცხობრივად გამოსახვა და ჯარიმის სახით მისაღები შემოსავლის ოდენობის დადგენა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით დგინდება საჯარიმო სანქცია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობისათვის და ჯარიმის ახალი სახე სკრინინგის პროცედურის გარეშე საქმიანობისათვის. გამომდინარე იქედან, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი ითვალისწინებს საქმიანობათა ახალ ჩამონათვალს, განსაკუთრებით ეს ეხება კოდექსის პროექტის მე-2 დანართს, რადგან პირველი დანართის საქმიანობები თითქმის არსებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვის კანონში ჩამოთვლილი ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობების იდენტურია, თუკი პირი საქმიანობას განახორციელებს სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. სწორედ ამიტომ, რეგულაციით ფინანსური შედეგები დადგება იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი ან მოსაკრებელი. დგინდება სხვა სახის გადასახდელი, ახალი ადმინისტრაციული ჯარიმების სახით. კერძოდ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 7000-დან 10 000 ლარამდე. ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულია 5000 ლარიანი ჯარიმა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 793. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა 1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ „გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვის შესახებ“ განმახორციელებელი საქართველოს მიმდინარე კანონით საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს არ დააკმაყოფილებს, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 84. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა 1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემდეგ მათი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა − გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის ( ჯარიმის ) დადებას ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში , რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა , ამ მუხლებზე მითითებით , ხოლო დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის ( ჯარიმის ) არსებობის შემთხვევაში − იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის გაორმაგებას , რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა , ამ მუხლებზე მითითებით . 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის ( ჯარიმის ) დადებიდან ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი აღმოფხვრის ორგანოს თაობაზე ოქმის ადმინისტრაციული შედგენის მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაკისრებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის ( ჯარიმის ) გაორმაგებას . 3. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით . 4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და ნაწილებით 41 გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება , ჩადენილი განმეორებით , − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით . შენიშვნა: 1. სალიცენზიო ან დაკმაყოფილებისათვის დაკისრებული სანებართვო შესაბამისი მოვალეობის პირობების ორგანოს შეუსრულებლობის დადგენილი მოთხოვნების ადმინისტრაციული მიწერილობით შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული ადმინისტრაციული მოვალეობის პასუხისმგებლობა შეუსრულებლობის განისაზღვრება ამ კოდექსის შემთხვევაში 793 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე−573, 58-ე, 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 821–824 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური; 21. ამ კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 ე, 128 და 173 მუხლებით გათვალისწინებულ 1 5 მუხლის მე-2 სამართალდარღვევათა ნაწილით, 61-ე, 95შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები. 4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 821–824, 84-ე−86-ე, 871– 873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ფარგლებში სამართალდარღვევათა ადგენენ საქართველოს შესახებ გარემოსა და ოქმებს თავიანთი ბუნებრივი კომპეტენციის რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. 4 1. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები. 42 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 43 . ამ კოდექსის 51-ე და 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 5. (ამოღებულია); 6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 7. (ამოღებულია); 8. (ამოღებულია); 9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. 10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები; 13. ამ კოდექსის 45-ე, 58 3, 81-ე, 86 1, 107-ე, 107 5, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 139 5, 150-ე და 153 3 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 174 1, 174 15, 174 16, 175 2, 176 1, 177 1, 180-ე–183-ე, 190-ე, 190 2 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 197 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 131 . ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. 132 . ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი. 14. ამ კოდექსის 43 1, 43 2, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 159 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები. 15. (ამოღებულია). 16. ამ კოდექსის 153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები. 161 . ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 17. (ამოღებულია). 18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე; 19. ამ კოდექსის 66 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით და 153-ე, 153 1, 153 5, 155 1–1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე–165 3, 178-ე, 179 3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. 20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს სახალხო დამცველი; 21. ამ კოდექსის 173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 22. ამ კოდექსის 179 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო ადმინისტრაციულ გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები; 241. ( ამოღებულია); 242. ( ამოღებულია); 243. (ამოღებულია); 25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004); 27. ამ კოდექსის 55 5, 107 2 და 107 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 და 125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1, 146 1, 150 1, 151 1, 152 2 და 152 3 მუხლებით და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმებს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 28. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 29. ამ კოდექსის 91 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოსფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. 30. (ამოღებულია); 31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 32. (ამოღებულია); 33. ამ კოდექსის 157 1 –157 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები ; 34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; 35. ამ კოდექსის 141–142-ე, 1441–1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი პირები; 36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 57 2 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-2 ნაწილით და 96 2 და 173 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 37. ამ 159 5–159 9 მუხლებით კოდექსის გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები. 38. ამ კოდექსის 44 2, 44 5, 44 7–44 12 და 46 2–46 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. 39. ამ კოდექსის 105 2 მუხლითა და 164 5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო; 391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 40. (ამოღებულია); 41. ამ კოდექსის 582 გათვალისწინებულ მუხლითა და 86- ე მუხლის მე -9 და მე -10 ნაწილებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ( საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად ). ამ კოდექსის 86- ე მუხლის პირველი , მე -2, მე -5– მე -10 და მე -12– მე -15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ( საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისსამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). 42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 43. (ამოღებულია); 44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, 1783 მუხლით ხოლო გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები; 47. ამ კოდექსის 139 2 და 139 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო ტრანსპორტის, საზღვაო უფლებამოსილ თანამდებობის სამართლის ტრანსპორტისა პირებს, და იურიდიული სამოქალაქო ხოლო პირების ავიაციის 139 მუხლით 4 – სახმელეთო სააგენტოების გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. 471 . ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 48. ამ კოდექსის 155 3 –155 6 , 1711–171 3 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 50. ამ კოდექსის 96 1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. 51. ამ კოდექსის 44 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 52. (ამოღებულია). 521 . ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით სამართალდარღვევების შემთხვევაში გათვალისწინებული აღნიშნული მუხლებით ადმინისტრაციული გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662). 55. ამ კოდექსის 185-ე, 185 1 და 185 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 57. ამ კოდექსის 99-ე და 165 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 58. (ამოღებულია). 59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653). 60. ამ კოდექსის 172 4, 172 5, 173 6, 173 7, 173 9 და 175 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 172 7 და 173 13 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები. 60 1. ამ კოდექსის ადმინისტრაციულ 155-ე, 170-ე, 171-ე სამართალდარღვევათა და 172-ე შესახებ მუხლებით ოქმებს გათვალისწინებულ ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 60 2. ამ კოდექსის 177-ე სამართალდარღვევათა ოქმებს მუხლით ადგენს გათვალისწინებულ სახელმწიფო სახანძრო ადმინისტრაციულ და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. 61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 62. ამ კოდექსის 149- ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად . 63. ამ კოდექსის 17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო . 64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის სამართალდარღვევის შესახებ საქართველოს ოქმს ადგენს გათვალისწინებული შემთხვევაში აღნიშნული სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი. და 65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 69. ამ 17712 მუხლით კოდექსის სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ გათვალისწინებული საჯარო სამართლის ადმინისტრაციული იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები. [70. ამ კოდექსის 153 7 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი. ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან )]