„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/47/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტებისათვის საქართველოს კანონით გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებები. აღნიშნულ სფეროში არსებული ერთ-ერთი უწყება არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რომლის კომპეტენციაა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, უქმდება აღნიშნული სანებართვო სისტემა და დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის კოდექსთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში და მიეთითება, რომ შესაბამისი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ობიექტებისათვის განხორციელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული პროცედურები, რომელსაც უზრუნველყოფს სამინისტრო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 6. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება 1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების მიზნით სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (მარეგულირებელი ორგანო). 2. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო რეგულირების ღონისძიებების განხორციელება; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია ამ კანონის IV თავის შესაბამისად; გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ინსპექტირების განხორციელებით; დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) რადიოაქტიური ნივთიერებებისა და შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემის ფუნქციონირების კონტროლი; ვ) ბირთვული და რადიაციული ავარიებისა და ინციდენტებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა; თ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; ი) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული დადგენილი წესით; ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით კ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების გაწევა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. 3. რადიოაქტიური ნარჩენების სახელმწიფო მართვის ფუნქციის შესასრულებლად მარეგულირებელი ორგანოს სისტემაში იქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები განისაზღვრება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი: ა) ანგარიშვალდებულია, მათ შორის, მინისტრის წინაშე; ბ) 6 თვეში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. 6. მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა; დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონების პროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია; ე) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტებისათვის „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა; ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კონტროლი; ზ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.