„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999, მუხ. 158) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა
არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე
ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა წარმოადგენს ატმოსფერული
ჰაერის
დაბინძურების
სტაციონარული
წყაროდან
მავნე
ნივთიერებათა
გაფრქვევის
დადგენილ რაოდენობას, გაანგარიშებულს იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და
სხვა
წყაროების
ერთობლიობიდან
გაფრქვეულ
მავნე
ნივთიერებათა
კონცენტრაცია
ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატებოდეს ამ წყაროს ზეგავლენის
ტერიტორიისთვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ
ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას
დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით,
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე
ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის
გაანგარიშებისას ორიენტაცია უნდა გაკეთდეს საუკეთესო ტექნოლოგიაზე.“.
2. 291 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის
ჩატარება
სავალდებულოა
ყველა
საქმიანობისთვის,
გარდა
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობისა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული
ატმოსფერული
ტექნიკური
ჰაერის
რეგლამენტით
დაბინძურების
განსაზღვრული
სტაციონარულ
ობიექტში
საქმიანობებისა.
ინვენტარიზაციას
ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული
მავნე
ნივთიერება.
ატმოსფერული
ჰაერის
დაბინძურების
სტაციონარულ
ობიექტში
ინვენტარიზაცია 5 წელიწადში ერთხელ ტარდება და მიღებული მასალების შედეგები
აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ
გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.
3. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
36.
ატმოსფერულ
ჰაერში
ნივთიერებათა
გაფრქვევა
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების საფუძველზე
საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად
წარდგენილ განცხადებას სხვა დოკუმენტაციასთან ერთად უნდა ახლდეს ატმოსფერულ
ჰაერში ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი.“.
დ) 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის
მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური
ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე არსებული
რედაქციით
გათვალისწინებულია,
რომ
ეკოლოგიური
ექსპერტიზისადმი
დაქვემდებარებული საქმიანობისათვის დგინდება ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დონე.
შესაბამისად, კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განისაზღვრა, რომ
გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობისათვის დგინდება
ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დონე. აგრეთვე ცვლილება შედის 291 მუხლში, სადაც
ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იცვლება გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობით.
არსებული კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ გარემოზე ზემოქმედების
ნებართვის მოთხოვნის განცხადებას თან უნდა ახლდეს ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
ნორმის პროექტი. კანონის კოდექსთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით განისაზღვრა, რომ
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოთხოვნის განცხადებას უნდა ახლდეს აღნიშნული
პროექტი, რომელზე მითითებასაც ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსი.
ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტით, გათვალისწინებულია 50-ე მუხლის მე-2
პუნქტის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობის სუბიექტის ვალდებულებას
ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს
იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად,
რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „სახიფათო საწარმოო
ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში მომზადებულია
,,სახიფათო ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გამოწვეული მასშტაბური
ავარიების პრევენციის კოდექსი“, რომლის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შესახებ
შეთანხმების 306-ე მუხლისა და XXVI დანართის ფარგლებში 1996 წლის 9 დეკემბრის 96/82/EC
დირექტივიდან ,,სახიფათო ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული დიდი
ავარიების საფრთხეების შესახებ", 2003/105/EC დირექტივით და (EC) N 1882/2003
რეგულაციით შეტანილი შესწორებების შესაბამისად. შესაბამისად, საწყის ეტაპზე
გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსი,
ახლებურად
არეგულირებს
გზშ-სადმი
დაქვემდებარებული საქმიანობების განხორციელების საკითხს, რომელიც მათ შორის მოიცავს
შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრას და განხორციელებას საქმიანობის
განმახორციელებლის მიერ საქმიანობის განხორციელების პროცესში. რაც ასევე
დაკავშირებული იქნება ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან და ავარიების პრევენციასთან,
ხოლო ზემოაღშნული კანონპროექტი სამომავლოდ, დეტალურად განსაზღვრავს ასოცირების
შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებს, რომელიც ასოცირების
დღის წესრიგის შესაბამისად მიღებულ იქნება შესაბამის ვადებში. ამასთან, ,,გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსის პროექტს თან ახლავს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის
N4951-IIს კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ამოღებული იქნება საქართველოს
მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული დადგენილების მიღების ვალდებულება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავება
განხორციელდა
ევროკავშირის
აღმოსავლეთ
პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა
და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები
1. ამ კანონის მიზნებისათვის მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა
არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოში მავნე
ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი
რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების
ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის
მიწისპირა ფენაში არ აღემატებოდეს ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის დადგენილ
მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში
მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ატმოსფერული
ჰაერის დაბინძურების, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის
ყველა
სტაციონარული
წყაროსთვის
(ობიექტისთვის).
ატმოსფერულ
ჰაერში
მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ასევე ერთი საწარმოო
ტერიტორიის
ფარგლებში
ეკოლოგიური
ექსპერტიზისადმი
დაქვემდებარებულ
საქმიანობასთან ერთად განხორციელებული ყველა საქმიანობის გათვალისწინებით. მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება 5 წლის ვადით,
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე
ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების
გაანგარიშებისას ორიენტაცია საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნოლოგიაზე უნდა გაკეთდეს.
2. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ).
3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების
გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.
4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში
მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
5. იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომლის
განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა,
მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი.
მუხლი 291. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ
გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია
1. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ).
2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ
მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია არის სისტემატიზაცია მონაცემებისა დაბინძურების
სტაციონარული
ობიექტის
ტერიტორიაზე
განლაგებული
ატმოსფერული
ჰაერის
დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა
შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ.
3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის
ჩატარება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი
დაქვემდებარებული საქმიანობისა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
ტექნიკური
რეგლამენტით
განსაზღვრული
საქმიანობებისა.
ატმოსფერული
ჰაერის
დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული
ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. ატმოსფერული
ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაცია 5 წელიწადში ერთხელ
ტარდება და მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის
ტექნიკურ ანგარიშში.
4. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ).
5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ
მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
„ატმოსფერული
ჰაერის
დაბინძურების
სტაციონარული
წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 36. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა გარემოზე ზემოქმედების
ნებართვის საფუძველზე
საქმიანობის სუბიექტის მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ
განაცხადს უნდა ახლდეს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები
გაფრქვევის ნორმების პროექტი .
მუხლი 50. საქმიანობის განხორციელებისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები
1.
დაბინძურების
ექსპლუატაციის
სტაციონარული
წესები
წყაროების
განისაზღვრება
აირმტვერდამჭერი
საქართველოს
მთავრობის
მოწყობილობის
დადგენილებით
„აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე“.
2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს
საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული
ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს
დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
3.
არახელსაყრელი
მეტეოროლოგიური
პირობების
დროს
საქმიანობის
სუბიექტი
ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული
ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის
დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.