„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/47/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41 (48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შედეგი შინაარსის 3061 მუხლი: „მუხლი 3061. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული კოდექსით განხორციელება გარემოსდაცვითი შეფასების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ან სკრინინგის საქმიანობის გათვალისწინებული პროცედურისადმი დაქვემდარებული საქმიანობის განხორციელება სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობის განხორციელებისათვის. კოდექსში რჩება აღნიშნული ჩანაწერი, რათა შესაძლებელი იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე ჩადენილი ექნება კოდექსის ამჟამად მოქმედი 306-ე მუხლით თუმცა, მისი ჩადენა გამოვლინდება შესაბამისი გათვალისწინებულ ქმედება, დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. აქედან გამომდინარე, პროექტი უნდა შეიცავდეს დებულებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არსებული დისპოზიციით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაც, შესაბამისი დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. ამასთან, კოდექსს ემატება 3061 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, ასევე ვინაიდან, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი ითვალისწინებს სკრინინგის პროცედურის ჩატარებას ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც მითითებულია აღნიშნული კოდექსის მე-2 დანართით, საქმიანობის განხორციელებას სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე. ამდენად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება იმ სუბიექტებისათვის, რომელიც ახორციელებენ საქმიანობას სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე. ახალ მუხლში შენარჩუნებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დადგენილი წინაპირობა, რომლის მიხედვით, პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, ვისაც უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, როგორც ეს მოცემულია არსებულ 306-ე მუხლში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში (თუ პირს კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახით სასამართლოს მიერ შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა) აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად განისაზღვრება ჯარიმა, რომლის გადახდის შემთხვევაში თანხა მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული ჯარიმის ოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენ შემთხვევაში გამოიყენებს სასჯელის სახით ჯარიმას სასამართლო. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, თუ პირს კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახით სასამართლოს მიერ შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულისათვის გათვალისწინებული ხარჯები დაიფარება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ამასთან, დღეის მდგომარეობით, ერთი მსჯავრდებულისათვის წლიური ხარჯი შეადგენს დაახლოებით 4000 ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება და რომლებიც მოექცევიან ახალი რეგულაციის პირობებში. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი. კანონპროექტით დგინდება სხვა სახის გადასახდელი. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისათვის ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდარებული საქმიანობის განხორციელებასთვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ალტერნატიული სასჯელის სახით განისაზღვრება ჯარიმა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.