„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/47/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 420000000.05.001.018099) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოღება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 1 იანვრამდე „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებას. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში მომზადებულია „სახიფათო ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გამოწვეული მასშტაბური ავარიების პრევენციის კოდექსი“, რომლის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმების 306-ე მუხლისა და XXVI დანართის ფარგლებში 1996 წლის 9 დეკემბრის 96/82/EC დირექტივიდან ,,სახიფათო ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული დიდი ავარიების საფრთხეების შესახებ", 2003/105/EC დირექტივით და (EC) N 1882/2003 რეგულაციით შეტანილი შესწორებების შესაბამისად. შესაბამისად, საწყის ეტაპზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, ახლებურად არეგულირებს გზშ-სადმი დაქვემდებარებული საქმიანობების განხორციელების საკითხს, რომელიც მათ შორის მოიცავს შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრას და განხორციელებას საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის განხორციელების პროცესში. რაც ასევე დაკავშირებული იქნება ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან და ავარიების პრევენციასთან, ხოლო ზემოაღშნული კანონპროექტი სამომავლოდ, დეტალურად განსაზღვრავს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებს, რომელიც ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად მიღებულ იქნება შესაბამის ვადებში. აღნიშნული კოდექსი, მათ შორის დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომელიც ზემოაღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტს უნდა განესაზღვრა. სწორედ ამიტომ, ,,სახიფათო ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გამოწვეული მასშტაბური ავარიების პრევენციის კოდექსის“ მიღებამდე „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის მიღების საჭიროება არ არსებობს, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი საწყის ეტაპზე ნაწილობრივ დაარეგულირებს საკითხებს, რომელიც შემდგომში დეტალურად იქნება განსაზღვრული ,,სახიფათო ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გამოწვეული მასშტაბური ავარიების პრევენციის კოდექსით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2016 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; ბ ) 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები : ბ.ა) „მაცივარაგენტზე მომუშავე სერტიფიცირების წესის შესახებ “; მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების ბ . ბ ) „ მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “; ბ . გ ) „ სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2016 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა.