„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N1-2 (3334/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) „საქმიანობა“ - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული გარემოზე
ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა;“.
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) „საქმიანობის სუბიექტი“ - საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი პირი,
ადმინისტრაციული
ორგანო,
აგრეთვე
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;“.
2. მე-13 მუხლის:
ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება“;
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-10 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გარემოსდაცვითი
მოთხოვნები
საქმიანობაზე/სრტრატეგიულ
დოკუმენტზე
გადაწყვეტილების მიღებისას და განხორციელებისას“
4. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
1.
საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური
ინტერესების გათვალისწინებისა და ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს,
ასევე კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მიზნით საქართველოს
ტერიტორიაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის
განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
2.
გარემოზე
შესაძლო
ზემოქმედების
გამოვლენის
და
შესწავლის
მიზნით
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“
შესაბამისად ტარდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა.
3.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი.“.
5. 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. კანონს დაემატოს X1 თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი X1. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საკითხები
მუხლი 411. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება
1.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სტრატეგიული
დოკუმენტი ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას.
2.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ხორციელდება გარემოსდაცვით შეფასების
კოდექსით დადგენილი წესითა და პროცედურებით.
3.
ბათილია
სტრატეგიულ
გარემოსდაცვით
შეფასებას
დაქვემდებარებული
სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მიღებული ან/და დამტკიცებულია გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსით დადგენილი პროცედურების ჩატარების გარეშე.“.
7. XV თავს დაემატოს 561 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 561. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება
გარემოზე
ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედების
შემთხვევაში
ხორციელდება
გარემოზე
ტრანსსასაზღვრო შეფასების პროცედურა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და
შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1
სექტემბრიდან.
მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს ,,ტრანსსასაზღვრო
კონტექსტში
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასების
შესახებ“
კონვენციისა
და
მისი
,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ ოქმის“ საქართველოს პარლამენტის
მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით რატიფიცირებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის
მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური
ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „გარემოს დაცვის შესახებ“
შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან.
საქართველოს
კანონის
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს გარემოს დაცვის სფეროში
არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან
შესაბამისობაში მოყვანას. ამ მიზნით, ცვლილება შედის რამდენიმე მუხლში:
- ტერმინები საქმიანობა და საქმიანობის განმახორციელებელი განისაზღვრება
კოდექსის შესაბამისად, კერძოდ, საქმიანობის განმარტებაში აღარ არის
მითითებული „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის
შესაბამისად ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობები.
კოდექსის შესაბამისად, განისაზღვრება, რომ საქმიანობა არის გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებას
დაქვემდებარებული საქმიანობა. ამასთან, საქმიანობის სუბიექტი შესაძლებელია
იყოს ადმინისტრაციული ორგანო ან ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ
არის იურიდიული პირი.
- სამინისტროს კომპეტენციებიდან ამოღებულია ნებართვის და ეკოლოგიური
ექსპერტიზის დასკვნის გაცემა, რამდენადაც, იცვლება სანებართვო სისტემა და
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
გაცემის
უფლებამოსილება
ექნება
სამინისტროს.
- გარემოზე ზემოქმედების ნებართვის საკითხის ნაცვლად, კანონპროექტი
ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის საკითხს.
- მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით, იქმნება ახალი
ინსტიტუტები, კერძოდ, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და გარემოზე
ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასება. ამდენად, აღნიშნული პრინციპების
მარეგულირებელი ნორმები წარმოდგენილია „გარემოს დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტშიც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავება
განხორციელდა
ევროკავშირის
აღმოსავლეთ
პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა
და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის ხდება მისი ამოღება
მუხლი 4. ძირითადი ცნებების განმარტებანი
ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული
მითითება, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „გარემო“ _ ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს
ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და
არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს,
ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
ბ)
„ბუნებრივი
გარემო“
_
გარემოს
შემადგენელი
ნაწილი,
რომელიც
მოიცავს
ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ
ბუნებრივ ლანდშაფტებს;
გ) „ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო“ _ გარემოს შემადგენელი ნაწილი,
რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული
ტიპის
ეკოსისტემებს,
ურთიერთდამოკიდებულებაში
მყოფ
სახეცვლილ
ბუნებრივ
ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
დ) „გარემოს დაცვა“ _ ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურსამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს
გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას;
დ1)
გარემოს დაცვის სფერო − ატმოსფერული ჰაერის , წყლის , მიწის , წიაღისა და
ბიომრავალფეროვნების დაცვის , ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების ,
ნარჩენების
რეგულირების,
ქიმიური
უსაფრთხოების,
ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების სფერო;
დ2) გარემოსდაცვითი ინფორმაცია – წერილობითი, ვიზუალური, ელექტრონული, ზეპირი ან
ნებისმიერი მატერიალური ფორმით წარმოდგენილი ყველა სახის ინფორმაცია შემდეგ
საკითხებზე:
დ2.ა) გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, როგორებიცაა ჰაერი, ატმოსფერო,
წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი, ბუნებრივი ობიექტები, მათ შორის, ჭაობი, სანაპირო
ზოლი და საზღვაო ტერიტორია, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად
მოდიფიცირებული ორგანიზმების ჩათვლით, და ამ ელემენტების ურთიერთქმედება;
დ2.ბ) ფაქტორები, როგორებიცაა ენერგია, ხმაური, რადიაცია, აგრეთვე ნარჩენები, მათ შორის,
რადიოაქტიური ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები, ემისიები და სხვა სახის დაბინძურება,
რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებზე;
დ2.გ)
ღონისძიებები
(ადმინისტრაციული
ღონისძიებების
ჩათვლით),
როგორებიცაა
პოლიტიკა, კანონმდებლობა, გეგმები, პროგრამები, გარემოსდაცვითი შეთანხმებები, და
საქმიანობები, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ და
„დ2.ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებსა და ფაქტორებზე, ასევე იმ
ღონისძიებებსა და საქმიანობებზე, რომლებიც განკუთვნილია ამ ელემენტების დასაცავად;
დ2.დ) ანგარიშები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განხორციელების შესახებ;
დ2.ე) ხარჯთსარგებლიანობა და სხვა ეკონომიკური ანალიზები და დაშვებები, რომლებიც
გამოიყენება ამ მუხლის „დ2.გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებებისა და საქმიანობების
ფარგლებში;
დ2.ვ) ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება, მათ შორის, კვებითი ჯაჭვის
დაბინძურება, ადამიანის ცხოვრების პირობები, კულტურული ობიექტების და მათთან
დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც მათზე გავლენას
ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოს
შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ მუხლის „დ2.ბ“ და „დ2.გ“ ქვეპუნქტებში
მითითებული ფაქტორები, ღონისძიებები და საქმიანობები ამ ელემენტების მეშვეობით;
ე) „ბუნებრივი რესურსები“ _ ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები;
ვ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა” _ ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხედველობა და კონტროლი;
ზ) „საქმიანობა“ – „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;
თ) „საქმიანობის სუბიექტი“ _ საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული
პირი;
თ 1) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული
წარმონაქმნი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ შორის, საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო
ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელზედაც ვრცელდება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს
კანონმდებლობითა
და
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები;
ი) „დაცული ტერიტორია“ _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და
ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით
განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის
დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე.
დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური,
იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების,
ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი
სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი
მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად;
კ) „მდგრადი განვითარება“ _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც
საზოგადოების
ეკონომიკური
განვითარებისა
და
გარემოს
დაცვის
ინტერესების
გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და
მომავალი თაობების უფლებას _ ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი
ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;
ლ) „მდგრადი განვითარების პრინციპები“ _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და
განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and
Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს
დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _ დღის
წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების
შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში;
მ) „გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა“ _ გარემოს დაბინძურების
რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის
მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების _ მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს;
ნ) „საუკეთესო ტექნოლოგია“ _ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი
და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია
გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის
თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება,
დანერგვა
და
გამოყენება
შესაძლებელია
ტექნიკური
თვალსაზრისით;
შესაძლოა
ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე
ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე
დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის;
ო) „საუკეთესო ტექნიკა“ _ საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის,
ზედამხედველობის, კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები;
პ) „ბიომრავალფეროვნება“ _ ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და
წყლის
ეკოსისტემები
და
ეკოლოგიური
კომპლექსები,
რომლებიც
მოიცავენ
მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში;
ჟ) „სამეურნეო ობიექტი“ _ საქმიანობის ობიექტი;
რ) „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია“ _ ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან
რესურსთდამზოგველი
და
საუკეთესო
ტექნოლოგიითა
და
ტექნიკით
წარმოებული
პროდუქცია;
ს) „უფრო სუფთა წარმოება“ _ საწარმოო პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება
ინტეგრირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის უწყვეტი გამოყენება;
ტ ) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ;
უ) „გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა“ _ საქმიანობის ობიექტის მართვის სისტემისა და
ბიზნეს-სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების
საკითხებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტის ფუნქციონირების ყველა
ასპექტს
(გარემოს
დაცვის
სამენეჯმენტო
გეგმის,
გარემოსდაცვითი
პოლიტიკის,
ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის ჩათვლით);
ფ) (ამოღებულია).
მუხლი 13. სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის
სახელმწიფო მართვა;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის
სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
გ1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო
მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის
ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში
არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების,
გეოეკოლოგიური
მდგომარეობის
შეფასების
და
გარემოს
მდგომარეობის
შესახებ
ინფორმაციის მომზადება;
ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება;
ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი;
თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის
სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი;
ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი;
კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების
რეგულირება;
ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მ)
გარემოსდაცვითი
განათლებისა
და
გარემოსდაცვითი
ცნობიერების
ამაღლების
ხელშეწყობა;
ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება;
ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება;
ო1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების
ლიცენზიის გაცემა;
პ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა;
ჟ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;
რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების,
მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვის გაცემა;
რ 1) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის
ნებართვის გაცემა;
რ 2) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;
რ3) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული
თანხმობის გაცემა;
ს) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი;
ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების
ღონისძიებების ორგანიზება;
უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
თავი X
გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და
განხორციელებისას
მუხლი 35. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა
1. საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური
ინტერესების გათვალისწინებისა და ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, ასევე
კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე
საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონი „გარემოზე
ზემოქმედების ნებართვის შესახებ“.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 37. გარემოზე ზემოქმედების შეფასება
1. გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად, საქმიანობაზე
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა ჩატარდეს გარემოზე
ზემოქმედების შეფასება.
2. გარემოზე ზემოქმედების შეფასება განსაზღვრავს საქმიანობით გარემოზე მოსალოდნელ
ზეგავლენას და შეაფასებს ამ ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, სოციალურ და
ეკონომიკურ შედეგებს.
3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს საქმიანობის სუბიექტი ასახავს გარემოზე
ზემოქმედების შეფასების ანგარიშში.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406