„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
ნარჩენების
მართვის
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ6.
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილება
-
გადაწყვეტილება,
რომელიც
გაცემულია
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად.“.
2. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე.
ამ
კოდექსით
გათვალისწინებული
ნარჩენების
მართვასთან
დაკავშირებული
საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და მათი რეგისტრაციის
წარმოება ;“.
3. მე-7 მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,6. პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას ან ტრანსპორტირებას,
ვალდებულია ნარჩენები დასამუშავებლად გადასცეს შესაბამის ობიექტს, რომელსაც აქვს
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გავლილი აქვს რეგისტრაცია.
ბ) 8. აკრძალულია ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის
გარეთ დაწვა.“.
4. მე-16 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. პირს, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და
დამუშავებას, უნდა ჰქონდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გავლილი უნდა ჰქონდეს
რეგისტრაცია ამ კოდექსის VII თავის თანახმად.“.
5. მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ
დაწვა;
დ) სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნარჩენების დამუშავების
ობიექტის გარეთ დამუშავება.“.
6. 21-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნაგავსაყრელზე დასაშვებია მხოლოდ
დამუშავებული ნარჩენების განთავსება. ეს არ ეხება იმ ინერტულ ნარჩენებს, რომელთა
დამუშავება არ არის ტექნიკურად განხორციელებადი, აგრეთვე ისეთ ნარჩენებს, რომელთა
ტექნიკურად განხორციელებადი დამუშავებით არ მიიღწევა ამ კოდექსის მიზანი.“.
7. მე-7 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
გაცემა და რეგისტრაცია“.
8. კოდექსის 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც
ექვემდებარება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას
1. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით
გათვალისწინებული საქმიანობები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
მისაღებად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტაციის
ჩამონათვალი
და
მისი
შინაარსისადმი
გარემოსდაცვითი
მოთხოვნები
შეფასების
განისაზღვრება
ამ
კოდექსით,
კოდექსითა
და
მათ საფუძველზე მიღებული და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. თუ პირი ახორციელებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ერთზე მეტ
საქმიანობას
და
აღნიშნული
ურთიერთდაკავშირებულია,
აღნიშნული
საქმიანობები
პირი
ერთმანეთთან
უფლებამოსილია
არსებითად
მოითხოვოს
ერთი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება.”.
9. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, ნარჩენების
დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით უნდა
წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) დასამუშავებელი ნარჩენების სახეობა (კოდი და დასახელება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3
ნაწილის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად);
ბ) დასამუშავებელი ნარჩენების რაოდენობა და წარმოშობა;
გ) ნარჩენების აღდგენის ან განთავსების ოპერაციების კოდები და აღწერილობა ამ კოდექსის I
ან II დანართის შესაბამისად;
დ) გამოსაყენებელი საშუალებები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი წარმადობა;
ე) მოსაწყობი ნაგავსაყრელის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ინფორმაცია.“.
10. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და რეგისტრაციების რეესტრი
ამ
კოდექსით
გათვალისწინებული
საქმიანობისათვის
გაცემული
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებები და რეგისტრაციები აისახება ნარჩენების მონაცემთა ბაზაში ამ კოდექსის
30-ე მუხლის შესაბამისად.“.
11. 30-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ბ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებზედაც ამ კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად გაიცა
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;“.
12. 36-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სახიფათო ნარჩენების დაწვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის
გარეთ – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
4. სახიფათო ნარჩენების დამუშავება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნარჩენების
დამუშავების ობიექტის გარეთ – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“.
13. 47-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის
მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური
ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ნარჩენების მართვის კოდექსის გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს ისეთი ტერმინების გამოყენებას,
რომელიც უქმდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით. შესაბამისად, კანონპროექტით
ხდება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან. კერძოდ, ტერმინების „ეკოლოგიურ ექსპერტიზა“ და
,,ნებართვის“ ნაცვლად, გამოიყენება ტერმინი „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავება
განხორციელდა
ევროკავშირის
აღმოსავლეთ
პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა
და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
ნარჩენების მართვის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კოდექსის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნარჩენი – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული
აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;
ბ) სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც აქვს ამ კოდექსის III დანართით
გათვალისწინებული ერთი ან მეტი მახასიათებელი;
გ) არასახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც არ მოიცავს „სახიფათო ნარჩენების“
განმარტება;
დ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები;
ე) მუნიციპალური ნარჩენები – საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები,
რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების
მსგავსია;
ვ) ინერტული ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც არ განიცდის მნიშვნელოვან ფიზიკურ,
ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს – არ იხსნება, არ იწვის და არ შედის სხვაგვარ ქიმიურ ან
ფიზიკურ რეაქციაში, არ განიცდის ბიოდეგრადაციას და სხვა მასალაზე არ ახდენს ისეთ
გავლენას, რომელიც გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან ადამიანის ჯანმრთელობის
დაზიანებას;
ზ) ბიოდეგრადირებადი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარება ანაერობულ ან
აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღის/პარკის
ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო;
თ) თხევადი ნარჩენები – თხევად მდგომარეობაში არსებული ნარჩენები;
ი) სამედიცინო ნარჩენები – სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების,
სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული
კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები;
კ)
ცხოველური
ნარჩენი
(ცხოველური
წარმოშობის
არასასურსათო
დანიშნულების
პროდუქტი) – ცხოველის სხეული ან მისი სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის
პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი
ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21
ოქტომბრის (EC) No 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად;
ლ) სპეციფიკური ნარჩენი – ისეთი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენი, რომელიც თავისი
მახასიათებლებისა და ფართო გავრცელების გამო ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მართვის
სპეციფიკური ზომების მიღებასა და მოვლას საჭიროებს (შეფუთვა, ზეთი, საბურავი, ძრავიანი
სატრანსპორტო საშუალება, ბატარეა, აკუმულატორი, ელექტრო- და ელექტრონული
მოწყობილობები და სხვა);
მ) ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება –
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, გადაამუშავებს, დაამუშავებს, ყიდის
ან ახორციელებს იმპორტს ისეთი პროდუქტისა, რომელიც თავისი სასიცოცხლო ციკლის
ამოწურვის შემდეგ სპეციფიკური ნარჩენი ხდება;
ნ) პროდუქტი – ნებისმიერი მოძრავი ნივთი, მათ შორის, ნივთი, რომელიც სხვა მოძრავი ან
უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილია. პროდუქტი ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ
საქონელს (მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო
მომხმარებლისათვის), რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი
კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ,
როგორც ახალი, გამოყენებული ან გადამუშავებული. პროდუქტად არ ითვლება მასთან
დაკავშირებული მომსახურება;
ო) ბაზარზე განთავსება – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი
ინდუსტრიული ზონებისა) პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება ადგილობრივი
წარმოების, იმპორტის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული
მიზნებისათვის, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ. პროდუქტის ყოველი მომდევნო
მიწოდება არ ითვლება ბაზარზე განთავსებად;
პ) ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენები
(ნარჩენების თავდაპირველი წარმომქმნელი), ან პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების
წინასწარ დამუშავებას, შერევას და სხვა საქმიანობას, რომლის შედეგადაც ნარჩენების
მახასიათებლები ან შემადგენლობა იცვლება;
ჟ) ნარჩენების მფლობელი – ნარჩენების წარმომქმნელი ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული
პირი, რომელიც ფლობს ნარჩენებს;
რ) ნარჩენების გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს
ნარჩენების ტრანსპორტირებას;
ს) ოპერატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ნარჩენების
შეგროვების, ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ან ნარჩენების დამუშავების ობიექტის
ან ასეთი ობიექტის ნაწილის მართვის უფლება;
ტ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების შეგროვება, დროებითი შენახვა, წინასწარი დამუშავება,
ტრანსპორტირება,
აღდგენა
და
განთავსება,
ამ
საქმიანობების,
ღონისძიებებისა
და
ოპერაციების ზედამხედველობა და ნარჩენების განთავსების ობიექტების შემდგომი მოვლა;
უ) ნარჩენების დამუშავება – ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული აღდგენის
და განთავსების ოპერაციები, აგრეთვე ნარჩენების წინასწარი დამუშავება აღდგენამდე ან
განთავსებამდე;
ფ) ნარჩენების წინასწარი დამუშავება – ამ კოდექსის I დანართის R12 კოდით და II დანართის
D13 კოდით განსაზღვრული წინასწარი ოპერაციები, რომლებიც ნარჩენების აღდგენამდე ან
განთავსებამდე ხორციელდება;
ქ) დანაგვიანება – ნარჩენის (ნარჩენების) გარემოში დაგდება (დაყრა), გადაგდება (გადაყრა)
ან/და მიტოვება ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა და ობიექტების გარეთ;
ღ) პრევენცია – ნივთიერების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე ზომების
მიღება, რაც ამცირებს:
ღ.ა) ნარჩენების რაოდენობას. ეს, სხვა საშუალებებთან ერთად, მიიღწევა პროდუქტის
ხელახალი გამოყენებით ან პროდუქტის ვარგისობის ვადის გაგრძელებით;
ღ.ბ) წარმოქმნილი ნარჩენების გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით
გავლენას;
ღ.გ) მასალაში ან პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობას;
ყ) აღდგენა – საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების სასარგებლო მიზნებისთვის
გამოყენება იმ მასალების ჩანაცვლებით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე ფუნქციის
შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული, და რომელიც განსაზღვრულია, მაგრამ არ
შემოიფარგლება ამ კოდექსის I დანართით. აღდგენა მოიცავს რეციკლირებას;
შ) ხელახალი გამოყენება – ნარჩენად გადაქცევამდე პროდუქტის ან/და მისი კომპონენტის
თავდაპირველი დანიშნულებით ხელახლა გამოყენება;
ჩ) ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება – აღდგენითი ოპერაცია (კერძოდ, შემოწმება,
გასუფთავება ან შეკეთება), რომლის შედეგადაც პროდუქტი ან/და მისი კომპონენტი,
რომელიც ნარჩენად იქცა, ყოველგვარი სხვა სახის ზემოქმედების გარეშე მზადაა ხელახალი
გამოყენებისთვის;
ც) რეციკლირება – აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენი ისეთ
პროდუქტად,
მასალად
ან
ნივთიერებად
გარდაიქმნება,
რომელიც
განკუთვნილია
თავდაპირველი დანიშნულებით ან სხვა მიზნით გამოყენებისთვის. რეციკლირება მოიცავს
ორგანული მასალების გადამუშავებას, მაგრამ არ მოიცავს ენერგიის აღდგენას და მათ ისეთ
მასალებად გარდაქმნას, რომლებიც საწვავად ან ამოვსების ოპერაციებისთვის გამოიყენება;
ძ) შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას და
წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე ტრანსპორტირებისათვის;
წ) სეპარირებული შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები
მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობისათვის განცალკევებულია სახეობებისა და
მახასიათებლების მიხედვით;
ჭ) ტრანსპორტირება – ნარჩენების ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების
დამუშავების ობიექტზე გადატანა;
ხ) განთავსება – ღონისძიება, რომელიც განსაზღვრულია, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ
კოდექსის II დანართით;
ჯ) ნარჩენების დამუშავების ობიექტი – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ან
არატექნიკური დანაყოფი, სადაც ხორციელდება ნარჩენების დამუშავება (მათ შორის,
ნარჩენების გადამტვირთავი სადგური, სხვა ადგილი, სადაც მოწყობილია ასეთი ობიექტი);
ჰ) ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი – ობიექტი, სადაც ინახება ნარჩენები 3 წელზე
ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით,
თუ ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის;
ჰ1) ნარჩენების გადამტვირთავი სადგური – ობიექტი, სადაც ხორციელდება ნარჩენების
გადატვირთვა ნარჩენების დამუშავების ობიექტზე შემდგომი ტრანსპორტირებისათვის;
ჰ2) ნაგავსაყრელი – ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნარჩენები მიწაზე ან მიწის ქვეშ
განთავსდება. ნაგავსაყრელი მოიცავს ნარჩენების განთავსების შიდა ობიექტს (საწარმოს
ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი, რომელზედაც ნარჩენების წარმომქმნელი კუთვნილ
ნარჩენებს განათავსებს), მაგრამ არ მოიცავს ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტს და
ნარჩენების გადამტვირთავ სადგურს;
ჰ3) არსებული ნაგავსაყრელი – ნაგავსაყრელი, რომელიც ფუნქციონირებს ამ კოდექსის
ამოქმედების დროს;
ჰ4) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი
ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული დამუშავებისთვის,
გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან მისი აღდგენის გარეშე, ნარჩენების დაჟანგვით
(ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით,
როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად
მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია;
ჰ5) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური
ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის მიღება ან
მატერიალური პროდუქტის წარმოება, რომელიც ნარჩენებს ძირითად ან დამატებით საწვავად
იყენებს ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება განთავსებისათვის, დაჟანგვით
(ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით,
როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად
მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია;
ჰ6) ნებართვა – ნებართვა, რომელიც გაცემულია „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“
საქართველოს კანონის, ამ კოდექსის და მის საფუძველზე მიღებული და გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ჰ7) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
ჰ8) ფიზიკური და იურიდიული პირები – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული პირები (გარდა ამ კოდექსის X თავისა);
ჰ9) ნარჩენი ზეთი – მინერალური ან სინთეტიკური ლუბრიკანტი ან სხვა სახის საწარმოო ზეთი,
რომელიც თავდაპირველი დანიშნულებით გამოყენებისთვის უვარგისი გახდა, კერძოდ,
გამოყენებული ძრავას ზეთი, გადაცემათა კოლოფის ზეთი, საპოხი ზეთი, ტურბინის ზეთი,
ჰიდრავლიკური ზეთი და სხვა;
ჰ10) დაბინძურება – გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი ნარჩენის მოხვედრა,
რომელმაც
შესაძლოა
გამოიწვიოს
გარემოზე
ან
ადამიანის
ჯანმრთელობაზე
მავნე
ზემოქმედება;
ჰ11) რესურსი – ნებისმიერი პირველადი ან მეორეული მატერიალური ნედლეული, მათ შორის,
ნარჩენი, თუ ის სხვა პირველადი ნედლეულის ნაცვლად გამოიყენება.
მუხლი 6. ნარჩენების მართვის სფეროში კომპეტენტური ორგანოები
1. ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ბ) ნარჩენების აღრიცხვა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის წარმოება ამ კოდექსის 29-ე და 30-ე
მუხლების შესაბამისად;
გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური
ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად;
დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების
კოორდინაცია და გეგმის განხორციელების ანგარიშის წარდგენა ამ კოდექსის მე-12 მუხლის
შესაბამისად;
ე) ამ კოდექსის შესაბამისად ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის
გაცემა და რეგისტრაციის წარმოება;
ვ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და
რეციკლირების ხელშეწყობა;
ზ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
2. სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არეგულირებს ნარჩენების
ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას ამ კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სამინისტროსთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს
და აკონტროლებს სამედიცინო ნარჩენების მართვას.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამინისტროსთან ერთად, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და ზედამხედველობს ცხოველური
ნარჩენების მართვას.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
შესაბამისი
დაწესებულება
გასცემს
სახიფათო
ნარჩენების
ტრანსპორტირებისათვის
სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობას.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში
შემავალი შესაბამისი დაწესებულება სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებენ და საქართველოს
მთავრობას
დასამტკიცებლად
პროექტს/პროექტებს,
წარუდგენენ
რომლითაც/რომლებითაც
კანონქვემდებარე
აქტის/აქტების
განისაზღვრება
ნარჩენების
ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, კერძოდ, მოთხოვნები:
ა) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების
სტანდარტებისადმი;
ბ) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი კონტეინერისადმი;
გ)
სახიფათო
ნარჩენების
გადამზიდავი
სატრანსპორტო
საშუალების
მძღოლის
გამოცდილებისადმი.
7.
ნარჩენების
მართვის
სფეროში
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება არასახიფათო ნარჩენების
ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების
მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
ამ
ნაწილით
განსაზღვრული
უფლებამოსილება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს მესამე პირს.
8. ამ კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას
განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების
მართვის გეგმის შემუშავება) ამ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-7
ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა).
9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში
მოქცეულ ტერიტორიებზე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, ოპერირება
და
დახურვა
განეკუთვნება
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
და
თბილისის
მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას.
მუხლი 7. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
1. ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა განხორციელდეს
ნარჩენების სახეობების, მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით, ისე, რომ შემდგომ
დაბრკოლება არ შეექმნას აღდგენას.
2. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების დროს მაქსიმალურად უნდა
გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება, დანაგვიანება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე
ზემოქმედება.
3.
ნარჩენების
ტრანსპორტირების
დაბინძურების/დანაგვიანების
შემთხვევაში
შედეგად
ნარჩენებით
გარემოს
ნარჩენების
გადამზიდველი
ვალდებულია
უზრუნველყოს დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება.
4. ნარჩენების წარმომქმნელი და ნარჩენების მფლობელი ვალდებული არიან, ნარჩენები
თავად დაამუშაონ ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცენ
შესაბამისი უფლების მქონე პირებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
5. თუ ნარჩენები გადაცემულია
აღდგენისთვის
ან განთავსებისთვის, ნარჩენების
თავდაპირველი წარმომქმნელის ან/და ნარჩენების მფლობელის პასუხისმგებლობა ძალაშია
ნარჩენების სრულ აღდგენამდე ან განთავსებამდე.
6. პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას ან ტრანსპორტირებას, ვალდებულია
ნარჩენები დასამუშავებლად გადასცეს შესაბამის ობიექტს, რომელსაც აქვს სათანადო
ნებართვა ან გავლილი აქვს რეგისტრაცია.
7. ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების
განხორციელებამდე
მიიღოს
ნარჩენების
ტრანსპორტირებისათვის
სატრანსპორტო
საშუალების დაშვების მოწმობა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია
სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას თან იქონიოს აღნიშნული მოწმობა.
8. აკრძალულია ნარჩენების შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა.
9. ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 16. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება
1. მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს:
ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების
შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება;
ბ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა
და გამართული ფუნქციონირება.
2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი
მუნიციპალური
ნარჩენები
ხელმისაწვდომი
გახადოს
მუნიციპალიტეტის
შესაბამისი
სამსახურისთვის ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში.
3. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი, მოსახლეობის გარდა, უფლებამოსილია არ
ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით და მის მიერ
წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ
პირს, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და
დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ
შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის მუნიციპალიტეტს.
4. მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის
შემთხვევაში მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ სისტემით
ისარგებლოს.
5. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება „მუნიციპალური
ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილების შესაბამისად.
6.
მუნიციპალიტეტები
უფლებამოსილი
არიან,
შექმნან,
დანერგონ
და
მართონ
მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა.
7. პირს, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და
დამუშავებას, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნებართვა ან გავლილი უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია
ამ კოდექსის VII თავის თანახმად.
მუხლი 17. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი ვალდებულებები
1. სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა, შეგროვება და ტრანსპორტირება, აგრეთვე მათი
დამუშავება და დასაწყობება ისე უნდა განხორციელდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს
გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა.
2. აკრძალულია:
ა) სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ;
ბ) სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ
წყლებში (მათ შორის, ზღვაში) ჩაშვება;
გ) სახიფათო ნარჩენების შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა;
დ) სახიფათო ნარჩენების შესაბამისი ნებართვის მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის
გარეთ დამუშავება.
3. მოსახლეობა ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური სახიფათო ნარჩენები
მოათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიზნით გამოყოფილ სპეციალურ კონტეინერებში,
ასეთების არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 21. ნაგავსაყრელის კატეგორიები
1. ნაგავსაყრელი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
ბ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
გ) ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი.
2. სახიფათო ნარჩენები განთავსდება მხოლოდ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე.
3. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ მუნიციპალური ნარჩენები
და სხვა არასახიფათო ნარჩენები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე მუხლის
საფუძველზე მიღებული დადგენილებით განსაზღვრულ ამ კატეგორიის ნაგავსაყრელზე
ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს.
4. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები, მათ შორის, ამ
კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირისაგან.
5. ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ ინერტული ნარჩენები.
51. ინერტული ნარჩენები, რომლებიც გამოსადეგია ამოვსების ოპერაციებისთვის ან
მშენებლობის მიზნებისთვის, შესაძლებელია არ განთავსდეს ნაგავსაყრელზე, თუ ისინი,
სახელმწიფო
ან
მუნიციპალიტეტის
ორგანოსთან
შეთანხმებით,
ამოვსებითი
ოპერაციებისთვის ან პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის მიზნებისთვის იქნება
გამოყენებული. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 24-ე მუხლის მოთხოვნები.
6. ნებართვის მქონე ნაგავსაყრელზე დასაშვებია მხოლოდ დამუშავებული ნარჩენების
განთავსება. ეს არ ეხება იმ ინერტულ ნარჩენებს, რომელთა დამუშავება არ არის ტექნიკურად
განხორციელებადი, აგრეთვე ისეთ ნარჩენებს, რომელთა ტექნიკურად განხორციელებადი
დამუშავებით არ მიიღწევა ამ კოდექსის მიზანი.
თავი VII
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა და რეგისტრაცია
მუხლი 24. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც
ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას
1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით ეკოლოგიურ ექსპერტიზას ექვემდებარება:
ა) ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა;
ბ) ნარჩენების განთავსება, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა;
გ) სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება;
დ) 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობების ნებართვების
მისაღებად
სამინისტროსთვის
წარსადგენი
დოკუმენტაციის
ჩამონათვალი
და
მისი
შინაარსისადმი მოთხოვნები განისაზღვრება ამ კოდექსით, „გარემოზე ზემოქმედების
ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე მიღებული და გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. თუ პირი ახორციელებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ერთზე მეტ
საქმიანობას, მასზე შესაძლებელია გაიცეს ერთი ნებართვა.
მუხლი 25. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის მისაღებად
წარსადგენი ინფორმაცია
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე
მიღებული და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული
ინფორმაციის გარდა, ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის
მისაღებად სამინისტროს დამატებით უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) დასამუშავებელი ნარჩენების სახეობა (კოდი და დასახელება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე3 ნაწილის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად);
ბ) დასამუშავებელი ნარჩენების რაოდენობა და წარმოშობა;
გ) ნარჩენების აღდგენის ან განთავსების ოპერაციების კოდები და აღწერილობა ამ კოდექსის I
ან II დანართის შესაბამისად;
დ) გამოსაყენებელი საშუალებები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი წარმადობა;
ე) მოსაწყობი ნაგავსაყრელის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ინფორმაცია.
მუხლი 27. ნებართვებისა და რეგისტრაციების რეესტრი
ამ კოდექსის საფუძველზე გაცემული ნებართვები და რეგისტრაციები აისახება ნარჩენების
მონაცემთა ბაზაში ამ კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 30. ნარჩენების მონაცემთა ბაზა
სამინისტრო აწარმოებს და აახლებს ნარჩენების მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს:
ა) ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს;
ბ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებზედაც ამ კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად გაიცა
შესაბამისი ნებართვა;
გ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომელთა საქმიანობაც ამ კოდექსის 26-ე მუხლის
თანახმად დაექვემდებარა რეგისტრაციას.
მუხლი 36. სახიფათო
ნარჩენების
მართვასთან
დაკავშირებული მოთხოვნებისა
და
ვალდებულებების შეუსრულებლობა
1. სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ
წყლებში ჩაშვება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების
შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი
სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური
არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
3. სახიფათო ნარჩენების შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის
დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
4. სახიფათო ნარჩენების შესაბამისი ნებართვის მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის
გარეთ დამუშავება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის
დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის საჭიროებისათვის დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების ღირებულებას
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა ექსპერტიზამ ნარჩენები სახიფათოდ ცნო, აანაზღაურებს
პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი.
5. ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ შეგროვების, ტრანსპორტირებისა და
დამუშავების მიზნით სახიფათო ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა –
გამოიწვევს ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
მუხლი 47. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით.
2.
ამ
კოდექსის
31-ე–46-ე
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის
გაორმაგებას.
3. ამ კოდექსის 31-ე–35-ე და 37-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის
ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის)
ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი
ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის
ოდენობის გაორმაგებას, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა – შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაოთხმაგებას.
4. სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესები.
5. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ
ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით
ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2
ნაწილითა და 37-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევს
დაბინძურებული/დანაგვიანებული
ტერიტორიის
ასევე
ეკისრება
დასუფთავების
ნარჩენებით
ვალდებულება.
ამ
ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიის
დასუფთავებას
აღმასრულებელი
მუნიციპალიტეტის
ორგანოს
მიერ
აღმასრულებელი
ორგანო
უფლებამოსილი
პირი
დასუფთავების ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება.
ან
მუნიციპალიტეტის
უზრუნველყოფს,
ხოლო
6. ამ კოდექსის 31-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
უფლებამოსილი
თანამშრომლები.
7. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებითა და
მე-40
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი
ორგანოს
თანამშრომლები,
თუ
სამართალდარღვევა
სატრანსპორტო
საშუალების გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს)
აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს.
8. ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე
მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანო
ან
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანოს
მიერ
უფლებამოსილი პირი.
9. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
10. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს
აქვთ ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4–მე-9 ნაწილებით, 32-ე–36-ე და 39-ე–42ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული
სახდელების დადების უფლება.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს
აქვთ ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებითა
და
მე-40
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების
უფლება,
თუ
სამართალდარღვევა
სატრანსპორტო
საშუალების
გამოყენებით
იქნება
ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი
პირი
უშუალოდ
შეესწრება
(დააფიქსირებს)
აღნიშნული
სამართალდარღვევის ფაქტს.
12. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
13. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას,
სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე
განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე
შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ
გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი,
რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი
შევსების,
ჩაბარებისა
და
წარდგენის
წესს
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტით
განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
16. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ
საჩივრდება სასამართლოში.