„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„ნავთობისა
და
გაზის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) 30 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი:
3
„8. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2017
წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო
სააგენტომ უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი
ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების
მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებაში და სხვა სამართლებრივ
აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის
მიღებით, რომლითაც ახლებურად რეგულირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების
საკითხები. აღსანიშნავია, რომ კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილება არ გაიცემა ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. თუმცა
მოცემულ საკითხებს დაარეგულირებს ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც
გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს ეხება ამ სფეროში. შესაბამისად, კანონში
მითითება კეთდება, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანილ
იქნება აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც იდენტურ რეგულაციებს
დაადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებთან მიმართებით. აღნიშნული
განპირობებულია ,,გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზემოქმედების
შეფასების შესახებ“ 2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივის მოთხოვნებიდან,
რადგან აღნიშნული დირექტივა ეხება მათ შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან
დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც საქართველოს არსებული საკანონმდებლო სისტემის
გათვალისწინებით, ცალკე კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება, იდენტურად, იმავე
პრინციპებზე დაყრდნობით, როგორც ეს არის გარემოსდაცვით შეფასების კოდექსის
პროექტში, იმ განსხვავებით, რომ ნაცვლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა გზშ-ს
საკითხებზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას გასცემს ამ სფეროში კომპეტენტური
ორგანო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალi საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირი - საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონის 303 მუხლს გარდამავალი დებულებების ნაწილში ემატება ვალდებულება, რომ
ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2017
წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო
სააგენტომ უზრუნველყოს ,,ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი
ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების
მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებაში და სხვა სამართლებრივ
აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავება
განხორციელდა
ევროკავშირის
აღმოსავლეთ
პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა
და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 303. გარდამავალი დებულებანი
1. 2007 წლის 1 სექტემბრამდე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი
სახელმწიფო სააგენტო რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოდ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით „საქართველოს 2007 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის
მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ.
4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე და უფროსის
დანიშვნამდე
ამ
განახორციელოს
სააგენტოსათვის
კანონმდებლობით
მინიჭებული
დამოუკიდებელმა
მარეგულირებელმა
ორგანომ,
უფლებამოსილება
საჯარო
სამართლის
იურიდიულმა პირმა – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელმა
სახელმწიფო სააგენტომ.
5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ
გამოცემული
ნორმატიული
აქტები
(გარდა
რეგულირების
საფასურთან
დაკავშირებით
გამოცემული აქტებისა) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებების განხორციელების ან
მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებას – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს.
6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ –
ნავთობისა და გაზის ეროვნულმა სააგენტომ შექმნიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მისთვის
მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
7. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში
სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.
შეიქმნას საჯარო