„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/47/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-20
ბიუროს ნომერი 31

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ განსაზღვრული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში სამინისტროს კომპეტენცია დგინდება ამავე კოდექსის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებით, რომლითაც უქმდება „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონები, დგინდება ახალი პრინციპები, მათ შორის განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენცია გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში, კერძოდ სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-სადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სგშ-ს პროცესში სკოპინგის განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვა და სკოპინგის დასკვნის გაცემა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიულ დოკუმენტთან და სგშ-ს ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება, რომ ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ განსაზღვრული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში სამინისტროს კომპეტენცია დგინდება ამავე კოდექსის შესაბამისად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების უშუალო ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 22. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა 1. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს. 2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარემოს ხარისხობრივი ნორმების დაცვის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო. 3. გარემოს ხარისხობრივი ნორმების დამრღვევი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. აკრძალულია რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვება, მიღება, დამზადება, წარმოება, ბრუნვა და გამოყენება, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა სპეციალური უფლებამოსილების გარეშე. 5. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არინ შეაჩერონ რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენება, თუ ირღვევა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას. 6. სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა რადიოლოგიური მუშაობის, მათ შორის, მკურნალობისა და დიაგნოსტიკური წყაროებთან მეთოდებით სამედიცინო რენტგენო- პროცედურების უსაფრთხოების ნორმებს. 7. ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა არ უნდა იყოს ამ ადგილებში მყოფი პირების ჯანმრთელობისათვის საზიანო და არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. 8. პირი, რომლის საქმიანობამაც გამოიწვია ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში სამინისტროს მიერ დადგენილი გარემოს ხარისხობრივი ნორმების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. ბირთვული და რადიაციული სპეციალური კანონმდებლობით. უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგულირდება