„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლისპირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დაბა – დასახლება, რომლის ტერიტორიაზე განლაგებულია სამრეწველო საწარმოებიან/დატურისტული და საკურორტო დაწესებულებებიან/დასამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებები და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. დაბის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, თუ იგი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა; გ) ქალაქი − დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები და ტურისტულ, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. ქალაქის ინფრასტრუქტურა ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზემეტია. დასახლებას, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზენაკლებია, ქალაქის კატეგორია შეიძლება მიენიჭოს, თუ იგი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა, ანდაისამკანონისმე-3 მუხლისმე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, როგორც თვითმმართველი ქალაქი.“; 2. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება განისაზღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმების გათვალისწინებით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება არ ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ამ კანონითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიონ მუნიციპალიტეტის ორგანოები და არჩეულ იქნენ ამ ორგანოებში, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“. 4. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა;“. 5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. მუნიციპალიტეტების უფლება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებასა და ამ პირში გაწევრებაზე 1. მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების სფეროში ორგანიზება გაუწიოს ერთობლივ ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში, ითანამშრომლონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან), აგრეთვე დაამყარონ ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში შესაბამის უცხოურ კავშირებთან (ასოციაციებთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“. 6. 42-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) იმუშაოს ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;. 7. 47-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას;“. 8. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს მათ შორის,საბჭოებს, კომისიებს და სამუშაო ჯგუფებს;“. 9. 56-ე მუხლისმე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.“. 10. მე-60 მუხლისმე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ − თბილისი), როგორც საქართველოს დედაქალაქის, სტატუსი გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების მეშვეობით თბილისის მართვას.“. 12. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თბილისის ტერიტორია იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულია რაიონი. თბილისის ადმინისტრაციული ერთეული არ არის მუნიციპალიტეტი.“. 13. 75-ე მუხლის: ა) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ)თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს;“; ბ) „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.დ)ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს;“; გ) ე.ე3 და ე.ე4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე3) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტებს; ე.ე4) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური რეგულარული გადაყვანის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტებს;“; დ) „ე.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ვ) გასცემს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას;“. 14. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.“. 15. 96-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად. კაპიტალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტი სბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. მუნიციპალიტეტმა კაპიტალური ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.“. 16. 98-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.“. 17. 122-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან მხოლოდ უნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს.“. 18. 134-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 134. დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვა 1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირს მოსთხოვოს დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები. 2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია მოთხოვნილი დოკუმენტი და ინფორმაცია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.“. 19. 135-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დელეგირებული უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი შეიძლება გაუქმდეს მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ ის არ შეესაბამება დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითებას. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. 3. თუ მუნიციპალიტეტი არ შეასრულებს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითებას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ.“. ბ) მე-5 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს უგზავნის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის ან ამ აქტის გაუქმების შესახებ მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან მოტივირებულ წერილობით უარს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე ან შეჩერების შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. 7. დაუშვებელია დარგობრივი ზედამხედველობის წესით გაუქმდეს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც მიღებულია/გამოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ საფუძველზე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. 8. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმების შესახებ დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 20. 136-ე მუხლის მე-2 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითება შეასრულოს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაშია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სათანადო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე. 4. თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო არაჯეროვნად ახორციელებს ან არ ახორციელებს ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას, შესაბამისი დარგობრივიზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული მოვალეობის შესრულება, მისცეს მას სავალდებულო მითითებები და მდგომარეობის გამოსასწორებლად განუსაზღვროს გონივრული ვადა – არანაკლებ 15 სამუშაო დღისა. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი დარგობრივიზედამხედველობის ორგანოს თანხმობით. 5. მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ვალდებულია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მიღებული ზომების შესახებ.“. 21. 145-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ორგანოების რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ცნობის დღემდე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები − მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ცნობის დღემდე.“. 22. 149-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა იმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 60 დღის ვადაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი უზუსტობებით, რომელიც წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრების და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილების განხორციელება და კოდექსის სრულყოფა. წინამდებარე კანონის პროექტით აღმოიფხვრება კოდექსში არსებული უზუსტობები, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო ზედამხედველობის მიმართ გამოსაყენებელ ტერმინებს. აღსანიშნავი ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე არ ვრცელდებოდა 1997 წელს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული პირები ექცევიან მოხელეებში და მათზე ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, თუმცა ზემოაღნიშნულ პირებზე გავრცელდება კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის რეგულაცია, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებულ რეგულაციას ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების უფლებამოსილების შეჩერების, შეწვეტის საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნისნული რეგულაცია საჭიროებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება. პრობლემას ქმნისის გარემოება, რომ კოდექსის გარკვეულ მუხლებში გამოყენებულია ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“, რაც მხოლოდ ერთი ტიპის დასახლებაში - ქალაქში სამგზავრო გადაყვანას მოიცავს. ამასთან, ამგვარი დაყოფა უსაფუძვლოა, ვინაიდან, არა მხოლოდ ქალაქის ტიპის დასახლებებშია აუცილებელი რეგულარი სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება, არამედ, ნებისმიერი ტიპის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კოდექსის მთელს ტექსტში, გამოყენებულია ტერმინი - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ხოლო, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია ორგანოები. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოს აღსანიშნავად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ და „თვითმმართველი ერთეულის“ ნაცვლად, გამოყენებული იქნება ერთი ტერმინი - „მუნიციპალიტეტის ორგანო“. აღნიშნული ტერმინილოგიური ხასიათის ცვლილების გარდა, კოდექსში ხორციელდება მთელი რიგი შინაარსობრივი ცვლილებები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება გარკვეული საკითხებისა და რეგულაციების დაზუსტება და შემოღება. კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრება მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ვინაიდან მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ქმედით ღონისძიებებს კულტურის სფეროს განვითარების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია ცხოვრების დონის ამაღლებისთვის და სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვის. შესაბამისად, მე-16 მუხლის ცვლილებით გაჩნდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი მუნიციპალიტეტების მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ღონისძიებებისთვის. კანონპროექტის თანახმად კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდენა ახალი რედაქციით და ტერმინოლოგიურად დაკორექტირდა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ამ კანონითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიონ მუნიციპალიტეტის ორგანოები და არჩეულ იქნენ ამ ორგანოებში, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. კანონის პროექტის შესაბამისად, ცვლილება ხორციელდება კოდექსის მე-20 მუხლში, რომელიც ატარებს ტექნიკურ ხასიათს. კოდექსის 1061 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების საკითხს, ხოლო მე-20 მუხლში საუბარია მუნიციპალიტეტების მიერ თავიანთი საქმიანობის კოორდინაციისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისათვის არასამეწარემო (არაკომერციული) იურიდიული პირის/პირების დაფუძნებაზე და მათში გაწევრებაზე. აღნიშნული იურიდიული პირი იქმნება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტების სახელით კოორდინაცია გაუწიონ ერთობლივ ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში, ითანამშრომლონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან), აგრეთვე დაამყარონ ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში შესაბამის უცხოურ კავშირებთან (ასოციაციებთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, კოდექსის მე-20 მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება მიზნად ისახავს, კოდექსში ბუნდოვანების აღმოფხვარს, იმისთვის, რომ არ მოხდეს კოდექსის მე-20 მუხლითა და 1061 მუხლით განსაზღვრული იურიდიული პირების ერთი და იმავე იურიდიულ პირად მიჩნევა. ცვლილება ხორციელდება კოდექსის 75-ე მუხლში და ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“, იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“, რაც უზურნველყოფს ერთიანი ზოგადი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას და კოდექსის სხვა მუხლების ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანას. კანონპროექტის შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 122-ე მუხლის მე-4 პუნქტი, იმისთვის, რომ აღმოიფხვრას აღნიშნული მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების არაერთგვაროვნად განმარტების საკითხი, კერძოდ, დაზუსტდება, რომ მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. თანხმობა არ იქნება საჭირო, თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან მხოლოდ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს. აღნიშნული ცვლილება უფრო ეფექტიანს და მოქნილს გახდის მუნიციპალიტეტის მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის პროცესს. იმის გათვალისწინებით, რომ ქონების მიმღებს წარმოადგენს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირი (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი ან საწარმო, მიზანშეწონილია მათთვის ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებად განისაზღვროს მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო საკრებულოს თანხმობის აუცილებლობა დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების მიმღები იქნებიან სხვა პირები, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილება შეეხო კოდექსით გათვალისწინებულ ზედამხედველობის განხორციელების საკითხს. საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ახორციელებს სამართლებრივ ზედამხედველობას თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაზე. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის საქმიანობა კი ხორციელდება ან საკუთარი, ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად. აღნიშნული უფლებამოსილებებს შორის არსებული სხვაობის შესაბამისად კი, განსხვავდება და განისაზღვრება სახელმწიფო ზედამხედველობის სახეები და წესი, რასაც არეგულირებს კოდექსი. კოდექსი იცნობს სახელმწიფო ზედამხედველობის ორ სახეს: დარგობრივი ზედამხედველობა, რომელიც ხორციელდება დელეგირებული უფლებამოსილებების მიმართ და სამართლებრივი ზედამხედველობა, რომელიც ხორციელდება საკუთარი უფლებამოსილებების მიმართ. კოდექსის არსებული რედაქცია, ზოგიერთ შემთხვევაში არ აკონკრეტებდა სახელმწიფო ზედამხევდელობის სახეს. მაგ.: კოდექსის 134 და 135-ე მუხლები, სადაც დარგობრივი ზედამხედველობის ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი - სახელმწიფო ზედამხედველობა. ხსენებული უზუსტობის გამო, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელებისას შესაძლო ბუნდოვანების თავიდან აცილების მიზნით, ხდება კოდექსის შესაბამისი ჩანაწერების კორექტირება და იმ შემთხვევაში, თუ რეგულაცია ეხება დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე ზედამხედველობას, გამოიყენება ტერმინი დარგობრივი ზედამხედველობა, „სახელმწიფო ზედამხედველობის“ ნაცვლად. კანონის პროექტის შესაბამისად, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები მოწესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით შესაძლო აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს 2020-2023 წლებში წარმოადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება შემდგომი 3 წლის განმავლობაში უმეტეს შემთხვევაში არ იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. მომავალში, რიგ მუნიციპალიტეტებში (ძირითადად ურბანული ტიპის მუნიციპალიტეტებში) სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესების კვალობაზე შესაძლებელია მუნიციპალური ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ეტაპობრივი ზრდა, ვინაიდან ნებართვის გაცემა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეული საფასურის გადახდასთან, ხოლო გავლენის ოდენობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, ასევე, დაფარვის არეალზე და სიხშირეზე. თითოეული არეალისათვის შესაძლებელი იქნება ინდივიდუალურად მოხდეს ფინანსური გათვლები, მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტ(ებ)ის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტების კომპეტენცია დაზსუტდა რასაც ისედაც აკეთებდნენ, შესაბამისად ამ კუთხით ცვლილება არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას, კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საკუთარი უფლებამოსილების შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების განხორციელება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, რაც მოითხოვს ორგანიზაციული, ტექნიკური და მარეგულირებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და რეალიზებას. აღნიშნული, რიგი მუნიციპალიტეტებისათვის დამატებით საბიუჯეტო დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. მუნიციპალიტეტების გეოგრაფიული მდებარეობის, დასახლებათა სიმჭიდროვის და განფენილობის, ეკონომიკური განვითარების, სამეწარმეო აქტიურობის დონის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება მოცემულ მუნიციპალიტეტში შესაძლებელია კომერციულ საწყისებზე (მგზავრების გადაყვანა განხორციელდება კერძო სექტორის მიერ), ან/და მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით (შესაძლოა განხილულ იქნეს საჯარო და კერძო თანამშრომლობა) ან/და სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურება განხორციელდება მუნიციპალიტეტის ხარჯებით. ზემოაღნიშნული ალტერნატივები, როგორც შესაძლებლობები, გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, ზოგადად, საჯარო უფლებამოსილებებთან მიმართებით. ყოველ კონკრეტულ არჩევანს გააკეთებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი არსებული რეალობის, შესაძლობისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. ამდენად, ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი წინასწარი, ცალსახად გადაწყვეტილი პოზიციის არსებობა ამ საკითხთან მიმართ, კერძოდ, თუ რომელი მიესადაგება ინდივიდუალურად რომელიმე მუნიციპალიტეტს ან იქნება ყველა მუნიციპალიტეტისათვის საერთო. გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს დიფერენცირებულ მიდგომას, სპეციალურ შესწავლასა და აპრობირებას თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, რაც როგორც აღინიშნა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ. შესაბამისად, არსებული მწირი პრაქტიკის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე გავლენა, პირველ ეტაპზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, დაახლოებით იქნება საშუალოდ 250 ათასი ლარიდან 1 500 000 ლარამდე ფარგლებში. აღნიშნული, ისევე როგორც ყოველწლიური ფინანსური ხარჯი, დამოკიდებული არის როგორც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, ასევე, დაფარვის არეალზე და სიხშირეზე. თითოეული არეალისათვის ინდივიდუალურად მოხდება ფინანსური გათვლები, მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტ(ებ)ის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელება, ისევე, როგორც სხვა საკუთარი უფლებამოსილებები, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია დაკავშირებულ იყოს საბიუჯეტო დანახარჯებთან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას იქნოების იმ პირებზე ვინც აიღებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას, ვინაიდან ნებართვის გაცემა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეული საფასურის გადახდასთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, თუმცა ზუსტდება, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც თვითმმართველ ქალაქებში (რუსთავი, თბილისი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი) ასევე დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტისმიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.