„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1.„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №15-16, 30.04.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის სფეროში 1. ამ კანონით მუნიციპალიტეტებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები: ა) მეორე ზონის საზღვრების დადგენა ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან; ბ) ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების დაფიქსირება; გ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისა და გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის საკითხებში; დ) სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარის შეთანხმება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება, არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. 3. მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა, განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმებით, მეორე ზონის საზღვრები შეიძლება დადგინდეს ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არა უმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან.“. 3. მე-12 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებს აფიქსირებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს ექვსი თვისა მისი დამტკიცებიდან.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კურორტებზე, სადაც არ არის ჩატარებული საძიებო სამუშაოები სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტებისათვის, კურორტების მართვის ორგანო შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ სანიტარიული დაცვის ზონის დაპროექტება და დამტკიცება განხორციელდება დადგენილი წესით, კურორტის ამოქმედებიდან არა უგვიანეს ორი წლისა.“. 4. მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემას და გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“(შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებს უფლებამოსილებად აქვთ განსაზღვრული მეორე ზონის საზღვრების დადგენა ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან; ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების დაფიქსირება; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისა და გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის საკითხებში. თუმცა აღნიშნული უფლებამოსილებები, კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს აქვს ორი სახის უფლებამოსილება საკუთარი და დელეგირებული. ზემოაღნიშნული უფლებამოსილება, იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხები ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტურად გადაწყდეს, შესაძლოა იყოს მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონის პროექტის მომზადება და მუნიციპალიტეტებისათვის ამ უფლებამოსილებების დელეგირება. ამასთან, მიზანშეწონილია კანონში გამოყენებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შეიცვალოს ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, ვინაიდან კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება, რომელიც რეალიზდება მუნიციპალიტეტებში. სწორედ მუნიციპალიტეტებს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ჰყავთ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ჩანაცვლდება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, მუნიციპალიტეტებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის სფეროში დელეგირებული ექნებათ შემდეგი უფლებამოსილებები: ა) მეორე ზონის საზღვრების დადგენა ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან; ბ) ადგილზე სანიტარული დაცვის ზონების საზღვრების დაფიქსირება; გ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისა და გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის საკითხებში; დ) სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარის შეთანხმება ამ კანონით დადგენილი წესით. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ დელეგირებულ უფლებამოსილებაზე დარგობრივ ზედამხედველობას კოდექსის შესაბამისად განახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან, ვინაიდან კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენცია აქამდეც დელეგირებული იყო. ამასთან, სამინისტროს მხრიდან დელეგირებული უფლებამოსილების ნაწილში ზედამხედველობაც არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან აღნიშნული ითვალისწინებს მხოლოდ მეთოდურ მხარდაჭერას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენცია აქამდეც დელეგირებული იყო. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენცია აქამდეც დელეგირებული იყო. ამასთან, სამინისტროს მხრიდან დელეგირებული უფლებამოსილების ნაწილში ზედამხედველობაც არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან აღნიშნული ითვალისწინებს მხოლოდ მეთოდურ მხარდაჭერას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.