„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის 28 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „28. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 50-ე და 51-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე, თუ ისინი ხორციელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში ან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და მათ ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი ან მის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ კანონის 24-ე მუხლის 50-ე და 51-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) სანებართვო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (თუ ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის ორგანო), რომელსაც ნებართვის მაძიებელი იხდის კანონით ან კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (თუ ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო) დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სანებართვო მოსაკრებლით გაითვალისწინება ნებართვის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები;“; ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;“. 3. 24-ე მუხლის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „26. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.“. 4. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.“. 5. 261 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო .“; ბ) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუქციონის პირობებსა და ჩატარების პროცედურას ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. აუქციონის ჩატარების პროცედურის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 5. ამ კანონით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას.“. 6. 262-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 262. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას კონკურსის წესით გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს განსაზღვრავს და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“. 7. 264 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას.“. 8. 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს;“. 9. 31-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით. 5. ამ კანონის 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 10. 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 261, 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (261−263 და 265 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261, 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.“. 11. 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვებს ნებართვის გამცემი აქვეყნებს საჯაროდ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ პრობლემას წარმოადგენს საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის კოდექსთან შეუსაბამობა რეგულარი სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების უფლებამოსილების განხორციელებასთან მიმართებით, აუცილებელი გახდა წინამდებარე კანონის პროექტის მომზადება და ჩანაწერის „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“ ჩანაცვლება, რაც თავის თავში მოიცავს ასევე საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასაც. ამასთან, კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა უფლებას მათ მიერ არჩეული ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში, რომლებიც წარმოადგენენ დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და გააჩნიათ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და საკუთარი ქონება და ბიუჯეტი. შესაბამისად, კანონის შესაბამის ნორმებში აუცილებელია ტერმინების „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ და „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, ხოლო მუნიციპალიტეტს ჰყავს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები და აქვს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. შესაბამისად, კანონში არსებული ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ უნდა შეიცვალოს ტერმინებით „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“ და „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, ამასთან კოდექსთან ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობას საჭიროებს ქალაქ თბილისთან მიმართებით კანონში არსებული რეგულაციები. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა, ნაცვლად ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისა, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტთან. ამასთან, დაზუსტდება ნებართვის გამცემი კოდექსის შესაბამისად და ამ უფლებამოსილების განმახორციელებელ სუბიექტად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, როგორც აღმასრულებელი ფუნქციის განმახორციელებლი სუბიექტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტის შესაბამისად, „ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული“ და „ქალაქ თბილისი“ იცვლება - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტით“, ვინაიდან კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, წინამდებარე კანონის პროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება კანონის შესაბამის მუხლებში და ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“, იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“, რაც უზურნველყოფს ერთიანი ზოგადი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას და კანონის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, ჩანაწერი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შეიცვლება „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოთი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ – „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოთი“, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ – „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით შესაძლო აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება შემდგომი 3 წლის განმავლობაში უმეტეს შემთხვევაში არ იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. მომავალში, რიგ მუნიციპალიტეტებში (ძირითადად ურბანული ტიპის მუნიციპალიტეტებში) სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესების კვალობაზე შესაძლებელია მუნიციპალური ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ეტაპობრივი ზრდა.ვინაიდან ნებართვის გაცემა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეული საფასურის გადახდასთან, ხოლო გავლენის ოდენობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, ასევე, დაფარვის არეალზე და სიხშირეზე. თითოეული არეალისათვის ინდივიდუალურად მოხდება ფინანსური გათვლები, იმ შემთხვევეში როცა მუნიციპალიტეტ(ებ)ის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითნაწილზე: კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საკუთარი უფლებამოსილების შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების განხორციელება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, რაც მოითხოვს ორგანიზაციული, ტექნიკური და მარეგულირებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და რეალიზებას. აღნიშნული, რიგი მუნიციპალიტეტებისათვის დამატებით საბიუჯეტო დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. მუნიციპალიტეტების გეოგრაფიული მდებარეობის, დასახლებათა სიმჭიდროვის და განფენილობის, ეკონომიკური განვითარების, სამეწარმეო აქტიურობის დონის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება მოცემულ მუნიციპალიტეტში შესაძლებელია კომერციულ საწყისებზე (მგზავრების გადაყვანა განხორციელდება კერძო სექტორის მიერ), ან/და მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით (შესაძლოა განხილულ იქნეს საჯარო და კერძო თანამშრომლობა) ან/და სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურება განხორციელდება მუნიციპალიტეტის ხარჯებით. ზემოაღნიშნული ალტერნატივები, როგორც შესაძლებლობები, გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, ზოგადად, საჯარო უფლებამოსილებებთან მიმართებით. ყოველ კონკრეტულ არჩევანს გააკეთებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი არსებული რეალობის, შესაძლობისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. ამდენად, ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი წინასწარი, ცალსახად გადაწყვეტილი პოზიციის არსებობა ამ საკითხთან მიმართ, კერძოდ, თუ რომელი მიესადაგება ინდივიდუალურად რომელიმე მუნიციპალიტეტს ან იქნება ყველა მუნიციპალიტეტისათვის საერთო. გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს დიფერენცირებულ მიდგომას, სპეციალურ შესწავლასა და აპრობირებას თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, რაც როგორც აღინიშნა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ. შესაბამისად, არსებული მწირი პრაქტიკის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე გავლენა, პირველ ეტაპზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, დაახლოებით იქნება საშუალოდ 250 ათასი ლარიდან 1 500 000 ლარამდე ფარგლებში. აღნიშნული, ისევე როგორც ყოველწლიური ფინანსური ხარჯი, დამოკიდებული არის როგორც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, ასევე, დაფარვის არეალზე და სიხშირეზე. თითოეული არეალისათვის ინდივიდუალურად მოხდება ფინანსური გათვლები, მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტ(ებ)ის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელება, ისევე, როგორც სხვა საკუთარი უფლებამოსილებები, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია დაკავშირებულ იყოს საბიუჯეტო დანახარჯებთან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას იქნოების იმ პირებზე ვინც აიღებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას, ვინაიდან ნებართვის გაცემა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეული საფასურის გადახდასთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტითარ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. თუმცა ზუსტდება, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც თვითმმართველ ქალაქებში (რუსთავი, თბილისი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი) ასევე დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც.. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე)კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.