„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კოდექსის მიზანი ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს, არეგულირებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტების შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების და მათ მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას.“. 2. მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“. 3. მე-6 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადგილობრივი ხელისუფლება – მუნიციპალიტეტის ორგანოები;“; ბ) „ბ1.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1.გ) შექმნილია/დაფუძნებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი;“; გ) „ბ2.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ2.გ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ ან/და ექვემდებარება მის/მათ ან/და მის/მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის კონტროლს;“; დ) „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი – საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; დ1) სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“; ე) „ვ“ და „ვ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და შესაბამისად მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ვ1) ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის და მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“; ვ) „თ“ – „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; თ1) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის და ამ მუხლის 1 „ბ .გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ი) დამტკიცებული ბიუჯეტი – შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი; კ) დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;“; ზ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ადგილობრივი თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტი, საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები – შეესაბამება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოცემულ განმარტებებს;“; თ) „პ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;“; ი) „ჟ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) სპეციალური ტრანსფერი – სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება;“; კ) „ჟ1“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ1) კაპიტალური ტრანსფერი – კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;“; ლ) „რ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) მხარჯავი დაწესებულება – სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის – პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის – მუნიციპალიტეტი;“; მ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) საფინანსო ორგანო – მუნიციპალიტეტის, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის და ბიუჯეტის შესრულების მართვისა და კოორდინირებისთვის;“; ნ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტის, ამ მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ ანგარიშებზე;“; ო) „წ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ1) პრიორიტეტი − საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების ძირითადი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები/საბიუჯეტო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს. პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია ასევე გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები;“. 4. მე-7 მუხლის: ა) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“; ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო;“; გ) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო.“; დ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ავტონომიური რესპუბლიკების საფინანსო ორგანოები, მუნიციპალიტეტების საფინანსო ორგანოები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: ა) უფლებამოსილი არიან, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში. დაუშვებელია მიმდინარე ანგარიშზე ანგარიშის მფლობელმა განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ასევე უფლებამოსილი არიან, ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის; ბ) უფლებამოსილი არიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან ანგარიში კომერციულ ბანკში მათ განკარგულებაში დროებით არსებული სახსრების ან/და იმ სახსრების განთავსების მიზნით, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს და დარიცხვისთანავე მიიმართება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე.“. 5. მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.“. 6. მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა საბიუჯეტო ორგანიზაციები – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.“. 7. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები სრულდება საკასო მეთოდით.“. 8. მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: „3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ყველა შემოსულობა დაუყოვნებლივ მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში.“. 9. მე-18 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისათვის/პრიორიტეტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტის და ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ – შესაბამის პრიორიტეტში. შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია შესაბამისი საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისაგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება.“. 10. 184 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების სრულად და სწორად აღრიცხვისათვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშგებისათვის.“. 11. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის შემოწმება სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შესრულებასა და ბიუჯეტების ასიგნებების ხარჯვას.“. 12. მე-20 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს/მუნიციპალიტეტის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, შეიძლება მიიღოს მხოლოდ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობის შემდეგ. მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა შეესაბამებოდეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის საბიუჯეტო პარამეტრებს, ხოლო თუ იგი იწვევს მომავალი წლების საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებას, ის შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით. 3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, ამ გადაწყვეტილების მიღების წლის განმავლობაში კომპენსირებული უნდა იქნეს მისი მიმღები ორგანოს მიერ (სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან).“. 13. 24-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.“. 14. 25-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად. ამ დანართში მითითებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. ადგილობრივი გადასახადები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“; და მოსაკრებლები სრულად ირიცხება ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/ სანქციები/ საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი). შესაბამის ბიუჯეტში მიიმართება ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“. 15. 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები: ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადი; ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადი; ბ.გ) ქონების გადაცემისათვის გადასახადი; ბ.დ) საკურორტო გადასახადი; ბ.ე) სასტუმროს გადასახადი; ბ.ვ) რეკლამის გადასახადი; ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის; გ) მცირე ბიზნესის გადასახადიდან და ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული თანხების 80% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.“. 16. 261 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოსათვის გადასარიცხი დივიდენდები, ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 9.1 გრაფის შესაბამისად, მთლიანად მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“. 17. 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს.“. 18. 34-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.“; ბ) მე-5 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისათვის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;“. 19. 39-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას.“. 20. 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე გასაცემ სესხებზე;“. 21. 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 6 თვისა საქართველოს ფინანსთა მინისტრი იხილავს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების ან გამოუყენებლობის შესახებ. სახელმწიფო ინტერესებად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, საწარმოებზე (რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები) და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები. ამ ვადის გასვლის შემდეგ სესხის გამცემის თხოვნა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ ითვლება დაუკმაყოფილებლად.“. 22. IV კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“. 23. X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზოგადი ნორმები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის“. 24. 65-ე და 66-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 65. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა 1. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით. 4. საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მუნიციპალიტეტის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში. მუხლი 66. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური, მიზნობრივი და კაპიტალური ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსულობები.“. 25. 67-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს.“. 26. 68-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“. 27. 69-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების პროგრამულ კლასიფიკაციაში“; გადანაწილება და ცვლილებები ბ) მე-4 - მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს. 6. ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 7. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტება ხორციელდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“. 28. 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს შეუძლია დაამტკიცოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.“. 29. 71-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში.“. 30. XII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება“. 31. 75-ე და 76-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 75. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებს უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ. მუხლი 76. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი 1. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ. 2. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით. 3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტიდან იწყებს მუშაობას, რისთვისაც გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც განსაზღვრულია პრიორიტეტების შედგენისათვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები. 4. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს; ბ) მუნიციპალიტეტის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს; გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის : გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ ქვეპროგრამებს; გ.ბ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს. 5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. 6. ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტი პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დადგენილი წესით.“. 32. 77-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენა“; ბ) პირველი - მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე აცნობებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით საფინანსო ორგანო გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და იწყებს შესაბამის პროცედურებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად. 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით შესაბამისი საფინანსო ორგანო საბიუჯეტო ორგანიზაციებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით.“; გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა აცნობებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შესაბამისი ბიუჯეტისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარებისა და გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.“; დ) მე-7 - 81 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს. 8. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს წარედგინება მისი შესაბამისი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი. 81. ბიუჯეტის პროექტს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ამზადებს საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“. 33. 78-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება“; ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“; გ) მე-7 - მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას და შემოიღებს პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 71. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 8. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 20 დღისა მუნიციპალიტეტი (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპლიტეტისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს.“. 34. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 79. მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებს ყოველი წლის 5 ოქტომბრამდე აცნობებს მიზნობრივი ტრანსფერის საპროგნოზო პარამეტრებს. 2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პარამეტრების საფუძველზე ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს, რომელიც იხილავს მათ და განხილვის შედეგების გათვალისწინებით მზადდება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების შესახებ. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები. 4. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის მიზნობრივი ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 35. 791 მუხლის: ა) პირველი - მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.“. 36. 792 მუხლის: ა) პირველი - მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად. კაპიტალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. მუნიციპალიტეტმა კაპიტალური ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.“. 37. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 80. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა 1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 69-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს მუნიციპალიტეტი ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია მხოლოდ მერის წარდგინებით.“. 38. XIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულება“. 39. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 81. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ზოგადი დებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“. 40. 82-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განწერა“; ბ) პირველი - მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.“. 41. 83-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილი პირები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. 42. XIV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი“; 43. 84-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის მუნიციპალიტეტს.“; გ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო აღრიცხავს თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს. 4. მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.“. 44. 85-ე - 88-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 85. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.“. მუხლი 86. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ამზადებს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს. მუხლი 87. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელებისშედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან; გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის; დ) პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%- ს ; ე) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა დასასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ ; ვ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს; ზ) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს. მუხლი 88. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.“. 45. 891 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს.“. 46. 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.“. 47. 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 101. ფინანსური დახმარების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა აცნობებს ფინანსური დახმარების საპროგნოზო ოდენობებს.“. 48. დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“; ბ) პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: № შემოსულობების დასახელება საქართვე ლოს სახელმწი ფო ბიუჯეტი აფხაზეთის ა და აჭარის ავტონომიუ რი რესპუბლიკ ების რესპუბლიკ ური ბიუჯეტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები გ) 8.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 8.3 მუნიციპალიტეტისათვის 100 დ) 10.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 10.2 მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისათვის 100 ე) 11.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 11.2 განლაგებულია მუნიციპალიტეტის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და არ არის 65 35 მუნიციპალიტეტების სარგებლობაში ვ) 11.4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 11.4 მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) სარგებლობაშია 100 ზ) 13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 13 შემოსავალი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან 100 თ) 15.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 15.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 ი) 18.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 18.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 კ) 22.2.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 22.2.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით 100 გათვალისწინებული საქართველოს ვიზის გასაცემად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და მის უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი ლ) 22.3.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 22.3.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 მ) 24.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 24.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 ნ) 25.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 25.3 მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახსრებით – ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი ო) 27.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 100 27.2 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 90 10 პ) 34.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 34.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 ჟ) 35.2.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 35.2.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 რ) 35.3.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 35.3.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ ს) 35.5.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 35.5.2 განლაგებულია 65 მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიიპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და სახელმწიფო სარგებლობაშია 100 35 ტ) 35.5.4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 35.5.4 მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) სარგებლობაშია 100 უ) 35.7 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 35.7 შემოსავალი მუნიციპალიტეტების 100 საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან ფ) 35.8.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 35.8.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 ქ) 36.1.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 36.1.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 ღ) 36.4.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 36.4.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 ყ) 36.5.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 36.5.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 შ) 36.7.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 36.7.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 ჩ) 37.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 37.3 მუნიციპალიტეტებისათვის ც) 39.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 100 39.3 მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ 100 ძ) 40.1.2.3 და 40.1.2.4 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 40.1.2.3 40.1.2.4 განლაგებულია მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისა, რომლიდან შემოსული თანხაც სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) სარგებლობაშია 65 35 100 წ) 40.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 40.3 შემოსულობა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გაყიდვიდან 100 ჭ) 40.5.2.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 40.5.2. 3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 ხ) 40.6.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 40.6.3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 ჯ) 40.7.1.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 40.7.1. 2 მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე 50 50 ჰ) 40.7.1.4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 40.7.1. 4 შემოსულობა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან 100 ჰ1) 40.8.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 40.8.2 მუნიციპალიტეტების(გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე 35 65 ჰ2) 40.10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 40.10 შემოსულობა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან 100 ჰ3) 40.14.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 40.14. 3 მუნიციპალიტეტების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ 100 ჰ4) 41.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 41.3 მუნიციპალიტეტებისათვის 100 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა. პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ საბიუჯეტო კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის 33-ე გრაფაში გამოყენებულია ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“, რაც მხოლოდ ერთი ტიპის დასახლებაში - ქალაქში სამგზავრო გადაყვანას მოიცავს. ამასთან, ამგვარი დაყოფა უსაფუძვლოა, ვინაიდან, არამხოლოდ ქალაქის ტიპის დასახლებებშია აუცილებელი რეგულარი სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება, არამედ, ნებისმიერი ტიპის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს საბიუჯეტო კოდექსის კოდექსთან შეუსაბამობა, ვინაიდან კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას და არა მხოლოდ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, როგორც შინაარსობრივად, ასევე ტერმინოლოგიურად. კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი ბიუჯეტი და შემოსულობები და იგი თავად განკარგავს საბიუჯეტო სახსრებს. ამასთან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება განსაზღვრულია საკრებულოს უფლებამოსილებად, ხოლო მერი შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას. საბიუჯეტო კოდექსი კი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ ამ უფლებამოსილებების განხორციელების პროცედურას. კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეთა უფლება, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტებში. მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და აქვს საკუთარი ბიუჯეტი, შემოსულობები და ქონება და ჰყავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები. შესაბამისად, მიზანშეწონილია საბიუჯეტო კოდექსში განხორციელდეს ცვლილება და ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“, „თვითმმართველი ერთეული“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები“ ჩანაცვლდეს ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, „მუნიციპალიტეტი“, „მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები“. ამასთან, კოდექსის თანახმად, „თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების ორგანო“ არ არსებობს და იგი უნდა შეიცვლოს ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“. საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 6 თვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი იხილავს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების ან გამოუყენებლობის შესახებ. სახელმწიფო ინტერესებად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, საწარმოებზე (რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სესხის გამცემის თხოვნა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ ითვლება დაუკმაყოფილებლად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოები არ ფლობენ წილს საწარმოებში. კოდექსის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება აქვს მუნიციპალიტეტს, შესაბამისად, საწარმოში აქციებისა და წილის მფლობელი არის მუნიციპალიტეტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ რეგულაციაში აქციებისა და წილების მფლობელად უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტი. საბიუჯეტო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განმახორციელებელი შეიძლება იყოს როგორც მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული ერთეული, ასევე ერთი პირი ან აღნიშნული მიზანით შექმნილი იურიდიული პირი, მიზანშეწონილია ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სამსახური“ შეიცვალოს ტერმინით „მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი“, რომელიც მოიცავს ზემოაღნიშნულ სუბიექტებს. საბიუჯეტო კოდექსის დანართში გამოყენებული ტერმინი „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია“ მიზანშეწონილია შეიცვალოს ტერმინით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“, ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მსგავსი სახის ტერმინი არ არის გამოყენებული, ხოლო მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია შემოიფარგლება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. ამასთან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართით დამტკიცებულ ცხრილში ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“ ჩასანაცვლებელია „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“, რითიც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართით დამტკიცებული ცრილის 33-ე გრაფა შესაბამისობაში მოვა კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტთან, ხოლო საბიუჯეტო კოდექსში გამოყენებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახური“ მიზანშეწონილია შეიცვალოს ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირი“, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლოა ჰქონდეს სტრუქტურული ერთეული, ან მის კონკრეტულ ფუნქციას ასრულებდეს შესაბამისი ფიზიკური/იურიდიული პირი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“, „თვითმმართველი ერთეული“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები“ იცვლება ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, „მუნიციპალიტეტი“, „მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები“, რითიც საბიუჯეტო კოდექსი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, შესაბამის ნორმებში დაზუსტდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო და გამოიყენება ტერმინი „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო“. კანონის პროექტის შესაბამისად, საწარმოში აქციების/წილის მფლობელად განისაზღვრა მუნიციპალიტეტი, ნაცვლად მისი ორგანოსი. ამასთან, კანონის პროექტით, საბიუჯეტო კოდექსის დანართში ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია“, შეიცვალა ტერმინით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“, ხოლო ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახური“, ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირი“, ხოლო საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართით დამტკიცებული ცხრილის 32-ე გრაფაში ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“, იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“, რაც უზურნველყოფს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.