„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები 1. კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. 2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტების გამოცემის უფლებამოსილება ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში: ა) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, ზრუნავენ მის მოვლა-პატრონობაზე, შესწავლასა და რეაბილიტაციაზე; ბ) სამინისტროს აწვდიან ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ; გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობენ სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან; დ) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.“. სფეროში საქართველოს 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი71. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციას და რეაბილიტაციას. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის შემთხვევაში ვალდებული არიან შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს.“. 5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ;“. 6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მინისტრი ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გამოვლენილი (აღმოჩენილი) კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო აღრიცხვას, რის შესახებაც სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ პირს, ასევე მუნიციპალიტეტს.“. 7. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“. 8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში−საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.“. 9. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლება-მოვალეობანი 1. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია: ა) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, სამინისტროს/მუნიციპალიტეტის შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში, წარუდგინოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის ინფორმაცია ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და გააფორმოს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ძეგლის მდგომარეობის, მისი შენახვის პირობების ან გარემოს ცვლილებების შესახებ; გ) ხელი შეუწყოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და სპეციალისტებს ძეგლის დათვალიერებასა და მისი მდგომარეობის შესწავლაში, მათი მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ძეგლის შესახებ, თუ ის არ არის სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დადგენილი სხვა საიდუმლოება; დ) არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება; ე) ძეგლის გასხვისების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს, ხოლო ძეგლის შემძენს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ძეგლის სტატუსის შესახებ; ვ) უზრუნველყოს ძეგლზე საზოგადოების დაშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 2. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) უფლებამოსილია: ა) გამოიყენოს ძეგლი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მიიღოს შემოსავალი; ბ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვა შეღავათებით; გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებისაგან ანაზღაურების გარეშე მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური და სამართლებრივი კონსულტაცია თავის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ძეგლის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ინფორმაციას (ან ხელშეკრულების ასლს) წარუდგენს სამინისტროს.“. 10. 30-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) სამინისტრო/მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლის მოვლაპატრონობასთან დაკავშირებით მისაღებ ზომებს, კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და მათი უზრუნველყოფის გონივრულ ვადას, თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე): ა) არღვევს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლაპატრონობის ხელშეკრულების პირობებს; ბ) არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოებს.“. ბ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სამუშაოების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სამინისტროს/მუნიციპალიტეტის ორგანოების ან მათ მიერ განსაზღვრული სამუშაოების შემსრულებელი პირის მიერ ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეულ იმ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ანაზღაურებს ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე). 7. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებას, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.“. 11.32-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა ფლობისა და სარგებლობის უფლებით“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძეგლის, კულტურული ფასეულობის, არქეოლოგიური დაცვის ზონაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლაპატრონობის პირობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკრძალულია სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის (მოძრავი ძეგლის) გასხვისება.“. 12. 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა დგინდება ავტომატურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა ან მისი შემადგენელი არეალი შეიძლება გაფართოვდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში−სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ნაგებობის შემთხვევაში მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან მისი შემადგენელი არეალის გაფართოების შესახებ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 5. ზოგადი დამცავი ზონები დგინდება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“. 13. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44. კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მომტანი ან ამგვარი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის აღკვეთა დამცავი ზონის რეჟიმით დაუშვებელი, ზონაში ან ზონის მიღმა არსებული კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მომტანი ან ამგვარი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში სამინისტრო საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ორგანოებს.“. 14. 46-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, სამინისტროს წარდგინებითა და მუნიციპალიტეტის ინიციატივით კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში შესაძლებელია დადგინდეს კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალი, რისი საფუძველიცაა სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები პასუხისმგებელი არიან სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელებასა და მის ზედამხედველობაზე.“; გ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;“. 15. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „გ) თუ უძრავი ობიექტი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელიც განაცხადებს განსაზღვრულ სამუშაოებზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 16. 55-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ანდა ეს სამუშაოები სხვა პირს დაუკვეთოს, თუ: ა) არსებობს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები; ბ) არქეოლოგიური ობიექტი ან მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია იგი, არ არის სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრება ან ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემულია სხვა პირზე, ამასთანავე, მესაკუთრე (მფლობელი) არაა თანახმა არქეოლოგიურ ობიექტზე სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე და არსებობს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.“. 17.56-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზანია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება ემსახურება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, კანონპროექტით ხორციელდება როგორც ტერმინოლოგიური, ასევე შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებები. კერძოდ, მკვიდრდება კოდექსისეული ტერმინოლოგია, ხოლო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში კანონი შესაბამისობაში მოდის კოდექსთან, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია განისაზღვრება, როგორც მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის მთელს ტექსტში, გამოყენებულია ტერმინი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ხოლო, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია ორგანოები. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოს აღსანიშნავად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ ნაცვლად, გამოყენებული უნდა იყოს ტერმინი - „მუნიციპალიტეტის ორგანო“; თვითმმართველი ერთეულის აღსანიშნავად, გამოყენებული უნდა იყოს ტერმინი - „მუნიციპალიტეტი“; ხოლო „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის“ აღსანიშნავად „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“. ამასთან, ცვლილება განხორციელდება შესაბამის ნორმებში და „ქალაქ თბილისის ტერიტორიის“ ნაცვლად გამოყენებულ იქნება შემდეგი ჩანაწერი: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. გარდა აღნიშნული ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებისა, კანონში ხორციელდება შინაარსობრივი ცვლილება. კერძოდ, კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონისა და კოდექსის რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მთელ რიგ უფლებამოსილებებს, კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში. კანონში ცალკე მუხლად ყალიბდება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობა ხდება აუცილებელი ელემენტი, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა/ამოღებისას. აღნიშნული ნუსხა კი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. გარდა ამისა, კანონპროექტი მუნიციპალიტეტს ანჭებს მთელ რიგ უფლებამოსილებებს, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენისა და გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სამინისტროსთვის; ძეგლის მესაკუთრის უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის რეალიზების ნაწილში; ასევე ზოგადი დამცავი ზონების დადგენისა და აღნიშნულ ზონაში ზიანის მომტანი ან ამგავრი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის აღკვეთის საკითხებში; კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის დადგენისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების საკითხებში. ინფორმაციის ცნობების ვალდებულება მხოლოდ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. კანონპროექტი აწესებს შესაბამისი პირების ვალდებულებას, მიაწოდოს მუნიციპალიტეტს ინფორმაცია, რომელიც ეხება კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენას, გამოვლენას ან საფრთხის შექმნას; გამოვლენილი (აღმოჩენილი) კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო აღრიცხვის შესახებ; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და ა.შ. მუნიციპალიტეტს ასევე ენიჭება თავისი ინიციატივით ჩაატაროს ძეგლზე სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები. თუმცა, კანონპროექტით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი განსაკუთრებული უფლებამოსილება არის როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება, ასევე, სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის დაფინანსება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტების კომპეტენცია დაზსუტდა დღეს არსებული საქართველო ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რასაც ისედაც აკეთებდნენ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.