„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ადგილობრივი ტყის ფონდი – სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნაწილი, რომელთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებენ მუნიციპალიტეტები;“. 2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მუნიციპალიტეტების კომპეტენცია ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებაში მონაწილეობა და მათ მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი; დ) ადგილობრივი ტყის ფონდით სარგებლობის მიზნით ტყით სარგებლობის ბილეთის გაცემა; ე) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის ტყით სარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ წინადადებების წარდგენა; ვ) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების უზრუნველყოფა; თ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებების წარდგენა; ი) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისგანხორციელება.“. 3. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მეშვეობით მართავს მუნიციპალიტეტი.“. 4. 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო.“. 5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1181 მუხლი: „მუხლი 1181. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა 2020 წლის 1 ივნისამდე მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“ მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მომზადების მიზანია საქართველოს ტყის კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან ტერმინოლოგიურ შესაბამისობაში მოყვანა. ამ მიზნით, ტერმინები „თვითმმართველი ერთეული“ და „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“ შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, ჰყავს არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ამასთან, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ცნებას. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები გათვალისწინებული იყო 1997 წელს მიღებულ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წელს მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, 2005 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონიერებენ. ტყის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს შესაბამისი სამსახურის მეშვეობით მართავს თვითმმართველი ერთეული. თუმცა კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია მუნიციპალიტეტის ორგანოები, ნაცვლადსამსახურებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება და დაზუსტდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მმართველი ორგანო/თანამდებობის პირი. ამასთან, დამატებით მოწესრიგებას საჭიროებს ტყის კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საკითხი. არსებული მოწესრიგებით, ხე ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. ვინაიდან ბუნებრივი რესურსების მართვა საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას მიეკუთვნება და შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს, აუცილებელია ერთიანი და ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად, მიზანშეწონილია 93-ე მუხლიდან ამოღებულ უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა უფლებამოსილება გასცეს ნორმაში მითითებული ცნობა. ხოლო, 2020 წლის 1 ივნისის შემდგომ აღნიშნული უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოდ უნდა განისაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტყის კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან ტერმინოლოგიურ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინები „თვითმმართველი ერთეული“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები“ შეიცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები. ამასთან დადგინდება, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მეშვეობით მართავს მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, კანონის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგინდება, რომ საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ხოლო, კანონის გარდამავალ დებულებებს დაემატება მუხლი, რომელიც დაადგენს, რომ 2020 წლის 1 ივნისამდე მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, გარდა კანონის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან პროექტით დგინდება გარდამავალი პერიდოისთვის მუნიციპალიტეტისთვის დროებითი ფუნქციები, რომლის ამოღებაც განხორციელდა 93-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, სადაც აღნიშნული ფუნქციები მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული იყო მუდმივად. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახისგადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობისგანსაზღვრისპრინციპი: კანონპროექტითარ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთი სარსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე)კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.