„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 633) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტები თავიანთ უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით.“. 2. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი16. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო დაწესებულებები სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო დახმარების მოთხოვნებისა და ადგილობრივი პირობების შესაბამისად, ქმნიან სარეაბილიტაციო, მათშორის, სამეცნიერო-საწარმოო ცენტრების ქსელს, აღდგენითი მკურნალობის განყოფილებებს ამბულატორიულ და სტაციონალურ სასწავლოპროფილაქტიკურ დაწესებულებებში, სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სანატორიულ-საკურორტო დაწესებულებებს, საწარმოებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებს.“. 4. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები ეხმარებიან შინ ან ინდივიდუალურად მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აღნიშნული საქმიანობისათვის არასაცხოვრებელი შენობების გამოყოფაში, ნედლეულის შეძენასა და პროდუქციის გასაღებაში.“. 5. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, უსახლკარო პირების შემთხვევაში მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ თავშესაფრით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 6. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონით განსაზღვრული შეღავათებითა და დახმარებებით სარგებლობის უფლების რეალიზება ხორციელდება საბიუჯეტო რესურსების შესაძლებლობების გათვალისწინებითა და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების არსებობის შემთხვევაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოსკანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს. აღნიშნული მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლებამოსილება მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, თუმცა მე-9 მუხლში, აღნიშნული განსაზღვრულია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ვალდებულებად, რაც ეწინააღმდეგება კოდექსს. კოდექსი არ იცნობს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების“ ცნებას. კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტს გააჩნია მუნიციპალიტეტის ორგანოები, ამასთან, იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოს მიერ ხდება ამათუ იმ უფლებამოსილების განხორციელება, თანხები გამოიყოფა შესაბამისი ბიუჯეტიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კანონი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც კოდექსის შესაბამისად არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, ამოღებულ იქნება. ამასთან, დადგინდება, რომ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტები თავიანთ უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით, ხოლო ამა თუ იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად აუცილებელი თანხები გამოიყოფა შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები დგინდება ორგანული კანონით, ცვლილება განხორციელდება კანონში და მუნიციპალიტეტის ვალდებულებად დარჩება მხოლოდ იმ უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, რომლებიც სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად აღარ საჭიროებენ ყოფნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში. ხოლო, ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციაა, ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა. ამასთან, დაზუსტდება, რომ სოციალური დახმარება ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებით მხოლოდ შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების არსებობისას. კანონის პროექტით კანონის მე-16 მუხლიდან და 22-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ამოღება, ვინაიდან აღნიშნულ მუხლებში განსაზღვრულია ვალდებულები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფისათვის, როგორიც არის სარეაბილიტაციო და სამეცნიერო-საწარმოო ცენტრების შექმნა, მათთვის ნედლეულის შეძენა, პროდუქციის გასაღებაში დახმარება და სხვა, სცილდება მუნიციპალიტეტისათვის კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტი სგავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი სოციალური და ინფრასტრუქტურული პირობების შექმნა მუნიციპალიტეტების მიერ ნებაყოფლობით უფლებამოსილებას განეკუთვნება. პროექტით მხოლოდ დაზუსტდა მუნიციპალიტეტის კომპეტენცია. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით ხორციელდება აღნიშნული კანონის თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს მუნიციპალიტეტები დღესაც ახორციელებენ, შესაბამისად აღნიშნული ცვლილება მუნიციპალიტეტების მხრიდან დამატებით ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.