„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 14.05.1998, გვ.7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე არქიტექტორთა პროფესიული კავშირები მონაწილეობენ არქიტექტორთა უფლებების დაცვაში და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ არქიტექტორთა შემოქმედებით თავისუფლებას.“. 2. მე-7 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და არქიტექტორთა პროფესიული კავშირების კომპეტენცია“. 3. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი (მთავარი არქიტექტორი), რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთან მოქმედებს არქიტექტურულგეგმარებითი საბჭო, რომელიც შედგება სათანადო განათლების ცენზისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან და აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულება.“. 4. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არქიტექტურული საქმიანობის პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების, არქიტექტორთა ინტერესების დაცვისა და არქიტექტურული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები თანამშრომლობენ არქიტექტორთა პროფესიულ კავშირებთან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. თუმცა, მიზანშეწონილია კანონში განსაზღვრული ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობა“ ჩანაცვლდეს ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტი“, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობა არის უფლება, რომელიც რეალიზდება მუნიციპალიტეტებში. მუნიციპალიტეტებს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ჰყავთ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვთ საკუთარი ქონება და ბიუჯეტი. ამასთან, კანონში განსაზღვრულია, რომ არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს ხელმძღვანელობს მთავარი არქიტექტორი, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მთავარი არქიტექტორის თანამდებობა შესაძლოა მუნიციპალიტეტის მერიაში არ იყოს განსაზღვრული და აღნიშნულ უფლებამოსილებას, ფუნქციურად ასრულებდეს მერიაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია უნდა შეიცვალოს და მუნიციპალიტეტში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის საქმიანობის ხელმძღვანელი პირის განსაზღვრის უფლება უნდა მიენიჭოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობა“ ჩანაცვლდება ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი შინაარსობრივად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს ხელმძღვანელობს მთავარი არქიტექტორი, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. კოდექსი არ ითვალისწინებს, რომელიმე სახის თანამდებობის ცალკე გამოყოფას. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აღმასრულებელ უფლებამოსილებებს ასრულებს თავად ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. შესაბამისად, კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი (მთავარი არქიტექტორი). ამასთან კანონის პროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინები „ცენტრალური ორგანოები“ და „ადგილობრივი ორგანოები“, იცვლება „სახელმწიფო ორგანოებით“ და „მუნიციპალიტეტებით“, ვინაიდან თავისი არსით ცენტრალურ ორგანოებში მოიაზრება სახელმწიფო ორგანოები, ხოლო „ადგილობრივ ორგანოებში“ მუნიციპალიტეტები, რომლებიც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.