საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (103)
შემდგომი ცვლილებები (103)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
ზოგადი ნაწილი
კარი პირველი
ძირითადი დებულებანი
თავი I
სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა
მუხლი 1. სისხლის სამართლის პროცესი და მისი ამოცანები
1. სისხლის სამართლის პროცესი არის მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართალწარმოების სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.
2. სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი; უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება; არ დაუშვას უდანაშაულო პირის მსჯავრდება; გამოასწოროს საგამოძიებო და სასამართლო შეცდომები; დაიცვას მოქალაქის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ყველა სხვა მონაწილის უფლებები და თავისუფლებები; დაამკვიდროს საზოგადოებაში კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა.
მუხლი 2. სისხლის სამართლის პროცესის წყაროები
1. სისხლის საპროცესო სამართლის ნორმებს შეიცავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი, საქართველოს სხვა კანონები, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები.
2. თუ ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, შესაბამისად მოქმედებს კონსტიტუცია ან საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედებს კონსტიტუცია.
3. კანონი, რომელიც აუქმებს ან ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს სისხლის სამართლის პროცესში, არ გამოიყენება.
მუხლი 3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება დროში
1. სისხლის სამართალწარმოებისას გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმება ან შეცვლა, თუ ამით უმჯობესდება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მდგომარეობა.
მუხლი 4. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში
1. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართალწარმოება საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო სამართალწარმოების დროს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.
4. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.
5. საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო ან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოს დავალების შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და აღნიშნულ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით.
მუხლი 5. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოქმედება უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ
1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო სახელმწიფოს მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.
2. დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ მათი თხოვნით ან თანხმობით. დაუშვებელია ამ პირთა დაკავება, მოყვანა, დაპატიმრება.
3. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ დაკავებულ შენობაში და ტერიტორიაზე დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება და სხვა საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თხოვნით ან თანხმობით, პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე თანხმობა გამოითხოვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
თავი II
სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
მუხლი 6. ზოგადსამართლებრივი და სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
1. სისხლის სამართლის პროცესს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების ხელშეუხებლობის, მისი ღირსების პატივისცემის, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის ზოგადსამართლებრივი პრინციპები.
2. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები განსაზღვრავს სისხლის სამართალწარმოების ამოცანებს, სტრუქტურას, ფუნქციებსა და წესს.
მუხლი 7. კანონიერება და ადამიანის ბუნებითი უფლებები
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, მოქალაქეები, დაწესებულებები, საწარმოები, ორგანიზაციები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები.
2. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.
3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადასაწყვეტად სისხლის სამართალწარმოება ჩერდება და საქმე გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
4. კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.
5. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას.
6. კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
მუხლი 8. სასამართლო ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა
1. სასამართლო ხელისუფლება არის ხალხის სუვერენული ნების გამოხატულება და მას მხოლოდ სასამართლო ახორციელებს.
2. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელით.
3. სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მოსამართლე და მსაჯული დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს.
4. სასამართლო ხელისუფლება აკონტროლებს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერებასა და დასაბუთებულობას.
5. მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით. არავის არა აქვს უფლება ზედამხედველობა გაუწიოს სასამართლოს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
6. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება დამნაშავედ ცნოს პირი და დაუნიშნოს მას სასჯელი, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენს – სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
7. განაჩენსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში რაიმე ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით.
8. არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში და ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე ან მსაჯულზე. მოსამართლისა და მსაჯულის დამოუკიდებლობის გარანტიებს ადგენს კანონი.
მუხლი 9. თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე
1. ყველა თანასწორია კანონისა და სასამართლოს წინაშე – რასის, ეროვნების, ენის, სქესის, სოციალური წარმოშობის, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, რწმენის, აგრეთვე სხვა გარემოებების მიუხედავად.
2. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, დაპატიმრებასა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებათა გამოყენებაზე თანხმობის მიღების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია და კანონი.
3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირთა მიერ პრივილეგიებისა და იმუნიტეტის გამოყენება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად.
მუხლი 10. უდანაშაულობის პრეზუმფცია
1. ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ბრალმდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე.
3. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
4. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
მუხლი 11. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის დაცვის უფლების უზრუნველყოფა
1. სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებას ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ მათი უფლებები, მისცენ შესაძლებლობა დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, დაიცვან მათი უფლებები და თავისუფლებები.
2. დაცვის უფლებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პირი, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, აგრეთვე მსჯავრდებული და გამართლებული განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.
3. სისხლის სამართლის საქმეში დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს დასაცავ პირს მის კუთვნილ უფლებებს.
მუხლი 12. პიროვნების ხელშეუხებლობა, მისი პატივისა და ღირსების დაცვა
1. ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების დაცვის უფლება.
2. დაუშვებელია თავისუფლების შეზღუდვა კანონიერი საფუძვლისა და წესის გარეშე. დაკავებულსა და დაპატიმრებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაკავებისა თუ დაპატიმრების მიზეზი, საფუძველი და დანაშაული, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია ან რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება.
3. დაუშვებელია 48 საათზე მეტი ხნით ეჭვმიტანილის დაკავება. პირის დაპატიმრება ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). მოსამართლე, სასამართლო, პროკურორი, გამომძიებელი და მომკვლევი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი.
4. უკანონოდ და დაუსაბუთებლად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს მისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება.
5. დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა თუ სხვა პირთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, აგრეთვე მათი პატივისა და ღირსების შემლახავი მეთოდების გამოყენება.
6. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება, რომელიც ეხება პიროვნების ხელშეუხებლობას, შეიძლება იძულებით ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ამას უშუალოდ კანონი ითვალისწინებს.
7. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების ჩატარებისას აკრძალულია პიროვნების მიმართ მეძიებლობის, მუქარის, შანტაჟის, წამების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის სხვა ხერხების გამოყენება. დაუშვებელია დაკავებულისა და დაპატიმრებულის მიმართ სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება, ძილის, წყლის, საკვების აკრძალვა ან ზღვრულ ნორმაზე მეტად შეზღუდვა, ისეთ პირობებში ჩაყენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ლახავს მის ღირსებას.
მუხლი 13. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.
2. ჩხრეკა, ამოღება, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, სატელეფონო საუბრის მიყურადება და კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან ინფორმაციის მოხსნა, ქონებაზე ყადაღის დადება და ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საპროცესო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მოსამართლემ უნდა შეამოწმოს მისი კანონიერება და დასაბუთებულობა ჩატარებიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.
3. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები.
4. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო გამჟღავნებით, ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება აქვს.
5. პირადი მიმოწერა და პირადი სატელეგრაფო შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს ღია სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი თანხმობა არ არის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე.
მუხლი 14. საჯაროობა და დისპოზიციურობა
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით.
2. დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პიროვნების უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
3. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირად კანონიერ ინტერესს აქვს პრიორიტეტი დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პიროვნების კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.
4. მხარეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და გადაწყვეტაზე.
5. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შეიძლება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში საქმე უნდა შეწყდეს.
6. ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ან 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
7. თუ სამოქალაქო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მხარეები მორიგდნენ, სასარჩელო წარმოება წყდება.
მუხლი 15. სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობა
1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
2. ბრალდების, დაცვისა და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები გამოყოფილია ერთმანეთისაგან და არ შეიძლება დაეკისროს ერთსა და იმავე ორგანოს ან ერთსა და იმავე თანამდებობის პირს.
3. მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.
4. შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრებათ პროკურორს, გამომძიებელს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და მათ წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს; ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს ეკისრება კონტროლი ბრალდებასა და დაცვას შორის და წინასწარი გამოძიების დროს წარმოქმნილი კოლიზიების გადაწყვეტისადმი; დაწესებულია სასამართლო კონტროლი მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებისადმი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
5. სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის.
6. სასამართლო შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით.
მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის საქვეყნოობა
1. სისხლის სამართლის საქმის განხილვა ყველა სასამართლოში ღიაა.
2. სამართალწარმოების მონაწილეებსა და სხვა პირებს აქვთ პროცესის დროს სტენოგრაფირების, ხმის ჩაწერისა და სხვა ჩამწერი საშუალებების უხმაუროდ გამოყენების უფლება, თუ ისინი ხელს არ უშლიან სასამართლო განხილვას. პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ თავისუფლად გააშუქონ სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და შედეგები, ოღონდ ამ დროს მათ უნდა იხელმძღვანელონ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპით.
4. სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით), საქმე განიხილება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით; ამავე წესით განიხილება საქმეები 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა დანაშაულის, სქესობრივი დანაშაულისა თუ ინტიმური ცხოვრების შესახებ ცნობების გაუხმაურებლობის მიზნით, თუ ამას მოითხოვენ მხარეები. დახურულ სასამართლო სხდომაზე დარბაზში შეიძლება დაუშვან თითოეული განსასჯელისა და დაზარალებულის ორ-ორი წარმომადგენელი.
5. დახურულ სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ.
6. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა წარმოებს ყველა საპროცესო წესის დაცვით.
7. სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება ყველა შემთხვევაში საქვეყნოდ ცხადდება.
8. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით.
9. 16 წელს მიუღწეველი პირი სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვება.
10. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
მუხლი 17. სისხლის სამართალწარმოების ენა
1. სისხლის სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა, უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, მისცეს ჩვენება და განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, შეიტანოს საჩივარი, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის. ამ შემთხვევებში, აგრეთვე საქმის მასალების გაცნობისას პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.
3. საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაეცეს ბრალდებულს ან პროცესის სხვა მონაწილეს, უნდა ითარგმნოს მის მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის.
4. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია პროცესის მონაწილეებს განუმარტოს ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული მათი უფლებები.
5. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე თარჯიმნის შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს ხარჯზე.
6. ყველა საპროცესო აქტი დგება სამართალწარმოების ენაზე.
7. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, მსაჯულები ვალდებულნი არიან სრულყოფილად იცოდნენ სამართალწარმოების ენა.
მუხლი 18. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
2. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი.
3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს.
მუხლი 19. მტკიცებულების შეფასება შინაგანი რწმენით
1. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით.
2. მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
მუხლი 20. სისხლის სამართალწარმოების უშუალობა და ზეპირობა
1. ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია დაკითხოს ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული და მოწმე, შეისწავლოს და მოისმინოს ექსპერტის დასკვნა, შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულებები. ამ წესისაგან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
2. მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაკითხული პირი ჩვენებას იძლევა ზეპირად. ჩვენება აუცილებლად ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
3. სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.
მუხლი 21. საპროცესო მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების თავისუფლება
1. სისხლის სამართალწარმოების მონაწილემ, აგრეთვე სხვა პირმა და ორგანომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივრონ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომელიც პროცესს აწარმოებს.
2. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს საჩივარი გამოიყენოს საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის საზიანოდ, რომლის ინტერესების დასაცავადაც იგი იყო შეტანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვა პირმა ან ორგანომ შეიტანა საწინააღმდეგო ხასიათის საჩივარი, ანდა საჩივრის შემოწმებისას დადგინდა სხვა გარემოებები.
თავი III
სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და შეწყვეტა
მუხლი 22. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
1. დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე.
2. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ უნდა ტარდებოდეს ცალმხრივად, მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით.
მუხლი 23. სისხლისსამართლებრივი დევნის სახეები
სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება იყოს საჯარო, სუბსიდიური, კერძო-საჯარო და კერძო.
მუხლი 24. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა
1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე.
2. საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების, სახელმწიფო ორგანოთა და არასახელმწიფო ორგანიზაციათა შეტყობინებების, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცნობების საფუძველზე.
3. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით.
4. მომკვლევი, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის ყველა შემთხვევაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღძრან საჯარო ბრალდების საქმე, მიიღონ ზომები დანაშაულის გასახსნელად და დამნაშავის დასადგენად, არ დაუშვან უდანაშაულო პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
5. ბრალდების წაყენებისათვის საკმაო მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. თუ პროკურორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების წაყენების საფუძველი, მას გამოაქვს დადგენილება სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, ან საქმეს გამომძიებელს უბრუნებს თავისი წერილობითი მითითებითურთ.
6. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს და დაკითხავს მას წაყენებული ბრალდების გამო 311-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს.
7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გამომძიებელი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურორს. საბრალდებო დასკვნის დამტკიცების შემდეგ მის ასლს გამომძიებელი გადასცემს ბრალდებულს.
8. პროკურორის მიერ ბრალდების შეცვლა და ბრალდებაზე უარის თქმა სავალდებულოა გამომძიებლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომძიებელს უფლება აქვს ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართოს ზემდგომ პროკურორს (58-ე მუხლი). თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება.
მუხლი 25. სუბსიდიური სისხლისსამართლებრივი დევნა
1. დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ პროკურორის მიერ ფორმულირებულ სახელმწიფო ბრალდებას.
2. თუ პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე ან შეცვლის ბრალდებას, დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლოში მხარი დაუჭიროს წინანდელ ბრალდებას. ასეთ შემთხვევაში საქმე არ წყდება.
მუხლი 26. კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 142-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე, 153-ე, 167-ე და 175-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, რომელსაც დაზარალებული გადასცემს პროკურორს, თუ ბრალდება წაეყენება კონკრეტულ პირს, ხოლო მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებელს – დანარჩენ შემთხვევებში. ეს საქმეები წარმოებს საერთო წესით და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის შემდგომმა გამოძიებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს.
2. თუ საქმეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე დანაშაულის შესახებ განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს და, ამასთან, დაზარალებულს უმწეო მდგომარეობის ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს უფლება აქვს აღძრას ასეთი საქმე, თუნდაც არ არსებობდეს დაზარალებულის საჩივარი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქმედუნარიან დაზარალებულს ამაზე წერილობითი თანხმობა აქვს მიცემული.
მუხლი 27. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-121-ე და 126-ე მუხლებით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაული ჩადენილია დაზარალებულის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიერ), 217-ე მუხლით, 218-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 263-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, მაგრამ უნდა შეწყდეს ბრალდებულთან მისი შერიგების გამო.
2. შერიგება დასაშვებია სასამართლოს (მოსამართლის) სათათბირო ოთახში გასვლამდე, მათ შორის, სააპელაციო, საკასაციო ან სარევიზიო წესით საქმის განხილვისას.
3. შერიგების შემთხვევაში მხარეები უნდა მორიგდნენ სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე. თუ მორიგება ვერ ხერხდება, ხარჯებს სასამართლო ანაწილებს.
4. პროკურორს უფლება აქვს სასამართლო გამოძიების დაწყებამდე ჩაებას კერძო ბრალდებით აღძრულ საქმეში, თუ მას განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით ან მხოლოდ დაზარალებულის თხოვნით, თუ იგი უმწეო მდგომარეობაშია ან დამოკიდებულია ბრალდებულზე. ამ შემთხვევაში საქმე არ შეიძლება შეწყდეს მხარეთა შერიგების გამო.
5. თუ კერძო ბრალდების საქმეზე მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, მოსამართლე თავისი დადგენილებით დაზარალებულს ცნობს ბრალდებულადაც, ხოლო ბრალდებულს – დაზარალებულადაც.
მუხლი 28. სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული უნდა შეწყდეს, თუ:
ა) არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა ან ქმედება, რომლის გამოც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე;
ბ) ქმედებაში არ არის დანაშაულის შემადგენლობა ან მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილია ბრალის გარეშე;
გ) ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულობას;
დ) კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;
ე) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;
ვ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სხვა პირთა მიმართ საქმის განახლებისათვის;
ზ) გავიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
თ) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც აუქმებს ამ ქმედების დასჯადობას;
ი) მსჯავრდებული შეწყალებულია;
კ) საქართველოს პარლამენტმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად პარლამენტის წევრის, დეპუტატის, სახალხო დამცველის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე;
ლ) არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძო-საჯარო და კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეთა გამო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურორი (26-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი);
მ) დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა 26-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა;
ნ) არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე;
ო) არსებობს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება საქმის შეწყვეტის ან იმავე ბრალდებით საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;
პ) დანაშაული მცირემნიშვნელოვნად არის ცნობილი;
ჟ) საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში;
რ) პროკურორი და დაზარალებული უარს იტყვიან ბრალდებაზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით.
2. საქმე უნდა შეწყდეს და პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდეს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლი).
3. საქმე შეიძლება შეწყდეს და პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდეს ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლი).
4. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი.
5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“, „თ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთან, იგი განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან.
6. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო წყვეტს საქმეს მათი გამოვლენისთანავე.
7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“, „თ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სამართალწარმოება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით.
8. სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო ინსტანციებში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გამოვლენისას საქმე უნდა შეწყდეს.
მუხლი 29. სისხლის სამართალწარმოების შეჩერების საფუძვლები და ვადები
სისხლის სამართალწარმოება ჩერდება, თუ:
ა) ბრალდებული დაიმალა – არა უადრეს ერთი თვისა მისი დამალვიდან ბრალდებულის მოძებნამდე;
ბ) ცნობილი არ არის ბრალდებულის ადგილსამყოფელი – არა უადრეს 3 თვისა ამ გარემოების დადგენიდან ბრალდებულის მოძებნამდე;
გ) ბრალდებული ფსიქიკურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნით – დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ ასეთი რამ 6 თვის განმავლობაში არ მოხდა, აღიძვრება წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, ანდა საქმე შეწყდება;
დ) ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია – ამ პირის აღმოჩენამდე ან ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არა უადრეს 6 თვისა სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან;
ე) სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების მიღებამდე;
ვ) დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან უცხო სახელმწიფოსათვის პირის გადაცემის შესახებ – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურ გადაწყვეტამდე.
თავი IV
სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეში
მუხლი 30. სამოქალაქო სარჩელი და მისი წარდგენის საფუძველი
1. პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი.
2. იურიდიულ პირს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს მოითხოვოს ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.
3. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, პირდაპირი ზიანისა და ანაცდენი სარგებლის სახით, საშუალო-საბაზრო ფასებით ინდექსაციის გამოყენებით.
4. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება დაკრძალვაზე, მკურნალობაზე, პროთეზირებასა და მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯების, გადახდილი სადაზღვევო თანხების, დახმარებისა და პენსიის კომპენსაციით.
5. მორალური ზიანი ანაზღაურდება ფულადი და სხვა ქონებრივი გამოხატულებით, დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის, დასახიჩრების, დამახინჯების, ბიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების მოშლისა თუ დაქვეითებისათვის, აგრეთვე სხვა სახის ფიზიკური თუ მორალური ზიანით გამოწვეული განცდებისათვის. დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობას ადგენს სასამართლო ზიანის სიმძიმისა და ბრალდებულის (სამოქალაქო მოპასუხის) ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
6. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარედგინოს პირს, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად. ამ შემთხვევაში სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა.
მუხლი 31. სამოქალაქო სარჩელის საგამოძიებო ქვემდებარეობა და განსჯადობა
1. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ მომკვლევთან, გამომძიებელთან ან პროკურორთან, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე.
2. სამოქალაქო სარჩელს განიხილავს და წყვეტს სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე.
მუხლი 32. სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლების განმარტება
თუ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დარწმუნდება, რომ პირს აქვს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება, იგი ვალდებულია გამოიძახოს პირი და განუმარტოს ეს უფლება.
მუხლი 33. სამოქალაქო სარჩელის წარდგენა
1. თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ მომენტში სასამართლო გამოძიების დაწყებამდე.
2. თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის ან იმ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს.
3. ფიზიკურმა პირმა სამოქალაქო სარჩელი შეიძლება განაცხადოს ზეპირი ფორმითაც, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
4. ბრალდებულის დაუდგენლობა არ აბრკოლებს სამოქალაქო სარჩელის წარდგენას. საქმის წარმოების შეჩერების შემთხვევაში, თუ ბრალდებული დაიმალა, მისი ადგილსამყოფელი ან პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია, სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
5. სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება.
6. პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე პირს, რომლის სარჩელიც განუხილველი დარჩა, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
7. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სარჩელზე უარის მიღება მოსარჩელეს უფლებას ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე.
8. სისხლის სამართლის საქმეზე სარჩელის უარყოფის შემთხვევაში აღარ შეიძლება მისი წარდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
მუხლი 34. შეგებებული სამოქალაქო სარჩელის წარდგენა
კერძო ბრალდების საქმეზე დასაშვებია შეგებებული სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და განხილვა.
მუხლი 35. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის წესი
1. თუ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადებულ სარჩელს საკმაო საფუძველი აქვს, მას გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ. დადგენილების (განჩინების) ასლი გადაეცემა მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამასთან, სამოქალაქო მოსარჩელეს განემარტება 86-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ხოლო პირს, რომელსაც უარი ეთქვა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე – ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
2. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილ დაზარალებულს აქვს სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობებიც.
მუხლი 36. სამოქალაქო მოპასუხედ საქმეში ჩაბმა
1. განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შემდეგ გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ან სასამართლოს გამოაქვს დადგენილება (განჩინება), იმის შესახებ, რომ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს ან იმ პირს, რომელსაც მატერიალური და სხვა პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ქმედებისათვის, ანდა პირს, რომელსაც ასეთი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად. დადგენილების (განჩინების) ასლი და განცხადებული სამოქალაქო სარჩელის ასლი გადაეცემა სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს. ამასთან, სამოქალაქო მოპასუხეს განემარტება 90-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
2. სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ ბრალდებულს აქვს სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობებიც.
მუხლი 37. პროკურორის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და მხარდაჭერა
1. პროკურორი ვალდებულია წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, ზიანი მიადგა სახელმწიფოს.
2. პროკურორს უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი დაზარალებულის თხოვნით, თუ დაზარალებული მოკლებულია შესაძლებლობას ჰყავდეს ადვოკატ-წარმომადგენელი ან დაიცვას თავისი ინტერესები ბრალდებულზე დამოკიდებულების, ავადმყოფობის, არასრულწლოვანებისა თუ სხვა მიზეზით.
3. პროკურორი სასამართლოში მხარს უჭერს თავის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს. მას უფლება აქვს მხარი დაუჭიროს სამოქალაქო მოსარჩელის მიერ განცხადებულ სარჩელს ან გამოთქვას სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
მუხლი 38. სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას
1. სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართალწარმოების წესით.
2. თუ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით წარმოქმნილი საპროცესო ურთიერთობები მოწესრიგებული არ არის ამ კოდექსით, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება სისხლის საპროცესო სამართლის პრინციპებს.
3. სარჩელზე უარი, სარჩელის აღიარება და მორიგება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ იმ პირობით, რომ დაცულ იქნეს მოთხოვნები სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცების საგნის ყველა ელემენტის დადგენის შესახებ (112-ე მუხლი).
მუხლი 39. მატერიალური სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას
1. სამოქალაქო სარჩელის განხილვისას ზიანის ანაზღაურების საფუძველს, პირობას, მოცულობასა და წესს განსაზღვრავს სამოქალაქო, შრომისა და სხვა კანონმდებლობა.
2. სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელებზე არ ვრცელდება სამართლის სხვა დარგებში დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.
მუხლი 40. მოსარჩელის უარი სამოქალაქო სარჩელზე
1. სამოქალაქო მოსარჩელეს საქმის წარმოების ნებისმიერ მომენტში უფლება აქვს უარი თქვას სარჩელზე.
2. მოსარჩელისაგან უარის მიღებამდე მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, ვალდებულია მოსარჩელეს განუმარტოს სამოქალაქო სარჩელზე მისი უარის სამართლებრივი შედეგები და შეადგინოს ოქმი ან ამის შესახებ სათანადო აღნიშვნები შეიტანოს შესაბამის საგამოძიებო ოქმში.
3. სამოქალაქო სარჩელზე უარის მიღების შესახებ ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, გამოაქვს განჩინება (დადგენილება).
4. სარჩელზე უარს მოსდევს სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს ართმევს უფლებას განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
მუხლი 41. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა
1. სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“, „თ“, „ი“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებსა და იმავე მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინებაში (დადგენილებაში), ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისა თუ მის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში (დადგენილებაში).
2. სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტისას.
3. სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით.
მუხლი 42. სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილებული სამოქალაქო სარჩელის აღსრულების თავისებურებანი
სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის საქმეზე, აღსრულდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით.
მუხლი 43. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა
სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე მიიღოს სარჩელის უზრუნველყოფის ზომები, თუ ისინი მანამდე არ ყოფილა მიღებული.
თავი V
ამ კოდექსში გამოყენებული ზოგიერთი ცნების მნიშვნელობა
მუხლი 44. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1. სასამართლო – მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო; მოსამართლე – ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმესა და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2. მსაჯული – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის პირველი ინსტანციით საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად კანონით დადგენილი წესით დაშვებული საქართველოს მოქალაქე.
3. სასამართლო ინსტანციები – პირველი, სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო (საზედამხედველო) ინსტანციების სასამართლოები.
4. საგამოძიებო კოლეგია – სააპელაციო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს.
5. გამოძიების მოსამართლე – სააპელაციო სასამართლოს წევრი, რომელიც წყვეტს ბრალდებულის სამართალში მიცემისა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
6. სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს ან მოსამართლის განაჩენი, განჩინება, დადგენილება.
7. განაჩენი – პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.
8. განჩინება – პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.
9. დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; საკასაციო და სარევიზიო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება; მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიებისას.
10. შემაჯამებელი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლის სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას.
11. სასამართლო ბრძანება (მოსამართლის ბრძანება) – მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა დაპატიმრების, სხვა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებებისა და ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების ნებართვას.
12. სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო – მომკვლევი, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო.
13. პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორი და მისადმი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები.
14. სახელმწიფო ბრალმდებელი – პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო (საზედამხედველო) ინსტანციების სასამართლოებში.
15. გამომძიებელი – პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.
16. საგამოძიებო ორგანოს უფროსი – შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, საგამოძიებო სამმართველოს, საგამოძიებო ნაწილის უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე სხვა დანაყოფების უფროსები, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
17. მომკვლევი – პირი, რომელიც თავდაპირველ (გადაუდებელ) საგამოძიებო მოქმედებას ატარებს.
18. მხარეები – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი, რომლებიც იცავენ საკუთარ ან მარწმუნებლების ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში.
19. ბრალდების მხარე – პროკურორი, გამომძიებელი, საგამოძიებო ორგანოს უფროსი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები.
20. დაცვის მხარე – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, ბრალდებულის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.
21. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
22. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი.
23. დასაცავი პირი – ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, რომელსაც დამცველი იცავს.
24. ბრალდებული – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი.
25. განსასჯელი – ბრალდებული, რომელიც მიცემულია სამართალში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
26. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
27. გამართლებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
28. დაპატიმრება – წინასწარი პატიმრობა.
29. სისხლის სამართალწარმოება – სისხლის სამართლის პროცესი.
30. საპროცესო მოქმედება – სამართალწარმოების ნებისმიერი ორგანოს მოქმედება, რომელიც ტარდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურის ფარგლებში.
31. საგამოძიებო (სასამართლო) მოქმედება – საპროცესო მოქმედება, რომელიც ტარდება მტკიცებულებათა შეკრების, დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების მიზნით.
32. საპროცესო გადაწყვეტილება – მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ნებისმიერი დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.
33. პროკურორის სანქცია – პროკურორის მიერ მომკვლევის, გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
34. სისხლის სამართლის საქმე – საგამოძიებო და სასამართლო ოქმების, დოკუმენტების, ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
35. ზიანი – უშუალო ზიანი და ანაცდენი სარგებელი.
36. ღამის დრო – 22 საათიდან 6 საათამდე.
37. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
38. მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.
39. ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა – ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები.
40. რევიზია – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და ამ სასამართლოს ყველა სხვა გადაწყვეტილების გადასინჯვა ზედამხედველობის წესით.
კარი მეორე
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი
თავი VI
სასამართლო
მუხლი 45. სასამართლო როგორც მართლმსაჯულების ორგანო
1. სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, სასჯელი დაუნიშნოს მხოლოდ დამნაშავეს.
2. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო განსჯადობის მიხედვით ვალდებულია განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, წარდგინება, შუამდგომლობა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ, საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, საგამოძიებო ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მიერ უკანონო მოქმედებებისა და აქტების გამო.
3. სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო ინსტანციების სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებენ ქვემდგომი სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას.
მუხლი 46. სასამართლოს უფლებამოსილება
1. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საქმეს განიხილავს განსჯადობის მიხედვით.
3. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხს წყვეტენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების გამოძიების მოსამართლეები, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯად საქმეზე – ამ სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები.
4. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების განაჩენისა და სხვა გადაწყვეტილებების გამო სააპელაციო საჩივარს განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.
5. საკასაციო საჩივარს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების განაჩენსა და განჩინებაზე, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიის განაჩენსა და განჩინებაზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
6. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გამო სარევიზიო (საზედამხედველო) წესით შუამდგომლობას განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
მუხლი 47. საქმის ერთპიროვნულად და კოლეგიურად განხილვა სასამართლოში
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, საქმეს, საჩივარსა და სხვა მასალას განიხილავს ერთპიროვნულად.
2. საოლქო სასამართლო, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, მის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეს, საჩივარსა და სხვა მასალას განიხილავს კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.
3. თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, როგორც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები, სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს კოლეგიურად, ერთი მოსამართლისა და ორიდან ექვსამდე მსაჯულის შემადგენლობით.
5. სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება მოსამართლის ბრძანების გაცემა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო მოქმედებათა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და მისი ვადის გაგრძელება; ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; სატელეფონო თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით წარმოებული საუბრების კონტროლი და კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან ინფორმაციის მოხსნა; საცხოვრებელ ბინასა და სხვა მფლობელობაში ჩხრეკა და ამოღება, საცხოვრებელი ბინისა და სხვა მფლობელობის დათვალიერება; ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, აგრეთვე თანამდებობიდან (სამუშაოდან) მათი გადაყენება.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული საპროცესო მოქმედებები და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, დაპატიმრებისა და მისი ვადის გაგრძელების, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების გამოყენების, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსების, ბრალდებულის (ეჭვმიტანილის) თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების გარდა, ამ კოდექსით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე.
7. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული საპროცესო მოქმედებების სასამართლო ბრძანების გარეშე ჩატარების შემთხვევაში გამომძიებელი ან მომკვლევი (პროკურორის მეშვეობით) ამ მოქმედებათა ოქმებს 24 საათის ვადაში წარუდგენს მოსამართლეს, რომელიც მასალების შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში ამოწმებს მათს კანონიერებას. მოსამართლის დადგენილებას ამ საკითხზე აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მუხლი 48. განსჯადობა
1. არავის არ შეიძლება აღეკვეთოს უფლება მისი საქმე განიხილოს იმ სასამართლომ ან იმ მოსამართლემ, რომლის განსჯადობასაც იგი კანონით განეკუთვნება. განსჯადობის კანონით დადგენილი წესის შეცვლა დაუშვებელია.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია სისხლის სამართლის საქმე, თუ დანაშაულს, რომლის ჩადენაც ბრალად ედება განსასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 5 წლის ვადით.
3. საოლქო სასამართლოს განსჯადია სისხლის სამართლის საქმე, თუ დანაშაულს, რომლის ჩადენაც ბრალად ედება განსასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს 5 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე საქმე არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, განსჯადია: სისხლის სამართლის საქმეები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სამხედრო ძალების უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის, პროკურორის, გამომძიებლის, ადვოკატის ბრალდების გამო.
5. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასა და იძულებით ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, მოკვლევის ორგანოების, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობისა და აცილების განხილვა იმ სასამართლოს მოსამართლის პრეროგატივაა, რომლის განსჯადიცაა ეს სისხლის სამართლის საქმე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. სისხლის სამართლის საქმე განიხილება სასამართლოში დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ არსებობს დანაშაულთა ან ერთი დანაშაულის ეპიზოდთა ერთობლიობა, – ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის ჩადენის ადგილის მიხედვით.
7. ზემდგომ სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით შეუძლია გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმე განიხილოს სასამართლომ წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ამ საქმეში დაზარალებულთა ან მოწმეთა უმრავლესობა ცხოვრობს.
8. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში ერთი პირის ან იმ პირთა ჯგუფის ბრალდების დროს, რომელთა საქმეებიც სხვადასხვა დონის სასამართლოთა განსჯადია, ყველა დანაშაულის საქმეს განიხილავს ამ სასამართლოებიდან უმაღლესი.
9. თუ სასამართლო ან მოსამართლე დაადგენს, რომ შემოსული საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მისი განჩინებით (დადგენილებით) საქმე გადაეცემა განსჯადობის მიხედვით.
10. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე დასაბუთებული დადგენილებით.
მუხლი 49. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა
1. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.
2. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია თავი შეიკავოს ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა ძიებისაგან, გაითვალისწინოს, რომ მტკიცებულებათა აღმოჩენა, წარმოდგენა და გამოკვლევა მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება.
3. თუ მხარეს ან მხარეებს უძნელდებათ მტკიცებულებათა აღმოჩენა და წარდგენა, სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ მტკიცებულებათა გამოთხოვაში.
მუხლი 50. სასამართლოს კერძო განჩინება (დადგენილება). სასამართლო დავალება
1. სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშეწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.
2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.
3. სასამართლოს შეუძლია კერძო განჩინებით (დადგენილებით) აცნობოს შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი შეგნებულობის, ვაჟკაცობის გამოვლენის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას.
4. კერძო განჩინების (დადგენილების) გამო არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები, ხოლო შედეგები ეცნობოს სასამართლოს.
5. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს ცალკეული საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომ სხვა სასამართლოს (მოსამართლეს), თუ ამ მოქმედების ჩატარება შეუძლებელია სასამართლო განხილვის ადგილას.
6. სასამართლოს (მოსამართლეს), რომლის წარმოებაშიცაა საქმე, უფლება აქვს დაავალოს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს, პროკურორს ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თუ სასამართლო განხილვის სტადიაზე მისი ჩატარება შეუძლებელია.
7. სასამართლოს (მოსამართლის) დავალებით ჩატარებული სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და გასაცნობად გადაეცემა მხარეებს. ამ წესით მიღებული მტკიცებულება უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქმის განმხილველმა სასამართლომ ან მოსამართლემ.
8. სხვა სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში სასამართლო დავალების გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით სამართლებრივი დახმარების შესახებ.
მუხლი 51. მოსამართლეთა თანასწორობა საქმის განხილვისას
სასამართლო კოლეგიის ყველა მოსამართლეს, აგრეთვე მოსამართლესა და მსაჯულებს საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების თანაბარი უფლებები აქვთ.
მუხლი 52. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე
მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს: წარმართავს სხდომას, მოსამართლეთა და მსაჯულთა თათბირის მიმდინარეობას; მხარეებს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი; განხილვას განარიდებს ყველაფერს, რასაც კავშირი არა აქვს საქმესთან; უზრუნველყოფს კანონიერებასა და სამართლიანობას საქმის განხილვისას; მსაჯულებსა და მხარეებს განუმარტავს მათს უფლებებს; სხდომის დარბაზიდან აძევებს წესრიგის დამრღვევს და აკისრებს მას ფულად ჯარიმას ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ოდენობით.
მუხლი 53. მოსამართლის თანაშემწე
მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის დავალებით ამზადებს სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს, ამზადებს საპროცესო დოკუმენტების ასლებს და, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ გადასცემს სამართალწარმოების მონაწილეებს, უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას, მოსამართლეს უწევს სხვა ტექნიკურ დახმარებას.
მუხლი 54. სასამართლო სხდომის მდივანი
1. სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდნენ თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირები, და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს.
2. სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად ჩაწეროს ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. ოქმის მომზადებისას მდივანს უფლება აქვს გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვა ტექნიკური საშუალებანი.
3. ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში მდივანს უფლება აქვს გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს ისინი განსახილველად ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს.
4. თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები, სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა ახსნა-განმარტებას სასამართლო სხდომაზე, რომელიც განიხილავს ამ შენიშვნებს.
თავი VII
პროკურორი
მუხლი 55. პროკურატურა როგორც სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება
1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურატურა: წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; ზედამხედველობს მოკვლევის კანონიერებას; სრული მოცულობით ატარებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეების წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს.
2. პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი.
3. პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
4. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისათვის.
მუხლი 56. საპროკურორო ზედამხედველობა მოკვლევაზე. პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე
1. პროკურორი მოკვლევისას ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას. ამ ფუნქციის განხორციელებისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს:
ა) დაცულია თუ არა მოკვლევის ორგანოებში დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შემოსულ განცხადებათა და შეტყობინებათა რეგისტრაციისა და განხილვის, აგრეთვე მათ შესახებ ზომების მიღების კანონმდებლობით დადგენილი წესები;
ბ) მოკვლევის ორგანოების მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედების ჩატარებისა და ამ საქმიანობის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება.
2. სისხლისსამართლებრივი დევნის კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურორი უფლებამოსილია:
ა) აღძრას სისხლის სამართლის საქმე ან უარი თქვას მის აღძვრაზე;
ბ) საქმის გამოძიება დაავალოს მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოს ან კონკრეტულ გამომძიებელს;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
დ) მოკვლევის ორგანოს, მომკვლევს, გამომძიებელს, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმების შესახებ და გამოძიების წარმოებისას წამოჭრილ სხვა საკითხებზე;
ე) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად;
ვ) შეამოწმოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მის აღძვრაზე უარის თქმის კანონიერება;
ზ) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მოძრაობის, გამოძიების ვადებისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ;
თ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაუყენოს პირს ბრალდება, მიიღოს მონაწილეობა ბრალდებულის დაკითხვაში 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;
ი) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად;
კ) გააუქმოს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, საგამოძიებო ორგანოს უფროსის, ქვემდგომი პროკურორის უკანონო დადგენილებანი;
ლ) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს (მომკვლევს) და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას;
მ) ჩამოაშოროს გამომძიებელი (მომკვლევი) საქმის შემდგომ გამოძიებას, თუ მან დაარღვია კანონი;
ნ) შეწყვიტოს ან შეაჩეროს სამართალწარმოება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები; დაამტკიცოს გამომძიებლის ან მოკვლევის ორგანოს დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 396-ე მუხლით გათვალისწინებული წესით;
ო) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის;
პ) დაამტკიცოს საბრალდებო დასკვნა ან დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და წარმართოს საქმე სასამართლოში;
ჟ) გადაწყვიტოს საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის ან საგამოძიებო ორგანოს უფროსის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;
რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 57. პროკურორის უფლებამოსილებანი სასამართლოში
1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.
2. პროკურორს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქმის წინასწარ მოსმენაში. ამასთან, მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, საქმის შეწყვეტის, საქმის წარმოების შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, სასამართლოში საქმის წარმართვისა და სხვა საკითხების განხილვაში.
4. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. იგი უფლებამოსილია: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებანი და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, განსასჯელის შერაცხაობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განსასჯელის განთავისუფლების შესახებ.
5. საკასაციო და სარევიზიო წარმოების სტადიებზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს იმ საჩივრების შესახებ, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.
თავი VIII
გამომძიებელი
მუხლი 58. გამომძიებლის სტატუსი
1. გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება.
2. წინასწარი გამოძიების წარმოებისას ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანება ან პროკურორის თანხმობა, და პასუხს აგებს მათი სრულად და დროულად ჩატარებისათვის.
3. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი და გამამართლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.
4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორისა და საგამოძიებო ორგანოს უფროსის წერილობითი მითითებები, მაგრამ, თუ გამომძიებელი არ ეთანხმება საგამოძიებო ორგანოს უფროსის მითითებას, მას უფლება აქვს გაასაჩივროს იგი პროკურორთან ქვემდებარეობის მიხედვით. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების შემოწმების, საგამოძიებო ვადის გაგრძელების, ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის, საქმის სასამართლოში წარმართვის, მოქალაქის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებებს, ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა.
5. კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის. გამომძიებლის დადგენილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით დაწესებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 59. გამომძიებლის უფლებამოსილებანი
თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია:
ა) აღძრას სისხლის სამართლის საქმე ან უარი თქვას მის აღძვრაზე;
ბ) ჩაატაროს ამ კოდექსში აღნიშნული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;
გ) გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;
დ) წარუდგინოს პირს დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით;
ე) მოკვლევის ორგანოების მუშაკები ჩააბას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
ვ) მოკვლევის ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალებები საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ;
ზ) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების შესაბამის ორგანოებს მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ;
თ) კანონით დადგენილი წესების დაცვით, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალება ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით;
ი) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა;
კ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, დამსწრის, ამოსაცნობის მონაწილეობა;
ლ) გამოიტანოს დადგენილება პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი;
მ) უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით და შექმნას მისი საქმიანობის ხელშემწყობი პირობები;
ნ) შეასრულოს ბრალდებულისა და დამცველის მოთხოვნები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა მის ჩატარებაში;
ო) გაათავისუფლოს არასმქონენი იურიდიული დახმარების გადასახადისაგან;
პ) გადაწყვიტოს პროცესის მონაწილეთა აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებაში აღძრული საკითხი და წარუდგინოს თავისი განმარტებები პროკურორსა და სასამართლოს, თუ გასაჩივრდება გამომძიებლის დადგენილება შუამდგომლობისა და აცილების უარყოფის თაობაზე;
ჟ) გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები პროკურორს ან სასამართლოს;
რ) შეაჩეროს საქმის წარმოება, აგრეთვე განაახლოს შეჩერებული საქმის წარმოება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;
ს) შეწყვიტოს საქმის წარმოება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;
ტ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა და დასამტკიცებლად წარუდგინოს პროკურორს;
უ) გაასაჩივროს პროკურორის მითითება ზემდგომ პროკურორთან.
მუხლი 60. საგამოძიებო ორგანოს უფროსი
1. საგამოძიებო ორგანოს უფროსი უწყებრივ კონტროლს უწევს გამომძიებლების იმ მოქმედებათა დროულობას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და აცილებისკენაა მიმართული, იღებს ზომებს, რათა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად მოხდეს სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება.
2. საგამოძიებო ორგანოს უფროსს უფლება აქვს: შეამოწმოს სისხლის სამართლის საქმე, მისცეს გამომძიებელს მითითება წინასწარი გამოძიების წარმოების, ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის, დანაშაულის კვალიფიკაციის, ბრალდების მოცულობის, საქმის წარმართვისა და ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ; ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით; ჩამოაცილოს გამომძიებელი საქმის წარმოებას; გააუქმოს გამომძიებლის უკანონო დადგენილება, დაავალოს გამოძიება რამდენიმე გამომძიებელს ან პირადად აწარმოოს წინასწარი გამოძიება გამომძიებლის უფლებამოსილებით.
3. საგამოძიებო ორგანოს უფროსი გამომძიებელს აძლევს წერილობით მითითებას, რომლის შესრულებაც სავალდებულოა. საგამოძიებო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილება გამომძიებლის საქმის წარმოებისაგან ჩამოცილების ან გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.
4. მიღებული მითითების გასაჩივრება პროკურორთან არ შეაჩერებს მის შესრულებას, გარდა 58-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. პროკურორის მიერ საგამოძიებო ორგანოს უფროსისათვის მიცემული მითითება სავალდებულოა. ზემდგომ პროკურორთან ამ მითითების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის შესრულებას.
მუხლი 61. წინასწარი გამოძიების ორგანოები
1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამომძიებლები.
2. სამხედრო გამომძიებლები არიან პროკურატურის გამომძიებლები.
3. ყველა გამომძიებელს, უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობანი.
მუხლი 62. უწყებრივი და პერსონალური საგამოძიებო ქვემდებარეობა
1. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატესტირებული თანამშრომლის, პროკურორის, გამომძიებლის, ადვოკატის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მოსამსახურის ბრალდების გამო, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 110-118-ე, 135-136-ე, 141-166-ე, 333-359-ე და 363-388-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა და არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ.
3. სამხედრო გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები სამხედრო მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის მოსამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალებში მომსახურე იმ სამოქალაქო პირის საქმე, რომელსაც ბრალად ედება სამსახურში ან სამხედრო ნაწილის, სამხედრო დაწესებულების ტერიტორიაზე დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, ასევე იმ სამოქალაქო პირის საქმე, რომელიც სამხედრო მოსამსახურესთან ან მასთან გათანაბრებულ პირთან ერთად მონაწილეობდა დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
4. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამომძიებლები იძიებენ საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 212-ე, 220–222-ე, 224-ე, 234–237-ე, 262-ე, 271-272-ე, 313-332-ე, 345–347-ე და 405–412-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ.
5. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება უფრო მძიმე დანაშაული.
6. თუ არსებობს კონკურენცია სხვადასხვა სახის საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, უპირატესობა ენიჭება უწყებრივ საგამოძიებო ქვემდებარეობას.
მუხლი 63. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა
1. წინასწარ გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა.
2. თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული.
3. თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის.
4. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე.
მუხლი 64. გამომძიებლის დავალება
1. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში გამომძიებელს უფლება აქვს ეს მოქმედება ჩაატაროს პირადად ან ეს დაავალოს გამომძიებელს, რომელიც ამ ტერიტორიას ემსახურება.
2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო დავალების შესრულების წესს განსაზღვრავს ამ სახელმწიფოსთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება.
3. გამომძიებელს უფლება აქვს დაავალოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
თავი IX
მოკვლევის ორგანოები და მომკვლევი
მუხლი 65. მოკვლევის ორგანოების ამოცანები
1. დანაშაულის ნიშნებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად მოკვლევის ორგანოები ატარებენ საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს.
2. ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კერძოდ, ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, ფარული ფოტო- და კინოგადაღება, სატელეფონო თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით წარმოებული საუბრების კონტროლი, კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან ინფორმაციის მოხსნა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ტარდება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. ბრძანებას, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, გასცემს იმ სასამართლოს მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებზე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე. შუამდგომლობას მიმართვიდან არა უგვიანეს 24 საათისა პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე. მოსამართლე შუამდგომლობის განხილვის, პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებების მოსმენის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ;
ბ) გამოიტანს დადგენილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და რომელიც მიღებულ მასალებთან ერთად ინახება კანონით დადგენილი წესების დაცვით.
3. გადაუდებელ შემთხვევაში, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ან როცა შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო, ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება პროკურორის სანქციით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, რის თაობაზედაც მოკვლევის ორგანოს უფროსს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ამის თაობაზე 24 საათის განმავლობაში აცნობოს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა ან ტარდება ეს ღონისძიება, და წარუდგინოს მასალები შესაბამის მოსამართლეს. პროკურორის მიერ მასალების წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში მოსამართლე შუამდგომლობის განხილვისას, პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტების მოსმენის შემდეგ, ამოწმებს, ჩატარდა თუ არა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება კანონის შესაბამისად, და გამოაქვს დადგენილება:
ა) ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. მოკვლევის ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა, რაც საჭიროა დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად.
6. მოკვლევის ორგანო ატარებს თავდაპირველ საგამოძიებო მოქმედებას ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემამდე.
7. იმისათვის, რომ მოკვლევის ორგანომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩაატაროს თავდაპირველი მოქმედება, საჭიროა პროკურორის თანხმობა (სანქცია).
8. თავდაპირველი მოქმედება შეიძლება იყოს: ჩხრეკა, ამოღება, შემოწმება, დათვალიერება, ეჭვმიტანილის დაკითხვა, დაზარალებულისა და მოწმის დაკითხვა, ექსპერტიზის დანიშვნა და ნიმუშის აღება საექსპერტო გამოკვლევისათვის.
9. მოკვლევის ორგანო ვალდებულია გამომძიებელს საქმე გადასცეს მისი აღძვრიდან არა უგვიანეს 7 დღისა, ხოლო პირის ეჭვმიტანილად დაკავებისას – დაკავების ოქმის შედგენიდან 24 საათის განმავლობაში. სისხლის სამართლის საქმე პროკურორის მოთხოვნით, მის მიერ მითითებულ ვადაში, წინასწარი გამოძიებისათვის უნდა გადაეცეს გამომძიებელს ან პროკურორს.
10. გამომძიებლისათვის საქმის გადაცემის შემდეგ მოკვლევის ორგანო, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით, ვალდებულია ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში.
მუხლი 66. მოკვლევის ორგანოები
1. მოკვლევის ორგანო არის სახელმწიფო დაწესებულება ან სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს თავდაპირველი საგამოძიებო მოქმედება, თუ რაიმე მიზეზით ამ მოქმედების ჩატარება არ შეუძლია გამომძიებელს ან პროკურორს, აგრეთვე წინასწარი გამოძიების დროს ჩაატაროს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით.
2. მომკვლევი არის მოკვლევის ორგანოს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საპროცესო მოქმედება.
3. მოკვლევის ორგანოები არიან:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ქვედანაყოფები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი მოკვლევის საწარმოებლად – ყველა დანაშაულის საქმეზე, გარდა მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა;
ბ) სამხედრო ნაწილებისა და შენაერთების მეთაურები და სამხედრო დაწესებულებათა უფროსები – სამხედრო გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე;
გ) სახელმწიფო უშიშროების მოკვლევის ორგანოები – სახელმწიფო უშიშროების გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე;
დ) სასაზღვრო დაცვის მოკვლევის ორგანოები – სასაზღვრო დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი დანაშაულის, საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის საქმეებზე;
ე) საგადასახადო სამსახურის მოკვლევის ორგანოები – გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების, დამალული ან შემცირებული შემოსავლების საქმეებზე;
ვ) საბაჟო სამსახურის ორგანოები – საბაჟო გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების, აგრეთვე საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოების ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთების საქართველოში დაუბრუნებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე;
ზ) სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების, საგამოძიებო იზოლატორების უფროსები – ამ დაწესებულებათა და იზოლატორთა თანამშრომლების მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა და ამ დაწესებულებებისა და იზოლატორების განლაგების ადგილზე ჩადენილ სხვა დანაშაულთა საქმეებზე;
თ) ნაოსნობაში მყოფი საზღვაო ხომალდის კაპიტანი;
ი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და მათ მიერ დაცული ობიექტების მიმართ ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე.
მუხლი 67. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევის უფლებამოსილებანი
1. მოკვლევის ორგანო – თანამდებობის პირი ან დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს მოკვლევა – 65-ე მუხლში აღნიშნულ ამოცანებს ასრულებს დამოუკიდებლად ან მათ შესრულებას ავალებს მომკვლევს.
2. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევის მიერ თავდაპირველი საპროცესო მოქმედების ჩატარებისას მათზე ვრცელდება 58-ე მუხლში აღნიშნული გამომძიებლის სტატუსი, გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულისა.
3. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევს აქვთ 59-ე მუხლში აღნიშნული გამომძიებლის უფლებამოსილებანი, გარდა იმავე მუხლის „დ“, „ე“, „ვ“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევზე ვრცელდება 59-ე მუხლის “თ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნები.
4. თუ კანონი მოითხოვს პროკურორის თანხმობას (სანქციას) ან სასამართლო ბრძანებას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, მომკვლევი უგზავნის თავის შუამდგომლობას (წარდგინებას) შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის მეშვეობით.
5. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, საქმის აღძვრაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეჩერების, საქმის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გამოიტანოს მხოლოდ მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელმა და იგი უნდა დაამტკიცოს პროკურორმა.
6. მომკვლევის წარმოებაში მყოფ სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის მითითების შესრულება სავალდებულოა მომკვლევისათვის. თუ მომკვლევი არ ეთანხმება მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის მითითებას, მას უფლება აქვს მიმართოს ზედამხედველ პროკურორს, რომელსაც შეუძლია გააუქმოს მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის მითითება, ხოლო მასალები ან საქმე წინასწარი გამოძიებისათვის გადასცეს სხვა მომკვლევს ან გამომძიებელს.
თავი X
დაზარალებული და მისი წარმომადგენელი
მუხლი 68. პირის დაზარალებულად ცნობა
1. დაზარალებული არის ფიზიკური პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, ანდა რომელსაც ასეთი ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა.
2. იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.
3. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევა აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.
4. დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. სასამართლო გამოძიების დაწყების შემდეგ პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე საკასაციო ან სარევიზიო ინსტანციის სასამართლოში პირის დაზარალებულად ცნობისათვის საფუძვლის აღმოჩენისას საქმე უნდა დაბრუნდეს დამატებითი გამოძიებისათვის.
6. თუ სამოქალაქო სარჩელის წარმდგენი დაზარალებული სამოქალაქო მოსარჩელედ იქნა ცნობილი, ეს აისახება განჩინებაში (დადგენილებაში) პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ ან ცალკე გამოტანილ განჩინებაში (დადგენილებაში).
7. დაზარალებული საჯარო ან კერძო-საჯარო ბრალდების საქმის გამო არის სუბსიდიური ბრალმდებელი, ხოლო კერძო ბრალდების საქმის გამო – კერძო ბრალმდებელი. დაზარალებულს სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში შეუძლია უარი თქვას კერძო ბრალდებაზე ან ბრალდების მხარდაჭერაზე.
8. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს ეს განჩინება (დადგენილება).
მუხლი 69. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებები
დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება:
ა) მიიღოს განმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ;
ბ) მისცეს ჩვენება და განმარტება;
გ) განაცხადოს აცილება;
დ) განაცხადოს შუამდგომლობანი მტკიცებულებათა გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების დროს წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ;
ე) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;
ვ) საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე და მოითხოვოს მისი შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში;
ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – სასამართლოში მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება თუ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს თავის საჩივარს სასამართლოში;
თ) პირისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ იცოდეს მისი არსი;
ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
კ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გაეცნოს საქმის მთელ მასალას, გადაიღოს ასლები, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სამართალში მიცემის სტადიაზე;
მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; გამოვიდეს კამათში და გამოთქვას აზრი ბრალდების დასაბუთებულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის სახისა და ზომის, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები;
ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში – რევიზიის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებსა და პროტესტებზე;
ო) უფასოდ მიიღოს საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა;
პ) მისცეს ჩვენება და განმარტება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით;
ჟ) მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები;
რ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ს) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული კუთვნილი ქონება;
ტ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მის მომსახურებაზე;
უ) განთავისუფლდეს ადვოკატ-წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ფ) პროცესის ხელმძღვანელ პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას.
მუხლი 70. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის მოვალეობები
1. დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ვალდებულია გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით, გულახდილად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ; დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წესი მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში.
2. დაზარალებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ 173-ე მუხლის შესაბამისად.
3. ჩვენებაზე უარის თქმისათვის დაზარალებულს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემისათვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით. სისხლის სამართლის საქმე ამ საფუძვლით შეიძლება აღიძრას მხოლოდ განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
4. დაზარალებულის შემოწმება, ექსპერტიზა, დაკავშირებული გაშიშვლებასთან, აგრეთვე სირცხვილის გრძნობის გამომწვევი სხვა მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით.
მუხლი 71. დაზარალებულის წარმომადგენელი
1. დაზარალებულის ინტერესებს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში წარმოადგენს და იცავს ადვოკატი, აგრეთვე დაზარალებულის მიერ მოწვეული პირი.
2. თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში სასამართლო უზრუნველყოფს ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობას, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო ანაზღაურებს დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა – მშობელმა, მეურვემ, მზრუნველმა.
3. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენლად ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე.
4. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას რამდენიმე წარმომადგენელმა. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატ-წარმომადგენელი.
5. დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები.
6. დაზარალებულის წარმომადგენელს აქვს 69-ე მუხლში აღნიშნული უფლებები, გარდა იმავე მუხლის „ო“, „პ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა.
7. დაზარალებულის წარმომადგენელს ეკისრება 70-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დაზარალებულის მოვალეობები.
8. დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება არა აქვს იმოქმედოს დაზარალებულის ინტერესების საზიანოდ.
9. დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება მისი თანხმობის გარეშე დაეთანხმოს უარს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, საქმის შეწყვეტაზე, პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს სარჩელის თანხა, მოურიგდეს, შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი ან უარი თქვას მათ გასაჩივრებაზე.
თავი XI
ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი
მუხლი 72. პირის ეჭვმიტანილად ცნობა
1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი დანაშაულის ფაქტზე აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება.
2. ეჭვმიტანილის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. დაკავებულს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება და იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
3. პირის დაკავების შემთხვევაში დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ გამოტანილ უნდა იქნეს პოლიციის დაწესებულების ან მოკვლევის ორგანოს დაკავებულთა მოთავსების ადგილას პირის მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა. დაკავებულ ეჭვმიტანილს დაუყოვნებლივ უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება. თუ დადგენილება ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ არ გამოუტანიათ და ეს დაკავებულისათვის აღნიშნულ ვადაში არ გამოუცხადებიათ, იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
4. ეჭვმიტანილი უნდა დაიკითხოს მისი დაკავებულთა მოთავსების ადგილზე მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
5. დამცველი საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ეჭვმიტანილის პირველ დაკითხვამდე, აგრეთვე პირველი და შემდგომი დაკითხვების დროს. დამცველის მონაწილეობა პირის ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას სავალდებულოა მე-80 მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. პირის ეჭვმიტანილად დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, გააუქმოს დადგენილება საქმის აღძვრის შესახებ, შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე და გაათავისუფლოს დაკავებული.
მუხლი 73. ეჭვმიტანილის უფლებები
1. ეჭვმიტანილს უფლება აქვს:
ა) დაკავებიდან არა უგვიანეს 12 საათისა ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ იმ დადგენილების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რაშია იგი ეჭვმიტანილი;
ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება;
გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურების დანიშვნით ან ანაზღაურებისაგან სრული განთავისუფლებით მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, დღეში არა უმეტეს ერთი საათისა;
ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა;
ვ) ეჭვმიტანილად პირველივე დაკითხვის შემდეგ მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა;
ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი;
თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;
ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
კ) პროკურორს ან მოსამართლეს წარუდგინოს საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის ან გამომძიებლის მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების გამო;
ლ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი;
მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღძვრისა და დაკავების შედეგად;
ნ) მიიღოს მომკვლევისაგან ან გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების შესახებ.
2. ეჭვმიტანილის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება გაგებულ ან განმარტებულ იქნეს მისი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
მუხლი 74. ეჭვმიტანილის მოვალეობები
1. ეჭვმიტანილი ვალდებულია:
ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს პროცესის მწარმოებელ ორგანოში;
ბ) ხელი არ შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, მოწმეთა და დაზარალებულთა შეგულიანებით;
გ) ხელი არ შეუშალოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შემოწმების, ექსპერტიზის, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გამოტანილ კანონიერ დადგენილებათა შესრულებას.
2. თუ ეჭვმიტანილი არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება.
მუხლი 75. პირის ბრალდებულად ცნობა
1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.
2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. ამასთან, ეს დადგენილება მისი დამნაშავედ ცნობის შესახებ არ იძლევა საბოლოო დასკვნის გამოტანის საფუძველს.
3. ბრალდებულს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და რომელიც სამართალში მისცა, ეწოდება განსასჯელი, ხოლო განსასჯელს, რომლის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, – მსჯავრდებული ან გამართლებული.
მუხლი 76. ბრალდებულის უფლებები
1. ბრალდებულს უფლება აქვს ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს დაცვისათვის.
2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ასლი დადგენილებისა ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მას უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების ამბავი, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას, განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას; მოითხოვოს დაპირისპირება იმ პირთან, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; წინასწარი გამოძიების დამთავრების, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს საქმის შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, ამასთან, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს.
მუხლი 77. ბრალდებულის მოვალეობები
ბრალდებულს ეკისრება ისეთივე მოვალეობები, როგორიც ეჭვმიტანილს (74-ე მუხლი). თუ მან ბრალდების წაყენების მომენტიდან ისინი არ შეასრულა, ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებები.
მუხლი 78. დამცველი
1. დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ დახმარებას.
2. დამცველად დაიშვებიან: უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც ადვოკატია კანონით დადგენილი წესით; პროფესიული კავშირებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ კავშირებისა და ორგანიზაციების წევრთა საქმეებზე; ახლო ნათესავი და სხვა კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანი ან შეზღუდულქმედუნარიანი ეჭვმიტანილის (ბრალდებულის), აგრეთვე იმ საპროცესო ქმედუუნარო პირის საქმეზე, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად; ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ მოწვეული სხვა პირები.
3. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს შეზღუდოს ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამცველის არჩევაში.
4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის შუამდგომლობით დაშვებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილ პირთა ერთდროული მონაწილეობა საქმეში, ოღონდ სავალდებულო დაცვის შემთხვევებში (მე-80 მუხლი) დამცველთაგან ერთი მაინც ადვოკატი უნდა იყოს.
5. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, თავისი განჩინებით (დადგენილებით) უფლება აქვს დამცველად საქმეში მონაწილეობისათვის არ დაუშვას ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ახლო ნათესავი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, თუ იგი ხელს უწყობდა დანაშაულის ჩადენას, ან თუ მან შეიძლება ზიანი მიაყენოს დასაცავი პირის ინტერესებს.
6. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მოთხოვნა დამცველად ნებისმიერი სხვა პირის მოწვევის შესახებ უნდა შესრულდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ პირს თავისი განათლების, ფსიქიკური განვითარების დონით, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ან მორალური თვისებების გამო არ შეუძლია სრულფასოვნად განახორციელოს დაცვა. ამის თაობაზე პროცესის მწარმოებელმა ორგანომ უნდა გამოიტანოს დადგენილება (განჩინება).
7. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება დაშვებულ იქნენ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, დამცველებად შეიძლება დაშვებულ იქნენ უცხოელი ადვოკატები.
მუხლი 79. დაცვა შეთანხმებით
ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, მათ ნათესავებს, სხვა პირებს შეუძლიათ ადვოკატთან დადონ შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ. შეთანხმების პირობებს მხარეები განსაზღვრავენ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაცვა მიღებულად ითვლება და ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე არასაპატიო მიზეზით.
მუხლი 80. დაცვა დანიშვნით
1. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი თანხმობით დაუნიშნოს დამცველი – ადვოკატი, თუ:
ა) ეჭვმიტანილი ან ბრალდებული არასმქონეა, რაც დასტურდება ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით;
ბ) ეჭვმიტანილი დაკავებულია – მისი პირველი დაკითხვის მომენტიდან;
გ) ბრალდებული დაპატიმრებულია – ბრალდებულისათვის მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილების გაცნობის მომენტიდან;
დ) ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია – ამ გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ბრალდების წაყენებამდე;
ე) ეჭვმიტანილს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას – ამ ნაკლის დადგენის მომენტიდან, მაგრამ ბრალდების წაყენებამდე;
ვ) ეჭვმიტანილმა არ იცის სამართალწარმოების ენა – ამ გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ბრალდების წაყენებამდე;
ზ) პირი ეჭვმიტანილი ან ბრალდებულია იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა – ეჭვმიტანილის პირველი დაკითხვიდან ან ბრალდების წაყენების მომენტიდან;
თ) პირი გაიგზავნა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზისათვის – სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების მომენტიდან;
ი) ეჭვმიტანილთა ან ბრალდებულთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი – ამ წინააღმდეგობათა გამოვლენისა და ამ დამცველის დაშვების მომენტიდან;
კ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს წარმომადგენელი – საქმეში მონაწილეობისათვის ამ წარმომადგენლის დაშვების მომენტიდან;
ლ) სასამართლო სხდომაში მონაწილეობს სახელმწიფო ბრალმდებელი – ამ სხდომის გახსნის მომენტიდან;
მ) საქმე უნდა განიხილოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსაჯულთა მონაწილეობით.
2. ყველა სხვა შემთხვევაში დამცველი დაიშვება ბრალდების წაყენების მომენტიდან.
3. სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო წესით საქმის განხილვაში დამცველის სავალდებულო მონაწილეობის შემთხვევები აღნიშნულია ამ კოდექსის სათანადო თავებში.
4. დაცვა დანიშვნით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს დადგენილ განაკვეთზე ნაკლები.
5. დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს არ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით.
6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს მთელი პროცესის მანძილზე უფლება აქვთ უარი თქვან დანიშვნით დაცვაზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დაუნიშნონ დამცველი ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლისა და ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. განმეორებითი მოთხოვნა დამცველის შეცვლის შესახებ შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ ეს მიზნად არ ისახავს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილეებისათვის ხელის შეშლას მათს უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
7. სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, აგრეთვე ადვოკატთა კოლეგიასა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებას უფლება აქვთ ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაათავისუფლონ დაცვის საფასურისაგან სხვა შემთხვევაშიც, რომელიც ამ მუხლში არ არის აღნიშნული. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დამცველის საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო კისრულობს მისი შრომის ანაზღაურების მთელ ხარჯებს.
მუხლი 81. იძულებითი დაცვა
ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება აქვს არ მიიღოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე მე-80 მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 82. დამცველის დაშვება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის
1. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი პროცესის მწარმოებელ ორგანოს წარუდგენს ადვოკატთა კოლეგიის, ფირმის, ბიუროს ორდერსა და თავის მოწმობას.
2. პროფესიულ კავშირთა და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები წარადგენენ შესაბამისი კავშირისა და ორგანიზაციის სათანადოდ დამოწმებულ გადაწყვეტილებასა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. ახლო ნათესავები და სხვა კანონიერი წარმომადგენლები წარადგენენ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ეჭვმიტანილთან ან ბრალდებულთან ნათესაობას, მეურვეობას ან მზრუნველობას, და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. სხვა პირთა მიერ დაცვის განსახორციელებლად ეჭვმიტანილი ან ბრალდებული წარადგენს სათანადოდ დამოწმებულ განცხადებას ან აკეთებს ზეპირ განცხადებას, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი, ხოლო პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს იყოს დამცველი, წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და, თუ საჭიროა, დოკუმენტებს განათლების, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
მუხლი 83. დამცველის მოწვევისა და შეცვლის შესახებ მოთხოვნათა გადაწყვეტა
1. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და მოსაწვევად.
2. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ არჩეული დამცველის გამოცხადება შეუძლებელია 3 საათის განმავლობაში დაკავების, დაპატიმრების ან სხვა იმ გარემოებათა გამოვლენის მომენტიდან, რომლებიც დამცველის სავალდებულო მონაწილეობას მოითხოვს, მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ მოიწვიონ სხვა დამცველი დანიშვნით, თუკი არსებობს მე-80 მუხლში აღნიშნული საფუძვლები. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს უფლება აქვთ უარი თქვან ამ დამცველზე და დაცვა მათ მიერ არჩეული ადვოკატის გამოცხადებამდე დამოუკიდებლად განახორციელონ.
3. მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა იურიდიული კონსულტაციისა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება ზემოაღნიშნულ მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით ქონებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.
4. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ არ მისცენ ჩვენება.
5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი მონაწილეობას ვერ იღებს სისხლის სამართლის საქმეში ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა საპატიო მიზეზით, პროცესის მწარმოებელ ორგანოს უფლება აქვს გადადოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, ან გადადოს სასამართლო განხილვა, ოღონდ არა უმეტეს 2 კვირისა. ამ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობისას გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო ბრალდებულსა და განსასჯელს სთავაზობენ მოიწვიონ სხვა დამცველი, ანდა ბრალდებულისა და განსასჯელის თანხმობით იძახებენ დამცველს დანიშვნით.
6. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე.
მუხლი 84. დამცველის უფლება-მოვალეობანი
1. დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ანდა ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას, და უნდა გაუწიოს მას საჭირო იურიდიული დახმარება.
2. დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ.
3. დამცველს უფლება აქვს:
ა) იცოდეს ეჭვისა და ბრალდების არსი;
ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფენ ბრალდებას ან ამსუბუქებენ ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას;
დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებასა და მის დაკითხვებში;
ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაპყროს ამ უფლებათა დარღვევას;
ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს;
ზ) მოითხოვოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
თ) განაცხადოს აცილება;
ი) განაცხადოს შუამდგომლობა;
კ) გაეცნოს ბრალდების დამადასტურებელ საქმის მასალებს ბრალდების წაყენებისა და ბრალდებულის პირველი დაკითხვის შემდეგ;
ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა თვითონ ან დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებენ დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას;
მ) გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს გაეცნოს საქმის მთელ მასალას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო აქტის ასლი;
ნ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – სასამართლოში მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ყველა მოქმედება და დადგენილება, რომლებიც, მისი აზრით, არღვევენ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას. პროკურორის ასეთივე მოქმედება და გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან და სასამართლოში;
ო) გამოვიდეს სასამართლოში მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის, საგამოძიებო ორგანოს უფროსის, პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებებისა და აქტების გამო მისი საჩივრების განხილვისას;
პ) გაეცნოს საქმის მასალებსა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლოში საქმის გადაცემის შემდეგ;
ჟ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი;
რ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები;
ს) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო, საკასაციო და საზედამხედველო ინსტანციების სასამართლოების განაჩენის, დადგენილებისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს);
ტ) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი;
უ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას სასამართლოსა და ბრალდების მხარის უკანონო მოქმედებებზე და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში;
ფ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის;
ქ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
4. დამცველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, დაზარალებულთა, მოწმეთა შეგულიანებითა და სხვა უკანონო მოქმედებით; დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილას და სასამართლოში; დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს; პატივი სცეს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს; დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.
თავი XII
სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები
მუხლი 85. სამოქალაქო მოსარჩელე
სამოქალაქო მოსარჩელეა პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა ამ ზიანის ანაზღაურების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით და რომელიც სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით). 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა პროკურორი. იურიდიული პირი სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ ის მოითხოვს ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებას. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა გარდაცვლილი დაზარალებულის მემკვიდრე და ლიკვიდირებული იურიდიული პირის უფლებამონაცვლე.
მუხლი 86. სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობანი
1. სამოქალაქო მოსარჩელეს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს თავისი უფლებების განმარტება;
ბ) იცოდეს ბრალდების არსი;
გ) იყოლიოს წარმომადგენელი მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში;
დ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;
ე) განაცხადოს აცილება;
ვ) განაცხადოს შუამდგომლობა;
ზ) მოითხოვოს სარჩელის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება;
თ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, დაუსვას შეკითხვები დასაკითხ პირს, მოითხოვოს ოქმში შეიტანონ სარჩელის დამადასტურებელი მონაცემები და სხვა საწინააღმდეგო მოსაზრებები მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებაზე;
ი) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – სასამართლოში მომკვლევისა და გამომძიებლის მოქმედებები და აქტები;
კ) არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვოს მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში გამოძახების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ლ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, საქმის შეწყვეტისას, გაეცნოს საქმის მთელ მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ნებისმიერი ცნობები ნებისმიერი მოცულობით;
მ) მისცეს განმარტება წარდგენილი სარჩელის გამო, საჭიროების შემთხვევაში კი მოითხოვოს მოწმედ დაკითხვა;
ნ) მონაწილეობა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაში, ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, გამოვიდეს სასამართლო კამათში, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, მისცეს განმარტება და დაიცვას თავისი ინტერესები სააპელაციო, საკასაციო და საზედამხედველო ინსტანციების სასამართლოებში;
ო) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და საჭიროებისამებრ გამოთქვას მასზე შენიშვნები;
პ) გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე;
ჟ) უარი თქვას სარჩელზე ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოპასუხესთან.
2. სამოქალაქო მოსარჩელე ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს იმ ორგანოს გამოძახებით, რომელიც პროცესს აწარმოებს;
ბ) წარუდგინოს სასარჩელო განცხადების ასლები სამოქალაქო მოპასუხეს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს;
გ) დაემორჩილოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს, პატივი სცეს სასამართლოსა და მხარეებს, დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.
მუხლი 87. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი
1. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი შეიძლება იყოს სამოქალაქო მოსარჩელის ადვოკატი, ახლო ნათესავი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, ანდა სხვა პირი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოსარჩელის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს.
2. სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელის ადვოკატ-წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოსარჩელის თანხმობა 69-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას.
მუხლი 88. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი
1. წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე. წარმომადგენელს უფლება არა აქვს დაიკავოს პოზიცია, რომელსაც მარწმუნებელი არ ეთანხმება. წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.
2. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, რომლებიც აღნიშნულია 86-ე მუხლის პირველ ნაწილში, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „გ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა.
3. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს ეკისრება 86-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მოვალეობები.
მუხლი 89. სამოქალაქო მოპასუხე
1. სამოქალაქო მოპასუხეა პირი, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა იმ ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მას მიადგა დანაშაულის ან იმ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება და რომელიც დაშვებულია სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).
2. სამოქალაქო მოპასუხედ შეიძლება ცნობილ იქნეს 36-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირი.
მუხლი 90. სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობანი
1. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე უფლებები აქვს, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულის გარდა). სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოსარჩელესთან, რაც გამორიცხავს სარჩელის გამო შემდგომ წარმოებას.
2. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე საპროცესო მოვალეობები ეკისრება, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულის გარდა).
3. პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ და მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე სამოქალაქო მოსარჩელის მტკიცებათა უარყოფის ტვირთი ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს.
მუხლი 91. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი
1. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი შეიძლება იყოს სამოქალაქო მოპასუხის ადვოკატი, ახლო ნათესავი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, ანდა სხვა პირი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოპასუხის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს. თუ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილია ბრალდებული, წარმომადგენლის ფუნქციები სამოქალაქო სარჩელის განხილვისას შეიძლება დაეკისროს დამცველს.
2. სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოპასუხის ადვოკატ-წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოპასუხის თანხმობა სარჩელის სრული ან ნაწილობრივი ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში.
მუხლი 92. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი
1. წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოპასუხის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე. წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.
2. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, გარდა 86-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სარჩელის ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხის გადაწყვეტისა. თუ სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი იმავდროულად დამცველიცაა, მას აქვს დამცველის საპროცესო უფლებებიც.
3. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს ეკისრება იგივე საპროცესო მოვალეობები, რაც სამოქალაქო მოპასუხეს.
თავი XIII
სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი
მუხლი 93. მოწმე
1. მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები.
2. მოწმის გამოძახებისა და დაკითხვის წესი განსაზღვრულია 295–308-ე მუხლებით.
მუხლი 94. მოწმის უფლება-მოვალეობანი
1. მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ; დაიცვას წესრიგი საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.
2. თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ 176-ე მუხლით დადგენილი წესით. გამოუცხადებლობის, თავმჯდომარის განკარგულებათა შეუსრულებლობის, საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე (208-ე მუხლი).
3. ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-372-ე მუხლებით, ამასთან, მოწმე არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება თავისი ან მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
4. მოწმეს უფლება აქვს: იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ჩვენება მისცეს მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; აცილება მისცეს თარჯიმანს; საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს თავისი ჩვენება; გაეცნოს დაკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, სადაც ჩაწერილია მისი ჩვენება, და მოითხოვოს მასში დამატებების, ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა, ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით; მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებლის უკანონო მოქმედება გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში – სასამართლოში, გაასაჩივროს პროკურორის უკანონო მოქმედება სასამართლოში, არ მისცეს ჩვენება, რომელიც ამხელს მას ან მის ახლო ნათესავებს დანაშაულის ჩადენაში; ადვოკატთან ერთად გამოცხადდეს და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გაეცნოს ოქმს და გააკეთოს განცხადებები, რომლებიც ოქმში შეიტანება.
მუხლი 95. პირი, რომელიც არ შეიძლება მოწმე იყოს
1. არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ და დაკითხონ:
ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის დამცველი; დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან იმ პირის წარმომადგენელი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება; ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე; ადვოკატი, რომელიც კომერციულ საწარმოს ან სხვა იურიდიულ პირს ემსახურებოდა, – იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან თუ სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
ბ) სასულიერო პირი – იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
გ) პირი, რომელსაც მცირეწლოვანების, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება;
დ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, თუ იგი არ დათანხმდება დაკითხვაზე, როგორც ბრალდების მოწმე.
2. სასამართლოს უფლება აქვს მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლოს:
ა) ექიმები, მედიცინის დები, მეანები, ფარმაცევტები, სხვა სამედიცინო მუშაკები, თუ მათ პაციენტს აღუთქვეს, რომ დაიცავენ საექიმო საიდუმლოებას;
ბ) ჟურნალისტები, თუ მათ იკისრეს ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და პუბლიკაციის ავტორის სახელი ან გამოუქვეყნებელი მასალის შინაარსი;
გ) სახელმწიფო მოხელეები, სამხედრო მოსამსახურეები და მათთან გათანაბრებული პირები, თუ მათ იკისრეს ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და სახელმწიფო საიდუმლოება – კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოთა თანხმობის მიღებამდე;
დ) პარლამენტის წევრები, თუ მათ მოქალაქეებმა გაანდვეს პირადი საიდუმლოება;
ე) პირები, რომლებიც სამუშაოზე იმ პირობით არიან მიღებულნი, რომ არ გაამჟღავნებენ კომერციულ და საბანკო საიდუმლოებას.
მუხლი 96. ექსპერტი
1. ექსპერტია პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში და რომელიც მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ დანიშნა სპეციალური გამოკვლევის ჩასატარებლად და სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გარემოებათა შესახებ დასკვნის შესადგენად.
2. ექსპერტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა, მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში ან აქვს ლიცენზია.
3. ექსპერტის გამოძახება, დანიშვნა და ექსპერტიზის ჩატარება ხდება 358–373-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. სამართლებრივ საკითხთა გადასაწყვეტად ექსპერტიზა არ ტარდება.
5. ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა სპეციალური ცოდნა მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ან მსაჯულს.
6. ექსპერტის დასკვნის მოპოვების უფლება აქვს მხარესაც. ამ შემთხვევაში მხარე ექსპერტის დასკვნას წარუდგენს მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს და მოითხოვს მის მონაწილეობას საქმის შემდგომ წარმოებაში. დაცვის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას სახელმწიფო არ ანაზღაურებს. ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, მხარეს უნდა წარუდგინოს ნივთიერი მტკიცებულებანი და საექსპერტო გამოკვლევის სხვა ობიექტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უნდა გადაეცეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტს. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საექსპერტო კომისიის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შევიდეს მის მიერ შეთავაზებული ექსპერტი. ასეთი მოთხოვნა სავალდებულოა ორგანოსათვის, რომელიც პროცესს აწარმოებს.
მუხლი 97. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი
1. ექსპერტი ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;
ბ) ჩაატაროს დასმულ საკითხებზე პასუხის გასაცემად საჭირო გამოკვლევა, გამოიყენოს მეცნიერულად საიმედო, შემოწმებული მეთოდები, რომლებიც არ არღვევენ ადამიანის უფლებებს;
გ) მისცეს დასაბუთებული და კატეგორიული წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე;
დ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას და დააბრუნოს კვლევის ობიექტები;
ე) პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა;
ვ) დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში, დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს.
2. არასწორი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით.
3. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ექსპერტიზისათვის საჭირო საქმის მასალებს;
ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა;
გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;
დ) მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება;
ე) სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ მტკიცებულებათა კვლევაში და სასამართლოს ნებართვით შეკითხვები დაუსვას დასაკითხ პირებს;
ვ) ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც;
ზ) შეადგინოს დასკვნა და მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
თ) მოკვლევის ორგანოს, მომკვლევისა და გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში – სასამართლოში;
ი) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხება, და მოითხოვოს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
კ) გააკეთოს განცხადება მისი დასკვნის არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ.
მუხლი 98. სპეციალისტი
1. სპეციალისტი საჭირო დახმარებას უწევს მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, დამაგრებასა და დემონსტრირებაში. სპეციალისტად შეიძლება გამოიძახონ კრიმინალისტი, ექიმი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა და ჩვევები.
2. მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს ტექნიკური აპარატურის (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფოტო- და კინოგადასაღები, სხვა აპარატები) გამოყენების მიზნით შეიძლება გამოიძახონ სპეციალისტ-ოპერატორი.
3. სპეციალისტის გამოძახება, საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში მისი მონაწილეობის წესი გათვალისწინებულია 99-ე მუხლით.
მუხლი 99. სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი
1. სპეციალისტი ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში; გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებები, სპეციალური ცოდნა და ჩვევები მტკიცებულებათა აღმოჩენისა და დამაგრებისათვის; მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს ყურადღება მიაპყროს გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, მისცეს განმარტებანი მის მიერ შესრულებულ მოქმედებათა გამო; მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.
2. თუ სპეციალისტი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. სპეციალისტს უფლება აქვს: იცოდეს, რა მიზნით გამოიძახეს იგი; უარი განაცხადოს საქმეში მონაწილეობაზე, თუ არ გააჩნია სათანადო ცოდნა; ოქმში შესატანად გააკეთოს განცხადება და შენიშვნა იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომლის ჩატარებაშიც იგი მონაწილეობდა; მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვით შეკითხვები დაუსვას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში მონაწილე პირებს; გაეცნოს საგამოძიებო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმებს; შეიტანოს სასამართლოში საჩივრები მოკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა გამო.
მუხლი 100. თარჯიმანი
1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:
ა) მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ (მოსამართლეებმა) არ იციან ან სათანადოდ არ იციან ენა, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას;
ბ) ბრალდებულმა, ეჭვმიტანილმა, დამცველმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ, მათმა წარმომადგენლებმა, პროცესის სხვა მონაწილეებმა არ იციან ან სათანადოდ არ იციან სამართალწარმოების ენა;
გ) საჭიროა მეორე ენიდან ითარგმნოს ესა თუ ის წერილობითი ტექსტი.
2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
3. წესები, რომლებიც ეხება თარჯიმანს, ვრცელდება იმ პირზედაც, რომელსაც ესმის ყრუ-მუნჯთა ნიშნები და რომელიც მოწვეულია სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის.
4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება არა აქვთ შეასრულონ თარჯიმნის მოვალეობანი.
მუხლი 101. თარჯიმნის უფლება-მოვალეობანი
1. თარჯიმანი ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება თუ დოკუმენტი; ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და სასამართლო სხდომის ოქმში, აგრეთვე სხვა საპროცესო დოკუმენტებში, რომლებიც პროცესის მონაწილეს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან იმ ენაზე თარგმნილი, რომელიც მან იცის; მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.
2. თუ თარჯიმანი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით. არასწორი თარგმანისათვის თარჯიმანი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით.
3. თარჯიმანს უფლება აქვს: თარგმანის დასაზუსტებლად დაუსვას შეკითხვები პროცესის მონაწილეებს; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს, გამოთქვას შენიშვნები, რომლებიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; უარი თქვას საქმის წარმოებაში მონაწილეობაზე, თუ თარგმნისათვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია; შეიტანოს სასამართლოში საჩივრები მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა გამო.
მუხლი 102. დამსწრე
1. დამსწრეს იძახებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტის, მისი მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად.
2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის გამოძახებულ უნდა იქნეს არანაკლებ 2 დამსწრისა იმ პირთაგან, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან საქმის შედეგით. საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი დამსწრეთ განუმარტავს მათ უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 103. დამსწრის უფლება-მოვალეობანი
1. დამსწრე ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები; მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები.
2. თუ დამსწრე უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. დამსწრე შეიძლება დაიკითხოს, როგორც მოწმე, იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებულ გარემოებათა შესახებ, რომელშიც იგი მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში მას აქვს მოწმის უფლება-მოვალეობები.
4. დამსწრეს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების გამო და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს; შეიტანოს სასამართლოში საჩივრები მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა გამო.
მუხლი 104. პროცესის მონაწილისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება
1. ეჭვმიტანილად (თუ იგი დაკავებული არ არის), ბრალდებულად (თუ იგი დაპატიმრებული არ არის), დაზარალებულად ან მის წარმომადგენლად, მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, დამსწრედ გამოძახებულ პირს უნარჩუნდება საშუალო ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ დროის განმავლობაში, რომელიც მან მოახმარა მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებას. თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე, მას ეძლევა გასამრჯელო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან მოცდენისათვის. გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. ექსპერტს, სპეციალისტსა და თარჯიმანს უფლება აქვთ მიიღონ გასამრჯელო თავიანთი მოვალეობის შესრულებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს მოვალეობა სრულდებოდა სამსახურებრივი დავალების წესით.
3. გამოძახებასა და გასამრჯელოს გადახდასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო სახსრებიდან. გადასახდელი თანხის გადახდის წესსა და ოდენობას ადგენს კანონი.
თავი XIV
სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი. აცილება
მუხლი 105. საქმეში მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი
1. მოსამართლე, მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი ან სასამართლო სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:
ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით;
ბ) ამოიწურა მისი უფლებამოსილების ვადა;
გ) საქმე არ არის ამ პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი;
დ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი;
ე) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული თუ სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს;
ვ) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან;
ზ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
2. მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში როგორც მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი.
3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვაში, აგრეთვე 65-ე, 140-ე და 292-ე მუხლებში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში, პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვაში ან ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში მისი მონაწილეობით გამოტანილი განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების გაუქმების შემდეგ.
4. პროკურორის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მის შემდგომ მონაწილეობას.
5. მომკვლევი და გამომძიებელი მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მათი მონაწილეობით იქნა გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის.
მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნისა და დამსწრის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი
1. ექსპერტს, სპეციალისტს, თარჯიმანს ან დამსწრეს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ გარემოებათა არსებობისას, აგრეთვე როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე, ანდა ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.
2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებულ უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა, ხოლო დამსწრენი, – თუ ისინი არიან პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების, იუსტიციის ორგანოების ან სასამართლოს მუშაკები.
3. ექსპერტად ან სპეციალისტად საქმეში მონაწილეობის უფლება არა აქვს პირს, რომელიც ატარებდა რევიზიას ან სხვა უწყებრივ შემოწმებას, რომლის საფუძველზედაც აღიძრა ეს საქმე.
მუხლი 107. საქმეში დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლების მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი
დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:
ა) იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში როგორც მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე;
ბ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან, მომკვლევთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობდა ან მონაწილეობს ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში, ანდა პირთან, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება პროცესის იმ მონაწილის ინტერესებს და რომელმაც მასთან დადო შეთანხმება იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;
გ) მას უკავია მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის თანამდებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი შრომისუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელია, ანდა როცა დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს, ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ და ის ამ დაწესებულების წარმომადგენლად გამოდის;
დ) იგი იურიდიულ დახმარებას უწევს ან წინათ უწევდა პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის ინტერესებს, რომლის წარმომადგენელიც ის არის;
ე) დასაცავი პირი (მარწმუნებელი) უარს ამბობს დაცვაზე (წარმომადგენლობაზე) და უარი მიღებულია.
მუხლი 108. აცილებისა და თვითაცილების განცხადებისა და გადაწყვეტის წესი
1. თუ არსებობს 105-107-ე მუხლებში აღნიშნული გარემოებები, მოსამართლე, მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი, სასამართლო სხდომის მდივანი, დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლები, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე ვალდებულნი არიან განაცხადონ თვითაცილება. თუკი მათ ეს არ განუცხადებიათ, მათ აცილება შეიძლება მისცენ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დამცველმა, აგრეთვე დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, ხოლო სასამართლო სხდომაზე – სახელმწიფო ბრალმდებელმაც. პირებს, რომლებიც პროცესს აწარმოებენ, უფლება აქვთ აცილება მისცენ ერთმანეთს.
2. განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.
3. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს მისცეს განმარტება.
4. მოსამართლის ან მსაჯულის აცილების საკითხს წყვეტენ დანარჩენი მოსამართლეები (მსაჯულები) იმ მოსამართლის ან მსაჯულის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. საკითხს აცილების შესახებ, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას ან სასამართლოს მთელ შემადგენლობას ანდა სასამართლო სხდომის მდივანს მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უბრალო უმრავლესობით, საქმის წინასწარი გამოძიებისას.
5. პროკურორისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს ზემდგომი პროკურორი, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეიძლება სასამართლოში, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.
6. გამომძიებლის ან მომკვლევის აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში როგორც საპროცესო ხელმძღვანელი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით და ზედამხედველობას უწევს მოკვლევას. მისი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
7. ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან მომკვლევი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.
8. დამსწრის აცილების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან მომკვლევი.
9. საქმის გამოძიებისას განცხადებული აცილების საკითხს წყვეტს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი 24 საათის განმავლობაში. თუ აცილება განცხადებულია სასამართლო სხდომაზე, საკითხი წყდება დაუყოვნებლივ.
10. განცხადებული აცილების საკითხზე მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან საზედამხედველო ინსტანციის სასამართლოს გამოაქვს დადგენილება, ხოლო პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლოს – განჩინება.
მუხლი 109. პროცესის მონაწილეთა დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან
1. მოსამართლეს, პროკურორს, გამომძიებელსა და მომკვლევს უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ სახელმწიფო იცავდეს საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მათ, მათი ოჯახების წევრებისა და ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივს, ღირსებასა და ქონებას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. თუ არსებობს მონაცემი ასეთი ხელყოფის შესახებ, მათ ეს უნდა შეატყობინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, რომელიც ვალდებულია მიიღოს ამ პირთა დაცვის ზომები.
2. დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტს, ბრალდებულსა თუ პროცესის სხვა მონაწილეს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს პირს ან ორგანოს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, მისი, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის შესახებ, თუ მათ წინააღმდეგ ჩადენილია უკანონო ქმედება, ანდა არსებობს მისი ჩადენის რეალური საფრთხე სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული განცხადების დადასტურების შემთხვევაში პირს ან ორგანოს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პროცესის მონაწილის სახელმწიფო დაცვის შესახებ და უგზავნის მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გაატარონ ამ პირის დაცვის ღონისძიებები. თუ ამ ღონისძიებებს არ გაატარებენ ან დააყოვნებენ მათ გატარებას, დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიტანოს საჩივარი სასამართლოში და მოითხოვოს აღნიშნული მიზეზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაცვის კონკრეტულ ღონისძიებათა შერჩევა განეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კომპეტენციას.
4. პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება დაცვის ღონისძიების გატარების შესახებ, არ თავისუფლდება მოვალეობისაგან მისცეს ჩვენება წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში, უპასუხოს შეკითხვებს და მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულთან დაპირისპირებაში.
5. თუ დასაცავი პირი არის პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო სამართალდამცველი ორგანოს საიდუმლო თანამშრომელი, ანდა ცნობების მიმწოდებელი, მისი განსაიდუმლოება შეიძლება მაშინ, როცა დაცვა ამტკიცებს, რომ მისი ვინაობის გამჟღავნება შესაძლებელს გახდის დამტკიცდეს მის მიერ მიცემული ჩვენების სიყალბე და ბრალდებულის უდანაშაულობა. ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმა იწვევს საიდუმლო თანამშრომლის ან ცნობების მიმწოდებლის ჩვენებათა მტკიცებულებად დაუშვებლობის აღიარებას.
6. დაცვის ღონისძიება გამოიყენება, როგორც წესი, დასაცავი პირის მიერ ჩვენების მიცემის შემდეგ. ისეთი ღონისძიების შესახებ, როგორიცაა სახელისა და გვარის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან გარეგნობის შეცვლა, სხვა ადგილას გადასახლება, სხვა სამუშაოზე მოწყობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან სახელმწიფო უშიშროების ორგანომ უნდა შეატყობინოს პირს ან ორგანოს, რომელმაც გამოიტანა დადგენილება (განჩინება) პროცესის მონაწილის დაცვის ღონისძიების გატარების შესახებ.
7. თუ აღარ არსებობს ხელყოფის საფრთხე, დაცვის ღონისძიების დამნიშვნელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით) ეს ღონისძიება უქმდება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.
კარი მესამე
მტკიცებულებანი და მტკიცება
თავი XV
მტკიცებულებანი და მტკიცების საგანი
მუხლი 110. მტკიცებულების ცნება
1. მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართალწარმოება, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.
2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დაშვებულია:
ა) ეჭვმიტანილის ჩვენება;
ბ) ბრალდებულის ჩვენება;
გ) დაზარალებულის ჩვენება;
დ) მოწმის ჩვენება;
ე) ექსპერტის დასკვნა;
ვ) ნივთიერი მტკიცებულებანი;
ზ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები;
თ) სხვა დოკუმენტები.
3. მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები უნდა დაერთოს საქმეს. ისინი უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს მეორე მხარემ, აგრეთვე ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს. მხოლოდ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სასამართლო კამათსა და სასამართლო განაჩენში.
4. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით მიღებული მონაცემები შეიძლება გახდეს ამა თუ იმ საპროცესო წყაროს ცნობისა და ფაქტის (დოკუმენტის გარდა) შინაარსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება როგორც მტკიცებულებები.
მუხლი 111. დაუშვებელი მტკიცებულება
1. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია:
ა) იმ თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი არ არის შეკრიბოს მტკიცებულებანი ამ საქმეზე;
ბ) კანონით გაუთვალისწინებელი წყაროდან;
გ) კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით;
დ) პირისაგან, რომელმაც დაარღვია კანონი ან რომელსაც არ შეუძლია მიუთითოს, რა წყაროდან, სად, როდის და როგორ გამოვლინდა მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები.
2. ბრალდების მტკიცებულებათა დასაშვებობისა და დაცვის მტკიცებულებათა დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
3. დაუშვებლად მიჩნეული ბრალდების მტკიცებულება შეიძლება დაშვებულ იქნეს დაცვის შუამდგომლობით.
4. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).
5. დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულება ამოიღება სისხლის სამართლის საქმიდან და ინახება პროცესის მწარმოებელი ორგანოს კანცელარიაში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადის განმავლობაში.
მუხლი 112. გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სისხლის სამართლის საქმეზე
სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დამტკიცდეს:
ა) დანაშაულის შემთხვევა (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ხერხი და სხვა გარემოებანი);
ბ) ბრალდებულის ან სხვა პირის მოქმედება (უმოქმედობა), რომლის მიმართაც წარმოებს პროცესი;
გ) მოქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი;
დ) ბრალი, დანაშაულის მიზანი და მოტივი;
ე) გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას;
ვ) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ხასიათი და ოდენობა;
ზ) გარემოებები, რომლებიც განაპირობებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლებას ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას.
მუხლი 113. გარემოებები, რომლებიც დგინდება მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე. პრეიუდიციები
1. მტკიცებულებათა წარმოდგენისა და გამოკვლევის გარეშე მიიღება:
ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები;
ბ) ადრე ნასამართლობაზე განაჩენის ასლი, თუ არც ერთი მხარე და არც პროცესის მწარმოებელი ორგანო ამ ფაქტს საეჭვოდ არ ხდიან და არ მოითხოვენ მის შემოწმებას.
2. მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ:
ა) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურატურის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას;
ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მომკვლევისათვის სისხლის სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას.
3. პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში მომკვლევს, გამომძიებელსა და პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად, მაგრამ ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება არ შედის კანონიერ ძალაში და საქმესთან ერთად იგზავნება სააპელაციო ინსტანციაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს.
თავი XVI
მტკიცებულებათა სახეები
მუხლი 114. ეჭვმიტანილის ჩვენება
1. ეჭვმიტანილის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს მის მიმართ არსებულ ეჭვს, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ.
2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება.
მუხლი 115. ბრალდებულის ჩვენება
1. ბრალდებულის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს ბრალდებას, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილ სხვა გარემოებათა შესახებ.
2. ბრალდებულს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება.
3. ბრალდებულის მიერ უარის თქმა ჩვენების მიცემაზე ან ცრუ ჩვენების მიცემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4. ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებასა და გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს, თუ ბრალის აღიარება დამტკიცებული არ არის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
მუხლი 116. დაზარალებულის ჩვენება
დაზარალებულის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე შეტყობინება ეჭვმიტანილთან (ბრალდებულთან) ურთიერთობის შესახებ. დაზარალებულის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები.
მუხლი 117. მოწმის ჩვენება
მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები.
მუხლი 118. ჩვენების ზეპირი და წერილობითი ფორმა
1. ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ჩვენებას აყალიბებს ზეპირად. ჩვენება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ ეს პირი და პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირი. ოქმს შეიძლება დაერთოს ჩვენების ფონოგრამა და სტენოგრამა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი ჩვენებები დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას.
3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ დასაკითხ პირს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენების შესაბამისი ნაწილი ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით.
მუხლი 119. ჩვენების ძალდაუტანლობა
ჩვენება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ძალდაუტანებლად. ჩვენების მისაღებად ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, მოტყუების, დაპირების, შანტაჟის, დაყოლიების გამოყენება აკრძალულია. ასეთი ხერხით მიღებული მტკიცებულება დაუშვებელია.
მუხლი 120. ექსპერტის დასკვნა
1. ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს.
2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას.
3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკა, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.
4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს როგორც ნივთიერი მტკიცებულებანი.
5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო.
6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების არასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება, და ამ აქტს ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვს ამისათვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს, რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს ასეთი ექსპერტიზა.
7. თუ საჭირო არ არის დამატებითი და ახალი გამოკვლევის ჩატარება, ექსპერტის ჩვენება განმარტავს და ავსებს მის დასკვნას.
მუხლი 121. ნივთიერი მტკიცებულება
1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი თვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.
2. ნივთიერი მტკიცებულებაა დანაშაულის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი ან მასზე დარჩენილი დანაშაულის კვალი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა, აგრეთვე ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულის აღმოჩენის, დანაშაულის ჩამდენის დადგენის ან ბრალდების უარყოფის საშუალება.
3. შედარებითი კვლევის ნიმუში არის შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულება.
4. საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილ უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, – გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებითი შემოწმება ხდება, თუ ამ პროცესს ესწრება მტკიცებულების ამოღებაში მონაწილე თუნდაც ერთი დამსწრე.
5. ნივთიერი მტკიცებულება დაუშვებლად ითვლება, თუ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ.
მუხლი 122. ნივთიერი მტკიცებულების შენახვა
1. ნივთიერ მტკიცებულებას ინახავს პროცესის მწარმოებელი ორგანო ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვასა და მისი თვისებების შეცვლას.
2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება ან მესაკუთრესა თუ მფლობელს არ უბრუნდება, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში სახელმწიფო ბანკის დაწესებულებებში უნდა ინახებოდეს ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, საქართველოს ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული საგნები ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, თუ მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მათ ინდივიდუალურ ნიშნებს.
5. დიდგაბარიტიანი საგანი შეიძლება დარჩეს მის მფლობელთან ანდა ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთან, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ საგნის დაცვაზე.
6. ექსპერტიზისათვის გასაგზავნი და ექსპერტისაგან მიღებული საგნები უნდა იყოს დალუქული, რაც დადასტურებულ უნდა იქნეს გამომძიებლისა და დამსწრეთა ხელმოწერებით. ლუქის მოხსნა და განმეორებითი დალუქვა ხდება დამსწრეთა მონაწილეობით. იგივე წესები უნდა იქნეს დაცული ნივთიერ მტკიცებულებათა ფოსტით გაგზავნისა და მიღების დროს.
მუხლი 123. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ საქმის წარმოების დამთავრებამდე
1. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს: მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ პირუტყვს, ფრინველს, სხვა შინაურ ცხოველებს, სატრანსპორტო საშუალებებს, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული.
2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილი არ არის, ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს შესაბამის ორგანიზაციას გამოსაყენებლად, შესანახად თუ მოსავლელად.
მუხლი 124. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ საქმის წარმოების დამთავრების დროს
1. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში ან განჩინებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:
ა) თუ დანაშაულის იარაღს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;
ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება;
გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით – მას გადაეცემა;
დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეცემა;
ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქმის შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, საპროცესო კონფისკაცია და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მომკვლევმა ან გამომძიებელმა წარადგინა.
3. ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი მტკიცებულება.
4. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულის ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას.
მუხლი 125. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები
1. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებებია ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით შედგენილი საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები.
2. ოქმი, რომელიც ჩვენებას აფიქსირებს, არ გამორიცხავს ჩვენების მიმცემ პირთა გამოძახებისა და დაკითხვის შესაძლებლობას.
3. საპროცესო გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა მითითება ჩვენებასა და კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან ამოკრებილ სხვა ცნობებზე.
მუხლი 126. სხვა დოკუმენტები
1. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭირო ცნობებს. დოკუმენტი შეიძლება მომდინარეობდეს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისაგან.
2. დოკუმენტად ითვლება წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, ანდა ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუკი დაცულია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. დოკუმენტს აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა, თუ ცნობილია მისი წარმომავლობის წყარო და შესაძლებელია მისი უტყუარობის შემოწმება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით.
3. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებაც, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისებები აქვს.
4. თუ ამოღებული და საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვის, ანგარიშგებისა და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად, თუ ეს საქმისათვის საზიანო არ იქნება.
თავი XVII
მტკიცება
მუხლი 127. მტკიცების პროცესის შემადგენელი ნაწილები
1. მტკიცება არის მტკიცებულებათა შეკრების, საპროცესო დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.
2. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, მტკიცებას ახორციელებს მხარეთა აქტიური მონაწილეობით.
მუხლი 128. მტკიცებულებათა შეკრება
1. მტკიცებულებათა შეკრება ხდება წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის, სააპელაციო წარმოებისა და განაჩენის აღსრულების პროცესში.
2. საკასაციო და სარევიზიო წარმოების სტადიებზე წარდგენილი ან გამოთხოვილი დამატებითი მასალა, რომელიც არ არის მტკიცებულება, თავისთავად ან საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება გახდეს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლის საფუძველი.
3. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით, უფლება აქვთ: მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით დაკითხვის, დასკვნის მიცემის მიზნით ექსპერტად გამოიძახონ ნებისმიერი პირი; ჩაატარონ დათვალიერება, შემოწმება, სხვა საგამოძიებო მოქმედება; საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, კერძო პირს მოსთხოვონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნებისა და დოკუმენტების წარმოდგენა.
4. სასამართლო განხილვისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე მტკიცებულებათა შეკრება სასამართლოს შეუძლია დაავალოს გამომძიებელს ან პროკურორს, თუ ამისათვის საჭიროა ჩხრეკა, ამოღება, გვამის ექსჰუმაცია ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებაც სასამართლო სხდომაზე ვერ ხერხდება.
მუხლი 129. მხარეების მიერ მტკიცებულებათა შეკრება და წარდგენა
1. დამცველს, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს უფლება აქვთ: შეაგროვონ მათ მარწმუნებელ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საჭირო ცნობები, მათ შორის, გამოავლინონ და შეკითხვები დაუსვან კერძო პირს, რომელიც ჯერ კიდევ ოფიციალურად დაკითხული არ არის; გამოითხოვონ ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნა; მიმართონ მცოდნე პირს გამოთქვას თავისი აზრი საქმის გამო წამოჭრილი სპეციალური საკითხის განსამარტავად, ჩატარებული ექსპერტიზის შესაფასებლად და შუამდგომლობის დასასაბუთებლად; ისარგებლონ კერძო დეტექტივის მომსახურებით მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობების მისაღებად.
2. დამცველისა და წარმომადგენლის მიერ ოფიციალურად წარმოებული გამოძიების გარეთ მოპოვებული მასალები, დოკუმენტები, ცნობები უნდა დაერთოს საქმეს და შეიძლება წარედგინოს სასამართლოს, როგორც მტკიცებულებანი.
3. დამცველის დასაბუთებული მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სავალდებულოა მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორისათვის. ამ მოქმედების ოქმი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მისი ასლი გადაეცეს დამცველს, რომელსაც უფლება აქვს დაიმოწმოს ისინი ბრალდებულის უდანაშაულობის ან მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა დასამტკიცებლად.
4. ცნობები წერილობითი და ზეპირი ფორმით, აგრეთვე საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება იყოს მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე, უფლება აქვს წარმოადგინოს აგრეთვე ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა.
მუხლი 130. მტკიცებულებათა საპროცესო დამაგრება
1. მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის პროცესში, თუ ის საპროცესო წესით არის დამაგრებული, ესე იგი შეტანილია საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის ოქმში, რომელიც შედგენილია ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულება უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს სპეციალური განჩინებით (დადგენილებით). ექსპერტის მიერ დადგენილი ცნობის საპროცესო წესით დამაგრება ხდება ექსპერტის მიერ სათანადოდ შედგენილი დასკვნით. სასამართლო მოქმედების ოქმი და დოკუმენტი საქმეს უნდა დაერთოს სპეციალურად გამოტანილი დადგენილების გარეშე.
2. დამცველისა და პროცესის სხვა მონაწილის მიერ წარმოდგენილი საგანი ან მასალა მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გამოიტანს განჩინებას (დადგენილებას) სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვის შესახებ. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს უარი უთხრას პროცესის მონაწილეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროცესის მწარმოებელი ორგანო ცნობს, რომ ეს მტკიცებულება არ განეკუთვნება საქმეს, ან როცა არ მიიჩნევს მას დასაშვებად.
მუხლი 131. მტკიცებულებათა შემოწმება
მხარის მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა შემოწმდეს, რაც ითვალისწინებს მიღებულ მტკიცებულებათა ანალიზს, მათს შეჯერებას სხვა მტკიცებულებებთან, ახალ მტკიცებულებათა შეკრებას, იმის გარკვევას, დაცული იყო თუ არა სათანადო პროცედურა მტკიცებულებათა გამოვლენისა და საპროცესო დამაგრების დროს.
მუხლი 132. მტკიცებულებათა შეფასება
1. თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.
2. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით.
3. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.
4. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
5. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
კარი მეოთხე
სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულება
თავი XVIII
სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენების საერთო პირობები
მუხლი 133. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ამოცანები
1. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლიათ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებანი, თუ სისხლის სამართალწარმოების მონაწილე ეწინააღმდეგება საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედების ჩატარებას, არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს, ხოლო თუ საჭიროა, – ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის გაფრთხილება და იმ ქცევის აღკვეთა, რომელიც ხელს უშლის სისხლის სამართალწარმოების ამოცანების შესრულებას.
2. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებისას ანალოგიის ან კანონის განვრცობითი განმარტება დაუშვებელია.
მუხლი 134. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეები
სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეებია:
ა) მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველყოფა, თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება დათვალიერების, შემოწმების, ექსპერტიზის, ჩხრეკის, ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის ჩატარებისას;
ბ) ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო თუ სხვა დამაბრკოლებელი ქცევა, რომელიც ხელს უშლის ამ საქმის სწორად გადაწყვეტას: დაკავება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თანამდებობიდან გადაყენება, ქონებაზე ყადაღის დადება;
გ) ჯარიმები, სახდელები და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები – იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვისას.
მუხლი 135. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა
1. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ პირობით, თუ არსებობს ამის საფუძვლები და კანონით დადგენილი წესი.
2. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 136. მოპყრობა პირისადმი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება
1. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება, ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას, სამართალსუბიექტობას და სარგებლობს სახელმწიფო დაცვით.
2. შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირის ყოფნის რეჟიმთან, დგინდება მხოლოდ კანონით.
3. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს უფლება შეძლებისდაგვარი შრომისა, რომელიც ანაზღაურდება მისი რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, აგრეთვე უფლება ნორმალური დასვენებისა, რომელიც საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ პირს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, კანონმდებლობის შესაბამისად, უნარჩუნდება შრომის სამართლებრივი ურთიერთობა საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან, სადაც ის მუშაობდა დაკავების, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების წინ; საცხოვრებელი ბინის უფლება; საკუთრების უფლება მესაკუთრის ცალკეული უფლებამოსილების დროებით შეზღუდვით; ქონების ანდერძით და მემკვიდრეობით გადაცემის უფლება; დაქორწინების უფლება; შემოქმედებითი საქმიანობის უფლება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საერთომოქალაქეობრივი უფლებები; პოლიტიკურ ცხოვრებაში – არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში, საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის უფლება.
4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვა არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.
5. აღნიშნული პირის განთავსების ადგილის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას, ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თავისი ინტერესების დაცვის უნარს. დაკავებულისადმი ან დაპატიმრებულისადმი სასტიკი მოპყრობა, მისთვის ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის მიყენება ისჯება კანონით.
6. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს პირისპირ – შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად – შეხვდეს თავის დამცველს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ისარგებლოს საკანონმდებლო მასალებითა და იურიდიული ლიტერატურით, იქონიოს ქაღალდი და საკანცელარიო საგნები საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა დოკუმენტების შესადგენად.
7. ბრალდებულთან, ეჭვმიტანილთან ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირთან დამცველის საუბრის მიყურადება, ფონოჩაწერა, ვიზუალური მეთვალყურეობა, აგრეთვე დამცველთან ამ პირის მიმოწერის შემოწმება დაუშვებელია. ამ მოთხოვნის დარღვევით მიღებული მონაცემი საქმეზე მტკიცებულებად არ დაიშვება.
8. ექსპერტიზის, შემოწმების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშის აღებისა თუ სხვა საპროცესო მოქმედებების დროს დაუშვებელია ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან შეურაცხყოფს მის ღირსებას.
მუხლი 137. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის საპროცესო მოვალეობა
1. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს, რომ დაპატიმრებულს საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, განჩინების, სასამართლო დადგენილების ასლი გადაეცეს მისი მიღებისთანავე; დაკავებულისა და დაპატიმრებულის საჩივარი და შუამდგომლობა გასინჯვის გარეშე გაუგზავნოს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს ადმინისტრაციისათვის მათი ჩაბარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა; დროულად მიიყვანოს დაკავებული და დაპატიმრებული მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გამოძახებით; არ დაუშვას მათი ურთიერთობა თანამდებობის პირსა და ორგანოსთან, რომელსაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღია; ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა დამცველთან შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; შეადგინოს აქტი იმის შესახებ, რომ განსასჯელი უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე, და დაუყოვნებლივ გაუგზავნოს იგი შესაბამის სასამართლოს; დაუყოვნებლივ შეასრულოს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან განჩინება დაკავებულისა თუ დაპატიმრებულის განთავისუფლების შესახებ; მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ან დაპატიმრებული პირი გადაიყვანოს საგამოძიებო იზოლატორში, რომელიც სხვა ტერიტორიაზე მდებარეობს; ეჭვმიტანილი დაკავების ვადის გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს; პატიმრობის ვადის გასვლამდე 7 დღე-ღამით ადრე შეატყობინოს ეს სასამართლოს, რომელმაც დაპატიმრების ბრძანება გასცა, და, თუ ვადის გაგრძელება არ შეიძლება, გაათავისუფლოს ბრალდებული საგამოძიებო იზოლატორიდან.
2. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის მიერ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას მოსდევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.
მუხლი 138. შეტყობინება საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. მომკვლევი, გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულების ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3 საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.
2. ასეთივე მოვალეობა ეკისრება სასამართლოს, თუ მან აღკვეთის ღონისძიებად აირჩია დაპატიმრება ან პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის.
3. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადებში ეს უნდა შეატყობინონ შესაბამის საელჩოს ან საკონსულოს.
4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს უფლება აქვს პროცესის მწარმოებელი ორგანოს მეშვეობით შეატყობინოს თავისი მდგომარეობა კრედიტორებს, სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები ეკისრება.
მუხლი 139. დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფთა, მისი საცხოვრებელი ბინისა და ქონების მეურვეობის ღონისძიებანი
1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომელიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩება, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავებს, სხვა პირებს ან დაწესებულებებს, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება ან საცხოვრებელი ბინა, – გაატარონ მისი დაცვის ღონისძიებანი.
2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის შესახებაც მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ანდა კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.
მუხლი 140. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების სასამართლო წესი
1. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, მოსამართლე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ადგილისდა მიხედვით, გარდა 162-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა გასცემს ბრძანებას დაპატიმრების, პატიმრობის ვადის გაგრძელების, შინაპატიმრობის, ბრალდებულის პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემის, გირაოს ან აღკვეთის სხვა ღონისძიებების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო სამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას – აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასა და შეცვლასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.
2. ჩხრეკის, ამოღების, სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 290-293-ე მუხლებით.
3. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე მოსამართლის ბრძანების მიღების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.
4. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს ზუსტი მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც გამოითხოვება ბრძანება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოსაყენებლად.
5. შუამდგომლობა ზონარგაყრილ და დანომრილ ყველა მასალასთან ერთად იგზავნება იმ მოსამართლესთან, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც წარმოებს მოკვლევა ან წინასწარი გამოძიება. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია, გარდა 65-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, პროკურორისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს დაკავებულს, ბრალდებულს, იმ პირს, რომლის მიმართაც სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა), თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მათ დამცველებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.
7. მოსამართლე შუამდგომლობას პირის დაპატიმრების, შინაპატიმრობის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების ან მის მიმართ აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენების შესახებ განიხილავს შუამდგომლობისა და საქმის მასალების მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, ხოლო დანარჩენ შუამდგომლობებს – არა უგვიანეს 48 საათისა მოსამართლეს შეუძლია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილას.
8. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, და შუამდგომლობის შემტან პირს წინადადება მისცეს წარმოადგინოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი.
9. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. იმ ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც შუამდგომლობა შეიტანა, ასაბუთებს მას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს. შუამდგომლობის აღმძვრელისა და მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
10. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ დაკავებული, დაპატიმრებული, სხვა პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მათი დამცველები და წარმომადგენლები, პროკურორი, მათ ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
11. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების, მისი ვადის გაგრძელების ან შეცვლის შესახებ, ანდა გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება ასეთი ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
12. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება დაშვებულია აგრეთვე სასამართლოს განჩინებით (მოსამართლის დადგენილებით), თუ ამის საჭიროება წარმოიშვა, სამართალში მიცემის სტადიაზე ან სასამართლო განხილვის დროს.
13. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებაში უნდა აღინიშნოს: ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ, ამასთან, ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება; ბრძანების მოქმედების, აგრეთვე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ვადები; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს ბრძანება; მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი შეასრულოს დადგენილება; მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.
14. ბრძანების ან დადგენილების შემსრულებელი ბრძანების მიღების შესახებ ადგენს ოქმს, რომელიც უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
15. ბრძანების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებათა გამოვლენის შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა 14 დღით, შუამდგომლობის განმეორებითი განხილვის გარეშე.
16. პირის დაპატიმრების, პატიმრობის ვადის გაგრძელების, აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების სასამართლო ბრძანებები, აგრეთვე მოსამართლის დადგენილება აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დგება 5 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმომდგენ ორგანოს (ერთი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს), მესამე იგზავნება დაპატიმრებულთა განთავსების ადგილას ან აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებთან, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, მეოთხე გადაეცემა პროკურორს, ხოლო მეხუთე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.
17. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული დაპატიმრებისა და შინაპატიმრობის აღკვეთის სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის, აგრეთვე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ მხარეებს უფლება აქვთ შუამდგომლობით მიმართონ იმ მოსამართლეს, რომლის ბრძანების საფუძველზეც იქნა გამოყენებული აღკვეთის ეს ღონისძიება. მხარეებს ასეთი შუამდგომლობით მოსამართლისათვის მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ ერთხელ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის ფარგლებში, ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც ბრძანების გაცემისას მოსამართლისათვის ცნობილი არ იყო და ამასთან, აუცილებელს ხდის გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საფუძვლიანობის გადამოწმებას.
თავი XIX
დაკავება
მუხლი 141. დაკავების გამოყენების პირობა და მიზანი
დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად.
მუხლი 142. დაკავების საფუძველი
1. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება შეიძლება, თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები:
ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
ბ) თვითმხილველები, მათ შორის, დაზარალებულებიც, პირდაპირ მიუთითებენ ამ პირზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე;
გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდება ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
დ) პირი მიიმალა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ შემდგომ იგი ამოიცნო დაზარალებულმა;
ე) პირის მიმართ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) ძებნის წარმოების შესახებ.
2. თუ არსებობს სხვა მონაცემები, რომლებიც საფუძველს იძლევა, დანაშაულის ჩადენის ეჭვი იქნეს მიტანილი პირზე, ეს პირი შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი გაქცევას ცდილობდა, ან მას არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან არ არის დადგენილი მისი ვინაობა.
3. დაკავებისაგან განთავისუფლებული პირის ხელმეორედ დაკავება იმავე ეჭვით არ შეიძლება.
მუხლი 143. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება
1. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, მოკვლევის სხვა ორგანოს, გამომძიებელს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს უფლება აქვს დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. პირს, რომელიც არ არის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, უფლება აქვს ეჭვმიტანილი დააკავოს მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დროს, თუ არსებობს 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლები.
2. დადგენილება პირის დაკავების შესახებ გამოაქვს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს.
მუხლი 144. პირები, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით დაკავებისას
1. არ შეიძლება დაკავებული და პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში წარდგენილ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატები, საქართველოს სახალხო დამცველი, პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
2. სამხედრო მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის დაკავება შეიძლება საერთო საფუძვლებზე, მაგრამ პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ 3 საათის განმავლობაში იგი უნდა გადასცენ სამხედრო პროკურორს ან შესაბამის მეთაურს (უფროსს), რომელსაც მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილება აქვს.
მუხლი 145. დაკავების წესი
1. თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულისათვის არის დაკავებული, და მიიყვანოს იგი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
2. თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს ჩაატაროს პირადი ჩხრეკა, რაზედაც უნდა შედგეს ოქმი ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით. პირადი ჩხრეკის ოქმი შეიძლება შედგეს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დაკავებულის მიყვანის შემდეგაც. ასეთ შემთხვევაში ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რატომ არ იქნა იგი შედგენილი პირადი ჩხრეკის ჩატარების ადგილზე.
3. მოქალაქე, 142-ე მუხლში აღნიშნული პირობის არსებობისას, ვალდებულია დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში, ანდა გადასცეს იგი ხელისუფლების წარმომადგენელს.
მუხლი 146. დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საპროცესო გაფორმება და შემოწმება
1. პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან დაკავებულის მიყვანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შედგეს დაკავების ოქმი. მასში უნდა აღინიშნოს: ვინ, როდის, რა ვითარებაში, კანონში აღნიშნულ რა საფუძვლებზე არის დაკავებული, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, რომელ საათზე მიიყვანეს მოკვლევის ორგანოში. ოქმს თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელსაც დავალებული აქვს მისი შედგენა, თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, და დაკავებული.
2. დანაშაულის ჩადენის ადგილას დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების მიზანია შემთხვევის თვითმხილველთა და დაკავებულის განმარტებათა მიღება, საჭირო დოკუმენტების, იმ საგნების გამოთხოვა და დათვალიერება, რომლებიც შეიძლება იქცეს ნივთიერ მტკიცებულებებად. შემოწმება უნდა დამთავრდეს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში დაკავებულის მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა.
3. როცა მოკვლევის ორგანოს უფროსი, ხოლო არასამუშაო დროს – მისი მორიგე თანაშემწე ან მოკვლევის ორგანოს სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირი, შემოწმებას დაამთავრებს, იგი ვალდებულია გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების, ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმისა და დაკავებულის განთავისუფლების შესახებ. დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორს ცნობისათვის.
4. მორიგე თანაშემწის მიერ გამოტანილი დადგენილება უნდა დაამტკიცოს მოკვლევის ორგანოს უფროსმა მისი გამოტანიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
5. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ გამოეცხადება ხელწერილით ეჭვმიტანილს, რომელსაც იმავდროულად განემარტება 73-ე მუხლში აღნიშნული მისი უფლებები. დაკავების შესახებ დადგენილებაზე კეთდება ჩანაწერი უფლებათა განმარტების თაობაზე, რომელსაც ადასტურებენ მოკვლევის ორგანოს თანამშრომელი და დაკავებული. უფლებათა ნუსხა გადაეცემა ეჭვმიტანილს.
6. ეჭვის საფუძველზე დაკავებული უნდა დაიკითხოს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და შედგეს სათანადო ცნობა.
7. დაკავების ვადა ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს დაკავებულის მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღინისძიების სხვა სახის გამოყენების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
8. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, დაკავების მთელი ვადის განმავლობაში, მომკვლევს ან გამომძიებელს, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე თავის წარმოებაში მიიღო, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების შესამოწმებლად.
9. დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და დაკითხონ როგორც ბრალდებული, 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ მოკვლევის ან გამოძიების ორგანოს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წაეყენა.
მუხლი 147. მიმალული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის დაკავება
1. ძებნილი ბრალდებულის დაკავებისას, თუ დაკავების ადგილას არ არის ბრძანება (დადგენილება, განჩინება) დაპატიმრების შესახებ, მოსამართლე, დაკავების ადგილის მიხედვით, გასცემს ამ ბრძანებას გამოძიების ადგილას დაკავებულის მისაყვანად საჭირო ვადით, რომელიც 14 დღე-ღამეს არ უნდა აღემატებოდეს. ბრძანების გაცემის წინ მოსამართლე ვალდებულია დაკითხოს ბრალდებული.
2. მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება პირობით მსჯავრდებულის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით ვადამდე განთავისუფლებულის 7 დღე-ღამით დაკავების შესახებ, თუ არსებობს საშიშროება, რომ იგი მიიმალება. დაკავების შესახებ სასამართლო ბრძანება გაიცემა მოკვლევის ორგანოს ან გამოძიების სხვა ორგანოს შუამდგომლობით, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე ახალი დანაშაულის შესახებ.
მუხლი 148. დაკავების დროის ჩათვლა
პირის ეჭვმიტანილის სახით პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან აღრიცხული დრო ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში.
მუხლი 149. დაკავებულის ყოფნის ადგილი
დაკავებული იმყოფება დროებითი ყოფნის იზოლატორში, ხოლო სამხედრო მოსამსახურე – ჰაუპტვახტში. დაკავებულთა ყოფნის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 150. დაკავებისაგან განთავისუფლების საფუძველი და წესი
1. დაკავებული უნდა განთავისუფლდეს, თუ:
ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;
ბ) დაკავებულის დაპატიმრება არ არის აუცილებელი;
გ) გავიდა დაკავების კანონით დადგენილი ვადა, ანდა არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა;
დ) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.
2. დაკავებული თავისუფლდება იმ თანამდებობის პირის დადგენილებით, რომელმაც იგი დააკავა, ან პროკურორის დადგენილებით, ანდა დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ დაკავების ვადა გავიდა.
3. დაკავებულს განთავისუფლებისას მიეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის, რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა განთავისუფლებული.
4. უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული.
თავი XX
აღკვეთის ღონისძიებანი
მუხლი 151. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი და საფუძველი
1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.
2. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება, თუ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლევა საკმაო საფუძველს ვარაუდისათვის, რომ აუცილებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მიზნის უზრუნველყოფა.
3. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, ანდა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.
მუხლი 152. აღკვეთის ღონისძიების სახეები
1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, შინაპატიმრობა, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, გირაო, ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, აგრეთვე არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.
2. თუ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საფუძველი, ბრალდებულს უნდა განემარტოს მისი ვალდებულება გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.
3. ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების (დაპატიმრების გარდა) საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. აღკვეთის ღონისძიების ვადაში ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაც, მაგრამ საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
მუხლი 153. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები
აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წაყენებული ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს.
მუხლი 154. პირი, რომლის მიმართაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების გამოყენება
ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი გაქცევის ან მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას აღკვეთის ღონისძიების გამოყენება დაიშვება სასამართლო განჩინების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ეს პირი უნდა მოთავსდეს სპეციალურ განყოფილებაში ან პალატაში, რომელიც განკუთვნილია ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფისათვის.
მუხლი 155. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და შეცვლა ხდება მოსამართლის ბრძანებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით).
2. აღკვეთის ღონისძიება უქმდება მოსამართლის დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით).
მუხლი 156. სასამართლო ბრძანება წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის შესახებ ბრძანების გაცემისას მოსამართლე განიხილავს შუამდგომლობას 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. თუ აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, მოსამართლეს 28-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა გამო გამოაქვს დადგენილება ამ ღონისძიების გაუქმების შესახებ.
მუხლი 157. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საქმის სასამართლოში განხილვისას
1. აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეირჩეს, შეიცვალოს ან გაუქმდეს სამართალში მიცემის სტადიაზე, მოსამართლის დასაბუთებული დადგენილებით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავისი განჩინებით (დადგენილებით) საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე შეუძლია შეარჩიოს, შეცვალოს ან გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. საქმის შეწყვეტის შესახებ განაჩენში ან განჩინებაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის ღონისძიების საკითხი.
3. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებს განაჩენის გაუქმებისას უფლება აქვთ დატოვონ წინანდელი აღკვეთის ღონისძიება, შეცვალონ ან გააუქმონ იგი, აგრეთვე შეარჩიონ ის ხელმეორედ, თუ ამის საფუძველი არსებობს საქმის ან დამატებით წარმოდგენილ (გამოთხოვილ) მასალებში.
4. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას უფლება აქვს შეარჩიოს აღკვეთის ღონისძიება, თუ ამის საფუძველი არსებობს საქმის ან დამატებით წარმოდგენილ (გამოთხოვილ) მასალებში.
5. აღკვეთის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა უფრო მკაცრი სახით დაიშვება მხოლოდ პროკურორის ან დაზარალებულის (მისი წარმომადგენლის) მოთხოვნით.
მუხლი 158. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმი
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე ბრალდებული, აღინიშნება, ვინ, როდის, რა საფუძველზე შეარჩია, შეცვალა ან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. ამასთან, ბრალდებულს განემარტება მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არსი, მისთვის დაკისრებული შეზღუდვების ხასიათი და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ან შეცვლის შესახებ სასამართლო ბრძანებისა თუ განჩინების (დადგენილების) გასაჩივრების წესი, რაც უნდა აისახოს ოქმში.
2. სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის ან გაუქმების დროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მონაცემები უნდა აისახოს სასამართლო სხდომის ოქმში.
მუხლი 159. დაპატიმრება
1. არავის დაპატიმრება არ შეიძლება მოსამართლის ბრძანების ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
2. სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ნებისმიერი პირი.
3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული და ჩვილბავშვიანი (ერთ წლამდე ასაკის) ქალის მიმართ, ხოლო შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით – გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით.
მუხლი 160. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შერჩევის წესი
1. გამომძიებელს ან პროკურორს, რომელიც პირს წაუყენებს ბრალდებას და დაკითხავს როგორც ბრალდებულს, შეუძლია 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. მოსამართლის მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტამდე გამომძიებელი და პროკურორი უფლებამოსილნი არიან დააკავონ ბრალდებული. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალები.
2. ასეთივე შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამ შემთხვევაში ბრალდებული დაპატიმრების შემდეგ მიჰყავთ მოსამართლესთან, რომელმაც ბრძანება გასცა, ან სხვა მოსამართლესთან დაპატიმრების ადგილას, განმარტების ჩამოსართმევად და დაპატიმრების ან განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად.
3. შუამდგომლობის შინაარსი, მისი განხილვისა და დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 140-ე მუხლით.
4. დაპატიმრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება) შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ განსასჯელის დაკითხვისა და იმ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, რომლებიც გავლენას ახდენენ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტაზე, აგრეთვე მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ.
მუხლი 161. გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მითითება პატიმრობაში ყოფნის პირობების შესახებ
1. გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს უფლება აქვთ მისცენ მითითება საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა ცალ-ცალკე ყოფნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის შესახებ.
2. მსჯავრდებული სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან შეიძლება გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეზე. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულმა, მოსამართლის დადგენილებით, საგამოძიებო იზოლატორში შეიძლება დაყოს 4 თვემდე. მოსამართლეს უფლება აქვს ეს ვადა გააგრძელოს კიდევ 4 თვით.
3. დაუშვებელია საგამოძიებო იზოლატორში ბრალდებულთან ოპერატიული მუშაობის განხორციელება.
მუხლი 162. პატიმრობის ვადა
1. ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის სახით პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მისი მიყვანის მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა, – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.
2. პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას არ შეიძლება აღემატებოდეს 2 თვეს ეჭვმიტანილის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. პატიმრობის ვადის დინება წყდება იმ დღეს, როცა პროკურორი საქმეს სასამართლოში გაგზავნის. თუ დაკავებული ან დაპატიმრებული გაათავისუფლეს, შემდეგ კი კვლავ დააპატიმრეს, მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
3. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსამართლემ წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორის შუამდგომლობით, ბრალდებულის პატიმრობის ვადა შეიძლება გააგრძელოს 3 თვემდე. იმავე საფუძვლით საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და ოლქის პროკურორის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის ბრძანებით, ბრალდებულის პატიმრობის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის ბრძანებით, პატიმრობის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვეზე მეტი ხნით, მაგრამ არა უმეტეს 9 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
4. ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება შინაპატიმრობის, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო.
5. თუ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნდა პირველი ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოდან, ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლომდე გამოითვლება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის მიღების დღიდან. სასამართლომდე და სასამართლოს შემდეგ, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
6. პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ვადის გამოთვლისას ბრალდებულის (განსასჯელის) და მისი დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ვადა მხედველობაში არ მიიღება.
7. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეებზე, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა კიდევ 6 თვით. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.
მუხლი 163. პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი
1. ბრალდებულის პატიმრობის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღისა პროკურორი ვალდებულია მოსამართლეს, გამოძიების ადგილის მიხედვით, წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და გამომძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელსაც პროკურორი მხარს უჭერს. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გამოძიების გაჭიანურების მიზეზები, გარემოებანი, რომელთა შემოწმებაც საჭიროა, და ვადა, რომელსაც გამომძიებელი ითხოვს.
2. შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, დახურულ სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. შუადგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) გასცეს ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) უარყოს შუამდგომლობა, გაათავისუფლოს ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით, ანდა გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება.
4. სასამართლო ბრძანება პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მოსამართლე იმავე დღეს ატყობინებს საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას გაცემული ბრძანების შესახებ.
5. თუ განაჩენი (განჩინება, დადგენილება) რევიზიის წესით უქმდება, სასამართლო პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხს წყვეტს მხოლოდ პროკურორის, დაზარალებულისა და მისი წარმომადგენლის შუადგომლობით.
მუხლი 164. პატიმრობიდან განთავისუფლება
1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება საქმის შეწყვეტის დღეს.
2. გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში.
3. სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში, ხოლო თუ იგი სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, – არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის განთავისუფლების შესახებ.
4. სასამართლო საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას უგზავნის განაჩენს, დადგენილებას ან განჩინებას, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიება.
5. პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე ოფიციალურად დამოწმებული შეტყობინება, რომელიც კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებით გადაიცა, სასამართლო განაჩენის, დადგენილების ან განჩინების მიღებამდე განთავისუფლების საფუძველია.
მუხლი 165. უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
1. ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო. ზიანი ანაზღაურდება, თუ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან საქმე შეწყდა 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით.
2. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდით, მკურნალობის ხარჯების, შრომისუნარიანობის დაკარგვის ან დაქვეითების საკომპენსაციოდ, თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ.
3. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით ბოდიშის მოხდის გზით, აგრეთვე ფულადი კომპენსაციით.
მუხლი 166. შინაპატიმრობა
1. შინაპატიმრობა გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომლის სრული იზოლაცია აუცილებლობით არ არის გამოწვეული. ამასთან, მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გარემოებები.
2. სასამართლო ბრძანებაში, განჩინებაში ან დადგენილებაში აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობის შერჩევის შესახებ უნდა აღინიშნოს, სახელდობრ რა უფლებები ეზღუდება დაპატიმრებულს. სასამართლო ბრძანების შესაბამისად, მას შეიძლება აეკრძალოს გარკვეულ პირებთან ურთიერთობა, სატელეფონო საუბრები, კორესპონდენციის გაგზავნა და მიღება, სახლიდან გასვლა. დაპატიმრებულის საცხოვრებელ ადგილს შეიძლება მიეჩინოს პოლიციის დაცვა. მის ქცევაზე შეიძლება დაწესდეს პოლიციის ზედამხედველობა. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა და გაუქმების წესები განისაზღვრება ამ კოდექსით.
3. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არა უმეტეს 9 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღკვეთის ეს ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს.
მუხლი 167. პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა
1. ბრალდებული, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება გადაეცეს პოლიციის ზედამხედველობაში.
2. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო დადგენილება (განჩინება) აღსასრულებლად ეგზავნება შინაგან საქმეთა სამმართველოს (განყოფილებას) ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პოლიციის ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში ბრალდებული და მასზე ზედამხედველობის დაწესების შესახებ შეატყობინოს მუშაობის ან სწავლის ადგილის ადმინისტრაციას, საპასპორტო სამსახურს ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და სამხედრო კომისარიატს, თუ ბრალდებული სამხედროვალდებულია.
3. პოლიციის ზედამხედველობაში მყოფ ბრალდებულს ეკრძალება სასამართლოს ან პროცესის მწარმოებელი სხვა ორგანოს ნებართვის გარეშე გაემგზავროს ამ დასახლებული პუნქტიდან, შეიცვალოს საცხოვრებელი ან დროებითი ყოფნის ადგილი აღნიშნული დასახლებული პუნქტის ფარგლებში. იგი ვალდებულია კვირაში ორჯერ მაინც გამოცხადდეს პოლიციის ორგანოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბრალდებული პოლიციის ორგანოში შეიძლება გამოიძახონ მისი ქცევისადმი კონტროლის განხორციელების წესით. ამავე მიზნით პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ მივიდნენ მასთან საცხოვრებელ ბინაში.
4. პოლიციის ზედამხედველობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არა უმეტეს 9 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს.
5. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის, გაუქმებისა და გაგრძელების წესები განსაზღვრულია 140-ე, 155-ე და 157-158-ე მუხლებით.
მუხლი 168. გირაო
1. გირაო არის ფული, ფასიანი ქაღალდი ან ფასეულობა, რომელიც ბრალდებულს, მის ნათესავებს ან სხვა პირებსა და ორგანიზაციებს შეაქვთ იმ სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს დეპოზიტზე, რომლის განსჯადიცაა ეს სისხლის სამართლის საქმე. გირაოს შეტანა შეუძლია აღნიშნულ პირთაგან და ორგანიზაციათაგან რამდენიმეს. გირაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს უძრავი ქონება. თუ ბრალდებული დაარღვევს ნაკისრ ვალდებულებებს, გირაო გადადის სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. გირაოს მიღება ხდება მოსამართლის ბრძანების, სასამართლოს განჩინების ან დადგენილების საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ბრალდებული, გირაოს მიმცემი, გირაოს თანხა, გირაოში გადასაცემ ფასეულობათა დასახელება, ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა, ამ ბრძანების, დადგენილებისა თუ განჩინების მოქმედების ვადა, აგრეთვე პირი, რომელიც მას ასრულებს.
3. წინასწარი გამოძიების სტადიაზე გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს გირაოს მიღების შესახებ, ხოლო სასამართლოში გირაოს მიღება ფიქსირდება სასამართლო სხდომის ოქმში სასამართლო აღმასრულებლის მიერ წარმოდგენილი აღწერის საფუძველზე. ბრალდებულს განემარტება 151-ე მუხლიდან გამომდინარე მოვალეობები და მან წერილობით უნდა დადოს პირობა, რომ არ დაარღვევს მათ. გირაოს მიმცემს ეცნობება, რომ, თუ ბრალდებული არ შეასრულებს ამ ვალდებულებებს, დაკარგავს გირაოს. ოქმს ხელს აწერენ გირაოს მიმღები თანამდებობის პირი, გირაოს მიმცემი და ბრალდებული.
4. გირაოს თანხას განსაზღვრავს მოსამართლე ან სასამართლო ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულისა და გირაოს მიმცემის პიროვნების, გირაოს მიმცემის ქონებრივი მდგომარეობისა და ბრალდებულთან მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით. სხვა პირის ან ორგანიზაციის მიერ გირაოს შეტანაზე საჭიროა ბრალდებულის თანხმობა.
5. გირაოს შეტანისას გირაოს მიმცემს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია გირაოს მიმცემს.
6. გირაოს გადასვლა სახელმწიფო ბიუჯეტში ხდება საქმის განმხილველი მოსამართლის დადგენილების ანდა სასამართლოს განჩინების ან დადგენილების საფუძველზე, რის შემდეგაც ბრალდებულს შეეფარდება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
მუხლი 169. ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ
ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ არის ბრალდებულის წერილობითი ვალდებულება, რომელსაც იგი აძლევს მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს იმის შესახებ, რომ არ დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, არ აწარმოებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ხელს არ შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გამოცხადდება მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით. ხელწერილის მიმცემი კისრულობს ვალდებულებას არ გავიდეს აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვის გარეშე და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი მითითებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში.
მუხლი 170. პირადი თავდებობა
1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას (169-ე მუხლი) და მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას.
2. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი.
3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.
4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. ეს ცნობები უნდა აისახოს თავდებობის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ თანამდებობის პირი, რომელმაც ეს აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა, ბრალდებული და თავდები. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ. თავდებობის ოქმიცა და ხელწერილებიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.
5. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
6. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 171. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა
1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს წერილობითი ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოცხადებას მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, აგრეთვე მის სათანადო ქცევას.
2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირების მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან თავად არასრულწლოვნის თანხმობით.
3. არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემის წინ მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა შეკრიბონ ცნობები მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების პიროვნების, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ მათ შეუძლიათ სათანადოდ განახორციელონ მასზე მეთვალყურეობა.
4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე ავადმყოფობის, ოჯახში ურთიერთობის გაუარესების, სხვა მიზეზების გამო, რომლებიც გამორიცხავენ არასრულწლოვნის სათანადო ქცევის შესაძლებლობას.
5. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს, დახურული საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელს ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომლიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იგი გადაეცა მეთვალყურეობაში. ეს ცნობები უნდა აისახოს მეთვალყურეობაში გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.
6. პირს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
7. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობას, პირს, რომელიც მას მეთვალყურეობს, სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 172. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა
1. ბრალდებული, რომელიც ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურე ან სასწავლო შეკრებაზე გაწვეული სამხედროვალდებულია, სასამართლო ბრძანებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.
2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის (169-ე მუხლი) და მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადების უზრუნველსაყოფად.
3. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება, არ გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ განთავისუფლდეს ნაწილიდან და იმყოფებოდეს მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში.
4. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება.
5. სასამართლო ბრძანება (განჩინება) ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ სავალდებულოა სარდლობისათვის.
6. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელმაც ეს აღკვეთის ღონისძიება შეარჩია.
7. სარდლობა ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
თავი XXI
მოყვანა
მუხლი 173. გამოცხადების სავალდებულოობა
პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით იძახებენ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ვალდებულნი არიან გამოცხადნენ ზუსტად დანიშნულ დროს. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილენი შეიძლება იძულებით მოიყვანონ.
მუხლი 174. მოსაყვანი პირი
1. მოყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმის მონაწილეობა, თუ ეს პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და, ამასთან, დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზები.
2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მოყვანა წინასწარი გამოძახების გარეშე შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა აღნიშნული პირები ემალებიან მოკვლევას, გამოძიებასა და სასამართლოს, ან არა აქვთ გარკვეული საცხოვრებელი ადგილი.
3. განსასჯელის მოყვანა სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის მიზეზის წინასწარი გარკვევის გარეშე დაშვებულია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საქმის მოსმენა უნდა გადაიდოს განსასჯელის დაუსწრებლობისა და, ამასთანავე, იმის გამო, რომ არ არსებობს ცნობები მისი ადგილსამყოფლის შესახებ.
4. არ შეიძლება 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა, ფეხმძიმე ქალთა და მძიმე ავადმყოფთა მოყვანა.
5. არ შეიძლება დაზარალებულის მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-145-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამართლეს მიაჩნია, რომ მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმის გადაწყვეტა.
მუხლი 175. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) მოყვანის შესახებ
1. მოსამართლე მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით გასცემს ბრძანებას გამოძიების ადგილას გარკვეული პირის იძულებით მოყვანის შესახებ, ხოლო სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს, გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენილება) მოყვანის შესახებ.
2. მოყვანის შესახებ ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული უნდა იყოს: მოსაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამსახურის ადგილი; მისი მოყვანის გამოყენების საფუძვლები; როდის, სად უნდა მიიყვანონ პირი, რომელსაც მოყვანა შეეფარდა; ვის ევალება მოყვანის განხორციელება.
3. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემამდე ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გამოტანამდე მოწმდება მოსაყვანი პირის გამოუცხადებლობის მიზეზი.
მუხლი 176. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებისა და განჩინების (დადგენილების) აღსრულება
1. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) აღსასრულებლად გადაეცემა პოლიციის ორგანოს.
2. როცა მოსაყვან პირს აღმოაჩენენ, პოლიციის მუშაკი მას ხელწერილით აცნობს სასამართლო ბრძანებას ან განჩინებას (დადგენილებას) მოყვანის შესახებ და მიჰყავს იმ ორგანოში, რომელიც აღნიშნულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამასთან, ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მოყვანის დროის, აგრეთვე მოყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებების, საჩივრებისა და შუამდგომლობების შესახებ.
3. თუ პოლიციის მუშაკი დაადგენს, რომ მოყვანა შეუძლებელია სათანადო პირის გაქცევის, შვებულების, მივლინების, მძიმე ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო, ამის თაობაზე ის აკეთებს ჩანაწერს მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) და აღსრულების გარეშე უბრუნებს განჩინების (დადგენილების) გამომტან მოსამართლეს ან სასამართლოს თავისი ახსნა-განმარტებითურთ.
4. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების მოყვანა დაუშვებელია.
თავი XXII
პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში
მუხლი 177. სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი
1. თუ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის ან ჩატარების დროს დადგება სტაციონარული მეთვალყურეობის საჭიროება, მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს სასამართლო ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) საფუძველზე უფლება აქვთ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
2. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის შეიძლება აგრეთვე მოათავსონ პირი, რომლის ფსიქიკური მდგომარეობაც გამორიცხავს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასა და ბრალდების წაყენებას, თუმცა არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მან ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
3. თუ პირი ბრალდების წაყენებამდე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მას უნდა წაეყენოს ბრალდება, ან ის ცნობილ უნდა იქნეს პირად, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
4. დაზარალებული და მოწმე არ შეიძლება იძულებით მოათავსონ სამედიცინო დაწესებულებაში, გარდა 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 178. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ
1. სამედიცინო დაწესებულებაში პირი თავსდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მან გასცა გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.
2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლო ბრძანება და განჩინება (დადგენილება) დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინებისაგან (დადგენილებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება; გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – განკარგულება სამედიცინო დაწესებულებაში პირის ეტაპირების შესახებ.
მუხლი 179. პირი, რომელიც არ შეიძლება იძულებით მოთავსებულ იქნეს სამედიცინო დაწესებულებაში
დაზარალებული და მოწმე არ შეიძლება იძულებით მოათავსონ სამედიცინო დაწესებულებაში, გარდა 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 180. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების დროს
1. დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულის, განსასჯელის ან იმ პირის მოთავსება, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, თუ ეს დაწესებულება მოუწყობელია დაპატიმრებულთა მოსათავსებლად.
2. სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება პატიმრობის ვადაში და მისი გაგრძელება ხდება 163-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 181. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა
1. ბრალდებული, განსასჯელი ან პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, შეიძლება მოთავსდეს სამედიცინო დაწესებულებაში არა უმეტეს ერთი თვის ვადისა.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს იმ მოსამართლის ბრძანების ან იმ სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე, რომლის წარმოებაშიცაა საქმე. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.
3. თუ პირი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენჯერმე იყო მოთავსებული, ამ დაწესებულებაში მისი ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.
მუხლი 182. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლება
სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს აქვს დაცვის მოთხოვნის უფლება. მას შეუძლია ისარგებლოს დამცველის მომსახურებით, შეხვდეს მას მარტო, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
თავი XXIII
ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება
მუხლი 183. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი
1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არის სარწმუნო მონაცემები, რომ ამ სამუშაოზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.
2. თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებულ ბრალდებულს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ უნდა იყოს შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, თუ იგი დაპატიმრებული არ არის და სხვაგან არ მუშაობს.
მუხლი 184. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ
1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმაო საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით).
2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირი, მისი სამუშაო ადგილი და თანამდებობა, თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება.
3. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, რომელიც ვალდებულია მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შემოსვლის შემდეგ დაუყოვნებლივ აღასრულოს იგი და ამის თაობაზე შეატყობინოს შესაბამისად სასამართლოს ან მოსამართლეს.
მუხლი 185. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ვადა
მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.
მუხლი 186. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ ბრძანების დადასტურება და გაუქმება
სასამართლო და მოსამართლე საქმის განხილვისას ვალდებულნი არიან დაადასტურონ ან გააუქმონ ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება, ანდა, პროკურორის ან დაზარალებულის შუამდგომლობით, გადაწყვიტონ ამ ღონისძიების გამოყენების საკითხი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მუხლი 187. ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიღება
1. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობას შესაბამისად იძლევიან საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იმავდროულად გაიცემა თანხმობა აღნიშნულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირთა თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომელიც თანხმობის მიღების შემდეგ სასამართლო ბრძანების მისაღებად მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
მუხლი 188. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
1. თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, საქმის შედეგის მიუხედავად. ზიანი უნდა ანაზღაურდეს ყველა შემთხვევაში, თუ ამ პირის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან შეწყვეტილია სისხლის სამართლის საქმე 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით.
2. ზიანის ანაზღაურების წესი განსაზღვრულია 223-ე მუხლით.
მუხლი 189. ეჭვმიტანილის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება
183-188-ე მუხლებში აღნიშნული დებულებები ვრცელდება ეჭვმიტანილზედაც.
თავი XXIV
ქონებაზე ყადაღის დადება
მუხლი 190. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი
სამოქალაქო სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა თუ განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ.
მუხლი 191. ქონებაზე ყადაღის დადებისას მესაკუთრის უფლებამოსილებათა შეზღუდვა
ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას.
მუხლი 192. ქონება, რომელზედაც ყადაღის დადება არ შეიძლება
1. არ შეიძლება ყადაღა დაედოს ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრებისათვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარსა და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს.
2. არ შეიძლება ყადაღა დაედოს დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის, საზოგადოებრივ და პროფესიულ გაერთიანებათა ქონებას, გარდა კოლექტიური საკუთრების იმ წილისა, რომლის განცალკევებაც შეიძლება მათი სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის მიუყენებლად.
მუხლი 193. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი
1. თუ არსებობს საფუძველი დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს, სად და ვის ხელშია ეს ქონება. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს საჭირო საგამოძიებო მოქმედება ბანკებში, ლომბარდებში, შემნახველ საკნებში, საფოსტო და სხვა დაწესებულებებში ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და საგნების აღმოსაჩენად.
2. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ადგენს და სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. შუამდგომლობაში აღნიშნული უნდა იყოს მოსამართლის ბრძანების მისაღებად საჭირო მონაცემები.
3. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 194. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ
1. ქონებას ყადაღა ედება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომლის ასლიც ეძლევა მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს თავისი შუამდგომლობის შესაბამისად, ანდა საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.
2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: ვის ქონებას ედება ყადაღა, სად და ვისთან ინახება იგი; რა საგნებისაგან, ფასიანი ქაღალდებისაგან, ფულისაგან, ფასეულობებისაგან შედგება იგი, თუ ეს გამოძიებას დადგენილი აქვს; ერთობლივი საკუთრების რომელ წილს ედება ყადაღა; ვის ევალება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების შესრულება; დასაშვებია თუ არა ჩხრეკა იმ შემთხვევაში, როცა ქონების ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარია მიღებული, ვის და სად ეძლევა ჩხრეკის ჩატარების უფლება; რა თანხას უნდა დაედოს ყადაღა სარჩელის უზრუნველსაყოფად.
3. თუ ქონება, ფული, ფასეულობა ინახება რამდენიმე ადგილას და სხვადასხვა პირთან, უნდა გაიცეს სათანადო რაოდენობის მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
მუხლი 195. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ
1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. დადგენილებაში უნდა აღინიშნოს 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემები.
2. დადგენილებას აღასრულებს მისი გამომტანი პირი, რის შესახებაც მან 24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინოს მოსამართლეს, რომელიც ადასტურებს დადგენილების კანონიერებას ან უკანონოდ ცნობს მას და აუქმებს ქონებაზე ყადაღის დადებას.
მუხლი 196. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლის ბრძანებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – თავის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა, ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. სასამართლო განჩინების (დადგენილების) თანახმად, ქონებას ყადაღას ადებს სასამართლოს აღმასრულებელი.
3. პირი თვითონ განსაზღვრავს, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა სასამართლო ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.
4. ქონებაზე ყადაღის დადებაში მონაწილეობს სპეციალისტი – საქონელმცოდნე, რომელიც განსაზღვრავს ქონების ღირებულებას.
5. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით.
6. ფულად ანაბარზე ყადაღის დადებისას წყდება საანაბრო ოპერაციები.
7. ყადაღა ედება ბრალდებულის წილს მეუღლეების ან ოჯახის ერთობლივ საკუთრებაში, ხოლო თუ არსებობს მონაცემები, რომ ერთობლივი საკუთრება შეძენილი ან გაზრდილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს.
8. დასაყადაღებელი ქონების წილის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენაში თითოეული ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხი. ყველა შემთხვევაში ბრალდებულის ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, არ უნდა აღემატებოდეს იმ ზიანის საერთო თანხას, რომლის მიყენებაშიც მონაწილეობდა ყველა ბრალდებული.
მუხლი 197. ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი
1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287-ე მუხლის მიხედვით, ხოლო სასამართლოს აღმასრულებელი აღწერს ქონებას. ოქმში (აღწერაში) უნდა აღინიშნოს დასაყადაღებელი ქონების ზუსტი დასახელება, რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთის ხარისხი, სხვა ინდივიდუალური ნიშნები და ღირებულება; მიეთითოს, თუ რა ქონებაა ჩამორთმეული და რა დარჩა შესანახად; ეკუთვნის თუ არა ეს ქონება ან მისი ნაწილი სხვა პირებს; მოყვანილ იქნეს განცხადებები იმ პირის მოქმედების შესახებ, რომელიც ქონებას აყადაღებს.
2. ბეჭდით დამოწმებული ოქმის (აღწერის) ასლი ხელწერილით გადაეცემა პირს, რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო, ხოლო თუ ქონებას ყადაღა დაედო ამ პირის არყოფნაში, – მისი ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს ან ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს. დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ტერიტორიაზე ქონების დაყადაღებისას ოქმის ასლი ხელწერილით გადაეცემა ადმინისტრაციის წარმომადგენელს.
მუხლი 198. დაყადაღებული ქონების შენახვა
1. დაყადაღებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს.
2. ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, ჩეკები, ფასიანი ქაღალდები შესანახად ბარდება სახელმწიფო ბანკის დაწესებულებაში, ხოლო ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები – შემნახველ ბანკში. ფული შედის იმ სასამართლოს დეპოზიტზე, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. დანარჩენი ამოღებული საგნები ილუქება და ინახება იმ ორგანოში, რომლის შუამდგომლობითაც ყადაღა დაედო ქონებას, ანდა შესანახად გადაეცემა ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.
3. დაყადაღებული და ამოღებული ქონება ილუქება და შესანახად რჩება მესაკუთრესთან, მფლობელთან ან ბრალდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრთან. ამ პირებს უნდა განემარტოთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ ქონების გასხვისებისა თუ გაფუჭებისათვის, რის შესახებაც მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი.
მუხლი 199. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) მოქმედების ვადა
1. ქონებას ყადაღა ედება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე.
2. 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღა უქმდება.
3. 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, მოსამართლეს ან სასამართლოს უფლება აქვს გააგრძელოს ქონების დაყადაღების ვადა 30 დღით.
4. სამოქალაქო სარჩელის გამოხმობის ან ქონებაზე ყადაღის დადების სხვა საფუძვლების მოსპობის შემთხვევაში ეს ღონისძიება შეიძლება გააუქმოს მოსამართლემ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველმა სასამართლომ თავისი განჩინებით.
5. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შემთხვევაში უფლება აქვთ არ გააუქმონ ბრალდებულის ქონებაზე ყადაღა, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში – გასცენ განკარგულება ყადაღის შენარჩუნების შესახებ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე.
მუხლი 200. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის დადგენილების გასაჩივრება
1. მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დამცველმა, კანონიერმა წარმომადგენელმა, აგრეთვე სამოქალაქო მოპასუხემ სასამართლოში გამოძიების წარმოების ადგილის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების აღსრულებას.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მისი აღსრულებიდან 14 დღის განმავლობაში შეიძლება მოსამართლესთან გაასაჩივრონ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულმა პირებმა. მოსამართლე ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად ამ კოდექსის 234–242-ე მუხლებით გათვალისწინებული წესებით.
3. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ქონებას ყადაღა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში (აღწერაში), უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად. ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის გამო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორისათვის, აგრეთვე საქმის განმხილველი სასამართლოსათვის.
მუხლი 201. ქონების დაბრუნება რეაბილიტაციის დროს
ბრალდებულის ან მსჯავრდებულის რეაბილიტაციის შემთხვევაში დაყადაღებული და ამოღებული ქონება უნდა დაუბრუნდეს მას ნატურით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – ფულით, რეაბილიტაციის დღეს არსებული მისი საშუალო საბაზრო ფასის მიხედვით.
თავი XXV
პასუხისმგებლობა მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის
მუხლი 202. იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებასა და სასამართლო განხილვას
1. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საპროცესო მოვალეობის განზრახ დარღვევისათვის.
2. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ უხეში დაუდევრობისათვის, რასაც უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება მოჰყვა.
3. დანარჩენ შემთხვევაში, თუ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ბრალეულად დაარღვევენ საპროცესო მოვალეობას, მათ კანონის მიხედვით დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
4. მომკვლევი და გამომძიებელი სისხლის სამართლის საქმის შემდგომ გამოძიებას შეიძლება ჩამოაშოროს პროკურორმა, ხოლო პროკურორი – ზემდგომმა პროკურორმა, თუ მათ დაარღვიეს კანონი.
მუხლი 203. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა პასუხისმგებლობა გამოცხადებასა და თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის თქმისათვის
1. თუ მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, მას დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
2. თუ ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე უარს იტყვის გამოცხადებასა და ამ კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, მას დაეკისრება ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
3. იძულებით მოყვანის შემთხვევაში პროცესის მონაწილე არ თავისუფლდება გამოძახებისას გამოუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობისაგან. იძულებით მოყვანილს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
მუხლი 204. პასუხისმგებლობა ცრუ ცნობების მიწოდებისათვის
1. ცრუ დასმენას, დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენებას, ექსპერტის არასწორ დასკვნას, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში თარჯიმნის არასწორ თარგმანს მოსდევს ამ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-372-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
2. ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ აგრეთვე მოწმე და დაზარალებული, რომლებიც ბრალდებულისა და ეჭვმიტანილის ახლო ნათესავები არიან, ანდა რომლებსაც უნდა ეპასუხათ დანაშაულის ჩადენაში მათს მამხილებელ შეკითხვებზე.
მუხლი 205. პასუხისმგებლობა სხვა საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის
ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე დაეკისრებათ: დაზარალებულებსა და მოწმეებს, – თუ უარს იტყვიან მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს კანონიერ მოთხოვნებზე შემოწმების, ექსპერტიზის ჩატარების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ; კავშირგაბმულობის დაწესებულებათა უფროსებსა და თანამშრომლებს – საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან არასათანადოდ შესრულებისათვის; სხვა პირებს, რომლებიც ხელს უშლიან შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის, ჩხრეკისა და ამოღების ჩატარებას; სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე ყველა პირს, ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის გარდა, – წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნებისათვის, თუ ისინი მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა გააფრთხილა მათი გამჟღავნების დაუშვებლობის შესახებ და თუ მან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მათი მიცემა მიზანშეწონილად არ მიიჩნია; საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, – თუ ხელს შეუშლიან მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით იმ პირთა გამოცხადებას, რომლებიც არიან ბრალდებული, ეჭვმიტანილი, დაზარალებული, მოწმე, სპეციალისტი, ექსპერტი, თარჯიმანი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, მსაჯული; აგრეთვე იმისათვის, თუ განუხილველი დარჩა ანდა დროულად არ გაეცა პასუხი კერძო განჩინებას ან წარდგინებას კანონის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების შესახებ.
მუხლი 206. პასუხისმგებლობა აღკვეთის ღონისძიების დაუცველობისათვის
თუ ბრალდებული სათანადოდ არ იქცევა, რის თავიდან ასაცილებლადაც იყო შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, მისი გირაოს მიმცემს, თავდებს, მშობლებს, მეურვეებსა და მზრუნველებს ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ 168-ე, 170-171-ე მუხლების შესაბამისად, 205-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 207. პასუხისმგებლობა საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ზიანისათვის
კანონით დადგენილი წესით მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სასამართლოში საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ხარჯები გადახდება გამოუცხადებელ პირს.
მუხლი 208. პასუხისმგებლობა სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის
1. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, თავმჯდომარის განკარგულების დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს უპატივცემლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილეს მოსამართლის დადგენილებით ან სასამართლო განჩინებით აძევებენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან და საქმის მოსმენა გრძელდება მის დაუსწრებლად.
2. თუ მოსამართლის დადგენილება ან სასამართლო განჩინება გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან დამცველს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე ახორციელებდა რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე დამცველი. გაძევებული ბრალმდებლის ან დამცველის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება, რომელიც ეგზავნება შესაბამისად ზემდგომ პროკურორს ან ადვოკატთა კოლეგიას.
3. თუ განსასჯელი გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, სასამართლო განაჩენი, განჩინება ან დადგენილება ცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, გამოცხადება ხდება განსასჯელის გარეშე, რის შემდეგაც მას ხელწერილით გადაეცემა განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების ასლი.
4. თუ სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე ნებისმიერი პირი არღვევს წესრიგს ან პატივს არ სცემს სასამართლოს, იგი თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან.
5. გაძევებულ პირს, განსასჯელის, სახელმწიფო ბრალმდებლისა და დამცველის გარდა, მოსამართლის დადგენილებით ან სასამართლო განჩინებით, რომელიც იმავე სასამართლოს სხდომაზე უნდა იქნეს გამოტანილი, შეიძლება დაეკისროს ჯარიმა შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე. ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება ან განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციაში.
მუხლი 209. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი
1. თუ პროცესის რომელიმე მონაწილე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 კარით გათვალისწინებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ), ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და აწარმოებს გამოძიებას ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
2. პროკურორის მიერ დამტკიცებული ოქმი სამართალდარღვევის შესახებ (ამ კოდექსის 203-ე მუხლის მეორე ნაწილით, 204-205-ე მუხლებით გათვალისწინებულ საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის) და თანდართული მასალები იგზავნება სასამართლოში.
3. 204-ე მუხლში აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და მასთან ერთად გაიგზავნოს სასამართლოში. წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქმის შეწყვეტისას ოქმი და მასალები სასამართლოში იგზავნება სისხლის სამართლის საქმის გარეშე.
მუხლი 210. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი
1. 209-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ სამართალდარღვევის ოქმსა და თანდართულ მასალებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლო გამწესრიგებელ სხდომაზე პასუხისგებაში მიცემული პირის გამოძახებით.
2. გამწესრიგებელ სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს პროკურორს, აგრეთვე იმ პირის მიერ მოწვეულ დამცველს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა.
3. პროკურორს, პირს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, და მის დამცველს უფლება აქვთ გაეცნონ ოქმს სამართალდარღვევის შესახებ, სასამართლოში წარდგენილ სხვა მასალებს, განაცხადონ აცილება და შუამდგომლობა, წარმოადგინონ მტკიცებულებანი.
4. პირი, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, სასამართლოს აძლევს ჩვენებას. სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, გამოითხოვოს დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები, დანიშნოს ექსპერტიზა.
5. თუ არსებობს საფუძველი პირის ბრალდებულად ცნობისათვის, მოსამართლე ან სასამართლო აკისრებს მას ჯარიმას შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე ანდა იყენებს სხვა სახდელს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლით.
მუხლი 211. სასამართლო სხდომაზე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი
1. თუ საკასაციო ან სარევიზიო წესით საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ არსებობს საფუძველი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პროცესის მონაწილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად, განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების გამოტანასთან ერთად სასამართლო ადგენს, რომ სათანადო მასალები გაეგზავნოს პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიებისათვის.
2. თუ სამართალწარმოების მონაწილეს სასამართლო სხდომის დროს ჩადენილი აქვს ადმინისტრაციული წესით დასჯადი საპროცესო სამართალდარღვევა, დამრღვევისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლოს ან მოსამართლეს იმავე სასამართლო პროცესზე გამოაქვს განჩინება (დადგენილება), რომლითაც დამრღვევის მიმართ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სახდელი.
კარი მეხუთე
ზოგადი ნაწილის სხვა დებულებანი
თავი XXVI
საპროცესო ვადები
მუხლი 212. ვადების გამოთვლის წესი
1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა, დაპატიმრებისა და შინაპატიმრობისა, რომელთა ხანგრძლივობაც გამოითვლება წუთებით.
2. ვადის დამთავრების დროში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეები.
3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი, – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.
მუხლი 213. ვადის დაცვა
ვადა გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე გადაეცა ფოსტას, გადაეცა ან გამოეცხადა მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, გადაეცა წინასწარი პატიმრობის ადგილის ან სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ პირი შესაბამისად დაპატიმრებულია ან იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში.
მუხლი 214. ვადის გაგრძელება
ვადის გაგრძელება, ამ კოდექსით დადგენილი წესით, შეუძლია ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს.
მუხლი 215. გაცდენილი ვადის აღდგენა
1. საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის დადგენილებით, რომლის წარმოებაშიცაა საქმე.
2. საპატიო მიზეზით ვადის გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს.
3. ვადის აღდგენაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. ვადის გაცდენასთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება, დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, შეიძლება შეჩერდეს გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე.
მუხლი 216. ვადის გაცდენის შედეგები
საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება, თუ ვადა არ იქნება აღდგენილი.
თავი XXVII
სასამართლო ხარჯები და მათი ანაზღაურება
მუხლი 217. სასამართლო ხარჯების სახეები
1. სასამართლო ხარჯებია:
ა) მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფულადი სახსრები სისხლის სამართლის თითოეულ საქმეზე;
ბ) პროცესის მწარმოებელ ორგანოში საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათი გადასახდელებისა და გასამრჯელოსათვის დახარჯული ფულადი სახსრები.
2. სასამართლო ხარჯები შედგება:
ა) დაზარალებულის, მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტისა და დამსწრისათვის გადახდილი თანხებისაგან – გამოცხადების ხარჯებისა და დღიური თანხის ანაზღაურების წესით;
ბ) მსაჯულისათვის გასამრჯელოს სახით გადახდილი თანხებისაგან;
გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად ექსპერტის, სპეციალისტისა და თარჯიმნისათვის გასამრჯელოს სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოქმედებენ არასამსახურებრივი დავალების შესრულების წესით;
დ) მოწმისათვის, დაზარალებულისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის, რომელთაც მუდმივი ხელფასი არა აქვთ, გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოსცდნენ ჩვეულებრივ საქმიანობას;
ე) პროცესის მწარმოებელ ორგანოში პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათ მიერ გაცდენილი მთელი დროის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებისაგან;
ვ) ეჭვმიტანილისათვის, ბრალდებულისა თუ განსასჯელისათვის იურიდიული დახმარების გასაწევად დამცველისათვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხებისაგან – იმ შემთხვევებში, როცა ეს პირები განთავისუფლებულნი არიან დამცველის შრომის ანაზღაურებისაგან, ან როცა მონაწილეობს დამცველი დანიშვნით;
ზ) ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვისა და გადაგზავნისათვის დახარჯული თანხებისაგან;
თ) საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩასატარებლად დახარჯული თანხებისაგან;
ი) ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან;
კ) დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს დანაშაულის გახსნა;
ლ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლისა და ოპერატიული მუშაკებისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხებისაგან.
მუხლი 218. სასამართლო ხარჯების გადახდევინება
1. სასამართლო ხარჯები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მსჯავრდებულისა და პროცესის სხვა მონაწილეთა სახსრებიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება საგამოძიებო აპარატის, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოს, საექსპერტო დაწესებულების, წინასწარი პატიმრობის ადგილის შესანახი, მსაჯულის, თარჯიმნის შრომის ანაზღაურების ხარჯები, თუ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ საჭიროდ ცნო მათი მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
3. 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სასამართლომ შეიძლება დააკისროს მსჯავრდებულს და ჩარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში ანდა გადაუხადოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსაციის სახით.
4. სასამართლოში საქმის გაგზავნისას გამომძიებელი ადგენს ცნობას მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ხარჯების შესახებ, რომლის უტყუარობაც მოწმდება სასამართლო სხდომაზე. თუ საქმე შეწყდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე, სისხლის სამართლის საქმის გამო გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. სასამართლო ხარჯების თანხას განსაზღვრავენ აგრეთვე სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო ინსტანციები.
6. სასამართლოს უფლება აქვს მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ვალაუვალობის (გადახდისუუნარობის), შრომისუუნარობის ან ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.
7. წინასწარი გამოძიების დროს განსასჯელის გამართლების ან სარეაბილიტაციო საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო ხარჯების გადახდა არ ხდება.
8. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს სასამართლო ხარჯები გადახდება თითოეულ მათგანს წილობრივად – ბრალის ხარისხის, დანიშნული სასჯელის სიმკაცრისა და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. გადახდევინებისას სოლიდარული პასუხისმგებლობის გამოყენება დაუშვებელია.
9. მხარეთა შერიგების გამო კერძო ბრალდების საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს სასამართლო ხარჯები დააკისროს ორსავე ან ერთ-ერთ მხარეს.
10. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
11. მსჯავრდებულისაგან გადახდევინებას მიკუთვნებული სასამართლო ხარჯების საერთო თანხა უნდა შემცირდეს ხარჯების იმ ოდენობით, რომელიც გამოიწვია გამოძიების დაყოვნებამ, არასაჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ, დამატებითი გამოძიებისათვის ან ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებამ, სასამართლო შეცდომების გამოვლენამ და გამოსწორებამ.
12. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს, ხოლო მისი უარყოფის შემთხვევაში – სამოქალაქო მოსარჩელეს.
13. პროცესის ყველა მონაწილეს, მსჯავრდებულის, დამცველის, ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენლის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელთა გარდა, სამუშაო ადგილას უნარჩუნდება საშუალო ხელფასი (მათ შორის – პრემია, დანამატი და ანაზღაურება შეთავსებითი სამუშაოსათვის) მოკვლევაზე, წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მათ მონაწილეობაზე დახარჯული მთელი დროის განმავლობაში. თუ არასახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ადმინისტრაცია უარს ამბობს პროცესის მონაწილისათვის საშუალო ხელფასის გადახდაზე, მაშინ გადახდა წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თავი XXVIII
რეაბილიტაცია და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
მუხლი 219. რეაბილიტაციის საფუძვლები
1. უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს, ბრალდებულს ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნილს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს), თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნის უსაფუძვლობა.
2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება, სასამართლო განჩინება ან დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „კ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ.
3. რეაბილიტირებულ უნდა იქნეს აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, წარმოებდა გამოძიება და სასამართლო განხილვა, მას შემდეგ, რაც გამოვლინდა საქმის აღძვრაზე უარის თქმის საფუძველი და საქმე შეწყდა 28-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი საფუძვლით.
მუხლი 220. ნაწილობრივი რეაბილიტაცია
ნაწილობრივ რეაბილიტაციას ექვემდებარება პირი, თუ ზემდგომმა სასამართლო ინსტანციამ შეცვალა ქმედების კვალიფიკაცია ან სასჯელის ღონისძიება ისე, რომ ფაქტობრივად მოხდილი სასჯელი აღმოჩნდა მეტი ან უფრო მკაცრი, ვიდრე საბოლოოდ დანიშნული, ანდა თუ განაჩენიდან ამოირიცხა ბრალდებათა ნაწილი, რის გამოც აღარ არის საფუძველი დაკავებისათვის, დაპატიმრებისათვის ან თავისუფლების აღკვეთისათვის.
მუხლი 221. სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები
უნდა ანაზღაურდეს, საქმის შედეგის მიუხედავად, ზიანი, რომელიც პირს მიადგა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაკავების, დაპატიმრების ანდა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების შედეგად, აგრეთვე თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემოწმების, სამართალწარმოების ორგანოების სხვა უკანონო ან დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად, რომლებმაც ბრალდებულსა თუ სხვა პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიაყენა.
მუხლი 222. ბრალეულობის საკითხი რეაბილიტაციის დროს უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას
1. რეაბილიტაციის დროს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას ყველა გადასახდელი გადაიხდევინება, ამ ორგანოების თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
2. გადასახდელი არ ინიშნება, თუ უდანაშაულო პირისათვის მსჯავრის დადება და მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება გამოწვეული იყო წინასწარგანზრახულად ცრუ აღიარებით (თვითგა-თქმით), რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე.
მუხლი 223. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება
1. რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება.
2. უნდა ანაზღაურდეს:
ა) ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი;
ბ) პენსია, დახმარება, – თუ მათი გადახდა შეჩერებული იყო;
გ) ფული, ფულადი ანაბრები და მათი პროცენტები, ობლიგაციები და მათი წილხვედრი მოგება, სხვა ფასიანი ქაღალდები და მათზე მიღებული შემოსავალი;
დ) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება;
ე) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდევინებული ჯარიმები და სასამართლო ხარჯები;
ვ) თანხა, რომელიც გადახდა მსჯავრდებულს დანიშვნით დაცვის განხორციელებისათვის;
ზ) ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის;
თ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.
3. იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.
4. დასაბრუნებელი ფულისა და ნივთების ღირებულების ინდექსაცია ხდება გადახდის დღეს არსებული საშუალო-საბაზრო ფასებით, ინფლაციის გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზიანს – სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები.
მუხლი 224. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურება
1. თუ დადგინდება, რომ პირს ჯანმრთელობა დაუზიანდა დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მსჯავრდებულის ყოფნის წესების დარღვევის ან სამედიცინო დახმარების დროულად გაუწევლობის, ასევე კანონით დადგენილი სასამართლო ექსპერტიზისა და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების წესის დარღვევის შედეგად, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას მთლიანად აანაზღაუროს ეს ზიანი, რისთვისაც:
ა) მიყენებული ზიანისათვის იძლევა ერთდროულ გადასახდელს, რომლის ოდენობასაც სასამართლო განსაზღვრავს დაავადების სიმძიმისა და პროგნოზის გათვალისწინებით, მაგრამ შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე;
ბ) ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს;
გ) იძლევა ორმაგი ოდენობის პენსიას ინვალიდობის დადგენის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები შეიძლება წაყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, სასჯელის მოხდის პროცესში და მისი მოხდის შემდეგ 6 თვის განმავლობაში.
3. ჯანმრთელობის შერყევის მიზეზის დასადგენად აუცილებელია სამედიცინო ექსპერტიზა.
მუხლი 225. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება
1. პუბლიკაცია სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის ყველა შემთხვევის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.
2. მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის შესახებ, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და შრომით კოლექტივს, სადაც მუშაობდა ან სწავლობდა რეაბილიტირებული.
3. თუ ცნობები დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, სხვა იძულებითი მოქმედების, ბრალდების შინაარსისა და გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ისინი ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია რეაბილიტაციისა თუ სათანადო საპროცესო მოქმედების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ.
4. ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ, რეაბილიტირებულს აძლევს მისი უდანაშაულობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. თუ რომელიმე საპროცესო მოქმედების შედეგად პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიადგა, ამ ზიანის ანაზღაურების გარდა, სამართალწარმოების შესაბამისი ორგანო დაზარალებულს წერილობით უხდის ბოდიშს.
მუხლი 226. სხვა უფლებათა აღდგენა
1. პირს, რომელიც სამუშაოდან (თანამდებობიდან) გაათავისუფლეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადააყენეს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა).
2. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნის დრო, სასჯელის მოხდის დრო, აგრეთვე ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირი არ მუშაობდა სამუშაოდან უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების გამო, და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება საერთო სამუშაო და სპეციალობით მუშაობის სტაჟში, ხოლო თუ რეაბილიტაციის აქტის ძალაში შესვლის დღესა და სამუშაოს დაწყების დღეს შორის წყვეტილობა 3 თვეს არ აღემატება, – უწყვეტ შრომით სტაჟშიც.
3. პირი, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, უნდა აღდგეს სასწავლებელში.
4. პირს, რომელმაც დაკარგა საცხოვრებელი ბინა იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, ანდა მის მიმართ გამოიყენეს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, უნდა დაუბრუნდეს წინათ დაკავებული საცხოვრებელი ბინა, ხოლო თუ ასეთი დაბრუნება შეუძლებელია, სახელმწიფომ მას რიგგარეშე უნდა მისცეს ტოლფასი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინა იმავე დასახლებულ პუნქტში, საბინაო ფართის მოქმედი ნორმებისა და მისი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით.
5. პირებს, რომელთაც ჩამოერთვათ სამხედრო და სხვა წოდებები, საკლასო ჩინები, აგრეთვე ორდენები და მედლები, დადგენილი წესით უნდა აღუდგეთ წოდებები, საკლასო ჩინები, დაუბრუნდეთ ორდენები და მედლები.
მუხლი 227. რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესი
1. თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენებულია მომკვლევის, გამომძიებლისა თუ პროკურორის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება. მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას.
2. მოსამართლეს, რომელმაც მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას.
3. მას შემდეგ, რაც მომკვლევი ან გამომძიებელი შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, იგი განსაზღვრავს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, რის შემდეგაც პროკურორი შეწყვეტილ საქმეს გადასცემს სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, და ეს იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. საქმის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მოსამართლე ატარებს სხდომას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წესების მიხედვით და გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
4. თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მან საქმის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო ორგანოებისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო ან სარევიზიო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით.
5. ზიანის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. გერბიანი ბეჭდით დამოწმებული განჩინების (დადგენილების) ასლი გადაეცემა ან ეგზავნება რეაბილიტირებულს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მის მემკვიდრეებს, რათა ეს ასლი წარუდგინონ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ყველა სახის ზიანი.
6. რეაბილიტაციის შესახებ განჩინების (დადგენილების) შესრულება სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად.
7. რეაბილიტირებულისათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ განჩინება (დადგენილება) შეიძლება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ რეაბილიტირებულმა, პროკურორმა, დაინტერესებულმა პირმა და ორგანიზაციამ, რომლებსაც ეხება სასამართლოს მოთხოვნა რეაბილიტირებულისათვის ყველა უფლების აღდგენის შესახებ.
მუხლი 228. უფლების აღდგენა სასარჩელო წესით
1. თუ მოქალაქის მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან 3 წლის განმავლობაში.
2. საპატიო მიზეზით ამ ვადის გადაცილებისას, დაინტერესებულ პირთა განცხადებით, ეს ვადა სასამართლომ უნდა აღადგინოს.
მუხლი 229. რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
თუ გამამართლებელი განაჩენი ან განჩინება (დადგენილება) რეაბილიტაციის შესახებ გაუქმებულია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია, სასამართლომ შეიძლება შეცდომით რეაბილიტირებულს დააკისროს ზიანის ასანაზღაურებლად მიღებული თანხის გადახდა. სასამართლოს აგრეთვე შეუძლია გააუქმოს რეაბილიტაციის სხვა ღონისძიებები.
თავი XXIX
შუამდგომლობა
მუხლი 230. შუამდგომლობის განცხადების უფლება
1. შუამდგომლობის განცხადების უფლება აქვს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ მონაწილეს, აგრეთვე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის ინტერესებსაც ეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
2. შუამდგომლობა წარედგინება თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა თუ გადაწყვეტისათვის.
3. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს თხოვნას საპროცესო მოქმედების ჩატარების ან საპროცესო გადაწყვეტილების მიღების შესახებ შუამდგომლობის შემტანი ან მარწმუნებელი (დასაცავი) პირის ინტერესებისათვის. მტკიცებულებათა აღმოსაჩენად საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა დასადგენად არის საჭირო მათი ჩატარება.
მუხლი 231. შუამდგომლობის განცხადების წესი
1. შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.
3. წერილობითი შუამდგომლობა და მისი დამასაბუთებელი მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
4. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის ჩატარების დროსაც იყო იგი განცხადებული, ცალკე შედგენილ ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.
5. შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ უსპობს უფლებას ხელმეორედ მიმართოს შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე.
6. შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი განცხადების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა.
მუხლი 232. შუამდგომლობის გადაწყვეტა
1. შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ იგი ხელს უწყობს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად დადგენას.
2. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა განიხილებოდეს.
3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ მომკვლევმა, მოკვლევის ორგანომ, გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.
4. ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმ მტკიცებულების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებას ან ამძიმებს განსასჯელის პასუხისმგებლობას, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.
5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
6. შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ორგანოს ან პირს, რომლის სახელზედაც იყო იგი შეტანილი, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება (განჩინება). ეს დადგენილება (განჩინება) წინასწარი გამოძიების დროს გადაეცემა შუამდგომლობის შემტან პირს, ხოლო სასამართლოში იგი გამოცხადდება. ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მეორედ აღარ განიხილება.
7. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება მომკვლევის, მოკვლევის ორგანოსა და გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს.
8. თუ არ ეთანხმებიან პროკურორის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა შუამდგომლობის უარყოფას, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ შუამდგომლობის უარყოფა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში 235-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 233. შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
1. სისხლის საპროცესო სამართლის იძულების ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას ადგენს მომკვლევი და ამტკიცებს პროკურორი, ან ადგენს გამომძიებელი. შუამდგომლობას სისხლის საპროცესო სამართლის იძულების ღონისძიების გაგრძელების შესახებ ადგენს გამომძიებელი და ამტკიცებს პროკურორი. შუამდგომლობებს განიხილავს მოსამართლე 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
2. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ადგენს მომკვლევი და ამტკიცებს პროკურორი, ან ადგენს გამომძიებელი და განიხილავს მოსამართლე 294-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
3. პროკურორის მონაწილეობა მოსამართლის მიერ სისხლის საპროცესო სამართლის იძულების ღონისძიების გამოყენების, გაგრძელების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სავალდებულოა.
თავი XXX
საჩივარი
მუხლი 234. სისხლის სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს და თანამდებობის პირის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება
მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის, პროკურორის, მოსამართლის ან სასამართლოს მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ პროცესის მონაწილეებს, სხვა მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 235. საჩივრის შეტანა
1. საჩივარი შეაქვთ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოში ან იმ თანამდებობის პირთან, რომელიც კანონით უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება. დასაშვებია საჩივრის შეტანა იმ პირთან ან იმ ორგანოში, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება. ამ შემთხვევაში საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს ადრესატს.
2. საჩივარი მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან გამოძიების ორგანოს უფროსის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს შესაბამის პროკურორს. საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ პროკურორს. თანამდებობის პირმა, რომელმაც მიიღო საჩივარი თავისი მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო, ადრესატისათვის მისი გაგზავნისას უნდა დაურთოს თავისი განმარტებანი.
3. საჩივარი შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. ზეპირი საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და საჩივრის მიმღები თანამდებობის პირი. საჩივარს შეიძლება დაერთოს მისი დამადასტურებელი მასალები.
4. პირი, რომელმაც არ იცის სისხლის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილია უფლებით საჩივარი შეიტანოს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის.
მუხლი 236. საჩივრის შეტანის ვადა
1. მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის ან პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მთელი წარმოების განმავლობაში.
2. სასამართლოს (მოსამართლის) მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება ამ კოდექსის კერძო ნაწილში დადგენილ ვადებში.
3. საპატიო მიზეზით საჩივრის შეტანის გაცდენილი დროის აღდგენა შეუძლია სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საჩივრის გამო.
მუხლი 237. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის შეტანა აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სხვა შემთხვევაში საჩივრის შეტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის საჩივრის განმხილველი პირი.
მუხლი 238. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი
1. საჩივრის განხილვა არ შეიძლება დაევალოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის მოქმედებაც საჩივრდება, აგრეთვე იმ ორგანოს ან პირს, რომელმაც დაამტკიცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, შეზღუდული არ არის საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით და უფლება აქვს შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საქმის მთელი წარმოება.
3. საჩივრის განხილვისას პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ყოველმხრივ შეამოწმონ მასში ჩამოყალიბებული მოსაზრებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გამოითხოვონ დამატებითი მასალები და განმარტებები.
4. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, სხვა პირთა, აგრეთვე დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.
მუხლი 239. საჩივრის განხილვის ვადა
1. პროკურორი ვალდებულია საჩივრის მიღებიდან 3 დღე-ღამის განმავლობაში განიხილოს იგი და შედეგების შესახებ შეატყობინოს საჩივრის შემტან პირს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საჩივრის შემოწმებისათვის საჭიროა დამატებითი მასალის გამოთხოვა ან სხვა ზომების მიღება, დასაშვებია საჩივრის განხილვა 7 დღე-ღამემდე ვადაში.
2. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებმა საჩივრისა და საქმის განხილვა უნდა დაიწყონ არა უგვიანეს 14 დღისა მათი მიღების დღიდან. წინასწარი გამოძიების სტადიაზე წარმოშობილ სამართლებრივ დავაზე საჩივარს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განიხილავს არა უგვიანეს 7 დღისა მისი მიღების დღიდან.
3. საჩივარი კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, განჩინებაზე ან დადგენილებაზე უნდა გადაწყვიტოს სარევიზიო ინსტანციის სასამართლომ ერთ თვემდე ვადაში, ხოლო თუ საჭიროა სისხლის სამართლის საქმის ან სხვა დოკუმენტების გამოთხოვა და განხილვა – არა უგვიანეს 3 თვისა საჩივრის მიღების დღიდან.
4. თუ სისხლის სამართლის საქმის დიდი მოცულობის ან განსაკუთრებული სირთულის გამო, ანდა სხვა საპატიო მიზეზით საჩივრის განხილვა სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ ხერხდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში, აღნიშნული სასამართლოების თავმჯდომარეებს უფლება აქვთ გააგრძელონ ეს ვადა კიდევ 7 დღით, რაც უნდა ეცნობოს საჩივრის შემტან პირს.
მუხლი 240. გადაწყვეტილება საჩივრის გამო
1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის შესახებ; სისხლის სამართლის საქმის სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ; გასაჩივრებული მოქმედების იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის შესახებ; საჩივრის უარყოფის შესახებ.
2. საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ან თანამდებობის პირს შეუძლია შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ანდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, თუ ამას არ მოჰყვება საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის მდგომარეობის გაუარესება, რომლის ინტერესებისთვისაც იყო იგი შეტანილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საჩივარი იმავე საფუძველზე შეიტანა საპირისპირო მხარემ.
მუხლი 241. საჩივრის გამო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება
1. საჩივრის შემტან პირს უნდა შეატყობინონ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საჩივრის გამო, და განუმარტონ გასაჩივრების შემდგომი წესი. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
2. თუ გასაჩივრებული მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო პირს არამართლზომიერი მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა, მას უნდა განემარტოს ამ ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. საჩივარი და მასზე პასუხის ასლი, აგრეთვე საჩივრის შემოწმების მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
მუხლი 242. მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში
1. 59-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ დავებს წინასწარი გამოძიების სტადიაზე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია ამ კოდექსით დადგენილი წესით. წინასწარი გამოძიების სტადიაზე პროცესის სხვა მონაწილეთა შორის წარმოშობილ დავებს განიხილავს ის სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე.
2. სასამართლოში საჩივრით მიმართვის უფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს.
3. პროცესის მონაწილეს უფლება აქვს მომკვლევის ან გამომძიებლის მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს, თუ გავიდა 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, მაგრამ საჩივარზე პროკურორს პასუხი არ გაუცია. სასამართლოში მიმართვა პროცესის მონაწილეს არ უსპობს უფლებას, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
4. საჩივრის შეტანა შეიძლება მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებისმიერი მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მომჩივნის აზრით, უკანონო ან დაუსაბუთებელია. შეიძლება გასაჩივრდეს: ბრალდებულის დაცვის უფლებისა და დაზარალებულის უფლების დარღვევა, მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს კანონის სხვა დარღვევა, შუამდგომლობისა და აცილების დაუსაბუთებელი უარყოფა, უარი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საპროცესო ვადების დარღვევა, საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენება, გამოძიების დაუშვებელი ხერხებისა და დაუშვებელი მტკიცებულებების გამოყენება, უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, საქმის წარმოების შეჩერება, საქმის შეწყვეტა, გამოძიების ორგანოების სხვა მოქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც ლახავს პროცესის მონაწილეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
5. საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას, თუ პროკურორი საჭიროდ არ მიიჩნევს მის შეჩერებას.
6. საჩივარს განიხილავს სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. საჩივარი შეიტანება არა უგვიანეს 2 თვისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს.
7. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის (დამცველის) და პროკურორის მონაწილეობით. არასაპატიო მიზეზით ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას, მაგრამ მოსამართლეს შეუძლია სავალდებულოდ მიიჩნიოს საჩივრის განხილვაში აღნიშნულ პირთა მონაწილეობა და გადადოს საქმის განხილვა. მომჩივანს უფლება აქვს მოსამართლეს წარუდგინოს მასალები, რომლებიც მის მოთხოვნებს ასაბუთებენ, ხოლო პროკურორმა – მასალები, რომლებიც მათ უარყოფენ. მომჩივანსა და პროკურორს უფლება აქვთ მოსამართლეს მისცენ თავიანთი განმარტებანი. განმარტების მისაცემად დაშვებულ უნდა იქნეს პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება. მოსამართლეს უფლება აქვს გამოითხოვოს დამატებითი მასალა და მიიღოს განმარტება პირისაგან, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს მომჩივნის მოთხოვნა.
8. საჩივრის განხილვის შედეგად მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება მისი დაკმაყოფილების ანდა სრული ან ნაწილობრივი უარყოფის შესახებ. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლე იურიდიული მნიშვნელობის არმქონედ ცნობს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის გასაჩივრებულ მოქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, ხოლო აღნიშნული მოქმედების განხორციელების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებს – დაუშვებლად.
9. სააპელაციო წესით გასაჩივრდება მოსამართლის მხოლოდ ისეთი დადგენილება, რომელიც გავლენას ახდენს საქმის შემდგომ მსვლელობაზე, რაც გულისხმობს: საქმის აღძვრაზე უარის თქმის მართლზომიერებას, საქმის შეწყვეტას, საქმის წარმოების შეჩერებას, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნებას.
10. განმცხადებელი თავისუფლდება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან საჩივრის განხილვისას, თუ საჩივარი დაკმაყოფილებულია სრულად ან ნაწილობრივ.
მუხლი 243. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებანი, რომლებიც არ საჩივრდება
მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებასთან, აგრეთვე პირის დაპატიმრებასა და მის მიმართ საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენებასთან ან მათ შეცვლასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები (ბრძანება, დადგენილება) არ საჩივრდება.
მუხლი 244. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სხვა სახეები
სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართალში მიცემის ან სასამართლო განხილვის სტადიაზე სააპელაციო თუ საკასაციო წარმოების დროს, გასაჩივრდება LVI, LVII და LVIII თავებით დადგენილი წესებით.
თავი XXXI
სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება და გამოყოფა
მუხლი 245. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება
1. ერთ წარმოებად შეიძლება გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე რამდენიმე პირის ბრალდების საქმეები; რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში მონაწილე ერთი პირის ბრალდების საქმეები; დანაშაულის წინასწარ შეუპირებელი დაფარვის საქმეები; საქმეები მოვლენისა და მოქმედების შესახებ, რომელთა მონაწილეებიც იმავდროულად არიან ბრალდებულიცა და დაზარალებულიც, მათ შორის, საჯარო ბრალდების საქმეები.
2. საქმეთა გაერთიანება ხდება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით.
3. ერთ წარმოებად საქმეთა გაერთიანებისას წარმოების ვადა აითვლება პირველი საქმის აღძვრის დღიდან.
მუხლი 246. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა
1. გამომძიებელს, პროკურორს და სასამართლოს უფლება აქვთ სისხლის სამართლის საქმიდან გამოყონ საქმე ცალკე წარმოებისათვის:
ა) მიმალვაში მყოფი ბრალდებულის მიმართ;
ბ) ბრალდებულის მიმართ, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია;
გ) ბრალდებულის მიმართ, რომელიც მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია ექიმის მიერ;
დ) არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ, რომელიც საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმულია მოზრდილ ბრალდებულებთან ერთად, თუ ეს გავლენას არ მოახდენს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ყოველმხრივობაზე, სისრულესა და ობიექტურობაზე.
2. დანაშაულთა ერთობლიობის ან ერთი დანაშაულის ეპიზოდების საქმეზე, მათი ჩადენის ადგილების ერთმანეთისაგან დაშორებისა და განსჯადობის გათვალისწინებით, გამომძიებელს, პროკურორის თანხმობით, შეუძლია გამოყოს და სასამართლოს გაუგზავნოს საქმე მხოლოდ ზოგიერთი დანაშაულის (ეპიზოდის) შესახებ, თუ ეს ხელს არ შეუშლის წარმოებაში დარჩენილი საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიებას.
3. ცალკე წარმოებად გამოყოფას ექვემდებარება გამოძიებისას აღძრული სისხლის სამართლის საქმე ისეთი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც დაკავშირებული არ არის გამოსაძიებელი საქმის ბრალდებასთან.
4. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება გამომძიებლის დადგენილებით, რომელიც ან პროკურორის მიერ უნდა იყოს სანქციონირებული, ანდა – სასამართლო განჩინებით (დადგენილებით).
5. გამოყოფას ექვემდებარება საქმის მასალების დედნები, ხოლო მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები რჩება საქმეში, რომლიდანაც გამოიყო მასალები.
6. გამოყოფილი საქმის წინასწარი გამოძიების ვადა იწყება გამოყოფის შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან.
თავი XXXII
სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ურთიერთქმედება საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებთან სამართლებრივი დახმარების გაწევის წესით
მუხლი 247. სამართლებრივი დახმარების სახეები
1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს, პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით:
ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების დავალებით;
ბ) მოითხოვონ საქართველოს მოქალაქის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მის მისაცემად და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი მოქალაქე;
გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად.
2. თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან საქართველოს გენერალურ პროკურორსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება 248-260-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
მუხლი 248. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალების გაგზავნა
1. თუ აუცილებლობა მოითხოვს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარებას, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო 251-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ავალებს მათ ჩატარებას იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელთანაც დადებულია ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ.
2. დავალება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იგზავნება საქართველოს გენერალური პროკურორის მეშვეობით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეშვეობით.
3. თუ ეს კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს განსაკუთრებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (ბრძანებას), მოსამართლის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს დავალებას.
4. დავალება დგება იმ სახელმწიფოს ენაზე, სადაც ის იგზავნება, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. საგანგებო შემთხვევაში დავალება შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.
მუხლი 249. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალების შინაარსი
საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალება უნდა შედგეს წერილობით, დავალების გამგზავნის ხელმოწერით. დავალება დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების გერბიანი ბეჭდით. დავალება უნდა შეიცავდეს:
ა) დავალების მიმცემი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;
ბ) იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელსაც დავალება ეგზავნება;
გ) საქმის ფაქტობრივ გარემოებებს;
დ) თხოვნის არსს, კერძოდ, იმ საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების შინაარსს, რომელიც უნდა ჩატარდეს;
ე) მონაცემებს იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომელთაც ეგზავნება დავალება, აგრეთვე მონაცემებს მათი მოქალაქეობის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების, საქმიანობისა და სისხლის სამართლის საქმისადმი დამოკიდებულების შესახებ;
ვ) გამოთხოვილი დოკუმენტებისა და ნივთიერი მტკიცებულებების ნუსხას.
მუხლი 250. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გამოძახება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, მისი თანხმობით, შეიძლება მოიწვიონ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სამოქალაქო მოსარჩელე ან სამოქალაქო მოპასუხე, ხოლო ბრალდებულის შუამდგომლობით – როგორც დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების (გარდა ადვოკატისა, რომელთანაც დადებულია შეთანხმება) საქართველოში ჩამოსვლისა და ყოფნის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ შუამდგომლობა ამ პირების გამოძახების შესახებ უარყოფილია, მათი გამოძახების ხარჯები ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც შეიტანა შუამდგომლობა.
3. საგამოძიებო მოქმედებასა და სასამართლოში მონაწილეობისათვის უცხო სახელმწიფოდან კონკრეტული პირების გამოძახების შესახებ თხოვნა იგზავნება 248-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ასეთი თხოვნა იმავდროულად შეიძლება გაეგზავნოს გამოსაძახებელ პირებსაც.
4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მონაწილეობით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ტარდება ამ კოდექსით დადგენილი წესებით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუკი გამოძახებულია უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, დაუშვებელია მისი იძულებით მოყვანა, დაკავება, დაპატიმრება, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, ჩხრეკა, მის მიმართ იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიების გამოყენება, გაფრთხილება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
მუხლი 251. საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალების შესრულება
1. სასამართლო, პროკურორი, გამომძიებელი ან მოკვლევის ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალებას ასრულებს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალება სრულდება საქართველოს გენერალური პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.
3. უცხო სახელმწიფოს დავალება სრულდება, თუ ის შეიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და 249-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. თუ დავალებაში არ არის ეს მონაცემები, ან თუ ისინი არასაკმარისია, გამოითხოვება დამატებითი მონაცემები.
4. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
5. დავალების შესრულებისას შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს საპროცესო ნორმების გამოყენება, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.
6. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავალების შესრულებას შეიძლება ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი.
7. თუ დავალების შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს, ამასთან, უნდა მიეთითოს მისი შესრულების ხელშემშლელი მიზეზები. დავალება ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და უშიშროებას.
მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა
თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, საქართველოდან გავიდა, აღძრული და გამოძიებული საქმის ყველა მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომელიც მათ უგზავნის უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას სისხლისსამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად, ან მიმართავს თხოვნით საქართველოს ხელისუფლებისათვის ბრალდებულის გადმოცემის შესახებ.
მუხლი 253. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მოთხოვნის განხილვა
1. უცხო სახელმწიფოს მოთხოვნას გამოსაძიებლად გადასცენ მასალები საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საქართველოში დაბრუნდა, განიხილავს საქართველოს გენერალური პროკურატურა. ამასთან, საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გამოძიების დამთავრებამდე მასალების გადაცემის შესახებ; საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩატარების შესახებ; საქართველოს მოქალაქის გადაცემის შესახებ იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩასატარებლად, სადაც მოხდა დანაშაული.
2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ჩატარებული გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მიღებულ მტკიცებულებას საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
3. თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულია, მაგრამ ამ ქმედებისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მის წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, ჩაატაროს გამოძიება და გამოიტანოს განაჩენი. ამასთან, შეიძლება მასალებისა და მტკიცებულებათა გამოთხოვა იმ სახელმწიფოდან, სადაც ჩადენილია დანაშაული და წამოყენებულია მოთხოვნა დევნილი პირის საქართველოს ხელისუფლებისათვის გადმოცემის შესახებ.
მუხლი 254. მოთხოვნა საქართველოს მოქალაქის გადმოცემის შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა თუ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, საქართველოს გენერალური პროკურატურა უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას მიმართავს მოთხოვნით საქართველოს მოქალაქის გადმოცემის შესახებ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ამ მოქალაქეს წაყენებული აქვს ბრალდება დანაშაულის ჩადენაში, ან თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და კანონიერ ძალაშია შესული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირს ბრალად ედება ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ერთ წელზე მეტი ვადით, ან როცა ის მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულისათვის.
3. გადმოცემის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელსა და გვარს;
ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა შინაარსს, იმ კანონის სანქციის მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის;
გ) მითითებას პირის დაკავების ან დაპატიმრების, მისი დაკითხვისა და ჩხრეკის საჭიროების შესახებ;
დ) მითითებას გადმოსაცემი პირის გადმოცემის ადგილის, დროის, წესისა და იმ ორგანოს შესახებ, რომელსაც იგი გადმოეცემა.
4. მოთხოვნას უნდა დაერთოს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი, დადგენილება ამ პირის დაკავების, დაპატიმრებისა და ჩხრეკის შესახებ, ხოლო მსჯავრდებულის გადმოცემის შემთხვევაში – გამამტყუნებელი განაჩენის ასლი.
მუხლი 255. გადმოცემის პირობები
1. არ შეიძლება უცხო სახელმწიფოს მიერ გადმოცემული პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაეკისროს სისხლისსამართლებრივი სასჯელი, გადაეცეს მესამე სახელმწიფოს ამ ან სხვა დანაშაულისათვის, გადმომცემი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები არ ვრცელდება გადმოცემის შემდეგ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაზე.
მუხლი 256. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემა
1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი თავისი მოქალაქის გადაცემა, თუ მას ბრალად ედება თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენა, ან ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ, ანდა თუ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. გადაცემის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ რეკვიზიტებს და მომდინარეობდეს კომპეტენტური ორგანოდან.
3. მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.
4. თუ საქართველოს გენერალური პროკურორი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. თუ პირის გადაცემას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს გენერალური პროკურორი იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ.
6. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მიმართაც შემოსულია მოთხოვნა გადაცემის შესახებ, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, გადაცემა შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით სასჯელისაგან განთავისუფლებამდე. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ბრალდებულად მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, გადაცემა შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით მის განთავისუფლებამდე.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფლება აქვს, უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოთა თხოვნით, გამოიტანოს დადგენილება გარკვეული ვადით ამ სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემის შესახებ. თუ ამ პირს თავისი ქვეყნის სასამართლო შეუფარდებს უფრო მკაცრ ან საქართველოში მოუხდელი სასჯელის თანაბარ სასჯელს, იგი სასჯელს მოიხდის თავის ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მუხლი 257. გადაცემაზე უარის თქმა
გადაცემა არ დაიშვება, თუ:
ა) პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში;
ბ) ქმედება, რომელიც იყო გადაცემის შესახებ მოთხოვნის საფუძველი, საქართველოში დანაშაულად არ ითვლება;
გ) პირის მიმართ უკვე გამოტანილია იმავე დანაშაულთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება (განჩინება) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია.
მუხლი 258. მოქალაქეობის არმქონე პირის გადაცემა
მოქალაქეობის არმქონე პირის გადაცემა ხდება 256-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 259. გადასაცემი პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონისძიების გამოყენება
1. გადასაცემი პირის დაკავება, დაპატიმრება, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსება, მის მიმართ ჩხრეკის, ამოღების, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენება, მის ქონებაზე ყადაღის დადება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა გადაცემის მოთხოვნას თან ერთვის სათანადოდ დამოწმებული სასამართლო ორდერი (ბრძანება) ისეთი საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც ზღუდავს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გადაცემის მომთხოვნ ორგანოს.
3. გადაცემის მოთხოვნის საფუძველზე დაპატიმრებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება პატიმრობაში იყოს არა უმეტეს ერთი თვისა, თუ არ იქნა შემოსული სასამართლო ორდერი (ბრძანება) ამ ვადის გაგრძელების თაობაზე.
4. გადასაცემ პირს უფლება აქვს დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს.
მუხლი 260. ნივთიერ მტკიცებულებათა და დოკუმენტთა გადაცემა
1. გადასაცემი პირისათვის ჩამორთმეული საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებებად სისხლის სამართლის საქმეზე, ეგზავნება გადაცემის მომთხოვნ ორგანოს.
2. მატერიალური ღირებულების მქონე საგნებისა და დოკუმენტების გაგზავნა, თუ ისინი არ ეკუთვნის გადასაცემ პირს, უნდა მოხდეს მათი შენახვისა და მესაკუთრისათვის დაბრუნების გარანტიის მიღების შემდეგ. გარანტიას იძლევა ორგანო, რომელიც მოითხოვს პირის გადაცემას.
კერძო ნაწილი
კარი მეექვსე
წინასწარი გამოძიების წარმოების ზოგადი დებულებანი
თავი XXXIII
სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
მუხლი 261. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოვალეობა
1. დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევაში მომკვლევი, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან აღძრან სისხლის სამართლის საქმე.
2. მოსამართლეს უფლება აქვს აღძრას კერძო ბრალდების საქმე.
მუხლი 262. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის აქტის მნიშვნელობა
1. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა უნდა ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებანი დანაშაულის გასახსნელად ან ბრალდებულის უდანაშაულობის დასადგენად.
2. სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე არ შეიძლება არც ერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ჩხრეკის, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების გარდა.
მუხლი 263. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ
1. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც მომკვლევს, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს მოქალაქემ, თანამდებობის პირმა, დაწესებულებამ, ორგანიზაციამ, საწარმომ, ოპერატიულ-სამძებრო ორგანომ, ბრალის აღიარებით გამოცხადებულმა პირმა, ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე უშუალოდ სამართალწარმოების ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ორგანოს წარმომადგენელი დანაშაულის თვითმხილველი ან დაზარალებულია, ასევე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გამოვლენილი ცნობები.
2. ანონიმური ცნობები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბს არ წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თვით შეტყობინება შეიცავს ცნობებს ისეთი დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ, რომელთა შემოწმებაც შესაძლებელია.
მუხლი 264. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლები
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია 263-ე მუხლში აღნიშნული წყაროებიდან მიღებული ფაქტობრივი მონაცემები დანაშაულის ნიშნების შესახებ.
მუხლი 265. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების განხილვის წესი
1. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.
2. ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი.
3. 16 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
4. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება. თუ პირი დაკავებულია, მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხდება დაკავებიდან 12 საათის განმავლობაში. დანარჩენ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმის აღძვრას შეიძლება წინ უძღოდეს მიღებული ცნობების შემოწმება, რაც 7 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება გაგრძელდეს.
5. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმება ხდება არასაპროცესო მეთოდებით (ახსნა-განმარტებების მიღების, დოკუმენტების გამოთხოვის გზით). შემოწმებისას პირს არ აფრთხილებენ ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის ან ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. შემოწმების მასალების საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ შეიძლება დაევალოს შემმოწმებელს. შემოწმებისას მიღებული მასალები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად, თუ მათი დამაგრება და გამოკვლევა ამ კოდექსით გათვალისწინებული წესებით არ მომხდარა.
მუხლი 266. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება
დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმების საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ;
ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით მასალების გადაგზავნის შესახებ.
მუხლი 267. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
1. თუ არსებობს 263-264-ე მუხლებში აღნიშნული საბაბი და საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად, მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს პირი, რომელმაც საქმე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო.
2. დადგენილებაში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი და საფუძველი, ფაქტი, რომლის გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი ან მუხლის ნაწილი, რომლის მიხედვითაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
3. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორსა და დანაშაულის შემტყობინებელ პირს.
4. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფისას, როცა არსებობს ცნობები იმ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელიც არ არის დაკავშირებული ძირითად საქმესთან, დადგენილებაში საქმის გამოყოფის შესახებ მითითებული უნდა იყოს, რომ საქმე აღიძრა ახალი პირის მიმართ ან ახალი ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის დანარჩენ შემთხვევებში იგი უკვე აღძრულად ითვლება.
5. თუ სასამართლო განხილვისას აღმოჩნდება ახალი ბრალდების ან ახალი პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, ამასთან, არ არსებობს საფუძველი საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დასაბრუნებლად, სასამართლო, სისხლის სამართლის საქმის აღუძვრელად, გამოყოფილ მასალებს გამოძიების ჩასატარებლად უგზავნის პროკურორს.
მუხლი 268. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმა
1. თუ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობები არ დადასტურდა, ან თუ არსებობს 28-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების გამომრიცხავი საფუძვლები, სისხლის სამართალწარმოების ორგანოს გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
2. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორსა და დანაშაულის შემტყობინებელ პირს.
მუხლი 269. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გასაჩივრება
დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში პროცესის მონაწილეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ პროკურორთან, ხოლო პროკურორისაგან უარის მიღების ან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში – სასამართლოში. ამასთან, სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა აითვლება პროკურორისაგან უარის მიღების დღიდან ან იმ დღიდან, როცა მომჩივანს პასუხი უნდა მიეღო.
თავი XXXIV
წინასწარი გამოძიების ჩატარების პირობები
მუხლი 270. წინასწარი გამოძიების სახეები
1. მოკვლევა არის წინასწარი გამოძიების თავდაპირველი ეტაპი. მოკვლევის მასალები გამომძიებელს უნდა გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან არა უგვიანეს 7 დღისა, ხოლო ეჭვმიტანილი პირის დაკავებისას – დაკავების ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორს კი – მის მიერ მითითებულ ნებისმიერ ვადაში.
2. წინასწარი გამოძიება, რომელსაც გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს, სავალდებულოა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძო ბრალდების საქმეთა გარდა.
3. კერძო ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება ტარდება დაზარალებულის ან ბრალდებულის მოთხოვნით, პროკურორის წინადადებით, თუ მხარეები არ არიან ამის წინააღმდეგი, და მოსამართლის ინიციატივით.
მუხლი 271. წინასწარი გამოძიების ვადა
1. წინასწარი გამოძიება უნდა დამთავრდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან არა უგვიანეს 3 თვეში.
2. წინასწარი გამოძიება დამთავრებულად ითვლება იმ დღეს, როდესაც პროკურორი სასამართლოში საქმეს გზავნის საბრალდებო დასკვნით ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ დადგენილებით, ანდა როცა გამოაქვს დადგენილება საქმის შეწყვეტის თაობაზე.
3. წინასწარი გამოძიების ვადაში არ შედის:
ა) წინასწარი გამოძიების შეჩერების დრო;
ბ) დრო დამატებითი გამოძიებისათვის სასამართლოს მიერ საქმის დაბრუნებიდან მის მიღებამდე.
4. დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, აგრეთვე შეჩერებული ან შეწყვეტილი საქმის განახლების შემთხვევაში დამატებითი გამოძიების ვადას ერთი თვის ფარგლებში ადგენს პროკურორი. ვადის შემდგომი გაგრძელება ხდება საერთო საფუძველზე, იმ ვადის გათვალისწინებით, რომელიც წინ უძღოდა საქმის სასამართლოში გადაცემას, შეჩერებას ან შეწყვეტას.
5. ვადის გაგრძელების შუამდგომლობას გამომძიებელი წარუდგენს პროკურორს გამოძიების ვადის გასვლამდე არანაკლებ 5 დღით ადრე. პროკურორი აკმაყოფილებს შუამდგომლობას ან იძლევა მითითებას წინასწარი გამოძიების დამთავრების ან სასამართლოში საქმის გაგზავნის თაობაზე, ანდა გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 272. დამსწრეთა მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში
1. ამოღება, ჩხრეკა, დათვალიერება, შემოწმება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ჩვენების ადგილზე შემოწმება, ამოსაცნობად წარდგენა, ნიმუშის მიღება საექსპერტო კვლევისათვის, გვამის ექსჰუმაცია წინასწარი გამოძიების დროს ხდება არანაკლებ ორი დამსწრის მონაწილეობით.
2. თუ ერთ საგამოძიებო მოქმედებას ატარებს რამდენიმე გამომძიებელი ან გამომძიებელი და – მისი ხელმძღვანელობით – მომკვლევნი, რომლებიც მოქმედებენ ერთდროულად სხვადასხვა შენობაში ან ერთმანეთისაგან დიდი მანძილით არიან დაშორებულნი, თითოეულ გამომძიებელსა და მომკვლევთან მუდამ უნდა იყოს არანაკლებ ორი დამსწრისა.
3. დამსწრეებს იწვევენ მოქალაქის მიერ მომკვლევისა თუ გამომძიებლის კანონიერი მოთხოვნებისა და წინადადებების შესრულებაზე უარის თქმის, წინააღმდეგობის გაწევის ან სხვა არამართლზომიერ ქმედებათა დასადასტურებლად.
მუხლი 273. შეტყობინება დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ
1. პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ატყობინებს ამ პირებს ან მათს წარმომადგენლებს და გადასცემს ან უგზავნის მათ სათანადო დადგენილების ასლს. დადგენილებაში ჩამოთვლილი უნდა იყოს დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან მათი წარმომადგენლების საპროცესო უფლება-მოვალეობები.
2. დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან მათი წარმომადგენლების თხოვნით, გამომძიებელი განუმარტავს მათს უფლება-მოვალეობებს, რის შესახებაც აკეთებს აღნიშვნას დადგენილებაზე.
მუხლი 274. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი უზრუნველყოფენ, რომ არ გამჟღავნდეს მონაცემები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და მისი შედეგების, ჩვენებათა შინაარსის, მთლიანად საქმის ან მისი გარკვეული ნაწილის შინაარსის თაობაზე, აგრეთვე მონაცემები ექსპერტთა დასკვნის შესახებ. ამ მიზნით მათ შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს ჩამოართვან ხელწერილი-ვალდებულება, რომ მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილონ ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
2. სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროთ ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს.
3. დამცველის ვალდებულება სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის შესახებ არ ვრცელდება მის საუბარზე ბრალდებულთან ან ეჭვმიტანილთან.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება შეუძლია განახორციელოს სასამართლომ, თუ საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე.
მუხლი 275. გამომძიებელთა ჯგუფისათვის წინასწარი გამოძიების დავალება
პროკურორს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს შეუძლიათ განსაკუთრებით რთული ან უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება დაავალონ გამომძიებელთა მუდმივ ან სპეციალურად შექმნილ ჯგუფს, რის შესახებაც გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება, რომელშიც აღინიშნებიან ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები. თუ გადაწყვეტილებები გამომძიებელთა ჯგუფისათვის წინასწარი გამოძიების დავალებისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ მიღებულია ერთდროულად, ორივე გადაწყვეტილება უნდა აისახოს ერთ დადგენილებაში. ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის ან ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ გამოიტანება შესაბამისი დადგენილება.
მუხლი 276. გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი
1. გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი საქმეს იღებს თავის წარმოებაში და პასუხს აგებს წინასწარი გამოძიების საერთო მიმართულებასა და საბოლოო შედეგებზე, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ამ სტადიაზე შესრულებული თითოეული მოქმედებისა და გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე.
2. გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს სამუშაოს გამომძიებლებს შორის, თითოეულ მათგანს განუსაზღვრავს გამოძიების უბანს ან მიმართულებას, ავალებს ცალკეული საგამოძიებო მოქმედების შესრულებას, ადგენს მათი ჩატარების ვადებს;
ბ) მონაწილეობს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებაში;
გ) გამოაქვს დადგენილება გამოძიებისას წამოჭრილი საკითხების გადასაწყვეტად, მათ შორის, ბრალდებულად პირის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრების, მთლიანად საქმის ანდა მისი გარკვეული ნაწილის შესაწყვეტად;
დ) უზრუნველყოფს საგამოძიებო ორგანოს უფროსისა და პროკურორის მითითებათა შესრულებას, ხოლო 58-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმეს წარუდგენს ზემდგომ პროკურორს თავისი საწინააღმდეგო მოსაზრებებით;
ე) აძლევს დავალებასა და მითითებას მოკვლევის ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, აგრეთვე მოითხოვს დაეხმარონ გამომძიებელს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებაში.
მუხლი 277. ჯგუფის წევრები
1. საგამოძიებო ჯგუფის წევრები ასრულებენ ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებას, მითითებას, რომელთა შესრულებასაც ატყობინებენ ხელმძღვანელს.
2. თუ ჯგუფის წევრს ჯგუფის ხელმძღვანელის დავალება, მითითება უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, იგი მას აცნობებს თავის საწინააღმდეგო მოსაზრებას. ჯგუფის ხელმძღვანელი აუქმებს დავალებას ან მითითებას, ანდა მას შესასრულებლად გადასცემს სხვა გამომძიებელს ან თვითონ ასრულებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას. თუ ჯგუფის წევრი არ ეთანხმება ჯგუფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, იგი თავის მოსაზრებას აცნობებს პროკურორს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
მუხლი 278. რამდენიმე გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედების შესრულება
თუ დათვალიერების, ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი ერთდროულად სხვადასხვა შენობაში უნდა იყვნენ, ან ერთმანეთისაგან დიდი მანძილით უნდა იყვნენ დაშორებულნი, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება განახორციელოს რამდენიმე გამომძიებელმა ან გამომძიებელმა და მომკვლევმა. ამასთან, ერთ-ერთი გამომძიებელი ხელმძღვანელობს დანარჩენ გამომძიებელთა და მომკვლევთა საქმიანობას.
მუხლი 279. გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. გამომძიებლის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა გამო საჩივრები წარედგინება საგამოძიებო ორგანოს უფროსს, ხოლო მისი გადაწყვეტილება – შესაბამის პროკურორს.
2. პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან, შემდეგ კი – სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
მუხლი 280. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენა
1. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი შესაბამისი ორგანიზაციის თანამდებობის პირს უგზავნის წარდგინებას ამ გარემოებათა გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.
2. წარდგინების განხილვა სავალდებულოა. განხილვის შედეგი ერთი თვის ვადაში უნდა ეცნობოს წარდგინების ავტორს.
3. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 20 მინიმალურ ოდენობამდე. დაჯარიმება ხდება მოსამართლის დადგენილებით პროკურორის წარდგინების საფუძველზე.
თავი XXXV
ბრალდების წაყენება და შეცვლა, ბრალდებაზე უარი
მუხლი 281. ბრალდების წაყენების საფუძვლები
ბრალდების წაყენების საფუძველია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული.
მუხლი 282. დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ
1. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში აღინიშნება:
ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი;
ბ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
გ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი ჩადენის ადგილისა და დროის მითითებით, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სისხლის სამართლის საქმეზე;
დ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და, ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
2. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მუხლის ნაწილით ან ქვეპუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული თითოეული ამ დანაშაულის კვალიფიკაცია.
3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას ამ პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
მუხლი 283. მოქმედება, რომელიც წინ უძღვის ბრალდების წაყენებას
1. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანის დღისა. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და დაიკითხოს ბრალდებულის სახით.
2. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ბრალდების წაყენების დროს უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა – ამ კოდექსით დადგენილი წესით.
3. პირს, რომელიც ბრალდებულად იქნა პასუხისგებაში მიცემული, იბარებენ უწყებით ან სხვა საშუალებით. თუ ეს პირი თავს არიდებს გამოცხადებას, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება მისი მოყვანის შესახებ, ხოლო თუ იგი დაემალა გამოძიებას, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცხადდება ასეთი პირის ძებნა.
4. თუ პირი დაკავებული ან დაპატიმრებულია, გამომძიებელი ან პროკურორი განკარგულებას აძლევს თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციას ბრალდების წასაყენებლად გარკვეულ ადგილას და გარკვეულ დროს პირის მოყვანის თაობაზე.
მუხლი 284. ბრალდების წაყენება
1. გამომძიებელი ან პროკურორი ბრალდების წასაყენებლად გამოძახებულ პირსა და მის დამცველს გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამომძიებელი პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. გამოძახებული პირი და დამცველი წერილობით ადასტურებენ, რომ ისინი გაეცნენ დადგენილებას. დადგენილების ასლს გამომძიებელი ან პროკურორი გადასცემს ბრალდებულსა და დამცველს. იმავდროულად ბრალდებულს გადაეცემა მისი უფლება-მოვალეობების ნუსხა. გარდა ამისა, გამომძიებელი ან პროკურორი, დამცველის მონაწილეობით, ბრალდებულს განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს.
2. ბრალდების წაყენების შემდეგ პირველ დაკითხვამდე ბრალდებულს აქვს თავის დამცველთან პირისპირ კონსულტაციის უფლება.
3. დამცველთან ბრალდებულის პირისპირ საუბრის შემდეგ გამომძიებელი დაუყოვნებლივ დაკითხავს ბრალდებულს წაყენებული ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით. დაკითხვაში მონაწილეობენ დამცველი, აგრეთვე პროკურორი, თუ მას ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო არასრულწლოვანთა, ყრუ-მუნჯთა, სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირთა საქმეებზე, იმ პირთა საქმეებზე, რომელთაც შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თუ ბრალდებული ან მისი წარმომადგენელი შუამდგომლობენ, პროკურორის მონაწილეობა დაკითხვაში სავალდებულოა.
მუხლი 285. ბრალდების შეცვლა და უარი ბრალდებაზე
1. წინასწარი გამოძიებისას წაყენებული ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში გამომძიებელს 283-284-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით გამოაქვს ახალი დადგენილება პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
2. გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება დასამტკიცებლად ეგზავნება პროკურორს.
3. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების პირი გადაეცემა ბრალდებულსა და დამცველს.
4. ბრალდების შეცვლის, შევსებისა და მასზე უარის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად პროკურორს უფლება აქვს წინასწარი გამოძიების ნებისმიერ მომენტში მოსთხოვოს გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმე არა უმეტეს 3 დღის ვადით.
კარი მეშვიდე
საგამოძიებო მოქმედება
თავი XXXVI
ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
მუხლი 286. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო წესები
1. გამომძიებელი ამოწმებს კანონით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩაბმულ მონაწილეებს, რომელთაც განუმარტავს მათს უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს.
2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ღამით დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.
3. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოიყენონ დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.
4. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაუშვებელია ძალის, მუქარის, შანტაჟის, მოტყუებისა და სხვა უკანონო ხერხების გამოყენება, ასევე დაუშვებელია ამ მოქმედებაში მონაწილე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა.
მუხლი 287. საგამოძიებო მოქმედების ოქმი
1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ან უშუალოდ მისი დამთავრების შემდეგ.
2. ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით, დაიბეჭდოს მანქანაზე ან დამზადდეს კომპიუტერით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ოქმის სისრულისათვის შეიძლება სტენოგრაფიის, ფოტო- და კინოგადაღების, ვიდეო- და აუდიოჩაწერის გამოყენება. სტენოგრაფიული ჩანაწერი საქმეს არ დაერთვის, ხოლო ფოტო- და კინოგადაღების,- ვიდეო- და აუდიოჩაწერის მასალები ინახება საქმეში.
3. ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი, მისი დაწყებისა და დამთავრების დრო, ჩატარების პირობები, იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელი და გვარი, ხოლო საჭიროების შემთხვევებში – მათი მისამართიც; ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს გამომძიებლის მოქმედების თანამიმდევრობა, გამოვლენილი მტკიცებულებები და საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირთა განცხადებები.
4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ფოტო- და კინოგადაღება, აუდიო- და ვიდეოჩაწერა, ან დამზადდა კვალის ანაბეჭდები და ტვიფრები, შედგა ნახაზები და სქემები, უნდა აღინიშნოს აგრეთვე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული სხვა ტექნიკური საშუალებებიც, მათი გამოყენების პირობები და წესი, ობიექტები, რომელთა მიმართაც გამოიყენეს ეს საშუალებები და მიღებული შედეგები. ოქმში, გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ წინასწარ შეატყობინეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირებს.
5. ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს მათი ხელმოწერით.
6. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი, რომელმაც ოქმი შეადგინა, დაკითხული პირი, თარჯიმანი, სპეციალისტი, დამსწრე და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე ყველა სხვა პირი.
7. ოქმს დაერთვის ფოტონეგატივი და სურათი, კინოფირი, დიაპოზიტივი, დაკითხვის ფონოგრამა, ვიდეოჩანაწერის კასეტა, ნახაზი, გეგმა, სქემა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დამზადებული კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი.
მუხლი 288. საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე უარის ან ხელმოწერის შეუძლებლობის ფაქტის დადასტურება
1. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, მოწმე ან სხვა პირი უარს ამბობს საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რასაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი.
2. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განმარტოს უარის მიზეზი და ეს უნდა აღინიშნოს ოქმში.
3. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას ხელი მოაწეროს ოქმს, გამომძიებელი იწვევს გარეშე პირს, რომელიც დასაკითხი პირის თანხმობით ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს მისი ჩვენების ჩანაწერის სისწორეს. ოქმს ხელს აწერს გამომძიებელი.
მუხლი 289. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთათვის უფლებების განმარტებისა და უზრუნველყოფის სავალდებულოობა
გამომძიებელი ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე სხვა პირებს განუმარტოს მათი უფლებები და უზრუნველყოს ამ უფლებათა განხორციელების შესაძლებლობა. ამავე დროს მათ უნდა განუმარტონ, თუ რა მოვალეობა ეკისრებათ და რა შედეგი მოსდევს ამ მოვალეობათა შეუსრულებლობას. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს გადაეცემათ მათი უფლება-მოვალეობების წერილობითი ნუსხა.
მუხლი 290. მოსამართლის ბრძანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება
1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია პიროვნების ხელშეუხებლობის, საცხოვრებელი ბინის, მიმოწერის, პირადი ჩანაწერის, სატელეფონო საუბრების, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა შეტყობინებების საიდუმლოების შეზღუდვასთან, ტარდება მოსამართლის ბრძანებით.
2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, უნდა ეცნობოს დღე-ღამის განმავლობაში და გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებენ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს შემდეგი დღისა, პროკურორის მონაწილეობით ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა და საცხოვრებელი ბინის დათვალიერება ჩაატარა მოსამართლის ბრძანების გარეშე. მასალების განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება:
ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.
3. ამოღება, ჩხრეკა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში მოსამართლის ბრძანების გარეშე, გადაუდებელ შემთხვევებში, შეიძლება ჩატარდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც. აღნიშნულის შესახებ მოკვლევის ორგანოს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება. მათი ჩატარების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ პროკურორს, რომელიც გაეცნობა მოკვლევის ორგანოს დადგენილებას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ოქმებს, მიღებულ ფაქტობრივ მონაცემებს და იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე. პროკურორი ვალდებულია დღე-ღამის განმავლობაში აღნიშნულის შესახებ აცნობოს იმ მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, და წარუდგინოს მასალები, რომლებიც ასაბუთებენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობას სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, აგრეთვე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მოსამართლე, პროკურორის შუამდგომლობის შემოსვლიდან არა უგვიანეს შემდეგი დღისა, მისი მონაწილეობით ამოწმებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს მოკვლევის ორგანოს ის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე. შუამდგომლობის განხილვის შემდეგ მოსამართლეს 193-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით გამოაქვს დადგენილება:
ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა და აღნიშნული მოქმედებით მიღებული შედეგების გაუქმების შესახებ.
4. გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც არსებობს კვალისა და ნივთიერი მტკიცებულების დაკარგვის რეალური საშიშროება, ან როცა პირს დანაშაულის ფაქტზე წაასწრებენ.
5. მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნეს მოსამართლის ბრძანება პირის იძულებით შემოწმების, მოყვანის, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების მიღებისა და გვამის ექსჰუმაციის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება.
მუხლი 291. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ
1. სასამართლოში წარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ.
2. მომკვლევის შუამდგომლობა მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ პროკურორის მიერ სანქციონირებული უნდა იყოს.
3. შუამდგომლობაში მოყვანილი უნდა იყოს მონაცემები დანაშაულის შესახებ, რომლის გამოც დასახულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რა მონაცემები უნდა მიიღონ ასეთი მოქმედების შედეგად, მისი ჩატარების ვადა, ადგილი, უშუალო შემსრულებელი, აგრეთვე სასამართლოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებისათვის საჭირო სხვა მონაცემები და, თუ ყოველივე ეს საკმარისი არ არის, მოსამართლეს უფლება აქვს მოითხოვოს მათი შევსება.
მუხლი 292. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი
1. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე პროკურორისა და იმ გამომძიებლის მონაწილეობით, რომელმაც აღძრა შუამდგომლობა.
2. პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ სასამართლო განხილვის დაწყებამდე უკან გაითხოვონ შუამდგომლობა.
3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირები, რომელთა ჩვენებები ასაბუთებენ ან უარყოფენ შუამდგომლობას, გამოითხოვოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები.
4. შუამდგომლობა ჩხრეკის, ამოღების, ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების, სატელეფონო და სხვა საუბრების მიყურადების შესახებ მოსამართლემ უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს შემდეგი დღისა, ხოლო სხვა შუამდგომლობები – მათი მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.
5. მოსამართლე დანიშნულ დროს ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რომელი შუამდგომლობა განიხილება, ამოწმებს პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებას.
6. პროკურორი და გამომძიებელი შუამდგომლობას ასაბუთებენ ზეპირად და უპასუხებენ მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს.
7. თუ სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი დამცველი და წარმომადგენელი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
8. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების დამთავრებისთანავე მოსამართლე თავისი ბრძანებით ნებას რთავს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ანდა გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 293. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
1. მოსამართლის ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის გვარი, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა, განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება იგი, ბრძანების მოქმედების ვადა, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება, მოსამართლის ხელმოწერა, დამოწმებული სასამართლოს ბეჭდით.
2. მოსამართლის ბრძანება არ გასაჩივრდება.
თავი XXXVII
დაკითხვა და დაპირისპირება
მუხლი 294. დაკითხვის ადგილი
მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს მომკვლევი ან გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას.
მუხლი 295. გამოძახება დაკითხვაზე
1. მოწმეს, დაზარალებულს, აგრეთვე თავისუფლებაში მყოფ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს მომკვლევთან, გამომძიებელთან ან პროკურორთან იძახებენ უწყებით. უწყება იგზავნება ფოსტით ან შიკრიკის ხელით. გამოძახება შეიძლება აგრეთვე ტელეფონოგრამით, დეპეშით, რადიოგრამით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით.
2. გამოძახების შესახებ უწყებასა თუ სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.
3. უწყების (შეტყობინების) ხელზე მიღება გამოძახებულმა ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს. თუ გამოძახებული ადგილზე არ იმყოფება, უწყება (შეტყობინება) მისთვის გადასაცემად ხელმოწერით უნდა ჩაჰბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს.
4. პირებს, რომლებიც საგამოძიებო ან დროებითი ყოფნის იზოლატორში, მიმღებგამანაწილებელში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ან აღმზრდელობით კოლონიაში იმყოფებიან, იძახებენ ამ დაწესებულებათა ადმინისტრაციის მეშვეობით.
მუხლი 296. დასაკითხის პიროვნების დადგენა
მომკვლევმა ან გამომძიებელმა დაკითხვის წინ დასაკითხს უნდა გამოჰკითხოს სახელი და გვარი, დაბადების დრო (წელი, თვე, რიცხვი) და ადგილი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სარგებლობს თუ არა იმუნიტეტით, არის თუ არა ნასამართლები, და ეს მონაცემები შეუდაროს დასაკითხის პირად დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს ან სხვაგვარად დარწმუნდეს მის ვინაობაში.
მუხლი 297. ენა, რომელზედაც ტარდება დაკითხვა
დამკითხავმა უნდა დაადგინოს, იცის თუ არა დასაკითხმა სამართალწარმოების ენა, ან რომელ ენაზე შეუძლია და სურს ჩვენებების მიცემა. მე-100 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იძახებენ თარჯიმანს, რომლის მოსვლამდეც დაკითხვა უნდა გადაიდოს.
მუხლი 298. საქმის გარემოებათა შესახებ თავისუფალი თხრობა და კითხვების დასმა
1. დასაკითხ პირს უნდა განემარტოს, რა საქმეზეა გამოძახებული, და წინადადება მიეცეს მოჰყვეს, რა იცის საქმის გარემოებათა შესახებ. თავისუფალი თხრობის შეწყვეტა დაუშვებელია, მაგრამ, თუ დასაკითხი ლაპარაკობს გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, მომკვლევს ან გამომძიებელს შეუძლია მისი შეჩერება.
2. თავისუფალი თხრობის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაუსვან კითხვები.
მუხლი 299. მისახვედრი კითხვების დასმის დაუშვებლობა
მისახვედრია კითხვები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მიანიშნებენ მოსალოდნელ პასუხს. მისახვედრი კითხვების დასმა აკრძალულია.
მუხლი 300. დასაკითხის მიერ დოკუმენტებისა და სხვა ჩანაწერების გამოყენება
1. დაკითხვის დროს დასაკითხ პირს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ან საქმეზე დართული დოკუმენტები, ანდა სხვა ჩანაწერები.
2. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტები და სხვა ჩანაწერები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ ან დაურთონ საქმეს.
მუხლი 301. დასაკითხისათვის საგნებისა და დოკუმენტების წარდგენა
1. დაკითხვისას მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს შეუძლიათ დასაკითხს წარუდგინონ საქმეზე დართული საგნები და დოკუმენტები.
2. დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს, რა საგანი ან დოკუმენტი წარედგინა დასაკითხს, მათი აღწერილობა, რა კითხვები ახლდა წარდგენას და რა განმარტება მისცა ამასთან დაკავშირებით დასაკითხმა.
მუხლი 302. დაკითხვის ხანგრძლივობა
დაკითხვა 4 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. დაშვებულია დღის განმავლობაში პირის რამდენჯერმე დაკითხვა დასასვენებლად არანაკლებ ერთსაათიანი პაუზებით. ამასთან, დაკითხვის საერთო ხანგრძლივობა დღის განმავლობაში 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
მუხლი 303. დაკითხვის მიმდინარეობისა და შედეგების დაფიქსირება
1. დაკითხვის მიმდინარეობა და შედეგები ფიქსირდება დაკითხვის ოქმში.
2. დაკითხვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე აუდიო-, ვიდეოჩაწერა, კინოგადაღება.
3. ჩვენება ოქმში უნდა ჩაიწეროს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით. კითხვა-პასუხი ფიქსირდება ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც დაკითხვისას. ოქმში შეტანილ უნდა იქნეს ის შეკითხვაც, რომელიც განარიდა მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა, აგრეთვე კითხვა, რომლის პასუხის გაცემაზედაც უარი თქვა დასაკითხმა.
4. ოქმში თანამიმდევრულად უნდა დაფიქსირდეს დაკითხვისას ჩატარებული ყველა მოქმედება. თუ დაკითხვისას მიმდინარეობდა აუდიო-, ვიდეოჩაწერა, კინოგადაღება, მაშინ ფონოგრამა, ვიდეოგრამა, გადაღებული ფირი ოქმს თან უნდა ერთვოდეს.
5. დაკითხვის დამთავრებისთანავე ოქმი წასაკითხად წარედგინება დაკითხულს, ან მისი თხოვნით ოქმს წაუკითხავს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი.
6. დაკითხულის მოთხოვნა ოქმში შესწორებისა და დამატების შეტანის თაობაზე აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. დასაკითხს უფლება აქვს თვითონ დაწეროს ჩვენება.
8. ოქმის წაკითხვის შემდეგ დასაკითხი ხელმოწერით ადასტურებს ჩვენების ჩანაწერის სისწორეს, ხელს აწერს ოქმის ბოლოს, ხოლო თუ ჩვენება რამდენიმე გვერდზეა, ხელს აწერს თითოეულ გვერდს.
9. თუ დაკითხვაში მონაწილეობს თარჯიმანი, იგი ზეპირად უთარგმნის დასაკითხს მისი ჩვენების ჩანაწერს, ხოლო წერილობით – მისი ხელით დაწერილ ჩვენებას. თარჯიმანი ხელს აწერს ჩვენების ჩანაწერს ოქმის ბოლოს და მის თითოეულ გვერდს ცალ-ცალკე, აგრეთვე დასაკითხის ხელით დაწერილი ჩვენების თარგმანს.
მუხლი 304. ხმის ჩაწერის გამოყენება დაკითხვისას
1. ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, მოწმის ან დაზარალებულის დაკითხვისას შეიძლება ხმის ჩაწერა.
2. გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას ხმის ჩაწერის შესახებ და ამის თაობაზე დასაკითხს აცნობებს დაკითხვის დაწყებამდე. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან დამცველის ხმის ჩაწერა არ შეიძლება, თუ ისინი ამის წინააღმდეგნი არიან.
3. ხმის ჩანაწერი უნდა ასახავდეს დაკითხვის მთელ მიმდინარეობას. დაკითხვის ნაწილის ჩაწერა, აგრეთვე იმავე დაკითხვისას მიცემული ჩვენების გამეორება სპეციალურად ჩაწერისათვის დაუშვებელია.
4. დაკითხვის დამთავრებისთანავე ხმის ჩანაწერი მთლიანად უნდა მოასმენინონ დასაკითხს და ჰკითხონ, სურს თუ არა რაიმე დაუმატოს ან დააზუსტოს და ადასტურებს თუ არა ჩანაწერის სისწორეს. ხმის ჩაწერის შემდეგ დასაკითხის დამატებითი ჩვენებაც ფირზე იწერება.
მუხლი 305. მოწმის დაკითხვა
1. მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, აგრეთვე ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის ვინაობის დასადგენად.
2. მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთან, გამომძიებელი იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს არ ჰქონდეთ ურთიერთობა დაკითხვის დამთავრებამდე.
3. დაკითხვამდე გამომძიებელმა უნდა დაადგინოს მოწმის ვინაობა, აუხსნას, რა საქმეზეა გამოძახებული, და გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მოწმეს უნდა განუმარტონ, რომ იგი ვალდებული არ არის მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო ნათესავების მამხილებელი ჩვენება. გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს მოწმის დამოკიდებულება ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის მიმართ.
4. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწმეს უნდა შესთავაზონ თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმის შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება მას დაუსვან კითხვები.
5. მოწმის თხოვნით დაკითხვას შეიძლება დაესწროს მისი ადვოკატი.
მუხლი 306. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა
1. არასრულწლოვანი მოწმე შეიძლება დაიკითხოს ასაკის მიუხედავად, იმ პირობით, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით წარმოადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობები.
2. 14 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა ტარდება პედაგოგის ან არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის დასწრებით. 7 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან მისი არ არსებობისას მეურვის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
3. დაკითხვის დაწყებამდე ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირებს უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ დაესწრონ დაკითხვას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და, გამომძიებლის ნებართვით, დასვან შეკითხვები. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვები, რომლებიც საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ ისინი ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
4. 16 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
მუხლი 307. ყრუ-მუნჯი და მძიმედ დაავადებული მოწმის დაკითხვა
1. ყრუ-მუნჯი მოწმის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია მისთვის იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება. დაკითხვაში ასეთი პირის მონაწილეობა ოქმში უნდა აისახოს.
2. ფსიქიკურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადებული მოწმის დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და მისი დასწრებით.
მუხლი 308. მოწმის დაკითხვის ოქმი
1. მოწმის დაკითხვის შესახებ დგება ოქმი. მასში უნდა აისახოს დამკითხველი პირის თანამდებობა და გვარი, მოწმის სახელი და გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე მისი ურთიერთობა ეჭვმიტანილთან, ბრალდებულსა თუ დაზარალებულთან. ოქმში უნდა აისახოს, რომ მოწმეს განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა.
2. მოწმის ჩვენება და დასმულ კითხვაზე პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.
3. მოწმე ჩვენებას იძლევა იმ ენაზე, რომელიც იცის. თუ მოწმემ არ იცის სამართალწარმოების ენა, დაკითხვა ხდება თარჯიმნის მონაწილეობით.
4. მოწმეს უფლება აქვს ჩვენება დაწეროს საკუთარი ხელით, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვები.
5. დაკითხვის დამთავრებისთანავე მოწმეს უნდა გააცნონ ოქმი; მასში უნდა შეიტანონ დამატება-შესწორებანი, თუ ასეთები არსებობს.
6. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ მოწმემ და გამომძიებელმა, აგრეთვე პედაგოგმა და ექიმმა, თუ ისინი ესწრებოდნენ დაკითხვას. ამასთან, მოწმე ხელს აწერს ოქმის თითოეულ გვერდს.
7. თუ მოწმე უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს ამის მიზეზი, გააკეთოს შესაბამისი მინაწერი დაკითხვის ოქმის ბოლოს და დაამოწმოს ოქმი თავისი ხელმოწერით.
მუხლი 309. დაზარალებულის დაკითხვა
1. დაზარალებულის დაკითხვა ტარდება მოწმის დაკითხვისათვის დადგენილი წესით.
2. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე ფსიქიკური და ფიზიკური ნაკლის მქონე დაზარალებულის დაკითხვა ტარდება მისი წარმომადგენლის მონაწილეობით.
მუხლი 310. ეჭვმიტანილის დაკითხვა
1. ეჭვმიტანილის დაკითხვა მისი დაკავების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მისი მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს ჩვენება მისცეს დამცველის თანდასწრებით. თუ შეუძლებელია დამცველის მონაწილეობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მისი მონაწილეობა უზრუნველყონ და განუმარტონ დაკავებულს, რომ დამცველის მოსვლამდე უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება.
3. დაკითხვის დაწყებამდე მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა ეჭვმიტანილს უნდა აცნობონ ეჭვის არსი და განუმარტონ მისი უფლებები.
4. დაკითხვის დაწყებისთანავე ეჭვმიტანილს უნდა შესთავაზონ, რომ მისცეს ჩვენება ეჭვისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომელთაც, მისი აზრით, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს საქმისათვის.
5. ეჭვმიტანილის დაკითხვისას უნდა იხელმძღვანელონ ბრალდებულის დაკითხვისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 311. ბრალდებულის დაკითხვა
1. ბრალდების წაყენებისა და დამცველთან ბრალდებულის კონსულტაციის შემდეგ იგი უნდა დაიკითხოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ ბრალდებული თავს არიდებს გამოცხადებას, – მისი მოყვანისთანავე.
2. ბრალდებული უნდა დაიკითხოს დღის საათებში, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა.
3. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წინასწარი გამოძიების ადგილას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – იქ, სადაც იგი იმყოფება.
4. ბრალდებულის დაკითხვა ტარდება სხვა ბრალდებულთაგან განცალკევებით.
5. ბრალდებულის დაკითხვაზე დასწრების უფლება აქვს დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.
6. ბრალდებულის პირველ დაკითხვაში მონაწილეობს პროკურორი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
7. ყრუ-მუნჯი ბრალდებულის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება მისთვის.
8. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წაყენებული ბრალდების არსის მიხედვით, აგრეთვე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა შესახებ.
9. დაკითხვის დაწყებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე.
10. დაკითხვის დაწყებისთანავე გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში.
11. ბრალდებულის დუმილი ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
12. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას თავისუფლად უნდა ჩამოაყალიბოს მისთვის ცნობილი ყველა გარემოება, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვა გამომძიებელმა, პროკურორმა და დამცველმა. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვა, თუ იგი საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ კითხვა უნდა დაფიქსირდეს ოქმში.
13. 16 წლამდე ასაკის ბრალდებულის დაკითხვაში მონაწილეობს პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი.
მუხლი 312. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი
1. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ყოველი დაკითხვისას გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელშიც უნდა აისახოს დაკითხვის ადგილი, დრო, გამომძიებლის გვარი და თანამდებობა, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, ინფორმაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა ნასამართლევი, აქვს თუ არა მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე მონაცემები ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის შესახებ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.
2. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ჩვენება, აგრეთვე დასმულ კითხვაზე მათი პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში და შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.
3. დაკითხვის დამთავრებისთანავე გამომძიებელმა ოქმი უნდა გააცნოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს. მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ოქმში დამატებისა თუ შესწორების შეტანა, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ოქმს ხელს აწერენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, გამომძიებელი, აგრეთვე პროკურორი, დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, პედაგოგი, თარჯიმანი, თუ ისინი მონაწილეობდნენ დაკითხვაში. თუ ოქმი რამდენიმე გვერდზეა დაწერილი, ეჭვმიტანილმა და ბრალდებულმა ხელი უნდა მოაწერონ თითოეულ გვერდს.
მუხლი 313. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ ჩვენების დაწერა
ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით დაწერონ ჩვენება, რაც გამომძიებელმა უნდა აღნიშნოს ოქმში. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის წერილობითი ჩვენების გაცნობის შემდეგ გამომძიებელს შეუძლია მას კითხვა დაუსვას. კითხვაც და მიღებული პასუხიც შეტანილ უნდა იქნეს ოქმში.
მუხლი 314. დაპირისპირება
1. გამომძიებელს უფლება აქვს დააპირისპიროს ადრე დაკითხული ორი პირი, თუ მათ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა.
2. ბრალდებულს უფლება აქვს დაუპირისპირდეს იმ პირს, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში.
3. დაპირისპირებამდე უნდა დაზუსტდეს, იცნობენ თუ არა დაკითხული პირები ერთმანეთს და რა ურთიერთობა აქვთ. მოწმე უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე უნდა განუმარტონ, რომ მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს საკუთარი თავისა და ახლო ნათესავების საწინააღმდეგო ჩვენება.
4. დასაპირისპირებლად გამოძახებულ პირებს რიგრიგობით უნდა ჩამოართვან ჩვენება საქმის იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა გასარკვევადაც ტარდება დაპირისპირება. ამის შემდეგ გამომძიებელი მათ უსვამს კითხვებს. გამომძიებლის ნებართვით დაპირისპირებაზე გამოძახებულ პირებსაც შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან კითხვები.
5. დაპირისპირებულთა წინა ჩვენებების გამოცხადება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენებებს მისცემენ დაპირისპირებისას და მათ შეიტანენ ოქმში.
6. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაპირისპირებას შეიძლება ესწრებოდნენ დამცველი, პედაგოგი, ექიმი, თარჯიმანი და დასაკითხის კანონიერი წარმომადგენელი.
7. გამომძიებელი ადგენს დაპირისპირების ოქმს და აცნობს მას დაპირისპირების მონაწილეებს. დაკითხულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ოქმში შესწორებისა და დამატების შეტანა. გამომძიებელი დაკითხულ პირებს აცნობს დაპირისპირების ოქმს. ისინი ხელს აწერენ თავიანთ ჩვენებებს და მთლიანად ოქმს. ოქმს ხელს აწერენ აგრეთვე ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირები, თუ ისინი მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში.
თავი XXXVIII
ამოღება და ჩხრეკა
მუხლი 315. ამოღებისა და ჩხრეკის მიზანი
1. ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოაჩინონ და ამოიღონ დანაშაულის იარაღი, საგანი, რომელსაც დანაშაულის კვალი ატყვია, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი და ფასეულობა, სხვა საგანი და დოკუმენტი, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად.
2. ჩხრეკის ჩატარება შეიძლება აგრეთვე ძებნილი პირისა და გვამის აღმოსაჩენად.
მუხლი 316. ამოღების საფუძველი
მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი და დოკუმენტი, თუ შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ისინი ინახება გარკვეულ ადგილას, გარკვეულ პირთან და მათი ძებნა არ არის საჭირო.
მუხლი 317. ჩხრეკის საფუძველი
მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ჩაატარონ ჩხრეკა, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ გარკვეულ საცხოვრებელ, სასამსახურო, საწარმოო სათავსში, ამა თუ იმ ადგილას ან ამა თუ იმ პირთან ინახება 315-ე მუხლში აღნიშნული საგანი, დოკუმენტი, და არსებობს მონაცემები, რომ მათ ნებაყოფლობით არ გასცემენ.
მუხლი 318. შუამდგომლობა ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ
1. თუ არსებობს ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი, მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა მიმართოს სასამართლოს მოტივირებული შუამდგომლობით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის თაობაზე მოსამართლის ბრძანების მისაღებად.
2. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს: სად ან ვისთან უნდა მოხდეს ამოღება ან ჩხრეკა; იმ საგნისა და დოკუმენტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის და რომელთა ამოღებაც უნდა მოხდეს; მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას; ბრძანების შესასრულებლად გამოთხოვილი ვადა; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელსაც ევალება ბრძანების შესრულება.
3. შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმის მასალები მოსამართლეს უნდა წარედგინოს 290-291-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მუხლი 319. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი
მოსამართლე 292-293-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობას ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ბრძანებით იძლევა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვას. ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე შენობა, რომელშიც ნებადართულია ამოღება ან ჩხრეკა, მოქალაქე, საწარმო, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის ეს შენობა, მოქალაქე, რომლის მიმართაც ნებადართულია პირადი ჩხრეკის ჩატარება, ჩხრეკისა თუ ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები საგანი, დოკუმენტი და მათი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.
მუხლი 320. ამოღება და ჩხრეკა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე
1. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი გამოვლინდა, სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს განჩინება (დადგენილება), რომელშიც აღინიშნება 316-317-ე მუხლებში მითითებული მონაცემები, და ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ავალებს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს.
2. ამოღების ან ჩხრეკის ოქმს და მათი ჩატარებისას ამოღებულ საგანსა და დოკუმენტს მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი დაუყოვნებლივ გადასცემენ სასამართლოს.
მუხლი 321. ამოღებისა და ჩხრეკის დამსწრე
1. ამოღებას ან ჩხრეკას ესწრება არანაკლებ ორი დამსწრისა. პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, უფლება აქვს აცილება მისცეს დამსწრეს, თუ საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ დამსწრე გაახმაურებს მონაცემებს გასაჩხრეკის პირადი ცხოვრების შესახებ ან თავად ჩხრეკის ფაქტს.
2. ამოღება ან ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობით.
3. ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის პატრონი ანდა ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.
4. ამოღება ან ჩხრეკა საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის შენობაში უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.
5. პირი, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, აგრეთვე დამსწრე, სპეციალისტი, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის ყველა მოქმედებას, გააკეთოს განცხადება, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
მუხლი 322. ამოღებისა და ჩხრეკის ადგილი
1. ამოღება და ჩხრეკა შეიძლება სამსახურებრივ შენობაში, საცხოვრებელ ბინასა და სხვა მფლობელობაში, სატრანსპორტო საშუალებაში თუ სხვა ადგილას, სადაც შეიძლება იყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი.
2. გასაჩხრეკთან ერთ ბინაში მცხოვრები სხვა პირის ნივთის ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დამალა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი.
3. თუ ამოღების ან ჩხრეკის დროს წარმოიშვა იმ შენობისა თუ ადგილის შემოწმების აუცილებლობა, რომელიც არ არის მითითებული მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში), საჭიროა დამატებითი ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) მიღება ძებნის სფეროს გაფართოების თაობაზე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღება ან ჩხრეკა შეიძლება მოსამართლის ბრძანების გარეშეც, მაგრამ შემდგომ მოსამართლეს უნდა ეცნობოს ამის შესახებ 290-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით დადგენილი წესით.
მუხლი 323. ამოღებისა და ჩხრეკის წესი
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ შევიდნენ ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით.
2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს.
3. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი.
4. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე.
5. ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი წინადადებას იძლევიან ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
6. ჩხრეკის დაწყების წინ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა.
7. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი.
8. ყველა მოპოვებული საგანი და დოკუმენტი უნდა წარედგინოს დამსწრეთ, იქ მყოფ სხვა პირებს, დაწვრილებით აღიწეროს ოქმში და, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი, აგრეთვე დამსწრეებისა და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს. შეფუთული ნივთის შემდგომ გახსნა და ლუქის ახდა დასაშვებია მხოლოდ დამსწრეთა მონაწილეობით.
9. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას.
მუხლი 324. უკანონო და უსაფუძვლო ამოღებისა და ჩხრეკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
1. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას არ აღმოჩნდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, იმ პირს, რომელთანაც ტარდებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება, ბოდიში უნდა მოუხადონ, ხოლო თუ ის მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს წერილობით.
2. ამოღების ან ჩხრეკის შემდეგ, თუ არ აღმოჩნდა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს სადგომში წესრიგის აღდგენა და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოქალაქეს მიადგა ამოღების ან ჩხრეკის შედეგად.
3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას დაირღვა ამ საგამოძიებო მოქმედების კანონით დადგენილი წესი, ამოღებული საგანი ან დოკუმენტი არ იძენს ან კარგავს მტკიცებულების მნიშვნელობას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.
მუხლი 325. პირადი ჩხრეკა და ამოღება
1. 316-317-ე მუხლებში აღნიშნული საფუძვლების არსებობისას მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთებში ან სხეულზე.
2. პირადი ჩხრეკა ან ამოღება ტარდება 321–324-ე და 326-327-ე მუხლებში აღნიშნული წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გარეშე პირადი ჩხრეკა ან ამოღება შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ 142-ე მუხლის შესაბამისად, ეჭვმიტანილის შეპყრობისას არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი ან ცდილობს თავიდან მოიშოროს მტკიცებულება, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში;
ბ) 145-ე მუხლის მიხედვით პოლიციაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში ეჭვმიტანილის მიყვანის შემდეგ დაკავების ოქმის შედგენისას;
გ) ბრალდებულის დაპატიმრებისას, თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი, საგანი, რომლის შენახვაც კანონით იკრძალება, ანდა საგანი ან დოკუმენტი, რომელსაც საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს;
დ) თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების ადგილას მყოფი პირი მალავს ამოსაღებ საგანს ან დოკუმენტს.
4. პირადი ჩხრეკა და პირისაგან საგნის, ნივთისა თუ დოკუმენტის ამოღება, რასაც თან სდევს გაშიშვლება, უნდა ჩაატაროს იმავე სქესის თანამდებობის პირმა იმავე სქესის დამსწრეთა მოანაწილეობით. საჭიროებისამებრ შეიძლება მოწვეული იქნეს სპეციალისტმა.
მუხლი 326. ამოღებისა და ჩხრეკის ოქმი
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ ამოღების ან ჩხრეკის ჩამტარებელი თანამდებობის პირი, დამსწრე, სპეციალისტი და პირი, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა ან ამოღება, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – 321-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი.
2. ოქმში მითითებული უნდა იყოს, რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი ან დოკუმენტი, ნებაყოფლობითაა ის გადაცემული, თუ – იძულებით ჩამორთმეული. ყველა ჩამორთმეული საგანი და დოკუმენტი ოქმში უნდა აღინიშნოს მათი რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების მითითებით.
3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას იყო მცდელობა გაენადგურებინათ და გადაემალათ მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, ანდა, თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. აქვე უნდა აღინიშნოს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის მიერ განხორციელებული ღონისძიებანი.
მუხლი 327. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლის გადაცემა
1. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი ხელმოწერით გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის პატრონს ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს იმ წარმომადგენელს, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა.
2. თუ ამოღება ან ჩხრეკა ტარდებოდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი ხელმოწერით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციას ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.
3. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ან პროკურატურის ორგანოს გერბიანი ბეჭდით.
მუხლი 328. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარება დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში შეიძლება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თხოვნით ან თანხმობით.
2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლის ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას აუცილებელია პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება.
მუხლი 329. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადება და ამოღება
1. თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი შეიცავს ცნობას ჩადენილი დანაშაულის, მიმალული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ, ანდა სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს ან საგანს, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით ამ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადების შესახებ.
2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღება ნიშნავს, რომ იკრძალება ადრესატისათვის მისი გადაცემა და მისი მიღების ფაქტის შეტყობინება მოსამართლის საგანგებო განკარგულებამდე, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან განაჩენის გამოტანამდე.
3. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს განეკუთვნება ყველა სახის წერილი, დეპეშა, რადიოგრამა, ბანდეროლი, ამანათი, საფოსტო კონტეინერი, ტელექსით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინება.
4. მოსამართლის ბრძანებაში საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ, გარდა 293-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ცნობებისა, მითითებული უნდა იყოს იმ პირის სახელი და გვარი, ვისაც ეგზავნება დასაყადაღებელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი, გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი – თუ არის ცნობა ამის შესახებ, დაყადაღებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის სახე, ყადაღის დადების ვადა, იმ საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი, მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის უფლება საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერებასა და ამოღებაზე.
5. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). დათვალიერებისა და ამოღების ოქმი დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთან ერთად დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.
6. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა წარუდგინოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსს. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შეუსრულებლობა ან გახმაურება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
7. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსი აჩერებს მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნულ კორესპონდენციას, სხვა გზავნილებს და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს.
მუხლი 330. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება
1. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულებაში მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნული დაწესებულების მომსახურეთა რიცხვიდან არანაკლებ ორი დამსწრისა, ხოლო თუ საჭიროა – შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ხსნის და ათვალიერებს დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს. თუ მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა აღმოაჩინა სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობა, დოკუმენტი ან საგანი, მან უნდა ამოიღოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი ან გადაიღოს მისი ასლი. სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობის, დოკუმენტის ან საგნის არარსებობის შემთხვევაში მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი იძლევა მითითებას, დათვალიერებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი გადასცენ ადრესატს ან შეაჩერონ ის მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული ვადით.
2. შეჩერებული გზავნილის დათვალიერების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება, რომელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით შეჩერდეს, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაატარა დათვალიერება და ამოღება, აგრეთვე დამსწრენი და სპეციალისტი.
მუხლი 331. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე დადებული ყადაღის მოხსნა
საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღას აუქმებს მოსამართლე მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, ანდა სასამართლო, როცა ამ ზომის გამოყენება აღარ არის საჭირო. ყველა შემთხვევაში ყადაღა უნდა მოიხსნას სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისთანავე ან განაჩენის გამოტანისთანავე.
მუხლი 332. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის უკანონო ან უსაფუძვლო დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
1. პირს, რომელმაც შეიტყო მისთვის გამოგზავნილი ან მის მიერ გაგზავნილი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შესახებ, უფლება აქვს ამ მოქმედების უკანონობის ან უსაფუძვლობის გამო იჩივლოს საკასაციო ინსტანციაში, სადაც მის საჩივარს ერთპიროვნულად განიხილავს მოსამართლე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით. თუ საჩივარი საფუძვლიანად ცნეს, მომჩივანს წერილობით უნდა მოუხადოს ბოდიში ბრძანების გამცემმა მოსამართლემ. მომჩივანს აგრეთვე უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა.
2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის უკანონო დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შედეგად მიღებული მასალა, დოკუმენტი, საგანი არ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.
თავი XXXIX
დათვალიერება
მუხლი 333. დათვალიერების მიზანი და სახეები
1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი, გვამი, ადგილმდებარეობა, სადგომი, საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი.
2. ადამიანის სხეულის დათვალიერება ხდება შემოწმების ან ექსპერტიზის ჩატარებისას, ხოლო საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილისა – მისი დაყადაღებისა და ამოღების დროს.
3. ამოღებისა და ჩხრეკის ჩატარების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტის, საგნისა და კვალის დათვალიერება ხდება ამ საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას.
მუხლი 334. ზოგადი დებულებები დათვალიერების წესის შესახებ
1. დათვალიერება ტარდება ორი დამსწრის მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, სისხლის სამართალწარმოების სხვა მონაწილეები.
2. აუცილებლობის შემთხვევაში დათვალიერებისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს ფოტო- და კინოგადაღებას, ხმის ჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდებს.
3. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოვლენას.
4. დათვალიერების დროს აღმოჩენილი და ამოღებული საგნები თუ დოკუმენტები უნდა წარუდგინონ დამსწრეებსა და დათვალიერების სხვა მონაწილეებს. ამასთან, უნდა მოხდეს მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული საგნის, დოკუმენტის, კვალის, ტვიფრის ან ანაბეჭდის ამოღება.
5. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტისა და კვალის დასათვალიერებლად საჭიროა ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, დათვალიერება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილას.
მუხლი 335. შემთხვევის ადგილის დათვალიერება
1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.
2. დიდი ტერიტორიისა და სადგომის დათვალიერება შეიძლება ჩაატაროს რამდენიმე მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა ორზე მეტი დამსწრის მონაწილეობით.
3. პირმა, რომელიც დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი და დოკუმენტი, აგრეთვე კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა შეფუთოს და დალუქოს, შეფუთულ საგანზე, ლუქის გარდა, აღინიშნება საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირისა და დამსწრეთა ხელმოწერები და თარიღი.
მუხლი 336. გვამის დათვალიერება
1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას ატარებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი, დამსწრეთა და სასამართლო ექსპერტის მონაწილეობით, ხოლო თუ სასამართლო ექსპერტის მონაწილეობა შეუძლებელია – სხვა ექიმის მონაწილეობით. საჭიროების შემთხვევაში, გვამის დასათვალიერებლად შეიძლება მოწვეულ იქნეს სხვა სპეციალისტიც.
2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. გვამის დათვალიერებისას შეიძლება საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება 375–384-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
მუხლი 337. ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერება
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერებას ატარებს 334–339-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი მიმართავს მოსამართლეს, რომელიც შესაბამისი საფუძვლის არსებობისას გასცემს სასამართლო ბრძანებას დათვალიერების ჩასატარებლად. ბრძანება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ან შესაბამისი საწარმოსა თუ დაწესებულების წარმომადგენელს.
3. გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებას შეიძლება მოჰყვეს ნივთიერ მტკიცებულებათა განადგურება, დამალვა ან გაფუჭება, გამონაკლისის სახით დასაშვებია ბინაში ან სამსახურებრივ სადგომში დათვალიერების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე როგორც აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ამ კოდექსით დადგენილი წესით (290-ე მუხლი).
4. საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში დათვალიერების ჩასატარებლად სავალდებულოა ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ჯარის ნაწილში, შტაბსა და სამხედრო დაწესებულებაში – სარდლობის წარმომადგენლის, ხოლო მაღაზიაში, ბაზარსა და საწყობში – მესაკუთრის, მეიჯარის ან მატერიალურად პასუხისმგებელი პირის დასწრება.
მუხლი 338. საგნისა და დოკუმენტის დათვალიერება
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ათვალიერებს საგანს ან დოკუმენტს მისი აღმოჩენის ადგილას, ხოლო თუ დასათვალიერებლად ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალებაა საჭირო, დათვალიერებას აგრძელებს გამოძიების ჩატარების ადგილას.
2. აუცილებლად უნდა მოხდეს იმ საგნის ან დოკუმენტის დათვალიერება, რომელიც თანამდებობის პირმა ან მოქალაქემ წარუდგინა მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს 129-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის ან დოკუმენტის განადგურებას ან დაზიანებას.
მუხლი 339. დათვალიერების ოქმი
1. დათვალიერების შესახებ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. ოქმში უნდა აღიწეროს დათვალიერებისას მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ყველა მოქმედება, აგრეთვე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ყველა კვალი, საგანი თუ დოკუმენტი. ამოღებული საგნის ან დოკუმენტის მფლობელს აძლევენ სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ოქმის ასლს.
3. ოქმში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, თუ რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალებები გამოიყენეს და რა შედეგები მიიღეს, ვინ მონაწილეობდა დათვალიერებაში და რაში გამოიხატებოდა ეს მონაწილეობა, რა საგანი და დოკუმენტი დაილუქა და როგორი ლუქით, სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნები და დოკუმენტები.
4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფირი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ დათვალიერების ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ, სპეციალისტმა და დათვალიერების მონაწილე სხვა პირმა.
5. კანონის დარღვევით ჩატარებული დათვალიერების შედეგად ამოღებულ საგანს, კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდს, დოკუმენტს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს.
თავი XL
საგამოძიებო ექსპერიმენტი
მუხლი 340. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი და მიზანი
1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების, სხვა მტკიცებულების ანდა საქმის გამო წამოჭრილი ვერსიის შესამოწმებლად, რისთვისაც შეიძლება მოაწყოს საჭირო ცდა, რათა აღადგინოს გამოსაკვლევი მოვლენა, გარკვეული მოქმედება, ვითარება და გარემოება ამა თუ იმ ფაქტის აღქმის, მოქმედების ჩადენის ან მოვლენის დადგომის შესაძლებლობის, მისი მექანიზმისა და კვალის წარმოქმნის შესამოწმებლად.
2. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება.
მუხლი 341. დადგენილება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ
1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება. საგამოძიებო ექსპერიმენტით მიყენებულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს.
2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება დაუშვებელია, თუ იგი არღვევს საზოგადობრივ წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მუხლი 342. საგამოძიებო ექსპერიმენტის წესი
1. საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება დამსწრეთა მონაწილეობით. ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირებიც. რთული ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს ორზე მეტი დამსწრისა და ერთზე მეტი სპეციალისტის მონაწილეობით.
2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ჩვენებაც უნდა შემოწმდეს. ამასთან, მოწმე და დაზარალებული უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.
3. თუ ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ჩვენებას ან ვერსიას. ამისათვის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, დაზარალებულსა და მოწმეს წინადადება ეძლევათ აღიდგინონ შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყვნენ. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის. მან შეიძლება აგრეთვე სახე იცვალოს.
4. ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებას, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი მოქმედება და შემთხვევა.
5. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს შეუძლია გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას, მოითხოვოს ექსპერიმენტის პირობის დაზუსტება და საცდელი მოქმედების განმეორება.
6. გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ახდენს გაზომვას, ფოტოგრაფირებას, კინოგადაღებას, აუდიო- და ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ექსპერიმენტულ ტვიფრსა და ანაბეჭდს.
7. კანონის დარღვევით მიღებული ექსპერიმენტის შედეგებს სისხლის სამართლის საქმეზე არა აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა.
მუხლი 343. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი
1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი, კონკრეტულად რაში გამოიხატა შემთხვევის ვითარებისა და გარემოების აღდგენა, რა საცდელი მოქმედება, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ და რამდენჯერ მოეწყო და რა შედეგია მიღებული.
2. ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას შედგენილი გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ხმის ჩანაწერი, კინო-, ვიდეოჩანაწერი, დამზადებული ექსპერიმენტული ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ ექსპერიმენტის ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ, სპეციალისტმა, ექსპერტმა და ექსპერიმენტის მონაწილე სხვა პირმა.
თავი XLI
ჩვენების ადგილზე შემოწმება
მუხლი 344. ჩვენების ადგილზე შემოწმების საფუძველი და მიზანი
1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ჩვენება შეამოწმოს შემთხვევის ადგილზე.
2. ჩვენების ადგილზე შემოწმება ტარდება იმ მიზნით, რომ:
ა) აღმოაჩინონ საგანი, დოკუმენტი, კვალი, რომლის ადგილსამყოფელიც ცნობილია პირისათვის, რომლის ჩვენებაც მოწმდება;
ბ) დააზუსტონ ადგილი, სადაც გამოძიებისას აღმოჩენილი იყო საგანი, დოკუმენტი, გვამი, კვალი;
გ) გამოავლინონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ადგილი ან მარშრუტი, ერთი და იმავე გარემოების შესახებ რამდენიმე პირის ჩვენების დამთხვევა ან განსხვავება;
დ) შეამოწმონ ჩვენების უტყუარობა მისი აღდგენისა და შემთხვევის ვითარებასთან შეჯერების გზით.
3. პირი, რომლის ჩვენებაც მოწმდება, შემთხვევის ადგილზე იძლევა განმარტებას, რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ჩვენების დაზუსტება.
4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების შედეგებს მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მაშინ, თუ გარკვეული შემთხვევის, საგნისა და ფაქტის შესახებ ამ პირის ინფორმირებულობა შეიძლება აიხსნას დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობით.
5. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში ჩვენების შესამოწმებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება.
მუხლი 345. ჩვენების ადგილზე შემოწმების წესი
1. ჩვენების ადგილზე შემოწმება ხდება 344–346-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. ჩვენების ადგილზე შემოწმებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი დამსწრეთა მონაწილეობით. შემოწმებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული და დამცველი, თუ ეს მოქმედება ტარდება მათი შუამდგომლობით.
3. გამომძიებელი ან პროკურორი საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ჩვენებას, წინადადებას აძლევს ჩვენების მიმცემ პირს დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ჩვენება, ხოლო საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს განუმარტავს ამ მოქმედების მიზანსა და წესს. თუ ამოწმებენ მოწმის ან დაზარალებულის ჩვენებას, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
4. რამდენიმე პირის ჩვენების ადგილზე ერთდროული შემოწმება დაუშვებელია.
5. ჩვენების მიმცემი პირი 344-ე მუხლში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და მისახვედრი კითხვების გარეშე.
6. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების განმეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის დათვალიერებაში და მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
7. ადგილზე შემოწმების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი ან კვალი, რომელსაც სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, დათვალიერებულ და ამოღებულ უნდა იქნეს დადგენილი წესით.
მუხლი 346. ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი
1. ჩვენების ადგილზე შემოწმების ჩასატარებლად გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. ოქმი უნდა შეიცავდეს ცნობას იმის შესახებ, თუ სად, როდის, რა პირობებში, რომელ პირთა დასწრებითა და მონაწილეობით ტარდებოდა ჩვენების შემოწმება, რა შინაარსისაა ადგილზე მიცემული ჩვენება, რა საგანი, დოკუმენტი ან კვალია აღმოჩენილი, დათვალიერებული და ამოღებული, რა დაზუსტება შეიტანა პირმა თავის ჩვენებაში.
3. ოქმი და ჩვენების შემოწმებისას შედგენილი მისი დანართები უნდა დაამოწმონ შემოწმების ჩამტარებელმა და იმ პირმა, რომლის ჩვენებაც მოწმდება, აგრეთვე დამსწრემ, სპეციალისტმა, ექსპერტმა და ამ საგამოძიებო მოქმედების სხვა მონაწილემ.
თავი XLII
წარდგენა ამოსაცნობად
მუხლი 347. პირის წარდგენა ამოსაცნობად
1. პირის ამოსაცნობად წარდგენამდე გამომძიებელმა უნდა დაკითხოს მოწმე, დაზარალებული, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, ამ პირის გარეგნობისა და სხვა ნიშნების, აგრეთვე იმ გარემოების შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს პირი.
2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ჩვენების მიცემისაგან თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
3. ამომცნობს ამოსაცნობი პირი უნდა წარუდგინონ იმავე სქესის არანაკლებ სამ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
4. ამოცნობამდე გამომძიებელი ამოსაცნობს სთავაზობს დაიკავოს ნებისმიერი ადგილი სხვა პირთა შორის.
5. გამომძიებლის გადაწყვეტილებით, პირის ამოცნობა შეიძლება მოხდეს ამოსაცნობზე ვიზუალური დაკვირვების გარეშე.
6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული არ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ ამომცნობმა მიუთითა ისეთ ნიშანზე, რომელიც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ერთი და იმავე ამომცნობის მიერ პირის ამოცნობის ხელმეორედ ჩატარება დაუშვებელია.
7. პირის ამოცნობა შეიძლება ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა პირის ფოტოსურათი, რომლებზედაც ამოსაცნობნი მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
8. დამცველს უფლება აქვს დაესწროს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ამოცნობას.
მუხლი 348. საგნის წარდგენა ამოსაცნობად
1. ამოსაცნობად საგნის წარდგენისას გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე უნდა დაკითხოს ამომცნობი ამოსაცნობი საგნის ნიშნებისა და იმ ვითარების შესახებ, რომელშიც მან ეს საგანი ნახა.
2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, მას აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების, ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტავენ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
3. ამოსაცნობი საგანი ამომცნობს უნდა წარუდგინონ სხვა ერთგვაროვან საგნებთან ერთად, რომელთა რაოდენობაც სამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამომცნობს სთავაზობენ მიუთითოს საგანი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშნებით ამოიცნო იგი.
4. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი საგნის ამოცნობისას, რომლის ანალოგიური საგნის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ წარმოდგენილი საგნის (გვამის) მიხედვით.
5. ამოსაცნობად წარდგენისას უნდა მონაწილეობდეს არანაკლებ ორი დამსწრისა.
მუხლი 349. ამოსაცნობად წარდგენის ოქმი
1. პირის ან საგნის ამოსაცნობად წარდგენის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აისახება ამომცნობის ვინაობა, აგრეთვე ცნობები ამოსაცნობად წარდგენილი პირისა და საგნის აღწერილობის თაობაზე. ოქმში დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ამოიცნეს პირი ან საგანი.
2. ოქმში უნდა აღინიშნოს ამოცნობის ჩატარების ადგილი და დრო, აგრეთვე მისი ჩამტარებელი პირის თანამდებობა და გვარი.
3. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე. ოქმს უნდა დაერთოს ამოცნობისას გამოყენებული კინო- ან ვიდეოგადაღების მასალა, ფოტოსურათი და ფირი.
4. თუ ამომცნობმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, ეჭვობს და ორჭოფობს ამოცნობის სისწორეში, აგრეთვე, თუ ამოცნობა ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესის დარღვევით, ამოსაცნობად წარდგენის ოქმი მტკიცებულებად არ გამოიყენება.
თავი XLIII
შემოწმება
მუხლი 350. შემოწმების საფუძველი და მიზანი
შემოწმება ტარდება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა:
ა) აღმოაჩინონ ადამიანის სხეულზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნიშანი ან თავისებურება, რისთვისაც ექსპერტიზა საჭირო არ არის;
ბ) ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებით გამოავლინონ ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური სიმთვრალის ან სხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობა, თუ ამისათვის ექსპერტიზა საჭირო არ არის.
მუხლი 351. შესამოწმებელი პირი
შეიძლება შემოწმდეს ბრალდებული, ეჭვმიტანილი და დაზარალებული. მოწმის შემოწმება დასაშვებია მხოლოდ მისი ჩვენების სისწორის გასარკვევად.
მუხლი 352. დადგენილება შემოწმების ჩატარების შესახებ
1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს შემოწმების ჩასატარებლად გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარის მონაცემებს, რომ ადამიანს სხეულზე აჩნევია დანაშაულის კვალი ან 350-ე მუხლში მითითებული სხვა ნიშნები.
2. დადგენილებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რა მიზნით ატარებს შემოწმებას, ვინ უნდა შემოწმდეს, ვისთან და როდის უნდა გამოცხადდეს პირი შესამოწმებლად.
მუხლი 353. შემოწმების ჩატარების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა
1. შემოწმების შესახებ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება სავალდებულოა იმ პირისათვის, რომელსაც იგი ეხება.
2. ეჭვმიტანილი და ბრალდებული, რომლებიც თავს არიდებენ შემოწმებას, შეიძლება იძულებით მოიყვანონ და შეამოწმონ.
3. დაზარალებული და მოწმე იძულებით შეიძლება შეამოწმონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოითხოვს შემოწმებას დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი ჩვენების გაბათილების მიზნით. მოწმისა და დაზარალებულის იძულებით შემოწმება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით.
მუხლი 354. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ შემოწმების ჩატარების წესი
1. შემოწმების ჩასატარებლად დადგენილებას ხელმოწერით აცნობენ შესამოწმებელს. შემოწმების ყველა მონაწილეს უნდა განემარტოს მათი უფლება-მოვალეობანი.
2. შემოწმებას, რომელიც დაკავშირებული არ არის სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, ატარებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი მოწმეთა თანდასწრებით, საჭიროების შემთხვევაში კი – სპეციალისტის მონაწილეობით.
3. შემოწმებისას, რომელიც დაკავშირებულია სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, აგრეთვე 350-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებთან, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, ატარებს ექიმი სამედიცინო მუშაკთაგან არანაკლებ ორი დამსწრის მონაწილეობით. ექიმს უფლება აქვს დაათვალიეროს შესამოწმებელი პირის სხეული, ჩაატაროს საჭირო გაზომვა და გამოიყენოს გასინჯვის ინსტრუმენტული მეთოდი. თუ შემოწმება ითვალისწინებს გაშიშვლებას, დამსწრე და სპეციალისტი იმავე სქესისა უნდა იყვნენ, რაც შესამოწმებელი.
მუხლი 355. შემოწმების ოქმი
1. შემოწმების ჩატარებისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში აღწერილი უნდა იყოს შემმოწმებელი პირის ყველა მოქმედება იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ის სრულდებოდა, და შემოწმებისას აღმოჩენილი ყველა კვალი, თავისებურება და ნიშანი. ოქმს ხელს აწერენ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე შემოწმებული, დამსწრე, ექიმი და სხვა სპეციალისტი.
2. თუ შემოწმებას ატარებდა ექიმი, იგი ადგენს და ხელს აწერს ოქმს, რომელსაც ასევე ხელმოწერით ადასტურებენ შემოწმებული და დამსწრენი, რის შემდეგაც იგი გადაეცემა მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს.
თავი XLIV
ექსპერტიზა
მუხლი 356. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი
1. ექსპერტიზა ტარდება მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის სპეციალისტთა დასკვნა. თუ მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, სპეციალისტსა და დამსწრეს აქვთ სპეციალური ცოდნა, ეს არ გამორიცხავს ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას.
2. მხარეს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე უფლება აქვს ჩაატაროს ექსპერტიზა იმ გარემოების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების დაცვას. ექსპერტიზის ჩატარებისა და ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის შესახებ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, რომელთა წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე. საექსპერტო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს მხარეთა მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარეთა მოთხოვნით, ექსპერტის დასკვნა სავალდებულო წესით დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
მუხლი 357. სასამართლო ექსპერტიზის საპროცესო ფორმა
1. ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით.
2. დაუშვებელია ექსპერტიზის შეცვლა უწყებრივი გამოკვლევით, რევიზიის აქტით, სპეციალისტის კონსულტაციით.
3. თუ ექსპერტიზა ტარდება მხარეთა ინიციატივითა და მათ ხარჯზე, ექსპერტიზის ჩატარებისა და ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის შესახებ მხარემ უნდა აცნობოს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, ხოლო ექსპერტიზის დამთავრებისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას ექსპერტის დასკვნა.
მუხლი 358. ექსპერტიზის სავალდებულო დანიშვნა
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დანიშნოს ექსპერტიზა, თუ უნდა დადგინდეს:
ა) სიკვდილის მიზეზი, სხეულის დაზიანების ხასიათი და სიმძიმის ხარისხი;
ბ) იყო თუ არა ორსულობა და მისი ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზი;
გ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმის ასაკი, როცა ასაკის შესახებ დოკუმენტი არ არსებობს, ან ის საეჭვოა;
დ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, აგრეთვე იმ პირის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა, რომლის მიმართაც იყენებენ სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას;
ე) პირის იდენტიფიკაცია ხმის მიხედვით;
ვ) დაზარალებულის ან მოწმის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა, მისი უნარი, სწორად აღიქვამდეს, იხსომებდეს და აღადგენდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს;
ზ) ფულადი ნიშნებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გაყალბება;
თ) აფეთქების, ხანძრის, კატასტროფისა და სხვა საგანგებო შემთხვევის გამომწვევი ტექნიკური მიზეზები.
2. ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულოა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების დასადგენადაც, თუ საამისოდ აუცილებელია სპეციალური ცოდნის გამოყენება.
მუხლი 359. ექსპერტად დანიშნული პირი
1. ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო ან სხვა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სპეციალისტი ან სხვა მცოდნე პირი, რომელსაც ნიშნავს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი, ანდა ანაზღაურებით იწვევენ მხარეები.
2. სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო დაწესებულების, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – სხვა დაწესებულების სპეციალისტი ან კერძო პირი.
3. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა ექსპერტად დანიშნული პირის გამოძახებისა და მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური ცოდნის მქონე პირისათვის, აგრეთვე იმ დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, სადაც ეს პირი მუშაობს.
4. მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზა ტარდება სპეციალური ცოდნის მქონე პირთან და იმ დაწესებულებასთან შეთანხმებით, სადაც იგი მუშაობს.
მუხლი 360. ექსპერტიზის ობიექტი
1. ექსპერტის გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ნივთიერი მტკიცებულება, ცოცხალი ადამიანის სხეული, ფსიქიკური მდგომარეობა, გვამი, დოკუმენტი.
2. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.
3. ექსპერტიზის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო გამოკვლევისათვის.
4. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე გამოკვლევის დაუხარჯავი ობიექტი უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს შეფუთული და დალუქული სახით.
5. ექსპერტიზის ობიექტი ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, საგამოძიებო ორგანოში ან პროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულების შენახვის წესის დაცვით.
6. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ასახულია სისხლის სამართლის საქმის მასალებში. საქმის მასალების მიხედვით ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტიზის დამნიშვნელმა უნდა მიუთითოს, რომელი მონაცემი მიაჩნია სარწმუნოდ, ან დაავალოს ექსპერტს გასცეს რამდენიმე ვარიანტით პასუხი დასმულ შეკითხვაზე იმისდა მიხედვით, თუ საქმის ურთიერთსაწინააღმდეგო მასალიდან რომელი დაედო საფუძვლად საექსპერტო დასკვნას.
მუხლი 361. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა
1. დამატებით ექსპერტიზას ატარებს იგივე ან სხვა ექსპერტი ჩატარებული გამოკვლევის ან დასკვნის შესავსებად.
2. განმეორებითი ექსპერტიზა ტარდება მაშინ, როცა ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია, მისი სისწორე საეჭვოა, ან არასარწმუნოა მტკიცებულება, რომელსაც იგი ემყარება, ანდა მოხდა ექსპერტიზის ჩატარების საპროცესო წესის არსებითი დარღვევა. განმეორებითი ექსპერტიზა ევალება სხვა ექსპერტს. განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს მოტივი, რატომ არის საეჭვო წინა ექსპერტიზის დასკვნა. წინა ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი შეიძლება დაესწროს განმეორებით ექსპერტიზას და მისცეს განმარტება, მაგრამ გამოკვლევასა და დასკვნის შედგენაში ის არ მონაწილეობს.
3. თუ გამოკვლევა დაიწყო ერთმა ექსპერტმა და დაასრულა მეორემ, მისი განმეორება არ არის საჭირო, თუ გამოყენებული მეთოდები მეორე ექსპერტის ეჭვს არ იწვევს.
მუხლი 362. საკომისიო ექსპერტიზა
1. რთული ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარონ ერთი სპეციალობის მქონე ექსპერტთა კომისიებმა. მხარეთა მოთხოვნით, საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ მათ მიერ მოწვეული ექსპერტები. ისინი თათბირობენ და, თუ საერთო აზრს გამოიტანენ, ხელს აწერენ დასკვნას. ექსპერტთა შორის უთანხმოების შემთხვევაში თითოეული იძლევა ცალკე დასკვნას უთანხმოების გამომწვევ ყველა ან ზოგიერთ საკითხზე.
2. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა საკომისიო ექსპერტიზის ჩასატარებლად სავალდებულოა შეასრულოს საექსპერტო დაწესებულებამ. თუ ექსპერტიზა დაევალა საექსპერტო დაწესებულებას, მის ხელმძღვანელს უფლება აქვს ორგანიზაცია გაუწიოს საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებას.
3. დაუშვებელია საექსპერტო გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღონ იმ პირებმა, რომლებიც არ არიან ექსპერტთა კომისიის წევრები.
მუხლი 363. კომპლექსური ექსპერტიზა
1. თუ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის ერთი ან სხვადასხვა დარგისა თუ სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის ფარგლებში რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებით, უნდა დაინიშნოს კომპლექსური ექსპერტიზა.
2. კომპლექსური ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტები თავიანთი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებში აყალიბებენ დასკვნებს იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა დასადგენადაც დაინიშნა ექსპერტიზა.
3. კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილე ყველა სპეციალისტს აქვს ამ სისხლის სამართლის საქმის ექსპერტის სტატუსი. თითოეული მათგანი გამოკვლევას ატარებს დამოუკიდებლად, აკისრია პასუხისმგებლობა მის გამო და იძლევა დასკვნას მხოლოდ თავისი სამეცნიერო კომპეტენციის ფარგლებში. ექსპერტს უფლება არა აქვს ხელი მოაწეროს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც სცილდება მისი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებს.
4. თუ ექსპერტიზა დავალებული აქვს საექსპერტო დაწესებულებას, კომპლექსური გამოკვლევის ორგანიზაცია ეკისრება მის ხელმძღვანელს.
მუხლი 364. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი
1. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ამოიწეროს საჭირო ცნობები ან გადაიღოს ასლი;
ბ) მოითხოვოს დასკვნის შესადგენად საჭირო დამატებითი მასალები და ობიექტები;
გ) უარი თქვას ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე, თუ გაირკვა, რომ დასმული საკითხი სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს, ან მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის შესადგენად;
დ) მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად;
ე) იშუამდგომლოს საკომისიო ან კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ვ) დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები, და აღნიშნოს ისინი თავის დასკვნაში.
2. ექსპერტი ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის გამოძახებით საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობისათვის;
ბ) შეადგინოს დასაბუთებული და ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ საკითხებზე;
გ) მისცეს ჩვენება ჩატარებული ექსპერტიზის გამო, თუ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს მისი დაკითხვა აუცილებლად მიაჩნია;
დ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი.
მუხლი 365. ექსპერტის კომპეტენციის ფარგლები
ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები და მისი დასკვნა არ უნდა სცილდებოდეს ექსპერტის სპეციალური ცოდნის ფარგლებს.
მუხლი 366. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს
1. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს უფლება აქვს:
ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას მისი დანიშვნის შესახებ;
ბ) აცილება მისცეს ექსპერტს;
გ) მოითხოვოს, რომ ექსპერტი დანიშნონ მის მიერ მითითებულ პირთაგან;
დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით. მოითხოვოს დაურთონ დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს;
ე) მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს დაუსვას დამატებითი კითხვები;
ვ) მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, დაესწროს ექსპერტიზას, ამასთან, მოსთხოვოს ექსპერტს განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება;
ზ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ აღძრას შუამდგომლობა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;
თ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტის დაკითხვაში, როცა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით იყო დანიშნული.
2. ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები აქვს აგრეთვე პირს, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, თუ ამის საშუალებას იძლევა მისი ფსიქიკური მდგომარეობა.
მუხლი 367. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ
1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზისათვის გაგზავნილი სხვა ობიექტები იმის მითითებით, თუ სად, როდის და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცნობები, რომლებსაც უნდა დაემყაროს ექსპერტის დასკვნები, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.
2. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სავალდებულოა იმ პირთათვის, რომელთაც იგი ეხებათ.
მუხლი 368. იძულების ფარგლები ექსპერტიზის ჩატარებისას
1. ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, ხოლო თუ მას 16 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია ან ფსიქიკურად არის დაავადებული, – მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების თანხმობით.
2. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა დაუშვებელია, გარდა ვენერიული თუ სხვა ინფექციური დაავადებების დადგენისა და აგრეთვე იმ შემთხვევებისა, როცა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოითხოვს იმ დაზარალებულის ჩვენების შემოწმებას, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 369. ექსპერტიზის ჩატარება საექსპერტო დაწესებულებაში
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გამოსაკვლევ ობიექტებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმესაც, უგზავნის საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც უნდა გასცეს განკარგულება იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებს ექსპერტიზას, რასაც აცნობებს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.
2. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანიზაციას უწევს ექსპერტიზის ჩატარებას, უზრუნველყოფს გამოკვლევის ობიექტების დაცვა-შენახვას, განსაზღვრავს ექსპერტიზის დამთავრების ვადებს. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება არა აქვს მიიწვიოს ექსპერტიზის ჩატარებისას პირი, რომელიც არ მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში, აგრეთვე ექსპერტიზის დამნიშვნელი პირის დადგენილების გარეშე მოითხოვოს სხვა დაწესებულებიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტი, ნივთიერი და სხვა მტკიცებულება.
მუხლი 370. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში
1. თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი.
2. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ექსპერტს გადასცემს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, განუმარტავს 364-ე მუხლით გათვალისწინებულ მის უფლება-მოვალეობებს და აფრთხილებს განზრახ არასწორი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ გაფრთხილებას ექსპერტი ადასტურებს ხელმოწერით. ამგვარადვე ფიქსირდება ექსპერტის განცხადება და შუამდგომლობა. ექსპერტის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.
3. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა, ან თუ შესაძლებლადაა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა (მოწმის გარდა) დასწრება.
მუხლი 371. ექსპერტის დასკვნა
1. საჭირო გამოკვლევების შემდეგ ექსპერტი ადგენს წერილობით დასკვნას, რომელსაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით.
2. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, თანამდებობა), ექსპერტის გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, სისხლის სამართლის საქმის რა მასალები გამოიყენა ექსპერტმა, რა ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები ან სხვა ობიექტები გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა, საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.
3. ექსპერტის დასკვნაში შეიძლება მიეთითოს დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი გარემოებები და მათი აცილების ორგანიზაციულ-ტექნიკური რეკომენდაციები.
4. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და გრაფიკები, სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებენ ექსპერტის დასკვნებს.
5. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს ყველა ან ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაუცემლობის მიზეზის დასაბუთებას, თუ გამოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ მისთვის წარდგენილი მასალები არ არის საკმარისი, ან ექსპერტი არაკომპეტენტურია.
6. გამოსაკვლევ გარემოებათა შესახებ ექსპერტის საალბათო დასკვნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ისინი მაინც უნდა აისახოს ექსპერტის დასკვნაში.
მუხლი 372. აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ
თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი აღმოაჩენს, რომ მის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად მისი ცოდნა არ არის საკმარისი, ან მისთვის წარდგენილი ობიექტები არ კმარა ექსპერტიზის ჩასატარებლად, იგი ადგენს მოტივირებულ აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ და უგზავნის ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.
მუხლი 373. ექსპერტის დაკითხვა
1. თუ ექსპერტის დასკვნა გაუგებარია, ან აქვს ხარვეზი, მაგრამ მის შესავსებად საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, ანდა აუცილებელია ექსპერტის მიერ გამოყენებული მეთოდისა და ტერმინების დაზუსტება, მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაკითხოს ექსპერტი 305-ე მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით.
2. დასკვნის წარმოდგენამდე ექსპერტის დაკითხვა დაუშვებელია.
3. ექსპერტის ჩვენება, რომელიც ავსებს მის დასკვნას, მტკიცებულებაა.
მუხლი 374. ექსპერტის დასკვნის შეფასება
1. ექსპერტის დასკვნას აფასებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი იმ თვალსაზრისით, თუ როგორ არის იგი დასაბუთებული, შეესაბამება თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს და არის თუ არა დაცული ექსპერტიზის ჩასატარებლად დადგენილი საპროცესო წესები.
2. ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის, მაგრამ, თუ იგი არ ეთანხმება დასკვნას, ეს მოტივირებული უნდა იყოს.
3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა და ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ეჭვი უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ.
თავი XLV
ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის
მუხლი 375. ნიმუშის აღების საფუძველი, სახე და ხერხი
1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის თვისებების ამსახველი ნიმუში, თუ მისი გამოკვლევა საჭიროა ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად.
2. ცოცხალი ადამიანისაგან შეიძლება აიღონ ნიმუში, რომელიც ასახავს შემდეგ თავისებურებებს: ბიოლოგიურს – სისხლი, თმა, ნერწყვი, გამონაყოფი; ფსიქოფიზიკურს – ხელწერა; ანატომიურს – კანის ნახჭის ანაბეჭდები, კბილების ტვიფრი; ხმის თავისებურება და პროფესიული ჩვევა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გამოკვლევისათვის აღებული ნიმუში (გარდა ხელწერისა და ხმის თავისებურებისა) შეიძლება აიღონ გვამის დათვალიერებისას, ხოლო ნიმუშები ბიოლოგიური ობიექტების სახით – ცხოველისაგან.
4. ნიმუშად შეიძლება აიღონ ნედლეულის, პროდუქციისა და მასალების სინჯები, რომლებიც გამოხატავს ნივთიერებათა გვარეობით ან ინდივიდუალურ, ფიზიკურ ან ქიმიურ თავისებურებებს.
5. გამოკვლევის პროცესში ექსპერტს უფლება აქვს აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტების საცდელი ნიმუშები მათი იდენტურობის ან სხვაობის დასადგენად.
მუხლი 376. პირი, რომელსაც უფლება აქვს აიღოს ნიმუში
1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დამსწრეთა, სპეციალისტისა და ექსპერტის მონაწილეობით პირისაგან აიღოს ნიმუში საექსპერტო გამოკვლევისათვის, თუ ეს არ არის დაკავშირებული მის გაშიშვლებასთან და არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ ჩვევებს.
2. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია ადამიანის სხეულის გაშიშვლებასთან, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშს იღებს ექიმი დამსწრე მედიცინის მუშაკთა მონაწილეობით.
მუხლი 377. პირი, რომლისგანაც შეიძლება ნიმუშის აღება
1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება აიღონ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისაგან, აგრეთვე პირისაგან, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
2. თუ არსებობს მონაცემები, რომ შემთხვევის ადგილას კვალი ან ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება სხვა პირის დატოვებული იყოს, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება ამ პირისაგან აიღონ მას შემდეგ, რაც დაკითხავენ როგორც დაზარალებულს ან მოწმეს ამ ნიმუშთან დაკავშირებულ გარემოებათა გამო.
მუხლი 378. დადგენილება ნიმუშის აღების შესახებ
ნიმუშის აღების შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ნიმუშის ამღები პირი, ის პირი, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, როგორი ნიმუშებია ასაღები და რა რაოდენობით, როდის და ვისთან უნდა მივიდეს პირი ნიმუშების ასაღებად, როდის და ვის უნდა გადაეცეს ნიმუშები მათი აღების შემდეგ.
მუხლი 379. ნიმუშის აღების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა
1. ბრალდებული და ეჭვმიტანილი, რომლებიც თავს არიდებენ ნიმუშის აღებას, შეიძლება იძულებით მოიყვანონ და ნიმუშიც იძულებით აიღონ, თუ საამისოდ გამოყენებული მეთოდები საფრთხეს არ უქმნის მათს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას.
2. დაზარალებულისა და მოწმისაგან ნიმუშების იძულებით აღება დაუშვებელია, გარდა 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 380. მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი იძახებს პირს ან თავად მიდის მასთან და ხელმოწერით აცნობს დადგენილებას ნიმუშის აღების შესახებ, განუმარტავს მას, აგრეთვე სპეციალისტსა და დამსწრეებს მათს უფლება-მოვალეობებს.
2. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი საჭიროების მიხედვით მოქმედებს და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის; ამასთან, შეიძლება გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური მეთოდები, რომლებიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშად მიღებული ბიოლოგიური ობიექტები იფუთება და ილუქება.
3. ნედლეულის, პროდუქციის, ნივთიერებისა და სხვა მასალების სინჯების ნიმუშების აღება ხდება ამოღების ან ჩხრეკის გზით.
4. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რომ სისხლის სამართლის საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაურთონ ნიმუში, და დადგენილებასა და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად უგზავნის შესაბამის ექსპერტს.
მუხლი 381. ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ექიმს ან სხვა სპეციალისტს წარუდგენს შესაბამის პირს, აგრეთვე დადგენილებას მისგან ნიმუშის აღების შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ამ საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის უფლება-მოვალეობები. ექიმის, სხვა სპეციალისტის, დამსწრეების აცილების საკითხს წყვეტს დადგენილების გამომტანი მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი.
2. ექიმი ან სხვა სპეციალისტი დამსწრეთა მონაწილეობით ატარებს საჭირო მოქმედებას და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოს მეცნიერულ-ტექნიკური მეთოდები და საშუალებები, თუ ეს არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშს ათვალიერებენ, ფუთავენ, ლუქავენ, ხელს აწერენ და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად გადასცემენ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს.
3. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ცხოველებისაგან ნიმუშების აღებას ავალებს ექიმ-ვეტერინარს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა სპეციალისტს.
მუხლი 382. ნიმუშის აღების ოქმი
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადგენს ოქმს, რომელშიც აღწერს თვით ნიმუშს, მის ასაღებად განხორციელებულ ყველა მოქმედებას, აგრეთვე გამოყენებულ მეცნიერულ-ტექნიკურ მეთოდებსა და საშუალებებს იმ თანამიმდევრობით, როგორითაც სრულდებოდა ეს მოქმედებები.
2. 381-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნიმუშის აღების ოქმს ადგენს ექიმი ან სხვა სპეციალისტი.
მუხლი 383. პიროვნების უფლებათა დაცვა ნიმუშის აღებისას
1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშის აღების მეცნიერულ-ტექნიკური მეთოდები და საშუალებები უსაფრთხო უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძლიერი ტკივილის შეგრძნების გამომწვევი სამედიცინო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, ხოლო თუ იგი 16 წლამდე ასაკისაა ან ფსიქიკურად ავადმყოფი ან ჭკუასუსტია, – მისი კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით.
2. ნიმუშის აღებისას დაუშვებელია ადამიანის პიროვნების პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედებები.
3. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია პირის გაშიშვლებასთან, სპეციალისტი და დამსწრენი იმავე სქესისანი უნდა იყვნენ, რაც ის პირი, რომლისგანაც იღებენ ნიმუშს.
მუხლი 384. ექსპერტის მიერ ნიმუშის აღება
1. გამოკვლევის პროცესში საცდელი ნიმუში შეიძლება აიღოს ექსპერტმა.
2. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაესწროს საცდელი ნიმუშის აღებას, რაც აისახება მის მიერ შედგენილ ოქმში.
3. გამოკვლევის შემდეგ ექსპერტი დალუქულ ნიმუშს ურთავს თავის დასკვნას.
4. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტისაგან მიღებულ ნიმუშსა და დასკვნას ურთავს სისხლის სამართლის საქმეს.
თავი XLVI
გვამის ექსჰუმაცია
მუხლი 385. გვამის ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი
თუ დათვალიერების, ამოცნობის ან საექსპერტო გამოკვლევის ჩასატარებლად გვამის ამოღება აუცილებელია, პროკურორი ან გამომძიებელი ამის თაობაზე აღძრავს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელსაც განიხილავს მოსამართლე და, თუ არის ამის საფუძველი, გასცემს ბრძანებას გვამის ექსჰუმაციის შესახებ.
მუხლი 386. გვამის ექსჰუმაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების სავალდებულოობა
მოსამართლის ბრძანება გვამის ექსჰუმაციის შესახებ სავალდებულოა დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციისათვის, გარდაცვლილის ნათესავებისა და სხვა პირებისათვის.
მუხლი 387. გვამის ექსჰუმაციის წესი
1. გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს გვამის ექსჰუმაციას დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის წარმომადგენლისა და დამსწრეთა მონაწილეობით. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში მონაწილეობს სასამართლო ექსპერტი, ხოლო თუ საჭიროა, – სხვა სპეციალისტებიც.
2. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში შეიძლება ჩააბან ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული, მოწმე, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ გვამი და მისი ტანსაცმელი.
3. გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, გვამის ექსჰუმაციას შეიძლება დაესწრონ გარდაცვლილის ნათესავები.
4. გვამის ექსჰუმაციის შესახებ ოქმი დგება 287-288-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმს შეიძლება დაერთოს სამარხის, კუბოსა და გვამის ფოტოსურათები, კინო- და ვიდეოგადაღების ფირები.
მუხლი 388. გვამის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებანი
1. თუ გვამის ექსჰუმაცია ტარდება მისი შემდგომი გაკვეთის მიზნით, საჭიროა დადგენილების გამოტანა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ამასთან, გვამი იგზავნება საექსპერტო დაწესებულებაში ან ექსპერტიზა ტარდება სხვა ადგილას.
2. გვამის დათვალიერება, ამოცნობა და შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება ხდება 336-ე, 348-ე, 375-384-ე მუხლებით გათვალისწინებული წესებით.
მუხლი 389. გვამის დამარხვა ექსჰუმაციის შემდეგ
ექსჰუმაციის შემდეგ გვამის დამარხვა ხდება იმ პირის თანდასწრებით, რომლის დადგენილებითაც მოხდა გვამის ექსჰუმაცია, ხოლო მისი ნებართვით – გარდაცვლილის ნათესავების თანდასწრებითაც.
კარი მერვე
წინასწარი გამოძიების შეჩერება და დამთავრება
თავი XLVII
სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერება
მუხლი 390. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოებას აჩერებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი 29-ე მუხლში მითითებული საფუძვლით და იმავე მუხლით დადგენილ ვადებში.
2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.
მუხლი 391. რამდენიმე ბრალდებულის საქმის წარმოების შეჩერება
თუ საქმის წარმოებაში ჩაბმულია რამდენიმე ბრალდებული, ხოლო შეჩერების საფუძველი ყველა ბრალდებულს არ ეხება, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ცალკე წარმოებად გამოყოს და შეაჩეროს საქმე ცალკეულ ბრალდებულთა მიმართ ან საერთოდ შეაჩეროს მთელი საქმის წარმოება, თუ ყველა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე ვერ გაგრძელდება გამოძიება ან სასამართლო განხილვა. ამასთან, უნდა გადაწყდეს თითოეული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ან სხვა საპროცესო იძულების საკითხი.
მუხლი 392. საქმის წარმოების ნაადრევი შეჩერების დაუშვებლობა
29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიება ჩერდება მხოლოდ ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ, რომლებიც შესაძლებელია ბრალდებულის გარეშე.
მუხლი 393. მიმალული ბრალდებულის ძებნა
1. გამომძიებელი ან პროკურორი აცხადებს მიმალული ბრალდებულის ძებნას და ამის განხორციელებას ავალებს შინაგან საქმეთა ან სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამის ორგანოს.
2. ძებნა შეიძლება გამოცხადდეს საქმის წარმოების შეჩერებამდეც.
3. ძებნილის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება.
4. ორგანოს, რომელსაც დავალებული აქვს ძებნა, ვალდებულია თვეში ერთხელ მაინც წარუდგინოს ძებნის გამომცხადებელს ანგარიში ძებნასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი შედეგების შესახებ.
მუხლი 394. შეჩერებული საქმის წარმოების განახლება
1. თუ აღარ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი ანდა თუ გავიდა 29‑ე მუხლში მითითებული ვადა, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან გამოიტანონ დადგენილება საქმის წარმოების განახლების შესახებ.
2. შეჩერებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილება წარმოების შეჩერების შესახებ უნდა გაუქმდეს, ხოლო თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას დადებითი შედეგი არ მოჰყვება, ხელახლა უნდა იქნეს გამოტანილი დადგენილება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
თავი XLVIII
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა
მუხლი 395. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი
მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე, როგორც კი წარმოიქმნება 28-ე მუხლში მითითებული საფუძველი.
მუხლი 396. საქმის შეწყვეტის წესი
1. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისას მომკვლევს, გამომძიებელსა, პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ. მომკვლევი და გამომძიებელი აღნიშნულ დადგენილებას საქმესთან ერთად უგზავნის პროკურორს.
2. მომკვლევის ან გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა პროკურორი ვალდებულია შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმე და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დაეთანხმოს დადგენილებას;
ბ) გააუქმოს დადგენილება და საქმე დაუბრუნოს მომკვლევს ან გამომძიებელს მოკვლევის ან გამოძიების ხარვეზის შესავსებად, ქმედების კვალიფიკაციის დასაზუსტებლად და ახალი ბრალდების დასადგენად;
გ) შეცვალოს საქმის შეწყვეტის საფუძველი.
მუხლი 397. დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ
1. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ.
2. დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება საქმის აღძვრის საბაბი და საფუძველი, მოკვლევისა და წინასწარი გამოძიებისას დადგენილი გარემოებები, რომლებიც აპირობებენ საქმის წარმოების შეწყვეტას.
3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების დაყადაღების გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ.
4. მარეაბილიტირებელ საფუძველზე ბრალდებულის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას.
მუხლი 398. გამომძიებლის მოქმედება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდეგ
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ პროკურორის მიერ დამტკიცებული დადგენილების ასლებს მომკვლევი ან გამომძიებელი უგზავნის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის განცხადებითაც აღიძრა საქმე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ პირებს განემარტებათ საქმის მასალების გაცნობისა და საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება და წესი.
მუხლი 399. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრება
1. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა და დამცველმა, დაზარალებულმა და მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე პირმა, რომლის განცხადებითაც აღიძრა საქმე.
2. საჩივარი სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს დადგენილების ასლის მიღებიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში.
3. საჩივარს სასამართლო განიხილავს 238-242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 400. შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოების განახლება
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეიძლება განახლდეს, თუ სასამართლომ გააუქმა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ოღონდ იმ პირობით, თუ არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა.
2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების განახლების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე პირს, რომლის განცხადებითაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
თავი XLIX
წინასწარი გამოძიების დამთავრება და სასამართლოში საქმის გაგზავნა
მუხლი 401. შეტყობინება გამოძიების დამთავრების შესახებ
1. გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს, დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს და განუმარტავს მათს უფლებას გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პროცესის თითოეულ მონაწილეს გამომძიებელი ატყობინებს აგრეთვე საქმის გაცნობის დროსა და ადგილს.
3. პროცესის მონაწილეებს უფლება აქვთ მოითხოვონ საქმის გაცნობის დროისა და ადგილის შეცვლა, უარი თქვან საქმის გაცნობაზე ან ნაწილობრივ გაეცნონ მას.
მუხლი 402. საქმის შესწავლის შეცვლა საპროცესო დოკუმენტის ასლის გადაცემით
1. პროცესის მონაწილის შუამდგომლობით და მისივე ხარჯებით, დასაშვებია საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის ან დოკუმენტთა ნაწილის ასლების გადაღება. პროცესის მონაწილე, რომელმაც მიიღო საპროცესო დოკუმენტის ასლი, საქმეს არ ეცნობა ან ეცნობა მხოლოდ იმ დოკუმენტს, რომლის ასლიც მისთვის არ გადაუციათ.
2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც მიიღო საპროცესო დოკუმენტის ასლი, უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებას, ფონო-, ფოტო-, კინო-, ვიდეო- და აუდიოდოკუმენტებს.
მუხლი 403. საქმის ერთობლივად და ცალ-ცალკე გაცნობა
1. ბრალდებულს უფლება აქვს გაეცნოს საქმეს დამცველთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, ხოლო დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს, – თავიანთ წარმომადგენლებთან ერთად.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში დასახელებულ პროცესის მონაწილეებს უფლება აქვთ ინდივიდუალურად გაეცნონ საქმის მასალებს.
3. საქმის ერთობლივი შესწავლისას დამცველი და წარმომადგენელი ვალდებულნი არიან ბრალდებულსა და მარწმუნებელს მისცენ საჭირო განმარტებანი და გაუწიონ სხვა იურიდიული დახმარება.
მუხლი 404. საქმის გაცნობის გადადება
1. პროცესის მონაწილის შუამდგომლობით, საპატიო მიზეზის არსებობისას, საქმის გაცნობა შეიძლება გადაიდოს არა უმეტეს 7 დღით.
2. თუ დამცველი ან წარმომადგენელი უწყების მიღებიდან 7 დღის განმავლობაში არ გამოცხადდება საქმის გასაცნობად, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს ეძლევათ შესაძლებლობა მომდევნო 2 დღის მანძილზე მოიწვიონ სხვა დამცველი ან წარმომადგენელი, ანდა მოითხოვონ მათი დანიშვნა სახელმწიფოს ხარჯზე.
მუხლი 405. საქმის გაცნობის წესი
1. საქმე გასაცნობად გადაეცემა აკინძული სახით. საქმის ფურცლები დანომრილი უნდა იყოს. საქმესთან ერთად გადაეცემა თანდართული ნივთიერი მტკიცებულებები და მასალები. ამასთან, გამომძიებელი შესაბამისი აპარატურის გამოყენებით ახდენს საგამოძიებო მოქმედების ოქმზე დართული კინო- და ვიდეოფილმის, სლაიდისა და ფონოგრამის დემონსტრირებას.
2. პროცესის მონაწილეებს სისხლის სამართლის საქმის ყველა ტომი გასაცნობად უნდა წარედგინოთ თანამიმდევრულად ან ერთდროულად.
3. საქმე გასაცნობად ცალ-ცალკე წარედგინება ყოველ ბრალდებულს, დაზარალებულს, ხოლო სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს – სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.
4. გამომძიებელი ადგენს პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის გაცნობის რიგითობას მათი წინადადებებისა და შუამდგომლობების გათვალისწინებით.
5. ერთ წარმოებაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გაერთიანებისას პროცესის ყოველი მონაწილე ეცნობა მხოლოდ იმ მასალას, რომელიც დაკავშირებულია მისთვის წაყენებულ ბრალდებასთან ან ამ დანაშაულით მიყენებულ ზიანთან. ბრალდებული, აგრეთვე მისი დამცველი, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, შეიძლება გაეცნონ საქმის სხვა მასალასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად.
6. პირს, რომელიც ეცნობა საქმეს, უფლება აქვს გააკეთოს ამონაწერი, გადაიღოს ნებისმიერი საპროცესო დოკუმენტის ასლი, მოახდინოს ნივთიერი მტკიცებულების ფოტოგრაფირება.
7. საქმიდან ამონაწერი ან საპროცესო დოკუმენტის ასლი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, ინახება საქმესთან და პროცესის მონაწილეს გასაცნობად ეძლევა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
8. არ შეიძლება ადვოკატს შეეზღუდოს იმის უფლება, რომ გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საქმის მასალებს. ამასთან, იგი უნდა გააფრთხილონ სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
მუხლი 406. საქმის მასალების გაცნობის დრო
1. დაუშვებელია საქმის გაცნობის დროის შეზღუდვა ან პროცესის მონაწილის იძულება, დააჩქაროს საქმის გაცნობა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. თუ პროცესის მონაწილე შეგნებულად აჭიანურებს საქმის გაცნობას, გამომძიებელს უფლება აქვს გამოიტანოს პროკურორის მიერ სანქციონირებული დადგენილება საქმის გაცნობის გონივრული და საკმარისი ვადის მითითებით. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
3. საქმის გასაცნობად მხარეს უნდა გამოეყოს დღე-ღამეში არანაკლებ 6 და არა უმეტეს 8 საათისა.
4. ბრალდებულისა და მისი დამცველის მიერ საქმის გაცნობის დრო არ ჩაითვლება ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 407. შუამდგომლობის აღძვრა და განხილვა
1. საქმის გაცნობის შემდეგ პირს უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა გამოძიების შევსების, ახალ მტკიცებულებათა მოპოვების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის შეწყვეტის ან სხვა საპროცესო გადაწყვეტილებათა მიღების შესახებ.
2. ზეპირი შუამდგომლობა შეაქვთ საქმის მასალების გაცნობის ოქმში, ხოლო წერილობითს ურთავენ საქმეს. საქმის მასალების გაცნობის დამთავრების შემდეგ წერილობითი შუამდგომლობის მოსამზადებლად პროცესის მონაწილეს, რომელიც საქმეს ეცნობოდა, ეძლევა დრო – 48 საათამდე, ხოლო საქმის დიდი მოცულობის ან განსაკუთრებული სირთულის შემთხვევაში – 72 საათამდე. იმავე ვადაში შუამდგომლობა უნდა გადაეცეს გამომძიებელს.
3. შუამდგომლობას განიხილავს გამომძიებელი მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში. მისი უარყოფის შემთხვევაში გამომძიებელს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომლის ასლსაც გადასცემს შუამდგომლობის აღმძვრელ პირს. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან. პროკურორმა საჩივარი უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ხოლო თუ ამისათვის აუცილებელია საქმის მასალების გაცნობა – არაუგვიანეს 48 საათისა. საჩივრის საფუძვლიანად ცნობის შემთხვევაში პროკურორი აუქმებს გამომძიებლის აღნიშნულ დადგენილებას და აძლევს მას შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს. პროკურორის მიერ საჩივრის გადაწყვეტამდე საქმე არ შეიძლება გადაეცეს სასამართლოს.
4. თუ შუამდგომლობა ეხება საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა გამოძიებას, რომლებიც ადრე არ ყოფილა გამოკვლეული, გამომძიებელი ვალდებულია შეავსოს წინასწარი გამოძიება. შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და დამატებითი საპროცესო მოქმედების ჩატარების შემდეგ გამომძიებელი ისევ ატყობინებს პროცესის მონაწილეებს წინასწარი გამოძიების დამთავრებას და აცნობს მათ დამატებით მასალას, ხოლო პროცესის მონაწილის თხოვნით – საქმის ყველა მასალას.
მუხლი 408. პროცესის მონაწილის მიერ სისხლის სამართლის საქმის გაცნობის ოქმი
1. საქმის გაცნობის შესახებ გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გამომძიებლის გვარი, პროცესის მონაწილე, რომელიც გაეცნო საქმეს, საქმის გაცნობაზე უარის შესახებ განცხადების შინაარსი და მოტივები, საქმის გაცნობის დრო (მუშაობის ყოველი დღის მანძილზე საქმის გაცნობის დაწყებისა და დამთავრების საათი და წუთი) და ადგილი, გასაცნობად წარმოდგენილი საქმის ტომების რაოდენობა და თითოეული ტომის ფურცლების რაოდენობა. წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულებები და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ფონოდოკუმენტები, იმ პირთა შუამდგომლობებისა და სხვა განცხადებების შინაარსი, რომლებიც გაეცნენ საქმეს.
2. პროცესის ყოველი მონაწილის მიერ საქმის გაცნობის თაობაზე დგება ცალკე ოქმი. თუ ბრალდებული საქმეს ეცნობოდა დამცველთან ერთად, ხოლო დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე – წარმომადგენლებთან ერთად, უნდა შედგეს ერთიანი ოქმი მათ მიერ საქმის გაცნობის შესახებ.
3. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი, ბრალდებული, დამცველი, მარწმუნებელი და წარმომადგენელი.
მუხლი 409. საბრალდებო დასკვნა
1. საბრალდებო დასკვნა შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
2. შესავალ ნაწილში მითითებულია იმ ბრალდებულის (ბრალდებულთა) სახელი და გვარი და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (მუხლები), რომლის (რომელთა) მიხედვითაც კვალიფიცირდება ბრალდებულის (ბრალდებულთა) მოქმედება.
3. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებულია დანაშაულის გარემოებანი (დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, შედეგები და სხვა), მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას, გარემოებანი, რომლებიც ამძიმებენ ან ამსუბუქებენ პასუხისმგებლობას, მოსაზრებანი, რომლებიც ბრალდებულს მოჰყავს თავის დასაცავად, და მათი გაბათილება. საბრალდებო დასკვნაში მითითებული უნდა იყოს საქმის ტომები და ფურცლები.
4. სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს მონაცემები ბრალდებულის პიროვნების შესახებ, წაყენებული ბრალდების ფორმულირება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მითითებით, რომელიც (რომლებიც) ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის.
5. საბრალდებო დასკვნას ადგენს და ხელს აწერს გამომძიებელი მისი შედგენის ადგილისა და თარიღის მითითებით.
6. საბრალდებო დასკვნას ამტკიცებს პროკურორი ან მისი მოადგილე.
მუხლი 410. საბრალდებო დასკვნის დანართი
1. საბრალდებო დასკვნას დაერთვის სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სია, რომელიც უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან – ბრალდების დამადასტურებელ პირთა და ბრალდებულისა და დამცველის მიერ დასახელებულ პირთა სიისაგან.
2. საბრალდებო დასკვნას დაერთვის აგრეთვე ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ პატიმრობასა თუ შინაპატიმრობაში ყოფნის დროის მითითებით, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციისა თუ საპროცესო ხარჯების შესახებ.
3. სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სიაში მითითებული უნდა იყოს მათი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, აგრეთვე საქმის ფურცლები, სადაც ჩამოყალიბებულია მათი ჩვენებები ან დასკვნები.
4. პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს შეცვალოს საბრალდებო დასკვნაზე დართული სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბრალდებულისა და დამცველის მიერ დასახელებულ პირთა რიცხვის შემცირება არ შეიძლება.
მუხლი 411. სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნა პროკურორისათვის
საბრალდებო დასკვნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად გამომძიებელი დაუყოვნებლივ უგზავნის პროკურორს.
მუხლი 412. საბრალდებო დასკვნით შემოსულ საქმეზე პროკურორის მიერ გადასაწყვეტი საკითხები
გამომძიებლისაგან შემოსული საქმის განხილვისას პროკურორი ან მისი მოადგილე ვალდებულია შეამოწმოს:
ა) იყო თუ არა ქმედება, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, და არის თუ არა ამ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა;
ბ) ხომ არ არსებობს საქმის შეწყვეტის გარემოებები;
გ) ყოველმხრივი, სრული და ობიექტურია თუ არა მოკვლევა ან წინასწარი გამოძიება;
დ) დასაბუთებულია თუ არა წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით;
ე) წაყენებული აქვს თუ არა პირს ბრალდება ყველა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც მოკვლევამ ან წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა;
ვ) მიცემულია თუ არა პასუხისგებაში როგორც ბრალდებული, ასევე დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი;
ზ) სწორია თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია;
თ) შედგენილია თუ არა საბრალდებო დასკვნა საპროცესო ნორმების დაცვით;
ი) სწორად არის თუ არა არჩეული აღკვეთის ღონისძიება;
კ) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად;
ლ) გამოვლენილია თუ არა მიზეზები და პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის ჩადენას, და მიღებულია თუ არა ზომები მათ აღსაკვეთად;
მ) დაცულია თუ არა მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ ამ კოდექსის ყველა სხვა მოთხოვნა.
მუხლი 413. პროკურორის გადაწყვეტილება საბრალდებო დასკვნით შემოსული საქმის გამო
პროკურორი ან მისი მოადგილე ვალდებულია არა უმეტეს 5 დღე-ღამის ვადაში განიხილოს შემოსული საქმე და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) თუ მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი საქმის სასამართლოში გადასაგზავნად, დაამტკიცოს თავისი რეზოლუციით ან ცალკე დადგენილებით საბრალდებო დასკვნა და შეადგინოს ახალი;
ბ) დაუბრუნოს საქმე თავისი წერილობითი მითითებებით გამომძიებელს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად;
გ) თუ საბრალდებო დასკვნა არ შეესაბამება ამ კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაუბრუნოს საქმე წერილობითი მითითებებით გამომძიებელს ახალი საბრალდებო დასკვნის შესადგენად;
დ) შეწყვიტოს საქმე და შეადგინოს შესაბამისი დადგენილება ამ კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით.
მუხლი 414. პროკურორის მიერ ახალი საბრალდებო დასკვნის შედგენა
თუ პროკურორი ან მისი მოადგილე საბრალდებო დასკვნას არ ეთანხმება, ის ადგენს ახალ საბრალდებო დასკვნას, ხოლო ადრე შედგენილი საბრალდებო დასკვნა ამოიღება საქმიდან და დაუბრუნდება გამომძიებელს აღმოჩენილ შეცდომებზე მითითებით.
მუხლი 415. ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ბრალდებით
თუ აუცილებელია ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ან ისეთი ბრალდებით, რომელიც თავდაპირველი ბრალდებისაგან არსებითად განსხვავდება ფაქტობრივი გარემოებებით, პროკურორი ან მისი მოადგილე საქმეს უბრუნებს გამომძიებელს ახალი ბრალდების წასაყენებლად.
მუხლი 416. საქმის სასამართლოში გაგზავნა
1. საბრალდებო დასკვნა დაერთვის საქმეს.
2. საბრალდებო დასკვნის დამტკიცების შემდეგ პროკურორი ან მისი მოადგილე საბრალდებო დასკვნის ასლს უგზავნის ბრალდებულს, დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.
3. პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ საბრალდებო დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 48 საათისა საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს.
4. სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შემდეგ ყოველგვარი შუამდგომლობა და საჩივარი წარედგინება უშუალოდ სასამართლოს.
კარი მეცხრე
წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში
თავი L
სამართალში მიცემა
მუხლი 417. სამართალში მიცემის ორგანოები
1. სამართალში მიცემის ორგანოა: რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად საქმეებზე – რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეებზე – სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია, რომელიც შედგება გამოძიების მოსამართლეებისაგან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განსჯადი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას სამართალში მიცემის სტადიაზე რიგითობის წესით ახორციელებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეები.
მუხლი 418. სამართალში მიცემის სტადიის ამოცანები
სამართალში მიცემის სტადიის ამოცანებია:
ა) სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერებისა და დასაბუთებულობის კონტროლი;
ბ) საქმის სასამართლო განხილვისათვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 419. საქმის მიღება წარმოებაში
1. პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს საბრალდებო დასკვნითურთ, სამართალში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად, განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეზე – სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებს, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განსჯად საქმეზე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას.
2. მოსამართლეს, რომელიც განიხილავს მიღებულ საქმეს, გამოაქვს დადგენილება წარმოებაში მისი მიღების შესახებ, მაგრამ მის წარმოებაში არსებულ ბოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უადრეს 24 საათისა და არა უგვიანეს 72 საათისა. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს, ვინ გამოიტანა დადგენილება, დადგენილების გამოტანის თარიღი და საფუძველი, აგრეთვე მონაცემები სისხლის სამართლის საქმის შესახებ.
3. წარმოებაში საქმის მიღების შესახებ დადგენილების ასლს მისი გამოტანიდან 24 საათის ვადაში მოსამართლე უგზავნის ბრალდებულს, დამცველს, პროკურორს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათს წარმომადგენლებს. დადგენილებას დაერთვის სამართალში მიცემის სტადიაზე პროცესის მონაწილეთა უფლებების ნუსხა: გამოძიების მოსამართლისათვის აცილების მიცემის, საქმის წინასწარი მოსმენის ჩატარების, მტკიცებულებათა გამოთხოვისა და მხარეთა ხელთ არსებული მტკიცებულებების საქმეზე დართვის, აღკვეთის ღონისძიებისა და ბრალდებულისათვის დაწესებული სხვა უფლებრივი შეზღუდვის შეცვლის ან გაუქმების, საქმის შეწყვეტის, საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების, ბრალდების შეცვლისა და სხვა საპროცესო გადაწყვეტილებათა მისაღებად შუამდგომლობათა აღძვრის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ დადგენილების ასლს მის დანართთან ერთად, მოსამართლე ბრალდებულს, დამცველს, პროკურორს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს უგზავნის ცნობას იმ ვადის მითითებით, რომლის განმავლობაშიც მათ შეუძლიათ წარმოადგინონ სასამართლოში თავიანთი შუამდგომლობები და 421-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამასთან, აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს 7 დღეზე ნაკლები. ეს ვადა გამოითვლება დასახელებული ადრესატებისათვის ცნობის გაგზავნის დღიდან.
მუხლი 420. სისხლის სამართლის საქმის შესწავლა
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე, გამოძიების მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ვალდებულია შეისწავლოს პროკურორისაგან შემოსული სისხლის სამართლის საქმე მისი შემოსვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა. თუ შესასწავლი საქმე რთულია ან მოცულობით დიდია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან იმ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა გამოძიების მოსამართლე, უფლება აქვს გააგრძელოს საქმის შესწავლის ვადა 14 დღემდე.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად საქმეებზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 7-დღიანი ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
3. საქმის შესწავლისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე, გამოძიების მოსამართლე და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ვალდებულნი არიან განიხილონ ბრალდებულის სამართალში მიცემასთან დაკავშირებით პროცესის მონაწილეთაგან შემოსული შუამდგომლობები და განცხადებები ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. წარმოებაში მიღებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლისათვის ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადების ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღისა მოსამართლეს, 422-ე მუხლით განსაზღვრული წესის დაცვით, გამოაქვს 424-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადგენილება, ხოლო 421-ე მუხლის მე-3-5 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დადგენილებით ნიშნავს საქმის წინასწარ მოსმენას.
მუხლი 421. საქმის წინასწარი მოსმენის ჩატარების საკითხის გადაწყვეტა
1. საქმის წინასწარი მოსმენა არ ტარდება კერძო ბრალდების საქმეზე, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი ფსიქიკური ავადმყოფებისადმი სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საქმეზე, საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე, რომელზედაც სასჯელად შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 5 წლისა.
2. წინასწარი მოსმენა არ ტარდება, თუ 419-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ პროცესის მონაწილეთაგან არავის მოუთხოვია მისი ჩატარება.
3. წინასწარი მოსმენის ჩატარების საფუძველია 419-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული პროცესის ერთ-ერთი მონაწილის მოთხოვნა, რომ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, დაუბრუნდეს პროკურორს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის, ხელახლა შედგეს საბრალდებო დასკვნა, შეიცვალოს ბრალდება, შეჩერდეს საქმის წარმოება, შეიცვალოს ან გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება ან საქმე გაიგზავნოს განსჯადობის მიხედვით.
4. წინასწარი მოსმენა ტარდება აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის ან გამოძიების მოსამართლის ინიციატივით, თუ მათ მიაჩნიათ, რომ არსებობს ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული საფუძველი, რაც საჭიროებს განხილვასა და შემოწმებას მხარეთა მონაწილეობით.
5. მხარეთა პოზიციის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის ან გამოძიების მოსამართლის აზრის მიუხედავად, წინასწარი მოსმენა სავალდებულოა იმ საქმეზე, რომელზედაც განსასჯელს შეიძლება დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე არასრულწლოვანთა საქმეებზე.
მუხლი 422. მოსამართლის კომპეტენცია, როცა წინასწარი მოსმენა არ ტარდება
თუ წინასწარი მოსმენა არ ტარდება, მოსამართლე შეისწავლის საქმის მასალებს, პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობებს, განცხადებებს, პასუხს გასცემს 423-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს და იღებს 424-ე მუხლში აღნიშნულ ერთ-ერთ დადგენილებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს სხდომა მხარეთა მონაწილეობით არ ტარდება.
მუხლი 423. სამართალში მიცემის სტადიაზე გასარკვევი საკითხები
წინასწარი მოსმენის ჩატარების მიუხედავად, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი საკითხები:
ა) საქმე იმ სასამართლოს განსჯადია თუ არა, რომელსაც პროკურორმა გაუგზავნა;
ბ) შეიცავს თუ არა ბრალდებულისათვის შერაცხული ქმედება დანაშაულის შემადგენლობას;
გ) არსებობს თუ არა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი;
დ) არსებობს თუ არა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი;
ე) მოპოვებულია თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სასამართლოში საქმის განსახილველად;
ვ) ჩატარდა თუ არა მოკვლევა და წინასწარი გამოძიება სრულად, ობიექტურად, ყოველმხრივ და ხომ არ არსებობს დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების საფუძველი;
ზ) მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ხომ არ დარღვეულა საპროცესო კანონი;
თ) არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული;
ი) სწორად არის თუ არა კვალიფიცირებული ბრალდებულის ქმედება;
კ) შედგენილია თუ არა საბრალდებო დასკვნა 414-ე მუხლის შესაბამისად;
ლ) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება ან საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებანი;
მ) მიღებულია თუ არა სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომები;
ნ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა პროცესის მონაწილეთა აცილება, შუამდგომლობა და განცხადებები;
ო) სწორად არის თუ არა გაერთიანებული ან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეები.
მუხლი 424. მოსამართლის მიერ მიღებული დადგენილება
1. იმის მიხედვით, თუ როგორ არის გადაწყვეტილი 423-ე მუხლში მითითებული საკითხები, მოსამართლეს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:
ა) განსჯადობის მიხედვით საქმის გაგზავნის შესახებ;
ბ) ბრალდებულის სამართალში მიცემისა და სასამართლო განხილვის დანიშვნის თაობაზე;
გ) დამატებითი გამოძიების ჩატარებისათვის საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ;
დ) საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე;
ე) საქმის მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მოსამართლე აღნიშნულ დადგენილებას მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 72 საათისა საქმესთან ერთად უგზავნის (გადასცემს) შესაბამისად იმ სასამართლოს, რომლის განსჯადიცაა ეს საქმე, ან იმ პროკურორს, ვისგანაც საქმე შემოვიდა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დადგენილების გასაჩივრება აჩერებს მის აღსრულებას საჩივრის განმხილველი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
მუხლი 425. დადგენილება საქმის განსჯადობის მიხედვით გადაცემის შესახებ
თუ სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას დადგინდა, რომ სისხლის სამართლის საქმე არ არის იმ სასამართლოს განსჯადი, სადაც იგი შემოვიდა, მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება და გზავნის საქმეს განსჯადობის მიხედვით.
მუხლი 426. დადგენილება ბრალდებულის სამართალში მიცემისა და სასამართლო განხილვის დანიშვნის შესახებ
1. თუ მოსამართლე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო განხილვისათვის არსებობს საკმარისი საფუძველი, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ საკითხის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე, გამოაქვს დადგენილება ბრალდებულის სამართალში მიცემისა და სასამართლო განხილვის დანიშვნის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა დაიწყოს ბრალდებულის სამართალში მიცემის დღიდან არა უგვიანეს 20 დღისა.
2. ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც კვალიფიცირდება ბრალდებულის ქმედება, განსასჯელის მიმართ გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიება, აგრეთვე გადაწყვეტილება, მიღებული შუამდგომლობისა და განცხადების, მათ შორის, მტკიცებულებათა დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე.
3. ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილებაში გადაწყვეტილი უნდა იყოს აგრეთვე სასამართლო სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:
ა) სასამართლო განხილვაში სახელმწიფო ბრალმდებლის მონაწილეობის შესახებ;
ბ) ბრალდებულის მიერ არჩეული პირის დამცველად დაშვების ან დამცველის დანიშვნის თაობაზე;
გ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც სასამართლოს სხდომაზე შეიძლება გამოიძახონ როგორც დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები და სპეციალისტები;
დ) თარჯიმნის გამოძახების შესახებ;
ე) სასამართლო განხილვის ადგილისა და დროის თაობაზე.
4. დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკითხი წყდება მე-16 მუხლის შესაბამისად.
5. თუ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, მისი ხელმეორედ დასმა შეიძლება სასამართლო განხილვისას.
6. თუ სასამართლოში საქმის გაგზავნისას პროკურორი წერილობით განაცხადებს, რომ საჭიროდ მიაჩნია ბრალდების მხარდაჭერა, მოსამართლეს უფლება არა აქვს უარი უთხრას ამაზე.
7. თუ წინასწარი გამოძიების ჩატარებისას არ მიღებულა დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომები, მოსამართლეს უფლება აქვს გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის ქონების დაყადაღების შესახებ და იგი აღსასრულებლად გადასცეს პროკურორს.
მუხლი 427. დადგენილება დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების შესახებ
1. დადგენილება საქმის პროკურორისათვის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ მოსამართლეს გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) წინასწარი გამოძიება ჩატარდა არასრულად, რასაც ვერ შეავსებს სასამართლო სხდომა ან გამოძიების მოსამართლე;
ბ) მომკვლევმა ან გამომძიებელმა არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონი;
გ) პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულისათვის სხვა ბრალდების წაყენებას;
დ) პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულად სხვა პირების ჩაბმას;
ე) არასწორად არის გაერთიანებული ან გამოყოფილი საქმეები.
2. საქმის პროკურორისათვის დაბრუნებისას მოსამართლე ვალდებულია დადგენილებაში მიუთითოს დაბრუნების საფუძველი, დამატებით გამოსარკვევი გარემოებანი და ის საგამოძიებო მოქმედებანი, რომლებიც უნდა ჩატარდეს. მოსამართლეს უფლება აქვს გადაწყვიტოს, რომ დამატებითი გამოძიება დაევალოს სხვა გამომძიებელს. დადგენილებაში გადაწყვეტილი უნდა იყოს აგრეთვე აღკვეთის ღონისძიებათა საკითხი.
მუხლი 428. დადგენილება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ
1. თუ სამართალში მიცემის საკითხის განხილვისას გაირკვა, რომ ბრალდებული მიიმალა ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება ბრალდებულის მოძებნამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებული საზღვარგარეთაა და არ ცხადდება გამომძიებლის ან პროკურორის გამოძახებით.
2. თუ ექიმის მიერ დადასტურებულია ბრალდებულის მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობა, რაც გამორიცხავს სასამართლო სხდომაში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
მუხლი 429. დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ
1. 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, იგი აუქმებს აღკვეთის, სამოქალაქო სარჩელისა და საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის, იძულების სხვა ღონისძიებებს და წყვეტს ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხს. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ასლები გადაეცემა ბრალდებულს, დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათს წარმომადგენლებს.
2. სამოქალაქო მოსარჩელის შუამდგომლობით, მოსამართლეს უფლება აქვს არ გააუქმოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მის განხილვამდე, მაგრამ არა უმეტეს 2 თვისა.
მუხლი 430. წინასწარი მოსმენის წესი
1. წინასწარ მოსმენას ატარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე ან გამოძიების მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის, დამცველის, პროკურორის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებსაც საქმის წინასწარი მოსმენის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა უნდა შეატყობინონ წინასწარი მოსმენის ადგილი და დრო.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს წინასწარ მოსმენას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რომელიმე მათგანი შუამდგომლობს წინასწარი მოსმენის გადადების შესახებ საპატიო მიზეზით. გადადება შეიძლება არა უმეტეს 5 დღით.
3. მოსამართლე ხსნის სხდომას, აცხადებს, თუ რა საქმეს ისმენენ, არკვევს, გამოცხადდა თუ არა პროცესის ყველა მონაწილე და წყვეტს საკითხს, შესაძლებელია თუ არა საქმის განხილვა გამოუცხადებელ პირთა გარეშე, აკმაყოფილებს ან უარყოფს აცილებას, თუ იგი გამოუცხადეს პირადად მას, პროკურორს, სხდომის მდივანს ან თარჯიმანს.
4. მოსამართლე აცხადებს, თუ ვისი ინიციატივით და რა საფუძველზეა მიღებული გადაწყვეტილება წინასწარი მოსმენის ჩატარების შესახებ.
5. პროკურორი მოკლედ აყალიბებს ბრალდების არსს და ასაბუთებს მას საქმეში არსებული და ახლად წარმოდგენილი მტკიცებულებებით, აგრეთვე თავის პოზიციას პროცესის მონაწილის იმ მოთხოვნისადმი, რომელიც საფუძვლად დაედო საქმის წინასწარ მოსმენას. პროკურორს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე, რაც იწვევს მოსამართლის მიერ საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, თუ ამის წინააღმდეგი არ არის დაზარალებული. სხდომაზე გამოუცხადებელი დაზარალებულის პოზიციის გასარკვევად საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს, მაგრამ არა უმეტეს 3 დღით. ბრალდების ნაწილობრივ გაუქმების ან ბრალდებულის სასარგებლოდ მისი შეცვლის შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია წარმოადგინოს ახალი საბრალდებო დასკვნა და მისი ასლი გადასცეს პროცესის მონაწილეებს, რისთვისაც საქმის მოსმენა გადაიდება, მაგრამ არა უმეტეს 3 დღით. პროკურორმა უნდა გამოთქვას თავისი აზრი სამართალში მიცემის სტადიაზე გადასაწყვეტი ყველა საკითხის შესახებ (423-424-ე მუხლები). პროცესის მონაწილეს უფლება აქვს პროკურორს დაუსვას შეკითხვა და მოითხოვოს ოქმის საჯაროდ წაკითხვა, რომელშიც დაფიქსირებულია ბრალდების მტკიცებულება.
6. ბრალდებული და დამცველი აყალიბებენ თავიანთ მოთხოვნებს, რომლებიც საფუძვლად დაედო წინასწარ მოსმენას, და განსაზღვრავენ თავიანთ დამოკიდებულებას პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ გაცხადებული ამგვარი მოთხოვნებისადმი. მათ შეიძლება ყურადღება მიაპყრონ როგორც გამოძიების არასრულობასა და არაობიექტურობას, ისე სისხლის სამართლის კანონის არასწორად გამოყენებას და მოითხოვონ საქმის შეწყვეტა, დამატებითი გამოძიებისათვის მისი დაბრუნება და დაცვისათვის ხელსაყრელი სხვა გადაწყვეტილების მიღება. ბრალდებულსა და დამცველს უფლება აქვთ მოითხოვონ გამოირიცხოს ბრალდების ყველა ან ზოგიერთი მტკიცებულება, თუ ისინი მოპოვებულია სათანადო სამართლებრივი პროცედურის დარღვევით. იმ მტკიცებულების მოპოვების პირობები, რომლის დასაშვებობასაც სადავოდ ხდის დაცვა, შეიძლება შემოწმდეს მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის, დოკუმენტების წარდგენისა და საჯაროდ წაკითხვის გზით და სხვა საპროცესო საშუალებებით. დაცვას აქვს ბრალდების მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება. ბრალდებულსა და დამცველს უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი აზრი სამართალში მიცემის სტადიაზე (423-424-ე მუხლები) გადასაწყვეტი ყველა საკითხის შესახებ. მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ დაცვის მტკიცებულებანი. ასეთ მტკიცებულებათა წარმოდგენის შემთხვევაში პროკურორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მათ შემოწმებაში, მათ შორის, დაცვის მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის გზით.
7. დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი აზრი იმ საკითხებზე, რომლებიც დაისვა მოსამართლის შესავალ სიტყვაში, პროკურორის, ბრალდებულისა და დამცველის გამოსვლებში, და სამართალში მიცემის სტადიაზე გადასაწყვეტ სხვა საკითხებზე.
8. მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს 424-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი დადგენილება.
მუხლი 431. სამართალში მიცემასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება
1. 424-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 426-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება, მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა, შეიძლება გასაჩივრდეს: სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში – თუ დადგენილება გამოტანილია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიერ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – თუ დადგენილება გამოტანილია გამოძიების მოსამართლის ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის მიერ.
2. მოსამართლე, რომელმაც სამართალში მიცემის საკითხი განიხილა სისხლის სამართლის საქმის წინასწარი მოსმენის გარეშე, ვალდებულია პროცესის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს დაუყოვნებლივ გაუგზავნოს შეტყობინება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და განუმარტოს გასაჩივრების უფლება, აგრეთვე აცნობოს გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა. სამართალში მიცემის საკითხის წინასწარი მოსმენის წესით განხილვის შემთხვევაში მოსამართლე დადგენილების გამოტანისთანავე განუმარტავს საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს გასაჩივრების უფლებისა და ვადის შესახებ.
3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს დადგენილების გამომტან მოსამართლესთან, რომელიც ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საჩივარს შესაგებელთან და საქმის სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის საჩივრის განმხილველ სასამართლოს.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საჩივარს განიხილავს შესაბამისი სასამართლოს 3 მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია, მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო საქმის დიდი მოცულობის ან განსაკუთრებული სირთულის შემთხვევაში – არაუგვიანეს 10 დღისა, და გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება 524-534-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
5. ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის დადგენილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, სისხლის სამართლის საქმეს თავის გადაწყვეტილებასა და ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილებასთან ერთად, განსჯადობის მიხედვით უგზავნის პირველი ინსტანციის სასამართლოს. პირველი ინსტანცის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ადგენს საქმის სასამართლო განხილვის ახალ ვადას, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა დაიწყოს საქმის მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.
მუხლი 432. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადება სამართალში მიცემის შემდეგ
1. მოსამართლის დადგენილება ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად განსჯადობის მიხედვით ეგზავნება პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
2. მოსამართლე, რომელსაც დაევალა საქმის განხილვა, გასცემს განკარგულებას, რათა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად გამოიძახონ სამართალში მიცემის დადგენილებაში მითითებული პირები.
3. მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს განკარგულება გამოიძახონ მოწმეები და ექსპერტები მის მიერ შედგენილი სასამართლო განხილვის გრაფიკის შესაბამისად.
4. მოსამართლემ საქმიდან უნდა ამოიღოს სამართალში მიცემის სტადიაზე დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულებანი და შესანახად გადასცეს ისინი სასამართლოს კანცელარიას.
5. სამართალში მიცემის შემდეგ განსასჯელს, პროკურორს, დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს უფლება აქვთ დაუბრკოლებლად გაეცნონ საქმეს, ამოიწერონ საჭირო ცნობები და გადაიღონ საპროცესო დოკუმენტების ასლები.
6. მოსამართლე უზრუნველყოფს საქმის შეწყვეტის, საქმის წარმოების შეჩერებისა და დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად პროკურორისათვის საქმის დაბრუნების შესახებ სამართალში მიცემის სტადიაზე მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებას.
მუხლი 433. სამართალში მიცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის ან გამოძიების მოსამართლისათვის საქმის გაგზავნის გარეშე
1. თუ 421-ე მუხლის მიხედვით ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად საქმე არ ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს ან გამოძიების მოსამართლეს, სამართალში მიცემას ახორციელებს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომლის განსჯადიცაა ეს საქმე. იგი შეისწავლის სისხლის სამართლის საქმეს და სასამართლო სხდომის მოწვევის გარეშე წყვეტს 423-ე მუხლში ჩამოთვლილ ყველა საკითხს, გამოაქვს 424-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი დადგენილება და ახორციელებს 432-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამზადებელ ღონისძიებებს.
2. მოსამართლეს, რომელმაც 426-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამოიტანა დადგენილება ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომ არსებითად განიხილოს ეს სისხლის სამართლის საქმე.
თავი LI
ზოგადი დებულებანი სასამართლო განხილვის შესახებ
მუხლი 434. სასამართლოს შემადგენლობა სასამართლო განხილვის დროს
1. სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოები განსჯადობის შესაბამისად განიხილავენ: რაიონული (საქალაქო) სასამართლო – ერთი მოსამართლის შემადგენლობით; საოლქო სასამართლო – კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია – ერთი მოსამართლისა და ორიდან ექვსამდე მსაჯულის შემადგენლობით.
2. პირველი ინსტანციის ყველა სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება საერთო წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 435. საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა
1. სასამართლომ საქმე ერთი და იმავე შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა იწყება ხელახლა, გარდა 436-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომაში ვერ იღებს მონაწილეობას საპატიო მიზეზით, შეიძლება შეცვალოს იმავე დონის სხვა სასამართლოს მოსამართლემ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 436. სათადარიგო მოსამართლე და სათადარიგო მსაჯული
1. თუ საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დაწყებიდან შეიძლება იმყოფებოდნენ სათადარიგო მოსამართლე და ორი სათადარიგო მსაჯული, რომლებიც სასამართლო მოქმედებებში არ იღებენ მონაწილეობას.
2. მოსამართლის ან მსაჯულის სასამართლოს შემადგენლობიდან გამოსვლისას სათადარიგო მოსამართლე ან სათადარიგო მსაჯული ცვლის გამოსულს და საქმის განხილვა გრძელდება. მათივე მოთხოვნით შეიძლება ცალკეული სასამართლო მოქმედების განახლება.
მუხლი 437. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან მოსამართლე, ხოლო სხვა სასამართლო სხდომას, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან სასამართლოს წევრი.
2. თავმჯდომარე წარმართავს სასამართლო სხდომას, ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო მოქმედებას, რაც აუცილებელია მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და ჭეშმარიტების დასადგენად; ამასთან, სასამართლო განხილვას განარიდებს ყველაფერს, რაც არ არის დაკავშირებული განსახილველ საქმესთან, უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას.
3. თავმჯდომარე უზრუნველყოფს სასამართლოს დარბაზში წესრიგის დაცვას. მისი განკარგულებები წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სავალდებულოა მხარეებისა და სასამართლოს დარბაზში დამსწრე ყველა პირისათვის.
4. თავმჯდომარის მოქმედებათა გამო რომელიმე მხარის ან სხვა პირის პრეტენზიები შეაქვთ სასამართლო სხდომის ოქმში და მათ სასამართლოს შემადგენლობა განიხილავს იმავე სხდომაზე.
5. თუ თავმჯდომარე გამოეთიშა სხდომას, მის მოვალეობას ასრულებს ასაკით უფროსი მოსამართლე.
მუხლი 438. მოსამართლე და მსაჯული სასამართლო სხდომაზე
1. მოსამართლე და მსაჯულები ერთად ქმნიან კოლეგიას, რომელიც ხმების უმრავლესობით წყვეტს საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას.
2. მტკიცებულებათა გამოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მსაჯული სარგებლობს მოსამართლის თანაბარი უფლებით.
3. მოსამართლესა და მსაჯულს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, მხარეთა შუამდგომლობით, გამოითხოვონ მტკიცებულებები ან დაუსვან შეკითხვები განსასჯელს, დაზარალებულს, მოწმეებს, მიიღონ მონაწილეობა ექსპერტიზის დანიშვნაში ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებაში, განაჩენის გამოტანასა და სხვა საპროცესო გადაწყვეტილების მიღებაში.
მუხლი 439. სასამართლო განხილვის შეჯიბრებითობა
1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა პოლემიკის სახით.
2. ბრალდებისა და დაცვის მხარეებს აქვთ თანაბარი საპროცესო უფლებები და შესაძლებლობები.
3. სასამართლოს უფლება არა აქვს შეასრულოს ბრალდების ან დაცვის ფუნქციები.
4. სასამართლო უზრუნველყოფს მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარდგენისა და გამოკვლევისათვის საჭირო პირობებს, ამასთან, იცავს მიუკერძოებლობას და თავს იკავებს საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა გამოთხოვისაგან.
5. განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლეს უფლება არა აქვს გამოთქვას აზრი განსასჯელის დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.
6. ერთი მხარის შუამდგომლობასა და განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლო ისმენს მეორე მხარის აზრსაც.
7. სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორი – სახელმწიფო ბრალმდებელი, კერძო ბრალმდებელი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები; დაცვის მხარეს – დამცველი, განსასჯელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე, მისი კანონიერი წარმომადგენელი, პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, და მისი წარმომადგენელი.
მუხლი 440. სასამართლო განხილვის უშუალობა და ზეპირობა
1. საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევა განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმეების დაკითხვის, ექსპერტთა დასკვნების შესწავლისა და ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერების გზით, საჭიროების შემთხვევაში – საჯაროდ წაიკითხოს საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დოკუმენტები.
2. სასამართლომ ფაქტების შესახებ ცნობები შეძლებისდაგვარად პირველწყაროდან უნდა მიიღოს.
3. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები შეიძლება სასამართლოში გამოქვეყნდეს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 441. სასამართლო განხილვის უწყვეტობა
1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა.
2. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს სხვა საქმე და მასალა განიხილოს მოცემული საქმის წარმოების შეჩერების ან საქმის განხილვის 2 დღეზე მეტი ვადით გადადების შემთხვევაში.
მუხლი 442. პროცესის სხვა პრინციპები სასამართლო განხილვის სტადიაზე
სასამართლო განხილვის სტადიაზე სრულად მოქმედებს II თავში ჩამოყალიბებული სამართალწარმოების სხვა პრინციპები.
მუხლი 443. განსასჯელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში
1. სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსასჯელი, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაც სავალდებულოა.
2. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) განსასჯელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას;
ბ) განსასჯელი, რომელსაც შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 3 წლისა, შუამდგომლობს საქმე განიხილონ მის დაუსწრებლად და, ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელის დაუსწრებლად განხილვა ხელს არ შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევას.
3. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვაში მისი დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.
მუხლი 444. განსასჯელის გამოუცხადებლობის შედეგები
1. განსასჯელის გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვა გადაიდება, გარდა 443-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. არასაპატიო მიზეზით განსასჯელის გამოუცხადებლობისას იგი შეიძლება მოსამართლის დადგენილებით მოიყვანონ, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას – გამოიყენონ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ან შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეცვალონ უფრო მკაცრით.
3. მოყვანილ განსასჯელს შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვაში.
მუხლი 445. დამცველის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები
1. დამცველი მონაწილეობს სასამართლო განხილვაში და აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც ბრალმდებელს (მე-15 მუხლი).
2. თუ დამცველი არ გამოცხადდა, საქმის განხილვა უნდა გადაიდოს. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი დამცველის შეცვლა შეიძლება განსასჯელის თანხმობით. თუ განსასჯელის მიერ მოწვეული დამცველის მონაწილეობა შეუძლებელია ხანგრძლივი დროის (7 დღეზე მეტი) განმავლობაში, სასამართლო გადადებს განხილვას და განსასჯელს შესთავაზებს აირჩიოს სხვა დამცველი, ან დანიშნავს ახალს. დამცველის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ასეთი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას. საქმეში ახლად ჩაბმულ დამცველს სასამართლო უზრუნველყოფს საქმის მასალების შესასწავლად საკმარისი დროით და საქმეში მის ჩაბმამდე ჩატარებულ სასამართლო მოქმედებათა განმეორების შესაძლებლობით.
მუხლი 446. პროკურორის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები
1. სასამართლო განხილვაში პროკურორი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით და თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს.
2. პროკურორი წარმოადგენს მტკიცებულებებს, მონაწილეობს დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევაში, გამოთქვამს თავის აზრს სასამართლოს გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.
3. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე, თუ, მისი რწმენით, იგი არ დადასტურდა სასამართლო განხილვისას.
4. ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა დაზარალებულმაც, სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.
5. პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად.
6. პროკურორის გამოუცხადებლობისას საქმე უნდა გადაიდოს. საქმეში ახლად ჩაბმული პროკურორი უნდა უზრუნველყონ დროით, რომელიც საჭიროა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის მოსამზადებლად. მას უფლება აქვს მოითხოვოს საქმეში მის ჩაბმამდე ჩატარებულ სასამართლო მოქმედებათა განმეორება.
მუხლი 447. დაზარალებულის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები
1. სასამართლო განხილვაში მონაწილე დაზარალებული სარგებლობს მხარის ყველა უფლებით (მე-15 მუხლი).
2. საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო ისმენს მხარეთა აზრს და წყვეტს მის დაუსწრებლად საქმის განხილვის შესაძლებლობის საკითხს.
3. არასაპატიო მიზეზით დაზარალებულის გამოუცხადებლობისას სასამართლოს უფლება აქვს დაზარალებული მოაყვანინოს, თუ, სასამართლოს ან თუნდაც ერთი მხარის აზრით, საქმის განხილვაში მისი მონაწილეობა აუცილებელია.
4. არასაპატიო მიზეზით კერძო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობისას საქმის წარმოება წყდება.
მუხლი 448. სამოქალაქო მოსარჩელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები
1. სამოქალაქო მოსარჩელე, რომელიც სარგებლობს მხარის უფლებებით, მხარს უჭერს მის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს.
2. სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო სამოქალაქო სარჩელს არ განიხილავს. ამასთან, სამოქალაქო სარჩელის განმცხადებელ პირს უნარჩუნდება უფლება წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლოს უფლება აქვს, სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით, სამოქალაქო სარჩელი განიხილოს მის დაუსწრებლად. სასამართლო სამოქალაქო სარჩელს განიხილავს ყველა შემთხვევაში, თუ სარჩელს მხარს უჭერს პროკურორი.
მუხლი 449. სამოქალაქო მოპასუხის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები
1. სამოქალაქო მოპასუხე, რომელიც იცავს თავის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს განცხადებულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვაში სარგებლობს მხარეთა უფლებებით (მე-15 მუხლი).
2. სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის სამოქალაქო სარჩელის განხილვას. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლო განხილვა შეიძლება სამოქალაქო მოპასუხის თხოვნით გადაიდოს, მაგრამ არა უმეტეს 7 დღის ვადით.
მუხლი 450. სასამართლო განხილვის ფარგლები
საქმის სასამართლო განხილვა ტარდება განსასჯელის მიმართ მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რომლითაც განსასჯელი სამართალში მისცეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორმა ბრალდება შეცვალა განსასჯელის სასარგებლოდ.
მუხლი 451. სასამართლო განხილვის გადადება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერება
1. თუ საქმის განხილვა შეუძლებელია იმის გამო, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა რომელიმე გამოძახებული პირი, ან საჭიროა ახალ მტკიცებულებათა გამოთხოვა, სასამართლო გადადებს განხილვას და იღებს ზომებს გამოუცხადებელ პირთა გამოსაძახებლად და ახალ მტკიცებულებათა გამოსათხოვად. სასამართლო ადგენს საქმის განხილვის გადადების ვადას.
2. თუ განსასჯელი მიიმალა, ანდა ქრონიკულად ან მძიმედ არის ავად, რაც გამორიცხავს სასამართლოში მის გამოცხადებას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას ამ განსასჯელის მიმართ მის მოძებნამდე ან გამოჯანმრთელებამდე და განაგრძობს სასამართლო განხილვას დანარჩენ განსასჯელთა მიმართ, ხოლო თუ ეს ხელს შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურ და სრულ გამოკვლევას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.
3. 428-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.
მუხლი 452. სასამართლოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებანი
1. 427-ე მუხლში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას სასამართლო საქმეს აბრუნებს დამატებითი გამოძიების ან პროკურორის შუამდგომლობით ბრალდებულისათვის უფრო მძიმე ბრალდების წაყენების მიზნით.
2. თუ სასამართლო განხილვისას გამოვლინდა, რომ განსასჯელმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული, ან დანაშაული ჩაიდინა პირმა, რომლისთვისაც ბრალდება არ წაუყენებიათ, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს აბრუნებს დამატებითი გამოძიებისათვის. თუ განსახილველ და გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებათა შორის კავშირი არ არსებობს, სასამართლო კერძო განჩინებით (დადგენილებით) პროკურორს აცნობებს გამოვლენილ ახალ ფაქტებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
3. სასამართლო სისხლის სამართლის საქმის წარმოებას წყვეტს 28-ე მუხლში არსებულ საფუძველზე.
4. გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი სასამართლოს გამოაქვს 503-504-ე მუხლებში აღნიშნულ საფუძველზე.
5. სასამართლო წყვეტს საკითხს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან შერჩევის შესახებ.
მუხლი 453. სასამართლო სხდომაზე განჩინების (დადგენილების) გამოტანის წესი
1. სასამართლო განხილვის დროს ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, ხოლო მოსამართლეს – დადგენილება.
2. განჩინება (დადგენილება) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის გაგზავნის, მისი წარმოების შეწყვეტის ან შეჩერების, აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის ან გაუქმების, აცილებისა და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს ან მოსამართლეს გამოაქვს სათათბირო ოთახში.
3. სხვა განჩინება (დადგენილება) სასამართლოს ან მოსამართლეს გამოაქვს ზემოთ მითითებული წესით ან ადგილზე და განჩინება (დადგენილება) შეაქვს სასამართლო სხდომის ოქმში.
4. სასამართლო განხილვის დროს სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებები (დადგენილებები) საჯაროდ უნდა წაიკითხონ.
მუხლი 454. სასამართლო სხდომის ოქმი
1. სასამართლო სხდომის ოქმში აღინიშნება: სხდომის ადგილი და დრო იმის მითითებით, თუ როდის გაიხსნა და დაიხურა იგი, სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, მდივანი, თარჯიმანი, ბრალმდებელი, დამცველი, განსასჯელი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, სასამართლოს მიერ დაბარებული სხვა პირები, განსახილველი საქმე, განსასჯელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, მონაცემები განსასჯელის პიროვნების შესახებ, სასამართლოს ყველა მოქმედება თანამიმდევრობით, პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა განცხადებანი და შუამდგომლობანი, სასამართლოს მიერ სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი, მითითება სათათბირო ოთახში განჩინებათა გამოტანის შესახებ, განსასჯელისა და საქმეში მონაწილე სხვა პირებისათვის მათი უფლება-მოვალეობათა განმარტება, ჩვენებათა შინაარსი, სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ დათვალიერებათა და მტკიცებულებათა შეგროვებასა და გამოკვლევასთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებათა შედეგები, ყოველივე იმის შინაარსი, რისი ოქმში შეტანაც პროცესის მონაწილეებმა ითხოვეს, მითითება სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, და დამრღვევის პიროვნებაზე, სასამართლო კამათის მოკლე შინაარსი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა, მითითება განაჩენის გამოქვეყნების, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.
2. ოქმი უნდა მომზადდეს და მას ხელი უნდა მოაწერონ სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, რის შესახებაც უნდა აცნობონ მხარეებს.
3. თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს მხარეებისათვის ოქმის გაცნობის შესაძლებლობა.
მუხლი 455. შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმზე და მათი განხილვის წესი
1. ოქმის ხელმოწერის შემდეგ 5 დღე-ღამის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ ოქმზე შენიშვნები გააკეთონ. შენიშვნებს განიხილავს თავმჯდომარე და, თუ დაეთანხმა, ადასტურებს მათს სისწორეს და ურთავს სასამართლო სხდომის ოქმს.
2. თუ თავმჯდომარე არ დაეთანხმა შენიშვნებს, ისინი განსახილველად შეაქვს სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც წესი, თავმჯდომარე და საქმის გარჩევაში მონაწილე მსაჯულები, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – საქმის განხილვაში მონაწილე არანაკლებ ორი მოსამართლისა. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას გადაწყვეტილებას ღებულობს – სხდომის თავმჯდომარე. განმწესრიგებელ სხდომაზე იძახებენ პირებს, რომლებმაც შენიშვნები ოქმზე უნდა გააკეთონ.
3. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება), რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის სასამართლო სხდომის ოქმს.
მუხლი 456. სასამართლო სხდომის განაწესი
1. სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შემოსვლისა და დარბაზიდან გასვლის წინ სასამართლოს მდივანი აცხადებს: „ადექით, სასამართლო მოდის!“ ან: „ადექით, სასამართლო გადის!“ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე დგება.
2. სასამართლო განხილვის ყველა მონაწილე მოსამართლეს (სასამართლოს) მიმართავს „ბატონო მოსამართლევ!“, „ბატონო მოსამართლენო!“, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს საჭირო განცხადებას. გამონაკლისი სასამართლოში ქცევის წესებიდან დასაშვებია თავმჯდომარის ნებართვით.
3. თავმჯდომარის განკარგულებათა შესრულება სავალდებულოა სასამართლო განხილვის მონაწილე და სასამართლო სხდომის დამსწრე ყოველი პირისათვის.
4. 16 წლამდე ასაკის პირები, თუ ისინი არ არიან მხარეები ან მოწმეები, სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვებიან.
5. სასამართლოში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემლობის შემთხვევაში იყენებენ 209-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონიძიებებს.
თავი LII
სასამართლო სხდომის მოსამზადებელი ნაწილი
მუხლი 457. სასამართლო სხდომის გახსნა
დანიშნულ დროს თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რომელ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავენ.
მუხლი 458. სასამართლო სხდომაზე გამოძახებულ პირთა გამოცხადების შემოწმება
სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნის გამოცხადებისა და გამოუცხადებლობის მიზეზებს.
მუხლი 459. თარჯიმნისათვის მისი უფლება-მოვალეობების განმარტება და მისი აცილების საკითხის გადაწყვეტა
1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ მონაწილეობს თარჯიმნად, განუმარტავს მას 101-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს არასწორი თარგმნისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
2. თავმჯდომარე მხარეებს, მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება მისცენ თარჯიმანს, და უხსნის აცილების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მოსმენის შემდეგ სასამართლო წყვეტს თარჯიმნისათვის განცხადებული აცილების საკითხს.
მუხლი 460. მოწმეთა გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან
თავმჯდომარე იძლევა განკარგულებას მოწმეების მათთვის განკუთვნილ ოთახში გაყვანის შესახებ და იღებს ზომებს, რათა ისინი დაკითხვამდე არ ესაუბრონ ერთმანეთს. მოსამართლეს შეუძლია მოწმეს წასვლის ნება დართოს და დაუნიშნოს მას სასამართლოში გამოცხადების დღე და საათი.
მუხლი 461. სასამართლოს შემადგენლობის გამოცხადება და მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა
1. თავმჯდომარე აცხადებს სასამართლოს შემადგენლობას და მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას 105-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს წესი გამოიყენება სათადარიგო მოსამართლისა და სათადარიგო მსაჯულების მიმართაც.
2. მოსამართლის, სასამართლოს, სათადარიგო მოსამართლისა თუ მსაჯულის აცილების საკითხი უნდა გადაწყდეს 108-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით.
მუხლი 462. განსასჯელის ვინაობის დადგენა და მისთვის საბრალდებო დასკვნის ასლის დროულად გადაცემა
1. თავმჯდომარე ადგენს განსასჯელის ვინაობას, არკვევს მის სახელსა და გვარს, დაბადების წელს, თვეს, დღესა და ადგილს.
2. თავმჯდომარე ეკითხება განსასჯელს, გადასცეს თუ არა მას საბრალდებო დასკვნის ასლი ან დაზარალებულის საჩივარი. თუ აღნიშნული დოკუმენტები გადაცემული არ არის, სასამართლო სხდომა გადაიდება არანაკლებ 3 დღე-ღამით.
მუხლი 463. სახელმწიფო ბრალმდებლის შესახებ აცილების საკითხის გადაწყვეტა
1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს სახელმწიფო ბრალდებას (სახელი, გვარი, საკლასო წოდება, დაკავებული თანამდებობა) ან კერძო ბრალდებას და მხარეებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება განუცხადონ პროკურორს 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
2. თუ პროკურორს აცილება განუცხადა ერთ-ერთმა მხარემ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ისმენს ამ საკითხზე მეორე მხარის აზრს.
3. აცილების დაკმაყოფილებისას სასამართლო განხილვა გადაიდება.
მუხლი 464. დამცველის საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებათა არსებობის საკითხის გადაწყვეტა
1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის დამცველი (სახელი და გვარი, ადვოკატთა რომელი კოლეგიის წევრია), განუმარტავს მხარეებს, 107-ე მუხლით გათვალისწინებულ რა გარემოებათა არსებობისას არ შეუძლია დამცველს საქმეში მონაწილეობა, და ეკითხება მათ, შუამდგომლობენ თუ არა ისინი დამცველის აცილებას.
2. 107-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც მისცეს აცილება დამცველს და შესთავაზოს განსასჯელს, სხვა დამცველი მოიწვიოს ან თვითონ სასამართლომ დაუნიშნოს იგი.
მუხლი 465. დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები სასამართლოში
თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, და მხარეებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება მისცენ დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს, და უხსნის, რა საფუძვლით შეიძლება მათი აცილება.
მუხლი 466. ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხის გადაწყვეტა
1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის ექსპერტი, სპეციალისტი, და წყვეტს ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხს 106‑ე მუხლის საფუძველზე.
2. თუ ექსპერტის აცილება დაკმაყოფილებულია, სასამართლო, მხარეთა აზრის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მეორე ექსპერტის დანიშვნის შესახებ. ახალი ექსპერტის მოსაწვევად მხარეს ეძლევა დრო, თუ აცილებული ექსპერტი მის მიერ იყო მოწვეული.
მუხლი 467. პროცესის მონაწილეთათვის მათი უფლება-მოვალეობების განმარტება
თავმჯდომარე განსასჯელს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, ექსპერტსა და სპეციალისტს განუმარტავს მათს უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 468. შუამდგომლობის განცხადება და გადაწყვეტა
1. თავმჯდომარე პროცესის მონაწილე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა წარმომადგენლებს ეკითხება, აქვთ თუ არა შუამდგომლობა, რომ გამოითხოვონ ან საქმეს დაურთონ ახალი მტკიცებულებანი, მოიწვიონ მოწმეები, ექსპერტები, დანიშნონ ექსპერტიზა, გამოითხოვონ ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტები. პირი, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა.
2. თავმჯდომარე ვალდებულია გაარკვიოს, აქვთ თუ არა მხარეებს შუამდგომლობა საქმის მასალებიდან მტკიცებულებათა ამოღების შესახებ.
3. ყოველი განცხადებული შუამდგომლობა სასამართლომ უნდა განიხილოს და გაიგოს პროცესის მონაწილეთა აზრი. თუ გარემოებები, რომელთა დასადგენადაც განცხადებულია შუამდგომლობა, შეიძლება საქმისათვის მნიშვნელოვანი იყოს, ან თუ მტკიცებულება კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას. თუ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება). პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას.
მუხლი 469. საკითხის გადაწყვეტა დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტისა და სპეციალისტის გარეშე საქმის განხილვის შესახებ
1. თუ დაზარალებული, მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი არ გამოცხადდა, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება (დადგენილება) სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა შეიძლება გაგრძელდეს, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
2. საქმის განხილვის გადადების შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს დაკითხოს გამოცხადებული დაზარალებული და მოწმე. გადადებულ საქმეს განიხილავს მოსამართლეთა იგივე შემადგენლობა. დაკითხულ დაზარალებულსა და მოწმეს გამოიძახებენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
თავი LIII
სასამართლო გამოძიება
მუხლი 470. სასამართლო გამოძიების დაწყების გამოცხადება
თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლო იწყებს სასამართლო გამოძიებას.
მუხლი 471. სასამართლო გამოძიების დაწყება
1. სასამართლო გამოძიება იწყება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საბრალდებო დასკვნის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვით.
2. კერძო ბრალდების საქმეზე დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სასამართლო სხდომის მდივანი კითხულობს დაზარალებულის საჩივარს.
მუხლი 472. ბრალდების არსის განმარტება და განსასჯელის პოზიციის გარკვევა
1. თავმჯდომარე განსასჯელს განუმარტავს მისთვის წაყენებული ბრალდების არსს, მისი ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს, წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის საფუძველსა და ოდენობას. თუ განსასჯელი რამდენიმეა, ასეთი განმარტება ეძლევა ყოველ მათგანს. განსასჯელს უფლება აქვს უარი თქვას განმარტების მოსმენაზე. საქმეში განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობისას ასეთი უარის მიღება შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.
2. თავმჯდომარე ეკითხება თითოეულ განსასჯელს, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ და, თუ ცნობს, – რაში. განსასჯელს უნდა განემარტოს, რომ იგი არ არის შეზღუდული წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, არ არის ვალდებული პასუხი გასცეს დასმულ კითხვას და რომ პასუხის გაცემაზე უარი არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს თავისი პასუხი ჩვენების ჩამოუყალიბებლად. განსასჯელის დუმილი ნიშნავს, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
3. თავმჯდომარე განსასჯელს ეკითხება, ცნობს თუ არა მისთვის წარდგენილ სამოქალაქო სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს პასუხი. დუმილი მიჩნეულია სამოქალაქო სარჩელის არცნობად.
4. მხარეებს უფლება აქვთ განსასჯელს დაუსვან დამაზუსტებელი კითხვები.
მუხლი 473. სასამართლო გამოძიების გაუქმების, შეკვეცის ან გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა
1. თუ ყველა განსასჯელმა მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ და ეს აღიარება ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავასა და სასამართლოს ეჭვს, სასამართლო გამოძიება სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიკვეცოს. განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.
2. აღიარების ნებაყოფლობითობისა და გულწრფელობის საკითხი სპეციალურად უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით.
3. თუ ერთ განსასჯელს ან პროცესის სხვა მონაწილეს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება სრული მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს პროცესის ეს მონაწილე.
4. სასამართლო გამოძიების გაუქმება ან შეკვეცა დაუშვებელია იმ განსასჯელის საქმეზე, რომლის ასაკიც 16 წელზე ნაკლებია, ან რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი აქვს, ანდა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდა დამნაშავედ ცნობის საკითხზე, ან ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლის გამოც შეიძლება მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5. თუ ზოგმა განსასჯელმა აღიარა დანაშაული, ხოლო ზოგი უარყოფს მათთვის წაყენებულ საერთო ბრალდებას, სასამართლო გამოძიება ტარდება სრული მოცულობით.
6. განსასჯელის დაკითხვას იწყებს დამცველი, დაცვის მხარის წარმომადგენელი, შემდეგ მას დაკითხავენ პროცესის სხვა მონაწილენი, რომლებიც არ წარმოადგენენ ბრალდების მხარეს, შემდეგ – ბრალმდებელი, ბრალდების მხარის წარმომადგენელი და პროცესის სხვა მონაწილენი, ბოლოს კი – მოსამართლე და მსაჯულები. ამის შემდეგ დამცველს უფლება აქვს დამატებითი კითხვები დაუსვას განსასჯელს.
7. თუ განსასჯელმა აღიარა დანაშაული, მაგრამ დაკითხვისას განაცხადა ფაქტები, რომლებიც შემოწმებას მოითხოვს, სასამართლო გამოძიება უნდა გაგრძელდეს.
8. იმ განსასჯელის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც აღიარა დანაშაული, სასამართლო აცხადებს სასამართლო გამოძიების დამთავრებას და გადადის მხარეთა კამათის მოსმენაზე.
9. თუ სასამართლო გამოძიების დასაწყისში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სრული მოცულობით ჩატარების შესახებ, შემდგომ სასამართლო გამოძიების შეკვეცა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორი და დაზარალებული უარს ამბობენ ბრალდებაზე.
მუხლი 474. მტკიცებულების გამოკვლევის თანამიმდევრობა
1. სასამართლო გამოძიების დროს იკვლევენ მტკიცებულებებს, რომლებიც:
ა) წარმოადგინა ბრალდების მხარემ – პროკურორმა, დაზარალებულმა, მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა;
ბ) წარმოადგინა დაცვის მხარემ – განსასჯელმა, მისმა დამცველმა, განსასჯელის კანონიერმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა;
გ) გამოთხოვილია სასამართლოს მიერ მხარეთა ინიციატივით.
2. ჯერ იკვლევენ ბრალდების მხარის, შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თანამიმდევრობით. ბრალდების ან დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის რიგითობას განსაზღვრავენ პირები, რომლებმაც ისინი წარადგინეს.
3. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, შემდეგ – მოსამართლენი; დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს ბრალდების მხარე, შემდეგ კი – მოსამართლენი.
4. სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვილ მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე იკვლევს, შემდეგ – დაცვისა. მოსამართლენი ამ მტკიცებულებათა გამოკვლევაში ბოლოს იღებენ მონაწილეობას.
5. ჯვარედინი დაკითხვის შემთხვევაში ბოლოს კითხვების დასმის უფლება აქვს პირს, რომლის ინიციატივითაც არის გამოძახებული დასაკითხი.
მუხლი 475. მტკიცებულების წარდგენა
1. სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან (პირველი ეტაპი), აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე (მეორე ეტაპი).
2. მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე წარადგენს, შემდეგ – დაცვისა. სასამართლო მტკიცებულებას არ წარადგენს, მაგრამ ხელს უწყობს მხარეებს მათს გამოთხოვაში.
3. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ბრალდების ან დაცვის მხარე დაკითხავს მოწმეს, მოწინააღმდეგე მხარე კითხვებს უსვამს დაკითხულ მოწმეს (ჯვარედინი დაკითხვა) და მოწმის გამომძახებელი მხარე ისევ უსვამს მას კითხვებს (ხელახალი დაკითხვა).
4. ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართსა და ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ გამოტანილ დადგენილებაში. ახალ მტკიცებულებათა გამოვლენისას ბრალდების მხარე, სასამართლო განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 7 დღისა, მოწინააღმდეგე მხარეს გადასცემს ამ დადგენილების ასლს. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რაც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე.
5. თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ, მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს უფლება აქვს განარიდოს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც.
6. მხარე თავად ირჩევს დაკითხვის მეთოდს: ჯერ თავისუფალი თხრობა, შემდეგ კითხვა-პასუხი, ან მხოლოდ კითხვა-პასუხი.
7. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, შეიძლება დასვან, განიხილონ და გადაწყვიტონ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან მისი ამოღების საკითხი.
8. ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა წარდგენის დამთავრების შემდეგ დაცვას უფლება აქვს სასამართლოს ყურადღება მიაპყროს ბრალდების მტკიცებულებათა არასაკმარისობას და დაცვის მტკიცებულებათა წარდგენის გარეშე მოითხოვოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, დაცვა იწყებს ბრალდების უარმყოფელ მტკიცებულებათა წარდგენას.
9. დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო აცხადებს, რომ გადადის იმ მტკიცებულებათა განხილვაზე, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. მტკიცებულებას წარადგენენ და იკვლევენ 474-475-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. მხარეები განსჯის საგნად აქცევენ განსასჯელის ადრინდელ ნასამართლობას, მის სამსახურებრივ დახასიათებას, მონაცემებს ოჯახსა და სამსახურში მისი ქცევის, დამსახურების, ჯილდოების შესახებ და სხვა მონაცემებს.
მუხლი 476. განსასჯელის დაკითხვა
1. თავმჯდომარე წინადადებას აძლევს განსასჯელს, მისცეს ჩვენება მისთვის წაყენებული ბრალდების გამო და საქმის სხვა გარემოებათა შესახებ. განსასჯელს განუმარტავენ, რომ მას უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება და ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება გამოიყენონ მის საზიანოდ.
2. განსასჯელს დაკითხავს ჯერ მისი დამცველი, შემდეგ – სხვა განსასჯელები და მათი დამცველები, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი, ბოლოს კი – ბრალმდებელი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები.
3. განსასჯელს უფლება აქვს, თავმჯდომარის ნებართვით, მისცეს ჩვენება ყოველი მტკიცებულების გამოკვლევისას.
4. დაკითხვისას განსასჯელს უფლება აქვს ისარგებლოს წერილობითი შენიშვნებითა და დოკუმენტებით.
5. განსასჯელის მიერ მის ხელთ არსებული დოკუმენტების წაკითხვის შემდეგ ისინი გადაეცემა სასამართლოსა და მხარეებს მიმოხილვისა და საქმეზე დასართავად.
6. განსასჯელის დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ საქმეზე დართული ან მათ ხელთ არსებული საგანი ან დოკუმენტი და ამასთან დაკავშირებით განსასჯელს დაუსვან კითხვები.
მუხლი 477. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა
1. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის ჩვენების, წინა სასამართლო განხილვისას განსასჯელის ჩვენების, ამ სასამართლო სხდომაზე განსასჯელის ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა დასაშვებია, თუ:
ა) საქმე განიხილება განსასჯელის დაუსწრებლად;
ბ) არსებითი წინააღმდეგობაა ამ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასა და ადრინდელ ჩვენებას შორის.
2. ბრალდებულის დაკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვამდე მისი ხმის ჩანაწერის მოსმენა დაუშვებელია.
მუხლი 478. მოწმისათვის მის უფლება-მოვალეობათა განმარტება
1. მოწმის დაკითხვის წინ თავმჯდომარე რწმუნდება მის ვინაობაში და განუმარტავს:
ა) უფლებას უარი თქვას გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის ან თავისი ახლო ნათესავების წინააღმდეგ;
ბ) მოვალეობას თქვას სრული სიმართლე, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით;
გ) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის.
2. ამ მოთხოვნების შესრულება აღინიშნება სასამართლო სხდომის ოქმში.
მუხლი 479. მოწმის დაკითხვის წესი
1. სრულწლოვანი მოწმე ჩვენების მიცემის წინ ფიცს დებს და კისრულობს ვალდებულებას თქვას სრული სიმართლე, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით.
2. მოწმეთა დაკითხვა ხდება ცალ-ცალკე და დასაკითხ მოწმეთა დაუსწრებლად.
3. თავმჯდომარე არკვევს, თუ რა ურთიერთობა აქვს მოწმეს განსასჯელთან, დაზარალებულთან, სამოქალაქო მოსარჩელესთან, სამოქალაქო მოპასუხესა და საქმეში მონაწილე სხვა პირებთან, სთავაზობს მოწმეს თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით.
4. მხარის შუამდგომლობით გამოძახებულ მოწმეს ჯერ დაკითხავს ამ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი, შემდეგ – ამ მხარის წარმომადგენელი სხვა პირები, ბოლოს კი – მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები და სასამართლო. ამის შემდეგ მოწმეს კითხვებს უსვამს მისი გამომძახებელი პირი.
5. სასამართლოს ინიციატივით გამოძახებულ მოწმეს ჯერ დაკითხავს სასამართლო, შემდეგ – დაცვისა, ბოლოს კი – ბრალდების მხარე.
მუხლი 480. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა
1. 16 წელზე ნაკლები ასაკის მოწმეს არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. იგი პირობას დებს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.
2. 16 წლამდე ასაკის მოწმე დაკითხვის დამთავრებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზიდან უნდა გაიყვანონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასამართლო, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს დარბაზში მის დარჩენას.
მუხლი 481. მოწმის ჩვენების წაკითხვა
1. სასამართლო განხილვაზე მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ან წინა სასამართლო განხილვის დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, მისი ხმის ჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ სასამართლო სხდომას მოწმე არ ესწრება საპატიო მიზეზით, ან თუ შეუძლებელია მისი მოყვანა, აგრეთვე, თუ არსებითი წინააღმდეგობაა სასამართლოში მიცემულსა და მის ადრინდელ ჩვენებას შორის.
2. მოწმის ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ მისი დაკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ.
მუხლი 482. დაზარალებულის დაკითხვა
1. დაზარალებულის დაკითხვა ხდება მოწმის დაკითხვის წესით.
2. დაზარალებულს, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას, ჯერ დაკითხავს ბრალდების მხარე, შემდეგ – დაცვისა; დაზარალებულს, რომელმაც უარი თქვა ბრალდების მხარდაჭერაზე, ჯერ დაკითხავს დაცვის მხარე, შემდეგ – ბრალდებისა, ბოლოს კი – სასამართლო.
მუხლი 483. ექსპერტიზა სასამართლოში
1. სასამართლოში შეიძლება გამოიძახონ ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა წინასწარი გამოძიებისას, ახალი ექსპერტები, ან ერთნიც და მეორენიც.
2. სასამართლოს უფლება არა აქვს უარი უთხრას მხარეს იმ ექსპერტის გამოძახებაზე, რომელიც ექსპერტიზას ატარებდა მისი დავალებით, თუ არ არსებობს საფუძველი აცილებისათვის. მხარეთა შეთანხმებით, სასამართლოს შეუძლია ექსპერტიზის ჩატარება დაავალოს იმ ექსპერტთა კომისიას, რომელთაგან ერთნი მოწვეულნი არიან ბრალდების, ხოლო მეორენი – დაცვის მხრიდან.
3. სასამართლოში ექსპერტიზა ტარდება 358-376-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.
4. მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით სასამართლოს გამოაქვს და სხდომაზე საჯაროდ კითხულობს განჩინებას (დადგენილებას) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული უნდა იყოს პირი ან საექსპერტო დაწესებულება, რომელსაც ევალება ექსპერტიზის ჩატარება. ამასთან, მხარეს უფლება აქვს აცილება მისცეს ექსპერტს, იშუამდგომლოს, რომ ექსპერტად შეიყვანონ მის მიერ მითითებული პირი, ექსპერტს დაუსვას დამატებითი კითხვა, თავად დაესწროს ექსპერტიზას. ექსპერტის აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებას სასამართლო განიხილავს 106-ე მუხლის წესების დაცვით.
5. ექსპერტი მონაწილეობს სასამართლო გამოძიებაში. მას უფლება აქვს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებით კითხვა დაუსვას განსასჯელს, დაზარალებულს, მოწმეს, სხვა ექსპერტებს, მონაწილეობა მიიღოს დათვალიერებაში, ექსპერიმენტსა და სხვა საპროცესო მოქმედებაში დასკვნის შესადგენად საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
6. სასამართლო გამოძიების დროს სასამართლოსა და მხარეებს უფლება აქვთ დამატებითი კითხვები დაუსვან ექსპერტს.
7. ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრების შემდეგ სასამართლო ექსპერტს გადასცემს თავის განჩინებას (დადგენილებას), რომელშიც საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული სასამართლოსა და მხარეების მიერ ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხთა ნუსხა. თუ საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა, სასამართლო სათანადო ობიექტს გადასცემს ექსპერტს (ექსპერტებს) და აძლევს მათ გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად საჭირო დროს.
8. თუ სასამართლო გამოძიების მონაცემებმა არ შეარყიეს წინასწარი გამოძიების დროს ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა, ექსპერტს უფლება აქვს დაიმოწმოს ადრე ჩატარებული გამოკვლევა და აღარ გაიმეოროს იგი. ამასთან, ის ვალდებულია თავის დასკვნაში პასუხი გასცეს მის წინაშე დასმულ ყველა საკითხს.
9. სასამართლო სხდომაზე ექსპერტი საჯაროდ კითხულობს თავის დასკვნას, რის შემდეგაც იგი შეიძლება დაკითხონ მხარეებმა და სასამართლომ ამ დასკვნის განსამარტავად და დასაზუსტებლად.
მუხლი 484. წერილობითი მტკიცებულებებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის გამოკვლევა
1. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, სასამართლო სხდომის მდივანი საჯაროდ კითხულობს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს საქმეზე დართულ წერილობით მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ამასთან, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, მათი სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის შესახებ.
2. სასამართლოს მოთხოვნით წარდგენილ დოკუმენტებს სასამართლოს თავმჯდომარე საჯაროდ კითხულობს და აცნობს მათ მხარეებს, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ აზრს ამ დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ.
3. მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებს საჯაროდ კითხულობენ და ურთავენ საქმეს.
მუხლი 485. დათვალიერება
1. დათვალიერება ტარდება 335-341-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.
2. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე უშუალოდ სასამართლო განხილვისას მხარეთა ან სხვა პირთა მიერ წარმოდგენილ საგანს სასამართლო ათვალიერებს სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, სპეციალისტი და მოწმე.
3. ადგილმდებარეობის, შენობის, ნაგებობის, სათავსოს, აგრეთვე ტრანსპორტისა და სხვა იმ ობიექტის დათვალიერებას, რომლის მოტანაც სასამართლო სხდომის დარბაზში შეუძლებელია, სასამართლო ატარებს ამ ობიექტის მდებარეობის ადგილზე ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მონაწილეობით.
მუხლი 486. შემოწმება
1. შემოწმებას სასამართლო ატარებს 352-357-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.
2. შემოწმება, რომელიც საჭიროებს პირის გაშიშვლებას, ტარდება ცალკე ოთახში ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ იმავე სქესის დამსწრეთა მონაწილეობით, რაც შესამოწმებელი პირია. შემოწმების დამთავრების შემდეგ პროცესის მონაწილენი ადგენენ ოქმს, ხელს აწერენ მას, ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ექიმი ან სხვა სპეციალისტი მხარეების, შემოწმებული პირისა და დამსწრეთა წინაშე საჯაროდ კითხულობენ ოქმს, რომელიც დაერთვის საქმეს.
მუხლი 487. ამოსაცნობად წარდგენა, ექსპერიმენტის ჩატარება და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის
1. ამოსაცნობად წარდგენა, ექსპერიმენტის ჩატარება და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის ხდება 342–345-ე, 349–351-ე და 377–386-ე მუხლებით დადგენილი წესებით. მხარეებს უფლება აქვთ აღნიშნულ სასამართლო მოქმედებებთან დაკავშირებით აღძრან შუამდგომლობა და გამოთქვან შენიშვნები.
2. სასამართლოს უფლება აქვს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს მოსთხოვოს ხელშეწყობა ამ მოქმედებათა შესრულებისათვის.
3. ამოსაცნობად წარდგენის, ექსპერიმენტის ჩატარებისა და ნიმუშის აღების მიმდინარეობა და შედეგები, აგრეთვე ამ სასამართლო მოქმედებათა ჩატარებასთან დაკავშირებით აღძრული შუამდგომლობა, გამოთქმული შენიშვნები და განმარტებები უნდა დაფიქსირდეს სასამართლო სხდომის ოქმში.
მუხლი 488. სასამართლო გამოძიების დამთავრება
1. ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ სასამართლო გამოძიებას და, კერძოდ – რა.
2. შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტის შემდეგ თავმჯდომარე სასამართლო გამოძიებას დამთავრებულად აცხადებს.
თავი LIV
სასამართლო კამათი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა
მუხლი 489. სასამართლო კამათის დაწყების გამოცხადება
1. სასამართლო გამოძიების დამთავრების შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს, რომ იწყება სასამართლო კამათი.
2. თუ სასამართლო კამათში მონაწილეობის უფლების მქონე რომელიმე პირი შუამდგომლობს, რომ მას მისცენ დრო გამოსვლისათვის მოსამზადებლად, თავმჯდომარე აცხადებს შესვენებას და აღნიშნავს მის ხანგრძლივობას.
მუხლი 490. მხარეთა კამათი
1. სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგრიგობით წარმოთქვამენ სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი, დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი, თუ დამცველი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობს.
2. თუ ბრალდებას მხარს უჭერს რამდენიმე ბრალმდებელი, ანდა საქმეში მონაწილეობს რამდენიმე დაზარალებული, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, განსასჯელი, მაშინ თავმჯდომარე მათ აძლევს წინადადებასა და დროს, რათა შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. თუ აღნიშნული პირები ვერ შეთანხმდებიან, ტარდება კენჭისყრა.
3. კამათისას მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან აზრი განსასჯელის დამნაშავედ ცნობის ან უდანაშაულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და განაჩენში გადასაწყვეტ სხვა საკითხების შესახებ.
4. კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე. თუ მათ თავიანთი დასკვნების დასასაბუთებლად სჭირდებათ სხვა მტკიცებულებათა გამოყენება, მხარე შუამდგომლობს სასამართლო გამოძიების განახლების შესახებ და აღნიშნავს, თუ რა გარემოება უნდა გამოიკვლიონ დამატებით და რა ახალი მტკიცებულების წარმოდგენაა საჭირო. მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება) შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.
5. სასამართლოს უფლება არა აქვს შეზღუდოს სასამართლო კამათში გამოსვლების ხანგრძლივობა, მაგრამ თავმჯდომარეს შეუძლია გააჩეროს კამათში მონაწილე პირი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.
მუხლი 491. რეპლიკა
მას შემდეგ, რაც სასამართლო კამათის ყველა მონაწილე გამოვა სიტყვით, თითოეულ მათგანს უფლება აქვს კიდევ ერთხელ, მოკლედ გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი ან შენიშვნა გამოსვლაში ნათქვამის თაობაზე 490-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.
მუხლი 492. განსასჯელის საბოლოო სიტყვა
1. სასამართლო კამათის დამთავრების შემდეგ განსასჯელს ეძლევა საბოლოო სიტყვა. ამ დროს განსასჯელისათვის კითხვის დასმა დაუშვებელია.
2. განსასჯელს უფლება აქვს საბოლოო სიტყვაში უარყოს ბრალდება, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა ან ნაკლები ბრალი, ახსნას ჩადენილის მოტივები და გამოთქვას აზრი განაჩენში გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.
3. სასამართლოს უფლება არა აქვს დაადგინოს განსასჯელის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ თავმჯდომარეს შეუძლია გააჩეროს განსასჯელი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.
4. თუ საბოლოო სიტყვაში განსასჯელი სასამართლოს აცნობებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ახალ გარემოებებს, სასამართლო განაახლებს სასამართლო გამოძიებას, რის შემდეგაც პროცესის მონაწილენი კვლავ გამოდიან სასამართლო კამათში, ხოლო განსასჯელი კვლავ წარმოთქვამს საბოლოო სიტყვას.
მუხლი 493. მხარის წინადადება ბრალდების არსთან დაკავშირებით
1. სასამართლო კამათისა და განსასჯელის საბოლოო სიტყვის დამთავრების შემდეგ, სათათბირო ოთახში სასამართლოს გასვლამდე, მხარეებს უფლება აქვთ სასამართლოს წერილობით წარუდგინონ განაჩენის ან მისი ცალკეული ელემენტების მათ მიერ შედგენილი ფორმულირება.
2. წარდგენილი ფორმულირება სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო, მაგრამ განაჩენის გამოტანისას მისი განხილვა სავალდებულოა.
3. ფორმულირების ასლი გადაეცემა მეორე მხარეს და დაერთვის საქმეს.
მუხლი 494. სასამართლოს გასვლა სათათბირო ოთახში
განსასჯელის საბოლოო სიტყვის მოსმენისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფორმულირების საქმეზე დართვის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.
თავი LV
განაჩენის დადგენა
მუხლი 495. განაჩენის დადგენა საქართველოს სახელით
განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით.
მუხლი 496. განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა
1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს.
3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
მუხლი 497. მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება
1. სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიურად განხილვის შემდეგ განაჩენი დგინდება სათათბირო ოთახში, სადაც შეიძლება იყვნენ მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლენი.
2. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილ და დაცულ ოთახში.
3. განაჩენის დადგენისას სასამართლოს ან მოსამართლეს შეუძლია შესვენება, აგრეთვე დასვენება უქმე დღეებში.
4. განაჩენის დადგენის დროს დაუშვებელია საქმესთან დაკავშირებით სხვა პირებთან რაიმე ურთიერთობა.
მუხლი 498. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები
1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) იყო თუ არა ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება განსასჯელს;
ბ) შეიცავს თუ არა ეს ქმედება დანაშაულის შემადგენლობას;
გ) ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება განსასჯელმა;
დ) შეერაცხება თუ არა ბრალად განსასჯელს ჩადენილი ქმედება;
ე) არსებობს თუ არა განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი;
ვ) უნდა დაისაჯოს თუ არა განსასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;
ზ) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს განსასჯელს და რა ზომით;
თ) უნდა მოიხადოს თუ არა განსასჯელმა დანიშნული სასჯელი;
ი) რა სახის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში უნდა მოიხადოს განსასჯელმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი;
კ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სამოქალაქო სარჩელი, ვის სასარგებლოდ და რა ოდენობით;
ლ) გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები;
მ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
ნ) საჭიროა თუ არა გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება;
ო) ვის უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები და რა ოდენობით;
პ) დამნაშავედ მიჩნეული პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ არა იძულებითი მკურნალობა;
2. გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამართლებულისათვის გამოძიების ორგანოების, პროკურატურისა თუ სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
3. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო წყვეტს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად.
4. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე განსასჯელის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი განსასჯელის მიმართ ცალ-ცალკე.
მუხლი 499. განსასჯელის შეურაცხაობის საკითხის განხილვა
1. თუ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს წამოიჭრა საკითხი ბრალდებულის შერაცხადობის ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ფსიქიკურად დაავადების შესახებ, რის გამოც დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სასამართლო ვალდებულია განაჩენის დადგენისას კიდევ ერთხელ განიხილოს ეს საკითხი.
2. თუ დადგინდა, რომ ქმედების ჩადენისას განსასჯელი შეურაცხ მდგომარეობაში იყო ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ გახდა ასეთი, სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.
მუხლი 500. მოსამართლეთა თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის მოსამართლეთა თათბირი.
2. თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს 498-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.
3. ყოველ საკითხზე თითოეულმა მოსამართლემ უნდა გასცეს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.
4. საკითხები წყდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მოსამართლეებმა შეიძლება მიიღონ მხოლოდ ერთხმად.
5. 498-ე მუხლში აღნიშნულ თითოეულ საკითხზე პირველად კენჭს უყრიან მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე სასიკეთოა განსასჯელისათვის. თუ დანაშაულის ჩადენაში განსასჯელის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, მოსამართლის ხმა განსასჯელის გასამართლებლად დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც განსასჯელისათვის ყველაზე სასიკეთოა.
6. მოსამართლეს (მოსამართლეებს), რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, უფლება აქვს იგი წერილობით ჩამოაყალიბოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში. განსხვავებულ აზრს წარუდგენენ თავმჯდომარეს და ურთავენ საქმეს.
7. მხარეებს უნდა მიეცეთ საშუალება გაეცნონ განსხვავებულ აზრს.
მუხლი 501. სასამართლო გამოძიების განახლება, სისხლის სამართლის საქმის გაგზავნა დამატებითი გამოძიებისათვის
1. თუ სათათბირო ოთახში 498-ე მუხლში მითითებულ საკითხთა განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ მათ გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი სასამართლო მოქმედება, მას გამოაქვს დადგენილება სასამართლო გამოძიების განახლების შესახებ. განახლებული სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო კვლავ იწყებს სასამართლო კამათს და ისმენს განსასჯელის საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც გადის სათათბირო ოთახში განაჩენის დასადგენად.
2. 427-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება) სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის გასაგზავნად და საქმეს უბრუნებს პროკურორს იმის მითითებით, თუ რა გარემოებები უნდა შემოწმდეს და რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს.
3. ერთი და იმავე პირის მიმართ ერთი და იგივე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოდან დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
მუხლი 502. განაჩენის სახეები
1. სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.
2. განაჩენი შეიძლება იყოს ზოგი ბრალდების მიმართ გამამტყუნებელი, ხოლო სხვა ბრალდების მიმართ – გამამართლებელი.
მუხლი 503. გამამტყუნებელი განაჩენი
1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
2. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოიტანონ:
ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;
ბ) სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით;
გ) სასჯელის დაუნიშნავად.
4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. განსასჯელის დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.
5. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია აქტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
6. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, თუ მისი გამოტანის მომენტისათვის:
ა) ამოიწურა ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
ბ) განსასჯელი გარდაიცვალა.
მუხლი 504. გამამართლებელი განაჩენი
1. გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს განსასჯელის სრულ უდანაშაულობას მისთვის წაყენებულ ბრალდებაში.
2. გამამართლებელი განაჩენი არ უნდა შეიცავდეს გამართლებულის სახელის გამტეხ ფორმულირებებს.
3. გამამართლებელი განაჩენის საფუძვლებია:
ა) დანაშაულის შემთხვევის არარსებობა;
ბ) განსასჯელის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობა;
გ) განსასჯელის მხრივ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის მიუღებლობა.
მუხლი 505. სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა განაჩენის დადგენისას
1. განაჩენის დადგენისას სასამართლო აკმაყოფილებს წარდგენილ სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ, ან უარყოფს მას, ანდა საერთოდ არ განიხილავს.
2. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისას სასამართლოს უფლება აქვს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე მიიღოს ზომები სარჩელის უზრუნველსაყოფად, თუ ისინი მანამდე მიღებული არ ყოფილა.
მუხლი 506. განაჩენის შედგენა
1. განაჩენი იწერება სამართალწარმოების ენაზე ცხადი და გასაგები ფრაზებით.
2. განაჩენი უნდა დაიწეროს სათათბირო ოთახში და ყველა მოსამართლემ და მსაჯულმა მას ხელი უნდა მოაწეროს, იმათ გარდა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
3. განაჩენში შეტანილი შესწორება განაჩენის გამოცხადებამდე წინასწარ უნდა შეათანხმოს და ხელმოწერით დაადასტუროს ყველა მოსამართლემ.
მუხლი 507. განაჩენის შესავალი ნაწილი
განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება:
ა) განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით;
ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი;
გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალმდებელი, დაზარალებული და მისი წარმომადგენელი, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები;
დ) განსასჯელის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, განათლება, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები;
ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც ბრალდებული მისცეს სამართალში.
მუხლი 508. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო. ამასთან, მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა. აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული, ან დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული, – ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.
2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ უდაბლეს ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და უფრო მსუბუქ სასჯელზე გადასვლა, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება ან უარყოფა.
მუხლი 509. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) განსასჯელის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება ჩადენილ დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ;
გ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ;
დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა, შესაბამისი რეჟიმის სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, რომელშიც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი;
ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;
ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავებისა და დაპატიმრების დროის ჩათვლის შესახებ;
ზ) გადაწყვეტილება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე განსასჯელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
თ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;
ი) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;
კ) განაჩენის გასაჩივრების უფლება.
2. თუ განსასჯელს წაყენებული ჰქონდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რომელ ბრალდებაში გაამართლეს განსასჯელი და რომელში დასდეს მსჯავრი.
3. სასჯელის მოხდისაგან განსასჯელის განთავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
4. ყველა შემთხვევაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.
მუხლი 510. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: ბრალდების არსი, რომლითაც ბრალდებული სამართალში მისცეს; სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სასამართლოს დასკვნას განსასჯელის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულებას, რომელსაც ემყარებოდა განსასჯელის მიმართ წაყენებული ბრალდება, ანდა რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა, ან რომ განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული; სამოქალაქო სარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მოტივები.
მუხლი 511. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) განსასჯელის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება განსასჯელის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ;
გ) გადაწყვეტილება განსასჯელისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია, – გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ;
დ) გადაწყვეტილება წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილებულა;
ე) გადაწყვეტილება საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ ასეთი ღონისძიება განხორციელდა;
ვ) გამართლებულის უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი ზიანი და მორალური თუ სხვა ზიანით მიყენებული შედეგების აღმოფხვრა 220–227-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ზ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;
თ) რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი.
მუხლი 512. განაჩენის გამოცხადება
1. განაჩენის ხელმოწერის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) ბრუნდება სასამართლო სხდომის დარბაზში და თავმჯდომარე ან რომელიმე მოსამართლე აცხადებს განაჩენს.
2. სასამართლო სხდომის დარბაზში ყველა დამსწრე, მათ შორის, სასამართლოს შემადგენლობა, განაჩენს ფეხზე ამდგარი ისმენს.
3. თუ განაჩენი დაწერილია იმ ენაზე, რომელიც განსასჯელმა არ იცის ან სათანადოდ არ იცის, განაჩენის გამოცხადებისთანავე ან სინქრონიულად ის უნდა წაიკითხოს თარჯიმანმა განსასჯელის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
4. თავმჯდომარე განსასჯელსა და პროცესის სხვა მონაწილეებს განუმარტავს განაჩენის გასაჩივრების წესსა და ვადებს. განსასჯელს განუმარტავენ აგრეთვე შეწყალების შესახებ შუამდგომლობის უფლებას.
მუხლი 513. განსასჯელის პატიმრობიდან განთავისუფლება
პატიმრობაში მყოფი განსასჯელი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, თუ:
ა) განსასჯელი გაამართლეს;
ბ) დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ განსასჯელს არ დაუნიშნეს სასჯელი;
გ) გაათავისუფლეს სასჯელისაგან;
დ) პირობითად დასდეს მსჯავრი;
ე) გადაუვადეს განაჩენის აღსრულება;
ვ) დაუნიშნეს სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან;
ზ) სასჯელად დაუნიშნეს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რომელიც არ აღემატება წინასწარ პატიმრობაში მსჯავრდებულის ფაქტობრივ ყოფნას.
მუხლი 514. მსჯავრდებულისა და გამართლებულისათვის განაჩენის ასლის გადაცემა
განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის საქმეზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა განაჩენის ასლი უნდა გადაეცეს მსჯავრდებულს ან გამართლებულს. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით იმავე ვადაში გადაეცემა.
მუხლი 515. სხვა საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს განაჩენის დადგენისთანავე
1. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხანდაზმული მშობლები, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომელიც მეთვალყურეობისა და დახმარების გარეშე რჩება, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთანავე გამოაქვს განჩინება იმის შესახებ, რომ მათზე მზრუნველობა ან მეურვეობა დაეკისროს ნათესავს, სხვა პირს მათი თანხმობით, ან სათანადო დაწესებულებას, ხოლო თუ მსჯავრდებულს აქვს ქონება ან ბინა, რომელიც უმეთვალყურეოდ რჩება, – განჩინება იმის შესახებ, რომ მისი დაცვა ევალება სათანადო ორგანოს.
2. თუ საქმეში დამცველად ან წარმომადგენლად მონაწილეობდა მე-80 მუხლის საფუძველზე დანიშნული ადვოკატი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას გადაუხადონ თანხა იმ ოდენობით, რომელიც ეძლევა ადვოკატს, როცა იგი ახორციელებს დაცვას ან წარმომადგენლობს შეთანხმებით.
3. განაჩენის დადგენისთანავე სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება, თუ არსებობს საამისო საფუძველი.
4. სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანვე ამ მუხლში აღნიშნული ყველა საპროცესო გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა იქნეს წაკითხული.
მუხლი 516. მსჯავრდებულის ნათესავებსა და ახლობლებთან შეხვედრის უფლება
განაჩენის გამოცხადებისთანავე პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის წერილობითი თხოვნით, თავმჯდომარე ვალდებულია მისცეს მას ნათესავებსა და ახლობლებთან შეხვედრის ნება.
კარი მეათე
განაჩენისა და სხვა გადაწყვეტილებების გასაჩივრება
თავი LVI
აპელაცია
მუხლი 517. პირის უფლება, საქმე განიხილონ ორ სასამართლო ინსტანციაში
განსასჯელს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვთ მოითხოვონ საქმის განხილვა არანაკლებ ორ – პირველ და სააპელაციო ინსტანციაში მაინც, მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევით, ან საკასაციო ინსტანციაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით.
მუხლი 518. სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი
1. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, განსასჯელს, დამცველს, განსასჯელის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე პირს, რომლის მიმართაც გამოყენებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, და მის წარმომადგენელს.
2. სააპელაციო წარმოება ტარდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე.
3. სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ განაჩენი მხოლოდ სარჩელის საფუძვლისა და თანხის ნაწილში.
4. დამცველსა და წარმომადგენელს უფლება აქვთ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი მხოლოდ განსასჯელისა და მარწმუნებლის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი ან მარწმუნებელი არასრულწლოვანია, ან აქვს ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი, ანდა განსასჯელს დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მუხლი 519. სააპელაციო გასაჩივრების საგანი
სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში არ შესულა და, აპელანტის აზრით, უსაფუძვლოა. განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უსაფუძვლობაში იგულისხმება ის, რომ არ არის დამტკიცებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს და იგი უნდა განიხილოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, თუ განაჩენის საფუძვლიანობასთან ერთად სადავო ხდება მისი კანონიერებაც.
მუხლი 520. სააპელაციო საჩივრის განხილვის სავალდებულოობა
1. სააპელაციო საჩივრის შეტანა სავალდებულო წესით იწვევს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და ახალი სასამართლო გამოძიების ჩატარებას. დაუშვებელია სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმა.
2. სააპელაციო საჩივრის შეტანა აჩერებს განაჩენის აღსრულებას.
მუხლი 521. სასამართლო, რომელიც განიხილავს სააპელაციო საჩივრებს
1. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოს განაჩენსა თუ სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარს განიხილავენ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენსა და სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამ კოდექსის 523-545-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმეს განიხილავენ 3 მოსამართლის შემადგენლობით. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობის თავმჯდომარედ ინიშნება ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაჩენი და განჩინება სარევიზიო წესით შეიძლება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე.
მუხლი 522. საჩივრის განხილვის სააპელაციო და საკასაციო წესების გარდაქმნა
1. სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეიცავდეს დასკვნებს განაჩენის არა მარტო უსაფუძვლობის, არამედ უკანონობის შესახებაც. ასეთ შემთხვევაში ეს სასამართლო საჩივარს სააპელაციო წესით განიხილავს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეტანილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციის წესით გამოტანილ განაჩენზე შეიძლება შეიცავდეს დასკვნებს განაჩენის არა მარტო უკანონობის, არამედ უსაფუძვლობის შესახებაც. ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 523-545-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
3. სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს განსახილველად მიიღოს საჩივარი, რომელსაც მხოლოდ საკასაციო ხასიათი აქვს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საკასაციო წესით საქმის განხილვისას განაჩენის უსაფუძვლობის დამადასტურებელი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში საქმეს იხილავს სააპელაციო წესით და იღებს გადაწყვეტილებას, როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებზედაც. ასეთ შემთხვევაში ფაქტის საკითხებზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ შეიძლება გააუარესოს განსასჯელის მდგომარეობა.
მუხლი 523. სააპელაციო გასაჩივრების ვადები
1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში იმავე სასამართლოში. თუ განსასჯელი პატიმრობაში იმყოფება განაჩენის გასაჩივრების ვადა იანგარიშება მისთვის განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან.
2. საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.
3. სააპელაციო საჩივრის ფოსტითა და კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს.
მუხლი 524. სააპელაციო საჩივრის შეტანა
განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რათა იგი გადაეცეს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელსაც მხარის საპროცესო მდგომარეობა უკავია.
მუხლი 525. კერძო სააპელაციო საჩივარი
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს ყოველი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, განაჩენის გარდა, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, კერძო სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება), რომელიც გამოტანილია საქმის განხილვისას და არ არის შემაჯამებელი ხასიათისა, შეიძლება სააპელაციო წესით სასამართლოს განაჩენთან ერთად გასაჩივრდეს.
მუხლი 526. დამატებითი სააპელაციო საჩივარი
სააპელაციო გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში ძირითადი საჩივრის ხარვეზის შესავსებად შეიძლება დამატებითი სააპელაციო საჩივრის შეტანა 524-ე მუხლში აღნიშნული პირობების დაცვით.
მუხლი 527. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი
1. მხარეს უფლება აქვს მიიღოს სააპელაციო საჩივრის ასლი მისი შეტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო მომდევნო 5 დღის ვადაში იმავე სასამართლოს წარუდგინოს შესაგებელი. შესაგებელი საჩივარსა და საქმესთან ერთად იგზავნება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
2. სააპელაციო ინსტანციაში საქმის გაგზავნამდე აპელანტს უფლება აქვს სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი.
მუხლი 528. სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ვადები
1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში უნდა გაიგზავნოს განაჩენის გამოტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
2. სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარემ რთულ და დიდი მოცულობის საქმეზე ეს ვადა შეიძლება კიდევ 7 დღით გააგრძელოს.
მუხლი 529. სააპელაციო საჩივარი
1. სააპელაციო საჩივარში აღინიშნება:
ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა;
გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი;
დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი;
ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა, და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა;
ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი;
ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ;
თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები;
ი) საჩივრის შესაგებლის კრიტიკა.
2. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს.
3. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.
მუხლი 530. საქმის მომზადება მოსმენისათვის
1. თუ სასამართლო შემადგენლობის ერთ-ერთი ან ყველა მოსამართლე საჭიროდ მიიჩნევს, ისინი შეისწავლიან მიღებულ სისხლის სამართლის საქმეს, საჩივრებსა და მათს შესაგებლებს. შესწავლის შედეგების მიხედვით მოსამართლე ადგენს ცნობას, რომელშიც აყალიბებს საქმის არსს, საჩივრების შინაარსსა და მომჩივანთა მოსაზრებას, საჩივრის შესაგებლის შინაარსს, აღნიშნავს მომჩივანთა პოზიციის დამადასტურებელ ან გამაბათილებელ მტკიცებულებებს, მაგრამ თავის აზრს არ გამოთქვამს. ცნობის ასლები ამ შემადგენლობის ყველა მოსამართლეს გადაეცემა.
2. სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარე იძლევა განკარგულებებს სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის, პროცესის მონაწილეების, პატიმრობაში მყოფი განსასჯელის გამოძახებისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსმენის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ.
3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წინასწარი მოსმენა არ ტარდება.
მუხლი 531. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. დამცველის მოწვევა და დანიშვნა დასაშვებია იმავე საფუძველზე და იმავე წესით, რაც სასამართლო განხილვისას.
3. პატიმრობაში მყოფი განსასჯელი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მიჰყავთ, თუ იგი ამის წინააღმდეგი არ არის.
4. განსასჯელს, რომელიც პატიმრობაში არ იმყოფება, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს იძახებენ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანის სააპელაციო საჩივარი განიხილება, საქმის მოსმენა გადაიდება. ამ პირთა განმეორებითი გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე მათ დაუსწრებლად განიხილება.
5. სასამართლოში იძახებენ ყველა მოწმესა და ექსპერტს, რომელთა დაკითხვაც მომჩივნისა და პროცესის სხვა მონაწილეთა აზრით, აუცილებელია. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შეიძლება გამოიძახონ ის მოწმეებიც, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუკითხავთ, აგრეთვე ის ექსპერტები, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.
6. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მხარეებმა სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეებს უნდა აცნობონ მათ მიერ გამოძახებულ მოწმეთა და ექსპერტთა შესახებ.
7. მხარეებს უფლება აქვთ მორიგდნენ გამოსაძახებელ მოწმეთა და ექსპერტთა რაოდენობის შემცირების თაობაზე ან საერთოდ უარი თქვან მათს გამოძახებაზე. ასეთი მორიგების შესახებ მხარეებმა სასამართლოს უნდა აცნობონ მოსმენის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. სასამართლო არ იზღუდება მხარეთა მორიგებით და უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს მოწმეები და ექსპერტები.
მუხლი 532. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი ტარდება 457-469-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
მუხლი 533. სასამართლო გამოძიება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში
1. სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაჩენის ძირითადი შინაარსი, აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთაგან შემოსული საჩივრის შესაგებელი. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს საჩივარში მიუთითებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განსასჯელის საზიანოდ არ იქნეს გაგებული.
2. მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მომხსენებელს. კითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს.
3. მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის აპელანტი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ აპელანტს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.
4. აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე – პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დაცვის მხარე – განსასჯელი ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ხდება 475-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლოს თანხმობით, მხარეს უფლება აქვს საჯაროდ წაიკითხოს მოწმეთა, განსასჯელთა, დაზარალებულთა ჩვენებები და ექსპერტთა დასკვნები, თუ ეს პირები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან საპატიო მიზეზით.
6. ცალკეულ მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ტარდება 476-487-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
7. სასამართლოს უფლება არა აქვს უარი უთხრას მხარეს მტკიცებულებათა წარდგენასა და გამოკვლევაზე, მაგრამ უფლება აქვს აკრძალოს იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც საქმეს არ ეხება.
8. მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ სასამართლო წინადადებას აძლევს მხარეებს შეავსონ სასამართლო გამოძიება, ხოლო თუ ამის სურვილი არავინ გამოთქვა, მას დამთავრებულად აცხადებს.
მუხლი 534. სასამართლო კამათი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა სააპელაციო ინსტანციაში
სასამართლო კამათისა და განსასჯელის საბოლოო სიტყვის მიმართ მოქმედებს 484-492-ე მუხლების წესები.
მუხლი 535. განაჩენის დადგენა
1. განაჩენის დადგენისას სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელმძღვანელობს 495-516-ე მუხლებით.
2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.
მუხლი 536. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეები
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;
ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;
გ) ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს;
დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს და საქმეს უბრუნებს პროკურორს მისი შუამდგომლობით დამატებითი გამოძიებისათვის;
ბ) აჩერებს საქმის წარმოებას 428-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას;
გ) აუქმებს ან ძალაში ტოვებს მოსამართლის გადაწყვეტილებას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე;
დ) აუქმებს ან ძალაში ტოვებს სასამართლოს კერძო განჩინებას დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა შესახებ;
ე) აკმაყოფილებს ან უარყოფს კერძო სააპელაციო საჩივრებს;
ვ) აკმაყოფილებს ან უარყოფს ყველა სხვა საჩივარს, რომლებიც ამ კოდექსის მიხედვით შეიძლება შეიტანონ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
მუხლი 537. სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი
1. სააპელაციო წესით განაჩენის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) არასრული ან ცალმხრივი წინასწარი გამოძიება, ანდა სასამართლო განხილვა, რაც ვერ შეივსება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;
ბ) განაჩენში ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, თუ შეუძლებელია დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას.
2. განაჩენის შეცვლა ხდება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საფუძველზე, თუ იგი ეხება ზოგიერთ ბრალდებას ან ბრალდებათა ეპიზოდებს.
მუხლი 538. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არასრულობა და ცალმხრივობა
1. წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა არასრულად და ცალმხრივად ჩაითვლება, თუ არ არის დადგენილი დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება.
2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის უსრულობა და ცალმხრივობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს, რომ არ დაუკითხავთ ან არასრულად დაკითხეს ის პირები, რომელთა ჩვენებებსაც მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტების დასადგენად; არ ჩატარებულა ექსპერტიზა, როცა მისი ჩატარება, კანონის თანახმად, სავალდებულო იყო; არ შესრულებულა სხვა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც საჭირო იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად; არ გამოუთხოვიათ დოკუმენტები და არ აღმოუჩენიათ ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გარეშეც განაჩენი ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად; არ შემოწმებულა განსასჯელისა და დამცველის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები; არ გამოკვლეულა გარემოებები, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) დამატებითი გამოძიებისა თუ ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შესახებ.
მუხლი 539. განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან
განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და გასაუქმებელი ან შესაცვლელია, თუ:
ა) განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან;
ბ) არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დასკვნებს;
გ) სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი;
დ) დასკვნების დასასაბუთებლად სასამართლომ გამოიყენა მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელია ან საქმეს არ ეხება;
ე) წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობისას სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება;
ვ) სასამართლომ ეჭვი არ განმარტა განსასჯელის სასარგებლოდ.
მუხლი 540. შებრუნება საუარესოდ
1. სააპელაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს განსასჯელისათვის სხვა არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა ხდება განსასჯელის, დამცველის, განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.
2. სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებული განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელის თანხა ან სხვა გზით გააუარესოს განსასჯელის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს ბრალდების ფარგლებს, რომელიც განსასჯელს წაუყენეს წინასწარი გამოძიების დროს და რომელსაც მხარი დაუჭირეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას განსასჯელის მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.
4. განსასჯელის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია იმ საფუძველზე, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეთა სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული.
5. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გამამართლებლის ნაცვლად შესაძლებელია, თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით ჩაატარა.
6. თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააუქმა განაჩენი დაცვის მხარის საჩივრით, როცა ბრალდების მხარის საჩივარი არ არსებობს, დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას ბრალდებულის მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს.
7. ბრალდების მხარის საჩივრით განაჩენის გაუქმებისას გამომძიებელს, რომელიც დამატებით გამოძიებას ატარებს, და პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც ხელახლა განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლიათ განსასჯელის მდგომარეობა გააუარესონ მხოლოდ იმ საფუძვლით, რომელიც მითითებული იყო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მუხლი 541. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებანი
1. დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პროკურორსა და გამომძიებელს მისცეს სავალდებულო მითითებები საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივი გამოკვლევისა და კანონის დარღვევათა გამოსწორების უზრუნველსაყოფად.
2. ამ მითითებათა შესრულების შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო ხელახალი განხილვისას საქმეს წყვეტს თავისი შინაგანი რწმენითა და სამართალგაგებით.
მუხლი 542. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების მიქცევა აღსასრულებლად
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა 609-610-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის საფუძველზედაც განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ განსასჯელი სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განაჩენის ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. პირის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ განკარგულება შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით.
მუხლი 543. სარევიზიო საწყისი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობაში
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივრებში მოყვანილი დასკვნებით და ვალდებულია საქმე შეამოწმოს სრული მოცულობით, მათ შორის, იმ განსასჯელთა მიმართაც, რომლებსაც არ შეუტანიათ საჩივრები. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს განსასჯელთა სასარგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მათი მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს თავიანთ საჩივრებში ამის შესახებ არ უთხოვიათ.
2. სარევიზიო წესით საქმის განხილვა არ გამორიცხავს იმ განსასჯელის სააპელაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც გაუშვა გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.
მუხლი 544. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებები მის დამრღვევთა მიმართ
სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს მის დამრღვევთა მიმართ 456-ე და 209-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 545. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში მითითებულ ცნობებს.
თავი LVII
კასაცია
მუხლი 546. საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები
საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან 518-ე მუხლში მითითებული პირები.
მუხლი 547. საკასაციო გასაჩივრების საგანი
საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში და, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობაში იგულისხმება: სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევები, რომლებიც არ გამოუვლენია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ან რომლებიც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს; განსასჯელის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია ან სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის დროს სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენებისას დაშვებული შეცდომა; სასჯელის ისეთი სახის ან ზომის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება განსასჯელის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. თუ საკასაციო საჩივარში სადავოა განაჩენის არა მარტო კანონიერება, არამედ დასაბუთებულობაც, მას სააპელაციო წესით განიხილავენ.
მუხლი 548. სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვის სავალდებულოობა
საკასაციო საჩივრის განხილვა სავალდებულოა. საკასაციო საჩივრის განხილვისას მოქმედებს 520-ე მუხლით დადგენილი წესები, მაგრამ ახალი სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით არ ტარდება.
მუხლი 549. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო
1. რაიონული (საქალაქო), სააპელაციო საოლქო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე საკასაციო საჩივრებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 3 მოსამართლის შემადგენლობით.
2. თუ საკასაციო საჩივარში სადავოა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების არა მარტო კანონიერება, არამედ დასაბუთებულობაც, საქმე სააპელაციო წესით განსახილველად ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს.
3. თუ საკასაციო საჩივარში სადავოა საოლქო სასამართლოს განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების არა მარტო კანონიერება, არამედ დასაბუთებულობაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატა საჩივარს საქმესთან ერთად განსჯადობის მიხედვით გადაუგზავნის განსახილველად სააპელაციო სასამართლოს 519-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს განსახილველად მიიღოს ისეთი საჩივარი, რომელიც მხოლოდ სააპელაციო ხასიათისაა.
მუხლი 550. საკასაციო გასაჩივრების ვადები
საკასაციო გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებით მოქმედებს 523-ე მუხლის წესები.
მუხლი 551. საკასაციო საჩივრის შეტანა
1. საკასაციო საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით მოქმედებს 524-ე მუხლით დადგენილი წესები.
2. საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარს და მთლიანად საქმეს.
მუხლი 552. საკასაციო საჩივარი
1. საკასაციო საჩივარში აღინიშნება:
ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის საჩივარი;
ბ) მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც შეაქვს საჩივარი (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა);
გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, მისი გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი;
დ) მომჩივნის აზრით, რა სამართლებრივი საკითხები გადაწყდა არასწორად და რა ადასტურებს ამას;
ე) რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის უსამართლობა;
ვ) საპროცესო ნორმების რა მოთხოვნები დაირღვა და არსებითია თუ არა ეს დარღვევები;
ზ) დამატებით წარმოდგენილი მასალები;
თ) საჩივრის შესაგებლის კრიტიკა.
2. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლოს მოსამართლე კასატორს აძლევს დროს, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ხოლო თუ მომჩივანს უჭირს ამის გაკეთება, უნიშნავს მას დამცველს.
3. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.
მუხლი 553. კერძო საკასაციო საჩივარი
1. კერძო საკასაციო საჩივარი შეაქვთ პირველი ინსტანციის სასამართლოს ყველა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებულ კანონის დარღვევაზე, გარდა განაჩენისა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას გამოტანილი განჩინებები და დადგენილებები, რომელთაც არა აქვთ შემაჯამებელი ხასიათი, შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს განაჩენთან ერთად.
მუხლი 554. დამატებითი საკასაციო საჩივარი
დამატებითი საკასაციო საჩივარი, 526-ე მუხლით დადგენილი წესით, შეაქვთ მხოლოდ სამართლის საკითხებზე.
მუხლი 555. საკასაციო საჩივრის შესაგებელი
საკასაციო საჩივრის შესაგებელს მხარეები აყენებენ 527-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 556. საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ვადა
საკასაციო ინსტანციაში საქმე განხილება 528-ე მუხლით განსაზღვრულ ვადებში.
მუხლი 557. საქმის მოსასმენად მომზადება
საკასაციო სასამართლოში მოსასმენად საქმე მზადდება 530-ე მუხლით დადგენილი წესებით.
მუხლი 558. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი
1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობენ 531-ე მუხლის პირველ ოთხ ნაწილში მითითებული პირები.
2. მოწმეთა გამოძახება და დაკითხვა, ექსპერტიზის ჩატარება და მტკიცებულებათა გამოსაკვლევად სხვა სასამართლო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით ან – გამონაკლისის სახით – სასამართლოს ინიციატივით.
მუხლი 559. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი
საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი ტარდება 457-469-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
მუხლი 560. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრებისა და საქმის განხილვის წესი
1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივრებისა და საქმის განხილვა იწყება 533-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესებით.
2. მოსამართლის მოხსენებისა და მომჩივნის გამოსვლის შემდეგ საჩივრისა და განაჩენის შესახებ თავის მოსაზრებებს აყალიბებს მომჩივანი მხარის სხვა წარმომადგენელი.
3. შემდეგ თავიანთ მოსაზრებებს აყალიბებს მომჩივნის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. გამოსვლების თანამიმდევრობას ისინი თავად განსაზღვრავენ, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში თანამიმდევრობას განსაზღვრავს სასამართლო.
4. თუ სასამართლოში გამოძახებულია მოწმე და ექსპერტი, ამ პირთა ჩვენებებს (დასკვნებს) წარმოადგენს მათი გამომძახებელი მხარე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს ჩაატაროს ჯვარედინი დაკითხვა, რის შემდეგაც გამომძახებელ მხარეს შეუძლია ჩაატაროს ხელახალი დაკითხვა. მტკიცებულებებს წარმოადგენს ჯერ ბრალდების მხარე. სასამართლოს ნებართვით და ორივე მხარის თანხმობით შეიძლება დაკითხონ განსასჯელი და დაზარალებული, საჯაროდ წაიკითხონ განსასჯელთა, დაზარალებულთა, მოწმეთა ჩვენებები, წინასწარი გამოძიებისას და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული ექსპერტთა დასკვნები, აგრეთვე ახალი მასალები.
5. თუ ჩატარდა მტკიცებულებათა ნაწილობრივი გამოკვლევა, მხარეები გამოდიან სასამართლო კამათში, ხოლო განსასჯელი წარმოთქვამს საბოლოო სიტყვას 489-492-ე მუხლებით დადგენილი წესებით. დაცვის მხარე ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარის შემდეგ გამოდის.
მუხლი 561. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სახეები
1. განსასჯელის საბოლოო სიტყვის შემდეგ, ხოლო თუ მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, – დამცველის გამოსვლის შემდეგ, სასამართლო გადის სათათბირო ოთახში განჩინების ან განაჩენის გამოსატანად.
2. საკასაციო ინსტანცია განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაჩენს უცვლელად ტოვებს, ხოლო საჩივრებს – დაუკმაყოფილებლად;
ბ) აუქმებს განაჩენს და საქმეს გზავნის დამატებითი გამოძიებისა თუ ხელახალი სასამართლო განხილვისათვის;
გ) აუქმებს განაჩენს და წყვეტს საქმეს;
დ) ცვლის განაჩენს განსასჯელის სასიკეთოდ.
3. თუ განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში, რომელთაგან თითოეული კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და შეიძლება ცალკე იქნეს განხილული, საკასაციო ინსტანციას შეუძლია გააუქმოს განაჩენი და გაგზავნოს საქმე დამატებითი გამოძიებისა თუ ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ერთი ან რამდენიმე ბრალდების ნაწილში და უცვლელად დატოვოს დანარჩენ ნაწილში.
4. განაჩენის შეცვლისას სასამართლოს უფლება აქვს გამორიცხოს ბრალდების ის ნაწილები ან ეპიზოდები, ანდა ის გარემოებები, რომლებიც ამძიმებენ ბრალდებულის პასუხისმგებლობას.
5. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გაუქმებისას საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცემა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
6. თუ განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დროს ვერ დადგინდა დანაშაულის შემთხვევა ან ვერ დამტკიცდა განსასჯელის მონაწილეობა დანაშაულში, საკასაციო განჩინებაში აღინიშნება, რომ სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვა.
7. სხვა საფუძვლით განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის დროს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება, რომ სარჩელი არ განიხილება.
8. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს, თუ არსებობს 503-ე მუხლში აღნიშნული პირობები. თუ იგი ქმედებას აკვალიფიცირებს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლით, იყენებს უფრო მკაცრ სასჯელს ან სხვაგვარად აუარესებს განსასჯელის მდგომარეობას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე.
9. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ესა თუ ის სამართლებრივი საკითხი სწორად არ გადაწყვეტილა.
მუხლი 562. საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველი
1. საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველია:
ა) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა;
ბ) სისხლის სამართლის ან სხვა მატერიალური სამართლის კანონის არასწორი გამოყენება;
გ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა განსასჯელის ქმედების სიმძიმესთან და პიროვნებასთან.
2. თუ საკასაციო ინსტანციამ გამოაცხადა, რომ იგი საქმეს სააპელაციო წესით განიხილავს, მას შეუძლია გააუქმოს ან შეცვალოს განაჩენი 537-ე მუხლში მითითებული საფუძვლით.
მუხლი 563. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები
1. არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.
2. განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ:
ა) წინასწარი გამოძიება ან სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას;
ბ) განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს;
გ) კანონით სავალდებულო ექსპერტიზა არ ჩატარებულა;
დ) ბრალდებული ან მისი დამცველი საქმის ყველა მასალის გაცნობის უფლებით არ იქნენ უზრუნველყოფილი;
ე) ბრალდებული სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით;
ვ) საქმე გამოიძიეს ან განიხილეს დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო;
ზ) დაირღვა ბრალდებულის მშობლიური ენით სარგებლობის უფლება;
თ) დაირღვა განსჯადობის წესები;
ი) საქმე განიხილეს განსასჯელის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება სავალდებულოა;
კ) განსასჯელს არ მისცეს საბოლოო სიტყვა;
ლ) განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;
მ) დაირღვა მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება;
ნ) საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი;
ო) დაშვებულია სისხლის სამართლის კანონის სხვა არსებითი დარღვევები.
3. გამამართლებელი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, თუ დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება.
მუხლი 564. სისხლის სამართლის ან სხვა მატერიალური კანონის არასწორი გამოყენება
კანონი არასწორად გამოიყენება, როცა სასამართლო:
ა) არ იყენებს კანონს, რომელიც უნდა გამოეყენებინა;
ბ) იყენებს კანონს, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;
გ) სწორად არ განმარტავს კანონს.
მუხლი 565. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა განსასჯელის ქმედების სიმძიმესთან და პიროვნებასთან
განსასჯელის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა.
მუხლი 566. შებრუნება საუარესოდ
1. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გააფართოოს ბრალდების მოცულობა, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს განსასჯელის საზიანო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება განსასჯელის, დამცველის, განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.
2. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ სასამართლოს სხვა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები.
3. საკასაციო ინსტანციას უფლება აქვს გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა, გაამკაცროს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში განსასჯელის ყოფნის რეჟიმი, გადაწყვიტოს სხვა სამართლებრივი საკითხები განსასჯელის საზიანოდ, თუ არსებობს შემდეგი პირობების ერთობლიობა:
ა) პროკურორმა, დაზარალებულმა ან ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვს შეცვალონ განაჩენი განსასჯელის საზიანოდ;
ბ) ბრალდება, რომლის აღდგენასაც ითხოვს ბრალდების მხარის წარმომადგენელი, წაყენებულია წინასწარი გამოძიების დროს და მომჩივანი მას მხარს უჭერდა პირველი ინსტანციის სასამართლოში;
გ) ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის, სამოქალაქო სარჩელის შეცვლა განსასჯელის საზიანოდ და მისი მდგომარეობის სხვაგვარად გაუარესება დასაშვებია მხოლოდ იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას განსასჯელის მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.
5. ქმედების კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის განსასჯელის საუარესოდ შეცვლისას საკასაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს დაუნიშნოს განსასჯელს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. დაუშვებელია განსასჯელის მდგომარეობის გაუარესება იმ საფუძვლით, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროცესის მონაწილეების საკასაციო საჩივრებში არ არის აღნიშნული.
7. თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლომ განაჩენი გააუქმა დაცვის მხარის საჩივრის საფუძველზე, ხოლო ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია, საქმის დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას დაუშვებელია ბრალდებულის მდგომარეობის გაუარესება.
8. ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე განაჩენის გაუქმებისას დამატებითი გამოძიების მწარმოებელ გამომძიებელსა და სისხლის სამართლის საქმის ხელახლა განმხილველ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეუძლიათ გააუარესონ განსასჯელის მდგომარეობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროცესის მონაწილეების საკასაციო საჩივრებსა და საკასაციო ინსტანციის განჩინებაშია მითითებული.
მუხლი 567. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობის სარევიზიო საწყისი
1. საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნებით და ვალდებულია საქმე სრული მოცულობით შეამოწმოს, მათ შორის იმ განსასჯელთა მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ. ამასთან, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება განსასჯელის სასარგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მისი მდგომარეობა, თუ ეს ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს თავიანთ საჩივრებში არ უთხოვიათ.
2. სარევიზიო წესით საქმის შემოწმება არ გამორიცხავს ერთ-ერთი განსასჯელის საკასაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც გასაჩივრების ვადა გააცდინა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.
მუხლი 568. საკასაციო განჩინების შინაარსი
1. საკასაციო განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;
ბ) განჩინების გამომტანი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის მონაწილე პირები;
გ) საჩივრის შემტანი პირი;
დ) განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, რომელზედაც შეტანილია საჩივარი;
ე) საჩივრის არსი და შესაგებელი, საკასაციო სხდომის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტების მოკლე შინაარსი.
2. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განჩინებაში უნდა აღინიშნოს საფუძველი, რის გამოც საჩივრის დასკვნები არასწორად ან არაარსებითად არის მიჩნეული.
3. თუ განაჩენი გაუქმდა ან შეიცვალა, განჩინებაში უნდა აღინიშნოს, კანონის რომელი მუხლის მოთხოვნები დაირღვა და რაში გამოიხატა ეს დარღვევები.
4. დანაშაულის შემთხვევის ან შემადგენლობის არარსებობისას, აგრეთვე მაშინ, როდესაც დანაშაულში განსასჯელი არ მონაწილეობდა, დაუშვებელია განაჩენის გაუქმების ან საქმის შეწყვეტის განჩინებაში ისეთ ფორმულირებათა შეტანა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ იმ პირის უდანაშაულობას, რომლის მიმართაც წყდება საქმე.
მუხლი 569. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი
საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მისი გამოტანის დრო და ადგილი;
ბ) განაჩენის გამომტანი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა;
გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მონაწილე პირები;
დ) საჩივრის შემტანი პირი;
ე) საჩივრის არსი და შესაგებელი;
ვ) საკასაციო ინსტანციის სასამართლო სხდომაში პროცესის მონაწილეთა პოზიციები;
ზ) პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის იმ დებულებათა შინაარსი, რომლებზედაც შეტანილია საჩივარი, ხოლო საჩივარზე თანხმობის შემთხვევაში – მათი დასაბუთებული კრიტიკა;
თ) პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციულობის დადასტურება;
ი) მოტივირებული გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის იმ სამართლებრივ დებულებათა გაუქმების შესახებ, რომლებიც არასწორადაა მიჩნეული;
კ) მოტივირებული გადაწყვეტილება უფრო მძიმე დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის რეჟიმის გამკაცრებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ;
ლ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ, სასჯელი, რომელიც დაუნიშნეს განსასჯელს ბრალდების ყოველი პუნქტისა და ბრალდებათა ერთობლიობის მიხედვით, სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელი თანხა, სხვა სამართლებრივი საკითხები, რომელთა გამოც საკასაციო ინსტანცია პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაეთანხმა.
მუხლი 570. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებანი
1. დამატებითი გამოძიებისათვის ან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას საკასაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს მისცეს გამომძიებელს, პროკურორსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს სავალდებულო მითითებები, რომელთა მიზანიცაა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაშვებული ხარვეზების შევსება და სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება.
2. მითითებათა შესრულების შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებენ თავისი შინაგანი რწმენით და სამართალგაგებით.
მუხლი 571. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის და განჩინების მიქცევა აღსასრულებლად
1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ან განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარევიზიო წესით.
2. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და განჩინება აღსასრულებლად მიიქცევა 602-606-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
3. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზედაც განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ განსასჯელი სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განჩინების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. განკარგულება პატიმრობიდან პირის განთავისუფლების შესახებ შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით.
მუხლი 572. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებები დამრღვევთა წინააღმდეგ
საკასაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს მის დამრღვევთა წინააღმდეგ 456-ე და 209-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 573. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი
საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში მითითებულ ცნობებს.
თავი LVIII
რევიზია
მუხლი 574. რევიზიის წესით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სუბიექტები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციით დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზიის წესით გასაჩივრების უფლება აქვს მხარის სტატუსის მქონე პროცესის ყველა მონაწილეს.
მუხლი 575. რევიზიის წესით გასაჩივრების საგანი
რევიზიის წესით შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციით დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, განჩინება და ამ სასამართლოს ყველა ადრინდელი გადაწყვეტილება, თუ ისინი არ გასაჩივრებულა საკასაციო წესით.
მუხლი 576. სასამართლო, რომელიც საჩივარს განიხილავს რევიზიის წესით
საჩივარს რევიზიის წესით განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა არანაკლებ 3 მოსამართლის შემადგენლობით.
მუხლი 577. კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გასაჩივრების ვადები
1. მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განაჩენის გასაჩივრება ვადით არ იზღუდება.
2. განაჩენის გასაჩივრება ისეთი მოტივით, რომელიც მსჯავრდებულის (გამართლებულის) მდგომარეობის გაუარესებას ითვალისწინებს, დასაშვებია მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 578. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი
განაჩენი შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რევიზიის წესით, თუ არსებობს 562-ე მუხლით გათვალისწინებული გაუქმების ან შეცვლის საკასაციო საფუძველი.
მუხლი 579. საჩივრის შეტანის წესი
1. კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, განჩინებასა და ყველა ადრინდელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში.
2. საჩივარს შეიძლება დაერთოს დოკუმენტები და სხვა მასალები, რომლებიც მომჩივნის დასკვნებს ადასტურებს.
მუხლი 580. საჩივრის შეტანის შედეგები
კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განაჩენზე, განჩინებასა და სხვა გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა არ აჩერებს მის აღსრულებას.
მუხლი 581. საჩივრის განხილვა საზედამხედველო პალატაში
1. საზედამხედველო პალატა შემოსული საჩივრის საფუძველზე გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც პალატის თავმჯდომარის დავალებით წინასწარ შეისწავლის პალატის ერთ-ერთი მოსამართლე.
2. მოსამართლე, რომელმაც შეისწავლა სისხლის სამართლის საქმე და სხვა მასალები არა უგვიანეს ერთი თვისა საზედამხედველო პალატაში საჩივრის შემოსვლის დღიდან, პალატის შემადგენლობას მოახსენებს საქმის შინაარსსა და საჩივრის მოტივებს. საქმის მოსმენა ტარდება საზედამხედველო პალატის დახურულ სხდომაზე, რომელსაც ნიშნავს პალატის თავმჯდომარე.
3. საქმის მოსმენის შემდეგ პალატა მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:
ა) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმისათვის შუამდგომლობის მიმართვის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის საფუძვლის არარსებობის შესახებ.
4. საზედამხედველო პალატის დასკვნა განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის საფუძვლის არარსებობის შესახებ საბოლოოა.
5. პალატის მიერ გამოტანილ დასკვნას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე, ხოლო შუამდგომლობას – პალატის თავმჯდომარე.
6. საკითხის გადაწყვეტისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ შეტანილი საჩივარი ითვლება უარყოფილად, ხოლო დაცვის მხარისა – დაკმაყოფილებულად.
7. პალატაში საკითხის გადაწყვეტისას თუ რომელიმე მოსამართლე არ ეთანხმება უმრავლესობას, მას უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
8. საჩივრის უარყოფის შესახებ მიღებული დასკვნის ასლი უნდა გადაეგზავნოს საჩივრის შემომტან პირს არა უგვიანეს 10 დღისა.
9. საზედამხედველო პალატის თავმჯდომარე შუამდგომლობას საქმის ყველა სხვა მასალასთან ერთად დასკვნის გამოტანიდან 10 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს.
მუხლი 582. საქმის მომზადება საქართველოს უზენაეს სასამართლოს პლენუმზე განსახილველად
1. შუამდგომლობისა და საქმის მასალების მიღების შემდეგ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მდივანი იღებს ზომებს პლენუმის სხდომაზე განსახილველად საქმის მოსამზადებლად.
2. საქმე განიხილება პლენუმის უახლოეს სხდომაზე, მაგრამ შუამდგომლობის შეტანიდან არა უადრეს ერთი თვისა.
3. პლენუმის სხდომაზე საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღისა პლენუმის მდივანი ბრალდების მხარეს, მსჯავრდებულს (გამართლებულს), დაზარალებულს, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეში მხარის სტატუსის მქონე სხვა პირებს აცნობებს პლენუმზე საქმის განხილვის დროსა და ადგილს.
4. საჭიროების შემთხვევაში პლენუმის სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობისათვის შეიძლება გამოიძახონ მოწმეები, ექსპერტები და სხვა პირები.
მუხლი 583. საჩივარი რევიზიის წესით საქმის გადასინჯვის შესახებ
თუ რევიზიის წესით საქმის გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეტანილია სააპელაციო საფუძვლით, იგი უნდა შეესაბამებოდეს 529-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს, ხოლო თუ იგი შეტანილია საკასაციო საფუძვლით, – 552-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს.
მუხლი 584. რევიზიის წესით საქმის განხილვის მონაწილენი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
3. მხარეს უფლება აქვს წარმოადგინოს თავისი შესაგებელი, პლენუმის დაწყებამდე არა უგვიანეს 14 დღისა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარეს.
მუხლი 585. სისხლის სამართლის საქმის განხილვა რევიზიის წესით
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რა საქმეს ისმენენ, ამოწმებს, ესწრებიან თუ არა პროცესის მონაწილენი, ისმენს განცხადებას მოსამართლეების, პროკურორის, სხდომის მდივნის, თარჯიმნის, ექსპერტის აცილების შესახებ. აცილების თაობაზე საკითხი წყდება მოსამართლეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
2. შემდეგ მოხსენებით გამოდის საზედამხედველო პალატის თავმჯდომარე ან, მისი დავალებით, ამ პალატის მოსამართლე, რომელმაც საქმე შეისწავლა. მომხსენებელი აყალიბებს საქმის არსს, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ძირითად შინაარსს, მომჩივნის მოთხოვნას, პროცესის სხვა მონაწილის შესაგებლის შინაარსს. მომხსენებელი აქვეყნებს საზედამხედველო პალატის დასკვნას, ამასთან, მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს ფაქტობრივ გარემოებებსა და საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევებს, თუ ისინი არ შეიძლება განიმარტოს მსჯავრდებულის (გამართლებულის) საზიანოდ. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს მსჯავრდებულის (გამართლებულის) ბრალეულობის, აგრეთვე განაჩენის კანონიერებისა თუ საფუძვლიანობის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან.
3. მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ დაუსვან კითხვები მომხსენებელს. კითხვებს ჯერ სვამს ბრალდების მხარე.
4. მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის მომჩივანი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და აყალიბებს საჩივრის დამადასტურებელ დასკვნებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ მომჩივანს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.
5. მომჩივნის, მისი დამცველის ან წარმომადგენლის შემდეგ თავიანთ დასკვნებს აყალიბებენ ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროცესის მონაწილენი. გამოსვლების თანამიმდევრობას თავად ისინი განსაზღვრავენ, ხოლო თუ ვერ შეთანხმდნენ, მას სასამართლო განსაზღვრავს.
6. ბოლოს გამოდიან დაცვის მხარის წარმომადგენელი პროცესის მონაწილენი.
7. მხარეებს უფლება აქვთ პლენუმზე საქმის განხილვისას წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
8. თუ მოწვეულნი არიან მოწმეები, ექსპერტები და სპეციალისტები, მათ დაკითხვას, ხოლო თუ საჭიროა – მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის დაკითხვას ატარებს მათი გამომძახებელი მხარე გამოსვლის პროცესში ან მისი დამთავრებისთანავე. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს ჩაატაროს ჯვარედინი დაკითხვა, ხოლო გამომძახებელ მხარეს – განმეორებითი დაკითხვა (ხელახლა დაკითხვა). ბოლოს კითხვებს სვამენ მოსამართლენი.
9. მხარეთა გამოსვლების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი იღებს დადგენილებას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ხელმძღვანელობს ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპითა და მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოების წესით.
11. მოსამართლეთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ შეტანილი საჩივარი ითვლება უარყოფილად, ხოლო დაცვის მხარისა – დაკმაყოფილებულად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებას ხელს აწერენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პლენუმის მდივანი, რის შემდეგაც მას საჯაროდ კითხულობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
13. მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება დადგენილებას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი დადგენილების გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში. მოსამართლის განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს.
მუხლი 586. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
1. სარევიზიო ინსტანციის სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას ტოვებს უცვლელად, ხოლო საჩივარს – დაუკმაყოფილებლად;
ბ) აუქმებს განაჩენს, აგრეთვე ყველა შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებას და საქმეს გზავნის დამატებითი გამოძიებისათვის ან ხელახლა სასამართლო განხილვისათვის;
გ) აუქმებს განაჩენს, ყველა შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებას და წყვეტს საქმეს;
დ) აუქმებს განჩინებას ან განაჩენს, რომელიც გამოტანილია სააპელაციო წესით და ძალაში ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს;
ე) ცვლილება შეაქვს განაჩენში ან შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებებში.
2. სასამართლოს, რომელიც რევიზიის წესით განიხილავს საქმეს, უფლება არა აქვს დაადგინოს ან დამტკიცებულად მიიჩნიოს ფაქტები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს ან საქმის სააპელაციო წესით განხილვისას განხილვის საგანი არ ყოფილა.
მუხლი 587. შებრუნება საუარესოდ
1. სარევიზიო ინსტანციას უფლება არა აქვს მიიღოს საჩივრის შემტანი პირისათვის საუარესო გადაწყვეტილება, თუ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს საჩივარი არ შეუტანიათ.
2. სარევიზიო ინსტანციას უფლება არა აქვს გააუარესოს მსჯავრდებულის ან გამართლებულის მდგომარეობა, თუ განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულია უსაფუძვლობის მოტივით.
3. სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების უსაფუძვლობის გამო პროცესში ბრალდების მხარის წარმომადგენელი მონაწილის მიერ შეტანილ საჩივარს შეიძლება მოჰყვეს განაჩენის გაუქმება და დამატებითი გამოძიებისათვის ან ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნება, რომლის დროსაც ბრალდებულის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომელიც გამოიყენეს განაჩენის გასაუქმებლად.
4. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობის მოტივით შეტანილი საჩივრის რევიზიის წესით განხილვის შედეგად შეიძლება გამოიყენონ სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის უფრო მკაცრი რეჟიმი და შეიძლება გადაწყდეს სხვა სამართლებრივი საკითხები მსჯავრდებულის (გამართლებულის) საზიანოდ, თუ:
ა) თუ პროკურორმა, დაზარალებულმა ან ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ რევიზიის წესით შეიტანა საჩივარი განაჩენის შეცვლის თხოვნით;
ბ) იმავე საფუძველზე მომჩივანი მხარს უჭერდა ბრალდებას პირველი ინსტანციის სასამართლოში;
გ) სასამართლოს მიერ სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება დასაშვებია მხოლოდ იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც პირველი სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაადგინა.
5. მსჯავრდებულის საუარესოდ ქმედების კვალიფიკაციისას და სასჯელის შეცვლისას სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს დაუნიშნოს მას უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ დამატებითი გამოძიების ან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას მოქმედებს საუარესოდ შებრუნების შესახებ 566-ე მუხლის მე-7-8 ნაწილებში და 570-ე მუხლში მითითებული წესები.
მუხლი 588. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის საქმიანობის სარევიზიო საწყისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი არ არის შეზღუდული საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნებით და ვალდებულია სრული მოცულობით შეამოწმოს საქმე, მათ შორის, იმ პირთა მიმართაც, რომლებსაც საჩივარი არ შეუტანიათ. ამასთან, პლენუმს უფლება არა აქვს მიიღოს დადგენილება, რომელიც გააუარესებს მომჩივნისა და მსჯავრდებულის (გამართლებულის) მდგომარეობას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია 566-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებში.
მუხლი 589. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს მითითებები
1. განაჩენისა თუ განჩინების გაუქმებისას და დამატებითი გამოძიებისათვის ან პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს უფლება აქვს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს მისცეს სავალდებულო მითითებანი წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის ხარვეზების შევსებისა და დაშვებული სამართლებრივი შეცდომების გასწორების თაობაზე.
2. პლენუმის მითითებათა შესრულების შემდეგ გამომძიებელი, პროკურორი, პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეს წყვეტენ თავიანთი შინაგანი რწმენით.
მუხლი 590. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს დადგენილების შინაარსი
1. უსაფუძვლობის მოტივით განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილება უნდა შეიცავდეს 537-ე მუხლში მითითებულ მონაცემებს.
2. არაკანონიერების მოტივით განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში პლენუმის დადგენილება უნდა შეიცავდეს 568-ე მუხლში მითითებულ მონაცემებს.
მუხლი 591. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებანი მისი დამრღვევის წინააღმდეგ
სარევიზიო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს მისი დამრღვევის წინააღმდეგ 209-ე და 456-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 592. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი
სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში მითითებულ მონაცემებს.
თავი LIX
განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
მუხლი 593. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა სახეები და მათი დამოწმების ხერხები
1. განაჩენი და შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ არსებობს ფაქტობრივი ან სამართლებრივი ხასიათის ახლად გამოვლენილი ან ახლად აღმოჩენილი გარემოებანი.
2. ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა, შემდეგია:
ა) დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენება, ექსპერტის არასწორი დასკვნა, არასწორი თარგმანი, სასამართლო სხდომის ოქმის გაყალბება, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით;
ბ) დაზარალებულის ან მოწმის ჩვენებების, ექსპერტის დასკვნის, თარგმანის მცდარობა, რაც გამოვლინდა კანონიერ ძალაში განაჩენის შესვლის შემდეგ;
გ) ყალბი ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს;
დ) მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევის დანაშაულებრივი ქმედებანი, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით;
ე) გარემოებანი, რომლებიც არ შეიძლებოდა სცოდნოდა სასამართლოს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას;
ვ) გარემოებანი, რომლებიც მიუთითებენ დაშვებულ სასამართლო შეცდომაზე, რომელმაც თავი იჩინა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
3. სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია კანონიერ ძალაში შესული უკანონო ან დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა, შემდეგია:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
გ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს, კანონის სხვა არსებით დარღვევებს, რომლებმაც შეაპირობეს უკანონო ან დაუსაბუთებელი განაჩენის დადგენა, თუ ეს გარემოებები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ გამოძიების მეშვეობით.
4. თუ შეუძლებელია განაჩენის გამოტანა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირებისათვის, მათი გარდაცვალების, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის, ამნისტიის, შეწყალების ან იმის გამო, რომ ბრალდებულს არ შესრულებია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი, ახლად გამოვლენილი და ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობა უნდა დადასტურდეს არამარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით.
5. ახლად აღმოჩენილად მიიჩნევა გარემოებები, რომლებიც არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა განაჩენი ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, რადგან ისინი შემდეგ გამოვლინდა.
6. ახლად გამოვლენილად მიიჩნევა გარემოებები, რომლებიც არსებობდა უკანონო განაჩენის გამოტანის მომენტში, მაგრამ მის შესახებ არაფერი იცოდა სასამართლომ ან მოსამართლემ.
მუხლი 594. საჩივრის შეტანა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ
1. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში, თუ არის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი. საჩივარს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებში ანდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებათა დასამოწმებლად.
2. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ საქართველოს გენერალურ პროკურორთან აღნიშნულ გარემოებათა გამოძიების ჩასატარებლად, თუ არსებობს 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მსჯავრდებულს, მის დამცველს, მსჯავრდებულის ნათესავს და დაინტერესებულ პირებს (მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში).
4. სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არსებობას.
მუხლი 595. საჩივარი ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ
1. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ საჩივარი უნდა შეიცავდეს 552-ე მუხლში აღნიშნულ მონაცემებს, აგრეთვე დასკვნებს, რომლებიც ასაბუთებენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და (ან) შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობას.
2. საჩივარს უნდა დაერთოს საპროცესო ან სხვა დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების აუცილებლობას.
მუხლი 596. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრა და გამოძიება
1. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეტანილი საჩივრის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში გენერალური პროკურორი გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც საჩივარი შეეხება, აღძრავს წარმოებას საჩივრის გამო და გამოძიებას ავალებს პროკურორს ან გამომძიებელს.
2. საჩივრის შემოწმება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გზით.
3. თუ ვერ დადგინდა საქმის გადასინჯვის საფუძველი, პროკურორი ან გამომძიებელი წყვეტს წარმოებას მოტივირებული დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი. დადგენილების ასლი ეგზავნება მომჩივანს, რომელსაც უფლება აქვს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში.
4. თუ დადგინდა საქმის გადასინჯვის შემაპირობებელი საფუძველი, რომელიც მითითებულია 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელმაც გამოძიება ჩაატარა, ადგენს მოტივირებულ დასკვნას ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. დასკვნაში აღინიშნება აგრეთვე:
ა) დასკვნის შედგენის დრო და ადგილი;
ბ) გამოძიების ჩამტარებელი პირის გვარი და თანამდებობა;
გ) სისხლის სამართლის საქმის მონაცემები, რომელთა გადასინჯვასაც მოითხოვს მომჩივანი;
დ) გამოძიებით დადგენილი ახლად გამოვლენილი ან ახლად აღმოჩენილი გარემოებები;
ე) ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები.
5. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი, რომელიც დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა საჩივრით მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს. საჩივართან ერთად პლენუმს გადაეცემა გამოძიების მასალები, გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე. გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ასეთი საჩივრით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს საკუთარი ინიციატივითაც სახელმწიფოსა და მოქალაქის კანონიერი ინტერესების დასაცავად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით განსახილველი სისხლის სამართლის საქმის თაობაზე მოხსენებით გამოდის საქართველოს გენერალური პროკურორი.
7. გენერალური პროკურორის მიერ შეტანილი საჩივრის გამო სამართალწარმოება და გადაწყვეტილების გამოტანა ხდება 582-592-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
მუხლი 597. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები
1. მსჯავრდებულის სასარგებლოდ ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვადით არ იფარგლება.
2. გამართლებულის ან მსჯავრდებულის საზიანოდ გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენისა და (ან) სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება დასაშვებია ერთი წლის მანძილზე იმ მომენტიდან, როცა პირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ან საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს თხოვნით, დაადგინონ ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არსებობა.
მუხლი 598. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის წინასწარი განხილვა
1. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით შეტანილ საჩივარს 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარ განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის მოსამართლე.
2. საჩივრის შესწავლის შემდეგ, საჩივრის შემოსვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის უარყოფის შესახებ, თუ იგი ეჭვქვეშ არ აყენებს გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას;
ბ) საქმის გამოთხოვის შესახებ, რომლის გადასინჯვასაც მოითხოვს მომჩივანი.
მუხლი 599. მოსამართლის მოქმედება საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
1. საჩივრის უარყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლეს, მისი მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, განსახილველად შეაქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში, რომელიც კოლეგიურად, არა ნაკლებ 3 მოსამართლის შემადგენლობით, 5 დღის ვადაში ადასტურებს ან უარყოფს მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
2. თუ საზედამხედველო პალატის კოლეგია დაეთანხმა მოსამართლის გადაწყვეტილებას საჩივრის უარყოფის შესახებ, კოლეგიის დადგენილებას მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა აცნობებენ მომჩივანს და განუმარტავენ, რომ იგი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3. თუ საჩივარი შეიცავს მონაცემებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ განაჩენსა და შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებას, მოსამართლე გამოითხოვს საქმეს და შეისწავლის მას. მოსამართლე ამოწმებს აგრეთვე იმ დოკუმენტების სარწმუნოობას, რომლებიც ადასტურებენ ახალ გარემოებათა გამოვლენას ან აღმოჩენას.
4. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში მოსამართლე ადგენს მოტივირებულ დასკვნას, რომელსაც საჩივართან, მასზე დართულ მასალებსა და სისხლის სამართლის საქმესთან ერთად განსახილველად გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას.
5. ამ მუხლის მე-3-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალწარმოება ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში ხორციელდება 581-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის დასკვნის შეტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე და მისი განხილვა წარმოებს 582-592-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
მუხლი 600. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი
ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებებათა არსებობისას განაჩენი ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება უქმდება საკასაციო წესით 562-ე მუხლით დადგენილ საფუძველზე.
მუხლი 601. წარმოება ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ
1. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო წესით.
2. თუ განაჩენი ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება გაუქმებულია მსჯავრდებულის ან გამართლებულის, ანდა დამცველის საჩივრით, როცა არ არსებობს პროკურორის დასკვნა და ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროცესის სხვა მონაწილის საჩივარი, ხელახალი გამოძიებისა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს მომჩივნის მდგომარეობა არ შეიძლება გაუარესდეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ადრინდელ შემადგენლობას უფლება აქვს გადასინჯოს საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა დადგენისას.
კარი მეთერთმეტე
სასამართლო განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება
თავი LX
სასამართლო განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა
მუხლი 602. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა
1. განაჩენი, თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო ან საკასაციო გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის შეტანის შემთხვევაში, თუ განაჩენი არ გაუქმებულა, ეს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის ზემდგომი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღეს.
2. განაჩენი აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა.
3. სასამართლო განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზშივე ათავისუფლებს პატიმრობიდან:
ა) გამართლებულს;
ბ) მსჯავრდებულს სასჯელის დაუნიშნავად;
გ) მსჯავრდებულს სასჯელისაგან განთავისუფლებით;
დ) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა იმ ვადით, რომელიც არ აღემატება მისი დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დროს;
ე) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პირობით ან განაჩენის აღსრულების გადავადებით;
ვ) მსჯავრდებულს, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
მუხლი 603. განჩინებისა და მოსამართლის დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო კერძო საჩივრის შეტანის შემთხვევაში – ზემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდეგ.
2. საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში, რომელიც ეხება განსასჯელის პატიმრობიდან განთავისუფლებას.
3. სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გამოცხადებისთანავე კანონიერ ძალაში შედის.
მუხლი 604. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი
1. განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას მოსამართლე ან სასამართლოს თავმჯდომარე განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის იმ ორგანოს, რომელსაც ევალება განაჩენის აღსრულება. განაჩენის შეცვლის შემთხვევაში განაჩენის ასლს დაერთვის სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის განჩინების ასლი.
2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განაჩენის დამდგენ სასამართლოს აღსრულების შესახებ.
3. თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის საპატიო, სამხედრო ან სპეციალური წოდების ანდა სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევას, სასამართლო განაჩენის ასლს უგზავნის ორგანოს, რომელმაც მსჯავრდებული დააჯილდოვა ანდა მიანიჭა მას საპატიო, სამხედრო ან სპეციალური წოდება.
4. დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი.
5. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება – თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი მზრუნველობისათვის გადასცეს შესაბამის დაწესებულებას, ნათესავებს ან სხვა პირებს, იგი ამის შესახებ აცნობებს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს, აგრეთვე მსჯავრდებულს.
6. მსჯავრდებულის უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონებისა და ბინის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სასამართლო აკისრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს.
მუხლი 605. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ
1. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც მსჯავრდებულს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია სასამართლოს და მსჯავრდებულის ოჯახს შეატყობინოს, სად გაიგზავნა იგი სასჯელის მოსახდელად, ხოლო შემდგომ აცნობოს მათ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის შესახებ.
2. სასამართლოს ნებართვით, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის ნახვის უფლება აქვთ ახლო ნათესავებს, მსჯავრდებულის მეუღლესა და სხვა პირებს.
მუხლი 606. მსჯავრდებულის უფლებათა უზრუნველყოფა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე
1. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსჯავრდებულის იმ უფლებათა სასამართლო დაცვა, რომლებიც დაკავშირებულია განაჩენის აღსასრულებლად მიქცევასა და აღსრულებასთან.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს განცხადებით: განაჩენის აღსრულების გადავადების, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ან გადავადების დროის გასვლის მიზეზით სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების, პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პირობების შეცვლისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ.
3. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლო განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში და მისცეს ჩვენება, წარმოადგინოს მტკიცებულება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გაეცნოს საქმის ყველა მასალას, შეიტანოს საჩივრები სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.
4. მსჯავრდებულს შეუძლია თავისი უფლებები განახორციელოს პირადად ან დამცველის დახმარებით. დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ სასამართლო განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ანდა არ იცის სამართალწარმოების ენა.
თავი LXI
განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტა
მუხლი 607. განაჩენის აღსრულების გადავადება
1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს სასამართლომ ამავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით (დადგენილებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) თუ მსჯავრდებული მძიმედ არის ავად, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;
ბ) თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა, – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე;
გ) თუ მსჯავრდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, – სანამ ბავშვი 2 წლის გახდება;
დ) როცა სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
2. ჯარიმის გადახდა, თუ დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია, შეიძლება გადავადდეს ან განაწილვადდეს 6 თვემდე ვადით.
3. სამოქალაქო ნაწილში განაჩენის აღსრულების გადავადების ან განაწილვადების საკითხს სასამართლო წყვეტს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
4. საკითხს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების შესახებ სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის შუამდგომლობით.
მუხლი 608. ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება
1. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის დროს ქრონიკული ფსიქიკური ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, მსჯავრდებულის შუამდგომლობითა და სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს უფროსის წარდგინებით, საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლების შესახებ.
2. თუ სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლდა ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით დაავადებული მსჯავრდებული, სასამართლოს უფლება აქვს მის მიმართ გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება ანდა გადასცეს იგი სამეურვეოდ ჯანმრთელობის დაცვის ორგანოს ან ნათესავებს.
3. ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლებისას სასამართლოს უფლება აქვს გაათავისუფლოს იგი დამატებითი სასჯელისგანაც.
მუხლი 609. იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება. განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება
1. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, სასამართლო ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულების გადავადების გაუქმებასა და მსჯავრდებულის გაგზავნას თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად სასამართლო ახდენს იმ ორგანოს წარდგინებით, რომელსაც დაკისრებული აქვს სასჯელის აღსრულება.
მუხლი 610. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა
1. სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით ცვლის სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით. მათ მიმართ, ვინც სასჯელს იხდის სადისციპლინო სამხედრო ნაწილში, სასამართლო იყენებს იმავე ღონისძიებას სადისციპლინო სამხედრო ნაწილის სარდლობის წარდგინებით. შუამდგომლობა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ სასამართლოში შეიძლება შეიტანოს აგრეთვე მსჯავრდებულმა, მისმა დამცველმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა.
2. სასამართლო მსჯავრდებულს რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის, მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.
3. თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, ამავე საკითხებზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
4. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს გარკვეული მოვალეობა: უნებართვოდ არ გამოიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არ გამოჩნდეს გარკვეულ ადგილებში, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული დაავადებისაგან მკურნალობის კურსი, მატერიალური დახმარება გაუწიოს ოჯახს, შეასრულოს სხვა მოვალეობები, რომლებიც მოწმობს მის გამოსწორებას.
5. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებულის ქცევისადმი კონტროლს ახორციელებს რესოციალიზაციის სამსახური, ხოლო სამხედრო მოსამსახურის მიმართ – სამხედრო ნაწილისა და დაწესებულების სარდლობა.
6. თუ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებულმა მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლამდე ორჯერ მაინც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რისთვისაც მას დაედო ადმინისტრაციული სახდელი დაპატიმრების სახით, ან ბოროტად და არაერთგზის აარიდა თავი პირობით ვადამდე განთავისუფლების გამოყენებისას სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო ამ მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული ორგანოს წარდგინებით დაადგენს: გაუქმდეს პირობით ვადამდე განთავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
7. თუ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებულმა მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში გაუფრთხილებლობით ახალი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე განთავისუფლების გაუქმების საკითხს წყვეტს სასამართლო.
8. მსჯავრდებულის მიერ ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასამართლო უნიშნავს მას სასჯელს განაჩენთა ერთობლიობით. იმავე წესით ინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობით ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ სასამართლო აუქმებს სასჯელის მოხდისაგან პირობით განთავისუფლებას.
მუხლი 611. პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება
1. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელი ვადის გასვლამდე თავისი ქცევით დაამტკიცა, რომ გამოსწორდა, სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ქცევისადმი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარდგინებით დაადგინოს პირობითი მსჯავრის გაუქმება.
2. თუ პირობით მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რისთვისაც მას ორჯერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი დაპატიმრების სახით, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოს წარდგინებით გააგრძელოს გამოსაცდელი ვადა, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლით.
3. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის მანძილზე სისტემატურად არ ასრულებს სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლო ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოს წარდგინებით ადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებას და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებას.
4. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გაუფრთხილებლობით ახალი დანაშაული ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხს წყვეტს სასამართლო.
5. პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასამართლო უნიშნავს მას სასჯელს განაჩენთა ერთობლიობით. იმავე წესით ინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობით ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ სასამართლო აუქმებს პირობით მსჯავრდებას.
მუხლი 612. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მიხედვით, მსჯავრდებულს, რომელიც წვრილმანი ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
2. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა შეიძლება მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული ფაქტობრივად მოიხდის განაჩენით დანიშნული სასჯელის არანაკლებ ერთ მესამედს. ამასთან, მსჯავრდებული შეიძლება იმავდროულად მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლდეს დამატებითი სასჯელისგანაც.
მუხლი 613. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოსა და ჯარიმის სასჯელის სხვა ზომით შეცვლა
1. თუ მსჯავრდებული ჯიუტად არიდებს თავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, სასამართლო ცვლის მათ დაპატიმრებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 46-47-ე მუხლებით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში. ამასთან, მსჯავრდებულის მუშაობის დრო მხედველობაში მიიღება ტუსაღობის ვადის განსაზღვრისას.
2. თუ მსჯავრდებული ჯიუტად არიდებს თავს ჯარიმის გადახდას, სასამართლომ შეიძლება შეუცვალოს იგი სავალდებულო სამუშაოებით ან დაპატიმრებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში.
მუხლი 614. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეწყვეტა
1. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გაუქმების საკითხს სასამართლო წყვეტს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით.
2. იძულებითი მკურნალობისაგან განთავისუფლებული პირი სასამართლომ შეიძლება მეურვეობისა ან მზრუნველობისათვის გადასცეს ნათესავებს ან სამედიცინო დაწესებულებას.
3. პირს, რომელიც იძულებითი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა, შეიძლება სასამართლოს განჩინებით მოახდევინონ დარჩენილი სასჯელი. სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის ვადაში.
მუხლი 615. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის პატიმრობაში ყოფნის პირობების შეცვლა
1. იმ პირის პატიმრობაში ყოფნის პირობების შეცვლა, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, დაიშვება მხოლოდ მის სასიკეთოდ.
2. სასამართლოს მსჯავრდებული ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაჰყავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს ადმინისტრაციისა და სამეთვალყურეო კომისიასთან შეთანხმებული წარდგინებით ანდა მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.
3. თუ სასამართლო უარს იტყვის მსჯავრდებულის ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანაზე, ამავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
მუხლი 616. სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროის ჩათვლა სასჯელის მოხდის ვადაში
თუ მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, იქ ყოფნის დრო მას სასჯელის ვადაში ეთვლება.
მუხლი 617. განაჩენის აღსრულება სისრულეში მოუყვანელი სხვა განაჩენის არსებობისას
თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს სისრულეში მოუყვანელი რამდენიმე განაჩენი, რაც არ იყო ცნობილი ბოლო განაჩენის დამდგენი სასამართლოსათვის, ამ სასამართლოს ან განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-65-ე მუხლების საფუძველზე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრის შესახებ ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით.
მუხლი 618. განაჩენის აღსრულებისას გამოვლენილ ბუნდოვანება-უზუსტობათა აღმოფხვრა
1. განაჩენის გამომტან სასამართლოს უფლება აქვს აღმოფხვრას მასში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს განაჩენის გაუქმებას ან შეცვლას:
ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღი, ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;
ბ) შეიტანოს შესწორება პროცესის მონაწილის სახელსა და გვარში;
გ) დააზუსტოს და გაანაწილოს სასამართლო ხარჯები;
დ) გადაწყვიტოს ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
ე) შეიტანოს განაჩენში სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული განმარტებებისა და დაზუსტებების შეტანა თავიანთ განჩინებებში შეუძლიათ აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს.
მუხლი 619. სასამართლო, რომელიც წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს
1. განაჩენის დამდგენი სასამართლო წყვეტს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის დროს წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმისა და გამასწორებელ სამუშაოთა სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა, თავისუფლების აღკვეთის გარეშე გამასწორებელ სამუშაოთა დროის ჩათვლა საერთო შრომით სტაჟში, ფსიქიკური ავადმყოფის მიმართ გამოყენებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლა ან შეწყვეტა, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და შიდსით ინფიცირებულის მიმართ იძულებითი მკურნალობის გამოყენება, გაგრძელება ან შეწყვეტა.
2. თუ განაჩენის აღსრულება ხდება განაჩენის დამდგენი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს, – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში განჩინების ასლი ეგზავნება განაჩენის გამომტან სასამართლოს.
3. სასჯელის მოხდის ადგილას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ინვალიდობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერთი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მუშაობის დროის ჩათვლა საერთო შრომით სტაჟში.
4. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: გამასწორებელი სამუშაოების აღსრულების განმგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებში იმ პირის გაგზავნა, რომელსაც სასჯელად დაენიშნა სამუშაო ადგილზე გამასწორებელი სამუშაოების მოხდა თავისუფლების აღკვეთის გარეშე, პირობითი მსჯავრის შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის შემცირება ან პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება მსჯავრდებულისა, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად.
მუხლი 620. სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე პროკურორისა და მსჯავრდებულის მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.
2. თუ საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, სასამართლო სხდომაზე იძახებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
3. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელისაგან ავადმყოფობის გამო განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება.
4. თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ერთი რეჟიმიდან უფრო მსუბუქ რეჟიმში გადაყვანის საკითხებს, იძახებენ სასჯელის აღსრულების განმგებელი ორგანოს წარმომადგენელს.
5. თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღსრულების განმგებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისიის ან არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით.
6. თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ან დაკავშირებულია განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლებს.
7. წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის საჯარო წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს ჯერ პროკურორის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციის, კომისიების, შემდეგ – მსჯავრდებულისა და დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხოლო ამის შემდეგ იწყებს პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენას. ბოლოს გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის სათათბიროდ განჩინების გამოსატანად.
მუხლი 621. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა
1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასამართლო წყვეტს სასჯელმოხდილი პირის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით.
2. აღძრული შუამდგომლობის შესახებ აცნობებენ პროკურორს. სასამართლო სხდომაზე პროკურორის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის განხილვას.
3. სავალდებულოა სასამართლო სხდომაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის მიმართაც განიხილავენ შუამდგომლობას ნასამართლობის მოხსნის შესახებ. ეს პირი უნდა უზრუნველყონ დამცველით. თუ ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობა აღძრა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ან შრომითმა კოლექტივმა, სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა.
4. ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა იწყება თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობის საჯაროდ წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო ისმენს გამოცხადებულ პირთა აზრს და გადის სათათბიროდ განჩინების გამოსატანად.
5. ნასამართლობის მოხსნაზე უარის შემთხვევაში შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება აღიძრას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ.
მუხლი 622. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს მიერ
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს განიხილავს საქართველოს სასამართლო მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის მიხედვით.
2. საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, საქმის მასალების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.
მუხლი 623. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის წესი
1. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
2. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება, ადგილი და განაჩენის გამოტანის დრო;
ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილისა და საქმიანობის შესახებ;
გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რაშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) სასჯელის სახე და ვადა (ძირითადი და დამატებითი), რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყებისა და დამთავრების თარიღის მითითებით, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.
3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.
4. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში ასეთი განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.
5. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
მუხლი 624. მსჯავრდების შედეგები
უცხო სახელმწიფოდან საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, რაც საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.
მუხლი 625. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ ამნისტიისა და შეწყალების აქტის გამოყენება
საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ გამოიყენება განაჩენის გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი იმ პირობებისა და წესების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია ასეთი აქტით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
კარი მეთორთმეტე
ცალკეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების თავისებურებანი
თავი LXII
კერძო ბრალდების საქმეთა წარმოება
მუხლი 626. კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების წესი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-121-ე მუხლებით, 126-ე მუხლით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე მუხლით, 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, 263-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმის წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებითა და ქვემოთ მოყვანილი მუხლების შესაბამისად.
მუხლი 627. საჩივარი კერძო ბრალდების წესით
1. 27-ე მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულთა შესახებ სისხლის სამართლის საქმეები მოსამართლემ შეიძლება აღძრას მხოლოდ დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საჩივრით.
2. საჩივარი შეაქვთ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეთა განსჯადობის წესების დაცვით.
3. საჩივარი შეიტანება წერილობითი სახით და იგი უნდა შეიცავდეს: დანაშაულის შემთხვევის აღწერას, ცნობებს დანაშაულის ჩამდენი პირისა და დანაშაულის შესახებ, მტკიცებულებათა ჩამონათვალსა და თხოვნას, რომ მოსამართლემ განიხილოს საქმე. საჩივარს ხელს უნდა აწერდეს დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.
4. თუ საჩივარი შეტანილია მოკვლევის ორგანოში, გამომძიებელთან ან პროკურორთან, მან იგი უნდა გადასცეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორი საჭიროდ მიიჩნევს აღძრას სისხლის სამართლის საქმე 27-ე მუხლის საფუძველზე.
მუხლი 628. მოსამართლის მოქმედება საჩივართან დაკავშირებით
საჩივრის მიღების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს განმცხადებელს პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის და ჩამოართვას ხელწერილი, გამოიძახოს და გააცნოს საჩივარი იმ პირს, რომლის მიმართაც არის იგი შეტანილი; შეამოწმოს, არის თუ არა საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად, რის თაობაზედაც უნდა მიიღოს განმარტება დაზარალებულისაგან ან იმ პირისაგან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი; გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები. განსაზღვროს სასამართლოში გამოსაძახებელ და დასაკითხ პირთა წრე.
მუხლი 629. მოსამართლის გადაწყვეტილება საჩივრის გამო
1. მოსამართლე ამოწმებს, არსებობს თუ არა საფუძველი კერძო ბრალდების წესით სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ;
ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ დაზარალებული შეურიგდა პირს, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი.
2. მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით.
3. კერძო ბრალდების წესით შეტანილი საჩივრის გამო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჩივრის შეტანის დღიდან არა უგვიანეს 7 დღე-ღამისა.
მუხლი 630. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
1. თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ამ დადგენილებაში, გარდა 268-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისათვის საკმარისი მტკიცებულებების არსებობა, გადაწყვეტილება მომჩივნის კერძო ბრალმდებლად ცნობის შესახებ, სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, სასამართლოში გამოსაძახებელი პირები.
2. თუ საჩივრის შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის შესახებაც საქმე უნდა გამოიძიონ და განიხილონ საერთო წესით, მოსამართლე მასალებს უგზავნის პროკურორს.
მუხლი 631. უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე
თუ არსებობს გარემოება, რომელიც გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, ან თუ არ დადგინდა საფუძველი კერძო ბრალდების საქმის აღსაძრავად, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლის ასლი არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა გადაეცემა საჩივრის შემტან პირს. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება ან განჩინება შეიძლება გაასაჩივროს ამ პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, ანდა პროკურორმა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
მუხლი 632. დაზარალებულის შერიგება პირთან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი
1. კერძო ბრალდების წესით წარმოება შეიძლება დამთავრდეს შერიგებით, სათათბირო ოთახში განაჩენის გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე.
2. სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე შერიგების სურვილი დაზარალებულმა და იმ პირმა, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი, უნდა აცნობონ მოსამართლეს განცხადების შეტანით. ამ შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. თუ შერიგება მოხდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება მისი შეწყვეტის თაობაზე.
3. სასამართლო განხილვის დროს შერიგების შესახებ დაზარალებულისა და იმ პირის ზეპირი განცხადებები, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი, შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო წერილობითი – დაერთვის საქმეს. საქმის შეწყვეტის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.
მუხლი 633. კერძო ბრალდების საქმეთა გაერთიანება ერთ წარმოებად
1. დაზარალებულის საჩივარი შეიძლება გაერთიანდეს შემხვედრ საჩივართან ერთ წარმოებად. ასეთი გაერთიანება დაშვებულია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. შემხვედრი საჩივრების გამო საქმეთა გაერთიანების თაობაზე მოსამართლე მიუთითებს საქმის აღძვრის დადგენილებაში. სასამართლო განხილვის დროს საქმეთა გაერთიანების შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.
2. შემხვედრი საჩივრების ერთ წარმოებაში განხილვისას საჩივრის შემტანი პირები პროცესში ერთდროულად მონაწილეობენ, როგორც დაზარალებული და განსასჯელი. ამ პირთა დაკითხვა მათს საჩივრებში ჩამოყალიბებული გარემოებების შესახებ ტარდება დაზარალებულთა დაკითხვის წესებით, ხოლო შემხვედრ საჩივრებში ჩამოყალიბებული გარემოებების შესახებ – განსასჯელთა დაკითხვის წესებით.
მუხლი 634. პროკურორის მონაწილეობა კერძო ბრალდების საქმეში
1. თუ 635-ე მუხლში მითითებულ დანაშაულს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ანდა დაზარალებულის არასრულწლოვანების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლის, ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს შეუძლია საქმე აღძრას დაზარალებულის საჩივრის გარეშე, მაგრამ მისი თანხმობით. პროკურორის მიერ აღძრული საქმე წარიმართება წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო შემდეგ სასამართლო მას განიხილავს საერთო წესით. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ პროკურორის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. პროკურორს უფლება აქვს დაზარალებულის თანხმობით ჩაებას მოსამართლის მიერ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე აღძრულ საქმეში და მხარი დაუჭიროს ბრალდებას სასამართლოში, თუ ამას მოითხოვს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ინტერესები ან მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქმეში პროკურორის ჩაბმა დაზარალებულს არ ართმევს 69-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს.
3. საქმე, რომლის გარჩევაშიც მონაწილეობს პროკურორი, უნდა შეწყდეს დაზარალებულის განსასჯელთან შერიგების შემთხვევაში.
მუხლი 635. კერძო ბრალდების საქმის გამო წინასწარი გამოძიების ჩატარება
მოსამართლეს, რომელიც განიხილავს კერძო ბრალდების საქმეს, უფლება აქვს გასცეს განკარგულება წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად. საქმე უნდა შეწყდეს, თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს სასამართლო გამოძიების დაწყებამდე.
მუხლი 636. საქმის მომზადება სასამართლო განხილვისათვის
1. სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა განსასჯელს უნდა გადაეცეს დაზარალებულის საჩივრის ასლი და სასამართლოში გამოძახების უწყება.
2. განსასჯელსა და მის დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ საქმის ყველა მასალას და აღძრან შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე მოწმეებისა და ექსპერტების გამოძახების შესახებ, გამოითხოვონ და საქმეს დაურთონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებანი. მოსამართლე ვალდებულია დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა.
მუხლი 637. სასამართლო განხილვა
1. კერძო ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა ტარდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად, ამ მუხლის წესების დაცვით.
2. სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ნაწილში თავმჯდომარე დაზარალებულს განუმარტავს მის უფლებას – პირადად ან თავისი წარმომადგენლის დახმარებით მხარი დაუჭიროს ბრალდებას, აგრეთვე უფლებას შეურიგდეს განსასჯელს.
3. სასამართლო გამოძიება იწყება დაზარალებულის საჩივრის საჯაროდ წაკითხვით. საჩივარს კითხულობს დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი. ჯერ ბრალდების, შემდეგ კი დაცვის მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი დაკითხვა. მოსამართლე შეკითხვებს სვამს ბოლოს.
4. შემხვედრი საჩივრების ერთ წარმოებად გაერთიანების შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება იმ მტკიცებულების გამოკვლევის შესახებ, რომელიც ეხება თითოეულ ბრალდებას, აგრეთვე მხარეთა კამათში გამოსვლის რიგითობას.
მუხლი 638. კერძო ბრალდების საქმის შეწყვეტა
კერძო ბრალდების საქმე უნდა შეწყდეს, თუ არსებობს 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე:
ა) თუ გარდაიცვალა დაზარალებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებულის ახლო ნათესავები ან განსასჯელნი მოითხოვენ საქმის განხილვას;
ბ) თუ დაზარალებული არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო განხილვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას.
თავი LXIII
წარმოება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე
მუხლი 639. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი
1. არასრულწლოვნის დანაშაულის საქმის წარმოების წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებიათ 18 წელი.
2. არასრულწლოვნის დანაშაულის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებითა და ქვემოთ მოყვანილი მუხლების მიხედვით.
მუხლი 640. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის გამოყოფა დამოუკიდებელ წარმოებად
თუ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა უფროსებთან ერთად, მისი საქმე შეძლებისდაგვარად უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ წარმოებად 247-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამოუკიდებელ წარმოებად არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ მასალების გამოყოფამ შეიძლება არსებითი დაბრკოლება შეუქმნას საქმის გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
მუხლი 641. გარემოებები, რომლებიც დასადგენია არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე
არასრულწლოვნის დანაშაულის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს უნდა დადგინდეს:
ა) არასრულწლოვნის ასაკი (დაბადების რიცხვი, თვე, წელი);
ბ) არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობები ოჯახსა და სკოლაში;
გ) სრულწლოვან წამქეზებელთა არსებობა;
დ) არასრულწლოვნის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონე;
ე) არასრულწლოვნის პიროვნების ხასიათის თავისებურებები, მოთხოვნილებები და ინტერესები.
მუხლი 642. არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური და კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა
თუ წამოიჭრა საკითხი, შეენიშნება თუ არა არასრულწლოვანს განვითარების ანომალია ან ფსიქიკური დაავადება და აქვს თუ არა უნარი მთლიანად ან ნაწილობრივ უწევდეს ანგარიშს თავის მოქმედებას და განაგებდეს მას, ინიშნება ფსიქოლოგიური ან კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
მუხლი 643. არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევა
არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევისას უნდა გაირკვეს:
ა) ოჯახური ვითარება, ოჯახის შემადგენლობა, მატერიალური უზრუნველყოფა, საბინაო პირობები, ოჯახის უფროს წევრთა ერთმანეთთან ურთიერთობა, უფროსებისა და ბავშვების ურთიერთობა, თავისუფალი დროის გამოყენების პირობები ოჯახში, მშობლების დამოკიდებულება შვილების აღზრდისადმი, ბავშვების ქცევისადმი მშობელთა კონტროლის ფორმები;
ბ) ვითარება სკოლაში, ლიცეუმში, სხვა სასწავლებელში ან წარმოებაში, სადაც სწავლობს ან მუშაობს არასრულწლოვანი, მისი დამოკიდებულება სწავლისა და შრომისადმი, საზოგადოებრივ დავალებათა შესრულებისადმი, ურთიერთობა აღმზრდელებსა და დამრიგებლებთან, თანატოლებთან, არასრულწლოვნის მიმართ ადრე გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძიების ხასიათი და ეფექტიანობა;
გ) არასრულწლოვნის ურთიერთობები და ქცევა სახლისა და სამუშაოს გარეთ; სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური ჯგუფის ან გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა და მისი ურთიერთობა აღნიშნული ჯგუფის სხვა წევრებთან.
მუხლი 644. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა საქმეში
1. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის წარმოებაში დასაშვებია კანონიერ წარმომადგენელთა მონაწილეობა არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის პირველი დაკითხვისთანავე.
2. გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი შეიძლება ჩამოაცილონ საქმეში მონაწილეობას ან შეზღუდონ მისი მონაწილეობა, თუ არსებობს საფუძველი, რომ თავისი მოქმედებით იგი ზიანს აყენებდა ან აყენებს არასრულწლოვნის ინტერესებს. საქმეში მონაწილეობისაგან კანონიერი წარმომადგენლის ჩამოცილების შემთხვევაში არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა ევალება სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს.
მუხლი 645. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმეში დამცველის მონაწილეობის უზრუნველყოფა
მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი უზრუნველყოფენ საქმეში დამცველის მონაწილეობას არასრულწლოვნის პირველი დაკითხვისთანვე. ამ მიზნით არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს განუმარტავენ უფლებას, მოიწვიონ დამცველი საკუთარი არჩევნით. თუ დამცველი არ მოიწვია არასრულწლოვანმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან სხვა პირმა, მათი დავალებითა და მათივე თანხმობით, მომკვლევი ან გამომძიებელი ვალდებულია თავისი ინიციატივით უზრუნველყოს საქმეში დამცველის მონაწილეობა.
მუხლი 646. არასრულწლოვნის გამოძახების წესი
მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში არასრულწლოვნის გამოძახება ხდება მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების, ანდა იმ დაწესებულების ადმინისტრაციის მეშვეობით, სადაც იზრდება ან სწავლობს არასრულწლოვანი.
მუხლი 647. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა
1. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა ტარდება დამცველის სავალდებულო მონაწილეობით.
2. გამომძიებლის ნებართვით დაკითხვას შეიძლება ესწრებოდეს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი.
3. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაუსვან კითხვები ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაკითხვის დამთავრებისთანავე გაეცნონ ოქმს და გააკეთონ შენიშვნები.
4. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება შეუსვენებლად გაგრძელდეს 2 საათზე მეტ ხანს, ხოლო მთლიანად დღეში – 4 საათზე მეტ ხანს. თუ არასრულწლოვანი აშკარად დაიღალა, დაკითხვა უნდა შეწყდეს აღნიშნული დროის გასვლამდეც.
მუხლი 648. პედაგოგის ან ფსიქოლოგის მონაწილეობა არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში
არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში, გამომძიებლის ან პროკურორის შეხედულებით ან დამცველის შუამდგომლობით, შეიძლება მონაწილეობდეს პედაგოგი ან ფსიქოლოგი. მათ უფლება აქვთ, გამომძიებლის ნებართვით, კითხვები დაუსვან ბრალდებულს, ხოლო დაკითხვის დამთავრებისთანავე – გაეცნონ დაკითხვის ოქმს და წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი შენიშვნები. ამ უფლებებს გამომძიებელი პედაგოგს ან ფსიქოლოგს განუმარტავს არასრულწლოვნის დაკითხვამდე, რის შესახებაც აღნიშნავს დაკითხვის ოქმში.
მუხლი 649. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ
1. თუ არსებობს 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს 152-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი აღკვეთის ღონისძიება. ის შეიძლება მეთვალყურეობისათვის გადაეცეს მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ არასრულწლოვანი იქ იზრდება, ანდა სასამართლო ბრძანებით მოთავსდეს სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში.
2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენების შესახებ აცნობებენ მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ ასეთი არ არის, – სხვა ნათესავებს.
მუხლი 650. არასრულწლოვნის გადაცემა სამეთვალყურეოდ
1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირთაგან რომელიმემ წერილობით უნდა იკისროს ვალდებულება, უზრუნველყოს არასრულწლოვნის გამოცხადება გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში, აგრეთვე ბრალდებულის იმ სხვა ვალდებულებათა შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია 74-ე და 77-ე მუხლებში.
2. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირთათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა შეიძლება მხოლოდ მათი და თვით არასრულწლოვნის თანხმობით.
3. არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა გაარკვიონ მშობლების, მეურვეებისა და მზრუნველების პიროვნება, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობა და დარწმუნდნენ, რომ ისინი ჯეროვან მეთვალყურეობას გაუწევენ მოზარდს.
4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნისათვის მეთვალყურეობის გაწევაზე ავადმყოფობის, მოუცლელობის, მასთან ურთიერთობის გაუარესებისა თუ სხვა მიზეზით მისთვის ჯეროვანი გაწევის უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო.
5. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის შესახებ ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა აცნობონ ბრალდების არსი, რომლის გამოც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და მათი პასუხისმგებლობა, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის თავიდან ასაცილებლად გადაცემულია იგი სამეთვალყურეოდ. ეს მონაცემები აისახება სამეთვალყურეოდ გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.
6. თუ ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობებს, იმ პირებს, რომლებიც მას მეთვალყურეობას უწევენ, შეიძლება სასამართლომ დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
7. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირებს, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ მას, უფლება არა აქვთ თავი იმართლონ იმ საბაბით, რომ არ ჰქონდათ ბრალდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დაამტკიცებენ დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
მუხლი 651. არასრულწლოვნის მოთავსება სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში
1. თუ არასრულწლოვანი ბრალდებულის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამო მისი დატოვება ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია, მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით იგი შეიძლება მოათავსონ სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში.
2. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია ეს ღონისძიება, უნდა მოთავსდეს იმ სხვა არასრულწლოვანთაგან განცალკევებით, რომლებიც სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში სხვა საფუძველზე იმყოფებიან.
მუხლი 652. არასრულწლოვანი ბრალდებულის დაპატიმრება
1. არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ 151-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას და იმ შემთხვევაში, როცა მას ბრალი ედება დანაშაულში, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წელზე მეტი ვადით, სხვა აღკვეთის ღონისძიება კი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დაარღვია სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
2. არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია დაპატიმრება, უნდა მოათავსონ სრულწლოვანი პატიმრებისა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით.
მუხლი 653. წინასწარი გამოძიების დამთავრება და არასრულწლოვნისათვის საქმის მასალების გაცნობა
წინასწარი გამოძიების დამთავრების გამოცხადებასა და არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის საქმის მასალების წარდგენას შეიძლება დაესწროს დამცველი და კანონიერი წარმომადგენელი. გამომძიებელი ვალდებულია შეატყობინოს მათ ბრალდებულისათვის საქმის მასალების გაცნობის დრო და ადგილი.
მუხლი 654. სასამართლოს შემადგენლობა არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვისას
არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის სასამართლო განხილვას ატარებენ მოსამართლეები, რომლებსაც, როგორც წესი, გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.
მუხლი 655. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის დახურული განხილვა
არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვა მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება დახურულ სასამართლო სხდომაზე.
მუხლი 656. არასრულწლოვანი განსასჯელის გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან
1. სასამართლოს, მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ, უფლება აქვს თავისი განჩინებით არასრულწლოვანი განსასჯელი გაიყვანოს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რათა მის დაუსწრებლად გამოიკვლიონ გარემოებები, რომელთაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ მასზე.
2. არასრულწლოვნის დარბაზში დაბრუნების შემდეგ თავმჯდომარე მას აცნობს მის არყოფნაში მომხდარი განხილვის შინაარსს საჭირო მოცულობითა და ფორმით, აძლევს შესაძლებლობას, კითხვები დაუსვას მისი მონაწილეობის გარეშე დაკითხულ პირებს.
მუხლი 657. სასამართლო განხილვაში არასრულწლოვანთა საქმეების კომისიისა და ინსპექციის წარმომადგენელთა მონაწილეობა
არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვის დროსა და ადგილს სასამართლო, საჭიროების შემთხვევაში, აცნობებს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას ან ინსპექციას. ამასთან, სასამართლოს აგრეთვე უფლება აქვს სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
მუხლი 658. საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს არასრულწლოვანი განსასჯელის მიმართ განაჩენის დადგენისას
არასრულწლოვანი განსასჯელის მიმართ განაჩენის დადგენისას, გარდა 498-ე მუხლში მითითებული საკითხებისა, მოსამართლე ვალდებულია განიხილოს, საჭიროა თუ არა, პირობითი მსჯავრდების შემთხვევაში, არასრულწლოვანს დაენიშნოს საზოგადოებრივი აღმზრდელი, გამოიყენონ თუ არა მის მიმართ ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ან გადაუვადონ თუ არა განაჩენის აღსრულება.
მუხლი 659. არასრულწლოვნის მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება
1. წვრილმანი დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი არასრულწლოვნის მიმართ შეიძლება სასამართლოს განაჩენით გამოიყენონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ხასიათის ერთ-ერთი იძულებითი ღონისძიება.
2. აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით.
თავი LXIV
საქმის წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ
მუხლი 660. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოების საფუძველი
1. თუ გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირი ფსიქიკურად დაავადდა, ან სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა პირმა, რომლის შერაცხადობა საეჭვოა, გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად წარმოების დაწყებისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
2. თუ ექსპერტიზისა და სხვა საპროცესო მოქმედების შემდეგ დადგინდა, რომ პირი შერაცხადია და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად არ დაავადებულა, გამომძიებელი აუქმებს თავის დადგენილებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის წარმოების დაწყების შესახებ და საქმის შემდგომ წარმოებას განაგრძობს ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო წესებით.
3. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შესახებ საქმის წარმოების წესი განისაზღვრება საერთო წესებითა და ქვემოთ მოყვანილი მუხლებით.
მუხლი 661. გარემოება, რომელიც მოითხოვს დამტკიცებას
1. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, უნდა დამტკიცდეს:
ა) 112-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები;
ბ) პირის ფსიქიკური ავადმყოფობა, რომელიც წარმოიშვა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და გამორიცხავს სასჯელის გამოყენებას.
2. შეურაცხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით უნდა დამტკიცდეს:
ა) 112-ე მუხლში აღნიშნული გარემოებები;
ბ) შეურაცხი პირის დამახასიათებელი გარემოებები;
გ) ქმედების ჩადენის მომენტში პიროვნების ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკის დროებითი მოშლა, ჭკუასუსტობა ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობა, რის გამოც მას არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებისათვის და განეგო იგი;
დ) ამ პირის ფსიქიკის მდგომარეობა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
3. გარდა ამისა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებული პირის საქმეზე, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი შეურაცხის საქმეზე უნდა დადგინდეს, შეიძლება თუ არა მათი შემდგომი ქცევა საშიში იყოს თავად მათთვის და გარშემო მყოფთათვის, არის თუ არა აუცილებელი მათ მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება და, თუ აუცილებელია, კერძოდ, რომლისა.
მუხლი 662. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა
1. გამომძიებელი და სასამართლო ნიშნავს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ბრალდებულის ან იმ პირის ფსიქიკური ავადმყოფობის დასადგენად, რომელიც საქმეში ჩაბმული არ არის როგორც ბრალდებული, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომ მან ჩაიდინა დანაშაული ან სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
2. ექსპერტიზის ჩატარებისას უნდა გაირკვეს:
ა) იყო თუ არა პირი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად დაავადებული, ფსიქიკის დროებითი მოშლის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფურ მდგომარეობაში, რის გამოც ვერ გაუწევდა ანგარიშს თავის მოქმედებას და ვერ განაგებდა მას;
ბ) არის თუ არა პირი ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული, რის გამოც მსჯავრდება და დასჯა ვერ მოახდენს მასზე გამასწორებელ ზემოქმედებას;
გ) არის თუ არა ეს დაავადება ქრონიკული, თუ პირი შეიძლება განიკურნოს გარკვეული დროის მანძილზე;
დ) მოსალოდნელია თუ არა ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა კვლავ ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ე) შეუძლია თუ არა პირს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო სწორი ჩვენების მიცემა და საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობა;
ვ) აქვს თუ არა პირს ამჟამად ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შერაცხადობას, და რაში გამოიხატება იგი.
3. საექსპერტო გამოკვლევისათვის პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება ხდება 178-183-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
მუხლი 663. სისხლის სამართლის საქმის გამო წარმოების შეჩერება სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსებისას
1. თუ ბრალდებულის ფსიქიკური ავადმყოფობის ფაქტი დადასტურდა ამბულატორიული ექსპერტიზის დასკვნით ან სამედიცინო დოკუმენტებით და სტაციონარული ექსპერტიზა ტარდება დიაგნოზის დაზუსტების, შერაცხადობის, ქმედუნარიანობის საკითხის გადაწყვეტის, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შერჩევის მიზნით პირის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს, თუ არ არის სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა.
2. საქმის წარმოების შეჩერება არ აჩერებს ბრალდებულის პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის კანონით დადგენილი ვადის დინებას.
მუხლი 664. პირის მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარებაში
1. თუ პირი, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, გამოჯანმრთელდა ან ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია სწორი ჩვენების მიცემა და სხვა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელმა და სასამართლომ უნდა უზრუნველყონ იგი შესაძლებლობით, მონაწილეობა მიიღოს გამოძიებასა და საქმის განხილვაში და განახორციელოს თავისი დაცვის უფლება.
2. პირს, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, უფლება აქვს: უშუალოდ მან ან წარმომადგენლის მეშვეობით იცოდეს, თუ რომელი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში სდებენ მას ბრალს; მისცეს ჩვენება; წარმოადგინოს მტკიცებულებანი; აღძრას შუამდგომლობა; წინასწარი გამოძიების დამთავრებისთანავე გაეცნოს საქმის ყველა მასალას; ჰყავდეს დამცველი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისთანავე; მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში; მისცეს აცილება, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ უფლებებს გამომძიებელი განუმარტავს პირს, როცა უცხადებს დადგენილებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. უფლებების განმარტების შესახებ დგება ოქმი.
4. ცალკეული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედების ჩატარებისას ამ პირს აქვს უფლებები, რომლებიც ამ კოდექსით დადგენილია ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის.
მუხლი 665. დამცველის მონაწილეობა
1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის წარმოებაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ ადრე იგი არ ჩაბმულა საქმეში სხვა საფუძველზე. დამცველად ასეთ საქმეზე დაიშვება მხოლოდ ადვოკატი.
2. საქმეში ჩაბმისთანავე დამცველს უფლება აქვს მარტო შეხვდეს დასაცავს, ამასთან, ისარგებლოს 84-ე მუხლით დადგენილი ყველა სხვა უფლებით.
3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწყების შესახებ დადგენილების ან განჩინების აღსასრულებლად გაგზავნამდე გამომძიებელი ან სასამართლო ვალდებულია გააცნოს იგი დამცველს და უზრუნველყოს ის უფლებით, აცილება მისცეს დანიშნულ ექსპერტს, მოითხოვოს ექსპერტად გარკვეული პირის დანიშვნა, დასვას ექსპერტის წინაშე საკითხები, დაესწროს ექსპერტიზას.
მუხლი 667. აღკვეთის ღონისძიების გაუქმება
1. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან შეურაცხმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, გამომძიებელი ან სასამართლო აუქმებს ადრე არჩეულ აღკვეთის ღონისძიებას.
2. აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისთანავე პირი უნდა მოათავსონ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან საავადმყოფოს განყოფილებაში, სადაც მას დაუწესდება სპეციალური მეთვალყურეობა.
მუხლი 668. წინასწარი გამოძიების შეწყვეტა
1. 28-ე მუხლით დადგენილი საფუძვლის არსებობისას საქმე იმ დანაშაულზე, რომლის ჩადენის შემდეგაც პირი ფსიქიკურად დაავადდა, აგრეთვე შეურაცხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე უნდა შეწყდეს.
2. საქმე უნდა გაიგზავნოს სასამართლოში, თუ არ დადგინდა ის გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ საქმის შეწყვეტას.
მუხლი 669. წინასწარი გამოძიების მასალების გაცნობა
1. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ გამომძიებელი აცნობებს პირს, რომლის მიმართაც ტარდებოდა წინასწარი გამოძიება, თუ ამ პირს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში, ასევე მის კანონიერ წარმომადგენელსა და დამცველს, აგრეთვე – დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. გამომძიებელი პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებას, გაეცნონ საქმის მასალებს, და აცნობებს, სად და როდის შეუძლიათ ამის გაკეთება. დამცველი, რომელსაც ატყობინებენ, რომ საქმე სასამართლოში უნდა გაიგზავნოს, ვალდებულია გამოცხადდეს საქმის მასალების გასაცნობად.
2. საქმის გაცნობის, წინასწარი გამოძიების შესავსებად შუამდგომლობის განცხადებისა და მისი განხილვის წესი განისაზღვრება 231-232-ე მუხლებით.
მუხლი 670. დადგენილება სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ
1. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობისა და მათი შუამდგომლობების განხილვის შემდეგ გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ. დადგენილების შინაარსი განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და 671-ე მუხლით.
2. დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში გამომძიებელი აყალიბებს 671-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, აგრეთვე დამცველისა და სხვა პირთა მოსაზრებებს, თუ ისინი სადავოდ ხდიან სასამართლოში საქმის გაგზავნის საფუძველს, და საქმის ფურცლების დამოწმებით მოჰყავს მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებენ ამ მოსაზრებებს.
მუხლი 671. სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ დადგენილების დანართი
1. დადგენილებას სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ დაერთვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სია, აგრეთვე ცნობები წინასწარი გამოძიების ვადის, იმ პირის პატიმრობაში და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადების შესახებ, რომლის მიმართაც ჩატარდა გამოძიება, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელისა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებების, საპროცესო ხარჯების შესახებ.
2. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები, ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ფონოდოკუმენტები სასამართლოში იგზავნება საქმესთან ერთად.
მუხლი 672. საქმის გადაცემა პროკურორისათვის და მისი გაგზავნა სასამართლოში
1. დადგენილებას სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ გამომძიებელი საქმესთან ერთად გადასცემს პროკურორს.
2. პროკურორი საქმის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სისხლის სამართლის საქმის ამ კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველზე შეწყვეტის შესახებ;
ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ;
გ) გამომძიებლის დადგენილების დამტკიცებისა და საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ.
3. საქმის შეწყვეტის ან დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება.
მუხლი 673. სასამართლო განხილვის მომზადება
სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ პროკურორისაგან მიღებულ საქმეს მოსამართლე განიხილავს 433-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქმის განსახილველად სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ;

გ) საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;
დ) განსჯადობის მიხედვით საქმის გადაცემის შესახებ;
ე) საქმის შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 674. სასამართლო განხილვა
1. სასამართლო განხილვა ტარდება ამ მუხლითა და 457-516-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
2. სასამართლო სხდომაში პროკურორისა და დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.
3. სასამართლო გამოძიება იწყება პროკურორის მიერ საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ დადგენილების საჯაროდ წაკითხვით. შემდეგ მხარეები წარმოადგენენ და გამოიკვლევენ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ან უარყოფენ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საფუძვლის არსებობას – ატარებენ დაკითხვას, დათვალიერებას, საჯაროდ კითხულობენ დოკუმენტებს, უსმენენ ექსპერტებს, ასრულებენ სხვა მოქმედებას, რომელიც საჭიროა საქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
4. მტკიცებულებებს ჯერ წარმოადგენენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დამცველი, სამოქალაქო მოპასუხე, მისი წარმომადგენელი. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი და ხელახალი დაკითხვები.
5. მოსამართლეები და მსაჯულები დასაკითხ პირებს ბოლოს უსვამენ კითხვებს.
6. სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო გადადის მხარეთა კამათზე. კამათში მონაწილეობენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები. დამცველი კამათში და რეპლიკით გამოდის ბოლოს.
7. მხარეთა სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში განჩინების გამოსატანად.
მუხლი 675.საკითხები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სათათბირო ოთახში
1. სათათბირო ოთახში სასამართლო განიხილავს და წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) მოხდა თუ არა დანაშაული ან მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ბ) ჩადენილია თუ არა ეს დანაშაული ან მართლსაწინააღმდეგო ქმედება იმ პირის მიერ, რომლის საქმესაც განიხილავენ;
გ) არის თუ არა ეს პირი ფსიქიკურად დაავადებული;
დ) უნდა გამოიყენონ თუ არა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან რომელმაც შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ე) საჭიროებს თუ არა ეს პირი ფსიქიატრიულ მკურნალობას.
2. სასამართლო წყვეტს აგრეთვე 498-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს.
მუხლი 676. სასამართლო განჩინება
1. სასამართლო განჩინება დგება 452-ე მუხლში მითითებული და ქვემოთ აღნიშნული წესებით.
2. განჩინების შესავალ ნაწილში სასამართლო აღნიშნავს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის საქმეც განიხილება, მისი დაბადების თარიღსა და ადგილს, საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს, საქმიანობას, განათლებასა და პიროვნების შესახებ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობებს.
3. განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად ედება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას, მოჰყავს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ან უარყოფენ ამ ღონისძიების გამოყენების საფუძველს, იძლევა პასუხს 683-ე მუხლში აღნიშნულ საკითხებზე.
4. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ცნობს, რომ პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, ან რომ პირმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხ მდგომარეობაში, და ამ პირის მიმართ გამოიყენებს ან არ გამოიყენებს სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას;
ბ) შეწყვეტს საქმეს დანაშაულის შემთხვევის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო;
გ) შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ დადასტურდა პირის მონაწილეობა ჩადენილ ქმედებაში;
დ) დააბრუნებს საქმეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
5. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო წყვეტს ნივთიერი მტკიცებულებების, საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხს.
6. თუ დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს სამოქალაქო მოსარჩელე, მიყენებულია იმ პირის დანაშაულის შედეგად, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან რომელმაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხ მდგომარეობაში, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მუხლი 677. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება
პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლო ცვლის ან აუქმებს სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას. თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად შეიცვალა, რომ, თუმცა იგი ფსიქიკურად ავადმყოფია, მაგრამ სასამართლოს მიერ თავდაპირველად დანიშნულზე ნაკლებად მკაცრ სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას საჭიროებს, ანდა საერთოდ აღარ საჭიროებს ამგვარ ღონისძიებას, სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 678. სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების და საერთო წესით წარმოების განახლების საკითხის განხილვა
1. სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების და საერთო წესით წარმოების განახლების საკითხის განხილვის საფუძველია:
ა) იმ სამედიცინო დაწესებულების საექიმო კომისიის დასკვნა, სადაც პირი იძულებითი მკურნალობისათვის იმყოფება;
ბ) საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე პროკურორის წარდგინება ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნილი პირის დამცველის, ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობა.
2. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმებისა და საერთო წესით საქმის წარმოების განახლების საკითხს განიხილავს სასამართლო, რომელმაც გამოიტანა განჩინება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, ან ამ ღონისძიების გამოყენების ადგილას არსებული სასამართლო.
3. საქმის მოსმენის დროსა და ადგილს სასამართლო ატყობინებს მხარეებსა და სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას.
4. სასამართლო სხდომაზე პროკურორისა და დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე საქმის მოსასმენად დანიშვნამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოითხოვს საექიმო კომისიის დასკვნას ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
6. თუ საექიმო კომისიის დასკვნა მხარეების ან სასამართლოს ეჭვს იწვევს, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაკითხოს პირი, რომლის მიმართაც აღძრულია შუამდგომლობა, ჩაატაროს სხვა სასამართლო მოქმედებები.
7. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება 474-479-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
8. მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო ისმენს მხარეთა კამათს, რომელიც შედგება პროკურორისა და დამცველის სიტყვებისაგან.
9. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც საჯაროდ ცხადდება სასამართლო სხდომაზე. განჩინების ასლს სასამართლო გადასცემს ან უგზავნის მხარეებს, აგრეთვე მოქალაქეს, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.
10. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების უარყოფის შემთხვევაში შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად შეიძლება მიიღონ უარყოფის შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან 6 თვის შემდეგ.
მუხლი 679. სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის შეტანა
1. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოების შეწყვეტის, ასეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, საერთო წესით წარმოების განახლების შესახებ, სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლაზე ან გაუქმებაზე უარისა და საერთო წესით წარმოების განახლებაზე უარის შესახებ სასამართლო განჩინებაზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ: პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, მის დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, პროკურორს.
2. სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ შეიტანონ საჩივარი სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებულ ნაწილში.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ განჩინებაზე საჩივარს ზემდგომი სასამართლო განიხილავს 523-534-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
კარი მეცამეტე
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი LXV
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 680. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განსჯადია სისხლის სამართლის საქმე ისეთი დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენისთვისაც სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
2. საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეებს ისეთ დანაშაულზე, რომლისთვისაც შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ვადით არა უმეტეს 15 წლისა, არსებითად განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით.
3. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება ძალაშია დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ კანონის ამოქმედებამდე.
4. 1998 წლის 1 აგვისტოსათვის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის სტადიაზე ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებსა და მათი მეშვეობით მიღებულ მტკიცებულებებსა და საპროცესო გადაწყვეტილებებს უნარჩუნდებათ კანონიერი ძალა. მათი გადასინჯვა ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიშვება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას დარღვეული იყო 1998 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი საპროცესო კანონი.
5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების განსჯადობა ცალკე განისაზღვრება.
7. ადვოკატურის შესახებ კანონის პროექტთან ერთად შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონის პროექტი ამ კოდექსის 84-ე მუხლსა და სხვა შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს დამცველის უფლებას – პირის მიმართ ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას, აგრეთვე დამცველის სხვა უფლებამოსილებების გაფართოებას.
8. 1999 წლის 1 იანვრამდე შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონპროექტი დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ.
9. 1999 წლის 1 იანვრამდე შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონპროექტი დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში პირთა მოთავსებისა და ყოფნის წესების შესახებ.
თავი LXVI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 681. კოდექსის ამოქმედება
1. ეს კოდექსი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.
2. 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
3. 162-ე მუხლის მე-7-8 ნაწილები ძალაშია საოლქო სასამართლოების ამოქმედების დღიდან.
4. ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11).
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 20 თებერვალი
№1251-IIს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
ზოგადი ნაწილი
კარი პირველი
ძირითადი დებულებანი
სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა
მუხლი 1. სისხლის სამართლის პროცესი და მისი ამოცანები
1. სისხლის სამართლის პროცესი არის მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართალწარმოების სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.
2. სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი; უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება; არ დაუშვას უდანაშაულო პირის მსჯავრდება; გამოასწოროს საგამოძიებო და სასამართლო შეცდომები; დაიცვას მოქალაქის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ყველა სხვა მონაწილის უფლებები და თავისუფლებები; დაამკვიდროს საზოგადოებაში კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა.
მუხლი 1. სისხლის სამართლის პროცესის ამოცანები🔗
სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი, უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება, არ დაუშვას უდანაშაულო პირის მსჯავრდება, გამოასწოროს საგამოძიებო და სასამართლო შეცდომები, დაიცვას მოქალაქის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ყველა სხვა მონაწილის უფლებები და თავისუფლებები, დაამკვიდროს საზოგადოებაში კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 2. სისხლის სამართლის პროცესის წყაროები🔗
1. სისხლის საპროცესო სამართლის ნორმებს შეიცავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი, საქართველოს სხვა კანონები, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები.
2. თუ ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, შესაბამისად მოქმედებს კონსტიტუცია ან საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედებს კონსტიტუცია.
3. კანონი, რომელიც აუქმებს ან ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს სისხლის სამართლის პროცესში, არ გამოიყენება.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება დროში🔗
1. სისხლის სამართალწარმოებისას გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმება ან შეცვლა, თუ ამით უმჯობესდება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მდგომარეობა.
1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მდგომარეობა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 4. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში🔗
1. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართალწარმოება საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
1. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო სამართალწარმოების დროს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.
4. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.
5. საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო ან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოს დავალების შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და აღნიშნულ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით.
5. საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო ან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და აღნიშნულ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 5. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოქმედება უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ🔗
1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო სახელმწიფოს მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.
2. დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ მათი თხოვნით ან თანხმობით. დაუშვებელია ამ პირთა დაკავება, მოყვანა, დაპატიმრება.
3. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ დაკავებულ შენობაში და ტერიტორიაზე დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება და სხვა საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თხოვნით ან თანხმობით, პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე თანხმობა გამოითხოვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
მუხლი 6. ზოგადსამართლებრივი და სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები🔗
1. სისხლის სამართლის პროცესს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების ხელშეუხებლობის, მისი ღირსების პატივისცემის, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის ზოგადსამართლებრივი პრინციპები.
2. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები განსაზღვრავს სისხლის სამართალწარმოების ამოცანებს, სტრუქტურას, ფუნქციებსა და წესს.
2. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებს, სტრუქტურას, ფუნქციებსა და წესს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 7. კანონიერება და ადამიანის ბუნებითი უფლებები🔗
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, მოქალაქეები, დაწესებულებები, საწარმოები, ორგანიზაციები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები.
1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, ფიზიკური და იურიდიული პირები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები.
2. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.
3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადასაწყვეტად სისხლის სამართალწარმოება ჩერდება და საქმე გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.
5. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას.
6. კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 8. სასამართლო ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა🔗
1. სასამართლო ხელისუფლება არის ხალხის სუვერენული ნების გამოხატულება და მას მხოლოდ სასამართლო ახორციელებს.
2. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელით.
3. სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მოსამართლე და მსაჯული დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს.
4. სასამართლო ხელისუფლება აკონტროლებს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერებასა და დასაბუთებულობას.
3. სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მოსამართლე დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს.
4. სასამართლო ხელისუფლება აკონტროლებს გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერებასა და დასაბუთებულობას.
5. მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით. არავის არა აქვს უფლება ზედამხედველობა გაუწიოს სასამართლოს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
6. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება დამნაშავედ ცნოს პირი და დაუნიშნოს მას სასჯელი, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენს – სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
6. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, დამნაშავედ ცნოს პირი და დაუნიშნოს მას სასჯელი.
7. განაჩენსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში რაიმე ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით.
8. არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში და ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე ან მსაჯულზე. მოსამართლისა და მსაჯულის დამოუკიდებლობის გარანტიებს ადგენს კანონი.
8. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში და ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე. მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს ადგენს კანონი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 9. თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე🔗
1. ყველა თანასწორია კანონისა და სასამართლოს წინაშე – რასის, ეროვნების, ენის, სქესის, სოციალური წარმოშობის, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, რწმენის, აგრეთვე სხვა გარემოებების მიუხედავად.
2. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, დაპატიმრებასა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებათა გამოყენებაზე თანხმობის მიღების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია და კანონი.
2. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, – მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები.
3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირთა მიერ პრივილეგიებისა და იმუნიტეტის გამოყენება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
მუხლი 10. უდანაშაულობის პრეზუმფცია🔗
1. ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ბრალმდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე.
3. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
4. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
მუხლი 11. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის დაცვის უფლების უზრუნველყოფა🔗
1. სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებას ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ მათი უფლებები, მისცენ შესაძლებლობა დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, დაიცვან მათი უფლებები და თავისუფლებები.
2. დაცვის უფლებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პირი, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, აგრეთვე მსჯავრდებული და გამართლებული განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.
1. სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესს ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ უფლებები, მისცენ შესაძლებლობა, დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, უზრუნველყონ მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
2. მსჯავრდებული და გამართლებული დაცვის უფლებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.
3. სისხლის სამართლის საქმეში დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს დასაცავ პირს მის კუთვნილ უფლებებს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 12. პიროვნების ხელშეუხებლობა, მისი პატივისა და ღირსების დაცვა🔗
1. ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების დაცვის უფლება.
2. დაუშვებელია თავისუფლების შეზღუდვა კანონიერი საფუძვლისა და წესის გარეშე. დაკავებულსა და დაპატიმრებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაკავებისა თუ დაპატიმრების მიზეზი, საფუძველი და დანაშაული, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია ან რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება.
3. დაუშვებელია 48 საათზე მეტი ხნით ეჭვმიტანილის დაკავება. პირის დაპატიმრება ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). მოსამართლე, სასამართლო, პროკურორი, გამომძიებელი და მომკვლევი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი.
3. დაუშვებელია პირის 48 საათზე მეტი ხნით დაკავება. პირის დაპატიმრება ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). მოსამართლე, სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი.
4. უკანონოდ და დაუსაბუთებლად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს მისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება.
5. დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა თუ სხვა პირთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, აგრეთვე მათი პატივისა და ღირსების შემლახავი მეთოდების გამოყენება.
6. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება, რომელიც ეხება პიროვნების ხელშეუხებლობას, შეიძლება იძულებით ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ამას უშუალოდ კანონი ითვალისწინებს.
7. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების ჩატარებისას აკრძალულია პიროვნების მიმართ მეძიებლობის, მუქარის, შანტაჟის, წამების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის სხვა ხერხების გამოყენება. დაუშვებელია დაკავებულისა და დაპატიმრებულის მიმართ სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება, ძილის, წყლის, საკვების აკრძალვა ან ზღვრულ ნორმაზე მეტად შეზღუდვა, ისეთ პირობებში ჩაყენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ლახავს მის ღირსებას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 13. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა🔗
1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.
2. ჩხრეკა, ამოღება, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, სატელეფონო საუბრის მიყურადება და კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან ინფორმაციის მოხსნა, ქონებაზე ყადაღის დადება და ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საპროცესო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მოსამართლემ უნდა შეამოწმოს მისი კანონიერება და დასაბუთებულობა ჩატარებიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.
3. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები.
2. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.
3. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები.
4. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო გამჟღავნებით, ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება აქვს.
5. პირადი მიმოწერა და პირადი სატელეგრაფო შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს ღია სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი თანხმობა არ არის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 14. საჯაროობა და დისპოზიციურობა🔗
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით.
1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო, რომლებიც მოქმედებენ საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით.
2. დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პიროვნების უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
3. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირად კანონიერ ინტერესს აქვს პრიორიტეტი დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პიროვნების კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.
4. მხარეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და გადაწყვეტაზე.
5. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შეიძლება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში საქმე უნდა შეწყდეს.
6. ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ან 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4. მხარეებს უფლება აქვთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტაზე.
5. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.
6. ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას ან ამ კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
7. თუ სამოქალაქო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მხარეები მორიგდნენ, სასარჩელო წარმოება წყდება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 15. სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობა🔗
1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
2. ბრალდების, დაცვისა და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები გამოყოფილია ერთმანეთისაგან და არ შეიძლება დაეკისროს ერთსა და იმავე ორგანოს ან ერთსა და იმავე თანამდებობის პირს.
3. მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.
4. შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრებათ პროკურორს, გამომძიებელს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და მათ წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს; ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს ეკისრება კონტროლი ბრალდებასა და დაცვას შორის და წინასწარი გამოძიების დროს წარმოქმნილი კოლიზიების გადაწყვეტისადმი; დაწესებულია სასამართლო კონტროლი მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებისადმი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
4. შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრება პროკურორს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და მათ წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს; დაწესებულია სასამართლო კონტროლი გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ გამომძიებლის ან პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
5. სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის.
6. სასამართლო შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 151. საპროცესო შეთანხმება🔗
საპროცესო შეთანხმება ხორციელდება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით. საპროცესო შეთანხმებების მიზანია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის საქვეყნოობა🔗
1. სისხლის სამართლის საქმის განხილვა ყველა სასამართლოში ღიაა.
2. სამართალწარმოების მონაწილეებსა და სხვა პირებს აქვთ პროცესის დროს სტენოგრაფირების, ხმის ჩაწერისა და სხვა ჩამწერი საშუალებების უხმაუროდ გამოყენების უფლება, თუ ისინი ხელს არ უშლიან სასამართლო განხილვას. პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ თავისუფლად გააშუქონ სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და შედეგები, ოღონდ ამ დროს მათ უნდა იხელმძღვანელონ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპით.
4. სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით), საქმე განიხილება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით; ამავე წესით განიხილება საქმეები 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა დანაშაულის, სქესობრივი დანაშაულისა თუ ინტიმური ცხოვრების შესახებ ცნობების გაუხმაურებლობის მიზნით, თუ ამას მოითხოვენ მხარეები. დახურულ სასამართლო სხდომაზე დარბაზში შეიძლება დაუშვან თითოეული განსასჯელისა და დაზარალებულის ორ-ორი წარმომადგენელი.
5. დახურულ სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ.
2. სასამართლოს შენობაში, ასევე სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია).
4. საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა: სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; პირადი მიმოწერის და სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი; ბრალდებულის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით აგრეთვე განიხილება: არასრულწლოვნის დანაშაულის საქმე, სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმეები, რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ, როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილისა და მისი ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების პირადი უსაფრთხოების დაცვა.
5. დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ (გარდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევისა).
6. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა წარმოებს ყველა საპროცესო წესის დაცვით.
7. სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება ყველა შემთხვევაში საქვეყნოდ ცხადდება.
8. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით.
8. წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით.
9. 16 წელს მიუღწეველი პირი სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვება.
10. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
მუხლი 17. სისხლის სამართალწარმოების ენა
1. სისხლის სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა, უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, მისცეს ჩვენება და განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, შეიტანოს საჩივარი, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის. ამ შემთხვევებში, აგრეთვე საქმის მასალების გაცნობისას პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5289 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.329
მუხლი 17. სისხლის სამართლის პროცესის ენა🔗
1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, მისცეს ჩვენება და განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, შეიტანოს საჩივარი, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც იცის. ამ შემთხვევებში, აგრეთვე საქმის მასალების გაცნობისას პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.
3. საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაეცეს ბრალდებულს ან პროცესის სხვა მონაწილეს, უნდა ითარგმნოს მის მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის.
4. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია პროცესის მონაწილეებს განუმარტოს ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული მათი უფლებები.
5. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე თარჯიმნის შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს ხარჯზე.
6. ყველა საპროცესო აქტი დგება სამართალწარმოების ენაზე.
7. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, მსაჯულები ვალდებულნი არიან სრულყოფილად იცოდნენ სამართალწარმოების ენა.
6. ყველა საპროცესო აქტი დგება სისხლის სამართლის პროცესის ენაზე.
7. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე ვალდებულნი არიან სრულყოფილად იცოდნენ სისხლის სამართლის პროცესის ენა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 18. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა🔗
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
2. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი.
3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 19. მტკიცებულების შეფასება შინაგანი რწმენით🔗
1. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით.
1. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით.
2. მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
მუხლი 20. სისხლის სამართალწარმოების უშუალობა და ზეპირობა
1. ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია დაკითხოს ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული და მოწმე, შეისწავლოს და მოისმინოს ექსპერტის დასკვნა, შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულებები. ამ წესისაგან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
2. მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაკითხული პირი ჩვენებას იძლევა ზეპირად. ჩვენება აუცილებლად ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 20. სისხლის სამართლის პროცესის უშუალობა და ზეპირობა🔗
1. ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია დაკითხოს დაზარალებული და მოწმე, შეისწავლოს და მოისმინოს ექსპერტის დასკვნა, შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულებები. ამ წესისაგან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაკითხული პირი ჩვენებას იძლევა ზეპირად. ჩვენება ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
3. სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 21. საპროცესო მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების თავისუფლება🔗
1. სისხლის სამართალწარმოების მონაწილემ, აგრეთვე სხვა პირმა და ორგანომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივრონ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომელიც პროცესს აწარმოებს.
1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილემ, აგრეთვე სხვა პირმა და ორგანომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივრონ სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედება და გადაწყვეტილება.
2. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს საჩივარი გამოიყენოს საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის საზიანოდ, რომლის ინტერესების დასაცავადაც იგი იყო შეტანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვა პირმა ან ორგანომ შეიტანა საწინააღმდეგო ხასიათის საჩივარი, ანდა საჩივრის შემოწმებისას დადგინდა სხვა გარემოებები.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და შეწყვეტა
მუხლი 22. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
1. დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე.
2. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ უნდა ტარდებოდეს ცალმხრივად, მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და სახეები
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 22. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება🔗
პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი ვალდებულია დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ საამისოდ არსებობს საკმარისი საფუძველი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 23. სისხლისსამართლებრივი დევნის სახეები🔗
სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება იყოს საჯარო, სუბსიდიური, კერძო-საჯარო და კერძო.
მუხლი 24. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა🔗
1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე.
2. საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების, სახელმწიფო ორგანოთა და არასახელმწიფო ორგანიზაციათა შეტყობინებების, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცნობების საფუძველზე.
2. საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი.
3. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით.
4. მომკვლევი, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის ყველა შემთხვევაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღძრან საჯარო ბრალდების საქმე, მიიღონ ზომები დანაშაულის გასახსნელად და დამნაშავის დასადგენად, არ დაუშვან უდანაშაულო პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
5. ბრალდების წაყენებისათვის საკმაო მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. თუ პროკურორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების წაყენების საფუძველი, მას გამოაქვს დადგენილება სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, ან საქმეს გამომძიებელს უბრუნებს თავისი წერილობითი მითითებითურთ.
6. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს და დაკითხავს მას წაყენებული ბრალდების გამო 311-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს.
7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გამომძიებელი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურორს. საბრალდებო დასკვნის დამტკიცების შემდეგ მის ასლს გამომძიებელი გადასცემს ბრალდებულს.
4. (ამოღებულია).
5. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
51. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, თუ გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დაზარალებულს, მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც ხდება მტკიცებულებათა შეკრება, უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
52. ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება წარმოადგენს ამ პირის მიმართ ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს, რომლებიც მოპოვებულ იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი.
53. ამ მუხლის 51 და 52 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლო საჩივარს იხილავს ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს. გამომძიებელი უფლებამოსილია, ამ კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების გამო. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.
7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.
8. პროკურორის მიერ ბრალდების შეცვლა და ბრალდებაზე უარის თქმა სავალდებულოა გამომძიებლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომძიებელს უფლება აქვს ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართოს ზემდგომ პროკურორს (58-ე მუხლი). თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 25. სუბსიდიური სისხლისსამართლებრივი დევნა🔗
1. დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ პროკურორის მიერ ფორმულირებულ სახელმწიფო ბრალდებას.
2. თუ პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე ან შეცვლის ბრალდებას, დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლოში მხარი დაუჭიროს წინანდელ ბრალდებას. ასეთ შემთხვევაში საქმე არ წყდება.
2. თუ პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე ან შეცვლის ბრალდებას, დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლოში მხარი დაუჭიროს წინანდელ ბრალდებას. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ წყდება, ხოლო პროკურორს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საქმის შემდგომ განხილვაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 26. კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა🔗
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 142-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე, 153-ე, 167-ე და 175-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, რომელსაც დაზარალებული გადასცემს პროკურორს, თუ ბრალდება წაეყენება კონკრეტულ პირს, ხოლო მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებელს – დანარჩენ შემთხვევებში. ეს საქმეები წარმოებს საერთო წესით და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის შემდგომმა გამოძიებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს.
2. თუ საქმეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე დანაშაულის შესახებ განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს და, ამასთან, დაზარალებულს უმწეო მდგომარეობის ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს უფლება აქვს აღძრას ასეთი საქმე, თუნდაც არ არსებობდეს დაზარალებულის საჩივარი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქმედუნარიან დაზარალებულს ამაზე წერილობითი თანხმობა აქვს მიცემული.
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე, 189-ე და 189
1
მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს.
2. თუ საქმეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე დანაშაულის შესახებ განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ამასთანავე, დაზარალებულს უმწეო მდგომარეობის ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს უფლება აქვს დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუნდაც არ არსებობდეს დაზარალებულის საჩივარი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქმედუნარიან დაზარალებულს ამაზე წერილობითი თანხმობა აქვს მიცემული.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2835 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.76
მუხლი 27. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა🔗
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-121-ე და 126-ე მუხლებით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაული ჩადენილია დაზარალებულის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიერ), 217-ე მუხლით, 218-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 263-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, მაგრამ უნდა შეწყდეს ბრალდებულთან მისი შერიგების გამო.
2. შერიგება დასაშვებია სასამართლოს (მოსამართლის) სათათბირო ოთახში გასვლამდე, მათ შორის, სააპელაციო, საკასაციო ან სარევიზიო წესით საქმის განხილვისას.
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამდენი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და უნდა შეწყდეს ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო.
2. შერიგება დასაშვებია სასამართლოს (მოსამართლის) სათათბირო ოთახში გასვლამდე, მათ შორის,სააპელაციო და საკასაციო
წესით საქმის განხილვისას.
3. შერიგების შემთხვევაში მხარეები უნდა მორიგდნენ სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე. თუ მორიგება ვერ ხერხდება, ხარჯებს სასამართლო ანაწილებს.
4. პროკურორს უფლება აქვს სასამართლო გამოძიების დაწყებამდე ჩაებას კერძო ბრალდებით აღძრულ საქმეში, თუ მას განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით ან მხოლოდ დაზარალებულის თხოვნით, თუ იგი უმწეო მდგომარეობაშია ან დამოკიდებულია ბრალდებულზე. ამ შემთხვევაში საქმე არ შეიძლება შეწყდეს მხარეთა შერიგების გამო.
4. პროკურორი უფლებამოსილია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე ჩაებას კერძო ბრალდების საქმეში, თუ ამას წერილობით მოითხოვენ მხარეები ანდა მოითხოვს მხოლოდ დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. პროკურორი უფლებამოსილია ჩაებას აღნიშნული კატეგორიის საქმეში, თუ ამ უკანასკნელს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება შეწყდეს მხარეთა შერიგებით.
5. თუ კერძო ბრალდების საქმეზე მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, მოსამართლე თავისი დადგენილებით დაზარალებულს ცნობს ბრალდებულადაც, ხოლო ბრალდებულს – დაზარალებულადაც.
მუხლი 28. სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული უნდა შეწყდეს, თუ:
ა) არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა ან ქმედება, რომლის გამოც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე;
ბ) ქმედებაში არ არის დანაშაულის შემადგენლობა ან მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილია ბრალის გარეშე;
გ) ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულობას;
დ) კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;
ე) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;
ვ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სხვა პირთა მიმართ საქმის განახლებისათვის;
ზ) გავიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
თ) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც აუქმებს ამ ქმედების დასჯადობას;
ი) მსჯავრდებული შეწყალებულია;
კ) საქართველოს პარლამენტმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად პარლამენტის წევრის, დეპუტატის, სახალხო დამცველის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე;
ლ) არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძო-საჯარო და კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეთა გამო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურორი (26-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი);
მ) დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა 26-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა;
ნ) არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე;
ო) არსებობს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება საქმის შეწყვეტის ან იმავე ბრალდებით საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;
პ) დანაშაული მცირემნიშვნელოვნად არის ცნობილი;
ჟ) საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში;
რ) პროკურორი და დაზარალებული უარს იტყვიან ბრალდებაზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით.
2. საქმე უნდა შეწყდეს და პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდეს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლი).
3. საქმე შეიძლება შეწყდეს და პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდეს ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლი).
4. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი.
5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“, „თ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთან, იგი განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან.
6. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო წყვეტს საქმეს მათი გამოვლენისთანავე.
7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“, „თ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სამართალწარმოება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით.
8. სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო ინსტანციებში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გამოვლენისას საქმე უნდა შეწყდეს.
მუხლი 29. სისხლის სამართალწარმოების შეჩერების საფუძვლები და ვადები
სისხლის სამართალწარმოება ჩერდება, თუ:
ა) ბრალდებული დაიმალა – არა უადრეს ერთი თვისა მისი დამალვიდან ბრალდებულის მოძებნამდე;
ბ) ცნობილი არ არის ბრალდებულის ადგილსამყოფელი – არა უადრეს 3 თვისა ამ გარემოების დადგენიდან ბრალდებულის მოძებნამდე;
გ) ბრალდებული ფსიქიკურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნით – დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ ასეთი რამ 6 თვის განმავლობაში არ მოხდა, აღიძვრება წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, ანდა საქმე შეწყდება;
დ) ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია – ამ პირის აღმოჩენამდე ან ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არა უადრეს 6 თვისა სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან;
ე) სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების მიღებამდე;
ვ) დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან უცხო სახელმწიფოსათვის პირის გადაცემის შესახებ – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურ გადაწყვეტამდე.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 28. სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები🔗
1. სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს:
ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;
გ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;
დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;
ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;
ზ) თუ არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძოსაჯარო და კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეთა გამო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურორი (ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი);
თ) თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე და 89
1
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ი) თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე;
კ) თუ არსებობს სასამართლოს ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ;
ლ) თუ ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში;
მ) თუ პროკურორი და დაზარალებული უარს იტყვიან ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
ნ) ამ კოდექსის 679
1
მუხლის მე-5 ნაწილით და 679
8
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ო) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი);
პ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები) და იმავე კოდექსის 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 323-ე, 339-ე, 370-ე, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ჟ) თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს, თუ:
ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გამოძიების წარმართვისათვის;
გ) გასულია ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო;
ე) პირმა დანაშაული ჩაიდინა შეურაცხაობის მდგომარეობაში, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე უნდა შეწყდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა გადმოცემული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ წინასწარი გამოძიების დროს გადაწყვეტილებას დასაბუთებული დადგენილებით ან განჩინებით იღებს პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე).
31. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო.
32. ამ მუხლის 31 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
33. თუ არასრულწლოვანი არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული, მასთან გაფორმებული განრიდების ან მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
4. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იგივე წესი გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №796 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.283
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3521 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.279
მუხლი 29. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძვლები და ვადები🔗
1. სისხლისსამართლებრივი დევნა ჩერდება:
ა) (ამოღებულია);
ბ) (ამოღებულია);
გ) თუ ბრალდებული მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით – დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე;
დ) თუ სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;
ე) თუ დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან პირის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;
ვ) საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში მოსამართლეს ან პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ. თუ ამ საქმეში ჩაბმულია ორი ან რამდენიმე ბრალდებული, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი ყველა ბრალდებულს არ შეეხება, პროკურორს შეუძლია გამოყოს და შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა ცალკეული ბრალდებულის მიმართ.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4579 - სსმ I, №12, 13.04.2007წ., მუხ.110
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეში
მუხლი 30. სამოქალაქო სარჩელი და მისი წარდგენის საფუძველი🔗
1. პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი.
2. იურიდიულ პირს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს მოითხოვოს ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.
3. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, პირდაპირი ზიანისა და ანაცდენი სარგებლის სახით, საშუალო-საბაზრო ფასებით ინდექსაციის გამოყენებით.
4. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება დაკრძალვაზე, მკურნალობაზე, პროთეზირებასა და მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯების, გადახდილი სადაზღვევო თანხების, დახმარებისა და პენსიის კომპენსაციით.
5. მორალური ზიანი ანაზღაურდება ფულადი და სხვა ქონებრივი გამოხატულებით, დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის, დასახიჩრების, დამახინჯების, ბიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების მოშლისა თუ დაქვეითებისათვის, აგრეთვე სხვა სახის ფიზიკური თუ მორალური ზიანით გამოწვეული განცდებისათვის. დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობას ადგენს სასამართლო ზიანის სიმძიმისა და ბრალდებულის (სამოქალაქო მოპასუხის) ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
6. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარედგინოს პირს, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად. ამ შემთხვევაში სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა.
6. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 31. სამოქალაქო სარჩელის საგამოძიებო ქვემდებარეობა და განსჯადობა🔗
1. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ მომკვლევთან, გამომძიებელთან ან პროკურორთან, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე.
1. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ გამომძიებელთან ან პროკურორთან, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე.
2. სამოქალაქო სარჩელს განიხილავს და წყვეტს სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 32. სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლების განმარტება🔗
თუ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დარწმუნდება, რომ პირს აქვს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება, იგი ვალდებულია გამოიძახოს პირი და განუმარტოს ეს უფლება.
თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დარწმუნდება, რომ პირს აქვს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება, იგი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მას ამ უფლების თაობაზე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 33. სამოქალაქო სარჩელის წარდგენა🔗
1. თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ მომენტში სასამართლო გამოძიების დაწყებამდე.
2. თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის ან იმ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს.
1. თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე საბრალდებო დასკვნის შედგენამდე.
2. თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს.
3. ფიზიკურმა პირმა სამოქალაქო სარჩელი შეიძლება განაცხადოს ზეპირი ფორმითაც, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
4. ბრალდებულის დაუდგენლობა არ აბრკოლებს სამოქალაქო სარჩელის წარდგენას. საქმის წარმოების შეჩერების შემთხვევაში, თუ ბრალდებული დაიმალა, მისი ადგილსამყოფელი ან პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია, სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
4. თუ თანამდებობის პირს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442 ან 1443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იგი მიიმალა ან მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
5. სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება.
6. პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე პირს, რომლის სარჩელიც განუხილველი დარჩა, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
7. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სარჩელზე უარის მიღება მოსარჩელეს უფლებას ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე.
8. სისხლის სამართლის საქმეზე სარჩელის უარყოფის შემთხვევაში აღარ შეიძლება მისი წარდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 34. შეგებებული სამოქალაქო სარჩელის წარდგენა🔗
კერძო ბრალდების საქმეზე დასაშვებია შეგებებული სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და განხილვა.
მუხლი 35. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის წესი🔗
1. თუ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადებულ სარჩელს საკმაო საფუძველი აქვს, მას გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ. დადგენილების (განჩინების) ასლი გადაეცემა მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამასთან, სამოქალაქო მოსარჩელეს განემარტება 86-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ხოლო პირს, რომელსაც უარი ეთქვა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე – ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
1. თუ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს საკმარისი საფუძველი აქვს, მას გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ. დადგენილების (განჩინების) ასლი გადაეცემა მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამასთანავე, სამოქალაქო მოსარჩელეს განემარტება ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ხოლო პირს, რომელსაც უარი ეთქვა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე – ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
2. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილ დაზარალებულს აქვს სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობებიც.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 36. სამოქალაქო მოპასუხედ საქმეში ჩაბმა🔗
1. განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შემდეგ გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ან სასამართლოს გამოაქვს დადგენილება (განჩინება), იმის შესახებ, რომ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს ან იმ პირს, რომელსაც მატერიალური და სხვა პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ქმედებისათვის, ანდა პირს, რომელსაც ასეთი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად. დადგენილების (განჩინების) ასლი და განცხადებული სამოქალაქო სარჩელის ასლი გადაეცემა სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს. ამასთან, სამოქალაქო მოპასუხეს განემარტება 90-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
1. განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შემდეგ გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ან სასამართლოს გამოაქვს დადგენილება (განჩინება) იმის შესახებ, რომ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს ან იმ პირს, რომელსაც მატერიალური და სხვა პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ქმედებისათვის. დადგენილების (განჩინების) ასლი და განცხადებული სამოქალაქო სარჩელის ასლი გადაეცემა სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს. ამასთანავე, სამოქალაქო მოპასუხეს განემარტება ამ კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
2. სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ ბრალდებულს აქვს სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობებიც.
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 37. პროკურორის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და მხარდაჭერა🔗
1. პროკურორი ვალდებულია წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, ზიანი მიადგა სახელმწიფოს.
1. პროკურორი ვალდებულია წარადგინოს სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ზიანი მიადგა სახელმწიფოს.
2. პროკურორს უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი დაზარალებულის თხოვნით, თუ დაზარალებული მოკლებულია შესაძლებლობას ჰყავდეს ადვოკატ-წარმომადგენელი ან დაიცვას თავისი ინტერესები ბრალდებულზე დამოკიდებულების, ავადმყოფობის, არასრულწლოვანებისა თუ სხვა მიზეზით.
3. პროკურორი სასამართლოში მხარს უჭერს თავის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს. მას უფლება აქვს მხარი დაუჭიროს სამოქალაქო მოსარჩელის მიერ განცხადებულ სარჩელს ან გამოთქვას სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
მუხლი 371. პროკურორის სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ🔗
1. თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონება არის რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირს მფლობელობაში აქვს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, იგი აღძრავს სარჩელს აღნიშნულ პირთა მფლობელობაში არსებული რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
2. თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ თანამდებობის პირს მფლობელობაში აქვს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, იგი აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
მუხლი 372. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 373. პროკურორის სარჩელი პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე🔗
თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ითვალისწინებს ჯარიმას ან ქონების ჩამორთმევას და მსჯავრდებული პირის მიმართ ვერ ხერხდება აღსრულება, პროკურორს უფლება აქვს აღძრას სარჩელი პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №796 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.283
მუხლი 38. სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას🔗
1. სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართალწარმოების წესით.
1. სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართლის პროცესის წესით.
2. თუ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით წარმოქმნილი საპროცესო ურთიერთობები მოწესრიგებული არ არის ამ კოდექსით, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება სისხლის საპროცესო სამართლის პრინციპებს.
3. სარჩელზე უარი, სარჩელის აღიარება და მორიგება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ იმ პირობით, რომ დაცულ იქნეს მოთხოვნები სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცების საგნის ყველა ელემენტის დადგენის შესახებ (112-ე მუხლი).
3. სარჩელზე უარი, სარჩელის ცნობა და მორიგება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ იმ პირობით, რომ დაცულ იქნეს მოთხოვნები სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცების საგნის ყველა ელემენტის დადგენის შესახებ (112-ე მუხლი).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 39. მატერიალური სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას🔗
1. სამოქალაქო სარჩელის განხილვისას ზიანის ანაზღაურების საფუძველს, პირობას, მოცულობასა და წესს განსაზღვრავს სამოქალაქო, შრომისა და სხვა კანონმდებლობა.
2. სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელებზე არ ვრცელდება სამართლის სხვა დარგებში დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.
მუხლი 40. მოსარჩელის უარი სამოქალაქო სარჩელზე🔗
1. სამოქალაქო მოსარჩელეს საქმის წარმოების ნებისმიერ მომენტში უფლება აქვს უარი თქვას სარჩელზე.
2. მოსარჩელისაგან უარის მიღებამდე მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, ვალდებულია მოსარჩელეს განუმარტოს სამოქალაქო სარჩელზე მისი უარის სამართლებრივი შედეგები და შეადგინოს ოქმი ან ამის შესახებ სათანადო აღნიშვნები შეიტანოს შესაბამის საგამოძიებო ოქმში.
2. მოსარჩელისაგან უარის მიღებამდე გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, ვალდებულია მოსარჩელეს განუმარტოს სამოქალაქო სარჩელზე მისი უარის სამართლებრივი შედეგები და შეადგინოს ოქმი ან ამის შესახებ სათანადო აღნიშვნები შეიტანოს შესაბამის საგამოძიებო ოქმში.
3. სამოქალაქო სარჩელზე უარის მიღების შესახებ ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, გამოაქვს განჩინება (დადგენილება).
4. სარჩელზე უარს მოსდევს სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს ართმევს უფლებას განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 41. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა🔗
1. სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“, „თ“, „ი“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებსა და იმავე მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინებაში (დადგენილებაში), ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისა თუ მის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში (დადგენილებაში).
2. სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტისას.
3. სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით.
1. სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში (განჩინებაში).
2. სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას.
3. სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით.
4. თუ 371 მუხლით გათვალისწინებული სარჩელი შეტანილია თანამდებობის პირის მიმართ, სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და შესაბამისად გადაწყვეტილება გამოიტანოს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისაგან დამოუკიდებლად.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 42. სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილებული სამოქალაქო სარჩელის აღსრულების თავისებურებანი🔗
სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის საქმეზე, აღსრულდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით.
მუხლი 43. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა🔗
სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე მიიღოს სარჩელის უზრუნველყოფის ზომები, თუ ისინი მანამდე არ ყოფილა მიღებული.
ამ კოდექსში გამოყენებული ზოგიერთი ცნების მნიშვნელობა
მუხლი 44. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება🔗
1. სასამართლო – მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო; მოსამართლე – ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმესა და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2. მსაჯული – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის პირველი ინსტანციით საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად კანონით დადგენილი წესით დაშვებული საქართველოს მოქალაქე.
3. სასამართლო ინსტანციები – პირველი, სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო (საზედამხედველო) ინსტანციების სასამართლოები.
4. საგამოძიებო კოლეგია – სააპელაციო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს.
5. გამოძიების მოსამართლე – სააპელაციო სასამართლოს წევრი, რომელიც წყვეტს ბრალდებულის სამართალში მიცემისა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
6. სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს ან მოსამართლის განაჩენი, განჩინება, დადგენილება.
7. განაჩენი – პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.
8. განჩინება – პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.
9. დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; საკასაციო და სარევიზიო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება; მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიებისას.
2. (ამოღებულია).
3. სასამართლო ინსტანციები – პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები.
4. საგამოძიებო კოლეგია – საოლქო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს.
5. გამოძიების მოსამართლე – ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს.
6. სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება, ბრძანება, განკარგულება.
7. განაჩენი – პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.
8. განჩინება – კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.
9. დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში.
10. შემაჯამებელი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლის სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას.
11. სასამართლო ბრძანება (მოსამართლის ბრძანება) – მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა დაპატიმრების, სხვა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებებისა და ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების ნებართვას.
12. სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო – მომკვლევი, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო.
13. პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორი და მისადმი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები.
14. სახელმწიფო ბრალმდებელი – პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო (საზედამხედველო) ინსტანციების სასამართლოებში.
15. გამომძიებელი – პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.
16. საგამოძიებო ორგანოს უფროსი – შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, საგამოძიებო სამმართველოს, საგამოძიებო ნაწილის უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე სხვა დანაყოფების უფროსები, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
17. მომკვლევი – პირი, რომელიც თავდაპირველ (გადაუდებელ) საგამოძიებო მოქმედებას ატარებს.
11. სასამართლო ბრძანება (მოსამართლის ბრძანება) – მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა დაპატიმრების, სხვა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვას.
12. სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) – გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო (მოსამართლე).
13. პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები.
14. სახელმწიფო ბრალმდებელი – პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.
15. გამომძიებელი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადო საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.
16. (ამოღებულია).
16
1
. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი – პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და განათლება მხარის მიერ დასმულ საკითხებზე საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად.
17. (ამოღებულია).
18. მხარეები – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი, რომლებიც იცავენ საკუთარ ან მარწმუნებლების ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში.
19. ბრალდების მხარე – პროკურორი, გამომძიებელი, საგამოძიებო ორგანოს უფროსი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები.
20. დაცვის მხარე – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, ბრალდებულის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.
21. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
19. ბრალდების მხარე – პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები.
20. დაცვის მხარე – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, დამცველი, ბრალდებულის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.
21. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). ამ კოდექსის XXIV თავის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი
211. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან ან განსასჯელთან მუდმივად მცხოვრები პირი.
212. დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი.
22. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი.
23. დასაცავი პირი – ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, რომელსაც დამცველი იცავს.
23. დასაცავი პირი – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული, რომელსაც დამცველი იცავს.
231. ეჭვმიტანილი – პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებულ იქნეს ბრალდება. პირი ეჭვმიტანილად ითვლება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებისთანავე ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე.
24. ბრალდებული – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი.
25. განსასჯელი – ბრალდებული, რომელიც მიცემულია სამართალში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
25. განსასჯელი – ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ან საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ დასამტკიცებლად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.
26. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
27. გამართლებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
28. დაპატიმრება – წინასწარი პატიმრობა.
29. სისხლის სამართალწარმოება – სისხლის სამართლის პროცესი.
29. სისხლის სამართლის პროცესი – გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.
30. საპროცესო მოქმედება – სამართალწარმოების ნებისმიერი ორგანოს მოქმედება, რომელიც ტარდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურის ფარგლებში.
31. საგამოძიებო (სასამართლო) მოქმედება – საპროცესო მოქმედება, რომელიც ტარდება მტკიცებულებათა შეკრების, დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების მიზნით.
32. საპროცესო გადაწყვეტილება – მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ნებისმიერი დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.
33. პროკურორის სანქცია – პროკურორის მიერ მომკვლევის, გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
32. საპროცესო გადაწყვეტილება – გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.
33. პროკურორის სანქცია – პროკურორის მიერ გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
34. სისხლის სამართლის საქმე – საგამოძიებო და სასამართლო ოქმების, დოკუმენტების, ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
35. ზიანი – უშუალო ზიანი და ანაცდენი სარგებელი.
36. ღამის დრო – 22 საათიდან 6 საათამდე.
37. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
38. მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.
39. ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა – ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები.
40. რევიზია – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და ამ სასამართლოს ყველა სხვა გადაწყვეტილების გადასინჯვა ზედამხედველობის წესით.
38. მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი.
39. ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა – ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა.
40.
(ამოღებულია).
41. კერძო ბრალმდებელი – დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას სასამართლოში.
42. კერძო გამოძიება – დაცვის მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დაცვისათვის საჭირო მონაცემების შეკრება და მტკიცებულებათა სახით პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენა. აღნიშნული საქმიანობა არ წესრიგდება ამ კოდექსით.
43. წინასწარი გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება.
43
1
. სისხლისსამართლებრივი დევნა – ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა.
44. დამსწრე – ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში მოწვეული პირი.
45. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილი.
46. საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიზნებისათვის:
ა) გადაცემა – სახელმწიფოს მიერ პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად;
ბ) ექსტრადიცია – ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის გადაცემა საერთაშორისო ხელშეკრულების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
47. თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი) – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე ანდა საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც მსჯავრდებულია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო ანდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, გამოძალვაში, მითვისებაში ან გაფლანგვაში, გადასახადებისათვის თავის არიდებაში, საბაჟო წესების დარღვევაში, წამებაში ან წამების მუქარაში ანდა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.
48. (ამოღებულია).
49. ქონების ჩამორთმევა – როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით.
50. რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.
51. რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.
52. რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.
53. რეკეტული ქონება – რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
54. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ბრალდებული, რომლის მიმართაც განიხილება საქართველოში ექსტრადიციის საკითხი, ან პირი, რომლის მიმართაც განიხილება საზღვარგარეთ ექსტრადიციის საკითხი.
55. საექსტრადიციო პატიმრობა – პატიმრობა, რომელიც გამოიყენება საზღვარგარეთ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად.
56. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი – სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების თანამშრომელი, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, რომელიც პროცესში მონაწილეობს ფსევდონიმით და უფლებამოსილია ჩვენება მისცეს მხოლოდ შეცვლილი გარეგნობით ან ხმით.
57. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა – პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით და სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის გამართვამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.
58. უკანონო ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც (რომლებიც) მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
59. დაუსაბუთებელი ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის (რომელთა) კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს არ აქვს ან იგი (ისინი) მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417
საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4784 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.165
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338
საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32
კარი მეორე
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი
სასამართლო
მუხლი 45. სასამართლო როგორც მართლმსაჯულების ორგანო🔗
1. სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, სასჯელი დაუნიშნოს მხოლოდ დამნაშავეს.
2. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო განსჯადობის მიხედვით ვალდებულია განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, წარდგინება, შუამდგომლობა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ, საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, საგამოძიებო ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მიერ უკანონო მოქმედებებისა და აქტების გამო.
3. სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო ინსტანციების სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებენ ქვემდგომი სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას.
2. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო განსჯადობის მიხედვით ვალდებულია განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, წარდგინება, შუამდგომლობა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებისა და აქტების გამო.
3. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებენ ქვემდგომი სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 46. სასამართლოს უფლებამოსილება🔗
1. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საქმეს განიხილავს განსჯადობის მიხედვით.
3. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხს წყვეტენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების გამოძიების მოსამართლეები, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯად საქმეზე – ამ სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები.
4. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების განაჩენისა და სხვა გადაწყვეტილებების გამო სააპელაციო საჩივარს განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.
5. საკასაციო საჩივარს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების განაჩენსა და განჩინებაზე, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიის განაჩენსა და განჩინებაზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
6. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გამო სარევიზიო (საზედამხედველო) წესით შუამდგომლობას განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
1. მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.
2. (ამოღებულია).
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით ასევე განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ კოდექსით დადგენილი წესით წყვეტს განსასჯელის სამართალში მიცემის საკითხს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ასევე ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.
4. სააპელაციო საჩივარს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
5. საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე, განჩინებასა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
6. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
8. სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება: ბრძანების გაცემა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო მოქმედებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და პატიმრობის ვადის გაგრძელება; ბრალდებულის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე და საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; ჩხრეკა და ამოღება; საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ; ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, თანამდებობიდან (სამუშაოდან) მათი გადაყენება, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
მუხლი 47. საქმის ერთპიროვნულად და კოლეგიურად განხილვა სასამართლოში🔗
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, საქმეს, საჩივარსა და სხვა მასალას განიხილავს ერთპიროვნულად.
2. საოლქო სასამართლო, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, მის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეს, საჩივარსა და სხვა მასალას განიხილავს კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.
3. თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, როგორც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები, სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს კოლეგიურად, ერთი მოსამართლისა და ორიდან ექვსამდე მსაჯულის შემადგენლობით.
5. სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება მოსამართლის ბრძანების გაცემა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო მოქმედებათა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და მისი ვადის გაგრძელება; ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; სატელეფონო თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით წარმოებული საუბრების კონტროლი და კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან ინფორმაციის მოხსნა; საცხოვრებელ ბინასა და სხვა მფლობელობაში ჩხრეკა და ამოღება, საცხოვრებელი ბინისა და სხვა მფლობელობის დათვალიერება; ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, აგრეთვე თანამდებობიდან (სამუშაოდან) მათი გადაყენება.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული საპროცესო მოქმედებები და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, დაპატიმრებისა და მისი ვადის გაგრძელების, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების გამოყენების, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსების, ბრალდებულის (ეჭვმიტანილის) თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების გარდა, ამ კოდექსით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე.
7. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული საპროცესო მოქმედებების სასამართლო ბრძანების გარეშე ჩატარების შემთხვევაში გამომძიებელი ან მომკვლევი (პროკურორის მეშვეობით) ამ მოქმედებათა ოქმებს 24 საათის ვადაში წარუდგენს მოსამართლეს, რომელიც მასალების შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში ამოწმებს მათს კანონიერებას. მოსამართლის დადგენილებას ამ საკითხზე აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა.
1. მაგისტრატი მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებასა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მაგისტრატ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ:
ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის;
ბ) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.
3. ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის სასამართლოში განხილვის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეს მისცეს შესაძლებლობა, წერილობით წარმოადგინოს მოსაზრებები სასამართლოში მხარის მიერ განსახილველად შეტანილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2260 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.304
მუხლი 48. განსჯადობა🔗
1. არავის არ შეიძლება აღეკვეთოს უფლება მისი საქმე განიხილოს იმ სასამართლომ ან იმ მოსამართლემ, რომლის განსჯადობასაც იგი კანონით განეკუთვნება. განსჯადობის კანონით დადგენილი წესის შეცვლა დაუშვებელია.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია სისხლის სამართლის საქმე, თუ დანაშაულს, რომლის ჩადენაც ბრალად ედება განსასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 5 წლის ვადით.
3. საოლქო სასამართლოს განსჯადია სისხლის სამართლის საქმე, თუ დანაშაულს, რომლის ჩადენაც ბრალად ედება განსასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს 5 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე საქმე არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, განსჯადია: სისხლის სამართლის საქმეები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სამხედრო ძალების უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის, პროკურორის, გამომძიებლის, ადვოკატის ბრალდების გამო.
5. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასა და იძულებით ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, მოკვლევის ორგანოების, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობისა და აცილების განხილვა იმ სასამართლოს მოსამართლის პრეროგატივაა, რომლის განსჯადიცაა ეს სისხლის სამართლის საქმე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია საქმეები მის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩადენილ ყველა კატეგორიის დანაშაულზე, კერძო ბრალდების საქმეები, შუამდგომლობები მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების და მათი ვადის გაგრძელების შესახებ, ასევე საჩივრები გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებზე და უარყოფილ შუამდგომლობებზე. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება წინასწარი გამოძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
21. ამ კოდექსის LXIV1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს სასამართლო წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.
3. სააპელაციო სასამართლოს განსჯადია სააპელაციო საჩივრები მის სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
4. (ამოღებულია).
5. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების განსჯადია სააპელაციო საჩივრები მათ სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ასევე განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
51. (ამოღებულია).
52. სააპელაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარება განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება ისეთ დანაშაულზე, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ან მუხლის ნაწილი სასჯელად არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებული ითხოვს გამართლებას ან პროკურორი – გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას.
53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განსჯადია საკასაციო საჩივრები საქართველოს სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა პალატების მიერ გამოტანილ განაჩენებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე, საჩივრები კანონით გათვალისწინებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, განაჩენებისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, პრეიუდიციასთან დაკავშირებული და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა.
6. სისხლის სამართლის საქმე განიხილება სასამართლოში დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ არსებობს დანაშაულთა ან ერთი დანაშაულის ეპიზოდთა ერთობლიობა, – ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის ჩადენის ადგილის მიხედვით.
7. ზემდგომ სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით შეუძლია გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმე განიხილოს სასამართლომ წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ამ საქმეში დაზარალებულთა ან მოწმეთა უმრავლესობა ცხოვრობს.
8. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში ერთი პირის ან იმ პირთა ჯგუფის ბრალდების დროს, რომელთა საქმეებიც სხვადასხვა დონის სასამართლოთა განსჯადია, ყველა დანაშაულის საქმეს განიხილავს ამ სასამართლოებიდან უმაღლესი.
7. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის ან საქმეში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით.
8. (ამოღებულია).
9. თუ სასამართლო ან მოსამართლე დაადგენს, რომ შემოსული საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მისი განჩინებით (დადგენილებით) საქმე გადაეცემა განსჯადობის მიხედვით.
10. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე დასაბუთებული დადგენილებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №308 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.103
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
მუხლი 49. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა🔗
1. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.
2. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია თავი შეიკავოს ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა ძიებისაგან, გაითვალისწინოს, რომ მტკიცებულებათა აღმოჩენა, წარმოდგენა და გამოკვლევა მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება.
3. თუ მხარეს ან მხარეებს უძნელდებათ მტკიცებულებათა აღმოჩენა და წარდგენა, სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ მტკიცებულებათა გამოთხოვაში.
მუხლი 50. სასამართლოს კერძო განჩინება (დადგენილება). სასამართლო დავალება🔗
1. სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშეწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.
2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.
2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.
3. სასამართლოს შეუძლია კერძო განჩინებით (დადგენილებით) აცნობოს შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი შეგნებულობის, ვაჟკაცობის გამოვლენის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას.
4. კერძო განჩინების (დადგენილების) გამო არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები, ხოლო შედეგები ეცნობოს სასამართლოს.
5. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს ცალკეული საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომ სხვა სასამართლოს (მოსამართლეს), თუ ამ მოქმედების ჩატარება შეუძლებელია სასამართლო განხილვის ადგილას.
6. სასამართლოს (მოსამართლეს), რომლის წარმოებაშიცაა საქმე, უფლება აქვს დაავალოს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს, პროკურორს ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თუ სასამართლო განხილვის სტადიაზე მისი ჩატარება შეუძლებელია.
7. სასამართლოს (მოსამართლის) დავალებით ჩატარებული სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და გასაცნობად გადაეცემა მხარეებს. ამ წესით მიღებული მტკიცებულება უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქმის განმხილველმა სასამართლომ ან მოსამართლემ.
8. სხვა სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში სასამართლო დავალების გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით სამართლებრივი დახმარების შესახებ.
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოში სასამართლო შუამდგომლობის გაგზავნის წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 51. მოსამართლეთა თანასწორობა საქმის განხილვისას🔗
სასამართლო კოლეგიის ყველა მოსამართლეს, აგრეთვე მოსამართლესა და მსაჯულებს საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების თანაბარი უფლებები აქვთ.
სასამართლო კოლეგიის ყველა მოსამართლეს საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების თანაბარი უფლება აქვს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 52. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე🔗
მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს: წარმართავს სხდომას, მოსამართლეთა და მსაჯულთა თათბირის მიმდინარეობას; მხარეებს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი; განხილვას განარიდებს ყველაფერს, რასაც კავშირი არა აქვს საქმესთან; უზრუნველყოფს კანონიერებასა და სამართლიანობას საქმის განხილვისას; მსაჯულებსა და მხარეებს განუმარტავს მათს უფლებებს; სხდომის დარბაზიდან აძევებს წესრიგის დამრღვევს და აკისრებს მას ფულად ჯარიმას ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ოდენობით.
სასამართლო სხდომის თავმჯდომარე წარმართავს სხდომას, მოსამართლეთა თათბირის მიმდინარეობას; მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი; განხილვას განარიდებს ყველაფერს, რასაც კავშირი არა აქვს საქმესთან; უზრუნველყოფს კანონიერებასა და სამართლიანობას საქმის განხილვისას; მხარეებს განუმარტავს მათ უფლებებს; სხდომის დარბაზიდან აძევებს წესრიგის დამრღვევს და აკისრებს მას ფულად ჯარიმას ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 53. მოსამართლის თანაშემწე🔗
მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის დავალებით ამზადებს სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს, ამზადებს საპროცესო დოკუმენტების ასლებს და, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ გადასცემს სამართალწარმოების მონაწილეებს, უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას, მოსამართლეს უწევს სხვა ტექნიკურ დახმარებას.
მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის დავალებით ამზადებს სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს, ამზადებს სასამართლო გადაწყვეტილების პროექტებს, აგრეთვე საპროცესო დოკუმენტების ასლებს და, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ გადასცემს სამართალწარმოების მონაწილეებს, უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას, მოსამართლეს უწევს სხვა ტექნიკურ დახმარებას.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 54. სასამართლო სხდომის მდივანი🔗
1. სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდნენ თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირები, და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს.
2. სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად ჩაწეროს ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. ოქმის მომზადებისას მდივანს უფლება აქვს გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვა ტექნიკური საშუალებანი.
3. ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში მდივანს უფლება აქვს გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს ისინი განსახილველად ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს.
4. თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები, სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა ახსნა-განმარტებას სასამართლო სხდომაზე, რომელიც განიხილავს ამ შენიშვნებს.
4. თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები, სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა ახსნა-განმარტებას.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
პროკურორი
მუხლი 55. პროკურატურა როგორც სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება
1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურატურა: წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; ზედამხედველობს მოკვლევის კანონიერებას; სრული მოცულობით ატარებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეების წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს.
მუხლი 55. პროკურატურა🔗
1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა აგრეთვე სრული მოცულობით აწარმოებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს.
2. პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი.
3. პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
4. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისათვის.
მუხლი 56. საპროკურორო ზედამხედველობა მოკვლევაზე. პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე
1. პროკურორი მოკვლევისას ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას. ამ ფუნქციის განხორციელებისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს:
ა) დაცულია თუ არა მოკვლევის ორგანოებში დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შემოსულ განცხადებათა და შეტყობინებათა რეგისტრაციისა და განხილვის, აგრეთვე მათ შესახებ ზომების მიღების კანონმდებლობით დადგენილი წესები;
ბ) მოკვლევის ორგანოების მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედების ჩატარებისა და ამ საქმიანობის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება.
2. სისხლისსამართლებრივი დევნის კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურორი უფლებამოსილია:
ა) აღძრას სისხლის სამართლის საქმე ან უარი თქვას მის აღძვრაზე;
ბ) საქმის გამოძიება დაავალოს მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოს ან კონკრეტულ გამომძიებელს;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
დ) მოკვლევის ორგანოს, მომკვლევს, გამომძიებელს, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმების შესახებ და გამოძიების წარმოებისას წამოჭრილ სხვა საკითხებზე;
ე) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად;
ვ) შეამოწმოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მის აღძვრაზე უარის თქმის კანონიერება;
ზ) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მოძრაობის, გამოძიების ვადებისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ;
თ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაუყენოს პირს ბრალდება, მიიღოს მონაწილეობა ბრალდებულის დაკითხვაში 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;
ი) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად;
კ) გააუქმოს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, საგამოძიებო ორგანოს უფროსის, ქვემდგომი პროკურორის უკანონო დადგენილებანი;
ლ) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს (მომკვლევს) და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას;
მ) ჩამოაშოროს გამომძიებელი (მომკვლევი) საქმის შემდგომ გამოძიებას, თუ მან დაარღვია კანონი;
ნ) შეწყვიტოს ან შეაჩეროს სამართალწარმოება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები; დაამტკიცოს გამომძიებლის ან მოკვლევის ორგანოს დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 396-ე მუხლით გათვალისწინებული წესით;
ო) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის;
პ) დაამტკიცოს საბრალდებო დასკვნა ან დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და წარმართოს საქმე სასამართლოში;
ჟ) გადაწყვიტოს საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის ან საგამოძიებო ორგანოს უფროსის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;
4. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
5. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს ახლით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 56. პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე🔗
1. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. პროკურორი უფლებამოსილია:
ა) საქმის გამოძიება დაავალოს წინასწარი გამოძიების ორგანოს ან გამომძიებელს;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
გ) გამომძიებელს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმებისა და წინასწარი გამოძიების წარმოებისას წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ;
დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად;
ე) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ;
ვ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ან მისცეს თანხმობა ასეთი დადგენილების გამოტანაზე, წაუყენოს პირს ბრალდება, მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულის დაკითხვაში ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
ვ1) გამოიტანოს დადგენილება ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ;
ვ2) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ;
ზ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად;
თ) გააუქმოს გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილებანი;
ი) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას;
კ) ჩამოაშოროს გამომძიებელი საქმის შემდგომ გამოძიებას;
ლ) შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, აგრეთვე შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები;
მ) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის;
ნ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა და საქმე წარმართოს სასამართლოში;
ო) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;
პ) ამ კოდექსის 679
1
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
ჟ) ამ კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღძრას სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ;
ჟ1) ამ კოდექსის 373 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღძრას სარჩელი პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე;
რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. საქართველოს მთავარი პროკურორი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. დაუშვებელია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება სასამართლოს სათათბირო ოთახში.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №796 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.283
მუხლი 57. პროკურორის უფლებამოსილებანი სასამართლოში🔗
1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.
2. პროკურორს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქმის წინასწარ მოსმენაში. ამასთან, მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, საქმის შეწყვეტის, საქმის წარმოების შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, სასამართლოში საქმის წარმართვისა და სხვა საკითხების განხილვაში.
1. პროკურორი სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.
2. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაში. მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების და სხვა საკითხების განხილვაში.
4. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. იგი უფლებამოსილია: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებანი და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, განსასჯელის შერაცხაობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განსასჯელის განთავისუფლების შესახებ.
5. საკასაციო და სარევიზიო წარმოების სტადიებზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს იმ საჩივრების შესახებ, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.
5. საკასაციო
წარმოების სტადიაზე
პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს იმ საჩივრების შესახებ, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
გამომძიებელი
მუხლი 58. გამომძიებლის სტატუსი🔗
1. გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება.
2. წინასწარი გამოძიების წარმოებისას ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანება ან პროკურორის თანხმობა, და პასუხს აგებს მათი სრულად და დროულად ჩატარებისათვის.
3. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი და გამამართლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.
4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორისა და საგამოძიებო ორგანოს უფროსის წერილობითი მითითებები, მაგრამ, თუ გამომძიებელი არ ეთანხმება საგამოძიებო ორგანოს უფროსის მითითებას, მას უფლება აქვს გაასაჩივროს იგი პროკურორთან ქვემდებარეობის მიხედვით. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების შემოწმების, საგამოძიებო ვადის გაგრძელების, ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის, საქმის სასამართლოში წარმართვის, მოქალაქის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებებს, ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა.
4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის წერილობითი მითითებები. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების, შემოწმების, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებებს ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა.
5. კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის. გამომძიებლის დადგენილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით დაწესებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 59. გამომძიებლის უფლებამოსილებანი🔗
თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია:
ა) აღძრას სისხლის სამართლის საქმე ან უარი თქვას მის აღძვრაზე;
ა) (ამოღებულია);
ბ) ჩაატაროს ამ კოდექსში აღნიშნული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;
გ) გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;
დ) წარუდგინოს პირს დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით;
ე) მოკვლევის ორგანოების მუშაკები ჩააბას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
ვ) მოკვლევის ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალებები საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ;
ზ) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების შესაბამის ორგანოებს მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ;
დ) პირს წარუდგინოს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ამ კოდექსის 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით;
ე) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ზ) შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის ორგანოებს მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ;
თ) კანონით დადგენილი წესების დაცვით, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალება ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით;
ი) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა;
კ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, დამსწრის, ამოსაცნობის მონაწილეობა;
კ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, ამოსაცნობი პირის მონაწილეობა;
ლ) გამოიტანოს დადგენილება პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი;
მ) უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით და შექმნას მისი საქმიანობის ხელშემწყობი პირობები;
ნ) შეასრულოს ბრალდებულისა და დამცველის მოთხოვნები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა მის ჩატარებაში;
ო) გაათავისუფლოს არასმქონენი იურიდიული დახმარების გადასახადისაგან;
პ) გადაწყვიტოს პროცესის მონაწილეთა აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებაში აღძრული საკითხი და წარუდგინოს თავისი განმარტებები პროკურორსა და სასამართლოს, თუ გასაჩივრდება გამომძიებლის დადგენილება შუამდგომლობისა და აცილების უარყოფის თაობაზე;
პ) გადაწყვიტოს პროცესის მონაწილეთა აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებაში აღძრული საკითხი და თავისი განმარტებები წარუდგინოს პროკურორს;
ჟ) გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები პროკურორს ან სასამართლოს;
რ) შეაჩეროს საქმის წარმოება, აგრეთვე განაახლოს შეჩერებული საქმის წარმოება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;
ს) შეწყვიტოს საქმის წარმოება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;
ტ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა და დასამტკიცებლად წარუდგინოს პროკურორს;
რ) (ამოღებულია);
ს) (ამოღებულია);
ტ) (ამოღებულია);
უ) გაასაჩივროს პროკურორის მითითება ზემდგომ პროკურორთან.
მუხლი 60. საგამოძიებო ორგანოს უფროსი
1. საგამოძიებო ორგანოს უფროსი უწყებრივ კონტროლს უწევს გამომძიებლების იმ მოქმედებათა დროულობას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და აცილებისკენაა მიმართული, იღებს ზომებს, რათა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად მოხდეს სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება.
2. საგამოძიებო ორგანოს უფროსს უფლება აქვს: შეამოწმოს სისხლის სამართლის საქმე, მისცეს გამომძიებელს მითითება წინასწარი გამოძიების წარმოების, ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის, დანაშაულის კვალიფიკაციის, ბრალდების მოცულობის, საქმის წარმართვისა და ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ; ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით; ჩამოაცილოს გამომძიებელი საქმის წარმოებას; გააუქმოს გამომძიებლის უკანონო დადგენილება, დაავალოს გამოძიება რამდენიმე გამომძიებელს ან პირადად აწარმოოს წინასწარი გამოძიება გამომძიებლის უფლებამოსილებით.
3. საგამოძიებო ორგანოს უფროსი გამომძიებელს აძლევს წერილობით მითითებას, რომლის შესრულებაც სავალდებულოა. საგამოძიებო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილება გამომძიებლის საქმის წარმოებისაგან ჩამოცილების ან გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.
4. მიღებული მითითების გასაჩივრება პროკურორთან არ შეაჩერებს მის შესრულებას, გარდა 58-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. პროკურორის მიერ საგამოძიებო ორგანოს უფროსისათვის მიცემული მითითება სავალდებულოა. ზემდგომ პროკურორთან ამ მითითების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის შესრულებას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 60. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 61. წინასწარი გამოძიების ორგანოები🔗
1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამომძიებლები.
2. სამხედრო გამომძიებლები არიან პროკურატურის გამომძიებლები.
3. ყველა გამომძიებელს, უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობანი.
1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები.
2. ყველა გამომძიებელს, უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობანი და მათ მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით განხორციელებული ყველა საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა.
3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, პროკურორის დავალებით უფლება აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338
საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14
მუხლი 62. უწყებრივი და პერსონალური საგამოძიებო ქვემდებარეობა🔗
1. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატესტირებული თანამშრომლის, პროკურორის, გამომძიებლის, ადვოკატის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მოსამსახურის ბრალდების გამო, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 110-118-ე, 135-136-ე, 141-166-ე, 333-359-ე და 363-388-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა და არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ.
3. სამხედრო გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები სამხედრო მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის მოსამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალებში მომსახურე იმ სამოქალაქო პირის საქმე, რომელსაც ბრალად ედება სამსახურში ან სამხედრო ნაწილის, სამხედრო დაწესებულების ტერიტორიაზე დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, ასევე იმ სამოქალაქო პირის საქმე, რომელიც სამხედრო მოსამსახურესთან ან მასთან გათანაბრებულ პირთან ერთად მონაწილეობდა დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
4. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამომძიებლები იძიებენ საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 212-ე, 220–222-ე, 224-ე, 234–237-ე, 262-ე, 271-272-ე, 313-332-ე, 345–347-ე და 405–412-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ.
5. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება უფრო მძიმე დანაშაული.
6. თუ არსებობს კონკურენცია სხვადასხვა სახის საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, უპირატესობა ენიჭება უწყებრივ საგამოძიებო ქვემდებარეობას.
2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე, 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე, 377-ე, 3771, 3772 და 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე, გარდა ამ მუხლის 4
1
ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 189
1
, 190-ე, 192-ე, 193-ე, 195-ე–201-ე, 205-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში.
41. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
5. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს.
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე–306-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
7. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.
8. თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.
9. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2835 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.76
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338
საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14
მუხლი 63. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა🔗
1. წინასწარ გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა.
2. თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული.
3. თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის.
4. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე.
4. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 64. გამომძიებლის დავალება🔗
1. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში გამომძიებელს უფლება აქვს ეს მოქმედება ჩაატაროს პირადად ან ეს დაავალოს გამომძიებელს, რომელიც ამ ტერიტორიას ემსახურება.
2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო დავალების შესრულების წესს განსაზღვრავს ამ სახელმწიფოსთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება.
3. გამომძიებელს უფლება აქვს დაავალოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
1. თუ საჭიროა ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა წარმოება სხვა რაიონში (ქალაქში), გამომძიებელს უფლება აქვს პირადად აწარმოოს ისინი ან მათი წარმოება დაავალოს შესაბამის გამომძიებელს, რომელიც ვალდებულია ეს დავალება შეასრულოს არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.
2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო შუამდგომლობის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება.
3. გამომძიებელს უფლება აქვს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დაავალოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მოკვლევის ორგანოები და მომკვლევი
მუხლი 65. მოკვლევის ორგანოების ამოცანები
1. დანაშაულის ნიშნებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად მოკვლევის ორგანოები ატარებენ საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს.
2. ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კერძოდ, ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, ფარული ფოტო- და კინოგადაღება, სატელეფონო თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით წარმოებული საუბრების კონტროლი, კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან ინფორმაციის მოხსნა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ტარდება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. ბრძანებას, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, გასცემს იმ სასამართლოს მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებზე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე. შუამდგომლობას მიმართვიდან არა უგვიანეს 24 საათისა პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე. მოსამართლე შუამდგომლობის განხილვის, პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებების მოსმენის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ;
ბ) გამოიტანს დადგენილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და რომელიც მიღებულ მასალებთან ერთად ინახება კანონით დადგენილი წესების დაცვით.
3. გადაუდებელ შემთხვევაში, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ან როცა შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო, ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება პროკურორის სანქციით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, რის თაობაზედაც მოკვლევის ორგანოს უფროსს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ამის თაობაზე 24 საათის განმავლობაში აცნობოს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა ან ტარდება ეს ღონისძიება, და წარუდგინოს მასალები შესაბამის მოსამართლეს. პროკურორის მიერ მასალების წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში მოსამართლე შუამდგომლობის განხილვისას, პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტების მოსმენის შემდეგ, ამოწმებს, ჩატარდა თუ არა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება კანონის შესაბამისად, და გამოაქვს დადგენილება:
ა) ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. მოკვლევის ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა, რაც საჭიროა დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად.
6. მოკვლევის ორგანო ატარებს თავდაპირველ საგამოძიებო მოქმედებას ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემამდე.
7. იმისათვის, რომ მოკვლევის ორგანომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩაატაროს თავდაპირველი მოქმედება, საჭიროა პროკურორის თანხმობა (სანქცია).
8. თავდაპირველი მოქმედება შეიძლება იყოს: ჩხრეკა, ამოღება, შემოწმება, დათვალიერება, ეჭვმიტანილის დაკითხვა, დაზარალებულისა და მოწმის დაკითხვა, ექსპერტიზის დანიშვნა და ნიმუშის აღება საექსპერტო გამოკვლევისათვის.
9. მოკვლევის ორგანო ვალდებულია გამომძიებელს საქმე გადასცეს მისი აღძვრიდან არა უგვიანეს 7 დღისა, ხოლო პირის ეჭვმიტანილად დაკავებისას – დაკავების ოქმის შედგენიდან 24 საათის განმავლობაში. სისხლის სამართლის საქმე პროკურორის მოთხოვნით, მის მიერ მითითებულ ვადაში, წინასწარი გამოძიებისათვის უნდა გადაეცეს გამომძიებელს ან პროკურორს.
10. გამომძიებლისათვის საქმის გადაცემის შემდეგ მოკვლევის ორგანო, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით, ვალდებულია ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში.
მუხლი 66. მოკვლევის ორგანოები
1. მოკვლევის ორგანო არის სახელმწიფო დაწესებულება ან სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს თავდაპირველი საგამოძიებო მოქმედება, თუ რაიმე მიზეზით ამ მოქმედების ჩატარება არ შეუძლია გამომძიებელს ან პროკურორს, აგრეთვე წინასწარი გამოძიების დროს ჩაატაროს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით.
2. მომკვლევი არის მოკვლევის ორგანოს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საპროცესო მოქმედება.
3. მოკვლევის ორგანოები არიან:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ქვედანაყოფები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი მოკვლევის საწარმოებლად – ყველა დანაშაულის საქმეზე, გარდა მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა;
ბ) სამხედრო ნაწილებისა და შენაერთების მეთაურები და სამხედრო დაწესებულებათა უფროსები – სამხედრო გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე;
გ) სახელმწიფო უშიშროების მოკვლევის ორგანოები – სახელმწიფო უშიშროების გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე;
დ) სასაზღვრო დაცვის მოკვლევის ორგანოები – სასაზღვრო დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი დანაშაულის, საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის საქმეებზე;
ე) საგადასახადო სამსახურის მოკვლევის ორგანოები – გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების, დამალული ან შემცირებული შემოსავლების საქმეებზე;
ვ) საბაჟო სამსახურის ორგანოები – საბაჟო გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების, აგრეთვე საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოების ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთების საქართველოში დაუბრუნებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე;
ზ) სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების, საგამოძიებო იზოლატორების უფროსები – ამ დაწესებულებათა და იზოლატორთა თანამშრომლების მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა და ამ დაწესებულებებისა და იზოლატორების განლაგების ადგილზე ჩადენილ სხვა დანაშაულთა საქმეებზე;
თ) ნაოსნობაში მყოფი საზღვაო ხომალდის კაპიტანი;
ი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და მათ მიერ დაცული ობიექტების მიმართ ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე.
მუხლი 67. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევის უფლებამოსილებანი
1. მოკვლევის ორგანო – თანამდებობის პირი ან დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს მოკვლევა – 65-ე მუხლში აღნიშნულ ამოცანებს ასრულებს დამოუკიდებლად ან მათ შესრულებას ავალებს მომკვლევს.
2. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევის მიერ თავდაპირველი საპროცესო მოქმედების ჩატარებისას მათზე ვრცელდება 58-ე მუხლში აღნიშნული გამომძიებლის სტატუსი, გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულისა.
3. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევს აქვთ 59-ე მუხლში აღნიშნული გამომძიებლის უფლებამოსილებანი, გარდა იმავე მუხლის „დ“, „ე“, „ვ“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევზე ვრცელდება 59-ე მუხლის “თ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნები.
4. თუ კანონი მოითხოვს პროკურორის თანხმობას (სანქციას) ან სასამართლო ბრძანებას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, მომკვლევი უგზავნის თავის შუამდგომლობას (წარდგინებას) შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის მეშვეობით.
5. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, საქმის აღძვრაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეჩერების, საქმის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გამოიტანოს მხოლოდ მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელმა და იგი უნდა დაამტკიცოს პროკურორმა.
6. მომკვლევის წარმოებაში მყოფ სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის მითითების შესრულება სავალდებულოა მომკვლევისათვის. თუ მომკვლევი არ ეთანხმება მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის მითითებას, მას უფლება აქვს მიმართოს ზედამხედველ პროკურორს, რომელსაც შეუძლია გააუქმოს მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის მითითება, ხოლო მასალები ან საქმე წინასწარი გამოძიებისათვის გადასცეს სხვა მომკვლევს ან გამომძიებელს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 65. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 66. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2269 - სსმ I, №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.183
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 - სსმ I, №24, 30.06.2000 წ., მუხ.66
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 - სსმ I, №48,16.12. 2000 წ., მუხ.138
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38
საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1337 - სსმ I, №7, 05.04.2002 წ., მუხ.37
საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3106 - სსმ I, №28,15.09.2003 წ., მუხ.204
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 67. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
დაზარალებული და მისი წარმომადგენელი
მუხლი 68. პირის დაზარალებულად ცნობა🔗
1. დაზარალებული არის ფიზიკური პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, ანდა რომელსაც ასეთი ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა.
1. დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ანდა, რომელსაც ასეთი ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა.
2. იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.
3. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევა აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.
4. დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. სასამართლო გამოძიების დაწყების შემდეგ პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე საკასაციო ან სარევიზიო ინსტანციის სასამართლოში პირის დაზარალებულად ცნობისათვის საფუძვლის აღმოჩენისას საქმე უნდა დაბრუნდეს დამატებითი გამოძიებისათვის.
4. დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს კამათის დაწყებამდე.
6. თუ სამოქალაქო სარჩელის წარმდგენი დაზარალებული სამოქალაქო მოსარჩელედ იქნა ცნობილი, ეს აისახება განჩინებაში (დადგენილებაში) პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ ან ცალკე გამოტანილ განჩინებაში (დადგენილებაში).
7. დაზარალებული საჯარო ან კერძო-საჯარო ბრალდების საქმის გამო არის სუბსიდიური ბრალმდებელი, ხოლო კერძო ბრალდების საქმის გამო – კერძო ბრალმდებელი. დაზარალებულს სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში შეუძლია უარი თქვას კერძო ბრალდებაზე ან ბრალდების მხარდაჭერაზე.
8. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს ეს განჩინება (დადგენილება).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 69. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებები🔗
დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება:
ა) მიიღოს განმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ;
ბ) მისცეს ჩვენება და განმარტება;
გ) განაცხადოს აცილება;
დ) განაცხადოს შუამდგომლობანი მტკიცებულებათა გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების დროს წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ;
ე) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;
ვ) საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე და მოითხოვოს მისი შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში;
ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – სასამართლოში მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება თუ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს თავის საჩივარს სასამართლოში;
ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში;
თ) პირისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ იცოდეს მისი არსი;
ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
კ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გაეცნოს საქმის მთელ მასალას, გადაიღოს ასლები, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა;
კ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს;
ლ) მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სამართალში მიცემის სტადიაზე;
მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; გამოვიდეს კამათში და გამოთქვას აზრი ბრალდების დასაბუთებულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის სახისა და ზომის, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები;
ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში – რევიზიის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებსა და პროტესტებზე;
ო) უფასოდ მიიღოს საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა;
ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში –
ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ
გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე;
ო) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
პ) მისცეს ჩვენება და განმარტება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით;
ჟ) მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები;
ჟ) მონაწილეობა მიიღოს
სააპელაციო და საკასაციო
ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები;
რ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ს) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული კუთვნილი ქონება;
ტ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მის მომსახურებაზე;
უ) განთავისუფლდეს ადვოკატ-წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ფ) პროცესის ხელმძღვანელ პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას.
ფ) პროცესის
მწარმოებელ
პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 70. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის მოვალეობები🔗
1. დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ვალდებულია გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით, გულახდილად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ; დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წესი მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში.
2. დაზარალებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ 173-ე მუხლის შესაბამისად.
3. ჩვენებაზე უარის თქმისათვის დაზარალებულს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემისათვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით. სისხლის სამართლის საქმე ამ საფუძვლით შეიძლება აღიძრას მხოლოდ განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
1. დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით, გულახდილად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმესთან დაკავშირებით იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ; დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წესი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში.
2. დაზარალებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ ამ კოდექსის 173-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად. დაზარალებულის გამოუცხადებლობა საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე არ აბრკოლებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.
3. დაზარალებულს ცრუ ჩვენების მიცემისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნა ამ საფუძვლით შეიძლება დაიწყოს მხოლოდ განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
4. დაზარალებულის შემოწმება, ექსპერტიზა, დაკავშირებული გაშიშვლებასთან, აგრეთვე სირცხვილის გრძნობის გამომწვევი სხვა მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 71. დაზარალებულის წარმომადგენელი🔗
1. დაზარალებულის ინტერესებს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში წარმოადგენს და იცავს ადვოკატი, აგრეთვე დაზარალებულის მიერ მოწვეული პირი.
2. თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში სასამართლო უზრუნველყოფს ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობას, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო ანაზღაურებს დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა – მშობელმა, მეურვემ, მზრუნველმა.
3. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენლად ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე.
4. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას რამდენიმე წარმომადგენელმა. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატ-წარმომადგენელი.
5. დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები.
1. დაზარალებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში წარმოადგენს და იცავს ადვოკატი (ადვოკატები).
2. თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143
1
ან/და 143
2
მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობა, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო აანაზღაურებს დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა.
3. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში,რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო,სახელმწიფო უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენლად ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე.
გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში დაზარალებულისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.
4. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატ-წარმომადგენელი.
5. დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია.
6. დაზარალებულის წარმომადგენელს აქვს 69-ე მუხლში აღნიშნული უფლებები, გარდა იმავე მუხლის „ო“, „პ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა.
7. დაზარალებულის წარმომადგენელს ეკისრება 70-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დაზარალებულის მოვალეობები.
8. დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება არა აქვს იმოქმედოს დაზარალებულის ინტერესების საზიანოდ.
9. დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება მისი თანხმობის გარეშე დაეთანხმოს უარს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, საქმის შეწყვეტაზე, პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს სარჩელის თანხა, მოურიგდეს, შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი ან უარი თქვას მათ გასაჩივრებაზე.
9. დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება, მისი თანხმობის გარეშე დაეთანმოს უარს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტაზე, პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს სარჩელის თანხა, მოურიგდეს ან შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება ან უარი თქვას მათ გასაჩივრებაზე.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197
ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი
მუხლი 72. პირის ეჭვმიტანილად ცნობა🔗
1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი დანაშაულის ფაქტზე აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება.
2. ეჭვმიტანილის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. დაკავებულს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება და იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
3. პირის დაკავების შემთხვევაში დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ გამოტანილ უნდა იქნეს პოლიციის დაწესებულების ან მოკვლევის ორგანოს დაკავებულთა მოთავსების ადგილას პირის მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა. დაკავებულ ეჭვმიტანილს დაუყოვნებლივ უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება. თუ დადგენილება ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ არ გამოუტანიათ და ეს დაკავებულისათვის აღნიშნულ ვადაში არ გამოუცხადებიათ, იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
4. ეჭვმიტანილი უნდა დაიკითხოს მისი დაკავებულთა მოთავსების ადგილზე მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
5. დამცველი საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ეჭვმიტანილის პირველ დაკითხვამდე, აგრეთვე პირველი და შემდგომი დაკითხვების დროს. დამცველის მონაწილეობა პირის ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას სავალდებულოა მე-80 მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. პირის ეჭვმიტანილად დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, გააუქმოს დადგენილება საქმის აღძვრის შესახებ, შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე და გაათავისუფლოს დაკავებული.
1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. მას აგრეთვე უფლება აქვს ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების ასლი.
2. პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ეჭვმიტანილს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, მისი არსებობის შემთხვევაში, უქმდება, ხოლო პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
3. ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება, უფლება, დაუკავშირდეს ახლობლებს, აგრეთვე ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის სხვა უფლებები.
4. (ამოღებულია).
5. პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე ან, თუ ეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, მაქსიმალურად გონივრულ დროში, რათა ეჭვმიტანილს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება განახორციელოს თავისი დაცვა.
6. პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და გამომძიებლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება და გაათავისუფლოს დაკავებული.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 73. ეჭვმიტანილის უფლებები🔗
1. ეჭვმიტანილს უფლება აქვს:
ა) დაკავებიდან არა უგვიანეს 12 საათისა ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ იმ დადგენილების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რაშია იგი ეჭვმიტანილი;
ა) (ამოღებულია);
ა
1
) დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე, ეცნობოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი და გადაეცეს დაკავების ოქმის ასლი;
ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება;
გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურების დანიშვნით ან ანაზღაურებისაგან სრული განთავისუფლებით მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, დღეში არა უმეტეს ერთი საათისა;
ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა;
ვ) ეჭვმიტანილად პირველივე დაკითხვის შემდეგ მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა;
გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურებისაგან სრული გათავისუფლებით ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად. მოცემული უფლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება შეიზღუდოს გონივრული ვადით, რის შესახებაც გამოძიების მწარმოებელმა პირმა უნდა გამოიტანოს მოტივირებული დადგენილება;
დ
1
) ჩხრეკის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოიწვიოს დამსწრე (არა უმეტეს ორისა);
ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
ვ) დაკავებისთანავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მისი მიღებიდან 24 საათში;
ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი;
თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;
ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
კ) პროკურორს ან მოსამართლეს წარუდგინოს საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის ან გამომძიებლის მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების გამო;
ლ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი;
მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღძვრისა და დაკავების შედეგად;
ნ) მიიღოს მომკვლევისაგან ან გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების შესახებ.
კ) გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედებები და გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში – სასამართლოში;
ლ)
ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით
შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი;
მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა უკანონო დაკავების შედეგად;
ნ) მიიღოს გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების და მოვალეობების შესახებ.
2. ეჭვმიტანილის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება გაგებულ ან განმარტებულ იქნეს მისი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 74. ეჭვმიტანილის მოვალეობები🔗
1. ეჭვმიტანილი ვალდებულია:
ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს პროცესის მწარმოებელ ორგანოში;
ბ) ხელი არ შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, მოწმეთა და დაზარალებულთა შეგულიანებით;
გ) ხელი არ შეუშალოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შემოწმების, ექსპერტიზის, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გამოტანილ კანონიერ დადგენილებათა შესრულებას.
2. თუ ეჭვმიტანილი არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება.
მუხლი 75. პირის ბრალდებულად ცნობა🔗
1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.
2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. ამასთან, ეს დადგენილება მისი დამნაშავედ ცნობის შესახებ არ იძლევა საბოლოო დასკვნის გამოტანის საფუძველს.
3. ბრალდებულს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და რომელიც სამართალში მისცა, ეწოდება განსასჯელი, ხოლო განსასჯელს, რომლის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, – მსჯავრდებული ან გამართლებული.
2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.
3. (ამოღებულია).
4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენება.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა იგი ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას, ანდა მას იცავდა იმუნიტეტი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 76. ბრალდებულის უფლებები🔗
1. ბრალდებულს უფლება აქვს ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს დაცვისათვის.
2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ასლი დადგენილებისა ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მას უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების ამბავი, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას, განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას; მოითხოვოს დაპირისპირება იმ პირთან, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; წინასწარი გამოძიების დამთავრების, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს საქმის შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, ამასთან, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს.
2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი. ბრალდებულს უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის დამცველს.
3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი; გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას; განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და საკუთარი ხარჯით გადაიღოს საქმის მასალის ასლები (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან); მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დროს, დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 77. ბრალდებულის მოვალეობები🔗
ბრალდებულს ეკისრება ისეთივე მოვალეობები, როგორიც ეჭვმიტანილს (74-ე მუხლი). თუ მან ბრალდების წაყენების მომენტიდან ისინი არ შეასრულა, ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებები.
მუხლი 78. დამცველი🔗
1. დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ დახმარებას.
2. დამცველად დაიშვებიან: უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც ადვოკატია კანონით დადგენილი წესით; პროფესიული კავშირებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ კავშირებისა და ორგანიზაციების წევრთა საქმეებზე; ახლო ნათესავი და სხვა კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანი ან შეზღუდულქმედუნარიანი ეჭვმიტანილის (ბრალდებულის), აგრეთვე იმ საპროცესო ქმედუუნარო პირის საქმეზე, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად; ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ მოწვეული სხვა პირები.
2. დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა.
3. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს შეზღუდოს ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამცველის არჩევაში.
4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის შუამდგომლობით დაშვებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილ პირთა ერთდროული მონაწილეობა საქმეში, ოღონდ სავალდებულო დაცვის შემთხვევებში (მე-80 მუხლი) დამცველთაგან ერთი მაინც ადვოკატი უნდა იყოს.
5. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, თავისი განჩინებით (დადგენილებით) უფლება აქვს დამცველად საქმეში მონაწილეობისათვის არ დაუშვას ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ახლო ნათესავი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, თუ იგი ხელს უწყობდა დანაშაულის ჩადენას, ან თუ მან შეიძლება ზიანი მიაყენოს დასაცავი პირის ინტერესებს.
6. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მოთხოვნა დამცველად ნებისმიერი სხვა პირის მოწვევის შესახებ უნდა შესრულდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ პირს თავისი განათლების, ფსიქიკური განვითარების დონით, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ან მორალური თვისებების გამო არ შეუძლია სრულფასოვნად განახორციელოს დაცვა. ამის თაობაზე პროცესის მწარმოებელმა ორგანომ უნდა გამოიტანოს დადგენილება (განჩინება).
7. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება დაშვებულ იქნენ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, დამცველებად შეიძლება დაშვებულ იქნენ უცხოელი ადვოკატები.
4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება დაშვებულ იქნენ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები.
5. (ამოღებულია).
6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე ან დანიშნულ დამცველზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლის ან ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ დამცველის შეცვლა ანდა ახალი დამცველის მოწვევა მიზნად არ ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1284 - სსმ I, №11, 24.06.2009წ., მუხ.45
მუხლი 79. დაცვა შეთანხმებით🔗
ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, მათ ნათესავებს, სხვა პირებს შეუძლიათ ადვოკატთან დადონ შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ. შეთანხმების პირობებს მხარეები განსაზღვრავენ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაცვა მიღებულად ითვლება და ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე არასაპატიო მიზეზით.
მუხლი 80. დაცვა დანიშვნით🔗
1. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი თანხმობით დაუნიშნოს დამცველი – ადვოკატი, თუ:
ა) ეჭვმიტანილი ან ბრალდებული არასმქონეა, რაც დასტურდება ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით;
ბ) ეჭვმიტანილი დაკავებულია – მისი პირველი დაკითხვის მომენტიდან;
გ) ბრალდებული დაპატიმრებულია – ბრალდებულისათვის მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილების გაცნობის მომენტიდან;
დ) ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია – ამ გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ბრალდების წაყენებამდე;
ე) ეჭვმიტანილს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას – ამ ნაკლის დადგენის მომენტიდან, მაგრამ ბრალდების წაყენებამდე;
ვ) ეჭვმიტანილმა არ იცის სამართალწარმოების ენა – ამ გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ბრალდების წაყენებამდე;
ზ) პირი ეჭვმიტანილი ან ბრალდებულია იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა – ეჭვმიტანილის პირველი დაკითხვიდან ან ბრალდების წაყენების მომენტიდან;
თ) პირი გაიგზავნა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზისათვის – სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების მომენტიდან;
ი) ეჭვმიტანილთა ან ბრალდებულთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი – ამ წინააღმდეგობათა გამოვლენისა და ამ დამცველის დაშვების მომენტიდან;
კ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს წარმომადგენელი – საქმეში მონაწილეობისათვის ამ წარმომადგენლის დაშვების მომენტიდან;
ლ) სასამართლო სხდომაში მონაწილეობს სახელმწიფო ბრალმდებელი – ამ სხდომის გახსნის მომენტიდან;
მ) საქმე უნდა განიხილოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსაჯულთა მონაწილეობით.
2. ყველა სხვა შემთხვევაში დამცველი დაიშვება ბრალდების წაყენების მომენტიდან.
3. სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო წესით საქმის განხილვაში დამცველის სავალდებულო მონაწილეობის შემთხვევები აღნიშნულია ამ კოდექსის სათანადო თავებში.
4. დაცვა დანიშვნით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს დადგენილ განაკვეთზე ნაკლები.
5. დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს არ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით.
6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს მთელი პროცესის მანძილზე უფლება აქვთ უარი თქვან დანიშვნით დაცვაზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დაუნიშნონ დამცველი ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლისა და ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. განმეორებითი მოთხოვნა დამცველის შეცვლის შესახებ შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ ეს მიზნად არ ისახავს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილეებისათვის ხელის შეშლას მათს უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
7. სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, აგრეთვე ადვოკატთა კოლეგიასა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებას უფლება აქვთ ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაათავისუფლონ დაცვის საფასურისაგან სხვა შემთხვევაშიც, რომელიც ამ მუხლში არ არის აღნიშნული. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დამცველის საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო კისრულობს მისი შრომის ანაზღაურების მთელ ხარჯებს.
1. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს მათი თანხმობით სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს დამცველი – ადვოკატი, თუ ისინი არასმქონენი არიან, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.
2. დაცვა დანიშვნით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს დადგენილ განაკვეთზე ნაკლები.
3. დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს არ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით.
4. სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, აგრეთვე ადვოკატთა კოლეგიასა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებას უფლება აქვთ ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაათავისუფლონ დაცვის საფასურისაგან სხვა შემთხვევაშიც, რომელიც ამ მუხლში არ არის აღნიშნული. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დამცველის საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო კისრულობს მისი შრომის ანაზღაურების მთელ ხარჯებს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 81. იძულებითი დაცვა🔗
ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება აქვს არ მიიღოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე მე-80 მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
1. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ:
ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია;
ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ან ფსიქიკური დაავადება, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას;
გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა;
ე) განიხილება პირის მიმართ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი;
ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი;
ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი;
თ) ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
ი) პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება (გარდა ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიებისა).
2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა შესაძლებლობა, 48 საათში დანიშნოს დამცველი. თუ იგი ამ ვადაში არ დანიშნავს დამცველს, პირს დამცველი დაენიშნება სავალდებულო წესით.
3. თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) დამცველი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო უფლებამოსილია პირველივე გამოუცხადებლობის შემთხვევაში განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს განსასჯელის (მსჯავრდებულის) უფლებას, მოიწვიოს დამცველი საკუთარი სურვილით.
4. თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) მიერ არჩეული დამცველი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში და სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოუცხადებლობა აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას ან/და ხელს უშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას, სასამართლო უფლებამოსილია განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 82. დამცველის დაშვება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის🔗
1. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი პროცესის მწარმოებელ ორგანოს წარუდგენს ადვოკატთა კოლეგიის, ფირმის, ბიუროს ორდერსა და თავის მოწმობას.
2. პროფესიულ კავშირთა და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები წარადგენენ შესაბამისი კავშირისა და ორგანიზაციის სათანადოდ დამოწმებულ გადაწყვეტილებასა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. ახლო ნათესავები და სხვა კანონიერი წარმომადგენლები წარადგენენ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ეჭვმიტანილთან ან ბრალდებულთან ნათესაობას, მეურვეობას ან მზრუნველობას, და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. სხვა პირთა მიერ დაცვის განსახორციელებლად ეჭვმიტანილი ან ბრალდებული წარადგენს სათანადოდ დამოწმებულ განცხადებას ან აკეთებს ზეპირ განცხადებას, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი, ხოლო პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს იყოს დამცველი, წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და, თუ საჭიროა, დოკუმენტებს განათლების, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი პროცესის მწარმოებელ ორგანოს წარუდგენს ადვოკატთა კოლეგიის, ფირმის, ბიუროს ორდერსა და თავის მოწმობას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 83. დამცველის მოწვევისა და შეცვლის შესახებ მოთხოვნათა გადაწყვეტა🔗
1. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და მოსაწვევად.
2. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ არჩეული დამცველის გამოცხადება შეუძლებელია 3 საათის განმავლობაში დაკავების, დაპატიმრების ან სხვა იმ გარემოებათა გამოვლენის მომენტიდან, რომლებიც დამცველის სავალდებულო მონაწილეობას მოითხოვს, მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ მოიწვიონ სხვა დამცველი დანიშვნით, თუკი არსებობს მე-80 მუხლში აღნიშნული საფუძვლები. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს უფლება აქვთ უარი თქვან ამ დამცველზე და დაცვა მათ მიერ არჩეული ადვოკატის გამოცხადებამდე დამოუკიდებლად განახორციელონ.
3. მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა იურიდიული კონსულტაციისა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება ზემოაღნიშნულ მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით ქონებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.
4. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ არ მისცენ ჩვენება.
5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი მონაწილეობას ვერ იღებს სისხლის სამართლის საქმეში ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა საპატიო მიზეზით, პროცესის მწარმოებელ ორგანოს უფლება აქვს გადადოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, ან გადადოს სასამართლო განხილვა, ოღონდ არა უმეტეს 2 კვირისა. ამ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობისას გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო ბრალდებულსა და განსასჯელს სთავაზობენ მოიწვიონ სხვა დამცველი, ანდა ბრალდებულისა და განსასჯელის თანხმობით იძახებენ დამცველს დანიშვნით.
2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა შესაძლებლობა, დაკავების მომენტიდან 6 საათის ვადაში შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაუნიშნონ მას დამცველი.
3. გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა ადვოკატთა გაერთიანებებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.
4. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება.
5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ იღებს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. გადადებისთანავე გამომძიებელი, პროკურორი იწვევს სხვა დამცველს, თუ დაცვა სავალდებულოა, ხოლო სხვა შემთხვევაში დადგენილი ვადის გასვლისთანავე ატარებს საგამოძიებო მოქმედებას დამცველის მონაწილეობის გარეშე.
6. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე.
7. დამცველის შეცვლა ან ახალი დამცველის მოწვევა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე ან ახალი დამცველის მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს პროკურორის თანხმობით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება).
8. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის მხარის მიერ მოწვეული დამცველის რაოდენობა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ შეიძლება შეზღუდოს გონივრულ ფარგლებში, თუ შეზღუდვა მიზნად ისახავს პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან აცილებას. იმავდროულად მხარისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით მინიჭებული დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 84. დამცველის უფლება-მოვალეობანი🔗
1. დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ანდა ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას, და უნდა გაუწიოს მას საჭირო იურიდიული დახმარება.
2. დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ.
3. დამცველს უფლება აქვს:
ა) იცოდეს ეჭვისა და ბრალდების არსი;
ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფენ ბრალდებას ან ამსუბუქებენ ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას;
დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებასა და მის დაკითხვებში;
ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაპყროს ამ უფლებათა დარღვევას;
ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს;
ზ) მოითხოვოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფს ბრალდებას ან ამსუბუქებს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას;
დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებაში და მის დაკითხვებში;
ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაქციოს ამ უფლებათა დარღვევას;
ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს;
ზ) სასამართლოს მიმართოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობით;
თ) განაცხადოს აცილება;
ი) განაცხადოს შუამდგომლობა;
კ) გაეცნოს ბრალდების დამადასტურებელ საქმის მასალებს ბრალდების წაყენებისა და ბრალდებულის პირველი დაკითხვის შემდეგ;
ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა თვითონ ან დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებენ დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას;
მ) გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს გაეცნოს საქმის მთელ მასალას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო აქტის ასლი;
ნ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – სასამართლოში მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ყველა მოქმედება და დადგენილება, რომლებიც, მისი აზრით, არღვევენ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას. პროკურორის ასეთივე მოქმედება და გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან და სასამართლოში;
ო) გამოვიდეს სასამართლოში მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის, საგამოძიებო ორგანოს უფროსის, პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებებისა და აქტების გამო მისი საჩივრების განხილვისას;
პ) გაეცნოს საქმის მასალებსა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლოში საქმის გადაცემის შემდეგ;
ჟ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი;
რ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები;
ს) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო, საკასაციო და საზედამხედველო ინსტანციების სასამართლოების განაჩენის, დადგენილებისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს);
ტ) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი;
უ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას სასამართლოსა და ბრალდების მხარის უკანონო მოქმედებებზე და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში;
ფ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის;
კ) გაეცნოს ეჭვმიტანილის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას, ჩვენებას, ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებას, დაკავების ოქმს და ამოიწეროს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეეხება მისი დასაცავი პირის ინტერესებს;
ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას;
მ) გაასაჩივროს პროკურორთან გამომძიებლის მოქმედება და დადგენილება, ხოლო საჩივრის უარყოფისას ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გაასაჩივროს გამომძიებლის ან/და პროკურორის დადგენილება, რომელიც, მისი აზრით, არღვევს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას;
ნ) გამოვიდეს სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ, აგრეთვე ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვისას;
ო) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს;
პ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი;
ჟ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები;
რ) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს);
ს) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი;
ტ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას ბრალდების მხარის მოქმედებებზე, რომლებიც, მისი აზრით, უკანონოა, და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში;
უ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის;
ფ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას;
ქ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
31. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა დამცველს ეძლევა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.
4. დამცველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, დაზარალებულთა, მოწმეთა შეგულიანებითა და სხვა უკანონო მოქმედებით; დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილას და სასამართლოში; დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს; პატივი სცეს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს; დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.
5. თუ დამცველი დათქმულ დროს არ ცხადდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები
მუხლი 85. სამოქალაქო მოსარჩელე🔗
სამოქალაქო მოსარჩელეა პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა ამ ზიანის ანაზღაურების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით და რომელიც სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით). 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა პროკურორი. იურიდიული პირი სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ ის მოითხოვს ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებას. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა გარდაცვლილი დაზარალებულის მემკვიდრე და ლიკვიდირებული იურიდიული პირის უფლებამონაცვლე.
სამოქალაქო მოსარჩელეა პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა ამ ზიანის ანაზღაურების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით და რომელიც სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით). 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა პროკურორი. იურიდიული პირი ან ორგანიზაცია სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ ის მოითხოვს ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებას. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა გარდაცვლილი დაზარალებულის მემკვიდრე და ლიკვიდირებული იურიდიული პირის ან ორგანიზაციის უფლებამონაცვლე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 86. სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობანი🔗
1. სამოქალაქო მოსარჩელეს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს თავისი უფლებების განმარტება;
ბ) იცოდეს ბრალდების არსი;
გ) იყოლიოს წარმომადგენელი მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში;
გ) იყოლიოს წარმომადგენელი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში;
დ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;
ე) განაცხადოს აცილება;
ვ) განაცხადოს შუამდგომლობა;
ზ) მოითხოვოს სარჩელის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება;
თ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, დაუსვას შეკითხვები დასაკითხ პირს, მოითხოვოს ოქმში შეიტანონ სარჩელის დამადასტურებელი მონაცემები და სხვა საწინააღმდეგო მოსაზრებები მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებაზე;
ი) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – სასამართლოში მომკვლევისა და გამომძიებლის მოქმედებები და აქტები;
კ) არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვოს მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში გამოძახების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ლ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, საქმის შეწყვეტისას, გაეცნოს საქმის მთელ მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ნებისმიერი ცნობები ნებისმიერი მოცულობით;
თ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, დაუსვას შეკითხვები დასაკითხ პირს, მოითხოვოს, ოქმში შეიტანონ სარჩელის დამადასტურებელი მონაცემები და სხვა საწინააღმდეგო მოსაზრებები გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებაზე;
ი) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და აქტები;
კ) არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვოს გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში გამოძახების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ლ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისას, გაეცნოს საქმის მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ცნობები სამოქალაქო სარჩელის ნაწილში;
მ) მისცეს განმარტება წარდგენილი სარჩელის გამო, საჭიროების შემთხვევაში კი მოითხოვოს მოწმედ დაკითხვა;
ნ) მონაწილეობა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაში, ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, გამოვიდეს სასამართლო კამათში, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, მისცეს განმარტება და დაიცვას თავისი ინტერესები სააპელაციო, საკასაციო და საზედამხედველო ინსტანციების სასამართლოებში;
ნ) მონაწილეობა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაში, ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, გამოვიდეს სასამართლო კამათში, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, მისცეს განმარტება და დაიცვას თავისი ინტერესები სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში;
ო) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და საჭიროებისამებრ გამოთქვას მასზე შენიშვნები;
პ) გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე;
ჟ) უარი თქვას სარჩელზე ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოპასუხესთან.
2. სამოქალაქო მოსარჩელე ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს იმ ორგანოს გამოძახებით, რომელიც პროცესს აწარმოებს;
ბ) წარუდგინოს სასარჩელო განცხადების ასლები სამოქალაქო მოპასუხეს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს;
გ) დაემორჩილოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს, პატივი სცეს სასამართლოსა და მხარეებს, დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 87. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი🔗
1. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი შეიძლება იყოს სამოქალაქო მოსარჩელის ადვოკატი, ახლო ნათესავი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, ანდა სხვა პირი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოსარჩელის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს.
1. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოსარჩელის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს.
2. სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელის ადვოკატ-წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოსარჩელის თანხმობა 69-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას.
3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოსარჩელის თანხმობა 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 88. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი🔗
1. წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე. წარმომადგენელს უფლება არა აქვს დაიკავოს პოზიცია, რომელსაც მარწმუნებელი არ ეთანხმება. წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.
2. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, რომლებიც აღნიშნულია 86-ე მუხლის პირველ ნაწილში, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „გ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა.
3. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს ეკისრება 86-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მოვალეობები.
მუხლი 89. სამოქალაქო მოპასუხე🔗
1. სამოქალაქო მოპასუხეა პირი, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა იმ ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მას მიადგა დანაშაულის ან იმ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება და რომელიც დაშვებულია სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).
2. სამოქალაქო მოპასუხედ შეიძლება ცნობილ იქნეს 36-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირი.
1. სამოქალაქო მოპასუხეა პირი, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა იმ ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც სხვა პირს მიადგა დანაშაულის შედეგად, და რომელიც დაშვებულია სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).
2. სამოქალაქო მოპასუხედ შეიძლება ცნობილ იქნეს 36-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა ორგანიზაცია.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 90. სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობანი🔗
1. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე უფლებები აქვს, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულის გარდა). სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოსარჩელესთან, რაც გამორიცხავს სარჩელის გამო შემდგომ წარმოებას.
1. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე უფლებები აქვს, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულის გარდა). სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოსარჩელესთან, რაც გამორიცხავს სარჩელის გამო შემდგომ წარმოებას.
2. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე საპროცესო მოვალეობები ეკისრება, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულის გარდა).
3. პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ და მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე სამოქალაქო მოსარჩელის მტკიცებათა უარყოფის ტვირთი ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 91. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი🔗
1. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი შეიძლება იყოს სამოქალაქო მოპასუხის ადვოკატი, ახლო ნათესავი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, ანდა სხვა პირი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოპასუხის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს. თუ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილია ბრალდებული, წარმომადგენლის ფუნქციები სამოქალაქო სარჩელის განხილვისას შეიძლება დაეკისროს დამცველს.
1. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოპასუხის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს. თუ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილია ბრალდებული, წარმომადგენლის ფუნქციები სამოქალაქო სარჩელის განხილვისას შეიძლება დაეკისროს დამცველს.
2. სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოპასუხის ადვოკატ-წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოპასუხის თანხმობა სარჩელის სრული ან ნაწილობრივი ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 92. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი🔗
1. წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოპასუხის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე. წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.
2. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, გარდა 86-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სარჩელის ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხის გადაწყვეტისა. თუ სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი იმავდროულად დამცველიცაა, მას აქვს დამცველის საპროცესო უფლებებიც.
2. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, გარდა 86-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სარჩელის ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხის გადაწყვეტისა.
3. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს ეკისრება იგივე საპროცესო მოვალეობები, რაც სამოქალაქო მოპასუხეს.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი
მუხლი 93. მოწმე🔗
1. მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები.
2. მოწმის გამოძახებისა და დაკითხვის წესი განსაზღვრულია 295–308-ე მუხლებით.
მუხლი 94. მოწმის უფლება-მოვალეობანი🔗
1. მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ; დაიცვას წესრიგი საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.
2. თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ 176-ე მუხლით დადგენილი წესით. გამოუცხადებლობის, თავმჯდომარის განკარგულებათა შეუსრულებლობის, საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე (208-ე მუხლი).
3. ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-372-ე მუხლებით, ამასთან, მოწმე არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება თავისი ან მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
4. მოწმეს უფლება აქვს: იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ჩვენება მისცეს მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; აცილება მისცეს თარჯიმანს; საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს თავისი ჩვენება; გაეცნოს დაკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, სადაც ჩაწერილია მისი ჩვენება, და მოითხოვოს მასში დამატებების, ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა, ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით; მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებლის უკანონო მოქმედება გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში – სასამართლოში, გაასაჩივროს პროკურორის უკანონო მოქმედება სასამართლოში, არ მისცეს ჩვენება, რომელიც ამხელს მას ან მის ახლო ნათესავებს დანაშაულის ჩადენაში; ადვოკატთან ერთად გამოცხადდეს და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გაეცნოს ოქმს და გააკეთოს განცხადებები, რომლებიც ოქმში შეიტანება.
1. მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის
, სასამართლოს გამოძახებით
;
სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს
; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.
2. თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ 176-ე მუხლით დადგენილი წესით.
გამოუცხადებლობის, თავმჯდომარის განკარგულებათა შეუსრულებლობის, საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე (208-ე მუხლი)
.
3. ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-371-ე მუხლებით, ამასთან, მოწმე არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება თავისი ან მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
4. მოწმეს უფლება აქვს: იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ჩვენება მისცეს მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; აცილება მისცეს თარჯიმანს; საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს თავისი ჩვენება; გაეცნოს დაკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, სადაც ჩაწერილია მისი ჩვენება, და მოითხოვოს მასში დამატებების, ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა, ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით; ამ კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზისას ისარგებლოს 366-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით; გამომძიებლის უკანონო მოქმედება გაასაჩივროს პროკურორთან, არ მისცეს ჩვენება, რომელიც ამხელს მას ან მის ახლო ნათესავებს დანაშაულის ჩადენაში; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გაეცნოს ოქმს და გააკეთოს განცხადებები, რომლებიც ოქმში შეიტანება.
(94-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, ... გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს“, მე-2 ნაწილის პირველი წინადადება და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის გამოუცხადებლობის გამო ფულადი სახდელის დაკისრების შესაძლებლობას ძალადაკარგულად იქნა ცნობილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/13/1234,1235 – ვებგვერდი, 21.12.2018წ.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/13/1234,1235 – ვებგვერდი, 21.12.2018წ.
მუხლი 95. პირი, რომელიც არ შეიძლება მოწმე იყოს🔗
1. არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ და დაკითხონ:
ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის დამცველი; დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან იმ პირის წარმომადგენელი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება; ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე; ადვოკატი, რომელიც კომერციულ საწარმოს ან სხვა იურიდიულ პირს ემსახურებოდა, – იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან თუ სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
ბ) სასულიერო პირი – იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
გ) პირი, რომელსაც მცირეწლოვანების, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება;
დ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, თუ იგი არ დათანხმდება დაკითხვაზე, როგორც ბრალდების მოწმე.
2. სასამართლოს უფლება აქვს მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლოს:
ა) ექიმები, მედიცინის დები, მეანები, ფარმაცევტები, სხვა სამედიცინო მუშაკები, თუ მათ პაციენტს აღუთქვეს, რომ დაიცავენ საექიმო საიდუმლოებას;
ბ) ჟურნალისტები, თუ მათ იკისრეს ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და პუბლიკაციის ავტორის სახელი ან გამოუქვეყნებელი მასალის შინაარსი;
გ) სახელმწიფო მოხელეები, სამხედრო მოსამსახურეები და მათთან გათანაბრებული პირები, თუ მათ იკისრეს ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და სახელმწიფო საიდუმლოება – კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოთა თანხმობის მიღებამდე;
დ) პარლამენტის წევრები, თუ მათ მოქალაქეებმა გაანდვეს პირადი საიდუმლოება;
ე) პირები, რომლებიც სამუშაოზე იმ პირობით არიან მიღებულნი, რომ არ გაამჟღავნებენ კომერციულ და საბანკო საიდუმლოებას.
ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
გ) ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
დ) ადვოკატი, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
ე) სასულიერო პირი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
ვ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ახლო ნათესავი – თუ იგი არ დათანხმდება მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ;
ზ) სახალხო დამცველი – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;
ზ1) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ ისინი არ დათანხმდებიან, მისცენ ჩვენება;
თ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს ამომრჩევლებმა;
ი) მოსამართლე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებას;
კ) ჟურნალისტი – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
2. მოწმედ არ შეიძლება დაკითხონ პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური დაავადების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს ან აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.
3. გამომძიებელს, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლონ:
ა) ექიმი, მედიცინის და, მეანი, ფარმაცევტი, სხვა სამედიცინო მუშაკი, თუ მათ პროფესიულად ევალებათ საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;
ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;
გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;
დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი, რომლის საქმიანობა გასაიდუმლოებულია, და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197
საქართველოს 2007 წლის 27 ივნისის კანონი №5072 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.247
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1463 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.97
მუხლი 96. ექსპერტი🔗
1. ექსპერტია პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში და რომელიც მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ დანიშნა სპეციალური გამოკვლევის ჩასატარებლად და სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გარემოებათა შესახებ დასკვნის შესადგენად.
1. ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში და რომელიც გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ, ბრალდებულმა, დამცველმა, დაზარალებულმა დანიშნა სპეციალური გამოკვლევის ჩასატარებლად და სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გარემოებათა შესახებ დასკვნის შესადგენად.
2. ექსპერტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა, მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში ან აქვს ლიცენზია.
3. ექსპერტის გამოძახება, დანიშვნა და ექსპერტიზის ჩატარება ხდება 358–373-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2
1
. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და გამოცდილება საფინანსო ან საბუღალტრო საქმიანობაში, რაც დადასტურებულია შესაბამის დარგში უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი საბუთით, შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით ან შესაბამისი დოკუმენტით (სერტიფიკატით).
3. ექსპერტის გამოძახება, დანიშვნა და ექსპერტიზის ჩატარება ხდება 356–374-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. სამართლებრივ საკითხთა გადასაწყვეტად ექსპერტიზა არ ტარდება.
5. ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა სპეციალური ცოდნა მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ან მსაჯულს.
6. ექსპერტის დასკვნის მოპოვების უფლება აქვს მხარესაც. ამ შემთხვევაში მხარე ექსპერტის დასკვნას წარუდგენს მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს და მოითხოვს მის მონაწილეობას საქმის შემდგომ წარმოებაში. დაცვის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას სახელმწიფო არ ანაზღაურებს. ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, მხარეს უნდა წარუდგინოს ნივთიერი მტკიცებულებანი და საექსპერტო გამოკვლევის სხვა ობიექტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უნდა გადაეცეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტს. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საექსპერტო კომისიის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შევიდეს მის მიერ შეთავაზებული ექსპერტი. ასეთი მოთხოვნა სავალდებულოა ორგანოსათვის, რომელიც პროცესს აწარმოებს.
5. ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა სპეციალური ცოდნა გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს.
6. ექსპერტის დასკვნის მოპოვების უფლება აქვს მხარესაც. ამ შემთხვევაში მხარე ექსპერტის დასკვნას წარუდგენს გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს და მოითხოვს მის მონაწილეობას საქმის შემდგომ წარმოებაში. დაცვის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას სახელმწიფო არ ანაზღაურებს. ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, მხარეს უნდა წარუდგინოს ნივთიერი მტკიცებულებანი და საექსპერტო გამოკვლევის სხვა ობიექტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უნდა გადაეცეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტს. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საექსპერტო კომისიის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდეს მის მიერ შეთავაზებული ექსპერტი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
მუხლი 97. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი🔗
1. ექსპერტი ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;
ბ) ჩაატაროს დასმულ საკითხებზე პასუხის გასაცემად საჭირო გამოკვლევა, გამოიყენოს მეცნიერულად საიმედო, შემოწმებული მეთოდები, რომლებიც არ არღვევენ ადამიანის უფლებებს;
გ) მისცეს დასაბუთებული და კატეგორიული წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე;
ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;
ბ) მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას ან სასამართლო განხილვის დროს;
გ) მისცეს დასაბუთებული და
ობიექტური
წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე;
დ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას და დააბრუნოს კვლევის ობიექტები;
ე) პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა;
ვ) დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში, დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს.
2. არასწორი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით.
ვ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი.
2. ყალბი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.
3. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ექსპერტიზისათვის საჭირო საქმის მასალებს;
ა) გაეცნოს ექსპერტიზისათვის საჭირო საქმის მასალებს
და ამოიწეროს საჭირო ცნობები ან გადაიღოს ასლები
;
ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა;
გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;
დ) მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება;
გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე
ან ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე
, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;
დ) გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება;
ე) სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ მტკიცებულებათა კვლევაში და სასამართლოს ნებართვით შეკითხვები დაუსვას დასაკითხ პირებს;
ვ) ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც;
ვ) ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც,რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები
;
ზ) შეადგინოს დასკვნა და მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
თ) მოკვლევის ორგანოს, მომკვლევისა და გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში – სასამართლოში;
თ) გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო პროკურორის მოქმედება – ზემდგომ პროკურორთან;
ი) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხება, და მოითხოვოს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
კ) გააკეთოს განცხადება მისი დასკვნის არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 98. სპეციალისტი🔗
1. სპეციალისტი საჭირო დახმარებას უწევს მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, დამაგრებასა და დემონსტრირებაში. სპეციალისტად შეიძლება გამოიძახონ კრიმინალისტი, ექიმი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა და ჩვევები.
2. მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს ტექნიკური აპარატურის (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფოტო- და კინოგადასაღები, სხვა აპარატები) გამოყენების მიზნით შეიძლება გამოიძახონ სპეციალისტ-ოპერატორი.
3. სპეციალისტის გამოძახება, საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში მისი მონაწილეობის წესი გათვალისწინებულია 99-ე მუხლით.
1. სპეციალისტი საჭირო დახმარებას უწევს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, დამაგრებასა და დემონსტრირებაში. სპეციალისტად შეიძლება გამოიძახონ კრიმინალისტი, ექიმი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა და ჩვევები.
2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს ტექნიკური აპარატურის (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფოტო- და კინოგადასაღები, სხვა აპარატები) გამოყენების მიზნით შეიძლება გამოიძახონ სპეციალისტ-ოპერატორი.
3. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს. საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში სპეციალისტის მონაწილეობის წესი გათვალისწინებულია ამ კოდექსის 99-ე მუხლით.
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 99. სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი🔗
1. სპეციალისტი ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში; გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებები, სპეციალური ცოდნა და ჩვევები მტკიცებულებათა აღმოჩენისა და დამაგრებისათვის; მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს ყურადღება მიაპყროს გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, მისცეს განმარტებანი მის მიერ შესრულებულ მოქმედებათა გამო; მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.
1. სპეციალისტი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში; გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებები, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება მტკიცებულებათა აღმოჩენისა და დამაგრებისათვის; გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს ყურადღება მიაპყროს გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, მისცეს განმარტებანი მის მიერ შესრულებულ მოქმედებათა გამო; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.
2. თუ სპეციალისტი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. სპეციალისტს უფლება აქვს: იცოდეს, რა მიზნით გამოიძახეს იგი; უარი განაცხადოს საქმეში მონაწილეობაზე, თუ არ გააჩნია სათანადო ცოდნა; ოქმში შესატანად გააკეთოს განცხადება და შენიშვნა იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომლის ჩატარებაშიც იგი მონაწილეობდა; მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვით შეკითხვები დაუსვას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში მონაწილე პირებს; გაეცნოს საგამოძიებო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმებს; შეიტანოს სასამართლოში საჩივრები მოკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა გამო.
3. სპეციალისტს უფლება აქვს: იცოდეს, რა მიზნით გამოიძახეს იგი; უარი განაცხადოს საქმეში მონაწილეობაზე, თუ არ გააჩნია სათანადო ცოდნა; ოქმში შესატანად გააკეთოს განცხადება და შენიშვნა იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომლის ჩატარებაშიც იგი მონაწილეობდა; გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვით შეკითხვები დაუსვას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში მონაწილე პირებს; გაეცნოს საგამოძიებო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმებს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 100. თარჯიმანი🔗
1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:
ა) მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ (მოსამართლეებმა) არ იციან ან სათანადოდ არ იციან ენა, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას;
ბ) ბრალდებულმა, ეჭვმიტანილმა, დამცველმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ, მათმა წარმომადგენლებმა, პროცესის სხვა მონაწილეებმა არ იციან ან სათანადოდ არ იციან სამართალწარმოების ენა;
ა) გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ (მოსამართლეებმა) არ იციან ან სათანადოდ არ იციან ენა, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას;
ბ) ბრალდებულმა, ეჭვმიტანილმა, დამცველმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ, მათმა წარმომადგენლებმა, პროცესის სხვა მონაწილეებმა არ იციან ან სათანადოდ არ იციან სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) საჭიროა მეორე ენიდან ითარგმნოს ესა თუ ის წერილობითი ტექსტი.
2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
3. წესები, რომლებიც ეხება თარჯიმანს, ვრცელდება იმ პირზედაც, რომელსაც ესმის ყრუ-მუნჯთა ნიშნები და რომელიც მოწვეულია სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის.
3
1
. თუ საქმის რამდენიმე მონაწილეს სჭირდება თარჯიმანი და ისინი სათანადოდ ფლობენ ერთსა და იმავე ენას, ამ კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება შეუძლია ერთ თარჯიმანს.
4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება არა აქვთ შეასრულონ თარჯიმნის მოვალეობანი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 101. თარჯიმნის უფლება-მოვალეობანი🔗
1. თარჯიმანი ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება თუ დოკუმენტი; ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და სასამართლო სხდომის ოქმში, აგრეთვე სხვა საპროცესო დოკუმენტებში, რომლებიც პროცესის მონაწილეს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან იმ ენაზე თარგმნილი, რომელიც მან იცის; მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.
2. თუ თარჯიმანი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით. არასწორი თარგმანისათვის თარჯიმანი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით.
3. თარჯიმანს უფლება აქვს: თარგმანის დასაზუსტებლად დაუსვას შეკითხვები პროცესის მონაწილეებს; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს, გამოთქვას შენიშვნები, რომლებიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; უარი თქვას საქმის წარმოებაში მონაწილეობაზე, თუ თარგმნისათვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია; შეიტანოს სასამართლოში საჩივრები მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა გამო.
1. თარჯიმანი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი; ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და სასამართლო სხდომის ოქმში, აგრეთვე სხვა საპროცესო დოკუმენტებში, რომლებიც პროცესის მონაწილეს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან იმ ენაზე თარგმნილი, რომელიც მან იცის; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.
2. თუ თარჯიმანი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით. არასწორი თარგმანისათვის თარჯიმანი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.
3. თარჯიმანს უფლება აქვს: თარგმანის დასაზუსტებლად დაუსვას შეკითხვები პროცესის მონაწილეებს; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს, გამოთქვას შენიშვნები, რომლებიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; უარი თქვას საქმის წარმოებაში მონაწილეობაზე, თუ თარგმნისათვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 102. დამსწრე🔗
1. დამსწრეს იძახებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტის, მისი მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად.
2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის გამოძახებულ უნდა იქნეს არანაკლებ 2 დამსწრისა იმ პირთაგან, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან საქმის შედეგით. საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი დამსწრეთ განუმარტავს მათ უფლება-მოვალეობებს.
1. დამსწრე მოიწვევა ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების ფაქტის, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დამსწრის მოწვევის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით განუმარტოს ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ პირებს.
2. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთი საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენება.
3. ჩხრეკის ან/და ამოღებისას პირს, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი, მაგრამ შეიძლება შეეხოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება, უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოიწვიოს დამსწრე.
4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია დამსწრის გარეშე, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ეჭვმიტანილი და ბრალდებული სარგებლობენ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული უფლებით, რის თაობაზე გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნავს საგამოძიებო მოქმედების ოქმში.
5. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოწვეულ პირს საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაში დამსწრედ მონაწილეობაზე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 103. დამსწრის უფლება-მოვალეობანი🔗
1. დამსწრე ვალდებულია: გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები; მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები.
1. დამსწრე ვალდებულია: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები.
2. თუ დამსწრე უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. დამსწრე შეიძლება დაიკითხოს, როგორც მოწმე, იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებულ გარემოებათა შესახებ, რომელშიც იგი მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში მას აქვს მოწმის უფლება-მოვალეობები.
4. დამსწრეს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების გამო და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს; შეიტანოს სასამართლოში საჩივრები მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა გამო.
4. დამსწრეს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების გამო და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 104. პროცესის მონაწილისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება🔗
1. ეჭვმიტანილად (თუ იგი დაკავებული არ არის), ბრალდებულად (თუ იგი დაპატიმრებული არ არის), დაზარალებულად ან მის წარმომადგენლად, მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, დამსწრედ გამოძახებულ პირს უნარჩუნდება საშუალო ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ დროის განმავლობაში, რომელიც მან მოახმარა მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებას. თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე, მას ეძლევა გასამრჯელო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან მოცდენისათვის. გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. ექსპერტს, სპეციალისტსა და თარჯიმანს უფლება აქვთ მიიღონ გასამრჯელო თავიანთი მოვალეობის შესრულებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს მოვალეობა სრულდებოდა სამსახურებრივი დავალების წესით.
3. გამოძახებასა და გასამრჯელოს გადახდასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო სახსრებიდან. გადასახდელი თანხის გადახდის წესსა და ოდენობას ადგენს კანონი.
1. ეჭვმიტანილად (თუ იგი დაკავებული არ არის), ბრალდებულად (თუ იგი დაპატიმრებული არ არის), დაზარალებულად ან მის წარმომადგენლად, მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, დამსწრედ გამოძახებულ პირს უნარჩუნდება საშუალო ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ დროის განმავლობაში, რომელიც მან მოახმარა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებას. თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე (გარდა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისა), მას ეძლევა გასამრჯელო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან მოცდენისათვის. გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. სპეციალური საექსპერტო დაწესებულება (ექსპერტი), სპეციალისტი (შესაბამისი დაწესებულება, სადაც სპეციალისტი მუშაობს) და თარჯიმანი იღებენ გასამრჯელოს თავიანთი მოვალეობების შესრულებისათვის და კომპენსაციას იმ დანახარჯებისათვის, რომლებიც მათ გასწიეს ამ მოვალეობათა შესასრულებლად.
3. გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო სახსრებიდან კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტიზისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოებს სახელმწიფო სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი. აცილება
მუხლი 105. საქმეში მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი
1. მოსამართლე, მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი ან სასამართლო სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 105. საქმეში მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი🔗
1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:
ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით;
ბ) ამოიწურა მისი უფლებამოსილების ვადა;
გ) საქმე არ არის ამ პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი;
დ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი;
ე) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული თუ სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს;
ვ) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან;
ზ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
2. მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში როგორც მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი.
3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვაში, აგრეთვე 65-ე, 140-ე და 292-ე მუხლებში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში, პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვაში ან ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში მისი მონაწილეობით გამოტანილი განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების გაუქმების შემდეგ.
ბ) საქმე არ არის ამ პროკურორის ან გამომძიებლის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი;
გ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი;
დ) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს;
ე) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან;
ვ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
2. მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში, როგორც გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი.
3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში.
4. პროკურორის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მის შემდგომ მონაწილეობას.
5. მომკვლევი და გამომძიებელი მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მათი მონაწილეობით იქნა გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის.
მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნისა და დამსწრის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი
1. ექსპერტს, სპეციალისტს, თარჯიმანს ან დამსწრეს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ გარემოებათა არსებობისას, აგრეთვე როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე, ანდა ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.
2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებულ უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა, ხოლო დამსწრენი, – თუ ისინი არიან პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების, იუსტიციის ორგანოების ან სასამართლოს მუშაკები.
3. ექსპერტად ან სპეციალისტად საქმეში მონაწილეობის უფლება არა აქვს პირს, რომელიც ატარებდა რევიზიას ან სხვა უწყებრივ შემოწმებას, რომლის საფუძველზედაც აღიძრა ეს საქმე.
5. გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მის მიერ იქნა გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, თუ ამას განჩინებით (დადგენილებით) აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო (მოსამართლე), ან თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე ამავე საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები🔗
1. ექსპერტს (გარდა ამ კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან სპეციალისტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.
2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებული უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა.
3. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, თუ მეორე მხარის მოთხოვნის საპასუხოდ ის ვერ წარადგენს მისი სპეციალური განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ საბუთს ან შესაბამის დოკუმენტს (სერტიფიკატს). ამ შემთხვევაში, საფინანსო-საბუღალტრო ექპერტის დასკვნა და ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება ამ კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
მუხლი 107. საქმეში დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლების მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი🔗
დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:
ა) იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში როგორც მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე;
ბ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან, მომკვლევთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობდა ან მონაწილეობს ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში, ანდა პირთან, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება პროცესის იმ მონაწილის ინტერესებს და რომელმაც მასთან დადო შეთანხმება იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;
გ) მას უკავია მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის თანამდებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი შრომისუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელია, ანდა როცა დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს, ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ და ის ამ დაწესებულების წარმომადგენლად გამოდის;
დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:
ა) იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე;
ბ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობდა ან მონაწილეობს ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში, ანდა პირთან, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება პროცესის იმ მონაწილის ინტერესებს და რომელმაც მასთან დადო შეთანხმება იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;
გ) მას უკავია მოსამართლის, პროკურორის ან გამომძიებლის თანამდებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი შრომისუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელია, ანდა როცა დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს, ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ და ის ამ დაწესებულების წარმომადგენლად გამოდის;
დ) იგი იურიდიულ დახმარებას უწევს ან წინათ უწევდა პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის ინტერესებს, რომლის წარმომადგენელიც ის არის;
ე) დასაცავი პირი (მარწმუნებელი) უარს ამბობს დაცვაზე (წარმომადგენლობაზე) და უარი მიღებულია.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 108. აცილებისა და თვითაცილების განცხადებისა და გადაწყვეტის წესი🔗
1. თუ არსებობს 105-107-ე მუხლებში აღნიშნული გარემოებები, მოსამართლე, მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი, სასამართლო სხდომის მდივანი, დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლები, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე ვალდებულნი არიან განაცხადონ თვითაცილება. თუკი მათ ეს არ განუცხადებიათ, მათ აცილება შეიძლება მისცენ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დამცველმა, აგრეთვე დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, ხოლო სასამართლო სხდომაზე – სახელმწიფო ბრალმდებელმაც. პირებს, რომლებიც პროცესს აწარმოებენ, უფლება აქვთ აცილება მისცენ ერთმანეთს.
1. თუ არსებობს ამ კოდექსის 105-ე–107-ე მუხლებში აღნიშნული გარემოებები, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლები, ექსპერტი, სპეციალისტი ან თარჯიმანი ვალდებულნი არიან განაცხადონ თვითაცილება. თუ მათ ეს არ განუცხადებიათ, მათ აცილება შეიძლება მისცენ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დამცველმა, აგრეთვე დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, ხოლო სასამართლო სხდომაზე – სახელმწიფო ბრალმდებელმაც. პირებს, რომლებიც პროცესს აწარმოებენ, უფლება აქვთ აცილება მისცენ ერთმანეთს.
2. განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.
3. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს მისცეს განმარტება.
4. მოსამართლის ან მსაჯულის აცილების საკითხს წყვეტენ დანარჩენი მოსამართლეები (მსაჯულები) იმ მოსამართლის ან მსაჯულის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. საკითხს აცილების შესახებ, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას ან სასამართლოს მთელ შემადგენლობას ანდა სასამართლო სხდომის მდივანს მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უბრალო უმრავლესობით, საქმის წინასწარი გამოძიებისას.
5. პროკურორისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს ზემდგომი პროკურორი, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეიძლება სასამართლოში, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.
6. გამომძიებლის ან მომკვლევის აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში როგორც საპროცესო ხელმძღვანელი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით და ზედამხედველობას უწევს მოკვლევას. მისი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
7. ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან მომკვლევი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.
8. დამსწრის აცილების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან მომკვლევი.
9. საქმის გამოძიებისას განცხადებული აცილების საკითხს წყვეტს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი 24 საათის განმავლობაში. თუ აცილება განცხადებულია სასამართლო სხდომაზე, საკითხი წყდება დაუყოვნებლივ.
10. განცხადებული აცილების საკითხზე მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან საზედამხედველო ინსტანციის სასამართლოს გამოაქვს დადგენილება, ხოლო პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლოს – განჩინება.
მუხლი 109. პროცესის მონაწილეთა დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან
1. მოსამართლეს, პროკურორს, გამომძიებელსა და მომკვლევს უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ სახელმწიფო იცავდეს საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მათ, მათი ოჯახების წევრებისა და ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივს, ღირსებასა და ქონებას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. თუ არსებობს მონაცემი ასეთი ხელყოფის შესახებ, მათ ეს უნდა შეატყობინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, რომელიც ვალდებულია მიიღოს ამ პირთა დაცვის ზომები.
2. დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტს, ბრალდებულსა თუ პროცესის სხვა მონაწილეს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს პირს ან ორგანოს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, მისი, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის შესახებ, თუ მათ წინააღმდეგ ჩადენილია უკანონო ქმედება, ანდა არსებობს მისი ჩადენის რეალური საფრთხე სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული განცხადების დადასტურების შემთხვევაში პირს ან ორგანოს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პროცესის მონაწილის სახელმწიფო დაცვის შესახებ და უგზავნის მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გაატარონ ამ პირის დაცვის ღონისძიებები. თუ ამ ღონისძიებებს არ გაატარებენ ან დააყოვნებენ მათ გატარებას, დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიტანოს საჩივარი სასამართლოში და მოითხოვოს აღნიშნული მიზეზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაცვის კონკრეტულ ღონისძიებათა შერჩევა განეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კომპეტენციას.
4. პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება დაცვის ღონისძიების გატარების შესახებ, არ თავისუფლდება მოვალეობისაგან მისცეს ჩვენება წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში, უპასუხოს შეკითხვებს და მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულთან დაპირისპირებაში.
5. თუ დასაცავი პირი არის პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო სამართალდამცველი ორგანოს საიდუმლო თანამშრომელი, ანდა ცნობების მიმწოდებელი, მისი განსაიდუმლოება შეიძლება მაშინ, როცა დაცვა ამტკიცებს, რომ მისი ვინაობის გამჟღავნება შესაძლებელს გახდის დამტკიცდეს მის მიერ მიცემული ჩვენების სიყალბე და ბრალდებულის უდანაშაულობა. ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმა იწვევს საიდუმლო თანამშრომლის ან ცნობების მიმწოდებლის ჩვენებათა მტკიცებულებად დაუშვებლობის აღიარებას.
6. დაცვის ღონისძიება გამოიყენება, როგორც წესი, დასაცავი პირის მიერ ჩვენების მიცემის შემდეგ. ისეთი ღონისძიების შესახებ, როგორიცაა სახელისა და გვარის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან გარეგნობის შეცვლა, სხვა ადგილას გადასახლება, სხვა სამუშაოზე მოწყობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან სახელმწიფო უშიშროების ორგანომ უნდა შეატყობინოს პირს ან ორგანოს, რომელმაც გამოიტანა დადგენილება (განჩინება) პროცესის მონაწილის დაცვის ღონისძიების გატარების შესახებ.
7. თუ აღარ არსებობს ხელყოფის საფრთხე, დაცვის ღონისძიების დამნიშვნელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით) ეს ღონისძიება უქმდება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.
4. მოსამართლის აცილების საკითხს წყვეტენ დანარჩენი მოსამართლეები იმ მოსამართლის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. აცილების საკითხს, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას ან სასამართლოს მთელ შემადგენლობას მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი მოსამართლე. აცილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ აცილება მისცეს იმ სასამართლოს მოსამართლეს, სადაც არ არის ამ საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადაუგზავნის ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს.
4
1
. აცილების საკითხს, რომელიც სასამართლო სხდომის მდივანს მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი მოსამართლე.
5.
საქმის წინასწარი გამოძიებისას
პროკურორისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს ზემდგომი პროკურორი,საქმის სასამართლოში განხილვისას
– სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.
6. გამომძიებლის აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, როგორც საპროცესო ხელმძღვანელი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
7. ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.
8. (ამოღებულია).
9. წინასწარი გამოძიებისას განცხადებული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი 24 საათის განმავლობაში. თუ აცილება განცხადებულია სასამართლო სხდომაზე, საკითხი წყდება დაუყოვნებლივ.
10. განცხადებული აცილების საკითხზე პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
11. ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.
12. ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 109. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებანი
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 1091. დაცვის სპეციალური ღონისძიებანი🔗
1. საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელია სასამართლოში პროცესის მონაწილის დაკითხვა მისი ვინაობის გასაიდუმლოებით ან იდენტიფიცირების შეცვლით.
2. სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილე იკითხება უშუალოდ და ზეპირად.
3. მოსამართლე (სასამართლო), პროკურორის შუამდგომლობით უფლებამოსილია გამოიყენოს პროცესის მონაწილეთა დაცვის ერთი ან რამდენიმე შემდეგი სპეციალური ღონისძიება:
ა) საჯარო რეესტრიდან ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერიდან დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობის მქონე მონაცემთა, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება;
ბ) დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტის გასაიდუმლოება;
გ) ფსევდონიმის მინიჭება;
დ) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება.
4. პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პროცესის მონაწილეთა დაცვის შემდეგი სახის სპეციალური ღონისძიების გამოყენებაზე:
ა) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება;
ბ) საცხოვრებელი ადგილის დროებითი ან მუდმივი შეცვლა;
გ) გარეგნობის შეცვლა.
5. სასამართლოში არსებითი განხილვისას მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში ჩამოთვლილი ნებისმიერი დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
6. პროკურორი უფლებამოსილია პროცესის მონაწილესთან დაკავშირებული პირების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის ნებისმიერი სპეციალური ღონისძიება.
7. ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება. აღნიშნული შუამდგომლობა წარედგინება მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით.
8. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების განხორციელების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
9. თუ მოწმის ან დაზარალებულის მიმართ წინასწარი გამოძიების დროს გამოყენებული იყო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიება, სასამართლოში მისი დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულს ან მის დამცველს, მოთხოვნის შემთხვევაში, მოსამართლე (სასამართლო) აძლევს გონივრულ ვადას დაცვის მომზადებისათვის, მაგრამ არა უმეტეს 7 დღისა.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 1092. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა🔗
1. პროკურორი უფლებამოსილია წინასწარი გამოძიების დროს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს (სასამართლოს) გამოძიების ადგილის მიხედვით.
2. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძვლით:
ა) საქმე განიხილება ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვა თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას;
ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის საჯაროობით მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას;
გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე;
დ) პროცესის მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 1093. შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება🔗
1. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან: პროკურორი, შუამდგომლობის ავტორი და პროცესის მონაწილე, რომლის მიმართაც მოითხოვება დაცვის ზომების გამოყენება (გარდა ამ კოდექსის 1091 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
2. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის (სასამართლოს) გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) დაცვის რომელი სპეციალური ღონისძიება იქნეს გამოყენებული;
ბ) პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება და ამ ღონისძიების გამოყენების ვადა;
გ) სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ევალება დაცვის სპეციალური ღონისძიების აღსრულება.
3. დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ.
4. დაცვის სპეციალური ღონისძიების გადაწყვეტილება საჯაროდ არ ცხადდება.
5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილების თაობაზე დასაცავი პირის ამოცნობისა და იდენტიფიცირების მონაცემების გარეშე წერილობით ეცნობებათ მხარეებს, შუამდგომლობის ავტორსა და იმ პირს, რომელსაც შეეხო ეს ზომა.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.
7. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში დაცვის ღონისძიების დამნიშვნელი მოსამართლე (სასამართლო), ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლე დადგენილებით (განჩინებით) აუქმებს დაცვის სპეციალურ ღონისძიებას, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 1094. შეტყობინება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ🔗
ამ თავით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ 3 დღის ვადაში უნდა ეცნობოს მოცემული ღონისძიების გამოყენების ავტორსა და მოსამართლეს (სასამართლოს).
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 1095. ინფორმაციის დაცვა🔗
მოსამართლის (სასამართლოს) გადაწყვეტილება დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების თაობაზე არ არის საჯარო. იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის, შუამდგომლობის განხილვაში მონაწილე პირებისა და იმ უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის, რომელმაც უნდა აღასრულოს ეს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
კარი მესამე
მტკიცებულებანი და მტკიცება
მტკიცებულებანი და მტკიცების საგანი
მუხლი 110. მტკიცებულების ცნება🔗
1. მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართალწარმოება, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.
2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დაშვებულია:
1. მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.
2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებია:
ა) ეჭვმიტანილის ჩვენება;
ბ) ბრალდებულის ჩვენება;
გ) დაზარალებულის ჩვენება;
დ) მოწმის ჩვენება;
ე) ექსპერტის დასკვნა;
ვ) ნივთიერი მტკიცებულებანი;
ზ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები;
თ) სხვა დოკუმენტები.
გ) განსასჯელის ჩვენება;
დ) დაზარალებულის ჩვენება;
ე) მოწმის ჩვენება;
ვ) ექსპერტის დასკვნა;
ზ) ნივთიერი მტკიცებულებანი;
თ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები;
ი) სხვა დოკუმენტები;
კ) ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას. ამ შემთხვევაში ფარული გადაღების მწარმოებელი პირი დაკითხული უნდა იქნეს სასამართლოში მოწმის სახით ფარული ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით.
21. სისხლის სამართლის პროცესში პირის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად დასაშვებია ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერი, თუ იგი დაფიქსირებულია:
ა) ფარულად იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო დანაშაული და რომელიც არის საუბრის ან ქმედების მონაწილე;
ბ) ტექნიკური საშუალებით შემთხვევით, რაც ასახავს განხორციელებულ ქმედებას.
22. ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება სასამართლო გადაწყვეტილებით.
3. მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები უნდა დაერთოს საქმეს. ისინი უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს მეორე მხარემ, აგრეთვე ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს. მხოლოდ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სასამართლო კამათსა და სასამართლო განაჩენში.
4. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით მიღებული მონაცემები შეიძლება გახდეს ამა თუ იმ საპროცესო წყაროს ცნობისა და ფაქტის (დოკუმენტის გარდა) შინაარსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება როგორც მტკიცებულებები.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 111. დაუშვებელი მტკიცებულება🔗
1. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია:
ა) იმ თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი არ არის შეკრიბოს მტკიცებულებანი ამ საქმეზე;
ბ) კანონით გაუთვალისწინებელი წყაროდან;
გ) კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით;
დ) პირისაგან, რომელმაც დაარღვია კანონი ან რომელსაც არ შეუძლია მიუთითოს, რა წყაროდან, სად, როდის და როგორ გამოვლინდა მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები.
2. ბრალდების მტკიცებულებათა დასაშვებობისა და დაცვის მტკიცებულებათა დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
3. დაუშვებლად მიჩნეული ბრალდების მტკიცებულება შეიძლება დაშვებულ იქნეს დაცვის შუამდგომლობით.
4. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).
5. დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულება ამოიღება სისხლის სამართლის საქმიდან და ინახება პროცესის მწარმოებელი ორგანოს კანცელარიაში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადის განმავლობაში.
3. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).
4. დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულება ამოიღება სისხლის სამართლის საქმიდან და ინახება პროცესის მწარმოებელი ორგანოს კანცელარიაში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადის განმავლობაში.
5. დაუშვებლად მიჩნეული ბრალდების მტკიცებულება შეიძლება დაშვებულ იქნეს დაცვის შუამდგომლობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
მუხლი 112. გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სისხლის სამართლის საქმეზე🔗
სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დამტკიცდეს:
ა) დანაშაულის შემთხვევა (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ხერხი და სხვა გარემოებანი);
ბ) ბრალდებულის ან სხვა პირის მოქმედება (უმოქმედობა), რომლის მიმართაც წარმოებს პროცესი;
გ) მოქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი;
დ) ბრალი, დანაშაულის მიზანი და მოტივი;
ე) გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას;
ვ) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ხასიათი და ოდენობა;
ზ) გარემოებები, რომლებიც განაპირობებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლებას ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას.
ა) ბრალდებულის ან სხვა პირის მოქმედება ან უმოქმედობა;
ბ) მოქმედების (უმოქმედობის) მართლსაწინააღმდეგო ხასიათი;
გ) ბრალი;
დ) გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას;
ე) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ხასიათი და ოდენობა.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 113. გარემოებები, რომლებიც დგინდება მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე. პრეიუდიციები🔗
1. მტკიცებულებათა წარმოდგენისა და გამოკვლევის გარეშე მიიღება:
ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები;
ბ) ადრე ნასამართლობაზე განაჩენის ასლი, თუ არც ერთი მხარე და არც პროცესის მწარმოებელი ორგანო ამ ფაქტს საეჭვოდ არ ხდიან და არ მოითხოვენ მის შემოწმებას.
2. მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ:
ა) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურატურის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას;
ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მომკვლევისათვის სისხლის სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას.
ა) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას;
ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას.
3. პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში მომკვლევს, გამომძიებელსა და პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად, მაგრამ ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება არ შედის კანონიერ ძალაში და საქმესთან ერთად იგზავნება სააპელაციო ინსტანციაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში გამომძიებელსა და პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად. ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე საქმესთან ერთად იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ან ცვლის ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მტკიცებულებათა სახეები
მუხლი 114. ეჭვმიტანილის ჩვენება🔗
1. ეჭვმიტანილის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს მის მიმართ არსებულ ეჭვს, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ.
2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება.
მუხლი 115. ბრალდებულის ჩვენება🔗
1. ბრალდებულის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს ბრალდებას, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილ სხვა გარემოებათა შესახებ.
2. ბრალდებულს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება.
3. ბრალდებულის მიერ უარის თქმა ჩვენების მიცემაზე ან ცრუ ჩვენების მიცემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4. ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებასა და გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს, თუ ბრალის აღიარება დამტკიცებული არ არის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
მუხლი 116. დაზარალებულის ჩვენება🔗
დაზარალებულის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე შეტყობინება ეჭვმიტანილთან (ბრალდებულთან) ურთიერთობის შესახებ. დაზარალებულის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები.
მუხლი 117. მოწმის ჩვენება🔗
მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები.
1. მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვნების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.
2. თუ მოწმის მიერ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მიცემულ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა მოცემული ჩვენებების ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
3. თუ არსებობს არსებითი წინააღმდეგობა ექსპერტის მიერ შედგენილ წერილობით დასკვნასა და მის მიერ სასამართლო განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას შორის, მხარეს უფლება აქვს მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა მოცემული ჩვენების ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 118. ჩვენების ზეპირი და წერილობითი ფორმა🔗
1. ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ჩვენებას აყალიბებს ზეპირად. ჩვენება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ ეს პირი და პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირი. ოქმს შეიძლება დაერთოს ჩვენების ფონოგრამა და სტენოგრამა.
1. ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ჩვენებას აყალიბებს ზეპირად. ჩვენება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ ეს პირი და პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირი. ოქმს უნდა დაერთოს ჩვენების ფონოგრამა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი ჩვენებები დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას.
3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ დასაკითხ პირს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენების შესაბამისი ნაწილი ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 119. ჩვენების ძალდაუტანლობა🔗
ჩვენება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ძალდაუტანებლად. ჩვენების მისაღებად ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, მოტყუების, დაპირების, შანტაჟის, დაყოლიების გამოყენება აკრძალულია. ასეთი ხერხით მიღებული მტკიცებულება დაუშვებელია.
მუხლი 120. ექსპერტის დასკვნა🔗
1. ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს.
2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას.
3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკა, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.
4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს როგორც ნივთიერი მტკიცებულებანი.
5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო.
6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების არასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება, და ამ აქტს ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვს ამისათვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს, რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს ასეთი ექსპერტიზა.
7. თუ საჭირო არ არის დამატებითი და ახალი გამოკვლევის ჩატარება, ექსპერტის ჩვენება განმარტავს და ავსებს მის დასკვნას.
მუხლი 121. ნივთიერი მტკიცებულება🔗
1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი თვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.
2. ნივთიერი მტკიცებულებაა დანაშაულის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი ან მასზე დარჩენილი დანაშაულის კვალი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა, აგრეთვე ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულის აღმოჩენის, დანაშაულის ჩამდენის დადგენის ან ბრალდების უარყოფის საშუალება.
3. შედარებითი კვლევის ნიმუში არის შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულება.
4. საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილ უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, – გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებითი შემოწმება ხდება, თუ ამ პროცესს ესწრება მტკიცებულების ამოღებაში მონაწილე თუნდაც ერთი დამსწრე.
4. საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, – გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში.
4
1
. ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება ტარდება დამსწრის თანდასწრებით, თუ ის მოწვეულია. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება ხდება იმ დამსწრის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ნივთიერი მტკიცებულების ამოღებასა და დალუქვას. დამსწრეს იძახებს პროკურორი ან გამომძიებელი. თუ დამსწრე არ გამოცხადდება, პროკურორი ან გამომძიებელი ადგენს ოქმს და უფლებამოსილია განახორციელოს ნივთიერ მტკიცებულებაზე ლუქის მოხსნა და მოცემული მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება და ხელახლა დალუქვა მის გარეშე.
5. ნივთიერი მტკიცებულება დაუშვებლად ითვლება, თუ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 122. ნივთიერი მტკიცებულების შენახვა🔗
1. ნივთიერ მტკიცებულებას ინახავს პროცესის მწარმოებელი ორგანო ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვასა და მისი თვისებების შეცვლას.
2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება ან მესაკუთრესა თუ მფლობელს არ უბრუნდება, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში სახელმწიფო ბანკის დაწესებულებებში უნდა ინახებოდეს ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, საქართველოს ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა ინახებოდეს ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, საქართველოს ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული საგნები ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, თუ მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მათ ინდივიდუალურ ნიშნებს.
5. დიდგაბარიტიანი საგანი შეიძლება დარჩეს მის მფლობელთან ანდა ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთან, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ საგნის დაცვაზე.
6. ექსპერტიზისათვის გასაგზავნი და ექსპერტისაგან მიღებული საგნები უნდა იყოს დალუქული, რაც დადასტურებულ უნდა იქნეს გამომძიებლისა და დამსწრეთა ხელმოწერებით. ლუქის მოხსნა და განმეორებითი დალუქვა ხდება დამსწრეთა მონაწილეობით. იგივე წესები უნდა იქნეს დაცული ნივთიერ მტკიცებულებათა ფოსტით გაგზავნისა და მიღების დროს.
6. ექსპერტიზისათვის გასაგზავნი საგნები უნდა იყოს დალუქული, რაც დადასტურებული უნდა იქნეს გამომძიებლისა და ამ კოდექსის 121-ე მუხლის 4
1
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსწრის ხელმოწერით. ექსპერტისაგან მიღებული საგნები უნდა იყოს დალუქული ექსპერტის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით. იგივე წესები უნდა იქნეს დაცული ნივთიერ მტკიცებულებათა ფოსტით გაგზავნისა და მიღების დროს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 123. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ საქმის წარმოების დამთავრებამდე🔗
1. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს: მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ პირუტყვს, ფრინველს, სხვა შინაურ ცხოველებს, სატრანსპორტო საშუალებებს, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული.
2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილი არ არის, ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს შესაბამის ორგანიზაციას გამოსაყენებლად, შესანახად თუ მოსავლელად.
1. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს: მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ პირუტყვს, ფრინველს, სხვა შინაურ ცხოველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული.
11. თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არის სატრანსპორტო საშუალება – საგანი, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ასეთი პირი ცნობილია, დაიბრუნოს თავისი კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის (მფლობელის) ხელის მოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ანდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას. თუ საგნის მესაკუთრე (მფლობელი) აღნიშნულ ვადაში არ დაიბრუნებს თავის კუთვნილ საგანს, საქმის მწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს მის შენახვას არა უმეტეს 3 თვისა. თუ ასეთ შემთხვევაში საგნის მესაკუთრე (მფლობელი) გადაწყვეტს საგნის დაბრუნებას, იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის საგნის შენახვისა და მოვლის ხარჯებს, რომელთა დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საბაზრო ღირებულების 1%-ს. საგნის შეფასებას ახორციელებს ექსპერტი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ პროკურორი სასამართლოს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით ამ კოდექსის 233
1
მუხლით დადგენილი წესით საგნის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, არ არსებობს მისი კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს შესაბამის ორგანიზაციას გამოსაყენებლად, შესანახად, მოსავლელად ან უნდა განხორციელდეს მისი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ამ კოდექსის 2331 მუხლით დადგენილი წესით. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 124. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ საქმის წარმოების დამთავრების დროს🔗
1. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში ან განჩინებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:
ა) თუ დანაშაულის იარაღს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;
ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება;
გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით – მას გადაეცემა;
დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეცემა;
ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქმის შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, საპროცესო კონფისკაცია და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მომკვლევმა ან გამომძიებელმა წარადგინა.
1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ან დადგენილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:
ა) თუ ჩამორთმევას დაქვემდებარებულ დანაშაულის საგანს ან/და იარაღს ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს ღირებულება, იგი უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს;
ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, ნადგურდება;
გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით, მას გადაეცემა;
დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტს;
ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. თუ ნივთი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მასზე ვრცელდება ამ კოდექსის 123-ე მუხლის 1
1
ნაწილით დადგენილი წესი.
2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, ჩამორთმევა და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გამომძიებელმა წარადგინა.
3. ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი მტკიცებულება.
4. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულის ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას.
4. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
მუხლი 125. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები🔗
1. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებებია ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით შედგენილი საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები.
2. ოქმი, რომელიც ჩვენებას აფიქსირებს, არ გამორიცხავს ჩვენების მიმცემ პირთა გამოძახებისა და დაკითხვის შესაძლებლობას.
3. საპროცესო გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა მითითება ჩვენებასა და კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან ამოკრებილ სხვა ცნობებზე.
მუხლი 126. სხვა დოკუმენტები🔗
1. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭირო ცნობებს. დოკუმენტი შეიძლება მომდინარეობდეს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისაგან.
2. დოკუმენტად ითვლება წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, ანდა ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუკი დაცულია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. დოკუმენტს აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა, თუ ცნობილია მისი წარმომავლობის წყარო და შესაძლებელია მისი უტყუარობის შემოწმება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით.
3. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებაც, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისებები აქვს.
4. თუ ამოღებული და საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვის, ანგარიშგებისა და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად, თუ ეს საქმისათვის საზიანო არ იქნება.
მტკიცება
მუხლი 127. მტკიცების პროცესის შემადგენელი ნაწილები🔗
1. მტკიცება არის მტკიცებულებათა შეკრების, საპროცესო დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.
2. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, მტკიცებას ახორციელებს მხარეთა აქტიური მონაწილეობით.
მუხლი 128. მტკიცებულებათა შეკრება🔗
1. მტკიცებულებათა შეკრება ხდება წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის, სააპელაციო წარმოებისა და განაჩენის აღსრულების პროცესში.
2. საკასაციო და სარევიზიო წარმოების სტადიებზე წარდგენილი ან გამოთხოვილი დამატებითი მასალა, რომელიც არ არის მტკიცებულება, თავისთავად ან საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება გახდეს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლის საფუძველი.
3. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით, უფლება აქვთ: მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით დაკითხვის, დასკვნის მიცემის მიზნით ექსპერტად გამოიძახონ ნებისმიერი პირი; ჩაატარონ დათვალიერება, შემოწმება, სხვა საგამოძიებო მოქმედება; საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, კერძო პირს მოსთხოვონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნებისა და დოკუმენტების წარმოდგენა.
2. საკასაციო
წარმოების სტადიაზე
წარდგენილი ან გამოთხოვილი დამატებითი მასალა, რომელიც არ არის მტკიცებულება, თავისთავად ან საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება გახდეს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლის საფუძველი.
3. სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით, აგრეთვე პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ: მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით დაკითხვის, დასკვნის მიცემის მიზნით ექსპერტად გამოიძახონ ნებისმიერი პირი; ჩაატარონ დათვალიერება, შემოწმება, სხვა საგამოძიებო მოქმედება; საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, კერძო პირს მოსთხოვონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნებისა და დოკუმენტების წარმოდგენა.
4. სასამართლო განხილვისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე მტკიცებულებათა შეკრება სასამართლოს შეუძლია დაავალოს გამომძიებელს ან პროკურორს, თუ ამისათვის საჭიროა ჩხრეკა, ამოღება, გვამის ექსჰუმაცია ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებაც სასამართლო სხდომაზე ვერ ხერხდება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 129. მხარეების მიერ მტკიცებულებათა შეკრება და წარდგენა🔗
1. დამცველს, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს უფლება აქვთ: შეაგროვონ მათ მარწმუნებელ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საჭირო ცნობები, მათ შორის, გამოავლინონ და შეკითხვები დაუსვან კერძო პირს, რომელიც ჯერ კიდევ ოფიციალურად დაკითხული არ არის; გამოითხოვონ ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნა; მიმართონ მცოდნე პირს გამოთქვას თავისი აზრი საქმის გამო წამოჭრილი სპეციალური საკითხის განსამარტავად, ჩატარებული ექსპერტიზის შესაფასებლად და შუამდგომლობის დასასაბუთებლად; ისარგებლონ კერძო დეტექტივის მომსახურებით მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობების მისაღებად.
1. დამცველს, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს უფლება აქვთ: შეაგროვონ მათ მარწმუნებელ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საჭირო ცნობები, მათ შორის, გამოავლინონ და შეკითხვები დაუსვან კერძო პირს, რომელიც ჯერ ოფიციალურად დაკითხული არ არის; გამოითხოვონ ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნა; მიმართონ მცოდნე პირს, გამოთქვას თავისი აზრი საქმის გამო წამოჭრილი სპეციალური საკითხის განსამარტავად, ჩატარებული ექსპერტიზის შესაფასებლად და შუამდგომლობის დასასაბუთებლად; მოიწვიონ ექსპერტი, ასევე საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი დასკვნის შესადგენად; ისარგებლონ კერძო დეტექტივის მომსახურებით მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობების მისაღებად.
2. დამცველისა და წარმომადგენლის მიერ ოფიციალურად წარმოებული გამოძიების გარეთ მოპოვებული მასალები, დოკუმენტები, ცნობები უნდა დაერთოს საქმეს და შეიძლება წარედგინოს სასამართლოს, როგორც მტკიცებულებანი.
3. დამცველის დასაბუთებული მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სავალდებულოა მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორისათვის. ამ მოქმედების ოქმი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მისი ასლი გადაეცეს დამცველს, რომელსაც უფლება აქვს დაიმოწმოს ისინი ბრალდებულის უდანაშაულობის ან მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა დასამტკიცებლად.
3. დამცველის დასაბუთებული მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის. ამ მოქმედების ოქმი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მისი ასლი გადაეცეს დამცველს, რომელსაც უფლება აქვს დაიმოწმოს ისინი ბრალდებულის უდანაშაულობის ან მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა დასამტკიცებლად.
4. ცნობები წერილობითი და ზეპირი ფორმით, აგრეთვე საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება იყოს მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე, უფლება აქვს წარმოადგინოს აგრეთვე ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 130. მტკიცებულებათა საპროცესო დამაგრება🔗
1. მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის პროცესში, თუ ის საპროცესო წესით არის დამაგრებული, ესე იგი შეტანილია საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის ოქმში, რომელიც შედგენილია ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულება უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს სპეციალური განჩინებით (დადგენილებით). ექსპერტის მიერ დადგენილი ცნობის საპროცესო წესით დამაგრება ხდება ექსპერტის მიერ სათანადოდ შედგენილი დასკვნით. სასამართლო მოქმედების ოქმი და დოკუმენტი საქმეს უნდა დაერთოს სპეციალურად გამოტანილი დადგენილების გარეშე.
1
1
. მხარეთა შუამდგომლობით, ექსპერტი უნდა დაკითხონ მხარეებმა სასამართლოში მის მიერ მიცემული წერილობითი დასკვნის თაობაზე. ამ შემთხვევაში წერილობითი დასკვნა მტკიცებულებით ძალას იძენს მხოლოდ ექსპერტის მიერ თავისი წერილობითი დასკვნის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპერტი გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. მხოლოდ აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
2. დამცველისა და პროცესის სხვა მონაწილის მიერ წარმოდგენილი საგანი ან მასალა მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გამოიტანს განჩინებას (დადგენილებას) სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვის შესახებ. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს უარი უთხრას პროცესის მონაწილეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროცესის მწარმოებელი ორგანო ცნობს, რომ ეს მტკიცებულება არ განეკუთვნება საქმეს, ან როცა არ მიიჩნევს მას დასაშვებად.
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 131. მტკიცებულებათა შემოწმება🔗
მხარის მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა შემოწმდეს, რაც ითვალისწინებს მიღებულ მტკიცებულებათა ანალიზს, მათს შეჯერებას სხვა მტკიცებულებებთან, ახალ მტკიცებულებათა შეკრებას, იმის გარკვევას, დაცული იყო თუ არა სათანადო პროცედურა მტკიცებულებათა გამოვლენისა და საპროცესო დამაგრების დროს.
მუხლი 132. მტკიცებულებათა შეფასება🔗
1. თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.
2. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით.
2. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით.
3. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.
4. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
5. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
კარი მეოთხე
სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულება
სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენების საერთო პირობები
მუხლი 133. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ამოცანები🔗
1. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლიათ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებანი, თუ სისხლის სამართალწარმოების მონაწილე ეწინააღმდეგება საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედების ჩატარებას, არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს, ხოლო თუ საჭიროა, – ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის გაფრთხილება და იმ ქცევის აღკვეთა, რომელიც ხელს უშლის სისხლის სამართალწარმოების ამოცანების შესრულებას.
1. თუ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე ეწინააღმდეგება საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედების ჩატარებას, არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს (მოსამართლეს) ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუძლიათ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებანი. საჭიროების შემთხვევაში ისინი აფრთხილებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომ აღიკვეთება ის ქცევა, რომელიც ხელს უშლის სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების შესრულებას.
2. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებისას ანალოგიის ან კანონის განვრცობითი განმარტება დაუშვებელია.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 134. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეები🔗
სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეებია:
ა) მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველყოფა, თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება დათვალიერების, შემოწმების, ექსპერტიზის, ჩხრეკის, ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის ჩატარებისას;
ბ) ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო თუ სხვა დამაბრკოლებელი ქცევა, რომელიც ხელს უშლის ამ საქმის სწორად გადაწყვეტას: დაკავება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თანამდებობიდან გადაყენება, ქონებაზე ყადაღის დადება;
გ) ჯარიმები, სახდელები და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები – იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვისას.
ბ) ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ძებნილი, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო თუ სხვა დამაბრკოლებელი ქცევა, რომელიც ხელს უშლის ამ საქმის სწორად გადაწყვეტას: დაკავება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თანამდებობიდან გადაყენება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება, ქონებაზე ყადაღის დადება;
გ) ჯარიმები, სახდელები და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები – იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვისას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
მუხლი 135. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა🔗
1. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ პირობით, თუ არსებობს ამის საფუძვლები და კანონით დადგენილი წესი.
2. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 136. მოპყრობა პირისადმი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება🔗
1. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება, ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას, სამართალსუბიექტობას და სარგებლობს სახელმწიფო დაცვით.
2. შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირის ყოფნის რეჟიმთან, დგინდება მხოლოდ კანონით.
3. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს უფლება შეძლებისდაგვარი შრომისა, რომელიც ანაზღაურდება მისი რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, აგრეთვე უფლება ნორმალური დასვენებისა, რომელიც საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ პირს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, კანონმდებლობის შესაბამისად, უნარჩუნდება შრომის სამართლებრივი ურთიერთობა საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან, სადაც ის მუშაობდა დაკავების, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების წინ; საცხოვრებელი ბინის უფლება; საკუთრების უფლება მესაკუთრის ცალკეული უფლებამოსილების დროებით შეზღუდვით; ქონების ანდერძით და მემკვიდრეობით გადაცემის უფლება; დაქორწინების უფლება; შემოქმედებითი საქმიანობის უფლება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საერთომოქალაქეობრივი უფლებები; პოლიტიკურ ცხოვრებაში – არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში, საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის უფლება.
3. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს უფლება შეძლებისდაგვარი შრომისა, რომელიც ანაზღაურდება მისი რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, აგრეთვე უფლება ნორმალური დასვენებისა, რომელიც საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ პირს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნარჩუნდება: შრომის სამართლებრივი ურთიერთობა საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან, სადაც ის მუშაობდა დაკავების, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების წინ; საცხოვრებელი ბინის უფლება; საკუთრების უფლება მესაკუთრის ცალკეული უფლებამოსილების დროებით შეზღუდვით; ქონების ანდერძით და მემკვიდრეობით გადაცემის უფლება; დაქორწინების უფლება; შემოქმედებითი საქმიანობის უფლება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საერთომოქალაქეობრივი უფლებები; პოლიტიკურ ცხოვრებაში – არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში, საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის უფლება. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანს აგრეთვე საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით.
4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვა არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.
5. აღნიშნული პირის განთავსების ადგილის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას, ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თავისი ინტერესების დაცვის უნარს. დაკავებულისადმი ან დაპატიმრებულისადმი სასტიკი მოპყრობა, მისთვის ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის მიყენება ისჯება კანონით.
6. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს პირისპირ – შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად – შეხვდეს თავის დამცველს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ისარგებლოს საკანონმდებლო მასალებითა და იურიდიული ლიტერატურით, იქონიოს ქაღალდი და საკანცელარიო საგნები საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა დოკუმენტების შესადგენად.
7. ბრალდებულთან, ეჭვმიტანილთან ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირთან დამცველის საუბრის მიყურადება, ფონოჩაწერა, ვიზუალური მეთვალყურეობა, აგრეთვე დამცველთან ამ პირის მიმოწერის შემოწმება დაუშვებელია. ამ მოთხოვნის დარღვევით მიღებული მონაცემი საქმეზე მტკიცებულებად არ დაიშვება.
8. ექსპერტიზის, შემოწმების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშის აღებისა თუ სხვა საპროცესო მოქმედებების დროს დაუშვებელია ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან შეურაცხყოფს მის ღირსებას.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
მუხლი 137. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის საპროცესო მოვალეობა🔗
1. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს, რომ დაპატიმრებულს საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, განჩინების, სასამართლო დადგენილების ასლი გადაეცეს მისი მიღებისთანავე; დაკავებულისა და დაპატიმრებულის საჩივარი და შუამდგომლობა გასინჯვის გარეშე გაუგზავნოს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს ადმინისტრაციისათვის მათი ჩაბარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა; დროულად მიიყვანოს დაკავებული და დაპატიმრებული მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გამოძახებით; არ დაუშვას მათი ურთიერთობა თანამდებობის პირსა და ორგანოსთან, რომელსაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღია; ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა დამცველთან შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; შეადგინოს აქტი იმის შესახებ, რომ განსასჯელი უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე, და დაუყოვნებლივ გაუგზავნოს იგი შესაბამის სასამართლოს; დაუყოვნებლივ შეასრულოს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან განჩინება დაკავებულისა თუ დაპატიმრებულის განთავისუფლების შესახებ; მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ან დაპატიმრებული პირი გადაიყვანოს საგამოძიებო იზოლატორში, რომელიც სხვა ტერიტორიაზე მდებარეობს; ეჭვმიტანილი დაკავების ვადის გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს; პატიმრობის ვადის გასვლამდე 7 დღე-ღამით ადრე შეატყობინოს ეს სასამართლოს, რომელმაც დაპატიმრების ბრძანება გასცა, და, თუ ვადის გაგრძელება არ შეიძლება, გაათავისუფლოს ბრალდებული საგამოძიებო იზოლატორიდან.
1. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს, რომ დაპატიმრებულს საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, განჩინების, დადგენილების ასლი გადაეცეს მისი მიღებისთანავე; დაკავებულისა და დაპატიმრებულის საჩივარი და შუამდგომლობა გასინჯვის გარეშე გაუგზავნოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახალხო დამცველს, ადმინისტრაციისათვის მათი ჩაბარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა; დროულად მიიყვანოს დაკავებული და დაპატიმრებული გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გამოძახებით; არ დაუშვას მათი ურთიერთობა თანამდებობის პირსა და ორგანოსთან, რომელსაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღია; ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა დამცველთან შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა ექიმთან ან ექსპერტთან; შეადგინოს აქტი იმის შესახებ, რომ განსასჯელი უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე, და დაუყოვნებლივ გაუგზავნოს იგი შესაბამის სასამართლოს; დაუყოვნებლივ შეასრულოს გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან განჩინება დაკავებულისა თუ დაპატიმრებულის გათავისუფლების შესახებ; გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ან დაპატიმრებული პირი გადაიყვანოს საგამოძიებო იზოლატორში, რომელიც სხვა ტერიტორიაზე მდებარეობს; ეჭვმიტანილი დაკავების ვადის გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს; პატიმრობის ვადის გასვლამდე 7 დღე-ღამით ადრე შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხოლო თუ პატიმრობის მითითებული ვადა არ გაგრძელებულა, გაათავისუფლოს ბრალდებული საგამოძიებო იზოლატორიდან.
2. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის მიერ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას მოსდევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 138. შეტყობინება საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ🔗
1. მომკვლევი, გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულების ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3 საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.
1. გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულების ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3 საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.
2. ასეთივე მოვალეობა ეკისრება სასამართლოს, თუ მან აღკვეთის ღონისძიებად აირჩია დაპატიმრება ან პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის.
3. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადებში ეს უნდა შეატყობინონ შესაბამის საელჩოს ან საკონსულოს.
4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს უფლება აქვს პროცესის მწარმოებელი ორგანოს მეშვეობით შეატყობინოს თავისი მდგომარეობა კრედიტორებს, სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები ეკისრება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 139. დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფთა, მისი საცხოვრებელი ბინისა და ქონების მეურვეობის ღონისძიებანი🔗
1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომელიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩება, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავებს, სხვა პირებს ან დაწესებულებებს, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება ან საცხოვრებელი ბინა, – გაატარონ მისი დაცვის ღონისძიებანი.
2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის შესახებაც მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ანდა კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.
1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომლებიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩებიან, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავებს, სხვა პირებს ან დაწესებულებებს, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება ან საცხოვრებელი ბინა, გაატარონ მისი დაცვის ღონისძიებანი.
2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის შესახებაც გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ანდა კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 140. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების სასამართლო წესი🔗
1. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, მოსამართლე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ადგილისდა მიხედვით, გარდა 162-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა გასცემს ბრძანებას დაპატიმრების, პატიმრობის ვადის გაგრძელების, შინაპატიმრობის, ბრალდებულის პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემის, გირაოს ან აღკვეთის სხვა ღონისძიებების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო სამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას – აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასა და შეცვლასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.
1. პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით გასცემს ბრძანებას აღკვეთის ღონისძიების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების, ქონებაზე ყადაღის დადების, ბრალდებულის ან სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.
2. ჩხრეკის, ამოღების, სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 290-293-ე მუხლებით.
3. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე მოსამართლის ბრძანების მიღების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.
3. პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე მოსამართლის ბრძანების მიღების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.
4. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს ზუსტი მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც გამოითხოვება ბრძანება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოსაყენებლად.
5. შუამდგომლობა ზონარგაყრილ და დანომრილ ყველა მასალასთან ერთად იგზავნება იმ მოსამართლესთან, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც წარმოებს მოკვლევა ან წინასწარი გამოძიება. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია, გარდა 65-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, პროკურორისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს დაკავებულს, ბრალდებულს, იმ პირს, რომლის მიმართაც სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა), თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მათ დამცველებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.
7. მოსამართლე შუამდგომლობას პირის დაპატიმრების, შინაპატიმრობის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების ან მის მიმართ აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენების შესახებ განიხილავს შუამდგომლობისა და საქმის მასალების მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, ხოლო დანარჩენ შუამდგომლობებს – არა უგვიანეს 48 საათისა მოსამართლეს შეუძლია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილას.
5. შუამდგომლობა მისი განხილვისათვის საჭირო მასალების ასლებთან ერთად წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია.
6. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად პროკურორის მონაწილეობით. განხილვას აგრეთვე ესწრება ის გამომძიებელი, რომელმაც პროკურორის თანხმობით შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს ბრალდებულს, იმ პირს, რომლის მიმართაც სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა), თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, სისხლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მათ დამცველებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.
7. მოსამართლე შუამდგომლობას პირის დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების ან მის მიმართ აღკვეთის სხვა ღონისძიების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ განიხილავს შუამდგომლობისა და საქმის მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილიდან ბრალდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის, სტიქიური უბედურების ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო, მოსამართლეს შეუძლია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილას.
8. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, და შუამდგომლობის შემტან პირს წინადადება მისცეს წარმოადგინოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი.
ამასთან, მოსამართლე არ განიხილავს პირის ბრალეულობის საკითხს და არკვევს მხოლოდ იმას, დაცული იყო თუ არა ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს.
9. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. იმ ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც შუამდგომლობა შეიტანა, ასაბუთებს მას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს. შუამდგომლობის აღმძვრელისა და მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
10. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ დაკავებული, დაპატიმრებული, სხვა პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მათი დამცველები და წარმომადგენლები, პროკურორი, მათ ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
11. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების, მისი ვადის გაგრძელების ან შეცვლის შესახებ, ანდა გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება ასეთი ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
11. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების, მისი ვადის გაგრძელების ან შეცვლის შესახებ, ხოლო თუ საქმეში არ მოიპოვება პირის მიმართ ასეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძველები (არ არის საკმაო მტკიცებულებანი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის), მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, ხოლო პროკურორის შუამდგომლობით – უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
12. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება დაშვებულია აგრეთვე სასამართლოს განჩინებით (მოსამართლის დადგენილებით), თუ ამის საჭიროება წარმოიშვა, სამართალში მიცემის სტადიაზე ან სასამართლო განხილვის დროს.
13. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებაში უნდა აღინიშნოს: ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ, ამასთან, ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება; ბრძანების მოქმედების, აგრეთვე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ვადები; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს ბრძანება; მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი შეასრულოს დადგენილება; მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.
შერჩეული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შუამდგომლობს ბრალდების მხარე (გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი).
13. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებაში უნდა აღინიშნოს: ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ, ამასთან, ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება;
ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ბრძანების მოქმედების, აგრეთვე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ვადები; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს ბრძანება; მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
მოსამართლის მიერ
აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი შეასრულოს დადგენილება; ამ კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების შემთხვევებში – გასაჩივრების წესი და ვადები; მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.
14. ბრძანების ან დადგენილების შემსრულებელი ბრძანების მიღების შესახებ ადგენს ოქმს, რომელიც უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
15. ბრძანების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებათა გამოვლენის შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა 14 დღით, შუამდგომლობის განმეორებითი განხილვის გარეშე.
16. პირის დაპატიმრების, პატიმრობის ვადის გაგრძელების, აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების სასამართლო ბრძანებები, აგრეთვე მოსამართლის დადგენილება აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დგება 5 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმომდგენ ორგანოს (ერთი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს), მესამე იგზავნება დაპატიმრებულთა განთავსების ადგილას ან აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებთან, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, მეოთხე გადაეცემა პროკურორს, ხოლო მეხუთე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.
17. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული დაპატიმრებისა და შინაპატიმრობის აღკვეთის სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის, აგრეთვე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ მხარეებს უფლება აქვთ შუამდგომლობით მიმართონ იმ მოსამართლეს, რომლის ბრძანების საფუძველზეც იქნა გამოყენებული აღკვეთის ეს ღონისძიება. მხარეებს ასეთი შუამდგომლობით მოსამართლისათვის მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ ერთხელ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის ფარგლებში, ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც ბრძანების გაცემისას მოსამართლისათვის ცნობილი არ იყო და ამასთან, აუცილებელს ხდის გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საფუძვლიანობის გადამოწმებას.
16. პირის დაპატიმრების, პატიმრობის ვადის გაგრძელების, აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების სასამართლო ბრძანებები, აგრეთვე მოსამართლის დადგენილება აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დგება 6 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმომდგენ ორგანოს (ერთი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს), მესამე იგზავნება დაპატიმრებულთა განთავსების ადგილას ან აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებთან, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, მეოთხე გადაეცემა პროკურორს, მეხუთე გადაეცემა ბრალდებულს ან მის დამცველს, ხოლო მეექვსე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.
17. ბრალდებულს, მის დამცველს, პროკურორს უფლება აქვთ, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის ან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. დამცველის მიერ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არასრულწლოვანია, ან აქვს ისეთი ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით აღნიშნული სასამართლოებისათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ პროკურორს. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, თუ რა ახალი გარემოებები გამოვლინდა, რომლებიც უცნობი იყო აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, და დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებანი (მასალები) ამ ახალ გარემოებათა შესახებ. სასამართლო (მოსამართლე) ზეპირი მოსმენის გარეშე, 24 საათში წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობა ამ ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, გამოკვლეულ იქნა თუ არა არსებითად იგივე საკითხები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას ან სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას განხილულ იქნა თუ არა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.
18. შუამდგომლობის შემტანს უფლება აქვს უკან გაითხოვოს თავისი შუამდგომლობა. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.
19. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების საკითხის გადასაწყვეტად პროკურორი დაკავების ადგილის მიხედვით რაიონულ სასამართლოს წარუდგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური პირის (ორგანოს) მიერ გაცემულ ბრძანებას დაპატიმრების შესახებ, დადგენილებას ძებნის გამოცხადების თაობაზე და პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებს. მოსამართლე პროკურორის მონაწილეობით ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობას მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს აქვს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება.
20. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე სასამართლო აცხადებს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
დაკავება
მუხლი 141. დაკავების გამოყენების პირობა და მიზანი🔗
დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად.
1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად.
2. პირი დაკავებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და საფუძველზე დაკავებისათვის საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის მიზნით.
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
მუხლი 142. დაკავების საფუძველი🔗
1. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება შეიძლება, თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები:
ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
ბ) თვითმხილველები, მათ შორის, დაზარალებულებიც, პირდაპირ მიუთითებენ ამ პირზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე;
გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდება ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
დ) პირი მიიმალა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ შემდგომ იგი ამოიცნო დაზარალებულმა;
ე) პირის მიმართ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) ძებნის წარმოების შესახებ.
ე) პირის მიმართ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) ძებნის წარმოების შესახებ;
ვ) პირი შესაძლოა მიიმალოს.
2. თუ არსებობს სხვა მონაცემები, რომლებიც საფუძველს იძლევა, დანაშაულის ჩადენის ეჭვი იქნეს მიტანილი პირზე, ეს პირი შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი გაქცევას ცდილობდა, ან მას არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან არ არის დადგენილი მისი ვინაობა.
(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
]
3. დაკავებისაგან განთავისუფლებული პირის ხელმეორედ დაკავება იმავე ეჭვით არ შეიძლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 143. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება🔗
1. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, მოკვლევის სხვა ორგანოს, გამომძიებელს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს უფლება აქვს დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. პირს, რომელიც არ არის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, უფლება აქვს ეჭვმიტანილი დააკავოს მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დროს, თუ არსებობს 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლები.
2. დადგენილება პირის დაკავების შესახებ გამოაქვს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს.
პოლიციის თანამშრომელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს, დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. ამ მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, თუ არსებობს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338
საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14
მუხლი 144. პირები, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით დაკავებისას🔗
1. არ შეიძლება დაკავებული და პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში წარდგენილ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატები, საქართველოს სახალხო დამცველი, პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
2. სამხედრო მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის დაკავება შეიძლება საერთო საფუძვლებზე, მაგრამ პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ 3 საათის განმავლობაში იგი უნდა გადასცენ სამხედრო პროკურორს ან შესაბამის მეთაურს (უფროსს), რომელსაც მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილება აქვს.
1. არ შეიძლება დაკავებული და პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში წარდგენილ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
2. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 145. დაკავების წესი🔗
1. თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულისათვის არის დაკავებული, და მიიყვანოს იგი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
2. თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს ჩაატაროს პირადი ჩხრეკა, რაზედაც უნდა შედგეს ოქმი ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით. პირადი ჩხრეკის ოქმი შეიძლება შედგეს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დაკავებულის მიყვანის შემდეგაც. ასეთ შემთხვევაში ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რატომ არ იქნა იგი შედგენილი პირადი ჩხრეკის ჩატარების ადგილზე.
3. მოქალაქე, 142-ე მუხლში აღნიშნული პირობის არსებობისას, ვალდებულია დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში, ანდა გადასცეს იგი ხელისუფლების წარმომადგენელს.
მუხლი 146. დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საპროცესო გაფორმება და შემოწმება
1. პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან დაკავებულის მიყვანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შედგეს დაკავების ოქმი. მასში უნდა აღინიშნოს: ვინ, როდის, რა ვითარებაში, კანონში აღნიშნულ რა საფუძვლებზე არის დაკავებული, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, რომელ საათზე მიიყვანეს მოკვლევის ორგანოში. ოქმს თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელსაც დავალებული აქვს მისი შედგენა, თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, და დაკავებული.
2. დანაშაულის ჩადენის ადგილას დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების მიზანია შემთხვევის თვითმხილველთა და დაკავებულის განმარტებათა მიღება, საჭირო დოკუმენტების, იმ საგნების გამოთხოვა და დათვალიერება, რომლებიც შეიძლება იქცეს ნივთიერ მტკიცებულებებად. შემოწმება უნდა დამთავრდეს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში დაკავებულის მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა.
3. როცა მოკვლევის ორგანოს უფროსი, ხოლო არასამუშაო დროს – მისი მორიგე თანაშემწე ან მოკვლევის ორგანოს სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირი, შემოწმებას დაამთავრებს, იგი ვალდებულია გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების, ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმისა და დაკავებულის განთავისუფლების შესახებ. დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორს ცნობისათვის.
4. მორიგე თანაშემწის მიერ გამოტანილი დადგენილება უნდა დაამტკიცოს მოკვლევის ორგანოს უფროსმა მისი გამოტანიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
5. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ გამოეცხადება ხელწერილით ეჭვმიტანილს, რომელსაც იმავდროულად განემარტება 73-ე მუხლში აღნიშნული მისი უფლებები. დაკავების შესახებ დადგენილებაზე კეთდება ჩანაწერი უფლებათა განმარტების თაობაზე, რომელსაც ადასტურებენ მოკვლევის ორგანოს თანამშრომელი და დაკავებული. უფლებათა ნუსხა გადაეცემა ეჭვმიტანილს.
6. ეჭვის საფუძველზე დაკავებული უნდა დაიკითხოს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და შედგეს სათანადო ცნობა.
7. დაკავების ვადა ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს დაკავებულის მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღინისძიების სხვა სახის გამოყენების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
8. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, დაკავების მთელი ვადის განმავლობაში, მომკვლევს ან გამომძიებელს, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე თავის წარმოებაში მიიღო, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების შესამოწმებლად.
9. დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და დაკითხონ როგორც ბრალდებული, 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ მოკვლევის ან გამოძიების ორგანოს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წაეყენა.
მუხლი 147. მიმალული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის დაკავება
1. ძებნილი ბრალდებულის დაკავებისას, თუ დაკავების ადგილას არ არის ბრძანება (დადგენილება, განჩინება) დაპატიმრების შესახებ, მოსამართლე, დაკავების ადგილის მიხედვით, გასცემს ამ ბრძანებას გამოძიების ადგილას დაკავებულის მისაყვანად საჭირო ვადით, რომელიც 14 დღე-ღამეს არ უნდა აღემატებოდეს. ბრძანების გაცემის წინ მოსამართლე ვალდებულია დაკითხოს ბრალდებული.
2. მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება პირობით მსჯავრდებულის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით ვადამდე განთავისუფლებულის 7 დღე-ღამით დაკავების შესახებ, თუ არსებობს საშიშროება, რომ იგი მიიმალება. დაკავების შესახებ სასამართლო ბრძანება გაიცემა მოკვლევის ორგანოს ან გამოძიების სხვა ორგანოს შუამდგომლობით, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე ახალი დანაშაულის შესახებ.
1. თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და ასევე აცნობოს, რომ მას აქვს დამცველის ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ სასამართლოში. დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს ის განცხადებები, რომლებიც გაკეთებულ იქნა დაკავებული პირის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე.
2. პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია, დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს ამ კოდექსით დადგენილი წესით უფლება აქვს ჩაატაროს ჩხრეკა, რაზედაც კეთდება აღნიშვნა დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში, ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება.
4. მოქალაქე ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არსებობისას ვალდებულია დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში ანდა გადასცეს იგი ხელისუფლების წარმომადგენელს.
5. პოლიციის თანამშრომელმა ან სხვა კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს ეჭვმიტანილის დაკავებას ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით, დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულის მიყვანისთანავე. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, კანონში მითითებულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ეჭვმიტანილი, მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის უფლებების ჩამონათვალი, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამო შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი დამცველი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ეჭვმიტანილის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე დაკავების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა დუმილის, დანაშაულის არდაბრალების, ასევე დამცველის მოწვევის უფლების თაობაზე, არ გადაეცა დაკავების ოქმი, ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, რომელიც აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეჭვმიტანილის დაკავების შემთხვევაში პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილება არ გამოიტანება.
6. ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ შეიძლება დაიკითხოს ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ უნდა შეამოწმოს ექიმმა და უნდა შედგეს სათანადო ცნობა.
7. დაკავების ვადა დაკავების მომენტიდან ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღინისძიების სხვა სახის გამოყენების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
8. გამომძიებელს, რომელიც იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების შესამოწმებლად.
9. დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს, როგორც ბრალდებული, ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ გამოძიების ორგანოს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წარედგინა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 146. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 146
1
. დაკავების კანონიერების შემოწმება
1. დაკავებიდან გათავისუფლებული პირი ერთი თვის განმავლობაში უფლებამოსილია, დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. მიმართვიდან ათი დღის ვადაში მოსამართლე ერთჯერადად განიხილავს დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საკითხს.
2. დაკავება უკანონოა, თუ არსებითად არის დარღვეული ამ კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავების წესი ან დაკავება არ ემსახურება ამ კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზნებს.
3. დაკავება დაუსაბუთებელია, თუ არ დასტურდება ამ კოდექსის 142-ე მუხლით დადგენილი რომელიმე საფუძვლის არსებობა.
4. თუ მოსამართლე დაადგენს, რომ დაკავება უკანონოა ან დაუსაბუთებელია, იგი დაკავებას ცნობს უკანონოდ ან დაუსაბუთებლად და დაუყოვნებლივ გასცემს განკარგულებას დაკავებიდან გათავისუფლებული პირისათვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 147. მსჯავრდებულის დაკავება🔗
მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება პირობით მსჯავრდებულის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებულის 7 დღე-ღამით დაკავების შესახებ, თუ არსებობს საშიშროება, რომ იგი მიიმალება. დაკავების შესახებ სასამართლო ბრძანება გაიცემა პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამოძიების სხვა ორგანოს შუამდგომლობით, რომლის წარმოებაშიც არის სისხლის სამართლის საქმე ახალი დანაშაულის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 148. დაკავების დროის ჩათვლა🔗
პირის ეჭვმიტანილის სახით პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან აღრიცხული დრო ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში.
პირის ეჭვმიტანილის სახით დაკავების მომენტიდან აღრიცხული დრო ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 149. დაკავებულის ყოფნის ადგილი🔗
დაკავებული იმყოფება დროებითი ყოფნის იზოლატორში, ხოლო სამხედრო მოსამსახურე – ჰაუპტვახტში. დაკავებულთა ყოფნის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 150. დაკავებისაგან განთავისუფლების საფუძველი და წესი🔗
1. დაკავებული უნდა განთავისუფლდეს, თუ:
ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;
ბ) დაკავებულის დაპატიმრება არ არის აუცილებელი;
გ) გავიდა დაკავების კანონით დადგენილი ვადა, ანდა არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა;
დ) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.
2. დაკავებული თავისუფლდება იმ თანამდებობის პირის დადგენილებით, რომელმაც იგი დააკავა, ან პროკურორის დადგენილებით, ანდა დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ დაკავების ვადა გავიდა.
2. დაკავებული თავისუფლდება იმ თანამდებობის პირის დადგენილებით, რომელმაც იგი დააკავა, აგრეთვე გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ დაკავების ვადა გავიდა.
3. დაკავებულს განთავისუფლებისას მიეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის, რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა განთავისუფლებული.
4. უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული.
5. პროკურორის დადგენილებით, შესაძლებელია დაკავებულის დროებითი გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
აღკვეთის ღონისძიებანი
მუხლი 151. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი და საფუძველი🔗
1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.
2. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება, თუ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლევა საკმაო საფუძველს ვარაუდისათვის, რომ აუცილებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მიზნის უზრუნველყოფა.
3. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, ანდა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.
1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს არ შეიძლება შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ან აღკვეთის სხვა ღონისძიება, თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ამ ნაწილით გათვალისწინებულ მიზნებს.
2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
3. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახის მიზანშეწონილობა და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენების შეუძლებლობა, ხოლო წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შუამდგომლობის წარდგენისას – მოთხოვნილი ვადის აუცილებლობა.
4. სასამართლო უფლებამოსილია აღკვეთის ღონისძიების სახით პირს შეუფარდოს პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 152. აღკვეთის ღონისძიების სახეები🔗
1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, შინაპატიმრობა, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, გირაო, ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, აგრეთვე არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.
2. თუ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საფუძველი, ბრალდებულს უნდა განემარტოს მისი ვალდებულება გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.
3. ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების (დაპატიმრების გარდა) საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. აღკვეთის ღონისძიების ვადაში ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაც, მაგრამ საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, გირაო, პირადი თავდებობა, აგრეთვე არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.
2. თუ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ბრალდებულს უნდა განემარტოს მისი ვალდებულება გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით და უნდა შეატყობინოს მათ, თუ შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ვალდებულების ჩამორთმევა არ გამოიყენება იმის მიმართ, ვისაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 153. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები🔗
აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წაყენებული ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს.
1. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, პირის მიერ მისთვის შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.
2. მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის LXIV1 თავის შესაბამისად.
3. თუ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ან მისი შერაცხადობის საკითხი დასადგენია, მოსამართლემ, აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში უნდა მიიღოს პირის საშიშროება საკუთარი თავისთვის და სხვა პირთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
მუხლი 154. პირი, რომლის მიმართაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების გამოყენება🔗
ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი გაქცევის ან მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას აღკვეთის ღონისძიების გამოყენება დაიშვება სასამართლო განჩინების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ეს პირი უნდა მოთავსდეს სპეციალურ განყოფილებაში ან პალატაში, რომელიც განკუთვნილია ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფისათვის.
ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. პირი, რომლის შერაცხადობის საკითხი დასადგენია, უნდა მოთავსდეს სპეციალურ განყოფილებაში ან პალატაში, რომელიც განკუთვნილია ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფებისათვის.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 155. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება🔗
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და შეცვლა ხდება მოსამართლის ბრძანებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით).
2. აღკვეთის ღონისძიება უქმდება მოსამართლის დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით).
2. აღკვეთის ღონისძიება უქმდება მოსამართლის დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით),თუ აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი
.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურორის მიერ მიღებული დადგენილებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 156. სასამართლო ბრძანება წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ🔗
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის შესახებ ბრძანების გაცემისას მოსამართლე განიხილავს შუამდგომლობას 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. თუ აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, მოსამართლეს 28-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა გამო გამოაქვს დადგენილება ამ ღონისძიების გაუქმების შესახებ.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის შესახებ ბრძანების გაცემისას მოსამართლე განიხილავს შუამდგომლობას 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 157. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საქმის სასამართლოში განხილვისას🔗
1. აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეირჩეს, შეიცვალოს ან გაუქმდეს სამართალში მიცემის სტადიაზე, მოსამართლის დასაბუთებული დადგენილებით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავისი განჩინებით (დადგენილებით) საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე შეუძლია შეარჩიოს, შეცვალოს ან გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. საქმის შეწყვეტის შესახებ განაჩენში ან განჩინებაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის ღონისძიების საკითხი.
1. აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეირჩეს, შეიცვალოს ან გაუქმდეს სამართალში მიცემის სტადიაზე, მოსამართლის (სასამართლოს) დასაბუთებული დადგენილებით (განჩინებით).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავისი განჩინებით (დადგენილებით) საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მხარის შუამდგომლობით შეუძლია შეარჩიოს, შეცვალოს ან გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის ღონისძიების საკითხი.
3. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებს განაჩენის გაუქმებისას უფლება აქვთ დატოვონ წინანდელი აღკვეთის ღონისძიება, შეცვალონ ან გააუქმონ იგი, აგრეთვე შეარჩიონ ის ხელმეორედ, თუ ამის საფუძველი არსებობს საქმის ან დამატებით წარმოდგენილ (გამოთხოვილ) მასალებში.
4. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას უფლება აქვს შეარჩიოს აღკვეთის ღონისძიება, თუ ამის საფუძველი არსებობს საქმის ან დამატებით წარმოდგენილ (გამოთხოვილ) მასალებში.
5. აღკვეთის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა უფრო მკაცრი სახით დაიშვება მხოლოდ პროკურორის ან დაზარალებულის (მისი წარმომადგენლის) მოთხოვნით.
4.
საქმის სასამართლოში განხილვისას
აღკვეთის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა უფრო მკაცრი სახით დაიშვება მხოლოდ პროკურორის ან დაზარალებულის (მისი წარმომადგენლის) მოთხოვნით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 158. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმი🔗
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე ბრალდებული, აღინიშნება, ვინ, როდის, რა საფუძველზე შეარჩია, შეცვალა ან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. ამასთან, ბრალდებულს განემარტება მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არსი, მისთვის დაკისრებული შეზღუდვების ხასიათი და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ან შეცვლის შესახებ სასამართლო ბრძანებისა თუ განჩინების (დადგენილების) გასაჩივრების წესი, რაც უნდა აისახოს ოქმში.
2. სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის ან გაუქმების დროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მონაცემები უნდა აისახოს სასამართლო სხდომის ოქმში.
მუხლი 159. დაპატიმრება🔗
1. არავის დაპატიმრება არ შეიძლება მოსამართლის ბრძანების ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
2. სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ნებისმიერი პირი.
3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული და ჩვილბავშვიანი (ერთ წლამდე ასაკის) ქალის მიმართ, ხოლო შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით – გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით.
3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან 2 წელზე მეტი ვადით. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, არასრულწლოვნის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალისა და იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს ჩვილი (ერთ წლამდე ასაკის ბავშვი), აგრეთვე არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ან 3 წელზე მეტი ვადით. დაპატიმრება გამოიყენება ასევე ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. დაპატიმრება გამოიყენება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელსაც თუმცა ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396
მუხლი 160. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შერჩევის წესი🔗
1. გამომძიებელს ან პროკურორს, რომელიც პირს წაუყენებს ბრალდებას და დაკითხავს როგორც ბრალდებულს, შეუძლია 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. მოსამართლის მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტამდე გამომძიებელი და პროკურორი უფლებამოსილნი არიან დააკავონ ბრალდებული. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალები.
2. ასეთივე შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამ შემთხვევაში ბრალდებული დაპატიმრების შემდეგ მიჰყავთ მოსამართლესთან, რომელმაც ბრძანება გასცა, ან სხვა მოსამართლესთან დაპატიმრების ადგილას, განმარტების ჩამოსართმევად და დაპატიმრების ან განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად.
1. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს, რომელიც პირს წარუდგენს ბრალდებას და დაჰკითხავს, როგორც ბრალდებულს, შეუძლია ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, პროკურორი უფლებამოსილია დააკავოს ბრალდებული და დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლი.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების თაობაზე, რის შესახებაც დგება ოქმი. თუ დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ, გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს აგრეთვე უფლება აქვთ, მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. შუამდგომლობის შინაარსი, მისი განხილვისა და დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 140-ე მუხლით.
4. დაპატიმრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება) შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ განსასჯელის დაკითხვისა და იმ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, რომლებიც გავლენას ახდენენ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტაზე, აგრეთვე მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ.
4. დაპატიმრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება) როგორც წესი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ განსასჯელის დაკითხვისა და იმ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან იმყოფება მიმალვაში), რომლებიც გავლენას ახდენენ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტაზე, აგრეთვე მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ.
5. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირი მიმალვაშია, გამომძიებელს მის დაუსწრებლად გამოაქვს დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და ბრალდების წაყენების შემდეგ უფლება აქვს, პროკურორის თანხმობით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები ან სხდომის დახურვა აუცილებელია წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305
საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2020 - სსმ I, №48, 29.11.2005წ., მუხ.317
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 161. გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მითითება პატიმრობაში ყოფნის პირობების შესახებ🔗
1. გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს უფლება აქვთ მისცენ მითითება საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა ცალ-ცალკე ყოფნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის შესახებ.
2. მსჯავრდებული სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან შეიძლება გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეზე. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულმა, მოსამართლის დადგენილებით, საგამოძიებო იზოლატორში შეიძლება დაყოს 4 თვემდე. მოსამართლეს უფლება აქვს ეს ვადა გააგრძელოს კიდევ 4 თვით.
3. დაუშვებელია საგამოძიებო იზოლატორში ბრალდებულთან ოპერატიული მუშაობის განხორციელება.
1. გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს უფლება აქვთ მისცენ მითითება საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა (განსასჯელთა) ცალ-ცალკე ყოფნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის შესახებ.
2. მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შეიძლება გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ბადრაგირების განხორციელება გართულებულია, მოსამართლის დადგენილებით შესაძლებელია განსასჯელი საქმის განხილვისას დროებით მოთავსდეს უახლოეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მასზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338
მუხლი 162. პატიმრობის ვადა🔗
1. ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის სახით პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მისი მიყვანის მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა, – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.
2. პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას არ შეიძლება აღემატებოდეს 2 თვეს ეჭვმიტანილის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. პატიმრობის ვადის დინება წყდება იმ დღეს, როცა პროკურორი საქმეს სასამართლოში გაგზავნის. თუ დაკავებული ან დაპატიმრებული გაათავისუფლეს, შემდეგ კი კვლავ დააპატიმრეს, მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
3. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსამართლემ წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორის შუამდგომლობით, ბრალდებულის პატიმრობის ვადა შეიძლება გააგრძელოს 3 თვემდე. იმავე საფუძვლით საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და ოლქის პროკურორის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის ბრძანებით, ბრალდებულის პატიმრობის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის ბრძანებით, პატიმრობის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვეზე მეტი ხნით, მაგრამ არა უმეტეს 9 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
4. ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება შინაპატიმრობის, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო.
5. თუ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნდა პირველი ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოდან, ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლომდე გამოითვლება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის მიღების დღიდან. სასამართლომდე და სასამართლოს შემდეგ, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
6. პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ვადის გამოთვლისას ბრალდებულის (განსასჯელის) და მისი დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ვადა მხედველობაში არ მიიღება.
7. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეებზე, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა კიდევ 6 თვით. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.
1. ბრალდებულისა და განსასჯელის პატიმრობის საერთო ვადა არ აღემატება 9 თვეს და აითვლება დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა, – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.
2. პატიმრობის ვადის დინება წყდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისთანავე.
3. ბრალდებულის პატიმრობის პირველადი ვადაა 2 თვე. ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 1 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ, თუ არსებობს ამ კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები ან/და:
ა) თუ პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა დაარღვია მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება;
ბ) თუ ბრალდებულს უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა;
გ) საქმის სირთულის გამო.
4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ 60 დღემდე. ამ ვადის ამოწურვისთანავე ბრალდებული დაუყოვნებლივ თავისუფლდება პატიმრობიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.
5. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში მისი პატიმრობის ვადები აითვლება საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მისი ფაქტობრივი გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.
6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის წარდგინების საფუძველზე პროკურორის მიერ შედგენილი მოტივირებული შუამდგომლობით ბრალდებულის პატიმრობის ვადა შეიძლება გააგრძელოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ.
7. საქართველოში ექსტრადიციის მიზნით პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების დრო არ ჩაითვლება პატიმრობის ვადაში.
8. სასამართლოში საქმის შესვლიდან 24 საათში მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს განსასჯელის აღკვეთის ღონისძიების საკითხს.
9. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ სასამართლოში საქმის ჩაბარებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აითვლება განსასჯელის პატიმრობის ვადა, რომელიც უნდა იყოს გონივრული, მაგრამ ბრალდებულისა და განსასჯელის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №373 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.61
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/5/193 - სსმ IV, №49, 18.12.2003 წ., გვ. 15
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 163. პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი🔗
1. ბრალდებულის პატიმრობის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღისა პროკურორი ვალდებულია მოსამართლეს, გამოძიების ადგილის მიხედვით, წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და გამომძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელსაც პროკურორი მხარს უჭერს. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გამოძიების გაჭიანურების მიზეზები, გარემოებანი, რომელთა შემოწმებაც საჭიროა, და ვადა, რომელსაც გამომძიებელი ითხოვს.
2. შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, დახურულ სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით.
1. ბრალდებულის პატიმრობის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღისა პროკურორი ვალდებულია შესაბამის მოსამართლეს წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობა. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გამოძიების გაჭიანურების მიზეზები, გარემოებანი, რომელთა შემოწმებაც საჭიროა, და მოთხოვნილი ვადა.
2. შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. შუადგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) გასცეს ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) უარყოს შუამდგომლობა, გაათავისუფლოს ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით, ანდა გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება.
4. სასამართლო ბრძანება პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მოსამართლე იმავე დღეს ატყობინებს საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას გაცემული ბრძანების შესახებ.
5. თუ განაჩენი (განჩინება, დადგენილება) რევიზიის წესით უქმდება, სასამართლო პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხს წყვეტს მხოლოდ პროკურორის, დაზარალებულისა და მისი წარმომადგენლის შუადგომლობით.
4. სასამართლო ბრძანება (დადგენილება) პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მოსამართლე იმავე დღეს ატყობინებს საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას გაცემული ბრძანების (დადგენილების) შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 164. პატიმრობიდან განთავისუფლება🔗
1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება საქმის შეწყვეტის დღეს.
1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დღეს.
2. გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში.
3. სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში, ხოლო თუ იგი სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, – არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის განთავისუფლების შესახებ.
3. სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუ იგი სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, – არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის გათავისუფლების შესახებ.
4. სასამართლო საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას უგზავნის განაჩენს, დადგენილებას ან განჩინებას, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიება.
5. პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე ოფიციალურად დამოწმებული შეტყობინება, რომელიც კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებით გადაიცა, სასამართლო განაჩენის, დადგენილების ან განჩინების მიღებამდე განთავისუფლების საფუძველია.
6. პროკურორის დადგენილებით და ბრალდებულის თანხმობით, შესაძლებელია ბრალდებულის დროებითი გამოყვანა საპატიმრო ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ბრალდებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ საპატიმრო ადგილას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 165. უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება🔗
1. ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო. ზიანი ანაზღაურდება, თუ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან საქმე შეწყდა 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით.
1. ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება, თუ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან საქმე შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით.
2. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდით, მკურნალობის ხარჯების, შრომისუნარიანობის დაკარგვის ან დაქვეითების საკომპენსაციოდ, თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ.
(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი)
[საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/423 – სსმ IV, №86, 07.12.2009წ., გვ.1]
3. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით ბოდიშის მოხდის გზით, აგრეთვე ფულადი კომპენსაციით.
მუხლი 166. შინაპატიმრობა
1. შინაპატიმრობა გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომლის სრული იზოლაცია აუცილებლობით არ არის გამოწვეული. ამასთან, მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გარემოებები.
2. სასამართლო ბრძანებაში, განჩინებაში ან დადგენილებაში აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობის შერჩევის შესახებ უნდა აღინიშნოს, სახელდობრ რა უფლებები ეზღუდება დაპატიმრებულს. სასამართლო ბრძანების შესაბამისად, მას შეიძლება აეკრძალოს გარკვეულ პირებთან ურთიერთობა, სატელეფონო საუბრები, კორესპონდენციის გაგზავნა და მიღება, სახლიდან გასვლა. დაპატიმრებულის საცხოვრებელ ადგილს შეიძლება მიეჩინოს პოლიციის დაცვა. მის ქცევაზე შეიძლება დაწესდეს პოლიციის ზედამხედველობა. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა და გაუქმების წესები განისაზღვრება ამ კოდექსით.
3. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არა უმეტეს 9 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღკვეთის ეს ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს.
მუხლი 167. პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა
1. ბრალდებული, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება გადაეცეს პოლიციის ზედამხედველობაში.
2. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო დადგენილება (განჩინება) აღსასრულებლად ეგზავნება შინაგან საქმეთა სამმართველოს (განყოფილებას) ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პოლიციის ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში ბრალდებული და მასზე ზედამხედველობის დაწესების შესახებ შეატყობინოს მუშაობის ან სწავლის ადგილის ადმინისტრაციას, საპასპორტო სამსახურს ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და სამხედრო კომისარიატს, თუ ბრალდებული სამხედროვალდებულია.
3. პოლიციის ზედამხედველობაში მყოფ ბრალდებულს ეკრძალება სასამართლოს ან პროცესის მწარმოებელი სხვა ორგანოს ნებართვის გარეშე გაემგზავროს ამ დასახლებული პუნქტიდან, შეიცვალოს საცხოვრებელი ან დროებითი ყოფნის ადგილი აღნიშნული დასახლებული პუნქტის ფარგლებში. იგი ვალდებულია კვირაში ორჯერ მაინც გამოცხადდეს პოლიციის ორგანოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბრალდებული პოლიციის ორგანოში შეიძლება გამოიძახონ მისი ქცევისადმი კონტროლის განხორციელების წესით. ამავე მიზნით პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ მივიდნენ მასთან საცხოვრებელ ბინაში.
4. პოლიციის ზედამხედველობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არა უმეტეს 9 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს.
5. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის, გაუქმებისა და გაგრძელების წესები განსაზღვრულია 140-ე, 155-ე და 157-158-ე მუხლებით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/423 – სსმ IV, №86, 07.12.2009წ., გვ.1
მუხლი 166. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 167. (ამოღებულია)🔗

მუხლი 168. გირაო🔗
1. გირაო არის ფული, ფასიანი ქაღალდი ან ფასეულობა, რომელიც ბრალდებულს, მის ნათესავებს ან სხვა პირებსა და ორგანიზაციებს შეაქვთ იმ სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს დეპოზიტზე, რომლის განსჯადიცაა ეს სისხლის სამართლის საქმე. გირაოს შეტანა შეუძლია აღნიშნულ პირთაგან და ორგანიზაციათაგან რამდენიმეს. გირაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს უძრავი ქონება. თუ ბრალდებული დაარღვევს ნაკისრ ვალდებულებებს, გირაო გადადის სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. გირაოს მიღება ხდება მოსამართლის ბრძანების, სასამართლოს განჩინების ან დადგენილების საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ბრალდებული, გირაოს მიმცემი, გირაოს თანხა, გირაოში გადასაცემ ფასეულობათა დასახელება, ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა, ამ ბრძანების, დადგენილებისა თუ განჩინების მოქმედების ვადა, აგრეთვე პირი, რომელიც მას ასრულებს.
3. წინასწარი გამოძიების სტადიაზე გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს გირაოს მიღების შესახებ, ხოლო სასამართლოში გირაოს მიღება ფიქსირდება სასამართლო სხდომის ოქმში სასამართლო აღმასრულებლის მიერ წარმოდგენილი აღწერის საფუძველზე. ბრალდებულს განემარტება 151-ე მუხლიდან გამომდინარე მოვალეობები და მან წერილობით უნდა დადოს პირობა, რომ არ დაარღვევს მათ. გირაოს მიმცემს ეცნობება, რომ, თუ ბრალდებული არ შეასრულებს ამ ვალდებულებებს, დაკარგავს გირაოს. ოქმს ხელს აწერენ გირაოს მიმღები თანამდებობის პირი, გირაოს მიმცემი და ბრალდებული.
4. გირაოს თანხას განსაზღვრავს მოსამართლე ან სასამართლო ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულისა და გირაოს მიმცემის პიროვნების, გირაოს მიმცემის ქონებრივი მდგომარეობისა და ბრალდებულთან მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით. სხვა პირის ან ორგანიზაციის მიერ გირაოს შეტანაზე საჭიროა ბრალდებულის თანხმობა.
5. გირაოს შეტანისას გირაოს მიმცემს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია გირაოს მიმცემს.
6. გირაოს გადასვლა სახელმწიფო ბიუჯეტში ხდება საქმის განმხილველი მოსამართლის დადგენილების ანდა სასამართლოს განჩინების ან დადგენილების საფუძველზე, რის შემდეგაც ბრალდებულს შეეფარდება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
მუხლი 169. ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ
ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ არის ბრალდებულის წერილობითი ვალდებულება, რომელსაც იგი აძლევს მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს იმის შესახებ, რომ არ დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, არ აწარმოებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ხელს არ შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გამოცხადდება მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით. ხელწერილის მიმცემი კისრულობს ვალდებულებას არ გავიდეს აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვის გარეშე და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი მითითებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში.
1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს, მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2. პროკურორი სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის დროს განსაზღვრავს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, განსასჯელს, მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ სხვა პირს გირაოს თანხის ნაცვლად შეუძლია შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ან მოძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის
ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2 000 ლარზე ნაკლები.
3. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში.
4. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი ან გამომძიებელი პროკურორის თანხმობით მიმართავს შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი მიმართავს სასამართლოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
6. სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება დაკავების სახით, მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე. გირაოს შეტანას ადასტურებს სასამართლო ან პროკურორი.
7. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, ჩაიდინა ახალი დანაშაული, განახორციელა ზეწოლა პროცესის მონაწილეზე ან/და საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის ბრძანებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე ბრძანებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება, გირაოს სახით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
8. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათ სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
81. თუ ბრალდებული ან განსასჯელი კეთილსინდისიერად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, პროკურორი უფლებამოსილია გირაოს თანხის შემცირების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის ან განსჯადობის მიხედვით. აღნიშნულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მისი წარდგენიდან 24 საათში. მითითებული შუამდგომლობის წარდგენისას და განხილვისას გამოიყენება ამ ნაწილით და ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესები. წინასწარი გამოძიების ეტაპზე შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
9. თუ ბრალდებულის ან განსასჯელის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ან განსასჯელის სათანადო ქცევას და მის დროულ გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით), მოძრავი ან უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
10. გირაოს შემტანისთვის გირაოს თანხის დაბრუნება ხდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროში წარდგენის გზით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3369 - სსმ I, №40, 20.07.2010წ., მუხ.248
მუხლი 169. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 170. პირადი თავდებობა🔗
1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას (169-ე მუხლი) და მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას.
1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას.
2. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი.
3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.
4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. ეს ცნობები უნდა აისახოს თავდებობის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ თანამდებობის პირი, რომელმაც ეს აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა, ბრალდებული და თავდები. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ. თავდებობის ოქმიცა და ხელწერილებიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.
3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა
შუამდგომლობით
ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.
4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.
5. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
6. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 171. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა🔗
1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს წერილობითი ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოცხადებას მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, აგრეთვე მის სათანადო ქცევას.
2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირების მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან თავად არასრულწლოვნის თანხმობით.
3. არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემის წინ მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა შეკრიბონ ცნობები მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების პიროვნების, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ მათ შეუძლიათ სათანადოდ განახორციელონ მასზე მეთვალყურეობა.
1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს წერილობითი ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, აგრეთვე მის სათანადო ქცევას.
2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირების მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ ამ პირთა და თავად არასრულწლოვნის თანხმობით.
3. არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა შეკრიბონ ცნობები მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების პიროვნების, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ მათ შეუძლიათ სათანადოდ განახორციელონ მასზე მეთვალყურეობა.
4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე ავადმყოფობის, ოჯახში ურთიერთობის გაუარესების, სხვა მიზეზების გამო, რომლებიც გამორიცხავენ არასრულწლოვნის სათანადო ქცევის შესაძლებლობას.
5. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს, დახურული საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელს ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომლიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იგი გადაეცა მეთვალყურეობაში. ეს ცნობები უნდა აისახოს მეთვალყურეობაში გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.
6. პირს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
7. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობას, პირს, რომელიც მას მეთვალყურეობს, სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 172. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა🔗
1. ბრალდებული, რომელიც ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურე ან სასწავლო შეკრებაზე გაწვეული სამხედროვალდებულია, სასამართლო ბრძანებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.
2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის (169-ე მუხლი) და მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადების უზრუნველსაყოფად.
1. ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, ვადიანი სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლო ბრძანებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.
2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადების უზრუნველსაყოფად.
3. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება, არ გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ განთავისუფლდეს ნაწილიდან და იმყოფებოდეს მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში.
4. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება.
5. სასამართლო ბრძანება (განჩინება) ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ სავალდებულოა სარდლობისათვის.
6. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელმაც ეს აღკვეთის ღონისძიება შეარჩია.
7. სარდლობა ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
7. სამხედრო მეთაური, რომელსაც სამეთვალყურეოდ გადაეცა ბრალდებული, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4324 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.41
მოყვანა
მუხლი 173. გამოცხადების სავალდებულოობა🔗
პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით იძახებენ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ვალდებულნი არიან გამოცხადნენ ზუსტად დანიშნულ დროს. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილენი შეიძლება იძულებით მოიყვანონ.
1. პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით იძახებენ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ვალდებული არიან, გამოცხადდნენ ზუსტად დანიშნულ დროს. გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილენი შეიძლება იძულებით მიიყვანონ.
2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის იძულებით მოყვანა დაიშვება მხოლოდ პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით).
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 174. მოსაყვანი პირი🔗
1. მოყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმის მონაწილეობა, თუ ეს პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და, ამასთან, დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზები.
2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მოყვანა წინასწარი გამოძახების გარეშე შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა აღნიშნული პირები ემალებიან მოკვლევას, გამოძიებასა და სასამართლოს, ან არა აქვთ გარკვეული საცხოვრებელი ადგილი.
2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მოყვანა წინასწარი გამოძახების გარეშე შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული პირები ემალებიან წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, ან არა აქვთ გარკვეული საცხოვრებელი ადგილი.
3. განსასჯელის მოყვანა სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის მიზეზის წინასწარი გარკვევის გარეშე დაშვებულია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საქმის მოსმენა უნდა გადაიდოს განსასჯელის დაუსწრებლობისა და, ამასთანავე, იმის გამო, რომ არ არსებობს ცნობები მისი ადგილსამყოფლის შესახებ.
4. არ შეიძლება 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა, ფეხმძიმე ქალთა და მძიმე ავადმყოფთა მოყვანა.
5. არ შეიძლება დაზარალებულის მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-145-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამართლეს მიაჩნია, რომ მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმის გადაწყვეტა.
4.
როგორც წესი
არ შეიძლება 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა, ფეხმძიმე ქალთა და მძიმე ავადმყოფთა მოყვანა.
5.
საქმის სასამართლოში განხილვისას
არ შეიძლება დაზარალებულის მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამართლეს მიაჩნია, რომ მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმის გადაწყვეტა.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 175. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) მოყვანის შესახებ🔗
1. მოსამართლე მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით გასცემს ბრძანებას გამოძიების ადგილას გარკვეული პირის იძულებით მოყვანის შესახებ, ხოლო სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს, გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენილება) მოყვანის შესახებ.
1. გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე გასცემს ბრძანებას წინასწარი გამოძიების ადგილას გარკვეული პირის იძულებით მოყვანის შესახებ, ხოლო სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს, გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენილება) აღნიშნული პირის მოყვანის თაობაზე.
2. მოყვანის შესახებ ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული უნდა იყოს: მოსაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამსახურის ადგილი; მისი მოყვანის გამოყენების საფუძვლები; როდის, სად უნდა მიიყვანონ პირი, რომელსაც მოყვანა შეეფარდა; ვის ევალება მოყვანის განხორციელება.
3. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემამდე ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გამოტანამდე მოწმდება მოსაყვანი პირის გამოუცხადებლობის მიზეზი.
3. (ამოღებულია).
4. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 176. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებისა და განჩინების (დადგენილების) აღსრულება🔗
1. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) აღსასრულებლად გადაეცემა პოლიციის ორგანოს.
2. როცა მოსაყვან პირს აღმოაჩენენ, პოლიციის მუშაკი მას ხელწერილით აცნობს სასამართლო ბრძანებას ან განჩინებას (დადგენილებას) მოყვანის შესახებ და მიჰყავს იმ ორგანოში, რომელიც აღნიშნულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამასთან, ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მოყვანის დროის, აგრეთვე მოყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებების, საჩივრებისა და შუამდგომლობების შესახებ.
3. თუ პოლიციის მუშაკი დაადგენს, რომ მოყვანა შეუძლებელია სათანადო პირის გაქცევის, შვებულების, მივლინების, მძიმე ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო, ამის თაობაზე ის აკეთებს ჩანაწერს მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) და აღსრულების გარეშე უბრუნებს განჩინების (დადგენილების) გამომტან მოსამართლეს ან სასამართლოს თავისი ახსნა-განმარტებითურთ.
4. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების მოყვანა დაუშვებელია.
4. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების მოყვანა დაუშვებელია.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში
პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩასატარებლად
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 177. სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი🔗
1. თუ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის ან ჩატარების დროს დადგება სტაციონარული მეთვალყურეობის საჭიროება, მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს სასამართლო ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) საფუძველზე უფლება აქვთ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
2. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის შეიძლება აგრეთვე მოათავსონ პირი, რომლის ფსიქიკური მდგომარეობაც გამორიცხავს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასა და ბრალდების წაყენებას, თუმცა არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მან ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
3. თუ პირი ბრალდების წაყენებამდე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მას უნდა წაეყენოს ბრალდება, ან ის ცნობილ უნდა იქნეს პირად, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
4. დაზარალებული და მოწმე არ შეიძლება იძულებით მოათავსონ სამედიცინო დაწესებულებაში, გარდა 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1. თუ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის ან ჩატარების დროს დადგება სტაციონარული მეთვალყურეობის საჭიროება, გამომძიებელს, პროკურორს სასამართლო ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) საფუძველზე უფლება აქვთ ბრალდებული, განსასჯელი მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
2. (ამოღებულია).
3. თუ პირი ბრალდების წაყენებამდე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მას უნდა წაეყენოს ბრალდება ან მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 178. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ🔗
1. სამედიცინო დაწესებულებაში პირი თავსდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მან გასცა გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.
1. სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული ექსპერტიზისათვის პირი თავსდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მან გასცა პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.
2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლო ბრძანება და განჩინება (დადგენილება) დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინებისაგან (დადგენილებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება; გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – განკარგულება სამედიცინო დაწესებულებაში პირის ეტაპირების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 179. პირი, რომელიც არ შეიძლება იძულებით მოთავსებულ იქნეს სამედიცინო დაწესებულებაში🔗
დაზარალებული და მოწმე არ შეიძლება იძულებით მოათავსონ სამედიცინო დაწესებულებაში, გარდა 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 180. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების დროს🔗
1. დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულის, განსასჯელის ან იმ პირის მოთავსება, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, თუ ეს დაწესებულება მოუწყობელია დაპატიმრებულთა მოსათავსებლად.
2. სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება პატიმრობის ვადაში და მისი გაგრძელება ხდება 163-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 181. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა
1. ბრალდებული, განსასჯელი ან პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, შეიძლება მოთავსდეს სამედიცინო დაწესებულებაში არა უმეტეს ერთი თვის ვადისა.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს იმ მოსამართლის ბრძანების ან იმ სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე, რომლის წარმოებაშიცაა საქმე. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.
3. თუ პირი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენჯერმე იყო მოთავსებული, ამ დაწესებულებაში მისი ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.
1. დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულის ან განსასჯელის მოთავსება, თუ ეს დაწესებულება მოუწყობელია დაპატიმრებულთა მოსათავსებლად.
2. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 181. ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა🔗
1. ბრალდებული ან განსასჯელი შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 10 დღით იმ მოსამართლის ბრძანების ან იმ სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე, რომლის წარმოებაშიცაა საქმე. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.
3. თუ ბრალდებული ან მისი დამცველი საკუთარი ინიციატივით შუამდგომლობს სტაციონარულ ექსპერტიზაზე მოთავსებას, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელებისას არ გამოიყენება ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადები. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ამგვარი ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. პროკურორის შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ბრალდებულის მოთავსების შემთხვევაში ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ჩაითვლება პატიმრობის ვადაში.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 182. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლება🔗
სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს აქვს დაცვის მოთხოვნის უფლება. მას შეუძლია ისარგებლოს დამცველის მომსახურებით, შეხვდეს მას მარტო, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება
მუხლი 183. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი🔗
1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არის სარწმუნო მონაცემები, რომ ამ სამუშაოზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.
2. თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებულ ბრალდებულს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ უნდა იყოს შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, თუ იგი დაპატიმრებული არ არის და სხვაგან არ მუშაობს.
მუხლი 184. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ🔗
1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმაო საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით).
1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით).
2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირი, მისი სამუშაო ადგილი და თანამდებობა, თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება.
3. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, რომელიც ვალდებულია მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შემოსვლის შემდეგ დაუყოვნებლივ აღასრულოს იგი და ამის თაობაზე შეატყობინოს შესაბამისად სასამართლოს ან მოსამართლეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 185. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ვადა🔗
მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.
1. მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.
2. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ან გადაყენებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
მუხლი 186. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ ბრძანების დადასტურება და გაუქმება🔗
სასამართლო და მოსამართლე საქმის განხილვისას ვალდებულნი არიან დაადასტურონ ან გააუქმონ ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება, ანდა, პროკურორის ან დაზარალებულის შუამდგომლობით, გადაწყვიტონ ამ ღონისძიების გამოყენების საკითხი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მუხლი 187. ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიღება
1. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობას შესაბამისად იძლევიან საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იმავდროულად გაიცემა თანხმობა აღნიშნულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირთა თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომელიც თანხმობის მიღების შემდეგ სასამართლო ბრძანების მისაღებად მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
მუხლი 187. ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენება (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება)🔗
1. საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირთა თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 188. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება🔗
1. თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, საქმის შედეგის მიუხედავად. ზიანი უნდა ანაზღაურდეს ყველა შემთხვევაში, თუ ამ პირის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან შეწყვეტილია სისხლის სამართლის საქმე 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით.
1. თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, საქმის შედეგის მიუხედავად.
2. ზიანის ანაზღაურების წესი განსაზღვრულია 223-ე მუხლით.
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 189. ეჭვმიტანილის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება🔗
183-188-ე მუხლებში აღნიშნული დებულებები ვრცელდება ეჭვმიტანილზედაც.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
მუხლი 1891. ძებნილი, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების საფუძველი🔗
საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ძებნილი, ეჭვმიტანილი ან ბრალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პასპორტის გამოყენებით შეძლებს საქართველოდან გასვლას ან საზღვარგარეთ გადაადგილებას.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
მუხლი 1892. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორის დადგენილება🔗
1. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ დადგენილება გამოაქვს პროკურორს, რის თაობაზედაც ეცნობება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.
2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; დადგენილების შემდგენი პირის თანამდებობა და გვარი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის გამცემი ორგანო და პასპორტის გაცემის თარიღი.
3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
მუხლი 1893. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ვადა🔗
1. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეჩერდება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე.
2. პროკურორი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ნებისმიერ დროს გამოიტანოს დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ.
3. დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.
4. პირი, რომლის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედებაც შეჩერდა, უფლებამოსილია აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აღნიშნული პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
მუხლი 1894. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსამართლის ბრძანება🔗
1. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, რომელიც დასაბუთებული ვარაუდისა და საკმარისი საფუძვლის არსებობისას, შუამდგომლობით მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს ბრძანებით.
2. მოსამართლის ბრძანებაში, გარდა ამ კოდექსის 140-ე მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს: საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის გამცემი ორგანო და პასპორტის გაცემის თარიღი.
3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
მუხლი 1895. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ვადა🔗
1. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეჩერდება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე.
2. ეჭვმიტანილი პირის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება შეიძლება არა უმეტეს ერთი თვისა.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
ქონებაზე ყადაღის დადება
მუხლი 190. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი🔗
სამოქალაქო სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა თუ განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ.
1. სარჩელის, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ანდა დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ანდა რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ ამ ქონების მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია დააყადაღოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონება. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია აღძრას შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე თანამდებობის პირის ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების, დაყადაღების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–330-ე და 331
1
მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არის საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.
3. სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არის საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება რეკეტულია ან ქურდული სამყაროს წევრის ქონებაა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1910 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.24
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 191. ქონებაზე ყადაღის დადებისას მესაკუთრის უფლებამოსილებათა შეზღუდვა🔗
ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას.
მუხლი 192. ქონება, რომელზედაც ყადაღის დადება არ შეიძლება🔗
1. არ შეიძლება ყადაღა დაედოს ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრებისათვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარსა და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს.
2. არ შეიძლება ყადაღა დაედოს დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის, საზოგადოებრივ და პროფესიულ გაერთიანებათა ქონებას, გარდა კოლექტიური საკუთრების იმ წილისა, რომლის განცალკევებაც შეიძლება მათი სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის მიუყენებლად.
2. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 193. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი🔗
1. თუ არსებობს საფუძველი დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს, სად და ვის ხელშია ეს ქონება. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს საჭირო საგამოძიებო მოქმედება ბანკებში, ლომბარდებში, შემნახველ საკნებში, საფოსტო და სხვა დაწესებულებებში ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და საგნების აღმოსაჩენად.
2. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ადგენს და სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. შუამდგომლობაში აღნიშნული უნდა იყოს მოსამართლის ბრძანების მისაღებად საჭირო მონაცემები.
3. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
1. თუ არსებობს ამ კოდექსის 190-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ქონებაზე ყადაღის დადებისათვის, პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ადგენს, სად და ვის ხელშია ეს ქონება. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს საჭირო საგამოძიებო მოქმედება ბანკში, ლომბარდში, შემნახველ საკანში, საფოსტო და სხვა დაწესებულებებში ან საცავში ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და საგნების აღმოსაჩენად.
2. პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ადგენს და სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს მოსამართლის ბრძანების მისაღებად საჭირო მონაცემები.
3. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 194. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ🔗
1. ქონებას ყადაღა ედება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომლის ასლიც ეძლევა მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს თავისი შუამდგომლობის შესაბამისად, ანდა საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.
1. ქონებაზე ყადაღა ედება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომლის ასლიც ეძლევა გამომძიებელს ან პროკურორს თავისი შუამდგომლობის შესაბამისად, ანდა საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.
2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: ვის ქონებას ედება ყადაღა, სად და ვისთან ინახება იგი; რა საგნებისაგან, ფასიანი ქაღალდებისაგან, ფულისაგან, ფასეულობებისაგან შედგება იგი, თუ ეს გამოძიებას დადგენილი აქვს; ერთობლივი საკუთრების რომელ წილს ედება ყადაღა; ვის ევალება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების შესრულება; დასაშვებია თუ არა ჩხრეკა იმ შემთხვევაში, როცა ქონების ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარია მიღებული, ვის და სად ეძლევა ჩხრეკის ჩატარების უფლება; რა თანხას უნდა დაედოს ყადაღა სარჩელის უზრუნველსაყოფად.
3. თუ ქონება, ფული, ფასეულობა ინახება რამდენიმე ადგილას და სხვადასხვა პირთან, უნდა გაიცეს სათანადო რაოდენობის მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 195. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ🔗
1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. დადგენილებაში უნდა აღინიშნოს 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემები.
1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. დადგენილებაში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემები.
2. დადგენილებას აღასრულებს მისი გამომტანი პირი, რის შესახებაც მან 24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინოს მოსამართლეს, რომელიც ადასტურებს დადგენილების კანონიერებას ან უკანონოდ ცნობს მას და აუქმებს ქონებაზე ყადაღის დადებას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 196. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი🔗
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლის ბრძანებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – თავის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა, ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. სასამართლო განჩინების (დადგენილების) თანახმად, ქონებას ყადაღას ადებს სასამართლოს აღმასრულებელი.
3. პირი თვითონ განსაზღვრავს, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა სასამართლო ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.
1. გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლის ბრძანებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – თავის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა, ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. სასამართლო განჩინების (დადგენილების) თანახმად, ქონებას ყადაღას ადებს აღმასრულებელი.
3. აღმასრულებელი თვითონ განსაზღვრავს, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა სასამართლო ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.
4. ქონებაზე ყადაღის დადებაში მონაწილეობს სპეციალისტი – საქონელმცოდნე, რომელიც განსაზღვრავს ქონების ღირებულებას.
5. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით.
6. ფულად ანაბარზე ყადაღის დადებისას წყდება საანაბრო ოპერაციები.
7. ყადაღა ედება ბრალდებულის წილს მეუღლეების ან ოჯახის ერთობლივ საკუთრებაში, ხოლო თუ არსებობს მონაცემები, რომ ერთობლივი საკუთრება შეძენილი ან გაზრდილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს.
7. ყადაღა ედება ბრალდებულის წილს მეუღლეების ან ოჯახის ერთობლივ საკუთრებაში, ხოლო თუ არსებობს მონაცემები, რომ ერთობლივი საკუთრება შეძენილი ან გაზრდილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას, მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია.
8. დასაყადაღებელი ქონების წილის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენაში თითოეული ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხი. ყველა შემთხვევაში ბრალდებულის ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, არ უნდა აღემატებოდეს იმ ზიანის საერთო თანხას, რომლის მიყენებაშიც მონაწილეობდა ყველა ბრალდებული.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №211 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.127
მუხლი 197. ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი🔗
1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287-ე მუხლის მიხედვით, ხოლო სასამართლოს აღმასრულებელი აღწერს ქონებას. ოქმში (აღწერაში) უნდა აღინიშნოს დასაყადაღებელი ქონების ზუსტი დასახელება, რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთის ხარისხი, სხვა ინდივიდუალური ნიშნები და ღირებულება; მიეთითოს, თუ რა ქონებაა ჩამორთმეული და რა დარჩა შესანახად; ეკუთვნის თუ არა ეს ქონება ან მისი ნაწილი სხვა პირებს; მოყვანილ იქნეს განცხადებები იმ პირის მოქმედების შესახებ, რომელიც ქონებას აყადაღებს.
1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მიხედვით, ხოლო აღმასრულებელი აღწერს ქონებას. ოქმში (აღწერაში) უნდა აღინიშნოს დასაყადაღებელი ქონების ზუსტი დასახელება, რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთის ხარისხი, სხვა ინდივიდუალური ნიშნები და ღირებულება; მიეთითოს, თუ რა ქონებაა ჩამორთმეული და რა დარჩა შესანახად; ეკუთვნის თუ არა ეს ქონება ან მისი ნაწილი სხვა პირებს; მოყვანილ იქნეს განცხადებები იმ პირის მოქმედების შესახებ, რომელიც ქონებას აყადაღებს.
2. ბეჭდით დამოწმებული ოქმის (აღწერის) ასლი ხელწერილით გადაეცემა პირს, რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო, ხოლო თუ ქონებას ყადაღა დაედო ამ პირის არყოფნაში, – მისი ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს ან ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს. დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ტერიტორიაზე ქონების დაყადაღებისას ოქმის ასლი ხელწერილით გადაეცემა ადმინისტრაციის წარმომადგენელს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №211 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.127
მუხლი 198. დაყადაღებული ქონების შენახვა🔗
1. დაყადაღებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს.
2. ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, ჩეკები, ფასიანი ქაღალდები შესანახად ბარდება სახელმწიფო ბანკის დაწესებულებაში, ხოლო ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები – შემნახველ ბანკში. ფული შედის იმ სასამართლოს დეპოზიტზე, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. დანარჩენი ამოღებული საგნები ილუქება და ინახება იმ ორგანოში, რომლის შუამდგომლობითაც ყადაღა დაედო ქონებას, ანდა შესანახად გადაეცემა ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.
3. დაყადაღებული და ამოღებული ქონება ილუქება და შესანახად რჩება მესაკუთრესთან, მფლობელთან ან ბრალდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრთან. ამ პირებს უნდა განემარტოთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ ქონების გასხვისებისა თუ გაფუჭებისათვის, რის შესახებაც მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი.
2. ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, ჩეკები, ფასიანი ქაღალდები შესანახად ბარდება სახელმწიფო ბანკის დაწესებულებაში, ხოლო ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები – შემნახველ ბანკში. ფული შედის იმ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. დანარჩენი ამოღებული საგნები ილუქება და ინახება იმ ორგანოში, რომლის შუამდგომლობითაც ყადაღა დაედო ქონებას, ანდა შესანახად გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.
3. დაყადაღებული და ამოღებული ქონება,გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ქონებისა,ილუქება და შესანახად რჩება მესაკუთრესთან, მფლობელთან ან ბრალდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრთან. ამ პირებს უნდა განემარტოთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ ქონების გასხვისებისა თუ გაფუჭებისათვის, რის შესახებაც მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120
მუხლი 199. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) მოქმედების ვადა🔗
1. ქონებას ყადაღა ედება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე.
2. 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღა უქმდება.
3. 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, მოსამართლეს ან სასამართლოს უფლება აქვს გააგრძელოს ქონების დაყადაღების ვადა 30 დღით.
4. სამოქალაქო სარჩელის გამოხმობის ან ქონებაზე ყადაღის დადების სხვა საფუძვლების მოსპობის შემთხვევაში ეს ღონისძიება შეიძლება გააუქმოს მოსამართლემ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველმა სასამართლომ თავისი განჩინებით.
5. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შემთხვევაში უფლება აქვთ არ გააუქმონ ბრალდებულის ქონებაზე ყადაღა, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში – გასცენ განკარგულება ყადაღის შენარჩუნების შესახებ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე.
მუხლი 200. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის დადგენილების გასაჩივრება
1. მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დამცველმა, კანონიერმა წარმომადგენელმა, აგრეთვე სამოქალაქო მოპასუხემ სასამართლოში გამოძიების წარმოების ადგილის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების აღსრულებას.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მისი აღსრულებიდან 14 დღის განმავლობაში შეიძლება მოსამართლესთან გაასაჩივრონ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულმა პირებმა. მოსამართლე ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად ამ კოდექსის 234–242-ე მუხლებით გათვალისწინებული წესებით.
3. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ქონებას ყადაღა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში (აღწერაში), უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად. ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის გამო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორისათვის, აგრეთვე საქმის განმხილველი სასამართლოსათვის.
2. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღა უქმდება.
3. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „თ“–„მ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, მოსამართლეს ან სასამართლოს უფლება აქვს გააგრძელოს ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 30 დღით.
4. სამოქალაქო სარჩელის გამოხმობის ან ქონებაზე ყადაღის დადების სხვა საფუძვლების მოსპობის შემთხვევაში ეს ღონისძიება შეიძლება გააუქმოს მოსამართლემ პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველმა სასამართლომ თავისი განჩინებით.
5. გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალდებულის ქონების მიმართ გამოყენებული ყადაღის დადების ღონისძიება უქმდება აგრეთვე პროკურორის დადგენილებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
6. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შემთხვევაში უფლება აქვთ არ გააუქმონ ბრალდებულის ქონებაზე ყადაღა, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში – გასცენ განკარგულება ყადაღის შენარჩუნების შესახებ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 200. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება🔗
1. მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მისი გაცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათის ვადაში, ხოლო დადგენილება ქონებისათვის ყადაღის დადებაზე უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.
2. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ქონებას ყადაღა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში (აღწერაში), უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის გამო სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის, აგრეთვე საქმის განმხილველი სასამართლოსათვის.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
მუხლი 201. ქონების დაბრუნება რეაბილიტაციის დროს🔗
ბრალდებულის ან მსჯავრდებულის რეაბილიტაციის შემთხვევაში დაყადაღებული და ამოღებული ქონება უნდა დაუბრუნდეს მას ნატურით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – ფულით, რეაბილიტაციის დღეს არსებული მისი საშუალო საბაზრო ფასის მიხედვით.
პასუხისმგებლობა მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის
მუხლი 202. იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებასა და სასამართლო განხილვას
1. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საპროცესო მოვალეობის განზრახ დარღვევისათვის.
2. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ უხეში დაუდევრობისათვის, რასაც უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება მოჰყვა.
3. დანარჩენ შემთხვევაში, თუ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ბრალეულად დაარღვევენ საპროცესო მოვალეობას, მათ კანონის მიხედვით დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
4. მომკვლევი და გამომძიებელი სისხლის სამართლის საქმის შემდგომ გამოძიებას შეიძლება ჩამოაშოროს პროკურორმა, ხოლო პროკურორი – ზემდგომმა პროკურორმა, თუ მათ დაარღვიეს კანონი.
პასუხისმგებლობა წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 202. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 203. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა პასუხისმგებლობა გამოცხადებასა და თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის თქმისათვის🔗
1. თუ მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, მას დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
2. თუ ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე უარს იტყვის გამოცხადებასა და ამ კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, მას დაეკისრება ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
3. იძულებით მოყვანის შემთხვევაში პროცესის მონაწილე არ თავისუფლდება გამოძახებისას გამოუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობისაგან. იძულებით მოყვანილს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
1. თუ მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, მას დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
2. თუ ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე უარს იტყვის გამოცხადებაზე ან ამ კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, მას დაეკისრება ფულადი ჯარიმა 500 ლარამდე ოდენობით.
3. იძულებით მოყვანის შემთხვევაში პროცესის მონაწილე არ თავისუფლდება გამოძახებისას გამოუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობისაგან.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305
მუხლი 204. პასუხისმგებლობა ცრუ ცნობების მიწოდებისათვის🔗
1. ცრუ დასმენას, დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენებას, ექსპერტის არასწორ დასკვნას, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში თარჯიმნის არასწორ თარგმანს მოსდევს ამ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-372-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
2. ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ აგრეთვე მოწმე და დაზარალებული, რომლებიც ბრალდებულისა და ეჭვმიტანილის ახლო ნათესავები არიან, ანდა რომლებსაც უნდა ეპასუხათ დანაშაულის ჩადენაში მათს მამხილებელ შეკითხვებზე.
1. ცრუ დასმენას, დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენებას, ექსპერტის ყალბ დასკვნას, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში თარჯიმნის არასწორ თარგმანს, დაზარალებულის ან მოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემას მოსდევს ამ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 3711, 373-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
2. ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ აგრეთვე მოწმე და დაზარალებული, თუ ისინი ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავები არიან, ანდა რომლებსაც უნდა ეპასუხათ დანაშაულის ჩადენაში მათ მამხილებელ შეკითხვებზე.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305
მუხლი 205. პასუხისმგებლობა სხვა საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის🔗
ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე დაეკისრებათ: დაზარალებულებსა და მოწმეებს, – თუ უარს იტყვიან მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს კანონიერ მოთხოვნებზე შემოწმების, ექსპერტიზის ჩატარების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ; კავშირგაბმულობის დაწესებულებათა უფროსებსა და თანამშრომლებს – საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან არასათანადოდ შესრულებისათვის; სხვა პირებს, რომლებიც ხელს უშლიან შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის, ჩხრეკისა და ამოღების ჩატარებას; სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე ყველა პირს, ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის გარდა, – წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნებისათვის, თუ ისინი მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა გააფრთხილა მათი გამჟღავნების დაუშვებლობის შესახებ და თუ მან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მათი მიცემა მიზანშეწონილად არ მიიჩნია; საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, – თუ ხელს შეუშლიან მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით იმ პირთა გამოცხადებას, რომლებიც არიან ბრალდებული, ეჭვმიტანილი, დაზარალებული, მოწმე, სპეციალისტი, ექსპერტი, თარჯიმანი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, მსაჯული; აგრეთვე იმისათვის, თუ განუხილველი დარჩა ანდა დროულად არ გაეცა პასუხი კერძო განჩინებას ან წარდგინებას კანონის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების შესახებ.
ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის მოსამართლე (სასამართლო) ფულად ჯარიმას 500 ლარამდე ოდენობით დააკისრებს:
ა) დაზარალებულსა და მოწმეს, რომლებიც უარს იტყვიან შემოწმების, ექსპერტიზის ჩატარების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს კანონიერი მოთხოვნების შესრულებაზე;
ბ) სხვა პირებს, რომლებიც ხელს შეუშლიან შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის, ჩხრეკის ან ამოღების ჩატარებას;
გ) იურიდიულ პირთა ან ადმინისტრაციულ ორგანოთა ხელმძღვანელებს, რომლებიც ხელს შეუშლიან გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით იმ პირთა გამოცხადებას, რომლებიც არიან: ბრალდებული, ეჭვმიტანილი, დაზარალებული, მოწმე, სპეციალისტი, ექსპერტი, თარჯიმანი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები; აგრეთვე იმისთვის, თუ განუხილველი დარჩა ან/და დროულად არ გაეცა პასუხი კერძო განჩინებას (დადგენილებას) ან წარდგინებას კანონის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305
მუხლი 206. პასუხისმგებლობა აღკვეთის ღონისძიების დაუცველობისათვის🔗
თუ ბრალდებული სათანადოდ არ იქცევა, რის თავიდან ასაცილებლადაც იყო შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, მისი გირაოს მიმცემს, თავდებს, მშობლებს, მეურვეებსა და მზრუნველებს ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ 168-ე, 170-171-ე მუხლების შესაბამისად, 205-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 207. პასუხისმგებლობა საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ზიანისათვის🔗
კანონით დადგენილი წესით მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სასამართლოში საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ხარჯები გადახდება გამოუცხადებელ პირს.
მუხლი 208. პასუხისმგებლობა სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის
1. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, თავმჯდომარის განკარგულების დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს უპატივცემლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილეს მოსამართლის დადგენილებით ან სასამართლო განჩინებით აძევებენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან და საქმის მოსმენა გრძელდება მის დაუსწრებლად.
2. თუ მოსამართლის დადგენილება ან სასამართლო განჩინება გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან დამცველს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე ახორციელებდა რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე დამცველი. გაძევებული ბრალმდებლის ან დამცველის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება, რომელიც ეგზავნება შესაბამისად ზემდგომ პროკურორს ან ადვოკატთა კოლეგიას.
3. თუ განსასჯელი გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, სასამართლო განაჩენი, განჩინება ან დადგენილება ცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, გამოცხადება ხდება განსასჯელის გარეშე, რის შემდეგაც მას ხელწერილით გადაეცემა განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების ასლი.
4. თუ სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე ნებისმიერი პირი არღვევს წესრიგს ან პატივს არ სცემს სასამართლოს, იგი თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან.
5. გაძევებულ პირს, განსასჯელის, სახელმწიფო ბრალმდებლისა და დამცველის გარდა, მოსამართლის დადგენილებით ან სასამართლო განჩინებით, რომელიც იმავე სასამართლოს სხდომაზე უნდა იქნეს გამოტანილი, შეიძლება დაეკისროს ჯარიმა შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე. ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება ან განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციაში.
მუხლი 209. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი
1. თუ პროცესის რომელიმე მონაწილე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 კარით გათვალისწინებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ), ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და აწარმოებს გამოძიებას ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
2. პროკურორის მიერ დამტკიცებული ოქმი სამართალდარღვევის შესახებ (ამ კოდექსის 203-ე მუხლის მეორე ნაწილით, 204-205-ე მუხლებით გათვალისწინებულ საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის) და თანდართული მასალები იგზავნება სასამართლოში.
3. 204-ე მუხლში აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და მასთან ერთად გაიგზავნოს სასამართლოში. წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქმის შეწყვეტისას ოქმი და მასალები სასამართლოში იგზავნება სისხლის სამართლის საქმის გარეშე.
მუხლი 210. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი
1. 209-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ სამართალდარღვევის ოქმსა და თანდართულ მასალებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლო გამწესრიგებელ სხდომაზე პასუხისგებაში მიცემული პირის გამოძახებით.
2. გამწესრიგებელ სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს პროკურორს, აგრეთვე იმ პირის მიერ მოწვეულ დამცველს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა.
1. კანონით დადგენილი წესით გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, სასამართლოში საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით გადახდება გამოუცხადებელ პირს.
2. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას მოსამართლე (სასამართლო) აკისრებს ჯარიმას 100-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 208. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა🔗
1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე), რომელიც უფლებამოსილია სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა.
2. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.
3. თუ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან დამცველს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე ახორციელებდა რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე დამცველი. გაძევებული ბრალმდებლის ან დამცველის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომელიც ეგზავნება შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან ადვოკატთა გაერთიანებას.
4. თუ ბრალდებული ან განსასჯელი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან, სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, გადაწყვეტილების გამოცხადება ხდება ბრალდებულის ან განსასჯელის გარეშე, რის შემდეგაც მას ხელწერილით გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი.
5. პირი სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.
6. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.
7. თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს (მოსამართლის), პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას, ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას, და უგზავნის განკარგულების გამოტანაზე უფლებამოსილ სასამართლოს (მოსამართლეს). დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს (მოსამართლეს), რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირს ერთხელ უკვე შეფარდებული ჰქონდა ამ ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობა, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის არა უმეტეს 60 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან ორზე მეტი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ერთი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს უახლოესი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა მოხდა საქმის მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილვისას, განკარგულება გამოაქვს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ეს მაგისტრატი მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოში განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მოადგილეს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გარდა დიდი პალატისა, განკარგულება გამოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. დაკავებული პირი, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, შეიძლება გადაეცეს პოლიციას. თუ დაპატიმრების შესახებ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით. განკარგულება გამოიტანება ზეპირი მოსმენის საფუძველზე, დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.
8. სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს წესრიგის დამრღვევი პირი, რის შესახებაც ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული განკარგულება, გარდა პატიმრობის შესახებ განკარგულებისა, მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობის შესახებ საქმის განხილვისას სასამართლო დაკავებულ პირს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს. მხარის გამოუცხადებლობა არ იწვევს სხდომის გადადებას. საქმის განხილვა იწყება სასამართლოს თავმჯდომარის (მოსამართლის) მოხსენებით, რომელიც აცხადებს, ვის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული პატიმრობა, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს წესრიგის დარღვევის თაობაზე შედგენილ მიმართვას და უსმენს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს. ზეპირი მოსმენისას დამრღვევ პირს/მის დამცველს საშუალება ეძლევა, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები და მისცეს განმარტებები დაკავების კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პატიმრობის გამოყენების შესახებ. განკარგულების გამომტანი სასამართლო (მოსამართლე) განკარგულების ასლს დაუყოვნებლივ გადასცემს დამრღვევ პირს, ასევე განკარგულების ასლს აღსასრულებლად უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. დაკავების ვადა ჩაითვლება პატიმრობის საერთო ვადაში.
11. პატიმრობის გამოყენების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს (მოსამართლეს). პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
შენიშვნა:
ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის საფუძველზე დაჯარიმებულ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი:
ა) 150 ლარის ოდენობით – 50-დან 250 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში;
ბ) 300 ლარის ოდენობით – 250-დან 500 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393, 397 – სსმ IV, №42, 20.12.2006წ., გვ.1
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5283 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.324
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2260 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.304
მუხლი 2081. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის არაიდენტიფიცირებული პირის პასუხისგებაში მიცემის წესი🔗
1. თუ სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, ხოლო დამრღვევი პირი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება, სასამართლოს მანდატური ადგენს ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ოქმში აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალის ფერი, სხვა გარეგნული თავისებურებანი და სხვა ნიშანი), რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება, ამასთანავე, ოქმში აღნიშვნით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების იმგვარი კომბინაციით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას. აღნიშნული ოქმი და დამრღვევის ფოტოსურათი დაერთვის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებას.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევება ან/და დაპატიმრება, განკარგულება აღსრულდება დაუყოვნებლივ, ხოლო დაჯარიმების შემთხვევაში განკარგულება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ოქმთან და დამრღვევი პირის ფოტოსურათთან ერთად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირის იდენტიფიცირების მიზნით და აღსასრულებლად.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50
მუხლი 209. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი🔗
1. თუ პროცესის რომელიმე მონაწილე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 კარით გათვალისწინებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ), ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს გამოძიებას ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. პროკურორის მიერ დამტკიცებული ოქმი სამართალდარღვევის შესახებ (ამ კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ან
205-ე მუხლით
გათვალისწინებულ საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის) და თანდართული მასალები დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 210. წინასწარი გამოძიების დროს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი🔗
1. 209-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ სამართალდარღვევის ოქმსა და თანდართულ მასალებს განიხილავს მოსამართლე გამოძიების ადგილის მიხედვით პასუხისგებაში მიცემული პირის გამოძახებით.
2. სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს პროკურორს, აგრეთვე იმ პირის მიერ მოწვეულ დამცველს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა.
3. პროკურორს, პირს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, და მის დამცველს უფლება აქვთ გაეცნონ ოქმს სამართალდარღვევის შესახებ, სასამართლოში წარდგენილ სხვა მასალებს, განაცხადონ აცილება და შუამდგომლობა, წარმოადგინონ მტკიცებულებანი.
4. პირი, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, სასამართლოს აძლევს ჩვენებას. სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, გამოითხოვოს დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები, დანიშნოს ექსპერტიზა.
5. თუ არსებობს საფუძველი პირის ბრალდებულად ცნობისათვის, მოსამართლე ან სასამართლო აკისრებს მას ჯარიმას შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე ანდა იყენებს სხვა სახდელს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლით.
მუხლი 211. სასამართლო სხდომაზე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი
1. თუ საკასაციო ან სარევიზიო წესით საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ არსებობს საფუძველი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პროცესის მონაწილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად, განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების გამოტანასთან ერთად სასამართლო ადგენს, რომ სათანადო მასალები გაეგზავნოს პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიებისათვის.
2. თუ სამართალწარმოების მონაწილეს სასამართლო სხდომის დროს ჩადენილი აქვს ადმინისტრაციული წესით დასჯადი საპროცესო სამართალდარღვევა, დამრღვევისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლოს ან მოსამართლეს იმავე სასამართლო პროცესზე გამოაქვს განჩინება (დადგენილება), რომლითაც დამრღვევის მიმართ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სახდელი.
5. თუ არსებობს პირის ბრალეულად ცნობის საფუძველი, მოსამართლე მას აკისრებს ჯარიმას ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს 546-573-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 211. სასამართლოში განხილვის სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი🔗
1. თუ სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე გამოვლინდა, რომ არსებობს საფუძველი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრე პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად, განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების გამოტანასთან ერთად სასამართლო ადგენს, რომ პროკურორს წინასწარი გამოძიებისათვის გაეგზავნოს სათანადო მასალები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია ამ კოდექსით დადგენილი წესით დააკავოს და დაუყოვნებლივ გადასცეს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციას ან სხვა სამართალდამცავ ორგანოს.
3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულ პირს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში თავისი მამხილებელი მტკიცებულებები, სასამართლოს მანდატურს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაატაროს ჩხრეკა, რაზედაც კეთდება აღნიშვნა დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50
კარი მეხუთე
ზოგადი ნაწილის სხვა დებულებანი
საპროცესო ვადები
მუხლი 212. ვადების გამოთვლის წესი🔗
1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა, დაპატიმრებისა და შინაპატიმრობისა, რომელთა ხანგრძლივობაც გამოითვლება წუთებით.
1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და დაპატიმრებისა, რომელთა ხანგრძლივობაც გამოითვლება წუთებით.
2. ვადის დამთავრების დროში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეები.
3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი, – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 213. ვადის დაცვა🔗
ვადა გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე გადაეცა ფოსტას, გადაეცა ან გამოეცხადა მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, გადაეცა წინასწარი პატიმრობის ადგილის ან სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ პირი შესაბამისად დაპატიმრებულია ან იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში.
მუხლი 214. ვადის გაგრძელება🔗
ვადის გაგრძელება, ამ კოდექსით დადგენილი წესით, შეუძლია ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს.
მუხლი 215. გაცდენილი ვადის აღდგენა🔗
1. საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის დადგენილებით, რომლის წარმოებაშიცაა საქმე.
2. საპატიო მიზეზით ვადის გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს.
3. ვადის აღდგენაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. ვადის გაცდენასთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება, დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, შეიძლება შეჩერდეს გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე.
მუხლი 216. ვადის გაცდენის შედეგები🔗
საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება, თუ ვადა არ იქნება აღდგენილი.
სასამართლო ხარჯები და მათი ანაზღაურება
მუხლი 217. სასამართლო ხარჯების სახეები🔗
1. სასამართლო ხარჯებია:
ა) მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფულადი სახსრები სისხლის სამართლის თითოეულ საქმეზე;
ა) წინასწარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფულადი სახსრები სისხლის სამართლის თითოეულ საქმეზე;
ბ) პროცესის მწარმოებელ ორგანოში საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათი გადასახდელებისა და გასამრჯელოსათვის დახარჯული ფულადი სახსრები.
2. სასამართლო ხარჯები შედგება:
ა) დაზარალებულის, მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტისა და დამსწრისათვის გადახდილი თანხებისაგან – გამოცხადების ხარჯებისა და დღიური თანხის ანაზღაურების წესით;
ბ) მსაჯულისათვის გასამრჯელოს სახით გადახდილი თანხებისაგან;
გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად ექსპერტის, სპეციალისტისა და თარჯიმნისათვის გასამრჯელოს სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოქმედებენ არასამსახურებრივი დავალების შესრულების წესით;
ა) დაზარალებულის, მოწმის, სპეცილისტის, ექსპერტისათვის გადახდილი თანხებისაგან – გამოცხადების ხარჯებისა და დღიური თანხის ანაზღაურების წესით;
ბ) (ამოღებულია);
გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის), საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტისათვის, სპეციალისტისა და თარჯიმნისათვის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხებისაგან;
დ) მოწმისათვის, დაზარალებულისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის, რომელთაც მუდმივი ხელფასი არა აქვთ, გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოსცდნენ ჩვეულებრივ საქმიანობას;
ე) პროცესის მწარმოებელ ორგანოში პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათ მიერ გაცდენილი მთელი დროის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებისაგან;
ვ) ეჭვმიტანილისათვის, ბრალდებულისა თუ განსასჯელისათვის იურიდიული დახმარების გასაწევად დამცველისათვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხებისაგან – იმ შემთხვევებში, როცა ეს პირები განთავისუფლებულნი არიან დამცველის შრომის ანაზღაურებისაგან, ან როცა მონაწილეობს დამცველი დანიშვნით;
ზ) ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვისა და გადაგზავნისათვის დახარჯული თანხებისაგან;
თ) საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩასატარებლად დახარჯული თანხებისაგან;
თ) სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან;
ი) ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან;
კ) დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს დანაშაულის გახსნა;
ლ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლისა და ოპერატიული მუშაკებისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხებისაგან.
კ) დაზარალებულისათვის ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხებისაგან;
ლ) წინასწარ გამოძიებასთან ან სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლისა და ოპერატიული მუშაკებისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხებისაგან.
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405
მუხლი 218. სასამართლო ხარჯების გადახდევინება🔗
1. სასამართლო ხარჯები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მსჯავრდებულისა და პროცესის სხვა მონაწილეთა სახსრებიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება საგამოძიებო აპარატის, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოს, საექსპერტო დაწესებულების, წინასწარი პატიმრობის ადგილის შესანახი, მსაჯულის, თარჯიმნის შრომის ანაზღაურების ხარჯები, თუ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ საჭიროდ ცნო მათი მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
3. 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სასამართლომ შეიძლება დააკისროს მსჯავრდებულს და ჩარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში ანდა გადაუხადოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსაციის სახით.
4. სასამართლოში საქმის გაგზავნისას გამომძიებელი ადგენს ცნობას მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ხარჯების შესახებ, რომლის უტყუარობაც მოწმდება სასამართლო სხდომაზე. თუ საქმე შეწყდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე, სისხლის სამართლის საქმის გამო გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. სასამართლო ხარჯების თანხას განსაზღვრავენ აგრეთვე სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო ინსტანციები.
2. მსჯავრდებულისა და პროცესის სხვა მონაწილეთა სახსრებიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება საგამოძიებო აპარატის, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების, პროკურორის, სასამართლოს, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების, წინასწარი პატიმრობის ადგილის შესანახი, თარჯიმნის შრომის ანაზღაურების ხარჯები, თუ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ საჭიროდ ცნო მათი მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
3. 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სასამართლომ შეიძლება დააკისროს მსჯავრდებულს და მიღებული თანხები ჩარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში ანდა გადაუხადოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსაციის სახით, ხოლო 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებას აუნაზღაურდება ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ამ კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
4. სასამართლოში საქმის გაგზავნისას გამომძიებელი ადგენს ცნობას წინასწარი გამოძიების ხარჯების შესახებ, რომლის უტყუარობაც მოწმდება სასამართლო სხდომაზე. თუ საქმე შეწყდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე, სისხლის სამართლის საქმის გამო გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. სასამართლო ხარჯების თანხას განსაზღვრავენ აგრეთვე
სააპელაციო და საკასაციო
ინსტანციები.
6. სასამართლოს უფლება აქვს მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ვალაუვალობის (გადახდისუუნარობის), შრომისუუნარობის ან ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.
7. წინასწარი გამოძიების დროს განსასჯელის გამართლების ან სარეაბილიტაციო საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო ხარჯების გადახდა არ ხდება.
7. წინასწარი გამოძიების დროს, აგრეთვე განსასჯელის გამართლების ან სარეაბილიტაციო საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო ხარჯების გადახდა არ ხდება.
8. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს სასამართლო ხარჯები გადახდება თითოეულ მათგანს წილობრივად – ბრალის ხარისხის, დანიშნული სასჯელის სიმკაცრისა და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. გადახდევინებისას სოლიდარული პასუხისმგებლობის გამოყენება დაუშვებელია.
9. მხარეთა შერიგების გამო კერძო ბრალდების საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს სასამართლო ხარჯები დააკისროს ორსავე ან ერთ-ერთ მხარეს.
10. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
11. მსჯავრდებულისაგან გადახდევინებას მიკუთვნებული სასამართლო ხარჯების საერთო თანხა უნდა შემცირდეს ხარჯების იმ ოდენობით, რომელიც გამოიწვია გამოძიების დაყოვნებამ, არასაჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ, დამატებითი გამოძიებისათვის ან ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებამ, სასამართლო შეცდომების გამოვლენამ და გამოსწორებამ.
12. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს, ხოლო მისი უარყოფის შემთხვევაში – სამოქალაქო მოსარჩელეს.
13. პროცესის ყველა მონაწილეს, მსჯავრდებულის, დამცველის, ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენლის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელთა გარდა, სამუშაო ადგილას უნარჩუნდება საშუალო ხელფასი (მათ შორის – პრემია, დანამატი და ანაზღაურება შეთავსებითი სამუშაოსათვის) მოკვლევაზე, წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მათ მონაწილეობაზე დახარჯული მთელი დროის განმავლობაში. თუ არასახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ადმინისტრაცია უარს ამბობს პროცესის მონაწილისათვის საშუალო ხელფასის გადახდაზე, მაშინ გადახდა წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
13. პროცესის ყველა მონაწილეს, მსჯავრდებულის, დამცველის, ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენლის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელთა გარდა, სამუშაო ადგილას უნარჩუნდება საშუალო ხელფასი (მათ შორის – პრემია, დანამატი და ანაზღაურება შეთავსებითი სამუშაოსათვის) წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მათ მონაწილეობაზე დახარჯული მთელი დროის განმავლობაში. თუ არასახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ადმინისტრაცია უარს ამბობს პროცესის მონაწილისათვის საშუალო ხელფასის გადახდაზე, მაშინ გადახდა წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
14. სასამართლო ხარჯების გამოანგარიშების მეთოდიკა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
რეაბილიტაცია და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
რეაბილიტაცია და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 219. რეაბილიტაციის საფუძვლები🔗
1. უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს, ბრალდებულს ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნილს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს), თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნის უსაფუძვლობა.
2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება, სასამართლო განჩინება ან დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „კ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ.
3. რეაბილიტირებულ უნდა იქნეს აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, წარმოებდა გამოძიება და სასამართლო განხილვა, მას შემდეგ, რაც გამოვლინდა საქმის აღძვრაზე უარის თქმის საფუძველი და საქმე შეწყდა 28-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი საფუძვლით.
1. უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს ან ბრალდებულს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს), თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა.
2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით.
3. რეაბილიტირებულ უნდა იქნეს აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც ხორციელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო განხილვა, მას შემდეგ, რაც გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი და დევნა შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი საფუძვლით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 220. ნაწილობრივი რეაბილიტაცია🔗
ნაწილობრივ რეაბილიტაციას ექვემდებარება პირი, თუ ზემდგომმა სასამართლო ინსტანციამ შეცვალა ქმედების კვალიფიკაცია ან სასჯელის ღონისძიება ისე, რომ ფაქტობრივად მოხდილი სასჯელი აღმოჩნდა მეტი ან უფრო მკაცრი, ვიდრე საბოლოოდ დანიშნული, ანდა თუ განაჩენიდან ამოირიცხა ბრალდებათა ნაწილი, რის გამოც აღარ არის საფუძველი დაკავებისათვის, დაპატიმრებისათვის ან თავისუფლების აღკვეთისათვის.
მუხლი 221. სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები
მუხლი 221. სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები🔗
უნდა ანაზღაურდეს, საქმის შედეგის მიუხედავად, ზიანი, რომელიც პირს მიადგა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაკავების, დაპატიმრების ანდა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების შედეგად, აგრეთვე თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემოწმების, სამართალწარმოების ორგანოების სხვა უკანონო ან დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად, რომლებმაც ბრალდებულსა თუ სხვა პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიაყენა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 222. ბრალეულობის საკითხი რეაბილიტაციის დროს უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას🔗
1. რეაბილიტაციის დროს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას ყველა გადასახდელი გადაიხდევინება, ამ ორგანოების თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
2. გადასახდელი არ ინიშნება, თუ უდანაშაულო პირისათვის მსჯავრის დადება და მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება გამოწვეული იყო წინასწარგანზრახულად ცრუ აღიარებით (თვითგა-თქმით), რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე.
1. რეაბილიტაციის დროს სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას ყველა გადასახდელი გადაიხდევინება, ამ ორგანოების თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
2. გადასახდელი არ ინიშნება, თუ უდანაშაულო პირისათვის მსჯავრის დადება და მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება გამოწვეული იყო წინასწარგანზრახულად ცრუ აღიარებით (თვითგათქმით), რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 223. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება🔗
1. რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება.
2. უნდა ანაზღაურდეს:
ა) ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი;
ბ) პენსია, დახმარება, – თუ მათი გადახდა შეჩერებული იყო;
გ) ფული, ფულადი ანაბრები და მათი პროცენტები, ობლიგაციები და მათი წილხვედრი მოგება, სხვა ფასიანი ქაღალდები და მათზე მიღებული შემოსავალი;
დ) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება;
ე) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდევინებული ჯარიმები და სასამართლო ხარჯები;
ვ) თანხა, რომელიც გადახდა მსჯავრდებულს დანიშვნით დაცვის განხორციელებისათვის;
ზ) ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის;
თ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.
3. იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.
4. დასაბრუნებელი ფულისა და ნივთების ღირებულების ინდექსაცია ხდება გადახდის დღეს არსებული საშუალო-საბაზრო ფასებით, ინფლაციის გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზიანს – სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები.
მუხლი 224. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურება🔗
1. თუ დადგინდება, რომ პირს ჯანმრთელობა დაუზიანდა დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მსჯავრდებულის ყოფნის წესების დარღვევის ან სამედიცინო დახმარების დროულად გაუწევლობის, ასევე კანონით დადგენილი სასამართლო ექსპერტიზისა და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების წესის დარღვევის შედეგად, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას მთლიანად აანაზღაუროს ეს ზიანი, რისთვისაც:
ა) მიყენებული ზიანისათვის იძლევა ერთდროულ გადასახდელს, რომლის ოდენობასაც სასამართლო განსაზღვრავს დაავადების სიმძიმისა და პროგნოზის გათვალისწინებით, მაგრამ შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე;
ბ) ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს;
გ) იძლევა ორმაგი ოდენობის პენსიას ინვალიდობის დადგენის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები შეიძლება წაყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, სასჯელის მოხდის პროცესში და მისი მოხდის შემდეგ 6 თვის განმავლობაში.
3. ჯანმრთელობის შერყევის მიზეზის დასადგენად აუცილებელია სამედიცინო ექსპერტიზა.
მუხლი 225. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება🔗
1. პუბლიკაცია სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის ყველა შემთხვევის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.
2. მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის შესახებ, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და შრომით კოლექტივს, სადაც მუშაობდა ან სწავლობდა რეაბილიტირებული.
3. თუ ცნობები დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, სხვა იძულებითი მოქმედების, ბრალდების შინაარსისა და გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ისინი ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია რეაბილიტაციისა თუ სათანადო საპროცესო მოქმედების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ.
4. ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ, რეაბილიტირებულს აძლევს მისი უდანაშაულობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. თუ რომელიმე საპროცესო მოქმედების შედეგად პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიადგა, ამ ზიანის ანაზღაურების გარდა, სამართალწარმოების შესაბამისი ორგანო დაზარალებულს წერილობით უხდის ბოდიშს.
მუხლი 226. სხვა უფლებათა აღდგენა🔗
1. პირს, რომელიც სამუშაოდან (თანამდებობიდან) გაათავისუფლეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადააყენეს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა).
2. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნის დრო, სასჯელის მოხდის დრო, აგრეთვე ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირი არ მუშაობდა სამუშაოდან უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების გამო, და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება საერთო სამუშაო და სპეციალობით მუშაობის სტაჟში, ხოლო თუ რეაბილიტაციის აქტის ძალაში შესვლის დღესა და სამუშაოს დაწყების დღეს შორის წყვეტილობა 3 თვეს არ აღემატება, – უწყვეტ შრომით სტაჟშიც.
3. პირი, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, უნდა აღდგეს სასწავლებელში.
4. პირს, რომელმაც დაკარგა საცხოვრებელი ბინა იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, ანდა მის მიმართ გამოიყენეს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, უნდა დაუბრუნდეს წინათ დაკავებული საცხოვრებელი ბინა, ხოლო თუ ასეთი დაბრუნება შეუძლებელია, სახელმწიფომ მას რიგგარეშე უნდა მისცეს ტოლფასი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინა იმავე დასახლებულ პუნქტში, საბინაო ფართის მოქმედი ნორმებისა და მისი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით.
4. პირს, რომელმაც დაკარგა საცხოვრებელი ბინა იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, უნდა დაუბრუნდეს წინათ დაკავებული საცხოვრებელი ბინა, ხოლო თუ ასეთი დაბრუნება შეუძლებელია, სახელმწიფომ მას რიგგარეშე უნდა მისცეს ტოლფასი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინა იმავე დასახლებულ პუნქტში, საბინაო ფართობის მოქმედი ნორმებისა და მისი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით.
5. პირებს, რომელთაც ჩამოერთვათ სამხედრო და სხვა წოდებები, საკლასო ჩინები, აგრეთვე ორდენები და მედლები, დადგენილი წესით უნდა აღუდგეთ წოდებები, საკლასო ჩინები, დაუბრუნდეთ ორდენები და მედლები.
მუხლი 227. რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესი
1. თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენებულია მომკვლევის, გამომძიებლისა თუ პროკურორის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება. მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას.
2. მოსამართლეს, რომელმაც მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას.
3. მას შემდეგ, რაც მომკვლევი ან გამომძიებელი შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, იგი განსაზღვრავს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, რის შემდეგაც პროკურორი შეწყვეტილ საქმეს გადასცემს სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, და ეს იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. საქმის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მოსამართლე ატარებს სხდომას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წესების მიხედვით და გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
4. თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მან საქმის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო ორგანოებისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო ან სარევიზიო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით.
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 227. რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესი🔗
1. თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენებულია გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო ანდა დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება. მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას.
2. მოსამართლეს, რომელმაც წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას.
3. მას შემდეგ, რაც პროკურორი შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ან/და წინასწარ გამოძიებას იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, საქმეს გადასცემს სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, და ეს იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. თუ პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას არ განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. საქმის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მოსამართლე ატარებს სხდომას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წესების მიხედვით და გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
4. თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მოსამართლემ (სასამართლომ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადება სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის ვადაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით.
5. ზიანის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. გერბიანი ბეჭდით დამოწმებული განჩინების (დადგენილების) ასლი გადაეცემა ან ეგზავნება რეაბილიტირებულს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მის მემკვიდრეებს, რათა ეს ასლი წარუდგინონ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ყველა სახის ზიანი.
6. რეაბილიტაციის შესახებ განჩინების (დადგენილების) შესრულება სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად.
7. რეაბილიტირებულისათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ განჩინება (დადგენილება) შეიძლება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ რეაბილიტირებულმა, პროკურორმა, დაინტერესებულმა პირმა და ორგანიზაციამ, რომლებსაც ეხება სასამართლოს მოთხოვნა რეაბილიტირებულისათვის ყველა უფლების აღდგენის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 228. უფლების აღდგენა სასარჩელო წესით🔗
1. თუ მოქალაქის მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან 3 წლის განმავლობაში.
2. საპატიო მიზეზით ამ ვადის გადაცილებისას, დაინტერესებულ პირთა განცხადებით, ეს ვადა სასამართლომ უნდა აღადგინოს.
მუხლი 229. რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება🔗
თუ გამამართლებელი განაჩენი ან განჩინება (დადგენილება) რეაბილიტაციის შესახებ გაუქმებულია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია, სასამართლომ შეიძლება შეცდომით რეაბილიტირებულს დააკისროს ზიანის ასანაზღაურებლად მიღებული თანხის გადახდა. სასამართლოს აგრეთვე შეუძლია გააუქმოს რეაბილიტაციის სხვა ღონისძიებები.
შუამდგომლობა
მუხლი 230. შუამდგომლობის განცხადების უფლება🔗
1. შუამდგომლობის განცხადების უფლება აქვს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ მონაწილეს, აგრეთვე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის ინტერესებსაც ეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
2. შუამდგომლობა წარედგინება თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა თუ გადაწყვეტისათვის.
3. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს თხოვნას საპროცესო მოქმედების ჩატარების ან საპროცესო გადაწყვეტილების მიღების შესახებ შუამდგომლობის შემტანი ან მარწმუნებელი (დასაცავი) პირის ინტერესებისათვის. მტკიცებულებათა აღმოსაჩენად საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა დასადგენად არის საჭირო მათი ჩატარება.
მუხლი 231. შუამდგომლობის განცხადების წესი🔗
1. შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.
1. შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სასამართლო კამათის დაწყების შემდეგ შუამდგომლობის განცხადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკვლევია არსებითად ახალი მტკიცებულება და ამ მტკიცებულების წარმოდგენა მხარის მიერ სასამართლო კამათის დაწყებამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო.
2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. იგი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა იქნეს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან.
3. წერილობითი შუამდგომლობა და მისი დამასაბუთებელი მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
4. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის ჩატარების დროსაც იყო იგი განცხადებული, ცალკე შედგენილ ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.
5. შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ უსპობს უფლებას ხელმეორედ მიმართოს შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე.
5. შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ ართმევს უფლებას, ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე.
6. შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი განცხადების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა.
7. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს იმავე სასამართლო სხდომაზე.
8. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობის დასაყენებლად და დასასაბუთებლად მოსამართლე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
9. სასამართლოში საქმის განხილვისას დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლე მხარეს პოზიციის გამოსახატავად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 232. შუამდგომლობის გადაწყვეტა🔗
1. შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ იგი ხელს უწყობს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად დადგენას.
2. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა განიხილებოდეს.
3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ მომკვლევმა, მოკვლევის ორგანომ, გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.
3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა დააკმაყოფილონ გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.
4. ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმ მტკიცებულების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებას ან ამძიმებს განსასჯელის პასუხისმგებლობას, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.
5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
6. შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ორგანოს ან პირს, რომლის სახელზედაც იყო იგი შეტანილი, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება (განჩინება). ეს დადგენილება (განჩინება) წინასწარი გამოძიების დროს გადაეცემა შუამდგომლობის შემტან პირს, ხოლო სასამართლოში იგი გამოცხადდება. ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მეორედ აღარ განიხილება.
7. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება მომკვლევის, მოკვლევის ორგანოსა და გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს.
8. თუ არ ეთანხმებიან პროკურორის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა შუამდგომლობის უარყოფას, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ შუამდგომლობის უარყოფა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში 235-ე მუხლით დადგენილი წესით.
7. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 233. შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ🔗
1. სისხლის საპროცესო სამართლის იძულების ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას ადგენს მომკვლევი და ამტკიცებს პროკურორი, ან ადგენს გამომძიებელი. შუამდგომლობას სისხლის საპროცესო სამართლის იძულების ღონისძიების გაგრძელების შესახებ ადგენს გამომძიებელი და ამტკიცებს პროკურორი. შუამდგომლობებს განიხილავს მოსამართლე 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
2. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ადგენს მომკვლევი და ამტკიცებს პროკურორი, ან ადგენს გამომძიებელი და განიხილავს მოსამართლე 294-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
3. პროკურორის მონაწილეობა მოსამართლის მიერ სისხლის საპროცესო სამართლის იძულების ღონისძიების გამოყენების, გაგრძელების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სავალდებულოა.
1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, გაგრძელების ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას, აგრეთვე შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ადგენს გამომძიებელი და ეთანხმება პროკურორი.
2. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
3. პროკურორის მონაწილეობა მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, ვადის გაგრძელების ან ამ ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სავალდებულოა, გარდა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევისა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 2331. შუამდგომლობა საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ🔗
1. პროკურორი საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით.
2. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორის მონაწილეობით. შუამდგომლობის განხილვის შესახებ ეცნობება ნივთის მესაკუთრეს ან მფლობელს (თუ ასეთი ცნობილია), რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. ნივთის მესაკუთრის (მფლობელის) გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.
3. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მოსამართლე ნივთიერ მტკიცებულებას მიაქცევს სახელმწიფო საკუთრებაში ან გამოაქვს დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. მოსამართლის მიერ ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები.
5. მოსამართლის მიერ გამოტანილ დადგენილებაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევაზე უარის თქმის თაობაზე; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები.
6. დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია მისი გამოტანიდან შვიდი დღის ვადაში ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს 72 საათის განმავლობაში.
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
საჩივარი
მუხლი 234. სისხლის სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს და თანამდებობის პირის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება
მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის, პროკურორის, მოსამართლის ან სასამართლოს მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ პროცესის მონაწილეებს, სხვა მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 234. სისხლის სამართლის პროცესის განმახორციელებელი ორგანოს და თანამდებობის პირის მოქმედების ან გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება🔗
გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის, პროკურორის, მოსამართლის ან სასამართლოს მოქმედების ან გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ პროცესის მონაწილეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 235. საჩივრის შეტანა🔗
1. საჩივარი შეაქვთ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოში ან იმ თანამდებობის პირთან, რომელიც კანონით უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება. დასაშვებია საჩივრის შეტანა იმ პირთან ან იმ ორგანოში, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება. ამ შემთხვევაში საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს ადრესატს.
2. საჩივარი მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან გამოძიების ორგანოს უფროსის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს შესაბამის პროკურორს. საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ პროკურორს. თანამდებობის პირმა, რომელმაც მიიღო საჩივარი თავისი მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო, ადრესატისათვის მისი გაგზავნისას უნდა დაურთოს თავისი განმარტებანი.
2. საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს შესაბამის პროკურორს. საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ პროკურორს. თანამდებობის პირმა, რომელმაც მიიღო საჩივარი თავისი მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო, ადრესატისათვის მისი გაგზავნისას უნდა დაურთოს საკუთარი განმარტებები.
3. საჩივარი შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. ზეპირი საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და საჩივრის მიმღები თანამდებობის პირი. საჩივარს შეიძლება დაერთოს მისი დამადასტურებელი მასალები.
4. პირი, რომელმაც არ იცის სისხლის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილია უფლებით საჩივარი შეიტანოს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 236. საჩივრის შეტანის ვადა🔗
1. მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის ან პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მთელი წარმოების განმავლობაში.
1. გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის ან პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება წინასწარი გამოძიების მთელი წარმოების განმავლობაში.
2. სასამართლოს (მოსამართლის) მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება ამ კოდექსის კერძო ნაწილში დადგენილ ვადებში.
3. საპატიო მიზეზით საჩივრის შეტანის გაცდენილი დროის აღდგენა შეუძლია სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საჩივრის გამო.
4. მოსამართლის დადგენილება გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით, ერთჯერადად ზემდგომ სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს აღადგინოს გაშვებული ვადა და არსებითად განიხილოს საქმე საჩივრის საფუძველზე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 237. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით🔗
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის შეტანა აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სხვა შემთხვევაში საჩივრის შეტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის საჩივრის განმხილველი პირი.
მუხლი 238. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი🔗
1. საჩივრის განხილვა არ შეიძლება დაევალოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის მოქმედებაც საჩივრდება, აგრეთვე იმ ორგანოს ან პირს, რომელმაც დაამტკიცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, შეზღუდული არ არის საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით და უფლება აქვს შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საქმის მთელი წარმოება.
3. საჩივრის განხილვისას პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ყოველმხრივ შეამოწმონ მასში ჩამოყალიბებული მოსაზრებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გამოითხოვონ დამატებითი მასალები და განმარტებები.
4. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, სხვა პირთა, აგრეთვე დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.
მუხლი 239. საჩივრის განხილვის ვადა🔗
1. პროკურორი ვალდებულია საჩივრის მიღებიდან 3 დღე-ღამის განმავლობაში განიხილოს იგი და შედეგების შესახებ შეატყობინოს საჩივრის შემტან პირს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საჩივრის შემოწმებისათვის საჭიროა დამატებითი მასალის გამოთხოვა ან სხვა ზომების მიღება, დასაშვებია საჩივრის განხილვა 7 დღე-ღამემდე ვადაში.
2. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებმა საჩივრისა და საქმის განხილვა უნდა დაიწყონ არა უგვიანეს 14 დღისა მათი მიღების დღიდან. წინასწარი გამოძიების სტადიაზე წარმოშობილ სამართლებრივ დავაზე საჩივარს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განიხილავს არა უგვიანეს 7 დღისა მისი მიღების დღიდან.
3. საჩივარი კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, განჩინებაზე ან დადგენილებაზე უნდა გადაწყვიტოს სარევიზიო ინსტანციის სასამართლომ ერთ თვემდე ვადაში, ხოლო თუ საჭიროა სისხლის სამართლის საქმის ან სხვა დოკუმენტების გამოთხოვა და განხილვა – არა უგვიანეს 3 თვისა საჩივრის მიღების დღიდან.
4. თუ სისხლის სამართლის საქმის დიდი მოცულობის ან განსაკუთრებული სირთულის გამო, ანდა სხვა საპატიო მიზეზით საჩივრის განხილვა სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ ხერხდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში, აღნიშნული სასამართლოების თავმჯდომარეებს უფლება აქვთ გააგრძელონ ეს ვადა კიდევ 7 დღით, რაც უნდა ეცნობოს საჩივრის შემტან პირს.
საჩივრის განხილვის ვადები განისაზღვრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 240. გადაწყვეტილება საჩივრის გამო🔗
1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის შესახებ; სისხლის სამართლის საქმის სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ; გასაჩივრებული მოქმედების იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის შესახებ; საჩივრის უარყოფის შესახებ.
1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის შესახებ; სისხლისსამართლებრივი დევნის სრული ან ბრალდების ნაწილში შეწყვეტის შესახებ; გასაჩივრებული მოქმედების იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის შესახებ; საჩივრის უარყოფის შესახებ.
2. საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ან თანამდებობის პირს შეუძლია შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ანდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, თუ ამას არ მოჰყვება საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის მდგომარეობის გაუარესება, რომლის ინტერესებისთვისაც იყო იგი შეტანილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საჩივარი იმავე საფუძველზე შეიტანა საპირისპირო მხარემ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 241. საჩივრის გამო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება🔗
1. საჩივრის შემტან პირს უნდა შეატყობინონ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საჩივრის გამო, და განუმარტონ გასაჩივრების შემდგომი წესი. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
2. თუ გასაჩივრებული მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო პირს არამართლზომიერი მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა, მას უნდა განემარტოს ამ ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. საჩივარი და მასზე პასუხის ასლი, აგრეთვე საჩივრის შემოწმების მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
მუხლი 242. მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში
1. 59-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ დავებს წინასწარი გამოძიების სტადიაზე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია ამ კოდექსით დადგენილი წესით. წინასწარი გამოძიების სტადიაზე პროცესის სხვა მონაწილეთა შორის წარმოშობილ დავებს განიხილავს ის სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე.
2. სასამართლოში საჩივრით მიმართვის უფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს.
3. პროცესის მონაწილეს უფლება აქვს მომკვლევის ან გამომძიებლის მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს, თუ გავიდა 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, მაგრამ საჩივარზე პროკურორს პასუხი არ გაუცია. სასამართლოში მიმართვა პროცესის მონაწილეს არ უსპობს უფლებას, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
4. საჩივრის შეტანა შეიძლება მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებისმიერი მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მომჩივნის აზრით, უკანონო ან დაუსაბუთებელია. შეიძლება გასაჩივრდეს: ბრალდებულის დაცვის უფლებისა და დაზარალებულის უფლების დარღვევა, მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს კანონის სხვა დარღვევა, შუამდგომლობისა და აცილების დაუსაბუთებელი უარყოფა, უარი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საპროცესო ვადების დარღვევა, საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენება, გამოძიების დაუშვებელი ხერხებისა და დაუშვებელი მტკიცებულებების გამოყენება, უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, საქმის წარმოების შეჩერება, საქმის შეწყვეტა, გამოძიების ორგანოების სხვა მოქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც ლახავს პროცესის მონაწილეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
5. საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას, თუ პროკურორი საჭიროდ არ მიიჩნევს მის შეჩერებას.
6. საჩივარს განიხილავს სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. საჩივარი შეიტანება არა უგვიანეს 2 თვისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს.
7. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის (დამცველის) და პროკურორის მონაწილეობით. არასაპატიო მიზეზით ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას, მაგრამ მოსამართლეს შეუძლია სავალდებულოდ მიიჩნიოს საჩივრის განხილვაში აღნიშნულ პირთა მონაწილეობა და გადადოს საქმის განხილვა. მომჩივანს უფლება აქვს მოსამართლეს წარუდგინოს მასალები, რომლებიც მის მოთხოვნებს ასაბუთებენ, ხოლო პროკურორმა – მასალები, რომლებიც მათ უარყოფენ. მომჩივანსა და პროკურორს უფლება აქვთ მოსამართლეს მისცენ თავიანთი განმარტებანი. განმარტების მისაცემად დაშვებულ უნდა იქნეს პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება. მოსამართლეს უფლება აქვს გამოითხოვოს დამატებითი მასალა და მიიღოს განმარტება პირისაგან, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს მომჩივნის მოთხოვნა.
8. საჩივრის განხილვის შედეგად მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება მისი დაკმაყოფილების ანდა სრული ან ნაწილობრივი უარყოფის შესახებ. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლე იურიდიული მნიშვნელობის არმქონედ ცნობს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის გასაჩივრებულ მოქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, ხოლო აღნიშნული მოქმედების განხორციელების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებს – დაუშვებლად.
9. სააპელაციო წესით გასაჩივრდება მოსამართლის მხოლოდ ისეთი დადგენილება, რომელიც გავლენას ახდენს საქმის შემდგომ მსვლელობაზე, რაც გულისხმობს: საქმის აღძვრაზე უარის თქმის მართლზომიერებას, საქმის შეწყვეტას, საქმის წარმოების შეჩერებას, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნებას.
10. განმცხადებელი თავისუფლდება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან საჩივრის განხილვისას, თუ საჩივარი დაკმაყოფილებულია სრულად ან ნაწილობრივ.
მუხლი 243. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებანი, რომლებიც არ საჩივრდება
მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებასთან, აგრეთვე პირის დაპატიმრებასა და მის მიმართ საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენებასთან ან მათ შეცვლასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები (ბრძანება, დადგენილება) არ საჩივრდება.
მუხლი 244. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სხვა სახეები
სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართალში მიცემის ან სასამართლო განხილვის სტადიაზე სააპელაციო თუ საკასაციო წარმოების დროს, გასაჩივრდება LVI, LVII და LVIII თავებით დადგენილი წესებით.
მუხლი 242. გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში🔗
1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ:
ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება;
ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი).
2. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს.
3. ამ მუხლით დადგენილი წესით პროცესის მონაწილეს უფლება აქვს გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს.
4. საჩივარს განიხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით. საჩივარი შეიტანება არა უგვიანეს 15 დღისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს. მიღებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს 15 დღის ვადაში.
5. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ხოლო სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის პროკურორს საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სადაც საჩივარი განიხილება 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით.
7. განმცხადებელი თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან.
8. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 243. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ასევე პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი🔗
1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ასევე პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) მისი გაცემიდან (გამოტანიდან) 48 საათის ვადაში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს ბრალდებულმა, მისმა დამცველმა, პროკურორმა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
11. დამცველის (წარმომადგენლის) მიერ საგამოძიებო კოლეგიისათვის საჩივრით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არასრულწლოვანია, ან აქვს ისეთი ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.
12. საჩივარში უნდა აღინიშნოს, თუ რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, რაში გამოიხატება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივარს უნდა დაერთოს მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი (მასალები) იმ ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.
2. საჩივარი შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამცემ (გამომტან) მოსამართლესთან, რომელიც ამ საჩივარსა და საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების (დადგენილების) აღსრულებასა და საქმის გამოძიებას.
3. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს საქმის მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა.
4. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორისა და მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს. საჩივრის განმხილველ მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, ასახელებს მხარეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
5. საჩივრის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემისას (გამოტანისას) დაიცვა თუ არა მოსამართლემ ამ კოდექსის 151-ე–172-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) ძალაში დატოვების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
7. საჩივრის შემტან მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
8. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება ბრძანების (დადგენილების) გამცემ მოსამართლეს და ამ გადაწყვეტილების აღმსრულებელ ორგანოს.
9. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
10. მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.
11. ამ კოდექსის 140-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული წესით შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დადგენილებაზე შეტანილ საჩივარს მოსამართლე განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
12. მოსამართლე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები, გარდა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრისა, განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება №2/3/286 – სსმ IV, №8, 23.03.2005 წ., გვ.2
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 244. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება და გამოყოფა
მუხლი 245. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება🔗
1. ერთ წარმოებად შეიძლება გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე რამდენიმე პირის ბრალდების საქმეები; რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში მონაწილე ერთი პირის ბრალდების საქმეები; დანაშაულის წინასწარ შეუპირებელი დაფარვის საქმეები; საქმეები მოვლენისა და მოქმედების შესახებ, რომელთა მონაწილეებიც იმავდროულად არიან ბრალდებულიცა და დაზარალებულიც, მათ შორის, საჯარო ბრალდების საქმეები.
2. საქმეთა გაერთიანება ხდება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით.
3. ერთ წარმოებად საქმეთა გაერთიანებისას წარმოების ვადა აითვლება პირველი საქმის აღძვრის დღიდან.
სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება ხდება პროკურორის მოტივირებული დადგენილებით ან პროკურორის შუამდგომლობით მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით).
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 246. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა🔗
1. გამომძიებელს, პროკურორს და სასამართლოს უფლება აქვთ სისხლის სამართლის საქმიდან გამოყონ საქმე ცალკე წარმოებისათვის:
ა) მიმალვაში მყოფი ბრალდებულის მიმართ;
ბ) ბრალდებულის მიმართ, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია;
გ) ბრალდებულის მიმართ, რომელიც მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია ექიმის მიერ;
დ) არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ, რომელიც საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმულია მოზრდილ ბრალდებულებთან ერთად, თუ ეს გავლენას არ მოახდენს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ყოველმხრივობაზე, სისრულესა და ობიექტურობაზე.
2. დანაშაულთა ერთობლიობის ან ერთი დანაშაულის ეპიზოდების საქმეზე, მათი ჩადენის ადგილების ერთმანეთისაგან დაშორებისა და განსჯადობის გათვალისწინებით, გამომძიებელს, პროკურორის თანხმობით, შეუძლია გამოყოს და სასამართლოს გაუგზავნოს საქმე მხოლოდ ზოგიერთი დანაშაულის (ეპიზოდის) შესახებ, თუ ეს ხელს არ შეუშლის წარმოებაში დარჩენილი საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიებას.
3. ცალკე წარმოებად გამოყოფას ექვემდებარება გამოძიებისას აღძრული სისხლის სამართლის საქმე ისეთი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც დაკავშირებული არ არის გამოსაძიებელი საქმის ბრალდებასთან.
4. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება გამომძიებლის დადგენილებით, რომელიც ან პროკურორის მიერ უნდა იყოს სანქციონირებული, ანდა – სასამართლო განჩინებით (დადგენილებით).
5. გამოყოფას ექვემდებარება საქმის მასალების დედნები, ხოლო მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები რჩება საქმეში, რომლიდანაც გამოიყო მასალები.
6. გამოყოფილი საქმის წინასწარი გამოძიების ვადა იწყება გამოყოფის შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან.
1. პროკურორს, სასამართლოს (მოსამართლეს) პროკურორის შუამდგომლობით უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) სისხლის სამართლის საქმიდან გამოყონ საქმე ცალკე წარმოებისათვის.
2. გამოყოფას ექვემდებარება საქმის მასალების დედნები, ხოლო მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები რჩება საქმეში, რომლიდანაც გამოიყო მასალები.
3. გამოყოფილი საქმის წინასწარი გამოძიების ვადა იწყება გამოყოფის შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ურთიერთქმედება საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებთან სამართლებრივი დახმარების გაწევის წესით
საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 247. სამართლებრივი დახმარების სახეები🔗
1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს, პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით:
ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების დავალებით;
ბ) მოითხოვონ საქართველოს მოქალაქის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მის მისაცემად და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი მოქალაქე;
1. სამართლებრივი დახმარების შესახებ ამ კოდექსის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს (მოსამართლეს), პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით:
ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობით;
ბ) მოითხოვონ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან/და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი პირი;
გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად.
2. თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან საქართველოს გენერალურ პროკურორსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება 248-260-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
მუხლი 248. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალების გაგზავნა
1. თუ აუცილებლობა მოითხოვს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარებას, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო 251-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ავალებს მათ ჩატარებას იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელთანაც დადებულია ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ.
2. დავალება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იგზავნება საქართველოს გენერალური პროკურორის მეშვეობით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეშვეობით.
3. თუ ეს კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს განსაკუთრებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (ბრძანებას), მოსამართლის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს დავალებას.
4. დავალება დგება იმ სახელმწიფოს ენაზე, სადაც ის იგზავნება, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. საგანგებო შემთხვევაში დავალება შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.
მუხლი 249. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალების შინაარსი
საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალება უნდა შედგეს წერილობით, დავალების გამგზავნის ხელმოწერით. დავალება დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების გერბიანი ბეჭდით. დავალება უნდა შეიცავდეს:
ა) დავალების მიმცემი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;
ბ) იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელსაც დავალება ეგზავნება;
11. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის უფლება აქვს აგრეთვე გემის კაპიტანს.
2. თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება ამ კოდექსის 248-ე–260-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებისა (რომის სტატუტის) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3543 - სსმ I, №36, 04.08.2006წ., მუხ.269
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 248. უცხო სახელმწიფოში სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის გაგზავნა🔗
1. თუ აუცილებლობა მოითხოვს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარებას, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო ამ კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით მიმართავს მისი ჩატარების თხოვნით შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
2. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იგზავნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მეშვეობით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეშვეობით.
3. თუ ეს კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს განსაკუთრებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (ბრძანებას), მოსამართლის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს შუამდგომლობას.
4. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ დგება იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, სადაც ის იგზავნება, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. საგანგებო შემთხვევაში შუამდგომლობა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.
6. გადაუდებელ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით, შუამდგომლობა შეიძლება გადაიცეს ზეპირად, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დადასტურდეს წერილობით.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №404 - სსმ I, №29, 04.11.2008წ., მუხ.177
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 249. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის შინაარსი🔗
საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობა უნდა შედგეს წერილობით, შუამდგომლობის გამგზავნის ხელმოწერით. იგი დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების გერბიანი ბეჭდით. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს:
ა) შუამდგომლობის გამგზავნი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;
ბ) იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
გ) საქმის ფაქტობრივ გარემოებებს;
დ) თხოვნის არსს, კერძოდ, იმ საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების შინაარსს, რომელიც უნდა ჩატარდეს;
ე) მონაცემებს იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომელთაც ეგზავნება დავალება, აგრეთვე მონაცემებს მათი მოქალაქეობის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების, საქმიანობისა და სისხლის სამართლის საქმისადმი დამოკიდებულების შესახებ;
ე) მონაცემებს იმ პირთა ვინაობის, მოქალაქეობრივი კუთვნილების, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების, საქმიანობისა და სისხლის სამართლის საქმისადმი დამოკიდებულების შესახებ, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება;
ვ) გამოთხოვილი დოკუმენტებისა და ნივთიერი მტკიცებულებების ნუსხას.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 250. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გამოძახება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის🔗
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, მისი თანხმობით, შეიძლება მოიწვიონ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სამოქალაქო მოსარჩელე ან სამოქალაქო მოპასუხე, ხოლო ბრალდებულის შუამდგომლობით – როგორც დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების (გარდა ადვოკატისა, რომელთანაც დადებულია შეთანხმება) საქართველოში ჩამოსვლისა და ყოფნის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ შუამდგომლობა ამ პირების გამოძახების შესახებ უარყოფილია, მათი გამოძახების ხარჯები ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც შეიტანა შუამდგომლობა.
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება მოიწვიონ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სამოქალაქო მოსარჩელე ან სამოქალაქო მოპასუხე, ხოლო ბრალდებულის შუამდგომლობით – როგორც კანონიერი წარმომადგენელი.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლისა და ყოფნის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ შუამდგომლობა ამ პირების გამოძახების შესახებ უარყოფილია, მათი გამოძახების ხარჯები ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც შეიტანა შუამდგომლობა.
3. საგამოძიებო მოქმედებასა და სასამართლოში მონაწილეობისათვის უცხო სახელმწიფოდან კონკრეტული პირების გამოძახების შესახებ თხოვნა იგზავნება 248-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ასეთი თხოვნა იმავდროულად შეიძლება გაეგზავნოს გამოსაძახებელ პირებსაც.
4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მონაწილეობით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ტარდება ამ კოდექსით დადგენილი წესებით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუკი გამოძახებულია უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, დაუშვებელია მისი იძულებით მოყვანა, დაკავება, დაპატიმრება, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, ჩხრეკა, მის მიმართ იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიების გამოყენება, გაფრთხილება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
მუხლი 251. საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალების შესრულება
1. სასამართლო, პროკურორი, გამომძიებელი ან მოკვლევის ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალებას ასრულებს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალება სრულდება საქართველოს გენერალური პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.
3. უცხო სახელმწიფოს დავალება სრულდება, თუ ის შეიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და 249-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. თუ დავალებაში არ არის ეს მონაცემები, ან თუ ისინი არასაკმარისია, გამოითხოვება დამატებითი მონაცემები.
4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მონაწილეობით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ტარდება ამ კოდექსით დადგენილი წესებით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1284 - სსმ I, №11, 24.06.2009წ., მუხ.45
მუხლი 251. საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება🔗
1. სასამართლო, პროკურორი ან გამომძიებელი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობას ასრულებს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
2. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სრულდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.
3. უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა სრულდება, თუ ის შეიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. თუ შუამდგომლობაში არ არის ეს მონაცემები, ან თუ ისინი არასაკმარისია, გამოითხოვება დამატებითი მონაცემები.
4. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
5. დავალების შესრულებისას შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს საპროცესო ნორმების გამოყენება, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.
6. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავალების შესრულებას შეიძლება ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი.
7. თუ დავალების შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს, ამასთან, უნდა მიეთითოს მისი შესრულების ხელშემშლელი მიზეზები. დავალება ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და უშიშროებას.
მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა
თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, საქართველოდან გავიდა, აღძრული და გამოძიებული საქმის ყველა მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომელიც მათ უგზავნის უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას სისხლისსამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად, ან მიმართავს თხოვნით საქართველოს ხელისუფლებისათვის ბრალდებულის გადმოცემის შესახებ.
5. შუამდგომლობის შესრულებისას შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს საპროცესო ნორმების გამოყენება, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.
6. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის შესრულებას შეიძლება ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი.
7. თუ შუამდგომლობის შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს მისი შესრულების ხელშემშლელი მიზეზები. შუამდგომლობა ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და უშიშროებას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა🔗
თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან, გამოძიებული საქმის ყველა მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილ პროკურორს ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აღნიშნულ მასალებს უგზავნის უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისხლისსამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად ან მიმართავს თხოვნით საქართველოს ხელისუფლებისათვის ბრალდებულის გადმოცემის შესახებ.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 253. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მოთხოვნის განხილვა🔗
1. უცხო სახელმწიფოს მოთხოვნას გამოსაძიებლად გადასცენ მასალები საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საქართველოში დაბრუნდა, განიხილავს საქართველოს გენერალური პროკურატურა. ამასთან, საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გამოძიების დამთავრებამდე მასალების გადაცემის შესახებ; საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩატარების შესახებ; საქართველოს მოქალაქის გადაცემის შესახებ იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩასატარებლად, სადაც მოხდა დანაშაული.
1. უცხო სახელმწიფოს მოთხოვნას, გამოსაძიებლად გადასცენ მასალები საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საქართველოში დაბრუნდა, განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ამასთანავე, საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გამოძიების დამთავრებამდე მასალების გადაცემის შესახებ; საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩატარების შესახებ; საქართველოს მოქალაქის გადაცემის შესახებ იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩასატარებლად, სადაც მოხდა დანაშაული.
2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ჩატარებული გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მიღებულ მტკიცებულებას საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
3. თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულია, მაგრამ ამ ქმედებისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მის წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, ჩაატაროს გამოძიება და გამოიტანოს განაჩენი. ამასთან, შეიძლება მასალებისა და მტკიცებულებათა გამოთხოვა იმ სახელმწიფოდან, სადაც ჩადენილია დანაშაული და წამოყენებულია მოთხოვნა დევნილი პირის საქართველოს ხელისუფლებისათვის გადმოცემის შესახებ.
მუხლი 254. მოთხოვნა საქართველოს მოქალაქის გადმოცემის შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა თუ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, საქართველოს გენერალური პროკურატურა უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას მიმართავს მოთხოვნით საქართველოს მოქალაქის გადმოცემის შესახებ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ამ მოქალაქეს წაყენებული აქვს ბრალდება დანაშაულის ჩადენაში, ან თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და კანონიერ ძალაშია შესული.
3. თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულია, მაგრამ ამ ქმედებისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მის მიმართ ჩაატაროს გამოძიება და გამოიტანოს განაჩენი. ამასთან, შეიძლება მასალებისა და მტკიცებულებათა გამოთხოვა იმ სახელმწიფოდან, სადაც ჩადენილია დანაშაული და წამოყენებულია მოთხოვნა დევნილი პირის საქართველოს ხელისუფლებისათვის გადმოცემის შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 254. ექსტრადიციის მოთხოვნა🔗
1. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას მიმართავს იმ პირის გადმოცემის მოთხოვნით, რომლის მიმართაც საქართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, ან რომლის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირს ბრალად ედება ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ერთ წელზე მეტი ვადით, ან როცა ის მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულისათვის.
3. გადმოცემის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელსა და გვარს;
ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა შინაარსს, იმ კანონის სანქციის მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის;
გ) მითითებას პირის დაკავების ან დაპატიმრების, მისი დაკითხვისა და ჩხრეკის საჭიროების შესახებ;
დ) მითითებას გადმოსაცემი პირის გადმოცემის ადგილის, დროის, წესისა და იმ ორგანოს შესახებ, რომელსაც იგი გადმოეცემა.
4. მოთხოვნას უნდა დაერთოს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი, დადგენილება ამ პირის დაკავების, დაპატიმრებისა და ჩხრეკის შესახებ, ხოლო მსჯავრდებულის გადმოცემის შემთხვევაში – გამამტყუნებელი განაჩენის ასლი.
4. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ ან საბრალდებო დასკვნა, დადგენილება ძებნის გამოცხადების შესახებ, მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა დამატებითი დოკუმენტები.
5. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს გერბიანი ბეჭდით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 255. გადმოცემის პირობები🔗
1. არ შეიძლება უცხო სახელმწიფოს მიერ გადმოცემული პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაეკისროს სისხლისსამართლებრივი სასჯელი, გადაეცეს მესამე სახელმწიფოს ამ ან სხვა დანაშაულისათვის, გადმომცემი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები არ ვრცელდება გადმოცემის შემდეგ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაზე.
მუხლი 256. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემა
1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი თავისი მოქალაქის გადაცემა, თუ მას ბრალად ედება თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენა, ან ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ, ანდა თუ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. გადაცემის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ რეკვიზიტებს და მომდინარეობდეს კომპეტენტური ორგანოდან.
1. არ შეიძლება უცხო სახელმწიფოს მიერ გადმოცემული პირი გადაეცეს მესამე სახელმწიფოს ამ ან სხვა დანაშაულისათვის, გადმომცემი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ ვრცელდება გადმოცემის შემდეგ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაზე.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 256. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ექსტრადიცია🔗
1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი იმ პირის ექსტრადიცია, რომლის მიმართაც მომთხოვნ სახელმწიფოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, ან თუ მას მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ.
2. ექსტრადიციის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ რეკვიზიტებს და მომდინარეობდეს კომპეტენტური ორგანოდან.
3. მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.
4. თუ საქართველოს გენერალური პროკურორი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. თუ პირის გადაცემას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს გენერალური პროკურორი იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ.
6. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მიმართაც შემოსულია მოთხოვნა გადაცემის შესახებ, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, გადაცემა შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით სასჯელისაგან განთავისუფლებამდე. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ბრალდებულად მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, გადაცემა შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით მის განთავისუფლებამდე.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფლება აქვს, უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოთა თხოვნით, გამოიტანოს დადგენილება გარკვეული ვადით ამ სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემის შესახებ. თუ ამ პირს თავისი ქვეყნის სასამართლო შეუფარდებს უფრო მკაცრ ან საქართველოში მოუხდელი სასჯელის თანაბარ სასჯელს, იგი სასჯელს მოიხდის თავის ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მუხლი 257. გადაცემაზე უარის თქმა
გადაცემა არ დაიშვება, თუ:
ა) პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში;
ბ) ქმედება, რომელიც იყო გადაცემის შესახებ მოთხოვნის საფუძველი, საქართველოში დანაშაულად არ ითვლება;
გ) პირის მიმართ უკვე გამოტანილია იმავე დანაშაულთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება (განჩინება) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია.
მუხლი 258. მოქალაქეობის არმქონე პირის გადაცემა
მოქალაქეობის არმქონე პირის გადაცემა ხდება 256-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 259. გადასაცემი პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონისძიების გამოყენება
1. გადასაცემი პირის დაკავება, დაპატიმრება, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსება, მის მიმართ ჩხრეკის, ამოღების, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენება, მის ქონებაზე ყადაღის დადება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა გადაცემის მოთხოვნას თან ერთვის სათანადოდ დამოწმებული სასამართლო ორდერი (ბრძანება) ისეთი საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც ზღუდავს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გადაცემის მომთხოვნ ორგანოს.
3. გადაცემის მოთხოვნის საფუძველზე დაპატიმრებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება პატიმრობაში იყოს არა უმეტეს ერთი თვისა, თუ არ იქნა შემოსული სასამართლო ორდერი (ბრძანება) ამ ვადის გაგრძელების თაობაზე.
4. გადასაცემ პირს უფლება აქვს დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს.
4. თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. თუ პირის ექსტრადიციას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ.
6. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მიმართაც შემოსულია მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით სასჯელისაგან განთავისუფლებამდე. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ბრალდებულად მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით მის განთავისუფლებამდე.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფლება აქვს, უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოთა თხოვნით, გამოიტანოს დადგენილება გარკვეული ვადით ამ სახელმწიფოს მოქალაქის ექსტრადიციის შესახებ. თუ ამ პირს თავისი ქვეყნის სასამართლო შეუფარდებს უფრო მკაცრ ან საქართველოში მოუხდელი სასჯელის თანაბარ სასჯელს, იგი სასჯელს მოიხდის თავის ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32
მუხლი 257. ექსტრადიციაზე უარის თქმა🔗
ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ:
ა) პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში ან მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი საქართველოში;
ბ) ქმედება, რომელიც იყო გადაცემის, ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველი, არ ითვლება დანაშაულად საქართველოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პირის მიმართ უკვე გამოტანილია იმავე დანაშაულთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 258. მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიცია🔗
მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიცია ხდება 256-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
მუხლი 259. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენება🔗
1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების თხოვნით. სასამართლო აღნიშნულ საკითხს განიხილავს ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს პირისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 5 დღის ვადაში.
2. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა განისაზღვრება 3 თვით, რომელიც ექსტრადიციის განხორციელებისათვის გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე 2 თვემდე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია – კიდევ 2 თვემდე აგრძელებს საექსტრადიციო პატიმრობის ვადას.
4. ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პირმა უცხო სახელმწიფოში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით შესაბამისი სახელმწიფოდან გამოითხოვს პირის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
6. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გადაცემის მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული საექსტრადიციო პატიმრობის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32
მუხლი 259
1
. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის მინიჭებული ყველა უფლებით ექსტრადიციის პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით.
2. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, მისი გადაცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 7 დღისა გაასაჩივროს იგი შესაბამის (რაიონულ) საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში.
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ დადგენილების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 5 დღის ვადაში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32
მუხლი 260. ნივთიერ მტკიცებულებათა და დოკუმენტთა გადაცემა🔗
1. გადასაცემი პირისათვის ჩამორთმეული საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებებად სისხლის სამართლის საქმეზე, ეგზავნება გადაცემის მომთხოვნ ორგანოს.
2. მატერიალური ღირებულების მქონე საგნებისა და დოკუმენტების გაგზავნა, თუ ისინი არ ეკუთვნის გადასაცემ პირს, უნდა მოხდეს მათი შენახვისა და მესაკუთრისათვის დაბრუნების გარანტიის მიღების შემდეგ. გარანტიას იძლევა ორგანო, რომელიც მოითხოვს პირის გადაცემას.
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის ჩამორთმეული საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებებად სისხლის სამართლის საქმეზე, ეგზავნება ექსტრადიციის მომთხოვნ ორგანოს.
2. მატერიალური ღირებულების მქონე საგნებისა და დოკუმენტების გაგზავნა, თუ ისინი არ ეკუთვნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს, უნდა მოხდეს მათი შენახვისა და მესაკუთრისათვის დაბრუნების გარანტიის მიღების შემდეგ. გარანტიას იძლევა ორგანო, რომელიც მოითხოვს პირის ექსტრადიციას.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
მუხლი 2601. ინფორმაციის გადაცემა🔗
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2271 და 2272 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გარემოებების, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ მიღებული ზომებისა და აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ხოლო 2311 და 324-ე მუხლებით გათვალისწინებული (ბირთვულ ნივთიერებებთან დაკავშირებული) დანაშაულების შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აცნობებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3543 - სსმ I, №36, 04.08.2006წ., მუხ.269
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
კერძო ნაწილი
კარი მეექვსე
წინასწარი გამოძიების წარმოების ზოგადი დებულებანი
სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
მუხლი 261. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოვალეობა
1. დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევაში მომკვლევი, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან აღძრან სისხლის სამართლის საქმე.
2. მოსამართლეს უფლება აქვს აღძრას კერძო ბრალდების საქმე.
მუხლი 262. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის აქტის მნიშვნელობა
1. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა უნდა ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებანი დანაშაულის გასახსნელად ან ბრალდებულის უდანაშაულობის დასადგენად.
2. სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე არ შეიძლება არც ერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ჩხრეკის, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების გარდა.
წინასწარი გამოძიების ზოგადი დებულებანი
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 261. წინასწარი გამოძიების დაწყების მოვალეობა🔗
დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიწყონ წინასწარი გამოძიება. გამომძიებლის მიერ წინასწარი გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 262. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 263. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ🔗
1. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც მომკვლევს, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს მოქალაქემ, თანამდებობის პირმა, დაწესებულებამ, ორგანიზაციამ, საწარმომ, ოპერატიულ-სამძებრო ორგანომ, ბრალის აღიარებით გამოცხადებულმა პირმა, ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე უშუალოდ სამართალწარმოების ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ორგანოს წარმომადგენელი დანაშაულის თვითმხილველი ან დაზარალებულია, ასევე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გამოვლენილი ცნობები.
2. ანონიმური ცნობები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბს არ წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თვით შეტყობინება შეიცავს ცნობებს ისეთი დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ, რომელთა შემოწმებაც შესაძლებელია.
მუხლი 264. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლები
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია 263-ე მუხლში აღნიშნული წყაროებიდან მიღებული ფაქტობრივი მონაცემები დანაშაულის ნიშნების შესახებ.
1. წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ფიზიკურმა ანდა იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო ან თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა, თანამდებობის პირმა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანომ, ბრალის აღიარებით გამოცხადებულმა პირმა, ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე უშუალოდ სისხლის სამართლის პროცესის ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ორგანოს წარმომადგენელი დანაშაულის თვითმხილველი ან დაზარალებულია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გამოვლენილი ცნობები.
2. ანონიმური ცნობების საფუძველზე გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია დაიწყოს წინასწარი გამოძიება. დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური ცნობის საფუძველზე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 264. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 265. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების განხილვის წესი🔗
1. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.
2. ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი.
3. 16 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
4. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება. თუ პირი დაკავებულია, მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხდება დაკავებიდან 12 საათის განმავლობაში. დანარჩენ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმის აღძვრას შეიძლება წინ უძღოდეს მიღებული ცნობების შემოწმება, რაც 7 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება გაგრძელდეს.
5. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმება ხდება არასაპროცესო მეთოდებით (ახსნა-განმარტებების მიღების, დოკუმენტების გამოთხოვის გზით). შემოწმებისას პირს არ აფრთხილებენ ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის ან ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. შემოწმების მასალების საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ შეიძლება დაევალოს შემმოწმებელს. შემოწმებისას მიღებული მასალები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად, თუ მათი დამაგრება და გამოკვლევა ამ კოდექსით გათვალისწინებული წესებით არ მომხდარა.
მუხლი 266. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება
დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმების საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ;
ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით მასალების გადაგზავნის შესახებ.
მუხლი 267. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
1. თუ არსებობს 263-264-ე მუხლებში აღნიშნული საბაბი და საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად, მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს პირი, რომელმაც საქმე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო.
2. დადგენილებაში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი და საფუძველი, ფაქტი, რომლის გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი ან მუხლის ნაწილი, რომლის მიხედვითაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
3. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორსა და დანაშაულის შემტყობინებელ პირს.
4. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფისას, როცა არსებობს ცნობები იმ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელიც არ არის დაკავშირებული ძირითად საქმესთან, დადგენილებაში საქმის გამოყოფის შესახებ მითითებული უნდა იყოს, რომ საქმე აღიძრა ახალი პირის მიმართ ან ახალი ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის დანარჩენ შემთხვევებში იგი უკვე აღძრულად ითვლება.
5. თუ სასამართლო განხილვისას აღმოჩნდება ახალი ბრალდების ან ახალი პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, ამასთან, არ არსებობს საფუძველი საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დასაბრუნებლად, სასამართლო, სისხლის სამართლის საქმის აღუძვრელად, გამოყოფილ მასალებს გამოძიების ჩასატარებლად უგზავნის პროკურორს.
მუხლი 268. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმა
1. თუ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობები არ დადასტურდა, ან თუ არსებობს 28-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების გამომრიცხავი საფუძვლები, სისხლის სამართალწარმოების ორგანოს გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
2. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორსა და დანაშაულის შემტყობინებელ პირს.
მუხლი 269. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გასაჩივრება
დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში პროცესის მონაწილეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ პროკურორთან, ხოლო პროკურორისაგან უარის მიღების ან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში – სასამართლოში. ამასთან, სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა აითვლება პროკურორისაგან უარის მიღების დღიდან ან იმ დღიდან, როცა მომჩივანს პასუხი უნდა მიეღო.
3. სისხლის სამართლის საქმის პირველადი დოკუმენტია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტი.
4. 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 266. საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნა🔗
თუ წინასწარი გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება განეკუთვნება გამოძიების სხვა ორგანოს კომპეტენციას, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებათა შესრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 267. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 268. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 269. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
წინასწარი გამოძიების ჩატარების პირობები
მუხლი 270. წინასწარი გამოძიების სახეები
1. მოკვლევა არის წინასწარი გამოძიების თავდაპირველი ეტაპი. მოკვლევის მასალები გამომძიებელს უნდა გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან არა უგვიანეს 7 დღისა, ხოლო ეჭვმიტანილი პირის დაკავებისას – დაკავების ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორს კი – მის მიერ მითითებულ ნებისმიერ ვადაში.
მუხლი 270. წინასწარი გამოძიების სავალდებულოობა🔗
1. (ამოღებულია).
2. წინასწარი გამოძიება, რომელსაც გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს, სავალდებულოა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძო ბრალდების საქმეთა გარდა.
3. კერძო ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება ტარდება დაზარალებულის ან ბრალდებულის მოთხოვნით, პროკურორის წინადადებით, თუ მხარეები არ არიან ამის წინააღმდეგი, და მოსამართლის ინიციატივით.
3. კერძო ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება ტარდება დაზარალებულის ან განსასჯელის მოთხოვნით, პროკურორის წინადადებით, თუ მხარეები არ არიან ამის წინააღმდეგი, და მოსამართლის ინიციატივით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 271. წინასწარი გამოძიების ვადა🔗
1. წინასწარი გამოძიება უნდა დამთავრდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან არა უგვიანეს 3 თვეში.
2. წინასწარი გამოძიება დამთავრებულად ითვლება იმ დღეს, როდესაც პროკურორი სასამართლოში საქმეს გზავნის საბრალდებო დასკვნით ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ დადგენილებით, ანდა როცა გამოაქვს დადგენილება საქმის შეწყვეტის თაობაზე.
3. წინასწარი გამოძიების ვადაში არ შედის:
ა) წინასწარი გამოძიების შეჩერების დრო;
ბ) დრო დამატებითი გამოძიებისათვის სასამართლოს მიერ საქმის დაბრუნებიდან მის მიღებამდე.
4. დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, აგრეთვე შეჩერებული ან შეწყვეტილი საქმის განახლების შემთხვევაში დამატებითი გამოძიების ვადას ერთი თვის ფარგლებში ადგენს პროკურორი. ვადის შემდგომი გაგრძელება ხდება საერთო საფუძველზე, იმ ვადის გათვალისწინებით, რომელიც წინ უძღოდა საქმის სასამართლოში გადაცემას, შეჩერებას ან შეწყვეტას.
5. ვადის გაგრძელების შუამდგომლობას გამომძიებელი წარუდგენს პროკურორს გამოძიების ვადის გასვლამდე არანაკლებ 5 დღით ადრე. პროკურორი აკმაყოფილებს შუამდგომლობას ან იძლევა მითითებას წინასწარი გამოძიების დამთავრების ან სასამართლოში საქმის გაგზავნის თაობაზე, ანდა გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 272. დამსწრეთა მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში
1. ამოღება, ჩხრეკა, დათვალიერება, შემოწმება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ჩვენების ადგილზე შემოწმება, ამოსაცნობად წარდგენა, ნიმუშის მიღება საექსპერტო კვლევისათვის, გვამის ექსჰუმაცია წინასწარი გამოძიების დროს ხდება არანაკლებ ორი დამსწრის მონაწილეობით.
2. თუ ერთ საგამოძიებო მოქმედებას ატარებს რამდენიმე გამომძიებელი ან გამომძიებელი და – მისი ხელმძღვანელობით – მომკვლევნი, რომლებიც მოქმედებენ ერთდროულად სხვადასხვა შენობაში ან ერთმანეთისაგან დიდი მანძილით არიან დაშორებულნი, თითოეულ გამომძიებელსა და მომკვლევთან მუდამ უნდა იყოს არანაკლებ ორი დამსწრისა.
3. დამსწრეებს იწვევენ მოქალაქის მიერ მომკვლევისა თუ გამომძიებლის კანონიერი მოთხოვნებისა და წინადადებების შესრულებაზე უარის თქმის, წინააღმდეგობის გაწევის ან სხვა არამართლზომიერ ქმედებათა დასადასტურებლად.
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადებში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 272. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 273. შეტყობინება დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ🔗
1. პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ატყობინებს ამ პირებს ან მათს წარმომადგენლებს და გადასცემს ან უგზავნის მათ სათანადო დადგენილების ასლს. დადგენილებაში ჩამოთვლილი უნდა იყოს დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან მათი წარმომადგენლების საპროცესო უფლება-მოვალეობები.
2. დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან მათი წარმომადგენლების თხოვნით, გამომძიებელი განუმარტავს მათს უფლება-მოვალეობებს, რის შესახებაც აკეთებს აღნიშვნას დადგენილებაზე.
მუხლი 274. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი უზრუნველყოფენ, რომ არ გამჟღავნდეს მონაცემები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და მისი შედეგების, ჩვენებათა შინაარსის, მთლიანად საქმის ან მისი გარკვეული ნაწილის შინაარსის თაობაზე, აგრეთვე მონაცემები ექსპერტთა დასკვნის შესახებ. ამ მიზნით მათ შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს ჩამოართვან ხელწერილი-ვალდებულება, რომ მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილონ ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
მუხლი 274. წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა🔗
1. გამომძიებელი და პროკურორი უზრუნველყოფენ, რომ არ გამჟღავნდეს მონაცემები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და მისი შედეგების, ჩვენებათა შინაარსის, მთლიანად საქმის ან მისი გარკვეული ნაწილის შინაარსის თაობაზე, აგრეთვე მონაცემები ექსპერტთა დასკვნის შესახებ. ამ მიზნით მათ შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს ჩამოართვან ხელწერილი – ვალდებულება, რომ მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილონ ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
2. სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროთ ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს.
3. დამცველის ვალდებულება სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის შესახებ არ ვრცელდება მის საუბარზე ბრალდებულთან ან ეჭვმიტანილთან.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება შეუძლია განახორციელოს სასამართლომ, თუ საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე.
მუხლი 275. გამომძიებელთა ჯგუფისათვის წინასწარი გამოძიების დავალება
პროკურორს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს შეუძლიათ განსაკუთრებით რთული ან უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება დაავალონ გამომძიებელთა მუდმივ ან სპეციალურად შექმნილ ჯგუფს, რის შესახებაც გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება, რომელშიც აღინიშნებიან ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები. თუ გადაწყვეტილებები გამომძიებელთა ჯგუფისათვის წინასწარი გამოძიების დავალებისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ მიღებულია ერთდროულად, ორივე გადაწყვეტილება უნდა აისახოს ერთ დადგენილებაში. ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის ან ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ გამოიტანება შესაბამისი დადგენილება.
მუხლი 276. გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი
1. გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი საქმეს იღებს თავის წარმოებაში და პასუხს აგებს წინასწარი გამოძიების საერთო მიმართულებასა და საბოლოო შედეგებზე, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ამ სტადიაზე შესრულებული თითოეული მოქმედებისა და გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე.
2. გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს სამუშაოს გამომძიებლებს შორის, თითოეულ მათგანს განუსაზღვრავს გამოძიების უბანს ან მიმართულებას, ავალებს ცალკეული საგამოძიებო მოქმედების შესრულებას, ადგენს მათი ჩატარების ვადებს;
ბ) მონაწილეობს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებაში;
გ) გამოაქვს დადგენილება გამოძიებისას წამოჭრილი საკითხების გადასაწყვეტად, მათ შორის, ბრალდებულად პირის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრების, მთლიანად საქმის ანდა მისი გარკვეული ნაწილის შესაწყვეტად;
დ) უზრუნველყოფს საგამოძიებო ორგანოს უფროსისა და პროკურორის მითითებათა შესრულებას, ხოლო 58-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმეს წარუდგენს ზემდგომ პროკურორს თავისი საწინააღმდეგო მოსაზრებებით;
ე) აძლევს დავალებასა და მითითებას მოკვლევის ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, აგრეთვე მოითხოვს დაეხმარონ გამომძიებელს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებაში.
მუხლი 277. ჯგუფის წევრები
1. საგამოძიებო ჯგუფის წევრები ასრულებენ ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებას, მითითებას, რომელთა შესრულებასაც ატყობინებენ ხელმძღვანელს.
2. თუ ჯგუფის წევრს ჯგუფის ხელმძღვანელის დავალება, მითითება უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, იგი მას აცნობებს თავის საწინააღმდეგო მოსაზრებას. ჯგუფის ხელმძღვანელი აუქმებს დავალებას ან მითითებას, ანდა მას შესასრულებლად გადასცემს სხვა გამომძიებელს ან თვითონ ასრულებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას. თუ ჯგუფის წევრი არ ეთანხმება ჯგუფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, იგი თავის მოსაზრებას აცნობებს პროკურორს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება შეუძლია განახორციელოს სასამართლომ, თუ საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 275. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 276. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 277. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 278. რამდენიმე გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედების შესრულება🔗
თუ დათვალიერების, ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი ერთდროულად სხვადასხვა შენობაში უნდა იყვნენ, ან ერთმანეთისაგან დიდი მანძილით უნდა იყვნენ დაშორებულნი, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება განახორციელოს რამდენიმე გამომძიებელმა ან გამომძიებელმა და მომკვლევმა. ამასთან, ერთ-ერთი გამომძიებელი ხელმძღვანელობს დანარჩენ გამომძიებელთა და მომკვლევთა საქმიანობას.
თუ დათვალიერების, ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი ერთდროულად უნდა იყვნენ სხვადასხვა შენობაში ან ერთმანეთისაგან დიდი მანძილით დაშორებულნი, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება განახორციელოს რამდენიმე გამომძიებელმა. ამასთან, ერთ-ერთი გამომძიებელი ხელმძღვანელობს დანარჩენ გამომძიებელთა საქმიანობას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 279. გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება🔗
1. გამომძიებლის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა გამო საჩივრები წარედგინება საგამოძიებო ორგანოს უფროსს, ხოლო მისი გადაწყვეტილება – შესაბამის პროკურორს.
2. პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან, შემდეგ კი – სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
1. გამომძიებლის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო საჩივარი წარედგინება შესაბამის პროკურორს.
2. პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 280. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენა🔗
1. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი შესაბამისი ორგანიზაციის თანამდებობის პირს უგზავნის წარდგინებას ამ გარემოებათა გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.
1. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენისას გამომძიებელი ან პროკურორი შესაბამისი ორგანიზაციის თანამდებობის პირს უგზავნის წარდგინებას ამ გარემოებათა გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.
2. წარდგინების განხილვა სავალდებულოა. განხილვის შედეგი ერთი თვის ვადაში უნდა ეცნობოს წარდგინების ავტორს.
3. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 20 მინიმალურ ოდენობამდე. დაჯარიმება ხდება მოსამართლის დადგენილებით პროკურორის წარდგინების საფუძველზე.
3. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 20 მინიმალურ ოდენობამდე. ამ საკითხზე პროკურორის მიერ შეტანილი შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 210-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა,
ბრალდების წაყენება და შეცვლა, ბრალდებაზე უარი
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 281. ბრალდების წაყენების საფუძვლები🔗
ბრალდების წაყენების საფუძველია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული.
მუხლი 282. დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ
1. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში აღინიშნება:
მუხლი 282. დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ🔗
1. ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს პროკურორის თანხმობით, პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში აღინიშნება:
ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი;
ბ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
გ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი ჩადენის ადგილისა და დროის მითითებით, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სისხლის სამართლის საქმეზე;
დ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და, ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;
გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
2. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მუხლის ნაწილით ან ქვეპუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული თითოეული ამ დანაშაულის კვალიფიკაცია.
3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას ამ პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
4. საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4579 - სსმ I, №12, 13.04.2007წ., მუხ.110
მუხლი 283. მოქმედება, რომელიც წინ უძღვის ბრალდების წაყენებას🔗
1. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანის დღისა. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და დაიკითხოს ბრალდებულის სახით.
1. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებული უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილი უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს ბრალდებულის სახით. ბრალდების წაყენების და ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.
2. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ბრალდების წაყენების დროს უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა – ამ კოდექსით დადგენილი წესით.
3. პირს, რომელიც ბრალდებულად იქნა პასუხისგებაში მიცემული, იბარებენ უწყებით ან სხვა საშუალებით. თუ ეს პირი თავს არიდებს გამოცხადებას, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება მისი მოყვანის შესახებ, ხოლო თუ იგი დაემალა გამოძიებას, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცხადდება ასეთი პირის ძებნა.
3. პირს, რომელიც ბრალდებულად იქნა პასუხისგებაში მიცემული, იბარებენ უწყებით ან სხვა საშუალებით. თუ ეს პირი თავს არიდებს გამოცხადებას ან სხვა მიზეზით შეუძლებელია მისთვის ბრალდების პირადად წარდგენა, გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გაუგზავნოს ბრალდებულს ფოსტით ან გადასცეს მის დამცველს. განსაკუთრებულ შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის მოყვანის შესახებ. თუ ბრალდებული დაემალა გამოძიებას, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცხადდება ასეთი პირის ძებნა.
4. თუ პირი დაკავებული ან დაპატიმრებულია, გამომძიებელი ან პროკურორი განკარგულებას აძლევს თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციას ბრალდების წასაყენებლად გარკვეულ ადგილას და გარკვეულ დროს პირის მოყვანის თაობაზე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 284. ბრალდების წაყენება🔗
1. გამომძიებელი ან პროკურორი ბრალდების წასაყენებლად გამოძახებულ პირსა და მის დამცველს გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამომძიებელი პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. გამოძახებული პირი და დამცველი წერილობით ადასტურებენ, რომ ისინი გაეცნენ დადგენილებას. დადგენილების ასლს გამომძიებელი ან პროკურორი გადასცემს ბრალდებულსა და დამცველს. იმავდროულად ბრალდებულს გადაეცემა მისი უფლება-მოვალეობების ნუსხა. გარდა ამისა, გამომძიებელი ან პროკურორი, დამცველის მონაწილეობით, ბრალდებულს განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს.
2. ბრალდების წაყენების შემდეგ პირველ დაკითხვამდე ბრალდებულს აქვს თავის დამცველთან პირისპირ კონსულტაციის უფლება.
3. დამცველთან ბრალდებულის პირისპირ საუბრის შემდეგ გამომძიებელი დაუყოვნებლივ დაკითხავს ბრალდებულს წაყენებული ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით. დაკითხვაში მონაწილეობენ დამცველი, აგრეთვე პროკურორი, თუ მას ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო არასრულწლოვანთა, ყრუ-მუნჯთა, სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირთა საქმეებზე, იმ პირთა საქმეებზე, რომელთაც შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თუ ბრალდებული ან მისი წარმომადგენელი შუამდგომლობენ, პროკურორის მონაწილეობა დაკითხვაში სავალდებულოა.
1. გამომძიებელი ან პროკურორი ბრალდების წასაყენებლად გამოძახებულ პირსა და მის დამცველს გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამომძიებელი პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. გამოძახებული პირი და დამცველი წერილობით ადასტურებენ, რომ ისინი გაეცნენ დადგენილებას. დადგენილების ასლს
ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით
გამომძიებელი ან პროკურორი გადასცემს ბრალდებულსა და დამცველს. გარდა ამისა, გამომძიებელი ან პროკურორი, დამცველის მონაწილეობით, ბრალდებულს განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს.
11. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამომძიებელი ან პროკურორი მის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის დამცველს და გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად. ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობას.
2. ბრალდების წაყენების შემდეგ ბრალდებულს აქვს თავის დამცველთან პირისპირ კონსულტაციის უფლება. თუ ბრალდებული დაკავებულია, მის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
3. დამცველთან ბრალდებულის პირისპირ საუბრის შემდეგ გამომძიებელი უფლებამოსილია დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის 1
1
ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა. დაკითხვაში მონაწილეობენ დამცველი, აგრეთვე პროკურორი, თუ მას ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო არასრულწლოვანთა, ყრუ-მუნჯთა, სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირთა საქმეებზე, იმ პირთა საქმეებზე, რომელთაც შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თუ ბრალდებული ან მისი წარმომადგენელი შუამდგომლობენ, პროკურორის მონაწილეობა დაკითხვაში სავალდებულოა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ბრალდების წარდგენის წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ბრალდებულს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ გაეგზავნა ფოსტით ან გადაეცა მის დამცველს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 285. ბრალდების შეცვლა და უარი ბრალდებაზე🔗
1. წინასწარი გამოძიებისას წაყენებული ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში გამომძიებელს 283-284-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით გამოაქვს ახალი დადგენილება პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
2. გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება დასამტკიცებლად ეგზავნება პროკურორს.
3. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების პირი გადაეცემა ბრალდებულსა და დამცველს.
1. გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი უფლებამოსილია, წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალი ბრალდება წარუდგინოს ამ კოდექსის 283-ე და 284ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. ახალ დადგენილებაში აგრეთვე მიეთითება, რომ გაუქმებულია თავდაპირველად გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურორი წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალ ბრალდებას წარუდგენს უშუალოდ საბრალდებო დასკვნაში, ამ კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
2. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ, წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში.
3. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება გადაეცემა ბრალდებულსა და დამცველს.
4. ბრალდების შეცვლის, შევსებისა და მასზე უარის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად პროკურორს უფლება აქვს წინასწარი გამოძიების ნებისმიერ მომენტში მოსთხოვოს გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმე არა უმეტეს 3 დღის ვადით.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
კარი მეშვიდე
საგამოძიებო მოქმედება
ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
მუხლი 286. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო წესები🔗
1. გამომძიებელი ამოწმებს კანონით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩაბმულ მონაწილეებს, რომელთაც განუმარტავს მათს უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს.
2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ღამით დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.
3. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოიყენონ დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.
4. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაუშვებელია ძალის, მუქარის, შანტაჟის, მოტყუებისა და სხვა უკანონო ხერხების გამოყენება, ასევე დაუშვებელია ამ მოქმედებაში მონაწილე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა.
მუხლი 287. საგამოძიებო მოქმედების ოქმი🔗
1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ან უშუალოდ მისი დამთავრების შემდეგ.
2. ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით, დაიბეჭდოს მანქანაზე ან დამზადდეს კომპიუტერით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ოქმის სისრულისათვის შეიძლება სტენოგრაფიის, ფოტო- და კინოგადაღების, ვიდეო- და აუდიოჩაწერის გამოყენება. სტენოგრაფიული ჩანაწერი საქმეს არ დაერთვის, ხოლო ფოტო- და კინოგადაღების,- ვიდეო- და აუდიოჩაწერის მასალები ინახება საქმეში.
3. ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი, მისი დაწყებისა და დამთავრების დრო, ჩატარების პირობები, იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელი და გვარი, ხოლო საჭიროების შემთხვევებში – მათი მისამართიც; ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს გამომძიებლის მოქმედების თანამიმდევრობა, გამოვლენილი მტკიცებულებები და საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირთა განცხადებები.
4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ფოტო- და კინოგადაღება, აუდიო- და ვიდეოჩაწერა, ან დამზადდა კვალის ანაბეჭდები და ტვიფრები, შედგა ნახაზები და სქემები, უნდა აღინიშნოს აგრეთვე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული სხვა ტექნიკური საშუალებებიც, მათი გამოყენების პირობები და წესი, ობიექტები, რომელთა მიმართაც გამოიყენეს ეს საშუალებები და მიღებული შედეგები. ოქმში, გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ წინასწარ შეატყობინეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირებს.
5. ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს მათი ხელმოწერით.
6. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი, რომელმაც ოქმი შეადგინა, დაკითხული პირი, თარჯიმანი, სპეციალისტი, დამსწრე და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე ყველა სხვა პირი.
7. ოქმს დაერთვის ფოტონეგატივი და სურათი, კინოფირი, დიაპოზიტივი, დაკითხვის ფონოგრამა, ვიდეოჩანაწერის კასეტა, ნახაზი, გეგმა, სქემა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დამზადებული კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი.
6. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე ყველა პირი.
7. ოქმს დაერთვის ფოტონეგატივი და სურათი, ინფორმაციის შემცველი ელექტრონული საშუალებები, კინოფირი, დიაპოზიტივი, დაკითხვის ფონოგრამა, ვიდეოჩანაწერის კასეტა, ნახაზი, გეგმა, სქემა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დამზადებული კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 288. საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე უარის ან ხელმოწერის შეუძლებლობის ფაქტის დადასტურება🔗
1. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, მოწმე ან სხვა პირი უარს ამბობს საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რასაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი.
2. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განმარტოს უარის მიზეზი და ეს უნდა აღინიშნოს ოქმში.
3. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას ხელი მოაწეროს ოქმს, გამომძიებელი იწვევს გარეშე პირს, რომელიც დასაკითხი პირის თანხმობით ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს მისი ჩვენების ჩანაწერის სისწორეს. ოქმს ხელს აწერს გამომძიებელი.
3. თუ ბრალდებულმა ან სხვა პირმა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი არ მოაწერა, ეს ეცნობება პროკურორს. იგი ვალდებულია დაადგინოს ოქმის ხელის მოწერაზე უარის მიზეზი და მონაწილეობა მიიღოს შემდგომ დაკითხვაში.
4. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას ხელი მოაწეროს ოქმს, გამომძიებელი იწვევს გარეშე პირს, რომელიც დასაკითხი პირის თანხმობით ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს მისი ჩვენების ჩანაწერის სისწორეს. ოქმს ხელს აწერს გამომძიებელი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 289. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთათვის უფლებების განმარტებისა და უზრუნველყოფის სავალდებულოობა🔗
გამომძიებელი ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე სხვა პირებს განუმარტოს მათი უფლებები და უზრუნველყოს ამ უფლებათა განხორციელების შესაძლებლობა. ამავე დროს მათ უნდა განუმარტონ, თუ რა მოვალეობა ეკისრებათ და რა შედეგი მოსდევს ამ მოვალეობათა შეუსრულებლობას. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს გადაეცემათ მათი უფლება-მოვალეობების წერილობითი ნუსხა.
მუხლი 290. მოსამართლის ბრძანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება🔗
1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია პიროვნების ხელშეუხებლობის, საცხოვრებელი ბინის, მიმოწერის, პირადი ჩანაწერის, სატელეფონო საუბრების, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა შეტყობინებების საიდუმლოების შეზღუდვასთან, ტარდება მოსამართლის ბრძანებით.
2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, უნდა ეცნობოს დღე-ღამის განმავლობაში და გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებენ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს შემდეგი დღისა, პროკურორის მონაწილეობით ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა და საცხოვრებელი ბინის დათვალიერება ჩაატარა მოსამართლის ბრძანების გარეშე. მასალების განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება:
1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის, მიმოწერის, პირადი ჩანაწერის, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა შეტყობინებების საიდუმლოების შეზღუდვასთან, ტარდება მოსამართლის ბრძანებით.
2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით (გარდა ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), რის შესახებაც მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, პროკურორმა უნდა აცნობოს 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება ჩაატარა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე. მასალების განხილვის შემდეგ მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, გამოაქვს დადგენილება:
ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.
3. ამოღება, ჩხრეკა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში მოსამართლის ბრძანების გარეშე, გადაუდებელ შემთხვევებში, შეიძლება ჩატარდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც. აღნიშნულის შესახებ მოკვლევის ორგანოს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება. მათი ჩატარების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ პროკურორს, რომელიც გაეცნობა მოკვლევის ორგანოს დადგენილებას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ოქმებს, მიღებულ ფაქტობრივ მონაცემებს და იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე. პროკურორი ვალდებულია დღე-ღამის განმავლობაში აღნიშნულის შესახებ აცნობოს იმ მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, და წარუდგინოს მასალები, რომლებიც ასაბუთებენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობას სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, აგრეთვე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მოსამართლე, პროკურორის შუამდგომლობის შემოსვლიდან არა უგვიანეს შემდეგი დღისა, მისი მონაწილეობით ამოწმებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს მოკვლევის ორგანოს ის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე. შუამდგომლობის განხილვის შემდეგ მოსამართლეს 193-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით გამოაქვს დადგენილება:
ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა და აღნიშნული მოქმედებით მიღებული შედეგების გაუქმების შესახებ.
4. გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც არსებობს კვალისა და ნივთიერი მტკიცებულების დაკარგვის რეალური საშიშროება, ან როცა პირს დანაშაულის ფაქტზე წაასწრებენ.
5. მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნეს მოსამართლის ბრძანება პირის იძულებით შემოწმების, მოყვანის, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების მიღებისა და გვამის ექსჰუმაციის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება.
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.
3. (ამოღებულია).
4. გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც: არსებობს დანაშაულის კვალისა და ნივთიერი მტკიცებულების მოსპობისა და დაკარგვის რეალური საშიშროება, პირს დანაშაულის ფაქტზე წაასწრებენ, საქმისათვის საჭირო საგნები და დოკუმენტები აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, შემოწმება) ან შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო.
5. (ამოღებულია).
6. გამომძიებლისა და პროკურორის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნეს მოსამართლის ბრძანება პირის იძულებით შემოწმების, მოყვანის, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ.
7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო სხდომის ოქმი არ დგება. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 291. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ🔗
1. სასამართლოში წარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ.
2. მომკვლევის შუამდგომლობა მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ პროკურორის მიერ სანქციონირებული უნდა იყოს.
2. (ამოღებულია).
3. შუამდგომლობაში მოყვანილი უნდა იყოს მონაცემები დანაშაულის შესახებ, რომლის გამოც დასახულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რა მონაცემები უნდა მიიღონ ასეთი მოქმედების შედეგად, მისი ჩატარების ვადა, ადგილი, უშუალო შემსრულებელი, აგრეთვე სასამართლოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებისათვის საჭირო სხვა მონაცემები და, თუ ყოველივე ეს საკმარისი არ არის, მოსამართლეს უფლება აქვს მოითხოვოს მათი შევსება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 292. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი🔗
1. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე პროკურორისა და იმ გამომძიებლის მონაწილეობით, რომელმაც აღძრა შუამდგომლობა.
1. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით.
2. პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ სასამართლო განხილვის დაწყებამდე უკან გაითხოვონ შუამდგომლობა.
3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირები, რომელთა ჩვენებები ასაბუთებენ ან უარყოფენ შუამდგომლობას, გამოითხოვოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები.
4. შუამდგომლობა ჩხრეკის, ამოღების, ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების, სატელეფონო და სხვა საუბრების მიყურადების შესახებ მოსამართლემ უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს შემდეგი დღისა, ხოლო სხვა შუამდგომლობები – მათი მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.
4. ჩხრეკის, ამოღების, ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
5. მოსამართლე დანიშნულ დროს ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რომელი შუამდგომლობა განიხილება, ამოწმებს პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებას.
6. პროკურორი და გამომძიებელი შუამდგომლობას ასაბუთებენ ზეპირად და უპასუხებენ მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს.
7. თუ სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი დამცველი და წარმომადგენელი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
8. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების დამთავრებისთანავე მოსამართლე თავისი ბრძანებით ნებას რთავს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ანდა გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
9. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 293. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ🔗
1. მოსამართლის ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის გვარი, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა, განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება იგი, ბრძანების მოქმედების ვადა, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება, მოსამართლის ხელმოწერა, დამოწმებული სასამართლოს ბეჭდით.
2. მოსამართლის ბრძანება არ გასაჩივრდება.
2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება და გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება.
(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9
]
3. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან დადგენილება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი გამოცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათში, ხოლო დადგენილება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
დაკითხვა და დაპირისპირება
დაკითხვა
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 294. დაკითხვის ადგილი🔗
მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს მომკვლევი ან გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას.
მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 295. გამოძახება დაკითხვაზე🔗
1. მოწმეს, დაზარალებულს, აგრეთვე თავისუფლებაში მყოფ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს მომკვლევთან, გამომძიებელთან ან პროკურორთან იძახებენ უწყებით. უწყება იგზავნება ფოსტით ან შიკრიკის ხელით. გამოძახება შეიძლება აგრეთვე ტელეფონოგრამით, დეპეშით, რადიოგრამით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით.
1. მოწმეს, დაზარალებულს, აგრეთვე თავისუფლებაში მყოფ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს გამომძიებელთან ან პროკურორთან იძახებენ უწყებით. უწყება იგზავნება ფოსტით ან შიკრიკის ხელით. გამოძახება შეიძლება აგრეთვე ტელეფონოგრამით, დეპეშით, რადიოგრამით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით.
2. გამოძახების შესახებ უწყებასა თუ სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.
3. უწყების (შეტყობინების) ხელზე მიღება გამოძახებულმა ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს. თუ გამოძახებული ადგილზე არ იმყოფება, უწყება (შეტყობინება) მისთვის გადასაცემად ხელმოწერით უნდა ჩაჰბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს.
4. პირებს, რომლებიც საგამოძიებო ან დროებითი ყოფნის იზოლატორში, მიმღებგამანაწილებელში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ან აღმზრდელობით კოლონიაში იმყოფებიან, იძახებენ ამ დაწესებულებათა ადმინისტრაციის მეშვეობით.
მუხლი 296. დასაკითხის პიროვნების დადგენა
მომკვლევმა ან გამომძიებელმა დაკითხვის წინ დასაკითხს უნდა გამოჰკითხოს სახელი და გვარი, დაბადების დრო (წელი, თვე, რიცხვი) და ადგილი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სარგებლობს თუ არა იმუნიტეტით, არის თუ არა ნასამართლები, და ეს მონაცემები შეუდაროს დასაკითხის პირად დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს ან სხვაგვარად დარწმუნდეს მის ვინაობაში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 296. დასაკითხი პიროვნების დადგენა🔗
გამომძიებელმა დაკითხვის წინ დასაკითხს უნდა გამოკითხოს სახელი და გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) და ადგილი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები, თანამდებობა, სარგებლობს თუ არა იმუნიტეტით, არის თუ არა ნასამართლევი, და ეს მონაცემები შეუდაროს დასაკითხის პირად დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს ან სხვაგვარად დარწმუნდეს მის ვინაობაში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 297. ენა, რომელზედაც ტარდება დაკითხვა🔗
დამკითხავმა უნდა დაადგინოს, იცის თუ არა დასაკითხმა სამართალწარმოების ენა, ან რომელ ენაზე შეუძლია და სურს ჩვენებების მიცემა. მე-100 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იძახებენ თარჯიმანს, რომლის მოსვლამდეც დაკითხვა უნდა გადაიდოს.
მუხლი 298. საქმის გარემოებათა შესახებ თავისუფალი თხრობა და კითხვების დასმა🔗
1. დასაკითხ პირს უნდა განემარტოს, რა საქმეზეა გამოძახებული, და წინადადება მიეცეს მოჰყვეს, რა იცის საქმის გარემოებათა შესახებ. თავისუფალი თხრობის შეწყვეტა დაუშვებელია, მაგრამ, თუ დასაკითხი ლაპარაკობს გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, მომკვლევს ან გამომძიებელს შეუძლია მისი შეჩერება.
1. დასაკითხ პირს უნდა განემარტოს, რა საქმეზეა გამოძახებული, და წინადადება მიეცეს მოყვეს, რა იცის საქმის გარემოებათა შესახებ. თავისუფალი თხრობის შეწყვეტა დაუშვებელია, მაგრამ, თუ დასაკითხი ლაპარაკობს გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, გამომძიებელს შეუძლია მისი შეჩერება.
2. თავისუფალი თხრობის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაუსვან კითხვები.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 299. მისახვედრი კითხვების დასმის დაუშვებლობა🔗
მისახვედრია კითხვები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მიანიშნებენ მოსალოდნელ პასუხს. მისახვედრი კითხვების დასმა აკრძალულია.
მისახვედრია კითხვები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მიანიშნებენ მოსალოდნელ პასუხს. მისახვედრი კითხვების დასმა დაუშვებელია.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 300. დასაკითხის მიერ დოკუმენტებისა და სხვა ჩანაწერების გამოყენება🔗
1. დაკითხვის დროს დასაკითხ პირს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ან საქმეზე დართული დოკუმენტები, ანდა სხვა ჩანაწერები.
2. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტები და სხვა ჩანაწერები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ ან დაურთონ საქმეს.
2. გამომძიებელს და პროკურორს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტები და სხვა ჩანაწერები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ ან დაურთონ საქმეს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 301. დასაკითხისათვის საგნებისა და დოკუმენტების წარდგენა🔗
1. დაკითხვისას მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს შეუძლიათ დასაკითხს წარუდგინონ საქმეზე დართული საგნები და დოკუმენტები.
1. დაკითხვისას გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს შეუძლიათ დასაკითხს წარუდგინონ საქმეზე დართული საგნები და დოკუმენტები.
2. დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს, რა საგანი ან დოკუმენტი წარედგინა დასაკითხს, მათი აღწერილობა, რა კითხვები ახლდა წარდგენას და რა განმარტება მისცა ამასთან დაკავშირებით დასაკითხმა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 302. დაკითხვის ხანგრძლივობა🔗
დაკითხვა 4 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. დაშვებულია დღის განმავლობაში პირის რამდენჯერმე დაკითხვა დასასვენებლად არანაკლებ ერთსაათიანი პაუზებით. ამასთან, დაკითხვის საერთო ხანგრძლივობა დღის განმავლობაში 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
მუხლი 303. დაკითხვის მიმდინარეობისა და შედეგების დაფიქსირება🔗
1. დაკითხვის მიმდინარეობა და შედეგები ფიქსირდება დაკითხვის ოქმში.
2. დაკითხვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე აუდიო-, ვიდეოჩაწერა, კინოგადაღება.
3. ჩვენება ოქმში უნდა ჩაიწეროს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით. კითხვა-პასუხი ფიქსირდება ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც დაკითხვისას. ოქმში შეტანილ უნდა იქნეს ის შეკითხვაც, რომელიც განარიდა მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა, აგრეთვე კითხვა, რომლის პასუხის გაცემაზედაც უარი თქვა დასაკითხმა.
4. ოქმში თანამიმდევრულად უნდა დაფიქსირდეს დაკითხვისას ჩატარებული ყველა მოქმედება. თუ დაკითხვისას მიმდინარეობდა აუდიო-, ვიდეოჩაწერა, კინოგადაღება, მაშინ ფონოგრამა, ვიდეოგრამა, გადაღებული ფირი ოქმს თან უნდა ერთვოდეს.
5. დაკითხვის დამთავრებისთანავე ოქმი წასაკითხად წარედგინება დაკითხულს, ან მისი თხოვნით ოქმს წაუკითხავს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი.
2. დაკითხვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე გამოსახულების ან/და ხმის ჩაწერის შესაბამისი ტექნიკური საშუალება. დაკითხვა ყოველთვის უნდა ჩაიწეროს ამგვარი ტექნიკური საშუალებით, თუ დასაკითხი პირი შუამდგომლობს დაკითხვის ჩაწერაზე და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფს ჩაწერას.
3. ჩვენება ოქმში უნდა ჩაიწეროს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით. კითხვა-პასუხი ფიქსირდება ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც დაკითხვისას. ოქმში შეტანილ უნდა იქნეს ის შეკითხვაც, რომელიც განარიდა გამომძიებელმა ან პროკურორმა, აგრეთვე შეკითხვა, რომლის პასუხის გაცემაზედაც უარი თქვა დასაკითხმა.
4. ოქმში თანამიმდევრულად უნდა დაფიქსირდეს დაკითხვისას ჩატარებული ყველა მოქმედება. დაკითხვის ტექნიკური საშუალებებით ჩანაწერი ერთვის დაკითხვის ოქმს.
5. დაკითხვის დამთავრებისთანავე ოქმი წასაკითხად წარედგინება დაკითხულს, ან მისი თხოვნით ოქმს წაუკითხავს გამომძიებელი ან პროკურორი.
6. დაკითხულის მოთხოვნა ოქმში შესწორებისა და დამატების შეტანის თაობაზე აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. დასაკითხს უფლება აქვს თვითონ დაწეროს ჩვენება.
8. ოქმის წაკითხვის შემდეგ დასაკითხი ხელმოწერით ადასტურებს ჩვენების ჩანაწერის სისწორეს, ხელს აწერს ოქმის ბოლოს, ხოლო თუ ჩვენება რამდენიმე გვერდზეა, ხელს აწერს თითოეულ გვერდს.
9. თუ დაკითხვაში მონაწილეობს თარჯიმანი, იგი ზეპირად უთარგმნის დასაკითხს მისი ჩვენების ჩანაწერს, ხოლო წერილობით – მისი ხელით დაწერილ ჩვენებას. თარჯიმანი ხელს აწერს ჩვენების ჩანაწერს ოქმის ბოლოს და მის თითოეულ გვერდს ცალ-ცალკე, აგრეთვე დასაკითხის ხელით დაწერილი ჩვენების თარგმანს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 304. ხმის ჩაწერის გამოყენება დაკითხვისას🔗
1. ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, მოწმის ან დაზარალებულის დაკითხვისას შეიძლება ხმის ჩაწერა.
2. გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას ხმის ჩაწერის შესახებ და ამის თაობაზე დასაკითხს აცნობებს დაკითხვის დაწყებამდე. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან დამცველის ხმის ჩაწერა არ შეიძლება, თუ ისინი ამის წინააღმდეგნი არიან.
2. გამომძიებელი გადაწყვეტილებას იღებს ხმის ჩაწერის შესახებ და ამის თაობაზე დასაკითხს აცნობებს დაკითხვის დაწყებამდე.
3. ხმის ჩანაწერი უნდა ასახავდეს დაკითხვის მთელ მიმდინარეობას. დაკითხვის ნაწილის ჩაწერა, აგრეთვე იმავე დაკითხვისას მიცემული ჩვენების გამეორება სპეციალურად ჩაწერისათვის დაუშვებელია.
4. დაკითხვის დამთავრებისთანავე ხმის ჩანაწერი მთლიანად უნდა მოასმენინონ დასაკითხს და ჰკითხონ, სურს თუ არა რაიმე დაუმატოს ან დააზუსტოს და ადასტურებს თუ არა ჩანაწერის სისწორეს. ხმის ჩაწერის შემდეგ დასაკითხის დამატებითი ჩვენებაც ფირზე იწერება.
5. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის შუამდგომლობით მისი ჩვენება შეიძლება ჩაწერილ იქნეს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური საშუალებებით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 305. მოწმის დაკითხვა🔗
1. მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, აგრეთვე ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის ვინაობის დასადგენად.
2. მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთან, გამომძიებელი იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს არ ჰქონდეთ ურთიერთობა დაკითხვის დამთავრებამდე.
3. დაკითხვამდე გამომძიებელმა უნდა დაადგინოს მოწმის ვინაობა, აუხსნას, რა საქმეზეა გამოძახებული, და გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მოწმეს უნდა განუმარტონ, რომ იგი ვალდებული არ არის მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო ნათესავების მამხილებელი ჩვენება. გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს მოწმის დამოკიდებულება ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის მიმართ.
4. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწმეს უნდა შესთავაზონ თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმის შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება მას დაუსვან კითხვები.
5. მოწმის თხოვნით დაკითხვას შეიძლება დაესწროს მისი ადვოკატი.
5. მოწმის თხოვნით დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.
6. მხარის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს. მოწმის იდენტიფიკაცია ხდება დაკითხვის ადგილას შესაბამისი სასამართლოს მიერ.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 306. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა🔗
1. არასრულწლოვანი მოწმე შეიძლება დაიკითხოს ასაკის მიუხედავად, იმ პირობით, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით წარმოადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობები.
2. 14 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა ტარდება პედაგოგის ან არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის დასწრებით. 7 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან მისი არ არსებობისას მეურვის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
1. არასრულწლოვანი მოწმე შეიძლება დაიკითხოს იმ პირობით, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით წარმოადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობები.
2. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა ტარდება არასრულწლოვანი მოწმის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. 7 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან მისი არარსებობისას მეურვის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
3. დაკითხვის დაწყებამდე ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირებს უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ დაესწრონ დაკითხვას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და, გამომძიებლის ნებართვით, დასვან შეკითხვები. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვები, რომლებიც საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ ისინი ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
4. 16 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
4. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
მუხლი 307. ყრუ-მუნჯი და მძიმედ დაავადებული მოწმის დაკითხვა🔗
1. ყრუ-მუნჯი მოწმის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია მისთვის იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება. დაკითხვაში ასეთი პირის მონაწილეობა ოქმში უნდა აისახოს.
2. ფსიქიკურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადებული მოწმის დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და მისი დასწრებით.
2. მძიმე ავადმყოფი მოწმის დაკითხვა ყველა შემთხვევაში ტარდება ექიმის წერილობითი ნებართვით, ხოლო თუ ამას აუცილებლად მიიჩნევს ექიმი – მისი თანდასწრებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 308. მოწმის დაკითხვის ოქმი🔗
1. მოწმის დაკითხვის შესახებ დგება ოქმი. მასში უნდა აისახოს დამკითხველი პირის თანამდებობა და გვარი, მოწმის სახელი და გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე მისი ურთიერთობა ეჭვმიტანილთან, ბრალდებულსა თუ დაზარალებულთან. ოქმში უნდა აისახოს, რომ მოწმეს განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა.
2. მოწმის ჩვენება და დასმულ კითხვაზე პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.
3. მოწმე ჩვენებას იძლევა იმ ენაზე, რომელიც იცის. თუ მოწმემ არ იცის სამართალწარმოების ენა, დაკითხვა ხდება თარჯიმნის მონაწილეობით.
4. მოწმეს უფლება აქვს ჩვენება დაწეროს საკუთარი ხელით, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვები.
5. დაკითხვის დამთავრებისთანავე მოწმეს უნდა გააცნონ ოქმი; მასში უნდა შეიტანონ დამატება-შესწორებანი, თუ ასეთები არსებობს.
6. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ მოწმემ და გამომძიებელმა, აგრეთვე პედაგოგმა და ექიმმა, თუ ისინი ესწრებოდნენ დაკითხვას. ამასთან, მოწმე ხელს აწერს ოქმის თითოეულ გვერდს.
6. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ მოწმემ და გამომძიებელმა, აგრეთვე
დაკითხვაში მონაწილე სხვა პირებმა
. ამასთან, მოწმე ხელს აწერს ოქმის თითოეულ გვერდს.
7. თუ მოწმე უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს ამის მიზეზი, გააკეთოს შესაბამისი მინაწერი დაკითხვის ოქმის ბოლოს და დაამოწმოს ოქმი თავისი ხელმოწერით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 309. დაზარალებულის დაკითხვა🔗
1. დაზარალებულის დაკითხვა ტარდება მოწმის დაკითხვისათვის დადგენილი წესით.
1. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/13/1234,1235 – ვებგვერდი, 21.12.2018წ.)
2. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე ფსიქიკური და ფიზიკური ნაკლის მქონე დაზარალებულის დაკითხვა ტარდება მისი წარმომადგენლის მონაწილეობით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/13/1234,1235 – ვებგვერდი, 21.12.2018წ.
მუხლი 310. ეჭვმიტანილის დაკითხვა🔗
1. ეჭვმიტანილის დაკითხვა მისი დაკავების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მისი მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს ჩვენება მისცეს დამცველის თანდასწრებით. თუ შეუძლებელია დამცველის მონაწილეობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მისი მონაწილეობა უზრუნველყონ და განუმარტონ დაკავებულს, რომ დამცველის მოსვლამდე უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება.
3. დაკითხვის დაწყებამდე მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა ეჭვმიტანილს უნდა აცნობონ ეჭვის არსი და განუმარტონ მისი უფლებები.
1. (ამოღებულია).
2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს ჩვენება მისცეს დამცველის თანდასწრებით. თუ შეუძლებელია დამცველის მონაწილეობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მისი მონაწილეობა უზრუნველყონ და განუმარტონ დაკავებულს, რომ დამცველის მოსვლამდე უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება.
3. დაკითხვის დაწყებამდე გამომძიებელმა და პროკურორმა ეჭვმიტანილს უნდა აცნობონ ეჭვის არსი და განუმარტონ მისი უფლებები.
4. დაკითხვის დაწყებისთანავე ეჭვმიტანილს უნდა შესთავაზონ, რომ მისცეს ჩვენება ეჭვისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომელთაც, მისი აზრით, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს საქმისათვის.
5. ეჭვმიტანილის დაკითხვისას უნდა იხელმძღვანელონ ბრალდებულის დაკითხვისათვის დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 311. ბრალდებულის დაკითხვა🔗
1. ბრალდების წაყენებისა და დამცველთან ბრალდებულის კონსულტაციის შემდეგ იგი უნდა დაიკითხოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ ბრალდებული თავს არიდებს გამოცხადებას, – მისი მოყვანისთანავე.
1. (ამოღებულია).
11. (ამოღებულია).
2. ბრალდებული უნდა დაიკითხოს დღის საათებში, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა.
3. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წინასწარი გამოძიების ადგილას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – იქ, სადაც იგი იმყოფება.
4. ბრალდებულის დაკითხვა ტარდება სხვა ბრალდებულთაგან განცალკევებით.
5. ბრალდებულის დაკითხვაზე დასწრების უფლება აქვს დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.
6. ბრალდებულის პირველ დაკითხვაში მონაწილეობს პროკურორი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
7. ყრუ-მუნჯი ბრალდებულის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება მისთვის.
8. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წაყენებული ბრალდების არსის მიხედვით, აგრეთვე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა შესახებ.
9. დაკითხვის დაწყებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე.
10. დაკითხვის დაწყებისთანავე გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში.
11. ბრალდებულის დუმილი ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
12. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას თავისუფლად უნდა ჩამოაყალიბოს მისთვის ცნობილი ყველა გარემოება, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვა გამომძიებელმა, პროკურორმა და დამცველმა. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვა, თუ იგი საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ კითხვა უნდა დაფიქსირდეს ოქმში.
13. 16 წლამდე ასაკის ბრალდებულის დაკითხვაში მონაწილეობს პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი.
13. 18 წლამდე ასაკის ბრალდებულის დაკითხვაში მონაწილეობს პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 312. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი🔗
1. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ყოველი დაკითხვისას გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელშიც უნდა აისახოს დაკითხვის ადგილი, დრო, გამომძიებლის გვარი და თანამდებობა, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, ინფორმაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა ნასამართლევი, აქვს თუ არა მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე მონაცემები ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის შესახებ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.
2. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ჩვენება, აგრეთვე დასმულ კითხვაზე მათი პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში და შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.
3. დაკითხვის დამთავრებისთანავე გამომძიებელმა ოქმი უნდა გააცნოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს. მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ოქმში დამატებისა თუ შესწორების შეტანა, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ოქმს ხელს აწერენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, გამომძიებელი, აგრეთვე პროკურორი, დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, პედაგოგი, თარჯიმანი, თუ ისინი მონაწილეობდნენ დაკითხვაში. თუ ოქმი რამდენიმე გვერდზეა დაწერილი, ეჭვმიტანილმა და ბრალდებულმა ხელი უნდა მოაწერონ თითოეულ გვერდს.
მუხლი 313. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ ჩვენების დაწერა🔗
ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით დაწერონ ჩვენება, რაც გამომძიებელმა უნდა აღნიშნოს ოქმში. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის წერილობითი ჩვენების გაცნობის შემდეგ გამომძიებელს შეუძლია მას კითხვა დაუსვას. კითხვაც და მიღებული პასუხიც შეტანილ უნდა იქნეს ოქმში.
მუხლი 314. დაპირისპირება
1. გამომძიებელს უფლება აქვს დააპირისპიროს ადრე დაკითხული ორი პირი, თუ მათ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა.
2. ბრალდებულს უფლება აქვს დაუპირისპირდეს იმ პირს, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში.
3. დაპირისპირებამდე უნდა დაზუსტდეს, იცნობენ თუ არა დაკითხული პირები ერთმანეთს და რა ურთიერთობა აქვთ. მოწმე უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე უნდა განუმარტონ, რომ მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს საკუთარი თავისა და ახლო ნათესავების საწინააღმდეგო ჩვენება.
4. დასაპირისპირებლად გამოძახებულ პირებს რიგრიგობით უნდა ჩამოართვან ჩვენება საქმის იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა გასარკვევადაც ტარდება დაპირისპირება. ამის შემდეგ გამომძიებელი მათ უსვამს კითხვებს. გამომძიებლის ნებართვით დაპირისპირებაზე გამოძახებულ პირებსაც შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან კითხვები.
5. დაპირისპირებულთა წინა ჩვენებების გამოცხადება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენებებს მისცემენ დაპირისპირებისას და მათ შეიტანენ ოქმში.
6. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაპირისპირებას შეიძლება ესწრებოდნენ დამცველი, პედაგოგი, ექიმი, თარჯიმანი და დასაკითხის კანონიერი წარმომადგენელი.
7. გამომძიებელი ადგენს დაპირისპირების ოქმს და აცნობს მას დაპირისპირების მონაწილეებს. დაკითხულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ოქმში შესწორებისა და დამატების შეტანა. გამომძიებელი დაკითხულ პირებს აცნობს დაპირისპირების ოქმს. ისინი ხელს აწერენ თავიანთ ჩვენებებს და მთლიანად ოქმს. ოქმს ხელს აწერენ აგრეთვე ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირები, თუ ისინი მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში.
მუხლი 314. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
ამოღება და ჩხრეკა
მუხლი 315. ამოღებისა და ჩხრეკის მიზანი🔗
1. ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოაჩინონ და ამოიღონ დანაშაულის იარაღი, საგანი, რომელსაც დანაშაულის კვალი ატყვია, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი და ფასეულობა, სხვა საგანი და დოკუმენტი, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად.
2. ჩხრეკის ჩატარება შეიძლება აგრეთვე ძებნილი პირისა და გვამის აღმოსაჩენად.
მუხლი 316. ამოღების საფუძველი🔗
მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი და დოკუმენტი, თუ შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ისინი ინახება გარკვეულ ადგილას, გარკვეულ პირთან და მათი ძებნა არ არის საჭირო.
გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი და დოკუმენტი, თუ შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ისინი ინახება გარკვეულ ადგილას, გარკვეულ პირთან და მათი ძებნა საჭირო არ არის.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 317. ჩხრეკის საფუძველი🔗
მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ჩაატარონ ჩხრეკა, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ გარკვეულ საცხოვრებელ, სასამსახურო, საწარმოო სათავსში, ამა თუ იმ ადგილას ან ამა თუ იმ პირთან ინახება 315-ე მუხლში აღნიშნული საგანი, დოკუმენტი, და არსებობს მონაცემები, რომ მათ ნებაყოფლობით არ გასცემენ.
გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ჩაატარონ ჩხრეკა, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გარკვეულ საცხოვრებელ, სამსახურებრივ, საწარმოო სათავსში, ამა თუ იმ ადგილას ან ამა თუ იმ პირთან ინახება ამ კოდექსის 315-ე მუხლში აღნიშნული საგანი, დოკუმენტი, და არსებობს მონაცემები, რომ მათ ნებაყოფლობით არ გასცემენ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 318. შუამდგომლობა ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ🔗
1. თუ არსებობს ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი, მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა მიმართოს სასამართლოს მოტივირებული შუამდგომლობით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის თაობაზე მოსამართლის ბრძანების მისაღებად.
1. თუ არსებობს ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი, პროკურორმა ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელმა მოტივირებული შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის თაობაზე მოსამართლის ბრძანების მისაღებად.
2. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს: სად ან ვისთან უნდა მოხდეს ამოღება ან ჩხრეკა; იმ საგნისა და დოკუმენტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის და რომელთა ამოღებაც უნდა მოხდეს; მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას; ბრძანების შესასრულებლად გამოთხოვილი ვადა; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელსაც ევალება ბრძანების შესრულება.
3. შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმის მასალები მოსამართლეს უნდა წარედგინოს 290-291-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 319. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი🔗
მოსამართლე 292-293-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობას ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ბრძანებით იძლევა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვას. ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე შენობა, რომელშიც ნებადართულია ამოღება ან ჩხრეკა, მოქალაქე, საწარმო, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის ეს შენობა, მოქალაქე, რომლის მიმართაც ნებადართულია პირადი ჩხრეკის ჩატარება, ჩხრეკისა თუ ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები საგანი, დოკუმენტი და მათი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.
მოსამართლე ამ კოდექსის 292-ე–293-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობას ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ბრძანებით იძლევა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვას. ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე შენობა, რომელშიც ნებადართულია ამოღება ან ჩხრეკა, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ეკუთვნის ეს შენობა, მოქალაქე, რომლის მიმართაც ნებადართულია პირადი ჩხრეკის ჩატარება, ჩხრეკისა თუ ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები საგანი, დოკუმენტი და მათი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 320. ამოღება და ჩხრეკა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე🔗
1. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი გამოვლინდა, სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს განჩინება (დადგენილება), რომელშიც აღინიშნება 316-317-ე მუხლებში მითითებული მონაცემები, და ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ავალებს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს.
2. ამოღების ან ჩხრეკის ოქმს და მათი ჩატარებისას ამოღებულ საგანსა და დოკუმენტს მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი დაუყოვნებლივ გადასცემენ სასამართლოს.
მუხლი 321. ამოღებისა და ჩხრეკის დამსწრე
1. ამოღებას ან ჩხრეკას ესწრება არანაკლებ ორი დამსწრისა. პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, უფლება აქვს აცილება მისცეს დამსწრეს, თუ საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ დამსწრე გაახმაურებს მონაცემებს გასაჩხრეკის პირადი ცხოვრების შესახებ ან თავად ჩხრეკის ფაქტს.
2. ამოღება ან ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობით.
3. ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის პატრონი ანდა ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.
4. ამოღება ან ჩხრეკა საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის შენობაში უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.
5. პირი, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, აგრეთვე დამსწრე, სპეციალისტი, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის ყველა მოქმედებას, გააკეთოს განცხადება, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
1. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი გამოვლინდა, სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს განჩინება (დადგენილება), რომელშიც აღინიშნება ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში მითითებული მონაცემები, და ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ავალებს გამომძიებელს ან პროკურორს.
2. ამოღების ან ჩხრეკის ოქმს და მისი ჩატარებისას ამოღებულ საგანსა და დოკუმენტს გამომძიებელი ან პროკურორი დაუყოვნებლივ გადასცემს სასამართლოს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 321. დამსწრის და სხვა პირთა მონაწილეობა ამოღების ან ჩხრეკის დროს🔗
1. ამოღების ან ჩხრეკის დროს ეჭმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს დამსწრე (არა უმეტეს ორისა).
2. ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის მფლობელი ან/და ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.
3. ამოღება ან ჩხრეკა საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის შენობაში უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.
4. პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, აგრეთვე დამსწრეს, სპეციალისტს, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან (წარმომადგენელს) უფლება აქვს დაესწროს გამომძიებლის, პროკურორის ყველა მოქმედებას, გააკეთოს განცხადება, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 322. ამოღებისა და ჩხრეკის ადგილი🔗
1. ამოღება და ჩხრეკა შეიძლება სამსახურებრივ შენობაში, საცხოვრებელ ბინასა და სხვა მფლობელობაში, სატრანსპორტო საშუალებაში თუ სხვა ადგილას, სადაც შეიძლება იყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი.
2. გასაჩხრეკთან ერთ ბინაში მცხოვრები სხვა პირის ნივთის ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დამალა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი.
3. თუ ამოღების ან ჩხრეკის დროს წარმოიშვა იმ შენობისა თუ ადგილის შემოწმების აუცილებლობა, რომელიც არ არის მითითებული მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში), საჭიროა დამატებითი ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) მიღება ძებნის სფეროს გაფართოების თაობაზე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღება ან ჩხრეკა შეიძლება მოსამართლის ბრძანების გარეშეც, მაგრამ შემდგომ მოსამართლეს უნდა ეცნობოს ამის შესახებ 290-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით დადგენილი წესით.
მუხლი 323. ამოღებისა და ჩხრეკის წესი🔗
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ შევიდნენ ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით.
2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს.
3. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი.
4. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე.
5. ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი წინადადებას იძლევიან ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
6. ჩხრეკის დაწყების წინ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა.
7. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი.
8. ყველა მოპოვებული საგანი და დოკუმენტი უნდა წარედგინოს დამსწრეთ, იქ მყოფ სხვა პირებს, დაწვრილებით აღიწეროს ოქმში და, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი, აგრეთვე დამსწრეებისა და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს. შეფუთული ნივთის შემდგომ გახსნა და ლუქის ახდა დასაშვებია მხოლოდ დამსწრეთა მონაწილეობით.
9. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას.
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ ბინაში შევიდნენ (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით.
2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს.
3. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი.
4. გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე.
5. ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცეს ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
6. ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა.
7. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულია მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი.
8. ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი ყველა საგანი ან დოკუმენტი, მათ ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაწვრილებით აღიწეროს ოქმში, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში.
9. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 324. უკანონო და უსაფუძვლო ამოღებისა და ჩხრეკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება🔗
1. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას არ აღმოჩნდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, იმ პირს, რომელთანაც ტარდებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება, ბოდიში უნდა მოუხადონ, ხოლო თუ ის მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს წერილობით.
2. ამოღების ან ჩხრეკის შემდეგ, თუ არ აღმოჩნდა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს სადგომში წესრიგის აღდგენა და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოქალაქეს მიადგა ამოღების ან ჩხრეკის შედეგად.
2. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, თუ არ აღმოჩნდა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს სადგომში წესრიგის აღდგენა და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოქალაქეს მიადგა ამოღების ან ჩხრეკის შედეგად.
3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას დაირღვა ამ საგამოძიებო მოქმედების კანონით დადგენილი წესი, ამოღებული საგანი ან დოკუმენტი არ იძენს ან კარგავს მტკიცებულების მნიშვნელობას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 325. პირადი ჩხრეკა და ამოღება🔗
1. 316-317-ე მუხლებში აღნიშნული საფუძვლების არსებობისას მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთებში ან სხეულზე.
1. ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში აღნიშნული საფუძვლების არსებობისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთებში ან სხეულზე.
2. პირადი ჩხრეკა ან ამოღება ტარდება 321–324-ე და 326-327-ე მუხლებში აღნიშნული წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გარეშე პირადი ჩხრეკა ან ამოღება შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ 142-ე მუხლის შესაბამისად, ეჭვმიტანილის შეპყრობისას არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი ან ცდილობს თავიდან მოიშოროს მტკიცებულება, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში;
ბ) 145-ე მუხლის მიხედვით პოლიციაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში ეჭვმიტანილის მიყვანის შემდეგ დაკავების ოქმის შედგენისას;
ბ) ამ კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით პოლიციაში ეჭვმიტანილის მიყვანის შემდეგ დაკავების ოქმის შედგენისას.
გ) ბრალდებულის დაპატიმრებისას, თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი, საგანი, რომლის შენახვაც კანონით იკრძალება, ანდა საგანი ან დოკუმენტი, რომელსაც საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს;
დ) თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების ადგილას მყოფი პირი მალავს ამოსაღებ საგანს ან დოკუმენტს.
4. პირადი ჩხრეკა და პირისაგან საგნის, ნივთისა თუ დოკუმენტის ამოღება, რასაც თან სდევს გაშიშვლება, უნდა ჩაატაროს იმავე სქესის თანამდებობის პირმა იმავე სქესის დამსწრეთა მოანაწილეობით. საჭიროებისამებრ შეიძლება მოწვეული იქნეს სპეციალისტმა.
4. პირადი ჩხრეკა და პირისაგან საგნის, ნივთისა თუ დოკუმენტის ამოღება, რასაც თან სდევს გაშიშვლება, უნდა ჩაატაროს იმავე სქესის თანამდებობის პირმა, ასევე იმავე სქესის სპეციალისტმა თუ ის მოწვეულია.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 326. ამოღებისა და ჩხრეკის ოქმი🔗
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ ამოღების ან ჩხრეკის ჩამტარებელი თანამდებობის პირი, დამსწრე, სპეციალისტი და პირი, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა ან ამოღება, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – 321-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი.
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ გამომძიებელი, პროკურორი, აგრეთვე ამ კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირები ადგენენ ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ ამოღების ან ჩხრეკის ჩამტარებელი თანამდებობის პირი, დამსწრე, სპეციალისტი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა ან ამოღება, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამ კოდექსის 321-ე მუხლში აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი.
2. ოქმში მითითებული უნდა იყოს, რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი ან დოკუმენტი, ნებაყოფლობითაა ის გადაცემული, თუ – იძულებით ჩამორთმეული. ყველა ჩამორთმეული საგანი და დოკუმენტი ოქმში უნდა აღინიშნოს მათი რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების მითითებით.
3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას იყო მცდელობა გაენადგურებინათ და გადაემალათ მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, ანდა, თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. აქვე უნდა აღინიშნოს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის მიერ განხორციელებული ღონისძიებანი.
3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას იყო მცდელობა, გაენადგურებინათ და გადაემალათ მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, ანდა თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს გამომძიებლის, პროკურორის, აგრეთვე ამ კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებანი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 327. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლის გადაცემა🔗
1. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი ხელმოწერით გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის პატრონს ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს იმ წარმომადგენელს, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა.
2. თუ ამოღება ან ჩხრეკა ტარდებოდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი ხელმოწერით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციას ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.
3. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ან პროკურატურის ორგანოს გერბიანი ბეჭდით.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
მუხლი 328. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან🔗
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარება დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში შეიძლება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თხოვნით ან თანხმობით.
2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლის ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას აუცილებელია პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება.
მუხლი 329. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადება და ამოღება🔗
1. თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი შეიცავს ცნობას ჩადენილი დანაშაულის, მიმალული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ, ანდა სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს ან საგანს, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით ამ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადების შესახებ.
2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღება ნიშნავს, რომ იკრძალება ადრესატისათვის მისი გადაცემა და მისი მიღების ფაქტის შეტყობინება მოსამართლის საგანგებო განკარგულებამდე, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან განაჩენის გამოტანამდე.
1. თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისთვის, რომ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი შეიცავს ცნობას ჩადენილი დანაშაულის, მიმალული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ, ანდა სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს ან საგანს, პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით ამ საფოსტოსატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადების შესახებ.
2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღება ნიშნავს, რომ იკრძალება ადრესატისათვის მისი გადაცემა და მისი მიღების ფაქტის შეტყობინება მოსამართლის საგანგებო განკარგულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე ან განაჩენის გამოტანამდე.
3. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს განეკუთვნება ყველა სახის წერილი, დეპეშა, რადიოგრამა, ბანდეროლი, ამანათი, საფოსტო კონტეინერი, ტელექსით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინება.
4. მოსამართლის ბრძანებაში საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ, გარდა 293-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ცნობებისა, მითითებული უნდა იყოს იმ პირის სახელი და გვარი, ვისაც ეგზავნება დასაყადაღებელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი, გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი – თუ არის ცნობა ამის შესახებ, დაყადაღებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის სახე, ყადაღის დადების ვადა, იმ საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი, მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის უფლება საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერებასა და ამოღებაზე.
5. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). დათვალიერებისა და ამოღების ოქმი დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთან ერთად დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.
6. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა წარუდგინოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსს. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შეუსრულებლობა ან გახმაურება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
7. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსი აჩერებს მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნულ კორესპონდენციას, სხვა გზავნილებს და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს.
4. მოსამართლის ბრძანებაში საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ, გარდა ამ კოდექსის 293-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ცნობებისა, მითითებული უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, ვისაც ეგზავნება დასაყადაღებელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი – თუ არის ცნობა ამის შესახებ; დაყადაღებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამომძიებლის და პროკურორის უფლება საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერებასა და ამოღებაზე.
6. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). დათვალიერებისა და ამოღების ოქმი დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთან ერთად დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.
7. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა წარუდგინოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსს. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შეუსრულებლობა ან გახმაურება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
8. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსი აჩერებს მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნულ კორესპონდენციას, სხვა გზავნილებს და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს გამომძიებელს ან პროკურორს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 330. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება🔗
1. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულებაში მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნული დაწესებულების მომსახურეთა რიცხვიდან არანაკლებ ორი დამსწრისა, ხოლო თუ საჭიროა – შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ხსნის და ათვალიერებს დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს. თუ მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა აღმოაჩინა სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობა, დოკუმენტი ან საგანი, მან უნდა ამოიღოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი ან გადაიღოს მისი ასლი. სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობის, დოკუმენტის ან საგნის არარსებობის შემთხვევაში მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი იძლევა მითითებას, დათვალიერებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი გადასცენ ადრესატს ან შეაჩერონ ის მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული ვადით.
2. შეჩერებული გზავნილის დათვალიერების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება, რომელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით შეჩერდეს, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაატარა დათვალიერება და ამოღება, აგრეთვე დამსწრენი და სპეციალისტი.
1. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულებაში გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლის მონაწილეობით, ხოლო თუ საჭიროა – შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ხსნის და ათვალიერებს დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს. თუ გამომძიებელმა ან პროკურორმა აღმოაჩინა სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობა, დოკუმენტი ან საგანი, მან უნდა ამოიღოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი ან გადაიღოს მისი ასლი. სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობის, დოკუმენტის ან საგნის არარსებობის შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი იძლევა მითითებას, დათვალიერებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი გადასცენ ადრესატს ან შეაჩერონ ის მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული ვადით.
2. შეჩერებული გზავნილის დათვალიერების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება, რომელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით შეჩერდეს, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად. ოქმს ხელს აწერს თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაატარა დათვალიერება და ამოღება, აგრეთვე ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სხვა პირები.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 331. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე დადებული ყადაღის მოხსნა🔗
საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღას აუქმებს მოსამართლე მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, ანდა სასამართლო, როცა ამ ზომის გამოყენება აღარ არის საჭირო. ყველა შემთხვევაში ყადაღა უნდა მოიხსნას სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისთანავე ან განაჩენის გამოტანისთანავე.
საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღას აუქმებს მოსამართლე პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა სასამართლო, როცა ამ ზომის გამოყენება აღარ არის საჭირო. ყველა შემთხვევაში ყადაღა უნდა მოიხსნას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისთანავე ან განაჩენის გამოტანისთანავე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 332. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის უკანონო ან უსაფუძვლო დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება🔗
1. პირს, რომელმაც შეიტყო მისთვის გამოგზავნილი ან მის მიერ გაგზავნილი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შესახებ, უფლება აქვს ამ მოქმედების უკანონობის ან უსაფუძვლობის გამო იჩივლოს საკასაციო ინსტანციაში, სადაც მის საჩივარს ერთპიროვნულად განიხილავს მოსამართლე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით. თუ საჩივარი საფუძვლიანად ცნეს, მომჩივანს წერილობით უნდა მოუხადოს ბოდიში ბრძანების გამცემმა მოსამართლემ. მომჩივანს აგრეთვე უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა.
1. პირს, რომელმაც შეიტყო მისთვის გამოგზავნილი ან მის მიერ გაგზავნილი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შესახებ, უფლება აქვს ამ მოქმედების უკანონობის ან უსაფუძვლობის გამო საჩივრით მიმართოს შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, სადაც მის საჩივარს ერთპიროვნულად განიხილავს მოსამართლე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით. თუ საჩივარი საფუძვლიანად ცნეს, მომჩივანს წერილობით უნდა მოუხადოს ბოდიში ბრძანების გამცემმა მოსამართლემ. მომჩივანს აგრეთვე უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა.
2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის უკანონო დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შედეგად მიღებული მასალა, დოკუმენტი, საგანი არ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
დათვალიერება
მუხლი 333. დათვალიერების მიზანი და სახეები🔗
1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი, გვამი, ადგილმდებარეობა, სადგომი, საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი.
1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი, გვამი, ადგილმდებარეობა, სადგომი, საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი.
2. ადამიანის სხეულის დათვალიერება ხდება შემოწმების ან ექსპერტიზის ჩატარებისას, ხოლო საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილისა – მისი დაყადაღებისა და ამოღების დროს.
3. ამოღებისა და ჩხრეკის ჩატარების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტის, საგნისა და კვალის დათვალიერება ხდება ამ საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 334. ზოგადი დებულებები დათვალიერების წესის შესახებ🔗
1. დათვალიერება ტარდება ორი დამსწრის მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, სისხლის სამართალწარმოების სხვა მონაწილეები.
2. აუცილებლობის შემთხვევაში დათვალიერებისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს ფოტო- და კინოგადაღებას, ხმის ჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდებს.
3. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოვლენას.
4. დათვალიერების დროს აღმოჩენილი და ამოღებული საგნები თუ დოკუმენტები უნდა წარუდგინონ დამსწრეებსა და დათვალიერების სხვა მონაწილეებს. ამასთან, უნდა მოხდეს მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული საგნის, დოკუმენტის, კვალის, ტვიფრის ან ანაბეჭდის ამოღება.
1. დათვალიერებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები.
2. აუცილებლობის შემთხვევაში დათვალიერებისას, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს ფოტო და კინოგადაღებას, ხმის ჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდებს.
3. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოვლენას.
4. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგნები თუ დოკუმენტები მათ ამოღებამდე უნდა წარუდგინონ დათვალიერების მონაწილეებს. ამასთან, უნდა მოხდეს მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული საგნის, დოკუმენტის, კვალის, ტვიფრის ან ანაბეჭდის ამოღება.
5. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტისა და კვალის დასათვალიერებლად საჭიროა ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, დათვალიერება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 335. შემთხვევის ადგილის დათვალიერება🔗
1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.
2. დიდი ტერიტორიისა და სადგომის დათვალიერება შეიძლება ჩაატაროს რამდენიმე მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა ორზე მეტი დამსწრის მონაწილეობით.
3. პირმა, რომელიც დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი და დოკუმენტი, აგრეთვე კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა შეფუთოს და დალუქოს, შეფუთულ საგანზე, ლუქის გარდა, აღინიშნება საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირისა და დამსწრეთა ხელმოწერები და თარიღი.
2. (ამოღებულია).
3. პირმა, რომელიც დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი და დოკუმენტი, აგრეთვე კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა შეფუთოს და დალუქოს, შეფუთულ საგანზე, ლუქის გარდა, აღინიშნება საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და თარიღი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 336. გვამის დათვალიერება🔗
1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას ატარებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი, დამსწრეთა და სასამართლო ექსპერტის მონაწილეობით, ხოლო თუ სასამართლო ექსპერტის მონაწილეობა შეუძლებელია – სხვა ექიმის მონაწილეობით. საჭიროების შემთხვევაში, გვამის დასათვალიერებლად შეიძლება მოწვეულ იქნეს სხვა სპეციალისტიც.
1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი სასამართლო ექსპერტის მონაწილეობით, ხოლო თუ სასამართლო ექსპერტის მონაწილეობა შეუძლებელია – სხვა ექიმის მონაწილეობით. საჭიროების შემთხვევაში, გვამის დასათვალიერებლად შეიძლება მოწვეულ იქნეს სხვა სპეციალისტიც.
2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. გვამის დათვალიერებისას შეიძლება საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება 375–384-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 337. ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერება🔗
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერებას ატარებს 334–339-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი მიმართავს მოსამართლეს, რომელიც შესაბამისი საფუძვლის არსებობისას გასცემს სასამართლო ბრძანებას დათვალიერების ჩასატარებლად. ბრძანება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ან შესაბამისი საწარმოსა თუ დაწესებულების წარმომადგენელს.
3. გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებას შეიძლება მოჰყვეს ნივთიერ მტკიცებულებათა განადგურება, დამალვა ან გაფუჭება, გამონაკლისის სახით დასაშვებია ბინაში ან სამსახურებრივ სადგომში დათვალიერების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე როგორც აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ამ კოდექსით დადგენილი წესით (290-ე მუხლი).
4. საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში დათვალიერების ჩასატარებლად სავალდებულოა ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ჯარის ნაწილში, შტაბსა და სამხედრო დაწესებულებაში – სარდლობის წარმომადგენლის, ხოლო მაღაზიაში, ბაზარსა და საწყობში – მესაკუთრის, მეიჯარის ან მატერიალურად პასუხისმგებელი პირის დასწრება.
1. გამომძიებელი ან პროკურორი ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერებას ატარებს ამ კოდექსის 334-ე–339-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომებში ან დახურულ ტერიტორიაზე მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მიმართავს მოსამართლეს, რომელიც შესაბამისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას დათვალიერების ჩასატარებლად. ბრძანება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.
3. გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებას შეიძლება მოჰყვეს ნივთიერ მტკიცებულებათა განადგურება, დამალვა ან გაფუჭება, გამონაკლისის სახით დასაშვებია ბინაში ან სამსახურებრივ სადგომში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე, ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფილმი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი ოქმზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ამ მოქმედებაში მონაწილე პირებმა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 338. საგნისა და დოკუმენტის დათვალიერება🔗
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ათვალიერებს საგანს ან დოკუმენტს მისი აღმოჩენის ადგილას, ხოლო თუ დასათვალიერებლად ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალებაა საჭირო, დათვალიერებას აგრძელებს გამოძიების ჩატარების ადგილას.
2. აუცილებლად უნდა მოხდეს იმ საგნის ან დოკუმენტის დათვალიერება, რომელიც თანამდებობის პირმა ან მოქალაქემ წარუდგინა მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს 129-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
1. გამომძიებელი ან პროკურორი ათვალიერებს საგანს ან დოკუმენტს მისი აღმოჩენის ადგილას, ხოლო თუ დასათვალიერებლად ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალებაა საჭირო, დათვალიერებას აგრძელებს წინასწარი გამოძიების ჩატარების ადგილას.
2. აუცილებლად უნდა მოხდეს იმ საგნის ან დოკუმენტის დათვალიერება, რომელიც თანამდებობის პირმა ან მოქალაქემ წარუდგინა გამომძიებელს ან პროკურორს ამ კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის ან დოკუმენტის განადგურებას ან დაზიანებას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 339. დათვალიერების ოქმი🔗
1. დათვალიერების შესახებ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. ოქმში უნდა აღიწეროს დათვალიერებისას მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ყველა მოქმედება, აგრეთვე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ყველა კვალი, საგანი თუ დოკუმენტი. ამოღებული საგნის ან დოკუმენტის მფლობელს აძლევენ სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ოქმის ასლს.
1. დათვალიერების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. ოქმში უნდა აღიწეროს დათვალიერებისას გამომძიებლის ან პროკურორის ყველა მოქმედება, აგრეთვე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ყველა კვალი, საგანი თუ დოკუმენტი. ამოღებული საგნის ან დოკუმენტის მფლობელს აძლევენ სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ოქმის ასლს.
3. ოქმში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, თუ რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალებები გამოიყენეს და რა შედეგები მიიღეს, ვინ მონაწილეობდა დათვალიერებაში და რაში გამოიხატებოდა ეს მონაწილეობა, რა საგანი და დოკუმენტი დაილუქა და როგორი ლუქით, სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნები და დოკუმენტები.
4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფირი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ დათვალიერების ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ, სპეციალისტმა და დათვალიერების მონაწილე სხვა პირმა.
5. კანონის დარღვევით ჩატარებული დათვალიერების შედეგად ამოღებულ საგანს, კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდს, დოკუმენტს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საგამოძიებო ექსპერიმენტი
მუხლი 340. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი და მიზანი🔗
1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების, სხვა მტკიცებულების ანდა საქმის გამო წამოჭრილი ვერსიის შესამოწმებლად, რისთვისაც შეიძლება მოაწყოს საჭირო ცდა, რათა აღადგინოს გამოსაკვლევი მოვლენა, გარკვეული მოქმედება, ვითარება და გარემოება ამა თუ იმ ფაქტის აღქმის, მოქმედების ჩადენის ან მოვლენის დადგომის შესაძლებლობის, მისი მექანიზმისა და კვალის წარმოქმნის შესამოწმებლად.
2. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება.
2. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 341. დადგენილება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ🔗
1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება. საგამოძიებო ექსპერიმენტით მიყენებულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს.
2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება დაუშვებელია, თუ იგი არღვევს საზოგადობრივ წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მუხლი 342. საგამოძიებო ექსპერიმენტის წესი🔗
1. საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება დამსწრეთა მონაწილეობით. ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირებიც. რთული ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს ორზე მეტი დამსწრისა და ერთზე მეტი სპეციალისტის მონაწილეობით.
1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი (სპეციალისტები) და ექსპერტი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.
2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ჩვენებაც უნდა შემოწმდეს. ამასთან, მოწმე და დაზარალებული უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.
3. თუ ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ჩვენებას ან ვერსიას. ამისათვის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, დაზარალებულსა და მოწმეს წინადადება ეძლევათ აღიდგინონ შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყვნენ. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის. მან შეიძლება აგრეთვე სახე იცვალოს.
4. ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებას, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი მოქმედება და შემთხვევა.
5. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს შეუძლია გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას, მოითხოვოს ექსპერიმენტის პირობის დაზუსტება და საცდელი მოქმედების განმეორება.
6. გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ახდენს გაზომვას, ფოტოგრაფირებას, კინოგადაღებას, აუდიო- და ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ექსპერიმენტულ ტვიფრსა და ანაბეჭდს.
7. კანონის დარღვევით მიღებული ექსპერიმენტის შედეგებს სისხლის სამართლის საქმეზე არა აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 343. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი🔗
1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი, კონკრეტულად რაში გამოიხატა შემთხვევის ვითარებისა და გარემოების აღდგენა, რა საცდელი მოქმედება, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ და რამდენჯერ მოეწყო და რა შედეგია მიღებული.
2. ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას შედგენილი გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ხმის ჩანაწერი, კინო-, ვიდეოჩანაწერი, დამზადებული ექსპერიმენტული ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ ექსპერიმენტის ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ, სპეციალისტმა, ექსპერტმა და ექსპერიმენტის მონაწილე სხვა პირმა.
2. ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას შედგენილი გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ხმის ჩანაწერი, კინო, ვიდეოჩანაწერი, დამზადებული ექსპერიმენტული ტვიფრი და ანაბეჭდი ოქმში ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ჩვენების ადგილზე შემოწმება
მუხლი 344. ჩვენების ადგილზე შემოწმების საფუძველი და მიზანი🔗
1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ჩვენება შეამოწმოს შემთხვევის ადგილზე.
2. ჩვენების ადგილზე შემოწმება ტარდება იმ მიზნით, რომ:
ა) აღმოაჩინონ საგანი, დოკუმენტი, კვალი, რომლის ადგილსამყოფელიც ცნობილია პირისათვის, რომლის ჩვენებაც მოწმდება;
ბ) დააზუსტონ ადგილი, სადაც გამოძიებისას აღმოჩენილი იყო საგანი, დოკუმენტი, გვამი, კვალი;
გ) გამოავლინონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ადგილი ან მარშრუტი, ერთი და იმავე გარემოების შესახებ რამდენიმე პირის ჩვენების დამთხვევა ან განსხვავება;
დ) შეამოწმონ ჩვენების უტყუარობა მისი აღდგენისა და შემთხვევის ვითარებასთან შეჯერების გზით.
3. პირი, რომლის ჩვენებაც მოწმდება, შემთხვევის ადგილზე იძლევა განმარტებას, რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ჩვენების დაზუსტება.
4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების შედეგებს მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მაშინ, თუ გარკვეული შემთხვევის, საგნისა და ფაქტის შესახებ ამ პირის ინფორმირებულობა შეიძლება აიხსნას დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობით.
5. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში ჩვენების შესამოწმებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება.
5. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩვენების შესამოწმებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 345. ჩვენების ადგილზე შემოწმების წესი🔗
1. ჩვენების ადგილზე შემოწმება ხდება 344–346-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. ჩვენების ადგილზე შემოწმებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი დამსწრეთა მონაწილეობით. შემოწმებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული და დამცველი, თუ ეს მოქმედება ტარდება მათი შუამდგომლობით.
2. ჩვენების ადგილზე შემოწმებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი. შემოწმებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული და დამცველი, თუ ეს მოქმედება ტარდება მათი შუამდგომლობით.
3. გამომძიებელი ან პროკურორი საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ჩვენებას, წინადადებას აძლევს ჩვენების მიმცემ პირს დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ჩვენება, ხოლო საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს განუმარტავს ამ მოქმედების მიზანსა და წესს. თუ ამოწმებენ მოწმის ან დაზარალებულის ჩვენებას, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
4. რამდენიმე პირის ჩვენების ადგილზე ერთდროული შემოწმება დაუშვებელია.
5. ჩვენების მიმცემი პირი 344-ე მუხლში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და მისახვედრი კითხვების გარეშე.
6. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების განმეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის დათვალიერებაში და მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
6. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების განმეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის დათვალიერებაში და გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
7. ადგილზე შემოწმების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი ან კვალი, რომელსაც სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, დათვალიერებულ და ამოღებულ უნდა იქნეს დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 346. ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი🔗
1. ჩვენების ადგილზე შემოწმების ჩასატარებლად გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. ოქმი უნდა შეიცავდეს ცნობას იმის შესახებ, თუ სად, როდის, რა პირობებში, რომელ პირთა დასწრებითა და მონაწილეობით ტარდებოდა ჩვენების შემოწმება, რა შინაარსისაა ადგილზე მიცემული ჩვენება, რა საგანი, დოკუმენტი ან კვალია აღმოჩენილი, დათვალიერებული და ამოღებული, რა დაზუსტება შეიტანა პირმა თავის ჩვენებაში.
3. ოქმი და ჩვენების შემოწმებისას შედგენილი მისი დანართები უნდა დაამოწმონ შემოწმების ჩამტარებელმა და იმ პირმა, რომლის ჩვენებაც მოწმდება, აგრეთვე დამსწრემ, სპეციალისტმა, ექსპერტმა და ამ საგამოძიებო მოქმედების სხვა მონაწილემ.
წარდგენა ამოსაცნობად
მუხლი 347. პირის წარდგენა ამოსაცნობად🔗
1. პირის ამოსაცნობად წარდგენამდე გამომძიებელმა უნდა დაკითხოს მოწმე, დაზარალებული, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, ამ პირის გარეგნობისა და სხვა ნიშნების, აგრეთვე იმ გარემოების შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს პირი.
2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ჩვენების მიცემისაგან თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
3. ამომცნობს ამოსაცნობი პირი უნდა წარუდგინონ იმავე სქესის არანაკლებ სამ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
4. ამოცნობამდე გამომძიებელი ამოსაცნობს სთავაზობს დაიკავოს ნებისმიერი ადგილი სხვა პირთა შორის.
5. გამომძიებლის გადაწყვეტილებით, პირის ამოცნობა შეიძლება მოხდეს ამოსაცნობზე ვიზუალური დაკვირვების გარეშე.
6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული არ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ ამომცნობმა მიუთითა ისეთ ნიშანზე, რომელიც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ერთი და იმავე ამომცნობის მიერ პირის ამოცნობის ხელმეორედ ჩატარება დაუშვებელია.
7. პირის ამოცნობა შეიძლება ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა პირის ფოტოსურათი, რომლებზედაც ამოსაცნობნი მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
5. გამომძიებლის გადაწყვეტილებით, პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ამოსაცნობის ვიზუალური დაკვირვების გარეშე.
6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული არ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ ამომცნობმა მიუთითა ისეთ ნიშანზე, რომელიც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ერთი და იმავე ამომცნობის მიერ პირის ამოცნობის ხელმეორედ ჩატარება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით.
7. განსაკუთრებულ შემთხვევაში პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა პირის ფოტოსურათი, რომლებზედაც ამოსაცნობნი მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
8. დამცველს უფლება აქვს დაესწროს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ამოცნობას.
9. (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 348. საგნის წარდგენა ამოსაცნობად🔗
1. ამოსაცნობად საგნის წარდგენისას გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე უნდა დაკითხოს ამომცნობი ამოსაცნობი საგნის ნიშნებისა და იმ ვითარების შესახებ, რომელშიც მან ეს საგანი ნახა.
2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, მას აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების, ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტავენ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
3. ამოსაცნობი საგანი ამომცნობს უნდა წარუდგინონ სხვა ერთგვაროვან საგნებთან ერთად, რომელთა რაოდენობაც სამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამომცნობს სთავაზობენ მიუთითოს საგანი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშნებით ამოიცნო იგი.
4. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი საგნის ამოცნობისას, რომლის ანალოგიური საგნის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ წარმოდგენილი საგნის (გვამის) მიხედვით.
5. ამოსაცნობად წარდგენისას უნდა მონაწილეობდეს არანაკლებ ორი დამსწრისა.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 349. ამოსაცნობად წარდგენის ოქმი🔗
1. პირის ან საგნის ამოსაცნობად წარდგენის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აისახება ამომცნობის ვინაობა, აგრეთვე ცნობები ამოსაცნობად წარდგენილი პირისა და საგნის აღწერილობის თაობაზე. ოქმში დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ამოიცნეს პირი ან საგანი.
2. ოქმში უნდა აღინიშნოს ამოცნობის ჩატარების ადგილი და დრო, აგრეთვე მისი ჩამტარებელი პირის თანამდებობა და გვარი.
3. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე. ოქმს უნდა დაერთოს ამოცნობისას გამოყენებული კინო- ან ვიდეოგადაღების მასალა, ფოტოსურათი და ფირი.
4. თუ ამომცნობმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, ეჭვობს და ორჭოფობს ამოცნობის სისწორეში, აგრეთვე, თუ ამოცნობა ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესის დარღვევით, ამოსაცნობად წარდგენის ოქმი მტკიცებულებად არ გამოიყენება.
შემოწმება
მუხლი 350. შემოწმების საფუძველი და მიზანი🔗
შემოწმება ტარდება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა:
ა) აღმოაჩინონ ადამიანის სხეულზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნიშანი ან თავისებურება, რისთვისაც ექსპერტიზა საჭირო არ არის;
ბ) ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებით გამოავლინონ ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური სიმთვრალის ან სხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობა, თუ ამისათვის ექსპერტიზა საჭირო არ არის.
მუხლი 351. შესამოწმებელი პირი🔗
შეიძლება შემოწმდეს ბრალდებული, ეჭვმიტანილი და დაზარალებული. მოწმის შემოწმება დასაშვებია მხოლოდ მისი ჩვენების სისწორის გასარკვევად.
მუხლი 352. დადგენილება შემოწმების ჩატარების შესახებ🔗
1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს შემოწმების ჩასატარებლად გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარის მონაცემებს, რომ ადამიანს სხეულზე აჩნევია დანაშაულის კვალი ან 350-ე მუხლში მითითებული სხვა ნიშნები.
1. გამომძიებელს ან პროკურორს შემოწმების ჩასატარებლად გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარის მონაცემებს, რომ ადამიანს სხეულზე აჩნევია დანაშაულის კვალი ან ამ კოდექსის 350-ე მუხლში მითითებული სხვა ნიშნები.
2. დადგენილებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რა მიზნით ატარებს შემოწმებას, ვინ უნდა შემოწმდეს, ვისთან და როდის უნდა გამოცხადდეს პირი შესამოწმებლად.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 353. შემოწმების ჩატარების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა🔗
1. შემოწმების შესახებ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება სავალდებულოა იმ პირისათვის, რომელსაც იგი ეხება.
1. შემოწმების შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება სავალდებულოა იმ პირისათვის, რომელსაც იგი ეხება.
2. ეჭვმიტანილი და ბრალდებული, რომლებიც თავს არიდებენ შემოწმებას, შეიძლება იძულებით მოიყვანონ და შეამოწმონ.
3. დაზარალებული და მოწმე იძულებით შეიძლება შეამოწმონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოითხოვს შემოწმებას დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი ჩვენების გაბათილების მიზნით. მოწმისა და დაზარალებულის იძულებით შემოწმება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით.
მუხლი 354. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ შემოწმების ჩატარების წესი
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 354. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ შემოწმების ჩატარების წესი🔗
1. შემოწმების ჩასატარებლად დადგენილებას ხელმოწერით აცნობენ შესამოწმებელს. შემოწმების ყველა მონაწილეს უნდა განემარტოს მათი უფლება-მოვალეობანი.
2. შემოწმებას, რომელიც დაკავშირებული არ არის სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, ატარებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი მოწმეთა თანდასწრებით, საჭიროების შემთხვევაში კი – სპეციალისტის მონაწილეობით.
3. შემოწმებისას, რომელიც დაკავშირებულია სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, აგრეთვე 350-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებთან, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, ატარებს ექიმი სამედიცინო მუშაკთაგან არანაკლებ ორი დამსწრის მონაწილეობით. ექიმს უფლება აქვს დაათვალიეროს შესამოწმებელი პირის სხეული, ჩაატაროს საჭირო გაზომვა და გამოიყენოს გასინჯვის ინსტრუმენტული მეთოდი. თუ შემოწმება ითვალისწინებს გაშიშვლებას, დამსწრე და სპეციალისტი იმავე სქესისა უნდა იყვნენ, რაც შესამოწმებელი.
2. შემოწმებას, რომელიც დაკავშირებული არ არის სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში – სპეციალისტის მონაწილეობით.
3. შემოწმებისას, რომელიც დაკავშირებულია სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, აგრეთვე ამ კოდექსის 350-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებთან, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, ატარებს ექიმი. ექიმს უფლება აქვს დაათვალიეროს შესამოწმებელი პირის სხეული, ჩაატაროს საჭირო გაზომვა და გამოიყენოს გასინჯვის ინსტრუმენტული მეთოდი. თუ შემოწმება ითვალისწინებს გაშიშვლებას, სპეციალისტი უნდა იყოს იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 355. შემოწმების ოქმი🔗
1. შემოწმების ჩატარებისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში აღწერილი უნდა იყოს შემმოწმებელი პირის ყველა მოქმედება იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ის სრულდებოდა, და შემოწმებისას აღმოჩენილი ყველა კვალი, თავისებურება და ნიშანი. ოქმს ხელს აწერენ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე შემოწმებული, დამსწრე, ექიმი და სხვა სპეციალისტი.
2. თუ შემოწმებას ატარებდა ექიმი, იგი ადგენს და ხელს აწერს ოქმს, რომელსაც ასევე ხელმოწერით ადასტურებენ შემოწმებული და დამსწრენი, რის შემდეგაც იგი გადაეცემა მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს.
1. შემოწმების ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში აღწერილი უნდა იყოს შემმოწმებელი პირის ყველა მოქმედება იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ის სრულდებოდა, და შემოწმებისას აღმოჩენილი ყველა კვალი, თავისებურება და ნიშანი. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე შემოწმებული, ექიმი და სხვა სპეციალისტი.
2. თუ შემოწმებას ატარებს ექიმი, იგი ადგენს და ხელს აწერს ოქმს, რომელსაც ასევე ხელმოწერით ადასტურებს შემოწმებული, რის შემდეგაც იგი გადაეცემა გამომძიებელს ან პროკურორს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ექსპერტიზა
მუხლი 356. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი🔗
1. ექსპერტიზა ტარდება მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის სპეციალისტთა დასკვნა. თუ მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, სპეციალისტსა და დამსწრეს აქვთ სპეციალური ცოდნა, ეს არ გამორიცხავს ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას.
2. მხარეს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე უფლება აქვს ჩაატაროს ექსპერტიზა იმ გარემოების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების დაცვას. ექსპერტიზის ჩატარებისა და ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის შესახებ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, რომელთა წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე. საექსპერტო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს მხარეთა მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარეთა მოთხოვნით, ექსპერტის დასკვნა სავალდებულო წესით დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
1. ექსპერტიზა ტარდება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ასევე სასამართლოს დადგენილებით დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის სპეციალისტთა დასკვნა. თუ გამომძიებელს, პროკურორს ან სპეციალისტს აქვს სპეციალური ცოდნა, ეს არ გამორიცხავს ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას.
2. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა ტარდება მხარის დავალებით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა შესაბამისი დარგის სპეციალისტთა დასკვნა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
მუხლი 357. სასამართლო ექსპერტიზის საპროცესო ფორმა🔗
1. ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით.
2. დაუშვებელია ექსპერტიზის შეცვლა უწყებრივი გამოკვლევით, რევიზიის აქტით, სპეციალისტის კონსულტაციით.
3. თუ ექსპერტიზა ტარდება მხარეთა ინიციატივითა და მათ ხარჯზე, ექსპერტიზის ჩატარებისა და ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის შესახებ მხარემ უნდა აცნობოს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, ხოლო ექსპერტიზის დამთავრებისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას ექსპერტის დასკვნა.
მუხლი 358. ექსპერტიზის სავალდებულო დანიშვნა
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დანიშნოს ექსპერტიზა, თუ უნდა დადგინდეს:
ა) სიკვდილის მიზეზი, სხეულის დაზიანების ხასიათი და სიმძიმის ხარისხი;
ბ) იყო თუ არა ორსულობა და მისი ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზი;
გ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმის ასაკი, როცა ასაკის შესახებ დოკუმენტი არ არსებობს, ან ის საეჭვოა;
დ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, აგრეთვე იმ პირის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა, რომლის მიმართაც იყენებენ სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას;
ე) პირის იდენტიფიკაცია ხმის მიხედვით;
ვ) დაზარალებულის ან მოწმის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა, მისი უნარი, სწორად აღიქვამდეს, იხსომებდეს და აღადგენდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს;
ზ) ფულადი ნიშნებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გაყალბება;
თ) აფეთქების, ხანძრის, კატასტროფისა და სხვა საგანგებო შემთხვევის გამომწვევი ტექნიკური მიზეზები.
2. ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულოა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების დასადგენადაც, თუ საამისოდ აუცილებელია სპეციალური ცოდნის გამოყენება.
2. ექსპერტიზის ჩატარების წინაპირობა არ შეიძლება იყოს რევიზია.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 358. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 359. ექსპერტად დანიშნული პირი🔗
1. ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო ან სხვა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სპეციალისტი ან სხვა მცოდნე პირი, რომელსაც ნიშნავს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი, ანდა ანაზღაურებით იწვევენ მხარეები.
1. ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო ან სხვა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სპეციალისტი ან სხვა მცოდნე პირი, რომელსაც ნიშნავს გამომძიებელი ან პროკურორი, ანდა ანაზღაურებით იწვევენ მხარეები.
2. სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო დაწესებულების, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – სხვა დაწესებულების სპეციალისტი ან კერძო პირი.
3. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა ექსპერტად დანიშნული პირის გამოძახებისა და მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური ცოდნის მქონე პირისათვის, აგრეთვე იმ დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, სადაც ეს პირი მუშაობს.
21. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზას ატარებს საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი.
3. სასამართლოს, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა ექსპერტად დანიშნული პირის გამოძახებისა და მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური ცოდნის მქონე პირისათვის, აგრეთვე იმ დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, სადაც ეს პირი მუშაობს.
4. მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზა ტარდება სპეციალური ცოდნის მქონე პირთან და იმ დაწესებულებასთან შეთანხმებით, სადაც იგი მუშაობს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
მუხლი 360. ექსპერტიზის ობიექტი🔗
1. ექსპერტის გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ნივთიერი მტკიცებულება, ცოცხალი ადამიანის სხეული, ფსიქიკური მდგომარეობა, გვამი, დოკუმენტი.
2. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.
3. ექსპერტიზის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო გამოკვლევისათვის.
4. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე გამოკვლევის დაუხარჯავი ობიექტი უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს შეფუთული და დალუქული სახით.
5. ექსპერტიზის ობიექტი ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, საგამოძიებო ორგანოში ან პროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულების შენახვის წესის დაცვით.
6. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ასახულია სისხლის სამართლის საქმის მასალებში. საქმის მასალების მიხედვით ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტიზის დამნიშვნელმა უნდა მიუთითოს, რომელი მონაცემი მიაჩნია სარწმუნოდ, ან დაავალოს ექსპერტს გასცეს რამდენიმე ვარიანტით პასუხი დასმულ შეკითხვაზე იმისდა მიხედვით, თუ საქმის ურთიერთსაწინააღმდეგო მასალიდან რომელი დაედო საფუძვლად საექსპერტო დასკვნას.
მუხლი 361. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა🔗
1. დამატებით ექსპერტიზას ატარებს იგივე ან სხვა ექსპერტი ჩატარებული გამოკვლევის ან დასკვნის შესავსებად.
2. განმეორებითი ექსპერტიზა ტარდება მაშინ, როცა ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია, მისი სისწორე საეჭვოა, ან არასარწმუნოა მტკიცებულება, რომელსაც იგი ემყარება, ანდა მოხდა ექსპერტიზის ჩატარების საპროცესო წესის არსებითი დარღვევა. განმეორებითი ექსპერტიზა ევალება სხვა ექსპერტს. განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს მოტივი, რატომ არის საეჭვო წინა ექსპერტიზის დასკვნა. წინა ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი შეიძლება დაესწროს განმეორებით ექსპერტიზას და მისცეს განმარტება, მაგრამ გამოკვლევასა და დასკვნის შედგენაში ის არ მონაწილეობს.
3. თუ გამოკვლევა დაიწყო ერთმა ექსპერტმა და დაასრულა მეორემ, მისი განმეორება არ არის საჭირო, თუ გამოყენებული მეთოდები მეორე ექსპერტის ეჭვს არ იწვევს.
მუხლი 362. საკომისიო ექსპერტიზა🔗
1. რთული ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარონ ერთი სპეციალობის მქონე ექსპერტთა კომისიებმა. მხარეთა მოთხოვნით, საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ მათ მიერ მოწვეული ექსპერტები. ისინი თათბირობენ და, თუ საერთო აზრს გამოიტანენ, ხელს აწერენ დასკვნას. ექსპერტთა შორის უთანხმოების შემთხვევაში თითოეული იძლევა ცალკე დასკვნას უთანხმოების გამომწვევ ყველა ან ზოგიერთ საკითხზე.
2. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა საკომისიო ექსპერტიზის ჩასატარებლად სავალდებულოა შეასრულოს საექსპერტო დაწესებულებამ. თუ ექსპერტიზა დაევალა საექსპერტო დაწესებულებას, მის ხელმძღვანელს უფლება აქვს ორგანიზაცია გაუწიოს საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებას.
1. რთული ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარონ ერთი სპეციალობის მქონე ექსპერტთა კომისიებმა. მხარეთა მოთხოვნით, საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ მათ მიერ მოწვეული ექსპერტები. ისინი თათბირობენ და, თუ საერთო აზრს გამოიტანენ, ხელს აწერენ დასკვნას. ექსპერტთა შორის უთანხმოების შემთხვევაში თითოეული იძლევა ცალკე დასკვნას უთანხმოების გამომწვევ ყველა ან ზოგიერთ საკითხზე.
2. გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა საკომისიო ექსპერტიზის ჩასატარებლად სავალდებულოა შეასრულოს საექსპერტო დაწესებულებამ. თუ ექსპერტიზა დაევალა საექსპერტო დაწესებულებას, მის ხელმძღვანელს უფლება აქვს ორგანიზაცია გაუწიოს საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებას.
3. დაუშვებელია საექსპერტო გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღონ იმ პირებმა, რომლებიც არ არიან ექსპერტთა კომისიის წევრები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 363. კომპლექსური ექსპერტიზა🔗
1. თუ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის ერთი ან სხვადასხვა დარგისა თუ სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის ფარგლებში რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებით, უნდა დაინიშნოს კომპლექსური ექსპერტიზა.
2. კომპლექსური ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტები თავიანთი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებში აყალიბებენ დასკვნებს იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა დასადგენადაც დაინიშნა ექსპერტიზა.
3. კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილე ყველა სპეციალისტს აქვს ამ სისხლის სამართლის საქმის ექსპერტის სტატუსი. თითოეული მათგანი გამოკვლევას ატარებს დამოუკიდებლად, აკისრია პასუხისმგებლობა მის გამო და იძლევა დასკვნას მხოლოდ თავისი სამეცნიერო კომპეტენციის ფარგლებში. ექსპერტს უფლება არა აქვს ხელი მოაწეროს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც სცილდება მისი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებს.
4. თუ ექსპერტიზა დავალებული აქვს საექსპერტო დაწესებულებას, კომპლექსური გამოკვლევის ორგანიზაცია ეკისრება მის ხელმძღვანელს.
მუხლი 364. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი
1. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ამოიწეროს საჭირო ცნობები ან გადაიღოს ასლი;
ბ) მოითხოვოს დასკვნის შესადგენად საჭირო დამატებითი მასალები და ობიექტები;
გ) უარი თქვას ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე, თუ გაირკვა, რომ დასმული საკითხი სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს, ან მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის შესადგენად;
დ) მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად;
ე) იშუამდგომლოს საკომისიო ან კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ვ) დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები, და აღნიშნოს ისინი თავის დასკვნაში.
2. ექსპერტი ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის გამოძახებით საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობისათვის;
ბ) შეადგინოს დასაბუთებული და ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ საკითხებზე;
გ) მისცეს ჩვენება ჩატარებული ექსპერტიზის გამო, თუ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს მისი დაკითხვა აუცილებლად მიაჩნია;
დ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი.
მუხლი 364. ალტერნატიული ექსპერტიზა🔗
1. მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე ჩაატაროს ექსპერტიზა იმ გარემოების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების დაცვას. საექსპერტო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს მხარის მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარის მოთხოვნით, ექსპერტის დასკვნა სავალდებულო წესით დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
2. თუ ბრალდებული ან განსასჯელი არასმქონეა, მას უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე, სისხლის სამართლის საქმესთან უშუალოდ დაკავშირებული ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართოს სასამართლოს ან სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 365. ექსპერტის კომპეტენციის ფარგლები🔗
ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები და მისი დასკვნა არ უნდა სცილდებოდეს ექსპერტის სპეციალური ცოდნის ფარგლებს.
მუხლი 366. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს
1. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს უფლება აქვს:
ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას მისი დანიშვნის შესახებ;
მუხლი 366. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს🔗
1. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს:
ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ბ) აცილება მისცეს ექსპერტს;
გ) მოითხოვოს, რომ ექსპერტი დანიშნონ მის მიერ მითითებულ პირთაგან;
დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით. მოითხოვოს დაურთონ დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს;
ე) მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს დაუსვას დამატებითი კითხვები;
ვ) მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, დაესწროს ექსპერტიზას, ამასთან, მოსთხოვოს ექსპერტს განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება;
დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით, მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა;
ე) დამატებითი კითხვები დაუსვას გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს;
ვ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით დაესწროს ექსპერტიზას, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ მოსთხოვოს მას განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე;
ზ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ აღძრას შუამდგომლობა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;
თ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტის დაკითხვაში, როცა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით იყო დანიშნული.
2. ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები აქვს აგრეთვე პირს, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, თუ ამის საშუალებას იძლევა მისი ფსიქიკური მდგომარეობა.
2. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 367. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ🔗
1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზისათვის გაგზავნილი სხვა ობიექტები იმის მითითებით, თუ სად, როდის და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცნობები, რომლებსაც უნდა დაემყაროს ექსპერტის დასკვნები, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.
1. გამომძიებელს ან პროკურორს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზისათვის გაგზავნილი სხვა ობიექტები იმის მითითებით, თუ სად, როდის და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცნობები, რომლებსაც უნდა დაემყაროს ექსპერტის დასკვნები, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.
2. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სავალდებულოა იმ პირთათვის, რომელთაც იგი ეხებათ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 368. იძულების ფარგლები ექსპერტიზის ჩატარებისას🔗
1. ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, ხოლო თუ მას 16 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია ან ფსიქიკურად არის დაავადებული, – მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების თანხმობით.
2. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა დაუშვებელია, გარდა ვენერიული თუ სხვა ინფექციური დაავადებების დადგენისა და აგრეთვე იმ შემთხვევებისა, როცა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოითხოვს იმ დაზარალებულის ჩვენების შემოწმებას, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 369. ექსპერტიზის ჩატარება საექსპერტო დაწესებულებაში🔗
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გამოსაკვლევ ობიექტებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმესაც, უგზავნის საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც უნდა გასცეს განკარგულება იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებს ექსპერტიზას, რასაც აცნობებს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.
1. გამომძიებელი ან პროკურორი დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გამოსაკვლევ ობიექტებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმის ასლსაც, უგზავნის საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც განკარგულება უნდა გასცეს იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებს ექსპერტიზას, რასაც აცნობებს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.
2. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანიზაციას უწევს ექსპერტიზის ჩატარებას, უზრუნველყოფს გამოკვლევის ობიექტების დაცვა-შენახვას, განსაზღვრავს ექსპერტიზის დამთავრების ვადებს. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება არა აქვს მიიწვიოს ექსპერტიზის ჩატარებისას პირი, რომელიც არ მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში, აგრეთვე ექსპერტიზის დამნიშვნელი პირის დადგენილების გარეშე მოითხოვოს სხვა დაწესებულებიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტი, ნივთიერი და სხვა მტკიცებულება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 370. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში🔗
1. თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი.
2. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ექსპერტს გადასცემს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, განუმარტავს 364-ე მუხლით გათვალისწინებულ მის უფლება-მოვალეობებს და აფრთხილებს განზრახ არასწორი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ გაფრთხილებას ექსპერტი ადასტურებს ხელმოწერით. ამგვარადვე ფიქსირდება ექსპერტის განცხადება და შუამდგომლობა. ექსპერტის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.
1. თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი.
2. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ექსპერტს გადასცემს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, განუმარტავს 364-ე მუხლით გათვალისწინებულ მის უფლება-მოვალეობებს და აფრთხილებს ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ გაფრთხილებას ექსპერტი ადასტურებს ხელმოწერით. ამგვარადვე ფიქსირდება ექსპერტის განცხადება და შუამდგომლობა. ექსპერტის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.
3. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა, ან თუ შესაძლებლადაა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა (მოწმის გარდა) დასწრება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 371. ექსპერტის დასკვნა🔗
1. საჭირო გამოკვლევების შემდეგ ექსპერტი ადგენს წერილობით დასკვნას, რომელსაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით.
2. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, თანამდებობა), ექსპერტის გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, სისხლის სამართლის საქმის რა მასალები გამოიყენა ექსპერტმა, რა ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები ან სხვა ობიექტები გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა, საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.
3. ექსპერტის დასკვნაში შეიძლება მიეთითოს დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი გარემოებები და მათი აცილების ორგანიზაციულ-ტექნიკური რეკომენდაციები.
4. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და გრაფიკები, სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებენ ექსპერტის დასკვნებს.
5. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს ყველა ან ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაუცემლობის მიზეზის დასაბუთებას, თუ გამოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ მისთვის წარდგენილი მასალები არ არის საკმარისი, ან ექსპერტი არაკომპეტენტურია.
6. გამოსაკვლევ გარემოებათა შესახებ ექსპერტის საალბათო დასკვნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ისინი მაინც უნდა აისახოს ექსპერტის დასკვნაში.
მუხლი 372. აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ🔗
თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი აღმოაჩენს, რომ მის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად მისი ცოდნა არ არის საკმარისი, ან მისთვის წარდგენილი ობიექტები არ კმარა ექსპერტიზის ჩასატარებლად, იგი ადგენს მოტივირებულ აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ და უგზავნის ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.
მუხლი 373. ექსპერტის დაკითხვა🔗
1. თუ ექსპერტის დასკვნა გაუგებარია, ან აქვს ხარვეზი, მაგრამ მის შესავსებად საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, ანდა აუცილებელია ექსპერტის მიერ გამოყენებული მეთოდისა და ტერმინების დაზუსტება, მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაკითხოს ექსპერტი 305-ე მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით.
1. თუ ექსპერტის დასკვნა გაუგებარია, ან აქვს ხარვეზი, მაგრამ მის შესავსებად საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, ანდა აუცილებელია ექსპერტის მიერ გამოყენებული მეთოდისა და ტერმინების დაზუსტება, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაკითხოს ექსპერტი ამ კოდექსის 305-ე მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით.
2. დასკვნის წარმოდგენამდე ექსპერტის დაკითხვა დაუშვებელია.
3. ექსპერტის ჩვენება, რომელიც ავსებს მის დასკვნას, მტკიცებულებაა.
3. ექსპერტის მიერ დაკითხვისას მიცემული ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებას.
4. თუ მხარე შუამდგომლობს ექსპერტის დაკითხვას საქმის არსებითი განხილვის დროს, ექსპერტი უნდა დაკითხონ მხარეებმა სასამართლო სხდომაზე. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, თუ ის არ დადასტურდება ექსპერტის ზეპირი ჩვენებით სასამართლოში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 374. ექსპერტის დასკვნის შეფასება🔗
1. ექსპერტის დასკვნას აფასებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი იმ თვალსაზრისით, თუ როგორ არის იგი დასაბუთებული, შეესაბამება თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს და არის თუ არა დაცული ექსპერტიზის ჩასატარებლად დადგენილი საპროცესო წესები.
1. ექსპერტის დასკვნას აფასებს გამომძიებელი ან პროკურორი იმ თვალსაზრისით, თუ როგორ არის იგი დასაბუთებული, შეესაბამება თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს და არის თუ არა დაცული ექსპერტიზის ჩასატარებლად დადგენილი საპროცესო წესები.
2. ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის, მაგრამ, თუ იგი არ ეთანხმება დასკვნას, ეს მოტივირებული უნდა იყოს.
3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა და ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ეჭვი უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის
მუხლი 375. ნიმუშის აღების საფუძველი, სახე და ხერხი🔗
1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის თვისებების ამსახველი ნიმუში, თუ მისი გამოკვლევა საჭიროა ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად.
1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის თვისებების ამსახველი ნიმუში, თუ მისი გამოკვლევა საჭიროა ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად.
2. ცოცხალი ადამიანისაგან შეიძლება აიღონ ნიმუში, რომელიც ასახავს შემდეგ თავისებურებებს: ბიოლოგიურს – სისხლი, თმა, ნერწყვი, გამონაყოფი; ფსიქოფიზიკურს – ხელწერა; ანატომიურს – კანის ნახჭის ანაბეჭდები, კბილების ტვიფრი; ხმის თავისებურება და პროფესიული ჩვევა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გამოკვლევისათვის აღებული ნიმუში (გარდა ხელწერისა და ხმის თავისებურებისა) შეიძლება აიღონ გვამის დათვალიერებისას, ხოლო ნიმუშები ბიოლოგიური ობიექტების სახით – ცხოველისაგან.
4. ნიმუშად შეიძლება აიღონ ნედლეულის, პროდუქციისა და მასალების სინჯები, რომლებიც გამოხატავს ნივთიერებათა გვარეობით ან ინდივიდუალურ, ფიზიკურ ან ქიმიურ თავისებურებებს.
5. გამოკვლევის პროცესში ექსპერტს უფლება აქვს აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტების საცდელი ნიმუშები მათი იდენტურობის ან სხვაობის დასადგენად.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 376. პირი, რომელსაც უფლება აქვს აიღოს ნიმუში🔗
1. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დამსწრეთა, სპეციალისტისა და ექსპერტის მონაწილეობით პირისაგან აიღოს ნიმუში საექსპერტო გამოკვლევისათვის, თუ ეს არ არის დაკავშირებული მის გაშიშვლებასთან და არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ ჩვევებს.
2. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია ადამიანის სხეულის გაშიშვლებასთან, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშს იღებს ექიმი დამსწრე მედიცინის მუშაკთა მონაწილეობით.
1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სპეციალისტისა და ექსპერტის მონაწილეობით პირისაგან აიღოს ნიმუში საექსპერტო გამოკვლევისათვის, თუ ეს არ არის დაკავშირებული მის გაშიშვლებასთან და არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ ჩვევებს.
2. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია ადამიანის სხეულის გაშიშვლებასთან, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშს იღებს ექიმი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 377. პირი, რომლისგანაც შეიძლება ნიმუშის აღება🔗
1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება აიღონ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისაგან, აგრეთვე პირისაგან, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება აიღონ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისაგან.
2. თუ არსებობს მონაცემები, რომ შემთხვევის ადგილას კვალი ან ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება სხვა პირის დატოვებული იყოს, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება ამ პირისაგან აიღონ მას შემდეგ, რაც დაკითხავენ როგორც დაზარალებულს ან მოწმეს ამ ნიმუშთან დაკავშირებულ გარემოებათა გამო.
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 378. დადგენილება ნიმუშის აღების შესახებ🔗
ნიმუშის აღების შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ნიმუშის ამღები პირი, ის პირი, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, როგორი ნიმუშებია ასაღები და რა რაოდენობით, როდის და ვისთან უნდა მივიდეს პირი ნიმუშების ასაღებად, როდის და ვის უნდა გადაეცეს ნიმუშები მათი აღების შემდეგ.
ნიმუშის აღების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ნიმუშის ამღები პირი, ის პირი, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, როგორი ნიმუშებია ასაღები და რა რაოდენობით, როდის და ვისთან უნდა მივიდეს პირი ნიმუშების ასაღებად, როდის და ვის უნდა გადაეცეს ნიმუშები მათი აღების შემდეგ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 379. ნიმუშის აღების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა🔗
1. ბრალდებული და ეჭვმიტანილი, რომლებიც თავს არიდებენ ნიმუშის აღებას, შეიძლება იძულებით მოიყვანონ და ნიმუშიც იძულებით აიღონ, თუ საამისოდ გამოყენებული მეთოდები საფრთხეს არ უქმნის მათს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას.
2. დაზარალებულისა და მოწმისაგან ნიმუშების იძულებით აღება დაუშვებელია, გარდა 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 380. მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი იძახებს პირს ან თავად მიდის მასთან და ხელმოწერით აცნობს დადგენილებას ნიმუშის აღების შესახებ, განუმარტავს მას, აგრეთვე სპეციალისტსა და დამსწრეებს მათს უფლება-მოვალეობებს.
2. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი საჭიროების მიხედვით მოქმედებს და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის; ამასთან, შეიძლება გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური მეთოდები, რომლებიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშად მიღებული ბიოლოგიური ობიექტები იფუთება და ილუქება.
მუხლი 380. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი🔗
1. გამომძიებელი ან პროკურორი იძახებს პირს ან თავად მიდის მასთან და ხელმოწერით აცნობს დადგენილებას ნიმუშის აღების შესახებ, განუმარტავს მას, აგრეთვე სპეციალისტს მათ უფლება-მოვალეობებს.
2. გამომძიებელი ან პროკურორი საჭიროების მიხედვით მოქმედებს და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის; ამასთან, შეიძლება გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური მეთოდები, რომლებიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშად მიღებული ბიოლოგიური ობიექტები იფუთება და ილუქება.
3. ნედლეულის, პროდუქციის, ნივთიერებისა და სხვა მასალების სინჯების ნიმუშების აღება ხდება ამოღების ან ჩხრეკის გზით.
4. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რომ სისხლის სამართლის საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაურთონ ნიმუში, და დადგენილებასა და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად უგზავნის შესაბამის ექსპერტს.
4. გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რომ სისხლის სამართლის საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაურთონ ნიმუში, და დადგენილებასა და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად უგზავნის შესაბამის ექსპერტს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 381. ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი🔗
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ექიმს ან სხვა სპეციალისტს წარუდგენს შესაბამის პირს, აგრეთვე დადგენილებას მისგან ნიმუშის აღების შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ამ საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის უფლება-მოვალეობები. ექიმის, სხვა სპეციალისტის, დამსწრეების აცილების საკითხს წყვეტს დადგენილების გამომტანი მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი.
2. ექიმი ან სხვა სპეციალისტი დამსწრეთა მონაწილეობით ატარებს საჭირო მოქმედებას და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოს მეცნიერულ-ტექნიკური მეთოდები და საშუალებები, თუ ეს არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშს ათვალიერებენ, ფუთავენ, ლუქავენ, ხელს აწერენ და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად გადასცემენ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს.
3. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ცხოველებისაგან ნიმუშების აღებას ავალებს ექიმ-ვეტერინარს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა სპეციალისტს.
1. გამომძიებელი ან პროკურორი ექიმს ან სხვა სპეციალისტს წარუდგენს შესაბამის პირს, აგრეთვე დადგენილებას მისგან ნიმუშის აღების შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ამ საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის უფლება-მოვალეობები. ექიმის, სხვა სპეციალისტის აცილების საკითხს წყვეტს დადგენილების გამომტანი გამომძიებელი ან პროკურორი.
2. ექიმი ან სხვა სპეციალისტი ატარებს საჭირო მოქმედებას და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოს მეცნიერულტექნიკური მეთოდები და საშუალებები, თუ ეს არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშს ათვალიერებენ, ფუთავენ, ლუქავენ, ხელს აწერენ და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად გადასცემენ გამომძიებელს ან პროკურორს.
3. გამომძიებელი ან პროკურორი ცხოველებისაგან ნიმუშების აღებას ავალებს ექიმვეტერინარს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა სპეციალისტს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 382. ნიმუშის აღების ოქმი🔗
1. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადგენს ოქმს, რომელშიც აღწერს თვით ნიმუშს, მის ასაღებად განხორციელებულ ყველა მოქმედებას, აგრეთვე გამოყენებულ მეცნიერულ-ტექნიკურ მეთოდებსა და საშუალებებს იმ თანამიმდევრობით, როგორითაც სრულდებოდა ეს მოქმედებები.
1. გამომძიებელი ან პროკურორი ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადგენს ოქმს, რომელშიც აღწერს თვით ნიმუშს, მის ასაღებად განხორციელებულ ყველა მოქმედებას, აგრეთვე გამოყენებულ მეცნიერულ-ტექნიკურ მეთოდებსა და საშუალებებს იმ თანამიმდევრობით, როგორითაც სრულდებოდა ეს მოქმედებები.
2. 381-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნიმუშის აღების ოქმს ადგენს ექიმი ან სხვა სპეციალისტი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 383. პიროვნების უფლებათა დაცვა ნიმუშის აღებისას🔗
1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშის აღების მეცნიერულ-ტექნიკური მეთოდები და საშუალებები უსაფრთხო უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძლიერი ტკივილის შეგრძნების გამომწვევი სამედიცინო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, ხოლო თუ იგი 16 წლამდე ასაკისაა ან ფსიქიკურად ავადმყოფი ან ჭკუასუსტია, – მისი კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით.
2. ნიმუშის აღებისას დაუშვებელია ადამიანის პიროვნების პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედებები.
3. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია პირის გაშიშვლებასთან, სპეციალისტი და დამსწრენი იმავე სქესისანი უნდა იყვნენ, რაც ის პირი, რომლისგანაც იღებენ ნიმუშს.
3. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია პირის გაშიშვლებასთან, სპეციალისტი იმავე სქესის უნდა იყოს, რაც ის პირი, რომლისგანაც იღებენ ნიმუშს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 384. ექსპერტის მიერ ნიმუშის აღება🔗
1. გამოკვლევის პროცესში საცდელი ნიმუში შეიძლება აიღოს ექსპერტმა.
2. მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაესწროს საცდელი ნიმუშის აღებას, რაც აისახება მის მიერ შედგენილ ოქმში.
2. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაესწროს საცდელი ნიმუშის აღებას, რაც აისახება მის მიერ შედგენილ ოქმში.
3. გამოკვლევის შემდეგ ექსპერტი დალუქულ ნიმუშს ურთავს თავის დასკვნას.
4. მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტისაგან მიღებულ ნიმუშსა და დასკვნას ურთავს სისხლის სამართლის საქმეს.
4. გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტისაგან მიღებულ ნიმუშსა და დასკვნას ურთავს სისხლის სამართლის საქმეს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
გვამის ექსჰუმაცია
მუხლი 385. გვამის ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი🔗
თუ დათვალიერების, ამოცნობის ან საექსპერტო გამოკვლევის ჩასატარებლად გვამის ამოღება აუცილებელია, პროკურორი ან გამომძიებელი ამის თაობაზე აღძრავს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელსაც განიხილავს მოსამართლე და, თუ არის ამის საფუძველი, გასცემს ბრძანებას გვამის ექსჰუმაციის შესახებ.
თუ დათვალიერების, ამოცნობის ან საექსპერტო გამოკვლევის ჩასატარებლად გვამის ამოღება აუცილებელია, პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი ამის თაობაზე აღძრავს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელსაც განიხილავს მოსამართლე და, თუ არის ამის საფუძველი, გასცემს ბრძანებას გვამის ექსჰუმაციის შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 386. გვამის ექსჰუმაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების სავალდებულოობა🔗
მოსამართლის ბრძანება გვამის ექსჰუმაციის შესახებ სავალდებულოა დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციისათვის, გარდაცვლილის ნათესავებისა და სხვა პირებისათვის.
მუხლი 387. გვამის ექსჰუმაციის წესი🔗
1. გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს გვამის ექსჰუმაციას დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის წარმომადგენლისა და დამსწრეთა მონაწილეობით. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში მონაწილეობს სასამართლო ექსპერტი, ხოლო თუ საჭიროა, – სხვა სპეციალისტებიც.
1. გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს გვამის ექსჰუმაციას დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობით. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში მონაწილეობს სასამართლო ექსპერტი, ხოლო თუ ეს საჭიროა – სხვა სპეციალისტიც.
2. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში შეიძლება ჩააბან ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული, მოწმე, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ გვამი და მისი ტანსაცმელი.
3. გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, გვამის ექსჰუმაციას შეიძლება დაესწრონ გარდაცვლილის ნათესავები.
4. გვამის ექსჰუმაციის შესახებ ოქმი დგება 287-288-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმს შეიძლება დაერთოს სამარხის, კუბოსა და გვამის ფოტოსურათები, კინო- და ვიდეოგადაღების ფირები.
4. გვამის ექსჰუმაციის შესახებ ოქმი დგება 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმს შეიძლება დაერთოს სამარხის, კუბოსა და გვამის ფოტოსურათები, კინო- და ვიდეოგადაღების ფირები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 388. გვამის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებანი🔗
1. თუ გვამის ექსჰუმაცია ტარდება მისი შემდგომი გაკვეთის მიზნით, საჭიროა დადგენილების გამოტანა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ამასთან, გვამი იგზავნება საექსპერტო დაწესებულებაში ან ექსპერტიზა ტარდება სხვა ადგილას.
2. გვამის დათვალიერება, ამოცნობა და შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება ხდება 336-ე, 348-ე, 375-384-ე მუხლებით გათვალისწინებული წესებით.
მუხლი 389. გვამის დამარხვა ექსჰუმაციის შემდეგ🔗
ექსჰუმაციის შემდეგ გვამის დამარხვა ხდება იმ პირის თანდასწრებით, რომლის დადგენილებითაც მოხდა გვამის ექსჰუმაცია, ხოლო მისი ნებართვით – გარდაცვლილის ნათესავების თანდასწრებითაც.
ექსჰუმაციის შემდეგ გვამის დამარხვა ხდება იმ პირის თანდასწრებით, რომლის შუამდგომლობითაც მოხდა გვამის ექსჰუმაცია, ხოლო მისი ნებართვით – გარდაცვლილის ნათესავების თანდასწრებითაც.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
კარი მერვე
წინასწარი გამოძიების შეჩერება და დამთავრება
წინასწარი გამოძიების დამთავრება და შეწყვეტა, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება და შეწყვეტა
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერება
მუხლი 390. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოებას აჩერებს მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი 29-ე მუხლში მითითებული საფუძვლით და იმავე მუხლით დადგენილ ვადებში.
2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.
მუხლი 391. რამდენიმე ბრალდებულის საქმის წარმოების შეჩერება
თუ საქმის წარმოებაში ჩაბმულია რამდენიმე ბრალდებული, ხოლო შეჩერების საფუძველი ყველა ბრალდებულს არ ეხება, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ცალკე წარმოებად გამოყოს და შეაჩეროს საქმე ცალკეულ ბრალდებულთა მიმართ ან საერთოდ შეაჩეროს მთელი საქმის წარმოება, თუ ყველა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე ვერ გაგრძელდება გამოძიება ან სასამართლო განხილვა. ამასთან, უნდა გადაწყდეს თითოეული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ან სხვა საპროცესო იძულების საკითხი.
მუხლი 392. საქმის წარმოების ნაადრევი შეჩერების დაუშვებლობა
29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიება ჩერდება მხოლოდ ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ, რომლებიც შესაძლებელია ბრალდებულის გარეშე.
სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 390. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი🔗
1. სისხლისსამართლებრივ დევნას აჩერებს პროკურორი ან მოსამართლე ამ კოდექსის 29-ე მუხლში მითითებული საფუძვლით და იმავე მუხლით დადგენილ ვადებში.
2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, ხოლო სასამართლოს – მოტივირებული განჩინება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 391. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 392. სისხლისსამართლებრივი დევნის ნაადრევი შეჩერების დაუშვებლობა🔗
ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი დევნა ჩერდება მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ, რომლებიც შესაძლებელია ბრალდებულის გარეშე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 393. მიმალული ბრალდებულის ძებნა🔗
1. გამომძიებელი ან პროკურორი აცხადებს მიმალული ბრალდებულის ძებნას და ამის განხორციელებას ავალებს შინაგან საქმეთა ან სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამის ორგანოს.
2. ძებნა შეიძლება გამოცხადდეს საქმის წარმოების შეჩერებამდეც.
3. ძებნილის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება.
4. ორგანოს, რომელსაც დავალებული აქვს ძებნა, ვალდებულია თვეში ერთხელ მაინც წარუდგინოს ძებნის გამომცხადებელს ანგარიში ძებნასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი შედეგების შესახებ.
მუხლი 394. შეჩერებული საქმის წარმოების განახლება
1. თუ აღარ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი ანდა თუ გავიდა 29‑ე მუხლში მითითებული ვადა, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან გამოიტანონ დადგენილება საქმის წარმოების განახლების შესახებ.
2. შეჩერებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილება წარმოების შეჩერების შესახებ უნდა გაუქმდეს, ხოლო თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას დადებითი შედეგი არ მოჰყვება, ხელახლა უნდა იქნეს გამოტანილი დადგენილება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
1. მიმალული ბრალდებულის ძებნას აცხადებს გამომძიებელი ან პროკურორი და ამის განხორციელებას ავალებს საქართველოს ფინანსთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, შინაგან საქმეთა სამინისტროების ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამის ორგანოს.
2. ძებნილის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება.
3. ორგანოს, რომელსაც დავალებული აქვს ძებნა, ვალდებულია თვეში ერთხელ მაინც წარუდგინოს ძებნის გამომცხადებელს ანგარიში ძებნასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი შედეგების შესახებ.
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338
მუხლი 394. შეჩერებული სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება🔗
თუ აღარ არსებობს ამ კოდექსის 29-ე მუხლში მითითებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს განჩინება, ხოლო მოსამართლე და პროკურორი ვალდებულნი არიან გამოიტანონ დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა
მუხლი 395. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი
მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე, როგორც კი წარმოიქმნება 28-ე მუხლში მითითებული საფუძველი.
მუხლი 396. საქმის შეწყვეტის წესი
1. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისას მომკვლევს, გამომძიებელსა, პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ. მომკვლევი და გამომძიებელი აღნიშნულ დადგენილებას საქმესთან ერთად უგზავნის პროკურორს.
2. მომკვლევის ან გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა პროკურორი ვალდებულია შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმე და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დაეთანხმოს დადგენილებას;
ბ) გააუქმოს დადგენილება და საქმე დაუბრუნოს მომკვლევს ან გამომძიებელს მოკვლევის ან გამოძიების ხარვეზის შესავსებად, ქმედების კვალიფიკაციის დასაზუსტებლად და ახალი ბრალდების დასადგენად;
გ) შეცვალოს საქმის შეწყვეტის საფუძველი.
მუხლი 397. დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ
1. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ.
2. დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება საქმის აღძვრის საბაბი და საფუძველი, მოკვლევისა და წინასწარი გამოძიებისას დადგენილი გარემოებები, რომლებიც აპირობებენ საქმის წარმოების შეწყვეტას.
3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების დაყადაღების გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ.
4. მარეაბილიტირებელ საფუძველზე ბრალდებულის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას.
მუხლი 398. გამომძიებლის მოქმედება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდეგ
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ პროკურორის მიერ დამტკიცებული დადგენილების ასლებს მომკვლევი ან გამომძიებელი უგზავნის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის განცხადებითაც აღიძრა საქმე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ პირებს განემარტებათ საქმის მასალების გაცნობისა და საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება და წესი.
მუხლი 399. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრება
1. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა და დამცველმა, დაზარალებულმა და მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე პირმა, რომლის განცხადებითაც აღიძრა საქმე.
2. საჩივარი სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს დადგენილების ასლის მიღებიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში.
3. საჩივარს სასამართლო განიხილავს 238-242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 400. შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოების განახლება
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეიძლება განახლდეს, თუ სასამართლომ გააუქმა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ოღონდ იმ პირობით, თუ არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა.
2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების განახლების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე პირს, რომლის განცხადებითაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 395. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა🔗
სასამართლო (მოსამართლე) ან პროკურორი ვალდებულია შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, როგორც კი წარმოიშობა ამ კოდექსის 28-ე მუხლში მითითებული საფუძველი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 396. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის წესი🔗
1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ხოლო მოსამართლეს ან პროკურორს – მოტივირებული დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
2. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 397. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ🔗
1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მოსამართლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ.
2. დადგენილების (განჩინების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება წინასწარი გამოძიების დაწყების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გამორკვეული გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას.
3. დადგენილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მოსამართლის ან პროკურორის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების ყადაღის გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ.
4. მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში (განჩინებაში) ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 398. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემდეგ🔗
1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ სასამართლო განჩინების, ხოლო მოსამართლე და პროკურორი – დადგენილების ასლებს უგზავნის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის განცხადებითაც დაიწყო წინასწარი გამოძიება.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ პირებს განემარტებათ საქმის მასალების გაცნობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრების უფლება და წესი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 399. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრება🔗
1. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა და დამცველმა, დაზარალებულმა და მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე პირმა, რომლის განცხადებითაც დაიწყო გამოძიება.
2. საჩივარი სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს დადგენილების (განჩინების) ასლის მიღებიდან 15 დღე-ღამის განმავლობაში.
3. საჩივარს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 238-ე–242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის განჩინება გასაჩივრდება კერძო საჩივრის წესით.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 400. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების განახლება🔗
1. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება უნდა განახლდეს, თუ სასამართლომ (მოსამართლემ) ან პროკურორმა გააუქმა დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ოღონდ იმ პირობით, თუ არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა.
2. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე პირს, რომლის განცხადებითაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
წინასწარი გამოძიების დამთავრება და სასამართლოში საქმის გაგზავნა
მუხლი 401. შეტყობინება გამოძიების დამთავრების შესახებ
1. გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს, დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს და განუმარტავს მათს უფლებას გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პროცესის თითოეულ მონაწილეს გამომძიებელი ატყობინებს აგრეთვე საქმის გაცნობის დროსა და ადგილს.
3. პროცესის მონაწილეებს უფლება აქვთ მოითხოვონ საქმის გაცნობის დროისა და ადგილის შეცვლა, უარი თქვან საქმის გაცნობაზე ან ნაწილობრივ გაეცნონ მას.
მუხლი 402. საქმის შესწავლის შეცვლა საპროცესო დოკუმენტის ასლის გადაცემით
1. პროცესის მონაწილის შუამდგომლობით და მისივე ხარჯებით, დასაშვებია საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის ან დოკუმენტთა ნაწილის ასლების გადაღება. პროცესის მონაწილე, რომელმაც მიიღო საპროცესო დოკუმენტის ასლი, საქმეს არ ეცნობა ან ეცნობა მხოლოდ იმ დოკუმენტს, რომლის ასლიც მისთვის არ გადაუციათ.
2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც მიიღო საპროცესო დოკუმენტის ასლი, უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებას, ფონო-, ფოტო-, კინო-, ვიდეო- და აუდიოდოკუმენტებს.
მუხლი 403. საქმის ერთობლივად და ცალ-ცალკე გაცნობა
1. ბრალდებულს უფლება აქვს გაეცნოს საქმეს დამცველთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, ხოლო დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს, – თავიანთ წარმომადგენლებთან ერთად.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში დასახელებულ პროცესის მონაწილეებს უფლება აქვთ ინდივიდუალურად გაეცნონ საქმის მასალებს.
3. საქმის ერთობლივი შესწავლისას დამცველი და წარმომადგენელი ვალდებულნი არიან ბრალდებულსა და მარწმუნებელს მისცენ საჭირო განმარტებანი და გაუწიონ სხვა იურიდიული დახმარება.
მუხლი 404. საქმის გაცნობის გადადება
1. პროცესის მონაწილის შუამდგომლობით, საპატიო მიზეზის არსებობისას, საქმის გაცნობა შეიძლება გადაიდოს არა უმეტეს 7 დღით.
2. თუ დამცველი ან წარმომადგენელი უწყების მიღებიდან 7 დღის განმავლობაში არ გამოცხადდება საქმის გასაცნობად, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს ეძლევათ შესაძლებლობა მომდევნო 2 დღის მანძილზე მოიწვიონ სხვა დამცველი ან წარმომადგენელი, ანდა მოითხოვონ მათი დანიშვნა სახელმწიფოს ხარჯზე.
მუხლი 405. საქმის გაცნობის წესი
1. საქმე გასაცნობად გადაეცემა აკინძული სახით. საქმის ფურცლები დანომრილი უნდა იყოს. საქმესთან ერთად გადაეცემა თანდართული ნივთიერი მტკიცებულებები და მასალები. ამასთან, გამომძიებელი შესაბამისი აპარატურის გამოყენებით ახდენს საგამოძიებო მოქმედების ოქმზე დართული კინო- და ვიდეოფილმის, სლაიდისა და ფონოგრამის დემონსტრირებას.
2. პროცესის მონაწილეებს სისხლის სამართლის საქმის ყველა ტომი გასაცნობად უნდა წარედგინოთ თანამიმდევრულად ან ერთდროულად.
3. საქმე გასაცნობად ცალ-ცალკე წარედგინება ყოველ ბრალდებულს, დაზარალებულს, ხოლო სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს – სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.
4. გამომძიებელი ადგენს პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის გაცნობის რიგითობას მათი წინადადებებისა და შუამდგომლობების გათვალისწინებით.
5. ერთ წარმოებაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გაერთიანებისას პროცესის ყოველი მონაწილე ეცნობა მხოლოდ იმ მასალას, რომელიც დაკავშირებულია მისთვის წაყენებულ ბრალდებასთან ან ამ დანაშაულით მიყენებულ ზიანთან. ბრალდებული, აგრეთვე მისი დამცველი, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, შეიძლება გაეცნონ საქმის სხვა მასალასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად.
6. პირს, რომელიც ეცნობა საქმეს, უფლება აქვს გააკეთოს ამონაწერი, გადაიღოს ნებისმიერი საპროცესო დოკუმენტის ასლი, მოახდინოს ნივთიერი მტკიცებულების ფოტოგრაფირება.
7. საქმიდან ამონაწერი ან საპროცესო დოკუმენტის ასლი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, ინახება საქმესთან და პროცესის მონაწილეს გასაცნობად ეძლევა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
8. არ შეიძლება ადვოკატს შეეზღუდოს იმის უფლება, რომ გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საქმის მასალებს. ამასთან, იგი უნდა გააფრთხილონ სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
მუხლი 406. საქმის მასალების გაცნობის დრო
1. დაუშვებელია საქმის გაცნობის დროის შეზღუდვა ან პროცესის მონაწილის იძულება, დააჩქაროს საქმის გაცნობა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. თუ პროცესის მონაწილე შეგნებულად აჭიანურებს საქმის გაცნობას, გამომძიებელს უფლება აქვს გამოიტანოს პროკურორის მიერ სანქციონირებული დადგენილება საქმის გაცნობის გონივრული და საკმარისი ვადის მითითებით. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
3. საქმის გასაცნობად მხარეს უნდა გამოეყოს დღე-ღამეში არანაკლებ 6 და არა უმეტეს 8 საათისა.
4. ბრალდებულისა და მისი დამცველის მიერ საქმის გაცნობის დრო არ ჩაითვლება ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 407. შუამდგომლობის აღძვრა და განხილვა
1. საქმის გაცნობის შემდეგ პირს უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა გამოძიების შევსების, ახალ მტკიცებულებათა მოპოვების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის შეწყვეტის ან სხვა საპროცესო გადაწყვეტილებათა მიღების შესახებ.
2. ზეპირი შუამდგომლობა შეაქვთ საქმის მასალების გაცნობის ოქმში, ხოლო წერილობითს ურთავენ საქმეს. საქმის მასალების გაცნობის დამთავრების შემდეგ წერილობითი შუამდგომლობის მოსამზადებლად პროცესის მონაწილეს, რომელიც საქმეს ეცნობოდა, ეძლევა დრო – 48 საათამდე, ხოლო საქმის დიდი მოცულობის ან განსაკუთრებული სირთულის შემთხვევაში – 72 საათამდე. იმავე ვადაში შუამდგომლობა უნდა გადაეცეს გამომძიებელს.
3. შუამდგომლობას განიხილავს გამომძიებელი მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში. მისი უარყოფის შემთხვევაში გამომძიებელს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომლის ასლსაც გადასცემს შუამდგომლობის აღმძვრელ პირს. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან. პროკურორმა საჩივარი უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ხოლო თუ ამისათვის აუცილებელია საქმის მასალების გაცნობა – არაუგვიანეს 48 საათისა. საჩივრის საფუძვლიანად ცნობის შემთხვევაში პროკურორი აუქმებს გამომძიებლის აღნიშნულ დადგენილებას და აძლევს მას შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს. პროკურორის მიერ საჩივრის გადაწყვეტამდე საქმე არ შეიძლება გადაეცეს სასამართლოს.
4. თუ შუამდგომლობა ეხება საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა გამოძიებას, რომლებიც ადრე არ ყოფილა გამოკვლეული, გამომძიებელი ვალდებულია შეავსოს წინასწარი გამოძიება. შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და დამატებითი საპროცესო მოქმედების ჩატარების შემდეგ გამომძიებელი ისევ ატყობინებს პროცესის მონაწილეებს წინასწარი გამოძიების დამთავრებას და აცნობს მათ დამატებით მასალას, ხოლო პროცესის მონაწილის თხოვნით – საქმის ყველა მასალას.
მუხლი 408. პროცესის მონაწილის მიერ სისხლის სამართლის საქმის გაცნობის ოქმი
1. საქმის გაცნობის შესახებ გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გამომძიებლის გვარი, პროცესის მონაწილე, რომელიც გაეცნო საქმეს, საქმის გაცნობაზე უარის შესახებ განცხადების შინაარსი და მოტივები, საქმის გაცნობის დრო (მუშაობის ყოველი დღის მანძილზე საქმის გაცნობის დაწყებისა და დამთავრების საათი და წუთი) და ადგილი, გასაცნობად წარმოდგენილი საქმის ტომების რაოდენობა და თითოეული ტომის ფურცლების რაოდენობა. წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულებები და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ფონოდოკუმენტები, იმ პირთა შუამდგომლობებისა და სხვა განცხადებების შინაარსი, რომლებიც გაეცნენ საქმეს.
2. პროცესის ყოველი მონაწილის მიერ საქმის გაცნობის თაობაზე დგება ცალკე ოქმი. თუ ბრალდებული საქმეს ეცნობოდა დამცველთან ერთად, ხოლო დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე – წარმომადგენლებთან ერთად, უნდა შედგეს ერთიანი ოქმი მათ მიერ საქმის გაცნობის შესახებ.
3. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი, ბრალდებული, დამცველი, მარწმუნებელი და წარმომადგენელი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 401. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 402. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 403. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 404. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 405. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 406. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/5/193 - სსმ IV, №49, 18.12.2003 წ., გვ. 15
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 407. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 408. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 409. საბრალდებო დასკვნა🔗
1. საბრალდებო დასკვნა შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
2. შესავალ ნაწილში მითითებულია იმ ბრალდებულის (ბრალდებულთა) სახელი და გვარი და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (მუხლები), რომლის (რომელთა) მიხედვითაც კვალიფიცირდება ბრალდებულის (ბრალდებულთა) მოქმედება.
3. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებულია დანაშაულის გარემოებანი (დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, შედეგები და სხვა), მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას, გარემოებანი, რომლებიც ამძიმებენ ან ამსუბუქებენ პასუხისმგებლობას, მოსაზრებანი, რომლებიც ბრალდებულს მოჰყავს თავის დასაცავად, და მათი გაბათილება. საბრალდებო დასკვნაში მითითებული უნდა იყოს საქმის ტომები და ფურცლები.
4. სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს მონაცემები ბრალდებულის პიროვნების შესახებ, წაყენებული ბრალდების ფორმულირება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მითითებით, რომელიც (რომლებიც) ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის.
5. საბრალდებო დასკვნას ადგენს და ხელს აწერს გამომძიებელი მისი შედგენის ადგილისა და თარიღის მითითებით.
6. საბრალდებო დასკვნას ამტკიცებს პროკურორი ან მისი მოადგილე.
1. საბრალდებო დასკვნა არის ბრალდებულისადმი წაყენებული ბრალდების მოკლე წერილობითი აღწერა და განსასჯელის სამართალში მიცემის საფუძველი.
2. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია:
ა) ბრალდებულის (ბრალდებულთა) სახელი, გვარი და მამის სახელი; სქესი; დაბადების ადგილი და დრო; საცხოვრებელი ადგილი; ნასამართლობა;
ბ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (მუხლები), მუხლის ნაწილი (ნაწილები), რომლის (რომელთა) მიხედვითაც კვალიფიცირდება ბრალდებულის (ბრალდებულთა) ქმედება;
გ) დანაშაულის გარემოებანი – ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, შედეგი;
დ) მტკიცებულებათა ნუსხა, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას;
ე) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
3. საბრალდებო დასკვნას ადგენს და ხელს აწერს პროკურორი, მისი შედგენის ადგილისა და თარიღის მითითებით.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 410. საბრალდებო დასკვნის დანართი🔗
1. საბრალდებო დასკვნას დაერთვის სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სია, რომელიც უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან – ბრალდების დამადასტურებელ პირთა და ბრალდებულისა და დამცველის მიერ დასახელებულ პირთა სიისაგან.
2. საბრალდებო დასკვნას დაერთვის აგრეთვე ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ პატიმრობასა თუ შინაპატიმრობაში ყოფნის დროის მითითებით, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციისა თუ საპროცესო ხარჯების შესახებ.
2. საბრალდებო დასკვნას დაერთვის აგრეთვე ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ, პატიმრობაში ყოფნის დროის მითითებით, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელის ან სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა თუ საპროცესო ხარჯების შესახებ.
3. სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სიაში მითითებული უნდა იყოს მათი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, აგრეთვე საქმის ფურცლები, სადაც ჩამოყალიბებულია მათი ჩვენებები ან დასკვნები.
4. პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს შეცვალოს საბრალდებო დასკვნაზე დართული სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბრალდებულისა და დამცველის მიერ დასახელებულ პირთა რიცხვის შემცირება არ შეიძლება.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
მუხლი 411. სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნა პროკურორისათვის🔗
საბრალდებო დასკვნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად გამომძიებელი დაუყოვნებლივ უგზავნის პროკურორს.
მუხლი 412. საბრალდებო დასკვნით შემოსულ საქმეზე პროკურორის მიერ გადასაწყვეტი საკითხები
გამომძიებლისაგან შემოსული საქმის განხილვისას პროკურორი ან მისი მოადგილე ვალდებულია შეამოწმოს:
წინასწარი გამოძიების დასრულებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვის შემდეგ გამომძიებელი სისხლის სამართლის საქმეს საბრალდებო დასკვნის შედგენის მიზნით დაუყოვნებლივ უგზავნის პროკურორს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 412. შემოსულ საქმეზე პროკურორის მიერ გადასაწყვეტი საკითხები🔗
გამომძიებლისაგან შემოსული საქმის განხილვისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს:
ა) იყო თუ არა ქმედება, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, და არის თუ არა ამ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა;
ბ) ხომ არ არსებობს საქმის შეწყვეტის გარემოებები;
გ) ყოველმხრივი, სრული და ობიექტურია თუ არა მოკვლევა ან წინასწარი გამოძიება;
ბ) ხომ არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები;
გ) ყოველმხრივი, სრული და ობიექტურია თუ არა წინასწარი გამოძიება;
დ) დასაბუთებულია თუ არა წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით;
ე) წაყენებული აქვს თუ არა პირს ბრალდება ყველა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც მოკვლევამ ან წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა;
ვ) მიცემულია თუ არა პასუხისგებაში როგორც ბრალდებული, ასევე დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი;
ე) წაყენებული აქვს თუ არა პირს ბრალდება ყველა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა;
ვ) მიცემულია თუ არა პასუხისმგებლობაში ბრალდებული, ასევე დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი;
ზ) სწორია თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია;
თ) შედგენილია თუ არა საბრალდებო დასკვნა საპროცესო ნორმების დაცვით;
ი) სწორად არის თუ არა არჩეული აღკვეთის ღონისძიება;
კ) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად;
ლ) გამოვლენილია თუ არა მიზეზები და პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის ჩადენას, და მიღებულია თუ არა ზომები მათ აღსაკვეთად;
მ) დაცულია თუ არა მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ ამ კოდექსის ყველა სხვა მოთხოვნა.
მუხლი 413. პროკურორის გადაწყვეტილება საბრალდებო დასკვნით შემოსული საქმის გამო
პროკურორი ან მისი მოადგილე ვალდებულია არა უმეტეს 5 დღე-ღამის ვადაში განიხილოს შემოსული საქმე და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) თუ მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი საქმის სასამართლოში გადასაგზავნად, დაამტკიცოს თავისი რეზოლუციით ან ცალკე დადგენილებით საბრალდებო დასკვნა და შეადგინოს ახალი;
თ) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება;
ი) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად;
კ) გამოვლენილია თუ არა მიზეზები და პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას, და მიღებულია თუ არა ზომები მათ აღსაკვეთად;
ლ) დაცულია თუ არა წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ ამ კოდექსის ყველა სხვა მოთხოვნა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
მუხლი 413. პროკურორის გადაწყვეტილება შემოსული საქმის გამო🔗
პროკურორი ვალდებულია 5 დღე-ღამის ვადაში განიხილოს შემოსული საქმე და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა, თუ მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი საქმის სასამართლოში გადასაგზავნად;
ბ) დაუბრუნოს საქმე თავისი წერილობითი მითითებებით გამომძიებელს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად;
გ) თუ საბრალდებო დასკვნა არ შეესაბამება ამ კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაუბრუნოს საქმე წერილობითი მითითებებით გამომძიებელს ახალი საბრალდებო დასკვნის შესადგენად;
დ) შეწყვიტოს საქმე და შეადგინოს შესაბამისი დადგენილება ამ კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით.
მუხლი 414. პროკურორის მიერ ახალი საბრალდებო დასკვნის შედგენა
თუ პროკურორი ან მისი მოადგილე საბრალდებო დასკვნას არ ეთანხმება, ის ადგენს ახალ საბრალდებო დასკვნას, ხოლო ადრე შედგენილი საბრალდებო დასკვნა ამოიღება საქმიდან და დაუბრუნდება გამომძიებელს აღმოჩენილ შეცდომებზე მითითებით.
მუხლი 415. ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ბრალდებით
თუ აუცილებელია ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ან ისეთი ბრალდებით, რომელიც თავდაპირველი ბრალდებისაგან არსებითად განსხვავდება ფაქტობრივი გარემოებებით, პროკურორი ან მისი მოადგილე საქმეს უბრუნებს გამომძიებელს ახალი ბრალდების წასაყენებლად.
გ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და შეადგინოს შესაბამისი დადგენილება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 414. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 415. ბრალდების შეცვლა🔗
ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პროკურორი ახალ ბრალდებას აყალიბებს უშუალოდ საბრალდებო დასკვნაში, პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ახალი დადგენილების გამოტანის გარეშე, რომელიც შედგება ამ თავით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 416. საქმის სასამართლოში გაგზავნა🔗
1. საბრალდებო დასკვნა დაერთვის საქმეს.
2. საბრალდებო დასკვნის დამტკიცების შემდეგ პროკურორი ან მისი მოადგილე საბრალდებო დასკვნის ასლს უგზავნის ბრალდებულს, დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.
3. პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ საბრალდებო დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 48 საათისა საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს.
2. საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ პროკურორი საბრალდებო დასკვნის ასლს აბარებს ბრალდებულს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი უნდა ჩაბარდეს მის დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.
3. პროკურორის მიერ საბრალდებო დასკვნის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს.
4. სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შემდეგ ყოველგვარი შუამდგომლობა და საჩივარი წარედგინება უშუალოდ სასამართლოს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 4161. შეტყობინება საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ🔗
1. გამოძიების დამთავრების და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გაგზავნის შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს (მათ შორის, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს), დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. შეტყობინებასთან ერთად გამომძიებელი ბრალდებულსა და მის დამცველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ხარჯით გადაიღონ სისხლის სამართლის საქმის მთელი მასალის ასლი (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან), აგრეთვე განუმარტავს სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების გაცნობის უფლებას. თუ ბრალდებული არასმქონეა, საქმის მთელი მასალის ასლი მას გადაეცემა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ბრალდებულის დამცველს.
2. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს გასაცნობად ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება სასამართლოს მეშვეობით.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 4162. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე საქმის სასამართლოში გაგზავნა🔗
1. თუ გამოძიების დამთავრებამდე რომელიმე მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის მიღება ჭიანურდება და ამასთანავე, არსებობს საბრალდებო დასკვნის შესადგენად საკმარისი მტკიცებულებები, პროკურორი უფლებამოსილია საქმე საბრალდებო დასკვნით გაგზავნოს სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნის დართვის გარეშე. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა შესაძლებელია საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს.
2. მხარეები ვალდებული არიან საბრალდებო დასკვნის შედგენამდე ერთმანეთს აცნობონ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თუ მხარეს არ ეცნობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნა საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
კარი მეცხრე
წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში
სამართალში მიცემა
მუხლი 417. სამართალში მიცემის ორგანოები
1. სამართალში მიცემის ორგანოა: რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად საქმეებზე – რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეებზე – სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია, რომელიც შედგება გამოძიების მოსამართლეებისაგან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განსჯადი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას სამართალში მიცემის სტადიაზე რიგითობის წესით ახორციელებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეები.
მუხლი 418. სამართალში მიცემის სტადიის ამოცანები
სამართალში მიცემის სტადიის ამოცანებია:
ა) სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერებისა და დასაბუთებულობის კონტროლი;
ბ) საქმის სასამართლო განხილვისათვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 419. საქმის მიღება წარმოებაში
1. პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს საბრალდებო დასკვნითურთ, სამართალში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად, განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეზე – სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებს, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განსჯად საქმეზე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას.
2. მოსამართლეს, რომელიც განიხილავს მიღებულ საქმეს, გამოაქვს დადგენილება წარმოებაში მისი მიღების შესახებ, მაგრამ მის წარმოებაში არსებულ ბოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უადრეს 24 საათისა და არა უგვიანეს 72 საათისა. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს, ვინ გამოიტანა დადგენილება, დადგენილების გამოტანის თარიღი და საფუძველი, აგრეთვე მონაცემები სისხლის სამართლის საქმის შესახებ.
3. წარმოებაში საქმის მიღების შესახებ დადგენილების ასლს მისი გამოტანიდან 24 საათის ვადაში მოსამართლე უგზავნის ბრალდებულს, დამცველს, პროკურორს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათს წარმომადგენლებს. დადგენილებას დაერთვის სამართალში მიცემის სტადიაზე პროცესის მონაწილეთა უფლებების ნუსხა: გამოძიების მოსამართლისათვის აცილების მიცემის, საქმის წინასწარი მოსმენის ჩატარების, მტკიცებულებათა გამოთხოვისა და მხარეთა ხელთ არსებული მტკიცებულებების საქმეზე დართვის, აღკვეთის ღონისძიებისა და ბრალდებულისათვის დაწესებული სხვა უფლებრივი შეზღუდვის შეცვლის ან გაუქმების, საქმის შეწყვეტის, საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების, ბრალდების შეცვლისა და სხვა საპროცესო გადაწყვეტილებათა მისაღებად შუამდგომლობათა აღძვრის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ დადგენილების ასლს მის დანართთან ერთად, მოსამართლე ბრალდებულს, დამცველს, პროკურორს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს უგზავნის ცნობას იმ ვადის მითითებით, რომლის განმავლობაშიც მათ შეუძლიათ წარმოადგინონ სასამართლოში თავიანთი შუამდგომლობები და 421-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამასთან, აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს 7 დღეზე ნაკლები. ეს ვადა გამოითვლება დასახელებული ადრესატებისათვის ცნობის გაგზავნის დღიდან.
მუხლი 420. სისხლის სამართლის საქმის შესწავლა
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე, გამოძიების მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ვალდებულია შეისწავლოს პროკურორისაგან შემოსული სისხლის სამართლის საქმე მისი შემოსვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა. თუ შესასწავლი საქმე რთულია ან მოცულობით დიდია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან იმ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა გამოძიების მოსამართლე, უფლება აქვს გააგრძელოს საქმის შესწავლის ვადა 14 დღემდე.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად საქმეებზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 7-დღიანი ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
3. საქმის შესწავლისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე, გამოძიების მოსამართლე და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ვალდებულნი არიან განიხილონ ბრალდებულის სამართალში მიცემასთან დაკავშირებით პროცესის მონაწილეთაგან შემოსული შუამდგომლობები და განცხადებები ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. წარმოებაში მიღებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლისათვის ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადების ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღისა მოსამართლეს, 422-ე მუხლით განსაზღვრული წესის დაცვით, გამოაქვს 424-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადგენილება, ხოლო 421-ე მუხლის მე-3-5 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დადგენილებით ნიშნავს საქმის წინასწარ მოსმენას.
მუხლი 421. საქმის წინასწარი მოსმენის ჩატარების საკითხის გადაწყვეტა
1. საქმის წინასწარი მოსმენა არ ტარდება კერძო ბრალდების საქმეზე, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი ფსიქიკური ავადმყოფებისადმი სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საქმეზე, საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე, რომელზედაც სასჯელად შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 5 წლისა.
2. წინასწარი მოსმენა არ ტარდება, თუ 419-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ პროცესის მონაწილეთაგან არავის მოუთხოვია მისი ჩატარება.
3. წინასწარი მოსმენის ჩატარების საფუძველია 419-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული პროცესის ერთ-ერთი მონაწილის მოთხოვნა, რომ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, დაუბრუნდეს პროკურორს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის, ხელახლა შედგეს საბრალდებო დასკვნა, შეიცვალოს ბრალდება, შეჩერდეს საქმის წარმოება, შეიცვალოს ან გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება ან საქმე გაიგზავნოს განსჯადობის მიხედვით.
4. წინასწარი მოსმენა ტარდება აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის ან გამოძიების მოსამართლის ინიციატივით, თუ მათ მიაჩნიათ, რომ არსებობს ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული საფუძველი, რაც საჭიროებს განხილვასა და შემოწმებას მხარეთა მონაწილეობით.
5. მხარეთა პოზიციის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის ან გამოძიების მოსამართლის აზრის მიუხედავად, წინასწარი მოსმენა სავალდებულოა იმ საქმეზე, რომელზედაც განსასჯელს შეიძლება დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე არასრულწლოვანთა საქმეებზე.
მუხლი 422. მოსამართლის კომპეტენცია, როცა წინასწარი მოსმენა არ ტარდება
თუ წინასწარი მოსმენა არ ტარდება, მოსამართლე შეისწავლის საქმის მასალებს, პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობებს, განცხადებებს, პასუხს გასცემს 423-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს და იღებს 424-ე მუხლში აღნიშნულ ერთ-ერთ დადგენილებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს სხდომა მხარეთა მონაწილეობით არ ტარდება.
მუხლი 423. სამართალში მიცემის სტადიაზე გასარკვევი საკითხები
წინასწარი მოსმენის ჩატარების მიუხედავად, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი საკითხები:
ა) საქმე იმ სასამართლოს განსჯადია თუ არა, რომელსაც პროკურორმა გაუგზავნა;
ბ) შეიცავს თუ არა ბრალდებულისათვის შერაცხული ქმედება დანაშაულის შემადგენლობას;
გ) არსებობს თუ არა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი;
დ) არსებობს თუ არა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი;
ე) მოპოვებულია თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სასამართლოში საქმის განსახილველად;
ვ) ჩატარდა თუ არა მოკვლევა და წინასწარი გამოძიება სრულად, ობიექტურად, ყოველმხრივ და ხომ არ არსებობს დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების საფუძველი;
ზ) მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ხომ არ დარღვეულა საპროცესო კანონი;
თ) არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული;
ი) სწორად არის თუ არა კვალიფიცირებული ბრალდებულის ქმედება;
კ) შედგენილია თუ არა საბრალდებო დასკვნა 414-ე მუხლის შესაბამისად;
ლ) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება ან საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებანი;
მ) მიღებულია თუ არა სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომები;
ნ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა პროცესის მონაწილეთა აცილება, შუამდგომლობა და განცხადებები;
ო) სწორად არის თუ არა გაერთიანებული ან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეები.
მუხლი 424. მოსამართლის მიერ მიღებული დადგენილება
1. იმის მიხედვით, თუ როგორ არის გადაწყვეტილი 423-ე მუხლში მითითებული საკითხები, მოსამართლეს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:
ა) განსჯადობის მიხედვით საქმის გაგზავნის შესახებ;
ბ) ბრალდებულის სამართალში მიცემისა და სასამართლო განხილვის დანიშვნის თაობაზე;
გ) დამატებითი გამოძიების ჩატარებისათვის საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ;
დ) საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე;
ე) საქმის მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მოსამართლე აღნიშნულ დადგენილებას მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 72 საათისა საქმესთან ერთად უგზავნის (გადასცემს) შესაბამისად იმ სასამართლოს, რომლის განსჯადიცაა ეს საქმე, ან იმ პროკურორს, ვისგანაც საქმე შემოვიდა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დადგენილების გასაჩივრება აჩერებს მის აღსრულებას საჩივრის განმხილველი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
მუხლი 425. დადგენილება საქმის განსჯადობის მიხედვით გადაცემის შესახებ
თუ სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას დადგინდა, რომ სისხლის სამართლის საქმე არ არის იმ სასამართლოს განსჯადი, სადაც იგი შემოვიდა, მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება და გზავნის საქმეს განსჯადობის მიხედვით.
მუხლი 426. დადგენილება ბრალდებულის სამართალში მიცემისა და სასამართლო განხილვის დანიშვნის შესახებ
1. თუ მოსამართლე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო განხილვისათვის არსებობს საკმარისი საფუძველი, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ საკითხის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე, გამოაქვს დადგენილება ბრალდებულის სამართალში მიცემისა და სასამართლო განხილვის დანიშვნის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა დაიწყოს ბრალდებულის სამართალში მიცემის დღიდან არა უგვიანეს 20 დღისა.
2. ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც კვალიფიცირდება ბრალდებულის ქმედება, განსასჯელის მიმართ გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიება, აგრეთვე გადაწყვეტილება, მიღებული შუამდგომლობისა და განცხადების, მათ შორის, მტკიცებულებათა დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე.
3. ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილებაში გადაწყვეტილი უნდა იყოს აგრეთვე სასამართლო სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:
ა) სასამართლო განხილვაში სახელმწიფო ბრალმდებლის მონაწილეობის შესახებ;
ბ) ბრალდებულის მიერ არჩეული პირის დამცველად დაშვების ან დამცველის დანიშვნის თაობაზე;
გ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც სასამართლოს სხდომაზე შეიძლება გამოიძახონ როგორც დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები და სპეციალისტები;
დ) თარჯიმნის გამოძახების შესახებ;
ე) სასამართლო განხილვის ადგილისა და დროის თაობაზე.
4. დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკითხი წყდება მე-16 მუხლის შესაბამისად.
5. თუ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, მისი ხელმეორედ დასმა შეიძლება სასამართლო განხილვისას.
6. თუ სასამართლოში საქმის გაგზავნისას პროკურორი წერილობით განაცხადებს, რომ საჭიროდ მიაჩნია ბრალდების მხარდაჭერა, მოსამართლეს უფლება არა აქვს უარი უთხრას ამაზე.
7. თუ წინასწარი გამოძიების ჩატარებისას არ მიღებულა დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომები, მოსამართლეს უფლება აქვს გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის ქონების დაყადაღების შესახებ და იგი აღსასრულებლად გადასცეს პროკურორს.
მუხლი 427. დადგენილება დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების შესახებ
1. დადგენილება საქმის პროკურორისათვის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ მოსამართლეს გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) წინასწარი გამოძიება ჩატარდა არასრულად, რასაც ვერ შეავსებს სასამართლო სხდომა ან გამოძიების მოსამართლე;
ბ) მომკვლევმა ან გამომძიებელმა არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონი;
გ) პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულისათვის სხვა ბრალდების წაყენებას;
დ) პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულად სხვა პირების ჩაბმას;
ე) არასწორად არის გაერთიანებული ან გამოყოფილი საქმეები.
2. საქმის პროკურორისათვის დაბრუნებისას მოსამართლე ვალდებულია დადგენილებაში მიუთითოს დაბრუნების საფუძველი, დამატებით გამოსარკვევი გარემოებანი და ის საგამოძიებო მოქმედებანი, რომლებიც უნდა ჩატარდეს. მოსამართლეს უფლება აქვს გადაწყვიტოს, რომ დამატებითი გამოძიება დაევალოს სხვა გამომძიებელს. დადგენილებაში გადაწყვეტილი უნდა იყოს აგრეთვე აღკვეთის ღონისძიებათა საკითხი.
მუხლი 428. დადგენილება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ
1. თუ სამართალში მიცემის საკითხის განხილვისას გაირკვა, რომ ბრალდებული მიიმალა ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება ბრალდებულის მოძებნამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებული საზღვარგარეთაა და არ ცხადდება გამომძიებლის ან პროკურორის გამოძახებით.
2. თუ ექიმის მიერ დადასტურებულია ბრალდებულის მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობა, რაც გამორიცხავს სასამართლო სხდომაში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
მუხლი 429. დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ
1. 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, იგი აუქმებს აღკვეთის, სამოქალაქო სარჩელისა და საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის, იძულების სხვა ღონისძიებებს და წყვეტს ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხს. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ასლები გადაეცემა ბრალდებულს, დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათს წარმომადგენლებს.
2. სამოქალაქო მოსარჩელის შუამდგომლობით, მოსამართლეს უფლება აქვს არ გააუქმოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მის განხილვამდე, მაგრამ არა უმეტეს 2 თვისა.
მუხლი 430. წინასწარი მოსმენის წესი
1. წინასწარ მოსმენას ატარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე ან გამოძიების მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის, დამცველის, პროკურორის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებსაც საქმის წინასწარი მოსმენის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა უნდა შეატყობინონ წინასწარი მოსმენის ადგილი და დრო.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს წინასწარ მოსმენას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რომელიმე მათგანი შუამდგომლობს წინასწარი მოსმენის გადადების შესახებ საპატიო მიზეზით. გადადება შეიძლება არა უმეტეს 5 დღით.
3. მოსამართლე ხსნის სხდომას, აცხადებს, თუ რა საქმეს ისმენენ, არკვევს, გამოცხადდა თუ არა პროცესის ყველა მონაწილე და წყვეტს საკითხს, შესაძლებელია თუ არა საქმის განხილვა გამოუცხადებელ პირთა გარეშე, აკმაყოფილებს ან უარყოფს აცილებას, თუ იგი გამოუცხადეს პირადად მას, პროკურორს, სხდომის მდივანს ან თარჯიმანს.
4. მოსამართლე აცხადებს, თუ ვისი ინიციატივით და რა საფუძველზეა მიღებული გადაწყვეტილება წინასწარი მოსმენის ჩატარების შესახებ.
5. პროკურორი მოკლედ აყალიბებს ბრალდების არსს და ასაბუთებს მას საქმეში არსებული და ახლად წარმოდგენილი მტკიცებულებებით, აგრეთვე თავის პოზიციას პროცესის მონაწილის იმ მოთხოვნისადმი, რომელიც საფუძვლად დაედო საქმის წინასწარ მოსმენას. პროკურორს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე, რაც იწვევს მოსამართლის მიერ საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, თუ ამის წინააღმდეგი არ არის დაზარალებული. სხდომაზე გამოუცხადებელი დაზარალებულის პოზიციის გასარკვევად საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს, მაგრამ არა უმეტეს 3 დღით. ბრალდების ნაწილობრივ გაუქმების ან ბრალდებულის სასარგებლოდ მისი შეცვლის შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია წარმოადგინოს ახალი საბრალდებო დასკვნა და მისი ასლი გადასცეს პროცესის მონაწილეებს, რისთვისაც საქმის მოსმენა გადაიდება, მაგრამ არა უმეტეს 3 დღით. პროკურორმა უნდა გამოთქვას თავისი აზრი სამართალში მიცემის სტადიაზე გადასაწყვეტი ყველა საკითხის შესახებ (423-424-ე მუხლები). პროცესის მონაწილეს უფლება აქვს პროკურორს დაუსვას შეკითხვა და მოითხოვოს ოქმის საჯაროდ წაკითხვა, რომელშიც დაფიქსირებულია ბრალდების მტკიცებულება.
6. ბრალდებული და დამცველი აყალიბებენ თავიანთ მოთხოვნებს, რომლებიც საფუძვლად დაედო წინასწარ მოსმენას, და განსაზღვრავენ თავიანთ დამოკიდებულებას პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ გაცხადებული ამგვარი მოთხოვნებისადმი. მათ შეიძლება ყურადღება მიაპყრონ როგორც გამოძიების არასრულობასა და არაობიექტურობას, ისე სისხლის სამართლის კანონის არასწორად გამოყენებას და მოითხოვონ საქმის შეწყვეტა, დამატებითი გამოძიებისათვის მისი დაბრუნება და დაცვისათვის ხელსაყრელი სხვა გადაწყვეტილების მიღება. ბრალდებულსა და დამცველს უფლება აქვთ მოითხოვონ გამოირიცხოს ბრალდების ყველა ან ზოგიერთი მტკიცებულება, თუ ისინი მოპოვებულია სათანადო სამართლებრივი პროცედურის დარღვევით. იმ მტკიცებულების მოპოვების პირობები, რომლის დასაშვებობასაც სადავოდ ხდის დაცვა, შეიძლება შემოწმდეს მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის, დოკუმენტების წარდგენისა და საჯაროდ წაკითხვის გზით და სხვა საპროცესო საშუალებებით. დაცვას აქვს ბრალდების მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება. ბრალდებულსა და დამცველს უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი აზრი სამართალში მიცემის სტადიაზე (423-424-ე მუხლები) გადასაწყვეტი ყველა საკითხის შესახებ. მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ დაცვის მტკიცებულებანი. ასეთ მტკიცებულებათა წარმოდგენის შემთხვევაში პროკურორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მათ შემოწმებაში, მათ შორის, დაცვის მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის გზით.
7. დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი აზრი იმ საკითხებზე, რომლებიც დაისვა მოსამართლის შესავალ სიტყვაში, პროკურორის, ბრალდებულისა და დამცველის გამოსვლებში, და სამართალში მიცემის სტადიაზე გადასაწყვეტ სხვა საკითხებზე.
8. მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს 424-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი დადგენილება.
მუხლი 431. სამართალში მიცემასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება
1. 424-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 426-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება, მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა, შეიძლება გასაჩივრდეს: სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში – თუ დადგენილება გამოტანილია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიერ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – თუ დადგენილება გამოტანილია გამოძიების მოსამართლის ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის მიერ.
2. მოსამართლე, რომელმაც სამართალში მიცემის საკითხი განიხილა სისხლის სამართლის საქმის წინასწარი მოსმენის გარეშე, ვალდებულია პროცესის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს დაუყოვნებლივ გაუგზავნოს შეტყობინება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და განუმარტოს გასაჩივრების უფლება, აგრეთვე აცნობოს გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა. სამართალში მიცემის საკითხის წინასწარი მოსმენის წესით განხილვის შემთხვევაში მოსამართლე დადგენილების გამოტანისთანავე განუმარტავს საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს გასაჩივრების უფლებისა და ვადის შესახებ.
3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს დადგენილების გამომტან მოსამართლესთან, რომელიც ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საჩივარს შესაგებელთან და საქმის სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის საჩივრის განმხილველ სასამართლოს.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საჩივარს განიხილავს შესაბამისი სასამართლოს 3 მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია, მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო საქმის დიდი მოცულობის ან განსაკუთრებული სირთულის შემთხვევაში – არაუგვიანეს 10 დღისა, და გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება 524-534-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
5. ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის დადგენილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, სისხლის სამართლის საქმეს თავის გადაწყვეტილებასა და ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილებასთან ერთად, განსჯადობის მიხედვით უგზავნის პირველი ინსტანციის სასამართლოს. პირველი ინსტანცის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ადგენს საქმის სასამართლო განხილვის ახალ ვადას, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა დაიწყოს საქმის მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.
მუხლი 432. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადება სამართალში მიცემის შემდეგ
1. მოსამართლის დადგენილება ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად განსჯადობის მიხედვით ეგზავნება პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
2. მოსამართლე, რომელსაც დაევალა საქმის განხილვა, გასცემს განკარგულებას, რათა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად გამოიძახონ სამართალში მიცემის დადგენილებაში მითითებული პირები.
3. მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს განკარგულება გამოიძახონ მოწმეები და ექსპერტები მის მიერ შედგენილი სასამართლო განხილვის გრაფიკის შესაბამისად.
4. მოსამართლემ საქმიდან უნდა ამოიღოს სამართალში მიცემის სტადიაზე დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულებანი და შესანახად გადასცეს ისინი სასამართლოს კანცელარიას.
5. სამართალში მიცემის შემდეგ განსასჯელს, პროკურორს, დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს უფლება აქვთ დაუბრკოლებლად გაეცნონ საქმეს, ამოიწერონ საჭირო ცნობები და გადაიღონ საპროცესო დოკუმენტების ასლები.
6. მოსამართლე უზრუნველყოფს საქმის შეწყვეტის, საქმის წარმოების შეჩერებისა და დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად პროკურორისათვის საქმის დაბრუნების შესახებ სამართალში მიცემის სტადიაზე მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებას.
მუხლი 433. სამართალში მიცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის ან გამოძიების მოსამართლისათვის საქმის გაგზავნის გარეშე
1. თუ 421-ე მუხლის მიხედვით ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად საქმე არ ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს ან გამოძიების მოსამართლეს, სამართალში მიცემას ახორციელებს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომლის განსჯადიცაა ეს საქმე. იგი შეისწავლის სისხლის სამართლის საქმეს და სასამართლო სხდომის მოწვევის გარეშე წყვეტს 423-ე მუხლში ჩამოთვლილ ყველა საკითხს, გამოაქვს 424-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი დადგენილება და ახორციელებს 432-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამზადებელ ღონისძიებებს.
2. მოსამართლეს, რომელმაც 426-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამოიტანა დადგენილება ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომ არსებითად განიხილოს ეს სისხლის სამართლის საქმე.
(ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 417. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 418. (ამოღებულია)🔗

მუხლი 419. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 420. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 421. (ამოღებულია)🔗

მუხლი 422. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2835 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.76
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 423. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 424. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 425. (ამოღებულია)🔗

მუხლი 426. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 427. (ამოღებულია)🔗

მუხლი 428. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 429. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 430. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 431. (ამოღებულია)🔗

მუხლი 432. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 433. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ზოგადი დებულებანი სასამართლო განხილვის შესახებ
მუხლი 434. სასამართლოს შემადგენლობა სასამართლო განხილვის დროს
1. სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოები განსჯადობის შესაბამისად განიხილავენ: რაიონული (საქალაქო) სასამართლო – ერთი მოსამართლის შემადგენლობით; საოლქო სასამართლო – კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია – ერთი მოსამართლისა და ორიდან ექვსამდე მსაჯულის შემადგენლობით.
2. პირველი ინსტანციის ყველა სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება საერთო წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 434. (
ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
მუხლი 435. საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა🔗
1. სასამართლომ საქმე ერთი და იმავე შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა იწყება ხელახლა, გარდა 436-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომაში ვერ იღებს მონაწილეობას საპატიო მიზეზით, შეიძლება შეცვალოს იმავე დონის სხვა სასამართლოს მოსამართლემ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 436. სათადარიგო მოსამართლე და სათადარიგო მსაჯული
1. თუ საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დაწყებიდან შეიძლება იმყოფებოდნენ სათადარიგო მოსამართლე და ორი სათადარიგო მსაჯული, რომლებიც სასამართლო მოქმედებებში არ იღებენ მონაწილეობას.
2. მოსამართლის ან მსაჯულის სასამართლოს შემადგენლობიდან გამოსვლისას სათადარიგო მოსამართლე ან სათადარიგო მსაჯული ცვლის გამოსულს და საქმის განხილვა გრძელდება. მათივე მოთხოვნით შეიძლება ცალკეული სასამართლო მოქმედების განახლება.
მუხლი 437. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე
მუხლი 436. სათადარიგო მოსამართლე🔗
1. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გამოსულ მოსამართლეს, და საქმის განხილვა გრძელდება.
2. თუ სათადარიგო მოსამართლე მიიჩნევს, რომ საქმეზე მისთვის შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ცალკეულ სასამართლო მოქმედებათა ჩატარება, შესაძლებელია ცალკეული მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევა, რის შემდეგაც გრძელდება საქმის განხილვა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 437. სასამართლო სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება🔗
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან მოსამართლე, ხოლო სხვა სასამართლო სხდომას, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან სასამართლოს წევრი.
2. თავმჯდომარე წარმართავს სასამართლო სხდომას, ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო მოქმედებას, რაც აუცილებელია მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და ჭეშმარიტების დასადგენად; ამასთან, სასამართლო განხილვას განარიდებს ყველაფერს, რაც არ არის დაკავშირებული განსახილველ საქმესთან, უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას.
3. თავმჯდომარე უზრუნველყოფს სასამართლოს დარბაზში წესრიგის დაცვას. მისი განკარგულებები წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სავალდებულოა მხარეებისა და სასამართლოს დარბაზში დამსწრე ყველა პირისათვის.
4. თავმჯდომარის მოქმედებათა გამო რომელიმე მხარის ან სხვა პირის პრეტენზიები შეაქვთ სასამართლო სხდომის ოქმში და მათ სასამართლოს შემადგენლობა განიხილავს იმავე სხდომაზე.
5. თუ თავმჯდომარე გამოეთიშა სხდომას, მის მოვალეობას ასრულებს ასაკით უფროსი მოსამართლე.
მუხლი 438. მოსამართლე და მსაჯული სასამართლო სხდომაზე
1. მოსამართლე და მსაჯულები ერთად ქმნიან კოლეგიას, რომელიც ხმების უმრავლესობით წყვეტს საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას.
2. მტკიცებულებათა გამოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მსაჯული სარგებლობს მოსამართლის თანაბარი უფლებით.
3. მოსამართლესა და მსაჯულს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, მხარეთა შუამდგომლობით, გამოითხოვონ მტკიცებულებები ან დაუსვან შეკითხვები განსასჯელს, დაზარალებულს, მოწმეებს, მიიღონ მონაწილეობა ექსპერტიზის დანიშვნაში ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებაში, განაჩენის გამოტანასა და სხვა საპროცესო გადაწყვეტილების მიღებაში.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 4371. მოსამართლეები საქმის კოლეგიური განხილვის დროს🔗
1. მოსამართლეები საქმის კოლეგიური განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოში ქმნიან სასამართლო კოლეგიას, ხოლო სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში – პალატას, რომელიც საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხს წყვეტს და გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით.
2. მტკიცებულებათა გამოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების დროს კოლეგიისა და პალატის ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებით.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
მუხლი 438. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 439. სასამართლო განხილვის შეჯიბრებითობა🔗
1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა პოლემიკის სახით.
2. ბრალდებისა და დაცვის მხარეებს აქვთ თანაბარი საპროცესო უფლებები და შესაძლებლობები.
3. სასამართლოს უფლება არა აქვს შეასრულოს ბრალდების ან დაცვის ფუნქციები.
4. სასამართლო უზრუნველყოფს მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარდგენისა და გამოკვლევისათვის საჭირო პირობებს, ამასთან, იცავს მიუკერძოებლობას და თავს იკავებს საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა გამოთხოვისაგან.
5. განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლეს უფლება არა აქვს გამოთქვას აზრი განსასჯელის დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.
6. ერთი მხარის შუამდგომლობასა და განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლო ისმენს მეორე მხარის აზრსაც.
7. სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორი – სახელმწიფო ბრალმდებელი, კერძო ბრალმდებელი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები; დაცვის მხარეს – დამცველი, განსასჯელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე, მისი კანონიერი წარმომადგენელი, პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, და მისი წარმომადგენელი.
7. სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორი – სახელმწიფო ბრალმდებელი, დაზარალებული (კერძო ბრალმდებელი), სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები; დაცვის მხარეს – დამცველი, განსასჯელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე, მისი კანონიერი წარმომადგენელი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 440. სასამართლო განხილვის უშუალობა და ზეპირობა🔗
1. საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევა განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმეების დაკითხვის, ექსპერტთა დასკვნების შესწავლისა და ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერების გზით, საჭიროების შემთხვევაში – საჯაროდ წაიკითხოს საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დოკუმენტები.
2. სასამართლომ ფაქტების შესახებ ცნობები შეძლებისდაგვარად პირველწყაროდან უნდა მიიღოს.
3. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალები შეიძლება სასამართლოში გამოქვეყნდეს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 441. სასამართლო განხილვის უწყვეტობა
1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა.
2. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს სხვა საქმე და მასალა განიხილოს მოცემული საქმის წარმოების შეჩერების ან საქმის განხილვის 2 დღეზე მეტი ვადით გადადების შემთხვევაში.
3. წინასწარი გამოძიების მასალები შეიძლება სასამართლოში გამოქვეყნდეს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 441. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 442. პროცესის სხვა პრინციპები სასამართლო განხილვის სტადიაზე🔗
სასამართლო განხილვის სტადიაზე სრულად მოქმედებს II თავში ჩამოყალიბებული სამართალწარმოების სხვა პრინციპები.
სასამართლო განხილვის სტადიაზე სრულად მოქმედებს პირველი კარის II თავში ჩამოყალიბებული სამართალწარმოების სხვა პრინციპები.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
მუხლი 443. განსასჯელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში🔗
1. სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსასჯელი, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაც სავალდებულოა.
2. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) განსასჯელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას;
ბ) განსასჯელი, რომელსაც შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 3 წლისა, შუამდგომლობს საქმე განიხილონ მის დაუსწრებლად და, ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელის დაუსწრებლად განხილვა ხელს არ შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევას.
3. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვაში მისი დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.
1. სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსასჯელი.
2. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.
3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს გამოუცხადებელი განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთანავე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს განსასჯელისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა.
4. თუ პატიმრობაში მყოფი განსასჯელი (მსჯავრდებული) სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ბადრაგირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს სხდომას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს განსასჯელის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბადრაგირების განუხორციელებლობის მიზეზი.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338
მუხლი 444. განსასჯელის გამოუცხადებლობის შედეგები🔗
1. განსასჯელის გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვა გადაიდება, გარდა 443-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. არასაპატიო მიზეზით განსასჯელის გამოუცხადებლობისას იგი შეიძლება მოსამართლის დადგენილებით მოიყვანონ, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას – გამოიყენონ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ან შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეცვალონ უფრო მკაცრით.
1. განსასჯელის გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვა გადაიდება, გარდა 443-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. არასაპატიო მიზეზით განსასჯელის გამოუცხადებლობისას იგი შეიძლება მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით) მოიყვანონ, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას ამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენონ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ან შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეცვალონ უფრო მკაცრით.
3. მოყვანილ განსასჯელს შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვაში.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 445. დამცველის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები🔗
1. დამცველი მონაწილეობს სასამართლო განხილვაში და აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც ბრალმდებელს (მე-15 მუხლი).
2. თუ დამცველი არ გამოცხადდა, საქმის განხილვა უნდა გადაიდოს. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი დამცველის შეცვლა შეიძლება განსასჯელის თანხმობით. თუ განსასჯელის მიერ მოწვეული დამცველის მონაწილეობა შეუძლებელია ხანგრძლივი დროის (7 დღეზე მეტი) განმავლობაში, სასამართლო გადადებს განხილვას და განსასჯელს შესთავაზებს აირჩიოს სხვა დამცველი, ან დანიშნავს ახალს. დამცველის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ასეთი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას. საქმეში ახლად ჩაბმულ დამცველს სასამართლო უზრუნველყოფს საქმის მასალების შესასწავლად საკმარისი დროით და საქმეში მის ჩაბმამდე ჩატარებულ სასამართლო მოქმედებათა განმეორების შესაძლებლობით.
2. თუ დამცველი არ გამოცხადდა სხდომაზე, სასამართლო განსასჯელს დაუნიშნავს დამცველს სახაზინო წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. მომდევნო სხდომაზე სასამართლო უფლებამოსილია კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღისა, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია დამცველის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ დამცველის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება სახაზინო დამცველის მონაწილეობით.
3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანის დამცველი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დამცველისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 446. პროკურორის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები🔗
1. სასამართლო განხილვაში პროკურორი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით და თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს.
2. პროკურორი წარმოადგენს მტკიცებულებებს, მონაწილეობს დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევაში, გამოთქვამს თავის აზრს სასამართლოს გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.
3. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე, თუ, მისი რწმენით, იგი არ დადასტურდა სასამართლო განხილვისას.
4. ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა დაზარალებულმაც, სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.
5. პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად.
6. პროკურორის გამოუცხადებლობისას საქმე უნდა გადაიდოს. საქმეში ახლად ჩაბმული პროკურორი უნდა უზრუნველყონ დროით, რომელიც საჭიროა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის მოსამზადებლად. მას უფლება აქვს მოითხოვოს საქმეში მის ჩაბმამდე ჩატარებულ სასამართლო მოქმედებათა განმეორება.
5. პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად. განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის ან ბრალდების მოხსნის თაობაზე აუცილებელია ზემდგომი პროკურორის თანხმობა.
6. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზი.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 447. დაზარალებულის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები🔗
1. სასამართლო განხილვაში მონაწილე დაზარალებული სარგებლობს მხარის ყველა უფლებით (მე-15 მუხლი).
2. საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო ისმენს მხარეთა აზრს და წყვეტს მის დაუსწრებლად საქმის განხილვის შესაძლებლობის საკითხს.
3. არასაპატიო მიზეზით დაზარალებულის გამოუცხადებლობისას სასამართლოს უფლება აქვს დაზარალებული მოაყვანინოს, თუ, სასამართლოს ან თუნდაც ერთი მხარის აზრით, საქმის განხილვაში მისი მონაწილეობა აუცილებელია.
4. არასაპატიო მიზეზით კერძო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობისას საქმის წარმოება წყდება.
4. არასაპატიო მიზეზით კერძო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობისას საქმის წარმოება წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 448. სამოქალაქო მოსარჩელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები🔗
1. სამოქალაქო მოსარჩელე, რომელიც სარგებლობს მხარის უფლებებით, მხარს უჭერს მის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს.
1. სამოქალაქო მოსარჩელე, რომელიც სარგებლობს მხარის უფლებებით
(მე-15 მუხლი)
, მხარს უჭერს მის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს.
2. სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო სამოქალაქო სარჩელს არ განიხილავს. ამასთან, სამოქალაქო სარჩელის განმცხადებელ პირს უნარჩუნდება უფლება წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლოს უფლება აქვს, სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით, სამოქალაქო სარჩელი განიხილოს მის დაუსწრებლად. სასამართლო სამოქალაქო სარჩელს განიხილავს ყველა შემთხვევაში, თუ სარჩელს მხარს უჭერს პროკურორი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 449. სამოქალაქო მოპასუხის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები🔗
1. სამოქალაქო მოპასუხე, რომელიც იცავს თავის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს განცხადებულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვაში სარგებლობს მხარეთა უფლებებით (მე-15 მუხლი).
2. სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის სამოქალაქო სარჩელის განხილვას. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლო განხილვა შეიძლება სამოქალაქო მოპასუხის თხოვნით გადაიდოს, მაგრამ არა უმეტეს 7 დღის ვადით.
მუხლი 450. სასამართლო განხილვის ფარგლები🔗
საქმის სასამართლო განხილვა ტარდება განსასჯელის მიმართ მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რომლითაც განსასჯელი სამართალში მისცეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორმა ბრალდება შეცვალა განსასჯელის სასარგებლოდ.
მუხლი 451. სასამართლო განხილვის გადადება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერება
1. თუ საქმის განხილვა შეუძლებელია იმის გამო, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა რომელიმე გამოძახებული პირი, ან საჭიროა ახალ მტკიცებულებათა გამოთხოვა, სასამართლო გადადებს განხილვას და იღებს ზომებს გამოუცხადებელ პირთა გამოსაძახებლად და ახალ მტკიცებულებათა გამოსათხოვად. სასამართლო ადგენს საქმის განხილვის გადადების ვადას.
2. თუ განსასჯელი მიიმალა, ანდა ქრონიკულად ან მძიმედ არის ავად, რაც გამორიცხავს სასამართლოში მის გამოცხადებას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას ამ განსასჯელის მიმართ მის მოძებნამდე ან გამოჯანმრთელებამდე და განაგრძობს სასამართლო განხილვას დანარჩენ განსასჯელთა მიმართ, ხოლო თუ ეს ხელს შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურ და სრულ გამოკვლევას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.
3. 428-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.
მუხლი 451. სასამართლო განხილვის შეჩერება და განახლება🔗
1. განსასჯელის ფსიქიკური ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადების შემთხვევაში, რაც დადასტურებული იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის (ექსპერტების) მიერ, მოსამართლე (სასამართლო) გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) განსასჯელის გამოჯანმრთელებამდე სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.
2. ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში საქმის წარმოება განახლდება.
4. დღის 18 საათის შემდეგ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით შესაძლებელია სასამართლომ შეწყვიტოს სხდომის მიმდინარეობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 452. სასამართლოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებანი🔗
1. 427-ე მუხლში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას სასამართლო საქმეს აბრუნებს დამატებითი გამოძიების ან პროკურორის შუამდგომლობით ბრალდებულისათვის უფრო მძიმე ბრალდების წაყენების მიზნით.
2. თუ სასამართლო განხილვისას გამოვლინდა, რომ განსასჯელმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული, ან დანაშაული ჩაიდინა პირმა, რომლისთვისაც ბრალდება არ წაუყენებიათ, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს აბრუნებს დამატებითი გამოძიებისათვის. თუ განსახილველ და გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებათა შორის კავშირი არ არსებობს, სასამართლო კერძო განჩინებით (დადგენილებით) პროკურორს აცნობებს გამოვლენილ ახალ ფაქტებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
3. სასამართლო სისხლის სამართლის საქმის წარმოებას წყვეტს 28-ე მუხლში არსებულ საფუძველზე.
1. (ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
3. სასამართლო წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე.
4. გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი სასამართლოს გამოაქვს 503-504-ე მუხლებში აღნიშნულ საფუძველზე.
5. სასამართლო წყვეტს საკითხს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან შერჩევის შესახებ.
მუხლი 453. სასამართლო სხდომაზე განჩინების (დადგენილების) გამოტანის წესი
1. სასამართლო განხილვის დროს ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, ხოლო მოსამართლეს – დადგენილება.
2. განჩინება (დადგენილება) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის გაგზავნის, მისი წარმოების შეწყვეტის ან შეჩერების, აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის ან გაუქმების, აცილებისა და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს ან მოსამართლეს გამოაქვს სათათბირო ოთახში.
3. სხვა განჩინება (დადგენილება) სასამართლოს ან მოსამართლეს გამოაქვს ზემოთ მითითებული წესით ან ადგილზე და განჩინება (დადგენილება) შეაქვს სასამართლო სხდომის ოქმში.
4. სასამართლო განხილვის დროს სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებები (დადგენილებები) საჯაროდ უნდა წაიკითხონ.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 453. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის წესი🔗
1. სასამართლოს (მოსამართლეს) გადაწყვეტილება გამოაქვს ადგილზე თათბირით. გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
2. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია გადაწყვეტილება გამოიტანოს სათათბირო ოთახში.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 454. სასამართლო სხდომის ოქმი🔗
1. სასამართლო სხდომის ოქმში აღინიშნება: სხდომის ადგილი და დრო იმის მითითებით, თუ როდის გაიხსნა და დაიხურა იგი, სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, მდივანი, თარჯიმანი, ბრალმდებელი, დამცველი, განსასჯელი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, სასამართლოს მიერ დაბარებული სხვა პირები, განსახილველი საქმე, განსასჯელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, მონაცემები განსასჯელის პიროვნების შესახებ, სასამართლოს ყველა მოქმედება თანამიმდევრობით, პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა განცხადებანი და შუამდგომლობანი, სასამართლოს მიერ სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი, მითითება სათათბირო ოთახში განჩინებათა გამოტანის შესახებ, განსასჯელისა და საქმეში მონაწილე სხვა პირებისათვის მათი უფლება-მოვალეობათა განმარტება, ჩვენებათა შინაარსი, სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ დათვალიერებათა და მტკიცებულებათა შეგროვებასა და გამოკვლევასთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებათა შედეგები, ყოველივე იმის შინაარსი, რისი ოქმში შეტანაც პროცესის მონაწილეებმა ითხოვეს, მითითება სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, და დამრღვევის პიროვნებაზე, სასამართლო კამათის მოკლე შინაარსი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა, მითითება განაჩენის გამოქვეყნების, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.
2. ოქმი უნდა მომზადდეს და მას ხელი უნდა მოაწერონ სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, რის შესახებაც უნდა აცნობონ მხარეებს.
3. თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს მხარეებისათვის ოქმის გაცნობის შესაძლებლობა.
მუხლი 455. შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმზე და მათი განხილვის წესი
1. ოქმის ხელმოწერის შემდეგ 5 დღე-ღამის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ ოქმზე შენიშვნები გააკეთონ. შენიშვნებს განიხილავს თავმჯდომარე და, თუ დაეთანხმა, ადასტურებს მათს სისწორეს და ურთავს სასამართლო სხდომის ოქმს.
2. თუ თავმჯდომარე არ დაეთანხმა შენიშვნებს, ისინი განსახილველად შეაქვს სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც წესი, თავმჯდომარე და საქმის გარჩევაში მონაწილე მსაჯულები, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – საქმის განხილვაში მონაწილე არანაკლებ ორი მოსამართლისა. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას გადაწყვეტილებას ღებულობს – სხდომის თავმჯდომარე. განმწესრიგებელ სხდომაზე იძახებენ პირებს, რომლებმაც შენიშვნები ოქმზე უნდა გააკეთონ.
3. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება), რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის სასამართლო სხდომის ოქმს.
მუხლი 455. შენიშვნები სასამართლოს სხდომის ოქმზე და მათი განხილვის წესი🔗
1. სასამართლოს სხდომის ოქმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ 5 დღე-ღამის განმავლობაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. შენიშვნებს განიხილავს იმავე საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო).
2. შენიშვნების განხილვის შემდეგ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება), რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილება (განჩინება) ყველა შემთხვევაში დაერთვის საქმეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 456. სასამართლო სხდომის განაწესი🔗
1. სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შემოსვლისა და დარბაზიდან გასვლის წინ სასამართლოს მდივანი აცხადებს: „ადექით, სასამართლო მოდის!“ ან: „ადექით, სასამართლო გადის!“ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე დგება.
2. სასამართლო განხილვის ყველა მონაწილე მოსამართლეს (სასამართლოს) მიმართავს „ბატონო მოსამართლევ!“, „ბატონო მოსამართლენო!“, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს საჭირო განცხადებას. გამონაკლისი სასამართლოში ქცევის წესებიდან დასაშვებია თავმჯდომარის ნებართვით.
3. თავმჯდომარის განკარგულებათა შესრულება სავალდებულოა სასამართლო განხილვის მონაწილე და სასამართლო სხდომის დამსწრე ყოველი პირისათვის.
4. 16 წლამდე ასაკის პირები, თუ ისინი არ არიან მხარეები ან მოწმეები, სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვებიან.
5. სასამართლოში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემლობის შემთხვევაში იყენებენ 209-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონიძიებებს.
5. სასამართლოში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემლობის შემთხვევაში იყენებენ 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონიძიებებს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
სასამართლო სხდომის მოსამზადებელი ნაწილი
მუხლი 457. სასამართლო სხდომის გახსნა🔗
დანიშნულ დროს თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რომელ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავენ.
მუხლი 458. სასამართლო სხდომაზე გამოძახებულ პირთა გამოცხადების შემოწმება
სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნის გამოცხადებისა და გამოუცხადებლობის მიზეზებს.
მუხლი 458. სასამართლო სხდომაზე გამოძახებულ პირთა გამოცხადების შემოწმება და გაფრთხილება🔗
სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნის გამოცხადებას და გამოუცხადებლობის მიზეზებს, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს და სხდომაზე დამსწრე პირებს წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების სავალდებულობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე.
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349
მუხლი 459. თარჯიმნისათვის მისი უფლება-მოვალეობების განმარტება და მისი აცილების საკითხის გადაწყვეტა🔗
1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ მონაწილეობს თარჯიმნად, განუმარტავს მას 101-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს არასწორი თარგმნისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
2. თავმჯდომარე მხარეებს, მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება მისცენ თარჯიმანს, და უხსნის აცილების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მოსმენის შემდეგ სასამართლო წყვეტს თარჯიმნისათვის განცხადებული აცილების საკითხს.
მუხლი 460. მოწმეთა გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან🔗
თავმჯდომარე იძლევა განკარგულებას მოწმეების მათთვის განკუთვნილ ოთახში გაყვანის შესახებ და იღებს ზომებს, რათა ისინი დაკითხვამდე არ ესაუბრონ ერთმანეთს. მოსამართლეს შეუძლია მოწმეს წასვლის ნება დართოს და დაუნიშნოს მას სასამართლოში გამოცხადების დღე და საათი.
მუხლი 461. სასამართლოს შემადგენლობის გამოცხადება და მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა
1. თავმჯდომარე აცხადებს სასამართლოს შემადგენლობას და მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას 105-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს წესი გამოიყენება სათადარიგო მოსამართლისა და სათადარიგო მსაჯულების მიმართაც.
2. მოსამართლის, სასამართლოს, სათადარიგო მოსამართლისა თუ მსაჯულის აცილების საკითხი უნდა გადაწყდეს 108-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით.
მუხლი 461. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა🔗
1. თავმჯდომარე აცხადებს სასამართლო შემადგენლობას და მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს წესი გამოიყენება სათადარიგო მოსამართლის მიმართაც.
2. მოსამართლის, სასამართლოს, სათადარიგო მოსამართლის, აგრეთვე სასამართლო სხდომის მდივნის აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 462. განსასჯელის ვინაობის დადგენა და მისთვის საბრალდებო დასკვნის ასლის დროულად გადაცემა🔗
1. თავმჯდომარე ადგენს განსასჯელის ვინაობას, არკვევს მის სახელსა და გვარს, დაბადების წელს, თვეს, დღესა და ადგილს.
2. თავმჯდომარე ეკითხება განსასჯელს, გადასცეს თუ არა მას საბრალდებო დასკვნის ასლი ან დაზარალებულის საჩივარი. თუ აღნიშნული დოკუმენტები გადაცემული არ არის, სასამართლო სხდომა გადაიდება არანაკლებ 3 დღე-ღამით.
მუხლი 463. სახელმწიფო ბრალმდებლის შესახებ აცილების საკითხის გადაწყვეტა🔗
1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს სახელმწიფო ბრალდებას (სახელი, გვარი, საკლასო წოდება, დაკავებული თანამდებობა) ან კერძო ბრალდებას და მხარეებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება განუცხადონ პროკურორს 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
2. თუ პროკურორს აცილება განუცხადა ერთ-ერთმა მხარემ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ისმენს ამ საკითხზე მეორე მხარის აზრს.
3. აცილების დაკმაყოფილებისას სასამართლო განხილვა გადაიდება.
მუხლი 464. დამცველის საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებათა არსებობის საკითხის გადაწყვეტა🔗
1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის დამცველი (სახელი და გვარი, ადვოკატთა რომელი კოლეგიის წევრია), განუმარტავს მხარეებს, 107-ე მუხლით გათვალისწინებულ რა გარემოებათა არსებობისას არ შეუძლია დამცველს საქმეში მონაწილეობა, და ეკითხება მათ, შუამდგომლობენ თუ არა ისინი დამცველის აცილებას.
2. 107-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც მისცეს აცილება დამცველს და შესთავაზოს განსასჯელს, სხვა დამცველი მოიწვიოს ან თვითონ სასამართლომ დაუნიშნოს იგი.
მუხლი 465. დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები სასამართლოში🔗
თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, და მხარეებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება მისცენ დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს, და უხსნის, რა საფუძვლით შეიძლება მათი აცილება.
მუხლი 466. ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხის გადაწყვეტა🔗
1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის ექსპერტი, სპეციალისტი, და წყვეტს ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხს 106‑ე მუხლის საფუძველზე.
2. თუ ექსპერტის აცილება დაკმაყოფილებულია, სასამართლო, მხარეთა აზრის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მეორე ექსპერტის დანიშვნის შესახებ. ახალი ექსპერტის მოსაწვევად მხარეს ეძლევა დრო, თუ აცილებული ექსპერტი მის მიერ იყო მოწვეული.
მუხლი 467. პროცესის მონაწილეთათვის მათი უფლება-მოვალეობების განმარტება🔗
თავმჯდომარე განსასჯელს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, ექსპერტსა და სპეციალისტს განუმარტავს მათს უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 468. შუამდგომლობის განცხადება და გადაწყვეტა🔗
1. თავმჯდომარე პროცესის მონაწილე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა წარმომადგენლებს ეკითხება, აქვთ თუ არა შუამდგომლობა, რომ გამოითხოვონ ან საქმეს დაურთონ ახალი მტკიცებულებანი, მოიწვიონ მოწმეები, ექსპერტები, დანიშნონ ექსპერტიზა, გამოითხოვონ ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტები. პირი, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა.
2. თავმჯდომარე ვალდებულია გაარკვიოს, აქვთ თუ არა მხარეებს შუამდგომლობა საქმის მასალებიდან მტკიცებულებათა ამოღების შესახებ.
3. ყოველი განცხადებული შუამდგომლობა სასამართლომ უნდა განიხილოს და გაიგოს პროცესის მონაწილეთა აზრი. თუ გარემოებები, რომელთა დასადგენადაც განცხადებულია შუამდგომლობა, შეიძლება საქმისათვის მნიშვნელოვანი იყოს, ან თუ მტკიცებულება კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას. თუ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება). პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას.
1. თავმჯდომარე პროცესის მონაწილე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა წარმომადგენლებს ეკითხება, აქვთ თუ არა შუამდგომლობა აცილების, ახალი არსებითი გარემოების გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ახალი მტკიცებულებების ან დოკუმენტების გამოთხოვის ან საქმისთვის დართვის, მოწმეების, ექსპერტების მოწვევის, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ერთგვაროვანი სახის შუამდგომლობები სასამართლოს წარედგინება ერთად. პირი, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა.
2. სასამართლომ უნდა განიხილოს ყოველი განცხადებული შუამდგომლობა და გაიგოს პროცესის მონაწილეთა აზრი. თუ გარემოებები, რომელთა დასადგენადაც განცხადებულია შუამდგომლობა, საქმისათვის მნიშვნელოვანია, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას. პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას საქმისათვის ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 469. საკითხის გადაწყვეტა დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტისა და სპეციალისტის გარეშე საქმის განხილვის შესახებ🔗
1. თუ დაზარალებული, მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი არ გამოცხადდა, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება (დადგენილება) სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა შეიძლება გაგრძელდეს, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
1. თუ დაზარალებული, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი არ გამოცხადდა, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება (დადგენილება) სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა გრძელდება, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
2. საქმის განხილვის გადადების შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს დაკითხოს გამოცხადებული დაზარალებული და მოწმე. გადადებულ საქმეს განიხილავს მოსამართლეთა იგივე შემადგენლობა. დაკითხულ დაზარალებულსა და მოწმეს გამოიძახებენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
სასამართლო გამოძიება
მუხლი 470. სასამართლო გამოძიების დაწყების გამოცხადება🔗
თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლო იწყებს სასამართლო გამოძიებას.
მუხლი 471. სასამართლო გამოძიების დაწყება🔗
1. სასამართლო გამოძიება იწყება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საბრალდებო დასკვნის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვით.
2. კერძო ბრალდების საქმეზე დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სასამართლო სხდომის მდივანი კითხულობს დაზარალებულის საჩივარს.
მუხლი 472. ბრალდების არსის განმარტება და განსასჯელის პოზიციის გარკვევა🔗
1. თავმჯდომარე განსასჯელს განუმარტავს მისთვის წაყენებული ბრალდების არსს, მისი ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს, წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის საფუძველსა და ოდენობას. თუ განსასჯელი რამდენიმეა, ასეთი განმარტება ეძლევა ყოველ მათგანს. განსასჯელს უფლება აქვს უარი თქვას განმარტების მოსმენაზე. საქმეში განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობისას ასეთი უარის მიღება შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.
2. თავმჯდომარე ეკითხება თითოეულ განსასჯელს, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ და, თუ ცნობს, – რაში. განსასჯელს უნდა განემარტოს, რომ იგი არ არის შეზღუდული წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, არ არის ვალდებული პასუხი გასცეს დასმულ კითხვას და რომ პასუხის გაცემაზე უარი არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს თავისი პასუხი ჩვენების ჩამოუყალიბებლად. განსასჯელის დუმილი ნიშნავს, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
3. თავმჯდომარე განსასჯელს ეკითხება, ცნობს თუ არა მისთვის წარდგენილ სამოქალაქო სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს პასუხი. დუმილი მიჩნეულია სამოქალაქო სარჩელის არცნობად.
4. მხარეებს უფლება აქვთ განსასჯელს დაუსვან დამაზუსტებელი კითხვები.
მუხლი 473. სასამართლო გამოძიების გაუქმების, შეკვეცის ან გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა🔗
1. თუ ყველა განსასჯელმა მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ და ეს აღიარება ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავასა და სასამართლოს ეჭვს, სასამართლო გამოძიება სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიკვეცოს. განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.
2. აღიარების ნებაყოფლობითობისა და გულწრფელობის საკითხი სპეციალურად უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით.
3. თუ ერთ განსასჯელს ან პროცესის სხვა მონაწილეს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება სრული მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს პროცესის ეს მონაწილე.
4. სასამართლო გამოძიების გაუქმება ან შეკვეცა დაუშვებელია იმ განსასჯელის საქმეზე, რომლის ასაკიც 16 წელზე ნაკლებია, ან რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი აქვს, ანდა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდა დამნაშავედ ცნობის საკითხზე, ან ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლის გამოც შეიძლება მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5. თუ ზოგმა განსასჯელმა აღიარა დანაშაული, ხოლო ზოგი უარყოფს მათთვის წაყენებულ საერთო ბრალდებას, სასამართლო გამოძიება ტარდება სრული მოცულობით.
6. განსასჯელის დაკითხვას იწყებს დამცველი, დაცვის მხარის წარმომადგენელი, შემდეგ მას დაკითხავენ პროცესის სხვა მონაწილენი, რომლებიც არ წარმოადგენენ ბრალდების მხარეს, შემდეგ – ბრალმდებელი, ბრალდების მხარის წარმომადგენელი და პროცესის სხვა მონაწილენი, ბოლოს კი – მოსამართლე და მსაჯულები. ამის შემდეგ დამცველს უფლება აქვს დამატებითი კითხვები დაუსვას განსასჯელს.
1. თუ განსასჯელმა სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე თავი დამნაშავედ ცნო და ეს აღიარება ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავასა და სასამართლოს ეჭვს, სასამართლო გამოძიება სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიკვეცოს. განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.
2. სასამართლო (მოსამართლე), რომელიც განიხილავს განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებას, ვალდებულია მხარეთა მონაწილეობით დარწმუნდეს, რომ:
ა) განსასჯელს გაცნობიერებული აქვს ბრალის არსი და შედეგები;
ბ) განსასჯელს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება, მიეღო შესაბამისი სამართლებრივი დახმარება თავისი დამცველისაგან, თუ მას დამცველი ჰყავს;
გ) აღიარება ნებაყოფლობითია და ბრალდებულის (განსასჯელის) მიმართ არ ყოფილა მუქარა, დაშინება, იძულება ან სხვაგვარი ზეწოლა ან/და მოტყუება;
დ) აღიარება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მასალებით, რომელთაც ეთანხმება განსასჯელი.
3. თუ საქმეში რამდენიმე განსასჯელია და თუნდაც ერთ მათგანს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება სრული მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს ეს განსასჯელი.
4. სასამართლო გამოძიების გაუქმება ან შეკვეცა დაუშვებელია, თუ განსასჯელს არ შესრულებია 16 წელი, ფსიქიკური ნაკლი აქვს ან ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე თუ საქმეში არის ორი ან მეტი განსასჯელი და თუნდაც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს.
5. (ამოღებულია).
6. განსასჯელის დაკითხვას იწყებს დამცველი, დაცვის მხარის წარმომადგენელი; შემდეგ მას დაკითხავენ პროცესის სხვა მონაწილენი, რომლებიც არ წარმოადგენენ ბრალდების მხარეს, შემდეგ ბრალმდებელი, ბრალდების მხარის წარმომადგენელი და პროცესის სხვა მონაწილეები, ბოლოს კი მოსამართლე. ამის შემდეგ დამცველს უფლება აქვს დამატებითი კითხვები დაუსვას განსასჯელს.
7. თუ განსასჯელმა აღიარა დანაშაული, მაგრამ დაკითხვისას განაცხადა ფაქტები, რომლებიც შემოწმებას მოითხოვს, სასამართლო გამოძიება უნდა გაგრძელდეს.
8. იმ განსასჯელის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც აღიარა დანაშაული, სასამართლო აცხადებს სასამართლო გამოძიების დამთავრებას და გადადის მხარეთა კამათის მოსმენაზე.
9. თუ სასამართლო გამოძიების დასაწყისში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სრული მოცულობით ჩატარების შესახებ, შემდგომ სასამართლო გამოძიების შეკვეცა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორი და დაზარალებული უარს ამბობენ ბრალდებაზე.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 474. მტკიცებულების გამოკვლევის თანამიმდევრობა🔗
1. სასამართლო გამოძიების დროს იკვლევენ მტკიცებულებებს, რომლებიც:
ა) წარმოადგინა ბრალდების მხარემ – პროკურორმა, დაზარალებულმა, მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა;
ბ) წარმოადგინა დაცვის მხარემ – განსასჯელმა, მისმა დამცველმა, განსასჯელის კანონიერმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა;
გ) გამოთხოვილია სასამართლოს მიერ მხარეთა ინიციატივით.
2. ჯერ იკვლევენ ბრალდების მხარის, შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თანამიმდევრობით. ბრალდების ან დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის რიგითობას განსაზღვრავენ პირები, რომლებმაც ისინი წარადგინეს.
3. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, შემდეგ – მოსამართლენი; დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს ბრალდების მხარე, შემდეგ კი – მოსამართლენი.
4. სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვილ მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე იკვლევს, შემდეგ – დაცვისა. მოსამართლენი ამ მტკიცებულებათა გამოკვლევაში ბოლოს იღებენ მონაწილეობას.
5. ჯვარედინი დაკითხვის შემთხვევაში ბოლოს კითხვების დასმის უფლება აქვს პირს, რომლის ინიციატივითაც არის გამოძახებული დასაკითხი.
მუხლი 475. მტკიცებულების წარდგენა🔗
1. სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან (პირველი ეტაპი), აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე (მეორე ეტაპი).
2. მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე წარადგენს, შემდეგ – დაცვისა. სასამართლო მტკიცებულებას არ წარადგენს, მაგრამ ხელს უწყობს მხარეებს მათს გამოთხოვაში.
2. მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე წარადგენს, შემდეგ – დაცვისა. სასამართლო მტკიცებულებას არ წარადგენს, მაგრამ ხელს უწყობს მხარეებს მათს გამოთხოვაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს შეიძლება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ბრალდების მხარის თანხმობით.
2
1
. დაცვისა და ბრალდების მხარეები თავად უზრუნველყოფენ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა წარმოდგენას. მტკიცებულების წარმოსადგენად სასამართლო მხარეებს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადის განმავლობაში სასამართლო ატარებს სულ მცირე ერთ სასამართლო სხდომას. თუ აღნიშნულ ვადაში მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს მოწმის (მოწმეების) გამოცხადება, მოსამართლე უფლებამოსილია მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე განუსაზღვროს მას დამატებითი ვადა მტკიცებულების წარმოდგენისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიტანოს დადგენილება (განჩინება) მოწმის იძულებითი წარმოდგენის შესახებ. თუ მხარე კვლავ ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულების წარმოდგენას დანიშნულ ვადაში, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით გამოიტანოს გადაწყვეტილება მტკიცებულების გამოქვეყნების თაობაზე.
2
2
. თუ მხარე არ შუამდგომლობს რომელიმე მოწმის დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ მოწმის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.
3. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ბრალდების ან დაცვის მხარე დაკითხავს მოწმეს, მოწინააღმდეგე მხარე კითხვებს უსვამს დაკითხულ მოწმეს (ჯვარედინი დაკითხვა) და მოწმის გამომძახებელი მხარე ისევ უსვამს მას კითხვებს (ხელახალი დაკითხვა).
4. ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართსა და ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ გამოტანილ დადგენილებაში. ახალ მტკიცებულებათა გამოვლენისას ბრალდების მხარე, სასამართლო განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 7 დღისა, მოწინააღმდეგე მხარეს გადასცემს ამ დადგენილების ასლს. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რაც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე.
5. თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ, მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს უფლება აქვს განარიდოს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც.
4. ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართში. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რომელიც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე. დაცვის მხარე მტკიცებულებებს (მათ შორის, მოწმის სახით დასაბარებელ პირთა სიას) სასამართლოში წარადგენს სასამართლო სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
5. თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ, მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს უფლება აქვს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც განარიდოს. კითხვის დასასმელად და დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ვადას.
6. მხარე თავად ირჩევს დაკითხვის მეთოდს: ჯერ თავისუფალი თხრობა, შემდეგ კითხვა-პასუხი, ან მხოლოდ კითხვა-პასუხი.
7. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, შეიძლება დასვან, განიხილონ და გადაწყვიტონ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან მისი ამოღების საკითხი.
8. ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა წარდგენის დამთავრების შემდეგ დაცვას უფლება აქვს სასამართლოს ყურადღება მიაპყროს ბრალდების მტკიცებულებათა არასაკმარისობას და დაცვის მტკიცებულებათა წარდგენის გარეშე მოითხოვოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, დაცვა იწყებს ბრალდების უარმყოფელ მტკიცებულებათა წარდგენას.
7. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაისვას, განხილულ იქნეს და გადაწყდეს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან ამოღების საკითხი. აღნიშნული შუამდგომლობები უნდა დადგეს ერთად სასამართლო გამოძიების სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ.
8. (ამოღებულია).
9. დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო აცხადებს, რომ გადადის იმ მტკიცებულებათა განხილვაზე, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. მტკიცებულებას წარადგენენ და იკვლევენ 474-475-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. მხარეები განსჯის საგნად აქცევენ განსასჯელის ადრინდელ ნასამართლობას, მის სამსახურებრივ დახასიათებას, მონაცემებს ოჯახსა და სამსახურში მისი ქცევის, დამსახურების, ჯილდოების შესახებ და სხვა მონაცემებს.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 476. განსასჯელის დაკითხვა🔗
1. თავმჯდომარე წინადადებას აძლევს განსასჯელს, მისცეს ჩვენება მისთვის წაყენებული ბრალდების გამო და საქმის სხვა გარემოებათა შესახებ. განსასჯელს განუმარტავენ, რომ მას უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება და ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება გამოიყენონ მის საზიანოდ.
2. განსასჯელს დაკითხავს ჯერ მისი დამცველი, შემდეგ – სხვა განსასჯელები და მათი დამცველები, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი, ბოლოს კი – ბრალმდებელი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები.
2. განსასჯელს დაკითხავენ პროცესის მონაწილენი შემდეგი თანამიმდევრობით: სახელმწიფო ბრალმდებელი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენელი, მისი დამცველი, სხვა განსასჯელები და მათი დამცველები, ბოლოს კი სასამართლო.
3. განსასჯელს უფლება აქვს, თავმჯდომარის ნებართვით, მისცეს ჩვენება ყოველი მტკიცებულების გამოკვლევისას.
4. დაკითხვისას განსასჯელს უფლება აქვს ისარგებლოს წერილობითი შენიშვნებითა და დოკუმენტებით.
5. განსასჯელის მიერ მის ხელთ არსებული დოკუმენტების წაკითხვის შემდეგ ისინი გადაეცემა სასამართლოსა და მხარეებს მიმოხილვისა და საქმეზე დასართავად.
6. განსასჯელის დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ საქმეზე დართული ან მათ ხელთ არსებული საგანი ან დოკუმენტი და ამასთან დაკავშირებით განსასჯელს დაუსვან კითხვები.
მუხლი 477. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა
1. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის ჩვენების, წინა სასამართლო განხილვისას განსასჯელის ჩვენების, ამ სასამართლო სხდომაზე განსასჯელის ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა დასაშვებია, თუ:
ა) საქმე განიხილება განსასჯელის დაუსწრებლად;
ბ) არსებითი წინააღმდეგობაა ამ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასა და ადრინდელ ჩვენებას შორის.
2. ბრალდებულის დაკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვამდე მისი ხმის ჩანაწერის მოსმენა დაუშვებელია.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 477. წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვის ან მისი მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა🔗
თუ განსასჯელი წინააღმდეგია, წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა, ასევე მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 478. მოწმისათვის მის უფლება-მოვალეობათა განმარტება🔗
1. მოწმის დაკითხვის წინ თავმჯდომარე რწმუნდება მის ვინაობაში და განუმარტავს:
ა) უფლებას უარი თქვას გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის ან თავისი ახლო ნათესავების წინააღმდეგ;
ბ) მოვალეობას თქვას სრული სიმართლე, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით;
გ) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის.
გ) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის,რაზედაც ჩამოერთმევა ხელწერილი
.
2. ამ მოთხოვნების შესრულება აღინიშნება სასამართლო სხდომის ოქმში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 479. მოწმის დაკითხვის წესი🔗
1. სრულწლოვანი მოწმე ჩვენების მიცემის წინ ფიცს დებს და კისრულობს ვალდებულებას თქვას სრული სიმართლე, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით.
1. სრულწლოვანი მოწმე ჩვენების მიცემის წინ დებს ფიცს: ვფიცავ ვილაპარაკო სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!“.
2. მოწმეთა დაკითხვა ხდება ცალ-ცალკე და დასაკითხ მოწმეთა დაუსწრებლად.
3. თავმჯდომარე არკვევს, თუ რა ურთიერთობა აქვს მოწმეს განსასჯელთან, დაზარალებულთან, სამოქალაქო მოსარჩელესთან, სამოქალაქო მოპასუხესა და საქმეში მონაწილე სხვა პირებთან, სთავაზობს მოწმეს თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით.
4. მხარის შუამდგომლობით გამოძახებულ მოწმეს ჯერ დაკითხავს ამ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი, შემდეგ – ამ მხარის წარმომადგენელი სხვა პირები, ბოლოს კი – მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები და სასამართლო. ამის შემდეგ მოწმეს კითხვებს უსვამს მისი გამომძახებელი პირი.
5. სასამართლოს ინიციატივით გამოძახებულ მოწმეს ჯერ დაკითხავს სასამართლო, შემდეგ – დაცვისა, ბოლოს კი – ბრალდების მხარე.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
მუხლი 480. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა🔗
1. 16 წელზე ნაკლები ასაკის მოწმეს არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. იგი პირობას დებს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.
1. 14 წელზე ნაკლები ასაკის მოწმეს არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. იგი პირობას დებს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.
2. 16 წლამდე ასაკის მოწმე დაკითხვის დამთავრებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზიდან უნდა გაიყვანონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასამართლო, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს დარბაზში მის დარჩენას.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 481. მოწმის ჩვენების წაკითხვა🔗
1. სასამართლო განხილვაზე მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ან წინა სასამართლო განხილვის დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, მისი ხმის ჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ სასამართლო სხდომას მოწმე არ ესწრება საპატიო მიზეზით, ან თუ შეუძლებელია მისი მოყვანა, აგრეთვე, თუ არსებითი წინააღმდეგობაა სასამართლოში მიცემულსა და მის ადრინდელ ჩვენებას შორის.
1. სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მისი აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია ასევე თვით მოწმის შუამდგომლობით ან მისი თანხმობით. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
2. მოწმის ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ მისი დაკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ.
2
1
. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მოწმის ან დაზარალებულის მიმართ იყო იძულება, მუქარა, დაშინება ან მოსყიდვა, მხარეს უფლება აქვს სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ამ მუხლის პირველი ნაწილის დაუცველად მოწმის ან დაზარალებულის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის შესახებ. ამ შემთხვევაში მოცემული ჩვენება მიიჩნევა დასაშვებ მტკიცებულებად.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 482. დაზარალებულის დაკითხვა🔗
1. დაზარალებულის დაკითხვა ხდება მოწმის დაკითხვის წესით.
2. დაზარალებულს, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას, ჯერ დაკითხავს ბრალდების მხარე, შემდეგ – დაცვისა; დაზარალებულს, რომელმაც უარი თქვა ბრალდების მხარდაჭერაზე, ჯერ დაკითხავს დაცვის მხარე, შემდეგ – ბრალდებისა, ბოლოს კი – სასამართლო.
მუხლი 4821. ექსპერტის დაკითხვა მოწმის სახით🔗
თუ მხარე შუამდგომლობს საქმეში მონაწილე ექსპერტის დაკითხვას, ექსპერტს სასამართლოში გამოიძახებენ და დაკითხავენ მოწმის სახით, წერილობით დასკვნაში მოყვანილი საკითხების თაობაზე.
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 483. ექსპერტიზა სასამართლოში🔗
1. სასამართლოში შეიძლება გამოიძახონ ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა წინასწარი გამოძიებისას, ახალი ექსპერტები, ან ერთნიც და მეორენიც.
2. სასამართლოს უფლება არა აქვს უარი უთხრას მხარეს იმ ექსპერტის გამოძახებაზე, რომელიც ექსპერტიზას ატარებდა მისი დავალებით, თუ არ არსებობს საფუძველი აცილებისათვის. მხარეთა შეთანხმებით, სასამართლოს შეუძლია ექსპერტიზის ჩატარება დაავალოს იმ ექსპერტთა კომისიას, რომელთაგან ერთნი მოწვეულნი არიან ბრალდების, ხოლო მეორენი – დაცვის მხრიდან.
3. სასამართლოში ექსპერტიზა ტარდება 358-376-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.
3. სასამართლოში ექსპერტიზა ტარდება 356-374-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.
4. მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით სასამართლოს გამოაქვს და სხდომაზე საჯაროდ კითხულობს განჩინებას (დადგენილებას) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული უნდა იყოს პირი ან საექსპერტო დაწესებულება, რომელსაც ევალება ექსპერტიზის ჩატარება. ამასთან, მხარეს უფლება აქვს აცილება მისცეს ექსპერტს, იშუამდგომლოს, რომ ექსპერტად შეიყვანონ მის მიერ მითითებული პირი, ექსპერტს დაუსვას დამატებითი კითხვა, თავად დაესწროს ექსპერტიზას. ექსპერტის აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებას სასამართლო განიხილავს 106-ე მუხლის წესების დაცვით.
5. ექსპერტი მონაწილეობს სასამართლო გამოძიებაში. მას უფლება აქვს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებით კითხვა დაუსვას განსასჯელს, დაზარალებულს, მოწმეს, სხვა ექსპერტებს, მონაწილეობა მიიღოს დათვალიერებაში, ექსპერიმენტსა და სხვა საპროცესო მოქმედებაში დასკვნის შესადგენად საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
6. სასამართლო გამოძიების დროს სასამართლოსა და მხარეებს უფლება აქვთ დამატებითი კითხვები დაუსვან ექსპერტს.
7. ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრების შემდეგ სასამართლო ექსპერტს გადასცემს თავის განჩინებას (დადგენილებას), რომელშიც საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული სასამართლოსა და მხარეების მიერ ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხთა ნუსხა. თუ საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა, სასამართლო სათანადო ობიექტს გადასცემს ექსპერტს (ექსპერტებს) და აძლევს მათ გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად საჭირო დროს.
8. თუ სასამართლო გამოძიების მონაცემებმა არ შეარყიეს წინასწარი გამოძიების დროს ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა, ექსპერტს უფლება აქვს დაიმოწმოს ადრე ჩატარებული გამოკვლევა და აღარ გაიმეოროს იგი. ამასთან, ის ვალდებულია თავის დასკვნაში პასუხი გასცეს მის წინაშე დასმულ ყველა საკითხს.
8. თუ სასამართლო გამოძიების მონაცემებმა
ეჭვქვეშ ვერ დააყენეს
წინასწარი გამოძიების დროს ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა, ექსპერტს უფლება აქვს დაიმოწმოს ადრე ჩატარებული გამოკვლევა და აღარ გაიმეოროს იგი. ამასთან, ის ვალდებულია თავის დასკვნაში პასუხი გასცეს მის წინაშე დასმულ ყველა საკითხს.
9. სასამართლო სხდომაზე ექსპერტი საჯაროდ კითხულობს თავის დასკვნას, რის შემდეგაც იგი შეიძლება დაკითხონ მხარეებმა და სასამართლომ ამ დასკვნის განსამარტავად და დასაზუსტებლად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 484. წერილობითი მტკიცებულებებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის გამოკვლევა🔗
1. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, სასამართლო სხდომის მდივანი საჯაროდ კითხულობს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს საქმეზე დართულ წერილობით მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ამასთან, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, მათი სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის შესახებ.
1. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, სასამართლო სხდომის მდივანი საჯაროდ კითხულობს წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ წერილობით მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე.
2. სასამართლოს მოთხოვნით წარდგენილ დოკუმენტებს სასამართლოს თავმჯდომარე საჯაროდ კითხულობს და აცნობს მათ მხარეებს, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ აზრს ამ დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ.
3. მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებს საჯაროდ კითხულობენ და ურთავენ საქმეს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 485. დათვალიერება🔗
1. დათვალიერება ტარდება 335-341-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.
2. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე უშუალოდ სასამართლო განხილვისას მხარეთა ან სხვა პირთა მიერ წარმოდგენილ საგანს სასამართლო ათვალიერებს სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, სპეციალისტი და მოწმე.
1. დათვალიერება ტარდება 333-339-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.
2. წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე უშუალოდ სასამართლო განხილვისას მხარეთა ან სხვა პირთა მიერ წარმოდგენილ საგანს სასამართლო ათვალიერებს სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, სპეციალისტი და მოწმე.
3. ადგილმდებარეობის, შენობის, ნაგებობის, სათავსოს, აგრეთვე ტრანსპორტისა და სხვა იმ ობიექტის დათვალიერებას, რომლის მოტანაც სასამართლო სხდომის დარბაზში შეუძლებელია, სასამართლო ატარებს ამ ობიექტის მდებარეობის ადგილზე ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მონაწილეობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 486. შემოწმება🔗
1. შემოწმებას სასამართლო ატარებს 352-357-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.
2. შემოწმება, რომელიც საჭიროებს პირის გაშიშვლებას, ტარდება ცალკე ოთახში ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ იმავე სქესის დამსწრეთა მონაწილეობით, რაც შესამოწმებელი პირია. შემოწმების დამთავრების შემდეგ პროცესის მონაწილენი ადგენენ ოქმს, ხელს აწერენ მას, ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ექიმი ან სხვა სპეციალისტი მხარეების, შემოწმებული პირისა და დამსწრეთა წინაშე საჯაროდ კითხულობენ ოქმს, რომელიც დაერთვის საქმეს.
1. შემოწმებას სასამართლო ატარებს 350-355-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.
2. შემოწმება, რომელიც საჭიროებს პირის გაშიშვლებას, ტარდება ცალკე ოთახში ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ. შემოწმების დამთავრების შემდეგ პროცესის მონაწილენი ადგენენ ოქმს, ხელს აწერენ მას, ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ექიმი ან სხვა სპეციალისტი მხარეების, შესამოწმებელი პირისა და სასამართლო სხდომის დამსწრეთა წინაშე საჯაროდ კითხულობს ოქმს, რომელიც დაერთვის საქმეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 487. ამოსაცნობად წარდგენა, ექსპერიმენტის ჩატარება და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის🔗
1. ამოსაცნობად წარდგენა, ექსპერიმენტის ჩატარება და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის ხდება 342–345-ე, 349–351-ე და 377–386-ე მუხლებით დადგენილი წესებით. მხარეებს უფლება აქვთ აღნიშნულ სასამართლო მოქმედებებთან დაკავშირებით აღძრან შუამდგომლობა და გამოთქვან შენიშვნები.
2. სასამართლოს უფლება აქვს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს მოსთხოვოს ხელშეწყობა ამ მოქმედებათა შესრულებისათვის.
1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, ამოსაცნობად წარდგენა და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის ხდება 340-343-ე, 347-349-ე, 375-384-ე მუხლებით დადგენილი წესებით. მხარეებს უფლება აქვთ აღნიშნულ სასამართლო მოქმედებებთან დაკავშირებით აღძრან შუამდგომლობა და გამოთქვან შენიშვნები.
2. სასამართლოს უფლება აქვს გამომძიებელს ან პროკურორს მოსთხოვოს ხელშეწყობა ამ მოქმედებათა შესრულებისათვის.
3. ამოსაცნობად წარდგენის, ექსპერიმენტის ჩატარებისა და ნიმუშის აღების მიმდინარეობა და შედეგები, აგრეთვე ამ სასამართლო მოქმედებათა ჩატარებასთან დაკავშირებით აღძრული შუამდგომლობა, გამოთქმული შენიშვნები და განმარტებები უნდა დაფიქსირდეს სასამართლო სხდომის ოქმში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 488. სასამართლო გამოძიების დამთავრება🔗
1. ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ სასამართლო გამოძიებას და, კერძოდ – რა.
2. შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტის შემდეგ თავმჯდომარე სასამართლო გამოძიებას დამთავრებულად აცხადებს.
მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სასამართლო გამოძიებას დამთავრებულად აცხადებს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
სასამართლო კამათი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა
მუხლი 489. სასამართლო კამათის დაწყების გამოცხადება🔗
1. სასამართლო გამოძიების დამთავრების შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს, რომ იწყება სასამართლო კამათი.
2. თუ სასამართლო კამათში მონაწილეობის უფლების მქონე რომელიმე პირი შუამდგომლობს, რომ მას მისცენ დრო გამოსვლისათვის მოსამზადებლად, თავმჯდომარე აცხადებს შესვენებას და აღნიშნავს მის ხანგრძლივობას.
მუხლი 490. მხარეთა კამათი🔗
1. სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგრიგობით წარმოთქვამენ სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი, დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი, თუ დამცველი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობს.
1. სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგითობით წარმოთქვამენ სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი (დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი), სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი (თუ დამცველი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობს), სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი.
2. თუ ბრალდებას მხარს უჭერს რამდენიმე ბრალმდებელი, ანდა საქმეში მონაწილეობს რამდენიმე დაზარალებული, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, განსასჯელი, მაშინ თავმჯდომარე მათ აძლევს წინადადებასა და დროს, რათა შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. თუ აღნიშნული პირები ვერ შეთანხმდებიან, ტარდება კენჭისყრა.
3. კამათისას მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან აზრი განსასჯელის დამნაშავედ ცნობის ან უდანაშაულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და განაჩენში გადასაწყვეტ სხვა საკითხების შესახებ.
4. კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე. თუ მათ თავიანთი დასკვნების დასასაბუთებლად სჭირდებათ სხვა მტკიცებულებათა გამოყენება, მხარე შუამდგომლობს სასამართლო გამოძიების განახლების შესახებ და აღნიშნავს, თუ რა გარემოება უნდა გამოიკვლიონ დამატებით და რა ახალი მტკიცებულების წარმოდგენაა საჭირო. მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება) შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.
5. სასამართლოს უფლება არა აქვს შეზღუდოს სასამართლო კამათში გამოსვლების ხანგრძლივობა, მაგრამ თავმჯდომარეს შეუძლია გააჩეროს კამათში მონაწილე პირი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.
4. კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე.
5. სასამართლო (მოსამართლე) მხარეს კამათში გამოსვლისას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 491. რეპლიკა🔗
მას შემდეგ, რაც სასამართლო კამათის ყველა მონაწილე გამოვა სიტყვით, თითოეულ მათგანს უფლება აქვს კიდევ ერთხელ, მოკლედ გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი ან შენიშვნა გამოსვლაში ნათქვამის თაობაზე 490-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.
მას შემდეგ, რაც სასამართლო კამათის ყველა მონაწილე გამოვა სიტყვით, თითოეულ მათგანს უფლება აქვს კიდევ ერთხელ, სასამართლოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მოკლედ გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი ან შენიშვნა გამოსვლაში ნათქვამის თაობაზე, ამ კოდექსის 490-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 492. განსასჯელის საბოლოო სიტყვა🔗
1. სასამართლო კამათის დამთავრების შემდეგ განსასჯელს ეძლევა საბოლოო სიტყვა. ამ დროს განსასჯელისათვის კითხვის დასმა დაუშვებელია.
2. განსასჯელს უფლება აქვს საბოლოო სიტყვაში უარყოს ბრალდება, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა ან ნაკლები ბრალი, ახსნას ჩადენილის მოტივები და გამოთქვას აზრი განაჩენში გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.
3. სასამართლოს უფლება არა აქვს დაადგინოს განსასჯელის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ თავმჯდომარეს შეუძლია გააჩეროს განსასჯელი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.
4. თუ საბოლოო სიტყვაში განსასჯელი სასამართლოს აცნობებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ახალ გარემოებებს, სასამართლო განაახლებს სასამართლო გამოძიებას, რის შემდეგაც პროცესის მონაწილენი კვლავ გამოდიან სასამართლო კამათში, ხოლო განსასჯელი კვლავ წარმოთქვამს საბოლოო სიტყვას.
მუხლი 493. მხარის წინადადება ბრალდების არსთან დაკავშირებით
1. სასამართლო კამათისა და განსასჯელის საბოლოო სიტყვის დამთავრების შემდეგ, სათათბირო ოთახში სასამართლოს გასვლამდე, მხარეებს უფლება აქვთ სასამართლოს წერილობით წარუდგინონ განაჩენის ან მისი ცალკეული ელემენტების მათ მიერ შედგენილი ფორმულირება.
2. წარდგენილი ფორმულირება სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო, მაგრამ განაჩენის გამოტანისას მისი განხილვა სავალდებულოა.
3. ფორმულირების ასლი გადაეცემა მეორე მხარეს და დაერთვის საქმეს.
მუხლი 494. სასამართლოს გასვლა სათათბირო ოთახში
განსასჯელის საბოლოო სიტყვის მოსმენისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფორმულირების საქმეზე დართვის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 493. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 494. სასამართლოს (მოსამართლის) გასვლა სათათბირო ოთახში🔗
1. განსასჯელის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.
2. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ადგილზე თათბირით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
განაჩენის დადგენა
მუხლი 495. განაჩენის დადგენა საქართველოს სახელით🔗
განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით.
მუხლი 496. განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა🔗
1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს.
3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
მუხლი 497. მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება🔗
1. სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიურად განხილვის შემდეგ განაჩენი დგინდება სათათბირო ოთახში, სადაც შეიძლება იყვნენ მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლენი.
1. სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიურად განხილვის შემდეგ განაჩენი დგინდება სათათბირო ოთახში, სადაც შეიძლება იყვნენ მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლენი და ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც აკეთებს ჩანაწერს.
2. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილ და დაცულ ოთახში.
3. განაჩენის დადგენისას სასამართლოს ან მოსამართლეს შეუძლია შესვენება, აგრეთვე დასვენება უქმე დღეებში.
4. განაჩენის დადგენის დროს დაუშვებელია საქმესთან დაკავშირებით სხვა პირებთან რაიმე ურთიერთობა.
4. განაჩენის დადგენის დროს დაუშვებელია საქმესთან დაკავშირებით სხვა პირებთან რაიმე ურთიერთობა, აგრეთვე ტელეფონით ან სხვა გზით თათბირი განაჩენში გადასაწყვეტ საკითხებზე.
5. მოსამართლესა და ტექნიკურ თანამშრომელს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მოსამართლეთა თათბირის დროს გამოთქმული მოსაზრებანი.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 498. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები🔗
1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) იყო თუ არა ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება განსასჯელს;
ბ) შეიცავს თუ არა ეს ქმედება დანაშაულის შემადგენლობას;
გ) ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება განსასჯელმა;
დ) შეერაცხება თუ არა ბრალად განსასჯელს ჩადენილი ქმედება;
ე) არსებობს თუ არა განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი;
ვ) უნდა დაისაჯოს თუ არა განსასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;
ზ) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს განსასჯელს და რა ზომით;
თ) უნდა მოიხადოს თუ არა განსასჯელმა დანიშნული სასჯელი;
ი) რა სახის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში უნდა მოიხადოს განსასჯელმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი;
კ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სამოქალაქო სარჩელი, ვის სასარგებლოდ და რა ოდენობით;
ლ) გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები;
მ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
ნ) საჭიროა თუ არა გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება;
ო) ვის უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები და რა ოდენობით;
პ) დამნაშავედ მიჩნეული პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ არა იძულებითი მკურნალობა;
ა) ჩაიდინა თუ არა განსასჯელმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არის თუ არა განსასჯელის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;
გ) შეერაცხება თუ არა განსასჯელს ბრალად ჩადენილი ქმედება;
დ) უნდა დაისაჯოს თუ არა განსასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს განსასჯელს და რა ზომით;
ვ) უნდა მოიხადოს თუ არა განსასჯელმა დანიშნული სასჯელი;
ზ) (ამოღებულია);
თ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სამოქალაქო სარჩელი, ვის სასარგებლოდ და რა ოდენობით;
ი) გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები;
კ) სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების ჩამორთმევის საკითხს;
ლ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
მ) საჭიროა თუ არა გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება;
ნ) ვის უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები და რა ოდენობით;
ო) დამნაშავედ მიჩნეული პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ არა იძულებითი მკურნალობა.
2. გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამართლებულისათვის გამოძიების ორგანოების, პროკურატურისა თუ სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
3. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო წყვეტს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად.
3. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო წყვეტს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“,„ ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად.
4. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე განსასჯელის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი განსასჯელის მიმართ ცალ-ცალკე.
მუხლი 499. განსასჯელის შეურაცხაობის საკითხის განხილვა
1. თუ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს წამოიჭრა საკითხი ბრალდებულის შერაცხადობის ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ფსიქიკურად დაავადების შესახებ, რის გამოც დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სასამართლო ვალდებულია განაჩენის დადგენისას კიდევ ერთხელ განიხილოს ეს საკითხი.
2. თუ დადგინდა, რომ ქმედების ჩადენისას განსასჯელი შეურაცხ მდგომარეობაში იყო ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ გახდა ასეთი, სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 499. შეურაცხაობის საკითხის განხილვა🔗
1. თუ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს წამოიჭრა ბრალდებულის დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადების საკითხი, რის გამოც დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სასამართლო ვალდებულია განაჩენის დადგენისას კიდევ ერთხელ განიხილოს ეს საკითხი.
2. თუ დადგინდა, რომ განსასჯელი დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხად მდგომარეობაში იყო, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
3. თუ დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას განსასჯელი შეურაცხ მდგომარეობაში იყო, სასამართლო, საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით, წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ამ პირის მიმართ. მოსამართლე უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. თუ დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მის მიმართ ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2271 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.321
მუხლი 500. მოსამართლეთა თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი🔗
1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის მოსამართლეთა თათბირი.
2. თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს 498-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.
3. ყოველ საკითხზე თითოეულმა მოსამართლემ უნდა გასცეს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.
4. საკითხები წყდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მოსამართლეებმა შეიძლება მიიღონ მხოლოდ ერთხმად.
5. 498-ე მუხლში აღნიშნულ თითოეულ საკითხზე პირველად კენჭს უყრიან მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე სასიკეთოა განსასჯელისათვის. თუ დანაშაულის ჩადენაში განსასჯელის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, მოსამართლის ხმა განსასჯელის გასამართლებლად დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც განსასჯელისათვის ყველაზე სასიკეთოა.
6. მოსამართლეს (მოსამართლეებს), რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, უფლება აქვს იგი წერილობით ჩამოაყალიბოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში. განსხვავებულ აზრს წარუდგენენ თავმჯდომარეს და ურთავენ საქმეს.
7. მხარეებს უნდა მიეცეთ საშუალება გაეცნონ განსხვავებულ აზრს.
მუხლი 501. სასამართლო გამოძიების განახლება, სისხლის სამართლის საქმის გაგზავნა დამატებითი გამოძიებისათვის
1. თუ სათათბირო ოთახში 498-ე მუხლში მითითებულ საკითხთა განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ მათ გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი სასამართლო მოქმედება, მას გამოაქვს დადგენილება სასამართლო გამოძიების განახლების შესახებ. განახლებული სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო კვლავ იწყებს სასამართლო კამათს და ისმენს განსასჯელის საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც გადის სათათბირო ოთახში განაჩენის დასადგენად.
2. 427-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება) სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის გასაგზავნად და საქმეს უბრუნებს პროკურორს იმის მითითებით, თუ რა გარემოებები უნდა შემოწმდეს და რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს.
3. ერთი და იმავე პირის მიმართ ერთი და იგივე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოდან დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
მუხლი 501. სისხლის სამართლის საქმის გაგზავნა დამატებითი გამოძიებისათვის🔗
თუ პროკურორი შუამდგომლობს განსასჯელისათვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენას, მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება) სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის გაგზავნის თაობაზე და საქმეს უბრუნებს პროკურორს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 502. განაჩენის სახეები🔗
1. სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.
2. განაჩენი შეიძლება იყოს ზოგი ბრალდების მიმართ გამამტყუნებელი, ხოლო სხვა ბრალდების მიმართ – გამამართლებელი.
მუხლი 503. გამამტყუნებელი განაჩენი🔗
1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
2. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოიტანონ:
ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;
ბ) სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით;
გ) სასჯელის დაუნიშნავად.
4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. განსასჯელის დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.
4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.
5. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია აქტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
6. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, თუ მისი გამოტანის მომენტისათვის:
ა) ამოიწურა ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
ბ) განსასჯელი გარდაიცვალა.
6. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, თუ მისი გამოტანის მომენტისათვის განსასჯელი გარდაიცვალა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4784 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.165
მუხლი 504. გამამართლებელი განაჩენი🔗
1. გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს განსასჯელის სრულ უდანაშაულობას მისთვის წაყენებულ ბრალდებაში.
2. გამამართლებელი განაჩენი არ უნდა შეიცავდეს გამართლებულის სახელის გამტეხ ფორმულირებებს.
3. გამამართლებელი განაჩენის საფუძვლებია:
ა) დანაშაულის შემთხვევის არარსებობა;
ბ) განსასჯელის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობა;
გ) განსასჯელის მხრივ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის მიუღებლობა.
3. გამამართლებელი განაჩენის საფუძველია:
ა) განსასჯელს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) განსასჯელის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
მუხლი 505. სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა განაჩენის დადგენისას🔗
1. განაჩენის დადგენისას სასამართლო აკმაყოფილებს წარდგენილ სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ, ან უარყოფს მას, ანდა საერთოდ არ განიხილავს.
2. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისას სასამართლოს უფლება აქვს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე მიიღოს ზომები სარჩელის უზრუნველსაყოფად, თუ ისინი მანამდე მიღებული არ ყოფილა.
მუხლი 506. განაჩენის შედგენა🔗
1. განაჩენი იწერება სამართალწარმოების ენაზე ცხადი და გასაგები ფრაზებით.
2. განაჩენი უნდა დაიწეროს სათათბირო ოთახში და ყველა მოსამართლემ და მსაჯულმა მას ხელი უნდა მოაწეროს, იმათ გარდა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
2. განაჩენი უნდა დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მას ხელი უნდა მოაწეროს ყველა მოსამართლემ, განსხვავებული აზრის მქონეთა გარდა.
3. განაჩენში შეტანილი შესწორება განაჩენის გამოცხადებამდე წინასწარ უნდა შეათანხმოს და ხელმოწერით დაადასტუროს ყველა მოსამართლემ.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 507. განაჩენის შესავალი ნაწილი🔗
განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება:
ა) განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით;
ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი;
გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალმდებელი, დაზარალებული და მისი წარმომადგენელი, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები;
დ) განსასჯელის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, განათლება, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები;
ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც ბრალდებული მისცეს სამართალში.
ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც განსასჯელი მისცეს სამართალში.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 508. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი🔗
1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო. ამასთან, მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა. აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული, ან დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული, – ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.
2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ უდაბლეს ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და უფრო მსუბუქ სასჯელზე გადასვლა, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება ან უარყოფა.
2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ უდაბლეს ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და უფრო მსუბუქ სასჯელზე გადასვლა, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება ან უარყოფა, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების გამოყენება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 509. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი🔗
1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) განსასჯელის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება ჩადენილ დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ;
გ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ;
დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა, შესაბამისი რეჟიმის სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, რომელშიც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი;
დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;
ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;
ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავებისა და დაპატიმრების დროის ჩათვლის შესახებ;
ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროის ჩათვლის შესახებ;
ზ) გადაწყვეტილება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე განსასჯელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
თ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;
ი) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;
კ) განაჩენის გასაჩივრების უფლება.
ი) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;
კ) ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა;
ლ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;
მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;
ნ) სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა;
ო) ქონების ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტა.
2. თუ განსასჯელს წაყენებული ჰქონდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რომელ ბრალდებაში გაამართლეს განსასჯელი და რომელში დასდეს მსჯავრი.
3. სასჯელის მოხდისაგან განსასჯელის განთავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
4. ყველა შემთხვევაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 510. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი🔗
გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: ბრალდების არსი, რომლითაც ბრალდებული სამართალში მისცეს; სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სასამართლოს დასკვნას განსასჯელის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულებას, რომელსაც ემყარებოდა განსასჯელის მიმართ წაყენებული ბრალდება, ანდა რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა, ან რომ განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული; სამოქალაქო სარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მოტივები.
გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: ბრალდების არსი, რომლითაც განსასჯელი სამართალში მისცეს; სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას განსასჯელის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულებას, რომელსაც ემყარებოდა განსასჯელის მიმართ წაყენებული ბრალდება, ანდა რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა, ან რომ განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული; სამოქალაქო სარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მოტივები.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 511. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი🔗
გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) განსასჯელის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება განსასჯელის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ;
გ) გადაწყვეტილება განსასჯელისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია, – გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ;
გ) გადაწყვეტილება განსასჯელისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია, – გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ;
დ) გადაწყვეტილება წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილებულა;
ე) გადაწყვეტილება საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ ასეთი ღონისძიება განხორციელდა;
ვ) გამართლებულის უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი ზიანი და მორალური თუ სხვა ზიანით მიყენებული შედეგების აღმოფხვრა 220–227-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ზ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;
თ) რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი.
ე) გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევის შესახებ, თუ არის ამის აუცილებლობა ამ კოდექსის შესაბამისად;
ვ) გადაწყვეტილება ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ ასეთი ღონისძიებები განხორციელდა;
ზ) გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი ამ კოდექსის 219-ე–228-ე მუხლებით დადგენილი წესით;
თ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;
ი) რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
მუხლი 512. განაჩენის გამოცხადება🔗
1. განაჩენის ხელმოწერის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) ბრუნდება სასამართლო სხდომის დარბაზში და თავმჯდომარე ან რომელიმე მოსამართლე აცხადებს განაჩენს.
2. სასამართლო სხდომის დარბაზში ყველა დამსწრე, მათ შორის, სასამართლოს შემადგენლობა, განაჩენს ფეხზე ამდგარი ისმენს.
1. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) ბრუნდება სასამართლო სხდომის დარბაზში და თავმჯდომარე ან რომელიმე მოსამართლე აცხადებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.
2. (ამოღებულია).
3. თუ განაჩენი დაწერილია იმ ენაზე, რომელიც განსასჯელმა არ იცის ან სათანადოდ არ იცის, განაჩენის გამოცხადებისთანავე ან სინქრონიულად ის უნდა წაიკითხოს თარჯიმანმა განსასჯელის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
4. თავმჯდომარე განსასჯელსა და პროცესის სხვა მონაწილეებს განუმარტავს განაჩენის გასაჩივრების წესსა და ვადებს. განსასჯელს განუმარტავენ აგრეთვე შეწყალების შესახებ შუამდგომლობის უფლებას.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 513. განსასჯელის პატიმრობიდან განთავისუფლება🔗
პატიმრობაში მყოფი განსასჯელი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, თუ:
ა) განსასჯელი გაამართლეს;
ბ) დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ განსასჯელს არ დაუნიშნეს სასჯელი;
ბ) (ამოღებულია);
გ) გაათავისუფლეს სასჯელისაგან;
დ) პირობითად დასდეს მსჯავრი;
ე) გადაუვადეს განაჩენის აღსრულება;
ვ) დაუნიშნეს სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან;
ზ) სასჯელად დაუნიშნეს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რომელიც არ აღემატება წინასწარ პატიმრობაში მსჯავრდებულის ფაქტობრივ ყოფნას.
მუხლი 514. მსჯავრდებულისა და გამართლებულისათვის განაჩენის ასლის გადაცემა
განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის საქმეზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა განაჩენის ასლი უნდა გადაეცეს მსჯავრდებულს ან გამართლებულს. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით იმავე ვადაში გადაეცემა.
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 514. სახელმწიფო ბრალმდებლისათვის და მსჯავრდებულისათვის ან გამართლებულისათვის განაჩენის ასლის გადაცემა🔗
განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის საქმეზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა განაჩენის ასლი უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბრალმდებელს და მსჯავრდებულს ან გამართლებულს. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით გადაეცემა იმავე ვადაში.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 515. სხვა საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს განაჩენის დადგენისთანავე🔗
1. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხანდაზმული მშობლები, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომელიც მეთვალყურეობისა და დახმარების გარეშე რჩება, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთანავე გამოაქვს განჩინება იმის შესახებ, რომ მათზე მზრუნველობა ან მეურვეობა დაეკისროს ნათესავს, სხვა პირს მათი თანხმობით, ან სათანადო დაწესებულებას, ხოლო თუ მსჯავრდებულს აქვს ქონება ან ბინა, რომელიც უმეთვალყურეოდ რჩება, – განჩინება იმის შესახებ, რომ მისი დაცვა ევალება სათანადო ორგანოს.
2. თუ საქმეში დამცველად ან წარმომადგენლად მონაწილეობდა მე-80 მუხლის საფუძველზე დანიშნული ადვოკატი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას გადაუხადონ თანხა იმ ოდენობით, რომელიც ეძლევა ადვოკატს, როცა იგი ახორციელებს დაცვას ან წარმომადგენლობს შეთანხმებით.
3. განაჩენის დადგენისთანავე სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება, თუ არსებობს საამისო საფუძველი.
2. თუ საქმეში დამცველად ან წარმომადგენლად მონაწილეობდა 81-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ადვოკატი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას გადაუხადონ თანხა იმ ოდენობით,რაც დადგენილია კანონმდებლობით
.
3. შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ან კერძო განჩინება (დადგენილება), თუ არსებობს საამისო საფუძველი.
4. სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანვე ამ მუხლში აღნიშნული ყველა საპროცესო გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა იქნეს წაკითხული.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 516. მსჯავრდებულის ნათესავებსა და ახლობლებთან შეხვედრის უფლება🔗
განაჩენის გამოცხადებისთანავე პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის წერილობითი თხოვნით, თავმჯდომარე ვალდებულია მისცეს მას ნათესავებსა და ახლობლებთან შეხვედრის ნება.
კარი მეათე
განაჩენისა და სხვა გადაწყვეტილებების გასაჩივრება
აპელაცია
მუხლი 517. პირის უფლება, საქმე განიხილონ ორ სასამართლო ინსტანციაში🔗
განსასჯელს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვთ მოითხოვონ საქმის განხილვა არანაკლებ ორ – პირველ და სააპელაციო ინსტანციაში მაინც, მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევით, ან საკასაციო ინსტანციაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით.
მსჯავრდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვთ მოითხოვონ საქმის განხილვა არანაკლებ ორ სასამართლო ინსტანციაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 518. სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი🔗
1. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, განსასჯელს, დამცველს, განსასჯელის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე პირს, რომლის მიმართაც გამოყენებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, და მის წარმომადგენელს.
1. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს.
[(ძალადაკარგულია
პირველი ნაწილის
ის
ნორმატიული
შინაარსი
,რომელიც
უგულებელყოფს
გამართლებულის
მიერ
განაჩენის სააპელაციო წესით
გასაჩივრების
შესაძლებლობას) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/3/601 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.]
2. სააპელაციო წარმოება ტარდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე.
3. სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ განაჩენი მხოლოდ სარჩელის საფუძვლისა და თანხის ნაწილში.
4. დამცველსა და წარმომადგენელს უფლება აქვთ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი მხოლოდ განსასჯელისა და მარწმუნებლის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი ან მარწმუნებელი არასრულწლოვანია, ან აქვს ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი, ანდა განსასჯელს დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. დამცველსა და წარმომადგენელს უფლება აქვთ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი მხოლოდ
მსჯავრდებულის, დაზარალებულისა
და მარწმუნებლის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
დაზარალებული,მსჯავრდებული ან მარწმუნებელი არასრულწლოვანია, ან აქვს ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/3/601 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
მუხლი 519. სააპელაციო გასაჩივრების საგანი🔗
სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში არ შესულა და, აპელანტის აზრით, უსაფუძვლოა. განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უსაფუძვლობაში იგულისხმება ის, რომ არ არის დამტკიცებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს და იგი უნდა განიხილოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, თუ განაჩენის საფუძვლიანობასთან ერთად სადავო ხდება მისი კანონიერებაც.
სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც, აპელანტის აზრით, დაუსაბუთებელია. განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაში იგულისხმება ის, რომ არ არის დამტკიცებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს და იგი უნდა განიხილოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, თუ სადავო ხდება განაჩენის დასაბუთებულობა ან/და კანონიერება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 520. სააპელაციო საჩივრის განხილვის სავალდებულოობა🔗
1. სააპელაციო საჩივრის შეტანა სავალდებულო წესით იწვევს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და ახალი სასამართლო გამოძიების ჩატარებას. დაუშვებელია სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმა.
2. სააპელაციო საჩივრის შეტანა აჩერებს განაჩენის აღსრულებას.
მუხლი 521. სასამართლო, რომელიც განიხილავს სააპელაციო საჩივრებს
1. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოს განაჩენსა თუ სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარს განიხილავენ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენსა და სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამ კოდექსის 523-545-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმეს განიხილავენ 3 მოსამართლის შემადგენლობით. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობის თავმჯდომარედ ინიშნება ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაჩენი და განჩინება სარევიზიო წესით შეიძლება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე.
მუხლი 522. საჩივრის განხილვის სააპელაციო და საკასაციო წესების გარდაქმნა
1. სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეიცავდეს დასკვნებს განაჩენის არა მარტო უსაფუძვლობის, არამედ უკანონობის შესახებაც. ასეთ შემთხვევაში ეს სასამართლო საჩივარს სააპელაციო წესით განიხილავს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეტანილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციის წესით გამოტანილ განაჩენზე შეიძლება შეიცავდეს დასკვნებს განაჩენის არა მარტო უკანონობის, არამედ უსაფუძვლობის შესახებაც. ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 523-545-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
3. სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს განსახილველად მიიღოს საჩივარი, რომელსაც მხოლოდ საკასაციო ხასიათი აქვს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საკასაციო წესით საქმის განხილვისას განაჩენის უსაფუძვლობის დამადასტურებელი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში საქმეს იხილავს სააპელაციო წესით და იღებს გადაწყვეტილებას, როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებზედაც. ასეთ შემთხვევაში ფაქტის საკითხებზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ შეიძლება გააუარესოს განსასჯელის მდგომარეობა.
2. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 521. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო🔗
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა თუ სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარს სააპელაციო წესით განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველ მოსამართლეთა შემადგენლობის თავმჯდომარედ ინიშნება ამ შემადგენლობის ერთ-ერთი მოსამართლე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
მუხლი 522. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველი🔗
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენისა თუ სხვა გადაწყვეტილების როგორც დასაბუთებულობის, ისე კანონიერების თაობაზე შეტანილი საჩივარი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 523. სააპელაციო გასაჩივრების ვადები🔗
1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში იმავე სასამართლოში. თუ განსასჯელი პატიმრობაში იმყოფება განაჩენის გასაჩივრების ვადა იანგარიშება მისთვის განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან.
2. საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.
1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში.
2. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.
3. სააპელაციო საჩივრის ფოსტითა და კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს.
4. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396
მუხლი 524. სააპელაციო საჩივრის შეტანა🔗
განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რათა იგი გადაეცეს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელსაც მხარის საპროცესო მდგომარეობა უკავია.
1. განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელსაც მხარის საპროცესო მდგომარეობა უკავია.
2. ზემდგომ სასამართლოში საქმის გაგზავნისას მას უნდა დაერთოს განაჩენის იმდენი ეგზემპლარი, რამდენი პირის მიმართაც იქნა განაჩენი დადგენილი.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349
მუხლი 525. კერძო სააპელაციო საჩივარი🔗
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს ყოველი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, განაჩენის გარდა, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, კერძო სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება), რომელიც გამოტანილია საქმის განხილვისას და არ არის შემაჯამებელი ხასიათისა, შეიძლება სააპელაციო წესით სასამართლოს განაჩენთან ერთად გასაჩივრდეს.
1.
რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს ყოველი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, განაჩენის გარდა, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, კერძო სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
2.
რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს განჩინება (დადგენილება), რომელიც გამოტანილია საქმის განხილვისას და არ არის შემაჯამებელი ხასიათისა, შეიძლება სააპელაციო წესით სასამართლოს განაჩენთან ერთად გასაჩივრდეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 526. დამატებითი სააპელაციო საჩივარი🔗
სააპელაციო გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში ძირითადი საჩივრის ხარვეზის შესავსებად შეიძლება დამატებითი სააპელაციო საჩივრის შეტანა 524-ე მუხლში აღნიშნული პირობების დაცვით.
მუხლი 527. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი🔗
1. მხარეს უფლება აქვს მიიღოს სააპელაციო საჩივრის ასლი მისი შეტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო მომდევნო 5 დღის ვადაში იმავე სასამართლოს წარუდგინოს შესაგებელი. შესაგებელი საჩივარსა და საქმესთან ერთად იგზავნება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
2. სააპელაციო ინსტანციაში საქმის გაგზავნამდე აპელანტს უფლება აქვს სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი.
მუხლი 528. სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ვადები🔗
1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში უნდა გაიგზავნოს განაჩენის გამოტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
2. სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარემ რთულ და დიდი მოცულობის საქმეზე ეს ვადა შეიძლება კიდევ 7 დღით გააგრძელოს.
1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი
რაიონული (საქალაქო)
სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში უნდა გაიგზავნოს განაჩენის გამოტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
2. სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 529. სააპელაციო საჩივარი🔗
1. სააპელაციო საჩივარში აღინიშნება:
1. სააპელაციო საჩივარი უნდა იყოს დასაბუთებული. მასში აღინიშნება:
ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საპროცესო მდგომარეობა;
გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი;
დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი;
ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა, და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა;
ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა;
ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი;
ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ;
თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები;
ი) საჩივრის შესაგებლის კრიტიკა.
2. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს.
3. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.
თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.
2. სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი მოითხოვს.
3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს 5 დღის ვადით საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს.
თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. აპელანტს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.
5. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.
6. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 530. საქმის მომზადება მოსმენისათვის🔗
1. თუ სასამართლო შემადგენლობის ერთ-ერთი ან ყველა მოსამართლე საჭიროდ მიიჩნევს, ისინი შეისწავლიან მიღებულ სისხლის სამართლის საქმეს, საჩივრებსა და მათს შესაგებლებს. შესწავლის შედეგების მიხედვით მოსამართლე ადგენს ცნობას, რომელშიც აყალიბებს საქმის არსს, საჩივრების შინაარსსა და მომჩივანთა მოსაზრებას, საჩივრის შესაგებლის შინაარსს, აღნიშნავს მომჩივანთა პოზიციის დამადასტურებელ ან გამაბათილებელ მტკიცებულებებს, მაგრამ თავის აზრს არ გამოთქვამს. ცნობის ასლები ამ შემადგენლობის ყველა მოსამართლეს გადაეცემა.
2. სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარე იძლევა განკარგულებებს სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის, პროცესის მონაწილეების, პატიმრობაში მყოფი განსასჯელის გამოძახებისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსმენის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ.
3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წინასწარი მოსმენა არ ტარდება.
2. სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარე იძლევა განკარგულებებს სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის, პროცესის მონაწილეების, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის გამოძახებისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსმენის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
მუხლი 531. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი🔗
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. დამცველის მოწვევა და დანიშვნა დასაშვებია იმავე საფუძველზე და იმავე წესით, რაც სასამართლო განხილვისას.
3. პატიმრობაში მყოფი განსასჯელი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მიჰყავთ, თუ იგი ამის წინააღმდეგი არ არის.
4. განსასჯელს, რომელიც პატიმრობაში არ იმყოფება, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს იძახებენ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანის სააპელაციო საჩივარი განიხილება, საქმის მოსმენა გადაიდება. ამ პირთა განმეორებითი გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე მათ დაუსწრებლად განიხილება.
5. სასამართლოში იძახებენ ყველა მოწმესა და ექსპერტს, რომელთა დაკითხვაც მომჩივნისა და პროცესის სხვა მონაწილეთა აზრით, აუცილებელია. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შეიძლება გამოიძახონ ის მოწმეებიც, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუკითხავთ, აგრეთვე ის ექსპერტები, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.
6. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მხარეებმა სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეებს უნდა აცნობონ მათ მიერ გამოძახებულ მოწმეთა და ექსპერტთა შესახებ.
7. მხარეებს უფლება აქვთ მორიგდნენ გამოსაძახებელ მოწმეთა და ექსპერტთა რაოდენობის შემცირების თაობაზე ან საერთოდ უარი თქვან მათს გამოძახებაზე. ასეთი მორიგების შესახებ მხარეებმა სასამართლოს უნდა აცნობონ მოსმენის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. სასამართლო არ იზღუდება მხარეთა მორიგებით და უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს მოწმეები და ექსპერტები.
3. პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობს თავისი შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით.
4. მსჯავრდებულს, რომელიც პატიმრობაში არ იმყოფება, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს იძახებენ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანის სააპელაციო საჩივარი განიხილება, საქმის მოსმენა გადაიდება. ამ პირთა განმეორებითი გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე მათ დაუსწრებლად განიხილება.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 532. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი🔗
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი ტარდება 457-469-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
მუხლი 533. სასამართლო გამოძიება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში🔗
1. სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაჩენის ძირითადი შინაარსი, აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთაგან შემოსული საჩივრის შესაგებელი. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს საჩივარში მიუთითებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განსასჯელის საზიანოდ არ იქნეს გაგებული.
2. მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მომხსენებელს. კითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს.
3. მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის აპელანტი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ აპელანტს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.
4. აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე – პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დაცვის მხარე – განსასჯელი ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ხდება 475-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლოს თანხმობით, მხარეს უფლება აქვს საჯაროდ წაიკითხოს მოწმეთა, განსასჯელთა, დაზარალებულთა ჩვენებები და ექსპერტთა დასკვნები, თუ ეს პირები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან საპატიო მიზეზით.
6. ცალკეულ მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ტარდება 476-487-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
7. სასამართლოს უფლება არა აქვს უარი უთხრას მხარეს მტკიცებულებათა წარდგენასა და გამოკვლევაზე, მაგრამ უფლება აქვს აკრძალოს იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც საქმეს არ ეხება.
8. მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ სასამართლო წინადადებას აძლევს მხარეებს შეავსონ სასამართლო გამოძიება, ხოლო თუ ამის სურვილი არავინ გამოთქვა, მას დამთავრებულად აცხადებს.
მუხლი 534. სასამართლო კამათი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა სააპელაციო ინსტანციაში
სასამართლო კამათისა და განსასჯელის საბოლოო სიტყვის მიმართ მოქმედებს 484-492-ე მუხლების წესები.
4. აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე – პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დაცვის მხარე – განსასჯელი ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეული იყო კანონის არსებითი დარღვევით და მხარე შუამდგომლობს ამგვარი მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას ან სასამართლო, თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის დამატებით დაკითხვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე თვითონ შუამდგომლობს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას, რასაც კონკრეტულად მიუთითებს შუამდგომლობაში. მოწმე დამატებით შეიძლება დაიკითხოს ასევე სასამართლოს ინიციატივით.
6. მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი განსასჯელის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე იხილება მისი მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396
მუხლი 534. სასამართლო კამათი და მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვა სააპელაციო ინსტანციაში🔗
სასამართლო კამათისა და მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვის მიმართ მოქმედებს 489-492-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 535. განაჩენის დადგენა🔗
1. განაჩენის დადგენისას სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელმძღვანელობს 495-516-ე მუხლებით.
2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.
მუხლი 536. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეები🔗
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;
ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;
გ) ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს;
გ) შეაქვს ცვლილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;
დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს და საქმეს უბრუნებს პროკურორს მისი შუამდგომლობით დამატებითი გამოძიებისათვის;
ბ) აჩერებს საქმის წარმოებას 428-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას;
გ) აუქმებს ან ძალაში ტოვებს მოსამართლის გადაწყვეტილებას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე;
დ) აუქმებს ან ძალაში ტოვებს სასამართლოს კერძო განჩინებას დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა შესახებ;
ე) აკმაყოფილებს ან უარყოფს კერძო სააპელაციო საჩივრებს;
ვ) აკმაყოფილებს ან უარყოფს ყველა სხვა საჩივარს, რომლებიც ამ კოდექსის მიხედვით შეიძლება შეიტანონ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
ა) აჩერებს სასამართლო განხილვას;
ბ) აუქმებს ან ძალაში ტოვებს სასამართლოს კერძო განჩინებას დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა შესახებ;
გ) აკმაყოფილებს ან უარყოფს კერძო სააპელაციო საჩივრებს;
დ) აკმაყოფილებს ან უარყოფს ყველა სხვა საჩივარს, რომლებიც ამ კოდექსის მიხედვით შეიძლება შეიტანონ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 537. სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი🔗
1. სააპელაციო წესით განაჩენის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) არასრული ან ცალმხრივი წინასწარი გამოძიება, ანდა სასამართლო განხილვა, რაც ვერ შეივსება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;
ბ) განაჩენში ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, თუ შეუძლებელია დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას.
ბ) განაჩენში ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, თუ შეუძლებელია დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;
გ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა.
2. განაჩენის შეცვლა ხდება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საფუძველზე, თუ იგი ეხება ზოგიერთ ბრალდებას ან ბრალდებათა ეპიზოდებს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 538. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არასრულობა და ცალმხრივობა🔗
1. წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა არასრულად და ცალმხრივად ჩაითვლება, თუ არ არის დადგენილი დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება.
2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის უსრულობა და ცალმხრივობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს, რომ არ დაუკითხავთ ან არასრულად დაკითხეს ის პირები, რომელთა ჩვენებებსაც მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტების დასადგენად; არ ჩატარებულა ექსპერტიზა, როცა მისი ჩატარება, კანონის თანახმად, სავალდებულო იყო; არ შესრულებულა სხვა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც საჭირო იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად; არ გამოუთხოვიათ დოკუმენტები და არ აღმოუჩენიათ ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გარეშეც განაჩენი ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად; არ შემოწმებულა განსასჯელისა და დამცველის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები; არ გამოკვლეულა გარემოებები, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) დამატებითი გამოძიებისა თუ ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შესახებ.
2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის უსრულობა და ცალმხრივობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს, რომ არ დაუკითხავთ ან არასრულად დაკითხეს ის პირები, რომელთა ჩვენებებსაც მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტების დასადგენად; არ ჩატარებულა ექსპერტიზა, თუმცა მისი ჩატარება კანონის თანახმად სავალდებულო იყო; არ შესრულებულა სხვა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც საჭირო იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად; არ გამოუთხოვიათ დოკუმენტები და არ აღმოუჩენიათ ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გარეშეც განაჩენი ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად; არ შემოწმებულა განსასჯელისა და დამცველის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები; არ გამოკვლეულა გარემოებები, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 539. განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან🔗
განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და გასაუქმებელი ან შესაცვლელია, თუ:
ა) განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან;
ბ) არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დასკვნებს;
გ) სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი;
დ) დასკვნების დასასაბუთებლად სასამართლომ გამოიყენა მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელია ან საქმეს არ ეხება;
ე) წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობისას სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება;
ვ) სასამართლომ ეჭვი არ განმარტა განსასჯელის სასარგებლოდ.
ვ) სასამართლომ ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 540. შებრუნება საუარესოდ🔗
1. სააპელაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს განსასჯელისათვის სხვა არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა ხდება განსასჯელის, დამცველის, განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.
2. სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებული განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელის თანხა ან სხვა გზით გააუარესოს განსასჯელის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს ბრალდების ფარგლებს, რომელიც განსასჯელს წაუყენეს წინასწარი გამოძიების დროს და რომელსაც მხარი დაუჭირეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას განსასჯელის მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.
4. განსასჯელის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია იმ საფუძველზე, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეთა სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული.
1. სააპელაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს მსჯავრდებულისათვის სხვა არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა ხდება მსჯავრდებულის, დამცველის, მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.
2. სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებული განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელის თანხა ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს ბრალდების ფარგლებს, რომელიც მსჯავრდებულს წაუყენეს წინასწარი გამოძიების დროს და რომელსაც მხარი დაუჭირეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.
4. მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია იმ საფუძველზე, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეთა სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული.
5. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გამამართლებლის ნაცვლად შესაძლებელია, თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით ჩაატარა.
6. თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააუქმა განაჩენი დაცვის მხარის საჩივრით, როცა ბრალდების მხარის საჩივარი არ არსებობს, დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას ბრალდებულის მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს.
7. ბრალდების მხარის საჩივრით განაჩენის გაუქმებისას გამომძიებელს, რომელიც დამატებით გამოძიებას ატარებს, და პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც ხელახლა განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლიათ განსასჯელის მდგომარეობა გააუარესონ მხოლოდ იმ საფუძვლით, რომელიც მითითებული იყო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მუხლი 541. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებანი
1. დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პროკურორსა და გამომძიებელს მისცეს სავალდებულო მითითებები საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივი გამოკვლევისა და კანონის დარღვევათა გამოსწორების უზრუნველსაყოფად.
2. ამ მითითებათა შესრულების შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო ხელახალი განხილვისას საქმეს წყვეტს თავისი შინაგანი რწმენითა და სამართალგაგებით.
7. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 541. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 542. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების მიქცევა აღსასრულებლად🔗
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა 609-610-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის საფუძველზედაც განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ განსასჯელი სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განაჩენის ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. პირის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ განკარგულება შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით.
1. (ამოღებულია).
2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა 602-606-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებული პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ მსჯავრდებული სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განაჩენის ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. პირის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ განკარგულება შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 543. სარევიზიო საწყისი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობაში🔗
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივრებში მოყვანილი დასკვნებით და ვალდებულია საქმე შეამოწმოს სრული მოცულობით, მათ შორის, იმ განსასჯელთა მიმართაც, რომლებსაც არ შეუტანიათ საჩივრები. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს განსასჯელთა სასარგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მათი მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს თავიანთ საჩივრებში ამის შესახებ არ უთხოვიათ.
2. სარევიზიო წესით საქმის განხილვა არ გამორიცხავს იმ განსასჯელის სააპელაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც გაუშვა გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივრებში მოყვანილი დასკვნებით და ვალდებულია საქმე შეამოწმოს სრული მოცულობით, მათ შორის, იმ მსჯავრდებულთა მიმართაც, რომლებსაც არ შეუტანიათ საჩივრები. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს მსჯავრდებულთა სასარგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მათი მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს თავიანთ საჩივრებში ამის შესახებ არ უთხოვიათ.
2. სარევიზიო წესით საქმის განხილვა არ გამორიცხავს იმ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც გაუშვა გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 544. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებები მის დამრღვევთა მიმართ🔗
სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს მის დამრღვევთა მიმართ 456-ე და 209-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს მის დამრღვევთა მიმართ 456-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 545. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი🔗
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში მითითებულ ცნობებს.
კასაცია
მუხლი 546. საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები🔗
საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან 518-ე მუხლში მითითებული პირები.
მუხლი 547. საკასაციო გასაჩივრების საგანი
საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში და, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობაში იგულისხმება: სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევები, რომლებიც არ გამოუვლენია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ან რომლებიც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს; განსასჯელის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია ან სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის დროს სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენებისას დაშვებული შეცდომა; სასჯელის ისეთი სახის ან ზომის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება განსასჯელის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. თუ საკასაციო საჩივარში სადავოა განაჩენის არა მარტო კანონიერება, არამედ დასაბუთებულობაც, მას სააპელაციო წესით განიხილავენ.
მუხლი 548. სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვის სავალდებულოობა
საკასაციო საჩივრის განხილვა სავალდებულოა. საკასაციო საჩივრის განხილვისას მოქმედებს 520-ე მუხლით დადგენილი წესები, მაგრამ ახალი სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით არ ტარდება.
[(ძალადაკარგულია ის
ნორმატიული
შინაარსი
,რომელიც
უგულებელყოფს
გამართლებულის
მიერ
განაჩენის
საკასაციო წესით
გასაჩივრების
შესაძლებლობას)]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/3/601 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
მუხლი 547. საკასაციო წესით გასაჩივრების საგანი🔗
1. საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენის, განჩინებისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობაში იგულისხმება: სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევა, რომელიც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ან რომელიც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს; მსჯავრდებულის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია ან სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის დროს სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენებისას დაშვებული შეცდომა; სასჯელის ისეთი სახის ან ზომის გამოყენება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
2. საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 548. (

მუხლი 549. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო🔗
1. რაიონული (საქალაქო), სააპელაციო საოლქო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე საკასაციო საჩივრებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 3 მოსამართლის შემადგენლობით.
2. თუ საკასაციო საჩივარში სადავოა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების არა მარტო კანონიერება, არამედ დასაბუთებულობაც, საქმე სააპელაციო წესით განსახილველად ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს.
3. თუ საკასაციო საჩივარში სადავოა საოლქო სასამართლოს განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების არა მარტო კანონიერება, არამედ დასაბუთებულობაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატა საჩივარს საქმესთან ერთად განსჯადობის მიხედვით გადაუგზავნის განსახილველად სააპელაციო სასამართლოს 519-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს განსახილველად მიიღოს ისეთი საჩივარი, რომელიც მხოლოდ სააპელაციო ხასიათისაა.
მუხლი 550. საკასაციო გასაჩივრების ვადები
საკასაციო გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებით მოქმედებს 523-ე მუხლის წესები.
მუხლი 551. საკასაციო საჩივრის შეტანა
1. საკასაციო საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით მოქმედებს 524-ე მუხლით დადგენილი წესები.
2. საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარს და მთლიანად საქმეს.
1. საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 3 მოსამართლის შემადგენლობით.
2. საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2260 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.304
მუხლი 550. საკასაციო გასაჩივრების ვადა🔗
1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში.
2. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.
3. საკასაციო საჩივრის ფოსტით, კავშირგაბმულობით და სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს.
4. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396
მუხლი 551. საკასაციო საჩივრის შეტანისა და განხილვის ვადები🔗
1. საკასაციო საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით მოქმედებს ამ კოდექსის 524-ე მუხლით დადგენილი წესები.
2. საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
მუხლი 552. საკასაციო საჩივარი🔗
1. საკასაციო საჩივარში აღინიშნება:
ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის საჩივარი;
ბ) მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც შეაქვს საჩივარი (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა);
გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, მისი გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი;
დ) მომჩივნის აზრით, რა სამართლებრივი საკითხები გადაწყდა არასწორად და რა ადასტურებს ამას;
ე) რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის უსამართლობა;
ვ) საპროცესო ნორმების რა მოთხოვნები დაირღვა და არსებითია თუ არა ეს დარღვევები;
ზ) დამატებით წარმოდგენილი მასალები;
თ) საჩივრის შესაგებლის კრიტიკა.
2. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლოს მოსამართლე კასატორს აძლევს დროს, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ხოლო თუ მომჩივანს უჭირს ამის გაკეთება, უნიშნავს მას დამცველს.
3. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.
ზ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.
2. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლოს მოსამართლე კასატორს აძლევს დროს 5 დღის ვადით, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ხოლო თუ მომჩივანს უჭირს ამის გაკეთება, უნიშნავს მას დამცველს.
თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3. კასატორს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.
4. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.
5. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
მუხლი 553. კერძო საკასაციო საჩივარი🔗
1. კერძო საკასაციო საჩივარი შეაქვთ პირველი ინსტანციის სასამართლოს ყველა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებულ კანონის დარღვევაზე, გარდა განაჩენისა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას გამოტანილი განჩინებები და დადგენილებები, რომელთაც არა აქვთ შემაჯამებელი ხასიათი, შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს განაჩენთან ერთად.
1. კერძო საკასაციო საჩივარი შეაქვთ
547-ე მუხლში მითითებული სასამართლოების
ყველა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებულ კანონის დარღვევაზე, გარდა განაჩენისა.
2.
547-ე მუხლში მითითებული სასამართლოების
მიერ საქმის განხილვისას გამოტანილი განჩინებები და დადგენილებები, რომელთაც არა აქვთ შემაჯამებელი ხასიათი, შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს განაჩენთან ერთად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 554. დამატებითი საკასაციო საჩივარი🔗
დამატებითი საკასაციო საჩივარი, 526-ე მუხლით დადგენილი წესით, შეაქვთ მხოლოდ სამართლის საკითხებზე.
მუხლი 555. საკასაციო საჩივრის შესაგებელი🔗
საკასაციო საჩივრის შესაგებელს მხარეები აყენებენ 527-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 556. საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ვადა
საკასაციო ინსტანციაში საქმე განხილება 528-ე მუხლით განსაზღვრულ ვადებში.
მუხლი 5551. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება🔗
1. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ კოდექსის 552-ე მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამავე კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს სასამართლო წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს მხარეებს, ხოლო თუ დაუშვებლად ცნობილია პროკურორის საკასაციო საჩივარი – აგრეთვე ზემდგომ პროკურორს.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 556. (
ამოღებულ
ია)
საკასაციო ინსტანციაში საქმე განხილება 551-ე მუხლით განსაზღვრულ ვადებში.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
მუხლი 557. საქმის მოსასმენად მომზადება🔗
საკასაციო სასამართლოში მოსასმენად საქმე მზადდება 530-ე მუხლით დადგენილი წესებით.
საკასაციო სასამართლოში მოსასმენად საქმე მზადდება 530-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესებით.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
მუხლი 558. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი🔗
1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობენ 531-ე მუხლის პირველ ოთხ ნაწილში მითითებული პირები.
2. მოწმეთა გამოძახება და დაკითხვა, ექსპერტიზის ჩატარება და მტკიცებულებათა გამოსაკვლევად სხვა სასამართლო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით ან – გამონაკლისის სახით – სასამართლოს ინიციატივით.
მუხლი 559. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი
საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი ტარდება 457-469-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობენ 531-ე მუხლის პირველ ოთხ ნაწილში მითითებული პირები, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული – მისი შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73
მუხლი 559. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 560. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრებისა და საქმის განხილვის წესი🔗
1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივრებისა და საქმის განხილვა იწყება 533-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესებით.
2. მოსამართლის მოხსენებისა და მომჩივნის გამოსვლის შემდეგ საჩივრისა და განაჩენის შესახებ თავის მოსაზრებებს აყალიბებს მომჩივანი მხარის სხვა წარმომადგენელი.
3. შემდეგ თავიანთ მოსაზრებებს აყალიბებს მომჩივნის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. გამოსვლების თანამიმდევრობას ისინი თავად განსაზღვრავენ, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში თანამიმდევრობას განსაზღვრავს სასამართლო.
4. თუ სასამართლოში გამოძახებულია მოწმე და ექსპერტი, ამ პირთა ჩვენებებს (დასკვნებს) წარმოადგენს მათი გამომძახებელი მხარე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს ჩაატაროს ჯვარედინი დაკითხვა, რის შემდეგაც გამომძახებელ მხარეს შეუძლია ჩაატაროს ხელახალი დაკითხვა. მტკიცებულებებს წარმოადგენს ჯერ ბრალდების მხარე. სასამართლოს ნებართვით და ორივე მხარის თანხმობით შეიძლება დაკითხონ განსასჯელი და დაზარალებული, საჯაროდ წაიკითხონ განსასჯელთა, დაზარალებულთა, მოწმეთა ჩვენებები, წინასწარი გამოძიებისას და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული ექსპერტთა დასკვნები, აგრეთვე ახალი მასალები.
5. თუ ჩატარდა მტკიცებულებათა ნაწილობრივი გამოკვლევა, მხარეები გამოდიან სასამართლო კამათში, ხოლო განსასჯელი წარმოთქვამს საბოლოო სიტყვას 489-492-ე მუხლებით დადგენილი წესებით. დაცვის მხარე ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარის შემდეგ გამოდის.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 561. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სახეები🔗
1. განსასჯელის საბოლოო სიტყვის შემდეგ, ხოლო თუ მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, – დამცველის გამოსვლის შემდეგ, სასამართლო გადის სათათბირო ოთახში განჩინების ან განაჩენის გამოსატანად.
2. საკასაციო ინსტანცია განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაჩენს უცვლელად ტოვებს, ხოლო საჩივრებს – დაუკმაყოფილებლად;
ბ) აუქმებს განაჩენს და საქმეს გზავნის დამატებითი გამოძიებისა თუ ხელახალი სასამართლო განხილვისათვის;
1. საკასაციო ინსტანცია განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაჩენს ან განჩინებას უცვლელად ტოვებს, ხოლო საჩივრებს – დაუკმაყოფილებლად;
ბ) აუქმებს განაჩენს და საქმეს გზავნის ახალი სასამართლო განხილვისათვის;
გ) აუქმებს განაჩენს და წყვეტს საქმეს;
დ) ცვლის განაჩენს განსასჯელის სასიკეთოდ.
3. თუ განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში, რომელთაგან თითოეული კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და შეიძლება ცალკე იქნეს განხილული, საკასაციო ინსტანციას შეუძლია გააუქმოს განაჩენი და გაგზავნოს საქმე დამატებითი გამოძიებისა თუ ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ერთი ან რამდენიმე ბრალდების ნაწილში და უცვლელად დატოვოს დანარჩენ ნაწილში.
4. განაჩენის შეცვლისას სასამართლოს უფლება აქვს გამორიცხოს ბრალდების ის ნაწილები ან ეპიზოდები, ანდა ის გარემოებები, რომლებიც ამძიმებენ ბრალდებულის პასუხისმგებლობას.
5. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გაუქმებისას საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცემა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
6. თუ განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დროს ვერ დადგინდა დანაშაულის შემთხვევა ან ვერ დამტკიცდა განსასჯელის მონაწილეობა დანაშაულში, საკასაციო განჩინებაში აღინიშნება, რომ სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვა.
7. სხვა საფუძვლით განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის დროს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება, რომ სარჩელი არ განიხილება.
8. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს, თუ არსებობს 503-ე მუხლში აღნიშნული პირობები. თუ იგი ქმედებას აკვალიფიცირებს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლით, იყენებს უფრო მკაცრ სასჯელს ან სხვაგვარად აუარესებს განსასჯელის მდგომარეობას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე.
9. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ესა თუ ის სამართლებრივი საკითხი სწორად არ გადაწყვეტილა.
დ) ცვლის განაჩენს მსჯავრდებულის სასიკეთოდ;
ე) აუქმებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენს ან განჩინებას.
2. თუ განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში, რომელთაგან თითოეული კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და შეიძლება ცალკე იქნეს განხილული, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გააუქმოს განაჩენი და გაგზავნოს საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ერთი ან რამდენიმე ბრალდების ნაწილში და უცვლელად დატოვოს დანარჩენ ნაწილში.
3. განაჩენის შეცვლისას სასამართლოს უფლება აქვს გამორიცხოს ბრალდების ის ნაწილები ან ეპიზოდები, ანდა ის გარემოებები, რომლებიც ამძიმებენ ბრალდებულის პასუხისმგებლობას.
4. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გაუქმებისას საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცემა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
5. თუ განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს ვერ დადგინდა დანაშაულის შემთხვევა ან ვერ დამტკიცდა განსასჯელის მონაწილეობა დანაშაულში, საკასაციო განჩინებაში აღინიშნება, რომ სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვა.
6. სხვა საფუძვლით განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება, რომ სარჩელი არ განიხილება.
7. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 562. საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველი🔗
1. საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველია:
საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველია:
ა) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა;
ბ) სისხლის სამართლის ან სხვა მატერიალური სამართლის კანონის არასწორი გამოყენება;
გ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა განსასჯელის ქმედების სიმძიმესთან და პიროვნებასთან.
2. თუ საკასაციო ინსტანციამ გამოაცხადა, რომ იგი საქმეს სააპელაციო წესით განიხილავს, მას შეუძლია გააუქმოს ან შეცვალოს განაჩენი 537-ე მუხლში მითითებული საფუძვლით.
გ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესთან და პიროვნებასთან.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 563. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები🔗
1. არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.
2. განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ:
ა) წინასწარი გამოძიება ან სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას;
ბ) განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს;
გ) კანონით სავალდებულო ექსპერტიზა არ ჩატარებულა;
გ) (ამოღებულია);
დ) ბრალდებული ან მისი დამცველი საქმის ყველა მასალის გაცნობის უფლებით არ იქნენ უზრუნველყოფილი;
ე) ბრალდებული სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით;
ე) განსასჯელი სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით;
ვ) საქმე გამოიძიეს ან განიხილეს დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო;
ზ) დაირღვა ბრალდებულის მშობლიური ენით სარგებლობის უფლება;
ზ) დაირღვა ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის უფლება, ისარგებლოს მშობლიური ენით ან სხვა ენით, რომელიც მან იცის;
თ) დაირღვა განსჯადობის წესები;
ი) საქმე განიხილეს განსასჯელის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება სავალდებულოა;
კ) განსასჯელს არ მისცეს საბოლოო სიტყვა;
ი) საქმე განიხილეს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება სავალდებულოა;
კ) მსჯავრდებულს არ მისცეს საბოლოო სიტყვა;
ლ) განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;
მ) დაირღვა მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება;
ნ) საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი;
ო) დაშვებულია სისხლის სამართლის კანონის სხვა არსებითი დარღვევები.
ო) განაჩენზე რომელიმე მოსამართლეს არ მოუწერია ხელი, გარდა 506-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
3. გამამართლებელი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, თუ დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 564. სისხლის სამართლის ან სხვა მატერიალური კანონის არასწორი გამოყენება🔗
კანონი არასწორად გამოიყენება, როცა სასამართლო:
ა) არ იყენებს კანონს, რომელიც უნდა გამოეყენებინა;
ბ) იყენებს კანონს, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;
გ) სწორად არ განმარტავს კანონს.
მუხლი 565. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა განსასჯელის ქმედების სიმძიმესთან და პიროვნებასთან
განსასჯელის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა.
მუხლი 566. შებრუნება საუარესოდ
1. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გააფართოოს ბრალდების მოცულობა, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს განსასჯელის საზიანო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება განსასჯელის, დამცველის, განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.
2. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ სასამართლოს სხვა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები.
3. საკასაციო ინსტანციას უფლება აქვს გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა, გაამკაცროს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში განსასჯელის ყოფნის რეჟიმი, გადაწყვიტოს სხვა სამართლებრივი საკითხები განსასჯელის საზიანოდ, თუ არსებობს შემდეგი პირობების ერთობლიობა:
ა) პროკურორმა, დაზარალებულმა ან ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვს შეცვალონ განაჩენი განსასჯელის საზიანოდ;
ბ) ბრალდება, რომლის აღდგენასაც ითხოვს ბრალდების მხარის წარმომადგენელი, წაყენებულია წინასწარი გამოძიების დროს და მომჩივანი მას მხარს უჭერდა პირველი ინსტანციის სასამართლოში;
გ) ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის, სამოქალაქო სარჩელის შეცვლა განსასჯელის საზიანოდ და მისი მდგომარეობის სხვაგვარად გაუარესება დასაშვებია მხოლოდ იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას განსასჯელის მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.
5. ქმედების კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის განსასჯელის საუარესოდ შეცვლისას საკასაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს დაუნიშნოს განსასჯელს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. დაუშვებელია განსასჯელის მდგომარეობის გაუარესება იმ საფუძვლით, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროცესის მონაწილეების საკასაციო საჩივრებში არ არის აღნიშნული.
7. თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლომ განაჩენი გააუქმა დაცვის მხარის საჩივრის საფუძველზე, ხოლო ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია, საქმის დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას დაუშვებელია ბრალდებულის მდგომარეობის გაუარესება.
8. ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე განაჩენის გაუქმებისას დამატებითი გამოძიების მწარმოებელ გამომძიებელსა და სისხლის სამართლის საქმის ხელახლა განმხილველ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეუძლიათ გააუარესონ განსასჯელის მდგომარეობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროცესის მონაწილეების საკასაციო საჩივრებსა და საკასაციო ინსტანციის განჩინებაშია მითითებული.
მუხლი 565. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესთან და პიროვნებასთან🔗
მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 566. საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა🔗
1. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები, გააფართოოს ბრალდების მოცულობა, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს მსჯავრდებულის საზიანო სხვა გადაწყვეტილება.
2. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოტივით გააუქმოს სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს ხელახალი სასამართლო განხილვისათვის, თუ დაცული არ არის ამ კოდექსის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 567. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობის სარევიზიო საწყისი🔗
1. საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნებით და ვალდებულია საქმე სრული მოცულობით შეამოწმოს, მათ შორის იმ განსასჯელთა მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ. ამასთან, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება განსასჯელის სასარგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მისი მდგომარეობა, თუ ეს ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს თავიანთ საჩივრებში არ უთხოვიათ.
2. სარევიზიო წესით საქმის შემოწმება არ გამორიცხავს ერთ-ერთი განსასჯელის საკასაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც გასაჩივრების ვადა გააცდინა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.
1. საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნებით და ვალდებულია საქმე სრული მოცულობით შეამოწმოს, მათ შორის იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ. ამასთან, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მისი მდგომარეობა.
2. სარევიზიო წესით საქმის შემოწმება არ გამორიცხავს იმ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც გასაჩივრების ვადა გააცდინა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
მუხლი 568. საკასაციო განჩინების შინაარსი🔗
1. საკასაციო განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;
ბ) განჩინების გამომტანი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის მონაწილე პირები;
გ) საჩივრის შემტანი პირი;
დ) განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, რომელზედაც შეტანილია საჩივარი;
ე) საჩივრის არსი და შესაგებელი, საკასაციო სხდომის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტების მოკლე შინაარსი.
2. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განჩინებაში უნდა აღინიშნოს საფუძველი, რის გამოც საჩივრის დასკვნები არასწორად ან არაარსებითად არის მიჩნეული.
3. თუ განაჩენი გაუქმდა ან შეიცვალა, განჩინებაში უნდა აღინიშნოს, კანონის რომელი მუხლის მოთხოვნები დაირღვა და რაში გამოიხატა ეს დარღვევები.
4. დანაშაულის შემთხვევის ან შემადგენლობის არარსებობისას, აგრეთვე მაშინ, როდესაც დანაშაულში განსასჯელი არ მონაწილეობდა, დაუშვებელია განაჩენის გაუქმების ან საქმის შეწყვეტის განჩინებაში ისეთ ფორმულირებათა შეტანა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ იმ პირის უდანაშაულობას, რომლის მიმართაც წყდება საქმე.
მუხლი 569. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი
საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მისი გამოტანის დრო და ადგილი;
ბ) განაჩენის გამომტანი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა;
გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მონაწილე პირები;
დ) საჩივრის შემტანი პირი;
ე) საჩივრის არსი და შესაგებელი;
ვ) საკასაციო ინსტანციის სასამართლო სხდომაში პროცესის მონაწილეთა პოზიციები;
ზ) პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის იმ დებულებათა შინაარსი, რომლებზედაც შეტანილია საჩივარი, ხოლო საჩივარზე თანხმობის შემთხვევაში – მათი დასაბუთებული კრიტიკა;
თ) პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციულობის დადასტურება;
ი) მოტივირებული გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის იმ სამართლებრივ დებულებათა გაუქმების შესახებ, რომლებიც არასწორადაა მიჩნეული;
კ) მოტივირებული გადაწყვეტილება უფრო მძიმე დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის რეჟიმის გამკაცრებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ;
ლ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ, სასჯელი, რომელიც დაუნიშნეს განსასჯელს ბრალდების ყოველი პუნქტისა და ბრალდებათა ერთობლიობის მიხედვით, სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელი თანხა, სხვა სამართლებრივი საკითხები, რომელთა გამოც საკასაციო ინსტანცია პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაეთანხმა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 569. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება განაჩენის გაუქმებისას ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას🔗
დანაშაულის შემთხვევის ან ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობისას, აგრეთვე მაშინ, როდესაც განსასჯელი არ მონაწილეობდა დანაშაულში, დაუშვებელია განაჩენის გაუქმების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ისეთ ფორმულირებათა შეტანა, რომლებიც საეჭვოს ხდის იმ პირის უდანაშაულობას, რომლის მიმართაც წყდება საქმე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 570. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებანი🔗
1. დამატებითი გამოძიებისათვის ან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას საკასაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს მისცეს გამომძიებელს, პროკურორსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს სავალდებულო მითითებები, რომელთა მიზანიცაა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაშვებული ხარვეზების შევსება და სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება.
2. მითითებათა შესრულების შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებენ თავისი შინაგანი რწმენით და სამართალგაგებით.
მუხლი 571. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის და განჩინების მიქცევა აღსასრულებლად
1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ან განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარევიზიო წესით.
2. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და განჩინება აღსასრულებლად მიიქცევა 602-606-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
3. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზედაც განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ განსასჯელი სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განჩინების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. განკარგულება პატიმრობიდან პირის განთავისუფლების შესახებ შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით.
1. ხელახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას საკასაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს მისცეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს სავალდებულო მითითებები, რომელთა მიზანია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაშვებული ხარვეზების შევსება და სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება.
2. მითითებათა შესრულების შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოები გადაწყვეტილებას იღებენ თავისი შინაგანი რწმენით და სამართალგაგებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 571. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინების მიქცევა აღსასრულებლად🔗
1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში
593-601-ე მუხლებით დადგენილი წესით
.
2. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება აღსასრულებლად მიიქცევა 602-606-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
3. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებული პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ მსჯავრდებული სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განჩინების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. განკარგულება პატიმრობიდან პირის განთავისუფლების შესახებ შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
მუხლი 572. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებები დამრღვევთა წინააღმდეგ🔗
საკასაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს მის დამრღვევთა წინააღმდეგ 456-ე და 209-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს მის დამრღვევთა წინააღმდეგ 456-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
მუხლი 573. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი🔗
საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში მითითებულ ცნობებს.
რევიზია
მუხლი 574. რევიზიის წესით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სუბიექტები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციით დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზიის წესით გასაჩივრების უფლება აქვს მხარის სტატუსის მქონე პროცესის ყველა მონაწილეს.
მუხლი 575. რევიზიის წესით გასაჩივრების საგანი
რევიზიის წესით შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციით დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, განჩინება და ამ სასამართლოს ყველა ადრინდელი გადაწყვეტილება, თუ ისინი არ გასაჩივრებულა საკასაციო წესით.
მუხლი 576. სასამართლო, რომელიც საჩივარს განიხილავს რევიზიის წესით
საჩივარს რევიზიის წესით განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა არანაკლებ 3 მოსამართლის შემადგენლობით.
მუხლი 577. კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გასაჩივრების ვადები
1. მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განაჩენის გასაჩივრება ვადით არ იზღუდება.
2. განაჩენის გასაჩივრება ისეთი მოტივით, რომელიც მსჯავრდებულის (გამართლებულის) მდგომარეობის გაუარესებას ითვალისწინებს, დასაშვებია მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 578. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი
განაჩენი შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რევიზიის წესით, თუ არსებობს 562-ე მუხლით გათვალისწინებული გაუქმების ან შეცვლის საკასაციო საფუძველი.
მუხლი 579. საჩივრის შეტანის წესი
1. კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, განჩინებასა და ყველა ადრინდელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში.
2. საჩივარს შეიძლება დაერთოს დოკუმენტები და სხვა მასალები, რომლებიც მომჩივნის დასკვნებს ადასტურებს.
მუხლი 580. საჩივრის შეტანის შედეგები
კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განაჩენზე, განჩინებასა და სხვა გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა არ აჩერებს მის აღსრულებას.
მუხლი 581. საჩივრის განხილვა საზედამხედველო პალატაში
1. საზედამხედველო პალატა შემოსული საჩივრის საფუძველზე გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც პალატის თავმჯდომარის დავალებით წინასწარ შეისწავლის პალატის ერთ-ერთი მოსამართლე.
2. მოსამართლე, რომელმაც შეისწავლა სისხლის სამართლის საქმე და სხვა მასალები არა უგვიანეს ერთი თვისა საზედამხედველო პალატაში საჩივრის შემოსვლის დღიდან, პალატის შემადგენლობას მოახსენებს საქმის შინაარსსა და საჩივრის მოტივებს. საქმის მოსმენა ტარდება საზედამხედველო პალატის დახურულ სხდომაზე, რომელსაც ნიშნავს პალატის თავმჯდომარე.
3. საქმის მოსმენის შემდეგ პალატა მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:
ა) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმისათვის შუამდგომლობის მიმართვის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის საფუძვლის არარსებობის შესახებ.
4. საზედამხედველო პალატის დასკვნა განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის საფუძვლის არარსებობის შესახებ საბოლოოა.
5. პალატის მიერ გამოტანილ დასკვნას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე, ხოლო შუამდგომლობას – პალატის თავმჯდომარე.
6. საკითხის გადაწყვეტისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ შეტანილი საჩივარი ითვლება უარყოფილად, ხოლო დაცვის მხარისა – დაკმაყოფილებულად.
7. პალატაში საკითხის გადაწყვეტისას თუ რომელიმე მოსამართლე არ ეთანხმება უმრავლესობას, მას უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
8. საჩივრის უარყოფის შესახებ მიღებული დასკვნის ასლი უნდა გადაეგზავნოს საჩივრის შემომტან პირს არა უგვიანეს 10 დღისა.
9. საზედამხედველო პალატის თავმჯდომარე შუამდგომლობას საქმის ყველა სხვა მასალასთან ერთად დასკვნის გამოტანიდან 10 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს.
მუხლი 582. საქმის მომზადება საქართველოს უზენაეს სასამართლოს პლენუმზე განსახილველად
1. შუამდგომლობისა და საქმის მასალების მიღების შემდეგ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მდივანი იღებს ზომებს პლენუმის სხდომაზე განსახილველად საქმის მოსამზადებლად.
2. საქმე განიხილება პლენუმის უახლოეს სხდომაზე, მაგრამ შუამდგომლობის შეტანიდან არა უადრეს ერთი თვისა.
3. პლენუმის სხდომაზე საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღისა პლენუმის მდივანი ბრალდების მხარეს, მსჯავრდებულს (გამართლებულს), დაზარალებულს, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეში მხარის სტატუსის მქონე სხვა პირებს აცნობებს პლენუმზე საქმის განხილვის დროსა და ადგილს.
4. საჭიროების შემთხვევაში პლენუმის სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობისათვის შეიძლება გამოიძახონ მოწმეები, ექსპერტები და სხვა პირები.
მუხლი 583. საჩივარი რევიზიის წესით საქმის გადასინჯვის შესახებ
თუ რევიზიის წესით საქმის გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეტანილია სააპელაციო საფუძვლით, იგი უნდა შეესაბამებოდეს 529-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს, ხოლო თუ იგი შეტანილია საკასაციო საფუძვლით, – 552-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს.
მუხლი 584. რევიზიის წესით საქმის განხილვის მონაწილენი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
3. მხარეს უფლება აქვს წარმოადგინოს თავისი შესაგებელი, პლენუმის დაწყებამდე არა უგვიანეს 14 დღისა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარეს.
მუხლი 585. სისხლის სამართლის საქმის განხილვა რევიზიის წესით
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რა საქმეს ისმენენ, ამოწმებს, ესწრებიან თუ არა პროცესის მონაწილენი, ისმენს განცხადებას მოსამართლეების, პროკურორის, სხდომის მდივნის, თარჯიმნის, ექსპერტის აცილების შესახებ. აცილების თაობაზე საკითხი წყდება მოსამართლეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
2. შემდეგ მოხსენებით გამოდის საზედამხედველო პალატის თავმჯდომარე ან, მისი დავალებით, ამ პალატის მოსამართლე, რომელმაც საქმე შეისწავლა. მომხსენებელი აყალიბებს საქმის არსს, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ძირითად შინაარსს, მომჩივნის მოთხოვნას, პროცესის სხვა მონაწილის შესაგებლის შინაარსს. მომხსენებელი აქვეყნებს საზედამხედველო პალატის დასკვნას, ამასთან, მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს ფაქტობრივ გარემოებებსა და საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევებს, თუ ისინი არ შეიძლება განიმარტოს მსჯავრდებულის (გამართლებულის) საზიანოდ. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს მსჯავრდებულის (გამართლებულის) ბრალეულობის, აგრეთვე განაჩენის კანონიერებისა თუ საფუძვლიანობის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან.
3. მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ დაუსვან კითხვები მომხსენებელს. კითხვებს ჯერ სვამს ბრალდების მხარე.
4. მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის მომჩივანი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და აყალიბებს საჩივრის დამადასტურებელ დასკვნებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ მომჩივანს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.
5. მომჩივნის, მისი დამცველის ან წარმომადგენლის შემდეგ თავიანთ დასკვნებს აყალიბებენ ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროცესის მონაწილენი. გამოსვლების თანამიმდევრობას თავად ისინი განსაზღვრავენ, ხოლო თუ ვერ შეთანხმდნენ, მას სასამართლო განსაზღვრავს.
6. ბოლოს გამოდიან დაცვის მხარის წარმომადგენელი პროცესის მონაწილენი.
7. მხარეებს უფლება აქვთ პლენუმზე საქმის განხილვისას წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
8. თუ მოწვეულნი არიან მოწმეები, ექსპერტები და სპეციალისტები, მათ დაკითხვას, ხოლო თუ საჭიროა – მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის დაკითხვას ატარებს მათი გამომძახებელი მხარე გამოსვლის პროცესში ან მისი დამთავრებისთანავე. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს ჩაატაროს ჯვარედინი დაკითხვა, ხოლო გამომძახებელ მხარეს – განმეორებითი დაკითხვა (ხელახლა დაკითხვა). ბოლოს კითხვებს სვამენ მოსამართლენი.
9. მხარეთა გამოსვლების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი იღებს დადგენილებას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ხელმძღვანელობს ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპითა და მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოების წესით.
11. მოსამართლეთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ შეტანილი საჩივარი ითვლება უარყოფილად, ხოლო დაცვის მხარისა – დაკმაყოფილებულად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებას ხელს აწერენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პლენუმის მდივანი, რის შემდეგაც მას საჯაროდ კითხულობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
13. მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება დადგენილებას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი დადგენილების გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში. მოსამართლის განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს.
მუხლი 586. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
1. სარევიზიო ინსტანციის სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას ტოვებს უცვლელად, ხოლო საჩივარს – დაუკმაყოფილებლად;
ბ) აუქმებს განაჩენს, აგრეთვე ყველა შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებას და საქმეს გზავნის დამატებითი გამოძიებისათვის ან ხელახლა სასამართლო განხილვისათვის;
გ) აუქმებს განაჩენს, ყველა შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებას და წყვეტს საქმეს;
დ) აუქმებს განჩინებას ან განაჩენს, რომელიც გამოტანილია სააპელაციო წესით და ძალაში ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს;
ე) ცვლილება შეაქვს განაჩენში ან შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებებში.
2. სასამართლოს, რომელიც რევიზიის წესით განიხილავს საქმეს, უფლება არა აქვს დაადგინოს ან დამტკიცებულად მიიჩნიოს ფაქტები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს ან საქმის სააპელაციო წესით განხილვისას განხილვის საგანი არ ყოფილა.
მუხლი 587. შებრუნება საუარესოდ
1. სარევიზიო ინსტანციას უფლება არა აქვს მიიღოს საჩივრის შემტანი პირისათვის საუარესო გადაწყვეტილება, თუ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს საჩივარი არ შეუტანიათ.
2. სარევიზიო ინსტანციას უფლება არა აქვს გააუარესოს მსჯავრდებულის ან გამართლებულის მდგომარეობა, თუ განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულია უსაფუძვლობის მოტივით.
3. სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების უსაფუძვლობის გამო პროცესში ბრალდების მხარის წარმომადგენელი მონაწილის მიერ შეტანილ საჩივარს შეიძლება მოჰყვეს განაჩენის გაუქმება და დამატებითი გამოძიებისათვის ან ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნება, რომლის დროსაც ბრალდებულის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომელიც გამოიყენეს განაჩენის გასაუქმებლად.
4. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობის მოტივით შეტანილი საჩივრის რევიზიის წესით განხილვის შედეგად შეიძლება გამოიყენონ სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის უფრო მკაცრი რეჟიმი და შეიძლება გადაწყდეს სხვა სამართლებრივი საკითხები მსჯავრდებულის (გამართლებულის) საზიანოდ, თუ:
ა) თუ პროკურორმა, დაზარალებულმა ან ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ რევიზიის წესით შეიტანა საჩივარი განაჩენის შეცვლის თხოვნით;
ბ) იმავე საფუძველზე მომჩივანი მხარს უჭერდა ბრალდებას პირველი ინსტანციის სასამართლოში;
გ) სასამართლოს მიერ სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება დასაშვებია მხოლოდ იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც პირველი სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაადგინა.
5. მსჯავრდებულის საუარესოდ ქმედების კვალიფიკაციისას და სასჯელის შეცვლისას სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს დაუნიშნოს მას უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ დამატებითი გამოძიების ან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას მოქმედებს საუარესოდ შებრუნების შესახებ 566-ე მუხლის მე-7-8 ნაწილებში და 570-ე მუხლში მითითებული წესები.
მუხლი 588. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის საქმიანობის სარევიზიო საწყისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი არ არის შეზღუდული საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნებით და ვალდებულია სრული მოცულობით შეამოწმოს საქმე, მათ შორის, იმ პირთა მიმართაც, რომლებსაც საჩივარი არ შეუტანიათ. ამასთან, პლენუმს უფლება არა აქვს მიიღოს დადგენილება, რომელიც გააუარესებს მომჩივნისა და მსჯავრდებულის (გამართლებულის) მდგომარეობას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია 566-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებში.
მუხლი 589. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს მითითებები
1. განაჩენისა თუ განჩინების გაუქმებისას და დამატებითი გამოძიებისათვის ან პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს უფლება აქვს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს მისცეს სავალდებულო მითითებანი წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის ხარვეზების შევსებისა და დაშვებული სამართლებრივი შეცდომების გასწორების თაობაზე.
2. პლენუმის მითითებათა შესრულების შემდეგ გამომძიებელი, პროკურორი, პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეს წყვეტენ თავიანთი შინაგანი რწმენით.
მუხლი 590. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს დადგენილების შინაარსი
1. უსაფუძვლობის მოტივით განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილება უნდა შეიცავდეს 537-ე მუხლში მითითებულ მონაცემებს.
2. არაკანონიერების მოტივით განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში პლენუმის დადგენილება უნდა შეიცავდეს 568-ე მუხლში მითითებულ მონაცემებს.
მუხლი 591. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებანი მისი დამრღვევის წინააღმდეგ
სარევიზიო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს მისი დამრღვევის წინააღმდეგ 209-ე და 456-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 592. სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი
სარევიზიო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში მითითებულ მონაცემებს.
(ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 574. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 575. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 576. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 577. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 578. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 579. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 580. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 581. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 582. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 583. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 584. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 585. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 586. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 587. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 588. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 589. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 590. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 591. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 592. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
მუხლი 593. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა სახეები და მათი დამოწმების ხერხები
1. განაჩენი და შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ არსებობს ფაქტობრივი ან სამართლებრივი ხასიათის ახლად გამოვლენილი ან ახლად აღმოჩენილი გარემოებანი.
2. ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა, შემდეგია:
ა) დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენება, ექსპერტის არასწორი დასკვნა, არასწორი თარგმანი, სასამართლო სხდომის ოქმის გაყალბება, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით;
ბ) დაზარალებულის ან მოწმის ჩვენებების, ექსპერტის დასკვნის, თარგმანის მცდარობა, რაც გამოვლინდა კანონიერ ძალაში განაჩენის შესვლის შემდეგ;
გ) ყალბი ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს;
დ) მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევის დანაშაულებრივი ქმედებანი, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით;
ე) გარემოებანი, რომლებიც არ შეიძლებოდა სცოდნოდა სასამართლოს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას;
ვ) გარემოებანი, რომლებიც მიუთითებენ დაშვებულ სასამართლო შეცდომაზე, რომელმაც თავი იჩინა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
3. სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია კანონიერ ძალაში შესული უკანონო ან დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა, შემდეგია:
განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 593. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა სახეები🔗
1. განაჩენი და შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ არსებობს ფაქტობრივი ან სამართლებრივი ხასიათის ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებანი.
2. ახლად აღმოჩენილია ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
ა) როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მოწმის ჩვენება ან ექსპერტის დასკვნა, აგრეთვე ყალბია სხვა მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენს ან განჩინებას;
ბ) როცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია მოსამართლის, გამომძიებლის ან პროკურორის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა ამ საქმის განხილვის დროს;
გ) სხვა გარემოება, რომელიც განაჩენის ან განჩინების გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ან იმ პირის ბრალეულობას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
დ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
გ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს, კანონის სხვა არსებით დარღვევებს, რომლებმაც შეაპირობეს უკანონო ან დაუსაბუთებელი განაჩენის დადგენა, თუ ეს გარემოებები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ გამოძიების მეშვეობით.
4. თუ შეუძლებელია განაჩენის გამოტანა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირებისათვის, მათი გარდაცვალების, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის, ამნისტიის, შეწყალების ან იმის გამო, რომ ბრალდებულს არ შესრულებია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი, ახლად გამოვლენილი და ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობა უნდა დადასტურდეს არამარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით.
5. ახლად აღმოჩენილად მიიჩნევა გარემოებები, რომლებიც არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა განაჩენი ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, რადგან ისინი შემდეგ გამოვლინდა.
6. ახლად გამოვლენილად მიიჩნევა გარემოებები, რომლებიც არსებობდა უკანონო განაჩენის გამოტანის მომენტში, მაგრამ მის შესახებ არაფერი იცოდა სასამართლომ ან მოსამართლემ.
მუხლი 594. საჩივრის შეტანა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ
1. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში, თუ არის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი. საჩივარს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებში ანდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებათა დასამოწმებლად.
2. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ საქართველოს გენერალურ პროკურორთან აღნიშნულ გარემოებათა გამოძიების ჩასატარებლად, თუ არსებობს 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მსჯავრდებულს, მის დამცველს, მსჯავრდებულის ნათესავს და დაინტერესებულ პირებს (მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში).
4. სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არსებობას.
მუხლი 595. საჩივარი ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ
1. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ საჩივარი უნდა შეიცავდეს 552-ე მუხლში აღნიშნულ მონაცემებს, აგრეთვე დასკვნებს, რომლებიც ასაბუთებენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და (ან) შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობას.
2. საჩივარს უნდა დაერთოს საპროცესო ან სხვა დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების აუცილებლობას.
მუხლი 596. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრა და გამოძიება
1. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეტანილი საჩივრის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში გენერალური პროკურორი გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც საჩივარი შეეხება, აღძრავს წარმოებას საჩივრის გამო და გამოძიებას ავალებს პროკურორს ან გამომძიებელს.
ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 594. საჩივრის შეტანა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ🔗
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ:
ა) საქართველოს მთავარ პროკურორთან – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან – შესაბამისად ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი უშუალოდ შეაქვთ:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში შესაბამისად ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის ნათესავს, დამცველს ან სხვა დაინტერესებულ პირს.
4. სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 595. საჩივარი ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ🔗
1. ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ საჩივარი უნდა შეიცავდეს 552-ე მუხლში აღნიშნულ მონაცემებს, აგრეთვე დასკვნებს, რომლებიც ასაბუთებენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და (ან) შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობას.
2. საჩივარს უნდა დაერთოს საპროცესო ან სხვა დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების აუცილებლობას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 596. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრა და გამოძიება🔗
1. საქართველოს მთავარ პროკურორთან, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან შეტანილი საჩივრის საფუძველზე ქვემდგომი პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას. საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი აღძრავს წარმოებას და გამოძიებას ავალებს პროკურორს ან გამომძიებელს, ხოლო თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საფუძველი, პროკურორს ან გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. საჩივრის შემოწმება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გზით.
3. თუ ვერ დადგინდა საქმის გადასინჯვის საფუძველი, პროკურორი ან გამომძიებელი წყვეტს წარმოებას მოტივირებული დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი. დადგენილების ასლი ეგზავნება მომჩივანს, რომელსაც უფლება აქვს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში.
4. თუ დადგინდა საქმის გადასინჯვის შემაპირობებელი საფუძველი, რომელიც მითითებულია 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელმაც გამოძიება ჩაატარა, ადგენს მოტივირებულ დასკვნას ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. დასკვნაში აღინიშნება აგრეთვე:
3. თუ ვერ დადგინდა საქმის გადასინჯვის საფუძველი, პროკურორი ან გამომძიებელი წყვეტს წარმოებას მოტივირებული დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. დადგენილების ასლი ეგზავნება მომჩივანს, რომელსაც უფლება აქვს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
4. თუ დადგინდა საქმის გადასინჯვის შემაპირობებელი საფუძველი, რომელიც მითითებულია
593-ე მუხლის მე-2 ნაწილში
, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელმაც გამოძიება ჩაატარა, ადგენს მოტივირებულ დასკვნას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. დასკვნაში აღინიშნება აგრეთვე:
ა) დასკვნის შედგენის დრო და ადგილი;
ბ) გამოძიების ჩამტარებელი პირის გვარი და თანამდებობა;
გ) სისხლის სამართლის საქმის მონაცემები, რომელთა გადასინჯვასაც მოითხოვს მომჩივანი;
დ) გამოძიებით დადგენილი ახლად გამოვლენილი ან ახლად აღმოჩენილი გარემოებები;
დ) გამოძიებით დადგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოებები;
ე) ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები.
5. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი, რომელიც დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა საჩივრით მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს. საჩივართან ერთად პლენუმს გადაეცემა გამოძიების მასალები, გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე. გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ასეთი საჩივრით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს საკუთარი ინიციატივითაც სახელმწიფოსა და მოქალაქის კანონიერი ინტერესების დასაცავად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით განსახილველი სისხლის სამართლის საქმის თაობაზე მოხსენებით გამოდის საქართველოს გენერალური პროკურორი.
7. გენერალური პროკურორის მიერ შეტანილი საჩივრის გამო სამართალწარმოება და გადაწყვეტილების გამოტანა ხდება 582-592-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
მუხლი 597. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები
1. მსჯავრდებულის სასარგებლოდ ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვადით არ იფარგლება.
2. გამართლებულის ან მსჯავრდებულის საზიანოდ გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენისა და (ან) სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება დასაშვებია ერთი წლის მანძილზე იმ მომენტიდან, როცა პირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ან საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს თხოვნით, დაადგინონ ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არსებობა.
მუხლი 598. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის წინასწარი განხილვა
1. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით შეტანილ საჩივარს 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარ განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის მოსამართლე.
2. საჩივრის შესწავლის შემდეგ, საჩივრის შემოსვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის უარყოფის შესახებ, თუ იგი ეჭვქვეშ არ აყენებს გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას;
ბ) საქმის გამოთხოვის შესახებ, რომლის გადასინჯვასაც მოითხოვს მომჩივანი.
მუხლი 599. მოსამართლის მოქმედება საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
1. საჩივრის უარყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლეს, მისი მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, განსახილველად შეაქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში, რომელიც კოლეგიურად, არა ნაკლებ 3 მოსამართლის შემადგენლობით, 5 დღის ვადაში ადასტურებს ან უარყოფს მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
2. თუ საზედამხედველო პალატის კოლეგია დაეთანხმა მოსამართლის გადაწყვეტილებას საჩივრის უარყოფის შესახებ, კოლეგიის დადგენილებას მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა აცნობებენ მომჩივანს და განუმარტავენ, რომ იგი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3. თუ საჩივარი შეიცავს მონაცემებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ განაჩენსა და შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებას, მოსამართლე გამოითხოვს საქმეს და შეისწავლის მას. მოსამართლე ამოწმებს აგრეთვე იმ დოკუმენტების სარწმუნოობას, რომლებიც ადასტურებენ ახალ გარემოებათა გამოვლენას ან აღმოჩენას.
4. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში მოსამართლე ადგენს მოტივირებულ დასკვნას, რომელსაც საჩივართან, მასზე დართულ მასალებსა და სისხლის სამართლის საქმესთან ერთად განსახილველად გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას.
5. ამ მუხლის მე-3-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალწარმოება ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში ხორციელდება 581-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის დასკვნის შეტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე და მისი განხილვა წარმოებს 582-592-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
მუხლი 600. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი
ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებებათა არსებობისას განაჩენი ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება უქმდება საკასაციო წესით 562-ე მუხლით დადგენილ საფუძველზე.
მუხლი 601. წარმოება ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ
1. ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო წესით.
2. თუ განაჩენი ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება გაუქმებულია მსჯავრდებულის ან გამართლებულის, ანდა დამცველის საჩივრით, როცა არ არსებობს პროკურორის დასკვნა და ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროცესის სხვა მონაწილის საჩივარი, ხელახალი გამოძიებისა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს მომჩივნის მდგომარეობა არ შეიძლება გაუარესდეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ადრინდელ შემადგენლობას უფლება აქვს გადასინჯოს საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა დადგენისას.
5. ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ გარემოებათა არსებობის გამო საქმის გადასინჯვის შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, რომლებიც დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარდგინებით მიმართავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. წარდგინებასთან ერთად პალატას გადაეცემა გამოძიების მასალები, პროკურორის მიერ დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე.
6. საქართველოს მთავარ პროკურორს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უფლება აქვთ საკუთარი ინიციატივითაც წარდგინებით მიმართონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულ წარდგინებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდის პროკურორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინება განიხილება ამ კოდექსის 560-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 597. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის შეტანა🔗
593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მხარეს საჩივარი უშუალოდ შეაქვს:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი – ამ რესპუბლიკის საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 598. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში🔗
1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილ საჩივარს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე შესასწავლად გადასცემს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის წევრ ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც დაუყოვნებლივ გამოითხოვს იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის თაობაზედაც საჩივარი იქნა შეტანილი.
2. საქმის შესწავლის შემდეგ, საჩივრის შემოსვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა, მოსამართლე ადგენს დასკვნას და გამოთხოვილ საქმესთან ერთად განსახილველად წარუდგენს პრეზიდიუმს. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა ნიშნავს პრეზიდიუმის სხდომას საჩივრის არსებითად განხილვისათვის. პრეზიდიუმი საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით. პრეზიდიუმს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით, ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება და საჩივარი არ დაკმაყოფილდება.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილება მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა ეგზავნება მხარეს. მას უფლება აქვს აღნიშნული დადგენილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 599. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში🔗
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის, განჩინებისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილება 598-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
2. საჩივრის განხილვის შედეგად სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იღებს გადაწყვეტილებას 561-ე მუხლის შესაბამისად.
3. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე.
5. (ამოღებულია).
6. პალატაში საჩივრის განხილვისას მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. იგი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
7. გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს საჩივრის ავტორს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
მუხლი 600. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
მუხლი 601. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები🔗
1. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების მსჯავრდებულის სასარგებლოდ გასაჩივრების ვადა შეუზღუდავია.
2. გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამართლებულის ან მსჯავრდებულის საზიანოდ გასაჩივრება დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა პირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ან საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს შესაბამისად საჩივრით ან თხოვნით, დაადგინონ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
კარი მეთერთმეტე
სასამართლო განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება
სასამართლო განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა
მუხლი 602. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა🔗
1. განაჩენი, თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო ან საკასაციო გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის შეტანის შემთხვევაში, თუ განაჩენი არ გაუქმებულა, ეს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის ზემდგომი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღეს.
2. განაჩენი აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა.
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (დადგენილება), სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (განჩინება), ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.
2. (ამოღებულია).
3. სასამართლო განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზშივე ათავისუფლებს პატიმრობიდან:
ა) გამართლებულს;
ბ) მსჯავრდებულს სასჯელის დაუნიშნავად;
გ) მსჯავრდებულს სასჯელისაგან განთავისუფლებით;
დ) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა იმ ვადით, რომელიც არ აღემატება მისი დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დროს;
ე) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პირობით ან განაჩენის აღსრულების გადავადებით;
ვ) მსჯავრდებულს, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
მუხლი 603. განჩინებისა და მოსამართლის დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო კერძო საჩივრის შეტანის შემთხვევაში – ზემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდეგ.
2. საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში, რომელიც ეხება განსასჯელის პატიმრობიდან განთავისუფლებას.
3. სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გამოცხადებისთანავე კანონიერ ძალაში შედის.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 603. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 604. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი🔗
1. განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას მოსამართლე ან სასამართლოს თავმჯდომარე განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის იმ ორგანოს, რომელსაც ევალება განაჩენის აღსრულება. განაჩენის შეცვლის შემთხვევაში განაჩენის ასლს დაერთვის სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის განჩინების ასლი.
2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განაჩენის დამდგენ სასამართლოს აღსრულების შესახებ.
1. განაჩენის, განჩინების ან დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განკარგულებას მოსამართლე (სასამართლო) სასამართლო გადაწყვეტილების ასლებთან ერთად უგზავნის განაჩენის აღმსრულებელ ორგანოს.
2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო აღსრულების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოს.
3. თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის საპატიო, სამხედრო ან სპეციალური წოდების ანდა სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევას, სასამართლო განაჩენის ასლს უგზავნის ორგანოს, რომელმაც მსჯავრდებული დააჯილდოვა ანდა მიანიჭა მას საპატიო, სამხედრო ან სპეციალური წოდება.
4. დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი.
5. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება – თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი მზრუნველობისათვის გადასცეს შესაბამის დაწესებულებას, ნათესავებს ან სხვა პირებს, იგი ამის შესახებ აცნობებს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს, აგრეთვე მსჯავრდებულს.
6. მსჯავრდებულის უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონებისა და ბინის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სასამართლო აკისრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 605. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ🔗
1. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც მსჯავრდებულს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია სასამართლოს და მსჯავრდებულის ოჯახს შეატყობინოს, სად გაიგზავნა იგი სასჯელის მოსახდელად, ხოლო შემდგომ აცნობოს მათ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის შესახებ.
2. სასამართლოს ნებართვით, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის ნახვის უფლება აქვთ ახლო ნათესავებს, მსჯავრდებულის მეუღლესა და სხვა პირებს.
მუხლი 606. მსჯავრდებულის უფლებათა უზრუნველყოფა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე🔗
1. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსჯავრდებულის იმ უფლებათა სასამართლო დაცვა, რომლებიც დაკავშირებულია განაჩენის აღსასრულებლად მიქცევასა და აღსრულებასთან.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს განცხადებით: განაჩენის აღსრულების გადავადების, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ან გადავადების დროის გასვლის მიზეზით სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების, პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პირობების შეცვლისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ.
3. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლო განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში და მისცეს ჩვენება, წარმოადგინოს მტკიცებულება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გაეცნოს საქმის ყველა მასალას, შეიტანოს საჩივრები სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.
4. მსჯავრდებულს შეუძლია თავისი უფლებები განახორციელოს პირადად ან დამცველის დახმარებით. დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ სასამართლო განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ანდა არ იცის სამართალწარმოების ენა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება, რომლის გასაჩივრება არ დაიშვება, კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება დაუყოვნებლივ, მისი გამოტანის შემდეგ.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს განცხადებით: განაჩენის აღსრულების გადავადების, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის ასაკის ან გადავადების დროის გასვლის მიზეზით სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების, პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პირობების შეცვლისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ.
4. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლო განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში და მისცეს ჩვენება, წარმოადგინოს მტკიცებულება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გაეცნოს საქმის ყველა მასალას, შეიტანოს საჩივრები სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.
5. მსჯავრდებულს შეუძლია თავისი უფლებები განახორციელოს პირადად ან დამცველის დახმარებით. დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ სასამართლო განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ანდა არ იცის სამართალწარმოების ენა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115
მუხლი 6061. მსჯავრდებულის ძებნა🔗
1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღმასრულებლის ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნის შესახებ.
11. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.
2. მსჯავრდებულის წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) განჩინებით (დადგენილებით) წყვეტს დაკისებული სასჯელის უფრო მკაცრი სახის სასჯელით შეცვლის საკითხს, ხოლო პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში, სასამართლო წყვეტს პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმების საკითხს და შეუძლია დაადგინოს, რომ აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი ან მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაიგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.
3. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განხილვა წარმოებს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4957 - სსმ I, №24, 02.07.2007წ., მუხ.220
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №211 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.127
განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტა
მუხლი 607. განაჩენის აღსრულების გადავადება🔗
1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს სასამართლომ ამავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით (დადგენილებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) თუ მსჯავრდებული მძიმედ არის ავად, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;
ბ) თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა, – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე;
გ) თუ მსჯავრდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, – სანამ ბავშვი 2 წლის გახდება;
დ) როცა სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლომ შეიძლება გადაავადოს სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – დადგენილებით (განჩინებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) მსჯავრდებული დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;
ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე;
გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება;
დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
2. ჯარიმის გადახდა, თუ დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია, შეიძლება გადავადდეს ან განაწილვადდეს 6 თვემდე ვადით.
3. სამოქალაქო ნაწილში განაჩენის აღსრულების გადავადების ან განაწილვადების საკითხს სასამართლო წყვეტს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
4. საკითხს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების შესახებ სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის შუამდგომლობით.
მუხლი 608. ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება
1. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის დროს ქრონიკული ფსიქიკური ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, მსჯავრდებულის შუამდგომლობითა და სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს უფროსის წარდგინებით, საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლების შესახებ.
2. თუ სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლდა ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით დაავადებული მსჯავრდებული, სასამართლოს უფლება აქვს მის მიმართ გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება ანდა გადასცეს იგი სამეურვეოდ ჯანმრთელობის დაცვის ორგანოს ან ნათესავებს.
3. ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლებისას სასამართლოს უფლება აქვს გაათავისუფლოს იგი დამატებითი სასჯელისგანაც.
4. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის, ახლო ნათესავის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2271 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.321
მუხლი 608. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება🔗
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის ან, თუ იგი ფსიქიკურად დაავადებულია მისი კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან/და სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე სამედიცინო ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებული პირის მიმართ სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.
2. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლებისას სასამართლოს უფლება აქვს იგი დამატებითი სასჯელისგანაც გაათავისუფლოს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 609. იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება. განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება🔗
1. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, სასამართლო ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულების გადავადების გაუქმებასა და მსჯავრდებულის გაგზავნას თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად სასამართლო ახდენს იმ ორგანოს წარდგინებით, რომელსაც დაკისრებული აქვს სასჯელის აღსრულება.
2. სასამართლო თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულების გადავადებას აუქმებს და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად აგზავნის სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარდგინებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 610. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა🔗
1. სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით ცვლის სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით. მათ მიმართ, ვინც სასჯელს იხდის სადისციპლინო სამხედრო ნაწილში, სასამართლო იყენებს იმავე ღონისძიებას სადისციპლინო სამხედრო ნაწილის სარდლობის წარდგინებით. შუამდგომლობა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ სასამართლოში შეიძლება შეიტანოს აგრეთვე მსჯავრდებულმა, მისმა დამცველმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა.
2. სასამართლო მსჯავრდებულს რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის, მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.
3. თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, ამავე საკითხებზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
4. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს გარკვეული მოვალეობა: უნებართვოდ არ გამოიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არ გამოჩნდეს გარკვეულ ადგილებში, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული დაავადებისაგან მკურნალობის კურსი, მატერიალური დახმარება გაუწიოს ოჯახს, შეასრულოს სხვა მოვალეობები, რომლებიც მოწმობს მის გამოსწორებას.
5. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებულის ქცევისადმი კონტროლს ახორციელებს რესოციალიზაციის სამსახური, ხოლო სამხედრო მოსამსახურის მიმართ – სამხედრო ნაწილისა და დაწესებულების სარდლობა.
6. თუ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებულმა მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლამდე ორჯერ მაინც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რისთვისაც მას დაედო ადმინისტრაციული სახდელი დაპატიმრების სახით, ან ბოროტად და არაერთგზის აარიდა თავი პირობით ვადამდე განთავისუფლების გამოყენებისას სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო ამ მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული ორგანოს წარდგინებით დაადგენს: გაუქმდეს პირობით ვადამდე განთავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
7. თუ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებულმა მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში გაუფრთხილებლობით ახალი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე განთავისუფლების გაუქმების საკითხს წყვეტს სასამართლო.
8. მსჯავრდებულის მიერ ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასამართლო უნიშნავს მას სასჯელს განაჩენთა ერთობლიობით. იმავე წესით ინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობით ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ სასამართლო აუქმებს სასჯელის მოხდისაგან პირობით განთავისუფლებას.
მუხლი 611. პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება
1. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელი ვადის გასვლამდე თავისი ქცევით დაამტკიცა, რომ გამოსწორდა, სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ქცევისადმი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარდგინებით დაადგინოს პირობითი მსჯავრის გაუქმება.
2. თუ პირობით მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რისთვისაც მას ორჯერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი დაპატიმრების სახით, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოს წარდგინებით გააგრძელოს გამოსაცდელი ვადა, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლით.
3. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის მანძილზე სისტემატურად არ ასრულებს სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლო ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოს წარდგინებით ადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებას და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებას.
4. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გაუფრთხილებლობით ახალი დანაშაული ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხს წყვეტს სასამართლო.
5. პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასამართლო უნიშნავს მას სასჯელს განაჩენთა ერთობლიობით. იმავე წესით ინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობით ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ სასამართლო აუქმებს პირობით მსჯავრდებას.
მუხლი 612. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მიხედვით, მსჯავრდებულს, რომელიც წვრილმანი ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
2. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა შეიძლება მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული ფაქტობრივად მოიხდის განაჩენით დანიშნული სასჯელის არანაკლებ ერთ მესამედს. ამასთან, მსჯავრდებული შეიძლება იმავდროულად მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლდეს დამატებითი სასჯელისგანაც.
მუხლი 613. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოსა და ჯარიმის სასჯელის სხვა ზომით შეცვლა
1. თუ მსჯავრდებული ჯიუტად არიდებს თავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, სასამართლო ცვლის მათ დაპატიმრებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 46-47-ე მუხლებით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში. ამასთან, მსჯავრდებულის მუშაობის დრო მხედველობაში მიიღება ტუსაღობის ვადის განსაზღვრისას.
2. თუ მსჯავრდებული ჯიუტად არიდებს თავს ჯარიმის გადახდას, სასამართლომ შეიძლება შეუცვალოს იგი სავალდებულო სამუშაოებით ან დაპატიმრებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში.
მუხლი 614. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეწყვეტა
1. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გაუქმების საკითხს სასამართლო წყვეტს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით.
2. იძულებითი მკურნალობისაგან განთავისუფლებული პირი სასამართლომ შეიძლება მეურვეობისა ან მზრუნველობისათვის გადასცეს ნათესავებს ან სამედიცინო დაწესებულებას.
3. პირს, რომელიც იძულებითი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა, შეიძლება სასამართლოს განჩინებით მოახდევინონ დარჩენილი სასჯელი. სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის ვადაში.
მუხლი 615. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის პატიმრობაში ყოფნის პირობების შეცვლა
1. იმ პირის პატიმრობაში ყოფნის პირობების შეცვლა, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, დაიშვება მხოლოდ მის სასიკეთოდ.
2. სასამართლოს მსჯავრდებული ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაჰყავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს ადმინისტრაციისა და სამეთვალყურეო კომისიასთან შეთანხმებული წარდგინებით ანდა მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.
3. თუ სასამართლო უარს იტყვის მსჯავრდებულის ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანაზე, ამავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
მუხლი 616. სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროის ჩათვლა სასჯელის მოხდის ვადაში
თუ მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, იქ ყოფნის დრო მას სასჯელის ვადაში ეთვლება.
მუხლი 617. განაჩენის აღსრულება სისრულეში მოუყვანელი სხვა განაჩენის არსებობისას
თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს სისრულეში მოუყვანელი რამდენიმე განაჩენი, რაც არ იყო ცნობილი ბოლო განაჩენის დამდგენი სასამართლოსათვის, ამ სასამართლოს ან განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-65-ე მუხლების საფუძველზე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრის შესახებ ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით.
მუხლი 618. განაჩენის აღსრულებისას გამოვლენილ ბუნდოვანება-უზუსტობათა აღმოფხვრა
1. განაჩენის გამომტან სასამართლოს უფლება აქვს აღმოფხვრას მასში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს განაჩენის გაუქმებას ან შეცვლას:
ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღი, ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;
ბ) შეიტანოს შესწორება პროცესის მონაწილის სახელსა და გვარში;
1. სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით.
11. სასამართლო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით.
2. სასამართლო მსჯავრდებულს რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.
3. თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, იმავე საკითხებზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია ყოველ 3 თვეში.
4. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95
მუხლი 611. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა🔗
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას სასამართლოს შეუძლია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95
მუხლი 612. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 613. სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროის ჩათვლა სასჯელის მოხდის ვადაში🔗
თუ მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით იხდის, მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, იქ ყოფნის დრო მას სასჯელის ვადაში ეთვლება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 614. განაჩენის აღსრულება სისრულეში მოუყვანელი სხვა განაჩენის არსებობისას🔗
თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს სისრულეში მოუყვანელი რამდენიმე განაჩენი, რაც არ იყო ცნობილი ბოლო განაჩენის გამომტანი სასამართლოსთვის, ამ სასამართლოს ან განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-60-61-ე მუხლების საფუძველზე გამოაქვს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 615. გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოვლენილი ბუნდოვანება-უზუსტობების აღმოფხვრა🔗
გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ:
ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;
ბ) შეასწოროს პროცესის მონაწილის სახელი და გვარი;
გ) დააზუსტოს და გაანაწილოს სასამართლო ხარჯები;
დ) გადაწყვიტოს ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
ე) შეიტანოს განაჩენში სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული განმარტებებისა და დაზუსტებების შეტანა თავიანთ განჩინებებში შეუძლიათ აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს.
მუხლი 619. სასამართლო, რომელიც წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს
1. განაჩენის დამდგენი სასამართლო წყვეტს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის დროს წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმისა და გამასწორებელ სამუშაოთა სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა, თავისუფლების აღკვეთის გარეშე გამასწორებელ სამუშაოთა დროის ჩათვლა საერთო შრომით სტაჟში, ფსიქიკური ავადმყოფის მიმართ გამოყენებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლა ან შეწყვეტა, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და შიდსით ინფიცირებულის მიმართ იძულებითი მკურნალობის გამოყენება, გაგრძელება ან შეწყვეტა.
2. თუ განაჩენის აღსრულება ხდება განაჩენის დამდგენი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს, – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში განჩინების ასლი ეგზავნება განაჩენის გამომტან სასამართლოს.
3. სასჯელის მოხდის ადგილას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ინვალიდობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერთი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მუშაობის დროის ჩათვლა საერთო შრომით სტაჟში.
4. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: გამასწორებელი სამუშაოების აღსრულების განმგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებში იმ პირის გაგზავნა, რომელსაც სასჯელად დაენიშნა სამუშაო ადგილზე გამასწორებელი სამუშაოების მოხდა თავისუფლების აღკვეთის გარეშე, პირობითი მსჯავრის შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის შემცირება ან პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება მსჯავრდებულისა, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად.
მუხლი 620. სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე პროკურორისა და მსჯავრდებულის მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.
დ) გადაწყვიტოს ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი;
დ1) დააზუსტოს ქონებაზე ყადაღის საკითხი;
ე) გადაწყვეტილებაში შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 616. სასამართლო, რომელიც წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს🔗
1. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა.
2. თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება ხდება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტან სასამართლოს.
3. სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.
4. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირება ან გაზრდა ანდა პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 617. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი🔗
1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.
2. თუ საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, სასამართლო სხდომაზე იძახებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
3. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელისაგან ავადმყოფობის გამო განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება.
4. თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ერთი რეჟიმიდან უფრო მსუბუქ რეჟიმში გადაყვანის საკითხებს, იძახებენ სასჯელის აღსრულების განმგებელი ორგანოს წარმომადგენელს.
5. თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღსრულების განმგებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისიის ან არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით.
6. თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ან დაკავშირებულია განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლებს.
7. წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის საჯარო წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს ჯერ პროკურორის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციის, კომისიების, შემდეგ – მსჯავრდებულისა და დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხოლო ამის შემდეგ იწყებს პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენას. ბოლოს გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის სათათბიროდ განჩინების გამოსატანად.
მუხლი 621. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა
1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასამართლო წყვეტს სასჯელმოხდილი პირის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით.
2. აღძრული შუამდგომლობის შესახებ აცნობებენ პროკურორს. სასამართლო სხდომაზე პროკურორის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის განხილვას.
3. სავალდებულოა სასამართლო სხდომაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის მიმართაც განიხილავენ შუამდგომლობას ნასამართლობის მოხსნის შესახებ. ეს პირი უნდა უზრუნველყონ დამცველით. თუ ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობა აღძრა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ან შრომითმა კოლექტივმა, სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა.
4. ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა იწყება თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობის საჯაროდ წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო ისმენს გამოცხადებულ პირთა აზრს და გადის სათათბიროდ განჩინების გამოსატანად.
5. ნასამართლობის მოხსნაზე უარის შემთხვევაში შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება აღიძრას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ.
მუხლი 622. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს მიერ
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს განიხილავს საქართველოს სასამართლო მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის მიხედვით.
2. საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, საქმის მასალების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.
მუხლი 623. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის წესი
1. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
3. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება.
4. თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის გამო ან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს, სასამართლო სხდომაზე იძახებენ სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.
5. თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით.
6. თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან გაზრდასთან, ანდა იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ან განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ყოფაქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.
7. საქმის წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად.
8. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95
მუხლი 618. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა🔗
1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასამართლო წყვეტს სასჯელმოხდილი პირის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.
2. (ამოღებულია).
3. სავალდებულოა სასამართლო სხდომაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის მიმართაც განიხილავენ შუამდგომლობას ნასამართლობის მოხსნის შესახებ.
4. ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო ისმენს გამოცხადებულ პირთა აზრს და გადის დადგენილების გამოსატანად.
5. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა აღძვრა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 619. სასამართლო, რომელიც წყვეტს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს🔗
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს განსჯადობის დაცვით, მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის მიხედვით განიხილავს საქართველოს სასამართლო.
2. საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, საქმის მასალების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 620. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი🔗
1. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება).
2. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება, ადგილი და განაჩენის გამოტანის დრო;
ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილისა და საქმიანობის შესახებ;
გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რაშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;
ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;
ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;
გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომელშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) სასჯელის სახე და ვადა (ძირითადი და დამატებითი), რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყებისა და დამთავრების თარიღის მითითებით, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.
3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.
4. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში ასეთი განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.
5. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
მუხლი 624. მსჯავრდების შედეგები
უცხო სახელმწიფოდან საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, რაც საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.
მუხლი 625. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ ამნისტიისა და შეწყალების აქტის გამოყენება
საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ გამოიყენება განაჩენის გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი იმ პირობებისა და წესების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია ასეთი აქტით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ე) სასჯელის სახე (ძირითადი და დამატებითი) და ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყების და დამთავრების თარიღებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.
3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულება ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.
4. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.
5. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების (დადგენილების) ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 621. მსჯავრდების შედეგები🔗
უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განაჩენით საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
მუხლი 622. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ ამნისტიისა და შეწყალების აქტის გამოყენება🔗
საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ გამოიყენება განაჩენის გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი ამ აქტით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
მუხლი 6221. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება🔗
1. თუ საქართველოს მოქალაქე უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, გამამტყუნებელი განაჩენის მიღების მომენტიდან სამი თვის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურების მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
2. შუამდგომლობას სამი თვის ვადაში განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სამი მოსამართლის შემადგენლობით.
3. განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მსჯავრდებულს, მის დამცველს ან კანონიერ წარმომადგენელს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.
4. შუამდგომლობის განხილვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურებისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შესაბამისობის არარსებობისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაში უნდა აღინიშნოს უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, განაჩენის გამოტანის დრო, მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის შესახებ, უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი დანაშაულის ჩადენისათვის.
5. განჩინება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აღძრას სარჩელი მსჯავრდებულის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 623. განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება🔗
განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 606
1
–611-ე, 618-ე-619-ე და 622-ე მუხლებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს 517-ე–545-ე მუხლებით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში სასამართლო განხილვაში პროკურორი არ მონაწილეობს.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
კარი მეთორთმეტე
ცალკეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების თავისებურებანი
კერძო ბრალდების საქმეთა წარმოება
მუხლი 626. კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების წესი🔗
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-121-ე მუხლებით, 126-ე მუხლით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე მუხლით, 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, 263-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმის წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებითა და ქვემოთ მოყვანილი მუხლების შესაბამისად.
27-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ დანაშაულთა ჩადენასთან დაკავშირებით კერძო ბრალდების საქმეთა წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებით და LXII თავის შესაბამისად.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
მუხლი 627. საჩივარი კერძო ბრალდების წესით🔗
1. 27-ე მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულთა შესახებ სისხლის სამართლის საქმეები მოსამართლემ შეიძლება აღძრას მხოლოდ დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საჩივრით.
2. საჩივარი შეაქვთ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეთა განსჯადობის წესების დაცვით.
3. საჩივარი შეიტანება წერილობითი სახით და იგი უნდა შეიცავდეს: დანაშაულის შემთხვევის აღწერას, ცნობებს დანაშაულის ჩამდენი პირისა და დანაშაულის შესახებ, მტკიცებულებათა ჩამონათვალსა და თხოვნას, რომ მოსამართლემ განიხილოს საქმე. საჩივარს ხელს უნდა აწერდეს დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.
4. თუ საჩივარი შეტანილია მოკვლევის ორგანოში, გამომძიებელთან ან პროკურორთან, მან იგი უნდა გადასცეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორი საჭიროდ მიიჩნევს აღძრას სისხლის სამართლის საქმე 27-ე მუხლის საფუძველზე.
1. ამ კოდექსის 27-ე მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულთა შესახებ საჩივარი შეიტანება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსჯადობის დაცვით.
2. საჩივარი შეიტანება წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს: დანაშაულის შემთხვევის აღწერას, ცნობებს დანაშაულის ჩამდენი პირისა და დანაშაულის შესახებ, მტკიცებულებათა ჩამონათვალსა და თხოვნას, რომ მოსამართლემ განიხილოს საქმე. საჩივარს ხელს უნდა აწერდეს დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.
3. თუ საჩივარი შეტანილია გამომძიებელთან ან პროკურორთან, მან იგი უნდა გადასცეს განსჯადობის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 628. მოსამართლის მოქმედება საჩივართან დაკავშირებით🔗
საჩივრის მიღების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს განმცხადებელს პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის და ჩამოართვას ხელწერილი, გამოიძახოს და გააცნოს საჩივარი იმ პირს, რომლის მიმართაც არის იგი შეტანილი; შეამოწმოს, არის თუ არა საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად, რის თაობაზედაც უნდა მიიღოს განმარტება დაზარალებულისაგან ან იმ პირისაგან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი; გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები. განსაზღვროს სასამართლოში გამოსაძახებელ და დასაკითხ პირთა წრე.
მუხლი 629. მოსამართლის გადაწყვეტილება საჩივრის გამო
1. მოსამართლე ამოწმებს, არსებობს თუ არა საფუძველი კერძო ბრალდების წესით სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ;
ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ დაზარალებული შეურიგდა პირს, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი.
2. მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით.
3. კერძო ბრალდების წესით შეტანილი საჩივრის გამო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჩივრის შეტანის დღიდან არა უგვიანეს 7 დღე-ღამისა.
მუხლი 630. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
1. თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ამ დადგენილებაში, გარდა 268-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისათვის საკმარისი მტკიცებულებების არსებობა, გადაწყვეტილება მომჩივნის კერძო ბრალმდებლად ცნობის შესახებ, სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, სასამართლოში გამოსაძახებელი პირები.
1. საჩივრის მიღების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს განმცხადებელს პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის და ჩამოართვას ხელწერილი, გამოიძახოს და გააცნოს საჩივარი იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია იგი, მიიღოს განმარტება დაზარალებულისაგან ან იმ პირისაგან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი; გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები; განსაზღვროს სასამართლოში გამოსაძახებელ და დასაკითხ პირთა წრე.
2. თუ საჩივრის შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის შესახებაც საქმე უნდა გამოიძიონ და განიხილონ საერთო წესით, მოსამართლე მასალებს უგზავნის პროკურორს.
მუხლი 631. უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე
თუ არსებობს გარემოება, რომელიც გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, ან თუ არ დადგინდა საფუძველი კერძო ბრალდების საქმის აღსაძრავად, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლის ასლი არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა გადაეცემა საჩივრის შემტან პირს. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება ან განჩინება შეიძლება გაასაჩივროს ამ პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, ანდა პროკურორმა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 629. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 630. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 631. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 632. დაზარალებულის შერიგება პირთან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი🔗
1. კერძო ბრალდების წესით წარმოება შეიძლება დამთავრდეს შერიგებით, სათათბირო ოთახში განაჩენის გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე.
2. სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე შერიგების სურვილი დაზარალებულმა და იმ პირმა, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი, უნდა აცნობონ მოსამართლეს განცხადების შეტანით. ამ შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. თუ შერიგება მოხდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება მისი შეწყვეტის თაობაზე.
3. სასამართლო განხილვის დროს შერიგების შესახებ დაზარალებულისა და იმ პირის ზეპირი განცხადებები, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი, შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო წერილობითი – დაერთვის საქმეს. საქმის შეწყვეტის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.
2. სასამართლო განხილვის დროს შერიგების შესახებ დაზარალებულისა და იმ პირის ზეპირი განცხადებები, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი, შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო წერილობითი – დაერთვის საქმეს. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 633. კერძო ბრალდების საქმეთა გაერთიანება ერთ წარმოებად🔗
1. დაზარალებულის საჩივარი შეიძლება გაერთიანდეს შემხვედრ საჩივართან ერთ წარმოებად. ასეთი გაერთიანება დაშვებულია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. შემხვედრი საჩივრების გამო საქმეთა გაერთიანების თაობაზე მოსამართლე მიუთითებს საქმის აღძვრის დადგენილებაში. სასამართლო განხილვის დროს საქმეთა გაერთიანების შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.
1. დაზარალებულის საჩივარი შეიძლება გაერთიანდეს შემხვედრ საჩივართან ერთ წარმოებად. ასეთი გაერთიანება დაშვებულია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. სასამართლო განხილვის დროს საქმეთა გაერთიანების შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.
2. შემხვედრი საჩივრების ერთ წარმოებაში განხილვისას საჩივრის შემტანი პირები პროცესში ერთდროულად მონაწილეობენ, როგორც დაზარალებული და განსასჯელი. ამ პირთა დაკითხვა მათს საჩივრებში ჩამოყალიბებული გარემოებების შესახებ ტარდება დაზარალებულთა დაკითხვის წესებით, ხოლო შემხვედრ საჩივრებში ჩამოყალიბებული გარემოებების შესახებ – განსასჯელთა დაკითხვის წესებით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 634. პროკურორის მონაწილეობა კერძო ბრალდების საქმეში🔗
1. თუ 635-ე მუხლში მითითებულ დანაშაულს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ანდა დაზარალებულის არასრულწლოვანების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლის, ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს შეუძლია საქმე აღძრას დაზარალებულის საჩივრის გარეშე, მაგრამ მისი თანხმობით. პროკურორის მიერ აღძრული საქმე წარიმართება წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო შემდეგ სასამართლო მას განიხილავს საერთო წესით. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ პროკურორის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. პროკურორს უფლება აქვს დაზარალებულის თანხმობით ჩაებას მოსამართლის მიერ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე აღძრულ საქმეში და მხარი დაუჭიროს ბრალდებას სასამართლოში, თუ ამას მოითხოვს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ინტერესები ან მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქმეში პროკურორის ჩაბმა დაზარალებულს არ ართმევს 69-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს.
3. საქმე, რომლის გარჩევაშიც მონაწილეობს პროკურორი, უნდა შეწყდეს დაზარალებულის განსასჯელთან შერიგების შემთხვევაში.
1. (ამოღებულია).
2. პროკურორს უფლება აქვს ჩაებას კერძო ბრალდების საქმეში და მხარი დაუჭიროს ბრალდებას სასამართლოში, თუ ამას მოითხოვს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ინტერესები ან მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქმეში პროკურორის ჩაბმა დაზარალებულს არ ართმევს ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს.
3. დაზარალებულის განსასჯელთან შერიგებით არ შეწყდება ის საქმე, რომლის სასამართლო განხილვაშიც პროკურორი მონაწილეობს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 635. კერძო ბრალდების საქმის გამო წინასწარი გამოძიების ჩატარება🔗
მოსამართლეს, რომელიც განიხილავს კერძო ბრალდების საქმეს, უფლება აქვს გასცეს განკარგულება წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად. საქმე უნდა შეწყდეს, თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს სასამართლო გამოძიების დაწყებამდე.
მუხლი 636. საქმის მომზადება სასამართლო განხილვისათვის🔗
1. სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა განსასჯელს უნდა გადაეცეს დაზარალებულის საჩივრის ასლი და სასამართლოში გამოძახების უწყება.
2. განსასჯელსა და მის დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ საქმის ყველა მასალას და აღძრან შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე მოწმეებისა და ექსპერტების გამოძახების შესახებ, გამოითხოვონ და საქმეს დაურთონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებანი. მოსამართლე ვალდებულია დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა.
2. განსასჯელსა და მის დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ საქმის ყველა მასალას და აღძრან შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე მოწმეებისა და ექსპერტების გამოძახების შესახებ, გამოითხოვონ და საქმეს დაურთონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებანი. მოსამართლე ვალდებულია
საფუძვლიანობის შემთხვევაში
დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 637. სასამართლო განხილვა🔗
1. კერძო ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა ტარდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად, ამ მუხლის წესების დაცვით.
2. სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ნაწილში თავმჯდომარე დაზარალებულს განუმარტავს მის უფლებას – პირადად ან თავისი წარმომადგენლის დახმარებით მხარი დაუჭიროს ბრალდებას, აგრეთვე უფლებას შეურიგდეს განსასჯელს.
3. სასამართლო გამოძიება იწყება დაზარალებულის საჩივრის საჯაროდ წაკითხვით. საჩივარს კითხულობს დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი. ჯერ ბრალდების, შემდეგ კი დაცვის მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი დაკითხვა. მოსამართლე შეკითხვებს სვამს ბოლოს.
4. შემხვედრი საჩივრების ერთ წარმოებად გაერთიანების შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება იმ მტკიცებულების გამოკვლევის შესახებ, რომელიც ეხება თითოეულ ბრალდებას, აგრეთვე მხარეთა კამათში გამოსვლის რიგითობას.
მუხლი 638. კერძო ბრალდების საქმის შეწყვეტა
კერძო ბრალდების საქმე უნდა შეწყდეს, თუ არსებობს 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე:
ა) თუ გარდაიცვალა დაზარალებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებულის ახლო ნათესავები ან განსასჯელნი მოითხოვენ საქმის განხილვას;
მუხლი 638. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა კერძო ბრალდების დროს🔗
სისხლისსამართლებრივი დევნა კერძო ბრალდების დროს უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე:
ა) თუ გარდაიცვალა დაზარალებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებულის ახლო ნათესავი ან განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას;
ბ) თუ დაზარალებული არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო განხილვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
წარმოება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე
მუხლი 639. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი🔗
1. არასრულწლოვნის დანაშაულის საქმის წარმოების წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებიათ 18 წელი.
2. არასრულწლოვნის დანაშაულის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებითა და ქვემოთ მოყვანილი მუხლების მიხედვით.
1. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებით და ქვემოთ მოყვანილი მუხლების მიხედვით.
2. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 წლის შესრულებამდე. 18 წლის შესრულების შემდეგ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 640. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის გამოყოფა დამოუკიდებელ წარმოებად🔗
თუ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა უფროსებთან ერთად, მისი საქმე შეძლებისდაგვარად უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ წარმოებად 247-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამოუკიდებელ წარმოებად არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ მასალების გამოყოფამ შეიძლება არსებითი დაბრკოლება შეუქმნას საქმის გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
თუ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა სრულწლოვნებთან ერთად, მისი საქმე შეძლებისდაგვარად უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ წარმოებად 246-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამოუკიდებელ წარმოებად არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ მასალების გამოყოფამ შეიძლება არსებითი დაბრკოლება შეუქმნას საქმის გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
მუხლი 641. გარემოებები, რომლებიც დასადგენია არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე🔗
არასრულწლოვნის დანაშაულის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს უნდა დადგინდეს:
ა) არასრულწლოვნის ასაკი (დაბადების რიცხვი, თვე, წელი);
ბ) არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობები ოჯახსა და სკოლაში;
გ) სრულწლოვან წამქეზებელთა არსებობა;
დ) არასრულწლოვნის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონე;
ე) არასრულწლოვნის პიროვნების ხასიათის თავისებურებები, მოთხოვნილებები და ინტერესები.
მუხლი 642. არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური და კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა🔗
თუ წამოიჭრა საკითხი, შეენიშნება თუ არა არასრულწლოვანს განვითარების ანომალია ან ფსიქიკური დაავადება და აქვს თუ არა უნარი მთლიანად ან ნაწილობრივ უწევდეს ანგარიშს თავის მოქმედებას და განაგებდეს მას, ინიშნება ფსიქოლოგიური ან კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
მუხლი 643. არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევა🔗
არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევისას უნდა გაირკვეს:
ა) ოჯახური ვითარება, ოჯახის შემადგენლობა, მატერიალური უზრუნველყოფა, საბინაო პირობები, ოჯახის უფროს წევრთა ერთმანეთთან ურთიერთობა, უფროსებისა და ბავშვების ურთიერთობა, თავისუფალი დროის გამოყენების პირობები ოჯახში, მშობლების დამოკიდებულება შვილების აღზრდისადმი, ბავშვების ქცევისადმი მშობელთა კონტროლის ფორმები;
ბ) ვითარება სკოლაში, ლიცეუმში, სხვა სასწავლებელში ან წარმოებაში, სადაც სწავლობს ან მუშაობს არასრულწლოვანი, მისი დამოკიდებულება სწავლისა და შრომისადმი, საზოგადოებრივ დავალებათა შესრულებისადმი, ურთიერთობა აღმზრდელებსა და დამრიგებლებთან, თანატოლებთან, არასრულწლოვნის მიმართ ადრე გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძიების ხასიათი და ეფექტიანობა;
გ) არასრულწლოვნის ურთიერთობები და ქცევა სახლისა და სამუშაოს გარეთ; სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური ჯგუფის ან გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა და მისი ურთიერთობა აღნიშნული ჯგუფის სხვა წევრებთან.
მუხლი 644. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა საქმეში🔗
1. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის წარმოებაში დასაშვებია კანონიერ წარმომადგენელთა მონაწილეობა არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის პირველი დაკითხვისთანავე.
1. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის წარმოებაში არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის პირველი დაკითხვისთანავე მონაწილეობს არასრულწლოვნის პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი.
2. გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი შეიძლება ჩამოაცილონ საქმეში მონაწილეობას ან შეზღუდონ მისი მონაწილეობა, თუ არსებობს საფუძველი, რომ თავისი მოქმედებით იგი ზიანს აყენებდა ან აყენებს არასრულწლოვნის ინტერესებს. საქმეში მონაწილეობისაგან კანონიერი წარმომადგენლის ჩამოცილების შემთხვევაში არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა ევალება სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
მუხლი 645. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმეში დამცველის მონაწილეობის უზრუნველყოფა🔗
მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი უზრუნველყოფენ საქმეში დამცველის მონაწილეობას არასრულწლოვნის პირველი დაკითხვისთანვე. ამ მიზნით არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს განუმარტავენ უფლებას, მოიწვიონ დამცველი საკუთარი არჩევნით. თუ დამცველი არ მოიწვია არასრულწლოვანმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან სხვა პირმა, მათი დავალებითა და მათივე თანხმობით, მომკვლევი ან გამომძიებელი ვალდებულია თავისი ინიციატივით უზრუნველყოს საქმეში დამცველის მონაწილეობა.
გამომძიებელი და პროკურორი უზრუნველყოფენ საქმეში დამცველის მონაწილეობას არასრულწლოვნის პირველი დაკითხვისთანავე. ამ მიზნით არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს განუმარტავენ უფლებას, მოიწვიონ დამცველი საკუთარი არჩევანით. თუ დამცველი არ მოიწვია არასრულწლოვანმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან სხვა პირმა მათი დავალებითა და მათივე თანხმობით, გამომძიებელი ვალდებულია თავისი ინიციატივით უზრუნველყოს საქმეში დამცველის მონაწილეობა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 646. არასრულწლოვნის გამოძახების წესი🔗
მომკვლევთან, გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში არასრულწლოვნის გამოძახება ხდება მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების, ანდა იმ დაწესებულების ადმინისტრაციის მეშვეობით, სადაც იზრდება ან სწავლობს არასრულწლოვანი.
გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში არასრულწლოვნის გამოძახება ხდება მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების ანდა იმ დაწესებულების ადმინისტრაციის მეშვეობით, სადაც იზრდება ან სწავლობს არასრულწლოვანი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 647. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა🔗
1. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა ტარდება დამცველის სავალდებულო მონაწილეობით.
2. გამომძიებლის ნებართვით დაკითხვას შეიძლება ესწრებოდეს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი.
2. დაკითხვას ესწრება არასრულწლოვნის პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვნის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრება ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, გამომძიებელმა შეიძლება გამოიტანოს დადგენილება დასწრებაზე მისი არდაშვების შესახებ.
3. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაუსვან კითხვები ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაკითხვის დამთავრებისთანავე გაეცნონ ოქმს და გააკეთონ შენიშვნები.
4. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება შეუსვენებლად გაგრძელდეს 2 საათზე მეტ ხანს, ხოლო მთლიანად დღეში – 4 საათზე მეტ ხანს. თუ არასრულწლოვანი აშკარად დაიღალა, დაკითხვა უნდა შეწყდეს აღნიშნული დროის გასვლამდეც.
მუხლი 648. პედაგოგის ან ფსიქოლოგის მონაწილეობა არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში
არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში, გამომძიებლის ან პროკურორის შეხედულებით ან დამცველის შუამდგომლობით, შეიძლება მონაწილეობდეს პედაგოგი ან ფსიქოლოგი. მათ უფლება აქვთ, გამომძიებლის ნებართვით, კითხვები დაუსვან ბრალდებულს, ხოლო დაკითხვის დამთავრებისთანავე – გაეცნონ დაკითხვის ოქმს და წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი შენიშვნები. ამ უფლებებს გამომძიებელი პედაგოგს ან ფსიქოლოგს განუმარტავს არასრულწლოვნის დაკითხვამდე, რის შესახებაც აღნიშნავს დაკითხვის ოქმში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
მუხლი 648. ფსიქოლოგის მონაწილეობა არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში🔗
არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში, გამომძიებლის ან პროკურორის შეხედულებით ან დამცველის შუამდგომლობით, შეიძლება მონაწილეობდეს ფსიქოლოგი. მას უფლება აქვს, გამომძიებლის ნებართვით, კითხვები დაუსვას ბრალდებულს, ხოლო დაკითხვის დამთავრებისთანავე – გაეცნოს დაკითხვის ოქმს და წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი შენიშვნები. ამ უფლებებს გამომძიებელი ფსიქოლოგს განუმარტავს არასრულწლოვნის დაკითხვამდე, რის შესახებაც აღნიშნავს დაკითხვის ოქმში.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
მუხლი 649. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ🔗
1. თუ არსებობს 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს 152-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი აღკვეთის ღონისძიება. ის შეიძლება მეთვალყურეობისათვის გადაეცეს მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ არასრულწლოვანი იქ იზრდება, ანდა სასამართლო ბრძანებით მოთავსდეს სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში.
2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენების შესახებ აცნობებენ მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ ასეთი არ არის, – სხვა ნათესავებს.
მუხლი 650. არასრულწლოვნის გადაცემა სამეთვალყურეოდ🔗
1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირთაგან რომელიმემ წერილობით უნდა იკისროს ვალდებულება, უზრუნველყოს არასრულწლოვნის გამოცხადება გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში, აგრეთვე ბრალდებულის იმ სხვა ვალდებულებათა შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია 74-ე და 77-ე მუხლებში.
2. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირთათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა შეიძლება მხოლოდ მათი და თვით არასრულწლოვნის თანხმობით.
3. არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა გაარკვიონ მშობლების, მეურვეებისა და მზრუნველების პიროვნება, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობა და დარწმუნდნენ, რომ ისინი ჯეროვან მეთვალყურეობას გაუწევენ მოზარდს.
4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნისათვის მეთვალყურეობის გაწევაზე ავადმყოფობის, მოუცლელობის, მასთან ურთიერთობის გაუარესებისა თუ სხვა მიზეზით მისთვის ჯეროვანი გაწევის უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო.
5. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის შესახებ ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა აცნობონ ბრალდების არსი, რომლის გამოც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და მათი პასუხისმგებლობა, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის თავიდან ასაცილებლად გადაცემულია იგი სამეთვალყურეოდ. ეს მონაცემები აისახება სამეთვალყურეოდ გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.
6. თუ ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობებს, იმ პირებს, რომლებიც მას მეთვალყურეობას უწევენ, შეიძლება სასამართლომ დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
7. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირებს, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ მას, უფლება არა აქვთ თავი იმართლონ იმ საბაბით, რომ არ ჰქონდათ ბრალდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დაამტკიცებენ დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
მუხლი 651. არასრულწლოვნის მოთავსება სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში🔗
1. თუ არასრულწლოვანი ბრალდებულის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამო მისი დატოვება ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია, მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით იგი შეიძლება მოათავსონ სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში.
2. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია ეს ღონისძიება, უნდა მოთავსდეს იმ სხვა არასრულწლოვანთაგან განცალკევებით, რომლებიც სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში სხვა საფუძველზე იმყოფებიან.
მუხლი 652. არასრულწლოვანი ბრალდებულის დაპატიმრება🔗
1. არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ 151-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას და იმ შემთხვევაში, როცა მას ბრალი ედება დანაშაულში, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წელზე მეტი ვადით, სხვა აღკვეთის ღონისძიება კი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დაარღვია სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
1. არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ ამ კოდექსის 151-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას და იმ შემთხვევაში, როცა მას ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წელზე მეტი ვადით, სხვა აღკვეთის ღონისძიება კი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ან დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული.
2. არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია დაპატიმრება, უნდა მოათავსონ სრულწლოვანი პატიმრებისა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით.
მუხლი 653. წინასწარი გამოძიების დამთავრება და არასრულწლოვნისათვის საქმის მასალების გაცნობა
წინასწარი გამოძიების დამთავრების გამოცხადებასა და არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის საქმის მასალების წარდგენას შეიძლება დაესწროს დამცველი და კანონიერი წარმომადგენელი. გამომძიებელი ვალდებულია შეატყობინოს მათ ბრალდებულისათვის საქმის მასალების გაცნობის დრო და ადგილი.
მუხლი 654. სასამართლოს შემადგენლობა არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვისას
არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის სასამართლო განხილვას ატარებენ მოსამართლეები, რომლებსაც, როგორც წესი, გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.
3. არასრულწლოვანს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია დაპატიმრება, უფლება აქვს შეხვდეს თავის ახლო ნათესავებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ბრალდებულს და მის ახლო ნათესავებს უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ წინასწარ პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანთან შეხვედრაზე უარი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396
მუხლი 653. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 654. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი🔗
არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოებას ახორციელებენ მხოლოდ ის მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4784 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.165
მუხლი 655. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის დახურული განხილვა🔗
არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვა მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება დახურულ სასამართლო სხდომაზე.
მუხლი 656. არასრულწლოვანი განსასჯელის გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან🔗
1. სასამართლოს, მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ, უფლება აქვს თავისი განჩინებით არასრულწლოვანი განსასჯელი გაიყვანოს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რათა მის დაუსწრებლად გამოიკვლიონ გარემოებები, რომელთაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ მასზე.
2. არასრულწლოვნის დარბაზში დაბრუნების შემდეგ თავმჯდომარე მას აცნობს მის არყოფნაში მომხდარი განხილვის შინაარსს საჭირო მოცულობითა და ფორმით, აძლევს შესაძლებლობას, კითხვები დაუსვას მისი მონაწილეობის გარეშე დაკითხულ პირებს.
მუხლი 657. სასამართლო განხილვაში არასრულწლოვანთა საქმეების კომისიისა და ინსპექციის წარმომადგენელთა მონაწილეობა
არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვის დროსა და ადგილს სასამართლო, საჭიროების შემთხვევაში, აცნობებს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას ან ინსპექციას. ამასთან, სასამართლოს აგრეთვე უფლება აქვს სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
მუხლი 657. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
მუხლი 658. საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს არასრულწლოვანი განსასჯელის მიმართ განაჩენის დადგენისას🔗
არასრულწლოვანი განსასჯელის მიმართ განაჩენის დადგენისას, გარდა 498-ე მუხლში მითითებული საკითხებისა, მოსამართლე ვალდებულია განიხილოს, საჭიროა თუ არა, პირობითი მსჯავრდების შემთხვევაში, არასრულწლოვანს დაენიშნოს საზოგადოებრივი აღმზრდელი, გამოიყენონ თუ არა მის მიმართ ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ან გადაუვადონ თუ არა განაჩენის აღსრულება.
მუხლი 659. არასრულწლოვნის მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება🔗
1. წვრილმანი დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი არასრულწლოვნის მიმართ შეიძლება სასამართლოს განაჩენით გამოიყენონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ხასიათის ერთ-ერთი იძულებითი ღონისძიება.
1. დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი არასრულწლოვნის მიმართ შეიძლება სასამართლოს განაჩენით გამოიყენონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 90-91-ე მუხლით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ხასიათის ერთ-ერთი იძულებითი ღონისძიება.
2. აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქმის წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ
მუხლი 660. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოების საფუძველი
1. თუ გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირი ფსიქიკურად დაავადდა, ან სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა პირმა, რომლის შერაცხადობა საეჭვოა, გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად წარმოების დაწყებისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
2. თუ ექსპერტიზისა და სხვა საპროცესო მოქმედების შემდეგ დადგინდა, რომ პირი შერაცხადია და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად არ დაავადებულა, გამომძიებელი აუქმებს თავის დადგენილებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის წარმოების დაწყების შესახებ და საქმის შემდგომ წარმოებას განაგრძობს ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო წესებით.
3. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შესახებ საქმის წარმოების წესი განისაზღვრება საერთო წესებითა და ქვემოთ მოყვანილი მუხლებით.
მუხლი 661. გარემოება, რომელიც მოითხოვს დამტკიცებას
1. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, უნდა დამტკიცდეს:
ა) 112-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები;
ბ) პირის ფსიქიკური ავადმყოფობა, რომელიც წარმოიშვა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და გამორიცხავს სასჯელის გამოყენებას.
2. შეურაცხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით უნდა დამტკიცდეს:
ა) 112-ე მუხლში აღნიშნული გარემოებები;
ბ) შეურაცხი პირის დამახასიათებელი გარემოებები;
გ) ქმედების ჩადენის მომენტში პიროვნების ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკის დროებითი მოშლა, ჭკუასუსტობა ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობა, რის გამოც მას არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებისათვის და განეგო იგი;
დ) ამ პირის ფსიქიკის მდგომარეობა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
3. გარდა ამისა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებული პირის საქმეზე, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი შეურაცხის საქმეზე უნდა დადგინდეს, შეიძლება თუ არა მათი შემდგომი ქცევა საშიში იყოს თავად მათთვის და გარშემო მყოფთათვის, არის თუ არა აუცილებელი მათ მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება და, თუ აუცილებელია, კერძოდ, რომლისა.
მუხლი 662. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა
1. გამომძიებელი და სასამართლო ნიშნავს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ბრალდებულის ან იმ პირის ფსიქიკური ავადმყოფობის დასადგენად, რომელიც საქმეში ჩაბმული არ არის როგორც ბრალდებული, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომ მან ჩაიდინა დანაშაული ან სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
2. ექსპერტიზის ჩატარებისას უნდა გაირკვეს:
ა) იყო თუ არა პირი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად დაავადებული, ფსიქიკის დროებითი მოშლის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფურ მდგომარეობაში, რის გამოც ვერ გაუწევდა ანგარიშს თავის მოქმედებას და ვერ განაგებდა მას;
ბ) არის თუ არა პირი ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული, რის გამოც მსჯავრდება და დასჯა ვერ მოახდენს მასზე გამასწორებელ ზემოქმედებას;
გ) არის თუ არა ეს დაავადება ქრონიკული, თუ პირი შეიძლება განიკურნოს გარკვეული დროის მანძილზე;
დ) მოსალოდნელია თუ არა ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა კვლავ ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ე) შეუძლია თუ არა პირს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო სწორი ჩვენების მიცემა და საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობა;
ვ) აქვს თუ არა პირს ამჟამად ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შერაცხადობას, და რაში გამოიხატება იგი.
3. საექსპერტო გამოკვლევისათვის პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება ხდება 178-183-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
მუხლი 663. სისხლის სამართლის საქმის გამო წარმოების შეჩერება სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსებისას
1. თუ ბრალდებულის ფსიქიკური ავადმყოფობის ფაქტი დადასტურდა ამბულატორიული ექსპერტიზის დასკვნით ან სამედიცინო დოკუმენტებით და სტაციონარული ექსპერტიზა ტარდება დიაგნოზის დაზუსტების, შერაცხადობის, ქმედუნარიანობის საკითხის გადაწყვეტის, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შერჩევის მიზნით პირის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს, თუ არ არის სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა.
2. საქმის წარმოების შეჩერება არ აჩერებს ბრალდებულის პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის კანონით დადგენილი ვადის დინებას.
მუხლი 664. პირის მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარებაში
1. თუ პირი, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, გამოჯანმრთელდა ან ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია სწორი ჩვენების მიცემა და სხვა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელმა და სასამართლომ უნდა უზრუნველყონ იგი შესაძლებლობით, მონაწილეობა მიიღოს გამოძიებასა და საქმის განხილვაში და განახორციელოს თავისი დაცვის უფლება.
2. პირს, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, უფლება აქვს: უშუალოდ მან ან წარმომადგენლის მეშვეობით იცოდეს, თუ რომელი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში სდებენ მას ბრალს; მისცეს ჩვენება; წარმოადგინოს მტკიცებულებანი; აღძრას შუამდგომლობა; წინასწარი გამოძიების დამთავრებისთანავე გაეცნოს საქმის ყველა მასალას; ჰყავდეს დამცველი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისთანავე; მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში; მისცეს აცილება, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ უფლებებს გამომძიებელი განუმარტავს პირს, როცა უცხადებს დადგენილებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. უფლებების განმარტების შესახებ დგება ოქმი.
4. ცალკეული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედების ჩატარებისას ამ პირს აქვს უფლებები, რომლებიც ამ კოდექსით დადგენილია ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის.
მუხლი 665. დამცველის მონაწილეობა
1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის წარმოებაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ ადრე იგი არ ჩაბმულა საქმეში სხვა საფუძველზე. დამცველად ასეთ საქმეზე დაიშვება მხოლოდ ადვოკატი.
2. საქმეში ჩაბმისთანავე დამცველს უფლება აქვს მარტო შეხვდეს დასაცავს, ამასთან, ისარგებლოს 84-ე მუხლით დადგენილი ყველა სხვა უფლებით.
3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწყების შესახებ დადგენილების ან განჩინების აღსასრულებლად გაგზავნამდე გამომძიებელი ან სასამართლო ვალდებულია გააცნოს იგი დამცველს და უზრუნველყოს ის უფლებით, აცილება მისცეს დანიშნულ ექსპერტს, მოითხოვოს ექსპერტად გარკვეული პირის დანიშვნა, დასვას ექსპერტის წინაშე საკითხები, დაესწროს ექსპერტიზას.
მუხლი 667. აღკვეთის ღონისძიების გაუქმება
1. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან შეურაცხმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, გამომძიებელი ან სასამართლო აუქმებს ადრე არჩეულ აღკვეთის ღონისძიებას.
2. აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისთანავე პირი უნდა მოათავსონ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან საავადმყოფოს განყოფილებაში, სადაც მას დაუწესდება სპეციალური მეთვალყურეობა.
მუხლი 668. წინასწარი გამოძიების შეწყვეტა
1. 28-ე მუხლით დადგენილი საფუძვლის არსებობისას საქმე იმ დანაშაულზე, რომლის ჩადენის შემდეგაც პირი ფსიქიკურად დაავადდა, აგრეთვე შეურაცხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე უნდა შეწყდეს.
2. საქმე უნდა გაიგზავნოს სასამართლოში, თუ არ დადგინდა ის გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ საქმის შეწყვეტას.
მუხლი 669. წინასწარი გამოძიების მასალების გაცნობა
1. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ გამომძიებელი აცნობებს პირს, რომლის მიმართაც ტარდებოდა წინასწარი გამოძიება, თუ ამ პირს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში, ასევე მის კანონიერ წარმომადგენელსა და დამცველს, აგრეთვე – დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. გამომძიებელი პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებას, გაეცნონ საქმის მასალებს, და აცნობებს, სად და როდის შეუძლიათ ამის გაკეთება. დამცველი, რომელსაც ატყობინებენ, რომ საქმე სასამართლოში უნდა გაიგზავნოს, ვალდებულია გამოცხადდეს საქმის მასალების გასაცნობად.
2. საქმის გაცნობის, წინასწარი გამოძიების შესავსებად შუამდგომლობის განცხადებისა და მისი განხილვის წესი განისაზღვრება 231-232-ე მუხლებით.
მუხლი 670. დადგენილება სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ
1. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობისა და მათი შუამდგომლობების განხილვის შემდეგ გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ. დადგენილების შინაარსი განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და 671-ე მუხლით.
2. დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში გამომძიებელი აყალიბებს 671-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, აგრეთვე დამცველისა და სხვა პირთა მოსაზრებებს, თუ ისინი სადავოდ ხდიან სასამართლოში საქმის გაგზავნის საფუძველს, და საქმის ფურცლების დამოწმებით მოჰყავს მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებენ ამ მოსაზრებებს.
მუხლი 671. სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ დადგენილების დანართი
1. დადგენილებას სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ დაერთვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სია, აგრეთვე ცნობები წინასწარი გამოძიების ვადის, იმ პირის პატიმრობაში და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადების შესახებ, რომლის მიმართაც ჩატარდა გამოძიება, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელისა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებების, საპროცესო ხარჯების შესახებ.
2. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები, ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ფონოდოკუმენტები სასამართლოში იგზავნება საქმესთან ერთად.
მუხლი 672. საქმის გადაცემა პროკურორისათვის და მისი გაგზავნა სასამართლოში
1. დადგენილებას სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ გამომძიებელი საქმესთან ერთად გადასცემს პროკურორს.
2. პროკურორი საქმის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სისხლის სამართლის საქმის ამ კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველზე შეწყვეტის შესახებ;
ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ;
(ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 660. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 661. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 662. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 663. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 664. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 665. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 667. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 668. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 669. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 670. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 671. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 672. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 673. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 674. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 675. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 676. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 677. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 678. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
მუხლი 679. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საპროცესო შეთანხმება და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 679
1
. საპროცესო შეთანხმების არსი
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (განსასჯელს), ისე პროკურორს. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო კამათის დაწყებამდე სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული წერილობითი საპროცესო შეთანხმების დადება.
2. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალდებას, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა.
3. ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს.
4. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.
5. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.
6. ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი უნდა ითვალისწინებდეს საჯარო ინტერესს, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს და ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხს.
7. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება დამცველის უშუალო მონაწილეობისა და შეთანხმების შესახებ ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.
7
1
. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.
8. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული (განსასჯელი) გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
9. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.
10. ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული (განსასჯელი) გამოძიებას აწვდის მის მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 6792. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა🔗
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს:
ა) ბრალდებულის (განსასჯელის) სახელი, გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;
გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
დ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული;
ე) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა;
ვ) მითითება ამ კოდექსის 6791 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლით გათვალისწინებული მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.
2. ბრალდებულის (განსასჯელის) წერილობით განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული (განსასჯელი) და მისი დამცველი, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე თანხმობა ბრალდებულმა (განსასჯელმა) ნებაყოფლობით განაცხადა დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ამასთანავე, ბრალდებული (განსასჯელი) სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს შუამდგომლობის შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3. თუ პროკურორი და ბრალდებულის (განსასჯელის) დამცველი შეთანხმდებიან თანამშრომლობის შესახებ, პროკურორი ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეთანხმების შინაარსი. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებულის (განსასჯელის) დამცველი და ბრალდებული (განსასჯელი).
31. თუ შეთანხმება ითვალისწინებს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას, მასში უნდა აღინიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა), მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს – სასჯელის მოხდის თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას, და მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.
32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა დაერთოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობა შეთანხმებაში მითითებული პირობების შესაბამისად ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის თაობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, სადაც მითითებულია ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მასზე ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, გარდა ამ კოდექსის 679
1
მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318
მუხლი 6793. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვა🔗
1. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ საჯარო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს (განსასჯელს) ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
2. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს რომ:
ა) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი;
ბ) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
გ) ბრალდებულისთვის (განსასჯელისთვის) ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
დ) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას;
ე) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი კონსტიტუციური უფლებები:
ე.ა) დაცვის უფლება;
ე.ბ) უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ;
ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე;
ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის (განსასჯელის) იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს;
ზ) ბრალდებული (განსასჯელი) ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
თ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში;
ი) ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
2
1
. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია უშუალოდ ბრალდებულისაგან დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მოსამართლე აგრეთვე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანურ ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
3. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის მიღწეული შეთანხმება.
4. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის შესახებ სასამართლო განხილვის მიმდინარეობა სიტყვასიტყვით უნდა დაფიქსირდეს წერილობით ოქმში.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 6794. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე🔗
1. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის ან საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად პროკურორისთვის საქმის უკან დაბრუნების თაობაზე.
2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საკითხს იხილავს შესაბამისი სასამართლო სისხლის სამართლის საქმის განსჯადობის მიხედვით.
3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება და კანონიერია თუ არა შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, ასევე რამდენად ნებაყოფლობით მოხდა ბრალის აღიარება.
4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი კანონიერია, მას გამოაქვს განაჩენი პროკურორის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში. განაჩენს ხელს აწერს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო შემადგენლობა).
5. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურატურას საბრალდებო დასკვნის საკითხის გადასაწყვეტად. სასამართლო, პროკურატურისათვის საქმის უკან დაბრუნების ნაცვლად, მხარეებს თავდაპირველად სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
6. სასამართლო უფლებამოსილია, საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.
7. ბრალდებულს (განსასჯელს) უფლება აქვს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ მომენტში უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება დამცველის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
8. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
მუხლი 679
5
. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობა
თუ სასამართლო გააუქმებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენს ან ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს შეთანხმებაზე, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების გამოყენება მის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 679
6
. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება
1. მსჯავრდებულს ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:
ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით;
ბ) ბრალდებულს (განსასჯელს) შეეზღუდა დაცვის უფლება;
გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით;
დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ (მოსამართლემ) უგულებელყო ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
2. თუ ბრალდებულმა (განსასჯელმა) დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს აბრუნებს წინასწარ გამოძიებაში.“.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 6797. განაჩენის გადაცემა და ძალაში შესვლა🔗
1. განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და დამცველს გადაეცემათ განაჩენის დამოწმებული ასლი.
2. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლო განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა ამ კოდექსის 679
6
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
2
1
. მხარეს უფლება აქვს სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში 15 დღის ვადაში.
3. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახალაღმოჩენილ და ახალგამოვლენილ გარემოებათა გამო.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 6798. დაზარალებულის შეტყობინება საპროცესო შეთანხმების შესახებ🔗
1. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ.
2. დაზარალებულს უფლება არ აქვს გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.
3. საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62
მუხლი 679
9
. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება
1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი თავისუფლდება სასჯელისაგან, თუმცა იგი ითვლება ნასამართლევად.
2. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე დგება წერილობითი შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და საქართველოს მთავარი პროკურორი.
3. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაში აღინიშნება, რომ თუ პირი არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შეთანხმების პირობების შესაბამისად შეთანხმება ჩაითვლება ბათილად.
4. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურორი. დაუშვებელია სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
მუხლი 67910. სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მიმართ🔗
1. თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე, ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, პროცესის მწარმოებელი პირი დაუბრკოლებლად ადგენს საპროცესო მოქმედების ოქმს, რომელშიც შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურება), რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებებისას. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი შინაარსისა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი საპროცესო მოქმედება ხორციელდება სრული მოცულობით, დაუბრკოლებლად. ამასთანავე, ყველა საპროცესო მოქმედება არაიდენტიფიცირებული ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მიმართ ხორციელდება დამცველის სავალდებულო მონაწილეობით. დანიშნული დამცველის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.
3. არაიდენტიფიცირებული პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით, ინიშნება კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.
4. გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების ჩატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხაობის დასადგენად).
5. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია 48 საათის განმავლობაში ამ გარემოებას შეუსაბამოს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.
6. არაიდენტიფიცირებული განსასჯელი პირის მიმართ განაჩენის დადგენისას სათათბირო ოთახში გასვლამდე მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ჩატარებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიება აღნიშნული პირის იდენტიფიცირებისათვის.
7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ და ეს გარემოება გავლენას ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე ან სასჯელის ზომაზე, ან იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსის LIX თავით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოება იწვევს შებრუნებას საუარესოდ.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქმის წარმოება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 67911. კოდექსის ნორმების მოქმედება იურიდიული პირის მიმართ🔗
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებისა და LXIV2 თავის შესაბამისად. ამ კოდექსის ნორმები ვრცელდება იურიდიულ პირებზე მათი შინაარსის გათვალისწინებით.
2. ამ თავის მიზნებისათვის, იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (მის უფლებამონაცვლეს).
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 67912. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი🔗
1. თუ გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომლებიც იძლევა იურიდიული პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XVIII1 თავით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, გამომძიებელს ან სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.
2. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამ იურიდიული პირის დამფუძნებელს (დამფუძნებლებს) ან/და ხელმძღვანელს (ხელმძღვანელებს), საქმის წარმოებაში მონაწილეობისათვის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 67913. გარემოებები, რომლებიც უნდა დადგინდეს იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას🔗
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას უნდა დადგინდეს:
ა) დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია თუ არა ამ იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ;
ბ) არის თუ არა აღნიშნული ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1071 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი ფიზიკური პირი, იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას უნდა დადგინდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 67914. იურიდიული პირის წარმომადგენლის (დამცველის) მონაწილეობა🔗
1. იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი) საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დადგენილების გამოტანისთანავე.
2. იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს) უფლება აქვს გაეცნოს საქმის წარმოების მასალებს, გაასაჩივროს გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის (სასამართლოს) მოქმედება და გადაწყვეტილება და განაცხადოს შუამდგომლობა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 67915. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებისა და სხვაგვარი შეზღუდვების გამოყენება იურიდიული პირის მიმართ🔗
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებული იქნეს ყადაღის დადების ღონისძიება.
2. იურიდიული პირის მიმართ ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება გამოიყენება ამ კოდექსის 190-ე–201-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 67916. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყებაზე უარის თქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები🔗
1. დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე არ შეიძლება გამოტანილ იქნეს ან გამოტანილი დადგენილება უნდა გაუქმდეს, თუ:
ა) არ არის დადგენილი ამ კოდექსის 67913 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
2. თუ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, გამომძიებელს ან სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს შესაბამისი დადგენილება, რის შესახებაც აცნობებს იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს).
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 67917. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნა🔗
1. თუ იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას არ გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე.
2. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამომძიებელი აცნობებს იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს), აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს და განუმარტავს მათ უფლებას საქმის მასალების გაცნობის თაობაზე. საქმის გაცნობის, საქმის წარმოების შესავსებად შუამდგომლობის განცხადებისა და მისი განხილვის წესი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
3. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობისა და შუამდგომლობების განხილვის შემდეგ გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე.
4. გამომძიებელი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე დადგენილებას საქმის მასალებთან ერთად დასამტკიცებლად გადასცემს პროკურორს. პროკურორი საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კოდექსის 67916 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შესახებ;
ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების თაობაზე;
გ) გამომძიებლის დადგენილების დამტკიცებისა და საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ.
3. საქმის შეწყვეტის ან დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება.
მუხლი 673. სასამართლო განხილვის მომზადება
სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ პროკურორისაგან მიღებულ საქმეს მოსამართლე განიხილავს 433-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქმის განსახილველად სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ;
ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ;
გ) საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;
დ) განსჯადობის მიხედვით საქმის გადაცემის შესახებ;
ე) საქმის შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 674. სასამართლო განხილვა
1. სასამართლო განხილვა ტარდება ამ მუხლითა და 457-516-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
2. სასამართლო სხდომაში პროკურორისა და დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.
3. სასამართლო გამოძიება იწყება პროკურორის მიერ საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ დადგენილების საჯაროდ წაკითხვით. შემდეგ მხარეები წარმოადგენენ და გამოიკვლევენ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ან უარყოფენ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საფუძვლის არსებობას – ატარებენ დაკითხვას, დათვალიერებას, საჯაროდ კითხულობენ დოკუმენტებს, უსმენენ ექსპერტებს, ასრულებენ სხვა მოქმედებას, რომელიც საჭიროა საქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
4. მტკიცებულებებს ჯერ წარმოადგენენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დამცველი, სამოქალაქო მოპასუხე, მისი წარმომადგენელი. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი და ხელახალი დაკითხვები.
5. მოსამართლეები და მსაჯულები დასაკითხ პირებს ბოლოს უსვამენ კითხვებს.
6. სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო გადადის მხარეთა კამათზე. კამათში მონაწილეობენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები. დამცველი კამათში და რეპლიკით გამოდის ბოლოს.
7. მხარეთა სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში განჩინების გამოსატანად.
მუხლი 675. საკითხები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სათათბირო ოთახში🔗
1. სათათბირო ოთახში სასამართლო განიხილავს და წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) მოხდა თუ არა დანაშაული ან მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ბ) ჩადენილია თუ არა ეს დანაშაული ან მართლსაწინააღმდეგო ქმედება იმ პირის მიერ, რომლის საქმესაც განიხილავენ;
გ) არის თუ არა ეს პირი ფსიქიკურად დაავადებული;
დ) უნდა გამოიყენონ თუ არა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან რომელმაც შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ე) საჭიროებს თუ არა ეს პირი ფსიქიატრიულ მკურნალობას.
2. სასამართლო წყვეტს აგრეთვე 498-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს.
მუხლი 676. სასამართლო განჩინება
1. სასამართლო განჩინება დგება 452-ე მუხლში მითითებული და ქვემოთ აღნიშნული წესებით.
2. განჩინების შესავალ ნაწილში სასამართლო აღნიშნავს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის საქმეც განიხილება, მისი დაბადების თარიღსა და ადგილს, საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს, საქმიანობას, განათლებასა და პიროვნების შესახებ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობებს.
3. განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად ედება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას, მოჰყავს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ან უარყოფენ ამ ღონისძიების გამოყენების საფუძველს, იძლევა პასუხს 683-ე მუხლში აღნიშნულ საკითხებზე.
4. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ცნობს, რომ პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, ან რომ პირმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხ მდგომარეობაში, და ამ პირის მიმართ გამოიყენებს ან არ გამოიყენებს სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას;
ბ) შეწყვეტს საქმეს დანაშაულის შემთხვევის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო;
გ) შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ დადასტურდა პირის მონაწილეობა ჩადენილ ქმედებაში;
დ) დააბრუნებს საქმეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
5. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო წყვეტს ნივთიერი მტკიცებულებების, საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხს.
6. თუ დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს სამოქალაქო მოსარჩელე, მიყენებულია იმ პირის დანაშაულის შედეგად, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან რომელმაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხ მდგომარეობაში, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მუხლი 677. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება
პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლო ცვლის ან აუქმებს სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას. თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად შეიცვალა, რომ, თუმცა იგი ფსიქიკურად ავადმყოფია, მაგრამ სასამართლოს მიერ თავდაპირველად დანიშნულზე ნაკლებად მკაცრ სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას საჭიროებს, ანდა საერთოდ აღარ საჭიროებს ამგვარ ღონისძიებას, სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 678. სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების და საერთო წესით წარმოების განახლების საკითხის განხილვა
1. სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების და საერთო წესით წარმოების განახლების საკითხის განხილვის საფუძველია:
ა) იმ სამედიცინო დაწესებულების საექიმო კომისიის დასკვნა, სადაც პირი იძულებითი მკურნალობისათვის იმყოფება;
ბ) საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე პროკურორის წარდგინება ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნილი პირის დამცველის, ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობა.
2. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმებისა და საერთო წესით საქმის წარმოების განახლების საკითხს განიხილავს სასამართლო, რომელმაც გამოიტანა განჩინება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, ან ამ ღონისძიების გამოყენების ადგილას არსებული სასამართლო.
3. საქმის მოსმენის დროსა და ადგილს სასამართლო ატყობინებს მხარეებსა და სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას.
4. სასამართლო სხდომაზე პროკურორისა და დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე საქმის მოსასმენად დანიშვნამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოითხოვს საექიმო კომისიის დასკვნას ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
6. თუ საექიმო კომისიის დასკვნა მხარეების ან სასამართლოს ეჭვს იწვევს, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაკითხოს პირი, რომლის მიმართაც აღძრულია შუამდგომლობა, ჩაატაროს სხვა სასამართლო მოქმედებები.
7. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება 474-479-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
8. მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო ისმენს მხარეთა კამათს, რომელიც შედგება პროკურორისა და დამცველის სიტყვებისაგან.
9. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც საჯაროდ ცხადდება სასამართლო სხდომაზე. განჩინების ასლს სასამართლო გადასცემს ან უგზავნის მხარეებს, აგრეთვე მოქალაქეს, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.
10. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების უარყოფის შემთხვევაში შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად შეიძლება მიიღონ უარყოფის შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან 6 თვის შემდეგ.
მუხლი 679. სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის შეტანა
1. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოების შეწყვეტის, ასეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, საერთო წესით წარმოების განახლების შესახებ, სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლაზე ან გაუქმებაზე უარისა და საერთო წესით წარმოების განახლებაზე უარის შესახებ სასამართლო განჩინებაზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ: პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, მის დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, პროკურორს.
2. სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ შეიტანონ საჩივარი სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებულ ნაწილში.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ განჩინებაზე საჩივარს ზემდგომი სასამართლო განიხილავს 523-534-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
5. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 67918. სასამართლო განხილვა🔗
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლო განხილვა ტარდება ამ მუხლითა და ამ კოდექსის 457-ე–516-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. სასამართლო გამოძიება იწყება პროკურორის მიერ იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე დადგენილების წაკითხვით; შემდეგ ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, იმ საპროცესო მოქმედებების განხორციელება, რომლებიც საჭიროა საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. მტკიცებულებებს ჯერ წარმოადგენენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი), სამოქალაქო მოპასუხე, მისი წარმომადგენელი. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი და ხელახალი დაკითხვები. მოსამართლე დასაკითხ პირებს ბოლოს უსვამს კითხვებს.
3. სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო გადადის მხარეთა კამათზე. კამათში მონაწილეობენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი). იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი) კამათში და რეპლიკით გამოდის ბოლოს. მხარეთა სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე (სასამართლო) გადის სათათბირო ოთახში განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 67919. სასამართლო განაჩენი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე🔗
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე სასამართლოს განაჩენში უნდა აღინიშნოს:
ა) იურიდიული პირის დასახელება, იურიდიული მისამართი;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც იურიდიულ პირს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
გ) სასჯელის სახე და ზომა, რომელიც იურიდიულ პირს დაენიშნა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, და ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება (ლიკვიდაციის დანიშვნის შემთხვევაში – ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები));
დ) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;
ე) გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა.
2. სასამართლოს განაჩენი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
მუხლი 67920. იურიდიული პირის მიმართ გამოტანილი სასამართლო განაჩენის გამოქვეყნება🔗
1. იურიდიული პირის მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოქვეყნდეს. განაჩენი ქვეყნდება მსჯავრდებული იურიდიული პირის ხარჯით.
2. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, თუ რა ფორმით უნდა იქნეს განაჩენი გამოქვეყნებული. განაჩენის გამოქვეყნების დროს დაზარალებულის ვინაობის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
კარი მეცამეტე
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 680. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები🔗
1. საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განსჯადია სისხლის სამართლის საქმე ისეთი დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენისთვისაც სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
2. საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეებს ისეთ დანაშაულზე, რომლისთვისაც შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ვადით არა უმეტეს 15 წლისა, არსებითად განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით.
3. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება ძალაშია დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ კანონის ამოქმედებამდე.
4. 1998 წლის 1 აგვისტოსათვის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის სტადიაზე ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებსა და მათი მეშვეობით მიღებულ მტკიცებულებებსა და საპროცესო გადაწყვეტილებებს უნარჩუნდებათ კანონიერი ძალა. მათი გადასინჯვა ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიშვება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას დარღვეული იყო 1998 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი საპროცესო კანონი.
5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების განსჯადობა ცალკე განისაზღვრება.
7. ადვოკატურის შესახებ კანონის პროექტთან ერთად შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონის პროექტი ამ კოდექსის 84-ე მუხლსა და სხვა შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს დამცველის უფლებას – პირის მიმართ ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას, აგრეთვე დამცველის სხვა უფლებამოსილებების გაფართოებას.
8. 1999 წლის 1 იანვრამდე შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონპროექტი დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ.
9. 1999 წლის 1 იანვრამდე შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონპროექტი დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში პირთა მოთავსებისა და ყოფნის წესების შესახებ.
1. 1999 წლის 15 მაისისათვის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის სტადიაზე ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებსა და მათი მეშვეობით მიღებულ მტკიცებულებებსა და საპროცესო გადაწყვეტილებებს, ა
გრეთვე ძებნილ ბრალდებულებზე მათი დაპატიმრების შესახებ 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პროკურორის სანქციით გაცემულ დადგენილებებს
უნარჩუნდებათ კანონიერი ძალა. მათი გადასინჯვა ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიშვება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას დარღვეული იყო ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი საპროცესო კანონი.
2. (ამოღებულია).
3. ადვოკატურის შესახებ კანონის პროექტთან ერთად შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონის პროექტი ამ კოდექსის 84-ე მუხლსა და სხვა შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს დამცველის უფლებას – პირის მიმართ ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას, აგრეთვე დამცველის სხვა უფლებამოსილებების გაფართოებას.
4. 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ძებნილი ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ პროკურორის სანქციით გაცემული დადგენილება მისი აღსრულებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. საკასაციო საჩივრები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში, მაგრამ არ განხილულა, საკასაციო წესით განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
8.
საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შესული საზედამხედველო საჩივრები, რომლებზედაც არ არის დამთავრებული საზედამხედველო წარმოება, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას.
სისხლის სამართლის საქმეებზე საზედამხედველო პროტესტები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში ან პლენუმში, აღარ განიხილება. საქმეები, რომლებზედაც შეტანილი იყო ეს საზედამხედველო პროტესტები, შეიძლება გადაისინჯოს ამ კოდექსით დადგენილი წესით მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი.
9. 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად წარიმართოს იმ სასამართლოში, რომლის განსჯადობაშიც ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე შედიოდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში მიღებული საქმეები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადია და რომელთა სასამართლო განხილვა დაიწყო, მაგრამ არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, განიხილოს და დაამთავროს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
11. 2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის საფუძველზე შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს დადგენილი წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის გაუქმებამდე უზენაეს სასამართლოში ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი წესით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ამ კოდექსის 548-549-ე, 552-555-ე, 557-558 და 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილოს 2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები იმ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი და „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის შუამდგომლობები. საჩივარი, რომელსაც თან დაერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობა, შეიტანება 546-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების სუბიექტების მიერ უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
13. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №1104 დადგენილება „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ ჩაითვალოს ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად.
14. 2005 წლის 3 მაისამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოებში განსახილველად შესული სისხლის სამართლის საქმეები (გარდა იმ საქმეებისა, რომლებზედაც სასამართლო გამოძიება დასრულებულია) გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. 2005 წლის 3 მაისის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული სასამართლოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრებას შესაბამის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეთა და მსაჯულთა მიერ 2005 წლის 3 მაისამდე და მას შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში ამ კოდექსის 546-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით.
16. ამ კოდექსით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.
17. 2007 წლის 1 იანვრიდან რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.
18. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე, დაასრულებს ამ საქმის განხილვას კანონით დადგენილი წესით. ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით და საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
19. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2005 წლის 1 ნოემბრამდე შესული საკასაციო საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
20. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ.
21. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეტანილ საჩივრებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ამ მუხლის მე-20 ნაწილის ამოქმედების შემდეგ ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლეებიდან ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
22. 2009 წლის 1 სექტემბრამდე საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე გირაოს სახით შეტანილი, აგრეთვე ამ კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფულადი თანხები გადაირიცხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით მათი დანიშნულებისამებრ მიმართვის მიზნით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228
საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №707 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.153
საქართველოს 2001 წლის 13 თებერვლის კანონი №721 - სსმ I, №4, 28.02.2001 წ., მუხ.4
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135
საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №498 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.147
საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1648 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.221
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120
მუხლი 6801. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
მუხლი 6802. დამცველის (ადვოკატის) საქმიანობის შეზღუდვა სისხლის სამართლის პროცესში🔗
პირებს, რომლებსაც არა აქვთ მიღებული ადვოკატის სერტიფიკატი და არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, 2006 წლის 1 ივნისიდან ეკრძალებათ დამცველის (ადვოკატის) უფლებამოსილების განხორციელება სისხლის სამართლის პროცესში.
საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2307 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.87
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 6803. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 6804. პატიმრობის დროებითი ვადები🔗
1. ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილების ამოქმედებამდე მოქმედებს ამ მუხლის მე-2–მე-9 ნაწილები.
2. ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა, – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.
3. წინასწარი გამოძიებისას პატიმრობის ვადაა 3 თვე ეჭვმიტანილის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. პატიმრობის ვადის დინება წყდება საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ განსჯადობის მიხედვით სასამართლოში საქმის ჩაბარების მომენტში. თუ დაკავებული დააპატიმრეს, მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. თუ სამთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება დაარღვია ან თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის 1 თვით დაპატიმრების შესახებ.
4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და პროკურორის თანხმობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ქ. თბილისის პროკურორისა და ოლქის პროკურორის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 6 თვემდე. საქმის მომეტებული სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 8 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 9 თვემდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
5. ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო.
6. თუ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნდა პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოდან, ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლომდე გამოითვლება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის მიღების დღიდან. სასამართლომდე და სასამართლოს შემდეგ, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
7. თუ სამთვიანი და ექვსთვიანი პატიმრობის ვადის გასვლისას პროცესის მონაწილენი ვერ ასწრებენ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობას, პროკურორი უფლებამოსილია ამ კოდექსით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე.
8. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში და საოლქო სასამართლოში საქმის პირველი ინსტანციით, სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვისას განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის საერთო ვადა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.
10. 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ სასამართლოში საქმის ჩაბარებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აითვლება განსასჯელის პატიმრობის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი მოსამართლის (სასამართლოს) წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე.
11. 2006 წლის 1 ივნისიდან, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ სასამართლოში საქმის ჩაბარებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აითვლება განსასჯელის პატიმრობის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი მოსამართლის (სასამართლოს) წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 3 თვემდე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
მუხლი 6805. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 6806. წინასწარი პატიმრობისა და სასამართლო პატიმრობის დროებითი ვადები🔗
1. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანება მოქმედებს მასში მითითებული საპატიმრო ვადის ამოწურვამდე.
2. 2006 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსტანციის სასამართლოში შესული სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში განხილვისას ამ კოდექსის 680
4
მუხლით გათვალისწინებული განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის დროებითი ვადები მოქმედებს მათ ამოწურვამდე.
3. თუ 2006 წლის 1 იანვრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში შესულ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი (დადგენილება), რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში საქმის შესვლიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე, ხოლო საკასაციო სასამართლოში საკასაციო წესით საქმის განხილვის დროს განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
მუხლი 6807. ბრალდებულად ყოფნის დროებითი ზღვრული ვადა🔗
ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის ამოქმედებამდე დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 24 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წარუდგენიათ ახალი ბრალდება. ასეთი ბრალდების წარდგენისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წარდგენის დღიდან.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
მუხლი 6808. აღკვეთის ღონისძიებების სახეების: შინაპატიმრობის, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემისა და ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ მოქმედების ვადები🔗
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
მუხლი 6809. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 681. კოდექსის ამოქმედება🔗
1. ეს კოდექსი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.
2. 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
3. 162-ე მუხლის მე-7-8 ნაწილები ძალაშია საოლქო სასამართლოების ამოქმედების დღიდან.
4. ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11).
1. ეს კოდექსი, გარდა 33-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, 161-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.
2. ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 162-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილები და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
3. (ამოღებულია).
4. 161-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს პენიტენციური სისტემის რეფორმის გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომლის ვადას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს რეკომენდაციით.
5. ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ, №1, მუხ. 11).
6. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
7. 654-ე მუხლი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
8. (ამოღებულია).
9. ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილები ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
10. ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2005 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №632 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.131